გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

7 გვერდი V   1 2 3 > »   
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> მრავალჯერაბი co2-ის ბალონები, დატენე ერთხელ, ორჯერ, 20-ჯერ და....
ja_ja
პოსტი Jun 4 2012, 09:34 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



წინასწარ ვიცი რომ ჩვენთან ამ პროექტს ასე ვთქვათ კომერციული რენტაბელობა არ ექნება, ასევე წინასწარ ვიცი რომ დიდად თავს ხალხი ამ ბალონებზე არ მოიკლავს, მარა.... რა მიდის ჩვენგან განვიხილოთ ტექნოლოგია და.....

ასე იყო თუ ისე რამდენიმე კვირის წინ ჩვენმა ფორუმელმა Gregory-მ რამდენიმე Co2 თოფი დამაჭერინა ხელში... ნუ ასევე დიდად კი ვუარყოფდი და ფეხებს ვაბაკუნებდი არ მივიღებ მეთქი, მაგრამ ბოლოს ერთი co2 პისტოლეტი საჩუქრად დამიტოვა... ნუ მეც მეტი რა მინდოდა smile.gif 3 წელია სახლში მიყრია 2 შეკვრა BB-ები საერთო მოცულობით 3 ათასი ცალი... და დადგა მათი გამოყენების დრო... მაგრამ პირველი რასაც აწყდები ამ დროს კაცი ეს არის, ბალონები, რომლებიც რავიცი... რაფერ აღვწერო... მოკლედ კატასტროფული სიჩქარით იხარჯება და ძირითადი გასავლის წყარო ყველა Co2-ი პნევმატიკის მოყვარულისთვის სწორედ რომ ეს პუნქტი არის.

რუსები ადრე ჩალიჩობდნენ მრავალჯერად ბალონებზე, მაგრამ მართალი გითხრათ ტექნოლოგია დიდად არ მომწონს, იყენებდნენ მანქანის საბურაფების ნიპელებს, ცუდი ისაა რომ ეს ნიპელები პრაქტიკულად ერთჯერადია, დაიტენა ბალონი დაიხარჯა და გამოსაცვლელია, ვერ უძლებს საბურავის 2 ატმოსფეროსთვის გათვლილი ლაითი კონსტრუქცია 70 ატმოსფეროს, რომელსაც თხევად მდგომარეობაში მყოფი Co2 წარმოქმნის. პლიუს დიდი ხნით დატოვებისას გაპარებას იწყებს და 1 თვის მერე იმის მაგივრად დატენილი ბალონი გქონდეთ, ხელში დაცლილი ბალონი გიჭირავთ.

მოკლედ ისე მოვიფხანე თავი, თუ ასე გადავწყვიტე ცოტა სხვა გზით წავსულიყავი, თუმცა ჯერ ექსპერიმენტები არ ჩამიტარებია და არაა გამორიცხული რომ ჩემმა კონსტრუქციამაც მთლად არ გაამართლოს smile.gif, მაშ ასე დრეს წარმოგიდგენთ პროტოტიპს, რომელსაც ჯერ სამუშაო დეტალები აქვს, და ბევრი მათგანი ისე არ გამოიყურება როგორც საჭიროა, მაგრამ პირველადი ექსპერიმენტებისთვის მისაღებია.

დავიწყეთ....

თავიდან რამდენიმე დაცლილი ბალონი ავიღე და თავი მოვაჭერი






მთლიანი და მოჭრილ თავიანი ბალონები



მოკლედ მაგარი ტვინ საბურღია ამ ბალონებზე თავის მოჭრა... ცუდი ისაა რომ პრესის შემდეგ ცენტრი ყველას არეული აქვს და იმისათვის რომ ბალონს თავის კორექტულად მოაჭრა საჭიროა მისი ცენტრირება, რომელიც დაზგაში და ბაბთაში ინდიკატორით გასწორებას გულისხმობს და თითო ბალონზე 15-29 წუთი მიმდინარეობს.

თავიდან ერთ ბალონზე ვსინჯე ცენტრირების გარეშე თავის მოჭრა... საჭრელმა როგორც კი დაარტყა ბალონს, ეგრევე ამოაგდო ბაბთიდან (თავი ისე მოიღუნა რომ ეს ბალონი ნაგვის ურნაში წავიდა). მეორე ბალონი ბაბთაში ღრმად ჩავსვი და ნელ-ნელა მივეპარე საჭრელით... ნუ ამჯერად ვერ ამოხტა ბაბთიდან, მაგრამ იმის გამო რომ ბალონს კედლები თხელი აქვს, თავი კი სქელია, დანა მოჭრას ეჩალიჩება, თავი ეწინააღმდეგება, მთელი დატვითვა გადადის ბალონის წელზე, და იმ ადგილებზე სადაც ბაბთის კბილებს უჭირავს ბალონი... შედეგად, ერთი წამოკვრა და ბალონი ისე დაიჭეჭყა ბაბთის კბილებში რომ... მოკლედ რაცხა დაღეჭილ მასას დაემსგავსა smile.gif, ამიტომაც მომიწია თითო ბალონის ცენტრირება და ნელ-ნელა თავის მოჭრა. ზემოთ რომ 5 ბალონს ხედავთ მათ გამზადებაზე სადღაც 4 საათი წავიდა smile.gif

შემდეგი ოპერაცია, რეზბების მოჭრა და თავში ჩასახრახნი დეტალი, რომელიც ახალი თავის როლს შეასრულებს





ვსინჯე პაწაწკუნა რეზინით აბტურაცია, მაგრამ არ გაამართლა მაგ საქმემ... ბალონის თავაკში ადგილი აღარ არის, რომ რეზინისთვის ბუდე ამოიჭრას, ისე კი რეზინა გარეთ მოძვრება და აზრი არ აქვს, მის ჩაყოლებას...



ბალონების სხვადასხვა ეტაპები






მერე შიგნეულობის გამზადება, კლაპნის მოფიქრება და ყველაფერის მორგება, მოკლედ 3 დღიანი ჩალიჩის შემდეგ გამოვიდა რაღაც ამდაგვარი შიგნეულობა.... დიდად უხეშ ნამუშევარს ნუ ჩაეძიებით, ეს ჯერ ყველაფერი პროტოტიპია, თუ ამუშავდა ყველაფერი და გაამართლა, შემდეგ, ჩემი საყვარელი იდეალისტური ვარიანტი გამოვა, ყველაფრის წკრიალ ბზინვარებით smile.gif

ქვედა სურათზე ჩანს თუ აწყობილ მდგომარეობაში ბალონში რა დევს




ქვედა სურათზე კი დაშლილად ჩანს თუ რა რის მერეა განთავსებული



მომდევნო სურათებზე დეტალები ახლოდან








ნუ როგროც ვთქვი დაღეჭილ და დაღუნულ დეტალებს არ ვუყურებთ, საჭირო ზომების ძიებისას, ზოგი დეტალი ზედმეტად გაიბურღა, ზოგი დეტალი შეიცვალა, და საბოლოოდ ყველაზე მორგებული ეს ფორმები გამოვიდა, რომელიც ბოლოს დამუშავებული იქნება... ნუ რკინის ღერძი რომელიც ახლა ჩანს კადრში, როგორც მთავარი ღერძი, ... გასაგებია რომ შეიცვლება, თორემ ჯერ ისეა დაჟანგული და Co2-ში რომ იბანავებს რა დღეში იქნება ხომ გასაგები ხდება smile.gif, თუმცა შეიძლება არც არაფერი დაემართოს, დიდი ბალონები ხომ რკინისაა, თითქოს არ წყენს co2 რკინის ბალონებს, ასე რომ შეიძება რკინაც დავტოვო, არ ვიცი მოკლედ ამას ექსპერიმენტები გვიჩვენებს.

ესეც ბოლოს პატარა სახალისო ვიდეო




ასე ბატონო საქართველოშიც გვაქვს ასე თუ ისე გამზადებული მრავალჯერადი ბალონები smile.gif.

მომდევნო შაბათ კვირას დრო თუ მექნება უკვე მუშა ვერსიას გავაკეთებ და დასატენ სადგურზეც წავიმუშავებ, შემდეგ კი გავა ალბათ კიდევ ერთი კვირა და შეიძლება ტესტირების ჩატარებაც smile.gif რომლის დროსაც რა თქმა უნდა კიდევ პატარა ხარვეზები ამოხტება.

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Jun 4 2012, 09:49 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



რა ნერვები გაქვს რა smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gigi30
პოსტი Jun 4 2012, 11:01 PM
პოსტი #3


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 249
რეგისტრ.: 25-May 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,302



რუსებთან ასეთი არ მინახავს. ამ თემით ფორუმი უფრო საინტერესო გახდა. ველი გაგრძელებას
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
norica_dragon
პოსტი Jun 5 2012, 09:25 AM
პოსტი #4


Optimal Сasual Dating Real-life Girls
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,874
რეგისტრ.: 18-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: GB
წევრი №: 312
ქალაქი:miDandyXD



ჯაჯ ვერ გავიგე როგრო ტენი, რითი?? ჰაერით??
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jun 5 2012, 09:31 AM
პოსტი #5


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



norica_dragon
ციტატა(Avto @ 5th June 2012 - 10:25 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ჯაჯ ვერ გავიგე როგრო ტენი, რითი?? ჰაერით??

და ჰაერით რატომ? co-ზე იყო და co2-ზე იქნება, რა იყო არ იცი რომ ბალონებში co2-ს ტენიან? ნუ ვსმისლე დიდ ბალონებში, ვთქვათ ასე 1 ან 2 ლიტრიანში (10 და 20 ლიტრიანს არ ვგულისხმობ)?

მეორე კვირას ბალონზე მისაერთებელ დამტენ სადგურსაც გავაკეთებ, მივუერთებ სადგურს ბალონს, ჩავდებ ამ სადგურში ამ ხელნაკეთ მრავალჯერად ბალონჩიკას, გავავსებ co2-ით და .... ნუ რავი დალშე ახსნა საჭიროა? smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Jun 5 2012, 09:54 AM
პოსტი #6


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



ja_ja
დურნაია გოლოვა რუკამ პაკოია ნე დაიოტო რა biggrin.gif biggrin.gif

შენა და ამ მაიმუნობების წერას
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
არ გირჩევნია?

წელიწადზე მეტია რაც შენს ხელშია და რეპორტს ვერ ვეღირსეთ.

ლინჩის წესებით გაგასამართლებთ იცოდე biggrin.gif biggrin.gif

ვაააა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ikaaa
პოსტი Jun 5 2012, 09:54 AM
პოსტი #7


მაძიებელი
**

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 343
რეგისტრ.: 28-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 1,502



ძალიან საინტერესოა, ყოჩაღ ჯა-ჯა, ასეთი რამ მემგონი არავის გაუკეთებია, პირველი ხარ რუსების ბანძ ვარიანტს თუ არ ჩავთვლითი.
ისე უმარექსის ბალონებს ცოტა სხვანაერი თავი აქვს, კროსმანთან შედარებით და შეიძლება მისი მოჭრა უფრო გაგიადვილდეს smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
koknar
პოსტი Jun 5 2012, 09:57 AM
პოსტი #8


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 2,315
რეგისტრ.: 4-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 321



ja_ja
ჰაერით არ შეიძლება, პირდაპირ ნასოსი რო მიაერთო? გადამყვანით smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Jun 5 2012, 10:06 AM
პოსტი #9


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



მდაა....

ja_ja

ძალიან საინტერესო ნამუშევარია! ერთი ვერ გავიგე: დიდი ცო2-ით დატენილი ბალონი გაქვს თუ სპეციალურად ამ ექსპერიმენტისთვის უნდა შეიძინო?
რომ ანბობ 70 ატმოსფეროო, მგონი ნაკლები უნდა. ყოველ შემთხვევაში როცა ჩამოდის ხოლმე ბალონები აი ეს დოკუმენტი მოყვება ხოლმე:

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jun 5 2012, 12:24 PM
პოსტი #10


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



gregory
ციტატა(gregory @ 5th June 2012 - 11:06 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ძალიან საინტერესო ნამუშევარია! ერთი ვერ გავიგე: დიდი ცო2-ით დატენილი ბალონი გაქვს თუ სპეციალურად ამ ექსპერიმენტისთვის უნდა შეიძინო?

ამჯერად გარაჟში მაქვს დიდი კისლაროდნი ბალონები რომაა, ეგეთი მაქვს სადღაც ნახევარზე დატენილი CO2-ით, ნუ თუ გამოვიდა ექსპერიმენტი ხომ იცი რამდენი Co2-ია მაგ ბალონში biggrin.gif

რაც შეეხება 70 ატმოსფეროს და მაგ დოკუმენტში დაწერილს... Co2-ს გააჩნია ტემპერატურული დამოკიდებულება, ჩვენებური სტანდარტული ზაფხულის დროს (სადღაც 30-35 გრადუსზე) წნევა ადის 70-80 ბარზე, ხოლო ზამთარში ნაკლებია, ზუსტად გრაფიკი არ მახსოვს ადრე ფორუმზე სადღაც დავაგდე ცხრილი, ბარემ დავძებნი და აქაც დავდებ...

აი ესაა ცხრილი, ანუ წნევა და ტემპერატურული დამოკიდებულება....



რუსები ზამთარში co2-იან თოფებს ბენზინის გარელკებით ათბობენ, თორემ მაგათ მინუს 30 გრადუსზე რაის პნევმატიკა იმუშავებს smile.gif, მინუს 80-ზე მგონი 0 ატმოსფეროა, თუ რაცხა ეგეთია....


ასე რომ ის ამერიკელები რაფერ წერენ ერთ გარანტირებულ წნევას ნამდვილად ვერ გეტყვი smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gigi30
პოსტი Jun 5 2012, 03:36 PM
პოსტი #11


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 249
რეგისტრ.: 25-May 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,302



ჰაერით 2-3 გასროლაზე მეტს ვერ გააკეთებს
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
monadire.
პოსტი Jun 5 2012, 07:06 PM
პოსტი #12


მაძიებელი
**

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 289
რეგისტრ.: 12-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,317



ნუ ჯაჯინსკი, ნე პერესტაიოშ უდივლიაწ, კლიანუს რა! clapping.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
CHICO30
პოსტი Jun 5 2012, 08:42 PM
პოსტი #13


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 537
რეგისტრ.: 31-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kukia
წევრი №: 1,565
ქალაქი:Tbilisi



საღოლ ჯაჯა ბევრი გიწვალია. ეს უფრო დუელს გავს საკუთარ თავთან. ღირს ვითომ მაგისთვის შენი ნერვების და ტვინის ხარჯვა? გამოყენება და მოთხოვნა თუ ექნება მაგ საქმეს ეგაა მთავარი. არამგონია ვისაც co2 პნევმატიკა აქვს სახლში შენსავით დიდი ბალონიც ედოს გარაჟში biggrin.gif

ველი გაგრძელებას. იმედია კარგი გამოგივა საბოლოო ვარიანტი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jun 5 2012, 09:15 PM
პოსტი #14


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



CHICO30
ციტატა(CHICO30 @ 5th June 2012 - 09:42 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
გამოყენება და მოთხოვნა თუ ექნება მაგ საქმეს ეგაა მთავარი

მაგი თავიოდანვე დავწერე არ ექნება მეთქი, უფრო მუღამის პონტია და ის რომ ჩვენც გვქონდეს სათქმელი არ ჩამოვრჩებით მსოფლიოს და დაჟე რაცხა განსხვავებულს ვაკეთებთ...
მოკელდ ჯერ მთავარია ამუშავდეს, თუმცა მანდ უკვე მინიმუმია დარჩენილი, იქ შეიძLება გააპაროს სადღაც და შეიძლება ვთქვათ ხანდახან არ დაიკეტოს, კლაპანი, სხვა პრობლემებს დღევანდელი გადასახედიდან ვერ ვხედავ, თუმცა ეგ უფრო ამ შაბათ კვირას და იქეთა შაბათ კვირას გაირკვევა...

სამსახურის გადამკიდე, შუაკვირაში პარქტიკულად დრო ფაფფუ sad.gif, ასე რომ ვეოდები ხოლმე უქმე დღეებს... ან სამსახურიდან ადრე გამოსვლას smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
CHICO30
პოსტი Jun 5 2012, 09:30 PM
პოსტი #15


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 537
რეგისტრ.: 31-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kukia
წევრი №: 1,565
ქალაქი:Tbilisi



ციტატა(ja_ja @ 5th June 2012 - 09:15 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მოკელდ ჯერ მთავარია ამუშავდეს, თუმცა მანდ უკვე მინიმუმია დარჩენილი, იქ შეიძLება გააპაროს სადღაც და შეიძლება ვთქვათ ხანდახან არ დაიკეტოს, კლაპანი


ეგ თავისთავად ედისონს მგონი 900 ჯერ დაეწვა ლაბორატიორია სანამ ნათურა ბოლო სახით მიიღო. პირველივე არ გამოვა იდეალური. უბრალოდ შენი მონდომებით ვარ გაოცებული თან მიუხედავად იმისა რომ იცი მოთხოვნა არ იქნება.

მსოფლიო ვინაა ქართველები ზე ბესტ ვართ. მეც უკვე მაგარ მუღამში ვარ რა გამოვა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gigi30
პოსტი Jun 5 2012, 09:36 PM
პოსტი #16


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 249
რეგისტრ.: 25-May 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,302



რამდენის გაქაჩვასაც 70ატმ შეძლებს. ანუ ბეევრ სტაბილურ, მაგრამ შედარებით სუსტ (უფრო საპლინკაო) გასროლას.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
CHICO30
პოსტი Jun 5 2012, 09:45 PM
პოსტი #17


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 537
რეგისტრ.: 31-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kukia
წევრი №: 1,565
ქალაქი:Tbilisi



gigi30

რავიცი რუსეთში და უკრაინაში ბევრი ნადირობს Co2 ით და ჯაჯას ვარიანტი ორიგინალი ბალონიდან შორს არ იქნება ისე აკეთებს. უბრალოდ მრავალჯერადი იქნება რა და 1 დიდი ბალონის შეძენა მოუწევს Co2 პნევმოს პატრონს და დაისვენებს სამუდამო აუარებელი ხარჯებისგან. თუ გამოუვიდა ჯაჯას მერე 1 Co2 პიშტოს მეც დავითრევ ასწორებს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jun 6 2012, 08:41 PM
პოსტი #18


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



დღეს ელ_ჯავა დელ გრინგო-ზე გავისეირნე და ერთ ადგილზე სადაც ხანძარ მაქრობლები იყიდება, ვიკითხე თუ ჰქონდათ პატარა Co2-ის ბალონი, აღმოჩნდა რომ ჰქონდათ 2 ლიტრიანი ბალონი, რომელიც 60 ლარად შემომთავაზეს და გაუკვირდათ რატომ იმავე წამს არ ვიყიდე biggrin.gif

ნუ თეორიულად მაგ 2 ლიტიანი ბალონდან უნდა გამოვიდეს, 150-160 დატენვა (ნუ ეს უხეში გადათვლით რომ 2 ლიტრში 2 კილოგრამი Co2-ია და თითო ბალონჩიკზე 12 გრამი co2 დაიხარჯება), ნუ ამ გადასახედიდან თითო ბალონჩიკის დატენვა 40 თეთრი გამოდის smile.gif ხოლო თუ გავითვალისწინებთ რომ შემდგომში ბალონის მფლობელს მხოლოდ Co2 ექნება ჩასატენი ამ 2 ლიტრიან ბალონში და თვითონ ბალონი თავისი ონკანიანად საყიდელი აღარ იქნება.... ნუ რავიცი თეორიულად პერსპექტივები მაგარი ჩანს smile.gif

მთავარია რეალში რა გამოვა smile.gif

P.S. მე კკიდევ ამასობაში 15 ლიტრიანი ბალონი მაქვს, გარაჯში ცო2-ით smile.gif, ნუ მართალია ალბათ ნახევარზე მეტი არაა შიგნით, მაგრამ ფაქტი რამდენად საინტერესო და დამაინტრიგებელია! biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Jun 6 2012, 08:59 PM
პოსტი #19


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



ja_ja
ხომ მასროლინებ ხოლმე? smile.gif ისე ჩემი მეგობარი შემპირდა გაჩუქებო პისტოლეტს და უნდა გამოვართვა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jun 6 2012, 11:08 PM
პოსტი #20


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ilariona
შენც იწამლები ნელნელა co2-ით ხომ smile.gif

ფრთხილად, მაგარ მიჩვევა იცის biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

7 გვერდი V   1 2 3 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 04:32 PM
Hosted by Pro-Service