თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ რჩევები, კითხვა-პასუხი... _ ფოტოაპარატი

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Oct 13 2018, 08:47 PM

მოგესალმებით...

მინდა შევიძინო ფოტოაპარატი, ზოგი პროფესიონალს ეძახის და ზოგიც სამოყვარულოსაც კი პროფესიონალს ეძახის და რადგან ფასში ვარ შეზღუდული, თვითონაც ვხვდები რომ მეორადი პროფესიონალიც კი არ მომივა 400-დან 650 ლარამდე, ამიტომ უფრო სამოყვარულოს დავარქმევდი იმ სტილს, რის ყიდვაც მინდა და ცხადია თუ პროფესიონალი იქნება, მთლად უკეთესი.

როგორც უკვე ავღნიშნე, ამ ფასში ცხადია მეორადს თუ შევიძენ. ბრენდი ნაიკონი, ან ქენონი.

რჩევა მჭირდება, რომელი მოდელის ყიდვას მირჩევდით ამ ფასში, რომ ბუნებრივი ფერები დასვას? ალბად თავადავც მიხვდებოდით რომ მაქვს საუბარი nikon D3100, nikon D3200, nikon D3300 და მსგავს მოდელებთან გათანაბრებულ ქენონებზე. ნუ თუ nikon D5100, canon 60 D და canon 600 D-ს ნაირი მოდელიც შეიძლება მომივიდეს ასეთ ფასში, მთლად უკეთესი. არ მინდა იყოს ჩაშენებული ლინზით.

მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენი რჩევა რაში მჭირდება ეხლა მე:
1) მინდა გადაიღოს ძაან მაგარი სურათები, შორ ზუმზე რომ კარგად ცანდეს, მაინცდამაინც არ მაქვს მოთხოვნაში, ახლოს ესე 5-10 მეტრში რომ კარგი ფოტო გადაიღოს და ბუნებრივი ფერები დასვას ეს მირჩევნია უფრო.
2) რომელი სჯობს და რითი, სარკის მქონე თუ ციფრული ანუ ელექტროს რომ ეძახიან ეგ?
3) ამბობენ სარკის მქონეთი ვიდეოები თუ იღე ხშირად, შეიძლება ფერების ზუსტი აღმა დაკარგოს და დროთა განმავლობაში რესურსი ამოეწუროს და ბუნებრივ ფერებს არ დაგისვამსო და მართალია?
ქენონებში და ნიკონებში, ამ ფასის გათვალისწინებით რომელ მოდელს მირჩევთ?

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Oct 13 2018, 09:27 PM

პ.ს. და კიდევ, რომელი სჯობს, ავტომატური ფოკუსირება რომ ჰქონდეს თუ ხელით რომ არეგულირო და რატომ?

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Oct 29 2018, 08:26 PM

მოკლედ, ამ საკითხში გამოცდილი ხალხის რჩევით შევიძინე ქენონ 600D.
ვიდეოს რომ ვიღებ მაღალი გაფართოებით 1080-ით, სულ 4-5 წამიანს იღებს და ავტომატურად წყვეტს გადაღებას, ხოლო 600 იანით თუ გადავიღებ იღებს ჩვეულებრივ და რატომ აკეთებს ასე ხომ არ იცით? ვითომ და ჩიპისფორმატის ბრალია და ამ ხარისხის დიდ ვიდეოს ვერ აღიქვამს თუ? თვითონ მეხსიერების რაოდენობა სრულიად საკმარისია უბრალიდ რამე ფორმატის ამბავი ხომ არაა თქო იმას ვფიქრობ.
ვინმეს შეუძლია რამე თქვას?

პოსტის ავტორი: userman Oct 29 2018, 08:39 PM

ხ.მ.ე.ლ.ო

რა ჩიპი გიყენია ? მე-10-ე კლასის . ერთი სიტყვით მაღალი ხარისხის ჩიპი უნდა გქონდეს.
ვიდეოს კი ნახევარ საათიანებს უნდა წერდეს .

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Oct 30 2018, 09:13 PM

ციტატა(userman @ Oct 29 2018, 09:39 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო

რა ჩიპი გიყენია ? მე-10-ე კლასის . ერთი სიტყვით მაღალი ხარისხის ჩიპი უნდა გქონდეს.
ვიდეოს კი ნახევარ საათიანებს უნდა წერდეს .

ეს ჩიპია და 10 კლასის არაა რამდენადაც მივხვდი ხო? biggrin.gif

https://radikal.ru

https://radikal.ru

პოსტის ავტორი: userman Oct 30 2018, 09:25 PM

ხ.მ.ე.ლ.ო

არც მეათე კლასია . თან პატარა ტევადობისაა .
უნდა იყოს მინიმუმ 16 გბ . სასურველია 32 გბ.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Oct 30 2018, 10:01 PM

კაი მადლობა. ნუ ალბად უფრო 16 იანს დავითრევ. ჰდ ვიდეოს 3-4 ცალს მაინც ხო ჩაიტევს ნახევარ საათიანს. თუ ვერა?

პოსტის ავტორი: aleqsa Oct 30 2018, 10:15 PM

ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ Oct 30 2018, 11:01 PM) *
კაი მადლობა. ნუ ალბად უფრო 16 იანს დავითრევ. ჰდ ვიდეოს 3-4 ცალს მაინც ხო ჩაიტევს ნახევარ საათიანს. თუ ვერა?



პატარა წრეშუ 4 წერია ეგ ნიშნავს მეოთხე ლკასისი ჩიპს, ანუ ეგ ძალიან დაბალი კლასია ეიჩდი ვედეოსთვის, მაგ 4 ის ადგილას 10 უნდა ეწეროს და მოცულობაც რაც მეტი მით უკეთესი.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Nov 1 2018, 09:48 PM

ოკ. ვიყიდი მერე. სპასიბათ

პოსტის ავტორი: chicho Nov 1 2018, 10:58 PM

მშვიდობაში ხმელო , მეც მაგ მოდელს ვეძებდი , კარგი არჩევანი გაგიკეთებია. რა ლინზა მოყვა და სად იყიდე ?

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Nov 2 2018, 07:21 AM

18 -55. სტანდარტული ლინზა. კიდობანში მინუს 1 სართულზე ერთი ბიჭი ყიდის აპარატებს ბოლომდე რო გახვალ კიბის ექსკავატორის ქვეშ. ლომბარდებიდან მოაქვთო...

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services