გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> Benjamin Mayhem SBD NP2 მფლობელის თვალით, პნევმატური ზარბაზანი
chicho
პოსტი Apr 28 2018, 12:53 AM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 189
რეგისტრ.: 20-October 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,297
ქალაქი:თბილისი



Benjamin Mayhem მოყვარულის თვალით

ყველაფერი დაიწყო იქიდან, როდესაც აღმოვაჩინე რომ პნევმატიკა ძალიან განვითარებულა რამაც ძალიან მიმიზიდა და მომხიბლა , ამიტომ გადავწყვიტე გასართობად მეყიდა რამე პნევმატური თოფი, მონადირე არ ვარ ალბათ მოყვარულის დონემდე ვარ და ამიტომ პროფესიონალიზმზე პრეტენზია არ მაქვს, ჩემი მიზანია მხოლოდ გართობა.

მინდა გითხრათ რომ როდესაც პირველად შევიტყვე პცპ პნევმატიკის შესახებ ჩემთვის ეს ძალიან დიდი შოკი იყო და გამაოცა თავისი ყველაფრით რითაც ყველას აოცებს დღემდე და ეგრევე გადავწყვიტე რომ შემეძინა, ბევრი ძებნა არ დამჭირვებია ახლობელს აღმოაჩნდა იაფად და გამოვართვი, შემდეგ ნასოსიც შევიძინე ბატონ გრიგოლთან და ავტეხე ბახაბუხი... რამდენიმე თვემ განვლო და ვატყობდი ჩემ თავს რომ რაიმე უფრო მარტივი, მოსახერხებელი და პრაქტიკული მინდოდა , ამასობაშიც აღმოვაჩინე ინტერნეტში ძრომიალით ეს ფორუმი რომლითაც კიდევ ერთი დიდი შოკი მივიღე აქ არსებული მასალით, ხალხის გამოცდილებით და ცოდნით, ყველაზე მეტად მომეწონა თემა "პნევმატური იარაღის ნაირ სახეობები" და დავიწყე კითხვა და მას მერე ამ ფორუმზე ვკითხულობ და ვკითხულობ თქვენ გაიხარეთ თურმე საქართველოში ყოფილა ხალხი ვისაც ესმის საქმე და პნევმატიკის ნამდვილი პროფესორები ყოფილან.

მოკლედ ზემოთ ხსენებული თემა ძალიან ბევრჯერ წავიკითხე და აღმოვაჩინე რომ საჩემო იარაღი მართლაც უფრო მარტივი და პრაქტიკული გამოსაყენებელი საპლინქაოდ, გასართობად ხანდახან სანადიროთაც ყოფილა ეგრედწოდებული ზდპ (პცპს შემდეგ ზდპს გაგონებაზე ბევრი ალბათ შეიძლება სკამიდან გადმოვარდეს).

დიახ მეგობრებო არ მოგესმათ პცპ სასწრაფო წესით გავყიდე და ზდპ ვიყიდე. მაგრამ არავითარ შემთხვევაში ჩემი საქციელით არ ვაკნინებ პცპს, უბრალოდ ერთმანეთს არც შევადარებ , ყველამ ვიცით რომ პცპ საერთოდ სხვა განზომილებაა და ვერც ერთი პნევმატური ტექნოლოგია მასთან ალბათ ახლოსაც ვერ მივა მაგრამ ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო ზდპ უბრალოდ ძალიან მაკმაყოფილებს, იქნებ იყოს ვინმე ვინც უბრალოდ ჩემსავით მხოლოდ ერთობა მოყვარულია და არუნდა რაღაცა "ზეგარდმოწიაღსვლები" აკეთოს და იქნებ გამოადგეს ეს თემა.


იარაღის შერჩევა
შევძვერი ინტერნეტში და დავიწყე ზდპს ძიება, თუმცაღა წინასწარვე კი ვიცოდი რაც მინდოდა. ვფიქრობდი გამოზე (მეგობარს აქვს გამო მაქსიმი რომლის სიმსუბუქემ და ზომებმა ძალიან მომხიბლა) და ასევე გულში ჩარჩენული მქონა სიტყვა ბენჟამინი, ამერიკული ლეგენდა და ნამდვილი პნევმატური ზარბაზნები მისი ვიზუალის გამო...

აღმოვაჩინე ბენჟამინის რამდენიმე ახალი მოდელი, ამ შემთხვევაში ვეძებდი მხოლოდ ისეთ მოდელს რომელიც ვიზუალურად მომეწონებოდა რადგანაც შიგნეულობაში საერთოდ ვერ ვერკვევი, მინდოდა ნიტრო პისტონზე, პლასტიკის კონდახით, ოპტიკით, ღია სამიზნით, ხმის ჩამხშობით და ნორმალური სიძლიერით მაქსიმუმ 250-300 მ/წ. როგორც ხვდებით ბენჟამინისკენ უფრო ვიყავი გადახრილი და ამიტომაც პირველივე დანახვისას გამაოცა ამ მოდელმა რომელზეც ახლა ვისაუბრებ.
Benjamin mayhem ეს გახლავთ თოფი მისი უშველებელი გაბარიტებით , ძალიან მომეწონა როგორც ლულის ფორმა ასევე პლასტიკის კონდახის ვიზუალი თავისი გაფორმებებით





რაც შეეხება შეფუთვას "გარედან მტერს უბრმავებს თვალს, შიგნით მოყვარესო", ზედგამოჭრილია ეს ანდაზა ამ თოფის შეფუთვაზე და თვითონ თოფზეც თუ რატომ მოგვიანებით შევიტყობთ, ესეგი გარედან იმდენი რამე აწერია რომ კლიენტი მიიზიდოს გაოცდებით ლონგ რეინჯებიდან დაწყებული სიძლიერის და განსაკუთრებით სიჩუმის რეკლამები ნამდვილად მიმზიდველია, აი შიგნიდან კი სიცარიელეა, ძალიან მწირი შეფუთვაა, ერთჯერად ცელოფანში დევს თოფი და სულ პატარა 1-2 ქაფი აქვს ამოდებული ლულას, ეგ ქაფებიც რომ დავინახე გამიკვირდა, ასე ტრანსპორტირება ალბათ ძალიან საშიშია.



ქვედა სურათი ყუთის მეორე მხარე


შიგნით დაახლოებით ასე იდო ბინოკლი მოხსნილი



თოფის ხელში დაჭერისთანავე იგრძნობთ ამერიკულ ენერგიას ამერიკულ ზომებს , ის ბიზონია რომელიც მგლებს თელავს და ვერაფერი აჩერებს, იქნებ დოჯი ან იქნებ ეს არის ნამდვილი ამერიკული უშველებელ ძრავზე მომუშავე მუსტანგი რომელიც ზომებში და ფორმებში შეზღუდული არ არის და მზადაა უშველებელი ამერიკის თვალუწვდენელი სტეპები დაუღალავად გადალახოს, თავისი გამაყრუებელი ველური ხმით რომელიც მთელს მსოფლიოში გამოირჩევა, ეს არაა ევროპული მერსედესი ან ბმვ , ეს ცხოველი ევროპის ვიწრო ქუჩებში ვერ გაეტევა და აურზაურს გამოიწვევს , მას ჭირდება ამერიკა კანადა თვალუწვდენელი უდაბნოები და მინდვრები (ამსიგრძე რაღაცით ტყეში სიარული აშკარად ძნელი იქნება).



თოფი ხელში დავიჭირე და წონა საკმაოდ ვიგრძენი, მინდა გადავტენო, ავწიე ხელი მოვკიდე ლულის თავს და მივხვდი რომ ამ თოფს დაბალი კაცი ვერ გადატენის, მას უნდა სიმაღლე და სიძლიერე. ცოტა ძალა მოვიკრიბე დავიწყე ლულის ჩამოწევა და ჰოი საოცრებავ ლულა საოცრად ნაზი თანაბარი სვლით გადაიტენა რაც ღიმილზევე შემეტყო, მაგრამ სუსტ პატარა კაცს ყოველთვის მოუწევს ამ თოფოს ფეხებშუა ამოდება, არც სიმაღლეს ვუჩივი და არც წონას ასე რომ გამიმართლა. ჩავდე ტყვია ავწიე ლულა, მივიდე მხარზე კონდახი სასხლეტი გავანთავისუფლე და გამოვკარი...

აქ პაუზა...

პირველი რასაც ვგრძნობ კიარადა ვეღარ ვგრძნობ ესაა ჩემი მხარი , მხარი აღარ მაქვს , ან მაქვს და დაჟეჟილია დაკეპილია მთიულური ხინკლის ხორცივით რომელიც წუთიწუთზე ცომში ჩაიდება და თვრამეტინაოჭი სამუდამოდ დაატყვევებს...

მეორე რასაც ვეღარ ვგრძნობ ყურებია, ყურებში წუილი მესმის... თითქმის ისეთი წუილია რუსული ტანკსაწინააღმდეგო რპგ რომ ვისროლე ჯარში და ყურებში ერთი კვირა შიშინისმეტი არაფერი რომ არ მესმოდა, მაგრამ საბედნიეროდ აქ რამდენიმე წამში დამიბრუნდა სმენა.

მესამე თვალებში თეთრი ნისლი მეფარება, რასაც ვხედავ არის ბოლი და თან რამდენი.., არ მეგონა ეს მუსტანგი ასე თუ ბოლავდა "ნიუჟელი" დიზელზეა? ჩვენს ქალაქს კიდევ ეს დიზელი უნდა ? აყროლდა ოთახი დამწვარი ზეთის სუნად , ხმაურმა ხო იქაურობაც დააყრუა და მეც, კიდევ ვცადე გადავტენე ისევ ისე ლამაზად და თანაბარი სვლით და კარგად დავაკვირდი , ყველგან ზეთის წვეთებია, ლულაზეც, ლულაშიც, ჰაერის გადამშვებზე, ზეთი ყველგანაა და ამიტომ დეკონსერვაციის სუნიც ვიყნოსე რაც ძალიან არ მინდოდა , გავაგრძელე სროლა 20-25 ტყვია ბაბახ მარა ბოლი ისევ არის. ამიტომაც ვურეკავ ბატონ გრიგოლს და მაძლევს ჟორჟიკას ნომერს, ვურეკავ ჟორჟიკას და ვაძლევ თოფს, ჟორჟიკა აკეთებს დეკოსერვაციას და ყველა ბედნიერია თოფიც მეც და ჟორჟიკაც, ერთი სული მაქვს როდის გავისვრი, შუაღამეა წამოვედი ჟორჟიკასგან , მოვედი უბანში მაგარი ქარია ,უბანი ცარიელია, გადმოვიღე თოფი გადავტენე ისევ ისე ლამაზად , სადღაც შორს სიბნელეში დავინახე ეულად მდგომი რკინის ბოძი , ამოვიღე მიზანში და ტკაპ და იქიდანაც რკინის ბოძმა გამაგონა იგივე ტკაპ. ამერიკული მუსტანგი გახედნილია და წყნარადაა "ძრავი დარეგულირებულია" და აღარ იღრინება , ვიძინებ მშვიდად მეც და თოფიც...ალბათ ჟორჟიკას ძინავს უკვე...

მომეჩვენა თურაიყო არვიცი მაგრამ ბენჟამინი ძალიან დაწყნარდა.

ამინდები გამოვიდა და შაბათ კვირაც მოვიდა, პატარა ნაკვეთი მაქვს და ცოტა ვენახი რომელიც დასაბარია, ყოველიშემთხვევისათვის თოფი ჩავდე საბარგულში და წავედი, მშვენიერი სამუშაო ამინდია ბარი გამოვიტანე და თოფიც ამოვიღე საბარგულიდან, ვფიქრობ ახლა... ვენახი დასაბარია, ღვინო ხომ გიყვარს ხოდა აიღე ბარი და ბარე, რათქმაუნდა არ დამეზარა და მთელი შემართებით დავავლე ხელი თოფს და გავეშურე ველად თოფი ხომ დასატესტია... გზად ვერც ყვავი ვნახე ვერც კაჭკაჭი და მივადექი ერთ ჭაობს ბაყაყი ზის დავუმიზნე ვესროლე და ბაყაყი სად წავიდე არ ვიცი მარა იმ ტალახში იმხელა ორმო გაკეთდა მეგონა ვიღაცა მედგა უკან და ბაზუკა ისროლა აი ის ზანგებს რომ ესროლეს დიღომში. მოკლედ ზდპ ზუსტად ის ყოფილა რაც მე მინდოდა და დროულად მიმიღია გადაწყვეტილება ასე რომ მაგრად გავერთეთ რა, მთელი დღეც ვიბოდიალე და ყოველ გასროლაზე მომწონდა და მომწონდა ეს თოფი, მეგობარიც მოიხიბლა გართობით და უკვე ერთი უთოფო კაციც დავაინტერესე პნევმატიკით რომელიც სულ მალე იყიდის.

აქვე გეტყვით რომ თოფის შიგნით ჟორჟიკას სახარბიელო სიტუაცია არ დახვედრია და ვთხოვ ჟორჟიკას ერთი ორი სიტყვა დაწეროს თოფის შიგნეულობაზეც და მის მინუსებზე რომელიც ბლომად იყო შიგნით უსუფთაო ნამუშევარი და ა.შ.

ცოტას ვიტყვი სასხლეტზეც რომ ორსაფეხურიანია, მე მომეწონა , ზოგჯერ სროლაში აზარტში შესულს მეჩვენება რომ ეს ორი საფეხური ერთი მთლიანი საფეხურია და ამდროს გავარდნილი ტყვია ყოველთვის მიზანში მოხვედრილა ეს რა ფენომენია იქნებ მითხრათ თქვენც თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა, და ვგრძნობ რომ რაც უფრო მეტს ვისვრი უფრო ვეჩვევი და მომწონს სასხლეტი (სინამდვილეში შეიძლება საშინელებაა ვინც ერკვევა იმისთვის მარა რავი ქე მამეწონა).

რაც შეეხება უკუცემას პცპს მერე სხვას არცარაფერს მოველოდი, თუმცა დეკონსერვაციის შემდეგ როგორც გითხარით დაწყნარდა და აღარ ირტყმეინება.

თოფის მონაცემები

სახელი Benjamin mahyem
მოდელი BMN2Q7
დატენვის მექანიზმი ლულის გადატეხვით ნიტროპისტონ2(ჟორჟიკამ თქვა ტყუილიაოbiggrin.gif)
კალიბრი 4.5
წონა 3.3კგ მწარმოებლისგან
ტყვიის სიჩქარე 350/430 მწ. მძიმე/მსუბუქი მწარმოებლისგან
ლულის სიგრძე 52 სმ
მთლიანი სიგრძე 117 სმ
ოპტიკა ცენტრ პოინტი 3-9x40ao(პარალაქსით)
ლითონის ღია სამიზნე
Sound barrel device(SBD) საკმაოდ მოზრდილი მაყუჩი
ქამრის სამაგრები


მგონი სულ ესაა, ფოტოებში დეტალურად ნახავთ ყველაფერს

ახლა კი პლიუსმინუსები

პლიუსები
1.რაც ძალიან მომწონს არის წონის განაწილება, დიდი ზომების მიუხედავად წონა არის მხოლოდ ცენტრში სასხლეტის ოდნავ წინ განაწილებული რაც ძალიან ადვილ სასროლს ხდის თოფს,
2.ზდპს კვალობაზე ცოტა წყნარია ალბათ ამ მაყუჩის წყალობით რომელიც შიგნიდან მე ვფიქრობ ძალიან კარგად არის დამუშავებული და აქვს მეტალის გარსაცმი რომელსაც გადატენვის დროს ვკიდებთ ხელს.
3.ღია სამიზნე კარგია თუ ოპტიკა გაფუჭდება არ მოიწყენ.

მინუსები
1.წონა,
2.სიგრძე, ძლივს ეტევა მანქანაში და როგორც გითხარით ამით სიარული არაა კომფორტული , ლულა ერთხელ უკვე წავარტყი მიწას.
3.საშინელი ფასკა, ეს ფასკა კოშმარია, ფოტოებში ნახავთ და მითხარით თუ ეშველება რამე.
4.და შიგნეულობა რომელზეც იმედია ჟორჟიკა ორიოდე სიტყვას იტყვის.

კიდევ მინდოდა მეთქვა მიზნის გასწორებისას ჯგუფის გაკეთება ვცადე 10 მეტრა დისტანცია, რაღაცა ლუმენის ტყვიები მოყვა და მაგით, წონა 0.57 გრამი, ჯგუფები არ ქვია მაგას მარა ნახეთ მაინც, სასროლი პოზიცია ხან ვიჯექი ხან ბალიშზე მედო , ნუ რაც არ ვიცი არ ვიცი.

ახლა კი შევაჯამოთ
რეპორტი არ დაწერილა იმისთვის რომ ჩემი თოფი ვადიდო და ვაქო უბრალოდ გაგაცანით და თუ ვინმე დაინტერესდება მისი შეძენით ასე თუ ისე ეცოდინება რას ყიდულობს, როგორც ხედავთ კაი მსუქანი რამეა მარა ესაა ბიზონი ესაა ზარბაზანი და ნაკლები ვერ იქნება!!! მეკი ძალიან მომწონს მშვენიერი გასართობი იარაღია.

ეს ჩემი პირველი რეპორტია და თუ რაიმე შეცდომას აღმოაჩენთ თქვენს რჩევა დარიგებას სიამოვნებით მივიღებ და გავითვალისწინებ, ასევე შეიძლება იყოს გრამატიკული შეცდომები რის გამოც ბოდიშს გიხდით.

PS ვენახი ისევ დასაბარია

ფოტოები დეტალურად














>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
chicho
პოსტი Apr 28 2018, 12:59 AM
პოსტი #2


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 189
რეგისტრ.: 20-October 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,297
ქალაქი:თბილისი



აბზაცები დავიცავი მაგრამ რატომ არ გამოვიდა არ ვიცი, ფოტოებიც მგონი ამხელა არუნდა იყოს მეგონა შეამცირებდა blush.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
sekurifa
პოსტი Apr 28 2018, 02:52 AM
პოსტი #3


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



chicho
გილოცავ! სულ სანატრელი მიზნების მოხსნაში))
ასეთი სიხარულის ეიფორიაში ზდპ-ეს შეძენისაგან მგონი ჯერ არავინ ყოფილა ამ ფორუმზე) დეკონსერვაცია ეგრევე უნდა გაგეკეთებინა ახალი თოფისთვის მითუმეტეს თუ მაგნუმ კლასისაა. 20-25 მა დიზელით გასროლამ შეიძლება სერიოზული დეფექტი მიცეს მანჟეტს. მანჟეტი გამაგრდება და გაიბზარება.

რახან ასე გიხარია ეგ თოფი არ დაგეზაროს და მისი დაშლა აწყობა ისწავლე. ეგ აუცილებელია. არ შეხედო მაგ საქმეს თითქოს ზებუნებრივი იყოს ეგ პროცედურა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
koba1973
პოსტი Apr 28 2018, 05:14 AM
პოსტი #4


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 322
რეგისტრ.: 29-May 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: მაღარო
წევრი №: 2,176
ქალაქი:სიღნაღი



chicho
გილოცავ!
თოფის რა გითხრა და რეპორტი მომეწონა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ხ.მ.ე.ლ.ო
პოსტი Apr 28 2018, 07:58 AM
პოსტი #5


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,361
რეგისტრ.: 10-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,257
ქალაქი:თბილისი



პირველ რიგში გილოცავ ახალ შენაძენს.

რა განცდებით და მხატვრული გაფორმებებით არის მოკლედ დაწერილი თემა biggrin.gif biggrin.gif
სიმართლე გითხრა ამ თოფის ლულის ვიზუალი არ მომწონს და სრულიად ზედმეტია ჩემი აზრით, მაგას სჯობდა მოდერი გაეკეთებინათ ან ისევ შრაუდერი გაეყოლებინათ მაგრამ რითიღა უნდა დააინტერესონ მომხმარებელი, ეგ მაფიაა მანდ რა. თოფი მართლა ბიზონს დაამსგავსეს biggrin.gif

10 მეტრა ჯგუფების საკეთებლად ძალიან ცოტაა, ნუ სამომავლოდ ალბად შორ მანძილზე გატესტავ და მერე გვაჩვენებ ფოტოებს, მაგრამ აზრი არ აქვს გატესტვას სანამ ფასკას არ დაუმუშავებ, ნარეზებს შორის ადგილები ლულიდან გარეთ არის გამოსული როგორც ფოტოზე შევნიშნე და თუ სწორად შევნიშნე, პატარა ეკრანი აქვს ჩემს ტელეს :დ მასეთი გაფანტვა ფასკის ბრალია. ჩემთვის გაუგებარია რატომ აფუჩეჩებს ქროსმანი ასეთ მნიშვნლოვან დეტალებს, ჩემი ყოფილი თოფის არ იყოს. მაგრამ პასუხი ნათელია - ეყიდებათ და კიდიათ რა smile.gif



>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
aleqsa
პოსტი Apr 28 2018, 09:34 AM
პოსტი #6


მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 707
რეგისტრ.: 18-May 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,171
ქალაქი:თბილისი



chicho

გილოცავ შენაძენს, 10 მეტრი არათუ მაგხელა მონსტრისთვის ძველი იჟ38 ისთვის მეპატარავება. კროსსმან-ბენჯამინის შესაძლებლობები ასეთუისე ვიცი და ისიც ვიცი რომ ერთი ჩვენი თანაფორუმელი ღია სამიზნით 50მ.+ უბრახუნებდა პლინკის დროს და ოპტიკით 85მეტრზეცკი. ერთად ნადირობის დროს 60მ. ზე შედეგიანად მოხსნა გარეული გულიო. ასერომ პოტენცია გაცილებით მეტიგაქვს მაგ თოფში და იმედია უფრო მეტად გასიამოვნებს.

წარმატებები მომავალში! smile.gif

პ.ს. პოსტი მომეწონა ok.gif გატყობ იუმორთან არახარ მწყრალად. wink.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
chicho
პოსტი Apr 28 2018, 09:57 AM
პოსტი #7


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 189
რეგისტრ.: 20-October 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,297
ქალაქი:თბილისი



გაიხარეთ ბიჭებო, ეგ ჯგუფები სახლში გავაკეთე 10 მეტრაზე მეტი მანძილი ვერ ვნახე თორეეე
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Apr 28 2018, 10:11 AM
პოსტი #8


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



chicho
ციტატა(gihap0 @ 28th April 2018 - 01:59 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
აბზაცები დავიცავი მაგრამ რატომ არ გამოვიდა არ ვიცი

თუ დაცილება გინდა რომ გამოვიდეს ისე რომ აბზაცებს შორის 1 ცარიალი სტრიქონი იყოს, მაშინ 2 ენტერი უნდა დასვა, WEB-ი ეგრე მუშაობს, სამწუხაროდ WEB SITE და MS WORD-ი სხვადასხვანაირად აღიქვავენ ენტერებს

ცოტა გაგისწორე და დაგილაგე ტექსტი, მემგონი ასე უკეთ გამოიყურება თემა....

შემდეგში WORD-ის პონტში აბზაცებს ნუ დასვავ, აზრი არ აქვს,, WEB-საიტებზე არ აღიქმება ეგრე აბზაცები, მაგათ თავისებული SCC სტილები უნდა რაც ყველა საიტზე არ გამოიყენება, ამიტომაც, მიღებული პრაქტიკაა აბზაცების ერთანეთისგან დაცილება 2 ენტერით, გამოქვეყნებისას ყოველ აბზაცს შორის ერთი ცარიალი სტრიქონია, რაც უფრო იოლად აღქმადს ხდის ტექსტს

P.S. იგივე დაცილებები გააკეთე ხოლმე ყოველ ტექსტსა და სურათს შორის.

P.S. პ.ს. ვენახს რომ დაბარავ მერე ბევრი შაშვი იჩითება მატლების ამოსაჩიჩქნად smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giga2010
პოსტი Apr 28 2018, 10:48 AM
პოსტი #9


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,619
რეგისტრ.: 23-September 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,202
ქალაქი:თბილისი



chicho
გილოცავ მეგობარო. smile.gif ბევრი სიამოვნება მოენიჭებინოს და შენც ამაზე ნაკლები რეპორტები არ შემოგვთავაზო good.gif
ტყვიები შეცვალე, არ გამოგადგება ჩემი აზრით ლუმანი
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
okela84
პოსტი Apr 28 2018, 02:34 PM
პოსტი #10


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,866
რეგისტრ.: 9-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,256



გილოცავ შენაძენს და პირველ რიგში იმას გეტყვი რომ შენი ენთუზიაზმის შკალა და მაგ თოფის შესაძლებლობები მეჩვენება რომ მკვეთრადაა აცილებული. თუმცა ეს მაინც გარდაუვალი და საჭირო ეტაპია რომელსაც თითქმის ყველა გადის. ეს თოფი შეგასისხლხორცებინებს იმ ძირითად პრიორიტეტებს რომლითაც ვხელმძრვანელობთ გამოცდილი მოყვარულები პნევმატიკის შერჩევისას.
მანამდე კი შენი მთავარი ამოცანაა ამ თოფიდან მაქსიმუმის ამოღება. დაწყებული ფასკით და სასხლეტით დამთავრებული.

ასევე დავამატებ რომ მასეთი ვიზოალის პნევმატიკა (მნიშვნელობა არ აქვს ზდპ იქნება პცპ თუ ცეო) როგორ სეგმენტზეც არის გათვლილი და ახალბედების სატყუარა რომაა მაგას მაგ თოფთან და ფორუმთან ხშირი ურთიერთობით სულ მალე მიხვდები.

პ.ს
ასეთი გულუხვი რეპორტები და შენისთანა ენთუზიაზმის მქონდე იუზერები, თანაჰობელები და მეგობრები ყოველთვის გვახარებს.
ასე რომ კეთილი იყოს შენი ფეხი პნევმომოყვარულთა საზოგადოებაში.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
chicho
პოსტი Apr 28 2018, 06:52 PM
პოსტი #11


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 189
რეგისტრ.: 20-October 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,297
ქალაქი:თბილისი



გაიხარეთ ბიჭებო, ჯერჯერობით ცოტას გავერთობი , მერე ფასკაზე უეჭველი მივალ ჯაჯასთან და სასხლეტის რეგულირებასაც მასწავლის ალბათ.
ტყვიებს რაც შეეხება ვიზუალურად ძალიან ლამაზებია და ყველა ერთნაირია მარა მგონი ძაან ცუდებია ზოგადად, ფიცრებში გარედან იჭედება სიღრმეში ვერ შედის.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
aleqsa
პოსტი Apr 28 2018, 11:46 PM
პოსტი #12


მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 707
რეგისტრ.: 18-May 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,171
ქალაქი:თბილისი



chicho


ციტატა(gihap0 @ 28th April 2018 - 07:52 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ტყვიებს რაც შეეხება ვიზუალურად ძალიან ლამაზებია და ყველა ერთნაირია მარა მგონი ძაან ცუდებია ზოგადად, ფიცრებში გარედან იჭედება სიღრმეში ვერ შედის.


ნადირობის კუთხით ეგ პირიქით უკეთესიცკია, ანუ სანადირო ობიექტს (ფრინველი იქნება თუ ცხოველი არააქვს მნიშვნელობა) თუ ტყვია გამჭოლად გაუვლის, გახვრეტავს ესეიგი რაღაც ოდენობის ენერგიას თან გაიყოლებს და დიდი ალბათობით ბევრჯერ კარგავ ნადავლს,(განსაკუთრებით ყვავ-ყორნებია და მტრედისებრთა ოჯახი ამტანი ტკივილის მიმართ) აი როცა ვერ ხვრეტს და ტყვია სხეულში რჩება მაშინ მთელი ენერგია სხეულს შეატოვა და მასეთ დროს ფრინველზე მქონია შემთხვევა რომ არა სასიკვდილო არეალში მოხვედრია მარა ტყვიის ენერგიის წყალობის სასიკვდილო შოკი მიუღია. მქონია ისეთი შემთხვევაც ერთ გვრიტს გამჭოლად გაუარა ტყვიამ, ოპტიკაში ნათლად დავინახე ზურგის მხრიდან გამოგლეჯილი ბუმბულები მარა გამიფრინდა, ცოტაზე ფეხით ვდიე სადამდეც შევძელი, მერე თვალი გავაყოლე იმ იმედით ან ეხლა დაეცემა ან ეხლა თქო მარა ესე 100-120მ. ის იქით თვალს მიეფარა და დავკარგე. ცხადია სადღაც მოკვდებოდა მარა ის უკვე ჩემთვისაც დაიკარგა და ბუნებისთვისაც. უკან რომ მივბრუნდი გაოგნებული ხომარ მეჩვენებათქო, ბუმბულები კიდევ ჰაერში ფრიალებდა.

ტყვიებს რაც შეეხება კიდევ, კონკრეტულად ეგ ლუმანები მეც ერთი პერიოდი ძალიან მომწონდა და ლამის ჯიესბის ვუთანაბრებდი, მარა შემდეგ ცოტა გამოცდილებაც რომ მომემატა და სასროლი მანძილების გაზრდის მოთხოვნილებაც იქ უკვე ჩაისვარა. ეგ ლუმანები 30-35მ.-მდე არაუშავრა მარა მაგის იქეთ უკვე სხვა ტყვიებს გირჩევდი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
chicho
პოსტი Apr 29 2018, 02:48 PM
პოსტი #13


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 189
რეგისტრ.: 20-October 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,297
ქალაქი:თბილისი



არადა ალექს ვიზუალიდან გამომდინარე ნამდვილად არ მეგონა ეგ ტყვია ექსპანსიური, ექსპანსიურობაში მეგონა მხოლოდ ფორმები უწყობდა ხელს ტყვიას, მარა ალბათ ძალიან რბილია და მაგიტომ იჭედება?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
aleqsa
პოსტი Apr 29 2018, 10:19 PM
პოსტი #14


მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 707
რეგისტრ.: 18-May 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,171
ქალაქი:თბილისი



ციტატა(chicho @ Apr 29 2018, 03:48 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
არადა ალექს ვიზუალიდან გამომდინარე ნამდვილად არ მეგონა ეგ ტყვია ექსპანსიური, ექსპანსიურობაში მეგონა მხოლოდ ფორმები უწყობდა ხელს ტყვიას, მარა ალბათ ძალიან რბილია და მაგიტომ იჭედება?


კიი ნამდვილად, მეც მასე მგონია რომ თვითონ პოლკების მასალის სირბილე განსაზღვრავს ტყვიის ექსპანსიურობას და აი რატო ვფიქრობ ასე,

აი მე მაგალითად ჯიესბის ტყვიების ჩვეულებრივი მრგვალთავიანი პულკები უფრო გაცილებით უკეთესი ექპანსიურები მგონია ვიდრე მაგალითად ბარაკუდა ჰანტერები, რომელსაც ექსპანსიურობის მიზნით თავზე ჩაღრმავებააქვს. ყოველშემთხვევაში ჩემმა გამოცდილებამ ესე მიჩვენა და ამის მიზეზია ჩემია აზრით ჯიესბის უფრო გაცილებით რბილი მეტალისგანაა დამზადებული ვიდრე ეიჩენდენის პულკები.

მითუმეტეს ჯიესბის შნო და მარიფათი საკუთარ თავზე გამოვცადე smile.gif wink.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ხ.მ.ე.ლ.ო
პოსტი Apr 30 2018, 07:40 PM
პოსტი #15


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,361
რეგისტრ.: 10-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,257
ქალაქი:თბილისი



ციტატა(aleqsa @ Apr 29 2018, 11:19 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
კიი ნამდვილად, მეც მასე მგონია რომ თვითონ პოლკების მასალის სირბილე განსაზღვრავს ტყვიის ექსპანსიურობას და აი რატო ვფიქრობ ასე,

აი მე მაგალითად ჯიესბის ტყვიების ჩვეულებრივი მრგვალთავიანი პულკები უფრო გაცილებით უკეთესი ექპანსიურები მგონია ვიდრე მაგალითად ბარაკუდა ჰანტერები, რომელსაც ექსპანსიურობის მიზნით თავზე ჩაღრმავებააქვს. ყოველშემთხვევაში ჩემმა გამოცდილებამ ესე მიჩვენა და ამის მიზეზია ჩემია აზრით ჯიესბის უფრო გაცილებით რბილი მეტალისგანაა დამზადებული ვიდრე ეიჩენდენის პულკები.

მითუმეტეს ჯიესბის შნო და მარიფათი საკუთარ თავზე გამოვცადე smile.gif wink.gif

ჯიესბის 8.44 გრეინიან ტყვიებზე თუ საუბრობ, ნამდვილად საკმაოდ რბილი შენადნობისგან არის დამზადებული და ადვილად დეფორმირდება.
ერთხელ BARACUDA MATCH-ებით, 10.65 გრეინიანებით ვინადირე გვრიტებზე, მაინტერესებდა რა შედეგი ექნებოდა. მოკლედ ნევრვები დამაწყვიტა მაგ ტყვიებმა, გვრიტებიდან აფსოლიტურად ყველა
გახვრიტა, არცერთი ადგილზე არ დარჩა, ზოგი სად ავიყვანე ზოგი სად. ხვრეტდა და მეორე მხარეს გადიოდა ტყვია, შედეგად გვრიტი არ კვდებოდა, იმიტომ რომ სკვაზნოი ედო და მისთვის ასე ეფექტურად სასიკვდილო არ იყო ეს ტყვიები. თან უხეში შენადნობია და ძალიან ძნელად დეფორმირდება.

სანადიროდ სუსტი შენადნობის ტყვია სჯობს რომ იოლად დეფორმირდეს და დიდი დაზიანება მიაყენოს ფრინველს, შედეგად კი მალე კვდება და ის რომ ტყვიას თავზე ამოღრმავებული აქვს და უფრო მეტად იშლება მოხვედრისას და ასე შემდეგ, უბრალოდ აფსურდია. თუ ქვასავით შენადნობია, იმას თუ გინდა 3 მილიმეტრიანი ორმო გაუკეთო თავზე, მაინც არ დეფორმირდება მოხვედრისას.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
chicho
პოსტი May 1 2018, 10:42 AM
პოსტი #16


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 189
რეგისტრ.: 20-October 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,297
ქალაქი:თბილისი



გაიხარე ხმელო , კიდევ კაი ეგ დაწერე თორე ყოველთვის მეგონა რომ ბრტყელთავიანები ექსპანსიურები იყვნენ პრაქტიკაშიც და თურმე ასე არ ყოფილა, ვიზუალი კი ძალიან მომხიბვლურია.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
okela84
პოსტი May 1 2018, 12:08 PM
პოსტი #17


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,866
რეგისტრ.: 9-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,256



აუცილებელი არ არის ფრაგმენტებად იქცეს, პლასტელინს ესროლეთ და დაინახავთ სხვაობას ექსპანსიურსა და არაექსპანსიურს შორის.

ნებისმიერი შენადნობის ექსპანსიური მეტ სიჩქარეს კარგავს ფრინველში გავლისას რაც იმას ნიშნავს რომ მეტი ენერგიას უტოვებს საჩუქრად ფრინველს.

მოკლედ ორი აზრი არ არსებობს იმაში რომ ნებისმიერ ექსპანსიურს ზიანის მაჩვენებელი მეტი აქვს. უბრალოდ ზოგს მეტი სიზუსტე ურჩევნია მეტ ზიანს და კამათი მხოლოდ მაგაზე მიდის ხოლმე
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
aleqsa
პოსტი May 1 2018, 05:17 PM
პოსტი #18


მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 707
რეგისტრ.: 18-May 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,171
ქალაქი:თბილისი



okela84

ბაზარი არაა მასეა მარა, გააჩნია რომელ ტყვიას რომელთან ვადარებთ? ერთიდაიგი ფირმის ექსპანსიური დომედებთან შედარებით კიი ზუსტად მასეა რაც შენ დაწერე მარა, აი მაგალითად ბარაკუდა ჰანტერები პრემიერების დომედებთან ან თუნდაც პირანიებთან მიმართებაში კია გაცილებით მეტი ექსპანსიური მარა იგივე ბარაკუდა ჰანტერები ჯიესბის დიაბლოებთან უკვე გაცილებით ნაკლებ შედეგიანია.

ყოველშემთხვევაში ჩემი დაჩემს გარშემო ვისთან ერთადაც მიწევს ნადირობა მასეთ შედეგს გვაძლევს.

პ.ს. სხვათაშორის დამწყები პნევმო მოყვარული რომ ვიყავი მაშინ ვნახე იუთუბიზე და მეც მაქვს პლასტელინზე ნაცადი ეგ მეთოდი შენ რაც დაწერე, ხოლოთ ახლო 7-8 მ. მანძილზე სხვადასხვა ტყვიით. ფოტოებც მქონდა გადაღებული თვითონ პულკებზეც და ტყვიის ღრმულზე გადაჭრილ პლასტელინზეც, ჭრილში. თუ ვიპოვე ეგ ფოტოები დავდებ აუცილებლად.

პ.ს. პ.ს. ისე მემგონი თემას საერთოდ ავცდით და ეს ბოლო პოსტები თუ არის სხვა, შესაბამისი თემაშია გადასატანი
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
chicho
პოსტი May 1 2018, 08:26 PM
პოსტი #19


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 189
რეგისტრ.: 20-October 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,297
ქალაქი:თბილისი



ბიჭებო ბარემ აქ გკითხავთ თუ მწარმოებლის სიჩქარე ვიცი და ენერგია : 430მწ და 31ჯოული კონვერტორში წონა მივიღე 0,34 გრამი. ეს ციფრები რამდენად სანდოა ? და ამ ციფრებიდან გამომდინარე სხვა წონებზეც შემიძლია გამოვთვალო სიჩქარეები ხომ ასეა და ეს ყველაფერი რეალობასთან ახლოს იქნება ?

სწორად თუ ვაკეთებ არვიცი. ენერგიას ვტოვებ და წონას ვცვლი და სიჩქარეს მაძლევს სწორია ?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ხ.მ.ე.ლ.ო
პოსტი May 1 2018, 08:30 PM
პოსტი #20


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,361
რეგისტრ.: 10-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,257
ქალაქი:თბილისი



ციტატა(chicho @ May 1 2018, 09:26 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ბიჭებო ბარემ აქ გკითხავთ თუ მწარმოებლის სიჩქარე ვიცი და ენერგია : 430მწ და 31ჯოული კონვერტორში წონა მივიღე 0,34 გრამი. ეს ციფრები რამდენად სანდოა ? და ამ ციფრებიდან გამომდინარე სხვა წონებზეც შემიძლია გამოვთვალო სიჩქარეები ხომ ასეა და ეს ყველაფერი რეალობასთან ახლოს იქნება ?

სწორად თუ ვაკეთებ არვიცი. ენერგიას ვტოვებ და წონას ვცვლი და სიჩქარეს მაძლევს სწორია ?

არა, რადგან 430 მეტრი წამი რეალური არ არის. მწარმოებელი ყოველთვის მეტ სიჩქარეს უწერს, იმიტომ რომ მომხმარებელი მიიზიდოს და გაყიდოს პროდუქცია. სინამდვილეში იმდენად მსუბუქი ტყვიით სინჯავენ რომ კი იჭერს იარაღი მაგ სიჩქარეს. მაგრამ რალურად ქარხნული მონაცემების მქონე 305 მეტრ/წამიანი თოფი რომ გაატარო ქრინში მაგალითად ჯიესბის 10.34 გრენიანი ტყვიით, სიჩქარეს მოგცემს 250 მ/წმ-ს მაქსიმუმ.

და საერთოდ თავიდანვე ეს უნდა მეკითხა, რის გამოთვლას ცდილობ მაგით? biggrin.gif ანუ რამდენ გრამიან ტყვიას დაძლევს თოფი რომელსაც ტყვიის ეგ სიჩქარე აქვს?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

2 გვერდი V   1 2 >
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 12:53 PM
Hosted by Pro-Service