თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ტყვიები, ზეთები, საწმენდი საშუალებები _ სპილენძის ტყვიები....

პოსტის ავტორი: მიხომიტო Apr 29 2016, 07:47 AM

სპილენძის ტყვიები !
რაში იხმარება სპილენძის პულკები?
ღიირს ყიდვა? ხომ არ გააფუჭებს ლულას?
რისთვისაა ეს ტყვიები? სამიზნეში სასროლად გამოდგება? ააქ სიზუსტე?

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 29 2016, 09:54 AM

მიხომიტო
არის ფორუმზე მგონი მაგათი განხილვა... დიდად არ გამოდგება. აქვს რამდენიმე მინუსი და აქვს რამდენიმე პლიუსი

მინუსები:
- ლულაში ისეთ ნადებს ტოვებს რომ მერე ცეცხლსასროლის ლულის საწმენდი მეთოდი უნდა გამოიყენო, ჩვენი ლულები კი ცეცხლსასროლივით გამძლე ეგეთი ხსნარების და ზეთების მიმართ არაა
- მკვრივია და კარგად კი ხვრიტავს დახვედრილ წინააღმდეგობას, მაგრამ ექსპანსიურობა არ ახასიათებს, შედეგად გამომუშავებული ენერგია გახვრეტის მერე მიაქვს თან
- ყველა ლულა ვერ იტანს მაგ ქიშმიშებს, მაგალითად თურქული ბევრი ლულის ნარეზი საკმაოდ ხაოიანია, შედეგად მიზანზე ცუდათ აისახება ეგეთი ლულით ნასროლი ტყვია
- ლულაში არ ფართოვდება ჰაერის ნაკადის ტრაკში მოხვედრიოსას, შედეგად ნაწილი ჰაერი ტყვიასა და ლულის კედლებს შორის იპარება, მაგრამ ტყვია მანიც შედარებით ჩქარა მიფრინავს


პლიუსები
- ცოტათი ჩქარია, მაგრამ რამდენად ღირს ეგ სიჩქარე მეოირე საკითხავია
- არ დეფორმირდება იოლად, შედეგად თუ ტაფების ხვრეტვა გიყვარს გადასარევი გადაწყვეტილებაა



რავი მგონი სულ ესააა

პოსტის ავტორი: მიხომიტო Apr 29 2016, 11:05 AM

აჰა გასაგებია, ვაირახუ 50 ზე მაინტერესებდა კონკრეტულად მიზანში სასროლად, გასართობად, სოფელში ჟეშტის ქილებზე სასროლად. არა სანადიროდ.
ხოდა მეც ვიფიქრე ლულა ბევრი საწმენდი რო არ იყოს კარგია მაგ სპილენძიანი. ხოდა ეს მიზანი თუ არ ექნება ისეთი ზუსტი როგორც სვინეცს, მაშინ ალბათ სვინეცი ისევ უჯობს.
თუ შევიძინე 95% smile.gif ვაირახუ 50 მაგნუმში650 ლარი მემგონი კარგი ფასია, უცხოეტში 400 $ ღირს.
ორივე ტყვიას ავიღებ ცალობით biggrin.gif გაჭირვება...და შევადარებ , ნუ როგორც მივხვდი ყველაზე მჩატეები უნდა ავიღო ვარია 50 სთვის / სიცქარე 250 ქონია თოფს.

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 29 2016, 10:27 PM

მიხომიტო
მოგსდევს ვინმე? თუ რატომ წერ ესე გაქცეულად? ნახევარი ტექსტი ვერ გავიგე რა დაწერე

პოსტის ავტორი: მიხომიტო Apr 30 2016, 12:34 PM

ვერ გადავწყვიტეთ ბიძაშვილთან ერთად რა ვიყიდოთ , ერთ თვეში უკვე სოფელში მივდივართ. ან აქ უნდა შევიძინოთ თოფი ან ინტერნეტით პლიუს ტყვიებს ვარკვევ....

რაც ვნახე ეხლა კარგი და რეალურ ფასში ეს ვაირახუ 50-ა 650 ლარად. ისე დისკო გვინდა მარა ძვირი გამოდის

პოსტის ავტორი: bubusicha Apr 30 2016, 02:18 PM

ვედროების სახვრეტად ჰატსან 135 იყიდე მაგაზე კარგად მაგ ფასში ვერაფერი ხვრეტს ვედროებს

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 30 2016, 11:19 PM

მაიმარკეტზე იდო ჰაცან AT 44 ნასოსით და ოპტიკით 700 ლარად, მაგაზე უეკთესს მაგ ფასდ დავიგინები ვერ იყიდი ვერაფერს

http://www.mymarket.ge/ka/product/view/9295446/

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services