თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ PCP - Pre Charged Pneumatics _ Chiappa FAS 611 მოფერებით ჩაპა

პოსტის ავტორი: ბაიკერი Oct 4 2019, 10:54 PM

ჯიგრის ყაურმებს გაუმარჯოს. 27.gif

მოკლედ მინდა მოვყვე ჩაპას ისტორია. რაც ჩემი ჩეზე 200 გავყიდე, ძალიან მალე დამეწყო მონატრება. სულ მენატრებოდა მეთქი რატო გავყიდე თან ეგრე იაფადთქო. მერე თავს ვიწყნარებდი რო არაუშავს, რედუქტორი არა ქონდა მეთქი, სასხლეტს ისე ვერ ვარეგულირებდი როგორც მე მინდამეთქი და რავი ათასი უაზრობა.

გავიდა რაღაც პერიოდი და ისევ ჩავძვერი პირამიდაზე, დეპოზე, კიდევ სხვა საიტებზე და ვეძებდი ჩეზეებს.

მოკლედ ამ ძებნაში იუთუბსაც ვუყურებდი და წავაწყდი ჩაპას პრეზენტაციას. ვაკვირდები კაცო დეტალებს და ჩეზეა, კოლოფი ჩეზეა მარა ბოლტის მაგივრად ბიატლონკა, ძაან ლამაზი გრავირებული კონდახით, რედუქტორით, მაგარი სექსი, სპარწივნი, მეტალის სასხლეტი ძალიან რეგლურებადი, გრძელი ლულა და რაც მთავარია 16 ჯოული. მე მიყვარს ეს ენერგია ამ კალიბრში.




აღარ ვიფიქრე ბევრი და მოვიწვიე საქართველოში. იტალიელი გოგოა მარა გენები ჩეხური აქვს biggrin.gif

არის სულ ახალი და ჯერ მოხეშვის პროცესშია. ოპტიკა მაქვს მხოლოდ ერთი, დისკოვერის და სხვა გზა არ მქონდა ეგ უნდა დამედგან. მოვხსენი გეკოდან და რინგები არ მქონია. ვიყიდე მაგარი ბანძი რინგები და ტანჯვა წვალებით მოვარგე.

ჩავაცუნცულე დილით ეზოში და წავიდა სროლა. მქონდა მხოლოდ ჯსბ 10,34 გრეინი და ეიჩ&ენ 8,5 გრეინი ფიელდ ტარგეტები. ორივეზე 30 მეტრზე მომცა 15მმ ჯგუფები. ცოტა არ იყოს და დავიგრუზე. მეთქი კაცო ესე არ უნდა იყოს. მერე ჩვენმა ჯიგარმა ფორუმელმა კაცმა გიგამ მითხრა ჯსბ 8,44 უნდა სცადო მაგ თოფშიო და რაღაცნაირად უხალისოდ ვიყიდე მეთქი რა უნდა იყოსთქო ეგეთი. ლულა გამოვხეხე კარგად, რავი რა ნარეზია იმდენი ჭუჭყი გამოყვა ეგეთი არაფერი მინახავს. დავუჯექი და ის გააკეთა რაც ძალიან მინდოდა. ტყვია ტყვიაზე ჯდება. სიჩქარე დაახლოებით 240 მეტრი წამია და გასროლების რაოდენობა 90მდე.
დიდ პლიუსს ახლავე ვიტყვი არის სასხლეტი. კაიფია რა, შეხებაზე ისვრის ფაქტიურად, ურბილესია, რედუქტორი 2-3 მეტრის კორიდორში მუშაობს. ლულა ფიქსირებული არ არის როგორც სხვა იარაღებზე. დატრიალება შეიძლება და მერე დაფიქსირება.
მინუსებს რაც შეეხება არის რეზერვუარი უნდა მოხსნა და ეგრე დატენო. ნამდვილად არაა საისამოვნო პროცედურა smile.gif და წონაც საკმაოდ დიდია. 3,4 კილომდეა როგორც საიტზე წერია. მე არ ამიწონავს
ესეც ფოტოები

https://radikal.ru

https://radikal.ru

ეს ვერცლისფერი დეტალი რეზერვუარსა და კოლოფს შორის არის რედუქტორი

https://radikal.ru

დისკოვერის თხელი ბადე

https://radikal.ru


ესეც ჯსბ 10,34 ის შედეგები

https://radikal.ru

https://radikal.ru


ეს კი უკვე ჯსბ 8,44

https://radikal.ru

https://radikal.ru


მადლობა ყურადღებისთვის. მიხარია რომ რაღაც ექსკლუზივები შემომაქვს ამ ქვეყანაში. მიყვარს იარაღები, სიახლეები, ინოვაციები ამ სფეროში. შევეცდები გავაგრძელო ჩემ სტილში. თემა გაგრძელდება და მეტ ინფოებსაც დავდებ. ვისაც რაიმე კითხვა აქვს გამოუშვით! smile.gif დიდ მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ


თქვენი ერთგული ბაიკერა

პოსტის ავტორი: vexam Oct 7 2019, 10:57 AM

მომილოცავს ნიკა! smile.gif რომ მოგბეზრდება მერე იმ ჩეზეს ფასში მე ავიღებ მაგასაც biggrin.gif
ისე, რეზერვუარს 200-ზეც ხსნიდი დასატენად, ამიტომ თუ ჩზ მოგენატრა ამას ნუ საყვედურობ მოხსნა-დაყენებას. ლულაც ჩზ აქვს?

პოსტის ავტორი: ბაიკერი Oct 7 2019, 06:15 PM

vexam

მადლობა
აღარ მოგყიდი biggrin.gif ეგეც არ უნდა გამეყიდა მივქარე

ამაზე მოხსნა დაყენება კიდე არა უშავს 90ჯერ ისვრის რედუქტორზე.
მგონი რომ ჩეზეა. ასეთი ჯგუფი ჩეზეთიც არ გამომდიოდა. შეიძლება თავისივე წარმოებაა

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 11 2019, 09:38 PM

ბაიკერი
ძალიან საინტერესოა , მადლობა რეპორტისთვის

პ.ს. როდის გაყიდი? smile.gif როგორ გული მწყდება CZ00-ზე რომ არ ვიყიდე

პოსტის ავტორი: ბაიკერი Oct 11 2019, 09:58 PM

geojorjika
გავყიდი რავი მალე biggrin.gif

ჩეზეს ეს ბევრად ჯობია. ცა და დედამიწაა

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 17 2019, 11:44 AM

ბაიკერი
პირველ რიგშI გილოცავ საინტერესო შენაძენს, მეორე რიგში მადლობა რეპორტისთვის

რაც შეეხება რეზიკის მოხსნა დაყენებას, მისმინე და წინა მხარე როგორი აქვს, პროსტა ფოსტერის ქვიქ დისკონექტი რომ ჩაახრახნო არ წავა?, ნუ ყველაზე რთულ შემთXვევაში წინა პრობკის გამოთლა შეიძლება, მერე უკვე გინდა ქვიქით, გინდა, შტუცერით, და გინდა მანომეტრით, ყველაფ4რის დასმა შეიძლება

P.S. შედეგები დამაფიქრებელია, აბა თუ მოახერხებ 50-ზე რას შვება მაგი სცადე

პოსტის ავტორი: Mamuka_k Dec 17 2019, 12:29 AM

სალამი ფორუმელებს.

მოკლედ, პატივი მერგო და ეს მოხდენილი იარაღი ჩემს ხელში გადმოვიდა.
მადლიბა ნიკას smile.gif

ეს ესაა ნიკკო სტირლინგი მოვარგე და ვფიქრობ მოუხდა smile.gif
მოდერისთვის რეზბა მოვჭერი და ხმაც აღარ აქვს.

ამ ეტაპზე, იარაღზე რაც შემიზლია ვთქვა ის არის, რომ ლამაზი და დახვეწილი ვიზუალი აქვს. რეგულირებადი კონდახი, სასხლეტი ხო საერთოდ

პოსტის ავტორი: Mamuka_k Dec 17 2019, 12:37 AM

მალე ტელეფონის ოპტიკაზე სამაგრი ჩამომივა სროლები რომ გადავიღო და უკეთ შევარჩიო ტყვია და სიჩქარე.


დანარჩენიც სროლების შემდეგ იქნება

ესეც ფოტო

https:/// https://imggmi.com

პოსტის ავტორი: ბაიკერი Dec 20 2019, 09:18 AM

მშვიდობაში მამუკა.

პოსტის ავტორი: Mamuka_k Dec 20 2019, 02:30 PM

მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: Mamuka_k Jun 28 2020, 10:34 PM

ჩიაპას გავაცოცხლებ smile.gif

დღეს მოვახერხე და გადადებული დიდი ხნის იარაღი ვისროლე. გასაწმენდი ლულით.

ვისროლე მაგიდიდან, ბიპოდზე დაყრდნობილი.

Jsb exact 8.44 gr
260 m/s
ოპტიკა nikko stirling 16 x გადიდებით
მანძილი 79.5 მეტრი
სამიზნე ბოთლის თავსახური

ქარი არასტაბილური მიმართულებით მაქს 1.3 მ/წ


https://youtu.be/_0cq6trEkeY

ესეც 88 მეტრზე ქარის გათვალისწინებით

https://youtu.be/SO0gxi0O6qY

პოსტის ავტორი: giga2010 Jun 29 2020, 12:16 PM

Mamuka_k
კარგიაა smile.gif

პოსტის ავტორი: Mamuka_k Jun 29 2020, 11:13 PM

მადლობა გიგა smile.gif

პოსტის ავტორი: NRG Jul 2 2020, 10:36 PM

Mamuka_k

ციტატა(Mamuka_kuprashvili @ 28th June 2020 - 11:34 PM) *
https://youtu.be/SO0gxi0O6qY

ქარი რომელი ხელსაწყოთი გაზომე? სტრელოკში სადაც დასვა წერტილი ზუსტად იქ კი მოხვდა ტყვია,
ბოთლის თავსახური მგონი 30 მმ არის თუ ყველ ნასროლს უბრახუნებ მაგ დისტანციაზე ძალიანაც კარგია და ალბათ საშეჯიბრო კონკურენტიც იქნება

პოსტის ავტორი: Mamuka_k Jul 2 2020, 11:40 PM

ციტატა(NRG @ Jul 2 2020, 11:36 PM) *
Mamuka_k

ქარი რომელი ხელსაწყოთი გაზომე? სტრელოკში სადაც დასვა წერტილი ზუსტად იქ კი მოხვდა ტყვია,
ბოთლის თავსახური მგონი 30 მმ არის თუ ყველ ნასროლს უბრახუნებ მაგ დისტანციაზე ძალიანაც კარგია და ალბათ საშეჯიბრო კონკურენტიც იქნება



იაფფასიანი ანომომეტრი მაქვს, ალიექსპრესიდან.

კალიბრისა და ტყვიის სიმსუბუქის მიუხედავად, კმაყოფილი ვარ ამ მანძილზე მიღებული შედეგით.

კარგი ამინდი მინდა და 100+ მეტრსაც მოვსინჯავ.






პოსტის ავტორი: ja_ja Jul 3 2020, 05:07 PM

ეგ თოფები გამოდგომაზეა და როგორც ჩანს ეს კაი კი არა ძალიან კაი ეგზემპლარია...

თუ შენს სასურველ 100+ დისტანციაზეც გაივლის ტესტირებას წარმატებით, შემდგომში სანამ გაყიდი კარგად დაფიქრდი... თორემ აქ ფორუმზე არაერთი შემთხვევა გვაქვს რომ ჰქონდათ იდეალური ეგზემპლარი, ვეხვერწეთ არაფერი გაუკეთოო, მაგრამ გაუკეთეს და უარესი მიიღეს, ან ვეხვერწეთ არ გაყიდოო გაყიდეს და მერე ეგეთივე აგრეგატი ვეღარ იყიდეს...

ასე რომ ფაქტია კაი ვერსია გამოდგა და გაუფრთხილდი

პოსტის ავტორი: ბაიკერი Jul 3 2020, 11:45 PM

ჩემი გაყიდული ცუდი არ იქნება biggrin.gif

ძალიან ზუსტი იყო რომ ვწერდი და რეკლამა ეგონა ზოგს

პოსტის ავტორი: Mamuka_k Jul 4 2020, 12:17 AM

ამ წონა ტყვიისა და ენერგიისთვის ეს მაძილიც მშვენიერია. რა თქმა უნდა, 100 + მეტად სასიამოვნო იქნება...

მხოლოდ მოდერი მოვარგე, დანარჩენი აბგრეიდები არ ჭირდება jaja, ქარხნულადვე დახვეწილი აქვს ყველაფერი.
გაყიდვასაც არ ვაპირებ. იარაღში სწორედ ზუსტი სროლა მომწონს და ამით ვიღებ სიამოვნებას

პოსტის ავტორი: aleqsa Jul 4 2020, 08:41 AM

Mamuka_k

მშვენიერია, რაც მეტი კარგი თოფი მოგვიქუჩდება ფორუმის ხალხს მით უკეთესი!!!

წარმატებები მამუკა და კიდევ ბევრჯერ გაეხარებინოს შენი გული smile.gif

პოსტის ავტორი: Mamuka_k Jul 4 2020, 10:21 AM

ციტატა(aleqsa @ Jul 4 2020, 09:41 AM) *
Mamuka_k

მშვენიერია, რაც მეტი კარგი თოფი მოგვიქუჩდება ფორუმის ხალხს მით უკეთესი!!!

წარმატებები მამუკა და კიდევ ბევრჯერ გაეხარებინოს შენი გული smile.gif



მადლობა smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services