თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ PCP - Pre Charged Pneumatics _ რამოდენიმე PCP შაშხანის მოკლე განხილვა

პოსტის ავტორი: Jah Mar 25 2009, 10:17 AM

ეს თემა შეიქმნა, მათთვის ვისაც ეზარება ქექვა, უამრავ ინფორმაციულ ნაგავში და განხილვებში, იმისთვის რომ გამოიტანოს, ჭეშმარიტების მარცვალი...
აქ არის სუბიექტური, მოკლე განხილვები, ადამიანის, რომელიც ძალიან პატივცემულია და ცნობილია მსოფლიო პნევმატურ ტუსოვკაში...
და ყველა ის შაშხანა რომელზეც ის წერს გაიარა მაგის ხელში, დაიტესტა, დატიუნინგებულიქნა, და ა.შ.

პოსტის ავტორი: Jah Mar 25 2009, 10:18 AM

დავიწყოთ "Carier"-იდან ( ნებისმიერი მოდიფიკაციის...).


ფასი დაახლოებით 450$ - 1000$.
გრძელი, მძიმე ნიჩაბი, მძიმე ლულით.
ლულა - საშუალო ხარისხის, მაგრამ ბევრად უკეთესია ჩინურებზე...
კონდახი - კორეული კაკალი, საკმაოდ ხარისხიანი, ლაკირებული.
"კოლოფიდან" შაშხანა იძლევა პრაქტიკულად მაქსიმალურად მაღალ სიმძლავრეს.
არაეკონმომიურია და ხმაურიანია.
შესახედავად სოლიდურია მაგრამ არამიმზიდველი. ბალანსი ცუდია.
მოდერები მაგისთვის იშვიათობაა.
ყველა მექანიკა მუშაობს ასე თუ ისე სტაბილურად.
მასალები: ფოლადი, გაწვრთნილი და გადაწრთვნილი ფოლადი, კარგი დურალი და ხე... დამტენის სახელური III 300 მოდელზე - ფოლადია.
გადაკეთება ძნელია და რთული.
გამშვები მექანიზმი პრიმიტიულია.
იქედან გამომდინარე რომ შაშხანა სულ "სუნთქავს" არასდროს არ იქნება ზუსტი და სტაბილურად ჯგუფური.
იქექება მარტივად.
მაგრამ ქექვა მაგაში არასასიამოვნოა, ყოველ ნაბიჯზე იწვევს გაღიზიანებას და ნეგატიურ ემოციებს.
უზარმაზარი და უმძიმესი, გაწრთვნილი დამრტყმელი, კიდე უფრი საშინელი საბრძოლო კლაპანი, გიგანტური ზომების, უძლიერესი ზამბარა.
ზოგჯერ კლაპნის შტოკები ტყდებოდა პირველივე გასროლიდან...
აქვს დამრტყმელის სვლის, მექანიკური შემზღუდველი - "სიმძლავრის რეგულატორი".
ჰაერი, ამ შაშხანებს, გაზდის სხვადასხვა ადგილიდან... .
"ლევერექშენებს" აქვს საშინლად ცუდი ბარაბანი.
სატუმბი კვანძები და მანომეტრები - მუდმივი პრობლემაა!
კონდახები კაკლისაა, მაგრამ არაერგონომიულებია.
შედარებით გამძლე იარაღია.
ძირითადი ნაწილების რესურსი მინიმუმ 5000 გასროლა.
მცველი კეტავს გამშვებ კაუჭს.
მოკლე აღწერა smile.gif - "პნევმატური გიგანტი თიხის ფეხებზე".
სავსებით შესაძლებელია გამოყენება სანადიროდ, მაგრამ არა სპორტში.

პოსტის ავტორი: Jah Mar 25 2009, 10:18 AM

CZ 200...


ფასი დაახლოებით 400$-500$.
ყველა მოდიფიკაცია არის ბრიტანული AirArms-ის კლონები.
სწორად მაგის დოკუმენტაციით კეთდება А-А 200 ჩეხეთში მთელი მსოფლიოსთვის.
აკურატული, მსუბუქი, ზუსტი და იაფიანი შაშხანა.
ერთ ერთი ყველაზე ლამაზი და ერგონომიული კონდახი, განსაკუთრებით "Т" ვერსიაში.
კონდახი - ორი ცალკეული ნაწილია.
ბალანსი საშუალო, ახლოა ნორმალურისკენ.
კონსტრუქცია არა მარტივი, მაგრამ საკმაოდ სწორი.
მასალების ხარისხი ნორმალურია, და ლულების ხარისხი თითქმის ყველაზე საუკეთესოა, ამ დონის იარაღებში.
გამშვები მექანიზმის ნაწილებს აქვს ყველა საჭირო რეგულირება, ისინი ფოლადისგან არის გაკეთებული მაგრამ არა გაწრთვნილია.
გამშვები კაუჭი მახინჯურია, და არაკომფორტული.
არც თუ ისე გამძლე იარაღია, მაგრამ ბევრი ნაწილის რესურსი 10000 გასროლა და მეტი.
მარტივად ტიუნინგდება, სიჩქარის მხრივ მაგრამ მნიშვნელოვნად მცირდება ნაწილების რესურსი.
საერთო ჯამში სასიამოვნო, და კარგი იარაღია.
უყვარს მსუბუქი ოპტიკა.
ქარხნული ბარაბანი ძვირია და კაპრიზნია.
მრავალი ნაკლი მარტივად გამოსწორებადია.
ჰაერის რეზერვუარები პატარა, ფოლადისა, მანომეტრით. დასატუმბად ძალიან მოუხერხებელია, და ეს კონსტრუქცია ასევე აპატარავებს იარაღის სიოცხლეს.
საბრძოლო კლაპანი, მიკროსკოპიულია, მაგრამ საკმაოდ საიმედოა.
"შუამავალი" - ნაწილი რესივერში, რომელიც გადასცემს დარტყმას კლაპნის ჯვარზე, სულ გამოდის მწყობრიდან.
ამ დროს ტყდება ზამბარა-ამორტყმელი. ამ მიკროსკოპიული დეტალების შეცვლა რთულია და ზოგჯერ შეუძლებელიცაა.
ჩვეულებრივ გრძელ შტოკზე შეცვლა, ჯვარის გარეშე, უმატებს სიჩქარეს, და ამარტივებს კონსტრუქციას.
მომხმარებლის ბაზარზე, ამ შაშხანას აქვს ყველაზე მეტი გადაკეთების, ტიუნინგის და აპგრეიდის მაგალითები.
სრული აპგრეიდი = თითქმის კიდევ ერთი ახალი შაშხანის ფასი smile.gif.
არ არის აღჭურვილი მცველით!
ყველაზე მისაღები ფასი თავის კლასში და საუკეთესო შეფარდება ფასი-ხარისხი...
სროლა მაგისგან სასიამოვნოა.
ცოტა ხნის წინ მწარმოებელმა შეცვალა წარმოების ტექნოლოგია ცუდ მხარეს! sad.gif რესივერის მასალა ბევრად ცუდია და ბევრი ნაწილი არ არის გაწრთვნილი.

პოსტის ავტორი: Jah Mar 25 2009, 10:18 AM

Logun S16.


ფასი დაახლოებით 600$ - 1000$.
მძიმე, სრულიად ლითონისგან, სპეციფიური იარაღი, ხარისხიანი ლულით.
შვედური პროექტი და სლოვენური წარმოება...
კონდახი არ არის.
ჩახმახი გრძივადმოსრიალე, ტრიალის გარეშე.
ახალ ანონსირებულ მოდელში, გამარტივებისთვის და გაიაფებისთვის შეყვანილია ჩვეულებრივი "ბოლტისებური" სატრიალე ჩახმახი.

იარაღის კონსტრუქცია საკმაოდ რთულია... საკვირველია მაგრამ ყველაფერი მუშაობს.
ერთ ერთი ყველაზე მოსახერხებელი "ბარაბანი" ( 8+8 ტყვია..), საერთოდ PCP იარაღის ბაზარში.
მოწყობილობა რთულია და ძნელი იქნება არაკვალიფიცირებულ დაშლა-აწყობაში.
გადაკეთება და ტიუნინგი - დიდიხნის ამბავია, რთულია და ძვირია.
FAC ვერსიაში პრაქტიკულად არაფრის გაკეთებას არ საჭიროებს.
ისვრის ჰაერის გადანახარჯით. რეგულირება ასევე რთულია და ხანგრძლივია. რეზერვუარი დიდია, დასატუმბად ამოიხრახნება, სრულყოფილი გასროლების რაოდენობა დიდია...
დიზაინი ხის გარეშე და სპეციფიურია. მანომეტრი იარაღზე არის.
საერთოდ შაშხანა ძალიან მყარია და ალბათ ყველაზე გამძლეა.
კონსტრუქციაში ბევრი ფოლადია, უჟანგავი ფოლადი და ავიაციური შენადნობები.
მწარმოებელი გვაძლევს სამუდამო გარანტიას მექანიზმებზე, მაგრამ არა რეზინის დამამკვრივებლებზე.
მასალების მიხედვით, სავსებით შეუძლია იცოცხლოს 20000-50000 გასროლა და მეტი...
საბრძოლო კლაპანი არც ისე კარგია, და ხანგრძლივობით არ გამოირჩევა.
მაგის შეცვლა ძალიან რთულია და საჭიროებს დაზგურ სამუშაოებს.
მოდერატორი ინტეგრირებული, მაგრამ არაეფექტიურია.
ისვრის საკმაოდ ზუსტად და შორს.
მცველი კეტავს გამშვებ კაუჭს.
საერთო ჯამში საიმედო და ძლიერი იარაღია.

პოსტის ავტორი: Jah Mar 25 2009, 10:19 AM

Air Arms 410.


ფასი დაახლოებით 900$ - 1000$
ლამაზი, გრძელი იარაღი.
კონდახი სრული.
ვერ იტანს 200BAR-ზე მეტ დატუმბვას (ამ შემთხვევაში იბერება რეზერვუარი...)
საბრძოლო ზამბარა საკმაოდ ძლიერია, ამიტომ ჩაქხმახზე, მნიშვნელოვანი ძალის დატანა არის საჭირო.
"LeverAction" ვერსიას აქვს უფრო კომფორტული გადატენვა.
მასალები: კარგი ფოლადი, დურალი, კაკალი, ლატუნი.
ბარაბანი 10 ვაზნიანი, პლასტიკური, სავსებით საიმედო.
რესივერში არის რეგულირებადი გადამშვები.
მანომეტრი კონდახის ქვეშ.
თხელი ლულის ხარისხი - კარგია.
გამშვები მექანიზმი გამძლე და საკმაოდ მარტივია. აქვს თითქმის ყველა რეგულირება...
იშლება მარტივად.
დამრტყმელი მძიმეა და ძირითადად მაგას თავიდან აკეთებენ.
საერთო ჯამში ამ იარაღის ხარისხი მაღალია, და ასევე მაღალია მასალების ხარისხი.
ეს შაშხანა შეიძლება იყოს ძალიან ზუსტი, მაგრამ ამას ორიგინალში უშლის ლულის დამაგრების ადგილი, მაგის დიამეტრი და რვიანის კონსტრუქცია.
საბრძოლო კლაპანი გამძლეა.
პერიოდული სერვისის შემთხვევაში, სავსებით შეუძლია იცოცხლოს 20000- 50000 გასროლა და მეტი.
"LeverAction" ვერსიას აქვს რამოდენიმე სხვაობა ორიგინალისგან. უფრო მაღალი რესივერი, საიმედოდ დამაგრებული 6-ი ბოლტით.
დამრტყმელი კლაპანი გადაადგილებულია ზემოდ (აპატარავებს მკვდარ სივრცეს).
დამამკვრივებელი რგოლი ლულის "კაზიონნიკში". თვითონ კლაპანი ძალიან გამძლეა. ლულის კოჟუხი 20მმ დიამეტრით, სავსებით შეიძლება იმუშაოს როგორც მოდერი, თუ გადავაკეთებთ შიგნეულს... . ორიგინალში ამაყუჩებს ცუდად.

საერთო ჯამში ყველაზე მისაღები, ხარისხიანი და უნივერსალური იარაღი დღევანდელ PCP-ს ბაზარში. "LeverAction" მოდელი ბევრად უფრო მოსახერხებელია.
სტანდარტული ჯგუფურობა დაახლოებით 8-9მმ 30 მეტრზე

პოსტის ავტორი: Jah Mar 25 2009, 10:19 AM

Logun AXSOR.


ფასი დაახლოებით 500$ - 700$.
არც ისე კარგი და საკმაოდ კაპრიზული შაშხანა.
შესახედავად კლასიკურია.
დამუშავების ხარისხი მაღალია ასევე როგორც მასალების ხარისხი.
რეზერვუარი - დურალი, საიმედოა.
წონა ნორმალური.
გადატენვა ხდება ჩახმახის გახსნისას. დამრტყმელი რთულია რეგულირებაში.
დამრტყმელი ჯგუფის ნასტროიკა ძალიან რთულია.
ლულა თხელია, ხარისხიანია.
ცუდი მხარე - საბრძოლო კლაპანი და მაგის რემონტი.
მეორე ცუდი მხარე - დამამკვრივებელი რეზინები, ჩვენთან დეფიციტი.
რესივერის კონსტრუქცია არ გვაძლევს მარტივი გადალულების საშუალებას.
ის საკმაოდ თხელია და ზის რეზერვუარზე, 2 თხელ ვინტზე, და ბარაბნის დასაყენებელ ადგილას, მარტივად იღინება თითებით!!!
სატუმბი კლაპანი არ არის გამძლე...
მცველი კეტავს გამშვებ კაუჭს.
გამშვები მექანიზმი პრიმიტიულია, უხეში და თითქმის არარეგულირებადი.
ხშირად ტყდება 1 ენის ზაცეპი.
ბარაბანი 8 ტყვიანია, მუსაობს კარგად.
"კოლოფიოდან" არ გამოირჩევა სიზუსტით და ჯგუფურობვით...
ნორმალური სერვისის შემთხვევაში სავსებით იცოცხლებს 20000 გასროლა.
და თუ გადავაკეთებთ ეს უკვე იქნება სხვა იარაღი...

პოსტის ავტორი: Jah Mar 25 2009, 10:19 AM

FX Verminator


ფასი დაახლოებით 1395$.
მოკლე, მსუბუქი იარაღი, სქელ პლასტიკურ ჩემოდანში - კარაბინია.
ძალიან მოკლე ლულა.
ლულა ხარისხიანია. საშუალებას გვაძლევს საკმაოდ დიდ მანძილებზე სროლას.
რეზერვუარი ძალიან დიდია. დასატუმბად არ ამოიხრახნება.
ჩახმახი ორიგინალურია, თვითჩამკეტი - მოსახერხებელია ხმარებაში. გადატენვის სახელური საბიატლონო ტიპის.
შედარებით რთული კონსტრუქციის, მაგრამ სავსებით მუშა იარაღია.
როგორც ლოგანებს ასევე FX-ებს აქვს არაკეთდებადი დამრტყმელი კლაპანი.
გამშვები მექანიზმის ნაწილები მიკროსკოპულია, დამრტყმელი არაგაწრვთნილია.
მაგრამ ეს ყველაფერი მუშაობს. და ძლებს საკმაოდ ხანგრძლივ ექსპლუატირებას.
დაახლოებითი რესურსი რამოდენიმე ნაწილის არანაკლებ 8000-10000 გასროლა.
ყველა შესაძლო პრობლემა საკმაოდ მარტივად გამოსწორებადია.
უმრავლეს აპარატს, უკვე "კოლოფიდან" აქვს პლატო და გასროლების უზარმაზარი რაოდენობა.
კონდახი (რეზერვუარის კოჟუხი..) - ფორებიანი პლასტიკი, რეგულირებადია სიმაღლეზე და სიგრძეზე.

პოსტის ავტორი: Jah Mar 25 2009, 10:19 AM

ВАМ50


ფასი დაახლოებით 200$ - 350$.
ჩინეთის საზოგადოებრივი სასწაული.
საკმაოდ მძიმეა. ბალანსი არ არის.
საშუალო კომფორტი.
ყველაზე იაფიანი სასროლე PCP-ში.
კონდახი სრული.
მასალები: ფოლადი, გაწრთვნილი ფოლადი, ჩინური კაკალი და უბანძესი ალუმინი.
ერთ ერთი ბრიტანული შაშხანის კლონი.
ლულა - ლატარია. ზოგჯერ ცუდი, ზოდჯერ ნორმალური, მაგრამ კარგი - არასდროს!
თვითონ იარაღი - ლატარია.
ის არასდროს აფეთქდება smile.gif და ამაში მაგის ერთადერთი დადებითი მხარე!
სამაგრების ბოლტები - გაუწრთვნელი დაბალხარისხიანი ფოლადი.
დამრტყმელი კლაპანი, "კოლოფიდანვე" საჭიროებს დამუშავებას ან შეცვლას.
გამშვები მექანიზმი საკმაოდ ნორმალურია ( რაც საკვირველია... ) მაგრამ საჭიროებ მიმუშავებას და შლიფოვკას, როგორც ყველა სხვა ნაწილი, ამ ჩინური რკინის კონსტრუქტორის smile.gif
"კოლოფიდან" იძლევა საკმარის სიმძლავრეს და გამანადგურებელ ძალას.
ჩახმახის სახელური არც ისე მოსახერხებელია.
დამრტყმელი უზარმაზარია და საშინლად მძიმე.
ჩახმახი, მიმწოდებელი და რესივერი - გაწრთვნილი ფოლადი.
კოროზიისსაწინააღმდეგო ზედაპირის ხარისხი ნორმალურია.
ახალი შაშხანა საჭიროებს: "ზაუსენეცების" შლიფოვკას, რეზინების შეცვლას, სატუმბი კლაპნის გადაკეთებას, ზოგჯერ ლულის შეცვლას, დამრტყმელი კლაპნის გადაკეთებას, და მაშინ შაშხანა შეძლებს ნორმალურ ფუნქციონირებას.
ამ ყველაფრის შემდეგ რესურსი მინიმუმ 10 000 გასეროლა!

პოსტის ავტორი: Jah Mar 25 2009, 10:19 AM

Logun Solo, Typhoon FX, Typhoon 12 FX.


ფასი დაახლოებით -------------.
მსუბიქი, საკმაოდ ლამაზი და მოსახერხებელი იარაღი.
მარტივად დასაშლელია.
კონდახი სრული. თუ პლასტიკურია, საკმაოდ მსხვრევადია...
რეზერვუარი დურალისაა, მდგრადი და საიმედო. მარტივად იშლება.
დასატუმბად მოსახერხებელი.
მანომეტრი არ არის.
არსებობს უამრავი ვარიაცია და მოდერნიზაცია.
იწარმოება შვეციაში.
წარმოების ხარისხი საკმაოდ მაღალია.
რესივერის მასალა - რბილი, ალუმინის შენადნობი.
ლულები სხვადასხვანაირია და საკმაოდ ხარისხიანია, დამამკვრივებელი რგოლებით "კაზიონნიკში".
"კოლოფიდან" ძირითადად შაშხანებს უკვე გააჩნია პლატო და საკმაოდ კარგი სიზუსტე.
მექანიზმების მუშაობა სასიამოვნოა და სავსებით ხარისხიანია.
გამშვებ მექანიზმს გააჩნია რეგულირებები. თვითონ გამშვების ნაწილები პატარა ზომის არის და არ გამოირჩევა გამძლეობით.
ჩახმახი - ლატუნისა, მიმწოდებლის წვერზე დამამკვრივებლის გარეშე.
დამრტყმელი - გაუწრთვნელი ფოლადია.
დამრტყმელი კლაპნის ნაწილები ხშირად ფუჭდება და გათვლილია შეცვლაზე და არა შეკეთებაზე.
სატუმბ კლაპანს ასევე აქვს პატარა რესურსი...
რესივერის რესურსი სადღაც 10000 გასროლა, რემონტამდე
ყველაზე კარგი მოდიფიკაცია - Tiphoon 12.
აქვს 16 ტყვიანი ბარაბანი 4.5 ყალიბში, 12 ტყვიანი 5.5 ყალიბში.
ხელით ლულაში ტყვიის ჩადება შესაძლებელია მხოლოდ პინცეტით smile.gif სროლა ამ შაშხანიდან სასიამოვნოა და ადვილი.
გარკვეულ მინუსს წარმოადგენს ოპტიკის მაღალი კრონშტეინების საჭიროება.

არის Т12 და Monsoon-ის სიმბიოზი = Whisper.
ანუ რესივერი Solo - Tiphoon-ის + რეზერვუარი Monsoon-ის კლაპანით და კონდახი მაგისგან.

პოსტის ავტორი: Jah Mar 25 2009, 10:20 AM

Monsoon FX.


ფასი დაახლოებით 1449$ - 1649$.
პირველი, სერიული, თვითგადასატენი სასროლი.
უყვარდება პრაქტიკულად ყველას, ვინც კი ისვრის ად უბრალოდ დაიჭერს მაგას ხელში.
მასალები: ფოლადი, გაუწრთვნელი ფოლადი, ალუმინის არც თუ ისე მაგარი შენადნობი, პლასტიკი, ლატუნი.
მოწყობილია მარტივად. 4.5 ყალიბის ვერსიაში აქვს ურთულესი და საშინლად კაპრიზული რედუქტორი.
მაგრამ ყველაფერი მაიც მუშაობს.
ყველაზე კარგი, ტევადი და მუშა ბარაბანი, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი გაბარიტები.
ძალიან სოლიდური სიგრძე.
ინტეგრირებული მოდერატორი საშუალო ეფექტურობისა.
რესივერი Tiphoon-ისა გარკვეული დამატებებით და გართულებებით.
ლულა ხარისხიანია, თხელი და საკმაოდ გრძელი.
მაღალი სიზუსტით არ გამოირჩევა და ვერც გამოირჩეოდა პრინციპში.
მახასიათებლებით, იარაღი - სანადიროა.
ლულის არხის ჩაკეტვა - ჩახმახის ჯგუფის წონით და დასაბრუნებელი ზამბარების სიმტკიცით.
ჯამში არც თუ ისე გამძლე, არც თუ ისე სიცოცხლეუნარიანი, სრულზომიანი, ძვირი სათამაშოა.
კონდახის პლასტიკური ვერსია მოუხერხებელია.
არაგამძლე დამრტყმელი კლაპანი.
მანომეტრი არ არის.
ახალი ინფომაციით, გამოვიდა ახალი მოდელი გაგრძელებული რეზერვუარით და მანომეტრით.

გვერდითა სატუმბი პორტი, რეზერვუარის წინა საცობში.

მასალების რესურსი არც თუ ისე ხანგრძლივია. სადღაც 5000 გასროლა, პირველ პრობლემამდე.

ძვირიანი გასართობი დადებითი ემოციებისთვის და გარემოს დასაბინძურებლად, ტყვიის კილოგრამებით. smile.gif

პოსტის ავტორი: Jah Mar 25 2009, 10:20 AM

Walther 850


ფასი დაახლოებით 235$ - 350$...
პრაქტიკულად ყველაზე დაბალი ფასი ბაზარზე, კარგი ლულით.
ხარისხიანი, გრძელი ლულა - 600მმ.
ბალანსი ცუდია.
მოუხერხებელი პლასტიკური კონდახი, მაგრამ პლასტიკი მყარია.
ჩახლართული კონსტრუქცია, პატარა ზომის ნაწილების უმრავლესობით.
პლასტიკური ბარაბანი.
მასალები: ფოლადი, ცინკის შენადნობი, პლასტიკი.
სეზონური, გასართობი იარაღია. უბრალოდ ისვრის და ხვდება wink.gif
სიამოვნებას ანიჭებს არაპრეტენზიულ მფლობელს.
ყიდვიდან ეგრევე ტიუნინგდება, მფლობელების უმრავლესობით, და მაგის გამო ფასი პრაქტიკულად ორმაგდება.
არ გამოირჩევა ხანგრძლივი სიცოცხლით, აქვს უამრავი ხერხი თუ როგორ გადაკეთდეს PCP-სისტემად, მაგრამ მაინც დარჩება არა გამძლე და სათამაშო.
გამშვები მექანიზმი - ცინკის შენადნობი და პლასტიკი... sad.gif
მკვდარი სივრცეები უამრავია და ჰაერის გადახარჯვა დიდია.
დიზაინი საერთო ჯამში ბანძია.
მოდელი 1250 გამოირჩევა რედუქტორის არსებობით და უკვე გადაკეთებულია ჰაერზე... ფასი თითქმის 900$!!! ეს ფული ნაღდად არ ღირს...
ყველაფერი ზემოდჩამოთვლილი 850-სთვის ასევე შეესაბამება 1250-ს...

პოსტის ავტორი: Jah Mar 25 2009, 10:20 AM

Weirauch HW 100 T/S


ფასი დაახლოებით 1200$ - 1400$
ყველაზე ხარისხიანი მაგრამ რთული კონსტრუქციის იარაღი. მუშაობს როგორც საუკეთესო "ზინგერი".
რბილად, ზეზუსტად და მკვეთრად.
დამუშავების ხარისხი ძალიან მაღალია, როგორც დაზგური ასევე გალვანური.
დაშლა და აწყობა რთულია, მაგრამ მაგაში საჭიროება არ არის.
წონა - მძიმეა. ბალანსი კარგია.
მანომეტრი არის. რეზერვუარში.
გამშვები მექანიზმი რთულია და ძალიან ხარისხიანია.
ლულა სქელია და ხარისხიანია (ლოტარ ვალტერის). იხსნება და ყენდება მარტივად და მალე.
რედუქტორი - არის.
დამრტყმელი კლაპანი, მოკლე და მყარი.
ბარაბანი შედგენილია, ტევადია და საკმაოდ მოსახერხებელია.
რესურსი მასალებით - უსასრულობა!!!!
გარეთა ხედი სასიამოვნოა და იწვევს პატივისცემას.
საპისტოლეტო, ჩარჩოიანი ვერსია ძალიან მოსახერხებელია როგორც მარჯვეებისთვის ასევე ცაციებისთვისაც.
ყველა საჭირო რეგულირება არის.
თუ არ გინდათ პრობლემა, და უბრალოდ სროლა... ერთმნიშვნელოვნად - HW100

პოსტის ავტორი: Jah Mar 25 2009, 10:20 AM

Hatsan AT44 PCP.


ფასი დაახლოებით 300$-400$...
საკმაოდ მოსახერხებელი პლასტიკური კონდახი.
უსაშინლესი კონსტრუქცია, კორეელებთან განსხვავებით, საერთოდ უბანძესი მასალები!
უდაბლესი ხარისხის, მეორადი ალუმინის შენადნობი, უხარისხო ფოლადი, უდაბლესი ხარისხის ლულები, ზოგჯერ ჩინურებზე უარესები ზოგჯერ ასეთივე...
უპრიმიტიულესი გამშვები მექანიზმი.
რეზერვუარი - ფოლადი. მანომეტრი -არის.
რესივერი - ალუმინის ნარცენებისგან, მაგრდება რეზერვუარზე 2 პატარა ვინტით.
უზარმაზარი დამრტყმელი, მტკიცე ზამბარები, დაღუნილი კლაპნები, ყველგან ნაკაწრები, "ზაუსენცები", კავერნები და შედუღების ნაკვალები!!!.
დაშლა და აწყობა რთული არ არის მაგრამ გულისამრევია.
იწვევს ძლიერ გაღიზიანებას.
მე ვრადაობ NATO-ს ქვეყნებზე, როდესაც მესმის, რომ მაგათი საბრძოლო იარაღის ნახევარი, თურქული წარმოებისა.
გადასატენი სახელური, ტყდება რამოდენიმე გასროლის შემდეგ.
დამრტყმელის გადატენვა და ბარაბნის დატრიალება - ყველაზე იდიოტური კონსტრუქცია, საერთოდ თუ რამე მინახია.
ბარაბანი დიდია და მახინჯი, ალუმინის ნარჩენებისგან.
ჩინელებისგან განსხვავებით, რომლების უბრალოდ აკოპირებენ სერიოზული ბრენდების კონსტრუქციებს, თურქები ცდილობენ რაღაცის მოგონებას smile.gif და გამოზდით სრული დეგრადაცია.
რესურსი ძნელად გაოსაანგარიშებელია... როგორც "ზაპოროჟეცს" ან "მოსკვუიჩს"...
რომ ისროდეს, ზოგჯერ მაინც, უნდა ქონდეს მთელი ცეხი დაზგების, კარგი მასალების საწყობი და ხელოსნების ბრიგადა.
მაგის ქონა, თუნდაც უფასოდ - კატეგორიული არა!!!

პოსტის ავტორი: Jah Mar 25 2009, 10:20 AM

Benjamin - Crosman - Discovery.


ფასი დაახლოებით - 290$ - 450$
უბრალო, პრიმიტიული და ძალიან მსუბუქი იარაღი.
ძალიან იაფიანია.
მასალები: ფოლადი, გაწრთვნილი ფოლადი, ლატუნი, ხე, პლასტიკი.
რესივერი ფოლადისა და მაგრდება ორი პატარა ვინტით რეზერვუარზე.
ჰაერის მარაგი პატარაა. მანომეტრი არის.
არც ისე მოსახერხებელი, უბრალო კონდახი.
გამშვები მექანიზმი პლასტიკურია, რეგულირების გარეშე, ფოლადის ენებით.
გადაკეთება მარტივია.
ტიუნინგი და აპგრეიდი მარტივია.
ისვრის, ხვდება და არ ქმნის პრობლემებს.
ჯამში არ გძაბავს და არ გაღიზიანებს.
დამრტყმელი მძიმეა და გაწრთვნილი. ზამბარა ნორმალურია.
კლაპანი უბრალო და გამძლე.
თავისი ფული ნაღდად ღირს.

პოსტის ავტორი: Jah Mar 25 2009, 10:21 AM

Evanix Hunting Master


ფასი დაახლოებით - 599$ - 700$
კორეული აპარატია, ძალიან სპეციფიური კონსტრუქციის.
გაკეთებულია სუფთად და აკურატულად.
მასალები: ფოლადი, ნორმალური დურალი და ხე.
გამშვები მექანიზმი "კუროკიანი" (რევოლვერისებური). ბარაბანი ფოლადისა, 6 ტყვიაზე.
თითქმის არც ერთი შაშხანა, "კოლოფიდან" ვერ ისვრის.
უშვებს კლაპნები და ასე შემდეგ...
მოწყობილია საკმაოდ რთულად. მაგრამ იშლება ნორმალურად.
პლატო "კოლოფიდან" არ არის ხსენებაშიც კი smile.gif.
ჰაერის გადახარჯვა უსაშინლესია.
ლულა არც თუ ისე ცუდია.
რეზერვუარები არის პატარა, ფოლადის, მანომეტრით.
ისვრის პირდაპირ ბარაბნიდან, მიწოდების გარეშე.
არა ზუსტია.
ისვრის სავსებით სანადირო დონეზე.
კონდახი საკმაოდ ერგონომიული...
ნაწილების რესურსი არანაკლებ 3000-5000 გასროლა.

პოსტის ავტორი: Jah Mar 25 2009, 10:21 AM

WEBLEY AXSOR


ფასი დაახლოებით - -----------------
პორტატიული, მსუბუქი, ორდამტენიანი იარაღი.
კონდახი - სრულია.
მასალები: ფოლადი, დურალი, ლატუნი კაკალი.
ლულა ძალიან თხელია და ნადულნიკით მიხრახნილია რეზერვუარზე.
ნადულნიკზე უდგება მოდერატორი.
რესივერი მაგრდება რეზერვუარზე, 2 პატარა ვინტით.
გამშვები მექანიზმი პრიმიტიულია.
ბალანსი თითქმის კარგია.
აბოიმა მოსრიალე, 2 ტყვიაზე. მუშაობს მკვეთრად.
დამრტყმელი მძიმე მოკლე სვლით. სამბარა ძლიერია.
ისც\ვრის გადახარჯვით.
რთულია დასარეგულირებლად.
მანომეტრი არ არის.
ტოვებს შდაბეჭდილებას - დაუმთავრებლობისა და დაუფიქრებლობის.
მასალების ხარისხი ჯამში ნორმალურია. წარმოებულია სუფთად მაგრამ უტვინოდ.
ერგონომიულია.
არამომთხოვნი მსროლელისთვის - უბრალოდ სანადირო იარაღი.

პოსტის ავტორი: Jah Mar 25 2009, 10:22 AM

Stealth, Air Force, Gun Power...


ფასი დაახლოებით - -------------
ყველაზე უბრალო და არაოპტიმალური, ერთდამტენიანი იარაღი ბაზარზე.
ერგონომიკა - საშუალო.
ხის გარეშე კონსტრუქცია.
მასალები: ფოლადი, დურალი, პლასტიკი... .
ჩემპიონია, შემადგენელი ნაწილების მცირე რაოდენობით!
"კოლოფიდან" იძლევა უზარმაზარ სიჩქარეს და საშინელ გადახარჯვას.
ყველაზე დიდი პრობლემაა - დამრტყმელი კლაპანი!
ძალიან მსუბუქი, საკმაოდ სიცოცხლეუნარიანი, დიდი პოტენციალის მქონე იარაღია
კარგი ლულაა. ყალიბი იცვლება მარტივად... .
ცუდი გამშვები მექანიზმი, საჭიროებს გადაკეთებას.
მანომეტრი არ არის. დასატუმბად რეზერვუარი უნდა ამოიხრახნოს.
ყოველთვის ცუდი, ორიგინალი მოდერი.
საკმარისი სიზუსტე.
ჯამში საშუალო, მსუბუქი, გასართობი იარაღია.
რესურსი არანაკლებ 5000 გასროლა, და ტექ. დათვალიერების შემდეგ 15000 მეტი...

პოსტის ავტორი: Jah Mar 25 2009, 10:22 AM

Theoben


სოლიდური, არაპორტატიული და არც ისე მოსახერხებელი იარაღია...
საკმაოდ მძომე, ორიგინალური და ხარისხიანი.
მასალები: ფოლადი, დურალი, ხე და ოდნავ პლასტიკი.
ლულა ჩამოკიდულია, ხარისხიანი და მძიმე.
ისვრის ზუსტად!
მოდერატორი საკმაოდ ნორმალური და არ საჭიროებს გაუმჯობესებას...
ყველაზე ოპტიმალურიო მოდელია - 5.5მმ.
კონსტრუქცია საკმაოდ რთული და ორიგინალურია.
მანომეტრი არ არის. რეზერვუარი, დასატუმბად ამოიხრახნება... .
დამრტყმელი კლაპანი გამძლეა, მაგრამ უაზრო ტიუნინგის შემთხვევაში მოკვდება ძალიან მალე.
ბარაბანი ხარისხიანია, დასაქოქი.
ბალანსი ცუდია.
ერგონომიულობა სპეციფიურია, მოსახერხებელია მაღალი და გრძელ ხელებიანი ადამიანისთვის.
ხარისხიანი ხე.
სიჩქარე "კოლოფიდან" ახლოა იდეალურთან.
რესივედი მასიური და გამძლეა.
გამშვები კაუჭი მოუხერხებელია და უბრალო.
გამშვები მექანიზმი საკმაოდ კარგი და მუშა.
ოპტიკის კრონშტეინები უბანძესია!
ძირითადი კვანძების და ნაწილების რესურსი მინიმუმ 20000 გასროლა!
არაოპტიმალურად დაპროექტებული იარაღია, არც თუ ისე ტექნოლოგიური და სრულყოფილი.
6.35 ყალიბში, ტყვიის საწყისი სიჩქარე 240მ/წ. "კოლოფიდანვე". ზოგ მოდიფიკაციაზე არის რედუქტორი...
ყველაზე მაგრად ისიამოვნებს 4.5 ყალიბის მომხმარებელი.
სრულყოფილი გასროლების მარაგი 4.5-ში სადღაც 300 გასროლა !!!!!!!!!!!!!!!!!
ფასი ძალიან მაღალია.
არ ღირს თავისი ფული.

პოსტის ავტორი: Jah Mar 27 2009, 09:25 AM

განხილვა განახლდება...

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 27 2009, 02:37 PM

Jah
ძალიან დიდი მადლობა, შესანიშნავი ნაშრომია, თავს ვიკავებდი აქ დაპოსტვისგან , მოდი აქ მხოლოდ ინფო იყის და სხვაგან ვპოსტოთ რა smile.gif

პოსტის ავტორი: Jah Mar 27 2009, 02:49 PM

ციტატა(geojorjika @ 27th March 2009 - 04:37 PM) *
Jah
ძალიან დიდი მადლობა, შესანიშნავი ნაშრომია

დიდი მადლობა შეფასებისთვის smile.gif

ციტატა(geojorjika @ 27th March 2009 - 04:37 PM) *
მოდი აქ მხოლოდ ინფო იყის და სხვაგან ვპოსტოთ რა

როგორც იტყვით wink.gif

პოსტის ავტორი: bazuka Mar 27 2009, 04:24 PM

ვიუ, კაია. უბრალოდ ერთი კითხვასავით მაქვს
გაწყრთნილი გოლადი თუ ნაწრთობი ფოლადი??

air-arm-ზე გიწერია რესურსი 5000 სროლა, დისკოზეც ხომ არ იციი??

პოსტის ავტორი: Jah Mar 27 2009, 04:38 PM

ციტატა(bazuka @ 27th March 2009 - 06:24 PM) *
გაწყრთნილი გოლადი თუ ნაწრთობი ფოლადი??

გასაგებია smile.gif, ეს ჩემი ქართულის პონტია... გავასწორებ
დისკოს რესურსზე გავარკვევე... მაგრამ რესურსთან დაკავშირებით, ეს მხოლოდ მიახლოებითი მაჩვენებლებია, იმიტომ რომ, დისკოს ხარისხი მერყეობს ეგზემპლარიდან ეგზემპლარამდე... თან ეს განხილვა იყო დაწერილი როდესაც დისკო ახალი გამოსული იყო... მე მგონი მაგის მერე რაღაც კონსტრუქტიულად შეიცვალა, 3 ჯერ თუ 4 ჯერ... იმედია კარგ მხარეს smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 27 2009, 06:12 PM

bazuka

ციტატა
air-arm-ზე გიწერია რესურსი 5000 სროლა, დისკოზეც ხომ არ იციი??



ციტატა
სავსებით შეუძლია იცოცხლოს 20000- 50000 გასროლა და მეტი.


5 000 კი არა 50 000 smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 27 2009, 06:46 PM

Jah
ამ იარაღზე რას იტყვი? გააქვს რაიმე ინფო?

BSA LoneStar ფასი $600




http://www.airgunsofarizona.com/

პოსტის ავტორი: Jah Mar 27 2009, 07:16 PM

რუსეთში ძალიან ცოტაა ამ მწარმოებლის შაშხანები...
მაგრამ BSA-ს პროდუქციას არ აქებდნენ უკრაინელები... მაგათ ქონდათ დიდი პარტია შემოტანილი... ძალიან კაპრიზნიაო.
თუ ვიპოვი უფრო ვრცელ ინფოს დავდებ smile.gif

პოსტის ავტორი: bazuka Mar 27 2009, 07:19 PM

geojorjika

ციტატა(geojorjika @ 27th March 2009 - 04:12 PM) *
5 000 კი არა 50 000

უპს უკაცრავად Air Force-მქონდა მხედველობაში

პოსტის ავტორი: bazuka Mar 27 2009, 07:27 PM

ხო მთავარი დამავიწყდა

Jah
ამ თემას უნდა დაარქვა "PCP-ს შემძენის სახელმძღვანელო" იმენნა ძაან მაგარია, მოკლე და პრინციპში ამომწურავი ინფოა იმისთვის, რომ თავიდანვე სწორი ორიენტირები აიღო


და ეს off-ებიც მიაშალო wink.gif

პოსტის ავტორი: STIG Jul 13 2010, 07:35 PM

ამ თემის განახლებას და ახალი მოდელბის დამატებას აღარ აპირებთ?

პოსტის ავტორი: Allstar Jul 13 2010, 09:11 PM

Jah

ციტატა
საკმაოდ მოსახერხებელი პლასტიკური კონდახი.

ამით გული გამიხარე თავიდან და მერე ეს რო მოყვა :X
ციტატა
უსაშინლესი კონსტრუქცია, კორეელებთან განსხვავებით, საერთოდ უბანძესი მასალები!
უდაბლესი ხარისხის, მეორადი ალუმინის შენადნობი, უხარისხო ფოლადი, უდაბლესი ხარისხის ლულები, ზოგჯერ ჩინურებზე უარესები ზოგჯერ ასეთივე...
უპრიმიტიულესი გამშვები მექანიზმი.
რეზერვუარი - ფოლადი. მანომეტრი -არის.
რესივერი - ალუმინის ნარცენებისგან, მაგრდება რეზერვუარზე 2 პატარა ვინტით.
უზარმაზარი დამრტყმელი, მტკიცე ზამბარები, დაღუნილი კლაპნები, ყველგან ნაკაწრები, "ზაუსენცები", კავერნები და შედუღების ნაკვალები!!!.

-ამის ყიდვას ვაპირებდი და ამ ნაწერის შემდეგ თუ ჩემი თვალით არ ვნახე ვერ მოვისვენებ smile.gif

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Sep 12 2010, 04:30 PM

კარგი განხილვებია... მინდა დისქო... sad.gifsad.gifsad.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 12 2010, 09:10 PM

ციტატა(Allstar @ Jul 13 2010, 10:11 PM) *
Jah

ამით გული გამიხარე თავიდან და მერე ეს რო მოყვა :X

-ამის ყიდვას ვაპირებდი და ამ ნაწერის შემდეგ თუ ჩემი თვალით არ ვნახე ვერ მოვისვენებ smile.gif


აი რაც მანდ წერია მემგონი რომ არასწორი ინფოა , ეს ჩემი პირადი აზრია, მე მაქვს ქონდა და არა მარტო მე ბიჭებმაც ნახეს რომ ჩამოუვარდება კი არა ბევრით ჯობნის დისკოს და მარადიორის კონკურენტი უფროა ვიდრე დისკოსი

პოსტის ავტორი: Jah Sep 13 2010, 12:00 AM

ციტატა(giorgi @ 12th September 2010 - 09:10 PM) *
ბევრით ჯობნის დისკოს

და სად წერია მანდ რომ დისკო ჯობია.
დისკო უბრალოდ შეუძლებელია შეადარო ატ44-ს.
აბსოლუტურად სხვადასხვა წონით კათეგორიაშI არიან.
სიტყვა "წონით" ფიგურალურია. smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 13 2010, 12:06 AM

Jah
მე უბრალოდ ეს დასკვნები ვიგულსხმე biggrin.gif

ციტატა(Jah @ 25th March 2009 - 11:20 AM) *
Hatsan AT44 PCP.

ციტატა(Jah @ 25th March 2009 - 11:20 AM) *
ჩინელებისგან განსხვავებით, რომლების უბრალოდ აკოპირებენ სერიოზული ბრენდების კონსტრუქციებს, თურქები ცდილობენ რაღაცის მოგონებას და გამოზდით სრული დეგრადაცია.
რესურსი ძნელად გაოსაანგარიშებელია... როგორც "ზაპოროჟეცს" ან "მოსკვუიჩს"...
რომ ისროდეს, ზოგჯერ მაინც, უნდა ქონდეს მთელი ცეხი დაზგების, კარგი მასალების საწყობი და ხელოსნების ბრიგადა.
მაგის ქონა, თუნდაც უფასოდ - კატეგორიული არა!!!

Jah
ციტატა(Jah @ 25th March 2009 - 11:20 AM) *
Benjamin - Crosman - Discovery.

ციტატა(Jah @ 25th March 2009 - 11:20 AM) *
უბრალო, პრიმიტიული და ძალიან მსუბუქი იარაღი.

ციტატა(Jah @ 25th March 2009 - 11:20 AM) *
ისვრის, ხვდება და არ ქმნის პრობლემებს.
ჯამში არ გძაბავს და არ გაღიზიანებს.
დამრტყმელი მძიმეა და გაწრთვნილი. ზამბარა ნორმალურია.
კლაპანი უბრალო და გამძლე.
თავისი ფული ნაღდად ღირს.


biggrin.gif


არადა დისკო ნასოსთან ერთად გაცილებით ძვირია ჰაცანს + ნასოსი-ზე ( მეჟდუ პროჩემ ძალიან საინტერესო კონსტრუქციის ნასოსზე) smile.gif ასე 300 ლარით biggrin.gif

პოსტის ავტორი: Jah Sep 13 2010, 12:38 AM

geojorjika
ხოოო... biggrin.gif
ნუ ეს ჩემი სიტყვები ხო არ არის შენ ხო იცი, "ბუ-902"-ს თემაა გადათარგმნილი.

პოსტის ავტორი: nihontoman Sep 13 2010, 01:00 AM

Jah
geojorjika


ამ ყველაფრის მერე (არამარტო ამის, guns.ru-ზე ბევრი ხეტიალის შემდეგაც) იმ დასკვნამდე მივედი, რომ რუსები ძალიან "კლიაზნიკი" ხალხია, მარაზმი გადადით და ერთი სიტყვით "ატ**კებენ...

მე რაც ვნახე ჰატსანი, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ნამდვილად არ გავდა 4 კილოიან ნაგვის ნაჭერს, მითუმეტეს უაზრო კონსტრუქციის მე იქ ვერაფერი შევნიშნე (ნუ ბალანსირება იყო ცუდი...)

პოსტის ავტორი: bazuka Sep 13 2010, 01:09 AM

ხალხნო ტექნიკური თვალსაზრისით რათქმაუნდა ჰაცანი ჯობია, ამაზე მგონი არც არავინ დაობს
მარა ჰაცანს იმდენი მინუსი აქვს სანადირო თვალსაზრისით, რო რავი
სხვათაშორის მე რაც ვნახე ჰაცანი, პირველივე შეხედვით არ მომეწონა, იმიტო რომ თვალში ეგრევე ღია სამიზნე შემეჩხირა
აბსოლუტურად იგივე იყო რაც იაფფასიან ჰაცანის შაშხანებზე.
ხომ ვიძახით, რომ სხვადასხვა კლასის იარაღიაო, მოდით და შევადაროთ იმ დეტალით რაც ყველას საერთო აქვს, სამიზნეთი
ამით გავარკვევთ, თუ რომელი უფრო კაი დამუშავებული შაშხანაა, დისკოს სამიზნე საკმაოზე ძალიან კარგია, ჰაცანისა არის ნაგავი
შემდეგ და არანაკლებმნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის სანადირო შაშხანის წონა და ბალანსი, ნუ აქ აღარ ვიდავებთ მემგონი

დანარჩენში ალბათ ჰაცანი სჯობს, მარა არა ტყეში სახეტიალოდ და სანადიროდ.

პოსტის ავტორი: norica_dragon Sep 13 2010, 09:24 AM

ციტატა(buybuya @ 12th September 2010 - 04:30 PM) *
კარგი განხილვებია... მინდა დისქო...


მერე ძაან იაფად ვყიდი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ilariona Feb 7 2011, 11:39 AM

ციტატა(Jah @ 25th March 2009 - 11:20 AM) *
მაგის ქონა, თუნდაც უფასოდ - კატეგორიული არა!!!


ვაიმე ცუდად ვარ იმდენი ვიცინე biggrin.gif

პოსტის ავტორი: okela84 Aug 14 2011, 07:13 PM

სიცოცხლისუნარიოანობას რო უწერთ XXXXX გასროლებით, მაგის მერე მთლიანი თოფი ხდება გამოსაცვლელი თუ რა იგულისხმება, რეზერვოარი, ლულა, თუ ზოგადად თოფი?

პოსტის ავტორი: o.cho Apr 2 2014, 11:30 AM

სალამი ყველას ძალიან მომეწონა ეს თოფი ნეტა საქართველოში თუ არის ან ჩვენიანს თუ ქონია ვინმეს ან სინამდვილეში როგორია
http://www.acguns.co.uk/page20.html

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 2 2014, 01:04 PM

okela84

ციტატა(aleqsandre @ 14th August 2011 - 08:13 PM) *
სიცოცხლისუნარიოანობას რო უწერთ XXXXX გასროლებით, მაგის მერე მთლიანი თოფი ხდება გამოსაცვლელი თუ რა იგულისხმება, რეზერვოარი, ლულა, თუ ზოგადად თოფი?



გააჩნია რომელ თოფზეა საუბარი?

უმეტესობა შემთხვევაში ლულა არაფერ შუაშია, ნებისმიერი ლულა ჩვენს ტყვიებზე უსასრულობა გასროლას მოგცემს თუ შენით არ დააზიანე რაიმე.

როგორც წესი რესურსი აქვს დამრტყმელ კლაპნის სისტემას, ანუ ზამბარა დაჯდა, კლაპანი დაიტკეპნა და გამოსაცვლელია და ასე შედმეგ

და ბოლოს თუ PCP-ზეა საუბარ სასურველია ყოველ 10 წელიწადში ერთხელ რეზერვუარი შეიცვალოს თუ აქტიურ მოხმარებაშია თოფი (მაინც გაბერვა დაცლისას ლითონის დაღლილობა გროვდება და დაზღვეული რომ იყო....)

როგორც ხვდები ეს ყველა პუნქტი დამოკიდებულია მოხმარებაზე და გამოყენების ინტენსივობაზე. არა მგონია რომელიმე თოფი ნახო და ეწეროს 1000 გასროლის ლიმიტი 10 000 ან თუნდაც 50 000, შეიძლება ნორმალური მოვლის პირობებში 100 000-იც კი გაისროლო, ხოლო თუ ხლაფორთიანი ხარ, ყოველ 10 გასროლაში რაღაცას გატეხავ და გამოსაცვლელი გექნება.

ნებისმიერ ვარიანტში, კითხვა რომელიც ახლა დასვი და ასე ვთქვათ გაღელვებს, რაღაც მთავარ პუნქტად გამოყავი და მისი მეშვეობით აფასებ თოფებს არის, ნონსენსი. შეუძლებელია მაგ პარამეტრით რომელიმე პნევმო შეაფასო. უფრო მარკეტინგული სვლა არის ვიდრე.....

აგერ ჩემთან 2 თვის წინ გასაკეთებლად 2 სპორტული პისტოლეტი მოიტანეს გფუჭებული ჰქონდა, რედუქტორი, დამრტყმელის გამაჩერებელი და მცველი... პატრონი შეწუხებული იყო, ეს რა არის, ამის დედა ვატირე როგორ გაფუჭდაო, ამდენი ხანი გადასარევად მუშაობდაო... მეთქი რამდენი ხნის წინაა თქვა შეძენილი? აღმოჩნდა რომ ორივე იყო 14-15 წლის წინ შეძენილი და გაუფუჭდა - ერთს პლასტმასის ღერძი, რომელიც მცველზე აყენებდა, მეორეს გაუფუჭდა რკინის კოჭი, რომელსაც 15 წელი დამტყმელმა დღედაღამ ურახუნა, დღეში ალბათ 2-3 ათასი გასროლის სიხშირით (იუნიორების სავარჯიშო სპორტული პისტალეტები იყო) და ბოლოს ორივეს გაფუჭებული ჰქონდა რედუქტორის რეზინა, რომელიც წესით სუფთა წყლის სახარჯი მასალაა და რაფერ სთხოვდნენ ამ საცოდავს 15 წელი მუშაობას?

ასე რომ დაივიწყე გასროლების რესურსი smile.gif მოყვანილი პისტოლეტებიც რომ მოვლილი ყოფილიყო, იქ ზეთი არ მოკლებოდა, აქ გაწმენდა, იქ გამოსუფთავება, არ ყოფილიყო უმოწყალო ხელში, ალბათ კიდევ 20-30 წელი იმუშავებდა (ნუ ახლა რეზინებს პროსტა არ ვთვლი, ეგ იმენნა სახარჯი მასალაა და უნდა მიეჩვიო რომ რეზინაა იხევა და პერიოდულად გამოსაცვლელია), ხოლო თუ დავამატებთ იმ აზრს რომ ერთი კაცის ხელში რომ ყოფილიყო და დღეში 2-3 ათასი გასროლა არ გაეკეთებინა, ალბათ 100 წელიც გაუძლებდა ეგ პისტოლეტი...

შესაბამისად ეწერებოდა ახლა მაგ პისტოლეტებს 10 000 გასროლა თუ 1000 გასროლა ნუ აი აბსოლუტურად არაფრის მთქმელი არაა. უმეტესობა დეტალი არის, რკინის და რესურსი პნევმო გადასახედიდან აქვს ნუ აი კოშმარული, იგივე ლულა რომ აიღო ნუ ვერ გაცვითავ რა, პლუმბუმის შენადნობმა რა უნდა იყოს დაჟე უბანძეს რკინას? აგე, ადრე ლულები საერთოდ ლატუნისგან კეთდებოდა (დრემდე ელიტარულ რამდენიმე მოდელზე მზადდება) და იმ რბილი მასალის ლულებს არაფერი მოსვლია და ფოლადს რა უნდა დაემართოს?

კაროჩე smile.gif ჩემი რჩევაა ეგ პუნქტი თოფის ამორჩევისას დაივიწყო, ჯობია უკვე არსებულ მომხმარებლებს ჰკითხო რამდენად გამძლეა ესა თუ ის ეგზემპლარი...

რატომ ვამბობ ამას, მაგალითად რომ აიღო ტორუნ მაგნუმი ვთქვათ ზ.დპ თოფი მოდელი 101 და ნუ ხელში დაიჭირო... რკინაა მასიურია, მაგრამ სასხლეტი მექანიზმი არის, უწრთობი რკინა, შედეგად სასხლეტის ყოველ გამოკვრაზე გდუშის რკინა და სასხლეტის რკინა ერთმანეთს მიკრო ნამცეცებს აფრცქვნიან, და ბოლოს დაწყებული მე-100 გასროლიდან მაგარი კითხვის ნიშნის ქვეშ ხარ - როდის დაეწყება თოფს სამასტრელი, ანუ თვით გასროლა (როდესაც სასხლეტი ვერ იკავებს დგუშს და როდესაც მოეპრიანება თვითონ გაისვრის), იასნია მაგასთან მიახლოებული პრობლემის ნასახიც კი არ აქვს PCP იარაღს ასე რომ რავი რა რესურსზე შეიძლება იყოს საუბარი

ნუ ახლა ეგეთი გამოცდილება გვაქვს და ვიცით ყველამ რომ თურქულ პადვალში გაკეთებულ Torun Magnum 101-ს არ უნდა გაეკარო, რეალურად 100-დან 300 გასროლამდე გაქვს რესურსი და მერე სასხლეტს და დგუშს ერხევა იმ ადგილში სადაც ერთმანეთს ეხებიან, მარა აი ეგ კონკრეტული შეხების ადგილი რომ შეცვალო და ნაწრთობი რკინა ჩააყოლო.... ნუ დანარჩენის მხრივ რა ვიცი რა უნდა მოსწიო თოფს რომ დაჟე მაგ ნაგავმა თოფმა არ იმუშაოს წლობით smile.gif

პოსტის ავტორი: cz80 Apr 2 2014, 01:59 PM

ჯაჯააა რა არი ბიჯო, 3 წლის უკანდელ პოსტებზე გადახვედი? biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: maqsimusa Apr 2 2014, 06:29 PM

ციტატა(cz80 @ 2nd April 2014 - 02:59 PM) *
ჯაჯააა რა არი ბიჯო, 3 წლის უკანდელ პოსტებზე გადახვედი?

რატო? ეგ კითხვა ეხლაც შეიძლება დასმულიყო. მე ყოველთვის ალმაცერათ უყურებდი ნახმარ თოფებს, ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ აზრი რადიკალურად შემეცვალა. yes3.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 2 2014, 08:15 PM

cz80
ნუ ახლა ძველი ტემა არ ნიშნავს რომ აქტუალური კითხვა არ შეიძლება დაისვას smile.gif


maqsimusa

ციტატა(maqsimusa2 @ 2nd April 2014 - 07:29 PM) *
მე ყოველთვის ალმაცერათ უყურებდი ნახმარ თოფებს, ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ აზრი რადიკალურად შემეცვალა

ნუ ნახმარი თოფი ერთ ფარულ მომენტს შიეცავს... წინა მომხარებელი როგორ ებყრობოდა და შენამდე რა დღეში მოვიდა.

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 2 2014, 08:26 PM

o.cho
არა არა აქვს უ იყიდი შთაბეჭდილებები გაგვიზიარე smile.gif ,

პოსტის ავტორი: cz80 Apr 2 2014, 09:15 PM

რას მიმტუქსეთ კაცო biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: maqsimusa Apr 2 2014, 09:18 PM

ციტატა(ja_ja @ 2nd April 2014 - 09:15 PM) *
ნუ ნახმარი თოფი ერთ ფარულ მომენტს შიეცავს... წინა მომხარებელი როგორ ებყრობოდა და შენამდე რა დღეში მოვიდა.

ნუ ნახმარი მაინც ნახმარია.

პოსტის ავტორი: o.cho Apr 2 2014, 10:09 PM

geojorjika
ხო რავი ძალიან კი მინდა მარა ახლო მომავალში ვერამგონია მაგის რეალიზება

პოსტის ავტორი: Dave Apr 2 2014, 11:55 PM

maqsimusa

"სელიკას" რომ იყიდი და 4 იმდენ ფულს ზემოდან დაახარჯებ, ნახმარი მაინც ნახმარია ხო ? smile.gif საიდან მოდის ეს აზრები ნეტა biggrin.gif

პოსტის ავტორი: maqsimusa Apr 3 2014, 12:17 AM

Dave
მე მირჩევნია ცოტა მოვიცადო, თუ ფული არ მყოფნის და ნახმარის ყიდვას ახალი ვიყიდო, იარაღებზე არ მაქ მარტო საუბარი, ყველაფერში ასე ვარ. ეს ჩემი შეხედულებაა, სხვა შეიძლება სხვანაირად ფიქრობს, ურჩევნია ნახმარი იყიდოს დაბალ ფასად. შესაბამისად თავს არავის ვახვევ ჩემ აზრს.

ციტატა(ja_ja @ 2nd April 2014 - 09:15 PM) *
ნუ ნახმარი თოფი ერთ ფარულ მომენტს შიეცავს...

ეს ფარული მომენტი ძალიან მაშინებს, განსაკუთრებით მაშინ როცა არც თუ ისე ცოტა ფულს ვიხდი რამეში.

ციტატა(Saint Dave @ 3rd April 2014 - 12:55 AM) *
საიდან მოდის ეს აზრები ნეტა

აი აქედან მოდის ეს აზრები მეგობარო smile.gif

პოსტის ავტორი: Dave Apr 3 2014, 07:32 PM

ციტატა(maqsimusa2 @ 2nd April 2014 - 07:29 PM) *
რატო? ეგ კითხვა ეხლაც შეიძლება დასმულიყო. მე ყოველთვის ალმაცერათ უყურებდი ნახმარ თოფებს, ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ აზრი რადიკალურად შემეცვალა.


ვეღარ გავიგე რომელ აზრზე ხარ ? smile.gif ის რომ ცუდია თუ ის რომ რადიკალურად შეგეცვალა აზრი ? smile.gif

პოსტის ავტორი: maqsimusa Apr 3 2014, 07:57 PM

ჯაჯას პოსტის ნაირი რამდენიმე პოსტი კიდევ და შეიძლება შემეცვალოს რას გაიგებ, smile.gif მაგრამ აქამდე უფრო სხვანაირად ვფიქრობდი, ადრე ნახმარის ხსენებაზე ეგრევე უარყოფითად ვიყავი განწყობილი, ეხლა შეიძლება განვიხილო კიდევაც ფასს გააჩნია , (მარტო პნევმატურ იარაღებზე მაქ საუბარი) smile.gif

პოსტის ავტორი: gocha311 May 11 2014, 10:09 AM

ჯაჯა ერთი იმ იარაღის ბედ იღბალი მაინტერესებდა 11 მოდელის ადრე რომ ახსენე ,შენი ნამუშევარი ,,როდის ვნახავთ??

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services