გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
თემა დახურულიაახალი თემის დაწყება
> რა არის Airsoft, F.A.Q
dePadel
პოსტი Feb 16 2009, 02:10 PM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 75
რეგისტრ.: 16-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 18



რა არის სტრაიკბოლი?

სტრაიკბოლი არი სამხედრო თამაში, ომის სიმულაცია, სპორტის სახეობა, გართობის საშვალება - მოკლედ ის ყველაფერი რაზეც ყველა მამაკაცი ბავშობიდან ოცნებობს.
სტრაიკბოლში (იგივე აირ-სოფტი "airsoft") იარაღად გამოიყენება პნეუმატიკა, რომელიც ისვრის 6მმ -იან პლასმასის ბურთებს (ე.წ. BBs).

პლასმასის ბურთებს? კი მარა როგორ ხვდებით ვინ მოკვდა, ვინ არა?

მარტივად - ვისაც ტყვია მოხვდა თავისით ამბობს რო მკვდარია. ზოგჯერ მართლა მწარეა, ზოგჯერ არც ისე.
თამაში არი სიკვდილის პატიოსნად აღიარებაზე.
თუ თქვენ ეს არ შეგიძლიათ - დახურეთ ექსპლორერი, ჩადით ეზოში, ითამაშეთ ფეხბურთი და პირველივე შესაძლობისას წაიქეცით მოწინააღმდეგის საჯარიმოში - ეგებ პენალი დანიშნონო.
სტრაიკბოლს ვთამაშობს იმისათვის, რო სიამოვნება მივიღოთ, და არა წუდი განწყობა შევქმნათ ერთმანეთს! თითოეული კაცი უნდა ითამაშოს სხვებისათვის.

კაი და რა ღირს?

მონაწილეობა? - არაფერი არ ღირს. ყიდულობ თოფს, სათვალეს მოდიხარ და ყიდულობ ტყვიებს კიდე. ეგ არის და ეგ.

იარაღი რა ჯდება? აქირავებთ?

არა, არ ვაქირავებთ. ყველას თავისი იარაღი აქვს. თოფების ფასი ვარირებს ათასობით დოლარიდან 12 ლარამდე.
იხილეთ საიტები:
www.wgcshop.com
ჰონგ-კონგის მაღაზია, იქ ყველაგერი იყიდება, აბსოლუტურად ყველაფერი (მარა ჩამოტანა ძვირი ჯდება).
www.militarist.com.ua
უკრაინული მაღაზია - აქ იარაღების ფართო არჩევანია, კარგ ფასებში და იაფი ჩამოტანით.
აირ-ზოფთ იარაღის ყველაზე ცნობილი მწარმოებელი ფირმები არიან Tokyo MARUI და Classic Army. მათი იარაღების ფასი იწყება 250$-დან და ზემოთ. რაც მთავარია ყველა თავისუფალია იარაღების გაუმჯობესებაში - მაგალითად დღეს დღეობით ყველაზე გავრცელებული თოფი, 9 ლარიანი ვინჩესტერი (მოსსბერგი), კარგი ჩალიჩის მერე კი ისვრის MARUI-ის 250$-იანი თოფივით(მანძილზე) მარა აუტომატური არაა და ხელშიც ისევე არ იგრძნობა როგორც მარუის იარაღი, რა თქმა უნდა, მარა დამწყებისთვის მშვენიერი იარაღია (low end იარაღები იყიდება ნებისმიერ საბავშვო მაღაზიებში, ან ბაზრობაზე, მთავარია არ იყიდოთ პატარა ზომის მოსსბერგი, იყიდეთ დიდი). smile.gif

ეგ კაი, სათვალეები?

სათვალეები გჭირდება დარტყმა გამძლე. ანუ შუშის სათვალეები არ წავა (თუ დამცავი კლასი არ აქვს), უნდა იყიდო ე.წ. ორგსტეკლოს სათვალეები, სასურველია სპეციალურად სროლებისთვის გათვლილი. მაგალითად რუსთაველზე, "მონადირეში" იყიდება ბევრი სასროლი სათვალე, ფასი იწყება 15 ლარიდან და ზევით. პრინციპში დიზაინი უფრო იცვლება ფასთან ერთად ვიდრე რეალურად ხარისხი, მე პირდად 15 ლარიანი მაქვს და პრობლემა არ გამჩენია. 30 ლარიანიც ვარგა.

მომწონს, როგორ მივიღო მონაწილეობა?

აქვე ფორუმზე რომელიმე სტრაიკბოლის ტოპიკში უნდა თქვა რო გინდა მოსვლა, ან დამიკავშირდება icq-თი: 286879239. მერე როგორც კი გადაწყდება სად ვიკრიბებით და როდის შეგატყობინებთ, მოხვალ და იომებ. ფორუმზე შეხვედრის ამგილი და დრო არ იწერება! თქვენ ინფორმაციას მიიღებს ან SMSით, ან ინტერნეტით (PM, icq, e-mail).

საერთოდ ვინ თამაშობენ თქვენთან? რა სტილის ხალხია?

ყველანი, დაწყებული სკოლის დირექტორებიდან და დამთავრებული პროფესიონალი პოხუისტებით. მაგალითად:
გვყავს ერთი სკოლის დირექტორის მოადგილე, ერთი პატრულის თანამშრომელი, 2 გარემოს დაცვის სამინისტროს უფროსი სპეციალისტი და ა.შ. ასევე გვყავს უამრავი სტუდენტი, მუქთახორა, პოხუისტი და ა.შ. მოკლედ ვინც გინდა. სოციალური სტატუსი ჩვენთან არ არის მთავარი და არაფერს ნიშნავს!
აგრეთვე ასაკობრივი ლიმიტი არ არის - 18 წლიდან ზევით. არავის არ გაუკვირდება თუ 50 წლის კაცი მიიღებს მონაწილეობას თამაშში - სტრაიკბოლი ყველასთვის მისაწვდელია!
გოგოები ომობენ?

კი ხანდახან ომობენ, პრობლემა არაა, ბრძოლის ველზე კაცი ქალი სულ ერთია, ტყვიამ სქესი არ იცის. არავის არ გაუკვირდება გოგოს ნახვა სტრაიკბოლზე.

რამე განსაკუთრებული წესები არი?

კი:
1. სადაც არ უნდა მოგხვდეს ტყვია მკვდარი ხარ (იარაღის გარდა)!
2. სათვალეების მოხსნა არ შეიძლება!
3. ნასვამ, ნაწევ (ვგულისხმობ ბოსტნეულს) და ნაჩხირავ მდგომარეობაში თამაში არ შეიძლება!

უფრო დაწვრილებით:
1. სადაც არ უნდა მოგხვდეს ტყვია მკვდარი ხარ (იარაღის გარდა)!
a. მოხვედრილი მძლავრი რიკოშეტი ითვლება როგორც სიკვდილი
b. იარაღში მოხვედრა არ ითვლება
c. ორგანიზატორი ყოველთვის მართალია, ანუ ნებისმიერი მისი სიტყვა - კანონია.
d. პატივი ეცით მოთამაშეებს! ვითამაშით ერთმანეთისთვის. მთავარი არის სიამოვნების მიღება და არა მტრის განადგურება ნებისმიერი ხერხით (იგულისხმება არასინდისიერი ქცევა)
e. ეცადეთ კამუფლაჯიან ტანსაცმელში ითამაშოთ. თუ არა გაქვთ - პრობლემა არ არის.
f. თუ მტერი უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა - თქვენი თავი დააბრალეთ, და არა მტერი. მოხდა ტყვია? ჩაბარდით გმირულად და წადით ლოდინის ზონაში.
სად ომობთ ხოლმე?

ყველგან: ტყეებში, სტროიკებზე, მიტოვებულ შენობებში, ქარხნებში და ა.შ.
სამწუხაროდ (ჩვენთვის სასიხარულოდ) საქართველო სავსეა მიტოვებული ქარხნებით, დაუმთავრებელი მშენებლობებით და მართლა სასიხარულოდ უამრავი ტყეები გვაქვს. ასე რომ პოლიგონების ნაკლებობას არ განვიცდით.

ეს სტრაიკბოლი თქვენ მოიგონეთ?

არა, სტრაიკბოლი მოიგონეს იაპონიაში, როგორც სამხედრო წვრთნის ფორმა და მერე გავრცელდა მსოფლიოში. აგერ რამდენიმე უცხოური საიტი და დანარჩენი ლინკები მანდვე არის მთელი მსოფლიოს საიტებზე:
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
(უკრაინა)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
(უკრაინა) - მაღაზია, იქიდან ვაზაკაზებთ იარაღებს ძირითადად
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
(რუსეთი)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
(რუსეთი)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
(ინგლისი)

© Cyborg-Mcloud
© updated by int3gral
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
dePadel
პოსტი Feb 16 2009, 02:12 PM
პოსტი #2


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 75
რეგისტრ.: 16-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 18



მარა ასევე მსოფლიო ბაზარზე გამოვიდა ჩინური წარმოება რომელიც არც ისე უმაღლეს დონეზე დგას მაგრამ იაფია და პრაკთიკული და არის მთლიანად იგივე რაც ცნობილი ბრენდები
ასევე
სტრაიკბოლი არი სამხედრო თამაში პნევმატური იარაღებით.

სტრაიკი ითამაშება 6მმ -იანი პლასტმასის ბურთულების მსროლელი იარაღებით, რომლებიც თავის მხრივ რეალური ირაღების 100%-იან პნეუმატურ კოპიებს წარმოადგენენ.

თამაშები იმართება ყველგან, ბუნებრივ პირობებში(ტყეში, მიტოვებულ ქარხნებში, სტროიკებზე და ა.შ.) და მაქსიმალურად მიახლოვებულად რეალურთან...

სტრაიკბოლის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია: პატიოსნება. ტყვიის მოხვედრას მსხვერპლი თვითონ აღიარებს, მსაჯები სტრაიკში არ არსებობს.


კი - პეინტბოლიც პნევმატურია, მარა პეინტბოლს სტრაიკისგან შემდეგი თვისებები განასხვავებს:
1. პეინტბოლში ისვრიან საღებავის შემცველ ტყვიებს(სტრაიკბოლში უბრალოდ პლასმასის ტყვიებს)

2. პეინტბოლი იმართება წინასწარ შექმნილ და მოზომილ მოედანზე.

3. პეინტბოლის მარკერები არის უბრალოდ მილი ზემოთ ტყვიების კონტეინერით, უკან კი გაზის ბალონით. სტრაიკბოლის იარაღები ელ. მატორზე მუშაობს და ტყვიები კი აბოიმებში ინახება, როგორც ნაღდ იარაღებში. გარეგნულად და ერგონომიულად კი - რეალური ირაღების ანალოგებია.

4. პეინტბოლზე მიხვალ - ფულს გადაიხდი, ითამაშებ, წამოხვალ. სტრაიკბოლზე - ყველას საკუთარი იარაღი, ფორმა, სათვალე და ა.შ. აქვს - არის გუნდები და თამაშები იმართება მთელი დღე, ქალაქ გარეთ გასვლით და დიდ დისტანციებზე.


მოკლედ სტრაიკბოლი არის as close as u can get რეალურ ომთან ისე რო არავინ მოკვდეს სინამდვილეში. © by Cyborg
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
parna
პოსტი Feb 16 2009, 05:08 PM
პოსტი #3


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,984
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 9



ძალიან კარგია აქ რომ დააგდე ეგ ინფორმაცია smile.gif მე ერთხელ წამიყვანა კიბორგმა თამაშზე და მათამაშა მაგარ გასწორებულში ვიყავი მაგარი მუღამიაქვს და ჩათრევაც იცის smile.gif აFტამატს რო დავითრევ შემოგიერთდებით აუცილებლად smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Jah
პოსტი Feb 16 2009, 06:17 PM
პოსტი #4


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



dePadel
მოგესალმებით.
ძალიან სერიოზულად მომზადებული თემაა.
კეთილი იყოს თქვენი ფეხი, ჩვენს რიგებში smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
dePadel
პოსტი Feb 16 2009, 09:56 PM
პოსტი #5


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 75
რეგისტრ.: 16-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 18



Jah
მადლობთsmile.gif
როგორც ვხედავ ახალი გახსნილი ფორუმიაsmile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

თემა დახურულიაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 12:37 PM
Hosted by Pro-Service