თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ სანადირო გასვლები _ ნადირობა, გასვლები, შედეგები

პოსტის ავტორი: toti Dec 20 2009, 06:10 PM

ამ კვირას გავედი სოფელში,როგორც ადრე მოგახსნეთ ჩიტები იქ ძალიან ცოტანი არიან,მაგრამ ამ კვირა დღეს ცოტათი სიცივე იყო და გამოჩნდნენ,ბევრი ვიბოდიალე თუ ცოტა ვიხროლეთ სადღაც 30-დე გამოს ტყვია ზუსტად აღარ მახსოვს რომელია 8 ლარი მივეცი 200 ცალიან ყუთში,თან დავაყოლებ,რომ ძალიან საშინელი ტყვიებია არცერთი ერთმანეთს არ გავს 1 ტყვია გადავაგდე არასცორად იყო მოჭრილი smile.gif ხოდაა ბოლოს 1 ჩიტი ძლივს ჩამოვაგდე თქვეს რომ სკვინჩააო,30 მეტრიდან თავში მოხვედრის შედეგად თავი გაუჭრა 2 ნაწილად,როდესაც ხელში ავიგე ნახევარი თავი დაკიდებული ქონდა.ამის შემდეგ ვეგარც მოვკალი ვერაფერი რადგანაც ძლიერი ქარი იყო და 30 მეტრზე კი არადა 10 მეტრიდან ვესროლე და მიანც ავაცილე smile.gif თან რამოდენიმეჯერ.



ისე კი დავიღალე ამდენ სირბილში,თან თავზე მიმინო დაფრინავდა, ნადირობდა ნერვები დამაწყდა,მისი მოკვლა კი ნამდვილი საცოდაობა იქნებოდა და ამიტომ არც კი მიფიქრია რაიმე ცუდი. მე მგონი რაღაც რეპორტუს გამომივიდა smile.gifესეც ასე!

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 20 2009, 06:14 PM

toti
კარგია smile.gif , ისე კროსმანის ტყვიები შეიძინე გირჩევ გამო-ს ნაგავში აძლევ 8 ლარს და არის 200 ცალი ანუ 500 ცლაი რომ მოგივიდე ს უნდა სადღაც 24 ლარი და კროსმანის 500 ცალია ტყვიები ღირს 25 ლარი გრიგოლასთან , უპირობოთ ჯობია კროსმანი , ერთნაირი ტყვიებია, უფრო მძიმე და ზუსტი .

ისე სურათების ჩასმა არ იცი?

პოსტის ავტორი: toti Dec 20 2009, 06:17 PM

ვიცი ვიცი მაგრამ კროსმანის ტყვიები მაქვს და ვინახავ ზამთრისათვის სანადიროდ,ამით ასე გასართობად კარგია და როგორმე მერე ჩამოვატანინებ მაგ ტყვიებსაც ბლომად რომ აღარ შემენანოს smile.gifსურათები ვერ დავამუღამე რა მითხარი და გავასწორებ smile.gif

პოსტის ავტორი: foxi Dec 20 2009, 10:59 PM

ესეიგი უკვე მეორე მონადირე გამოჩნდა კროსმენ ფანტომით ხელში. გეშინოდეთ აჭარელო სკვინჩებო! ყოჩაღ ტოტი მინდა პატარა გამოცდილება გაგიზიარო: თუ ფრინველებზე აპირებ ნადირობას გამოიყენე კროსმენის ჰოლოვ პოინტის ტყვიები თუ ცხოველზე:კროსმენ
ულტრა მაგნუმი საკმაო სიზუსტე და დაზიანება გააჩნიამ მოცემულ ფრინველ ნადირზე სანადიროთ.უფრო მეტი რეპორტები ნადირობაზე.სპეციალური მადლობა ჯაჯას.(ტყვიის შერჩევასთან დაკავშირებით.)

პოსტის ავტორი: skywalker Dec 21 2009, 07:40 AM

მალე მეც შემოგიერთდები smile.gif როცა ჩამოუა გრიგოლას ახალი ტავარი! სამწუხაროდ იანვრის ბოლომდე არ იქნებაო sad.gif

პოსტის ავტორი: skywalker Dec 21 2009, 11:50 AM

Phantom 1000X ვუთხარი გრიგოლას და იანვრის ბოლოს იქნებაო! (სამწუხაროდ) 400 ლარის ფარგლებში ეგაა რა ნორმალური ! მე მგონი ცუდი არ უნდა იყოს ხოო ? თქვენ რას იტყვით ?

პოსტის ავტორი: nihontoman Dec 21 2009, 12:33 PM

skywalker
400 ლარის ფარგლებში, ანუ ზუსტად რამდენი?
მე ფანტომი 330-ად ვიყიდე გრიგოლისგან და ზაან მაგარია მარტლა, ალბატ ასე 10000-15000 ატასი მექნება გასროლილი და ერტხელ დაემტვრა პრუჯინა მარტო. მარტლა სკმაოდ ზუსტია (ორონდ უნდა ჭერა ისწავლო თორე საკმაოდ ხტუნაობს, ტავისებური ტექნიკა უნდა )და სიმძლავრეზე არაფერს ვიტყვი, სადღაც 20 ჯოულია საშუალოდ მისი სიმძლავრე (ტყვიას გააჩნია) და ე ს 20 ჯოული საკმარისია, რომ 70-80 მეტრზე ყვავი გადირკოს..... ხო, მართლა პრუჯIნა რო გატყდა და რო ვისროდი ამ გამტყდარი პრუჟინით, მაშინაც კი გადირკა ერთი ყვავი 70 მეტრზე ასე, რომ სიმძლავრეზე არ ინერვიულო. სიზუსტეც საკამრისია სანადიროდ მოკლედ კაი რამეა რაა...

პოსტის ავტორი: toti Dec 22 2009, 11:35 PM

ამ საღამოს ერთი საოცარი და სასაცილო ამბავი გადამხდა,ვზივარ სახლში და მირეკავს მეზობელი ვიღაცა შემოვარდაო და ტახტის უკან იმალებაო,აცბად ვიფიქრე შალბათ დააყაჩაღეს და სახლში ემალებიან მეთქი,რომ ვკითხე ვინ შემოგივარდა ვიღაცა კი არა და ვირთხა უთქვამს,მერე რა ვქნა მეთქი და ამოიტანე შენი თოფიო და მოკალიო რომ ტახტის უკანაა და რომ გამოვწიოთ გაგვექცევაო,გავიქეცი ჩემი თოფით,ისე იყო ის დამალული ტახტის ზემოდან ავედი და 3 ტყვიით გავაფრთხობინე სული,კაი დიდი ვირთხაც იყო და აგერ სურათიც საღამოს ნადირობის smile.gif კატებმა რომ დაინახე ს სახლში ისეთი დიდი არსება მოცოცხეს უკან მოუხედავად biggrin.gif


პოსტის ავტორი: cz80 Dec 22 2009, 11:39 PM

toti
საღოლ biggrin.gif კი მაგრამ 3 ტყვია რა უბედურებაა ტო კაშეი ბესმერტნი იყო? biggrin.gif biggrin.gif ბლიად ყვავებივით ჟივუჩები არიან ეს ვირთხებიც ტო biggrin.gif

პოსტის ავტორი: foxi Dec 23 2009, 12:15 AM

:thumbsup: საგოლ ტოტი!

პოსტის ავტორი: bazuka Dec 23 2009, 01:10 AM

ეგრე უნდათ მაგათ და კატებს კიდე :lol:

პოსტის ავტორი: cz80 Dec 23 2009, 01:13 AM

ციტატა(bazuka @ 23rd December 2009 - 01:10 AM) *
ეგრე უნდათ მაგათ და კატებს კიდე

biggrin.gif biggrin.gif უპატრონო კატების რისხვა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Dec 23 2009, 02:00 AM

toti საღოლ კაია! მარა იმ 3 ტყვიიდან რომელიმე მოხვდა თავში? არცერთი ხო?

პოსტის ავტორი: toti Dec 23 2009, 12:50 PM

არა თავში ვერ მოვახვედრე ზურგით იყო და ვურახუნე biggrin.gif

პოსტის ავტორი: Leonce Nov 14 2010, 12:51 PM

ერთხელ ერთ ვირთხას 19 ტყვია ვესროლე და ძლივს მოვკალი ყველა მოხვდა უბრალოდ ზოგი ტყავმა არ გაატარა ბანძი თოფი მაქვს biggrin.gif biggrin.gif 40 წუთი სროლა სროლით დავსდევდი და ეს ჩემი კატა კიდევ მიყურებდა, და საქმე რომ მოვამთავრე მერე იკადრა ადგომა მოსვლა და გასისხლმდინარებული ვირთხის წაღება biggrin.gif

პოსტის ავტორი: koknar Nov 14 2010, 05:32 PM

ვირთხებს სამეფო კობრა ჭამს თანაც მისაყოლებლის გარეშე. მარა ცუდი ხასიათი აქ biggrin.gif

პოსტის ავტორი: foxi Nov 15 2010, 09:15 AM

ისე კაცმა რო თქვას,კატასაც გააჩნია და ვირთხასაც. ჩემი სიამის კატა ძაღლებს ერეოდა და ვირთხებზე სანადიროდ გართობის მიზნით დადიოდა მხოლოდ. ჩ.მ.ა.

პოსტის ავტორი: nihontoman Nov 15 2010, 09:27 AM

ციტატა(foxi @ Nov 15 2010, 10:15 AM) *
ისე კაცმა რო თქვას,კატასაც გააჩნია და ვირთხასაც. ჩემი სიამის კატა ძაღლებს ერეოდა და ვირთხებზე სანადიროდ გართობის მიზნით დადიოდა მხოლოდ. ჩ.მ.ა.

+1

მეც სიამის კატა მყავს, იმენა ქალაქის კატაა, მარა სოფელში რომ ჩამყავს, რატომღაც ყველა ძაღლი ერთნაირად მიიმალება ხოლმე, მარა ვირთხებზე ნადირობისათვის თავს არ იწუხებს - ვისკასი ურჩევნია biggrin.gif

პოსტის ავტორი: sekurifa Feb 24 2012, 03:44 PM

დღეს რაღაც ბავშვობის ნოსტალგია მომაწვა და მაშინდელი მონადირებული ბეღურების გემო გამახსენდა biggrin.gif ხოდა მეც გავედი დასარბაზოდან საშრობში,დავყარე პურის ნამცეცები და დაველოდე.ჩემი უმცროსი ბიჭი მაგრად მბალეშიკობს რა როცა რამის მონადორებას ვაპირებ და დადგა ფანჯარასთან შუხერად smile.gif ცოტა ხანში მივიღე განგაშის სიგნალი ჩიტები მოფრინდნენო და მეც მოვიმარჯვე ჩემი პატარა მონსტრი და ჩამუხლული გავიხედე ცერათ აივნიდან.მართლაც საშრობში უკვე ბეღურები ქეიფობდნენ და მეც უცებ ლაწ ... ლაწ ორი გასროლა და ორი მიზანი biggrin.gif მეტს აღარ ვესროლე ესეც საკმარისია.მერე ეგრევე მოვამზადე მარა ბავშვებმა შემიჭამეს biggrin.gif
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

ერთი ფრთა მაინც შენხვდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: TAMPLIER Feb 24 2012, 04:13 PM

sekurifa
რა საინტერესოდ გამოიყურება შენი მომზადებული
თუ შეიძლება რეცეპცი გაგვანდე სათანადო თემაში

პოსტის ავტორი: master Feb 24 2012, 05:05 PM

ნიორწყალში მაგარია, ბეღურები. შარშან მაგით გადავიხადე სოფელში დაბდღე. ; pleasantry.gif .

პოსტის ავტორი: userman Dec 3 2015, 07:42 AM

ნადირობის თემები ბევრია ზოგი დახურულიც, მარა რატომღაც ეს თემა ამოვარჩიე. ყველაფერი კი ამ ვიდეოს ყურებიდან დაიწყო https://www.youtube.com/watch?v=tuJ0IW7uehs . უყურებ ამ ვიდეოს და ადრენალინი გაწვება , მამენტ ფიქრობ იქნებ იმდენი საშუალება მომეცეს არიზონაში წასვლისთვის რომ იყოს საკმარისი ...

საქართველოში მაგისთანა ვარიანტი უფრო ნაკლებადაა .... მითუმეტეს მტრედებზე არავის ურჩევ ნადირობას . ჩემი ნება რომ იყოს საერთოდ ამოვიღებდი მტრედებზე ნადირობის თემას. გარეულებზე არა მაქვს ლაპარაკი, განსაკუთრებით ქედნებზე.

ბაიკერ არ ვიცი შენ რას შეხვდი ამდენს მარა მინდა გითხრა რომ მეც მაქვს საქართველოში ნანახი და ნანადირევი (გადამფრენები იყვნენ ) ამაზე არანაკლები რაც ვიდეოშია .... smile.gif დაჟე საათში ოცდაათიც კი მომიკლავს მოკლედ გამოყოფილი ადრენალინი 100 პროცენტით დამიხარჯია ... და ეს გამყოლია კაი ხანს ნუ თვეები აღარც მქონია ნადირობის სურვილი.

თუმცა მერე ფიქრობ ნუთუ საჭირო იყო ამის გაკეთება და ცოტათი ნანობ კიდეც .... მარა დრო რომ გადის ისევ გინდება ამის გაკეთება მარა სადაა ?! ასეთი რამ წელიწადში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერაა მაქსიმუმ biggrin.gif smile.gif sad.gif

პოსტის ავტორი: koknar Dec 3 2015, 11:15 AM

userman
შინაური თუ ქალაქური თუ რაცაა ეს მტრედები მაგა არ მევასება რა, იმენა თავზე დაგასკლინტავენ, ძაან ბინძური ფრინველია. თან ნაგლი. არც ხელის აქნევა იცის არც დაძახება იმენა ჯოხი უნდა ჩაარტყა რო გაფრინდეს.

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 3 2015, 01:45 PM

აუ ტიპს იმენნა მაგნიტი აქვს იმ ღობეზე თუ რა ხდება ბლიაძ smile.gif

პოსტის ავტორი: userman Jul 14 2016, 07:22 AM

აქაც დავდებ ნახონ ნადირობის მოწყურებულმა ხალხმა smile.gif




პოსტის ავტორი: okela84 Jul 14 2016, 01:20 PM

userman
2:54-ზე რა დროწიკივით წამოვიდა მიწისკენ biggrin.gif

ისე რო მიხვედი ნისკარტით ხომ არიყო ჩარჭობილი მიწაში ?

პოსტის ავტორი: userman Jul 14 2016, 02:12 PM

okela84

ციტატა(aleqsandre @ 14th July 2016 - 02:20 PM) *
2:54-ზე რა დროწიკივით წამოვიდა მიწისკენ biggrin.gif


თან მუსიკას როგორ ჰყვება მოძრაობაში biggrin.gif
ნადირობის დროს არის ხოლმე შემთხვევები , როცა დაიჭრება ობიექტი და 20 - 30 მეტრის იქით ვარდება შეიძლება ღობის იქითაც და გიწევს გადაძრომები და ასე შემდეგ, მაგრამ არის საპირისპირო შემთხვევებიც , როცა მეზობლის ბაღჩაში კლავ დაიჭრება წამოვა და ზუსტად შენს ფეხებთან დაეცემა biggrin.gif .ეს სწორედ ის შემთხვევაა.

ციტატა(aleqsandre @ 14th July 2016 - 02:20 PM) *
ისე რო მიხვედი ნისკარტით ხომ არიყო ჩარჭობილი მიწაში ?


კი ძლივს ამოვწიკე biggrin.gif

ისე თუ დააკვირდით ამ ნადირობაში ყველაზე რთული მოსანადირებელი იყო არა დასაწყისში კაჭკაჭი , რომელიც 80 მეტრზეა არამედ ის კაჭკაჭი, რომელიც ნაძვზეა 55 მეტრში . და თუ იცით რატომ ? ქარშია მონადირებული და იმიტომ... smile.gif

პოსტის ავტორი: okela84 Jul 14 2016, 05:09 PM

userman

ციტატა(userman @ 14th July 2016 - 03:12 PM) *
რომელიც ნაძვზეა 55 მეტრში . და თუ იცით რატომ ? ქარშია მონადირებული და იმიტომ...

ეგ ინტუიტიურად ხდება. ერთიდაიგივე ზუმით ბევრი სროლისგან გამოგეთლება უნარი ქარი/მანძილის მეტნაკლებად უხეში გამოთვლის

პოსტის ავტორი: mister_io Jul 14 2016, 05:38 PM

კარგი იყო ვისიამოვნე smile.gif

პოსტის ავტორი: userman Jul 15 2016, 10:02 PM

სამწუხაროა ეს , რომ ვერავინ შენიშნა... sad.gif მეგონა ვინმე მაინც შენიშნავდით ... biggrin.gif მე განზრახ არ გავამახვილე ყურადღება biggrin.gif

ჩემს დადებულ ვიდეოში დასაწყისში პირველივე მონადირება ერთი სროლით ორი კაჭკაჭი, რომ ჩამოვაგდე თანაც 81 მეტრიდან .

ამას თუ ვინმე გაიმეორებს არ ვიცი . ეს არის მსოფლიორეკორდი . გინესის წიგნში შესატანი მარტო იმიტომ კიარა , რომ ერთი სროლით ორი კაჭკაჭი ჩამოვაგდე , აქ გასათვალისწინებელია სროლის კუთხე . აქ გვერდიდან სროლა არ ყოფილა ეს იყო პირდაპირ ნასროლი.

პოსტის ავტორი: okela84 Jul 15 2016, 11:01 PM

userman
ერთ ხაზზე არ ზიან და მეორე რამ ჩამოაგდო შეგიძლია გვითხრა ?

პოსტის ავტორი: pilotina Jul 15 2016, 11:49 PM

okela84

ციტატა(aleqsandre @ 16th July 2016 - 12:01 AM) *
ერთ ხაზზე არ ზიან და მეორე რამ ჩამოაგდო შეგიძლია გვითხრა ?


პირველი რომ ჩამოვარდა, მეორემ ვერ გაუძლო.... გულის შეტევა დაემართა biggrin.gif


userman
ციტატა(userman @ 15th July 2016 - 11:02 PM) *
სამწუხაროა ეს , რომ ვერავინ შენიშნა... მეგონა ვინმე მაინც შენიშნავდით ... მე განზრახ არ გავამახვილე ყურადღება

ჩემს დადებულ ვიდეოში დასაწყისში პირველივე მონადირება ერთი სროლით ორი კაჭკაჭი, რომ ჩამოვაგდე


მე კი შევნიშნე ორი რომ ჩამოვარდა, მარა ალბათ მომეჩვენა თქო და იმ მეორემ ხერხი იხმარა და აკოპში ჩახტა მეთქი. biggrin.gif
რას ვიფიქრებდი, რომ მეორესაც მოხვდა, თან მასეთი კუთხით ნასროლი unknw.gif

პოსტის ავტორი: okela84 Jul 16 2016, 01:09 AM

მე მომეჩვენა რო მარცხენა კაჭკაჭი სრულად აკონტროლებს თავის ფრთებს, უბრალოდ მომენტალურად დაბლა ჩაფრინდა და დაკვირვების გარეშე ისე ჩანს თითქოს ჩამოვარდა

პოსტის ავტორი: userman Jul 16 2016, 06:47 AM

okela84

ციტატა(aleqsandre @ 16th July 2016 - 02:09 AM) *
მე მომეჩვენა რო მარცხენა კაჭკაჭი სრულად აკონტროლებს თავის ფრთებს, უბრალოდ მომენტალურად დაბლა ჩაფრინდა და დაკვირვების გარეშე ისე ჩანს თითქოს ჩამოვარდა


სწორედაც მარცხენა მყავდა მიზანში ამოღებული...

მე მარჯვენასი გამიკვირდა , რომელიც დაახლოებით ერთი მეტრით მარჯვნივ იჯდა...


ციტატა(aleqsandre @ 16th July 2016 - 12:01 AM) *
მეორე რამ ჩამოაგდო შეგიძლია გვითხრა ?


ზუსტად ვერ გეტყვი . შეიძლება ორი ტყვია იდო ლულაში. შეიძლება მარცხენას მოხვდა გაატარა ტოტს მოხვდა და რიკოშეტის შედეგად მარჯვენაც ზედ მიჰყვა .

რაც არ უნდა იყოს სასწაული მოხდა. ფაქტი სახეზეა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: pilotina Jul 16 2016, 10:45 AM

userman

ციტატა(userman @ 16th July 2016 - 07:47 AM) *
შეიძლება ორი ტყვია იდო ლულაში.


ორი ტყვია არა მგონია, იმიტომ რომ მაგ მანძილზე ისეთ ცდომილებას მოგცემდა მილ-დოტებში, რომ მიზანში მოხვედრის შანსი არ იყო.

პოსტის ავტორი: okela84 Jul 16 2016, 01:15 PM

მე გეუბნებით რო მარცხენა კაჭკაჭი ცოცხალია, ჯანმრთელი და თავის ოჯახთან ერთად აგრძელებს ცხოვრებას ბედნიერად. ერთი პროსტა იმდღეს ინერვიულებდა ცოტას ძმაკაცი რო დაუბრიდე biggrin.gif

ჯერ საერთოდ
პნევმატიკის გარე ბალისტიკის ოდნავ აზრზე მაინც რო იყო 2 ტყვიას არ ახსენებდი საერთოდ, შენი აზრით ტყვიის ორმაგ წონას იგივე მილდოტებზე დაგისვამდა კი არა საერთოდ ბადე არ გეყოფოდა მითუმეტეს 80 მეტრზე


რეკოშიტზეც იგივეს გეტყვი, გრადუსების მაგ დიაპაზონში პნევმატურის რბილი ტყვია თავის ენერგიის მაქსიმუმ 5%-საც ვერ შეინარჩუნებს.

რავი ჩემს მონიტორზე ძაან ნათლად ჩანს რო მარცხენა კაჭკაჭმა ორივე ფრთა ძალიან სიმეტრიულად გაშალა და სინქრონულად აამუშავა

პოსტის ავტორი: userman Jul 16 2016, 01:57 PM

okela84

ციტატა(aleqsandre @ 16th July 2016 - 02:15 PM) *
მე გეუბნებით რო მარცხენა კაჭკაჭი ცოცხალია, ჯანმრთელი და თავის ოჯახთან ერთად აგრძელებს ცხოვრებას ბედნიერად. ერთი პროსტა იმდღეს ინერვიულებდა ცოტას ძმაკაცი რო დაუბრიდე


ან შეიძლება მსახიობური ნიჭითაა დაჯილდოებული და გაითამაშა სიკვდილი biggrin.gif

მაგრამ იმასაც გეტყვი , რომ მარცხენა კაჭკაჭი მაგას ვერ გამოავლენდა იმიტომ , რომ მიზანში სწორედ ის მყავდა ამოღებული . ნიავიც არ ირო ერთი მეტრით მარჯვნივ , რომ წაეღო და მარჯვენა კაჭკაჭს მოხვედროდა, ანუ მარჯვენა იქნება უეჭველი მსახიობი ( ჯამბაზ ) biggrin.gif

პ.ს. ეს იყო მეორე სასწაული ჩემს მიერ ჩადენილი პირველი იყო 151 მეტრში მონადირებული ყვავი. ალბად ბოლო სასწაული არ იქნება .... smile.gif
ალეკო შენ კიდევ გეტყვი იმას, რომ იყო ერთი წმინდანი თომა ერქვა . მანაც არ იწამა სასწაულის სანამ იესო ხელით არ შეეხო . სხვათაშორის მისი წმინდა ნაწილები საქართველოშია. ფრთხილად იყავი ურწმუნოებაში არ გადავარდე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

სასწაული კი ნიშნავს : მოვლენას , რომელსაც ახსნა არ მოეძებნება .

პოსტის ავტორი: okela84 Jul 16 2016, 02:31 PM

userman
მოდი ეხლა ნამეტანი ზღაპრებში ნუ გადაიჩეხე და ჩემს გადაჩეხვასაც ნუ ცდილობ biggrin.gif ვერ გავიგე რეალობაში მოკვდა ეგ კაჭკაჭი და ვიდეოში გადარჩა თუ როგორ არის ? გასაგებად თუ ვერ ავხსენი ვიდეოს მაინც დააკვირდი და მიხვდები რო არაფერი მოსვლია მაგ კაჭკაჭს

პოსტის ავტორი: name Jul 21 2016, 07:10 PM

userman

მადაზე მომიყვანა შენმა ვიდეომ, რომელი ტყვებით ნადირობ?

პოსტის ავტორი: userman Jul 21 2016, 08:05 PM

name

ციტატა(name @ 21st July 2016 - 08:10 PM) *
მადაზე მომიყვანა შენმა ვიდეომ, რომელი ტყვებით ნადირობ?


ჯსბ 8.44 და ჯსბ 10.34.

ერთი ქედანს ვერაფერს ვაკლებ ( 10 დან 2-ს თუ ჩამოვაგდებ მაგას არ ვთვლი ) დანარჩენი ყვავები და ყვავზე დიდებიც კი პრობლემას არ წარმოადგენს ....

პოსტის ავტორი: bubusicha Jul 21 2016, 10:50 PM

ციტატა(userman @ 21st July 2016 - 09:05 PM) *
ჯსბ 8.44 და ჯსბ 10.34.

ერთი ქედანს ვერაფერს ვაკლებ ( 10 დან 2-ს თუ ჩამოვაგდებ მაგას არ ვთვლი )


ბარაკუდა ჰანტერი სცადე შეიძლება რამე მოუხერხო ... wink.gif

პოსტის ავტორი: temo-777 Jul 22 2016, 02:30 PM

როდის იხსნება სეზონი?

პოსტის ავტორი: SVD Jul 22 2016, 02:49 PM

15 აგვისტოს თუ არ ვცდები

პოსტის ავტორი: pilotina Jul 22 2016, 05:55 PM

დღევანდელი გასეირნების შედეგი. ერთი კვირიონი და ერთი კაჭკაჭი ვერ ვიპოვე sad.gif
მანძილი 35-დან 65 მეტრამდე.

http://pix.ge/


პოსტის ავტორი: userman Jul 22 2016, 06:13 PM

pilotina

აქაოდა ზემოდან დავყურებ ფრინველთა სამყაროსო და აღარ იცი რა ქნა .... biggrin.gif

ეს ყაპყაპები სადღაა ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: okela84 Jul 22 2016, 06:26 PM

მარცხენები როა ეგენი არ იჭმევა ?

პოსტის ავტორი: pilotina Jul 22 2016, 06:44 PM

userman

ციტატა(userman @ 22nd July 2016 - 07:13 PM) *
ეს ყაპყაპები სადღაა ?


აქეთაა biggrin.gif შენ აღარ დატოვე ხომ იქეთ?


okela84




ციტატა(aleqsandre @ 22nd July 2016 - 07:26 PM) *
მარცხენები როა ეგენი არ იჭმევა ?


კი, იჭმევა და გამზადებულია კიდეც.

პოსტის ავტორი: okela84 Jul 22 2016, 07:13 PM

ციტატა(pilotina @ 22nd July 2016 - 07:44 PM) *
კი, იჭმევა და გამზადებულია კიდეც.

მალადეც მშვენიერი ნანადირებია i-m_so_happy.gif

პოსტის ავტორი: pilotina Sep 4 2016, 06:00 PM

ეს დღევანდელი ორსაათიანი ბოდიალის შედეგი. ასეთი კურიოზული სიტუაცია მოხდა:
მოკლედ მინდორში იჯდა ქედნების საკმაოდ დიდი ჯგუფი, ასე 60-65 მეტრში. ჰოდა დაუშვი. სამწუხაროდ უკვე ჰაერი მითავდებოდა, ესენი კი არ აპირებდნენ გაფრენას. ბოლოს რო გაფრინდნენ მიწაზე დარჩენილებიდან ერთი დაჭრილი იყო და კოჭლობით და ფართხალით დახტოდა აქეთ-იქეთ.
ის იყო დავაპირე მისვლა და ნანადირევის აკრეფა, საიდანღაც ამ მოფართხალე ქედანს კაი მოზრდილი მიმინო დააცხრა და კლანჭებში ჩაბღუჯა.
უხ შენი თქო, ნანადირევის ახევა გინდა მეთქი ხომ?
ეგრევე ამოვიღე მიზანში, მაგრამ რა თქმა უნდა არა იმისთვის, რომ მესროლა, უფრო ახლოდან მინდოდა შემეთვალიერებინა.
ძაან ლამაზი ფრინველია, უნდა გენახათ რა თვითკმაყოფილების გამომეტყველებით იყურებოდა აქეთ-იქეთ.
მეთქი კაი, ჯანდაბას წაიღე, ალალია შენზე თქო, მარა ქედანი შეფართხალდა და ამან მიატოვა და გაფრინდა. მოკლედ მე დამიტოვა ეტყობა biggrin.gif , შენ გეკუთვნის და წაიღეო.

http://pix.ge/


ეს სურათი კიდევ თვალსაჩინოებისთვის დავდე. შეხედეთ რამხელა კავიტაციურ ხვრელს ტოვებს თავის ზომასთან შედარებით ჩვეულებრივი JSB დიაბოლო. ეს სადღაც 30 მეტრშია მოხვედრილი. საწყისი სიჩქარე 258-260 მ/წმ. ამ ხვრელით კიდევ 30 მეტრი იფრინა და მერე დაეცა. ( კაია რომ იფრინა, biggrin.gif ჩემსკენ გადმოფრინდა, თორე ღობის იქეთ დაეცემოდა და ვერ ავიღებდი )
ეხლა წარმოიდგინეთ რას უზავს პრედატორი ან ბარაკუდა ჰანტერი.

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: gregory Sep 4 2016, 06:46 PM

pilotina
მალადეც შენ რა good.gif
მიმინომ რომ შემოგხედა ეგრევე კოლეგიალობა გამამჟღავნა და დაგითმო . აბა ერთ ცას იყოფთ და რა იცი როდის რა იქნებაო smile.gif



პოსტის ავტორი: userman Sep 4 2016, 08:10 PM

pilotina

მალადეც ! ისე მაგფერი ქედნები ჩემსკენ არ არიან. მაგათ ქალაქის ელფერი დაჰკრავთ , იმიტომაცაა , რომ 30 მეტრში გიშვებს . ჩემთან 60 მეტრზე ახლოს აღარო. თუ შნო გაქ მიდიო, თუ არადა იყავი შენთვისო . biggrin.gif

ხორცში თოფის ნარეზიც კი ეტყობა biggrin.gif .

პოსტის ავტორი: pilotina Sep 4 2016, 08:46 PM

userman

ციტატა(userman @ 4th September 2016 - 09:10 PM) *
ხორცში თოფის ნარეზიც კი ეტყობა


ხო, არ მეგონა თუ ჩვეულებრივი დიაბოლო ასეთ შემავალ ნახვრეტს გააკეთებდა... smile.gif

პოსტის ავტორი: mister_io Sep 5 2016, 02:19 AM

ციტატა(pilotina @ 4th September 2016 - 09:46 PM) *
ხო, არ მეგონა თუ ჩვეულებრივი დიაბოლო ასეთ შემავალ ნახვრეტს გააკეთებდა...

კი დიდ კანალს ტოვებს ძაან, მეც მაგ ტყვიებს ვიყენებ და პატარა ფრინველს როცა ვესვრი, მაგალითად ჩიტს, ნახევარი ვარდება დაბლა smile.gif

პოსტის ავტორი: mamukaaa Sep 5 2016, 08:44 AM

კაია

პოსტის ავტორი: gregory Sep 5 2016, 09:30 AM

ციტატა(mister_io @ 5th September 2016 - 03:19 AM) *
მაგალითად ჩიტს

mister_io
ეგ რომელია unknw.gif

პოსტის ავტორი: ბაიკერი Sep 5 2016, 10:33 AM

gregory
ბეღურა იგულისხმა უეჭველი biggrin.gif

პოსტის ავტორი: mister_io Sep 7 2016, 02:08 PM

ციტატა(ბაიკერი @ 5th September 2016 - 11:33 AM) *
ბეღურა იგულისხმა უეჭველი

smile.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 7 2016, 07:33 PM

i-m_so_happy.gif pilotina

პოსტის ავტორი: pilotina Sep 7 2016, 07:57 PM

geojorjika

thank_you2.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 7 2016, 08:03 PM

როდის წავიდეთ სანადიროდ?

პოსტის ავტორი: pilotina Sep 7 2016, 08:41 PM

ციტატა(giorgi @ 7th September 2016 - 09:03 PM) *
როდის წავიდეთ სანადიროდ?


რავი, ქესალოში ბევრი ვერაფერი ვინადირეთ... sad.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 7 2016, 08:43 PM

სხვაგან წავიდეთ მერე

პოსტის ავტორი: pilotina Sep 7 2016, 08:53 PM

შაბათს ან კვირას მოვიფიქროთ. ყვარელში შეიძლება.... ბიჭებიც გვეძახიან რა ხანია.

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 7 2016, 09:05 PM

უფრო კვირას ალბათ შაბათს ვმუშაობ

პოსტის ავტორი: aleqsa Oct 16 2018, 01:09 AM

საღამო მშვიდობისა!

მინდა ჩემი და რამდენიმე ჩვენი თანაფორუმელის წალკაში ნადირობის ამბავი მოგიყვეთ სახელწოდებით "იხვი არა იხვი" wink.gif biggrin.gif ეს სახელი ჩვენს ნადირობას პირველივე წუთებში დაერქვა და თუ როგორ, ქვემოთ მოგიყვებით ყველაფერს smile.gif

დაახლოვებით 2 კვირის უკან იხვის და წალკის კარასის დაგემოვნების მიზნით გადავწყვიტეთ მეგობრებმა 2 დღით "გაგველაშქრა" (რომელიც ჩვენდაუნებურად და გიოს მანქანის გადამკიდე 4 დღიანში გადაგვეზარდა smile.gif ) ხოდა წინასწარი დაგეგმით და საფუძვლიანი მომზადების შემდეგ დილის 3 საათზე დავადექით გზას (ვიდრე დილის გადაფრენებს დაიწყებდნენ იხვები მანამდე გვინდოდა უკვე ადგილზე ჩაგვესწრო) მე, მონსონა, ენერჯი და კიდევ ერთი ჩვენი არაფორუმელი, გიოს მეგობარ ჩვენზე გამოცდილი მონადირეც შემოგვიერთდა.
ხოდა ჩავაბარგეთ ჩვენი თოფ იარაღები, აღჭურვილობიანად და კარავ სპალნიკებიანად ორ მანქანაში და დავადექით გზას.
მოკლედ თავშივე მინდა ავღნიშნო რომ, როგორც აღმოჩნდა გიოს მანქნას ნამეტანი "ჩვილი გული" აღმოაჩნდა და რო გაიგო სანადიროდ მიმაჭენებს ჩემი პატრონიო გზაშივე ჯერ აუდუღდა და მერე შეუღონდა გული მანგლისის აღმართებთან (წყალი აგვიდუღა wink.gif ) მარა ჩვენც მაგრა დავუდექით და არ ვაცალეთ ბოლომდე გონის დაკარგვა ისე გადავავლეთ ერთი ბალონი წყალი იმ შეღონებულ გულზე, მოვასულიერეთ როგორც იქნა და გავაგრძელეთ გზა.
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, ცხრა მთა რო გადავიარეთ და ცხრა ზღვა როგორც იქნა მივედიდით დანიშნულების პირველ პუნქტამდე, არმისული სოფელ იმერამდის გზისპირას ორი პატარა დაჭაობებულ ტბაა (უფროსწორად მოზრდილი გუბურები) და იქ გადავწყვიტეთ ალიონის შეხვედრაც და ნადირობის დაწყებაც, გათენებამდე სადღაც 1 საათი იყო დარჩენილი და ჩვენც უქმად რომარ დაგვეკარგა დრო წავიხემსეთ და ერთი სახარება და დილის მადლი დავილოცეთ... ერთს მეორე მოყვა და მეხუთე სახარებაზე ირიჟრაჟა კიდეც drinks.gif უკვე კაი გვარინმა ფეხარეულებმა ავისხით თოფ იარაღი და გადავედით ჭაობების ნაპირებისკენ, ჯგრო-ჯგრო რომარ გვევლო გადავწყვითეთ 2-2 კაციან ჯგუფად გავყოფილიყავით და აქეთ-იქიდან შემოგვევლო ამ ჭაობის ნაპირებითვის, მე და აკაკის ( NRG) მარცხენა მხარე გვერგო და გავუყევით ჩვენც ნელი ნაბიჯით და კაი ხმამაღალი ლაპარაკით (ჩემი კონიაკის გადამკიდე ხმადაბალი ლაპარაკი არ გამოგვდიოდა smile.gif ) ხოდა ამ ჩვენს რახირუხზე კაი შორი მანძილიდანვე ორ ფრინველს გავუფრთხეთ დილის ძილი და გულგახეთქილები წამოვყარეთ თბილი საწოლებიდან მარა ჯერ იმდენად ბნელოდა კიდევ რომ ვერ გავარჩიეთ პატარა ზომის იხვები იყო თუ მწყერი, რაციაზე რომ გადავეცით "მაჯვენა ფლანგს" ორი მწყერი წამოვაფრინეთო იმათმა იქიდან მოგვაძახეს help.gif აქ მწყერს რაუნდა იხვი იქნებოდაო, ხოდა იმათ მოძახილზე მეც ჩემდაუნებურად მივაძახე "იხვი არა იხვი" მეთქი რაც უკვე ბახუსთან კაი გვარიანად დაძმაკაცებულმა აკაკიმ ესევე აიტაცა და ისეთი სიცილხარხარი ავტეხეთ იხვი და მწერი კიარა თევზებიცკი ამოხტნენ იმ ჭაობიდან და გადაიხვეწნენ იაქიდან, ჩვენს ღრიანცელზე მოსული მარჯვენა ფლანგის გიორგებმაც რომ გაიგეს ეს "ფრთიანი ფრაზა" ახლა ოთხ ხმაში გავაგრძელეთ ხარხარი და უკვე გარშემო სოფლების სახლებშიცკი აინთო ალაგ ალაგ შუქები smile.gif მოკლედ ეს ფრაზა "იხვი არა იხვი" იქცა მთელი ოთხი დღე ჩვენი სამხიარულო თემაც და ამ ნადირობასაც სახელიც ეს დავარქვით ზუსტად "იხვი არა იხვი"!!! biggrin.gif wink.gif biggrin.gif
ამ ახორხოცებულ და უკვე კაი დამფრთხალ ჭაობის მობინადრეებთან კუკუ-დამალობანას თამაშს უკვე აზრი აღა ქონდა და ჩვენც გადავწყვიტეთ დილოკაციის ადგილის შეცვლა და მეორე დანიშნულების პუნქტის მონახულება, ჩავბარგდით ისევ მანქანებში და გადავინაცვლეთ ცოტა წინ წალკის მიმართულებით, ხელმარჯვნივ სოფელ ბარეთთან არის მოზრდილი ტბა ამავე სოფლის დასახელებით ხოდა ჩვენც იქით გადავუხვიეთ:

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru


https://radikal.ru

აქ უკვე კარგათაც ინათა და ტბის დანახვისთანავე ტბაზე კაი მრავლად შევნიშნეთ იხვებიც მარა რათგინდა? ყველა შუაგულ ტბაში დაცურავდა ნაპირს არცერთი არ ეკარებოდა, ცდა ბედის მონახევრეაო და ჩვენც ვცადეთ მაინც იღბალი, აკაკიმ ანკესებიც ჩაუშვა დროის დაუკარგავათ ჩვენ ნავი გავბერეთ და ჩვენმა ახალმა მეგობარმა გიორგიმ ინსტრუქტაჟიც ჩაგვიტარა ნავით წყალში როგორ უნდა მოვქცეულიყავით.

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

გადავწყვიტე ბედის ცდა და ყველასგან დამოუკიდებლად მარტომ შევბედე ნავით ტბაში შესვლა, უნდა ვაღიარო ცოტა წვალების შემდეგ ავუღე ალღო თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი ნიჩბებთან და შედეგიც მალე გამოიღო ჩემმა მონდომებამ, ერთი წრე შემოვუარე ახლომახლო ლეშქაშებს და დავბრუნდი უკან ნაპირთან, ჩემდა გასაკვირად ძალიან სასიამოვნოცკი გამოდგა ტბაში ნავით სეირნობა,

https://radikal.ru

https://radikal.ru

მარა ჩვენი ძირითადი მიზანი, იხვი და თევზი ჯერ კიდევ მიუღწეველი იყო და დავატყეთ აქაც არ გვქონდა მაინცადამაინც დიდი შანსები, იხვები 200-300 მეტრზე ახლო არ გვიშვებდნენ გაშლილ წყალში და ზედ დართულზე ანკესები რომ დაინახა ერთი მწყემსიც მოვიდა გაკვირვებული აქ თევზს რაუნდა შვილო ეტყობა პირველად ხართო, თევზი თუ გინდათ წალკაში ჩადითოოო. ჩვენც ავიბარგეთ, ეს გაბერილი ნავი აკაკის მანქანაზე დაუჩუტავად დავაკარით და საბოლოო დანიშნულების ადგილზე ჩასასვლელად გავემგზავრეთ,
ხოდა აი აქედან დაიწყო ჩვენი მარცხიანი ნადირობაც!!! blush.gif
გიო თავის მანქანით წინ მიდიოდა უკან აკაკის მანქანით მივყვებოდით ჩვენც როცა ჩემდა ჭირად (უფროსწორად გიოს და გიოს მანქანის ჭირად) ტბის ნაპირას ლეშქაშებში ორი იხვი შევნიშნე, აკაკიმ ესევე გააჩერა მანქანა და ვინაიდან თოფი მარტო მე მქონდა მზათ (აკაკის თოფი შალითაში იდო) ჩემი თოფი აკაკის მივეცი რომ ჩემთვის მოუხერხებელი იყო მარჯვენა პოზიციიდან სროლა, აკაკის 2 თუ სამი ახლო მანძილზე აცდენის შემდეგ (ის იხვიც წერას ყავდა ატანილი აშკარად) იხვი ისევ ადგილზე დარჩა არ გაფრენილა, მხოლოდ დაყვინთავდა და ისევე იქვე ამოდიოდა მალევე სადაც ჩაყვინთავდახოლმე, ისევ მე ვცადე ჩემივე თოფიდან სროლა, პირველი აცდენის შემდეგ მივხვდი რომ თვალის ზომამ მანძილი მომატყუა და მესამე წერტილზე ავუწიე სამიზნე, ბახ და რამდენიმე გაფართხალების შემდეგ ამობრუნდა ეს ჩვენი მყვინთავი იხვუნია და თეთრი მუცლით ამობრუნებულმა დაიწყო წყალზე ტივტივი!!! რაციაზე ვახარეთ უკვე კაი მანძილზე წინ წასულ გიოს პირველი ნანადირევი და ვთხოვეთ გაჩერებულიყო დაეცადა ჩვენთვის ვიდრე წყლიდან გამოვიტანდი იხვს.
კი დავიხადე და ვცადე ამ დაჭაობებულ ნაპირზე შესვლა მარა მკერდამდე რო ჩავეფალი ჭაობში მივხვდი შეიძლებოდა იმ იხვივით მეც იქ დამედო სამუდამო სასუფეველი და უკან ამოვბრუნდი, კი გვეზარებოდა მარა სხვა რა გზა იყოდა მოვხსენით გულდაგულ გამოკვანძული ნავი აკაკის მანქანის სახურავიდან, მარა ჰოი საოცრებავ ნიჩბები კაპუტ!!! გიოს ჩაუწყვია თავის მანქანაში, ისევ გადავეცით რციაში ნიჩბები მოეტანა ჩვენთვის და ამაობაში გვარიანად ამაკანკალა, გახურების და მინიმუმ სურდოს აცილების მიზნით 2-2 სახარება კიდევ ცავცხეთ მედა აკაკიმ, გიოც მობრუნდა ამასობაში და ნიჩბები მოგვიტანა, იხვი მოიკითხა აბა სადააო და იქით გავახედეთ საითაც გვეგულებოდა მარა ვაი!!! სადაა იხვი???!!! არადა ვიდრე გიო მოვიდოდა 10-15 წუთი ამობრუნებული თეთრი მუცლით ტივტივებდა წყალზე, არ შევეპუე და მაინც ნავით დიიიიიდი წვალებით შევაღწიე ამ აჭაობებული ნაპირიდან შედარებით ცოტა წყლიან ადგილას სადც იხვი მეგულებოდა, კაი ხანს ვეძებე, ვეძებე, ვეძებე მარა ფაფუ იხვი, სად გაქრა და როგორ ვეღარ გავარკვიე გზა და კვალი!!! რაღაც ვიზავდი? შევეგუე მარცხს და გამოვბრუნდი უკან. დავაკარით ისევ ნავი კაკაის მანქანას და გავაგრძელოთ გვინდა გზა წალკისკენ მარა.... !!!! გიომ გასაღებს ვერ ვპოულობო!!! ყველა ჯიბე რომ ამოვატრიელებინეთ და მერე ტვითონ გიოც ამოვაბრუნეთ და ისე ვიქნიეთ თავდაყირა და არაფერი არ გადმოუვარდა გასაღების მსგავსიცკი, მივხვდით გზაში ამოუვარდა სადმეო და ოთხივემ გავუყევით იმ გზას რაც გიომ ნიჩბების მოტანისას გამოიარა ჩვენსკენ. მოკლედ დაახლოვებით 5 საათის მანძილზე თვითოეულმა ალბათ იმ დღისით 10-10 კილომეტრი მაინც ვიარეთ ეს გზა წინ და უკან, წინ და უკან მარა იმ იხვივით ცამ ჩაყლაპა ის გასაღები თუ მიწამ ვერაფერი ვერ გავარკვიეთ. გადავწყვითეთ "ზამოკის" ჩამოშლა და "პერემიჩკით" დაქოქვა მანქანის მარა კუკუ!!! ისე საგულდაგულოდ ჩაურაზია გიოს წამოსვლის წინ მანქანა ბუზიცკი ვერ შევაფრინეთ მანქანაში რომ კარები გაეღო შიგნიდან, რომელიღაცამ დაიძახა მავრთულიო მარა იმ ტრიალ მინდორში მავრთულის გარდა ყველაფერი ვიპოვოთ, დავაჯექით აკაკის მანქანას და ბარეთში ჩასვლა გადავწყვიტეთ მავრთულისთვის!!! გზათ ფერმა შემოგვხვდა და იმის ღობეს მოვატეხეთ საჭირო ზომის მავრთული და დავბრუნდით უკან, ბევრი წვალების შემდეგ წკაპ და მოედო კბილი საკეტს!!! არის გაიღო კარები და ცოტა გვეშველათქო ვიფიქრეთ, ვეცი ატვერტკით ჩამოვყარეთ "ზამოკის პროვოდკები" მარა ნწ-ნწ-ნწ!!!! არაფრით არ უნდა გიოს თეთრას დაქოქვა, რააღარ ვეხვეწეთ დავანამუსეთ კაი ბენზინით ყელის ჩაკოკლოზინებასაც დავპირდით მარა კახურ ვირზე ჯიუტი გამოდგა ეგ ოხერი!!! thsmiley_deadhorse.gif
გადავუღეთ სურათები ამ ჩამოშლილ "ზამოკს" და ვაიბერზე გადმოვუყარეთ თბილისში ხელოსანს და... bomb_phone.gif

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

ამ ხელოსანმა სუმთლა ცივი წყალი გადაგვავლოოოო, ეგო ჩიპიანი გასაღები ყოფილაო და ვერაფრით ვერ დაქოქავთ ევაკუატორი გინდათოოოო!!!
რას ვიზავდით? ჩავედით წალკაში, ერთ ახლობელს ვთხოვე და გვიშოვა ევაკუატორი, მეორე დღისთვის შევუთანხმდით და დავბრუნდით უკან გიოს გაჯიუტებულ თეთრასთან. უკვე ჩამობნელდა კიდეც და დავიწყეთ ვახშმის სამზადისი:

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

იმ ღამით კაი გვარიანი ქეიფი მოვცხეთ, აკაკის კახური რქაწითელი ძალიან მოუხდა მწვადს და... 32.gif russian.gif

მეორე დღეს ვიდრე ევაკუატორი მოვიდოდა (4 საათზე შევითანხმეთ) მაინც გადავწყვიტეთ ერთი მანქანით ჩავსულიყავით წალკის ტბაზე, საჭირო აღჭურვილობა გადმოვაბარგეთ აკაკის მანქანაში და წავედით, იქ ცოტა უფრო იღბლიანი დღე გვქონდა და...

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

მოკლედ ბევრი რომარ გავაგრძელო თბილისიდან დაგვირეკეს ეგ ჩამოშლილი ზამოკის ნაწილები გამოგვიგზავნეთო, ახალ გასაღებს გავჩარხავთ დაგიპროგრამებთ მაგ ზამოკზევეო და ისევ უკან გადმოგიზავნითო, დააყენებთ და დაიქოქებაო. ევაკუატორს გავუუქმეთ გამოძახება და ერთი დღე კიდევ გადავწყვიტეთ დარჩენა, მე და გიო წავედით ავიღეთ ეს ნაწილებიც და კარავ სპალნიკებიც გამოვიყოლეთ, ჩავედით წალკაში და გამოვაგზავნეთ თბილისის მარშუტკით ის ნაწილები, დავბრუნდით ისევ ტბაზე სადაც აკაკიმ და გიმ დაჭერილი კარასები დაგვახვედრეს და ის ღამეც წალკის ტბის თავზე ტყეში გაშლილ კარვებში გავათენეთ.
მეორე დილას ადრიანად გავუტევით ტყის ნაპირებს მე და გიო იქნებ რამე შემოგვეფათერაკოსო, მარა რამოდენიმე შაშვის და ჩხიკვების მეტი ვერაფერი ვნახეთ. აი სოკო კი დავკრიფეთ ოხრათ მარა ცნობა არცერთმა არ ვიცოდით, სურათები გადმოვაგზავნეთ ისევ სოკოს "ექსპერტებთან" და ამათმა ზუსტი და უეჭველი დასკვნა გადმოგვიგზავნეს: ორი ვარიანტიაო, ან მოგწამლავთ ან არაო!!! smile.gif wink.gif გადავწყვიტეთ ისედაც იღბალი არ გვწყალობს ეს დღეებიო და ბედთან ძაან არ გვეყომარბაზა!!! არადა ეს სოკო იყო ადგილები ტყეში სადაც 100-120 მეტრიანი ბილიკებიცკი იყო უწყვეტათ სოკოთი სავსე, შეგვეძლო მეშოკები აგვევსო იმდენი ვნახეთ.
აი მესამე დილით კი გიომ როგორც იქნა კაი შორ მანძილზე მოინადირა იხვუკა smile.gif ამჯერად უკვე აღარ ვენდეთ ერთ შედეგიან გარტყმას და "კანტროლკაც" დაახალა ყოველი შემთხვევისთვის, მარა შესვლა ვერ გარისკა თვითონ და ისევ მე მომიწია წყლიდან ნადავლის გამოტანა,

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

ამასობაში მოსაღამოვდა და ის დაშლილი ზამოკი ახალი გასაღებიანად ჩამოგვივიდა უკან, ვეცით სასწრაფოდ დავაყენეთ მარა.... გიოს თეთრამ როგორც წინა დღეს გაფშიკა ფეხები ისევ ისე ჯიუტად გააგრძელა უარზე ყოფნა, punish.gif ვეცით ტელეფონებს ავაფეთქეთ ელეკტრიკებიც მარა შედეგი ნული!!! suicide2.gif 24.gif
მოგვიწია ისევ იმ ევაკუატორის მოძებნა, მარა ამაღამ ვერაფრით გიშველით დილაზე მოვალოოოოო,
ის ღამეც ბარეთის ტბასთან გავათენეთ ნაქანაში...
მეოთხე დღეს როგორც იქნა დავუდეთ ევაკუატორზე ეს გაჯორებული "ეშმაკის მოგონილი" და წამვჩაკჩაკდით თბილისს, მივაღწიეთ ელექტრიკამდე და ზუსტად 10 წამში დაქოქა მანქანა!!!
სიგნალიზაციის ბლოკზე მიაჭრა ორი შნური ერთმანეთზე გადაგრიხა და დაიქოქა!!!! 30.gif 25.gif 16.gif
საბოლოოთ კაი გვარიანი წვალება კი გამოგვივიდა მარა მაინც მშვენიერი რელაქსაცია იყო!!! იძულებითი 4 დღე მარა მაინც... friends.gif

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru


პ.ს. ხო, კიდევ გუშინ მოვასხედით გიოს თეთრას ბიჭები და კაჭრეთში გავსქურეთ ქედნების "მოსაკითხათ" მარა ეტყობა თავიდან არ იცოდა და გზაში რო გაიგო მანქანამ ისევ სანადიროთ მივყევარო უკვე ადგილამდეც აღარ მიგვიყვანა, ზედ ჩაილურის წყალთან გაფშიკა ფეხები და შეუღონდა გული!!! ძველი გამონათქვამი აგვიცხადა და მართლა ჩაილურის წყალი დალია პირდაპირი მნიშვნელობით!!! biggrin.gif
გუშინაც ევაკუატორით ჩამოვაბრძანეთ უკან, ხოდა გიო ხო ხედავ რო ნადირობაზე ელეთმელეთი ემართება მაგ მანქანას და ბარემ თავიდანვე ევაკუატორი ვიქირავოთხოლმე და იმით ვიაროთ სადაც წავალთ, რაღას ვწვალობთ ან ჩვენ და ან ეგ მანქანა? wink.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: koba1973 Oct 16 2018, 05:20 AM

aleqsa
კაი ხანია ესე არ მიცინია. შენ ისე წერ კალმით უნდა შოულობდე ლუკმაპურს.

პოსტის ავტორი: mamukaaa Oct 16 2018, 06:37 AM

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: aleqsa Oct 16 2018, 07:14 AM

koba1973


ციტატა(koba1973 @ 16th October 2018 - 06:20 AM) *
შენ ისე წერ კალმით უნდა შოულობდე ლუკმაპურს.


გაიხარე კობა ძმობილო მადლობა, მარა ჩემი ამბავი რო ვიცი მაინცადამაინც მაშინ მოვიტეხავ თითს ვიდრე იმ "ლუკმა" ვიშოვი და დამრჩება ცოლშვილი მშივრები smile.gif wink.gif

mamukaaa

შე დალოცვილო ამხელა "ვეფხის ტყაოსნისთვის" რომარ მიგეჭირა პასუხზე მარტო ნიკი ჩაგესვა ჩემი ან მხოლოდ იმ ადგილის ციტირება გაგეკეთებინა სადაც კაჭრეთი ვახსენე კინაღამ მართლა ამოვიგდე თითი იმდენი ვიქნიე მობულურის ეკრანზე მაღლა დაბლა რო თქვენი ნიკები ჩამესვა smile.gif smile.gif wink.gif

კაჭრეთში ქედნები არიყვნენ მარა მტრედები ოხრად იყვნენ. ძველი საბჭოთა დროინდელი წისქვილ-კომბინატი რომაა მანდ ვიყავით. მარა მანდ შესვლა იოლი საქმე არაა. ენერჯიმ გაგვიხერხა ეგ საქმე.
ქედნების დიდი გუნდები შარშან მე და გიოს გამარჯვების მინდვრებში ნაყანობევებში გვყავს რამდენჯერმე ნანახი. გიომ მაშინ ვანტაჟით (ზ.დ.პ.) თოფიტ სადღაც 60მ. ზე მოხსნა ერთი ხიდან. თან გასაკვირი ის იყო რომ ფაქტიურად შუაზე იყო გაწყვეტილი შემავალი და გამავალი მხრიდან ნეკნები ქონდა დალეწილი და ხერხემალიც შუაზე ქონდა გაწყვეტილი, ხელში რო ავიღეთ ერთი ნახევარი მჩვარივით ჩამოეკიდა, მარა დაახლოვებით 30-35 მეტრი მაინც კიდევ იფრინა და მერე ჩამოვარდა!!! ერთიორკაცთან მოვყევი და იგონებო!!! გიოს მონაყოლს კიარ ვიმეორებ იქ ვიყავი მეც და ჩემითვალი თმაქვს ნანახი ეგ ამბავი smile.gif არმეგონა ესეთი ამტენი თუ იყო მტრედები და მისი მოდგმა

პოსტის ავტორი: koba1973 Oct 16 2018, 07:38 AM

aleqsa

ციტატა(ale @ 16th October 2018 - 08:14 AM) *
არმეგონა ესეთი ამტენი თუ იყო მტრედები და მისი მოდგმა

აგე ვერ ხედავ თავში აქვს ნატყვიარი და აქეთ იწევდა ჩვენზეო biggrin.gif

პოსტის ავტორი: gregory Oct 16 2018, 10:22 AM

aleqsa
მშვენიერი რეპორტია good.gif
დაღლილი, მაგრამ ნასიამოვნები სახეები გაქვთ smile.gif


პოსტის ავტორი: giga2010 Oct 16 2018, 11:00 AM

aleqsa
მართლა შედევრია!!! საინტერესო ფაქტებით და კარგი იუმორით. ფოტოებიც კარგად ასახასვს თქვენს თავგადასავალს.

პოსტის ავტორი: okela84 Oct 16 2018, 11:02 AM

მადლობა რეპორტისთვის, კარგად გავერთე.

ფაქტიურად ყველაეფრი აკეთეთ რაც კი შეიძლებოდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: pilotina Oct 16 2018, 11:28 AM

aleqsa

ციტატა(ale @ 16th October 2018 - 08:14 AM) *
შე დალოცვილო ამხელა "ვეფხის ტყაოსნისთვის" რომარ მიგეჭირა პასუხზე მარტო ნიკი ჩაგესვა ჩემი ან მხოლოდ იმ ადგილის ციტირება გაგეკეთებინა სადაც კაჭრეთი ვახსენე კინაღამ მართლა ამოვიგდე თითი იმდენი ვიქნიე მობულურის ეკრანზე მაღლა დაბლა რო თქვენი ნიკები ჩამესვა


lol2.gif lol2.gif

ეს მართალია, ამხელა პროსტინას ციტირება ნამეტანია.

რეპორტი კი სანაქებო გამოვიდა. მალადეც თქვენ, ცოტა ფორტუნა შემოგიბრუნდათ ერთი ადგილით, მარა არა არაუშავს, მაინც გაართვით თავი ბოლომდე ყველა პრობლემას.

პოსტის ავტორი: aleqsa Oct 16 2018, 11:46 AM

მადლობა ბიჭებო. გაიხარეთ. smile.gif

კიი ზურა მართალიხარ, ბოლო ორი გასვლაა ფორტუნა მართლაც "კუკუზნაკით" დაგვიდგა მარა კარგი გულიანი ხალხის და ჯიგარო ძმაკაცების წყალობით მაინც მშვენიერ და ლამაზ მოგონებებს ტოვებს ეს დღეები!!
იმედიმაქვს მომავალში იღბალიც შემოგვირიგდება და გაგვიღიმებს?!! smile.gif wink.gif

პოსტის ავტორი: NRG Oct 16 2018, 01:08 PM

aleqsa
აბა იხვი? smile.gif იხვი არ ვიცი მაგრამ წალკის კარჩხანაზე გემრიელი მე არ მიჭამია არსად, ჯერ ბუნებამ მომნუსხა ბავშვობიდან ალპური ზონები უფრო მხიბლავდა პლიუს 3-4 ტბა ერთმანეთთან ახლოს ხო საოცნებოა თევზაობის მოყვარულისთვის ერთზე არ მოვა თევზი გაირბენ უცებ მეორეზე, იმ თათარმა მწყემსმა ზუსტად ასე მითხრა: (ჯერ სიგარეტი და 16 კალ. ვაზნა მთხოვა) "ბიჩო, რათა აქა თევზაობ? ცად ბეშთაშენში იქ ბევრ გარასя" smile.gif

aleqsa
რეპორტმა გაასწორა თავიდან გამახსენა დეტალურად ეს დღეები

პოსტის ავტორი: ikaaa Oct 16 2018, 06:40 PM

იხვი არა იხვი მაგარი იყო biggrin.gif ერთი მაგ თეთრ მანქანას კაი სურათი გადაუღეთ რა ჯანდაბაა დაცინახო მაგარი ნადირობა რო მოგიწყოთ biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services