თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ შეჯიბრებების სახეობები _ 1 სექტემბერი EXTREME BR 25

პოსტის ავტორი: okela84 Mar 23 2019, 11:58 PM

როგორც იქნა გადაწყდა რიგით მეოთხე BR-ის და პირველი EXTREME BR-ის ჩატარების თარიღი, რომელიც ჩატარდება 1 სექტემბერს. შეჯიბრი გადაიდება მხოლოდ ამინდის უკიდურესად გაუარესების შემთხვევაში.

ასევე პირველად ქართველი ეარგანელების მიერ ორგანიზებული შეჯიბრებების ისტორიაში პირველად გამოგვიჩნდნენ სპონსორები, რომლებიც პირველ მეორე და მესამე ადგილებს დააჯილდოვებენ საკმაოდ სოლიდური პრიზებით. პრიზებზე ოდნავ მოგვიანებით.

ეხლა კი გადავიდეთ წესებზე:


EXTREME BENCHREST
წესები და პირობები


Extreme Benchrest-ის წესები:
• დაშვებულია 4.5 კალიბრის ნებისმიერი პნევმატური იარაღი, მიუხედავად მექანიზმის მუშაობისა თუ კლასისა (იგულისხმება როგორც მულტიკომპრესიული, ცო2, ზამბარ დგუშიანი, წინასწარ დაჭირხნული აირის სისტემით, ელექტრო დამრტყმელით, სასხლეტით, რედუქტორით, ურედუქტოროთ)
• დაშვებული ნებისმიერი ტიპის სამიზნე მოწყობილობა
• დაშვებულია ნებისმიერი ჯერადობის ოპტიკური სამიზნეები, ნებისმიერი დამატებითი შესაძლებლობებით (იქნება ეს სხივის მიმანიშნებელი, მანძილმზომის მქონე თუ სხვა)
• არ დაიშვება ჩამოსხმული, BB ტყვიები, მრგვალი ტყვიები, ხელნაკეთი ან ეგრეთწოდებული SLUG ტყვიები, მონაწილემ უნდა გამოიყენოს მხოლოდ მასიური წარმოების diabolo ტიპის ტყვიები
• პნევმატური იარაღი შეიძლება იყოს აღჭურბილი კლიპით ან შეძლება იყენებდეს თითო ტყვიის მიწოდების სისტემას
• არ დაიშვება ნახევრადავტომატური, ან სრულად ავტომატური იარაღი - ყველა იარაღს უნდა სჭრდებოდეს თითოეული გასროლისთვის მოქმედების შესრულება, ან გააჩნდეს გადატენვის მექანიზმი.
• არ დაიშვება მოწყობილობები რომლებიც მსროლელს დაეხმარება კლიპების და მჭიდების ავტომატური დატენვაში
• თუ მსროლელი იყენებს მჭიდს, ან კლიპს, აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული ქარხნული მასიური წარმოების მოწყობილობა
• არ არის ენერგეტიკის შეზღუდვა
• არ არის წონის შეზღუდვა
• არ არის კონდახის ფორმის შეზღუდვა
• დაშვებულია როგორც კლიპიდან სროლა, ასევე თითო ტყვიის მიწოდებით სროლა
• სამიზნეების დისტანცია 75 მეტრი
• დაშვებულია ნებისმიერი ტიპის წინა და უკანა საყდენი ბალიშები რომლებიც არ შეიცავს დამატებითი ფიქსაციის და რეგულირების ოპციებს.
• სროლისას არ დაიშვება თოფის რეზერვოარზე დაერთებული ნებისმიერი წნევის მიმწოდებელი მოწყობილობა
მსროლელს შეუძლია დატენოს თოფი იმდენჯერ რამდენჯერაც ჩათვლის საჭიროდ მისთვის გამოყოფილი ესტაფეტის მანძილზე. გაითვალისწინეთ, უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის თოფმა არ უნდა დატოვოს შეჯიბრის ზონა ესტაფეტის მანძილზე




მატჩის ფორმატი:
• 25 სამიზნე ერთ მსროლელზე
• 1 ტყვია თითო სამიზნეზე
• 4 მისასროლი სამიზნე, რომელშიც გასროლების რაოდენობა არაა შეზღუდული
• 5 მსროლელი ყოველ ესტაფეტაში
• ყველა სასროლი სამიზნე იქნება განთავსებული ერთნაირ მანძილზე და ერთნაირ სამიზნე დაფაზე
• მსროლელს შეუძლია გამოიყენოს მისასროლი სამიზნეები თავისი შეხედულებისამებრ, მაგრამ ესტაფეტისთვის გამოყოფილ (მანამდე ერთი გასვლა ხო უნდა გავაკეთოთ და მანდ ჩავატაროთ ექსპერიმენტი 5-6 კაცში ვის რა დრო დაგვჭირდება და დროც მაგის მიხედვით დავაწესოთ) წუთში უნდა ჩაატიოს როგორც მისასროლი გასროლები, ასევე ძირითადი ჩათვლითი გასროლები, დამატებითი დრო და შეღავათი მისროლაზე დახარჯული დროისთვის მსროლელს არ ეძლევა.
• მისასროლი ზონის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ჩათვლითი სროლის დაწყებამდე. მონაწილე ჩათვლითი გასროლის დაწყებისთანავე კარგავს მისროლის ზონაში დაბრუნების უფლებას.


შეჯიბრის ფორმატი:
• ყოველი მსროლელი ესვრის 2 ცალ სამიზნე ქაღალდს საერთო ჯამში 50 ჩათვლითი გასროლა 50 ჩათვლით სამიზნეში (პირველ ქაღალდზე სროლის შემდეგ მსროლელი ელოდება ყველა მონაწილის ესტაფეტის დასრულებას და მეორე რაუნდში ესვრის მეორე ქაღალდის სამიზნეებს, შედეგი დაითვლება ჯამურად ორივე ქაღალდის შედეგით
• თითო ესტაფეტაში მონაწილეობს 5 მსროლელი (4 ესტაფეტა სულ), მონაწილეები შემდეგ რაუნდში შეეჯიბრებიან იგივე მონაწილეებს რომლებიც იყვნენ პირველ რაუნდში მისივე ესტაფეტის დროს (ეს უზრუნველყოფს ყველა მსროლელისთვის იგივე პირობებში მონაწილეობას, იგივე 5 მონინააღმდეგის მონაწილეობით)


სამიზნეები:
• სამიზნის მაგალითი – სავარჯიშო სამიზნე A4 Practice Target
• სამიზნის მაგალითი – ოფიციალური Official Extreme Benchrest -ის სამიზნეები
• სამიზნეების ზომები და ქულები:
• X-ის წრე……… 5.0 მმ
• 10-იანი წრე……… 12.0 მმ
• 9-იანი წრე………. 30.0 მმ
• 8-იანი წრე ……….50.0 მმ
• 7-იანი წრე……… 70.0 მმ
• 6-იანი წრე……… 90.0 მმ
• 5-იანი წრე……… 110.0 მმ
• 4-იანი წრე……….130.0 მმ
წრეების ზომები მოცემულია მილიმეტრებში


ქულების დათვლა:
• ქულა ითვლება უმაღლესი ქულის მხარეს
• დათვლას ექვემდებარება მხოლოდ სამიზნე წრეში არსებული ხვრელი
• ყველა ხვრელი, რომელიც იქნება სამიზნე წრის გარეთ, შეფასდება 3 ქულად
• ყველა ნასროლი რომელიც გასცდება სამიზნე ქაღალდზე განტავსებული სამიზნეების სტრიქონს მიჩნეული იქნება როგორც ჩათვლითი გასროლა და დამატებითი გასროლა მსროლელს არ მიეცემა
• სამიზნე ზონაში ნებისმიერი დამატებითი გასროლა ჩათვლითი 25 გასროლის გარდა მიჩნეული იქნება როგორც დარღვევა და მსროლელს დაერიცხება 10 საჯარიმო ქულა (განმარტება - საჯარიმო ქულები გამოაკლდება შეჯიბრის დროს მირებულ საერთო შედეგს)
• მაქსიმალური ქულა რაც შეიძლება დააგროვოს მსროლელმა არის 250 ქულა და თორმეტი 10X
• სროლა არასწორ ან სხვის სასროლ ქაღალდში ავტომატურად ითვლება დისკვალიფიკაციად და მსროლელი გამოეთიშება შეჯიბრს
• გასაჩივრება: ნებისმიერი გასაჩივრება ერთხელ გადაიხედება და საბოლოო შედეგს მსაჯები გამოაცხადებენ, რომელიც მეორე ჯერზე არანაერ გადახედვა განხილვას აღარ დაექვემდებარება.





https://radikal.ru https://radikal.ru






დავუბრუნდეთ სპონსორებს და ვინც არ იცის გეტყვით რომ სამივე გამარჯვებულს ინდივიდოალურად დააჯილდოვებს სამი პნევმატურებისა და იარაღის მაღაზიები. ონლაინ მაღაზია iaragi.ge, მაღაზია apachegunshop. რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი იარაღით კანონიერი გართობის მოყვარულთა სახელით.
ბანერი
https://radikal.ru




პირველ ადგილს მაღაზია snipers.ge-გან გადაეცემა 300 ლარი, მაღაზია iaragi.ge-გან 200 ლარი და მაღზია apachegunshop-გან 200 ლარი, ნაითფორსის ორიგინალი კეპი, მედალი და მთავარი პრიზი
მეორე ადგილს მაღაზია snipers.ge-გან გადაეცემა 200 ლარი, მაღაზია iaragi.ge-გან 150 ლარი და მაღზია apachegunshop-გან 150 ლარი, ნაითფორსის კეპი და მედალი
მესამე ადგილს მაღაზია snipers.ge-გან გადაეცემა 100 ლარი, მაღაზია iaragi.ge-გან 100 ლარი და მაღზია apachegunshop-გან 150 ლარი, ასევე ნაითფორსის კეპი და მედალი
ასევე მაღაზია snipers.ge ყველა მონაწილეს ასაჩუქრებს ფასდაკლებების ვაუჩერებით. რომლებიც შეჯიბრის დასრულებისთანავე შევა ძალაში და შეჯიბრის ყველა მონაწილეს მიეცემა საშუალება ამავე მაღაზიაში 30%-ნი ფასდაკლებით სარგებლობა დანებზე და 20%-ნით იარაღზე.
https://radikal.ru



ესეც მთავარი ჯილდო, რომელიც გადაეცემა X BR 2019-ის გამარჯვებულს

https://radikal.ru https://radikal.ru





შეჯიბრში სამონაწილეო თანხა შეადგენს კვლავინდებურად 50 ლარს. რომელიც რაღათმქმაუნდა მოხმარდება სრულად შეჯიბრის ორგანიზებას.

მოკლედ მე ჩამოვწერ დღეის მდგომარეობით ყველა მონაწილეს რომელიც აპირებს დიდი ალბათობით შეჯიბრში მონაწილეობას და შემდეგ უკვე ვინც დაემატებით ან გამოაკლდებით ჩაასწორებთ თქვენთითონ.

მოკლედ ნელნელა ვისაც შეუძლია დაიწყეთ თანხის ჩარიცხვები რომ ბოლო დღეებში არ მომიწიოს სირბილი ყველაფერზე.


სია იქნება წითლად და თანხას ვინც ჩარიცხავს გავამწვანებ.

ლიბერთი ბანკი: GE36LB0711162160643001 ა.ძ

საქართველოს ბანკი: GE25BG0000000605912800 ა.ძ

დანიშნულებაში მიუთითეთ ფორუმის ნიკი და შემდეგ უკვე თავის დაზღვევის მიზნით პმ-ში ან ტელეფონზე მომწერეთ ტრანზაქციის დანარჩენი დეტალები, ჩარიცხვის ზუსტი დრო და ასე შემდეგ.

სია იქნება წითლად და თანხა ჩარიცხულ იუზერებს გავამწვანებ, რომ არ ამერიოს.

1) giga2010
2) aleqsa
3) gela
4) ja_ja
5) geojorjika
6) norica_dragon
7) ilariona
8) pilotina
9) NRG
10) okela84
11) S.T.A.L.K.E.R
12) MonSoon სათუო
13) userman
14) datka25
15) kaka8079
16) whisper
17) name
18) soxa
19) beqa სათუო
20) shoti
21) koba1973

სავარჯიშო სამიზნე

 ExtremeBenchrestSampleTarget.pdf ( 829.81 კილობაიტი ) : 19
 

პოსტის ავტორი: aleqsa Mar 24 2019, 12:58 AM


აბა კახეთის საძმო, გააქტიურდით, ბესო, დათკა, დიდი დათო (ორი-ერთში) ზაზა, წინა შეჯიბრივით არ გამაზოთ ახლაც...
გელოდებით wink.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Mar 24 2019, 02:03 AM

okela84
მინდა ჩემი მადლობა გამოვხატო შენი შემართებისთვის და ორგანიზებისთვის, ასევე სპონსორების მოძიებაში.
იმედია კიდევ ბევრი შემოგვიერთდება.

პოსტის ავტორი: mamukaaa Mar 24 2019, 06:40 AM

წარმატებები.
ჩემ დაბადების დღეს კი დაემთხვა 12 მაისი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: userman Mar 24 2019, 01:45 PM

pilotina

ციტატა(pilotina @ 24th March 2019 - 12:04 PM) *
როგორ გეკადრებათ, გადახედეთ ექსტრიმ BR-წესებს, არ ტარდება ეს შეჯიბრი ერთ კალიბრში, ეს ჩვენ ვიგონებთ ხოლმე ყოველ ჯერზე ახალ-ახალ რამეებს


აბა რაა ... ასეც უნდა იყოს ჩვენ ჩვენი წესები უნდა დავნერგოთ . ყველაფერი კი არ უნდა დავაკოპიროთ .
და უნდა დავარქვათ ქართული სახელი , მაგალითად შეჯიბრი მიზანში სროლაში 75 მ . დისტანციაზე პნევმატური თოფებით smile.gif ... მონაწილეობია თავისუფალია ...



პოსტის ავტორი: NRG Mar 25 2019, 12:00 AM

რაღაც სასიამოვნოდ ავფუთფუთდი ცოტა ადრენალინიც ვიგრძენი smile.gif

პოსტის ავტორი: okela84 Mar 25 2019, 12:07 PM

ციტატა(giga2010 @ 24th March 2019 - 02:03 AM) *
მინდა ჩემი მადლობა გამოვხატო შენი შემართებისთვის და ორგანიზებისთვის, ასევე სპონსორების მოძიებაში.
იმედია კიდევ ბევრი შემოგვიერთდება.


გაიხარე გიგა drinks.gif
ყოვე;ლი მომდევნო შეჯიბრი ერთი მეორეზე უკეთესი იქნება.


სია განახლდა მეგობრებო. ამ წუთისთვის 14 მონაწილე ვართ

პოსტის ავტორი: okela84 Mar 26 2019, 02:54 PM

შეჯიბრის ინვენტარია შესაძენი, რომლის დამზადებასაც დრო უნდა და მონაწილეებს გთხოვთ რომ თანხა ცოტა დროულად ჩამირიცხოთ

პოსტის ავტორი: giga2010 Mar 28 2019, 12:37 PM

okela84
ოკელ, კარგი იქნება თუ ა4 ფორმატზე გვექნება ზუსტი ზომებით სამიზნე.
თუ შეძლებ მაგით დაგვეხმარე. მერე ჩვენ ამოვბეჭდავთ

პოსტის ავტორი: okela84 Mar 28 2019, 03:05 PM

[attachment=1043:ExtremeB...leTarget.pdf]giga2010

ციტატა(giga2010 @ 28th March 2019 - 12:37 PM) *
ოკელ, კარგი იქნება თუ ა4 ფორმატზე გვექნება ზუსტი ზომებით სამიზნე.
თუ შეძლებ მაგით დაგვეხმარე. მერე ჩვენ ამოვბეჭდავთ

A4 -ის სავარჯიშო ვერსია ეს არის და პრინტერის პარამეტრებში მიუთითეთ ან მბეჭდავს მიათითებინეთ Actual size
https://radikal.ru

და ასე მიიღებთ შეჯიბრზე არსებული სამიზნის ზუსტ დიამეტრს.

https://radikal.ru

userman
ციტატა(userman @ 28th March 2019 - 02:53 PM) *
რაღაც ვერ გავიგე, ორჯერ მისვლა რატომ ? ნუთუ ერთხელ მისვლა და 25 სროლა საკმარისი არ იქნება გამარჯვებულის გამოსავლენად ?

გამართლების ფაქტორის შესამცირებლად.

 ExtremeBenchrestSampleTarget.pdf ( 829.81 კილობაიტი ) : 23
 

პოსტის ავტორი: userman Mar 28 2019, 06:51 PM

okela84

ციტატა(aleqsandre @ 28th March 2019 - 04:05 PM) *
გამართლების ფაქტორის შესამცირებლად.


კი მაგრამ :

1 ) იზრდება დრო შეჯიბრის .
2 ) ქულების დათვლის .
3 ) შეიძლება ერთ დღეში ვერ მორჩეს . თუ მონაწილეების რაოდენობა 10 ან მეტი იქნება .

კიდევ ერთი შეკითხვა : თანაბარი ქულების შემთხვევაში რას ვითვალისწინებთ ?


პოსტის ავტორი: pilotina Mar 28 2019, 08:01 PM

userman

ციტატა(userman @ 28th March 2019 - 07:51 PM) *
კიდევ ერთი შეკითხვა : თანაბარი ქულების შემთხვევაში რას ვითვალისწინებთ ?


X- ების რაოდენობით. ვისაც მეტი X ექნება ის იღებს უპირქტესობას

პოსტის ავტორი: okela84 Mar 28 2019, 08:42 PM

userman
ბესო შენი აზრით პირდაპირ ასე ვაბრეხვებთ წესებს და არ ვსმჯელობთ ან არ ვფიქრობთ ამ ყველაფერზე ?

თითოეულ მონაწილეზე გამოყოფილი დრო ცნობილია , მაგიდების რაოდენობა ცნობილია, მონაწილეების სავარაუდო რაოდენობაც ცნობილია რაც იმას ნიშნავს რომ შეჯიბრის ხანგრძლივობის დადგენისთვის არც მკითხავთან წასვლა დაგვჭირვებია და არც ზე მათემატიკა

პოსტის ავტორი: aleqsa Apr 3 2019, 12:17 PM

okela84

ერთი აზრი დამებადა, უცხოურ შეჯიბრებს რასაც ვუყურებ გამარჯვებულებს დაჯილდოვებისას რაღაც სპეციალურად დაბეჭდილ პატარა სტიკერებსაც აძლევენ, რომელიც კონკრეტულად გამარჯვებულ თოფზე ეკვრის. ერტი ვიდეო მაქვს ნანახი ვიღაც პნევმო მოყვარულები შეხვდნენ ერტმანეტს და ერთერთს კონდახზე 4 თუ 5 სტიკერი ქონდა მიკრული და ეს მეორე ჯერ გაკვირვებული ატვალიერებდა მერე სულ ზეპირად ჩამოთვალა სად ქონდა პრიზები მოგებული იმ თოფს.
ანუ ზედ სტიკერზე იყო დატანილი შეჯიბრის თარიღი (წელი მხოლოდ) და შეჯიბრის სახეობა. და ამ მეორე კაცმა გაკვირვება გამოთქვა არმეგონა თუ ამდენი კონკურსის გამარჯვებული იყავიო და იმ პატრონმა, მე არაო წინა მფლობელი იყოვო ამეების პრიზიორიო და მე მისგან შევიძინე ესეთი ჩემპიონი თოფიო სიამაყით განუცხადა.

ხოდა ამიტ იმის თქმა მინდა ბიჭებო ჩვენც ხომარ დაგვენერგა იგივე წესი? ანუ მონაწილესტან ერტად თოფზეც რომ იყოს რაიმე არმნიშვნელი გამარჯვების ნიშანი? მითუმეტეს არც ისე დიდი სტიკერებია (ალბათ 3 სმ. იქნებოდა დიამეტრში) და არამგონია ძვირი დაგვიჯდეს მაგეების დაბეჭვდა?

პოსტის ავტორი: userman Apr 3 2019, 06:44 PM

aleqsa

ისე გამარჯვებული თოფი , კი უნდა ღირდეს მინიმუმ ორჯერ მეტი თვითღირებულებასთან შედარებით smile.gif .

პოსტის ავტორი: aleqsa Apr 3 2019, 07:56 PM

userman

ორმაგი ფასის რა გითხარ ბესო ძმობილო, მარა ვფიქრობ რომ თოფებსაც არ აწყენდათ დაფასება და გამარჯვებულ მონაწილეებთან ერთად თოფებსაც რომ დავდოთ პატივი, თუნდაც მცირე სტიკერის სახით არ იქნებოდა ურიგო ნამდვილად? smile.gif

პოსტის ავტორი: userman Apr 3 2019, 08:24 PM

aleqsa

მე თანახმა ვარ . თუ გინდა ამოვტვიფროთ ბორ მანქანით . რავი სტიკერი შეიძლება აძვრეს რა იცი , რა ხდება smile.gif ...

პოსტის ავტორი: aleqsa Apr 3 2019, 09:41 PM

userman

ეხლა "გრავიროვშიკის" დაქირავების თანხა სულ არ გვიქუჩდება ბიუჯეტში და დანარჩენ ხარჯებს რა ვუყოთ? smile.gif

5--10 ცალი სტიკერის დაბეჭვდა კიდევ გაწი გაფხრიწე 20 ლარი დაგვიჯდეს? smile.gif

პოსტის ავტორი: NRG Apr 10 2019, 10:52 PM



კვარცხლბეკი მზად არის და ელოდება პრიზიორებს,
პირველი ადგილის პრიხვატკები გავამყარე შეძლებისდაგვარად smile.gif მაინც არ ენდოთ რავი spiteful.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 10 2019, 11:17 PM

NRG
მაგარი გამოვიდა smile.gif

პოსტის ავტორი: aleqsa Apr 10 2019, 11:18 PM



საღოლ აკაკი, დახმარება არ გინდოდა? რატო აღარ შემეხმიანე?

ხო მართლა ფეხები პრიხვატკებზე იყო მხოლოთ და შემოსადუღებელი იყო ყველა და რაფერაა მაგათ საქმე?

სირცხვილი არავჭამოთ საქვეყნოთ smile.gif wink.gif

პოსტის ავტორი: okela84 Apr 11 2019, 12:49 AM

მალადეც აკაკო. კარგია ძაან. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას სახელით. ალექსასაც მადლობა.

ერთი ის მითხარი კიდე შენ მანქანით იქნები და წამოიღებ მააგს თუ წავიღოთ შეჯიბრამდე შენგან ?

ციტატა(ale @ 10th April 2019 - 11:18 PM) *
სირცხვილი არავჭამოთ საქვეყნოთ

ვინმეს მარცხი თუ მოუვა, წინასწარ შევარჩევ სათადარიგო პრიზიორებს biggrin.gif



პოსტის ავტორი: ja_ja Apr 11 2019, 08:07 AM

NRG

ციტატა(nrg123 @ 10th April 2019 - 11:52 PM) *
მაინც არ ენდოთ რავი

ბრიდავ ხომ პირველ ადგილზე გასულს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ნუ მე ბოლოდან მეორეზე ვარ დაჯავშნილი ასე რომ არ მაღელვებს ეგ ამბავი biggrin.gif

პოსტის ავტორი: NRG Apr 11 2019, 08:13 AM

okela84
მე წამოვიღებ

aleqsa
წინაზე ხო მოგწერე და ვერ მოიცალე ალბათ, როგორღაც დავასვარკე 120 კილოზე დავტესტე და უძლებს smile.gif ცოდა სიმეტრიებია დარღვეული მაგრამ დიდი არაფერია

პოსტის ავტორი: pilotina Apr 11 2019, 11:34 AM

მშვენიერია good.gif

პოსტის ავტორი: NRG Apr 11 2019, 04:57 PM

ja_ja

ციტატა(ja_ja @ 11th April 2019 - 09:07 AM) *
ნუ მე ბოლოდან მეორეზე ვარ დაჯავშნილი ასე რომ არ მაღელვებს ეგ ამბავი


მეც სადღაც მანდ ვიქნები მგონი sad.gif ეს დაწყევლილი თოფი ვერ გამოვხედნე ჩემს გემოზე, სიჩქარეები იდეალურია და ეხლა ჯგუფი აერია ვეღარ გავიგე რა უნდა, 75 მეტრზე ბრის სამიზნეში არცერთი ტყვია არ მისვრია ჯერ smile.gif

პოსტის ავტორი: NRG Apr 13 2019, 09:39 PM

https://imgur.com/download/NiEENmS

ბიჭებო, ეს სავარჯოშო ვერსიაა მინიმალური გაბარიტებით ვისაც დაგაინტერესებთ იაფი რომ დაჯდეს პრინტერზე ამოღება 68-68 სანტიმეტრზეა და ამ ზომას თითქმის ყველგან შეძლებთ ამოპრინტოთ, რგოლების დიამეტრი და სამიზნის პარამეტრები დაცულია, ფაილის გადმოსაწერი ლინკიც სრული ზომით არის მე ჯერ არ დამიბეჭდია და არ ვიცი პრინტერზე რა ზომები ამოვა თუ რგოლების ზომები დაირღვა ჩავასწორებ.

პოსტის ავტორი: NRG Apr 14 2019, 03:40 PM

არც ისე ადვილი დასაბეჭდი აღმოჩნდა ეს ზომა nea.gif ამიტომ A3 ზე გადავაკეთე spiteful.gif ამ ზომას ყველა მეტროსთან ამობეჭდავენ

https://imgur.com/download/Qoy029V

პოსტის ავტორი: userman Apr 26 2019, 07:50 PM

okela84

ერთი შეკითხვა მაქვს : ერთ მისვლაზევეა 50 სროლა? ანუ მაგიდასთან , რომ აღმოვჩნდებით ნორმატივი უნდა შევასრულოთ 50 გასროლა ?

პოსტის ავტორი: okela84 Apr 26 2019, 07:53 PM

ციტატა(userman @ Apr 26 2019, 07:50 PM) *
okela84

ერთი შეკითხვა მაქვს : ერთ მისვლაზევეა 50 სროლა? ანუ მაგიდასთან , რომ აღმოვჩნდებით ნორმატივი უნდა შევასრულოთ 50 გასროლა ?


არა, 25 გასროლა ერთ მისვლაზე, შემდეგ ახალ წრეზე ისევ 25.

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 24 2019, 10:05 PM

თემა გახსნილია თავიდან, სათაურში ვადა შეცვლილია, ნელ-ნელა ტექსტებშიც შეიცვლება ვადები, ამჯერად ორიენტაცია აიღეთ სათაურზე.

პოსტის ავტორი: okela84 Jun 24 2019, 10:11 PM

ja_ja
მშვენიერი, თემის შიგნით მე ჩავასწორებ. ჩათაობებსაც ამოვშლი

პოსტის ავტორი: iduka Aug 9 2019, 09:46 AM

ციტატა(aleqsa @ Apr 3 2019, 01:17 PM) *
okela84

ერთი აზრი დამებადა, უცხოურ შეჯიბრებს რასაც ვუყურებ გამარჯვებულებს დაჯილდოვებისას რაღაც სპეციალურად დაბეჭდილ პატარა სტიკერებსაც აძლევენ, რომელიც კონკრეტულად გამარჯვებულ თოფზე ეკვრის. ერტი ვიდეო მაქვს ნანახი ვიღაც პნევმო მოყვარულები შეხვდნენ ერტმანეტს და ერთერთს კონდახზე 4 თუ 5 სტიკერი ქონდა მიკრული და ეს მეორე ჯერ გაკვირვებული ატვალიერებდა მერე სულ ზეპირად ჩამოთვალა სად ქონდა პრიზები მოგებული იმ თოფს.

გამარჯობა, მივესალმები პირველ რიგში თქვენს აქტივობას!

რაც შეეხება სტიკერებს: ნებისმიერ მაღალი რანგის შეჯიბრს, მითუმეტეს თუ ისსფ ატარებს სპორტსმენები გავდივართ იარაღის და ეკიპირების კონტროლს. კონტროლის გავლის შემდეგ თუ ნორმებში ჩაეტია მაგალითად იაარაღი ეკვრება მას აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის სტიკერი. თუმცა ეჭვის შემთხვევაში, ჟიურიის შეუძლია შეჯიბრის შემდეგ ახლიდაან შეამოწმონ იარაღი ან ეკიპირება.

სტიკერის დანიშნულებაც ეგაა. 17 სტიკერი მაქვს მასე.

პოსტის ავტორი: okela84 Aug 9 2019, 01:49 PM

iduka
გაგიმარჯოს, როგორ ხარ ? გვიხარია რომ დაინტერესდი აქაურობით და კეთილი იყოს შენი შემობიჯება პნევმო მოყვარულებში.

მიკვირს აქამდე რომ არ გამოჩნდი ამ ფორუმზე.





პოსტის ავტორი: iduka Aug 9 2019, 02:07 PM

ციტატა(okela84 @ Aug 9 2019, 02:49 PM) *
iduka
გაგიმარჯოს, როგორ ხარ ? გვიხარია რომ დაინტერესდი აქაურობით და კეთილი იყოს შენი შემობიჯება პნევმო მოყვარულებში.

მიკვირს აქამდე რომ არ გამოჩნდი ამ ფორუმზე.

კარგად, კარგად...

რეგისტრაციის თარიღი Oct 2 2011, 02:10 PM

ასე რომ არ ვარ ახალი, თუმცა აქ უფრო ნაკლებს ვწერ, ვიდრე ვკითხულობ. smile.gif

პოსტის ავტორი: pilotina Aug 10 2019, 05:17 PM

ხალხო, რაღაც სიჩუმეა ამ თემაში. რაღა დარჩა შეჯიბრამდე? იქნებ განვაახლოთ მონაწილეთა სია. ასევე გადავხედოთ ბიუჯეტს, რამდენი გვაქვს, რამდენია კიდე ასაგროვებელი? ვინ გადაიფიქრა ან გადმოიფიქრა. სპონსორები რას შვრებიან და ა. შ.
ასავე ადგილზე ვერ შევთანხმდით საბოოლოდ, სად ვაპირებთ, ქესალო თუ კიდევ სადმე? თუ ქესალი სანახავია რა ხდება იქ, თუ სხვაგან კიდე, უფრო სანახავია, რა პირობებია სასროლად და უსაფრთხოების კუთხით.

პოსტის ავტორი: okela84 Aug 10 2019, 08:40 PM

იკას ნომერი არ იცით ვინმემ ? ევანიქსი რო აქვს. მეც მინდაო ამასწინებზე მითხრა და როცა გადაწვეტთ იქნებ გამაგებინოთო

პოსტის ავტორი: ikaaa Aug 10 2019, 09:28 PM

აქ ვარ ოკელ smile.gif პირველი სექტემბრისთვის სამწუხაროდ აქ არ ვიქნები და ვერ წამოვალ sad.gif
მარა სულით და გულით გიბალელშიკებთ.

პოსტის ავტორი: okela84 Aug 13 2019, 10:16 AM

ხალხო აბა თანხებზე დაუჩქარეთ ცოტა ბევრი აღარ დარჩა და რაღაცეებია კიდევ მოსაგვარებელი


NAME--ს ნომერი მომწერეთ ვინმემ პმ-ში, დანარჩენს თითქმის ყველას დავუკავშირდი

პოსტის ავტორი: datka25 Aug 13 2019, 11:15 AM

ციტატა(okela84 @ Aug 13 2019, 11:16 AM) *
ხალხო აბა თანხებზე დაუჩქარეთ ცოტა ბევრი აღარ დარჩა და რაღაცეებია კიდევ მოსაგვარებელი


NAME--ს ნომერი მომწერეთ ვინმემ პმ-ში, დანარჩენს თითქმის ყველას დავუკავშირდი

მე და ვისპერა დღეს საღამოს ჩაგირიცხავთ ალეკო.

პოსტის ავტორი: okela84 Aug 13 2019, 11:49 AM

ძალიან კარგი დავით. ჩარიცხვისას მომწერეთ.



ვიმეორებ ხალხო, NAME-ს ნომერიც მომწერეთ თუ ვინმემ იცით

პოსტის ავტორი: userman Aug 13 2019, 10:21 PM

ბიჭებო ერთს ვიტყვი , რა ...

ეს შეჯიბრი იმისთვის არაა , რომ ვიღაცამ ვიღაცას აჯობოს სროლაში , ეს იმისთვისაა , რომ ერთმანეთს შევეჯიბროთ სიყვარულში და პოპულარიზაცია გაუწიოთ სპორტულ მარათონს , კერძოდ პნევმატურ სპორტს ...


პოსტის ავტორი: okela84 Aug 18 2019, 06:44 PM

NAME-ს არ იცნობთ არავინ ?

პოსტის ავტორი: NRG Aug 25 2019, 11:21 AM

მეგობრებო სად ტარდება შეჯიბრი? რა მოიფიქრეთ? ქესალო თუ კახეთი? მოვიდა 1 სექტემბერი

პოსტის ავტორი: okela84 Aug 25 2019, 11:22 AM

ამ ეტაპისთვის ქესალოა

პოსტის ავტორი: NRG Aug 31 2019, 09:25 PM

ერთი რა სიჩუმეა აქ მეგობრებო შეჯიბრის წინა ღამეა დაწერეთ როგორ განწყობაზე ხართ? შემართებით ხომ ხართ?
მე პირადად მაგრად მიხარია საქრთველოს პნევმატიკის ისტორიის კიდევ ერთი აღსანიშნავი დღის შემსწრე და ღონისძიების თანამონაწილე რომ ვიქნები თქვენნაირ კარგ ხალხთან ერთად, წარმატებას გისურვებთ სუყველას

პოსტის ავტორი: giga2010 Aug 31 2019, 10:09 PM

NRG
გაიხარე აკაკი. მეც გიერთდები და ყველას წარმატებებს ვუსურვებ.

იმედია გავა წლები და ბევრი მონაწილე შემოგვიერთდება და კარგი შედეგებიც გვექნება სამომავლოდ

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 2 2019, 09:22 AM

X BR75 შედეგები


პოსტის ავტორი: NRG Sep 2 2019, 09:52 AM

გილოცავთ ბიჭებო გამარჯვებას , ძაან მაგარი შეჯიბრი იყო იმედია წელი აღარ გაიმაზება და ყოველ წელს ჩავატარებთ, მე პირადად ექსტრემ ბრ ზე ნაკლების ინტერესი აღარ მაქვს პცპ კლასში ისეთი ქულები დაიდო 50 მეტრზე სატესტო გასროლაც უინტერესოდ მეჩვენება, გუშინდელი დღე კიდევ უფრო დიდი სტიმულია იმისა რომ თოფები მოვიყვანოთ მაქსიმალურ წესრიგში და ძალიან ბევრი ვივარჯიშოთ სროლაში, მადლობა სუყველას და გისურვებთ წარმატებებს

პოსტის ავტორი: vexam Sep 2 2019, 11:27 AM

ციტატა(geojorjika @ Sep 2 2019, 10:22 AM) *
X BR75 შედეგები


გამარჯობა, ყველას გილოცავთ/ დამატებით თხოვნა "გეოჯორჯოკა"-სთან:
1. მონაწილეების ნომრებთან თოფი და ოპტიკაც რომ მიუთითოთ თუ არის შესაძლებელი და ფორუმის რაიმე წესს თუ არ ეწინააღმდეგება;
2. ცხრილში რომ აღინიშნოს ქულების შესაძლო მაქსიმალური რაოდენობა. შეიძLება სადმე წერია შეჯიბრის წესებში, მაგრამ აქაც თუ იქნება, უფრო თვალსაჩინოა.
მადლობა წინასწარ.

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 2 2019, 11:48 AM

vexam
სალამი

სამწუხარო ეს ნომაცემები არ მაქვს . თუმცა მომავალ შეჯიბრზე გავითვალისწინებ, მადლობა რეკომენდაციისთვის.

პოსტის ავტორი: okela84 Sep 2 2019, 04:18 PM

ციტატა(vexam @ Sep 2 2019, 11:27 AM) *
გამარჯობა, ყველას გილოცავთ/ დამატებით თხოვნა "გეოჯორჯოკა"-სთან:
1. მონაწილეების ნომრებთან თოფი და ოპტიკაც რომ მიუთითოთ თუ არის შესაძლებელი და ფორუმის რაიმე წესს თუ არ ეწინააღმდეგება;
2. ცხრილში რომ აღინიშნოს ქულების შესაძლო მაქსიმალური რაოდენობა. შეიძLება სადმე წერია შეჯიბრის წესებში, მაგრამ აქაც თუ იქნება, უფრო თვალსაჩინოა.
მადლობა წინასწარ.



პირველ თემაში ეგ არც იწერება ხოლმე, ეხლა უბრალოდ ცხელცხელი ნიუსი დაგიდოთ ვინც არ იყავით. თრე რეპორტში იქნება ყველაფერი დაწვრილებით

პოსტის ავტორი: NRG Sep 2 2019, 04:43 PM

okela84
ველოდები შენს რეპორტს ერთი ვიდეო მაქვ დასაწყისის გამოგიგზავნი

პოსტის ავტორი: okela84 Sep 2 2019, 05:12 PM

NRG
გომოუშვი ძმა, ნელნელა ავაგროვებ მასალას და მერე ერთიანად ჩავუჯდები. 4-5 საათი უნდა მაგ საქმეს. შეიძლება მეტიც.

პოსტის ავტორი: koba1973 Sep 2 2019, 07:34 PM

კიდევ ერთხელ გილოცავთ.
პრიზიორებსაც და დანარჩენ მონაწილეებსაც.
არეთვე მაყურებლებსაც. კიდევ ერთი ლამაზი დღე დაემატა ტკბილ მოგონებებს. პირადად მე კურიოზიც გადამხდა: რაკი ნამყოფი არ ვიყავი, გადავწყვიტე გუგლის სერვისით მესარგებლა და ძებნაში ქესალო ჩავწერე. აქ დაიწყო რაც დაიწყო. გუგლმა მტკვრის მარცხენა ნაპირზე არსებულ ქესალოში მიმიყვანა, რომელიც ჩემთვის საჭირო ქესალოდან არც მეტი არც ნაკლები 63 კილომეტრზე მდებარეობდა. biggrin.gif მეგობრებიდან საჭირო კოორდინატების მიღების შემდეგ როგორც იქნა მივედი საჭირო ადგილზე.

პოსტის ავტორი: NRG Sep 2 2019, 08:33 PM

koba1973
სამი ქესალოა მგონი კობა თავიდანვე უნდა აგვეხსნა ჩვენი ბრალია, თვითონ ეგ ადგილიც ჩემთვის მაგარი ჩახლართულია თან შორია მომავალ შეჯიბრს თბილისთან ახლოს ვისურვებდი წესით ვიშოვით უკეთეს ადგილს
კოღომ დამგლიჯა ცოფიანი ძაღლივით smile.gif

პოსტის ავტორი: NRG Sep 11 2019, 09:52 PM

არავინ არაფერს არ წერს ამ თემაში რაშია საქმე ხალხნო


პოსტის ავტორი: geojorjika Sep 11 2019, 10:41 PM

ეს არის უსაფრთხოების ნორმების მუხლზე გადალეწვა, სად ვიყავი ამ დროს მე?

პოსტის ავტორი: MonSoon Sep 11 2019, 10:54 PM

ციტატა(nrg123 @ 11th September 2019 - 10:52 PM) *
არავინ არაფერს არ წერს ამ თემაში რაშია საქმე ხალხნო

შენ ადგილას რო ალექსა იყოს თავისით დაიწყებდნენ თოფები სროლას.

პოსტის ავტორი: NRG Sep 12 2019, 08:17 AM

MonSoon
biggrin.gif იმიტო არ არის

პოსტის ავტორი: userman Sep 12 2019, 08:20 AM

ციტატა(giorgi @ 11th September 2019 - 11:41 PM) *
ეს არის უსაფრთხოების ნორმების მუხლზე გადალეწვა, სად ვიყავი ამ დროს მე?


გამიგია , ეშმაკი ტენის თოფსაო , მარა თუ ისროდა კიდეც , ეგ აღარ ვიცოდი smile.gif .

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 12 2019, 09:44 AM

NRG
თავს იკლავდი თუ რა ხდება smile.gif

პოსტის ავტორი: NRG Sep 12 2019, 11:46 AM

ja_ja
ტყვია არ იდო არცერთში და რაღა მაგ დროს გასძვრებოდა ბალონი რომელიმეს smile.gif

ისე გამიგონია დატენილი გლუვის ლულიდან ღვინოს სვავდნენ ადრე ვიღაცვიღაცეებიო

პოსტის ავტორი: pilotina Oct 16 2019, 09:23 PM


უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services