თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ფლეიმი _ მონადირეთა კლასი და ჯგუფი

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 9 2012, 10:01 AM

მოკლედ ამ ფორუმზე ხშირად იჩითება ხოლმე ამა თუ იმ ნადირობის მიმოხილვები... სამწუხაროდ საქართველოში ცოტაა იმ არსებათა რაოდენობა რომელთა მოპოვებაც შეიძლება პნევმატიკით, იქნება ეს კანონის შეზღუდვა თუ ნადირობის სპეციფიკაციებიდან გამომდინარე...

მიუხედავად ამისა ყველა ადამიანი ვართ და ყველაზე მშვიდობის მოყვარე ადამიანშიც კი ძველისძველი მოკვლისა და განადგურების სურვილია ჩამალული სადღაც ღრმად და შიგნით.

ფორუმზე რომ არ იყოს, ყველანაირად ღიად დაგდებული გაუგებარი ინფორმაციები, რომელსაც ყველა არასაჭირო ადამიანი დაინახავს, ამასობაში ერთმანეთში ინფორმაციის გაზიარება გინდათ....

მოკლედ გთავაზობთ ასეთ რაღაცას:

შევქმნი ცალკე განყოფილებას, დახურულს და იქ შეგვეძლება ასეთი სახის მიმოხილვების დაყრა. დახურულ განყოფილებაში მონაწილეებს წვდომას მივცემ პირადად მე, ან სხვა ადმინისტრატორები (ბაზუკა, ილარიონა, გეოჟორჟიკა). იმისათვის რომ არასასურველი ხალხი ავიცილოთ - ყველა დარეგისტრირებულს ამ განყოფილებაში შესვლის უფლება იასნია არ ექნება.

ახლა რომ არ მოხდეს ისე რომ ვიღაც ახალი დარეგისტრირდა და მოიწერა არიქა მეც მინდა მანდ გაწევრიანება შემომიშვითო, ამისათვის ვიღებ გარკვეულ კრეტერიუმებს:

1) დახურულ თემაში წვდომისთვის სტატუსი უნდა შეგეცვალოთ, ნუ ჯგუფს რაღაცას დავარქმევთ, მაგალითად მონადირე (გინდათ გამოგიჩებთ ამ ჯგუფს არსებულის მაგივრად, გინდა რაც გაქვთ ჯგუფი ის დაგრჩებათ და მონადირეთა ჯგუფის წვდომა გექნებათ)

2) მსურველმა უნდა მოიწეროს ერთ-ერთ ადმინისტრატორთან PM-ი რომ სურს ამა და ამ ჯგუფში გადასვლა.

3) მსურველს უნდა ჰქონდეს ფორუმზე მინიმუმ 100 პოსტი დადებული, და არა წყალ-წყალა, ნუ მაგალითად პოსტების რაოდენობის გულისთვის ზოგიერთმა რომ იცის ყველგან რაღაცას პოსტავს და ხანდახან მხოლოდ სიცილაკებს რომ წერს ხოლმე. ასევე გაითვალისწინეთ მართლაც რომ 100 პოსტი ღირებული ჰქონდეს ადამიანს და ამასობაში 1000 ვიღაცის ლანძღვა ან არათემატური გადახვევები, ჩათვალეთ ერთი მეორეს გადაფარავს და ჩავუთვლი რომ ასეთი ადამიანი მისაღები შესაბამის ჯგუფში არ არის.

4) იმავე ადმინისტრატორს უნდა მოწეროს მინიმუმ 2 -მა ფორუმელმა ასე ვთქვათ სარეკომენდაციო PM-ი რომ ისინი თავმდებად გამოდიან და იცნობენ ამ მონაწილეს.

ახალი ჯგუფისა და სტატუსის მოპოვების მაძიებელს, პირადად უნდა იცნობდნენ მინიმუმ 2 ფორუმელი, რომელიც რეკომენდაციას გაუწევენ და თავდებში დადგებიან. რეკომენდატორები და უფლების მაძიებელი უნდა იყვნენ ერთად გასვლებზე ნამყოფი, უნდა იცნობდნენ ერთმანეთს იმ დონეზე რომ იცოდნენ მათი ფართო არეალი. (მოკლედ აზრი აქ იმაზე დაიყვანება რომ როგორც არაერთხელ უკვე ცხვირი მოვიმტვრიეთ, ხან დალევისას ვიღაცამ აურია და ლამის ყველას დედა აგინა, ხან რაღაც ნიტო საქციელი ჩაიდინა და ყველა გააოცა, აი ასეთი უაზრობები რომ იყოს გამორიცხული. თორემ რა აზრი აქვს დახურული თემა შექმნა და შიგნით შეიყვანო ისეთი წევრი რომელიც ან არასტაბილურია, ან რაღაც წინასწარ გამიზნულად არასწორად იქცევა... მოკლედ იმედია გამგები გაიგებს)

5) რეკომენდატორებს თავის მხრივ უნდა იცნობდეს ის ადმინისტრატორი რომელსაც ეს ორი პიროვნება მესამე ახალბედას უწევს რეკომენდაციას. სიტყვა ცნობაში იგულისხმება ის რომ პირადად უნდა იცნობდეს და არა ერთი ორი ნახვით, ან ფორუმზე მიმოწერით. ასევე რეკომენდატორს უნდა გააჩნდეს შესაბამისი წონა იმ ჯგუფის რეკომენდაციის მიმართ რომელზეც უწევს რეკომენდაციას წევრს

6) თუ ფორუმელი რაიმე მიზეზით იქნება ფორუმიდან გაძევებული, ან თავისი ნებით გამოთქვავს სურვის წასვლაზე, ან დიდიხმის მანძილზე ფიზიკურად არც იაქტიურებს და არც გამოჩნდება, მაშინ ასეთი წევრი სტატუსს დაკარგავს და დაბრუნდება ჩვეულებრივ ჯგუფში

7) თავიდან ბევრს გიცნობთ და ვიცი ვინც ხართ, რაც ხართ (არაერთ გასვლაზე ვართ ნამყოფი და არაერთი ღონისძიება ერთად ჩაგვიტარებია) ასე რომ ზოგიერთებს არ დაგჭირდებათ ასეთი რეკომენდაცია უბრალოდ მოიწერეთ ამავე თემაში რომ გსურთ და თანახმა ხართ და უმეტესობა ამ ფორუმზე ვინც ხართ ეგრევე შესაბამის ჯგუფში გაწევრიანდებით

ნუ მგონი საკმაოდ მარტივი პრინციპია, მისაღებიც უნდა იყოს... ველი თქვენს კომენტარებს და დადებითი კომენტარების შემთხვევაში განყოფილებასაც შევქმნი უცებ და ძველ თემებსაც იქეთ მოვისვრი რომ კურიოზები ავიცილოთ თავიდან, პლიუს ძველ დამალულ და ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ნადირობის თემებსაც გამოგიჩენთ იმ ახალ განყოფილებაში.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Sep 9 2012, 11:58 AM

ფოხი მგონი კაი აზრია ჯაჯას მიერ შემოთავაზებული განყოფილების გაკეთება, საფრთხეს თავიდან აგვაცილებს, ჰაა რას იტყვით? smile.gif

მე მინდა გაწევრიანება მანდ smile.gif გამიწიეთ რეკომენდაცია biggrin.gif

პოსტის ავტორი: sekurifa Sep 9 2012, 12:28 PM

კი კარგი აზრია ნამდვილად. ეგეთი რამ ყველგან არის (ქართულ ფორუმებზე არვიცი) და უკვე დროა მგონი აქაც იყოს. მე თანახმა ვარ გაიხსნას ეგეთი განყოფილება და თავისთავად გაწევრიანების სურვილიც მაქვს smile.gif

პოსტის ავტორი: nikola_migina Sep 9 2012, 12:40 PM

ძალიან კარგი აზრია და დიდი სურვილი მაქვს გაწევრიანების smile.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Sep 9 2012, 12:40 PM

ციტატა(nikola_migina @ Sep 9 2012, 01:40 PM) *
ძალიან კარგი აზრია და დიდი სურვილი მაქვს გაწევრიანების smile.gif

შენ პატარა ხარ ჯერ biggrin.gif რეკომენდაციას არ გაგიწვ იცოდე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 9 2012, 01:24 PM

sekurifa
შენ ქე გიცნობ და უკვე ჩამატებული ხარ შესაბამის ჯგუფში, ფორუმზე არის, ახალი განყოფილება გახსნილი სახელად სულებზე მონადირეები... წესით უნდა ჩანდეს შენთან და უნდა შეგეძლოს შიგნით შესვლა... დანარჩენები მხოლოდ განყოფილებას ხედავენ, მაგრამ შიგნით ვერ შევლენ smile.gif

ნაწილი ტემები უკვე გადავყარე და კიდევ ვათვალიერებ რა შეიძლება იყოს მანდ გადატანილი


ხ.მ.ე.ლ.ო
nikola_migina
ბიჭებო თქვეთან ბოდიში, მაგრამ პირადად ერთმანეთს არ ვიცნობთ, ან ვინმე ისეთისგან მინდა ერკომენდაცია ვისთანაც მქონია რეალში ურთიერთობა, ან უნდა დაეკონტაქტოდ იმ ადმინს რომელთანაც გქონიათ პირადი ურთიერთობა ლაივში მგონი ხ.მ.ე.ლ.ო-ს ilariona იცნობს...

პოსტის ავტორი: gregory Sep 9 2012, 01:33 PM

ციტატა(ja_ja @ 9th September 2012 - 02:24 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
nikola_migina

ორივეს ვიცნბ პირადად თუკი მათ ეს გამოადგებათ...

პოსტის ავტორი: nikola_migina Sep 9 2012, 01:43 PM

ციტატა(ja_ja @ 9th September 2012 - 02:24 PM) *
ადმინს რომელთანაც გქონიათ პირადი ურთიერთობა ლაივში

გიორგის ვიცნობ კარგად... smile.gif ჯეოჯორჯიკას smile.gif ბევრს ვიცნობ ამ ფორუმიდან smile.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Sep 9 2012, 02:09 PM

ციტატა(ja_ja @ Sep 9 2012, 02:24 PM) *
sekurifa
შენ ქე გიცნობ და უკვე ჩამატებული ხარ შესაბამის ჯგუფში, ფორუმზე არის, ახალი განყოფილება გახსნილი სახელად სულებზე მონადირეები... წესით უნდა ჩანდეს შენთან და უნდა შეგეძლოს შიგნით შესვლა... დანარჩენები მხოლოდ განყოფილებას ხედავენ, მაგრამ შიგნით ვერ შევლენ smile.gif

ნაწილი ტემები უკვე გადავყარე და კიდევ ვათვალიერებ რა შეიძლება იყოს მანდ გადატანილი


ხ.მ.ე.ლ.ო
nikola_migina
ბიჭებო თქვეთან ბოდიში, მაგრამ პირადად ერთმანეთს არ ვიცნობთ, ან ვინმე ისეთისგან მინდა ერკომენდაცია ვისთანაც მქონია რეალში ურთიერთობა, ან უნდა დაეკონტაქტოდ იმ ადმინს რომელთანაც გქონიათ პირადი ურთიერთობა ლაივში მგონი ხ.მ.ე.ლ.ო-ს ilariona იცნობს...

ილარიონა არ მიცნობს smile.gif სოხას ვარ შეხვედრილი ერთხელ და ნიკოლას, სეკურიფას და გრეგორს ბევრჯერ smile.gif

ნუ რას ვიზავთ, აი ფტ-შეჯიბრი რო გაიმართება, თუ შევძელი მონაწილეობა მაშინ ხო გავიცნობთ ერთმანეთს და ეგ იქნება რა smile.gif

პოსტის ავტორი: gela Sep 9 2012, 02:53 PM

მეც ჩამსვით თუ ვიმსახურებ ბიძიებო : )) მალე ახალ ფიშტოს შემოვაგდებ და ღირსეულად ჩავეწერები მონადირეთა სიაში 30.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 9 2012, 03:03 PM

nikola_migina
ხ.მ.ე.ლ.ო
ამდენ აქ წერას წესები არ ჩამოვწერე? თუ ნაცნობობის კლუბი გავხსნათ smile.gif

gela
ჩაგამატე smile.gif

პოსტის ავტორი: sekurifa Sep 9 2012, 05:34 PM

ციტატა(ja_ja @ 9th September 2012 - 02:24 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
nikola_migina

ამ ორ კისტისთოფიანებს მეც კარგად ვიცნობ ორივეს smile.gif ორივესთან მქონდა თავიანთი თოფების ტექნიკურ საკითხებთან შეხება და ასევე ორივესთან ერთობლივი გასვლითი ღონისძიებები თბილისის ზღვაზე და დიღმის ტბებზე smile.gif რაც შეეხება მათ დახასიათებას: ერთს უყვარს ბევრი სროლა smile.gif მეორე კი მისი თოფის სიძლიერით არასდროს არაა კმაყოფილი smile.gif მწვავე ბრაკონიერული გადახრები არცეთს არ ახასიათებს smile.gif smile.gif smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Sep 9 2012, 05:40 PM

ციტატა(sekurifa @ Sep 9 2012, 06:34 PM) *
ამ ორ კისტისთოფიანებს მეც კარგად ვიცნობ ორივეს smile.gif ორივესთან მქონდა თავიანთი თოფების ტექნიკურ საკითხებთან შეხება და ასევე ორივესთან ერთობლივი გასვლითი ღონისძიებები თბილისის ზღვაზე და დიღმის ტბებზე smile.gif რაც შეეხება მათ დახასიათებას: ერთს უყვარს ბევრი სროლა smile.gif მეორე კი მისი თოფის სიძლიერით არასდროს არაა კმაყოფილი smile.gif მწვავე ბრაკონიერული გადახრები არცეთს არ ახასიათებს smile.gif smile.gif smile.gif smile.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif კარგად დამახასიათე, მაგრად ვიცინე biggrin.gif

ხო რავიცი 2 ფორუმელი მეგობრისგან ჯაჯამ უკვე შეიტყო სურვილი იმისა რომ დაგვამატონ მაგ ჯგუფში smile.gif

პოსტის ავტორი: Archery Sep 9 2012, 06:22 PM

მივესალმები,მშვენიერი იდეაა მართლაც არ არის საჭირო ვისაც მოუნდება შემობარბაცდეს და ათვალიეროს ყველაფერი...მე არავის ვიცნობ ამ ფორუმიდან პირადად სამწუხაროდ, ამიტომ არ ვითხოვ გაწევრიანებას , წესები წესებია smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 9 2012, 06:29 PM

sekurifa
ეგ იასნია, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე PM-ში, შესაბამისი მიმდევრობით, ანუ გამოაგზავნოს მსურველმა მოთხოვნა და მერე შენ მიაყოლე დახასიათება, მოაყოლებს მეორეც და ნიხტ პრობლემო smile.gif ასე ამ თემაშI სად ვის ვსდიო smile.gif

პლიუს მსურველებისადმი მაქვს ასეთი თხოვნა ჯერ შეუთანხმდით ასევთქვათ რეკომენდაციის გამომგზავნეს, მერე უცებ გამოაგზავნეთ მოთხოვნა და რეკომენდატორებმაც რომ დაგაწიოთ დახასიათება, ისე ნუ იზამთ რომ ჯერ ერთმა დაგახასიათოთ და მერე 2-3 კვირის მერე მეორემ, ეგრე ვერავის ვერ გაგიოხსენებთ და არანაირი PM-ი არ მეყოფა მოცულობის მხრივ smile.gif

პოსტის ავტორი: foxi Sep 9 2012, 06:31 PM

ჩემთან არაფერი ჩანს ახალი თემა და რეკომენდაციებს ვინმე გამიწევს თუ დავრეკო სადაც საჭიროა? bomb_phone.gif 13.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 9 2012, 06:44 PM

foxi
შენ ჩამატებული ხარ

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 9 2012, 09:03 PM

მივესალმები იდეას , მზად ვარ გემსახუროთ

პოსტის ავტორი: Saint Dave Sep 9 2012, 09:39 PM

ერთადერთი რასაც ვაპროტესტებ 100 პოსტის შემდეგ გაწევრიანებაა smile.gif))) თუ ვინმეზე ახალი ვარ არ ნიშნავს იმას რომ ვინმეზე ნაკლებად მაინტერესებს ეგ თემა ან ვინმეზე ნაკლებად მაგელვებს აირგანერების ბედი smile.gif)) ასე რომ თუ შეიძლება მიბოძეთ თემის კონკრეტული თემის ნახვის უფლება... გულითადი თხოვნით დავით ვაჭრიძე smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 10 2012, 12:57 AM

Saint Dave

ციტატა(Saint Dave @ 9th September 2012 - 09:39 PM) *
ერთადერთი რასაც ვაპროტესტებ 100 პოსტის შემდეგ გაწევრიანებაა ))) თუ ვინმეზე ახალი ვარ არ ნიშნავს იმას რომ ვინმეზე ნაკლებად მაინტერესებს ეგ თემა

შენ ვერ გაიგე მთავარი აზრი, დახურულის ნახვა ყველას უნდა, ადამიანის გუნებაა ეგეთი, ავტობუსში ტიტველი ქალი რომ ამოვიდე, ერთს გადახედავ და ნუ დიდი არაფერი რა, რა აქვს ისეთი რაც არ გინახავს, მაგრამ აი ნახევრად გამჭირვალე კაბა რომ ეცვას და ტრუსიკის ნაკუჭი ჩანდეს თვალებით დაღრღნი smile.gif

მოკლედ საქმე იმაში კი არაა რომ გაინტერესებს და რატომ არ გიშვებთ... - არ გიშვებთ იმიტომ რომ ჯერ არავინ გიცნობს და ვაი და აღმოჩნდე ის, ვისგანაც დასაცველადაც იქმნება ეგ განყოფილება?!

პოსტის ავტორი: Saint Dave Sep 10 2012, 01:27 AM

ციტატა(ja_ja @ 10th September 2012 - 01:57 AM) *
შენ ვერ გაიგე მთავარი აზრი, დახურულის ნახვა ყველას უნდა, ადამიანის გუნებაა ეგეთი, ავტობუსში ტიტქელი ქალი რომ ამოვიდე, ერთს გადახედავ და ნუ დიდი არაფერი რა, რა აქვს ისეთი რაც არ გინახავს, მაგრამ აი ნასევრადგამჭირვალე კაბა რომ ეცვას და ტრუსიკის ნაკუჭი ჩანდეს თვალებით დაღრღნი

მოდი შენ ნუ მეტყვი დაზუსტებით მე რა შემთხვევაში რას ვიზამ მარა სხვა დანარჩენში გეთანხმები და 100 % იანი ხარ smile.gif უფრო ახლოს რომ გავიცნობთ ერთმანეთს "დაღრნი" და "შემოგეიმასქნება" მერე იყოს smile.gif ცუდად არ გამიგო ჯაჯა ....

პოსტის ავტორი: ilariona Sep 10 2012, 09:01 AM

Saint Dave
100 პოსტის თემა არაა პრობლემა, თუ ვინმე გაგიწევს რეკომენდაციას მეორევე პოსტზე შესაძლოა გაწევრიანდე.

ეს 100 პოსტი იმისთვისაა, რომ ამ დაპოსტილებიდან რამე აზრი მაინც გამოვიტანოთ ახალ წევრზე.

მგალითად,

ციტატა(ja_ja @ 10th September 2012 - 01:57 AM) *
guidanacho

44 პოსტი აქვს და მე გაძლევთ გარანტიას, რომ ეგ კაცი დახურულს ვერასდროს ვერ წაიკითხავს.

მომწეროს პმ-ში თავის ნომერი და დეტალურად ავუხსნი თუ რატომ ვიძახი ამას.

დანარჩენი კი:

თემა ძალიან მომწონს, ვეთანხმები და კიდევ ახალი კარგი იდეებიც გამიჩნდა.

ამ დღეებში თუ მოცლილი დავჯდები კომპიუტერთან, აუცილებლად დავწერ ჩემს სრულ აზრს.


პოსტის ავტორი: Saint Dave Sep 10 2012, 09:07 AM

ციტატა(ilariona @ 10th September 2012 - 10:01 AM) *
100 პოსტის თემა არაა პრობლემა, თუ ვინმე გაგიწევს რეკომენდაციას მეორევე პოსტზე შესაძლოა გაწევრიანდე.

კაკრას ეხლა სეკურიფა მოდის ჩემათან გორში, სანადიროდ ვაპირებთ გასვლას და იმედია ერთ კარგ რეკომენდაციას მომცემს დგევანდელი შეხვედრის შემდეგ biggrin.gif

პოსტის ავტორი: doctor Sep 10 2012, 09:33 AM

სიამოვნებით შევუერთდები ჯგუფს მაგრამ არამგონია რეკომენდატორი ვნახო, თუმცა ჯაჯა ნანახი მყავს.
რაც შეეხება ნადირობის და პნევმატიკის სიყვარულს გურიის ტრამალის გარდა არავის არ ვანდობ smile.gif

პოსტის ავტორი: iorama Sep 11 2012, 06:40 PM

ja_ja
ჩამაკვეხე ძამა საცხა smile.gif

პოსტის ავტორი: iorama Sep 11 2012, 06:47 PM

Saint Dave
doctor
ნუ გვიწყენთ კაცებო და ეს გამოიწვია გარკვეულმა გამოცდილებამ გასვლების დროს. დარწმუნებული ვარ ხუთიანზე იცით საქმე და თქვენც ოქროს ხალხი ხართ, რასაც ჩვენ გულითადად მივესალმებით.

ისე ერთი მოიცალონ ბიჭებმა ყველამ და აუცილებლად დავგეგმოთ გასვლა ახალი მეგობრების პირადად გასაცნობად.
smile.gif smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: Saint Dave Sep 11 2012, 06:55 PM

ციტატა(iorama @ 11th September 2012 - 07:47 PM) *
ისე ერთი მოიცალონ ბიჭებმა ყველამ და აუცილებლად დავგეგმოთ გასვლა ახალი მეგობრების პირადად გასაცნობად.

მართალია იარაღი არ მაქვს ჯერ, მაგრამ დიდი სიამოვნებით წამოვალ smile.gif

პოსტის ავტორი: NASA Sep 11 2012, 11:25 PM

მეც ძალიან გამიხარდებოდა თუ ამ ჯგუფში გამაწევრიანებდით, პირადად ვიცნობ სეკურიფას და იმედია მომცემს რეკომენდაციას. ნუ ამაზე მას მივწერ PM-ში.

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 11 2012, 11:29 PM

NASA

ციტატა(NASA @ 12th September 2012 - 12:25 AM) *
პირადად ვიცნობ სეკურიფას

მეორე?... 2 კაცია საჭირო

პოსტის ავტორი: soxa Sep 12 2012, 12:02 AM

მე კაკოს ვთხოვ გამიწიოს რეკომენდაცია, 24.gif მეორეს მერე მოვნახავ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ilariona Sep 12 2012, 12:18 AM

ყველას:

სეკურიფას თავად სჭირდება რეკომენდატორი! ძალიან საინტერესო რეპორტები აქვს, ძალიან კარგი პიროვნებაც ჩანს, მაგრამ არცეთ ჩემპიონატზე ნამყოფი არაა, არცერთ მინი გასვლაზე ნამყოფი არაა.

20 კაცი მაინც ვართ ვინც რეგულარულად ვხვდებით ერთმანეთს და სერიოზულ გასვლებსაც ვაწყობთ, ახლებმა კი პატარა აქტიურობა მაინც უნდა გამოიჩინოთ გასვლებზე, რომ რეკომენდაცია არ დაგჭირდეთ.

ახლა მე რა რეკომენდაცია უნდა მივცე დავილს? ან კაკოს? ან იორამას? იქეთ შეუძლიათ რეკომენდაცია მომცენ biggrin.gif

ადმინი რა შუაშია? ან მოდერატორი? აქ მთავარია ვიცნობდეთ ერთმანეთს.

არასრულწლოვნებზე რეკომენდაცია კი არა და ქრთამიც ვერ უშველის biggrin.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 12 2012, 12:34 AM

ilariona

ციტატა
არასრულწლოვნებზე რეკომენდაცია კი არა და ქრთამიც ვერ უშველის


უყურე ეხლა ამას , ბიჭოოოო როცა საქმე ფულით არ კეთდება , ბევრი ფულით უნდა გააკეთოვოოო biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: NASA Sep 12 2012, 06:06 AM

ilariona

ციტატა
20 კაცი მაინც ვართ ვინც რეგულარულად ვხვდებით ერთმანეთს და სერიოზულ გასვლებსაც ვაწყობთ, ახლებმა კი პატარა აქტიურობა მაინც უნდა გამოიჩინოთ გასვლებზე, რომ რეკომენდაცია არ დაგჭირდეთ.
ადმინი რა შუაშია? ან მოდერატორი? აქ მთავარია ვიცნობდეთ ერთმანეთს.


მართალი ხარ ძმაო, პრინციპში მე კი მაქვს სურვილი გაწევრიანების, მაგრამ ამისთვის არაფერი არ გამიკეთებია რეალური.
პირადი ურთიერთობა ყოველთვის მთავარია. ერთმანეთს, რომ გავიცნობთ იმედია მერე აღარ მეტყვით უარს. wink.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 12 2012, 09:10 AM

soxa
იიი ჩაქრი შენაა smile.gif ჰო კაკოიემ თუ თქვა უარი იცოდე არ შემოგიშვებ smile.gif


ilariona
ნუ სეკურიფა მე მყავს ნანახი შევხვედრილვართ რაცხა რუცხაებზე ასე რომ მაგ კაცს რეკომენდატორი არ სჭირდება და წინა გვერდზე უკვე მიწერია რომ მაგ ჯგუფში უკვე შეყვანილია!


მე პროსტა ვერ ვიხსენებ ყველას ვისთანაც ერთად გასვლები გვქონია ხოლმე, აი მაგალიტად სოხა ახლა გამახსენდა smile.gif არა და გასვლებზეც 1000-ჯერ ვართ ერთად ნამყოფი, ერთად გვინადირია, გვიჭამია დაგვილევია და რავიცი დაჟე ბუნებაში გერმანული თოფებიც შეგვიკეთებია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

აი ეგეთი ხალხი მყავს გამორჩენილი ....

პოსტის ავტორი: dawiti Sep 12 2012, 10:10 AM

ja_ja რეკომენდაციას არ გამიწევ? smile.gif

პოსტის ავტორი: norica_dragon Sep 12 2012, 03:19 PM

არსებობს უკვე ესეთი დამალული თემა?? შემიშვით რა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 12 2012, 05:06 PM

norica_dragon
ზარაზა!

შენ ისედაც გაქვს მაგის უფლება smile.gif

დააკვირდი, განფილებას პნევმატური იარაღის გამოყენება -> სულებზე მონადირეები

და ვაბშე შენ მგონი ისედაც გქონდა ყველა ეგ თემა ნანახი და წაკითხული smile.gif

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Sep 13 2012, 06:29 AM

mivesalmebi ideas da didi survili maq gawevrianebis, pm shi mowera tu aucilebelia ja_j mogwer

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 13 2012, 09:57 AM

ReMiNgToN
შენგან მოწერა არ მინდა, შენ ქე გიცნობ ვინც ხარ და რაც ხარ smile.gif ეგრევე გადაგიყვან 1-2 წუთში შესაბამის ჯგუფში, უბრალოდ ყველა ვერ გავიხსენე ვინც გადასაყვანი იყო შესაბამის ჯგუფშI და გამომრჩი smile.gif

პოსტის ავტორი: norica_dragon Sep 13 2012, 03:00 PM

ციტატა(ja_ja @ Sep 12 2012, 06:06 PM) *
norica_dragon
ზარაზა!

შენ ისედაც გაქვს მაგის უფლება smile.gif

დააკვირდი, განფილებას პნევმატური იარაღის გამოყენება -> სულებზე მონადირეები

და ვაბშე შენ მგონი ისედაც გქონდა ყველა ეგ თემა ნანახი და წაკითხული smile.gif


ვნახო ერთი, კი ვიცი რომ მაქვს ულებებლი მარა გამოყენება არ ვიცი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 13 2012, 07:33 PM

norica_dragon
რა უნდა ნახო...

ვინც შესაბამის კატეგორიაშია უპრობემოდ შედის და გამოდის შესაბამისი განყოფილებიდან.

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 13 2012, 09:35 PM

geojorjika

ციტატა(giorgi @ 13th September 2012 - 10:19 PM) *
დროა დაიგეგმოს ერთი ისეთი გასვლა სადაც ყველა ახალი წამოვა და გავიცნობთ ვინ ვინ არის

დაგეგმვა ერთია და წამომსვლელები მეორე... არ არსებობს ეგეთი უნმივერსალური სიტაცია, ვიღაცას არ ეცლება, ვიღაც სხვა მიზეზით ვერ წამოვა... შეუძლებელია ყველა უცებ ერთ დღეს იყოს, ტავისუფალი და სხვა საქმე არ ჰქონდეს...

ნუ იდეა კაია აი რეალიზაცია გაჭირდება...

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 13 2012, 09:37 PM

სანამ კდიევ უფრო აცივებულა თორემ არ წამომსვლელების სია მერე ნახე შენ

პოსტის ავტორი: nikola_migina Sep 13 2012, 10:09 PM

მეც წამოვალ თუ რამეს დაგეგმავთ smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 15 2012, 10:51 PM

guidanacho
შენი პოსტები ამოშლილია (და სხვა მომხმარებლების თანმხლები პოსტები), წესები გადაიკითხე პუნქტი 7.5 (ადმინთან და მოდერატორთან კაჩაობა და კამათი არ მოსულა).

შენი ექაუნთი დაბლოკილია.

პოსტის ავტორი: temo-777 Jan 12 2016, 10:01 AM

ზოგადად ფორუმიდან ასე თუ ისე გცნობთ ყველას,მაგრამ პირადად მგონი არავინ მინახია,თუ შემთხვევითი ნაცნობი არ აღმოჩნდა sad.gif
არადა უცხო ხილის გასინჯვა მინდა sad.gif

პოსტის ავტორი: Multi-Tool Jan 12 2016, 10:44 AM

temo-777
ბოლოში რაღაცა ისე სტრანნად მიახუჭუჭე, რომ ....
მაგნაერები არა ვართ biggrin.gif

პოსტის ავტორი: temo-777 Jan 12 2016, 11:12 AM

Multi-Tool

ციტატა(gabrichidzegocha @ 12th January 2016 - 11:44 AM) *
მაგნაერები არა ვართ

ვერ მივხვდი? რა არის სტრანნი?
ის ვიგულისხმე უცხო ხილში რომ როდესაც რამესთან წვდომა არ გაქვს,ის გაინტერესებს ყველაზე მეტად smile.gif (ანუ სულზე მონადირეების თემას ვგულისხმობ)

პოსტის ავტორი: mister_io Jan 28 2016, 12:15 AM

ja_ja
ბატონო ჯაჯა ძალიან დამაინტერესა ამ თემამ, მაგრამ სამწუხაროდ პირადად არცერთ ფორუმელს არვიცნობ იმის გამო რომ ქუთაისიდან ვარ და გასვლებზე ვერვახერხებ წამოსვლას, წლებია აქვარ და პოსტებსაც დიდი გულისყურით ვკითხულობ, იქნებ შემომთავაზოთ რაიმე სხვა ალტერნატივა შესაბამის ჯგუფში როგორ მოვხვდე რეკომენდატორების გარეშე sad.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services