თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ PCP - Pre Charged Pneumatics _ პროექტი " SKUNS "

პოსტის ავტორი: sekurifa Apr 18 2018, 03:50 PM


პოსტის ავტორი: chicho Apr 18 2018, 04:29 PM

წარმატებები

პოსტის ავტორი: pilotina Apr 18 2018, 04:56 PM

sekurifa

საინტერესო რაცხა უნდა გამოვიდეს ვფიქრობ. წარმატებებს გისურვებ.

P.S.აგრეგატის სახელი კი დაუკავშირე შავ-თათრ ფერებს, გასაგებია, მთავარია სკუნსივით სუნი არ გაუშვას გასროლისას biggrin.gif

Шутка. smile.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 18 2018, 04:57 PM

sekurifa
წარმატებები ზურა!!! იმედია მალე ვიხილავთ მოქმედებაში smile.gif

პოსტის ავტორი: gregory Apr 18 2018, 05:04 PM

sekurifa
ზურა, და რატომ აირჩიე დამოუკიდებელი მიმწოდებელი და დამრტყმელი? ორმაგი გადატენვა არ იქნება ნერვებმომშლელი?
სახელი კი ძაან მომეწონა. იმხელა ადგილი გაქვს შრაუდერისთვის რომ სკუმსივით "ჩუმი სიკვდილი" გამოვა smile.gif

პოსტის ავტორი: NRG Apr 18 2018, 05:14 PM

კოლოფი მეცნობა სადღაც მაქვს მოკრული თვალი smile.gif
მიყვარს ესეთი რაღაცეები კაცი რომ თვითონ ქმნის თავის გემოზე ყველაფერს და როგორც უნდა ისე აკეთებს, გგულშემატკივრობ მე პირადად და წარმატებებს გისურვებ
ერთადერთი მე მაგალითად კოლოფზე ლულის შესათხრელს ცოტა გრძელს გავაკეთებდი თუმცა შეიძლება შენ გაქვს კონკრეტული მიზეზი რადგან მოკლე გააკეთე

პოსტის ავტორი: aleqsa Apr 18 2018, 05:28 PM

sekurifa


წარმატებები მინდა გისურვო და იმედია მალე იქნება საბოლოო შედეგიც smile.gif

პოსტის ავტორი: sekurifa Apr 18 2018, 08:33 PM

მადლობა შემართებისთვის ყველას))

ციტატა(pilotina @ 18th April 2018 - 04:56 PM) *
მთავარია სკუნსივით სუნი არ გაუშვას გასროლისას

არა სუნს არა მარა აი ხმა კი ექნება გაცუების)) რეზინის კლაპანი მინდა მოდერში და გეცოდინება როგორი ხმა აქვს ეგეთ მოდერს

რაც შეეხება დამოუკიდებელ შახტებს ეგ ნადირობის თვალსაზრისით მჭირდება ეგრე. მივაწოდებ ტყვიას და მერე როცა მომენტი იქნება მაშინ მოვზიდავ დამრტყმელს.

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 18 2018, 08:39 PM

sekurifa
ეგ რეზინის კლაპანი კი საინტერესო თემაა. თუ გაგვიზიარებთ, კარგი იქნება. მიახლოვებით აზრზე ვარ, მაგრამ მემგონი სიჩქარეების შერჩევა უნდა და გამძლე რეზინაა საჭირო

პოსტის ავტორი: sekurifa Apr 18 2018, 08:54 PM

ჯერ არაფერი მაქვს საჩვენებელი მოდერთან დაკავშირებით. არანაირი ზეძლიერი რეზინა არაა საჭირო. მოდერს უნდა ქონდეს შესაბამისი მოცულობა რომ მასში დაგროვებულმა ჰაერმა არ გამოგლიჯოს გარეთ. ჩემს შემთხვევაში საკმარისზე მეტი იქნება ეგ მოცულობა. მასალათ თუ გინდა ბავშვის პატარა კლიზმაც გამოდგება)) ელასტიური გამძლე რეზინაა უბრალოდ ხშიად უნდა სილიკონი რომ რეზინა სულ ფორმაში იყოს.

პოსტის ავტორი: gregory Apr 18 2018, 09:16 PM

ციტატა(sekurifa @ 18th April 2018 - 09:54 PM) *
ბავშვის პატარა კლიზმაც გამოდგება)) ელასტიური გამძლე რეზინაა უბრალოდ ხშიად უნდა სილიკონი რომ რეზინა სულ ფორმაში იყოს.

მაგ შემთხვევაში ვაზელინი smile.gif

ციტატა(sekurifa @ 18th April 2018 - 09:33 PM) *
რაც შეეხება დამოუკიდებელ შახტებს ეგ ნადირობის თვალსაზრისით მჭირდება ეგრე. მივაწოდებ ტყვიას და მერე როცა მომენტი იქნება მაშინ მოვზიდავ დამრტყმელს.

ანუ მაინც 1 ტყვიის გაროლას ახერხებ ნადირობისას მისაღები სიჩქარით( ნუ ეგ რაა მეც არ ვიცი smile.gif ). იმას ვგულისხმობ, რომ ზედიზედ 2 ტყვიის სროლას დიდ დროს და 2X მანიპულაციებს მოანდომებ.
იგივეს მიღწევა ხომ ისედაც შეიძლება? აი მაგალითად პირველ ტვიას საერთოდ არ დებ კლიპში და დაშვებული დამრტყმელით ცარიელი იარაღით დადიხარ. როცა სროლა გინდა გადატენი და ისვრი.

პოსტის ავტორი: sekurifa Apr 18 2018, 09:30 PM

ციტატა(gregory @ 18th April 2018 - 09:16 PM) *
იმას ვგულისხმობ, რომ ზედიზედ 2 ტყვიის სროლას დიდ დროს და 2X მანიპულაციებს მოანდომებ.
იგივეს მიღწევა ხომ ისედაც შეიძლება? აი მაგალითად პირველ ტვიას საერთოდ არ დებ კლიპში და დაშვებული დამრტყმელით ცარიელი იარაღით დადიხარ. როცა სროლა გინდა გადატენი და ისვრი.

ეგეთი სისწრაფით მე ჯერ არ მისვრია და რაღა ახლა ჩამიდგებიან ოჩერედში სიკვდილმისჯილები)) და იმ ტყვია ამოცლილ კლიპს რო გადავტენი და მერე აშვება მომინდეს რა ვქნა? კლიპი მოვხსნა მოვწიო ზატვორი მერე ავუშვა დამრტყმელი და მერე ისევ ჩავდო კლიპი?

არ მომეწონება და ჩემს ხელში არაა?) გავფრეზავ ღარს დამრტყმელის შახტის ზემოდან და დავუყენებ მიმწოდებელს სტოპორს ქვემოდან. კარობკაზე უკვე გათვლილია ეგ და აქვს მაგის ადგილი გამოფრეზილი. მაგრამ არც ისეთი მოუხერხებელია ცალცალკე შეყენება შახტების რამი. მე მომწონს ეგ პროცესი და))

პოსტის ავტორი: aleqsa Apr 18 2018, 09:51 PM

sekurifa


ციტატა(sekurifa @ 18th April 2018 - 10:30 PM) *
არ მომეწონება და ჩემს ხელში არაა?) გავფრეზავ ღარს დამრტყმელის შახტის ზემოდან და დავუყენებ მიმწოდებელს სტოპორს ქვემოდან. კარობკაზე უკვე გათვლილია ეგ და აქვს მაგის ადგილი გამოფრეზილი. მაგრამ არც ისეთი მოუხერხებელია ცალცალკე შეყენება შახტების რამი. მე მომწონს ეგ პროცესი და))


შენ რასაც ცდილობ გააკეთო ჩემს "გიჟკრუგერაზეა" ზუსტად ეგ სქემა გადატენვის და ტყვიის მიწოდების smile.gif

მარა მე სიმართლე გითხრა ეგ სწრაფი სროლისთვის უფრო მინუსი მგონია, მარა ის რაც შენ თქვი კიი გეთანხმები მართლაც მოსახერხებელი რამეა.
კლიპის ამოუღებლად შეგეძლება გაუქმებული სროლის ისევ სროლა.

პოსტის ავტორი: sekurifa Apr 18 2018, 10:06 PM

aleqsa
ხოდა ეგ სროლის გაუქმება რომ მჭირდება ერთ გასვლაზე სადღაც ათჯერ მაინც მიტო გადავწყვიტე ასეთი ვარიანტი და სხვათაშორის მიმწოდებალსაც ნაკლები ხახუნი აქვს კარობკის კედლებთან და ცვეთაც არააქ რაც იწვევვს შემდგომ ლუფტს. ბაკავოი ანუ გვერდითა ისეთი ზატვორის სახელურით როგორიც მე მაქვს არ გამოვა მიმწოდებლის დაკავშირება დამრტყმელთან. მეტი ძალა დაჭირდება მოზიდვისას და ტანჯვა იქნება.

მასეთ შემთხვევაში საჭიროა ზატვორის სახელური უკნიდან დიდი ზომის როგორც აქვს მარადას ან ბიატლონური როგორიც აქვს ჰაცანს რომ მოზიდვის ზეწოლა განახევრდეს. ამ ბოლო ორიდან მე მომწონს ბიატლონური მაგრამ არ მჭირდება რაგდან დამოუკიდებელი მიმწოდებლის მოძრაობა ძალას არ ითხოვს.


პოსტის ავტორი: sekurifa Apr 19 2018, 01:07 PM

ციტატა(nrg123 @ 18th April 2018 - 06:14 PM) *
ერთადერთი მე მაგალითად კოლოფზე ლულის შესათხრელს ცოტა გრძელს გავაკეთებდი თუმცა შეიძლება შენ გაქვს კონკრეტული მიზეზი რადგან მოკლე გააკეთე

მაგონი სავსებით ღრმად ზის ლულა კოლოფში თან ვტულკის გარეშეა. ზემოთ 5მმ იანი კედელი აქ, ქვემოთ კიდე 7მმ. გვერდებზე კიდე 4.20მმ. სპეციალურად სკელკედლიანი კარობკა დავამზადე.

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru


პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Apr 19 2018, 06:21 PM

მდაა, ვნახოთ რა გამოვა აბა. შენ სისტემაცვ შეგიცვლია კაროპკაზე. ბევრს ჩალიჩობ.

რაო? ტყეში დამიტოვია და გამოვლისას წამომიყოლებია თოფიო? სად ტყეში დაგიტოვია, რო მოეპარათ მერე? biggrin.gif

პოსტის ავტორი: sekurifa Apr 19 2018, 06:28 PM

ციტატა(x.m.e.l.o @ 19th April 2018 - 06:21 PM) *
სად ტყეში დაგიტოვია, რო მოეპარათ მერე?

არის ეგეთი ტყეებიც უკაცრიელი))

პოსტის ავტორი: sekurifa Apr 23 2018, 06:36 PM


პოსტის ავტორი: giga2010 Apr 23 2018, 08:03 PM

sekurifa
მადლობა მიმოხილვისთვის და გაზიარებისთვის. ზურა ბატონო, კორპუსი რა მასალაა? ასევე ძალიან მაინტერესებს სასხლეტი მექანიზმი, იმედია მასაც გაგვიზიარებ

პოსტის ავტორი: sekurifa Apr 24 2018, 12:33 AM

ციტატა(giga2010 @ 23rd April 2018 - 08:03 PM) *
კორპუსი რა მასალაა? ასევე ძალიან მაინტერესებს სასხლეტი მექანიზმი, იმედია მასაც გაგვიზიარებ

კორპუსი დურალია ხოლო სასხლეტს კი დააგვიანდება ჯერ რადგან ყველაზე სახლაფორთო ნაწილია და ბოლოსთვის გადავდე.

დამრტყმელი მინდა ჯერ გავაკეთო.

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 24 2018, 09:24 AM

ზურა იმენნა მბურძგლავდა ვიდეოში რომ ვუყურებ ზომებს smile.gif შტანგელი წერს პირობითაც 31.5-ს შენ იძახი 31-ი მილიმეტრია, მერე დაწერს 40.8-ს შენ ამბობ 40 მილიმეტრია smile.gif ლამის მონიტორმში გამოვძვერი ძახილით არ არის 40 მილიმეტრი 40.8 მილიმეტრია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

P.S. ისე მიმწოდებლის გარე დიამეტრი 15 მილიმეტრი გამოგივიდა და შახტა 14.25 რაცხას ან არ ზომავ სწორად ან შტანგელი ურებს smile.gif 0.75 მილიმეტრი იმხელა განსხვავებაა რომ პროსტა უფრო სქელი მიმწოდებელი ცხოვრებაში დაჟე ჩაქუჩის გამოყენებით მერ შევა მაგ შახტაში... რადგან თავისუფლად შედის ესეიგი 14.25 მილიმეტრი არასწორია მინიმუმ 15 მილიმეტრი უნდა იყოს smile.gif

მე აღარ მახსოვს მაგის ზომები, მარა ჩემნაირ შერეკილებს ვიდეოს ყურებისას ინფაქტმა რომ არ ხიოს, დიდი თხოვნაა ზომები ზუსტად დაასახელე ხოლმე და ნუ ამრგვალებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

P.S. პ.ს. ისე კარგად კი გაგიპრიალებია, რამდენი საათი დახარჯე მაგ საქმეზე?

პოსტის ავტორი: sekurifa Apr 24 2018, 10:12 AM

ja_ja
კი ჯაჯა მართალია ვამრგვალებ რადგან არ ვაქცევ ყურადღებას შტანგელის ბოლო ციფრებს. ეგ პირობითად ვზომავ რომ კაცს თუ დააინტერესებს უცებ მოხაზავს ზედაპირულად და შეხედავს რამხელაა კარობკა.

მიმწოდებელი რო 15 აჩვენა და შახტა 14 ეგ კი შევამჩნიე და აღარ გადავიღე თავიდან ისედაც რამდენჯერ არიხინდნენ სახლში ბავშვები და შემიშალეს ხელი)

შტაგელი კი მართლა ურევს როცა სწრაფად ვაფართოვებ და ვჩქარობ ცოტა ლუფტი აქვს და იტყუება. მივხედავ მაგასაც. მაგ ვიდეოებს ამ ფორუმისთვის ვიღებ და სხვა არავინ ნახავს. რომც ნახოს და მოუნდეს გაკეთება მაინც შენთან უნდა მოვიდეს და შენ ქე იცი ყოლიფერი)

შემდეგ ვიდეოში გავითვალისწინებ და ნელა გავზომავ რომ შტანგელმა არ იგულაოს

რაც შეეხება პოლირებას იმენნა დამტანჯა.ჯერ 180 იანი გუბკა აბრაზივით ვხვეწე,მერე 800იანი შკურკით და ბოლოს ბალგარკაზე ქეჩიანი ნასადკით და მწვანე ქვით. ისე უცებ ხურდებოდა ხელში დურალი რო ორი თითი მივიწვი. ხელთათმანში მისრიალებდა და ტისკში ვერ ჩავამაგრებდი მოსპობდა სულ.

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 24 2018, 02:51 PM

sekurifa

ციტატა(sekurifa @ 24th April 2018 - 11:12 AM) *
ისე უცებ ხურდებოდა ხელში დურალი რო ორი თითი მივიწვი

კი დურალი კარგად აკეთებს სითბოს აკუმულირებას, მაგრამ შედარებით მალე ცივდება smile.gif აბა შენ ლატუნი ნახე რას შვება smile.gif მომენტალურად ხურდება და ცოცხალი თავით არ უნდა ხოლმე გაციება smile.gif სპილენძი საერთოდ კატასტროფაა მაგ მხრივ....


ციტატა(sekurifa @ 24th April 2018 - 11:12 AM) *
შტაგელი კი მართლა ურევს როცა სწრაფად ვაფართოვებ და ვჩქარობ ცოტა ლუფტი აქვს და იტყუება

ეგ ციფრულ შტანგელებს ლუფტის გამო კი არა სტრუჟკის, ან მტვრის გამო მოსდის (თან აუცილებელი არაა მტვერში და ნაგავში გედოს, პროსტა მოხმარებისას შიდა დეტალების ხახუნით წარმოქმნილი მტვერიც იწვევს მაგ აურზაურს), გამოსავალი ძალიან მარტივია:

1) უკნიდან მოაძრე მიწეპებული შკალა რომ არის
2) მანდ არის 4 წვრილი ვინტი, ეგენიც მოაძვრე
3) ვინტების მოძრობის მერე თავისუფლად სძვრება ეკრანიანი ზედა ნაწილი
4) ფრთხილად მოაძვვრე ეგ ეკრანიანი დეტალი, პროსტა თავი ბოლოში აქვს პატარა რეზინის ტუჩები რომელიც მოძრაობისას ზედაპირიდან მტვერს ხვეტავს და ეგენი არ დაკარგო
5) დალშე პროსტა ტუპად გაწმინდე შიგნეულობა, ნუ ვთქვათ სპირტიანი ნაჭრით და დალშე აბრატნა ააწყვე...

ვსიო დაიწყებს ახალივით ზუსტად მუშოაბას smile.gif... ჩემები უკვე იმდენჯერ მაქვს დაშლილ აწყობილი რომ ზოგიერთზე უკვე უკანა მხარეს არსებული ინსტრუქციის მისაწეპებელი კი აღარ ეწეპება smile.gif...

ნუ კიდევ ერთი გამოსავალი IP67 სტანდარტის შტანგელის ყიდვა და მაგას ახატია უკვე მტვერი და წყალი, მარა ძვირი ღირს შედარებით smile.gif

პოსტის ავტორი: koknar Apr 24 2018, 03:59 PM

ja_ja
თუ ელიავაზეა ნაყიდი არაფერი არ უშველის, იმენა შატკა აქვს 0.5 მმ ან მეტი. გაწმენდა მანდ ინჩანემ. გადაგდება შველის მარტო

პოსტის ავტორი: vexam Apr 24 2018, 06:07 PM

ციტატა(sekurifa @ Apr 23 2018, 07:36 PM) *

ბულპაპს აპირებთ და ოპტიკას რელსზე დასვამთ? რელსი რომელი მოდელის წავა თქვენს პროექტზე? პანჩერის რელსი?

პოსტის ავტორი: sekurifa Apr 24 2018, 07:34 PM

ციტატა(ja_ja @ 24th April 2018 - 03:51 PM) *
ეგ ციფრულ შტანგელებს ლუფტის გამო კი არა სტრუჟკის, ან მტვრის გამო მოსდის


კარგია ჯაჯა რო შემისწორე ეგ ნიუანსი ვიდეოში თორე კაიხანს არ მივაქცევდი ყურადღებას. შტანგელი ახალია მისკოვში ვიყიდე და არც მიხმარია. ლუფტი მოვაგვარე ხოლო პრობლემა მის ვიწრო ტუჩებს აქვს ზედას.

შევადარე ჩვეულებრივ შტანგელს. დიდი ტუჩები ზუსტად ზომავს და აი პატარები რომელიც შიდა დიამეტრის გასაზომადაა იტყუება ზუსტად ნახევარი მილიმეტრით. მიტო აჩვენა მიმწოდებელი 15მმ და შახტა 14და რაღაც. უბრალი შტანგელმა შახტაც 15მმ აჩვენა.

ხოდა ახლა აკურატნა დავქლიბავ ვიწრო ტუჩებს და გავასწორებ შესაბამისობას.

ციტატა(vexam @ 24th April 2018 - 07:07 PM) *
ბულპაპს აპირებთ და ოპტიკას რელსზე დასვამთ? რელსი რომელი მოდელის წავა თქვენს პროექტზე? პანჩერის რელსი?

კი ბულკა იქნება. ოპტიკის რელსი არცერთი მოდელის არ წავა რადგან ინდივიდუალური ზომები მაქვს. უნდა გაიჩარხოს კონკრეტული თოფისთვის.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Apr 24 2018, 10:16 PM

ზურა, ეგ კარობკა როგორ გააპრიალეთ, დურალუმინის ხო არის და მასე როგორ დააპოლირეთ ლაპლაპი რო გაუდის?

პოსტის ავტორი: sekurifa Apr 25 2018, 10:37 AM

ციტატა(x.m.e.l.o @ 24th April 2018 - 11:16 PM) *
დურალუმინის ხო არის და მასე როგორ დააპოლირეთ ლაპლაპი რო გაუდის?


თავიდან 120 იანი გუბკა აბრაზივით, შემდეგ მაგ წითელი 800 იანი შკურკით, მერე ბალგარკაზე ქეჩის ნასადკით (მწვანე ქვაწასმულით) და ბოლოს ტყავზე ასევე მწვანე ქვით.
უკეთესადაც შეიძლებოდა თუ 800 იანი შკურკის მერე 1200 და 2000 იანს გადავატარებდი მაგრამ მაინც დაიკაწრება შემდგომ ხმარებაში და აღარ გადავყევი ისედაც ძაან დიდი დრო მიაქ.
https://radikal.ru

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Apr 26 2018, 04:46 PM

sekurifa
აჰა, კარგია ისე კარგად გამოიყურება. ვერ გაარჩევ რკინის ლაპლაპისგან

პოსტის ავტორი: sekurifa Apr 26 2018, 06:54 PM

ციტატა(x.m.e.l.o @ 26th April 2018 - 05:46 PM) *
ისე კარგად გამოიყურება. ვერ გაარჩევ რკინის ლაპლაპისგან


ვფიქრობ ისევ გლუვი ზედაპირით დავტოვო. ძაან ფაქიზია და იფხაჭნება ადვილად თან მზეს ირეკლავს ძან და გაბრწყინებული თოფი ნადირობისას რავიცი)) შევხედავ ერთი სიტყვით.

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 26 2018, 08:04 PM

თუ ძალიან გინდა შემიძლია შემოგთავაზო შერებვა, მაქვს შავი საღებავის გარდა რამდენიმე სხვა ფერიც, მათ შორის არის მგონი გამჭირვალე ვარიანტი, ანუ ლაქივით დააჯდება, მგონი თეთრი ფერიც მაქვს სადღაც... კაროჩე კარგადაა დასაძებნი, მაგრამ შავი ფერი თუ არ გინდა არის სხვა ვარიაციებიც...

პოსტის ავტორი: sekurifa Apr 26 2018, 08:39 PM

რავი ჯაჯა. რამდენადაც ვიცი დურალზე ადვილად იტკოჩება საღებავი თუ რასაც ხმარობენ მაგ მასალაზე. რეზიკი ოდნავ მიმერტყა რაღაცაზე და წერტილი ამოიტკოჩა თან მიმწოდებლის სახელური მის სამოძრაო ადგილს მაინც ააცლის საღებავს და მომეშლება ნერვები.

პოლირებულ დურალს რო გადავატარე 1500 იანი შკურკა სასიამოვნო ღია ნაცრისფერუ დატოვა ერთ ტონში და მომეწონა.

P.S. ისე თეთრი ფერის იდეა მომეწონა) იმენა სკუნსი გამოვა))

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 27 2018, 10:10 AM

ხო აი მომწოდებლის ადგილი აშკარად აიქერცლება...

საღებავად კი თერმო ელექტრონულ შეღებვას ვიყენებ და აკვდება ალუმის, ნუ ახლა თუ რა თქმა უნდა რამეს არ ურტყი... წარტყმისას ყველანაირი საღებავი დაიბრიდება, ეს თერმო კი უძლებს გარკვეულ დონემდე, მაგრამ ნუ სუპერ გამძლე ეგეც არაა...

პოსტის ავტორი: sekurifa Apr 27 2018, 03:36 PM

დღეს კიდე რაღაც დეტალებს მოვუყარე თავი და შავი მონახაზიც გავაკეთე სკუნსის მოდერისთვის. კაპრალონი სახლში მქონდა ჩემი ყოფილი ჰაცანის ტუნინგის მერე, მილი დურალის მეზობელმა მიპადარკა 30მმ იანი ხოლო მასიური დურალის ბალვანკა ელიავაზე ვიყიდე.

საკმაოდ გრძელი მოდერი გამოდის და გადავწყვიტე შიგნეულობისთვის კაპრალონის ჭიქებიც გამოვიყენო და ქეჩა ბიგუდებით) 24სმ უნდა იფრინოს ტყვიამ მოდერში, ხოლო ეს მანძილი კი 4,5 კალიბრისთვის იმხელაა თან 30მმ ტრუბით რომ მგონი ხმა ისედაც აღარ ექნება ჭიქების გარეშეც. მე ის უფრო მანერვიულებს რომ მოდერი არმინდა 300გრამზე მეტი გამოვიდეს.

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Apr 27 2018, 06:08 PM

და შრაუდერი რო გაუკეთო მაინცდამაინც არ მოგწონს შენ ხო?
მოიცა, ვერ მივხვდი, ლულიდან ტყვია რომ გამოვა მაგის მერე უნდა იფრინოს მოდერში 24 სმ? რაამბავია მაგხელა მოდერი რად გინდა. გააკეთე 20 სმ იანი და ქეჩაც ჩაეტევა და ჭიქებიც.

31.16 მმ -ი რომ არის, ეგ რაღაც კაპრალონს რო ეძახი რა მატერიალის არის? პირველად გავიგე და ვნახე ეგ რაღაც კაპრალონი biggrin.gif
ისე კი მაგისგან დამზადებული ალბად უფრო მსუბუქი იქნება ვიდრე ალუმინი, მაგრამ მე მაინც ალუმინს გირჩევდი.

მაგ კარობკას კიდევ გადაატარე წვრილი შკურკა და მატოვად გადააკეთე მართლაც სჯობს. თვალში არ სტკუცოს სინათლის ანარეკლმა ჩხიკვს რავიცი biggrin.gif

პოსტის ავტორი: sekurifa Apr 27 2018, 06:28 PM

ხ.მ.ე.ლ.ო
გიო მოდერს ვერ დავამოკლებ რადგან რეზიკს უნდა გაუსწორდეს პირისპირ თორე ვიზუალი დამახინჯდება. 24სმ კი, ეგ დერეფნის სიგრძეა ხოლო სრული სიგრძე 29,50იქნება.

კაპრალონი კი კაპრონია. მაგარია პლასმასს გავს საკმაოდ მკვრივია და ადვილად ითლება სტანოკში. პნევმატიკაზე შეიძლება მოდერში.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Apr 27 2018, 07:20 PM

ციტატა(sekurifa @ Apr 27 2018, 07:28 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
გიო მოდერს ვერ დავამოკლებ რადგან რეზიკს უნდა გაუსწორდეს პირისპირ თორე ვიზუალი დამახინჯდება. 24სმ კი, ეგ დერეფნის სიგრძეა ხოლო სრული სიგრძე 29,50იქნება.

კაპრალონი კი კაპრონია. მაგარია პლასმასს გავს საკმაოდ მკვრივია და ადვილად ითლება სტანოკში. პნევმატიკაზე შეიძლება მოდერში.

ზეპირად წარმოდგენა ცოტა მიჭირს თუ რას გულისხმობ, მემგონი ეგ მოდერი შრაუდერს უფრო დაემსგავსება რადგან დიდ მანძილზე მიყვება ლულას ხო? უბრალოდ ის განსხვავება იქნება რომ შრაუდერზე ბევრად დიდი დიამეტრი ექნება. ნუ რა ვიცი აბა ვნახავ ბოლოს როგორიც გამოვა smile.gif
ისე რამდენ ბარზე დაიტენება შენი სკუნსის რეზერვუარი?
მაგ კაპრონის კონსტრუქციას კიდევ არ გირჩევ, მიუხედავად იმისა რომ დასაშვებია პნევმატიკაში მოდერად, მაინც ადვილად ფორმირებადი მასალისგან შედგება ალუმინთან შედარებით და... მოკლედ ჩემი აზრით სჯობია ალუმინი გააკეთო და თუ მაინცდამაინც მძიმედ მოგეჩვენება კედლებს დაუთხელებს ჯაჯა და ეგ იქნება, დამსუბუქდება და მყარიც იქნება შედარებით.

პოსტის ავტორი: sekurifa Apr 27 2018, 07:29 PM

ციტატა(x.m.e.l.o @ 27th April 2018 - 07:20 PM) *
მემგონი ეგ მოდერი შრაუდერს უფრო დაემსგავსება რადგან დიდ მანძილზე მიყვება ლულას ხო?

ლულას ცხვირზე ეგება 4სმ ით. შრაუდერის ვარიანტი საერთოდ არიქნება. პროსტა დიდი კლასიკური მოდერი იქნება.

პოსტის ავტორი: sekurifa May 9 2018, 04:51 PM

დღეს ცოტათი წინ წავიწიე ...



https://radikal.ru

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო May 9 2018, 06:15 PM

ვიდეოში არ ეტყობა რომ 6 მმ იანი ხვრელი აქვს. ისე რისკავ, შენი არ იყოს და ამხელა მანძილს გადის ტყვია მაგ მოდერში და თავიდანვე 7 მმ რომ გაგეკეთებინა არ იქნებოდა ურიგო, ეს შენთანაც გითხარი და რავიცი smile.gif

პ.ს. არ დაგავიწყდეს და მაგ თოფს რომ მთლიანად ააწყობ, გაქრონე მოდერიანადაც და უმოდეროდაც 5-5 ტყვია. მაინტერესსებს. ვFიქრობ მოდერგანაკეთები თოფი 2-3 მ/წმ. ით ნაკლ;ებ შედეგს მოგცემს ვიდრე უმოდეროდ. აი რატომღაც ასე მგონია, რადგან გრძელი მოდერია და შიგნით ამდენ ჰაერის ნაკადს ტოვებს... smile.gif

სხვა დანარჩენი, კარგია. მომწონს შენი პროექტი და ერთი სული მაქვს როდის დასრულდება smile.gif

პოსტის ავტორი: sekurifa May 9 2018, 06:29 PM

ციტატა(x.m.e.l.o @ 9th May 2018 - 06:15 PM) *
ვFიქრობ მოდერგანაკეთები თოფი 2-3 მ/წმ. ით ნაკლ;ებ შედეგს მოგცემს ვიდრე უმოდეროდ. აი რატომღაც ასე მგონია, რადგან გრძელი მოდერია და შიგნით ამდენ ჰაერის ნაკადს ტოვებს...


მერე რა რო ჰაერს ტოვებს? ეგაა მაგის დანიშნულება ისევე როგორც ჰაერის მომჭრელი. ეგ გამოტყორცნილი ჰაერი რაც ლულას ტოვებს უკვე ტყვიას კიარ აჩქარებს, პირიქით ხელს უშლის. სადღაც 10სმ ფასკის მერე ტყვია ტურბულენციას განიცდის და ზუსტად მაგ ჰაერს კვეთავს მოდერი.

ჰაცანის მოდერზე 5 5იანი დირკები მქონდა სამი ფირფიტა და ისიც დიდი მოდერი იყო.არ ეხებოდა საერთოდ. ეს კი 6მმ იანებია და 10სმ ით მეტი უნდა იფრინოს ტყვიამ. გაძვრება არ გადებს.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო May 9 2018, 07:35 PM

ციტატა(sekurifa @ May 9 2018, 07:29 PM) *
მერე რა რო ჰაერს ტოვებს? ეგაა მაგის დანიშნულება ისევე როგორც ჰაერის მომჭრელი. ეგ გამოტყორცნილი ჰაერი რაც ლულას ტოვებს უკვე ტყვიას კიარ აჩქარებს, პირიქით ხელს უშლის. სადღაც 10სმ ფასკის მერე ტყვია ტურბულენციას განიცდის და ზუსტად მაგ ჰაერს კვეთავს მოდერი.

ჰაცანის მოდერზე 5 5იანი დირკები მქონდა სამი ფირფიტა და ისიც დიდი მოდერი იყო.არ ეხებოდა საერთოდ. ეს კი 6მმ იანებია და 10სმ ით მეტი უნდა იფრინოს ტყვიამ. გაძვრება არ გადებს.

მერე რა და არაფერი biggrin.gif უბრალოდ მაინტერესებს თქო და ვფიქრობ ცდომილება იქნება ტყვიის სიჩქარისა.
ხო ვიცი, ეგ მასინაც მითხარი, თუ არ გასდებს მაშინ მოგილოცავ biggrin.gif თუ გასდებს და გაადიდებ და ეგ იქნება smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services