თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა _ Benjamin Nitros-ს მფლობელებო

პოსტის ავტორი: kaka8079 Apr 17 2010, 10:14 PM

ვისაც ნიტროს სისტემის თოფები გვაქ და გვაინტერესებს ინფო მაგათ შესახებ გაუზიაროთ ერთმანეთს ამ თემაში.

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 17 2010, 11:26 PM

kaka8079
პირველ რიგშI სურათები მაინც დაყარეთ თქვენი ფიშტოების smile.gif ჯერ ამით დაიწყეთ smile.gif

პოსტის ავტორი: kaka8079 Apr 17 2010, 11:34 PM

დავყრით გენაცვალე ხვალ სურათებსაც და ვეცდებით ნადავლის სურათებიც მივამატოთ,ახლები ვართ და შეგვინდენ შეცდომები


პოსტის ავტორი: vinsent Apr 22 2010, 10:07 PM

გაუმარჯოს, მე ჯერ არ ჩამომსვლია მაგრამ გრიგოლის დახმარებით 3 კვირაში მექნება ასე რომ მეც მალე გავხდები Benjamin Nitro BT1500WNP-ს მფლობელი, ერთი კითხვა მაქვს, მძიმე ტყვიებს სად ვიშოვი და რომელი ტყვიები მოუხდება?

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 22 2010, 10:14 PM

ციტატა(kaka8079 @ Apr 18 2010, 12:34 AM) *
დავყრით გენაცვალე ხვალ სურათებსაც და ვეცდებით ნადავლის სურათებიც მივამატოთ,ახლები ვართ და შეგვინდენ შეცდომები


კაცო ეს ხვალე აღარ მოვიდა? smile.gif

პოსტის ავტორი: foxi Apr 22 2010, 10:18 PM

biggrin.gif

პოსტის ავტორი: vinsent Apr 22 2010, 10:18 PM

იმედია მალე მოვა ხვალინდელი დღე smile.gif

პოსტის ავტორი: kaka8079 Apr 22 2010, 10:20 PM

ოოოო კაი ფიშტო კი დაგითრევია.გრიგოლის დაუკვეთე თუ რომ ჩამოიტანს უბრალოდ მიხვალ და შეიძენ?ნუ ტყვიებს რაც შეეხება იმავე გრიგოლის აქვს ეგ მძიმე ტყვიები მე ვხმარობ და კმაყოფილი ვარ ultra magnum და benjamin holou point მხოლოდ ეს ორი ტყვია მაქ ჯერ გამოცდილი და კმაყოფილი ვარ.სხვებიც არის რა თქმა უნდა მაგრამ დანარჩენუ უკვე უნდა შეუკვეთო ინტერნეტით.

პოსტის ავტორი: kaka8079 Apr 22 2010, 10:22 PM

ხვალეც მოვიდა და ზეგინდელი დღეც გავიდა უკვე ფოტო აპარატს დაერხა და მობილის სურათები კიდევ დიდი არაფერია ყველას მოგეხსენებათ მოვახერხებთ რამეს ამ დღეებში))))))))

პოსტის ავტორი: vinsent Apr 22 2010, 10:34 PM

გრიგოლს დავუკვეთე და 3 კვირაში ჩამომიტანს.

პოსტის ავტორი: vinsent Apr 22 2010, 10:36 PM

kaka8079 რომელი მოდელი გაქვს ნაყიდი

პოსტის ავტორი: vinsent Apr 22 2010, 10:38 PM

kaka8079 და ყველაზე მძიმე ტყვია რაც გისვრია შენი ნიტროთ რა წონისაა და რა მანძილზე მიაქვს ზუსტად?

პოსტის ავტორი: kaka8079 Apr 22 2010, 10:41 PM

მე მაქ els177dc ეგ მგონი პირველი მოდელია რაც კროსმანმა გამოუშვა ამერიკაში დამზადებული შენ კი რომელიც ახლა ჩამოგდის ჩემსაზე ბევრად ძლიერია.შენნაირი აქვს ჩემს მეგობარს მაგრამ უკვე უკეთესი უნდა და ალბათ მაგას გავაყიდინებ.რამდენად გაძლევს გრიგოლი თუ საიდუმლო არაააა?

პოსტის ავტორი: vinsent Apr 22 2010, 10:47 PM

770 ლარად

პოსტის ავტორი: vinsent Apr 22 2010, 10:48 PM

უკეთესი რომელი მოდელი უნდა?

პოსტის ავტორი: vinsent Apr 22 2010, 10:49 PM

ამ მოდელს რას უჩივის?

პოსტის ავტორი: kaka8079 Apr 22 2010, 10:49 PM

მშვენიერი ფასია მშვიდობაში მოგახმაროს ღმერთმა კიდევ ერთI ნიტროიანი კაცი გვეყოლება

პოსტის ავტორი: vinsent Apr 22 2010, 10:50 PM

გმადლობთ

პოსტის ავტორი: kaka8079 Apr 22 2010, 10:51 PM

თუ ფული არა გაქ გადახდილი და თU გრიგოლის არ ეწყინება მე შემიძლია ეგ ფიშტო 700 დგათრევინო ხვალვე.ჰა რას იტყვი?

პოსტის ავტორი: vinsent Apr 22 2010, 10:57 PM

მადლობთ მაგრამ გრიგოლს ნახევარზე მეტი ფული წინსწარ უკვე მივეცი

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 22 2010, 10:58 PM

ციტატა(kaka8079 @ Apr 22 2010, 11:51 PM) *
თუ ფული არა გაქ გადახდილი და თU გრიგოლის არ ეწყინება მე შემიძლია ეგ ფიშტო 700 დგათრევინო ხვალვე.ჰა რას იტყვი?


ჭკუის სწავლებად ნუ მიიღებთ მარა ასეთი ტიპის პოსტებისათვის PM-ი არსებობს

პოსტის ავტორი: vinsent Apr 22 2010, 10:59 PM

ისე ნიტროებში რომელი ჯობია Remington nitro თუ Benjamin Nitro

პოსტის ავტორი: vinsent Apr 22 2010, 11:01 PM

სამწუხაროდ არ ვიცი საერტოდ ფორუმზე მოძრაობა და PM

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 23 2010, 07:24 AM

vinsent

ციტატა(vinsent @ 23rd April 2010 - 12:01 AM) *
სამწუხაროდ არ ვიცი საერტოდ ფორუმზე მოძრაობა და PM

არა ეგ შენ არ გეხებოდა kaka8079-ს უნდა მოემართა შენთან ფასით და შეძენის შემოთავაზებით PM-ში.

kaka8079
მთლად კორექტული არაა ერთმანეთს ჩავუჭრათ ხოლმე პავაროტებში. გრიშაც ფორუმელია და ნამდვილად მისაღებ ფასში ყიდის იარაღს (თან არ დაგავიწყდეს ჩვენგან განსხვავებით მაგ კაცს კომერციული ორგანიზაცია აქვს როემლმაც მოგება უნდა დაუტოვოს, მადლობისთვის ხომ არ იმუშავებს....), თუ უკეთესი შეთავაზება გაქვს PM-ი ან ყიდვა გაყიდვაში დააგდე განცხადება, ასევთქვათ კლიეტის ახევა ცოტა არ იყოს არაკორექტულია, პლიუს ახლა შეიძლება vinsent-ს გული დასწყდეს და ხინჯად რაღაც ჩარჩეს რომ 70 ლარით მეტს იხდის....

ნუ მესმის გასაყიდი უნდა გაიყიდოს, მარა... smile.gif ნუ აქ არც ომია და არც სიყვარული რომ წესების დაცვის გარეშე იყოს მისაღები მოქმედება biggrin.gif

პოსტის ავტორი: iorama Apr 23 2010, 07:45 AM

vinsent

კარგი არჩევანი გააკეთე თუ სანადიროდ გინდა. მე გირჩევდი JSB exact დაითრიო მძიმეები,მაგრამ აბა ვნახოთ შენი ლულა იქნებ უკეთესად ისვრის სხვა ტყვიებს.

შესაძლებლობები მაგ თოფს ძალიან დიდი აქვს.მთავარია დაამუღამო. ისე რამდენი წლის ხარ? გადასატენად კასკა ხომ არ დაგჭირდება? wink.gif (არ გეწყინოს ნაღდად გეხუმრე)

პოსტის ავტორი: vinsent Apr 23 2010, 08:18 AM

ციტატა(ja_ja @ 23rd April 2010 - 08:24 AM) *
პლიუს ახლა შეიძლება vinsent-ს გული დასწყდეს და ხინჯად რაღაც ჩარჩეს რომ 70 ლარით მეტს იხდის....

აბსოლიტურად არ ჩამრჩება ხინჯად 70 ლარი ამინდს არა ქმნის, მე მაინც ახლის ყიდვა მირჩევნია

პოსტის ავტორი: kaka8079 Apr 23 2010, 08:49 AM

მე ისიც კი ავღნიშნე აქ მგონი რომ თუ გრილოლის არ ეწყინება მეთქი ასე და ასე თქო.ჯაჯა მარტალი ხარ ეგეთი რაგაცეები თუ კეთდება PM უნდა დაიწეროს შემოგევლე მივწერე მაგრამ პასუხი რომ არ ჩანდა მერე საჯაროდ დავწერე.

პოსტის ავტორი: vinsent Apr 23 2010, 08:53 AM

ციტატა(iorama @ 23rd April 2010 - 08:45 AM) *
ისე რამდენი წლის ხარ?

საკმაოდ დიდი ვარ ასე რომ გადატენვის პრობლემა არა მაქვს biggrin.gif

პოსტის ავტორი: iorama Apr 23 2010, 09:33 AM

ციტატა(vinsent @ Apr 23 2010, 09:53 AM) *
საკმაოდ დიდი ვარ ასე რომ გადატენვის პრობლემა არა მაქვს biggrin.gif



აბა ძმაო მაშინ მოიმარაგე ტყვია წამალი და შეუბერე biggrin.gif მაგრად გასიამოვნებს.

მაგ თოფისთვის მიუღწეველი და მოუნადირებელი მიზანი თითქმის არ არსებობს drinks.gif

პოსტის ავტორი: vinsent Apr 23 2010, 10:04 AM

ციტატა(iorama @ 23rd April 2010 - 10:33 AM) *
აბა ძმაო მაშინ მოიმარაგე ტყვია წამალი და შეუბერე მაგრად გასიამოვნებს.

მაგ თოფისთვის მიუღწეველი და მოუნადირებელი მიზანი თითქმის არ არსებობს

მადლობთ უკვე ვცდილობ ტყვია წამლის მომარაგებას, იმედია ჩემს იმედებს გაამართლებს ფიშტო smile.gif

პოსტის ავტორი: vinsent Apr 23 2010, 10:28 AM

ციტატა(iorama @ 23rd April 2010 - 08:45 AM) *
JSB exact
იქნებ მითხრა სად სჰემიძლია მაგის ყიდვა და რამდენად?

პოსტის ავტორი: iorama Apr 23 2010, 11:12 AM

ციტატა(vinsent @ Apr 23 2010, 11:28 AM) *
იქნებ მითხრა სად სჰემიძლია მაგის ყიდვა და რამდენად?



ინტერნეტით თუ ჩამოიტან.აქ ბიჭები აგროვებენ ხოლმე საერთო შეკვეთებს და ჩამოაქვთ. მე ველოდები ჩვენი აირგანელი მეგობრის დახმარებით უკვე

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 23 2010, 11:23 AM

vinsent

ციტატა(vinsent @ 23rd April 2010 - 11:28 AM) *
იქნებ მითხრა სად სჰემიძლია მაგის ყიდვა და რამდენად?

1 კვირაში ალბათ კიდევ ერთ დაკვეთას გავამზადებთ და თვალყური ადევნე ფორუმს, როგორც კი გაიჩითება განყოფილებაში ვიყიდი თემა სახელით

Pyramyd Air-იდან ჩამოტანა რაუნდი 6

შეგეძლება შენი სასურველი დაკვეთის ჩაგდება.

იდეაში ვატრაკებ უკვე გავხსნი მაგ თემას, იმიტომ რომ შენ ყუვიები გინდა კიდევ 2 კაცს უნდოდა თოფის ჩანთები, რომელიღაცას უნდოდა დამტენის გადამყვანი... ასე რომ შეიძლება უკვე თემის გახსნა. მოკელდ ერთი 30 წუტში გავხსნი ახალ ტემას და დაპოსტე რაც გინდა.

პოსტის ავტორი: vinsent Apr 23 2010, 12:01 PM

ja_jaძაან კარგი იქნება

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 23 2010, 12:12 PM

vinsent
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=995&hl=და რაც ზეპირად მახსოვდა ისინი ჩამოვწერე, დანარჩენი გადახედე პირამიდს და თუ რაიმე სხვაც გინდა მიაწერე.

პოსტის ავტორი: gela Nov 25 2013, 08:16 PM

მოკლედ ჩემი დაკვირვებით , ტიტან ნიტრო, ნიტრო ვენომი, და ვანტეიჯ ნიტრო აბსოლუტურად ერთი და იგივე იარაღია, სხვადასხვა კონდახებით. სამივე იარაღმა გაიარა ჩემს ხელში და სამივემ ერთი და იგივე შტაბეჭდილება დატოვა, სიზუსტისა და სიძლიერის მიხედვით, სამივედან ვისროდი მძიმე ჯიესბის, ერთი პლიუსი ვენომს ის ქონდა რომ ოპტიკა მოყვებოდა ოდნავ უკეთესი, ანუ 9X, დანარჩენებს 4X აქვს. ვანტეიჯის პლიუსი კი ის არის რომ მოყვება ღია სამიზნეც, და მე ამ უკანასკნელზე შევაჩერე არჩევანი, გავტესტე მანამდე ვენომი, 85 ნაბიჯზე და სიზუსტე და ძალა საკმაოდ ქონდა, ანუ სანადიროდ ხოშიანი რამეა, შემდეგ 95 ნაბიჯზე ტიტან ნიტროთი ბოთლს დაადო სკვაზნოი და დღეს, ძალიან ვიკადნიერე და ნამუსი გავიწყვიტე და 118 ნაბიჯში, ბოთლი საერთოდ დაშალა, აქ მე ძალა მაქვს მხედველობაში რომ 100 მეტრზე ძალა იმდენი მიყვება რომ ...... მაგრამ 4X ჯერადობის ოპტიკამ, თან მილდოტების გარეშე, უკვე აქ ვეღარ გაქაჩა და , სადღაც 10 სროლა დამჭირდა რომ ბოთლისთვის გამერტყა biggrin.gif ოპტიკაა იმდენად დაბალი ჯერადობის რომ ვერ ვხედავდ სად ხვდებოდა ტყვიები და შესაბამისად მიწევდა ზემოთ ქვემოთ მარჯვნივ მარცხნივ გაწევ გამოწევა და ერთ პოზიციაშიც გაამართლა და მოხვდა ტყვია ბოთლს : )) აქ მე მაქვს საუბარი ძალაზე და არა სიზუსტეზე, სიზუსტე აქვს, იმიტომ რომ ცენტრი არ დარღვეულა მაგ მანძილზე სროლისას, უბრალოდ იარაღს მოუწია აწევა საკმაოდ, მილოტებს ვერ გეტყვით, რადგან ვანტეიჯს მოყვა უმილდოტო ოპტიკა, რაც კიდევ უფრო ართულებს დამიზნებას, ახლო მომავალში ვუყიდი რამეს ცოტა დიდი ჯერადობით და მერე უკვე დავდებ ცოტა საინტერესო რეპორტს : ))

პოსტის ავტორი: foxi Nov 25 2013, 10:41 PM

gela

კარგი იყო. მაგრამ 100 მეტრზე ნადირობას სად აპირებ?

პოსტის ავტორი: gela Nov 25 2013, 11:15 PM

foxi
არა კახა, 100 მეტრზე ნადირობას არც ვაპირებ,. უბრალოდ ისე ჩემთვის მაინტერესებდა თოფის ძალა შორ მანძილზე, რითიც კმაყოფილი ვარ, ბოლო ბოლო ზედეპეა, ამით მაქს 50-60 მეტრში ინადირო . არც იმდენად კადნიერი ვარ, ხალხს როცა პეცეპეები გაქვთ და თქვენ არ გაქვთ იმის ამბიცია რომ მაგ მანძილზე ინადიროთ, მე როგორ გავბედავ მაგის თქმას ? biggrin.gif ისე ჩემთვის ვერთობი და ვტესტავ რაღაცეებს : )))

პოსტის ავტორი: okela84 Nov 25 2013, 11:27 PM

gela

ციტატა(gela @ 25th November 2013 - 09:16 PM) *
ვანტეიჯის პლიუსი კი ის არის რომ მოყვება ღია სამიზნეც,

მაგარი მუღამი აქვს ღია სამიზნით ნადირობას, თან გასროლას თითქმის ყოველთვის ასწრებ.

პოსტის ავტორი: foxi Nov 26 2013, 12:00 AM

gela

მართალი გითხრა,პირველი ნიტრო მე მქონდა და მაგით მაქვს მოხსნილი ისეთ გაუგონარ მანძილზე,ეხლაც მიკვირს. pcp რაც მაქვს შორ მანძილზე
თითქმის არც ვნადირობ.80 მეტრზე თითქმის არც ვესრი.

პოსტის ავტორი: gela Nov 26 2013, 10:13 AM

foxi

ციტატა(kakha @ 26th November 2013 - 01:00 AM) *
pcp რაც მაქვს შორ მანძილზე
თითქმის არც ვნადირობ.80 მეტრზე თითქმის არც ვესრი.


მასეა, ნიტროთი არც მაქვს 60 მეტრზე შორს ნადირობის ამბიცია, თუმცა შეიძლება შორსაც უბრალოდ ინტერესის გამო ვესროლო, თუ ვიცი რომ უფრო ახლოს არ მიმიშვებს : )))
არა და თაზოს რომ მივეცი ჩემი ჰაჩიკა, მაგ ჰაჩიკათი 100 მეტრზე, ქვემოთა მეორე მილდოტით ნირიოკი მყავს აყირავებული, ოპტიკაც დიდი ვერაფერი იყო მაგრამ 10 ჯერადობაზე მუშაობდა , სანადიროდ საკაფოდ ყოფნიდა, და დარწმუნებული ვარ მარტო ერთჯერადად და გავარდნით არ გამირტყია იმ ნირიოკისთვის, იმიტომ რომ მეგობარს ვასროლინე, რომელსაც საერთოდ შეხება არ ქონია ოპტიკურ სამიზნესთან და როგორც ავუხსენი ისე ისროლა და იმანაც იგივე მანძილზე იგივე ქნა,
უბრალოდ ატდაჩის ამბავია თორე, ვანტეიჯის ძალა ნიტრო პისტონის წყალობით იძლევა იმდენ სიმძლავრეს რომ შორ მანძილზეც საკაიფოდ უბაგუნებს, თუმცა ამისი მაქსიმუმი სანადირო და ოპტიმალური სიზუსტე 60 მეტრამდეა,

პოსტის ავტორი: Rebellion Nov 28 2013, 08:40 AM

ციტატა(gela @ Nov 25 2013, 09:16 PM) *
მოკლედ ჩემი დაკვირვებით , ტიტან ნიტრო, ნიტრო ვენომი, და ვანტეიჯ ნიტრო აბსოლუტურად ერთი და იგივე იარაღია, სხვადასხვა კონდახებით. სამივე იარაღმა გაიარა ჩემს ხელში და სამივემ ერთი და იგივე შტაბეჭდილება დატოვა, სიზუსტისა და სიძლიერის მიხედვით, სამივედან ვისროდი მძიმე ჯიესბის, ერთი პლიუსი ვენომს ის ქონდა რომ ოპტიკა მოყვებოდა ოდნავ უკეთესი, ანუ 9X, დანარჩენებს 4X აქვს. ვანტეიჯის პლიუსი კი ის არის რომ მოყვება ღია სამიზნეც, და მე ამ უკანასკნელზე შევაჩერე არჩევანი, გავტესტე მანამდე ვენომი, 85 ნაბიჯზე და სიზუსტე და ძალა საკმაოდ ქონდა, ანუ სანადიროდ ხოშიანი რამეა, შემდეგ 95 ნაბიჯზე ტიტან ნიტროთი ბოთლს დაადო სკვაზნოი და დღეს, ძალიან ვიკადნიერე და ნამუსი გავიწყვიტე და 118 ნაბიჯში, ბოთლი საერთოდ დაშალა, აქ მე ძალა მაქვს მხედველობაში რომ 100 მეტრზე ძალა იმდენი მიყვება რომ ...... მაგრამ 4X ჯერადობის ოპტიკამ, თან მილდოტების გარეშე, უკვე აქ ვეღარ გაქაჩა და , სადღაც 10 სროლა დამჭირდა რომ ბოთლისთვის გამერტყა biggrin.gif ოპტიკაა იმდენად დაბალი ჯერადობის რომ ვერ ვხედავდ სად ხვდებოდა ტყვიები და შესაბამისად მიწევდა ზემოთ ქვემოთ მარჯვნივ მარცხნივ გაწევ გამოწევა და ერთ პოზიციაშიც გაამართლა და მოხვდა ტყვია ბოთლს : )) აქ მე მაქვს საუბარი ძალაზე და არა სიზუსტეზე, სიზუსტე აქვს, იმიტომ რომ ცენტრი არ დარღვეულა მაგ მანძილზე სროლისას, უბრალოდ იარაღს მოუწია აწევა საკმაოდ, მილოტებს ვერ გეტყვით, რადგან ვანტეიჯს მოყვა უმილდოტო ოპტიკა, რაც კიდევ უფრო ართულებს დამიზნებას, ახლო მომავალში ვუყიდი რამეს ცოტა დიდი ჯერადობით და მერე უკვე დავდებ ცოტა საინტერესო რეპორტს : ))


აი ეხლა ვდგავარ მაგ დილემის წინაშე ვენტაჟი ჯობია ოპტიკას+ღია სამიზნით თუ ნიტორ ვენომი უკეთესი ოპტიკით. ისე ნეტრო ვენომის ოპტიკას მალე ხომ არ ერხევა? სადღაც წავიკითხე პლასმასის არისო

პოსტის ავტორი: gregory Nov 28 2013, 10:41 AM

ციტატა(Rebellion @ 28th November 2013 - 09:40 AM) *
ი ეხლა ვდგავარ მაგ დილემის წინაშე ვენტაჟი ჯობია ოპტიკას+ღია სამიზნით თუ ნიტორ ვენომი უკეთესი ოპტიკით. ისე ნეტრო ვენომის ოპტიკას მალე ხომ არ ერხევა? სადღაც წავიკითხე პლასმასის არისო

Rebellion
ნამდვილად კაია ღია სამიზნე wink.gif
პლასტმასის ოპტიკა ნაღდად არაა biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 28 2013, 10:59 AM

Rebellion

ციტატა(Rebellion @ 28th November 2013 - 09:40 AM) *
სადღაც წავიკითხე პლასმასის არისო

ამერიკელებმა და რუსებმა იციან ხოლმე ეგრე smile.gif გაგებაში არ არიან რა არის ლითონი რა არის პლასტიკატი და რა არის მუყაო smile.gif რაც პირველი მოუვათ ტვინში იმას წერენ ხოლმე smile.gif

პლასტმასის ოპტიკა ჩინური არ მინახია (ნუ "კარანდაშებს" რომ ეძახიან მაგას არ ვთვლი, ეგ საერთოდ ოპტიკა არაა, რაცხა იდიოტიზმია) ასე რომ smile.gif

პოსტის ავტორი: gela Nov 28 2013, 12:01 PM

Rebellion

ციტატა(Rebellion @ 28th November 2013 - 09:40 AM) *
აი ეხლა ვდგავარ მაგ დილემის წინაშე ვენტაჟი ჯობია ოპტიკას+ღია სამიზნით თუ ნიტორ ვენომი უკეთესი ოპტიკით


მე პირადად ვანტეიჯზე შევაჩერე არჩევანი და რატომ... პირველი ის რომ წონა აქვს შედარებით მსუბუქი ,,300-400 გრამი, სანადიროდ სიარულის დროს კი ეს წონის სხვაობა ძალია ბევრს ნიშნავს, პლიუს ის თუ ოპტიკა შეუცვალე და რამე ნორმალური დააყენე, ეგეც უნდა გაითვალისწინო რომ ყველა თოფის წონა კიდვ უფრო გაიზრდება, მეორე ის რომ აქვს ღია სამიზნე, და მესამე, მართალია ვენომს 9X აქვს ოპტიკა მაგრამ რეალურად 6 X-ზე მუშაობს კარგად, მერე უკვე თანდათან ბინდავს, აი ვიზუალურ მხარეს თუ შევხედავთ მაგ შემთხვევაში ვენომი აშკარად უფრო სიმპატიურია : )) მაგრამ ძალა და სიზუსტე აბსოლუტურად ერთი და იგივე აქვს ვენომსაც ტიტანსაც და ვანტეიჯსაც.. დალშე შენ აწონ დაწონე რომელი უფრო მოგწონს,

ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია და არავის არ ვახვევ თავს : )) თუ ჩემი რჩევები ვინმეს გამოგადგებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში ეს პოსტიც აქ არის და გადაიკითხეთ, თუმცა წაკითხულს ისევ ნახვა ჯობიაო ამბობენ და ყიდვამდე მაინც გირჩევდით აგესეირნათ ბატონ გრიგოლთან და საკუთარი თვალით გეხილათ ყველა იარაღი : ))

პოსტის ავტორი: ilo Nov 28 2013, 02:01 PM

ციტატა(Rebellion @ 28th November 2013 - 09:40 AM) *
აი ეხლა ვდგავარ მაგ დილემის წინაშე ვენტაჟი ჯობია ოპტიკას+ღია სამიზნით თუ ნიტორ ვენომი უკეთესი ოპტიკით. ისე ნეტრო ვენომის ოპტიკას მალე ხომ არ ერხევა? სადღაც წავიკითხე პლასმასის არისო


ნიტროს ყიდვას თუ აპირებ ღია სამიზნით ბევრათ უფრო პრაქტიკულია ვენტეჯ უკეთესი ბალანსიც აქვს და უფრო მსუბუქია და ოპტიკის წონასაც რომ გამოაგლებ ძაან დიდ განსხვავებას დაინახავ ამ ორ იარაღს შორის, მაგრამ ჩვენ რაც არ უნდა გირჩიოთ ამ ყველაფერს მაინც პრაქტიკიდან უკეთესად მიხვდები და დარწმუნდები.

თუ ოპტიკის მუღამი გაქ პცპ უნდა იყიდო და მინიმუმ 12 ზუმიანი ოპტიკა თუ ხაიასხიანს იყიდი
თუ იაფიანის ყიდვას აპირებ მინიმუმ 16 ზუმი მაინც უნდა იყოს რომ არ დაგიბინდოს 10 და 12 ზუმზე

პოსტის ავტორი: Rebellion Nov 28 2013, 07:43 PM

gregory
ja_ja
gela
ilo

მადლობები. სანადიროდ არ მინდა ძირითადად პლინკისთვის, კაი გასართობია. კიდე შედარებით კაი ოპტიკის მუღამი მაქვს. ნუ ვიზუალიც ვენომის მომწონს. ნუ თუ ოპტიკა მალე გაფუჭდება ან არ დამაკმაყოფილებს შევცვლი უკეთესით. ისე ვენომს ოპტიკის დასაყენებელი მოწყობილობა (არ ვიცი რა ქვია. აი ის დაკბილული რკინა რომაა ზემოდან) კაი მოზრდილი აქვს მაგაზე უფრო დიდი ოპტიკაც წავა. ხო კიდე 16 ან 12 X ძალიან დიდი ხომ არ იქნება მაგისთვის?

პოსტის ავტორი: EnDeL Nov 28 2013, 10:59 PM

ციტატა(iglait @ 28th November 2013 - 03:01 PM) *
ვენტეჯ უკეთესი ბალანსიც აქვს


ვენომის ბალანსს ნამდვილად არ ვუჩივი განსხვავებით ფანტომისგან, რომელსაც საშინლად წინ გადაწეული ბალანსი ქონდა. ვანტაჟზე ვერაფერს ვიტყვი, არ ვიცი არ მქონია...

ვენომის ერთ პლიუსად კიდევ სწორედ ეს
ციტატა(Rebellion @ 28th November 2013 - 08:43 PM) *
ისე ვენომს ოპტიკის დასაყენებელი მოწყობილობა (არ ვიცი რა ქვია. აი ის დაკბილული რკინა რომაა ზემოდან)

მიმაჩნია... ძირითადად იმ ოპტიკებს რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ ვივერის რინგები მოყვება, სამაგრების ყიდვა აღარ არის საჭირო. თუ თოფის ყიდვისას დაიზოგება 20-30 დოლარი, შემდეგ კი ოპტიკის შეცვლაზე იფიქრებს კაცი, 15-17 დოლარის დამატება მაინც უწევს ცალკე რინგების საყიდლად...

პირადად მე სამი წელი მქონდა ფანტომი და არცერთხელ გამჩენია იმის სურვილი, რომ ღია სამიზნეები გამომეყენებინა... ოპტიკა დავაყენე და მორჩა, ისიც თავისი 4x32. არაფერი დამართნია - ტრანსპორტირებასაც კარგად იტანდა და თოფის ვიბრაციასაც გაუძლო.

ვენომის კონდახი გარდა იმისა რომ ამორტიზატორით, სალოყით და ორნამენტებით (თუ რაც ქვია) განსხვავდება, შედარებით განიერიცაა და კარგად ზის ხელში. მწარმოებელსაც აქვს აღნიშნული ოფიციალურ საიტზე მიმოხილვაში :
The ambidextrous synthetic stock has a raised cheek piece and modified, beavertail forearm designed to promote the Artillery Hold shooting position. The wider surface area of the forearm is designed to rest on the palm of your hand, and assists in achieving improved accuracy with break barrel air rifles.

პოსტის ავტორი: EnDeL Nov 28 2013, 11:14 PM

ციტატა(endel @ 28th November 2013 - 11:59 PM) *
წინ გადაწეული ბალანსი ქონდა.

lol2.gif

მაგრად მეძინება
უკაცრავად... მე თვითონ გავალ... pleasantry.gif

პოსტის ავტორი: gela Dec 1 2013, 08:45 PM

კიდევ ერთი ინფო ნიტროს მფლობელებისთვის, დღეს გავქრონე კაკოიეს ქრონით ჩემი ვანტეიჯი და 245-246 აჩვენა მძიმე ჯიესბებით, აირგანარის კონვერტორით გამოვითვალე და ზუსტად 19.99 ჯოულია, დამრგვალებულად 20 ჯოული, რეა ვიცი რეა ვიცი, მეტს ველოდი ჯოულების რაოდენობის მიხედვით biggrin.gif კონვერტორის მიხედვით მსუბუქი ჯიესბი 270-ით უნდა გაისროლოს

პოსტის ავტორი: ilo Dec 1 2013, 09:42 PM

ესეიგი მეც მივიცალე დღეს ჩემი ვენტეჯისათვის. ავედი სოფელში 1 - 2 საათით პატარა საქმეები მქონდა მაგრამ ხეზე შემოჯდა ბოლოშავების დაახლოებით 100 ცალიანი გუნდი გამოვიტანე ვენტეჯი და ფრთის მოქნევაც კი ვერ მოასწრო ისე დაეშვა ძირს. ხომ არ გავჩერდებოდი 1 ბოლოშავზე მაგრამ ბოლოშავები აღარ ჩანდა და გადავედი ბეღურებზე მოვინადირე კიდევ 4 ბეღურა 6 თუ 7 გასროლით. მეზობლის ბავშვა ისეთი გაიხარა მგონი ახლაც მლოცავს. smile.gif. მანძილი იყო დაახლოებით 17 მეტრი + - 3 მეტრი ღია სამიზნით. არანაირი მანძილის ზუსტი გამოვლა, ოპტიკით ობიექტის მოძებნა, მილდოტი და ა.შ. მიუშვირე ლულა დაახლოები 2 - 3 წამი დაუმიზნე გამოკარი. ვფიქრობ ბევრათ უფრო პრაქტიკული ღია სამიზნე 25 მეტრამდე სანადიროდ.
კიდევ როდის მვიცლი რომ ჩემით გავტესტო არ ვიცი ცნობისმოყვარეობა მკლავს. ესეიგი შეკითხვა მაქვს მათთან ვისაც ღია სამიზნით გაქვთ დამუღამებული სროლა. ლულის ვერიკალური და ჰორიზონტალური მიშვერით ერთი და იგივე წერტილში ხვდება მიზანს ამ მანძილზე. აი დაახლოები 30დან 70 გრადუსიან კუთხით მიშვერით 2 თუ 3 ვესროლე და ყველა ავაცილე. ეჭვი მაქვს რომ ამ გრადუსიანი დახრილობის დროს ტყვია უფრო ნაკლებ ვარდნას განიცდიდა ვიდრე ვერიკალურის დროს და ტყვია თავზე უფრენდა ბეღურას. ან თუ ეგ არ იცით ის მაინც გეცოდინება 7.9 გრანიანი ტყვია 280 მ/წ-ით ნასროლი რა მანძილიდან იწყებს ვარდნას.

პოსტის ავტორი: ilo Dec 1 2013, 09:57 PM


პოსტის ავტორი: geojorjika Dec 1 2013, 10:05 PM

ilo
ეგ შოშიაა და არა ბოლოშავა smile.gif

პოსტის ავტორი: ilo Dec 2 2013, 12:45 AM

მთავარია კოდალა არ იყო და ერთი ასი ცალი მაინც იყო თორე შენც ეგ გინდა ყველას ბანი დაგვადო და მარტო დარჩე ამ ფორუმზე :P

პოსტის ავტორი: bazuka Dec 3 2013, 11:35 PM

ციტატა(ilo @ Dec 2 2013, 01:45 AM) *
მთავარია კოდალა არ იყო და ერთი ასი ცალი მაინც იყო თორე შენც ეგ გინდა ყველას ბანი დაგვადო და მარტო დარჩე ამ ფორუმზე :P

ეგ მაგას არუნდა, ეგ მემინდა girl_devil.gif

პოსტის ავტორი: ilo Dec 4 2013, 08:10 AM

ციტატა(giorgi @ 1st December 2013 - 11:05 PM) *
ეგ შოშიაა და არა ბოლოშავა


მადლობა რომ გაასწორე

ციტატა(bazuka @ 4th December 2013 - 12:35 AM) *
ეგ მაგას არუნდა, ეგ მემინდა


ჩაგეთვალა biggrin.gif
რამე მხიარული სმაილიკი მაინც მიგეწერე შე კაცო მათრახიანი სატანის მაგივრად wink.gif

პოსტის ავტორი: vbirtvel Dec 27 2013, 09:48 AM

მოგესალმებით, მე ახალი ვარ ამ ფორუმზე და მაინტერესებს თქვენი აზრი, ვისაც ჰქონია ან რამე ინფო აქვს ამ იარაღთან დაკავშირებით Benjamin NPS ყიდვა მინდა ამ იარაღის და რას მირჩევთ ?
http://www.pyramydair.com/s/m/Benjamin_NPS_Air_Rifle/2055/5923

პოსტის ავტორი: bachana Dec 27 2013, 05:56 PM

მე მაქ და ძაან მაგარია ნამდვილად გირჩევ ყიდვას მარა ამაზონზე ნახე იქ უფრო მეტი ფასდაკლებაა.ისე გადაგეხედა ფორუმისთვის ჯობდა რადგან ერთი აპირებდა ყიდვას ეგ შეკითხვა ესვა ზუსტად.

პოსტის ავტორი: DaV1nCh Dec 27 2013, 06:01 PM

თუ ყიდვა გინდა ამაზონდე 144$ ღირს http://www.amazon.com/Benjamin-Piston-177-Caliber-Barrel-Riflescope/dp/B00EAUWI2E/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1388154538&sr=8-1&keywords=benjamin+nps+.177 აი ლინკიც

პოსტის ავტორი: sasa_1 Dec 30 2013, 02:25 PM

მოგესალმებით, ეს : http://www.amazon.com/Benjamin-Piston-177-Caliber-Barrel-Riflescope/dp/B00EAUWI2E/ref=sr_1_20?ie=UTF8&qid=1388396390&sr=8-20&keywords=benjamin გადავწყვიტე საბოლოოდ და თუ ვინმემ იცით ამაზონიდან რომელი გადამზიდი ფირმით უნდა ჩამოვიტანო რომ არ გამიჩერდეს გთხოვთ მომწერეთ რა

პოსტის ავტორი: DaV1nCh Dec 30 2013, 02:25 PM

მე 1 კვირის წინ ბენჯამინ ნიტრო კამექსით ჩმოვიტანე უპრობლემოდ

პოსტის ავტორი: sasa_1 Dec 30 2013, 02:26 PM

ძმურად რო დამეხმარო ჩამოტანაში შეგიძლია?

პოსტის ავტორი: DaV1nCh Dec 30 2013, 02:27 PM

http://camex.ge
აი აქ უნდა დარეგისტრირდე

პოსტის ავტორი: TARASICHA Jan 15 2014, 05:51 PM

გამარჯობათ ფორუმელებო, მგონი ცუდადაა ჩემი საქმე, დღეს ჩამომივიდა http://www.amazon.com/Benjamin-Piston-177-Caliber-Barrel-Riflescope/dp/B00EAUWI2E/ თოფი Benjamin Nitro Piston .177, სიძლიერე კი აქვს მაგრამ ლულა მოძრაობ, ანუ შატკა აქვს და რა ვუშველო იქნებ მირჩიოთ და საერთო თუ არის მოგვარებადი ეს პრობლება?

პოსტის ავტორი: TARASICHA Jan 15 2014, 06:09 PM

რისი ბრალი უნდა იყოს? გვერდიდან გადაჭერამ არ მგონია უშველოს და სხვა რითი შეიძლება ვუშველო?

პოსტის ავტორი: iorama Jan 15 2014, 07:23 PM

TARASICHA
უეჭველი ლულაა?

პოსტის ავტორი: gela Jan 15 2014, 07:27 PM

TARASICHA

ციტატა(TARASICHA @ 15th January 2014 - 07:09 PM) *
რისი ბრალი უნდა იყოს? გვერდიდან გადაჭერამ არ მგონია უშველოს და სხვა რითი შეიძლება ვუშველო?


ყველა ვარიანტში გვერდითა ბოლტის ამბავია, უმეტესობა ახალ ჩამოსულ ფიშტოს ეგრე ჭირს, მე მეხუთე ნიტრო მქონდა და იქიდან ორს ეგ პრობლემა ქონდა, , მოვხსენი კონდახი, გადავუჭირე გვერდითა ბოლტი და დაჯდა ნორმაში, ასე რომ არ ინერვიულო მეგობარო : ) სხვა ვარიანტი მანდ გამორიცხულია, დამიჯერე : ) ნახე და მოგვახსენე აუცილებლად რას იზამს შენი ფიშტო, ოღონდ აუცილებლად უნდა დაწერო, რომ სხვა ფორუმელები ტყუილად არ დაფრთხნენ კროსმანის პროდუქციის გამო : ))

პოსტის ავტორი: iorama Jan 15 2014, 07:30 PM

gela
ისე ეგ პასუხი მეც მალამოდ მომეცხო biggrin.gif

პოსტის ავტორი: gela Jan 15 2014, 07:39 PM

ციტატა(iorama @ Jan 15 2014, 08:30 PM) *
gela
ისე ეგ პასუხი მეც მალამოდ მომეცხო biggrin.gif


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ეგრეა ეგრე ლაშიკო. ორჯერ მქონდა ზუსტად ეგ პრობლემა, ერთზე ზემოთ ქვემოთ მოძრაობდა ლულა და მეორეზე გვერდულად, ხოდა გადავუჭირე ბოლტი, ოღონდ შაიბა დავუდე ხრახნიანი ზედაპირი რომ აქვს ისეთი რომ აღარ მოშვებულიყო და მის მერე წინა ნიტრო ვანტეიჯზე ლამის 500 ტყვია ვისროლე და აღარ მოშვებულა და ლულაც იყო დამკვდარებული თავის ადგილზე, ხრახნიანი შაიბის გარეშე შეიძლება ისევ მოშვებულიყო მაგრამ შაიბამ თავისი ქნა : ) ზუსტად ამ ფიშტოს კიდევ რომელზეც არის საუბარი და რომელსაც შენც ელოდები, მაგის ლულაც გვერდულად მოძრაობდა და მაგასაც გადავუჭირე და ეგეც ჩადგა ნორმაში : ) მაგასაც ის ხრახნიანი შაიბა დავუდე : )

ასეთ შაიბაზეა მუსაიფი
http://radikal.ru/fp/af123454f74c4d28b0c296a620b185c0

პოსტის ავტორი: bachana Jan 15 2014, 08:08 PM

რო ჩამომივიდა მეც ზუსტად ეგ თოფი ჩემსასაც ქონდა ცოტა შატკა მარა გვერდიტი მოვუჭირე და ვსო

პოსტის ავტორი: TARASICHA Jan 15 2014, 08:15 PM

ციტატა(iorama @ Jan 15 2014, 08:23 PM) *
TARASICHA
უეჭველი ლულაა?

კი, ლულა მოძრაობს. სხვა რა უნდა მოძრაობდეს აბა? გვერდულად მოძრაობს ლულა


ციტატა(bachana @ Jan 15 2014, 09:08 PM) *
რო ჩამომივიდა მეც ზუსტად ეგ თოფი ჩემსასაც ქონდა ცოტა შატკა მარა გვერდიტი მოვუჭირე და ვსო


რომ გაამოძრავებ თოფს დაჟე იგძნობა ხელში რომ ლულა მოძრაობს და შენსასაც ეგრე ქოდა?

პოსტის ავტორი: bachana Jan 15 2014, 08:18 PM

კი აქეთ იქით რო წევდი იგრძნობოდა მარა მოუჭირე და ვსო

პოსტის ავტორი: TARASICHA Jan 15 2014, 08:21 PM



ასეთ შაიბაზეა მუსაიფი
http://radikal.ru/fp/af123454f74c4d28b0c296a620b185c0
[/quote]
ეს შაიბები ბოლტს რომ მოვუშვებ იქ უნდა დავუდო ხო?


არადა ისე ველოდებოდი რომ ერთი სული მქონდა როდის ჩამოვიდოდა და მაგრად გამიტყდა რომ ვნახე ლუის ამბავი 15.gif 15.gif 15.gif

პოსტის ავტორი: gela Jan 15 2014, 08:21 PM

TARASICHA

ციტატა(TARASICHA @ 15th January 2014 - 09:18 PM) *
ეს შაიბები ბოლტს რომ მოვუშვებ იქ უნდა დავუდო ხო?


აბა ბოლტი თუ უკვე დაუჭირე, მერე ზემოდან ხო არ დაადებ? მოხსენი ბოლტი დაუდე შაიბა და დაუჭირე, თუ არ ჩავიდა შაიბა, ცოდა გვერდები მოუქლიბე შაიბას, ჩემსას დაჭირდა მოქლიბვა, და ისე ჩასვი, გაუყარე მერე ბოლტი და გადაუჭირე, რათ უნდა მაგას მეტი ბოტანიკა?

პოსტის ავტორი: TARASICHA Jan 15 2014, 08:23 PM

ციტატა(bachana @ Jan 15 2014, 09:18 PM) *
კი აქეთ იქით რო წევდი იგრძნობოდა მარა მოუჭირე და ვსო

გაიხარე ბაჩანა ძმაო, დიდი მადლობა

ციტატა(gela @ Jan 15 2014, 09:21 PM) *
TARASICHA


აბა ბოლტი თუ უკვე დაუჭირე, მერე ზემოდან ხო არ დაადებ? მოხსენი ბოლტი დაუდე შაიბა და დაუჭირე, თუ არ ჩავიდა შაიბა, ცოდა გვერდები მოუქლიბე შაიბას, ჩემსას დაჭირდა მოქლიბვა, და ისე ჩასვი, გაუყარე მერე ბოლტი და გადაუჭირე, რათ უნდა მაგას მეტი ბოტანიკა?

გაიხარე ძმაო, დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: TARASICHA Jan 15 2014, 08:44 PM

გაიხარეთ ბიჭებოოოო, გადავუჭირე და აღარ აქვს შატკააა, დიდი დიდი მადლობა 11.gif 11.gif 11.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 15 2014, 08:45 PM

გადამრევთ ეს ნაკბეჩებიანი შაიბა სად გაჩითეთ და რა უნდა ამას მოძრავ ადგილში???

ეს არის სპეციალურად დაკბეჩილი რომ ჩაეჭიდოს ზედაპირს და ბოლტს მოშვების საშუალება არ მისცეს. ნუ ეს ეხება იმ შემთხვევას როდესაც ჩვეულებრივ ბოლტს უჭერ სადმე და არ გინდა რომ თავისით მოიხსნეს, ვთქვაქთ რაიმე ყანყალის გამო.

მაგრამ იქ სადაც მოძრაობა ხდება რა უნდა ასეთი ფორმის შაიბას!! ჩვეულებრივი ბრტყელი შაიბა გინდათ თორემ რამდენიმე ხარვეზი იჩენს თავს:

1) პერიოდულად დაბრტყელდება და თავს ისევ იჩენს იგივე ყანყალი, ისევ მოუჭერ გარკვეული პერიოდის მერე კიდევ ჩაიწევს წვეტები, ან გაცვდება და ისევ ყანყალს აიკიდებს, როდემდე აპირებთ გაკიდებას???

2) კაცო მართალია სუსტი ლითონია, მარა ნებისმიერ ვარიანტშI დაჩხაპნის და შედეგად ამოჭამს ეგეთი შაიბა იმ ადგილს სადაც იქნება ჩასმული, დროთა განმავლობაში გააფუჭებს იმ ადგილს სადაც ზის, პლიუს ჩამოფხეკილი რკინის მტვერი ჩაეჭედება და ....

რატომ იწვალებთ სტრანნი ფორმის დეტალებით თავს? ნორმალური თხელი ბრტყელი შაიბა გამოილია თუ რა ხდება????

პოსტის ავტორი: TARASICHA Jan 15 2014, 09:28 PM



რატომ იწვალებთ სტრანნი ფორმის დეტალებით თავს? ნორმალური თხელი ბრტყელი შაიბა გამოილია თუ რა ხდება????
[/quote]

მოძრავი ადგილი როგორ იქნება? ბოლტზე უნდა წამოაცვა და ისე დაუჭირო ბოლტი რომ არ მოეშვას. მგონი ეგრე მასწავლეს და რავიცი აბა? nea.gif

პოსტის ავტორი: sekurifa Jan 15 2014, 11:12 PM

ციტატა(TARASICHA @ 15th January 2014 - 05:51 PM) *
ლულა მოძრაობ, ანუ შატკა აქვს და რა ვუშველო იქნებ მირჩიოთ და საერთო თუ არის მოგვარებადი ეს პრობლება?


რა ჯანდაბაა ხდება ნეტა? უკვე მერამდენე თოფი ჩამოვიდა ეგეთი შატკით ამაზონიდან. შატკას თავი დავანებოთ ერთს ისეთი დეფექტიანი თოფი ჩამოუვიდა გადავირიე კაცი.

რაც შეეხება შატკის მოგვარებას ბოლტის გადაჭერით არაა მთლად გამართლებული. ნუ ჰორიზონტალურ შატკას ასე თუ ისე აჩერებს მარგაბ მოჭიმული ფრთების ხარჯზე რაც არაა რეკომენდირებული. სინათლეზე რომ გახედავ ლულის ბუდეს ის ერთიანად უნდა ეკროდეს ცილინდრის ფრთის კედელს. არის შემთხვევა როცა ლულის ბუდესა და ფრთას შორის ზაზორია და შუქი ატარებს. ასეთ შემთხვევაში აქვს ლულას ჰორიზონტალური შატკა. ანუ გადაჭერა კიარ აკლია არამედ გაჩარხულია არასწორად.

ასეთ შემთხვევაში ბოლტის გადაჭერით მარტო ფრთების ზედა მხარე ვიწროვდება და თითქოს აჩერებს შატკას. ხოლო ვერტიკალურ შატკას ეს არ შველის. ხელში ეგ არ იგრძნობა მაგრამ გასროლისას მაინც იხსნება ლულა ოდნავ. ვერტიკალურ შატკას სხვა რამე ჭირდება. უნდა მოიხსნას ბუდუდან რიგელი რომელიც აფიქსირებს ლულას ცჰაკეტვისას და უნდა ჩაიქლიბოს ის მუხლი ოდნავ რომელიც აფიქსირებს მის სვლას.

ამის შემდეგ რიგელი ოდნავ მაღლა ამოვა და შატკა გაქრება.

პოსტის ავტორი: TARASICHA Jan 16 2014, 02:36 AM

ციტატა(sekurifa @ Jan 16 2014, 12:12 AM) *
რა ჯანდაბაა ხდება ნეტა? უკვე მერამდენე თოფი ჩამოვიდა ეგეთი შატკით ამაზონიდან. შატკას თავი დავანებოთ ერთს ისეთი დეფექტიანი თოფი ჩამოუვიდა გადავირიე კაცი.

რაც შეეხება შატკის მოგვარებას ბოლტის გადაჭერით არაა მთლად გამართლებული. ნუ ჰორიზონტალურ შატკას ასე თუ ისე აჩერებს მარგაბ მოჭიმული ფრთების ხარჯზე რაც არაა რეკომენდირებული. სინათლეზე რომ გახედავ ლულის ბუდეს ის ერთიანად უნდა ეკროდეს ცილინდრის ფრთის კედელს. არის შემთხვევა როცა ლულის ბუდესა და ფრთას შორის ზაზორია და შუქი ატარებს. ასეთ შემთხვევაში აქვს ლულას ჰორიზონტალური შატკა. ანუ გადაჭერა კიარ აკლია არამედ გაჩარხულია არასწორად.

ასეთ შემთხვევაში ბოლტის გადაჭერით მარტო ფრთების ზედა მხარე ვიწროვდება და თითქოს აჩერებს შატკას. ხოლო ვერტიკალურ შატკას ეს არ შველის. ხელში ეგ არ იგრძნობა მაგრამ გასროლისას მაინც იხსნება ლულა ოდნავ. ვერტიკალურ შატკას სხვა რამე ჭირდება. უნდა მოიხსნას ბუდუდან რიგელი რომელიც აფიქსირებს ლულას ცჰაკეტვისას და უნდა ჩაიქლიბოს ის მუხლი ოდნავ რომელიც აფიქსირებს მის სვლას.

ამის შემდეგ რიგელი ოდნავ მაღლა ამოვა და შატკა გაქრება.

სხვა რა შეიძლება რომ გავაკეთო გარდა ბოლტის გადაჭერისა ?

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 16 2014, 08:30 AM

TARASICHA

ციტატა(TARASICHA @ 15th January 2014 - 10:28 PM) *
მოძრავი ადგილი როგორ იქნება? ბოლტზე უნდა წამოაცვა და ისე დაუჭირო ბოლტი რომ არ მოეშვას. მგონი ეგრე მასწავლეს და რავიცი აბა?

ბოლტის ქვეშ მითუმეტეს რათ გინდა, ლულის დამჭერ ბოლტს თავისი სტოპერი მეორე ბოლტი აქვს რომელიც უნდა მოუჭირო, რათ უნდა მაგას შაიბა??? მე მეგონა შიდა მხრიდან უფენდით და მაგიტომ დავწერე დაკაწრავს გაცვითავს მეთქი...

ციტატა(TARASICHA @ 16th January 2014 - 03:36 AM) *
სხვა რა შეიძლება რომ გავაკეთო გარდა ბოლტის გადაჭერისა ?

მთელი ინსტრუქცია დაწერა კაცმა წაკიტხვა უნდა და მაქსიმუმ შეიძლება სურათი მოითხოვო რომ ზუსტად მიგითითოს სად რა უნდა ჩაქლიბო...

sekurifa
ციტატა(sekurifa @ 16th January 2014 - 12:12 AM) *
რა ჯანდაბაა ხდება ნეტა? უკვე მერამდენე თოფი ჩამოვიდა ეგეთი შატკით ამაზონიდან. შატკას თავი დავანებოთ ერთს ისეთი დეფექტიანი თოფი ჩამოუვიდა გადავირიე კაცი.

ვეუბნები ყველას და არ მიჯერებენ smile.gif შენ მაინც უთხარი რამე smile.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

შედეგიც სახეზეა smile.gif გრიშასთან ზედმეტი 50-70 ლარის გადახდა არ უნდათ ზატო შარში გახვევაზე ჩერეზ ამაზონი ყველა დიდი სიხარულით გარბის smile.gif

მესმის რომ გრიშასთან ცოტა მეტი ღირს ვიდრე ამერიკაში, იმიტომ რომ იქაური ტავარია იქვე შტატებშია, პლიუს მაღაზია არ გახდევინებს დღგ-ს და პლიუს საბაჟოზეც ისე გადმოდის რომ ისევ არ გიწევს დღგ, იასნია იაფია და სასიამოვნოა, მარა ამერიკის ბაზარი ეგრეა აწყობილი, პრობლემა არ აქვთ თუ რაცხა ნიტო გამოგიგზავნეს, დაუბრუნებ ახალს გამოგიგზავნიან პლიუს რაიმე შეღავათს შემოგთავაზებენ კონპენსაციისთვის...

ამასობაში გრიშამ რა ქნას? უნდა თუ არ უნდა ტრანსპორტირების ფული უნდა გადაიხადოს, საბაჟოზე კი უფასოდ მაგას არავინ გამოატარებს... მესმის რომ ცოტათი ძვირია გრისასთან, მარა ზატო გარანტია გაქვს და პასუხისმგებელი კაცია, რაცხა ნიტოა მიუტან გამოგიცვლის (თუ შენით არ გააფუჭე) ასე კიდო... გაივსო მაი მარკეტი smile.gif

აგერ ერთ კაცს საერთოდ თოფი ჩამოუვიდა რომელსაც ლულაში ნარეზები არ აქვს, რა გინდა ქნა? გინდა არ გინდა ახალი ლულაა საჭირო ეგ კი ახალი ხარჯია და დროის ხარჯვა...

პოსტის ავტორი: Nehalem Jan 16 2014, 08:54 AM

გამარჯობათ მეგობრებო
რამინდა გკითხოთ
1.რომელსაც ღია სამიზნე არ აქვს თუ შეიძლება დაყენება და როგორ მაინტერესებს
2.ლულაზე პლასმასი რისთვის აქვს მოხსნა რთულია?

პოსტის ავტორი: gela Jan 16 2014, 09:56 AM

ja_ja
არა ჯაჯ, არ აქვს მნიშვნელობა გრიშასთან იყიდი თუ ამაზონიდან, გრიშასთან ნაყიდ ტიტანზეც იგივე მქონდა, მერე მე და გრიშამ გადავუჭირეთ ბოლტი და ჩადგა მწყობრში, მასე იყო გრიშასთან ნაყიდ MTR77-ზეც. ოღონდ იმას ჰაერი გასდიოდა გადასახსნელთან. მანდაც ბოლტის გადაჭერის ამბავი იქნებოდა, უბრალოდ აღარ გვინახია, მერე ჩამოვიტანე ვანტეიჯი, იმას ვერტიკალში უმოძრავებდა ლულა, მავანნი კი ამბობენ რომ მარტო ბოლტი არ უშველისო მაგრამ, შენ წარმოიდგინე და უშველა. 500 გასროლის შემდეგაც 20 მეტრში პროპკებზე ვკაიფობდი და რავი, თუ მეტ სიზუსტეზეა პრეტენზია, მაშინ გავჩუმდები : )

ციტატა(ja_ja @ 16th January 2014 - 09:30 AM) *
ბოლტის ქვეშ მითუმეტეს რათ გინდა, ლულის დამჭერ ბოლტს თავისი სტოპერი მეორე ბოლტი აქვს რომელიც უნდა მოუჭირო

აი კაკ რაზ რომ ეგ არ ქონდა არცერთ ნიტროს, რომელის მე მქონია ხელში, და არც მაგას ექნება : )
შენ გუილისხმობ აი ასეთ სტოპერს
http://radikal.ru/fp/fbd8dbf6c60b4c918ee6c628f7cc05d9

არ აქვს მსგავსი არაფერი ნიტროებს, ამიტომ დავუდე ის ხრახნიანი შაიბა და მიამკვდარა ადგილზე, შედეგად აღარც არეულა, რა ვიცი რა ვიცი , ხელები ამიწევია და გავედი ჩემი ნებით : ))

პოსტის ავტორი: gela Jan 16 2014, 10:07 AM

Nehalem

ციტატა(Nehalem @ 16th January 2014 - 09:54 AM) *
1.რომელსაც ღია სამიზნე არ აქვს თუ შეიძლება დაყენება და როგორ მაინტერესებს
2.ლულაზე პლასმასი რისთვის აქვს მოხსნა რთულია?

აი მაგ ტიტანზე კაკ რაზ იმდენად უადგილო რამეა ეგ შენი ღია სამიზნე რომ არც იფიქრო, მაგას კონდახი რომ ქონდეს ვენომივით, ანუ წიბო უფრო დახრილი რომ ქონდეს, მაშინ დააყენებდი ღია სამიზნეს და კარგადაც იხმარდი, მაგ ტიტან ნიტროს კი კონდახის წიბო ვენომთან შედარებით იმდენად სწორად აქვს რომ , ღია სამიზნეს თუ დააყენებ ვერ დაუმიზნებ, იმიტომ რომ თავის საკმაოდ დახრა მოგიწევს ფიშტოსკენ, ეგ კი არა კომფორტულია ღია სამიზნიდან სროლის დროს,, აი კაკ რაზ რომ ეგ არის მ16-ზე, მათაც ლულის სისწორეზე გასდევს კონდახი, შესაბამისას ატდაჩის დროს უფრო ზუსტია, იმიტომ რომ ლულას ზემოთ ისე არ აქნევინებს როგოც კალაშა, მაგრამ აბა დააკვირდი, ლულიდან რამხელაზე აქვს ამოწეული ღია სამიზნე. საკმაოდ დიდად არის ამოზრდილი, მერე პნევმატიკაში ეგ გაწყობს? აი კალაშას კი შედარებით დაბალი ღია სამიზნე აქვს, შესაბამისად კონდახიც დახრილია და ეგ გაძლევს ღია სამიზნიდან უკეთ სროლის შესაძლებლობას, ანუ მ16 თუ მაღალი ღია სამიზნე არ დააყენე, დაბალი ღია სამიზნით რთული იქნება დამიზნება, ხომ მიმიხვდი? მოდი და თუ არ გჯერა, მაშინ მოხსენი შენს ტიტანს ეგ ოპტიკა, და მიიტანე თვალთან, და გახედე, თითქოს თოფზე უკვე აქვს ღია სამიზნე და წარმოიდგინე რამდენად იქნება კომფორტული, მაგ თოფის კონსტრუქციიდან გამომდნარე ღია სამიზნით სროლა, ნახავ რომ საკმაოდ მოუხერხებელი და არაკომფორტული იქნება, ხოდა შეეშვიდა დაანებე ფიქრი მაგაზე ღია სამიზნის დაყენებას. თუ არა და გაყიდე ეგ და იყიდე ვანტეიჯი, მაგასაც იგივე ოპტიკა აქვს და ღია სამიზნე ვანტეიჯს რომ აქვს, შენ იმაზე უკეთესი არა მგონია დააყენო, ძალა სიზუსტე და ლულის სიგრძეც აბსოლუტურად ერთი და იგივე აქვთ ორივეს,

პოსტის ავტორი: Rebellion Jan 16 2014, 10:08 AM

Nehalem ამ თოფების ფიშკა ოპტიკაა. მაგის მუღამი უნდა გქონდეს თუ ყიდულობ. არის მოდელები მათშორის ნიტროები, რომელსაც ორივენაირი სამიზნე აქვს. ქარხნულად ამაზე მე დასაყენებელი ღია სამიზნე არ მინახავს არსად. თუ დაატუნინგებ რატომაც არ გამოვა. კონკრეტულად ამ მოდელს ბანძი ოპტიკა აქვს ნიტრო ვენომთან შედარებით (ამას 4X32 აქვს, ნიტრო ვენომს 3-9X32). ლულაზე ეგ მთალდ პლასმასი არაა რეზინაა, პროსტა კაი ხარისხის რეზინაა და მკვრივია. ყველას სხვადასხვა აზრი აქვს მაგაზე მარა მეც მაქ ჩემი აზრი რისთვისაა. ეს ლულები ძნელად ტყდება და სპეციალური გადატეხვის ტექნიკა აქვს, ლულას წინა ნაწილში მუშტი უნდა ჩაარტყა (ფრთხილად). ხოდა მანდ რომ სპლაშნოი რკინა იყოს ხელს იტკენდი მაგრად და თან თუ ცივა რკინა გაყინულია და მაგარი დისკომფორტი იქნებოდა. გარდა მაგისა პნევმოებს "დვაინოი ადაჩა" აქვს ანუ თოფი სროლისას წინ და უკან მოძრაობს (ცეცხლსასროლზე მარტო ერთი მიმართულებით) და ამიტო ლულის თავის სიმსუბუქე სიზუსტეს ამცირებს (თუ სოფელში ვინმე გყავს გეცოდინება რა მოსდის საპალნით დატვირთულ ცხენის ურემს როდესაც საპალნის უმეტესი ნაწილი უკან დევს ურემზე. მაგ დროს ცხენს დიდი დატვირთვა აქვს და შეიძლება ურემი უკან აყირავდეს და საცოდავი ცხენი ჰაერში გამოეკიდოს. მაგას სოფელში "თავმსუბუქს" ეძახიან) და მაგიტო რომ ლულის მოძრაობა დააბალანსოს ხალხი მძიმე კომპენსატორებს ამზადებს და ლულაზე ამაგრებს შენ კი მოხსნა გინდა smile.gif მოხსნას რაც შეეხება არ მიცდია, აქ გამოცდილი ხალხია და დანარჩენს ის გეტყვის smile.gif კიდე მგონი ესეთ რაღაცეებს (კომპენატორებს) მაყუჩისმაგვარი ეფექტიც აქვს, მაგრამ კონკრეტულად ამას მგონი არა

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 16 2014, 10:29 AM

gela

ციტატა(gela @ 16th January 2014 - 10:56 AM) *
შენ გუილისხმობ აი ასეთ სტოპერს

კი მაგისთანა სტოპერს ვგულისხმობ და ნამეტანი სტრანნია თუ არ აქვს მაგისთანა რაცხა sad.gif

პოსტის ავტორი: TARASICHA Jan 16 2014, 10:59 AM

ციტატა(gela @ Jan 16 2014, 10:56 AM) *
ja_ja


არ აქვს მსგავსი არაფერი ნიტროებს, ამიტომ დავუდე ის ხრახნიანი შაიბა და მიამკვდარა ადგილზე, შედეგად აღარც არეულა, რა ვიცი რა ვიცი , ხელები ამიწევია და გავედი ჩემი ნებით : ))

მართლა ეგრეა, არ აქვს დამატებითი ბოლტი დასაფიქსირებლად ამ ნიტროს და ეგ შაიბა ნამდვილად კარგი გამოსავალია

პოსტის ავტორი: sekurifa Jan 16 2014, 12:11 PM

დააკვირდი თოფს იმ ადგილას სადაც ლულის ჩამკეტი ენაა ქვემოდან. ის ენა ჩაკეტვისას ხომ გადადის ღერძზე რომ დააფიქსიროს ლულა. თუ ვერტიკალური შატკა აქვს ესეიგი ჩაკეტვისას ენა რომ გადადის ღერძზე მერე ცილდება მას და ლულა ფამფალებს. მაგას თვალითაც შეატყობ.

http://radikal.ru/fp/4ced125cb4c741b4bad039125abc6a91
ანუ ეგ ენა კიდე უნდა ამოვიდეს ცოტათი. ამისთვის ამოღება უნდა მაგ ენას და ოდნავ ჩაქლიბვა აი აქ.

http://radikal.ru/fp/5d2674d2d68948759e7e535e194a53b6
იმასაგ გეტკვი რომ კროსმანებზე მე ეგ არ გამიკეთებია ჯერ. კასტანებზე და სხვა მოდელებზე კი. არამგონია სხვა პრინციპი იყოს მაქ. თუ ამოიღებ მაგ ენას და იქნება ისეთი როგორიც სნახაზზეა მაშინ შეიძლება ჩაქლიბვა.

ასევე კიდე შეიძლება იყოს სხვა მომენტიც. ხდება ხოლმე რომ ეგ ენა კი ედება ღერძს ჩაკეტვისას, არ რჩება ზაზორი ღერძს და ენას შორის მაგრამ მაინც აქვს ვერტიკალური შატკა. ასეთ შემთხვევაში ენას აკლია დახრის კუთხე იმ მხარეს სადაც ღერძს ედება დასაფიქსირებლად. ასეთ შემთხვევაში ენის ჩათლილი კედელი უფრო უნდა დაქანდეს რომ გაჭედოს
http://radikal.ru/fp/16267adcc4554ae1ac1bc644c3fca57c

ახლა დააკვირდი ამ ორი მიზეზიდან რომელი ჭირს შენს თოფს


პოსტის ავტორი: Nehalem Jan 16 2014, 12:28 PM

gela
Rebellion

ღია სამიზნეზე შეკითხვა იმიტომ გამიჩნდა რო დამაინტერესა თუ შეიძლებოდა დაყენება გადავქექე ინტერნეტი მაგრამ ქარხნულად და მარტივად დასაყენებელი ნორმალური არაფერი იყო
მართლაც უადგილოა კონდახზე ნამდვილად არ მიფიქრია
გასაგებია ყველაფერი დიდი მადლობა მეგობრებო რომ გამარკვიეთ

პოსტის ავტორი: cuxo12 Jan 16 2014, 12:33 PM

ვიყიდე BENJAMIN NPS იგივე CROSMAN NPSS ვერსად ვერ ვშოულობ სილიკონის მანჟეტს IARAGI.Ge ზე არ ჰქონდათ და როგორც ვიცი ფორუმზე აქვს რამდენიმეს ეს თოფი და იქნებ მიმასწავლოთ ან სად ყიდულობთ ან საიდან იწერთ ამისთვის მანჟეტს ? დიამეტრი აქვს 29 მმ.

პოსტის ავტორი: sekurifa Jan 16 2014, 02:17 PM

ციტატა(cxuo12 @ 16th January 2014 - 12:33 PM) *
იქნებ მიმასწავლოთ ან სად ყიდულობთ ან საიდან იწერთ ამისთვის მანჟეტს ? დიამეტრი აქვს 29 მმ.

თუ გრეგორის არააქვს მაშიმ მაგას მაღაზიებში ვერ იშოვი. მაგნუმში აქვთ ჰასტანის მანჟეტები იქნებ მოერგოს რომელიმე. ხოლო თუ ამაზონნიდან ან რამე სხვა მაღაზიიდან გამოცერას დააპირებ გირჩევ უკრაინაში შეუკვეთო ოსტატს ვინც მაგეებს ასხამს. Манжеты от Олега ეგრე დაგუგლე.

მე გამოვიყენე მაგის მანჟეტები როცა ჰასტან 99 გადავიყვანე ჰაერის ზამბარაზე და ძან კმაყოფილი დავრჩი. ქარხნულზე გაცილებით კარგია. ორი კვირაში ჩამომივიდა ფოსტით.

პოსტის ავტორი: TARASICHA Jan 16 2014, 02:19 PM



ახლა დააკვირდი ამ ორი მიზეზიდან რომელი ჭირს შენს თოფს
[/quote]
მე თუ მეუბნები შატკა ჩემსას ვერტიკალურად არ აქვს, ჰორიზონტალურად აქვს და მაგ შემთხვევაში რა ხდება?

პოსტის ავტორი: TARASICHA Jan 16 2014, 02:39 PM


პოსტის ავტორი: TARASICHA Jan 16 2014, 03:19 PM



ესეთი ზაზორი აქვს ჩემს ნიტროს და ნორმალური მომენტია? ვისაც გქონიათ შეხება ამ იარაღებთან ესე ქონდა თქვენ თოფებსაც?

პოსტის ავტორი: gregory Jan 16 2014, 09:01 PM

ციტატა(gela @ 16th January 2014 - 10:56 AM) *
მასე იყო გრიშასთან ნაყიდ MTR77-ზეც. ოღონდ იმას ჰაერი გასდიოდა გადასახსნელთან. მანდაც ბოლტის გადაჭერის ამბავი იქნებოდა, უბრალოდ აღარ გვინახია,

gela
არ გვინახია იმიტომ რომ ახალზე გადაიცვალა ეგრევე wink.gif
აი სხვა ამბავი რომ ყოფილიყო, ჩემთან შეცვლა არ იქნებოდა პრობლემა, მარა ამაზონს რას უზამდი ნეტა?


პოსტის ავტორი: ilo Jan 16 2014, 10:54 PM

ციტატა(gela @ 16th January 2014 - 10:56 AM) *
20 მეტრში პროპკებზე ვკაიფობდი და რავი, თუ მეტ სიზუსტეზეა პრეტენზია, მაშინ გავჩუმდები : )


+100

პოსტის ავტორი: gela Jan 16 2014, 10:55 PM

gregory

ციტატა(gregory @ 16th January 2014 - 10:01 PM) *
აი სხვა ამბავი რომ ყოფილიყო, ჩემთან შეცვლა არ იქნებოდა პრობლემა, მარა ამაზონს რას უზამდი ნეტა?

ეგ თავისთავად მასეა გრიგოლ, მე სხვა რამეს ვამბობ რომ, კროსმანის პროდუქციაში როდესაც ლულის ყანყალია, ეგ იმას არ ნიშნავს რომ ბრაკია ან რამე მაგდაგვარი, უბრალოდ ზოგზე ბევრად არის გადაჭერილი და ზოგზე ნაკლებად, ამ ყველაფრით კი უფრო იმის თქმა მინდოდა რომ , არ შეშინებულიყვნენ ხალხი და არ აეთვალწუნებინათ კროსმანის პროდუქცია უმნიშვნელო რამის გამო, გამოუცდელი ახალბედა ფორუმელი შეიძლება დაფრთხეს და დარჩეს შთაბეჭდილება რომ ვითომ კროსმანის პროდუქცია წუნიან პროდუქციას უშვებს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, ძალიან ხოშიანი ფიშტოები აქვს კროსმანს და მე პირადად ძალიან მომწონს.

თან შენთან ყიდვას პლიუსი ის აქვს რომ, პირადად ნახავს მყიდველი იარაღს, ხელში დაიჭერს და იქიდან გამოიტანს აზრს თუ რეალურად რომელი უფრო მოსწონს და იმას იყიდის,
თან როგორ არ ვთქვა რომ პირადად ჩემთვის არაერთი შეღავათი გაგიკეთებია ფასდაკლების ამბავში : ) და დარწმუნებული ვარ მარტო ჩემთვის არ გაგიკეთებია ფასდაკლება,
მე თუ გამოვიწერე ამაზონიდან, მხოლოდ იმიტომ რომ, აღარ მინდოდა შენი შეწუხება, იმ მხრივ რომ, იმდენჯერ დამიკელი ფასები რომ მეუხერხულა კიდევ მოსვლა და მეთქვა, ამაზეც რამდენს დამიკლებო : )) თორე ჩემთვის ის 20 და 30 ლარიანი სხვაობა არაფერს ნიშნავს, ამას გულით ვამბობ, მირჩევნია პირადად ვნახო იარაღი, შევამოწმო, ხელში დავიკავო და გავაანალიზო რას ვყიდულობ, თან იმ დღესვე და არა ორ კვირიანი ლოდინი, თუ როდის ჩამოვა გამოწერიდან, ან რა მდგომარეობაში ჩამოვა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩისტა ადამიანურად მომერიდა კიდევ იმ სიტყვით მოვსულიყავი შენთან და მეთქვა ამა და ამ იარაღზეც დამიკელი ფული თქო, რაც არაერთხელ გაგიკეთებია არა მარტო ჩემთვის, სხვა ჩვენი თანაფორუმელებისათვისაც : )

პოსტის ავტორი: cuxo12 Jan 16 2014, 11:52 PM

SEKURIFA იქნებ კონკრეტულად დამაკვალიანო სად დავუკვეთო რაღაცეები კი ვნახე გუგლში მარა სად შევუკვეთო ვერა და ზომები მეთვითონ უნდა მივცე თუ იცის თვითონ?

პოსტის ავტორი: sekurifa Jan 18 2014, 04:25 PM

ციტატა(cxuo12 @ 16th January 2014 - 11:52 PM) *
SEKURIFA იქნებ კონკრეტულად დამაკვალიანო სად დავუკვეთო რაღაცეები კი ვნახე გუგლში მარა სად შევუკვეთო ვერა და ზომები მეთვითონ უნდა მივცე თუ იცის თვითონ?



http://airgun.org.ua/forum/ აქ ნახე. დარეგისტრირდი. Олег 2100 აქვს ნიკი.

მიწერ თოფის მოდელს. ფასები არვიცი ახლა რა აქვს. მგონი როცა აგზავნის საზღვარგარეთ სამ ცალზე ნაკლებს არ ყიდის + გამოსაგზავნი ფული შენ უნდა გაუგზავნო სადღაც 12$. მერე შEნი უბნის ფოსტის ინდექს ეტყვი, მისამართს და გამოგიგზავნის. ნახე გადახედე რა როგორ გაწყობს.

პოსტის ავტორი: ARASERIOZULI Feb 2 2014, 06:12 PM

მეც შემოგიერთდებითsmile.gif შევიძინე ბატონ გრიგოლთან.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 7 2014, 07:11 PM

ისადა, რა გაგიზიაროთ აბა? smile.gif რა გაინტერესებთ smile.gif

ისე ჩემს თემაში მირჩევნია დამისვათ შეკითხვები, თუ რეალურად რამე გაინტერესებთ, ყველაფერს გეტყვით smile.gif

პოსტის ავტორი: SVD Mar 6 2015, 05:19 AM

Venom nitro iaragi.ge ze ragirs? An ganvadebit 1 wlianze 50 larshi chacetevi?
Ase 30 metrshi sa adirod kargia?
Adre mqonda chveulebrivi prujiniani kisti da imas prujina uslabdeboda da amas araferi arunda chade isrole vso xo ?

პოსტის ავტორი: DaV1nCh Mar 6 2015, 01:39 PM

SVD
ნიტრო პისტონზეა. ისე მე vantage np უფრო მომწონს, გარე სამიზნის გამო, დიზაინით კიდე ვენომი ჯობია.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 6 2015, 02:37 PM

SVD
ეს არ არის ვენომის თემა, შეხვალ თუ არა პნევმატური იარაღის განყოფილებაში, იქვე გიწერია ვენომის სათაურით თემა და დაგეზარა http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2928&st=220&start=220?...
თანაც ლათინური შრიფტით ნუ წერ თუ შეიძლება, ერთი ის რომ ძლივს იკითხება, მეორე ის რომ ქართველები ვართ და ჩვენ ჩვენი ანბანი გვაქვს smile.gif

კი, 30 მეტრში სანადიროდ გამოდგება. ნიტრო ზამბარაზეა, მაგრამ მაინც მარადიული არაფერია და გარკვეული (დიდი ხნის შემდეგ) დროის შემდეგ რეკომენდირებულია შეცვლა.

რაც შეეხება შეძენის საკითხს, ან http://www.airgun.ge/forums/index.php?showuser=237 დაუკავშირდი ჩვენს თანაფორუმელს და ის დაგაკვალიანებს თავის პროდუქციის შესახებ, ან კიდევ ჩემი ახლობელი ყიდის (თუ არ გადაუფიქრებია) და შემეხმიანე პირად მესიჯში და თავის შალითით შეიძლება გაგატანოს შედარებით საკმაოდ დაბალფასად თითქმის ახალი თოფი. (განვადებით არა მგონია)

პოსტის ავტორი: SVD Mar 6 2015, 03:33 PM

გუშინ ტელეფონით ვიყავი და მაგიტომ ვწერდი იინგლისური შრიფტით.ახალი ვარ და არ ვიცი ჯერ სად რა არის ამიტომ აქ დავწერე .დაკიდერ რამაინტერესებს აი დიგომში რომ არის პეტრიწის ორში თუ პეტრიძის აი მანდ ანუ იარაგი.გე ზე ეგ თოფები თურქულია?

პოსტის ავტორი: DaV1nCh Mar 6 2015, 04:11 PM

არა ამერიკული თოფებია. ჩინეთში იწყობა და მერე ამერიკაში იგზავნება როგორც ვიცი. ჩინეთში აწყობა უფრო იაფია და ქარხანას იქ აწყობს რო ააწყობინოს. თორე ამერიკაში რო ააწყონ უფრო ძვირი დაჯდება და ორმაგად ძვირი ეღირება ამიტომ მყიდველი შემცირდება. ისე აქ აღარ დავპოსტოთ თორე ოფდება თემა. smile.gif

პოსტის ავტორი: SVD Mar 6 2015, 05:11 PM

ერთი კითხვას და ვსოო რა.ანუ იარაგი.გე ზე რომ თოფებია კარგი ხარისხის არის და არარის თურქული ნაგავი ? http://iaragi.ge/nitrovenom-in-geo.html ამას ვგულისხმობ კონკრეტულად

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 6 2015, 05:25 PM

SVD

არც თურქული თოფებია ნაგავი ისე რო იცოდე... გააჩნია მოდელს...
ტყუილად დაგიპოსტე მაგ მაღაზიის მფლობელის სახელი და პირადი გვერდი? http://www.airgun.ge/forums/index.php?showuser=237და დაუკავშირდი რა. მისწერე პირადი მესიჯი და თვითონ გეტყვის ყველაფერს. ერთ ერთი კითხვაო ამბობ და ერთი გვერდი გამოვიდა საერთო ჯამში...

პოსტის ავტორი: Shabka Nov 12 2015, 04:04 PM

რა აზრის ხართ Benjamin Titan NItro XS ზე? როგორი პიშტოა? გამძლეა? ოპტიკას მალე შლის? და ა.შ... თუ ვინმეს გაქვთ დამიწერეთ ზუსტი ინფორმაცია რაა... ძაან ბევრს ნიშნავს ჩემთვის ეხა მაგის გარკვევა....

პოსტის ავტორი: bubusicha Nov 12 2015, 08:10 PM

ძალა აქვს ჟანგშეპარულ ვედროს ხრიტავს, სიზუსტის რა გითხრა აბა...

პოსტის ავტორი: ნიკა Nov 12 2015, 08:12 PM

ციტატა(bubusicha @ Nov 12 2015, 09:10 PM) *
ძალა აქვს ჟანგშეპარულ ვედროს ხრიტავს, სიზუსტის რა გითხრა აბა...


არ არის ზუსტი?

პოსტის ავტორი: SCORPIONS Nov 13 2015, 07:44 AM

bubusicha

ციტატა(bubusicha @ 12th November 2015 - 09:10 PM) *
ჟანგშეპარულ ვედროს ხრიტავს,
მასეთებს ხო 99% გახვრეტენ.

პოსტის ავტორი: koba1973 May 30 2016, 08:48 AM

მოგესალმებით.
მე ახალი წევრი ვარ ამ ფორუმის. კეთილი იყოს ჩემი ფეხი.
რაც შეეხება ბენჯამენ ნიტროს პრობლემებს

ციტატა(sekurifa @ 16th January 2014 - 12:12 AM) *
რა ჯანდაბაა ხდება ნეტა? უკვე მერამდენე თოფი ჩამოვიდა ეგეთი შატკით ამაზონიდან. შატკას თავი დავანებოთ ერთს ისეთი დეფექტიანი თოფი ჩამოუვიდა გადავირიე კაცი.

რაც შეეხება შატკის მოგვარებას ბოლტის გადაჭერით არაა მთლად გამართლებული. ნუ ჰორიზონტალურ შატკას ასე თუ ისე აჩერებს მარგაბ მოჭიმული ფრთების ხარჯზე რაც არაა რეკომენდირებული. სინათლეზე რომ გახედავ ლულის ბუდეს ის ერთიანად უნდა ეკროდეს ცილინდრის ფრთის კედელს. არის შემთხვევა როცა ლულის ბუდესა და ფრთას შორის ზაზორია და შუქი ატარებს. ასეთ შემთხვევაში აქვს ლულას ჰორიზონტალური შატკა. ანუ გადაჭერა კიარ აკლია არამედ გაჩარხულია არასწორად.

ასეთ შემთხვევაში ბოლტის გადაჭერით მარტო ფრთების ზედა მხარე ვიწროვდება და თითქოს აჩერებს შატკას. ხოლო ვერტიკალურ შატკას ეს არ შველის. ხელში ეგ არ იგრძნობა მაგრამ გასროლისას მაინც იხსნება ლულა ოდნავ. ვერტიკალურ შატკას სხვა რამე ჭირდება. უნდა მოიხსნას ბუდუდან რიგელი რომელიც აფიქსირებს ლულას ცჰაკეტვისას და უნდა ჩაიქლიბოს ის მუხლი ოდნავ რომელიც აფიქსირებს მის სვლას.

ეტყობა ბევრ ეგზემპლიარს ახასიათებს. ახლახანს შევიძინე მეორადი, ცუდი გაჩარხვის გამო ლულას ჰორიზონტალური რყევა აქვს. ვაპირებ შესაბამისი სისქის ფოლადის ფირფიტა გამოვჭრა და ლულასა და მის დამჭერ ფრთებს შორის მოვათავსო. რას ფიქრობთ ამ მეთოდზე?
ვერტიკალური რყევა არა აქვს მაგრამ ლულაზე ოდნავ დაწოლით ლულა ტყდება და ვფიქრობ სროლის დროს როცა დგუში ეჯახება ცილინდრის კედელს ლულა იხსნება .

პოსტის ავტორი: SVD May 30 2016, 09:20 AM

ციტატა(koba1973 @ May 30 2016, 09:48 AM) *
მოგესალმებით.
მე ახალი წევრი ვარ ამ ფორუმის. კეთილი იყოს ჩემი ფეხი.
რაც შეეხება ბენჯამენ ნიტროს პრობლემებს

ეტყობა ბევრ ეგზემპლიარს ახასიათებს. ახლახანს შევიძინე მეორადი, ცუდი გაჩარხვის გამო ლულას ჰორიზონტალური რყევა აქვს. ვაპირებ შესაბამისი სისქის ფოლადის ფირფიტა გამოვჭრა და ლულასა და მის დამჭერ ფრთებს შორის მოვათავსო. რას ფიქრობთ ამ მეთოდზე?
ვერტიკალური რყევა არა აქვს მაგრამ ლულაზე ოდნავ დაწოლით ლულა ტყდება და ვფიქრობ სროლის დროს როცა დგუში ეჯახება ცილინდრის კედელს ლულა იხსნება .

სალამი კეთილი იყოს შენი ფეი ფორუმზე,ეხლა რაც შეეხება იარაღს,არამგონია მაგ მეთოდმა გაამრთლოს,სროლის დროს ლულა რო იხსნება ეგეთი რაე პირველად გავიგე,ვინტები ხომ არ აქვს მოშვებული ? მოხსენი კონდახი და ყველა ვინტი ხელხლა კარად გადაუჭირე წესით უნდა ეშველოს

პოსტის ავტორი: koba1973 May 30 2016, 11:34 AM

ციტატა(SVD @ 30th May 2016 - 10:20 AM) *
სალამი კეთილი იყოს შენი ფეი ფორუმზე,ეხლა რაც შეეხება იარაღს,არამგონია მაგ მეთოდმა გაამრთლოს,სროლის დროს ლულა რო იხსნება ეგეთი რაე პირველად გავიგე,ვინტები ხომ არ აქვს მოშვებული ? მოხსენი კონდახი და ყველა ვინტი ხელხლა კარად გადაუჭირე წესით უნდა ეშველოს

არა ვარ დარწმუნებული რომ იხსნება . ეს მხოლოდ ვარაუდია. შესაძლოა ოდნავ იხსნება და მერე ისევ საწყის მდგომარეობას უბრუნდებათქო. ამას იმიტომ ვფიქრობ რომ თოფს ოდნავ ქვემოთ რომ დავიქნევ ლულა იხსნებ აოდნავ და მერე ისევ იკეტება.
ლულის გვერდზე , ლულასა და ლულის დამჭერ ფრთებს შორის ჩატანებული ფირფიტა ღრეჩოს შეამცირებს და ლულის ჰორიზონტალური რყევა შემცირდება. მთავარია ფირფიტა იდეალურეად სწორი იყოს რომ ზამბარის ეფექტი არ ქონდეს.

პოსტის ავტორი: mister_io May 30 2016, 07:36 PM

ციტატა(koba1973 @ 30th May 2016 - 12:34 PM) *
ლულის დამჭერ ფრთებს შორის ჩატანებული ფირფიტა ღრეჩოს შეამცირებს და ლულის ჰორიზონტალური რყევა შემცირდება

ფირფიტის გარეშეც უნდა გამოსწორდეს ეგ რყევა კარგად დაუჭირე ის ბოლტი რაც ლულას იჭერს

პოსტის ავტორი: koba1973 Jun 6 2016, 06:19 AM

SVD

ციტატა(SVD @ 30th May 2016 - 10:20 AM) *
სალამი კეთილი იყოს შენი ფეი ფორუმზე,ეხლა რაც შეეხება იარაღს,არამგონია მაგ მეთოდმა გაამრთლოს

მართალი იყავით. აღმოჩნდა რომ ამ პნევმატურს სხვებისგან განსხვავებით ლულასა და მის დამჭერ ფრთებს შორის იდევს სადები(შაიბა). ანუ ის მეთოდი რასაც მე ვაპირებდი აქ არ გამოდგება.

პოსტის ავტორი: koba1973 Jun 28 2016, 09:43 AM

მოგესალმებით.
რამოდენიმე კითხვა მაქვს :

მაქვს გარეგნულად ზუსტად აი ეს

https://www.amazon.com/Benjamin-Piston-177-Caliber-Barrel-Riflescope/dp/B00EAUWI2E?ie=UTF8&ref_=pd_sbs_sg_46

ბატონ გრიგოლს ამ მოდელზე უწერია ELS117DC.
რუსულ ფორუმებზე- Crosman Rem NPSS 8-RNP77XM NiTro.
ჩემსას კი აწერია model 32040
313DA0130
მაინტერესებს სხვადასხვა მოდიფიკაციაა თუ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელით გზავნიან. და კიდევ ახლებს ლულაში "შემამჭიდროებელი სალნიკი" რეზინის აქვს თუ სილიკონის. ჩემი მეორადი ვიყიდე და რეზინის ქონდა და მალე აიცირცნა.

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 28 2016, 12:16 PM

ELS117DC - ეს არის ქარხნული ნომერი მოდელის, მაგალითად გადახედეhttp://www.crosman.com/airguns/air-rifles?p=1&powerplant=20, ყველას უწერია ბოლოში რაღაც სპეც თავისი ნომერი.. ნუ ეს არის შიდა ქარხნული იდენტიფიკატორი, ყოველ ახალ მოდიფიკაციას სხვა ნომერი ეძლევა რომ განსხვავება იცოდნენ, საჭიროა ეს აღდგენა შეკეტებისას, რომ იცოდე ამ კონკრეტულ მოდელში რა ცვლილებებია შეტანილი.

საერთო ვარიანტში კი ყველა ერთი ძირითადი მოდელის ქვე მოდიფიკაციები. საერთოდ კროსმანი ზალიან ხშირად აკეტებს მინი-მინი ცვლილებებს, იქ რაღაც ვინტს დაამატებს, აქ რაღაც კონდახის პლასტმასის შემადგენლობას შეცვლის... აი მაქედან იჩითება ეგ სტრანნი ნუმერაცია, ასე რომ მაგას დიდად ყურადღება არ უნდა მიაქციო.

NPSS - ეს არის შემოკლება, კერძოდ NP ეს არის nitro piston, ხოლო SS არის შრაუდერის აღმნიშვნელი, ნუ ერთი S აღნიშნავს რომ შრაუდერია, მეორე აღნიშნავს რომ სრულად არის ლულა დაფარული შრაუდერში, პროსტა ეგ ტერმინი ინგლისურად აღარ მასხოსვს, ასე რომ ეგ NPSS უფრო აღნიშნავს გამოყენებულ ტექნოლოგიებს


საერთოდ კი კროსმანს ასევე უყვარს სხვადასხვა რეგიონებისთვის განსხვავებული მოდელების გამოშვება, ასევე უყრავს დიდი რელელერისთვის სხვა დასახელების მოდელების გამოშვება, სინამდვილეში ყველა ერთი და იგივეა

რაც შეეხება ლულაში რეზინას...ჰმმმ მანდ ვერაფერს ვიტყვი, სავარაუდოდ სილიკონი იქნება, ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ ფერმა არ დაგაბნიოს, სილიკონი შავით შეიძლება იყოს განჭირვალე, მოყვითალოც და ვარდისფერიც smile.gif ანუ სილიკონისთვის ფერის შეზღუდვა არ არსებობს, მარტო ფერით ნუ განსაზღვრავ, წესიტ სილიკონი იქნება იმიტომ ტრომ რეზინა მაგ ადგილზე ხშირი ხახუნის გამო მალე გაცვდება.

პოსტის ავტორი: gregory Jun 28 2016, 12:43 PM

ციტატა(koba1973 @ 28th June 2016 - 10:43 AM) *
ბატონ გრიგოლს ამ მოდელზე უწერია ELS117DC.

ეგ მოდელი კაიხანია აღარ გამოდის

ციტატა(koba1973 @ 28th June 2016 - 10:43 AM) *
რუსულ ფორუმებზე- Crosman Rem NPSS 8-RNP77XM NiTro.

საერთოდ ქროსმანი ციფრ 8-ს უმატებს დასუსტებულ( 7 ჯოულამდე) ვერსიებს რუსული ბაზრისთვის კანომმდებლობის შესაბამისად..
ციტატა(koba1973 @ 28th June 2016 - 10:43 AM) *
კიდევ ახლებს ლულაში "შემამჭიდროებელი სალნიკი" რეზინის აქვს თუ სილიკონის. ჩემი მეორადი ვიყიდე და რეზინის ქონდა და მალე აიცირცნა.

ახლებსაც და ძველებსაც შავი სილიკონი აქვთ, ოღონდ რაღაც არასტანდარტული ფორმისაა


პოსტის ავტორი: koba1973 Jun 28 2016, 05:29 PM

ja_ja
gregory
მადლობა ამომწურავი პასუხისათვის. ჩემსას მართლა რეზინი ქონდა, ჩვეულებრივი რეზინის "სალნიკი". ამიტომაც გაცვდა მალე.
ბატონო გრიგოლ თუ გაქვთ ეგ სილიკონის სალნიკი შევიძენ როგორც თბილისში მოვხვდები.
კიდევ მაინტერესებს შრაუდერის მოხსნა თუ შეიძლება რომ დავშალო და გავწმინდო. დამწვარი ზეთის საშინელი სუნი აქვს ლულას.

ციტატა(gregory @ 28th June 2016 - 01:43 PM) *
ეგ მოდელი კაიხანია აღარ გამოდის

მეორადი შევიძინე.

პოსტის ავტორი: gregory Jun 28 2016, 09:51 PM

koba1973
სამწუხაროდ მაგის სალნიკი არ მაქვს sad.gif

ციტატა(koba1973 @ 28th June 2016 - 06:29 PM) *
კიდევ მაინტერესებს შრაუდერის მოხსნა თუ შეიძლება რომ დავშალო და გავწმინდო. დამწვარი ზეთის საშინელი სუნი აქვს ლულას.

წინ, ცხვირზე ხუფი მოუშვი და შრაუდერი დაატრიალე



პოსტის ავტორი: koba1973 Jun 30 2016, 09:42 AM

ციტატა(gregory @ 28th June 2016 - 10:51 PM) *
წინ, ცხვირზე ხუფი მოუშვი და შრაუდერი დაატრიალე

ვერ შევძელი. მხოლოდ ახალი ნაკაწრები დავამატე. მარცხენა ხრახნი აქვს?

პოსტის ავტორი: gregory Jun 30 2016, 05:22 PM

ეგ მოდელი აღარ მაქვს და ზუსტად არ მახსოვს. ისე ლულიდან შეხედე: "შესტიგრანკის" ადგილი ხო არაა?


https://support.crosman.com/hc/en-us/articles/203361644-RNP77-Owner-s-Manual-EVP-2009-Present-

პოსტის ავტორი: koba1973 Jun 30 2016, 06:49 PM

ციტატა(gregory @ 30th June 2016 - 06:22 PM) *
ეგ მოდელი აღარ მაქვს და ზუსტად არ მახსოვს. ისე ლულიდან შეხედე: "შესტიგრანკის" ადგილი ხო არაა

კი მაგრამ მოცვდა ეგ "შესტიგრანკა". ხის პატარა ფირფიტები ჩავუტანე და "ტრუბნოი კლუჩითაც"(ბოდიშს ვიხდი რუსული ტერმინოლოგიისთვის) ვცადე მაგრამ არ მოეშვა. ალუმინი და რკინა როცა ერთმანეთშია ჩახრახნილი ამოხრახვნა ძალიან ძნელია.
მადლობა დახმარებისთვის.

პოსტის ავტორი: Fliegen_Axt Jul 3 2016, 03:18 PM

გამარჯობათ! ორიგინალი მანჟეტის ყიდვა სად შეეძლება? ისეთი თოფებისთვის როგორიცაა - რუგერ უმარექსი, დიანა, Weihrauch blush.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 4 2016, 09:49 AM

პირველ რიგში გაგიმარჯოს.

დიდი თხოვნა იქნება ქართულად დაწერო ხოლმე ტექსტი, თორემ ლათინური სიმბოლოებით ტექსტის წაკითხვა მოუხერხებელია, პლიუს ფორუმზე ჩამონტაჟებულია სპეციალური სკრიპტი რომელიც წესით ავტომატურად ქართულად უნდა გაწერინებდეს, აქედან გამომდინარე კითხვა გამიჩნდა როგორ მოახერხე ლათინური ტექსტით აქკეფვა? რაიმე ჩვენ გვაქვს გასასწორებელი თუ როგორ მოხდა ლათინური ტექსტი? რა მოწყობილობით და რა ბროუზერით ხარ შემოსული?

რაც შეეხება შენს კითხვას, შენს მიერ ჩამოთვლილი მწარმოებლების იარაღების სუპორტი პრაქტიკულად საქართველოში არავის აქვს, ერთი Weihrauch-ის რაღაც დეტალები შეიძლება ჰქონდეს "მაგნუმს" (ისიც დიღომში რომ "გუდვილია" იქ თუ ექნებათ მხოლოდ), ასე რომ უფრო უნდა ეძებო შემცვლელ ჩამნაცვლებელი დეტალები, ან ინტერნეტის მეშვეობით გამოიწერო...

პოსტის ავტორი: Fliegen_Axt Jul 4 2016, 10:25 AM

მოგესალმებით!
"აქედან გამომდინარე კითხვა გამიჩნდა როგორ მოახერხე ლათინური ტექსტით აქკეფვა? " სადაც ტეკსტი იცერება არის ღილაკი ქარტული კლავიატურა-ლატინური.
"რაიმე ჩვენ გვაქვს გასასწორებელი" არა, კველაფერი 5-ზე
"რა მოწყობილობით" ჩვეოლებრივი პ.კ.
"რა ბროუზერით ხარ შემოსული?" იანდეკს ბრაუზერი wink.gif
Dიდი მადლობა რომ მიფასუხეთ

პოსტის ავტორი: Fliegen_Axt Jul 4 2016, 01:01 PM

ციტატა(ja_ja @ Jul 4 2016, 10:49 AM) *
პირველ რიგში გაგიმარჯოს.

რაც შეეხება შენს კითხვას, შენს მიერ ჩამოთვლილი მწარმოებლების იარაღების სუპორტი პრაქტიკულად საქართველოში არავის აქვს, ერთი Weihrauch-ის რაღაც დეტალები შეიძლება ჰქონდეს "მაგნუმს" (ისიც დიღომში რომ "გუდვილია" იქ თუ ექნებათ მხოლოდ), ასე რომ უფრო უნდა ეძებო შემცვლელ ჩამნაცვლებელი დეტალები, ან ინტერნეტის მეშვეობით გამოიწერო...

რო დავამზადო ხარისხინი პროდუკცია მანჯეტები, პრეპუსკის სალნიკი მოტხოვნილება იქნება ისეტ პროდუკციაზე? ჩინურ სილიკონთან შედარებიტ ძვირი იქნება მაგრამ უპრო იაფი ვიდრე ინტერნეტის მეშვეობით გამოიწერო...

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 4 2016, 03:20 PM

Fliegen_Axt
ჯერ შენ ის გამაგებინე ბაზარს სწავლობ საკუთარი პროდუქსციის შესაქმნელად, თუ შენთვის თოფის გასარემონტებენ დასააბგრეიდებლად დახმარებას თხოულობ smile.gif

მოთხოვნილება რა უნდა იყოს აგერ შენ გაგიჩნდა ეგ კითხვა სხვა რავიცი აქ ეგეთი კითხვა არ მინახავს, ხოლო მოდიფიკაციებზე მაქსიმუმ 2-3 კაცმა გააკეთა შეცვლა რომელიღაც თოფებზე... ნუ ჩვენთან მაგ მხრივ დიდი ბაზარი არ არსებობს, უფროსქწორედ დიდი კი არა საერთოდ ბაზარი არ არსებობს, გარდა ათასში ერთხელ მსურველისა, ასე რომ რამეს თუ გააკეთებ ისევ ჯობია გარე ბაზარზე იფიქრო... smile.gif

თუ გასაღებაზე ვისაუბრებთ, ამ თემაში აღარ გაარგძელო საუბარი, მაშინ გადადი ყიდვა გავიდვის განყოფილებაში და იქ ვისაუბროთ მაგ საკითხებზე, აქ კონკრეტული თოფის განხილვაა და არა სასურველი ბაზრის შესწავლა.

პოსტის ავტორი: Fliegen_Axt Jul 4 2016, 03:49 PM

ციტატა(ja_ja @ Jul 4 2016, 04:20 PM) *
Fliegen_Axt
ჯერ შენ ის გამაგებინე ბაზარს სწავლობ საკუთარი პროდუქსციის შესაქმნელად, თუ შენთვის თოფის გასარემონტებენ დასააბგრეიდებლად დახმარებას თხოულობ smile.gif

მოთხოვნილება რა უნდა იყოს აგერ შენ გაგიჩნდა ეგ კითხვა სხვა რავიცი აქ ეგეთი კითხვა არ მინახავს, ხოლო მოდიფიკაციებზე მაქსიმუმ 2-3 კაცმა გააკეთა შეცვლა რომელიღაც თოფებზე... ნუ ჩვენთან მაგ მხრივ დიდი ბაზარი არ არსებობს, უფროსქწორედ დიდი კი არა საერთოდ ბაზარი არ არსებობს, გარდა ათასში ერთხელ მსურველისა, ასე რომ რამეს თუ გააკეთებ ისევ ჯობია გარე ბაზარზე იფიქრო... smile.gif

თუ გასაღებაზე ვისაუბრებთ, ამ თემაში აღარ გაარგძელო საუბარი, მაშინ გადადი ყიდვა გავიდვის განყოფილებაში და იქ ვისაუბროთ მაგ საკითხებზე, აქ კონკრეტული თოფის განხილვაა და არა სასურველი ბაზრის შესწავლა.


ბაზარს ვსწავლობ საკუთარი პროდუქსციის შესაქმნელად.

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 4 2016, 04:33 PM

მაშინ ყიდვა გაყიდვაში გადაინაცვლე აქ კი წაიშლება ეს საკითხები,

შემდეგში თხოვნა მექნება თუ რაიმეს კითხვა გინდა პირდაპირ დასვი ხოლმე კითხვა და არა ისე როგორც აქ გააკეთე, ვითომ და რაღაც იარაღისთვის გამოიკითხე სად გეყიდა ესა თუ ის ნაწილი და შემდეგ აღმოჩნდა სულ სხვა ქვეაზრი smile.gif

წარმოებას მივესალმებით, და კარგია, დასამალი და მოსარიდებელი მანდ არაფერია, პროსტა მთავარია უკუღმართულად არ იყოს ეს ყველაფერი. და იმ თემაში სადაც შესაბამის ინფოს დაწერ წარმოების შესახებ, მიაწერე რისგან კეთდება რა პლიუსები აქვს და ასევე სასურველია საკუთარი სურათების მიმაგრება, ბოლო-ბოლო 21-ე საუკუნეა და ხალხს უკვე ვიდეო ინფორმაცია აღარ ყოფნის, მხოლოდ ტექსტი კი დღეისთვის ნამეტანი მშრალად გამოიყურება.

პოსტის ავტორი: koba1973 Jul 13 2016, 07:00 PM

ყველას ალბათ გული შევუწუხე ჩემი ბენჯამინ ნპს-ით მაგრამ სხვაგან ვერსად ვიკითხავ, უფრო სწორედ არ ეცოდინებათ.
მოკლედ რა ხდება გადატანისას დგუში რაღაც ნაწილაკს შეიტანს ხოლმე და ცილინდრის კედელს აჩიჩქნის ხოლმე. ეს ნაწილაკი ცილინდრის მეტალზე მყარია,მაგრამ დგუშზე მყარი არ არის. ანუ დგუშს ვერაფერს აკლებს. რამდენჯერმე დავშალე და გავრეცხე დგუში და ცილინდრი. მერე დავზეთე და ავაწყე.რამდენიმე გასროლის შემდეგ ისევ ვგრძნობ რომ რაღაც იჭედება. ყველაფერი თავიდან მეორდება.ვერ ვხვდები საიდან ხვდება ის რაღაც შიგნით.ჰაერის ზამბარას ცალი გვერდი გაპრიალებული აქვს. როგორც ვხვდები დგუში ედება ოდნავ, თუმცა ათლით ალბათ მეტალს ვერ ქათმის.ანათალი შეეტყობოდა.
იმედია გასაგებად დავწერე. სურათებიც მაქვს მაგრამ ყველაფერი ტელით ვწერ და ვერ მოვახერხე დადება.მერე დავდებ.


პოსტის ავტორი: ja_ja Jul 13 2016, 07:35 PM

koba1973
სურათები დადე აბა...

ისე თუ პოულობ ხოლმე იმ რაღაცას დაშლის დროს? მიახლოებით რა მასალაა? რაიმე შედუღების შლაკი ხომ არაა?, თუმცა ცილინდრში რა უნდა მაგას ნიხტ ზნაიუ smile.gif

პოსტის ავტორი: koba1973 Jul 13 2016, 10:28 PM

ესეც სურათები:
http://radikal.ru/big/a1249600172c4c7585923e86c31ee4e5
http://radikal.ru/big/9abec5f0f6b24b2595b95dc3eec6a51c
ესეც ნიტრო პისტონი
http://radikal.ru/big/90835291fe644216b9a87804ad1e0412

ესეც დგუშის ის ნაწილი რომელსაც ცილინდრის აჩიჩქნილ ნაწილთან შეხება აქვს
http://radikal.ru/big/fe1af66e356a410ab0e891c205eae9dc

ციტატა(ja_ja @ 13th July 2016 - 08:35 PM) *
ისე თუ პოულობ ხოლმე იმ რაღაცას დაშლის დროს? მიახლოებით რა მასალაა? რაიმე შედუღების შლაკი ხომ არაა?

არა ამოღება ვერცერთხელ ვერ მოვახერხე. ქლიბით გადავქლიბე და მერე ზუმფარის ქაღალდით დავამუშავე.

პოსტის ავტორი: koba1973 Jul 13 2016, 10:34 PM

დგუშის ბოლოს "პალიროვკაც" გავუკეთე, ვიფიქრე იქნებ ქიმი აქვს და ის ჩიჩქნის ცილინდრს მეთქი

http://radikal.ru/big/aafb2d830318432a8cf55287df9943f0

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 14 2016, 10:33 AM

აუფ... ეგ კაი მოშნი ნაჩხაპნები გქონია sad.gif

ეგ კონსტრუქცია ვინტის ხვრელს ხომ არ ედება და ეგ ხომ არ აფურცლავს რაიმე ნამცეცებს? რომელიც მერე შიგნით დაკატაობს და თავის შავბნელ საქმეს აკეთებს???

მგონი პირველ ეტაპზე რაიმე ბორმანქანით ან რაიმეთი უნდა დაამუშავო შიდა წახნაგები რომ ჩიგნით ჩაღუნული თავები არაფერს არ ჰქონდეს...

პოსტის ავტორი: koba1973 Jul 14 2016, 12:35 PM

არა ვინტამდე არ მიდის. ვინტთან ქლიბის კვალია.

ეხლა ისეთი რამ ჩავიდინე რაც აირგანელებში ღვთის გმობას უტოლდება biggrin.gif .
დავშალე უკვე ვინ იცის მერამდენედ, კარგად გავწმინდე და დგუშის მანჟეტი სილიკონის ზეთით მსუბუქად შევზეთე. უკან ნაკაწრებზე კი ჩვეულებრივი ტაოტი წავუსვი. კარგად.
50+ გასროლა გავაკეთე და ჯერ კარგად მუშაობს. ვნახოთ რა იქნება. ისე იმ silikone chamber oil-საც დიზელი ჩვეულებრივი ზეთივით აქვს.

პოსტის ავტორი: Fliegen_Axt Jul 14 2016, 03:49 PM

გამარჯობათ! სილიკონი რომელიც დათვირტულ მექანიზმების შეზეტვა შეეძლება სავარაუდოთ 100გრამი-70-80 ევრო ღირს და თუ თქვენ ასეთი ხარისხის სილიკონი გაოიყენეთ კაია wink.gif
15-20-30 ლარიანი სილიკონის ცასმა მანჟეტზე, დგუშზე დს სხვა დატვირტულ მექანიზმებზე არა მიზან შეწონილი. ისეთი სილიკონი ვარგისია პცპ, ტიპის პნევმატიკაში რეზინის პროკლადკების შესაზეტად რომ არ დაიგლიჯოს.
მანჟეტისთვი სინტეტიკური ძრავის ზეთი

პოსტის ავტორი: Fliegen_Axt Jul 14 2016, 03:56 PM

scratch_one-s_head.gif

პოსტის ავტორი: koba1973 Jul 14 2016, 04:04 PM

გამარჯობა
გამოვიყენე აი ეს
https://www.amazon.com/Crosman-RMCOIL-Silicone-Chamber-Oil/dp/B000R41LD4/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1468500876&sr=8-2&keywords=silicone+chamber+oil
კარგად გავამშრალე სხვა საცხებიდან და წავუსვი ეგ სილიკონის ზეთი. პირველ სროლაზე კვამლი გამოვარდა გასროლასთან ერთად. მეორეზე კვამლი ნაკლებად მაგრამ ხმა ქონდა მცირეკალიბრიანი შაშხანის ხმის ხელა. ვიფიქრე სხვა ძველი საცხის ნარჩენების გამო მოხდა მეთქი და ხელახლა დავშალე და ყველა პროცედურა გავიმეორე.იგივე განმეორდა. თან რკინის რკინაზე მშრალად ხახუნს ვგრძნობდი და ვხვდებოდი რომ ცოტა ხანში დგუში ისევ გაიჭედებოდა გადატენვის დროს. ამიტომ ჩავატარე ზემოთხსენებული პროცედურა. მშრალ ხახუნს ვეღარ ვგრძნობ. არც კვამლი და დიდი ხმა ქონია. ვიხმარე ჩვეულებრივი ლიტოლ-24.

პოსტის ავტორი: mister_io Jul 14 2016, 04:17 PM

koba1973
ეგ ტაოტი რაც დაწერე გააფუჭებს თოფს, თუგინდა თოფმა იმუშაოს ნორმალურად, მოაცილე ეგ რაც წაუსვი და იყიდე რაიმე სილიკონის ბაზაზე დამზადებულ;ი ტაოტი და არა ზეთი

პოსტის ავტორი: koba1973 Jul 14 2016, 04:37 PM

mister_io
სილიკონის ბაზაზე დამზადებული ტაოტი მეეჭვება რაიონში ვიშოვო. რას უზევს ეგ ტაოტი მანჟეტს გააფუჭებს?

პოსტის ავტორი: mister_io Jul 14 2016, 05:29 PM

ციტატა(koba1973 @ 14th July 2016 - 05:37 PM) *
სილიკონის ბაზაზე დამზადებული ტაოტი მეეჭვება რაიონში ვიშოვო. რას უზევს ეგ ტაოტი მანჟეტს გააფუჭებს?

ხო გააფუცჰებს და საწვალებელი გაგიხდება მერე, ჯობს მერე მანჟეტის ძებნას ეხლა ტაოტი მოძებნო

პოსტის ავტორი: koba1973 Jul 14 2016, 05:34 PM

ციტატა(mister_io @ 14th July 2016 - 06:29 PM) *
ხო გააფუცჰებს და საწვალებელი გაგიხდება მერე, ჯობს მერე მანჟეტის ძებნას ეხლა ტაოტი მოძებნო

ჰოოო ვერ არის კარგი ამბავი.

პოსტის ავტორი: Fliegen_Axt Jul 14 2016, 06:42 PM

იაფინი სილიკონი იწვება, დგუშის სწრაფი მოძრაობის დროს. ლიტოლ-24 ზაპხულის პერიოდში ჩვეულიბრივ მუშაობს მტავარია შეკუმშვის კამერაში არუნდა მოხდეს. რო აგრილდება ლიტოლი სქელდება და დგუშს შესამჩნევად "ატორმოზებს" მაგრამ ტგ პრობლემა არარი.
ჩემს Weihrauch და კროსმანს ვზეტავდი, MAG-1 Hi-Temp Disc Bake -თ იგივეა რაც ლიტოლ 24, ამერიკულია წიტელი ფერისა,ლიტოლტან შედარებიტ ტხელია, დაჟე ატა ნეოს ამ ტაოტიტ ვზეტავ. როგორც დავაყვირდი შეზეთვიდან-შეზეთვამდე მინიმუმ 1 წელია მუშაობს. Weihrauch-ი, შეზეტვის 1 წლის შემდეგ დავშალე იგივე ნაირად "სველი" იყო რაც დაზეტვის დგეს. რაოდენობას აქ მნიშნილობა, ძაან თხლატ უნდა წაუსვა.

პოსტის ავტორი: koba1973 Jul 14 2016, 09:01 PM

Fliegen_Axt
მადლობა გამოხმაურებისთვის

ციტატა(Fliegen_Axt @ 14th July 2016 - 07:42 PM) *
იაფინი სილიკონი იწვება, დგუშის სწრაფი მოძრაობის დროს

ნამდვილად. იწვება და როგორც ჩანს ცილინდრსაც მშრალს ტოვებს. ჩემი პნევმატურის პრობლემები მას მერე დაიწყო რაც ძველი საპოხი მოვაცილე და ახლიდან შევზეთე. ძველი რა ესვა არ ვიცი თუმცა საკმაოდ შავი იყო და დამწვარი ზეთის სუნიც ქონდა.
რაც ლიტოლი წავუსვი უკვე 200 ზე მეტი გასროლა გავაკეთე და დამახასიათებელი ხახუნი არ მიგრძვნია.

პოსტის ავტორი: თორნიკე Nov 16 2016, 07:04 AM

მოგესალმებით ფორუმელებო,
ახლა ვიპოვე ეს თემა და ძალიან დამეხმარეთ,
ჩემს Benjamin NPS-ს იმხელა შატკა ქონდა შურუპმა ერთი ბრუნი გააკეთა გადაჭერისას smile.gif,
მაგრამ სამწუხაროდ რადგან ჩემი პირველი იარაღია მეგონა ასეც უნდა ყოფილიყო.

პოსტის ავტორი: Multi-Tool Nov 16 2016, 08:49 AM

თორნიკე
ვინტს ლურჯი ფერის, რეზბის ფიქსატორი წაუსვი და აღარ მოეშვება.

პოსტის ავტორი: თორნიკე Nov 16 2016, 11:11 AM

ციტატა(Multi-Tool @ Nov 16 2016, 09:49 AM) *
თორნიკე
ვინტს ლურჯი ფერის, რეზბის ფიქსატორი წაუსვი და აღარ მოეშვება.


Multi-Tool
გმადლობ რჩევისთვის, ვცადე ბოლომდე მოშვება მაგრამ რამდენიმე ბრუნის შემდეგ გამაგრდა და აღარ დავატანე ძალა, ისევ გადავუჭირე,
ვფიქრობ უნდა ესვას ისედაც რადგან დანარჩენ ვინტებზე რაც კონდახის მოსახსნელად მოვუშვი ყველგან ესვა, სამარეზზეც კი ეხვია რაღაც რომელიც თითის გამოსაკრავის პლასტმასს ამაგრებს კონდახზე,
თუ შეგიძლია მომწერე სად შეიძლება მასეთი რეზბის ფიქსატორის შეძენა ყოველი შემთხვევისთვის თუ დამჭირდა, რაიმე განსაკუთრებული დამჭირდება თუ ჩვეულებრივ სანტექნიკის მაღაზიებში ვიკითხო?

პოსტის ავტორი: Multi-Tool Nov 16 2016, 09:36 PM

თორნიკე
მე დომინოში ვიყიდე მანქანების ქიმიის განყოფილებაში.
კარფურშიც არის, ოღონდ იქ ორივე ერთ შეკვრში იყიდება
წითელიც და ლურჯიც.

პოსტის ავტორი: თორნიკე Nov 16 2016, 10:54 PM

ციტატა(Multi-Tool @ Nov 16 2016, 10:36 PM) *
თორნიკე
მე დომინოში ვიყიდე მანქანების ქიმიის განყოფილებაში.
კარფურშიც არის, ოღონდ იქ ორივე ერთ შეკვრში იყიდება
წითელიც და ლურჯიც.


Multi-Tool
გაიხარე, დიდი მადლობა.

პოსტის ავტორი: xmaladze Nov 18 2016, 10:32 AM

გამარჯობათ მე ვიყიდე პნევმო აგვისტოში 250 ტყვია ვისროლლე და როდის უნდა დავზეთო ანუ გავწმინდოოო ??? მადლობა წინასწარ

პოსტის ავტორი: gregory Nov 18 2016, 11:03 AM

კარგ ტყვიებს თუ ისვრი, მაშინ სადღაც 1000 გასროლის მერა ხოლმე ლულა გასაწმენდი.
რაც შეეხება მექანიზმს, იქაც ყოველი 1000 გასროლის მერე 1 წვეთი სილიკონის ზეთი უნდა ხოლმე

პოსტის ავტორი: xmaladze Nov 18 2016, 01:02 PM

გასაგება მადლობააააა

პოსტის ავტორი: giorgi80 Feb 11 2017, 08:01 PM

გამარჯობათ.თუიცით გრეგორს თუაქ ბენჯამენ ნიტრო1500 და რაგირს?

პოსტის ავტორი: soso_k3 Feb 11 2017, 08:04 PM

ბარემ პირადში მიწერე შე კაი კაცოოო smile.gif))

პოსტის ავტორი: koba1973 May 22 2017, 08:10 PM

ყველას მოგესალმებით.
დღეს როგორღაც სახლში მოვხვდი biggrin.gif . ცოტა თავისუფალი დროც მქონდა და ვიფიქრე კვირიონებს შევაშინებთქო. ისე იყვნენ გათავხედებული, ლამის სკაზე ისხდნენ და ისე ჭამდნენ ფუტკარს.
ვინაიდან და რადგანაც კრალი მწყობრში არ მქონდა(არ შემიკეთებია ბოლომდე კლაპნის ღეროს გატეხვის მერე), ავიღე NPSS და იმედიანად მივუვარდი მომხდურებს. თურმე სადა ბანაობ! როგორც აღმოჩნდა არც ეს იყო მწყობრში. სასხლეტი მექანიზმი გადატენისას დგუშს არ იჭერდა და ტყუილად ვწევდი ლულას იმ იმედით რომ შევიდოდა ჩემს მდგომარეობაში და ერთხელ მაინც დაიტენებოდა.
მიზეზი საკმაოდ უცნაური რამ იყო და ცოტა მაწვალა კიდევაც სანამ ვიპოვიდი. ბერკეტი რომელიც ლულის გადაწევისას დგუშს აწვება და უკანა პოზიციაში მიჰყავს ოდნავ მოღუნულა, სულ ოდნავ , მაგრამ დგუშის დამჭერ კბილს ეხებოდა და ნორმალური მუშაობის საშუალებას არ აძლევდა. აპ პოსტს იმ იმედით ვწერ, რომ თუ არავის გამოადგება, ფორუმს მაინც ცოტა გამოაცოცხლებს, თურემ ბოლო დროს რაღაც ..... თუ რა ვიცი..... რა ვიცი.

პოსტის ავტორი: gela May 22 2017, 11:11 PM

koba1973

ციტატა(koba1973 @ 22nd May 2017 - 09:10 PM) *
აპ პოსტს იმ იმედით ვწერ, რომ თუ არავის გამოადგება, ფორუმს მაინც ცოტა გამოაცოცხლებს, თურემ ბოლო დროს რაღაც ..... თუ რა ვიცი..... რა ვიცი.


თავის მართლება საჭირო არ არის, პირიქით, მინდა გითხრა რომ ძალიან საჭირო ინფო მიაწოდე მაგ იარაღის მფლობელებს, სხვასაც რომ იგივე დაემართოს, ეცოდინება რას უნდა უშველონ , ურო მეტიც, ნებისმიერი პრობლემის აღმოჩენა და მითუმეტეს იმ პრობლემის მოგვარება სასურველია ფორუმშიც აისახოს,, შეიძლება ყოველ დღე არა, მაგრამ როდისმე შენი გამოცდილება ვინმეს აუცილებლად გამოადგება, ასე რომ ჩემგან დიდი მოწონება ამ პოსტს

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services