თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ტყვიები, ზეთები, საწმენდი საშუალებები _ პნევმატურ თოფზე ლულის გაწმენდა

პოსტის ავტორი: ganja1981 Mar 25 2012, 09:33 PM

ბიჭებო marauder-ის წმენდაზე სადმე არის აქ ლინკი? ანუ ვერ გავიგე ლულის წმენდის დროს როგორ უნდა მოვიქცე...?
იმას ვგულისხმობ, რომ შაშხანის წმენდა ტყვიის მიმართულების საწინააღმდეგოდ კატეგორიულად არ შეიძლება და როგორაა ეს პნევმატიკის შემთხვევაში? marauder-ზე შომპოლი უკნიდან როგორ გავატარო? smile.gif ანუ საიდანაც ტყვია იდება. მოკლედ ამიხსენით marauder-ის პატრონებმა როგორ წმინდავთ ლულას...

წინასწარ დიდი მადლობა...

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 25 2012, 09:53 PM

ganja1981
ნუ ლულის წინიდან წმენდა პნევმატიკაშიც მიუღებელია. აუცილებელია უკანა მხრიდან გაწმენდა.

მარადიორზე ყველაფერი იოლად გვარდება, შენ მაგაზე ნუ ნერვიულობ ახლავე აგიხსნი, სანერვიულო აქვთ სხვა თოფების მფლობელებს თორემ მარადიოზე ყველაფერი კარგადაა მოფიქრებული smile.gif

მოკლედ ინსტრუქცია შემდეგია:

1) კლიპი ამოღებულია ფუჭი გასროლა გაკეთებულია, ან სასხლეტი საბრძოლო პოზიციიდან მოხსნილია
2) ჩახმახი, ანუ მიმწოდებელი წინა პოზიციაში უნდა იყოს და ჩაკეტილი.
3) ჩახმახი რომ ზის ბუდეში, მაგას აკვირდები მარცხენა მხრიდან, დაინახავ ვინტს რომელიც იჭერს ჩახმახს. ეგ ვინტი უნდა მოხსნა, მოხსნისას ფრთხილად იყავი ვინტს შაიბა აქვს და არ დაკარგო.
4) ვინტის მოხსნის მერე, ჩახმახი უკან გამოწიე სანამ არ გამოვა კოლოფიდან
5) მორჩა პირდაპირი წვდომა გაქვს ლულის უკანა მხარესთან, დაიადე შამპოლი და წავიდა წმენდა - უბრალოდ ფრთხილეად იყავი ლატუნის ჯაგრისიან საწმენდთან, მარადიორს, ლულაში უკანა მხარეს ჩაყოლებული აქვს რეზინა, რომელიც ჩახმახის ჩაკეტვისას ჰაერს უკან არ აპარებს, მოკედლ ეგ რეზინა არ დააზიანო. დანარჩენი პრობლემები მანდ არაა.
6) გაწმენდის დამთავრების მერე იასნია ჩახმახს ისევ სვავ თავის ადგილზე, თუ ისე მოხვდა რომ ცოტათი შესვლის მერე გაეჭედა ჩახმახი და აღარც წინ მიდის და აღარც უკან, ნუ ებრძოლები, დააკვირსი კოლოფზე არის, ასევე უკანა ზემოთან მხარეს ერთი ვინტი, ეგ ვინტი ამოხრახნე და მერე ჩახმახი უპრობლემოდ ჩაჯდება. თუ ჩახმახის ჩაჯდომისას გაითვალისიწნებ და ჩახმახზე არსებული ვინტის ხვრელს ისე არ შეაცურებ რომ ვერტიკალურად იყოს ეგ ხვრელი განთავსებული, მაშინ ზემოთა ვინტის თავი არ ჩახტება მაგ ხვრელში და აღარ გაგაწვალებს, შედეგად ზედმეტად ზემოთ არსებული ვინტი მოსახსნელი არ გექნება.
7) ჩახმახის ბუდეში დაბრუნების შემდეგ მოუჭირე ის ვინტი რომელიც მე-3 პუნქტშI მოხსენი.

მორჩა სულ ეგაა smile.gif

პოსტის ავტორი: ganja1981 Mar 25 2012, 10:34 PM

დიიიიიდიიიიიი მადლობა!!!

პოსტის ავტორი: ganja1981 Mar 25 2012, 10:46 PM

და ბარემ ძალიან თუ არ შეგაწუხებ შომპოლის ლინკიც იქნებ დამიდო როგორი უნდა თორე მე რაც მაქ სახლში ის ბოლომდე არ წვდება მოკლეა ანუ...

პოსტის ავტორი: cz80 Mar 25 2012, 11:14 PM

ganja1981
მაგნუმში ქონდათ ადრე (გუდვილში) , მანდ ვიყიდე მე და ნორმალურად ვხმარობ..
ვერ გეტყვი, ეხლა აქვთ თუ არა...

პოსტის ავტორი: ilariona Mar 25 2012, 11:36 PM

cz80
ისეთები აღარ აქვთ, ახლა რაც აქვთ არაა მთლად კარგი, ანუ ლითონისაა და შესაძლოა დააზიანოს ლულა!

პოსტის ავტორი: ganja1981 Mar 25 2012, 11:46 PM

სადმე ამერიკაში არაა? რამე საიტი ხომ არ იცით რომ ყიდიდეს პნევმატური იარაღის საწმენდ აქსესუარებს

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 26 2012, 12:03 AM

ganja1981
აქ მაგნუმს ადრე რაც ჰქონდა 10 ლარი ღირდა, ახლა არარ აქვს, ეგეტები.

ამერიკაში უნდა ნახო Dowey ფირმის, მაგრამ დიდი ფასი აქვს, და პლიუს ტრანსპორტირების საფასურიც დიდი გამოვა იმის გამო რომ დიდ ცილინდრშია ჩადებული.

კაროჩე ახვალ მგონი 100-150 ლარამდე smile.gif, მაშIნ ისევ მაგნუმში მიხვიდო და ძვირიანი 100 ლარიანი იყიდო ის ჯობია smile.gif

პოსტის ავტორი: ganja1981 Mar 26 2012, 09:17 AM

ვახ ვეღარ გავიგე რა ამ საქართველოში როგორ არაფერი არ იშოვნება... sad.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 26 2012, 09:33 AM

მე შემეშალა ფირმის დასახელება ბლინ, Dowey კი არა Dewey არის smile.gif, მოკლედ http://www.amazon.com/Dewey-Coated-Rod-Jag-177/dp/B001OPLEM8/ref=sr_1_17?ie=UTF8&qid=1332743299&sr=8-17



26 დუიმიანი ლულიებისთვისაა ანუ ჩვენებურად 66 სანტიმეტრიანია. მარადიორის ლულა 50 სანტიმეტრია, ნუ პლიუს უკან ადგილი სადრაც 10 სანტიმეტრი, კაროჩე იდეალურად ეტევი ზომებში (პლიუს ჩოთქებს დაუყენებ ამ შტუკას....), ცუდი ისაა რომ ღირს $35.99, თავის შიდა შიპინგიანად გამოდის $35.99 + $6.21 shipping ანუ 42.2, პლიუს ქართული კომპანიების ჩამოტანის საფასური დაამატე, სადღაც 2-3 კილოს ჩაგითვლიან იმის გამო რომ ეგ შუკა რომ არ გატყდეს დევს მრგვალ 6 სანტიმეტრის დიამეტრისა და 1 მეტრი სიგრძის პლასტიკატის მილში.

ანუ უხეშად გამოგდის 42.2 + 16 ან 24$, სადღაც საშუალოდ გამოდის 60-65$ დანარჩენი შენ გადაწყვიტე


პოსტის ავტორი: ganja1981 Mar 26 2012, 10:19 AM

ხო, მაგრამ მეტრიანით, რომ გავზომე ლულა+ის უკანა ნაწილი გამოვიდა 77 სანტიმეტრი...

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 26 2012, 10:29 AM

ganja1981
კოლოფის უკნიდან ლულის უკანა მხარემდე არის 87-88 მილიმეტრი, ლულა მარადიორს აქვს 50 სანტიმეტრიანი. ის რაც შენ გაზომე და 77 სანტიემტრი გამოგივიდა, არის შრაუდერი, ანუ ლულაზე ზემოდან წამოცმული ჰაერის დამჭერი! smile.gif

მოკლედ ეგ სქელი შტუკა შენ რომ ლულა გგონია დაიჭირე ხელში და მოატრიალე, დაიწყებს ტრიალს, ატრიალე, ატრიალე სანამ უკანა მხარეს რეზბიდან არ გამოვა, მერე წინ გაწიე და მოხსენი, დაინახავ რეალურად ლულა რამხელაა და სად მთავრდება! smile.gif

ლულა მარადიორს უმთავრდება რვიანთან, წინიდან დამტენ პორტთან რომ უკეთია smile.gif

ახლა გადავხედე, პირველ გვერდზე, პირველ პოსტში აშკარად მიწერია რომ შრაუდერი სძვრება!

აგერ რამდენიმე სურათი, შრაუდერის დამაგრების ადგილი კოლოფთან


აგერ ბატონო როგორ არის მოხსნილი და შიგნით გაცილებით წვრილი ლულა ჩანს.

ეს კი რა ყრია შრაუდერში რომ ჰაერი მოკვეთოს



ეს კი რეალურად ლულა სად თავდება




პოსტის ავტორი: ganja1981 Mar 26 2012, 11:15 AM

გასაგებია, ანუ წმენდისას ლულაზე რაც არის წამოცმული სქელი "შრაუდერი"ეგეც უნდა მოვხსნა ხო, ხო სწორედ გავიგე?

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 26 2012, 11:17 AM

ganja1981
არა კაცოუ! ეგ მოხსენი რომ რეალური ზომა დაინახო მეთქი (თავიდან ხომ დაწერე გავზომე 77 სანტიმეტრიაო, ხოდა რომ ამეხსნა მაგხელა არაა ლულა მეთქი მაგისთვის დავწერე). ეგ არაფერში არ გიშლის ხელს, იყოს ზედ რავარც არის, ტრუბაა რა, არაფერს აკეთებს და არანაირად არ გიშლის ხელს წმენდისას.

პოსტის ავტორი: ganja1981 Mar 26 2012, 11:37 AM

კი მაგრამ შომპოლი ბოლომდე თუ არ გავიდა ჭუჭყიანი პაჩი როგორ მოვაშორო.....???

პოსტის ავტორი: ilariona Mar 26 2012, 12:02 PM

მოდით აქ განვიხილოთ ყველა მოდელზე ლულის გაწმენდის ვარიანტები.

ახლა მარადიორის თემაში აღმოვაჩინე, რომ მარტო ამაზე მიდის საუბარი და გადმოვიტან აქ. როდესაც ვინმეს საკუთარ თოფზე დასჭირდება რჩევა, გთხოვთ გამოიყენოთ ეს თემა.

მარადიორის თემიდანაც გადმოვიტან აქ.

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 26 2012, 12:27 PM

ganja1981

ციტატა(ganja1981 @ 26th March 2012 - 12:37 PM) *
კი მაგრამ შომპოლი ბოლომდე თუ არ გავიდა ჭუჭყიანი პაჩი როგორ მოვაშორო.....???

თუ პაჩებს ანუ ბამბის ნაჭრებს იყენებ მაშინ გინდა არ გინდა უნდა მოაცილო შრაუდერი, ისე მართლა შიგნით დარჩება smile.gif

პოსტის ავტორი: ganja1981 Mar 26 2012, 12:29 PM

ხო მაგას ვგულისხმობდი smile.gif ანუ ან 77 სმ-იანი შომპოლი მჭირდება ან შრაუდერის მოხსნა ყოველი გაწმენდისას. და ამ შრაუდერის მოხსნა გაკეთება რთულია თუ მარტივად ხდება ეგ ამბავი...?

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 26 2012, 01:52 PM

ganja1981

ციტატა(ganja1981 @ 26th March 2012 - 01:29 PM) *
და ამ შრაუდერის მოხსნა გაკეთება რთულია თუ მარტივად ხდება ეგ ამბავი...?

თუ ერთხელ მაინც არ მოხსენი ისე ვერ დაიჯერებ. დაატრიალე, დაატრიალე და biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

P.S. და ყოველ გაწმენდაში რას გულისხმობ რამდენ ხალში ერთხელ აპირებ გაწმენდას smile.gif, მაგი ცეცხლსასროლი კი არაა ყოველი ნადირობის მერე რომ მიხვალ სახში დაშალო და გაწმინდო, მაგას ლულის გაწმენდა კაკრაზ არ უყვარს smile.gif

მინიმუმ 2-3 ათარი გასროლა გინდა და მერე გაწმინდე, თუ სპორტში აპირებ გამოყენებას მაშინ დეგერხა, ყოველ 100-200 გასროლაზე უნდა წმინდო smile.gif

პოსტის ავტორი: ganja1981 Mar 26 2012, 11:06 PM

ვსიო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მივიღე დიდი მადლობა ყველას!

პოსტის ავტორი: foxi May 6 2012, 02:35 PM





პოსტის ავტორი: ikaaa May 6 2012, 08:52 PM

წინიდან ის პლასმასის მილი რაღათ უნდა, ვერ გავიგე.

პოსტის ავტორი: gregory May 6 2012, 09:45 PM

ციტატა(ikaaa @ 6th May 2012 - 09:52 PM) *
წინიდან ის პლასმასის მილი რაღათ უნდა, ვერ გავიგე.
ikaaa
ნუ ვითომ შრაუდერში რომ ადვილად გაუყარო და არ დააზიანო ...


პოსტის ავტორი: davita76 May 12 2015, 12:28 PM

WD 40 ით რო გავწმინდო ლულა ატ 44 ზე ხომ შეიძლება?

პოსტის ავტორი: koknar May 12 2015, 01:00 PM

davita76
ეგ მგონი ტყვიის ნარჩენებს არ ხსნის, ჟანგის და ეგეთი მაიმუნობებისაა, ზეთი უნდა ლულის საწმენდი ტყვია რო მოაცილოს და მერე გამშრალება კარგათ

პოსტის ავტორი: davita76 May 12 2015, 01:10 PM

koknar
მადლობა გაიხარე

პოსტის ავტორი: Multi-Tool May 12 2015, 05:27 PM

davita76


http://www.radikal.ru

ეგ ხსნის ტყვიას.

პოსტის ავტორი: davita76 May 12 2015, 05:53 PM

Multi-Tool
დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: SVD Aug 7 2015, 01:12 AM

რადგან ლულის წმენდასთან არის დაკავშირებული მეც დავწერ.ესეიგი აი სადაც იარაღს აწერია კალიბრი და გამოშვება მაგ ადგილას შიგნიდან აქვს თითქოს მიმხმარივით რაღაცნაირად ვერგავიგე,დღეს გავწმინდა ყურის ჩხირებით მაგრამ მაინც აქ და რავუშველო რამე ზეთი როამოაშოროს ან რავი რითი უნდა გაიწმინდოს?

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 7 2015, 08:10 AM

SVD
რომელ იარაღს? ან ხელმოწერა გააკეტე და იქ მიაწერე რა იარაღები გაქვს რომ ხალხს კითხვები არ უჩნდებოდეს, ან ნუ დაიზარებ ხოლმე და დაწერე რომელ იარაღზეა საუბარი, მე მაგალიტად არ მახსოვს შენ რომელი ფიშტო გაქვენ....

პოსტის ავტორი: SVD Aug 7 2015, 10:58 AM

კროსმან ვანტაჯი ამ იარაღზე მაქვს საუბარი

პოსტის ავტორი: Multi-Tool Aug 7 2015, 09:53 PM

SVD
ადრე თუ ჩაგიხედი მაგ ალულაში, ჰქონდა რამე?
სპილენძის მავთული გაატარე მანდ და გაიგებ რა ხდება.

პოსტის ავტორი: SVD Aug 8 2015, 01:18 AM

ციტატა(Multi-Tool @ Aug 7 2015, 10:53 PM) *
SVD
ადრე თუ ჩაგიხედი მაგ ალულაში, ჰქონდა რამე?
სპილენძის მავთული გაატარე მანდ და გაიგებ რა ხდება.

არა ადრე არ ქონდა ეხლა თითქოსდა მეჩვენება ნარეზებია დატხელებული ეტყობა კაიგაწმენდა უნდა.

პოსტის ავტორი: okela84 Aug 8 2015, 09:56 AM

SVD
ნარეზებში ჩაიგლისებოდა ტყვია ყველავარიანტში. მე არ გამიწმენდია ჩემი ლულა არასდროს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველაზე ჩქარა პნევმატურებს უბინძურდებათ ნარეზი

პოსტის ავტორი: SVD Aug 8 2015, 11:40 AM

ციტატა(okela84 @ Aug 8 2015, 10:56 AM) *
SVD
ნარეზებში ჩაიგლისებოდა ტყვია ყველავარიანტში. მე არ გამიწმენდია ჩემი ლულა არასდროს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველაზე ჩქარა პნევმატურებს უბინძურდებათ ნარეზი

მეც ეგრე მგონია.მაგნუმში თუ იქნება სპეციალური საწმენდი ჯოხი თავის ჩოთქებით?

პოსტის ავტორი: userman Nov 17 2015, 06:45 PM

ლულის ნარეზის გასაწმენდად რომელი ზეთის ხმარება ჯობია ?

ბალისტოლის თუ ოტის ზეთის ?

პოსტის ავტორი: pilotina Nov 17 2015, 06:59 PM

userman

ციტატა(userman @ 17th November 2015 - 07:45 PM) *
ლულის ნარეზის გასაწმენდად რომელი ზეთის ხმარება ჯობია ?

ბალისტოლის თუ ოტის ზეთის ?


ოტისის ზეთი იხმარე თუ ძაან დაბინძურებულია ლულა. თუ არაა ძააან ჭუჭყიანი ბალისტოლი იდეალურია, ტყვიასაც ხსნის, ზეთავს და ჟანგისგანაც ინახავს. არც რეზინებს აზიანებს. ოტისმა შეიძლება რეზინები დაგიზიანოს.

პოსტის ავტორი: Multi-Tool Nov 17 2015, 07:00 PM

მე ბალისტოლს ვხმარობ და მომწონს. მეორე არ მიხმარია
და ვერ შევადარებ.

პოსტის ავტორი: userman Nov 17 2015, 07:05 PM

ციტატა(gabrichidzegocha @ 17th November 2015 - 08:00 PM) *
მე ბალისტოლს ვხმარობ და მომწონს. მეორე არ მიხმარია
და ვერ შევადარებ.


მე კიდევ პირიქით ოტის ზეთს ვხმარობ და ბალისტოლის არ ვიცი , ისე ბალისტოლი უფრო ნაკლები ღირს

პოსტის ავტორი: SCORPIONS Nov 17 2015, 07:24 PM

userman მე ვხმარობ ბალისტოლს,სპირტის 100გრამიან ბოთლებში აქვთ ხოლმე მაგნუმში და არ ვემდური. 7 ლარი მივეცი და მგონი ეგ ზეთი სიბერემდე გამყვება wink.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: iduka Jan 3 2016, 01:19 PM

გამარჯობა. მეგობრებო მგონი ზედმეტად წვალობთ პნევმატიკის წმენდით. მაქვს Feinwerkbau 600 ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში ნაყიდი. ამ ზაფხულს შევიძინე Feinwerkbau 800 X და პისტოლეტი steyr lp10, მათი ერთადერთი რეკომენდირებული წმენდა - ნაბდის ქეჩების სროლაა, მოზრავი და ხელშესახები დეტალების იზეთება მსუბუქად, იარაღები იდეალურად მუშაობს.

პოსტის ავტორი: SVD Jan 3 2016, 04:12 PM

გვანახე ერთი ეგ ფიშტოები.ეგენი ისეთი თემაა მე რომ ვთქვა ბუგატი მყავს თქო არავინ დამიჯერებს.ისიც დაწერე სად და რამდენად იყიდე

პოსტის ავტორი: iduka Jan 4 2016, 09:16 AM

სპეციალურად გადაღებული სურათები არ მაქვს 800 მოდელის, აი პისტოლეტები და 600 მოდელის ვიპოვე. 10 იანვრის მერე ვიქნები ტირში და გადავუღებ თუ გნებავთ.

აქ სურათი როგორ ავტვირთო?

პ.ს. ამით მინდოდა მეთქვა რომ როგორი სერიოზული მწარმოებელიცაა ფაენი და შტეერი, რეკომენდირებულად არ მიიჩნევენ პნევმატური იარაღების "ხეხვას". თორემ ყველამ თავის თოფის თითონ იცის...

პოსტის ავტორი: iduka Jan 4 2016, 09:28 AM


პოსტის ავტორი: ja_ja Jan 4 2016, 11:21 AM

iduka
შენ იმას არ ითვალისწინებ რომ მაგ შტეერის და ფაენს ლულები უკვე გაპრიალებული აქვს, ანუ პალიროვკას რომ ეძახიან, შედეგად ტყვიის ნადები ლულაში იმდენი აღარ რჩება.

თუმცა გარწმუნებ ჩემთან არაერთი LP10 და LP1 მოუტანიათ გასაკეტებლად და ლულის ირგვლივ ჩამოცმული ალუმინის კარკასი და ხვრელები საკმაოდ მოშნადაა ხოლმე გამოტენილი ტყვიის წვრილი დისპერსიული მტვერით. ხელს მოკიდევ და ხელი ეგრევე შავ, მორუხო, მოლურჯო ხდება თითქოს და გრაფიტის ტაოტიან დეტალს მოკიდე ხელიო.

ასე რომ ტყვიის ანაქერცლი მანდაცაა, უბრალოდ იმის გამო რომ ლულების შიგნითა ხვრელი გაპრიალებულია ძალიან ცოტა მტვერი რჩება თვითონ ლულის შიდა კედლებზე, მაგრამ ერთი LP10-ის ლულა მაქვს გაწმენდილი ჩვეულებრივი მეთოდით და რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს და ეწინააღმდეგებოდეს შტაერის რეკომენდაციებს, კაი ბლომად ჭუჭყიანი ბამბის ტილო გამოვიღე.

P.S მე მაქვს Stayr LG110 და მაგის ლულასაც საკმაოდ ხშირად უნდა ლულის წმენდა თორემ ეგრევე იწყება ხოლმე ტყვიების გაფანტვა. თან ოლიმპიურ 10 მეტრზე არ მაქვს საუბარი, მანდ ერთი ტყვიის დიამეტრის ხელა ხვრელია და ტყვია ტყვიაში ჯდება, მაგრამ აი 50 მეტრზე უკვე სულ სხვა სურათია sad.gif

პოსტის ავტორი: userman Jan 12 2016, 12:12 PM

ეს ზეთი გამოდგება თუ არა ნარეზის გასაწმენდად ?

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 12 2016, 01:18 PM

userman
არ გააკარო პნევმოს ლულას!

ეგ არის ტუტე შემცველი ზეთი, ცეცხლსასროლისთვის, ცაცხლსასროლში სულ სხვა შენადნობის და მარკის ლულები გამოიყენება, პნევმატიკაში კი გაცილებით იაფიანი და მარტივი ფოლადებია, ზოგჯერ კი პროსტა რკინაა ოდნავი წრთობით. შედეგად ეგ ტუტე ნადებთან ერთად ისე გემრიელად ამოგიხრამუნებს ლულაში რაკოვინებს რომ მერე მაგ რაკოვინებში დაიწყებს ტყვიის ნადები გაცილებით მალე ჩაგროვებას და ამობურცული კუნძულების გაკეტებას, რაც შემდეგში უფრო და უფრო ცუდათ იმოქმედებს მიზანზე.

პნევმატიკისთვის გინდა არ გინდა არის, მხოლოდ ერთი მისაღები ზეთი ნადების მოსახსნელად, ეგ არის http://www.amazon.com/s/ref=nb_sb_noss?url=search-alias%3Dsporting&field-keywords=Ultra+Bore+Solvent+. არის სხვადასხვა შეფუთვის და მაქედან გამომდინარე ფასის. ნახავ ამაზონზეც, იბეიზეც და პირამიდზეც, სადაც გაგიხარდება იქ იყიდე.

გამოყენების წესი უხესად შემდეგია, დაიტანე ეგ ზეთი ნეილონის ჩოთქზე (ლატუნის ჩოთქი არაა საჭირო), თუ ნეილონის ჩოთქი არ გაქვს, შეგიძლია ბამბის ნაჭრით ისარგებლო, მაგრამ ნაჭერს ცუდი თვისება ის აქვს რომ ყველგან არ ტოვებს ზეთს და ზოგან გამოწმინდავს... მოკელდ ჩოთქს აპიპინებ მაგ ზეთით და ლულაში 2-3-ჯერ გაატარე, შედეგად ლულაში მაგ სეთი დარჩება ოხრად და ეგრე დატოვე 5-10 წუთი,

შემდეგ კიდევ ერთხელ იგივე გააკეთე და დაინახავ რომ მოშნად ჭუჭყიანი გამოდის ჩოთქიც და ზეთიც... კიდევ აცადე მაქსიმუმ 5 წუთი და მერე დაიწყე აქტიურად მაგის გამოტანა, ანუ აქ უკვე გინდა, ან ბამბის ჩოთქები ოხრად, ან ბამბის ნაჭრები. დაიწყებ ჯერ გამოსუფთავებას და გამოვა მოშნად ჭუჭყიანები, მერე ცოტა სუფთა რომ გამოვა უკვე ბამბის ნაჭერი ან ჩოთქი დაასველე მაგ ზეთით და კიდევ 4-5-ჯერ გაატარე რომ რაღებში თუ სადმე რაიმე არ ამოიწმინდა ისიც რომ დაიძრას და მერე უკვე საბოლოოდ გამომშრალება გასუფთავებაზე გადადიხარ, ანუ იმდენ ჩოთქვს, ან ნაჭერს იყენებ სანამ ბოლოს სუფთა არ გამოვა ლულიდან, ვსიო ეგაა მთელი რეცეპტი smile.gif

პოსტის ავტორი: userman Jan 12 2016, 01:27 PM

ja_ja

მადლობთ ყურადღებისათვის.

პოსტის ავტორი: mister_io Feb 2 2016, 01:45 PM

სალამი ფორუმელებო, ჩემს ფანტომს ლულა აქვს გასაწმენდი რო გავიხედავ შიგნით აშკარად ეტყობა რო ცუდ დღეშია, აქ წავიკითხე რო ბალისტოლს იყენებთ რამდენიმე ფორუმელი და ისიც წავიკითხე რომ განსხვავებაა ამ ზემოთ აღნიშნულ ზეთებს შორის
აქ დავდებ რამდენიმე ლინკს და იქნებ მირჩიოთ რომელი გამოვიყენო
http://western.ge/product/ballistol-2/
http://western.ge/product/ballistol/
http://western.ge/product/ballistol-3/

პოსტის ავტორი: pilotina Feb 2 2016, 03:25 PM

mister_io

ციტატა(mister_io @ 2nd February 2016 - 02:45 PM) *
წავიკითხე რო ბალისტოლს იყენებთ რამდენიმე ფორუმელი


http://www.pyramydair.com/s/a/Ballistol_Lube_Non_Aerosol_4oz/5141უკვე რამოდენიმე წელია ცეცხლსასროლზეც და პნევმატიკაზეც და არავითარი პრობლემა არ შემქმნია. პნევმატიკის რეზინებსაც არ აზიანებს.
შენი მოყვანილი ლინკებიდან ბოლოს გირჩევდი, ნეიტრალურ ბალისტოლს. პირველიც კაია, მარა წასაკითხია ყურადღებით მოხმარების ინსტრუქცია, თუა გათვლილი რეზინის დეტალებზეც.

პოსტის ავტორი: mister_io Feb 2 2016, 06:06 PM

pilotina
მადლობა გაიხარე, მე ზ.დ.პ მაქვს და რეზინები არაქვს ლულის გადამშვებთან როა იმას თუარჩავთვლით ასე რომ მაგმხრივ პრობლემა არუნდაიყოს მე ეგმაშინებს რო პნევმატიკის ლულა უფრო სუსტი შენადნობისგანაა დამზადებული ვიდრე ცეცხლსასროლის და ნარეზებს არაფერი დავმართო და თან ნადების მოშორებაც შევძლო კარგად smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: pilotina Feb 2 2016, 06:50 PM

mister_io

ციტატა(mister_io @ 2nd February 2016 - 07:06 PM) *
მე ეგმაშინებს რო პნევმატიკის ლულა უფრო სუსტი შენადნობისგანაა დამზადებული ვიდრე ცეცხლსასროლის და ნარეზებს არაფერი დავმართო და თან ნადების მოშორებაც შევძლო კარგად


მაშინ შეგიძლია პირველი და ბოლო ლინკები როა, ეგენი გამოიყენო თამამად, არფერი მოუვა ლულას. smile.gif
შუა ლინკი როა, მაგაზე ვერაფერს გეტყვი, არ შემხვედრია არასდროს. unknw.gif

პოსტის ავტორი: mister_io Feb 2 2016, 07:44 PM

smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: temo-777 Apr 25 2016, 11:30 AM

მოკლედ როგორც მივხვდი თემიდან ბალისტოლი უნდა გამოვიყენო შიგნიდან ლულის საწმენდად ხო?
ტიტანი მაქვს ზდპ.
და რითი უნდა გაიწმინდოს.+ დაახლოებით რა თანხებთანაა დაკავშირებული აქ მაღაზიებში.

პოსტის ავტორი: userman Apr 25 2016, 11:51 AM

temo-777

ციტატა(temo-777 @ 25th April 2016 - 12:30 PM) *
მოკლედ როგორც მივხვდი თემიდან ბალისტოლი უნდა გამოვიყენო შიგნიდან ლულის საწმენდად ხო?
ტიტანი მაქვს ზდპ.
და რითი უნდა გაიწმინდოს.+ დაახლოებით რა თანხებთანაა დაკავშირებული აქ მაღაზიებში.


იმედია ჟანგების მოსაცილებლად არ გინდა ნარეზების გაწმენდა . თუ მიზანში ისე ვეღარ მიდის და უბრალოდ ტყვიის ნადების მოცილება გინდა ლულიდან ცარიელი ბამბით სცადე გაწმენდა ( ზეთი მაინც არ გაქვს ნაყიდი smile.gif ) . აიღე სათევზაო ლარი 1.2 დან 1.5 მილიმეტრამდე სისქის და ორჯერ გრძელი ვიდრე ლულა. მოკეცე და გაუყარე ლულას ბოლოდან და ტყვიის ჩადების მხრიდან ამოსულში ჩადე ბამბა ( ბამბის რაოდენობას შენ თვითონ დაამუღამებ ) და გაწიე ლარი , ასე გააკეთე რამდენჯერმე სანამ სუფთა ბამბას არ გამოიღებ . შემდეგ ისროლე მიზანში თუ ყველაფერი კარგადაა მემგონი ზეთის ყიდვასაც გადაიფიქრებ smile.gif smile.gif biggrin.gif .

პოსტის ავტორი: temo-777 Apr 25 2016, 03:26 PM

userman
გასაგებია,მადლობა,გავწმინდე. smile.gif
ახლა მაინტერესებს სადმე დეკონვერსაციაზე არის აქ თემა?
ვერ ვნახე და მგონი ჩემს ტიტანს დიზელის ეფექტი აქვს,
ბოლი შევამჩნიე ცოტა რაოდენობით

პოსტის ავტორი: ნიკა Oct 21 2017, 09:01 PM

გამარჯობა, https://www.ebay.com/itm/Bore-Snake-Cleaner-17-22-30-38-308-Cal-12-Gauge-Rifle-Pistol-Cleaning-/272524673692?var=&hash=item3f73bc829c:m:mAQ_GYkt3vZWggapxtRopoA რას მეტყვით? ღირს ყიდვა? და რო რამე იყოს მშრალით გაწმენდა უშველის? ხშირად მიწევს ხოლმე უხარისხო ტყვიების სროლა და ბევრ ნაგავს ტოვებს სავარაუდოდ

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 21 2017, 09:46 PM

ნიკა

ციტატა(ნიკა @ 21st October 2017 - 10:01 PM) *
და რო რამე იყოს მშრალით გაწმენდა უშველის

მშრალი გაწმენდა ეგ რა არის? რაიმე ახალი მეთოდია თუ საკუთარ თავს ატყუებ? ეგეთი რამე არ არსებობს არც ცეცხლსასროლში არც პნევმატიკაში და არც სტრაიკბოლში. თუ არ დასველდა, დალბა და მოცილდა ზედაპირს, უხახუნე მშრალზე რამდენიც გინდა არაფერი არ იმუშავებს...

გასაწმენდათ გირჩევ ნორმალური შომპოლი იყიდო და თუ წინასწარ შენთვითონაც იცი რომ უხარისხო ტყვიაა რაღაც ტენი საკუთარ თოფში? თოფს ვერ იტან თუ რა ხდება? ჩემი ბავშობისას კომუნიზმის დროს ფიზიკურად ტყვიები არ იყო და ვისროდით პლასტენილს, ლურსმანს ქვას და სხვა უბედურებას, და დღეს ოხრადაა არჩევანი რას ერჩი საკუთარ თოფს?

საველე პირობებეში შეგიძლია გამოიყენო სასროლი ქეჩები რომელიც ლულის საქმენდათ გამოიყენება, მაგრამ ეგ არის ლაითი საშუალება და მშრალზე ეგეც არაფერს აკეთებს, სპეციალური ზეთი უნდა მაგასაც ოღონდ ცეცხლსასროლის არა....

მოკლედ რეალური მოქმედი რჩევები:

1) იყიდე ნორმალური შომპოლი და იმით გაწმინდე შესაბამისი საწმენდი ზეთით დასველებით გამოხეხვით და ბამბის ნაჭრებით

2) შეეშვი ყველანაირი უბედურების ჩადებას ლულაში, დღეს რომ ვერ ითბენ და რაღაც იაფიანს ყიდულობ, ოღონდ და გაისროლო, მეორე დღეს ხარიხსიანს იყიდი მაგრამ შედეგი იგივე გექნება იმიტომ რომ წინა ბანშმა ტყვიებმა უკვე გაგიფუჭეს საქმე

3) ნორმალური ტყვიებით სროლისას პერიოდულად ლაითი გაქმენდა ლულის შეგიძლია სასროლის ქეჩებით, მაგრამ ეგეც აუცილებლად ზეთით უნდა დაასველო, თან თავისი მიმდევრომა აქვს, და რაც მთავარია ეგ არ არის რეალური გაქმენდა, ეგ არის ოდნავ სახელდახელოთ რაღაც პატარაზე გამოწმენდა...

პოსტის ავტორი: ნიკა Oct 21 2017, 10:20 PM

ja_ja ზედა პოსტებს გადავხედე და იმიტომ ვიკითხე მშრალზე. ანუ ბალისტოლი გამოვიყენო ხო? და ესეიგი ეს თოკი არ ვარგა. მადლობა ამომწურავი პასუხისთვის

პოსტის ავტორი: userman Oct 22 2017, 05:01 AM

ნიკა

ციტატა(ნიკა @ 21st October 2017 - 11:20 PM) *
ja_ja ზედა პოსტებს გადავხედე და იმიტომ ვიკითხე მშრალზე. ანუ ბალისტოლი გამოვიყენო ხო?


მშრალ გაწმენდაზე მე დავწერე და აქვე ვიტყვი , რომ მე ჩემი გამოცდილება გაგიზიარეთ ,რომელიც თქვენ შეგიძლიათ გაიზიაროთ , ან არ გაიზიაროთ.
თუმცა მაგის შემოწმება არც თუ ისე ძნელია smile.gif , მითუმეტეს საწმენდი ზეთი თუ არა გაქვს.
ზეთს რაც შეეხება , ყველაზე უკეთესი ვარიანტია ოტის ზეთი , რომელის ყიდვაც გრიგორთანაა შესაძლებელი .
შომპოლზე წამოაცმევ ნეილონის ჯაგრისს დანამავ ამ ზეთით დააცდი 15-20 წუთი და შემდეგ გამოწმედ.

კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემს მეთოდებს გაწმენდაზე ( რათქმა უნდა შედეგი , რომ აქვს იმიტომ ).
1) თუ ერთი სახეობის ტყვიიდან გადადიხართ სხვა სახეობის ტყვიაზე ზეთით გაწმენდა აუცილებელია.
2) თუ ერთი და იგივე ტყვიას ვხმარობთ ( უმრავლესობა ჯსბის ხმარობს ალბად) . მაშინ 300 ( თუნდაც 200 გასროლაზე იყოს . თუ არ წაადგება საქმეს , დაშავებით არაფერი დაშავდება ) ტყვიის გასროლის შემდეგ ვწმენდ მშრალი ბამბით . ამის შემდეგ კიდევ 300 გასროლის შემდეგ ვწმენდ უკვე ზეთის გამოყენებით.
ამ მეთოდს ზეთის დაზოგვის მიზნით არ ვიყენებ . უბრალოდ ზეთიანი ლულის გაწმენდა უფრო მეტ დროს მოითხოვს . ყველაფერს , რომ თავი დავანებოთ შედეგი მაქვს და იმიტომ .

აქვე ვიტყვი; იდეში, გაწმენდის შემდეგ, ლულას, 50 ტყვია მაინც უნდა გაასროლინო, რომ შემდეგ უკეთესი სიზუსტით ისროლოს.
თუმცა ჩემს შემთხვევაში თავიდანვე ზუსტად ისვრის , ისევე როგორც 50 ტყვიის გასროლის შემდეგ.

პ.ს. გინდ დაიჯერეთ გინდ არა. smile.gif არის კიდევ ასეთი გამოთქმა : ,, ქებას ნახვა ჯობიაო ""! ხოოდა ნახეთ ... smile.gif

პოსტის ავტორი: okela84 Oct 22 2017, 11:53 AM

შტეერის სერტიფიცირებული წარმომადგენელი საუბრობს ლულის გაწმენდაზე 18:00-დან ამ ვიდეოში.


პოსტის ავტორი: userman Oct 22 2017, 12:42 PM

okela84

ანუ ზეთს არ ხმარობს . მხოლოდ სუფთა ნაჭერს ახსენებს . არადა მეგონა გაწმენდის ამ მეთოდს ჩემი სახელი დაერქმეოდა biggrin.gif .



პოსტის ავტორი: okela84 Oct 22 2017, 02:26 PM

userman
მე საერთოდ არ გამიწმენდია რამდენიმე ათასი გასროლა და რაც უფრო ბევრი ვისროლე გაუწმენდავად მით უფრო უკეთ ისროდა. 200-300 გასროლის შემდეგ ნუ შეადარებთ. ისროლეთ 3-4 ათასი ტყვია და შემდეგ შეადარეთ ვისაც არ გჯერათ

პოსტის ავტორი: giga2010 Oct 22 2017, 04:51 PM

ლულის წმენდა და შედეგები, ჩემი აზრით ლულის ხარისხზეც იქნება დამოკიდებული. თუ ლულა კარგი ხარისხის არის და არ აქვს ხაოები, კარგი პოლირებულია, ნაკლებ ჭუჭხს დატოვებს და შესაბამისად არ დაჭირდება ხშირი წმენდა

პოსტის ავტორი: userman Oct 22 2017, 09:35 PM

giga2010

ციტატა(giga2010 @ 22nd October 2017 - 05:51 PM) *
ლულის წმენდა და შედეგები, ჩემი აზრით ლულის ხარისხზეც იქნება დამოკიდებული. თუ ლულა კარგი ხარისხის არის და არ აქვს ხაოები, კარგი პოლირებულია, ნაკლებ ჭუჭხს დატოვებს და შესაბამისად არ დაჭირდება ხშირი წმენდა


სწორედ რომ ეგ ხაოები იძლევა სიზუსტეს . smile.gif

ერთი სიტყვით ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს .
პირველ რიგში მთავარია ზუსტი ლულა იყოს ვალტერის იქნება თუ ჭ-ე კლასის . გაწმენდა კი როგორც ვხედავ ინდივიდუალურია . ზოგისთვის ეს 1000 გასროლაზეა , ზოგისთვის 3000 , აი ჩემთვის კი 500 არ ვცდები.

პოსტის ავტორი: giga2010 Oct 22 2017, 09:57 PM

არ ვდაობ, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 23 2017, 09:04 PM

ეს რუსი ან სულ სხვა რამეს ამბობდა და კითხვა ვერ გაიგო ან სრული მარაზმი თქვა smile.gif მესმის რომ ინდივიდუალურია ყველას მიდგომა, მაგრამ ნუ მე პირადად აი პროსტა სუპერ ვერ დავეთანხმები დაჟე შტაირის ლულაზე, ხოლო სხვა ლულებთან მიმართებაში მისი ნათქვამის გამოყენება ... აი ჩემი გადასახედიდან რბილად რომ ვთქვათ არამართებულია და აი რატომ:

1) ნუ ჯერესერთი თვითონ ნაქებ წმენდის მეთოდზეც კი გაატარა ეგრეთქოდებული ტექნოლოგიური ქაღალდი და ჭუჭყიანი გამოვიდა

2) შტაირის ლულის შედარება, ან ვალტერის სპეციალურად დამუშავებული ლულების შედარება არ შეიძლება იგივე ვალტერის ჩვეულებრივ სერიასთან და მითუმეტეს კროსმანის ან თურქულ ლულებთან შედარება სულ ყველაფერი რომ გამოვტოვოთ ბანალური ლულების გაპრიალების გამო. ანუ ლულები კატის კვერცხებივითაა გაპროალებული და მინიმალური ნადები ახერხებს მის ზედაპირზე დაგროვებას, დაჟე მქონდა CZ-ს ლულა რომელსაც ჩოკთან საკაიფო ტალღები ჰქონდა და მომიწია კარგად ჩალიჩი და პრიალი რომ ეგ ტალღები მომეცილებინა....

3) ვინ დააკვირდით იმ ტერმინს რომ ყოველი სროლის მერე ლულას გაწმენდა უნდაო... ახლა აღიარეთ რომელი წმინდათ ყოველი ნადირობის, ან ვარჯიშის მერე ლულას... და აღიარეთ რომელი ზიხართ ერთ კონკრეტულ ტყვიაზე და არ გადადი გადმოდიხართ ერთი ტყვიიდან მეორეზე?

4) ეს მე-4 პუნქტი დაფუძნებულია წინა პუნქტზე... ტიპი ვარჯიში იქნება თუ შეჯიბრი დარწმუნებული ვარ ისვრის ერთი და იგივე ტყვიას, და მაქსიმუმ 150-200 გასროლას აკეთებს, ეგეც მაქსიმუმ შემთხვევაში და პლიუს იმას არ ამბობს რომ ყოველი სერიის მერე, ანუ ვთქვათ BR-ის შემთხვევაში ყოველი 25 ან 50 გასროლის მერე ლულას წმინდავს, ანუ სერია ჩაამთავრე, შედმეგ სერიამდე დრო გაქვს სანამ სხვა ისვრის და მსაჯი ქულებს თვლის.... წავიდა ლულის წმენდა, მსოფლიო შეჯიბრების ვიდეოებს მაინც გადახედეთ

5) პირადი გამოცდილებიდან, რადგან მეც მაქვს ზუსტად ეგ მოდელი შტაირის, და ზუსტად ეგეთი მოკლე ლულით, შემიძლია ზუსტად ვთქვა რომ თუ 200-300 გასროლის მერე ლულას არ გაწმინდავ ტყვია უკვე ზუსტად აღარ მიდის და იმისათვის რომ ტყვიის ნადები მოვხსნა ჩქარა და ეფექტურად არანაირი მშრალი მეთოდი არ შველის საქმეს, იმენნა დარბილება ზეთით, მერე გამოწნედა, მერე ისევ დარბილება, გამოწმენდა, კიდევ დარბილება და გამოწმენდა, და მხოლოდ ამის მერე გამშრალებამდე ოხრად მშრალი პაჩების და ქეჩების გატარება.... არ მუშაობს მხოლოდ მშრალი ვინც რა არ უნდა მითხრას თუ არა და მივუშვებ ჩემს თოფთან და დამიმტკიცოს ფაქტებით smile.gif

6) სანადირო ლულებს ხალხი 1000 და 5000 გასროლამდე არ წმინდავს, პლიუს ხრახნები ზაუსენცებიანია რომელზეც კარგად ეტყაპნება რბილი ტყვიის ნასა და ყოველ შემდეგ ჯერზე უფრო და უფრო იმატებს, მქონია ისეთ ლულებთან შეხება რომელიც გაი ბლომად სპეც ზეთით დასველება გაქმენდის მერე ლულიდან მაინც ჭუჭყიანი ქეჩა გამოდიოდა და პროსტა პატრონისთვის მიმიცია ხოლმე ბოდიშების მოხდით რომ უკაცრავად, მაგრამ ამის ნერვები მე არ მაქვსთქვა smile.gif და ვინმეს უნდა მითხრას რომ მხოლოდ მშრალი ტრიაპკა და "ტექნოლოგიური ქაღალდი" გამოწმენდავს ლულას?

7) არანაირი ეგრეთწოდებული სუპერ ტექნოლოგიური ქაღალდის ქეჩები საჭირო არაა... ნებისმიერ მაღაზიაში შედით და იყიდეთ კოსმეტიკურ განყოფილებაში ბამბის მრგვალი ან ოთხკუთხედი ტამბონები, ნუ გოიგოები იყენებენ მაკიაღის მოსაცილებლად, დაიადეთ ყველაზე იაფიანი 1.50 ლარი ღის და კარფურში ხანდახან 1.20-ად იჩითება. 4.5-ს ნახევადი ტამპონიც კია რ უნდა ასე რომ ოხრად გეყოფად.

ახლა კი ადექით და გაატარეთ მშრალზე ეგ ტამპონი და გადადეთ გვერდზე (არა აქვს გატარების მეთოდს მნიშვნელობა, შომპოლით გაატღევთ თუ სპეც ლულის ძუით), შემდეგ ლულა დანამეთ პოლიეთილენის ქეჩის მეშვეობით OTIS-ის ზეთით და დატოვეთ ეგრე 5-10 წუთი, შემდეგ იგივე ზომის ბამბა აიღეთ და იგივე მეთოდით გაატარეთ ლულაში და აი მერე მითხარით მშრალ მეთოდმა მეტი ნადები გამოიტანა თუ ზეთიანმა მანდ მორჩემა მგონი კამათი, თუ მშრალი იგივე რაოდენობას გამოიტანს რასაც ზეთიანი, მაშინ მე ხელი ამიწევია, მაგრამ თუ ზეთიანზე უფრო მეტი ნადები გამოიტანა, მაშინ ერთხელ დასამუდამოდ მოვრჩეთ ახალი მეთოდების და ერთეული მარგალიტი ეგზემპლარების მიერ აღმოჩენილ კოსმოსური ტექნოლოგიების გამოყენებას.... რაც არ უნდა მაგარი შტაირი ედგას წინ ეგ არაფერს არ ნიშნავს

პოსტის ავტორი: userman Oct 24 2017, 09:41 AM

ja_ja

ციტატა(ja_ja @ 23rd October 2017 - 10:04 PM) *
ახლა კი ადექით და გაატარეთ მშრალზე ეგ ტამპონი და გადადეთ გვერდზე (არა აქვს გატარების მეთოდს მნიშვნელობა, შომპოლით გაატღევთ თუ სპეც ლულის ძუით), შემდეგ ლულა დანამეთ პოლიეთილენის ქეჩის მეშვეობით OTIS-ის ზეთით და დატოვეთ ეგრე 5-10 წუთი, შემდეგ იგივე ზომის ბამბა აიღეთ და იგივე მეთოდით გაატარეთ ლულაში და აი მერე მითხარით მშრალ მეთოდმა მეტი ნადები გამოიტანა თუ ზეთიანმა მანდ მორჩემა მგონი კამათი, თუ მშრალი იგივე რაოდენობას გამოიტანს რასაც ზეთიანი, მაშინ მე ხელი ამიწევია, მაგრამ თუ ზეთიანზე უფრო მეტი ნადები გამოიტანა, მაშინ ერთხელ დასამუდამოდ მოვრჩეთ ახალი მეთოდების და ერთეული მარგალიტი ეგზემპლარების მიერ აღმოჩენილ კოსმოსური ტექნოლოგიების გამოყენებას.... რაც არ უნდა მაგარი შტაირი ედგას წინ ეგ არაფერს არ ნიშნავს


პირველ რიგში ვიტყვი იმას , რომ ჰაერზე ლაპარაკი და რამის მტკიცება უარგუმენტოდ არ მიყვარს . არც უაზროდ გაწელილი კამათი მიყვარს , და არც თავის გამოჩენას არ ვაპირებ ...

მე ვხმარობ მხოლოდ ერთი სახეობა ტყვიას ატ-44-ზე. ესაა 0.547 გრამიანი . სწორედაც , რომ 300 გასროლის ან შეიძლება 500-იც ვისროლო მაგრამ მეტი აღარ. ამის შემდეგ აუცილებლად ვწმენდ ლულას . იმიტომ რომ ისეთი სიზუსტით აღარ ისვრის . ან უფრო ზუსტად ამის შემდეგ სიზუსტე უმჯობესდება .
ამას კი ვაკეთებ შემდეგნაირად ... ძუით ვატარებ ჩვეულებრივ მშრალ ბამბას რითაც გამომაქვს სიშავე ( ანუ ტყვიის ნადები ) იქამდე სანამ სუფთა ბამბას არ გამოვიღებ . შემდეგ შენის ხათრით smile.gif ლულას , ნეილონის ჩოტკით დავნამავ ოტის ზეთით , დავაცდი 15 წუთით და გავატარებ ბამბას , რომელსაც არანაირი სიშავე აღარ გამოყვება , გარდაზეთისა , რომელსაც მოყვითალო ფერი აქვს . ვინაიდან ზეთის მოცილება ცოტა ხანგრძლივი პროცესია ორი-სამი გამოტარების შემდეგ ბამბას ვნამავ აცეტონში და ორი გამოტარება საკმარისია მის მოსაცილებლად .

ამას ნებისმიერ დროს დავამტკიცებ ჩემს თოფზე და არა შენსაზე , თუმცა შენი თოფის შემთხვევაში სხვანაირად რატომ უნდა იყოს არ ვიცი.

ახლა მოდი შენებურად მიუდგეთ საქმეს . ( თუნდაც საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდი იყოს ეს smile.gif )
ლულა დავნამე ოტის ზეთით დავაცადე 15 წუთი და დავიწყე ბამბის გამოტარება ...
როგორც შენ ზემოთ აღნიღნე

ციტატა(ja_ja @ 23rd October 2017 - 10:04 PM) *
სანადირო ლულებს ხალხი 1000 და 5000 გასროლამდე არ წმინდავს, პლიუს ხრახნები ზაუსენცებიანია რომელზეც კარგად ეტყაპნება რბილი ტყვიის ნასა და ყოველ შემდეგ ჯერზე უფრო და უფრო იმატებს, მქონია ისეთ ლულებთან შეხება რომელიც გაი ბლომად სპეც ზეთით დასველება გაქმენდის მერე ლულიდან მაინც ჭუჭყიანი ქეჩა გამოდიოდა და პროსტა პატრონისთვის მიმიცია ხოლმე ბოდიშების მოხდით რომ უკაცრავად, მაგრამ ამის ნერვები მე არ მაქვსთქვა


უსასრულოდ დიდხანს გრძელდება მაი პროცესი, ანუ სულ შავი ფერის ბამბა გამოდის . შეიძლება ამ პროცესს ნახევარი დღეც მოვანდომო biggrin.gif .

ამიტომაც ვიყენებ გაწმენდის ჩემებურ მეთოდს , რომელიც გრძელდება მაქსიმუმ ნახევარი საათი . ანუ ჯერ მშრალით , შემდეგ დაზღვევის მიზნით ზეთიანით ( ამას კი მე ყოველ მეორე გაწმენდაზე ვხმარობ ).

პ.ს . ჩემთვის , გაწმენდის ეს მეთოდია უკეთესი , თქვენთვის რომელიც უკეთესი იქნება ის მეთოდი გამოიყენეთ .

პოსტის ავტორი: ბაიკერი Oct 24 2017, 06:08 PM

ბალისტოლის ზეთი რომ იყიდება აქაურ მაღაზიებში, სპრეის სახით მაგით შეიძლება გაწმენდა ლულის? универсалное масло აწერია

პოსტის ავტორი: giga2010 Oct 24 2017, 06:49 PM

ისე მეც მაინტერესებს. ალტერნატივა ოტისის ზეთის, ანუ აქ ხელმისაწვდომი რომ იყოს რომელი ზეთის გამოყენება შეიძლება? მე დღემდე ბალისტოლის ზეთს ვხმარობ, რაც ბაიკერმა აღნიშნა.

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 24 2017, 10:59 PM

giga2010

ციტატა(giga2010 @ 24th October 2017 - 07:49 PM) *
ალტერნატივა ოტისის ზეთის, ანუ აქ ხელმისაწვდომი რომ იყოს რომელი ზეთის გამოყენება შეიძლება


ნუ ამერიკაში OTIS-ის ზეთზე ზის ყველა (ადრე ჩვენთან სხვა წყაროს ალტერნატივა არ იყო sad.gif ), ახლა ჩვენთან და რუსეთში ბალისტოლი იშოვება ოხრად , იდეაში მაგიც იგივეა....



userman
არ ვიცი ჩემო კარგო როგორ გამოგდის მშრალით მაგის კეთება, მე მაგას ვერ დავიჯერებ, ჩემი თოპფების გადამკიდე და თუ გინდა მესროლე პირდაპირ ფეხებში შენი AT44-ით smile.gif

პოსტის ავტორი: userman Oct 25 2017, 11:38 AM

ციტატა(ja_ja @ 24th October 2017 - 11:59 PM) *
არ ვიცი ჩემო კარგო როგორ გამოგდის მშრალით მაგის კეთება, მე მაგას ვერ დავიჯერებ, ჩემი თოპფების გადამკიდე და თუ გინდა მესროლე პირდაპირ ფეხებში შენი AT44-ით


biggrin.gif ....
მე ხომ არ გეუბნები ზეთი ამოიღე ხმარებიდან თქო . უბრალოდ გაწმენდა დაიწყე ჯერ მშრალით და შემდეგ გადადი ზეთზე .
თუ გამოგადგა ეს მეთოდი ხომ კარგი , თუ არადა შენ კარგად იყავი . მაგის გამო თოფს ნაღდად არ გესვრი smile.gif .

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 26 2017, 10:02 AM

userman

ციტატა(userman @ 25th October 2017 - 12:38 PM) *
თუ გამოგადგა ეს მეთოდი ხომ კარგი

და ზემოთ რა დავწერე აბა, რომ არ მადგება მეთქი მაი მეთოდი პირადად მეთქვა.... სველი მეთოდი მუუშაობს ჩემს თოფებზე, მშრალი ნიხტ....

პოსტის ავტორი: giorgi80 Mar 8 2018, 07:40 PM

მოგესალმებით მეგობრებო თუ შჰეიზლება ასეტი რამ მოხდეს. ლულის გაცმენდის მერე ჯგუფები აგარ გააკეტოს ტოფმა ატი ტყვია ვისროლე და სხვაგან დაიცყო მოხვედრა ანუ სადაც ხვდებოდა მის დაბლა და აბნევს. ვისრი 10. 34 ჯსბ ჰატსან 135 გაზაოი პრუჯინიტაა სანამ გავცმინდავდი ზაან კარგად აჯგუფებდა. არმინდა ჯერ ოპტიკა გავასცორო როგორ მოვიქცე?მადლობა ცინასცარ

პოსტის ავტორი: giga2010 Mar 8 2018, 07:46 PM

ციტატა(giorgi80 @ Mar 8 2018, 08:40 PM) *
მოგესალმებით მეგობრებო თუ შჰეიზლება ასეტი რამ მოხდეს. ლულის გაცმენდის მერე ჯგუფები აგარ გააკეტოს ტოფმა ატი ტყვია ვისროლე და სხვაგან დაიცყო მოხვედრა ანუ სადაც ხვდებოდა მის დაბლა და აბნევს. ვისრი 10. 34 ჯსბ ჰატსან 135 გაზაოი პრუჯინიტაა სანამ გავცმინდავდი ზაან კარგად აჯგუფებდა. არმინდა ჯერ ოპტიკა გავასცორო როგორ მოვიქცე?მადლობა ცინასცარ

გააკეთე 50-ზე მეტი გასროლა და შემდგომ დააკვირდი. პირადად მე როცა ვწმინდავ ლულას, პირველი 50 გასროლა ისეთი ვერ არის. მერე კი აკეთებს ჯგუფებს

პოსტის ავტორი: giorgi80 Mar 8 2018, 08:15 PM

მეც ეგრე ვფიქრობ. გაიხარე მადლობა.

პოსტის ავტორი: iduka Mar 12 2018, 02:58 PM

ja_ja გამარჯობა. უკრაინელ მსროლელთა გუნდიც მხოლოდ მშრალი მარლათი წმინდავს პნევმატურ შაშხანებს, ჩემი თვალით ვნახე გერმანიაში, ვიკითხე კიდეც, არანაირი ზეთი. ანშულტზე და შტაერზე. პისტოლეტებს თითქმის არ წმენდავენ რამდენადაც გასაკვირი არუნდა იყოს. არანაირი სიზუსტის დარღვევა 10 მეტრ დისტანციაზე. მე გავწმინდე ჩემი feinwerkbau 800x ბალისტოლით საცდელად, მაგრადაც გამოვამშრალე, თუმცა 50 გასროლამდე დაირღვა სიზუსტე. სანადირო პნევმატიკაში როგორაა ჩემზე კარგად იცით ალბათ...

პოსტის ავტორი: name Jun 21 2018, 08:22 PM

ეხლა ვაპირებდი ლულის გაწმენდას თურმე გამთავებია ვდ40, რასტვარიწელით რო გავწმინდო წავა?

პოსტის ავტორი: giga2010 Jun 21 2018, 09:15 PM

name
აქ ბევრი დაწერილა ლულის წმენდის შესახებ. მე ჩემსას ვიტყვი. ლულას კარგად ვალბობ ბალისტოლის უნივერსალი ზეთით, ვაჩერებ 20-25 წუთი და შემდგომ კაპრონის თოკით და ხელის სალფეტკით კარგად ვწმინდავ, სანამ სუფთა ქაღალდს არ გამოვიტან.
კაპრონის თოკი კარგად უნდა შეარჩიო და მალე უნდა ცვალო, რომ არ გაწყდეს და არ გაიჭედოს ქაღალდი. ზოგადად ლულას ვწმენდავ 500 გასროლის შემდგომ

პოსტის ავტორი: name Jun 21 2018, 09:39 PM

ეგ რომელია ბალისტოლის ზეთი? ჩვეულებრივი ყვითელი ზეთია, მარტო ვდ40 ვწმენდი, თუ გაიჭედა ლულაში გაისვრი და გამოაგდება

აცეტონი გავჩითე სახლში და ვიფიქრე ამით გამეწმინდა, თან ვიკითხე, ხელის სალფეყკს ნამბა არ ჯობს? არ იხევა დასველებისდროს თუ ვდ40 არ ხმარობ საერთოთ?

პოსტის ავტორი: giga2010 Jun 21 2018, 09:49 PM

name
ბამბაც კარგია, მაგრამ მგონია რომ ქაღალდი უფრო მჭიდროდ გადის ლულაში, სიგარეტის მაგვარად ვახვევ და ვატარებ, ვდ-40 გამომიყენებია. აცეტონს არ გირჩევ, შეიძლება ლულაში რეზინა რომ ზის ისიც გაგიფუჭოს.

პოსტის ავტორი: aleqsa Jun 22 2018, 08:46 AM

name

აცეტონი სულ სხვა ნივთიერებაა რომელიც ზეთსაც ხსნის და აშორებს. და ლულის საწმენდად ზეთია საჭირო. ბალისტოლის ჩამოსასხმელები ძვირი არ ღირს 5-7 ლარი ღირს. უნივერსალური აიღე კარგია როგორც საწმენდად ისე შესანახად. ბოლო პირზე მეც ქაღალდს ვამჯობინებ.

პოსტის ავტორი: chicho Jun 22 2018, 10:00 AM

გამარჯობა, სასროლ ნაბდებზე რას ფიქრპბთ ?

მაინტერესებს მაგ ნაბდების სროლა თუა რეკომენდირებული მაყუჩიან ლულაზე ? ხოარ გაიტენება მაყუჩი მაგ ნაბდით ნეტა, მერე კი დაშლი და გაწმინდავ მარა რამეს ხოარ დააზიანებს ?

პოსტის ავტორი: giga2010 Jun 22 2018, 12:37 PM


ციტატა(gihap0 @ 22nd June 2018 - 11:00 AM) *
სასროლ ნაბდებზე რას ფიქრპბთ ?

ჩემი აზრით დიდი უაზრობაა და ფულის უაზროდ გასროლა

პოსტის ავტორი: aleqsa Jun 23 2018, 11:40 AM

ციტატა(giga2010 @ Jun 22 2018, 01:37 PM) *
ჩემი აზრით დიდი უაზრობაა და ფულის უაზროდ გასროლა



+1

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services