თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ PCP - Pre Charged Pneumatics _ რჩევა

პოსტის ავტორი: vatato Apr 15 2020, 03:07 PM

გამარჯობათ ფორუმელებო. ალბათ ბევრი გეკითხებათ რჩევას იარაღის არჩევის თაობაზე. აქამდე მხოლოდ გამო-ს მიერ წარმოებულ თოფს ვიყენებდი (ლულის გადატეხით, ზამბარაზე). გადავწყვიტე პცპ=ზე გადასვლა და მჭირდება თქვენი რჩევა. მინდა დაახლოებით 1400-1500 ლარის ფარგლებში იარაღის არჩევა (80%მიზანი/20%ფრინველი). პირადად ბულპაპი მომწონს დიზაინით, თუმცა კლასიკურ ვარიანტსაც განვიხილავ. რა თქმა უნდა 0.177 კალიბრის

პოსტის ავტორი: pilotina Apr 15 2020, 05:12 PM

artemis P 15

პოსტის ავტორი: vatato Apr 15 2020, 05:32 PM

ციტატა(pilotina @ Apr 15 2020, 06:12 PM) *
artemis P 15


კრალზე რას მეტყვით? Puncher break W?

ბრიტები და ამერიკელები არ აქებენ P15-ს. ძირითადში ლულების გამო

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 15 2020, 06:55 PM

ციტატა(vatato @ 15th April 2020 - 04:07 PM) *
80%მიზანი/20%ფრინველი

გამარჯობა. კეთილი იყოს პცპ სამყაროში თქვენი შემოსვლა.
რადგანაც 80 პროცენტს უთითებთ მიზანში სროლას, აქ ბულპაპი ნაკლებად გამოგადგებათ. თუმცა შესაძლებელია მიჩვევა და კარგი შედეგების მიღებაც. ბულპაპი ძნელია ქაღალდზე სასროლად, ან ბევრი ვარჯიში და შრომა ჭირდება.
კლასიკურ ვარიანტში კარგი გამოხმაურება აქვს მ16 და მ16ა, მაგრამ არცერთან მე პირადად არ მქონია შეხება და გამიჭირდება რამე გირჩიოთ.
მ16 ა ზე გაითვალისწინეთ, რომ კოლბიანია და ხელის ტუმბოთი ძალიან გაგიჭირდებათ. ზოგადად ხელის ტუმბოც მოსაბეზრებელია როცა ქაღალდზე ისვრი, მალე თავდება ჰაერი რეზერვუარში და ხელახლა გიწევს დატენვა. მითითებულ თანხაში აჯობებს იარაღთან ერთად გაითვალისწინო ბალონიც

პოსტის ავტორი: vatato Apr 15 2020, 07:46 PM

ბალონი სად შეიძლება დავატუმბინო? ბალონს მეც ვფიქრობ, მაგრამ ძვირია და ჯერ თავს შევიკავებ ალბათ. კოლბიანი იარაღები არ მომწონს დიზაინით. შეიძება უფრო მეტი გასროლის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ჩემთვის ჩვეულებრივიც საკმარისი იქნება. მცირე კალიბრიანით ერთ შეკვრაზე მეტს არც ვისროდი (50). მთავარია რომ მომეოწონოს ხმარების პროცესში იარაღი.

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 15 2020, 07:52 PM

ციტატა(vatato @ 15th April 2020 - 08:46 PM) *
ბალონი სად შეიძლება დავატუმბინო? ბალონს მეც ვფიქრობ, მაგრამ ძვირია და ჯერ თავს შევიკავებ

ბალონი ჯაჯასთან იტენება. მითითებულ თანხაში მგონი რომ ჩაეტევით.
ცეცხლსასროლთან შედარებით პცპ პნევმატიკა ბევრად მეტს გაგასროლინებთ, თუ მარტო სანადიროდ არ გინდათ.

პოსტის ავტორი: vatato Apr 15 2020, 08:05 PM

მაგ თანხაში არა მგონია ბალონიც მოვიდეს, 600 ლარზე ქვემოთ ვერ ვნახე, მარტო თოფი 1000 ჯდება, პლიუს ოპტიკა

ჯაჯასათან სად ? რომელ უბანშია?

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 15 2020, 08:10 PM

ციტატა(vatato @ 15th April 2020 - 09:05 PM) *
ჯაჯასათან სად ? რომელ უბანშია?

ამ პერიოდში არამგონია რომ დაგიტენოს, ზოგადად არასდროს არ ყოფილა პრობლემა ბალონის დატენვა. ეგეც ცალკე საფასური ღირს.
დაზუსტებით შეგიძლია მიწერო თავად ჯაჯას პირადში.
თავს არ გახვევთ, შესაძლებლობებიდან გამომდინარე თავად გადაწყვიტეთ, მე მხოლოდ გირჩიეთ

პოსტის ავტორი: vatato Apr 15 2020, 08:14 PM

მესმის რომ თავს არ მახვევთ smile.gif მეც ვხვდები რომ ბალონი უფრო გამართლებულია, ვიდრე ხელის ტუმბო, მაგრამ ეგ მომავლისთვის უფრო ალბათ smile.gif

მივწერ ჯაჯას

მადლობა

პოსტის ავტორი: vatato Apr 15 2020, 09:06 PM

Umarex Gauntlet-ზე რა აზრის ხართ? გამოგიყენებიათ ვინმეს?

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 15 2020, 09:29 PM

ციტატა(vatato @ 15th April 2020 - 10:06 PM) *
Umarex Gauntlet-ზე რა აზრის ხართ? გამოგიყენებიათ ვინმეს?

ისიც ასევე კოლბიანი. ჩემი აზრით უხარისხო ნაკეთობაა, შეხება მქონია, მაგრამ არ მისვრია. საკმაოდ გრძელია თოფია

პოსტის ავტორი: vatato Apr 15 2020, 09:37 PM

ციტატა(giga2010 @ Apr 15 2020, 10:29 PM) *
ისიც ასევე კოლბიანი. ჩემი აზრით უხარისხო ნაკეთობაა, შეხება მქონია, მაგრამ არ მისვრია. საკმაოდ გრძელია თოფია


გასაგებია, ცუდია როცა შეზღუდული ბიუჯეტით რამე კარგი გინდა smile.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 15 2020, 09:46 PM

vatato
პნევმატიკა, განსაკუთრებით პცპ. ერთი თუ მოგეწონათ , თავს ვეღარ დააღწევთ. სულ უკეთესი და მეტი მოთხოვნილებები უჩნდება ადამიანს.
მოიკითხეთ მეორადი პცპ. იქნებ ჩაეტიოთ ბალონიანად, მაგრამ აქვე მინდა გითხრათ, რომ ბალონის დატენვაც ეხლა პრობლემაა და ისე არ გამომივიდეს, რომ ვერ შეძლოთ დატენვა

პოსტის ავტორი: vatato Apr 15 2020, 09:50 PM

მეორადი ვნახე ერთი კრალი, გამო და პ15, პ15 ბალონთან ერთად არის პლიუს ოპტიკა ორფეხა და 1900 ლარი ღირს, გამო და კრალი (ოპტიკით) 1100ლ. როგორც გავიფე რედუქტორის დაყენება შესაძლებელი ყოფილა პცპ თოფებში. თვითონ სისტემა სადღაც 100 დოლარი ღირს

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 15 2020, 09:56 PM

vatato
ესე ვერაფერს გირჩევთ. უნდა ინახოს ოპტიკაც, ბალონიც(არ უნდა იყოს ვადაგასული და გადაკეთებული) და რაც მთავარია თოფია სანახავი.
არ მგონია ნორმალური ოპტიკა იყოს 100 ლარის ფარგლებში, სადღაც ოპტიკები რომელიც შეიძლება რომ გირჩიოთ მინიმუმ 400 ლარიდან იწყება

პოსტის ავტორი: vatato Apr 15 2020, 10:08 PM

https://www.mymarket.ge/ka/pr/15905539/pnevmaturi-iaraRi/P15
https://www.mymarket.ge/ka/pr/15632737/pnevmaturi-iaraRi/iyideba-p15
https://www.mymarket.ge/ka/pr/15898539/pnevmaturi-iaraRi/PCP-Puncher-Breaker-W-kral-panCeri
https://www.mymarket.ge/ka/pr/15753299/pnevmaturi-iaraRi/gamo-koioti

აი ესენი ვნახე მეორადები

მგონი შეგაწუხე უკვე smile.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 15 2020, 10:31 PM

ციტატა(vatato @ 15th April 2020 - 11:08 PM) *
მგონი შეგაწუხე უკვე

არანაირად არ ვწუხდები.
1. პ15 რაც შეეხება, მე პირადად მეძვირება. ახალი თოფი მგონი 1100 ლარი ღირს, სოშკები 60 ლარი ღირდა( მე პირად ვერ ვიყენებ სოშკებს) ხელის ტუმბოც მგონი 350 ლარი. ოპტიკაც დიდი არაფერი, ალბათ ალიქსპრესზე 100 დოლარი
2. კრალი პუნჩერი არაა ცუდი ვარიანტი, რადგანაც ორ კალიბრში, ანუ ორი ლულით. კრლას არ აქვს რედუქტორი, თუმცა გასროლები პლატო ქარხნულად ნორმალური აქვს(სიჩქარეებს ვგულისხმობ) ზუსტი სროლისთვის წესით წირდება რედუქტორი, სანადიროდ გამოგადგებათ.
3. პ15 იგივე, ბალონით, აქ რატომღაც მიჭირს გირჩიოთ ბალონი, რომელიც შესაძლოა არ იყოს უსაფრთხო და შეიძლება ჯაჯამაც არ დაგიტენოთ, პლიუს პატარა მოცულობის ჩანს და ბევრჯერ ვერ დაგიტენით თოფს. ოპტიკა არ ვარგა, მგონი ელიავას ბუშნელია
4. გამო კოიოტი. ისიც ასევე ურედუქტოროა,შესაძლოა ეყენოს რედუქტორი, არ ვიცი. შედარებიტ პატარა რეზერვუარი აქვს და გასროლებიც ნაკლები
მე მხოლოდ ზოგადად დავახასიათე, რჩევა მიჭირს კონკრეტულად

პოსტის ავტორი: vatato Apr 15 2020, 11:17 PM

გამო კოიოტს უწერია აღწერაში BALANCED AND TUNED VALVE, როგორც ვიცი ეგ არის იგივე რედუქტორი. ამას რომელი წლის მოდელი აქვს გასაყიდად არ ვიცი. ხვალ დავურეკავ და ვკითხავ smile.gif

ნუ დიდი ბალონი სატარებლადაც ძნელია smile.gif სამჯერ მაინც თუ დატენის, მგონი ცუდი არ იქნება smile.gif

აქ არის კარგად აღწერილი რედუქტორის BALANCED VALVE-ს მუშAობის პრინციპი
https://hardairmagazine.com/ham-columns/balanced-valves-for-pcp-airguns-theyre-here-today/

პოსტის ავტორი: MonSoon Apr 15 2020, 11:28 PM

vatato

ციტატა(vatato @ 16th April 2020 - 12:17 AM) *
BALANCED AND TUNED VALVE

არ არის ეგ რედუქტორი.
ეგ უფრო არის ასე ვთქვათ მეორადი დარტყმების არმოსაფხვრელად და გასროლების გასაზრდელად.
რედუქტორი სხვა არის.

მოკლედ კოიოტი ჩვეულებრივი პრიამატოკი სისტემაა რედუქტორის გარეშე.

პოსტის ავტორი: vatato Apr 15 2020, 11:43 PM

ციტატა(MonSoon @ Apr 16 2020, 12:28 AM) *
vatato

არ არის ეგ რედუქტორი.
ეგ უფრო არის ასე ვთქვათ მეორადი დარტყმების არმოსაფხვრელად და გასროლების გასაზრდელად.
რედუქტორი სხვა არის.

მოკლედ კოიოტი ჩვეულებრივი პრიამატოკი სისტემაა რედუქტორის გარეშე.


რედუქტორის აღწერა ვერ ვნახე ვერსად ინტერნეტში, გაქვთ ვინმეს რამე სასარგებლო ბმული?

პოსტის ავტორი: MonSoon Apr 15 2020, 11:52 PM

vatato

ციტატა(vatato @ 16th April 2020 - 12:43 AM) *
რედუქტორის აღწერა ვერ ვნახე ვერსად ინტერნეტში, გაქვთ ვინმეს რამე სასარგებლო ბმული?


კარგათ დააკვირდი ამ პოსტს, ნახატებიდან წაიკითხე. თუ რამე კითხვა გაქვს იკითხე. ჯაჯას 174_ე პოსტი ნახე შუაშია სადღაც. Feb 18 2018, 11:00 PM_ზე დაპოსტილი.


http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=3693&st=160

პოსტის ავტორი: vatato Apr 16 2020, 10:25 AM

მადლობა დიდი

პოსტის ავტორი: vatato Apr 16 2020, 01:50 PM

მოკლედ ბევრი ტვინის ჭ*ლეტვის მერე შევარჩიეს ეს მოდელი:https://www.mymarket.ge/ka/pr/15898539/pnevmaturi-iaraRi/PCP-Puncher-Breaker-W-kral-panCeri
დღეს უნდა ვნახო და თუ მომეწონება, აუცილებლად ავიღებ smile.gif

პოსტის ავტორი: vatato Apr 16 2020, 03:16 PM

მოკლედ ვიყავი ვნახე, დიზაინით კარგია, მაგრამ ეტყობა პატრონს ფეხებზე ეკიდა, მოუვლელი იარაღია, თან არც იცის როდის აქვს ნაყიდი, ეჭვი მაქვს რომ ძველია, თუმცა როგორ გავიგო?

თუ იცით, PUNCHER BERAKER W მოდელი რომელი წლიდან გამოდის? ღირს ორი ლულის გამო მისი ყიდავ? (ორი ლულა მოყვება)

პოსტის ავტორი: vatato Apr 16 2020, 06:50 PM

მოკლედ და კონკრეტულად, ბევრი ფიქრის და მკითხაობის მერე, გადავწყვიტე რომ ვიყიდო SPA Artemis M16 და ხვალ გრიგოლს უნდა ვესტუმრო smile.gif

ეხლა კიდევ ერთი შეკითხვა, ყველაზე გამომდგარი ტყვიები რომელია? თუ ინდივიდუალურია ?

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 16 2020, 07:06 PM

ციტატა(vatato @ 16th April 2020 - 07:50 PM) *
SPA Artemis M16

საინტერესოა, მ16 მეც მაინტერესებს. შემდგომში თუ გაგვიზიარებთ შედეგებს კარგი იქნება.
ტყვიებს რაც შეეხება, საუკეთესო ვარიანტია ჯსბ 0.67 გრამი და ჯსბ 0,54გრამი.

პოსტის ავტორი: vatato Apr 16 2020, 07:51 PM

შედეგებს აუცილებლად გავაზიარებ, ცოტა ჩაწყანრდეს სიტუაცია, რომ გავიდე გარეთ და კარგად შევამოწმო. ერთი შეკითხვა მაქვს, არ გაგეცინოთ ოღნდ. პნევმატიკა არასოდეს არ გამისწორებია ლაზერის გარეშე, რომელი სამწუხაროდ აღარ მაქვს. როგორ მოვიქცე?

პოსტის ავტორი: userman Apr 16 2020, 08:07 PM

ციტატა(vatato @ 16th April 2020 - 08:51 PM) *
შედეგებს აუცილებლად გავაზიარებ, ცოტა ჩაწყანრდეს სიტუაცია, რომ გავიდე გარეთ და კარგად შევამოწმო. ერთი შეკითხვა მაქვს, არ გაგეცინოთ ოღნდ. პნევმატიკა არასოდეს არ გამისწორებია ლაზერის გარეშე, რომელი სამწუხაროდ აღარ მაქვს. როგორ მოვიქცე?


ოპტიკის დაყენებას და გასწორებას გულისხმობთ ალბად ...

პოსტის ავტორი: vatato Apr 16 2020, 08:21 PM

ციტატა(userman @ Apr 16 2020, 09:07 PM) *
ოპტიკის დაყენებას და გასწორებას გულისხმობთ ალბად ...


კი, ოპტიკა დაყენება და გასწორება მაინტერესებს. აქ საერთოდ არაფერი არ მაქვს

პოსტის ავტორი: MonSoon Apr 16 2020, 08:41 PM

vatato
ლაზერით პირველად გავიგე ვინმე ასწორებდეს.

ცოტათი ცოდნაა საჭირო ოპტიკის და ლაზერი სულ არაა საჭირო. რახან ლაზერითაც ასწორებდით ესეიგი ოპტიკაც ასე თუ ისე იცით. მაშინ ლაზერი არ გჭირდებათ, მთავარია სად ხვდება ის დაინახოთ და მის მიხედვით შეიტანთ შესწორებას ოპტიკაზე

პოსტის ავტორი: vatato Apr 16 2020, 08:54 PM

ეგ ხო, უბრალოდ აქ სროლის შანსი ჯერ არ მაქვს და უკე აღარც იარაღის ყიდვის, ხვალ იკეტება ყველაფერი, არა ტრანსპორტი, არაფერი

პოსტის ავტორი: vatato Apr 17 2020, 11:17 AM

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო smile.gif დრეს დილით მოვასწარი მირბენა ბ-ნ გრიგოლთან და გავხდი M16-ის ბედნიერი (იმედია smile.gif) მფლობელი. სურათს არ დავდებ, ალბათ ყველამ იცით თუ როგორ გამოიყურება. პირველი რაც თვალში საცემია, ეს არის შესრულების ხარისხი. (თამამად შემიძლია ვთქვა რომ ასეთი ხარისხით დამზადებული კონდახი, არანკლებ 300 მწავნე ეღირება. 13 წელი იქ ვცხოვრობდი). იარაღის ხელში აღებისას სასიამოვნო განცდა გეუფლება, იმდენად კარგად არის შესრულებული. ფასკა ერთი შეხედვით ნორმალური ჩანს. ფანრის და გამადიდებელი შუშის საშუალებით დავათვალიერე. რეალობაში რა იქნება, არ ვიცი ჯერ smile.gif
იარაღის გარდა ავიღე ოპტიკა 6-24X50AOEG. რა თქმა უნდა ჩინური smile.gif თუ ვინმეს გაქვთ ასეთი იქნებ მითხრათ, თუ როგორია და ავიღე აგრეთვე ხელის ტუმბო, რომელსაც მოჰყვა ფილტრები, რაც ხელში უშლის წყლის მოხვედრას რეზერვუარში. ტუმბოც და ოპტიკაც ბ-ნ გრიგოლის რჩევით ავიღე. თუმცა ანალოგიური პარამეტრების ოპტიკას ინგლისელებიც აქებდნენ. მთავარია ჩვენ როგორ გამოვიყენებთ. იარაღი მოვიდა დატენილ მგდომარეობაში. ისარი მანომეტრის მწვანე ზოლის შუაშია. სამწუხაროდ ეხლა არ მაქვს სროლის და შემოწმების საშუალება.მაგრამ როგორც კი დროს ჩავიგდებ ხელში. ეგრევე მოგაწვდით ინფორმაციას.

ოპტიკა იარაღზე არ დამიმონტაჟებია სახლის პირობებში არასოდეს, თუ რამე კარგი რჩევას მომცემთ, მადლობელი ვიქნები.

პოსტის ავტორი: userman Apr 17 2020, 11:41 AM

vatato

გილოცავთ შენაძენს ! სიკეთეში და კაი გართობაში .

ოპტიკის დაყენებისას თარაზო უნდა გამოიყენოთ , ასევე სადმე კედელზე დახაზავთ ჯვარს თარაზოს გამოყენებით და გახედავთ ოპტიკიდან და ოპტიკის ჯვარი და დახაზული ჯვარი უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს .

შემდეგ უნდა ისროლოთ და იმის მიხედვით უნდა გაასწოროთ .

პოსტის ავტორი: vatato Apr 17 2020, 12:26 PM

მადლობა

პოსტის ავტორი: vatato Apr 17 2020, 12:32 PM


საინტერესო ვიდეოა, თუ როგორ დავაყენოთ ოპტიკა ყოველგვარი ინსტრუმენეტების გარეშე. მგონი ყველას გამოადგება

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 17 2020, 12:56 PM

vatato
გილოცავთ შენაძენს. სულ ათიანებში და თანაც იქსებით. smile.gif
კარგია რომ მოგწონთ და იმედი მაქვს გაამართლებს. ოპტიკის დამონტაჟება არ წარმოადგენს განსაკუთრებულ სირთულეს, არის ბევრი ვიდეო და შეათვალიერეთ.
ყველას ვისაც ვიცნობ აქ, უმეტესობამ თავად მოარგო ოპტიკა, მთავარია ჯვარი იდგეს ვერტიკალზე თოფთან მიმართებაში.

პოსტის ავტორი: MonSoon Apr 17 2020, 03:01 PM

vatato
ინსტრუმენტები ისედაც არ გჭირდება იმაზე მეტი ვიდრე მაგ ვიდეოშია გამოყენებული გარდა თარაზოსი. მანდ ახალს არაფერს ამბობს.

ეგრე ხელით რო გაასწორო ბადე შეიძლება დახრილი იყოს, თვალით ძნელია პლიუს მაგას ოპტიკის გადაჭერისას კიდევ მოძრაობს ოპტიკა. ამიტომაცაა საჭირო თარაზო. და წინ კედელზე დახაზული რამე, ან უბრალოდ ტარაზო მაინც. ეგ ეტაპები გავლილი გვაქვს და მაგიტო გეუბნებიან რო საჭიროა თარაზო.

გარდა მაგისა ვიდეოში ასწორებს ლეუპოლდის ოპტიკაზე ლეუპოლდისვე სამაგრებით. ალბატ ხვდებით რა ხარისხზეცაა საუბარი. თქვენ და ჩვენ უმეტესად ვიყენებთ ბიუჯეტურ სამაგრებს ამიტომაც ლუფთები აქვს გვინდ აარ გვინდა.

თან ოპტიკა სანადიროა და ცეცხლსასროლზე დგება რომელის ტყვიასაც ბევრდად სწორი ტრაექტორია ვიდრე პნევმატიკას თან დიდი მანძილებზე არ მოუწევს სროლა. პნევმატიკაში კიდევ შეიძლება ჯვრის ქვემოთ 8 წერტილი გამოიყენო და ეგრე ზერელედ დაყენებული მაგ ვიდეოს მიხედვით ოპტიკა არ გამოდგება. მნიშვნელოვანია ჯვრის ვერტიკალური ბადე იყოს მაქსიმალურად ვერტიკალურად. რამდენდჯერაც ეგრე დავაყენე თვალით გასწორებით, 80 % არასწორედ იყო.

პოსტის ავტორი: vatato Apr 17 2020, 07:25 PM

საღამო მშვიდობისა. თითქოს გავასწორე და ჯვარი დგას ვერტიკალზე და ჰორიზონტალზე, შევამოწმე კედლის (ვერტიკალი) და აივნის (ჰორიზონტალი) წიბოზე. თვალით თითქოს კარგად დგას. მიზანში სროლისას (დაახლოებით 7 მეტრი, სახლში მეტის საშუალება არ მაქვს თან მარტო ვცხოვრობ და მაქვს საშუალება ვისროლო მოდერით) ჯვარი ყუთზე დახაზულ ჯვარს ემთხვევა, მაგრამ სროლისას ამ მანძილზე მიაქვს ქვევით 35მმ და მარჯვნივ 25 მმ. 5 ტყვია ლუმენ 0.67გ ჩაჯდა 18მმ-ში. ხვალ შევამოწმებ მოდერის გარეშე. ვნახოთ რას იზავს

პოსტის ავტორი: userman Apr 17 2020, 08:08 PM

ციტატა(vatato @ 17th April 2020 - 08:25 PM) *
ტყვია ლუმენ 0.67გ ჩაჯდა 18მმ-ში.


თუ გინდათ , რომ თქვენს სანაქებო პცპ -ზე გული არ აგიცრუვდეთ , მაგ ტყვიებს შეეშვით .

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 17 2020, 08:47 PM

vatato
დავეთანხმები userman -ს. გასართობად და გაჭირვებაში შეიძლება ისროლო, მაგრამ თოფის პოტენციალს ვერ გაიგებთ.
მარტო მოდერის მოხსნა დაყენებით ვერ გაიგებთ სიზუსტეს, სიჩქარეებიც უნდა შეურჩიოთ. მთავარი მაინც ტყვიაა, გირჩევ ჯსბ 0,67გრამი სცადოთ და მის მიხედვით საუკეთესო სიჩქარეზე მოარგოთ.
7 მეტრზე ალბათ 7მმ იქნება საუკეთესო სიჩქარე

პოსტის ავტორი: vatato Apr 17 2020, 09:06 PM

გრიგოლს არ ჰქონდა ჯსბ და მაგიტომ ავიღე ლუმენ 0.68გრამი, (წინა პოსტში შემეშალა) და კროსმან Hollow point 7.9gr. ეხლა თან სად ვეძებო ჯსბ ტყვიები, ალბათ უფრო მომავალი კვრიდან დავძებნი, ცოტა რომ გაიხსნება სიტუაცია.

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 17 2020, 09:11 PM

vatato
ვატო კარგი იქნება თუ ლულასაც გაწმენდთ, ქარხნულად კარგად ტაოტიანი მოდის

პოსტის ავტორი: vatato Apr 17 2020, 09:14 PM

სურათი როგორ მივაბა? (ბმულის გარეშე)

ლულას ხვალ გავწმენდ, უბრალოდ ფლანელი რომ გამოვატარო რამოდენიმეჯერ, ეყოფა მგონი. ჯერ სხვა არაფერ არ მაქვს

პოსტის ავტორი: MonSoon Apr 17 2020, 10:27 PM

vatato

ციტატა(vatato @ 17th April 2020 - 10:14 PM) *
სურათი როგორ მივაბა? (ბმულის გარეშე)

ამ საიტით
https://imgur.com/upload?beta

სურათის ატვირთვის შემდეგ, ფოტოზე მაუსის მიტანის შემდეგ Get share links


შემდეგ
BBCode (Forums) დააკოპირეთ ამ ფორუმის დასაპოსტ ველში.

2–3 და მეტი სურათის შემტხვევაში სათითაოდ უნდა გააკეთოთ იგივე პროცედურა.

პოსტის ავტორი: vatato Apr 17 2020, 10:33 PM

გასაებია, მადლობა

https://imgur.com/UdvnkVH

ესეც ჩემი მ16, პირდაპირ ვერ ჩავსვი სურათი

პოსტის ავტორი: koba1973 Apr 19 2020, 09:42 AM

vatato
მშვიდობაში.
სიმპათიურად გამოიყურება.
მასეთი ოპტიკა მაქვს, კრალს მოყვა. კმაყოფილი ვარ ნორმალურია.

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 19 2020, 10:57 AM

vatato
მშვიდობაში, ახლა მაგას პიუ-პიუ უნდა... ოღონდ ფრთხილად ახლა ისეთი აკრძალვებია რაიმე ხიფათს არ გადაეყარო

პოსტის ავტორი: vatato Apr 19 2020, 11:22 PM

ციტატა(ja_ja @ Apr 19 2020, 11:57 AM) *
vatato
მშვიდობაში, ახლა მაგას პიუ-პიუ უნდა... ოღონდ ფრთხილად ახლა ისეთი აკრძალვებია რაიმე ხიფათს არ გადაეყარო

გამარჯობა ჯა-ჯა, რა აკრძალვებია და სად შეიძლება გავეცნო?


ციტატა(koba1973 @ Apr 19 2020, 10:42 AM) *
vatato
მშვიდობაში.
სიმპათიურად გამოიყურება.
მასეთი ოპტიკა მაქვს, კრალს მოყვა. კმაყოფილი ვარ ნორმალურია.


თავისი ფასის კვალობაზე ნორმალური ოპტიკაა, სუფთად ჩანს ყველაფერი ყველანაირ გადიდებაზე და მანძილზე.

პიუ-პიუ კი უნდა მარა ეხლა სად გავიდე smile.gif

პოსტის ავტორი: userman Apr 19 2020, 11:40 PM

ციტატა(vatato @ 20th April 2020 - 12:22 AM) *
პიუ-პიუ კი უნდა მარა ეხლა სად გავიდე


ხოოდა ეგ იგულისხმა აკრძალვებში ჯაჯამაც .

პოსტის ავტორი: vatato Apr 19 2020, 11:49 PM

ციტატა(userman @ Apr 20 2020, 12:40 AM) *
ხოოდა ეგ იგულისხმა აკრძალვებში ჯაჯამაც .

ნუ სხვა თუ არაფერი, მაშინ კარგია smile.gif ასეთ დროს არამგონია ჭკუათმყოფელი ადამიანი სადმე გავიდეს smile.gif
პატარა ბალონის შოვნა თუ შეიძLება იაფად ?

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 21 2020, 10:54 AM

vatato

ციტატა(vatato @ 20th April 2020 - 12:22 AM) *
გამარჯობა ჯა-ჯა, რა აკრძალვებია და სად შეიძლება გავეცნო?

ნუ პროსტა ყოველ მეორე რეგიონში კარანტინია, პოლიცია უაზროდ დარბის იქეთ აქეთ და იარაღიანი კაცი თვალში რომ მოხვდეს... მანქანით სიარულიც კი აღააა, იმედია დღეს მოხსნიან მაგ შეზღუდვას, მაგრამ ქალაქებიდან გასვლა მგონი ისევ აკრძალულია... მოკლედ ამ კარენა თუ კორონა ვირუსის გამო აწეულ შეზღუდვებს ვგულისხმობ...

თუ კერძო სახლი და საკუთარი ეზო გაქვს მაშინ საერთოდ არაა პრობლემა...

ციტატა(vatato @ 20th April 2020 - 12:49 AM) *
პატარა ბალონის შოვნა თუ შეიძLება იაფად ?

თბილისში მხოლოდ 6.8 ლიტრიანია ყველაზე პატარა, დანატჩენ საბჭოთა ვერსიებს არ გირჩევ არანაირად, ჯერესერთი იშვიათია 200 ბარზე მეტიანი იყოს, იშვიათად არის 250-იანი, დანარჩენი როგორც წესი 150 ბარიანია... რა პირობებში აქვთ ნამუშევარი და რამდენიხნისაა კაცმა არ იცის...

მოკლედ ძველებულ ვითომ და მაგარს და გამოცდილ საბჭოთას, ან ნახმარ მაშველების და დაივერების ბალონებს მოერიდე (მაშველების ბალონები და დაივერების როგორც წესი 200-225 ბარიანია), როგორც წესი ან ვადა აქვთ უკვე გასული ხოლმე ან აი აი და გაუვა, აზრი არ აქვს ეგეთის არც ყიდვას და არც ჩუქებას.

ან იყიდე მაღაზიებში 6.8 ლიტრიანი კომპოზიტი და 300 ბარიანი, ან ალიექსპრესზე იყიდე და ჩამოიტანე 2 ან 3 ან 5 ლიტრიანი...

P.S> გაითვალისწინე შენს ბალონს სამუშაო წნევა უნდა ჰქონდეს 300 ატმოსფერო, ნაკლებს აზრი არ აქვს... როგროც წესი თოფშI მინიდ მინიმუმ 200 ბარი, ახალ ზოგიერთ მოდელებში კი 250-იც მიდის, შედეგად რა აზრი აქვს 200-225 გქონდეს ბალონში როდესაც თოფში 250 გჭირდება? დაჟე 200 -იც რომ გყოფნიდეს თოფში, პატარა ბალონი და 220-ით მაქსიმუმ 2-3-ჯერ დაგიტენის და მერე ბალონშიც 200 ატმოსფერო დაჯდება, ყოველი შემდეგი დატენვა კი 200-ზე ქვემოთ იქნება, რაც საერთო ჯამში გასროლების რაოდენობას შეგიმცირებს ყოველ მომდევნო დატენვაზე სანამ ბალონს ხელახლა არ გაავსებ

პოსტის ავტორი: vatato Apr 21 2020, 10:15 PM

მადლობა ჯა-ჯა ! !

საკუთარი სახლის ბედნიერება ვინ მომცა smile.gif ბინაშI ვარ გამოკეტილი smile.gif 7 მეტრამდე მაქვს საშუალება smile.gif კიდევ კარგი, მარტო ვცხოვრობ ძაღლთან ერთად smile.gif ხვალ მინდა კიდევ ერთხელ ვცადო და გავაწორო ნოლზე 7 მეტრზეsmile.gif ვნახოთ smile.gif

პოსტის ავტორი: vatato Apr 21 2020, 10:36 PM

ეს სად დავდო, რომელ თემაში, არ ვიცი. იმედია მეტყვით და გადავიტან მერე.
გადაკეთებული ჰატსანით 276 იარდზე . airgunnation-ფორუმზე ვნახე.

One of my shooting buddies (Rallyshark) who posts mostly over at GTA modified a 177 cal Hatsan flashpup that I will put money on. It's modded to the point where it's only a Hatsan in name. He added a LW polygon barrel, a larger cylinder and completely rebuilt the valve system. It shoots NSA 16 grain slugs well over 1000 fps. The last time we were out shooting he hit a Gatorade bottle 5 out of 7 times at 276 yards. And it's so quiet it sound like it's broken. He had it shooting 52 fpe with 24 gr NSA but discovered that it shot the 17 gr better.

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 21 2020, 10:41 PM

vatato
ეეჰ, ნაადრევად დაგეწყოთ უკვე ფიქრი და მოდიფიკაცია. კარგი გაგებით ვიძახი ამ ყველაფერს biggrin.gif .
რაც პირველი პცპ შევიძინე იმის მერე ძიებაში ვარ. მოსვენებას არ მაძლევს.
ისე მთლად მაგ დისტანციაზე არა, მაგრამ 200 მეტრზე და 223 მეტრზე ჩვენც გვაქვს გააზრებული მოხვედრები გაკეთებული.
ისე რომ, გისურვებთ წარმატებას, ვატყობ გაყვებით ამ ჰობს

პოსტის ავტორი: vatato Apr 21 2020, 10:49 PM

ციტატა(giga2010 @ Apr 21 2020, 11:41 PM) *
vatato
ეეჰ, ნაადრევად დაგეწყოთ უკვე ფიქრი და მოდიფიკაცია. კარგი გაგებით ვიძახი ამ ყველაფერს biggrin.gif .
...........
ისე რომ, გისურვებთ წარმატებას, ვატყობ გაყვებით ამ ჰობს


ეგ ჩემი სუსტია წერტილია, როდესაც რამეს ვყიდულობ, მერე ეგრევე მის გაუმჯობესებაზე ვფიქრობ smile.gif ეხლაც ვუყურებ და ვკითხულობ, თუ რისი გაკეთება შეიძლება smile.gif. ჯერჯერობით მხოლოდ რედუტორის გამოცვლაზე ვფიქრობ, თუმცა ჯერ უნდა ვნახო თავისი როგორ იმუშავებს. რა მინდა ვიკითხო. ქარხნულად დაახლოებით რა სიჩქარეზეა დარეგულირებული მ16 ან პ15? როგორც ვხვდები ორივე ერთი სისტემიაა (ფორმის გარდა)

პოსტის ავტორი: vatato Apr 22 2020, 11:50 AM

სურათის დადება ჯერ კიდევ ვერ ვისწავლე, მაპატიეთ smile.gif
ამიტომ ისევ ბმულს თუ მიჰყვებით. დღეს გავასწორე დაახლოებით 7 მეტრზე, მეტის საშუალება არ მაქვს smile.gif ვისროლე 8 ტყვია LUMEN 0.68g. გამოვიდა დაახლოებით 17მმ ჯგუფი. ხვალ ვცდი კროსმანის 0.54გ ტყვიებს. ბოლო გასროლები მოხდა დაახლოებით 90-95 ბარზე.
https://imgur.com/tHFBhJE

პოსტის ავტორი: vatato Apr 22 2020, 11:59 AM

კიდევ ერთი კითხვა, Bipod-ის დაყენება მინდა და როგორს მირჩევთ?

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 22 2020, 01:20 PM

vatato

ციტატა(vatato @ 21st April 2020 - 11:15 PM) *
ხვალ მინდა კიდევ ერთხელ ვცადო და გავაწორო ნოლზე 7 მეტრზე ვნახოთ

მაგ დისტანციას აზრი არ აქვს, არაფერს მოგცემს, მაგ დისტანციაზე გასწორებული თოფით 20 მეტრზეც კი ვერაფერს გათვლი, ჯერ ალბათ კიდევ აღმავალი იქნება ტრაექტორია...

მოკლედ მინიმუმ ჩემის მოკრძალებული აზრით 40-50 მეტრზე უნდა გაასწორო და გაანოლო ოპტიკა, რომ ტრაექტორიის აღამალი და დაღმავალი წერტილებიც რაღაც ლოგიკაში ჯდებოდეს, 7 მეტრი ნუ აფსოლუტურად არაფერია. პროსტა გულს თუ გაიხარებ სახლში მეტი არაფრისთვის გამოდგება

ციტატა(vatato @ 21st April 2020 - 11:36 PM) *
ეს სად დავდო, რომელ თემაში, არ ვიცი. იმედია მეტყვით და გადავიტან მერე გადაკეთებული ჰატსანით 276 იარდზე . airgunnation-ფორუმზე ვნახე.

რა უნდა დადო? ჰაცანის აბგრეიდი? თუ რას გულისხმობ ვერ ვხვდები? საერთოდ აბგრეიდი ჩათვალე არის ძალიან ცუდი რამ smile.gif ნუ კაი გაგებით ცუდია... იმიტომ რომ პატრონის ჩათრევა იცის შეიძლება თოფის ღირებულებაზე 2-ჯერ ან 3-ჯერ მეტი დახარჯო, მიიღო გადასარევი შედეგი, მაგრამ გაყიდვა როცა მოგინდება უმეტესობა მაგ ჩალიჩს და ჩაყრილ ფულს ვერ ხედავს და ისევ იაფად უნდათ თოფი

გარდა მაგისა ეს პროცესი ხანგრძლივია, ხან ერთი დეტალია გადასაკეთებელი, ხან მეორე, ხან ყველა გადაკეთებული ამოსაღები და გადასაგდებია და ახალია ჩასადები და ასე შემდეგ...

მოკლედ დროშიც და ფინანსებშიც ხარჯია და თუ შენთვის არ ირგებ კონკრეტულ თოფს აზრი არ აქვს მოდიფიცირებებს.. თუ ფინანსები და დრო შენთვის არაფერ დიდ დისკომფორტს არ იწვევს მაშინ თამამად შეგიძლია გადახტე მაგ მორევში, უბრალოდ ყველა თოფი ინდივიდუალურია და ის რაც მაგალითად 1 ეგზემპლარზე მოერგო და იდეალურად მუშაობს სულაც არ ნიშნავს რომ ზუსტად იგივეს მეორე თოფზე გააკეთებ და იგივე შედეგს მიიღებ...

დეტალების და მოდიფიკაციების ჩაყრა ერთია, და მაგის დაკონფიგურირებას და იდეალში გაყვანას ასევე ცალკე დრო უნდა და ფული (ნუ ტყვიების სროლა სამიზნეები, ჰაერი და ასე შემდეგ)... ან შენ უნდა გააკეთო ან ვინმემ უნდა გაგიკეთოს ეგ საქმე... ამ ეტაპზე ჩვენთან მაგის გამკეთებელი არავინაა ასე რომ შენ უნდა ჩაუჯდე...

უცხოეთში მაგ გამართვაზე ცალკე სასტავი ჩალიჩობს, ვთქვათ უკვეთავ ვისი მოდიფიკაციები გინდა ჩაგიყენოს და რა შედეგს ელი და ის ცალკე ჩალიჩობს მერე შერჩევა გამართვაზე რაშიც ცალკე გასამჯელოს იღებს

ციტატა(vatato @ 21st April 2020 - 11:49 PM) *
ჯერჯერობით მხოლოდ რედუტორის გამოცვლაზე ვფიქრობ, თუმცა ჯერ უნდა ვნახო თავისი როგორ იმუშავებს

ჩემი რჩევა იქნება ჯერ კაი დისტანცია მონახე ჩაუჯექი და ისროლე თუ 50 მეტრზე მოგცა 20-25 მილიმეტრი სტაბილურად 5-5 გასროლიდან შეეშვი და ხელი არ მოჰკიდო, თორე მერე კაი იქნება 1-2 მოდიფიცირებაში თუ გაჩერდება საქმე თუ არა და smile.gif .

ბევრი ყოფილა ჩემთან და ზოგს ქარხნულადვე აქვს იდეალური თოფი და ვააბშე ხელის ხლება არ უნდა, (ზოგი მოკიდებს და უფრო ცუდ შედეგს იღებს, მერე მიდის ფიქრი ნეტა ის ყოფილიყო რაც იყოო), ზოგი ნუ არაფრის დიდებით ქარხნულზე არ მუშაობს და მოდიფიცირება მართლა საჭიროა, ნუ მაგ Artemis-ის პროდუქციაში ეს მეორე უფრო ხშირია, მაგრამ ჯერ მაინც შეამოწმე, ეგებ და შეგხვდა ისეთი რომელიც იშვიათი და ზღაპარი ეგზემპლარია

ციტატა(vatato @ 21st April 2020 - 11:49 PM) *
ქარხნულად დაახლოებით რა სიჩქარეზეა დარეგულირებული მ16 ან პ15? როგორც ვხვდები ორივე ერთი სისტემიაა (ფორმის გარდა)

ინდივიდუალურია, გაითვალისწინე რომ ჩინურია, ბევრი მოუტანიათ რომელიც ნუ აი სცემე თუ გინდა და 220 მეტრ წამზე მეტს არაფრის დიდებით არ იძლევა ქარხნულად, ზოგს კი ხვდება ისეთი ეგზემპლარი, რომ ყუთიდან ამოიღებს და 300-320 მეტრამდე შეუძლია უპრობლემოდ გაქაჩოს... არ ვიცი რისი ბრალია, თითქოს და ყველა კომპონენტი ერთი და იგივეა და სერიული ნაწილებითაა ყელა აწყობილი მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება

ციტატა(vatato @ 22nd April 2020 - 12:50 PM) *
დღეს გავასწორე დაახლოებით 7 მეტრზე, მეტის საშუალება არ მაქვს ვისროლე 8 ტყვია LUMEN 0.68g. გამოვიდა დაახლოებით 17მმ ჯგუფი.

ნუ .... ვაიჰ smile.gif

ვაი 2 მიზეზის გამო, ნუ LUMEN-ი რაიმე განსაკუთრებული შედეგის მომცემი არაა ასე რომ მაგით ძნელია გაიგო ტყვია ურევს, თუ თოფი.

მეორე ვაის მიზეზი კი 8 ტყვია და 17 მილიმეტრია სულ რაღაც 7 მეტრში... კლასიკურად რაღაც წარმოდგენა რომ შეგვექმნას უკვე მიჩვეულ წესს ვიყენებთ 5-5 გასროლა ერთ წერტილში და არა 6 7 ან 8 და 9 ტყვია, ნუ ახლა თუ თოფი სუპერ იდეალურად ისვრის და გინდა დაგვანახო რა იდეალური შედეგის მომცემია და რომ გასროლიდან გასროლამდე არაფერს ურევს, მაშინ შეიძლება 1 სამიზნეში 10-20 და 50 ტყვიაც გაუშვა რომ დაუმტკიცო სხვებს რომ აი მიუხედავად ამდენი ალბათობისა შენი თოფი მაინც იდეალურად ისვრის,. ესეც რა თქმა უნდა მუდმივად არა 1-2-ჯერ სადემონსტრაციოდ ხდება

დანარჩენ შემთხვევაში 5-5 ტყვია თითო სამიზნეში რომ რაღაც უკვე სტერეოტიპად ჩამოყალიბებულ სიტუაციაზე შენც და ჩვენც წარმოდგენა შეგვექმნას

რაც შეეხება 17 მილიმეტრს.. 7 მეტრიან დისტანციაზე მემგონი კატასტროფაა... 7 მეტრში თუ ოპტიკა გაძლევს საშუალებას რომ ფოკუსი სწორედ დაიჭირო, მაშინ ტყვია ტყვიაში უნდა იჯდეს, ან ნატყვიარები ერთმანეთს კედლებით უნდა ეხებოდეს...

თუმცა ახლა გულს ნუ აიცრუვებ, ჩვენ რეალში არ ვიცით როგორი პოზიციიდან ისვრი, თოფი როგორ გიდევს, შეიძლება ეგეც იყოს დამნაშავე ესეთი შედეგების, ან შეიძლება ღია სამიზნით ისვრი... ნუ მოკლედ ჯერ ყველა დეტალი არ ვიცით მაგრამ 17 მილიმეტრი 7 მეტრზე დიდი ვერაფერია ლაითად რომ ვთქვათ, ეგ შედეგი 50 მეტრზე რომ გქონდეს ვიტყოდი ხელი არ ახლო იდეალური შედეგია მეთქი

ციტატა(vatato @ 22nd April 2020 - 12:50 PM) *
ხვალ ვცდი კროსმანის 0.54გ ტყვიებს.


ნუ რამდენადაც ვიცი მაგ თოფს 22-დან 30 ჯოულამდე ენერგია აქვს, შედეგად მემგონი მსუბუქი ტყვია ნამეტანი იქნება მაგისთვის, წესით მაგას უნდა ისროლოს JSB-ის 0.67-იანი ტყვია სადღაც 270-280 მეტრ წამის დიაპაზონში, p15 კაკრაზ მაგ სიჩქრეებზე აკეთებს გადასარევ შედეგებს და მაგ jsb--ში ასე რომ მსუბუქ ტყვიებზე ორიენტირებას მგონი აზრი არ აქვს და არც მძიმეებს, დაიჭირე 0.67-0.68 გრამიანი ტყვიები JSB-ისგან და მანდ იქნება მგონი კაი შედეგები

ციტატა(vatato @ 22nd April 2020 - 12:59 PM) *
კიდევ ერთი კითხვა, Bipod-ის დაყენება მინდა და როგორს მირჩევთ?

ჯერ ბიპოდი აარჩიე, რომელს თრეულობ, და იქედან გამომდინარე შეიძლება დამაგრების სისტემაზე საუბარი, ზოგი ვივერზე ან ევრო რელსზე მაგრდება და ზოგი კი ქამრის სამაგრ ანტაბკაზე, ასე რომ ჯერ რა ბიპოდი გაქვს და მერე უკვე დამაგრების სისტემას შეგარჩევინებთ

პოსტის ავტორი: vatato Apr 22 2020, 02:18 PM

ჯა-ჯა მადლობა პასუხებისთვის.
1. მეც ვხვდები რომ 17მმ ჯგუფი ასეთ მანძილზე დიდია. სროლის დროს თოფო უბრალოდ პენოპპლასტზე მედო, რომელსაც ღარი ამოვუჭერი თოფის დასადებად. თოფი მყარად არ იჯდა. თან ოპტიკა რომელიც მიყენია არ არის გათვლილი ასეთ პატარა დისტანციაზე, შეიძლება ამის ბრალიც იყოს, შეიძლება ჩემი ბრალიც. ველოდები რომ გავიდე სადმე და შორს მანძილზე შევძლო სროლა და ნორმალურად გავასწორო ოპტიკა. ეხლა ყველაფერი სავარაუდოდ მაქვს თვალზე გასწორებული, ყველანაირი ხელსაწყოს გამოყენების გარეშე. ბიპოდს რა შეეხება, ჯერ მინდოდა გავრკვეულიყავი, თუ რომელი სამაგრი სისტემა სჯობია და მერე ვაპირებდი ყიდვას. ისე კი ამას ვუყურებდი https://www.mymarket.ge/ka/pr/15121167/iaraRis-nawilebi/bipodi-2-soSkebi%29
თავიდან ჩAმოატანას ვფიქრობდი, მაგრამ უფრო ძვირი დამიჯდება

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 22 2020, 04:42 PM

vatato
მე პირადად ვერ შევეგუე ბიპოდს, არ იფიქროთ რომ ზუსტი სროლისთვის გამოგადგებათ. სანადიროდ და პლინკისთვის გამოიყენებს ადამიანი.
ალბათ ბიჭებიც იტყვიან და მეთანხმებიან რომ ბალიშები ბევრად მყარია და ზუსტი სროლისთვის ბევრად კარგ შედეგებს იძლევა.
მოიკითხეთ მეორადი, შეიძლება ბიჭებს ქონდეთ და გაასხვისონ. მე პირადად ორივე გავაჩუქე, ვერ მოვიხმარე

პოსტის ავტორი: MonSoon Apr 22 2020, 10:40 PM

vatato

ციტატა(vatato @ 22nd April 2020 - 12:50 PM) *
სურათის დადება ჯერ კიდევ ვერ ვისწავლე, მაპატიეთ

BBCode (Forums) _ის ლინკს ხო აკოპირებთ. რატო არ გამოდის ნეტა.

პოსტის ავტორი: vatato Apr 24 2020, 09:49 PM

იარაღი დატენილი ბალონით შევინახო თუ ცარიელით?

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 24 2020, 09:58 PM

ციტატა(vatato @ 24th April 2020 - 10:49 PM) *
იარაღი დატენილი ბალონით შევინახო თუ ცარიელით?

გააჩნია რა პერიოდით და სად ინახავთ. მზეზე არაა რეკომენდირებული.
ზოგადად ყველას, მათ შორის მეც დატენილი რეზერვუარით ვინახავ, ამ შემთხვევაში სალნიკები უფრო ინახება.
მაინც დაელოდეთ სხვები რას იტყვიან

პოსტის ავტორი: vatato Apr 24 2020, 10:15 PM

გასაგებია, გუშინ ვივარჯიშე ნასოსით და 210 ბარამდე დავტენე smile.gif ხოდა მერე ვიფიქრე ვაითუ..... smile.gif

პოსტის ავტორი: vatato Apr 24 2020, 11:10 PM

0.45L/4500psi Paintball PCP ბალონი ორჯერ დამიტენის?

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 25 2020, 12:06 AM

vatato
აგერ არის ჩვენს ფორუმზე ბალონის გამოსათვლელი
http://www.airgun.ge/balon_calc.htm

პოსტის ავტორი: vatato Apr 25 2020, 12:16 AM

მადლობა, გამოვიდა 2.61, ანუ ორჯერ დატენის კარგად.
ეს მომხვდა თვალში: https://www.ebay.com/itm/4500psi-PCP-Cylinder-Tank-0-45L-Compressed-Air-Bottle-w-Regulator-For-Airsoft/273504788833?_trkparms=aid%3D111001%26algo%3DREC.SEED%26ao%3D1%26asc%3D225074%26meid%3De64f76f4b84f4f3c99074b59a2c0cd7c%26pid%3D100667%26rk%3D2%26rkt%3D8%26mehot%3Dnone%26sd%3D272787046459%26itm%3D273504788833%26pmt%3D1%26noa%3D1%26pg%3D2334524%26brand%3DUnbranded%2FGeneric&_trksid=p2334524.c100667.m2042

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 25 2020, 12:48 AM

vatato
რით უნდა დატენოთ?

პოსტის ავტორი: vatato Apr 25 2020, 12:06 PM

ალბათ ჯაჯას ვესტუმრები ხოლმე smile.gif
არამგონია რომ სამ დატენვაზე მეტი დამჭირდეს გასვლაზე, იარაღს გასვლამდე დავტენი და პლუს ეს, სამი დატენვა გამოვა. ძვირებია ეს დედააფეთქებული ბალონები

პოსტის ავტორი: userman Apr 25 2020, 12:06 PM

ციტატა(vatato @ 25th April 2020 - 12:10 AM) *
0.45L/4500psi Paintball PCP ბალონი ორჯერ დამიტენის?

vatato

ერთხელაც ვერ დაგიტენის , 300 ბარზეც რომ იყოს ეგ ბალონი დატენილი , თანაც მაგას სჭირდება დამტენი სადგური, მოწყობილობა .

ეგ რომ დატენო კომპრესორით და შემდეგ მაქედან შენი თოფის რეზერვუარი .

ნასუსით ვერ ტენი ?


პოსტის ავტორი: vatato Apr 25 2020, 12:08 PM

ჯერ არ შემიძენია ეგ ბალონი, იარაღს ნასოსით ვტენი, თუმცა ალბათ მაგისი დატენვაც შეიძლება ნასოსით, კარგი ვარჯიშიც გამოვა

პოსტის ავტორი: userman Apr 25 2020, 12:17 PM

vatato

ციტატა(vatato @ 25th April 2020 - 01:08 PM) *
ჯერ არ შემიძენია ეგ ბალონი, იარაღს ნასოსით ვტენი, თუმცა ალბათ მაგისი დატენვაც შეიძლება ნასოსით, კარგი ვარჯიშიც გამოვა


მაგის ნასოსით დატენვას , შენი თოფი დატენო ნასუსით არ ჯობია ? smile.gif

პოსტის ავტორი: vatato Apr 25 2020, 12:32 PM

მაგაში გეთანხმები, მაგრამ რომ რა ჯობია, ნასოსი ათრიო თან თუ ეგ ბალონი smile.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 25 2020, 12:46 PM

vatato
300 ბარზე მაგ ბალონის დატენვა არაა ადვილი საქმე.

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 25 2020, 06:15 PM

vatato

ციტატა(vatato @ 25th April 2020 - 01:16 AM) *
მადლობა, გამოვიდა 2.61, ანუ ორჯერ დატენის კარგად.ეს მომხვდა თვალში: https://www.ebay.com/itm/4500psi-PCP-Cylind...4.c100667.m2042

ჯობია გადაიფიქრო, ან კარგად დაუფიქრდე და დათვალო

1) ბალონი ნამეტანი პატარაა, ჯობია 1 ან 2 ლიტრიანი კომპოზიტის ითრიო, მესმის სიიაფე გხიბლავს მაგრამ წყალქვეშა ქვები აქვს მაგ საქმეს საკმაოდ ბევრირომლებზეც შემდეგ პუნქტებში აგიხსნი

2) მარტო ფასს და ბალონის სილამაზეს რომ უყურებ, თუ კითხულობ კარგად პირველ წყალქვეშა ქვას? - 4500psi input,800psi output ანუ 4500PSI_ზე კი იტენება რაც 300 ატმნოსფეროა, მარა გამომავალი რომ 800 PSI აქვს მაგას თუ ითვალისწინებ?! ანუ 55 ბარია გამომავალი... შენ არ ითვალისიწნებ იმ გარემოებას რომ მაგ ბალონს თავზე კლაპანი კი არ აქვს, არამედ პეინტბოლის რედუქტორი აქვს, რომელიც მაღალ 300 ბარიან წნევას 55-ზე აგდებს... რა ჭირად გინდა 55 ბარი? როცა თოფშI მინიმუმ 200 ბარი გინდა?

3) და იმას თუ ითვალისწინებ რომ მაგ ბალონს წვევის შეცვლა უნდა ანუ 55 ბარი გამომავალი არაფრად არ გაწყობს, 200 ბარზე რომ გადაიყვანო რედუქტორი სადღაც 30-40$-ის ნაწილები დაგჭირდება... მაგას ხარჯში ითვალისიწნებ?

4) ჰოო კიდევ ცუდი ისაა რომ მაგ ბალონს სჭირდება ონკანი რომელიც გახსნის მაგ თავზე წამოწმულ კლაპან/რედუქოტრს და გამოუშვებს ხოლმე წნევას, როგორც წესი ეგეთი ონკანები რაც არის გაყიდვაში არის პეინტბოლის და გათვლილია 55 ბარზე, ნუ იაფიც ღირს ასე 10-15$, მაგრამ უკვე 200 ბარიანი ჰოოოო უკვე 25-დან 45$-მდე ღირს...

5) თუ ითვალისწინებ რომ მაგ ბალონს არ მოყვება ასევე შლანგი და სავარაუდოდ ასევე დაგჭირდება ქვიქ დისკონექტი...

6) ასევე საჭიროა სადრურის ერთერთი აუცილებელი ნაწილი, კერძოდ შლანგში წნევის დამგდები, ეგეც ფულია, გინდა გიყიდია გინდა გაგიკეთებია

7) დატენვა მაგის და 2 ლიტრიანის ერთი ფასია , შედეგად რა დიდი ხეირი, თან კომპოზიტური 1 ან 2 ლიტრიანი მაგაზე მძიმე არ იქნება, ეგ ბალონი ჰქონდა ერთს ჩამოტანილი, ძალიან სქელი კედლითაა და მოშნად წონა აქვს

მოკლედ კაი გათვლისას ეგ ბალონი მინიმუმ ერთი იმდენს კიდევ დაიმატებს რაც ღირს (რეალში კი მემგონი 2-3 მაგდენსვე) და მაინც რაცხა ნიტო იქნება, ჯობია ალიექსპრესზე დაძებნო 1 ან 2 ლიტრიანი კომპოზიტი და იქვე დაითრიო კრანი თავის შლანგით და წნევის დამგდებით?

მოკლედ კარგად დაფიქრდი სანამ იყიდი...

პოსტის ავტორი: vatato Apr 25 2020, 07:34 PM

ციტატა(ja_ja @ Apr 25 2020, 07:15 PM) *
vatato


მოკლედ კაი გათვლისას ეგ ბალონი მინიმუმ ერთი იმდენს კიდევ დაიმატებს რაც ღირს (რეალში კი მემგონი 2-3 მაგდენსვე) და მაინც რაცხა ნიტო იქნება, ჯობია ალიექსპრესზე დაძებნო 1 ან 2 ლიტრიანი კომპოზიტი და იქვე დაითრიო კრანი თავის შლანგით და წნევის დამგდებით?

მოკლედ კარგად დაფიქრდი სანამ იყიდი...

აი ფიქრის პროცესში რომ ვარ, მაგიტომ დავწერე smile.gif და მერე შევამჩნიე რომ გამოსავალი დაბალი წნევის აქვს smile.gif

ძვირია ალიაზეც ეს ბალონები, 140 დოლარზე ნაკლებად ვერ ვნახე sad.gif შეიძება კარგად არ ვეძებდი, არ ვიცი

დამავიწყდა მეთქვა, დღეს ისევ შევამოწმე 6.5 მეტრზე, (სხვა გზა არ მაქვს ჯერ) იგივე ლუმენის ტყვიებით. ამჯერად სამი ტყვია ფაქტიურად ერთ ადგილას ჩაჯდა, ორი გამექცა. მოკლედ ჩემი ბრალია და იმის რომ ნორმალური ადგილი არ მაქვს რომ ვისროლო smile.gif

პოსტის ავტორი: vatato Apr 27 2020, 08:43 PM

ასეთი მძმე ტყვიები თუ გამოყენებიათ ვინმეს?
https://nielsenspecialtyammo.com/collections/177-caliber

პოსტის ავტორი: MonSoon Apr 28 2020, 12:17 AM

vatato
არ გვიცდია კონკრეტულად ეგ წონები მაგრამ მაგ ფირმის სხვა კალიბრის ტყვიები საკმაოდ კარგებია როგორც ინტერნეტ სივრცე იტყობინება.

პოსტის ავტორი: userman Apr 28 2020, 08:45 AM

vatato

ციტატა(vatato @ 27th April 2020 - 09:43 PM) *
ასეთი მძმე ტყვიები თუ გამოყენებიათ ვინმეს?
https://nielsenspecialtyammo.com/collections/177-caliber


თუ დატესტავ , კარგს იზავ , ნამეტანი კი აქებენ , მარა ცოტა ფასი იკბინება smile.gif .
განსაკუთრებით ნიავის მიმართ ყოფილა მდგრადი და დიდ მანძილზე ინარჩუნებს ენერგიას .

პოსტის ავტორი: vatato Apr 28 2020, 11:58 AM

გასაგებია, გამოვწერ საცდელად საშუალო რომელიც აქვთ მაგ სამში და დავტესტოთ მერე

პოსტის ავტორი: vatato Apr 28 2020, 01:06 PM

გამოვწერე 18Gr ტყვიები, იმედია ჩამოვა 2 კვირაში მაინც და გავტესტოთ სადმე

პოსტის ავტორი: MonSoon Apr 28 2020, 02:44 PM

vatato
უნდა დამეწერა ნუ ჩქარობ მეთქი მარა გამოგიწერიათ უკვე. რაღა იქნება.

ცოტა მძიმეა 4.5 ში 1.2 გრამი. თან სლაგი. მისი ტანის შეხების ფართობი ლულაში უფრო მეტია ვიდრე ჩვეულებრივი ტყვიის, მრგვალთავიანის. ანუ უფრო მეტი ჰაერია საჭირო სლაგის დასაძვრელად ვიდრე მრგვალთავიანის.

პოსტის ავტორი: vatato Apr 28 2020, 07:46 PM

ეგ ვიცი, ვესაუბრე ამ კომპანიის წარმომადგენელს, სანამ გამოვიწერდი

პოსტის ავტორი: userman Apr 28 2020, 08:32 PM

vatato

ციტატა(vatato @ 28th April 2020 - 02:06 PM) *
გამოვწერე 18Gr ტყვიები, იმედია ჩამოვა 2 კვირაში მაინც და გავტესტოთ სადმე


ძალიან კარგი .

რა მაინტერესებს ქრონი არ გაქვთ ? ანუ 0.67 გრამიანს რამდენით ისვრის მაქსიმუმზე , მაინტერესებდა .
წესით 300 მ/წმ-ით მაინც უნდა ისროდეს , შესაბამისად მაგ სლაგებს 220 -ით მაინც გაისვრის სულ ცოტა , და უფრო შორს წავა , ვიდრე 0,67 გრამიანი 300 -ით გასროლილი .

პოსტის ავტორი: MonSoon Apr 28 2020, 08:34 PM

userman
300 ით ან გაისვრის ან არა.

პოსტის ავტორი: vatato Apr 28 2020, 09:33 PM

ციტატა(userman @ Apr 28 2020, 09:32 PM) *
vatato


ძალიან კარგი .

რა მაინტერესებს ქრონი არ გაქვთ ? ანუ 0.67 გრამიანს რამდენით ისვრის მაქსიმუმზე , მაინტერესებდა .
წესით 300 მ/წმ-ით მაინც უნდა ისროდეს , შესაბამისად მაგ სლაგებს 220 -ით მაინც გაისვრის სულ ცოტა , და უფრო შორს წავა , ვიდრე 0,67 გრამიანი 300 -ით გასროლილი .

ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით ვერაფერს, სულ ერთი კვირაა რაც მაქვს. ჯერ არ გამომიცდია არც ქრონზე და არც ნორმალურ მანძილზე. იმედია ცოტა ხანში ჯა-ჯასთან შევძლებ სტუმრობას რათა გავტესტოთ და პროფესიონალური თვალით შეხედოს. იმედია მიმასპინძლებს smile.gif ამასობაში იმედია ეს ტყვიებიც ჩამოვა

პოსტის ავტორი: vatato Apr 28 2020, 11:04 PM

ასეთი რამე გამოდგომადია? https://www.krale.shop/en/pellet-sizer-tinbum-tuning/

ასე ვიცი, როცა რამე ახალ თემაში ვარ, ყველაფერს ვუყურებ და ვსწავლობ smile.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 29 2020, 12:19 PM

ციტატა(vatato @ 29th April 2020 - 12:04 AM) *
ასეთი რამე გამოდგომადია?

თუ ნორმალური ტყვია იქნება და თოფს შეურჩევთ, მე პირადად მაგის აზრს ვერ ვხედავ

პოსტის ავტორი: vatato Apr 30 2020, 10:07 PM

როგორ გავიგო რამდენი აქვს ტვისტი ჩემ იარაღს? ინტერნეტში გადავქექე და ვერსად ვერ ვნახე

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 30 2020, 10:46 PM

vatato
თუ არტემის მ16 ზე საუბრობთ. დიდი ალბათობით 450 ექნება.
შეგიძლიათ თქვენც გაზომოთ, რუსული ვიდეოს გამო ბოდიშს ვიხდი


პოსტის ავტორი: vatato Apr 30 2020, 11:09 PM

მადლობა, ბოდიში რისთვის smile.gif რუსულის გამო? (ენა კარგად ვიცი, თან მაგათი ქალებიც მიყვარს ლოგინში smile.gif)

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 30 2020, 11:32 PM

ციტატა(vatato @ 1st May 2020 - 12:09 AM) *
თან მაგათი ქალებიც მიყვარს ლოგინში

მთლად უკეთესი

პოსტის ავტორი: vatato May 2 2020, 12:01 PM

ვინმეს თუ გაქვთ PP800 და შეგიძლიათ თქვათ? ვუყურებ PP700SA არის გაყიდვაში, მაგრამ მხოლოდ 1 ტყვია ჩადის. ვფიქრობ PP800 და მერე რედუქტორის დაყენებას. თქვენ რას მირჩევდით?

პოსტის ავტორი: vatato May 2 2020, 05:01 PM

ჩამომივიდა AOFAR HX-1200T ადრე მქონდა გამოწერილი. გამოგიყენებიათ ვინმეს?

პოსტის ავტორი: MonSoon May 2 2020, 05:12 PM

vatato

ციტატა(vatato @ 2nd May 2020 - 06:01 PM) *
ჩამომივიდა AOFAR HX-1200T ადრე მქონდა გამოწერილი. გამოგიყენებიათ ვინმეს?

მანძილმზომია ხო ??

თუ მანზილმზომია ჩემი აზრით პნევმატიკისთვის აუცილებელი ატრიბუტია. გამოგვიყენებია რომელია. ყველას თუ არა ნახევარს მიანც აქვს. დრო დაუდგება საბოლოოდ ყველას რო აუცილებელია ჰქონდეს.

პოსტის ავტორი: vatato May 2 2020, 05:26 PM

კი, მანძილმზომია. ერთი შეხედვით თითქოს ნორმალურია 5-1200 იარდი, ცდომილება +-1 იარდი. აივნიდან რომ გავზომე მანძილი ყველაზე შორ შენობამადე, 1285 იარდი დამიწერა, შეიძლება ასეც იყოს, არ ვიცი. 25 მეტრზე სადღაც +-0.2 მიჩვენა ცდომილება, თუმცა ეს შეიძლება ჩემი ბრალიც იყოს, უნდა ვცადო კიდევ

პოსტის ავტორი: vatato May 3 2020, 12:53 PM

ტვისტის შესახებ გავუგზავნე შეკითხვა მწარმოებელს და დღეს მიპასუხეს, რომ მაგათი ლულების ტვისტი არის 480 მმ. ეს ალბათ ყველა თოფს ეხება?

პოსტის ავტორი: giga2010 May 3 2020, 04:37 PM

ციტატა(vatato @ 3rd May 2020 - 01:53 PM) *
ეს ალბათ ყველა თოფს ეხება?

არა, ყველა თოფს ნამდვილად არ ეხება. ცოტა მეეჭვება ეგ ტვისტი რომ ქონდეს, შემთხვევით ხომ არ აერიათ და სიგრძე ხომ არ მოგწერე ლულის?
ლულის სიგრძე მასეა 47სმ-ზე ცოტა მეტი

პოსტის ავტორი: vatato May 3 2020, 05:01 PM

47.5 არის ლულის სიგრძე, კიდევ ერთხელ ვკითხავ, იმედია მიპასუხებენ

პოსტის ავტორი: vatato May 3 2020, 05:24 PM

ეხლა დიანას მწარმოებელსა გავუგზავნე კითხვა, მ16 და ოუტლავ ერთი და იგივეა თითქმის

პოსტის ავტორი: vatato May 3 2020, 08:34 PM

ტვისტის დასათვლელი ფორმულა, საინტერესოა
https://www.vcalc.com/wiki/AndrewBudd/Greenhill+Formula+for+Optimal+Rifling+Twist+Rate

პოსტის ავტორი: vatato May 3 2020, 08:43 PM

ოპტიმალური ტვისტის დათვლის ფორმულა
https://www.vcalc.com/wiki/AndrewBudd/Miller+Twist+Rule

პოსტის ავტორი: vatato May 3 2020, 09:13 PM

თუ დავუჯერებთ ისტორიას, 1905 წლიდან მოყოლებული პნევმატური იარაღის ტვისტი არის 1:16
When pellet guns were first rifled, they were given the twist rate that was common for the .22 long rifle cartridge at that time, which is one complete turn in 16 inches of travel in the barrel (written as 1:16″). If there was any experimentation with other rates, nothing’s been written about it; so, the pellet gun twist rate has been 1:16″ since the beginning — about 1905. That holds true for all four smallbore calibers (.177, .20, .22 and .25).


პოსტის ავტორი: vatato May 3 2020, 09:25 PM

მხოლოდ სპეციალურად დამზადებულ ლულებს აქვს განსხვავებული ტვისტი, მაგ: ლოთარ ვალტერის ლულებს აქვს 1:17.7

პოსტის ავტორი: giga2010 May 3 2020, 09:34 PM

vatato
მივესალმები თქვენს ასეთ მიდგომას. ძალიან კარგია და იმედია ბევრ საინტერესო ინფორმაციასაც მოგვაწვდით და რეალშიც კარგი აირგანერი დადგება თქვენგან.
რაც შეეხება ტვისტებს. სულ რამდენიმე წელია რაც გამოჩნდა ტვისტების არჩევის შესაძლებლობა. ძირითადად პნევმატიკაში ჭარბობდა 17.7ტვისტი, რომელთა დიდი ნაწილი ვალტერის ლულებს ქონდათ. ცოტა რთული თემაა ტვისტები, გააჩნია რის გასროლას აპირებთ და რა მიზნები გაქვთ

პოსტის ავტორი: vatato May 3 2020, 09:40 PM

არაფერი არასტანდარტულის სროლას არ ვაპირებ, უბრალოდ მიზანში სროლა და ხანდახან ნადირობა (ფრინველი) მეტი არაფერი. ასე რომ სტანდარტული აქვს ტვისტი, მგონი მეყოფა მაგ საქმანობაზე smile.gif

პოსტის ავტორი: giga2010 May 3 2020, 09:45 PM

ციტატა(vatato @ 3rd May 2020 - 10:40 PM) *
არაფერი არასტანდარტულის სროლას არ ვაპირებ

რაც ადრე არასტანდარტულად ითვლებოდა ეხლა, სტანდარტებშიც მოექცა და ბაზარზეც გამოჩნდა.
ისე რომ ყველაფერი წინაა smile.gif

პოსტის ავტორი: vatato May 3 2020, 09:56 PM

smile.gif ნუ მაგ შემთხვევაში შეიძლება ლულა გამოიცვალოს მარტო smile.gif ეხლა გადავხედე არც ისე ძვირებია, მაგრამ ელა ნამდვილად არ მინდა, ჯერ ეს ავითვისო ბოლომდე smile.gif

პოსტის ავტორი: giga2010 May 3 2020, 10:12 PM

ციტატა(vatato @ 3rd May 2020 - 10:56 PM) *
ჯერ ეს ავითვისო ბოლომდე

გეთანხმებით

პოსტის ავტორი: vatato May 3 2020, 10:35 PM

ციტატა(giga2010 @ May 3 2020, 11:12 PM) *
გეთანხმებით


რა მინდა გკითხო, სროლებს სად ახერხებ? მე დიღომში ვცხოვრობ და აქ შესაბამისად ადგილი არ არის რომ სადმე ვისროლო, თან მანქანაც აღარ მყავს და ვერსად ვერ გავდივარ. ისეთი ადგილი თუ იცი, ტაქსმა მაინც რომ მიმიყვანოს, სადმე თბილისის შემოგარენში

პოსტის ავტორი: giga2010 May 3 2020, 10:57 PM

ციტატა(vatato @ 3rd May 2020 - 11:35 PM) *
რა მინდა გკითხო, სროლებს სად ახერხებ?

ავტომობილით გავდივარ ხოლმე, მუხათგვერდი. წეროვანი.

პოსტის ავტორი: vatato May 3 2020, 10:59 PM

გასაგებია

პოსტის ავტორი: MonSoon May 3 2020, 11:03 PM

ზევით კი აღნიშნეთ და გეთანხმებით მეც რომ ტვისტებზე გამოკიდება საერთოდ არ ღირს თუ ჩვეულებრივ ტყვიებს ისვრით. განსხვავებას ვერ ნახავთ ფაქტიურად. ლულის გამოცვლა ღირს იმ შემთხვევაში თუ ლულის ხარისხი უკეთესი მოგინდებათ და უკეთესი სიზუსტე.

მითუმეტეს რომ 406 ტვისტიან ლულას ან იშოვით ან არა. 80–90 % თოფებზე 450 ები აყენია. ოღონდ ზოგი 440 ია ზოგიც 470 და ასე შემდეგ

პოსტის ავტორი: vatato May 3 2020, 11:14 PM

ციტატა(MonSoon @ May 4 2020, 12:03 AM) *
ლულის გამოცვლა ღირს იმ შემთხვევაში თუ ლულის ხარისხი უკეთესი მოგინდებათ და უკეთესი სიზუსტე.


ეგ ალბათ ძალიან შორეული მომავლის ამბაია, როგორც ზემოვ ავღნიშნე, ჯერ ეს ავითვისო ბოლომდე smile.gif

პოსტის ავტორი: vatato May 4 2020, 09:36 AM

ჩინელებს ერთხელ მივწერე და უკვე მეორედ მივიღე პასუხი, რომ:
dear vakhtang
all of our product's barrel, the twist is 480mm რაც გამოდის 1:18.9

პოსტის ავტორი: vatato May 4 2020, 10:15 AM

ჩინელებს ერთხელ მივწერე და უკვე მეორედ მივიღე პასუხი, რომ:
dear vakhtang
all of our product's barrel, the twist is 480mm რაც გამოდის 1:18.9

პოსტის ავტორი: ja_ja May 4 2020, 11:15 AM

vatato
პირველი რაც მინდა გთხოვო, გაითვალისწინე ეს არის ფორუმი და არა ჩატი, შედეგად ყოველწამიერად რაღაც ახალი კითხვა რომ გიჩნდება თითო თითო სიტყვის ვარიანტშI ნუ აგდებ, თორემ ხანდახავ 1 გვერდს უყურებ და ნახევარი პოსტები შენია თან ერთიმეორეზე მიყოლებით.

დააგროვე ჩამოყალიბდი და ისე დაწერე ხოლმე თორემ ჭირს აღქმა..

მაგალითად წინაგვერდიდან მოყოლებული ამ გვერდამდე 5 პოსტი მიყოლებით გაქვს, ბოლო 3 პოსტი ლამის 15 წუთიანი ინტერვალებით... რაიმე ცუდი კი არ არის მაგრამ აფრთხობს ზოგიერთს პასუხისგან ვერ ერკვევა და საერთოდ ტოვებს თემმას, ამიტომაც კაია აქტიურობა, მაგრამ ჰიპერ აქტიურობა უკუეფექტს იძლევა.

ამიტომა ცოტა უცნაური სიტუაციაა და თან არ ვიცი რა ვთქვა, არ დაწერო მეთქი სისულელე იქნება, მაგრამ ასე პულიმიოტივით ნუ აყრი პოსტს პოსტზე smile.gif

პოსტის ავტორი: vatato May 4 2020, 11:23 AM

არის უფროსო smile.gif

შენიშვნა მიღებულია

პოსტის ავტორი: vatato May 8 2020, 03:47 PM

ფორუმელებო, დავდექი ასეთი პრობლემის წინ. ვცდილო გავასწორო ოპტიკა 50 იარდზე და არ მყოფნის კლიკების რაოდენობა. რა ვქნა? მაქსიმალურად ავწიე კლიკებით, მაგრამ მაინც ჯვარი არ ჯდება წერტილზე

რაღაცას არ ვაკეთებ სწორად?

პოსტის ავტორი: MonSoon May 8 2020, 04:02 PM

vatato
როცა უმიზნებთ ტყვია სად ხვდება, დაბლა თუ მაღლა ??
და
რა მიმართულებით დაატრიალეტ ზედა დოლურა რო არ ყოფნის. რეზბასავით მოუსვი თუ დაუჭირე.

პოსტის ავტორი: vatato May 8 2020, 04:03 PM

ტყვიით არა, ლაზერით ვასწორებ. მოვუშვი ასე რომ ვთქვათ

პოსტის ავტორი: MonSoon May 8 2020, 04:18 PM

ლაზერიტ ვერაფერს ვიტყვი მაშინ.

პოსტის ავტორი: vatato May 9 2020, 11:33 PM

საღამო მშვიდობისა

არ არის გამორიცხული რომ მომიწიოს ოპტიკის გამოცვლა, რადგან ერთი შეხედვით როგორც ჩანს არ ყოფნის კლიკების რაოდენობა და ოპტიკას ვერ ვასწორებ 50 იარდზე. იაფიანი ოპტიკიდა რომელს მირჩევთ? (ვიცი რომ ძვირიანი უეკთესია ბევრად, თუმცა ეს ფაქტი არ არის, მაგრამ ეხლა არ მაქვს მაგის საშუალება smile.gif smile.gif )

ამჟამად მაქვს 6-24X50AOEG, რომელიცი შევიძინე ბ-ნ გრიგოლთან.

პოსტის ავტორი: vexam May 10 2020, 01:52 PM

6-24X50AOEG, კლიკის მნიშვნელობა არ გაქვთ მითიტებული, სავარაუდოდ 1/4. რითი ისვრით და არ ჰყოფნის კლიკები რას ნიშნავს-ტყვიის ვერტიკალური ვარდნა 50 იარდზე მეტი აქვს ვიდრე კლიკებით შეიძლება გასწორდეს? შესაძლოა რითიც ისვრით დაბალი ჯოულების პნევმატიკაა, არ არის გათვლილი 50 იარდზე სასროლად და შესაბამისად ძალიან დიდი ვარდნა აქვს ჭურვს. ოპტიკების მოხმარებას ბევრი ნიუანსი აქვს და მაგ საკითხებსაც გადახედეთ უფრო დეტალებში. წარმატებები.

პოსტის ავტორი: vexam May 10 2020, 02:15 PM

ჭურვის დიდი ვარდნის შემთხვევაში თუ მაინც და მაინც , მაგ მაინძილზე გინდათ სროლა, მაშIნ უნდა შეარჩიოთ ოპტიკა უფრო დიდი გამომავალი ლინზით 56 ან 60. რომ მეტი მხედველობის არე გქონდეთ, მაგრამ ესეც ძალიან ზოგადი რჩევაა. უფრო კონკრეტულად თუ გინდათ, უნდა ნახოთ ვარდნა რამდენია მაგ მაძილზე და მაგის მიხედვით შეარჩიოთ კონკრეტული ოპტიკა, რომელსაც ექნება მახასიათებლებში შესაბამის მანძილზე აღნიშნული გადახრის გასწორების საშუალება. ანუ "იაფიანი" იქნება თუ "ძვირიანი" ეს ტერმინი ამ შემთხვევაში ვერაფერს დაგეხმარებათ თუ სწორი ღერძიდან გადახრა- ვარდნა უფრო მეტია ვიდრე ოპტიკის მხედველობის არეა.
აქვე ვთქვათ, რომ რა გადიდებაზე ისვრით მაგასაც გააჩნია. ნუ დააყენებთ მაინც და მაინც 24 გადიდებაზე და დააყენეთ 12-ზე ან 9-ზე. წესით უნდა ჩაეტიოს ვარდნა მხედველობის ველში . ოპტიკის მოხმარებას ბევრი ნიუანსი აქვს. სცადეთ ჯერ ჯერადობსი დაკლება და ისე სროლა.

პოსტის ავტორი: vatato May 10 2020, 03:13 PM

6X გადიდებით ჯსბ ტყვია exact heavy diabolo 0.67g. კლიკები ¼. ჯერ ვასწორებდი ლაზერის სხივით, მერე ვცადე სროლა. შეიძება მე თვითონ ამერია რაღაც, არ ვიცი. ამ დღეებში კიდევ ვცდი

პოსტის ავტორი: giga2010 May 10 2020, 03:29 PM

vatato
6X გადიდებით, კლიკები 150 მეტრზეც უნდა გყოფნიდეთ.
ზოგადად იაფინი ოპტიკით, კლიკით არ გირჩევთ სროლას. გაანულეთ რა მანძილზეც გსურთ და შემდგომ ბადით ისროლეთ

პოსტის ავტორი: vatato May 10 2020, 07:23 PM

გასაგებია

პოსტის ავტორი: ja_ja May 13 2020, 01:53 PM

vatato

ციტატა(vatato @ 8th May 2020 - 05:03 PM) *
ტყვიით არა, ლაზერით ვასწორებ. მოვუშვი ასე რომ ვთქვათ

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვავ - შეეშვი ვირტუალურ სამყაროს smile.gif

მოხსენი და გადააგდე ეგ შენი ლაზერის სამიზნე გასასწორებელი. მაგით ატყუებენ ხალხს მაღაზიებში, აჯერებენ რომ მაღაზიის პირობებში 5 მეტრიან დახლზე თოფს ასე ვთქვათ ZERO-ზე დაუსვავენ - სისულელეა ეგ ყველაფერი

ცეცხლსასროლი თუ კიდევ გაპატიებს რაღაც დონემდე ეგეთ დეტსკი სადის თამაშებს იმიტომ რომ სიჩქარე სხვა არის და ტრაქტორია გაცილებით უფრო სწორეა, აი პნევმატიკა მაგას არასდროს გაპატიებს...

იმისათვის რომ კლიკებით გაასწორო ოპტიკა, ჯერ უნდა იცოდე რა დისტანციაზე გაქვს თოფი გასწორებული, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვავ დაივიწყე შენი საყვარელი 6 მეტრი 7 მეტრი, ან ერთხელ სადღაც ნახსენები ზუსტად გაზომილი 6.8 მეტრი, არასერიოზულია ეგ ყველაფერი. მინიმალური დისტანცია გასასწორებლად, ან ჯგუფის გასაზომად, ან თოფის რას აკეთებს იმის გასაგებად არის 25 მეტრი, რეალში კი 50 მეტრი

შესაბამისად რა ნოლიც არ უნდა დასვა 7 მეტრზე, ვერაფრით გაიგებ რა ხდება 50 მეტრზე, იცი რატომ? პატარა ნიუანსი გაკლდება, არ იცი რეალურად რა სიჩქარით ისვრი ტყვიას


აი დაჟე 7 მეტრზე რომ ასწორებდე თოფს მაშინაც კი შეიძლება გაიგო 50 მეტრზე რა უნდა დაუმიზნო, ან რამდენი კლიკი უნდა გააკეთო, მაგრამ ამისთვის უნდა იცოდე სიჩქარე, შედეგად მერე სიჩქარე ტყვიის წონა შეგყავს ბალისტიკურ კალკულატორში, ის გიხაზავს ტყვიის ფრენის მრუდს და იმის მიხედვით უკვე შეიძლება გაგება

შენ ეხლა რეალში ხელზე რა გაქვს? ლაზერული სანიშნებელი და მორჩა დანარჩენი ვირტუალური ფიქრები, თუ ოცნებები, თუ რავიცი რაც ჰქვია, არცერთი რეალური ასათვლელი მათემატიკური ალგორითმის მონაცემი არ გაქვს... რაფერ გინდა შეიყვანო ბალისტიკურ კალკულატორში ლაზერული სხივი? ეგეთი პარამეტრი არ არსებობს smile.gif (ნუ აქ ცოტა ვიტყუები, მაგრამ მარტო სხივის მონაცემები არ გაძლევს არაფერს, დეტალებში ჩასვლა არ მინდა თორემ 2-3 გვერდი უნდა დავწერო smile.gif მეზარება ცოდო ვარ smile.gif )

გაითვალისწინე ლულის მიმართულება და ოპტიკის მიმართულება ერთმანეთს არ ემთხვევა, თუ ჩავთვლით რომ ლულა პირდაპირ სწორად იყურება, ოპტიკას ყოველთვის ცხვირი ქვემოთ აქვს ჩამოწეული, არასდროს არაა ლულის ხაზის - მათემატიკულრად რომ ვთქვათ "ვექტორის" პარალელური

ჩამოქაჩე https://www.hawkeoptics.com/downloads/ChairGun-PC.zip-ი მაინცა, საწყისად ეგეც გამოგადგება, თუმცა უფრო ნავაროჩენებიც არსებობს (ნუ ეგ უკვე ძველი სოფტია და შეიძლება ასევე მოგთხოვოს JAVA-ს დაინსტალირება, მაგ შემთხვევაში დააყენე შესაბამისი https://java.com/en/download/manual.jsp)


შედეგად გამოვიდოდა რომაააა 10.3 გრეინიანი JSB-ის ტყვია გასწორებული 7 მეტრზე და 280 მეტრ წამით... 50 მეტრზე ძალიანაც კარგად უნდა სწორდებოდეს ოპტიკაში, ჩათვალე რომ ეგ იგივეა რეალური ნოლი გაასწორო 84 მეტრზე smile.gif ამას კი უკვე სურათებზე გაჩვენებ...




ზედა სურათზე ჩანს პარამეტრები რაც შევიყვანე, შენც გაქვს ნაწილი ხელთ, მაგალითად როგორიცაა ტყვიის წონა და გასანოლებელი მანძილი, მაგრამ არცერთმა არ ვიცით რეალში რა სიჩქარე გვაქვს და მაგის გარეშე ფორმულა არ მუშაობს, ნუ ვთქვათ 280-ით ისვრის შენი ფიშტო, მაშინ აი ასეთ მრუდს მიიღებ



იმედია კარგად ხედავ რომ 7 მეტრზე განულებული თოფი იძლევა მეორე ნოლსაც ანუ ტყვია ზემოთ მიმართული ლულის გამო ჯერ ზემოთ მიდის ოპტიკის ბადის მიხედვით, მერე გრავიტაცია ძირს ექაჩება და ჰაერის წინაღობა სიჩქრეს აკარგინებს, ამის გამო ეშვება ძირს და კიდევ ერთხელ კვეთავს ოპტიკის და ლულის ხაზს სადღაც 84 მეტრზე....

ტყვია ზემოთ ადის სადღაც 15 სანტიმეტრით, ეგ კი დიდი არაფერი პრობლემაა უმეტესობა ოპტიკებისთვის, მაგხელაზე გასწორება უნდა შეეძლოს, ახლა მოდი ვნახოთ რამდენი კლიკი იქნება საჭირო მაგისთვის



მგონი ჩანს მონიშნული რომ სულ რაღაც 40 კლიკი უნდა იყოს საჭირო... ნუ წესით არაა ეგ პრობლემა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ სიჩქარე ვიცით, აი მაგალითისთვის ყველაფერ იგივეს დავტოვებ და სიჩქარეს 220 მეტრ წამს ჩავწერ, ნახე რა გამოდის



ანუ უკვე მეორე ნოლი 60 მეტრზე გაქვს ხოლო 50 მეტრზე ტყვია ზემოთ მხოლოდ 5 სანტიმეტრით ადის, კლიკები კი -15 გჭირდება მხოლოდ მაგ დროს...

ასე რომ შეეშვი დიდი თხოვნაა ყველანაირი სახით ახალი ველოსიპედების გამოგონებას და დანერგვას, ან თხოვნას მიშველეთ გამაგებინეთ თიოფი შემაკეთებინეთ, ოპტიკა გადამაგდებინეთ და ასე შემდეგო... არ გაქვს ხელთ ამოსავალი მონაცემები და რას ერჩი ან თოფს ან ოპტიკას...

მოკლედ ადრეც გითხარი და ახლაც ვამბობ, შეეშვი ამ ყველაფერს. გინდა რამდენიმე აუცილებელი პირობა:

1) ნორმალური მანძილი
2) ნორმალური საყრდები
3) ნორმალური ოპტიკა (ეხლა რაც დაწერე საწყისისთვის საკმარისზე საკმარისია)
4) ქრონოგრაფის ჩვენება, ან იყიდე ან ვინმე დაიხმარე ვისაც აქვს

მანამდე არაფრის გამოთვლას, შეკეთებას, ხელახლა ყიდვას, ვინტის მოჭერას, ან თოფის ხეზე შემომტვრევას აზრი არ აქვს... შეგვიძლიზ უსასრულოთ ვწეროთ ერთმანეთში:

- აუფ მიშველეთ არ ისვრის
- უფ მიდი ის ვინტი მოუჭირე
- არ უშველა სხვა რა ვქვა
- სასწრაფოდ ოპტიკა გამოცვალე
- გამოვცვალე 10 000$-იანი ვიყიდე იგივეა
- ალბათ ბრაკია
- არა კაია
- მაშინ თოფი გადააგდე
- გადავაგდე, ოპტიკას რა ვუყო
- რავიცი შენ მაინც ვერ იყენებ და ვინმეს აჩუქე
- ფულს ვინ დამიბრუნებს
- აბა მე რავი

და ასე უსასრულოთ. გაითვალისწინე რაიმე აჩოკებს არ ვიწერთ არცერთი აქ არსებული, შევაბერდით ამ უბედურ პნევმატიკას, ვიცით რა როგორ მუშაობს (ნუ უმეტესი ნაწილი ვიცით, ყველაფერი არცერთმა არ ვიცით smile.gif ) და არ ვართ ამ საიტზე ფეისბუქის, ან იუტუბის ისე რა ზერელე იუზერები რომლებიც მხოლოდ ქულების დასაწერად რაღაცეებს პოსტავენ, იღებენ სურათებს და იძახიან მაგარია, ან იღებენ ვიდეოებს და არ იციან რაზე საუბრობენ..

იმისათვის რომ შენი თოფის ასავალ დასავალი გაიგო გჭირდება რომ გქონდეს ინსტრუმენტარიუმი, ან პირველ ეტაპზე დაიხმარო ვინმე ვისაც აქვს ეგ ნაკრები, შენს ჯინაზე ეს ჩინური კორონავირუსი დაგულაობს გარეთ და არ გამოდის ადამიანურად ვინმესთან შეხვედრა და დაკვალიანება, როგორც გავიგე რაცხაები გაქვს დაკვეთილი, მაშინ ბარემ დაელოდე და შენც ამოისუნთქავ და ტრიფონაც smile.gif

პოსტის ავტორი: vatato May 13 2020, 11:28 PM

ციტატა(ja_ja @ May 13 2020, 02:53 PM) *
vatato

როგორც გავიგე რაცხაები გაქვს დაკვეთილი, მაშინ ბარემ დაელოდე და შენც ამოისუნთქავ და ტრიფონაც smile.gif


ლაზერზე ადრე მაქვს გასწორებული იარაღი და მაგის გამო ვიყიდე უფრო. გასაგებია რომ პნევმატიკას აქვს თავისი ნიუანსები. შეკვეთილი დიდი არაფერი არ მაქვს, იარაღის საყრდენი, ე.წ. bench rest და ეს ქრონოგრაფი. მანდ ეტყობა თან გაზომვის დიაპაზონმა შემაცდინა (სისწრაფის) 15-800 მ/წმ-დე.

პოსტის ავტორი: giga2010 May 14 2020, 01:21 PM

vatato
მისასალმებელია თქვენი ესეთი მონდომება. პირადად მეც ბევრი შეცდომა მქონდა როდესაც ვყიდულობდი საჭირო ინვენტარს.
ვფიქრობ რომ გამოგადგებათ რაც გამოწერეთ, ცოტა ქრონი მადარდებს, თუმცა არც ეგაა საგანგაშო

პოსტის ავტორი: vatato May 15 2020, 10:02 AM

დილა მშვიდობისა ბიჭებო. შეკითხვა მაქვს ასეთი. არის შანსი რომ ავიღო CHRONY კომპანიის ქრონოგრაფი თავის პრინტერთან ერთად 450 ლარად. თქვენი აზრი? რამდენად გამომდგარი ქრონია?

პოსტის ავტორი: vatato May 15 2020, 10:39 AM

დამავიწყდა დამეწერა, რომ არის MODEL GAMA

პოსტის ავტორი: vatato May 15 2020, 10:48 AM

......................

პოსტის ავტორი: ja_ja May 20 2020, 11:24 AM

vatato

ციტატა(vatato @ 15th May 2020 - 11:02 AM) *
არის შანსი რომ ავიღო CHRONY კომპანიის ქრონოგრაფი თავის პრინტერთან ერთად 450 ლარად. თქვენი აზრი?

ნუ გამოცდილი ქრონია, მაგრამ გამა ძალიან ენტრი ლეველია, მაგას მგონი მერ წამები არვ კი აქვს, იბეის თუ ჩაუჯდები შეიLძება 70-85$-ის დიაპაზონში ააგდო Alpha RED ეგ უკეთესია, მეტ გასროლებსაც იმახსოვრებს და მეტრული სისტემაც აქვს, პრინტერი დაივიქყე პროსტა გაქვს გამნოყენება 0-ია, შენ თუ დაიწყებ თოფების ტუნინგს და მერე გასწორებულ თოფს პატრონს მისცემ და ჩაფიქრებული გაქვს სერვისად ამონაბეჭდი მისცე ნუ კიდევ ჰა-და ჰააა. მაგრამ რეალშI ეგეც ისე რა არგუმენტია... მოკელდ პრინტერი ჩათვალე ვითომ და ვეს გმატებს და გამოყენება რეალში ნოლია

ასევე გაითვალისწინე VHRONY-ს ფირმის მოდელებს ძIრითადად დღის შუქზე აქვთ მუშაობა, ოთახისთვის ან ბინდბუნდისთვის ცალკე განათება უნდა ითრიო, ორიგინალი ძვირია, ცალკე რაღაცის ხლაფორთობანა მთლად ლამაზი არაა და მონსტრუქციაც საშინლად იზრდება

450 ჩემის გადასახედიდან ნამეტანია, მასეთ ფასში ბოლო ბოლო აქ ყიდიდა ჩვენი ფორუმელი კიდევ ერთ ქრონს, რომელსაც ბლუუსიც ჰქონდა, ტელეფონში გიჭერს ინფოს, კალკულაციას გაძლევს მეტრებშიც ფუტებშიც, ენერგიას გითვლის შეგიძლაი ამობეჭდო ჩვეულებრივ კომპზე, ან გადაუგზავნო ვინმეს, ან რაიმე ცხრილში გადაიტანო

ამ ეტაპისთვის მგონი ყველაზე კაია Caldwell-ის ქრონოგრაფი, არის ძველი და ახალი მოდელი,


ძველი არის 2 ვარიაციით, მხოლოდ ქრონოგრაფი და მეორე მოდელი დელუქსი თავისი შტატივით და დღის და ღამის განათებით, ტელეფონზე მისაეთებელი კაბელით, ტელეფონის უფასო პროგრამით, დამოუკიდებელი ელემენტების კვებით და ასე შემდეგ, ნუ ეგეთი ძვირები ღირს სადღაც 130-140$, მაგრამ ჩაჯდომა შეიძLება და დათრევა..

მაგალითად ძველებიდან მხოლოდ დღის შუქზე https://www.ebay.com/itm/Caldwell-Ballistic-Precision-Chronograph/383551807171?epid=3027570491&hash=item594d781ec3:g:2BMAAOSwv-1euYDP, ჯერ კაი ფასი აქვს თუ არ გაიქცა უსასრულოდ

ახალი მოდელები კი არის უკვე ბლუთუსით და ცოტა უფრო მასიურია, მაგრამ ლამის იდეალია http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=4027&hl=, თუ კიდევ აქვს გაყიდვაში ტუზი დაგეცა



პოსტის ავტორი: vatato May 20 2020, 12:22 PM

მადლობა ჯა-ჯა ინფორმაციისთვის

პოსტის ავტორი: vatato May 28 2020, 02:22 PM

დღეს კალიბრში ვიყავი და ყური მოვკარი, თითქოს მალე დაიწყებენ პნევმატიკის გაფორმებას, ვინმემ რამე ხომ არ იცით?

პოსტის ავტორი: okela84 May 28 2020, 06:52 PM

vatato
არის დპირებები გაფორმებქზც და სასროლეთზეც

პოსტის ავტორი: vatato May 28 2020, 07:27 PM

კარგია, იმედია დაპირებად არ დარჩება

პოსტის ავტორი: ja_ja May 29 2020, 09:15 AM

ჯერ ზღაპარია ეგ ყველაფერი, ბოლო 8 წლის განმავლობაში მინიმუმ 50 დაპირება და შეხვედრა იყო, სანამ არ დავინახავ რომ რაღაც გადაწყვეტილება მიღებულაი და მუშოაბს, მანამდე აზრი არ აქვს არაფრის განხილვას.

ეგრე დღესაცაა ქაჯური კანონი და რომ მუშაობდეს ეგეც გადასარევი იქნებოდა მიუხედავათ ყველა თავის სიქაჯისა, მაგრამ რეალში არაფერი არ მუშაობს

შეიძლება ვიღაცამ პესიმიზმში ჩამითვალოს, მაგრამ მე უფრო რეალიზმს დავარქმევდი... თორემ ეგრე ბოლოს თითქოსდა საახალწლოდ უნდა ამუშავებულიყო რაღაც წესები მაგრამ ... აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ მანამდე სექტემბერ ოქტომბერში უნდა ყოფილიყო, მანამდე მარტი აპრილში, მანამდე კიდევ წინის წინა წელს და კაროჩე...

პოსტის ავტორი: koba1973 May 29 2020, 10:48 AM

ციტატა(ja_ja @ 29th May 2020 - 10:15 AM) *
შეიძლება ვიღაცამ პესიმიზმში ჩამითვალოს, მაგრამ მე უფრო რეალიზმს დავარქმევდი

ნამდვილად

პოსტის ავტორი: vatato May 29 2020, 11:00 AM

ციტატა(ja_ja @ May 29 2020, 10:15 AM) *
ჯერ ზღაპარია ეგ ყველაფერი, ბოლო 8 წლის განმავლობაში მინიმუმ 50 დაპირება და შეხვედრა იყო, სანამ არ დავინახავ რომ რაღაც გადაწყვეტილება მიღებულაი და მუშოაბს, მანამდე აზრი არ აქვს არაფრის განხილვას.

ეგრე დღესაცაა ქაჯური კანონი და რომ მუშაობდეს ეგეც გადასარევი იქნებოდა მიუხედავათ ყველა თავის სიქაჯისა, მაგრამ რეალში არაფერი არ მუშაობს

შეიძლება ვიღაცამ პესიმიზმში ჩამითვალოს, მაგრამ მე უფრო რეალიზმს დავარქმევდი... თორემ ეგრე ბოლოს თითქოსდა საახალწლოდ უნდა ამუშავებულიყო რაღაც წესები მაგრამ ... აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ მანამდე სექტემბერ ოქტომბერში უნდა ყოფილიყო, მანამდე მარტი აპრილში, მანამდე კიდევ წინის წინა წელს და კაროჩე...


მოკლედ Welcome to Georgian reality smile.gif

პოსტის ავტორი: okela84 May 29 2020, 11:06 AM

ja_ja
როცა არაა დასაჯერებელი მაშინ გჯერა და მაინცდამაინც ახლა ხარ პესიმისტურად. არჩევნებია მალე და არ გამიკვირდება რო 4.5 ის რეგისტრაცია და სასრლეთის ამბები დაძრან. უფრო სწოტად პნევმატიკა დაასრულონ და სასროლეთი დაძრან. ამ შეხვედრაზე მეზობელ კლუბებში გაცილბით ოპტიმისტური განწყობებია.
ამათი ყველაზე ნაკლებად მე მჯერა, მაგრამ ეს ის მომენტია როდესაც ჩვენზე მეტად თვითონ უღირთ.

პოსტის ავტორი: vatato May 29 2020, 11:30 AM

ციტატა(okela84 @ May 29 2020, 12:06 PM) *
ja_ja
ამ შეხვედრაზე მეზობელ კლუბებში გაცილბით ოპტიმისტური განწყობებია.

კლუბზე გამახსენდა, ჩვენ არ გვაქვს კლუბი ან ასოციაცია?

პოსტის ავტორი: okela84 May 29 2020, 11:56 AM

კი ჟორჟიკას აქვს დარეგისტრირებული

პოსტის ავტორი: vatato May 29 2020, 12:34 PM

ციტატა(okela84 @ May 29 2020, 12:56 PM) *
კი ჟორჟიკას აქვს დარეგისტრირებული

სად ვნახო?

პოსტის ავტორი: ja_ja May 30 2020, 09:26 AM

რა უნდა ნახო? რას ეძებ ვერ მივხვდი? კლუბი არსებობს იურიდიულად, რაიმე შეკრების ადგილი და დისკოთეკა სამწუხაროდ არ არსებობს... კლუბის ეგიდით ღონისძIებები იგეგმება და ტარდება

რის ნახვა გინდა?

პოსტის ავტორი: vatato May 30 2020, 11:18 AM

" კლუბის ეგიდით ღონისძIებები იგეგმება და ტარდება" ამის ნახვა მინდა და შეძლებისდაგგარად გაწევრიანებაც კლუბში smile.gif

პოსტის ავტორი: vatato Jun 23 2020, 03:50 PM

დღეს ჩემს M16-ს პატარა კოსმეტიკური ოპერაცია ჩავუტარე, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სიჩქარის რეგულირება დაშლის გარეშე smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 25 2020, 11:30 AM

აჰაა... დაადე ხვრელი ხომ კონდახზე smile.gif

პოსტის ავტორი: vatato Jun 25 2020, 08:45 PM

ამოვჭერი ცოტა, ძAლიანაც არ დამახინჯდა smile.gif სამაგიეროდ მოხერხებულია smile.gif

პოსტის ავტორი: vatato Jun 29 2020, 07:54 PM

სად დავწერო არ ვიცი, მოკლედ ცხოველების მოყვარულთა ჯგუფში ვარ და დღეს ხალხი გამწარებული წერს, რომ ხალხი პნევმატიკით უბანში კატებს და ძაღლებს ესვრის, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საუბარია დასახლებულ ადგილზე პნევმატიკის გამოყენებაზე. აპირებენ ჩივილს და პატრულში დარეკეს უკვე, თან როგორც ამბობენ ეს არ არის ერთეული შემთხვევა. ძAლიან გავბრაზდი.

პოსტის ავტორი: giga2010 Jun 29 2020, 08:08 PM

ციტატა(vatato @ 29th June 2020 - 08:54 PM) *
სად დავწერო არ ვიცი, მოკლედ ცხოველების მოყვარულთა ჯგუფში ვარ და დღეს ხალხი გამწარებული წერს, რომ ხალხი პნევმატიკით უბანში კატებს და ძაღლებს ესვრის, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საუბარია დასახლებულ ადგილზე პნევმატიკის გამოყენებაზე. აპირებენ ჩივილს და პატრულში დარეკეს უკვე, თან როგორც ამბობენ ეს არ არის ერთეული შემთხვევა. ძAლიან გავბრაზდი.

ალალია თუ ვინმეს ფაქტზე წაასწრებენ და კარგადაც დასჯიან.
სამწუხაროდ ბევრს პნევმატკის გამოყენების სფერო ძაღლები და კატები გონიათ

პოსტის ავტორი: vatato Jun 29 2020, 08:19 PM

მაგ იდიოტების გამო მერე ჩვენც პრობლემების წინაშე ვდგებით

პოსტის ავტორი: pilotina Jun 29 2020, 08:27 PM

ციტატა(vatato @ 29th June 2020 - 08:54 PM) *
რომ ხალხი პნევმატიკით უბანში კატებს და ძაღლებს ესვრის


ასეთები პასუხისგებაში უნდა მისცენ, ოღონდ ის თოფები ჯერ უკანალში გაუკეთო.


ციტატა(vatato @ 29th June 2020 - 09:19 PM) *
მაგ იდიოტების გამო მერე ჩვენც პრობლემების წინაშე ვდგებით


ეს კიდე ცალკე თემაა

პოსტის ავტორი: koba1973 Jun 30 2020, 09:39 AM

რამდენჯრმე დავწრე და ისვ წავშალე, მერე გადავწყვიტე დამეწერა. ეს ყველაფერი ისევ ჩვენი ბრალია. სროლაც და უპატროო ცხოველებიც. ქვეყანაში არ არის სამსახური რომელიც რეალურად მოაგვარებს პრობლემას.
ფაქტები? რამდენიც გნებავთ! ლაგოდეხში ე.წ უღელტეხილის ტერიტორიაზე არის უპატრონო ძაღლების ტერიტორია. თავიდან არაკეთილსინდისიერი ადამიანები უშვებდნენ ძაღლებს, მერე ნელ ნელა სახელმწიფომ აიღო მათი პატრონობა და ტენდერი გამოაცხადა ძაღლების კვებაზე, შარშან სახლებიც ჩაუდგეს ერთი სიტყვით ყველაფერი ერთი შეხედვით კარგადაა. სამაგიეროდ ცუდადაა იქვე სოფელ ბაისუბნის მცხოვრებთა ფრინველების საქმე. შეწუხებულმა მოსახლეობამ გამგებელს მიმართა. გამგებელმა შესაბამის სამსახურს ვაცნობეთ და ყველა ცხოველი აცრილია და დამუშავებულია, მეტს ვერაფერს გავაკეთებო.
თელავის სამხედრო ნაწილთან იმდენი ძაღლი შეგროვდა იძულებული გახდნენ დაეჭირათ, გალიით სხვა ტერიტორიაზე გადაეყვანათ და იქ გაეშვათ.
სიღნაღის გამგებელმა (ყოფილმა)პირად საუბარში აღნიშნა იმდენი ძაღლია ხროვებად დადიან და კარგი იქნებოდა სადმე თავშესაფარი ყოფილიყოო თორემ სულ ყეფა და აურზაურია და ერთხელაც ვინმეს დაკბენენ, ტურისტულ ქალაქში ამდენ ძაღლს რა უნდაო.
მეორე მხრივ შეწუხებულ მოქალაქეს არა აქვს არანაირი მექანიზმი რომელიც ამ პრობლემას გადაუჭრის, იძულებულია რამე იღონოს და ყველაზე იაფი, ჩუმი, თუმცა ნაკლებ ეფექტური ისევ პნევმატური იარაღია.
ცხოველების წინააღმდეგ პნევმატურის ან ცეცხლსასროლის გამოყენებაზე არის პასუხისმგებლობა და მოსთხოვენ პასუხს შესაბამისი ორგანოები. აი ცხოველებს რომ მაწანწალობისთვის წირავენ ამათ წინააღმდეგ არაა არაფერი ქმედითი და ძალიან ცუდია.

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 30 2020, 11:50 AM

ნუ ისეთი ხალხი რომელიც პნევმატურით პირობითად "შინაურ ცხოველებს" დასდევს კარგად დასაკუჭია, დასატკეპნია და ასე შემდეგ, ეგ არის მდაბიო შეგნება, აღზრდისა და მავნებლობის ჩადედის ერთიანი კოქტეილი, სამწუხაროდ ეგეთ ხალხს არანაირი ადეკვატური არგუმენტი არ აფიქრებს თავის საქციელზე,. ასე რომ ახია მაგათზე, გამოიძახონ პატრული და დაახიონ ყურები.

რა თქმა უნდა კარგად საერთო სტატისტიკაზე არ აისახება ეს ყველაფერი, მითუმეტეს კიდევ გვაქვს მოლაპარაკებები სამინისტროებთან და ჩართულ სტრუქტურებთან,. და ადრე თუ გვიან ვინმე წამოგვაყვედრებს ეგეთ რაღაცას, მაგრამ რელაშI მოდი ასე შევხედოთ სიტუაციას:

- რომ იყოს გაფორმება, ან რომც იყოს გაფორმების გარეშე ფლობა იარაღის, ნუ აი ეგეთი გიჟი რომ გაიჩითება ხომ უნდა დაიჭირო და დაჭიპო
- ცეცხლსასროლი ავიღოთ, გაფორმებულია კონტროლზეა, მაგრამ ხანხადან ჩნდება ჭკუა გადატრიალებული ხალხი და გამოდიან და ხან ნათესავს ხან მეზობელს ესვრიან - არიან თუ არა დასაჭიპები?!

ანუ იმის თქმა მინდა რომ იქნება გაფორმება, არ იქნება, მნიშვნელობა არ აქვს გიჟი და უვიცი ყოველთვის იქნება, წესით მინიმალურს უნდა უხსნიდეს მაღაზია, მაგრამ მაღაზიაშI იმასაც არ ექუბნებიან რომ გაფორმება უნდა და არის დომფხალი...

მოკლედ ვინც მიქარავს დასაჭიპია რამდენადაც უსიამოვნო არ უნდა იყოს, ეგეთი ხალხი ჩვენც გვარცხვენს და რადგან ჯანსაღ აზრს არ მიყვებიან იქნებ და პოლიციამ და ჯარიმამ შეაგნებინოს რაიმე

პოსტის ავტორი: koba1973 Jun 30 2020, 02:18 PM

ციტატა(ja_ja @ 30th June 2020 - 12:50 PM) *
ანუ იმის თქმა მინდა რომ იქნება გაფორმება, არ იქნება, მნიშვნელობა არ აქვს გიჟი და უვიცი ყოველთვის იქნება,

ნამდვილად მასეა.და იარაღის ქონა არ ქონა არაფერს წყვეტს.

პოსტის ავტორი: aleqsa Jul 4 2020, 08:37 AM


უპატრონო ძაღლები ძალიან დიდი პრობლემაა ნებისმიერი ქვეყნისთვის,ჩვენთვის მითუმეტეს, ვეთანხმები კობას უპასუხისმგებლოდ ვუდგებით საერთოდ საზოგადოება ამ საკითხს და სავალაო შედეგიც სახეზეა, ვიდრე ფუმფულა და საყვარელი ლეკვია ყველას უნდა ეფერებიან ეთამაშებიან, "უი რა საკალელია" და როგორცკი წამოიზრდება და უკვე მეტი ზრუნვა და მოვლა სჭირდება ისე დაუნანებლად უშვებენ სახლიდან თითქოს ის "საკალელი" ლეკვი არი რომელსაც ეფერებოდა.... sad.gif

ხოდა საბოლოოდ ჩვენი ეს ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ისევ ჩვენ გვხვდება წინ და უფრო სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის...

ჯაჯასაც ვეთანხმები, პნევმატური იარაღი გაფორმებული და დარეგისტრირებული ექნება ხალხს თუ გაოფორმებელი რეგვენები და ტუტუცები ყოველთვის მოიძებნებიან რომლებიც მსგავს უზნეობას ჩადიან!!! ასერომ აკრძალვა არაა გამოსავალი!!!

პ.ს. სიტყვა "ჩვენი" ვინმეზე პირადულად არ მიგულისხმია ზოგადად საზოგადოებას, ხალხს ვგულისხმობ

პოსტის ავტორი: vatato Jul 25 2020, 06:31 PM

კიდევ ერთი შემთხვევა, ამჯერად ჩემს მეგობარს დაუჭრეს ძაღლი დიდ დიღომში, ვირაცამ თეთრი ინფინიტიდან ესროლა. ამჯერად საქმე აღძრეს და ეძებენ თეთრი ინფინიტის პატრონს. ცუგა გადარჩა, მაგრამ ტყვია მუცლის ღრუშია შესული და საჭიროებს ოპერაციას.

პოსტის ავტორი: pilotina Jul 26 2020, 12:40 AM

ციტატა(vatato @ 25th July 2020 - 07:31 PM) *
ეძებენ თეთრი ინფინიტის პატრონს


იმედია იპოვიან და საკადრისს პასუხს აგებიებენ

პოსტის ავტორი: koba1973 Jul 26 2020, 09:10 AM

რა სიამოვნებას ნახულობენ ვერ გამიგია.

ციტატა(pilotina @ 26th July 2020 - 01:40 AM) *
იმედია იპოვიან და საკადრისს პასუხს აგებიებენ


პოსტის ავტორი: name Aug 7 2020, 04:05 PM

გამარჯობათ,

M40 SEMIAUTO PCP

ამ ფიშტოს დავადგი თვალი, მაგრამ ინტერნეტში დიდი ვერაფერი მოვიძიე ინფო ვერც იუთუბზე თუ გაქვთ რამე ინფო მომაწოდეთ რო გადავწყვიტო ყიდვა, ჯერ ისევ ვიკავებ თავს, როგორია სიზუსტეში ნახევრად ავტუმატურის კვალობაზე



ეს მონაცმები კი უწერია მაგრამ სიზუსტის მხრივ როგორია ვერ ვნახე ინფო

Regulated
Integrated suppresser
Manual safety
With picatinny rail
CAPACITY 240cc
Action MULTI SHOT BOLT
Type Pre-charged
Stock Beech hardwood
Trigger Two stage (adjustable)
Barrel type Steel precision rifled
Weight 3.1kg
Length (total) 78.7cm
Length (barrel) 46cm

პოსტის ავტორი: MonSoon Aug 7 2020, 10:47 PM

name
გაგიმარჯოს.

მე პირადად ერთი რისი თქმაც შემიძლია არის ის რომ საკმაოდ ისეთი, სოლიდური შეგრძნებისაა ხელში, სათამაშოს შთაბეჭდილებას არ ტოვებს. იგივე ითქმის ვიზუალზეც.

დეტალების დამუშავება საკმაოდ კარგი აქვს.

სროლის დროს უკუცემა უმნიშვნელოდ აქვს მომატებული მაგრამ ყურადღების გამახვილება შეიძლება არც ღირდეს.

მექანიზმს რაც შეეხება. გასროლილი ჰაერის ნაკადით იტენება. სროლა შესაძლებელია საკმაოდ სწრაფად.

ხმა რაღაცა დიდი და შემაწუხებელი არ აქვს.

ჰაცანის ან კრალის ნახ ავტომატებთან შედარებით უფრო ჩუმი და უფრო ნაკლები უკუცემის მქონეა.

შედეგები არ ვიცი და ვერაფერს ვიტყვი.

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 11 2020, 08:40 AM

name
თუ ავტომატიკა გხიბლავს პრობლემა არ უნდა იყოს, უბრალოდ გამოყენების სფერო რამდენად გექნება და წინასწარ მორალურად მოემზადე ტყვიების და ჰაერის ხარჯისთვის...

პოსტის ავტორი: name Aug 13 2020, 08:05 AM

კი მომწონს მარა სიზუსტე მაფიქრებს ავტომატიკის კვალობაზე, რა არის ამისთანა რო ინფო ვერც ვიდეოს სახით ვერც ტექსტის სახით ვერ მოვიპოვე, ტყვიების ხარჯს კიდე ავიტან : )) უზუსტობას ვერა

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 13 2020, 09:40 AM

ეხლა ეგ არ უნდა გაიკვირვო, არცერთი ავტომატი არ გამოირჩევა სიზუსტით, ასე რომ მაგას ნუ მოსთხოვ მაგ პარამეტრს. ავტომატის მთავარი ფუნქციაა სულიერად გასიამოვნოს, + ნუ ნადირობისას მოგცეს ჩქარჩქარა გამოკვრისას 1 მიზანში 2 ტყვია მიაწიო. ვსიო

ადრე 1-2 ადამიანთან მქონდა ნალაპარაკები და ჰაცანის ავტომატს მიქებდნენ, მძიმეა, მოუქნელი და ხმაურიანიო, მარა ნადირობისას იხვზე გაძლევს საშუალებას რომ ჩარჩქარა გამოკვრით 2 ტყვია მიაწიო და გარანტირებულად დააგდოო...

პოსტის ავტორი: koba1973 Aug 14 2020, 07:30 PM

ციტატა(ja_ja @ 13th August 2020 - 10:40 AM) *
ეხლა ეგ არ უნდა გაიკვირვო, არცერთი ავტომატი არ გამოირჩევა სიზუსტით, ასე რომ მაგას ნუ მოსთხოვ მაგ პარამეტრს. ავტომატის მთავარი ფუნქციაა სულიერად გასიამოვნოს, + ნუ ნადირობისას მოგცეს ჩქარჩქარა გამოკვრისას 1 მიზანში 2 ტყვია მიაწიო. ვსიო

ალბათ ვის როგორ.
მე ბოლტით უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ ვიდრე ნახ.ავტომატით. თან ძალიან ხარჯიანია biggrin.gif . მოხედვას ვერ ვასწრებ და 10 ტყვია გაფრენილია უკვე.
სხვა იარაღზეა საუბარი მაგრამ პრინციპი ერთია.

პოსტის ავტორი: NRG Aug 14 2020, 09:21 PM

name
ჩვენს ფორუმელს აქვს ეს მოდელი და მიყოლებით მთელი მჭიდის დაცლით 25-30 მმ აქვს გაკეთებული 50 მეტრზე , როცა მოიცლის თვითონაც დააკომენტებს, მეც ვისროლე მარა გამიჭირდა სროლა ვიბრაციის გამო მიუჩვეველზე პირველ ჯერზე რთულია თვითონ ფიშტო ძაან ლამაზია და საიმედო ჩანს ჩემი აზრით, სასხლეტის დარბილება და მიჩვევა უნდა სპორტულობა ჩემი აზრით არც შეეფერება ნახ. ავტო სპორტული ვერ იქნება მარა სანადირო საპლინკაოდ ძაან კაი რამეა

პოსტის ავტორი: vatato Jun 15 2021, 12:48 PM

ისევ ჩემ თემაში დავდებ smile.gif

ზიგ-ის კონდახს მივაბი ადაპტერის მსგავსი PP750-თვის, ველოდები CNC-ს პასუხს, თუ რამდენად დამიმზადებსsmile.gif თუ კარგი გამოვიდა და სურვილი გექნებათ, ფაილი ჩემზეა smile.gif

https://imgur.com/xXiSWCl

პოსტის ავტორი: giorgi80 Dec 30 2021, 08:43 AM

მოგსალმებით მეგობრებო .მრავალს დაესწარით.მაინტერესებს თქვენი აზრი 5.5კალიბრი k 600 არმს800ლარში მაძლევს მხოლოდ თოფი.რამდენად ღირს?

პოსტის ავტორი: giorgi80 Dec 30 2021, 09:26 AM

მოგსალმებით მეგობრებო .მრავალს დაესწარით.მაინტერესებს თქვენი აზრი 5.5კალიბრი k 600 არმს800ლარში მაძლევს მხოლოდ თოფი.რამდენად ღირს?

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 31 2021, 12:14 AM

giorgi80
სალამი , K600 რა თოფია?

პოსტის ავტორი: giorgi80 Dec 31 2021, 01:58 AM

kuzeu arms eseqvia pcp თრქულია.

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 31 2021, 12:06 PM

აქ არავის არ ქონია ეგ ფიშტო. თUმცა მაგ ფასად უფრო არტემისზე ვიფიქრებდი

პოსტის ავტორი: giorgi80 Dec 31 2021, 09:29 PM

ჩვენ ბაზარზე არი არტემიდი? რომელ მაღაზიასააქვს?

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 3 2022, 09:05 AM

ციტატა(giorgi80 @ 31st December 2021 - 10:29 PM) *
ჩვენ ბაზარზე არი არტემიდი?


ნუ ორიგინალი სახელია არტემისი, ჩვენებურად არტემიდა, ინგლისურას არტრემისი... დღეს კი სახელი გადაირქვა ფირმამ და SnowPeack ჰქვია, ანუ მთიანი მწვერვალიო

მაგ ფირმის იარაღები დღეს მხოლოდ http://iaragi.ge/-ს აქვს


ციტატა(giorgi80 @ 31st December 2021 - 02:58 AM) *
kuzeu arms eseqvia pcp თრქულია.

ამას რაც შეეხება ნუ ერთადერთი ფასის გამო თუ იყიდი, 800 ლარი კაი ფასია, თორე თოფი ჩვეულებრივი სტანდარტულია, კაი 10-12 წლისწინანდელი ტექნოლოგიის მიხედვითაა დამზადებული

თუ არავცდები https://www.mcavoyguns.co.uk/contents/en-uk/p75695_Kuzey-K600-Walnut-air-rifle.htmlსაუბარი ხომ

პოსტის ავტორი: mister_io May 16 2022, 08:36 PM

მოგესალმებით მეგობრებო, კრუგერგანზე ინფო ვერსად ვიპოვე ჩვენს ფორუმზე და თუვინმეს ჰქონიათ შეხება იქნებ დამაკვალიანოთ რამდენადდ კარგი იარაღია და რააქვს პლიუსი და მინუსი

პოსტის ავტორი: mister_io Oct 20 2022, 12:27 PM

სალამი მეგობრებო, მაქვს მარადიორი და ჯსბ ტყვიებს ვერ ვშოულობ და ვერც კროსმანის, იქნებ გეგულებათ ვინმე ან სხვა ალტერნატივა თუვინმეს გაქვს გატესტილი და თუვარგა რომელიმე ტყვია 0.67 ჯსბ ვისროდო ძველმა მეპატრონემ კროსმანის პრემიერები უკეთ მოწონს მაგრამ ვერვიშოვე

პოსტის ავტორი: gigi30 May 16 2023, 09:42 PM

გამარჯობათ! კარგახანია არ შემომიხედავს აქ, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა ძმებო. ასეთი რამ მომიტანეს და ვერ გავარკვიე, რამდენ ატმოსფეროზეა დატენილი? ანუ რამდენს უძლებს? https://exotic--whip-com.translate.goog/product/640-gram-cylinder/?_x_tr_sl=en&_x_tr_tl=ka&_x_tr_hl=ka&_x_tr_pto=sc

პოსტის ავტორი: gigi30 May 16 2023, 10:12 PM

ასეთი ინფო მოვიძიე: 'ცილინდრის წნევა დარჩება 5136.6 kPa-ზე (745 psig), სანამ თხევადი ფაზა არ ამოიწურება და როდესაც შიგნით რჩება მხოლოდ აზოტის ოქსიდი'. და ეს რამდენი ატმოსფეროა? დაახლოებით 50 ატმოსფერო, ჰო?

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services