გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> გაზაფხულის პირველი კვირა, რეპორტი
ilariona
პოსტი Mar 18 2014, 02:51 PM
პოსტი #1


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



იყო და არა იყო რა, აირგანზე უკეთესი რა იქნებოდა?

მასე გვეგონა ჩვენ სანამ ერთი სულიერი თეფშების სასროლ ელექტრო აპარატს არ ჩამოიტანდა.

მოვინდომეთ ისევ გასვლა ბუნებაში, მოვინდომეთ ჩვენი მაგიდის მონახულება, მოვინდომეთ მწვადაობა და ერთმანეთის ნახვა,
არ გაგვჭირვებია კიდევ ერთი გასვლის ორგანიზება, დავთქვით თარიღი, ჩავეწერეთ სიაში და ამოვყავით თავი ქესალოში ჩვენს მაგიდასთან.


ვინაიდან აირგანელები ვართ დასაწყისისთვის იყოს ეს ფოტო biggrin.gif



ხო და ამ აირგანელებმა თან წავიღეთ 600 თეფში და 900 ვაზნა, რატომ? იმიტომ რომ ბახ-ბუხ-ბახ გასვლა მოვინდომეთ.



გასვლის ძირითადი მიზანი კაცმა არ იცის რა იყო, მე უფრო ერთმანეთის მონატრებას ვაბრალებ ასეთ ლამაზ გასვლებს და დარწმუნებული ვარ ყველა ასე ფიქრობს.

მოდით მოგიყვებით რა მოხდა ამ ლამაზ გასვლაზე:
ჩასვლის თანავე ავაწყვეთ თოფები და ჯერ ერთმანეთზე გამარჯობის თქმა არ გვქონდა დამთავრებული, რომ გარემოს დაცვის სწრაფი რეაგირების ჯგუფი მოგვადგა, მანქანიდან გადმოვიდა ორი მამაკაცი, მოგვესალმენ და მოგვთხოვეს თოფების ერთ ადგილზე დაწყობა, შემდეგ კი მოგვთხოვეს ყველა თოფზე დაგვედო საბუთები.
არ გამკვირვებია ეს მოთხოვნა, ვინაიდან ვიცი რომ საკმაოდ კარგად დაიწყეს მუშაობა, ამის შედეგია შემცირებული ბრაკონიერობაც. მეტსაც გეტყვით გამიხარდა, ვინაიდან ამ მეთOდით თუ გადავაჩვევთ ბრაკონიერობასა და მაიმუნობას ვაი მონადირეებსა და მოთევზავეებს. აი გაკვირვებით კი სულ სხვა რამ გამიკვირდა, ერთ-ერთმა მსახურმა გვითხრა, რომ ნადირობის სეზონს მიღმა ბუნებაში თოფით გამოსვლა თურმე არ შეიძლება.
ისიც დაამატა, რომ ჩვენ მონადირეებმა ეს ძალზედ კარგად უნდა ვიცოდეთ.
ნუ იქ მოყვა საუბარი რატომ, როგორ, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა.

წავიდნენ გარემოს დაცვის მსახურები და ჩვენც არ დავაყოვნეთ, ტრადიციისამებრ გავხსენით რამოდენიმე ბოთლი კონიაკი და უფალს მშვიდობა ვთხოვეთ,
მერე ბუნება დავლოცეთ



და ასე შემდეგ, ძვლებმა გათბობა ვერ მოასწრო, ვინაიდან ძალზედ ცოტა კონიაკი გვქონდა და საკმაოდ ბევრნი ვიყავით, მაგრამ საკმარისი იყოს დილის ტრაპეზისათვის.















აქ ჩავაკვეხებ აირგანელების ოფროუდ სათამაშოებს,















აბა ამას შეხედეთ რამხელა კლირენსი აქვს, რა ლამაზად გადმოდის ორმოებზე, არც კი დაუბუქსავებია smile.gif



ისე რამდენი ჰობი გვაქვს ჰა? მარტო ჰაერთოფებით აშკარად არ ვერთOბით, ოფროუდიო, თეფშებზე სროლაო, ჩარხების ყველაზე დიდი რაოდენობა საქართველოს ფორუმებზე მხოლოდ ჩვენთანაა დაფისქსირებული, ნადირობა, თევზაობა და თან ამას ყველაფერს ვასრულებთ მაღალ დონეზე.
იდეა მაქვს, აირგან+ დავარქვათ ჩვენს ფორუმს smile.gif

დავასრულეთ დილის ტრაპეზა და შევუდეგით საქმეს (საქმეში მოიაზრება ბახ-ბუხ-ბახ)
შევიკრიბეთ ბექა ბიძიას მანქანასთან, ავაწყვეთ თეფშების სასროლი აპარატი, ავაწყვეთ თოფები და გულისფანცქალით ველოდებოდით პირველი თეფში გავარდნას, რომ მას მიყოლოდა თოფის გასროლა.











ამასაც თეფშე სროლა უნდოდა, მაგრამ იარაღი შეეშალა smile.gif



ისე იყო თუ ასე აიწყო აპარატი, და დავიწყეთ სროლა, ცოტა მეტი აზარტი რომ შეძენოდა სროლას ჩავატარეთ მინი შეჯიბრი,

მონაწილეები:

1) ბექა ბიძია
2) ნორიკა
3) ჟორჟიკა
4) დეივი
5) ჩზ
6) ჯაჯა
7) ილარიონა
8) ლაშა (დიდი ფოტოგრაფი)
9) ნიკა (მგონი სწორად მახსოვს სახელი)
10) დავილი
11) დაწითი
12) თაზო
13) მამაჩემი
14) ირაკლი (შემოსწრებული სტუმარი)

გავაკეთეთ 4 პოზიცია, თითო პოზიციიდან უნდა გვესროლა 5 გასროლა,
ანუ ჯამში ერთი მსროლელი ისროდა 20 გასროლას.
შედეგებს ნუ მომთხოვთ, ვინაიდან არ მახსოვს, ერთი ვიცი რომ გამარჯვებული მაინც მეგობრობა იყო smile.gif
შეჯიბრში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს,
იორამამ და ბაზუკამ, რატომ არ მახსოვს smile.gif

ხო და ახლა შემოგთავაზებთ ბევრ ნაირ-ნაირ ფოტო მასალებს, დაათვალიერეთ და დატკბით მარლაც ლამაზი დღით.































აქ ჟორა 100 ლარიანს მაძლევდა, მეტი ქულა ჩამითვალეო, მაგრამ პატიოსნებამ გაიმარჯვა და არ დავთანხმდი ბოროტ შემოთავაზებას
































































ამ ფოტოზე ნათლად ჩანს თუ როგორ ვიცავთ თავს აზერბაიჯანლების თავდასხმისაგან smile.gif


















ამ სროლა-სროლაში მოვიდა საღამო, ხალხს მუცლებმა მოუღიტინეს, ზოგი სანამ მწვადი შეიწვებოდა უკვე სუფრასთან იჯდა და ჭაჭის გემოთი იტკბობდა პირს,
ამასობაში კი ბატონი გოჩა უგემრიელეს (სუნზე მივხვდი) მწვადებს ბრაწავდა რცხილას ნაკვერჩხალზე.
თუ არ გჯერათ იხილEთ ფოტოები











ესეც პურიჭამა, ამის მერე მხოლოდ ფოტოებია განწყობისათვის, ვინაიდან პურიჭამის დროს ოპერატორიც დაკავებული იყო და ვერ იღებდა ფოტოებს.

















ფოტოები განწყობისათვის





























>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
gocha311
პოსტი Mar 24 2014, 04:19 PM
პოსტი #2


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 152
რეგისტრ.: 20-March 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tiflis
წევრი №: 1,916
ქალაქი:tbilisi



რავიცი ნავიჩოკი ვარ რა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ilariona   გაზაფხულის პირველი კვირა   Mar 18 2014, 02:51 PM
- - Dave   მშვენიერი დღე იყო ...   Mar 18 2014, 03:11 PM
- - norica_dragon   რაც კაია კაია საღო...   Mar 18 2014, 03:56 PM
- - geojorjika   ასე ერთ თვეში არა?   Mar 18 2014, 04:18 PM
- - ilariona   ციტატა(Avto @ 18th March 2014 ...   Mar 18 2014, 04:32 PM
- - ja_ja   აბა უყურე რა წერა კ...   Mar 18 2014, 04:37 PM
- - geojorjika   ilariona ვაა ვინც არა?   Mar 18 2014, 04:42 PM
- - ilariona   ციტატა(ja_ja @ 18th March 2014 ...   Mar 18 2014, 04:43 PM
- - TAMPLIER   გენაცვალეთ თქვენ...   Mar 18 2014, 10:28 PM
- - foxi   უმაგრესსი ფოტოები....   Mar 18 2014, 10:30 PM
- - iuza   მალადეც ილო, ზი რეპ...   Mar 18 2014, 11:13 PM
- - ja_ja   ilariona ციტატა(ilariona @ 18th ...   Mar 19 2014, 07:59 AM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   ძაან მაგარი იქნებო...   Mar 19 2014, 08:38 AM
- - ilariona   ხ.მ.ე.ლ.ო მარტო სანა...   Mar 19 2014, 08:57 AM
- - Der Rote Baron   საღოლ ბიჭებო! მაგ...   Mar 19 2014, 09:45 AM
- - monadire.   კარგია, სურათებიც ...   Mar 19 2014, 04:54 PM
- - ja_ja   monadire. ციტატა(monadire. @ 19t...   Mar 19 2014, 08:32 PM
- - Dave   ციტატა(ja_ja @ 19th March 2014 ...   Mar 19 2014, 08:40 PM
- - iorama   Dave შენზე ხელით ნასრ...   Mar 22 2014, 05:08 AM
- - piettro   მე როდის წამოვიდე, ...   Mar 22 2014, 09:04 AM
- - Dave   iorama უბრალოდ ყველაზ...   Mar 22 2014, 09:55 PM
- - ilariona   Dave ისე რეპორტში დამ...   Mar 23 2014, 03:47 AM
- - bazuka   მშვენიერალურ !!...   Mar 23 2014, 02:32 PM
- - gocha311   სალამი ყველას ერთი...   Mar 23 2014, 09:05 PM
- - Dave   gocha311 ამ თემასთან არ...   Mar 23 2014, 09:08 PM
- - cz80   gocha311 ამჯერად სიტყვი...   Mar 23 2014, 11:42 PM
- - gocha311   რავიცი ნავიჩოკი ვა...   Mar 24 2014, 04:19 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 03:42 PM
Hosted by Pro-Service