გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V  < 1 2  
თემა დახურულიაახალი თემის დაწყება
> AA510-ის რემონტი, ლულაში ტყვი(ებ)ის გაჭედვა
okela84
პოსტი Sep 28 2019, 05:43 PM
პოსტი #21


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,866
რეგისტრ.: 9-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,256



aleqsa
ციტატა(nxs027 @ 26th September 2019 - 06:02 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
რამოდენიმეჯერ გადატენა და შედეგად რამოდენიმე ტყვიის ერთად გასროლის მცდელობა ჰქონდა

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
MonSoon
პოსტი Sep 28 2019, 07:07 PM
პოსტი #22


მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 685
რეგისტრ.: 27-May 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,267
ქალაქი:თბილისი



ციტატა(ale @ 28th September 2019 - 06:27 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ლულას შიგნიდან თუ სადმე ჟანგის ლაქააქვს (როგორც პატრონმა აღნიშნა დიდი ხანი უმოქმედოდ იყოვო და მაგიტო დამებადა ეს აზრი) ხომ შესაძლებელია ზუსტად მაგ ჟანგის გულიზე მომხდარიყო სწორედაც პირველი ტყვიის გაჭედვა???

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
NRG
პოსტი Sep 28 2019, 07:17 PM
პოსტი #23


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 503
რეგისტრ.: 28-April 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ბაკურციხე

წევრი №: 2,169
ქალაქი:თბილისი



ესეთი რაღაცა პირველად ვნახე, ჯაჯას საღოლ მაგ ჯღანის გამოღებისთვის smile.gif ლულა დაჟანგებული ხო არ იყო თითქოს ტყვიაზე ქონდა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nxs027
პოსტი Sep 28 2019, 08:23 PM
პოსტი #24


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 11-February 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,524
ქალაქი:თბილისი



ლულა ჟანგიანი არ იყო. მტკიცებულება შემდეგია:

ეს ერთიანად მიპრესილი 12 ტყვია ლულის გამოსასვლელიდან იქნა გამოღებული. ბურღზე წამოცმული მასიდან "ჟანგიანი" ტყვია (დაახლოებით 10-ე) შესაბამისად ლულის სიღრმეში იყო. იმის იქით, კიდევ რამოდენიმე მთლიანი და რამოდენიმე ნაკუწებად მიკრული იყო გაჩხერილი ღარებში.

თოფი უმოქმედოდ კი ნამდვილად იყო, 2-3 წელი, დატოვებული იყო გურიაში, შალითაში და 100 ბარი წნევით რეზერვუარში. სწორედ გამოუყენებლობის გამო ვერ ვუთხარი ახლობელს უარი ორიოდე დღით მიცემის თხოვნაზე. თუმცა თხოვებამდე 5-10 წუთიანი ინსტრუქტაჟი ჩავუტარე და რამოდენიმეჯერ ვაჩვენე გადატენვის და სროლის პროცესთან დაკავშირებული დეტალები. ახლობელი ცეცხსასროლის მოყვარულთა რიგს მიეკუთვნება, პნევმატიკის ნულოვანი გამოცდილებით.

დაშლა-აწყობის დროს ჯაჯამ დეტალურად დაათვალიერა ყველა დეტალი და დასკვნა ის იყო, რომ თოფის ყველა დეტალი საუკეთესო მდგომარეობაში იყო (ლულის გარდა smile.gif ). თოფის ყიდვიდან (2012 წლის მარტი) დღემდე მაქსიმუმ 2000 ტყვია თუ იქნება ნასროლი მაგ თოფით, ხოლო მოვლა-პატონობაში თავიდანვე ილარიონა და იორამა იყვნენ ჩემი ინსტუქტორები.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Sep 29 2019, 11:15 AM
პოსტი #25


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



nxs027
ციტატა(nxs027 @ 28th September 2019 - 12:43 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
თუ არ შეწუხდები, იქნებ ლინკი გამომიგზავნოთ, საიდანც შეიძლება სხვადასხვა სიგრძის LW ლულების და სხვა დამატებითი აქსესუარების ყიდვა.

ნუ ვაბშეტა ეგ არის ინგლისური თოფი და უფრო ლოგიკურია მისი ნაწილების ძიება ინგლისურ საიტებზე... მაგალითად მშვენიერი საიტია მაგ საქმისთვის
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
კონკრეტულად კი
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
შეგიძლია ყველა ნაწილი ნახო თუ რამე არ აქვთ დაუკვეთე და როცა მიიღებენ გამოგიგზავნიან, ჩამოდის პირდაპირ საქართველოს ფოსტით, გამოცდილია და 1 კვირიდან 2 კვირამდე სჭირდება ხოლმე, მართალია მაგ საიტიდან ლულა არ გამომიწერია და მიჭირს თქმა გაჭედავს საბაჟო თუ არა...

მოკლედ შენ გჭირდება შემდეგი დეტალები: BRL161 - ეგ ლულაა და აქვთ ადგილზე, BS103 ლულის გადამშვები ეგეც ადგილზეა, მემგონი ასევე საჭიროა BS164, თუ არავცდები მიმწოდებლის მიმმართველია რომ სწორედ იმოძრაოს კოლოფში ეგეც აქვთ, კიდევ საჭიროა მიმწოდებელი BS116 და ეგეც აქვთ ადგილზე, კლიპიც გინდა MG020 და ეგეც არის სტოკში, დალშე რეზინებია საჭირო - საჭიროა OR058 გადამშვებში რომ ჩაჯდეს და მიმწოდებელი ჩაკეტოს აქვთ ადგილზე და ბოლო დეტალი OR172 მიმწოდებლის მიმმართველზე წამოსაცმელი.

მოკლედ ყველაფერი ადგილზეა და გამოწერა შეიძლება, ერთადერთი ლულაზე თავს ვერ დავდებ რომ არ გაჭედავს საბაჟო, თორემ ლულა გამზადებული გათლილია, არაფერი არ უნდა პირდაპირ ააწყობ ყველაფერს, მე რასაც ვუყურებ გამოგზავნის ხარჯების გარდა მთლიანი ღირებულება უხეშად მხოლოდ ნაწილები 78.77 + ლულა 127.10 ულ ჯამში 205.87 ფუნტ სტერლინგი გიჯდება მაი საქმე

aleqsa
ციტატა(ale @ 28th September 2019 - 06:27 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ჯაჯა ერთი კითხვა მაქვს, სურათებში ჩაპრესილ ტყვიებს ერთ ადგილას ჟანგის ლაქის მასგავსი რაღაც ეტყობა და ეგ მართლა ჟანგი აქვს წამოღებული თუ სხვა რამეა???

ფერით კი გავს მაგრამ შიგნიდან ლულა სარკესავით კრიალაა, ოდნავი ნამიოკიც კი არაა რაიმე ჟანგზე, ან უსწორმასწორობაზე, ასე რომ ალბათ უფრო თვითონ ტყვიას რაიმე სჭირდა ან რაღაც სხვა არის შეყოლილი, ლულას ყოველ შემთხვევაში არაფერი სჭირს და არც არაფერი სჭირდა…


MonSoon
ციტატა(bedo @ 28th September 2019 - 05:34 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ნარეზებს მოუვიდა რამე ?

არა და რატომ უნდა მოსვლოდა? რაიმე ვარვარული მეთოდი არ გამოგვიყენებია….

რაცხა ნამეტანი პანიკა და თეორიები გამოიწვია ამ ჟანგის ფერმა smile.gif არ ვიცი საიდან გაიჩითა, მაგის გამოძიება არ დამიწყია, არც ამოცანა იყო დასმული და არც ლულას თუ მიმწოდებელს არ ემჩნეოდა არანაირი ჟანგის კვალი… გამოძიება დამიტოვებია, ერკულ პუაროსთვის და შერლოკ ხოლმსისთვის, ნუ შეიძლება კიდევ კოლომბოც მივახმაროთ smile.gif… მე თეორიებისგან თავს შევიკავებ...

okela84
ციტატა(aleqsandre @ 28th September 2019 - 12:21 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
აუ მე ვაფუჭებინებდი და შენ ბეწვზე მოუსწარი და გადაარჩინე ფაქტიურად, ზეზუსტ აგრეგატებზე არაა რეკომედებული და მაგნუმ კალიბრებზე იმიტო არაა რეკომენდებული რო ისედაც არაა უსაფრთხო 300 კალიბრის ზემოთ ლულები და ეხლა სახლის პირობებში სხვადასხვა მანიპულაციების შემდეგ შეუძლებელია ლულის გადამოწმება მიკროსკოპულ დაზიანებზე და ბზარებზე რის გამოც რელოუდის დროს დენთის მცირედ პერედოზზეც შეიძლება ბუთქოს ლულამ.

ე ბიჯო გაჩერდი ხოლმე რა… სად ნახე ეს კახელი ვირი რომელზეც აძვრები სასიკვდილოდ ჩაებღაუჭები ხოლმე და აი ტრაპიც არსადაა ხოლმე რომ მიადგას ვინმემ მაგ ვირს და ჩამოგიყვანოს ხოლმე… საიდან რეებს იგონებ ხოლმე ვააბშე კოსმოსური ტექნოლოგიების ანალოგიები მოიყვანე კიდევ, რა შუაშია 300 კალიბრი, დენთი და სხვა სისულეები პნევმატიკასთან, რადიკალურად სხვადასხვა რაღაცეებს ადარებ ან ძალით რომ დააბნიო მოსაუბრე, ან ვაბშე ვერ ერკვევი საკითხში...

რაც შეეხება მისწრებას და გადარჩენას, ვინმემ სადმე რაიმე მისწრებაზე დაწერა? რა გეწვის ასე? მოიტანდა პატრონი გავაკეთებდი ისე როგორც მე ვიცი და რაც დავწერე, არ მოიტანდა და სხვა გააკეთებდა და ვააბშე არ მაღელვებდა ეგ ამბავი და არც მისწრება მაღელვებდა... ეს შენ გაქვს რაღაც იდეა ფიქსი... ის იდეა რომ შენ აფუჭებდი და მე გადავარჩინე იქნებოდა მაშინ მართებული, შენს ხელში რომ ყოფილიყო ეგ ლულა და სანამ გაცხელებას დაიწყებდი რომ მოვვარდნილიყავი ხელიდან გამომეგლიჯა და ჩემებურად გამეკეთებინა... არ ყოფილა ეგეთი არაფერი და რეებს იგონებ რა კუდებს აბავ?
რაც შეეხება შენს იდეა ფიქსს....

ცეცხლსასროლში ლულა ცხელ და აგრესიულ აირთან მუშაობს, პნევმატიკაში გრილ და ცივ აირთან, შედეგად როგორ წარმოგიდგენია ერთი და იგივე მასალა გამოიყენება ორივესთვის? თუ ეგრე გგონია მაგრა სცდები. და თუ ასე დაჟინებით რაღაცას ამტკიცებ, აგერ შენ კითხვარი პუნქტებად და თუ პასუხის გაცემის სურვილი გექნება პუნქტების მიხედვითვე დადე პასუხი და არა აბსტრაქციული აურზაური, ტანკის ლულებთან და წყალქვეშა ნავებთან შედარებებით:

1) ცეცხლსასროლის ლულაში და პნევმო ლულაში სხვადასხვა დატვირთვებია, როგორც ჭურვის დამძვრელი აირების მხრივ, ასევე თვითონ ჭურვის შემადგენლობიდან, აქედან გამომდინარე ვააბშე რატომ ადარებ ერთ კლასს მეორეს და რატომ ცდილობ ანალოგიის გატარებას? თუნდაც ერთი კითხვა შენთვითონ არ გიჩნდება რომ რაღაც განსხვავებული უნდა იყოს მაგ ორ კლასის ლულებს შორის?

ცეცხლსასროლის ლულა ცხელდება და მაინც მუშაობს (მე არ ვამბობ გავარვარებას და ეგრეთწოდებულ დადნოტის ტესტებს რომ ატარებენ ხოლმე 1000 და 3000 ტყვიის ზედიზედ მიყრით სანამ ტყვია არ გაეჭედება გავარვარებულ ლულაში ან ლულა არ გასკდება), საუბარია გაცხელებაზე ვთქვათ ისეთ დონეზე რომ ხელი დაგწვას მიდებისას...… მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ პნევმო ლულაზე რომლის მასალაც სულ სხვაა და ტყვიასაც რომელსაც ისვრის სულ სხვაა შედეგად ლულას არ მოეთხოვება ისეთი დატვირთვები როგორც ცეცხლსასროლს.

გარდა ამისა პნევმატიკაში სულ რომ ავტომატურ რეჟიმში ისროლო არასდროს ლულა არ გაცხელდება იმიტომ რომ ხახუნმა რომც გაათბოს ლულუა, ტყვიის უკან მომყოლი აირი რომელიც ფართოვდება პირიქით გაციებას იწვევს… მოკლედ თავიდანვე ჩადებულია მასალაში ის მოთხოვნა რაც საჭიროა ვააბშე არანაირად არ შეიძლება სხვა მასალასთან ანალოგიის გატარება

2) თუ მაინც ვსაუბრობთ გაცხელება და გამოდნობაზე და არ თმობ მაგ აზრს, მითხარი შენს გახარებას:
- ტყვია რომ გამოდნეს რა ტემპერატურაა საჭირო? სტანდარტულად 300 გრადუსზე ზემოთაა რამდენადაც ვიცი (არის მიახლოებითი განმარტებები ფერების მიხედვით რა ტემპერატურა რა ფერს შეესაბამება, მაგ გრადუსისთვის სადღაც მუქი ყავისფერია რკინა, ანუ ლითონი ჯერ არ არის გაწითლებული, მაგრამ უკვე კვალი ამჩნევია რომ იწყებს გახურებას), მიუხედავად იმისა რომ შენ ასეთ გათბობას მცირედ დეფორმაციას უწოდებ (რასაც არანაირად არ ვეთანხმები და ჩემს თოფებზე ცხოვრებაში ეგეთ რაღაცას არ გავაკეთებ), გთხოვ ასევე გაითვალისწინო, ტყვია როცა დნება კარგად ედუღება თუ არა იმ ზედაპირს რომელთანაც შეხება აქვს? არასდროს გადაგიდნია ვთვქათ საბჭოთა ლიმონათის, ან ბორჯომის პრობკაში საფანტი? არასდროს არ მიმხმარა ზედ ტყვია? რაფერ აპირებ მაგ მიმდნარის გამოტანას ამიხსენი? ეგ მიდუღებული ნაწიბური რომ იქნება ეგ არაფერია ხომ? ლატუნის ჯაგრისიც ვერ გამოიტანს მაგას...

- ასევე თუ ნახე და მემგონი ძალით არ ნახე მე რომ დავწერე, გამოღებულია მეთქი ტყვიები, კარგად რომ წაგეკითხა ნახავდი რომ ტყვიები ჩოკთან იყო გაჭედილი, ახლა მითხარი ჩოკის გაცხელება 300 და მეტ გრადუსამდე რამდენად ახლოსა ლოგიკასთან, რაც არ უნდა მინიმალური დეფორმაცია იყოს, ჩოკი ერთერთი მნიშვნელოვანი კვანძია და ასე ზერელედ რატომ უდგება ამ საკითხს

- შემდეგი ის ფაქტია რომ ტყვია რომ გამოდნეს და 300-ზე მეტი გრადუსი ლულის შიგნით შეიქმნას საჭიროა გარედან უფრო მეტად გაცხელდეს... თუ დაკვირვებიხარ იმ გარემოებას რომ რკინის გაცხელებისას რკინას თვისება აქვს ფერი იცვალოს... მაგალითად ლურჯ ფერზე? თუ იცი რატომ? პროსტა ტემპერატურის მაჩვენებელია თუ იმიტომ რომ ჟანგვის პროცესი მიდის და ეგ ფერი კაკრაზ ოქსიდის ფენის წარმოქმნის მაჩვენებელია... ახლა მითხარი ოქსიდის ფენა არის თუ არა ხაოიანი? სულ რომც იძახო არ არისო მე განგიმარტავ რომ ოქსიდი ხაოიანია და გადიდებით თუ შეხედავ კაი ზუმფარის ქაღალდივითაა...

- ახლა დავაჯამოთ ყველაფერი ერთად, ესე იგი გავახურეთ ჩოკი, ფერი იცვალა ლულამ, გამოდნა ტყვია და რაღაც ნაწილი მიადნა ოქსიდის ფორებს, შემდეგში ასეთი ლულიდან რომ გავისვრით სულ რომ დეფორმაცია არ ჰქონდეს ლულას, გამოიწვევს თუ არა ჩოკის ადგილზე, ანუ შევიწროვების ადგილზე, ახალ ახალი ტყვიების ანათალის დამატებას, ტყვიების ათლას და შედეგად ტყვიის ფრენის ტრაექტორიის შეცვლას? იმოქმედებს თუ არა ეგ სიზუსტეზე?

3) მიუხედავად იმისა რომ შენსას არ იშლი, შეგიძლია რაიმე ნორმალური რესურსი ან კომპეტენტური წყარო დადო რომელიც ურჩევს ხალხს ლულაში ტყვიის გაჭედვისას, ლულის გაცხელებას და გამოდნობას? თუნდაც ცეცხლსასროლისას, და თან რომ არ ახსენებდნენ იმ გარემოებას რომ ამის მერე უნდა გაითვალისწინოთ რომ ეს ლულა ისეთი აღარ იქნება როგორიც იყოო? ოღონდ შენს გახარებას სკორპიონასნაირი ვინმე ნაგიჟარი არ ნახო.

4) შენთვითონ აღიარე, შენს თოფზე მაგას თუ გააკეთებდი, თან თოფზე რომელიც ელიტ კლასშია და ზუსტი სროლის პრეტენდენტია... დავიჯერო ოდნავ რაიმე ეჭვიც არ გაგიჩნდებოდა? შენს თოფს ეჩალიჩები და არიქა ზუსტი სროლა გინდა და ასეთი ვარვარული მეთოდით მიადგებოდი შენსავე თოოფს? თუ შენსას არ მიადგებოდი სხვას რატომ ურჩევ?

5) რომ არ არსებობდეს რაიმე სხვა ალტერნატივა კიდევ ჯანდაბას, რომ იყო ჩინური თოფი და 10 ლარიანი ლულა ჯანდაბას, ძველი რუსული იჟ-ი რომ იყოს ისევ ჯანდაბას მაგრამ მიუღებელია ნორმალურ თოფზე ეგეთი რამე, ვერ დამაჯერებ რომ ეგ არ გესმის, პროსტა აი გამოხტომა გქონდა, არ დაუკვირდი რას წერდი უცებ რაღაც დააბრეხვე დაუფიქრებლად, ეხლა გიტყდება აღიარება და ყველა სიმართლით თუ ტყუილით ცდილობ დაიცვა ეგ რაღაც იდეა ხან 300 კალიბრით ხან ბარეტით... საიდან? ვინმე მაინც გვაჩვენე რომ ეგრე აკეთებდეს, ვიღაც კუსტარშინა კი არა ოღონდ, არამედ ნორმალური ავტორიტეტული პიროვნება, ან რესურსი....

ვერ იარსებებს ეგეთი წყარო, ხალხი რომელიც იარაღს უფრთხილდება და ამერიკელი რედნეკივით ჟანგიანი ლულიდან ლურსმებს არ ისვრის, ეგეთ რაღაცას თავის თოფზე არ გააკეთებს... გამოუვალ შემთხვევაში ლულის შეცვლას ამჯობინებს ეგეთი ვარვარული მეთოდით ლულის გაფუჭებას

მითუმეტეს არსებობს უმტკივნეულო მეთოდი, ვიდეოც დაიდო ტყვიების გამოღებაზე სანამ შენ დაწერდი ამ გენიალურ აზრს, არაფერი კოსმოსური მანდ არაა, პროსტა ინსტრუმენტარიუმია საჭირო... კი გასაგებია თუ ტყეში ხარ დათვი მოგსდევს, ან შიმშილით კვდები და ეგებ რამენაირად გაისროლო და 1 კურდღელი მაინც მოკლა და ლიჟბი ეხლა გაისროლო და თოფის დედაც ვატირე, შეიძლება ეგ მეთოდიც გამოიყენო მაგრამ რატომ? რატომ აფუჭებ თოფს და რატომ ურჩევ კაცს ეგეთ რაღაცას, მაშინ ის მაინც მიაწერე რომ არსებობს ასეთი ვარვარული მეთოდი და თუ სხვა ვერაფერი შესძელი ესეც გამოგადგებათქო...

კაი ექსპერტივით ზერელეთ 1 სტრიქონში ისეთი რაღაც დაწერე რომ აი ქვას გახეთქავს და აქსიომააო რა... არდა არაა აქსიომა, ჩამოი მაგ კახელი ვირიდან...

ყველაფრის გარდა მაგ ვარვარული მეთოდით რომ გამოიღოს კაცმა ტყვიები ლულიდან საჭიროა რომ ჯერ ლულა მოხსნას თოფს, და ეგეც დავწერე ზედა პოსტებში რომ არ იშლება ეს თოფი ასე იოლად მეთქი, ჩაწეპებულია მეთქი და ვერ დაშლი ეგრე თოფს მეთქი... რა ექნა კაცს შენი რჩების შემთხვევაში პირდაპირ თოფი კონდახიდან ამოეღო და ცეცხლში ეტაკებინა... შეცდი და რამენაირად მიიღე ეგ ფაქტი, არაა აქ არაფერი თავსამართლებელი

აგერ vexam-მაც დაწერა ჩხირები და ტროსები... კი როცა 1-2 და 3 ტყვიაა გაჭედილი, მოსუსტებული ლულააა და არ აქვს ღრმა ხრახნები შეიძლება მაგ მეთოდმაც იმუშაოს, დავწერე ისიც რომ ვიღაცა ჩვენიანმა ადრე დაწერა რომ ყურის საწმენდი ჩხირებით გამოიტანა ტყვია მეთქი (რბილი პლასტმასის ჩხირებით), მაგრამ ხომ უნდა წაიკითხო რა დაწერა ადამიანმა, რა თოფი დაასახელა რა პირობები.... vexam-თანაც მაქვს ხოლმე კამათი, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში დაინახა კაცმა რა დონეზე გაჭედილი იყო ტყვიები და ვერ გამოიტანდა ხის ჩხირებით და რბილი ტროსით, გაჩერდა ადამიანი... მარტო შენ აწვები შენს პირველ ჩვენებას ნებისმიერ ფასად.... კაი რა....

თან მაინც ჯიქურ უკვე დამთავრებულ საქმეზე და გამოღებულ ტყვიებზე ადამიანს სწერ, მიდი მიდი გააცხელე სინჯე ეგ მეთოდი და თუ რამე მე ვარ ატვეჩაიო... უკვე გაწმენდილია ბლინ! რაღაზე გააცხელოს ლულა ადამიანმა თუ იმენნა ჩაფიქრებული გაქვს რომ უნდა გააფუჭოს ადმიანმა ლულა? არ ვიცი რა ასეთი რა გჭირს ხოლმე რა გადაგეფარება ხოლმე გონებაზე და თვალებზე რომ ყველა ვინც შენს აზრს არ იზიარებს სამკვრდო სასიცოცხლო მტერია ხოლმე


>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
okela84
პოსტი Sep 29 2019, 05:44 PM
პოსტი #26


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,866
რეგისტრ.: 9-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,256



ja_ja


რამე ზე სპორტულ თუნდაც უახლოეს მეგობარს თნაც იაეთს რომელსაც პცპ თან შეხება არ ყქონია ბაგაჟნიკში არ ჩაუგდებ და არ გაატან გასართობად. სავარუდოდ მაგ თოფს აქვს გასართობი, საპლინკაო და სანადირო დანიშნულება და მე რაც ვურჩიე ამ დანიშნულებას არაფერი ემუქრებოდა. აქ საქმე იმაშია რომ მე არ ვუქრყოფ იმას რომ ლულაზე ნებისმიერი არამიკრონულ დონეზე მანიპულაციები არაა მიზანშეწონილი, ნუ ამ შემთხვევში ვგულისხმობ ავტორიტეტული მწარმოებლების ლულებს და არა ფეჩის ტრუბებს. თუმცა სხვაობა იმაშია რო შენ ჩემზე მეტ გვერდით ეფექტებს ვარაუდობ. მე ვამბობ რო სანადირო სიზუსტის თოფზე სხვაობა ან არ იქნება ან შეუმჩნეველი იქნება.

დალშე ეხლა ჰაერში კამათს აზრი არ აქვს, ცეცხლსასროლზე ვიცით რო ლულა თუ ცხელდება გაგრილებისას თითქმის მიკრონებში უბრუნდება უწინდებურ გეომეტრიას. ნუ პნევმატიკის ლულის ინგრედინტები რო სხვა იქნება ეგეც ფაქტია, მარა პნევმატიკის ლულის შემთხვევაში ზუსტი ციფრები და ინგრედიენტები არ გიჭირავს, არც ს ვიცით რა ტემპერატურაზე რა სდვიგებია და გაგრილებისას უბრუნდება თუ არა ძველ გეომეტრიას. მე ისიც დავუშვი რომ სიტყვაზე თუ შეიცვალა უმნიშვნელოდ, ბოლოს მაინც ჩოკი დააკოექტირებდა და თოფი გააგრძელბდა ისე სროლას როგორც ისროდა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giga2010
პოსტი Sep 29 2019, 07:50 PM
პოსტი #27


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,619
რეგისტრ.: 23-September 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,202
ქალაქი:თბილისი



ვერაფერი ვერ გავიგე biggrin.gif

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Sep 30 2019, 08:17 AM
პოსტი #28


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



okela84
ციტატა(aleqsandre @ 29th September 2019 - 06:44 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
რამე ზე სპორტულ თუნდაც უახლოეს მეგობარს თნაც იაეთს რომელსაც პცპ თან შეხება არ ყქონია ბაგაჟნიკში არ ჩაუგდებ და არ გაატან გასართობად.

ეს რამე დაშიფრული გზავნილი იყო უცხოპლანეტელებისთვის? lol2.gif

მემგონი იმის თქმა გინდოდა რომ AA510s დიდი ვერაფერი თოფია , ასევე დიდი ვერაფერი მწარმოებელია და პლინკისთვის თუ გამოდგება, ჰა-ჰა სანადიროდო.... ე ბიჯო რომ გაჩერდე და უარეს და უარეს სიტუაციაში არ შეტოპო არ გინდა? იქნებ გადაიკითხო რა თოფია, თან ჩვენთან არა, საერთაშორისო ბაზარზე, რა შედეგებს დებდა Impact-ის გამოჩენამდე, იდგა თუ არა Styer-ის გვერდზე და ასე შემდეგ.... აღარაფერს ვამბობ ფასზე, შესრულების ხარისხზე, და აი იმენნა სუპერ ლამაზ ფორმებზე... შენ თუ არ აღიარებ მაგ თოფს რაიმენაირად ეგ აშკარად შენი აზრია სპეციალურად ამ თემაში შენი იდეის გამართლებისთვის მოგონებული და რატომღაც არ ეთანხმება მსოფლიო მოსაზრებას და შედეგებს... ძალიან კაი შენი პირადი აზრი იყოს, არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, მაგრამ შენს სუბიექტურ აზრს ნუ გაასაღებ მსოფლიო აზრად და მსოფლიო მოსაზრებათ, რადგან მართლა 180 გრადუსით აცდენილი ვექტორი გაქვს...

ენივეი, მე გითხარი პა პუნქტამ ჩამოწერე მეთქი და ისევ აბსტრაქციაში გახვედი, ნესკავ გადაყლაპულ თავს გაქვს შენი საქმე, მიხვდა თევზი რომ ნესკავი არ უნდა გადაეყლაპა და ყველანაირად ჩალიჩობს კუდის ქნევით თავი დაიხსნას, ისე ხარ ახლა შენც...

ვერაფერ მიოგონე, ვერც ვერანაირი წყარო ვერ მოიყვანე და აქეთ ცდილობ ახლა შენადნობის ზუსტი მარკა გამომტყუო? ჯერესერთი მაგას არცერთი მწარმოებელი არ გეტყვის, მაგრამ დამუშავების მხრივ დიდიხანია ცნობილია რომ რუსული მარკირებით сталь 3-ის ირგვლივ ტრიალებს პნევმო ლულები, სხვადასხვა პლიუს მინუსით (ზოგს ტყვია აქვს დამატებული შენადნობში და კარგად ითლება, ზოგს ცინკი, ზოგს სპილენძი და ასე შემდეგ. აქ უჟანგავ ფოლადს არ განვიხილავ რომ მერე ეგ კუდები არ მოაბა smile.gif).

მოკლედ გაჩერდი მაინც ან ცეცლსსასროლის გამოწვის ფაქტები მაინც დადე, პნევმო ლულაზე აღარაფერს ვიძახი


მოკლედ კიდევ რაიმე სისულელე თუ დაიწერება ამ თემას დავხურავ, რადგან პატრონის თხოვნა მოგვარებულია, თოფი მწყობრშია, ნაწილების რჩევა რაც უნდოდა ეგეც დეტალურად არის ნახსენები თავის წყაროებით. დალშე უსასრულო და უშედეგო კამათი ოკელასთან არავის არაფერს არ მოუტანს, ეს კაციც კახური ავიოხაზებით დაფრინავს და ვირიდან ჩამოსვლას არ გეგმავს ოდესღაც უნდა დამთავრდეს ეს უაზრობა, ამიტომაც, რაღაც უაზრო კინკლაობას დავინახავ და თემას დავხურავ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
okela84
პოსტი Sep 30 2019, 10:14 AM
პოსტი #29


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,866
რეგისტრ.: 9-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,256



წესიერ ლაპარაკს როდის ისწავლი, ამწვარი ხარ ისედაც უკვე დიდი ხანია და ნებისმიერი თემა რომელიც არის თუ არა სკამათო და ხარ თუ არა მართალი ბოღმების ამოსანთხევად იყენებ. დააკვირდი ერთი შენს ნაწერს, მერამდენედ გეუბნები რო ადმინობა არ გაძლევს იმის უფლებას რო მასეთი წინადადებით ისაუბრო. თუნდაც იმ შემთხვევაში კი როცა მართალი ხარ კონკრეტულ საკითხში.

ამით ეხლა თემას არ ვახტები. შენ რა ლულის შენადნობი უნდა გამოგტყუო, ეგ ისედაც ვიცი რო ტოპ მწარმოებლებს გასაიდუმლოებული აქვთ ინგრედიენტები და რომც ვიცოდეთ ასე თეორიულად ვერ ცდების გარეე მაინც ვერ დავადგენთ რა ტემპერატურაზე რა თვისესები აქვს ამადაამ სპლავების კომბინაციას. შენ რაც ჩამოწერე პუნქტებად ეგ არის რაღაც უკიდურესი სცენარი. ჩოკი დეფორმაციას მიიღებსო. ლულა შკურკასავით გახდებაო და შიგნიდან გამოუწმენდავი ნაწიბურები დაეტყობაო და კაროჩე 300 გრადუსით დედა უტირე ლულას და გადააგდე.
პუნქტებათ ერდათერთი იმას გავიზიარებ რო შრაუდერიც თუ ვერ მოძვრებოდა ეგ იქნებოდა დაბრკოლება, იმიტომ რომ ლულის სასურველ ტემპერატურამდე მიყვანას რამის გადნობამდე მიიყვანდა შრაუდერს.
აირარმსის კონკრეტულად მაგ მოდელი გაღმერთებას რაც შეეხება გეტყვი რომ ერთი კაი აზრზე მოყვანილი პ15 ყველაფრით ჯობნის. გარდა დამუშავების ხარისხისა.
ჩაბარდა წარსულს ეგ ერთ კილომეტრიანი მუშკტები, ჩემი თოფის ჩათვლით. თან რომც არ იყოს მასე მე რისკის ქვეშ არ ვაყენებინებდი არც თოფის მექანიზმს და არც ლულას.
თუ იტყოდა მფლობელი რო აი ძაან ზე ზუსტი აგრეგატია და 10% თაც რო დაკარგოს სიზუსტე არ მიღირს მასე, აი მაგ შემთხვევაში ვეტყოდი რო არ მგონია მაგრამ თავს მაინც არ დავდებ. სულ ესაა და ეს.
აწი თუ მექნა შესაძლებლობა პრაქტიკულად ჩავატარრებ მაგ ექსპერიმენტს. არ გეგონოს რო დამავიწყდება ან დამეზარება. ჩემი თოფი ისედაც ფანტავს და რო ჩავატარო ექპერიმენტი, უბრალოდ სხვაობის დადგენა გართულდება
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Sep 30 2019, 11:44 AM
პოსტი #30


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ოხ ალეკო ალეკო... აი რა კომენტი დავწერო... აშკარაა უკვე იდიოტიზმში გადადის ეს თემა..

okela84
ციტატა(aleqsandre @ 30th September 2019 - 11:14 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
თუ იტყოდა მფლობელი რო აი ძაან ზე ზუსტი აგრეგატია და 10% თაც რო დაკარგოს სიზუსტე არ მიღირს მასე, აი მაგ შემთხვევაში ვეტყოდი რო არ მგონია მაგრამ თავს მაინც არ დავდებ. სულ ესაა და ეს.


პირველ გვერდზე პირველი პოსტის მესამე აბზაცი
ციტატა
ვარ Air Arms s510 ის ბედნიერი მფლობელი, თუმცა შეძენის დღიდან ძალიან იშვიათად მიწევდა ამ მართლაც ხელოვნების ნიმუშის გამოყენება.


მეტი რა უნდა დაეწერა ადამიანს, ყველა ნამოიკი გქონდა, რა დამოკიდებულება აქვს პატრონს თოფთან, სანამ დაპოსტავდი უკვე დაწერილი იყო ნორმლაური რჩევა, დაწერილი იყო ჩემი კომენტარიც

მიუხედავად იმისა რომ შენ თვლი რომ ჩინური P15 იგივეა და დაჟე უკეთესი, მე უკვე დავწერე რომ შენს სუბიექტურ აზრს ნუ ახვევ ყველას თავს მეთქი, პატრონი რასაც თვლის იმას მიაქციე ყურადღება,

მეორე პოსტში კონკრეტული რჩევის ვიდეო იყო, რა არ მოგეწონა არ ვიცი, მესამე პოსტი უკვე ჩემი იყო სადაც ვახსენე რომ ეგრე იოლად ვერ დაშლიდა ადამიანი მაგ თოფს და ასე შედმეგ...

კაროჩე კაი... ხარ შენს აზრზე და იყავი... არ დაიხიო არაფერში, მე უკვე მომბეზრდა აქ კამათი, თემა გასცდა თავის საზღვერბს. ტოპიკსტარტერის საკითხი მოგვარებულია რჩევა ნაწილებზე დადებულია, და ახლა შენ რამდენად ჯიქურად იჯიუტებ და იხტიბალს არ გაიტეხავ ეგ საინტერესო აღარ არის. რაც გინდა დამაბრალე, საინტერესო არაა, თემა ღიად დევს და ყველა თავის დასკვნებს თვითონ გააკეთტებს

თემა იხურება თავისი შინაარსის ამოწურვის გამო

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

2 გვერდი V  < 1 2
თემა დახურულიაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 01:49 AM
Hosted by Pro-Service