თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ სანადირო გასვლები _ ნადირობა შაშვზე

პოსტის ავტორი: WENGER Jan 15 2011, 06:56 PM

დიდი ხანი ვემზადებოდი კახეთში წასასვლელად და არცთუისე დიდ იმედებს ვამყარებდი ჩემ Crosman ზე ვუყიდე წინა დღეს ტყვიები და გავეშურე კახეთში, რომ ჩავედი უბრალოდ შესამოწმებლად გადავწყვიტე 1-2 გასროლა განმეხორციელებინა და აღმოჩნდა რომ ტყვიები თბილისსში დამჩენოდა. გავედი იქვე რაღაც სანადირო მაღაზიაში და აღმოჩნდა რომ H&N ის Baracuda Power ჰქონიათ 2 კოლოფი ვიყიდე.

მეორე დღეს დილას ავდექი 8 საათზე და სადღაც 9 ის ნახევარზე გავედი შაშვზე სანადიროდ, მივედი სადღაც მიტოვებულ ქარხანაში ჯერ 2 ძაღთან მომიწია ბრძლოა biggrin.gif xxxxx xxxxxxxxx xxxxxxxxxx xxxxxxxxxxx xxxxxxxxx . მოკლედ ბევრი როაღარ ვილაპარაკო იმ დღეს 22 შაშვი მოვინადირე. 14 ამ დილის გასვლაზე დანარჩენი 8 სახლში რო მივედი ფანჯრიდან ჩამოვყარე. დღის ბოლოს კი შევწვით და ძალიან მომეწონა გემრიელი იყი თან პირველად მივირთვი შაშვი 32.gif სამწუხაროდ მე ჩემი მობილური არ მქონდა წაღებული და ეს 1 სურათიც ძმაკაცის ტელეფონით გადავიღე.




ამის შემდეგ კურღელზეც წავედით ღამე სანადიროდ, მაგრამ 2 შეგვხვდა 2 ვეს ავაცილე ანუ უაზრობაა პნევმანტურით კურდღელზე ნადირობა 2 ვე მოძრაობაში შევამჩნიე თორე როარ გაქცეულიყო ალნბათ მოვარყავდი. xxxxxxx xxxxxxxxxx xxxxxxxxxxx xxxxxxxxxx არ შევარგე.

პოსტის ავტორი: koknar Jan 15 2011, 07:07 PM

WENGER
რა იყო ღორის ჩალაღაჯი არ იყიდება კახეთში, ამდენი რო არ გაგეჟლიტა smile.gif მაგ პონტში 4-5 -ც გეყოფოდათ. რამდენი იყავით განა ?

პოსტის ავტორი: WENGER Jan 15 2011, 07:12 PM

ციტატა(koka @ 15th January 2011 - 08:07 PM) *
რამდენი იყავით განა ?

ბევრნი იმ დღეს 22 რო მოვკალი სუფრა იყო გაშლილი და ხალხი ქიფობდა მეც იმ სუფრაზე მივიტანე ჩემი ნანადრევი და უფროსს ხალხთან ერთად შევექეცი თან დიდი მოწონებაც დავიმსახურე biggrin.gif

და მარტო ჭამა ხოარაა მუღამის პონტში მაგრად გამისწორდა

პოსტის ავტორი: jjjjkki Jan 15 2011, 07:16 PM

ბიჭო რა გაგიწყვეტია სულ ხომ იცი წითელ წიგნშია შაშვი

პოსტის ავტორი: WENGER Jan 15 2011, 07:22 PM

არაფერიც არ გამიწყვეტია რო მოვდიოდი გზაში ლამის მანქანა გავეჩერებინე იმდენი იყვნენ ტრასის პირას

პოსტის ავტორი: jjjjkki Jan 15 2011, 07:37 PM

კი მარა გინდა 10000 ყოფილიყო მაგდენის მოკვლა არ არის რეკომენდირებული შენთვითონ თქვი სუფრა იყო გაშლილიო და ესეიგი საჭმელი იყო 7 რო მოგეკლა 5 არაფერი არ დაშავდებოდა

პოსტის ავტორი: WENGER Jan 15 2011, 07:43 PM

ხო არც ეხა დაშავებულა არაფერი ამდენი რო მოვკალი

პოსტის ავტორი: lashiko_20184 Jan 15 2011, 07:54 PM

თუ გავითვალისწინებთ რომ შაშვი ძნელი მოსანადირებელია ძაან მაგარი ნანადირევია... გემოთიც საუკეთესოა wink.gif


ციტატა(jjjjkki @ Jan 15 2011, 07:16 PM) *
ბიჭო რა გაგიწყვეტია სულ ხომ იცი წითელ წიგნშია შაშვი

კაი რა ეგ წითელი წიგნი ბოლოს როდის განაახლეს არც ახსოვთ... შაშვი იმდენია და ისე სწრაფად მრავლდება რა წითელი წიგნი რის წითელი წიგნი unknw.gif

პოსტის ავტორი: WENGER Jan 15 2011, 07:58 PM

ციტატა(lashaa @ 15th January 2011 - 08:54 PM) *
ძაან მაგარი ნანადირევია

მადლობ გაიხარე

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Jan 15 2011, 08:24 PM

ყოჩაღ ვენგერ, კარგად გინდაირია, გისურვებ კიდევ მრავალი სამიზნის მოხსნას და კარგ ნადირობებს

პოსტის ავტორი: norica_dragon Jan 15 2011, 08:27 PM

ციტატა(WENGER @ 15th January 2011 - 08:58 PM) *
ძაან მაგარი ნანადირევია


ძაან მაგარი შედეგია, საღოლ smile.gif

რაც შეეხება წითელ წიგნს - უკვე ბევრ თემაშ ვხედავ მონადირის გაკრიტიკებას რო რატო კლავ, წითელ წიგნშია, ცოდოა, არ იჭმება და ასე შემდეგ...

მე რატომღაც ისეთი შეგრძნება მიჩნდება რო ყველა ცდილობს ესეთი კრიტიკით რაღაცის დამტკიცებას, სინამდვილეში კი ჩვენ ყველა ამ ფოუმზე, უმეტესობა ყოველ შემთხვევისთვის ხელიდან შანს არ გაუშვებს რო რამეს სისხლი გაასხმევინოს biggrin.gif, ჰოდა ვეღაარ ვხვდები ეს კრიტიკა რისთვისაა საჭირო.

ამას ვწერ არა იმიტომ რომ რატო აკრიტიკებთ ერთმანეთსთქო, არამედ აზრს ვერ ვხედავ ამაში.

გვინდა არ გვინდა ადამიენბი ვართ სადისტებად შექმნილები, გინდ პნევმატიკა იყოს გინდ ცეცხსასროლი, ვყიდულობთ 99% იმისთვის რო ვისადისტოთ, არა იმისთვის რომ ოჯახი გვაქვს გამოსაკვები და მაგის გულისთვის ვინადიროთ smile.gif

მე მაგალითად ნადირობა რათქმა უნდა მიზიდავს, თუმცა ტირში ბახაბუხს არაფერი არ მირჩვევნია, ტირში კიდე ამ ფორუმიდან მაქსიმუმ 7-8 კაცი დადის, დანარჩენი ყველა ნადირობს, ზოგი სიამოვნებისთვის, ზოგი საჭმელად, ზოგი ჯინის მოსაკლავად და ასე შემდეგ, ასე რომ ჩემი აზრი ასეთია, ინადირეთ რაზეც გინდათ, ოღონდ მაინცდამაინც ბარბაროსულ კადრებს მოერიდეთ smile.gif


ეხლა გავედი და ისევ დავბრუნდი რედაქტირებისთვის, მიზეზი ის იყო რო 2 ნადირობის თემა ფორუმის ტოპშია, ყველა ტირში გაკვლა კი ეგრევე მეასე გვერდზე გადადის sad.gif, ეს არ მომწონს ყველლზე მეტად, მინდა რო უფრო მეტი შეჯიბრებებზე ვიმსჯელოთ, ერთი პერიოდი რაღაც თემა იყო ამოტივტივებული - განხილვა იყო რაღაც ფართებზე ჩვენი ტირისთვის, გულგახარებული ვუყურებდი მაგ თემას biggrin.gif

პოსტის ავტორი: WENGER Jan 15 2011, 08:31 PM

ციტატა(buybuya @ 15th January 2011 - 09:24 PM) *
კარგად გინდაირია, გისურვებ კიდევ მრავალი სამიზნის მოხსნას და კარგ ნადირობებს

მადლობ შენც ასევე smile.gif
ციტატა(Avto @ 15th January 2011 - 09:27 PM) *
ძაან მაგარი შედეგია, საღოლ

გაიხარე

პოსტის ავტორი: foxi Jan 15 2011, 08:39 PM

WENGER

ყოჩაღ! შაშვზე ნადირობა ძალიან საინტერესოა.განსაკუთრებით მიპარვით.ეს მონადირის უნარ ჩვევების გამომუშავებას უწყობს
ხელს. წარმომიდგენია სუფრაზე რა აჟიოტაჟი გამოიწვიე. გილოცავ კიდევ ერთხელ.

რაც შეეხება წითელ-ყვითელ პრესას,მაგას ბოლო მოეღება როცა ამ განყოფილებას მოდერატორი ეღირსება!!!!!!!!!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: WENGER Jan 15 2011, 08:49 PM

ციტატა(kakha @ 15th January 2011 - 09:39 PM) *
ყოჩაღ!



მადლობა გაიხარე

პოსტის ავტორი: geojorjika Jan 15 2011, 10:59 PM

WENGER
ყოჩაღ , ნამდვილად კარგი შედეგია, ეს პირველა აი ჟინი მოიკალი , მაგრამ მერე გაითვალისწინე რაც 5-7 ცაილ მოკლარი რომ 2-3 კაცს გეYოთ მაგით ვერს სუფრას გადაიხდი და ვერც ოჯახს გამოკვება, და "ვაა აბა ნანადირევი შემოიტანე, ვნახოთ რა არის" -ამის მოსასმენად სუფრაზე 5-7-იც საკმარისია.

რა წითელი წიგნი რას ბოდიალობთ?

პოსტის ავტორი: jjjjkki Jan 15 2011, 11:33 PM

მე იმას ვამბობ რო მე ნადირობისას 5-ს რომოვკლავ წავალ სახლში და ამ მივყვები და კიდე რეინჯერს რო დაეჭირე რას იზამდი ნებართვა-არ გქონდა დარწმუნებული ვარ და რომც გქონოდა ათზე მეტის ოკვლის უფლება არ გაქ თორე თუ გინდა ქიმიური არაღით ინადირე biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: WENGER Jan 16 2011, 12:06 AM

ციტატა(jjjjkki @ 16th January 2011 - 12:33 AM) *
რეინჯერს რო დაეჭირე რას იზამდი

როცა ვნადირობდი ამაზე ნაკლებად ვფიქრობდი და რომც დავენახე სულ 30 შაშვი რო მქონოდა ქამარზე ჩამოკიდებული ჩამისვავდა და სახში მანქანით მიმიყვანდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: giga_st Jan 16 2011, 12:12 AM

norica_dragon

შენ ტირში წადი ჯობია მაგ შენი ფილოსოფიით

პოსტის ავტორი: nihontoman Jan 16 2011, 01:44 AM

ეს ყველაფერი კარგი, მარა ამ კახეთს რა გადაეკიდეთ? სხვა რაიოპნებში ფრინველი დაილია თუ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Jan 16 2011, 05:07 AM

WENGER

ციტატა
ჯერ 2 ძაღთან მომიწია ბრძლოა კიდეკაი გადატენილი მქონდა 1 თს რო ვესროლე და აწავწკავდა მეორეც უკან გაყვა

საკბენლად გამოიწია?.. თუ გამოუვალი მდომარეობა გქონდა კიდე ჰო.. მაგრამ თუ ისე ესროლე.... :|

რაც ნადრიობას შეეხება რავი რა ვთქვა? ყოჩაღ! biggrin.gif

giga_st
ციტატა
შენ ტირში წადი ჯობია მაგ შენი ფილოსოფიით

11.gif

ციტატა(nihontoman @ Jan 16 2011, 02:44 AM) *
ეს ყველაფერი კარგი, მარა ამ კახეთს რა გადაეკიდეთ? სხვა რაიოპნებში ფრინველი დაილია თუ? biggrin.gif

ალბათ იმიტომ რო ახლოსაა biggrin.gif (მარა მამენტ გააჩნია სად იყო)

პოსტის ავტორი: iorama Jan 16 2011, 10:48 AM

მეც შემიქია ნანადირევი.ყოჩაღ

არავინ თქვას,რომ შაშვზე ნადირობისას რამოდენიმე ცალზე შეჩერდება. ჩემთვის ტყის შაშვებზე ნადირობა იმდენად აზარტული რო ქედანზე ნადირობას გავუსწორებდი.

თან ხალხიც ბლომად ყოფილა და აბა 5 ცალი რო მიეტანა რა გამოსაჩენი იქნებოდა

პოსტის ავტორი: WENGER Jan 16 2011, 11:33 AM

ციტატა(George @ 16th January 2011 - 06:07 AM) *
საკბენლად გამოიწია?

ყეფით ჩემკენ გამოიქცნენ და არამგონია კარგი საქმისთვის მოსულიყვნენ biggrin.gif

ციტატა(George @ 16th January 2011 - 06:07 AM) *
ყოჩაღ!

მადლობ smile.gif

ციტატა(WENGER @ 16th January 2011 - 12:33 PM) *
შემიქია ნანადირევი.ყოჩაღ

მადლობ გაიხარე smile.gif

პოსტის ავტორი: foxi Jan 17 2011, 12:44 PM

ციტატა(nihontoman @ 16th January 2011 - 02:44 AM) *
ეს ყველაფერი კარგი, მარა ამ კახეთს რა გადაეკიდეთ? სხვა რაიოპნებში ფრინველი დაილია თუ?


ბოლოს თბილისიდან როდის გახვედი საინტერესოა? სანადიროთ კი არა ისე უბრალოთ ბუნებაში. კახეთზე უკეთესი სანადირო
ადგილები გაცილებით ძვირი ჯდება და საკმაოდ შორი მანძილია იქამდე.


პოსტის ავტორი: ja_ja Jan 17 2011, 03:36 PM

WENGER
ჩავასწორე შენი თემა, შედმეგში დიდი თხოვნაა დააკვირდე რას წერ. შემდეგში გაფრთხილება ჩასწორების გარეშე ვორნს ჩაგახუტებ და შეიძლება თემაც კი მივხურო.

ასევე დააკვირდი რას წერს იმ ცხოველების მიმართ რომელზე ნადირობაც აკრძალულია. უკვე შემდგარი ფაქტია ბრაკონიერობაზე ხალხის დაჭერა, ინტერში გამოქვეყნებული მაზალების საფუძველზე. ასე რომ ყველას ვთხო სანამ ”ძერზკი” მაგრობების დაწერას გადაწყვიტავთ დაუკვირდით რა შეიძება მაგას მოყვეს.

პოსტის ავტორი: sekurifa Feb 25 2012, 05:49 PM

დღეს ზღვაზე ვიყავი გასული, ქარი კი უქიქინებდა მარა მაინც წავედი. მეთქი ფილტვებს გავანიავებ და იქნებ რამეც მოვინადიროთქო. ხოდა დავიწყე ნელი ნაბიჯებით იქაურობის თვალიერება.იქ სადაც მე დავდივარ დიდი ბუჩქებია ალაგ ალაგ და იქ ერთხელ შევამჩნიე როგორ შეფრინდა ერთერთ ბუჩქში შავჩოხოსანი ფრინველი smile.gif ხოდა იმ იმედით რომ იქნებ დღესაც სადმე მომეკრა მისთვის თვალი ავიკაზმე და წავედი.

ვიარე ასე ნახევარი საათი,არაფერი ირგვლივ არ ჩანდა,ყვავები თავზე დამჩხაოდენ და წრეებს მირტყამდნენ.ეჰ, მეთქი ტყუილად წამოვედი და ისევ ბოთლის თავსახურებით უნდა გავერთოთქო.თანაც ეს ქარიც რომ უქიქინებდა ნერვებს მიშლიდა sad.gif წამიხდა ხასიათი,ვიფიქრე ერთი ორს ვესვრი რამე უსულო სამიზნეს და წავალ სახლშითქო და ოჰოი საოცრებავ smile.gif

ჩემგან ასე 30 მეტრში შევნიშნე როგორ შეფრინდა ერთ-ერთ ბუჩქში შავჩოხოსანი ფრინველი biggrin.gif . გული ამიჩქარდა და იმედის ნაპერწკალი უცებ გაღვივდა.ვიფიქრე ახლა ეს რომ დამიფრთხეს გავაფრენ მეთქი.კატასავით გავიარე ხუთი მეტრი და შევჩერდი.მეტი ახლოს რომ მივსულიყავი უეწველი აპრინდებოდა.

გავხედე ოპტიკაში და გავიწყე ბუჩქის თვალიერება რომ ობიექტი დამეფიქსირებია.ერთი ორი წუთი არ ჩანდა და ვიფიქრე ვაი თუ გაძვრათქო როგორც ამ ფრინველს ჩვევია ხოლმე,მაგრამ უცებ ბუჩქის ძირში სევნიშნე მოძრაობა.სამიზნე მიწაში იქექებოდა ბუჩქის მეორე მხარეს.უნდა მესროლა ტყვია ბუჩქის გავლით სხვა გზა არ მქონდა.შევიკავე სუნთქვა,ორწამიანი პაუზა და ლაწ ! მიზანი მოხსნილია. ჭრილობა სასიკვდილო,კეფაში.

ნუ ახლა ეს როგორი შეგრძნებაა ყველამ კარგად იცით და აღარ დავწერ.დანარჩენი კი ჩვეულებივსამებრ განვითარდა. გაპუტვა,გატრუსვა,გასუფთავება და მომზადება.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
მომზადება ჩემებურად: (მაიონეზი იხსნება თბილ წყალში,ემატება დანაყული ნიორი,მარილი და ცერეცო)
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: NASA Feb 25 2012, 06:14 PM

მაგარია! მომზადებული მითუმეტეს! wink.gif

პოსტის ავტორი: foxi Feb 25 2012, 11:07 PM

sekurifa

ყოჩაღ. ადრენალინიც,სადილიც.ტან ეს ყველაფერი სუფთა ჰაერზე.

პოსტის ავტორი: iorama Feb 28 2012, 11:24 PM

საგულდაგულოდ გადავხედე თემას და ჩემი დაპოსტილიც ვნახე ეს იყო Jan 16 2011, 11:48 AM
დღეს ბოდიშს ვიხდი ჩემს პოსტზე. მიზეზი უცოდინრობაა რაც დღეს უკვე გამოსწორებულია და დანამდვილებით ვიცი, რომ შაშვზე ნადირობა აკრძალულია და თემის ''მწვანეებთან'' მექნება თხოვნა არაკანონიერი ქმედებები აღკვეთილი იქნას ფორუმზე. რომლებმაც წესით ჩემზე უკეთესად იციან კანონები ნადირობის ნებართვების შესახებ

ნუ მე ტიპა კომუნისტების დროს რო ''დრუჟინნიკები'' იყვნენ მაგ პონტში ვარ რა. არ მეხება მარა წესრიგის დაცვაში ვეხმარები რა biggrin.gif

პოსტის ავტორი: foxi Feb 28 2012, 11:55 PM

საქმე იმაშია რომ,ადამიანი რომელიც ნადირობს,პასუხისგებლობასაც იღებს თავის თავზე. კანონები სწრაფად იცვლება და ასევე სწრაფად გვავიწყდება. მაგალითისთვის კურდღელზე, მელაზე, მგელზე, ნადირობა აკრძალული იყო. წელს დაუშვეს. ამის მიხედვით თუ ვშალე პოსტები, არაფერი კარგი გამოვა. ფორმუია და ყველა თავის ამბებს ყვება. ამით არი საინტერესო ფორუმი.ელემენტარულად ერთი შაშვის გულისთვის არ ღირს ამ თემის წაშლა.

მანქანის მართვისას ბევრი არღვევს წესებს.რისთვისაც არსებობს საჯარიმო სანქციები.კაცმა რომელმაც მოძრაობის წესი დაარღვია და ამაზე ფორუმზე დაწერა უნდა, წაიშალოს? აბა რაღა ფორუმი გამოვა? აქ დიქტატურა არ არი. აქ ყველა ყველასთან მეგობრობს და უხარია თავისი წარმატებების დაწერა.

ჩემ განყოფილებას მე თვითონ მივხედავ, მითითებების გარეშე. წაიშლება ის თემები და პოსტები,რომლებშიც უშუალო მოწოდებები იქნება კანონის დარღვევისკენ.ასევე ის რასაც მე, მოდერატორი ჩავთვლი საჭიროდ.მე მგონი ასე უფრო სამართლიანი იქნება.

პოსტის ავტორი: sekurifa Feb 29 2012, 12:08 AM

არაა პრობლემა თუგინდათ წაშალეთ ჩემი ნადირობის პოსტები. ერთი ცალი ფრინველი რომ იყო მეც მიტო დავდე რადგან თვითონ თემა დახურული არ იყო. ფრინველის სახელიც არ მიხსენებია რომ ცოტა თავისებურ ჩარჩოში ყოფილიყო და ზედმეტები არ ყოფილიყო.
სანამ ეს თემა ღია იკნება ბევრმა შეიძლება დადოს აქ თავისი გმირობები და თანაც მრავალრიცხოვანი შედეგებით smile.gif თქვენი გადასაწყვეტია.

პოსტის ავტორი: foxi Feb 29 2012, 10:18 AM

ვინაიდან დღევანდელი კანონით შაშვზე ნადირობა იკრძალება,თემა დროებით იხურება.

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services