თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა _ Benjamin Trail NP XL 1500

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 2 2014, 01:48 PM

მოგესალმებით...
მიუხედავად იმისა, რომ ფორუმზე არის დაახლოებით ერთი ასეთი თემა, გადავწყვიტე გამეხსნა ახალი, რადგან მფლობელი ამ შემთხვევაში მე ვარ...

1 წლის წინ მქონდა შესანიშნავი იარაღი, Crosman sierra pro, igive remington summit-ი. შემდეგ მოხდა ასეთი შემთხვევა რომ თანხა დამჭირდა, ძალიან კი გამიჭირდა იმ იარაღს დავშორებოდი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ამიტომ გავყიდე და გამოვეთხოვე მას.
იარაღის ფიქრში და მისი ქონის სურვილში განვლო ტანჯულმა ერთმა წელმა, რის განმავლობაშიც თანხას ნელ-ნელა ვაგროვებდი და როდესაც მოვიდა დრო ნანატრი სურვილის ახდენისა, ამაზონიდან გამოვიწერე Benjamin Trail NP XL 1500, რომელიც ფასდაკლებით დამიჯდა 620 ლარი, მაგრამ სამწუხაროდ გარკვეული დეფექტის მქონე აღმოჩნდა. ძალიან გავბრაზდი (620 ლარი თითქოს ჰაერში გაიფანტა). ვერც უკან გავაგზავნე დეფექტიანი იარაღი, რადგან Bestex-მა მითხრა რომ ჩვენ პროდუქციას უკან არ ვაგზავნითო და რომც შესაძლებელი ყოფილიყო უკან გაგზავნა, მაინც ვერ გავაგზავნიდი იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ჩამოსვლისას იარაღი საბაჟომ დამიკავა და 2 კვირის შემდეგ გამომატანა. უკან დაბრუნების გარანტია კი მხოლოდ 1 კვირაზე ვრცელდებოდა. შემდეგ გამიმართლა და ეს იარაღი გავყიდე, დავამატე ცოტა თანხა და ეგრევე დავუკავშირდი გრეგორს...

-ბატონო...
-გრეგორ გაუმარჯოს, ხმელო ვარ. როგორ ხარ?
-მადლობთ კარგად, თავად?
-გაიხარე, მეც არა მიშავს. გრეგორ...
-კი გისმენ...
- ბენჯამინ 1500 ხომ გაქვს დარჩენილი?
-კი მაქვს.
-შენთან მინდა შევიძინო და ხვალისთვის გცალია?
-კი მცალია.
-ძალიან კარგი, გამოვალ...
-დროის რომელ მონაკვეთში დაახლოებით?
-ესე 12-ი 1-ისკენ.
-კი ბატონო, მოდი, აარჩიე რომელიც გინდა და წაიღე...
-კარგი გრეგორ, აბა დროებით.
-დროებით...

ამ საუბრის შემდეგ და ხვალინდელი დღის მოლოდინში როგორც იქნა გათენდა დილა. ნელ-ნელა გავემზადე გრეგორთან წასასვლელად და წავედი კიდეც. რომ მივედი გრეგორმა დამახვედრა ბენჟოები, მეც ავიღე შევათვალიერე გადავატრიალ-გადმოვატრიალე და რომ მომეწონა ავიღე, თანხა გადავეცი გრეგორს, დავემშვიდობე და გამოვეშურე ბედნიერი სახლისაკენ... smile.gif
მოკლედ ბევრი რომ აღარ ვიბაასო, ესეც ჩემი ბენჯამინ 1500...

ვიდით მე ძალიან მომწონს და ალბად თქვენც...

ლულის ნარეზებს რაც შეეხება, კარგი ნარეზებია და ფასკაც კარგად აქვს მოჭრილი, მაგრამ ის რეზინა ცოტათი არ მომწონს რაც გადატეხვის ადგილზე აქვს იარაღს, ტყვია სადაც იდება. ჩემი აზრით ამ თოფს გაცილებით კარგი რეზინა ეკადრება, რათა უკეთ უზრუნველყოს ჰაერის შეკავება, მაგრამ ეს არაფერია, გამოცვლა შესაძლებელია.
რაც შეეხება სასხლეტს: როგორც თითქმის ყველა პნევმატიკას აქვს სასხლეტის დამცავი. ასევე აქვს ეგრედ წოდებული რეგულირებადი სახლეტი. სიმართლე გითხრათ ის ვინტი, რომელიც არეგულირებს სასხლეტს, გვიან გამოიკრას თუ ადრე-შესაცვლელია, რადგან სიგრძე არ ჰყოფნის დასარეგულირებლად.
ოპტიკას რაც შეეხება აქვს 3-9X40 Center Point-ის ოპტიკა.

მწარმოებელი კვლავ გვახსენებს ხელის მოსაკიდზე დატვიფრული "B" ინიციალით და ასევე სრული სახელის კონდახზე დაწერით, რომ ამ შესანიშნავი იარაღის სახელი Benjamin-ია.

რაც შეეხება ამ ფოტოს, მწარმოებელმა იზრუნა რომ ამ ეგრედ წოდებული მძიმე (4.5 კგ) იარაღის სატარებლად ხელი დაეღლებოდა მონადირეს და ამიტომ გაუკეთა საკიდი. ფოტოზე- 2-იანით მონიშნულ სურათზე საკიდის კაუჭა შევცვალე სპეციალურად, რადგან იმ ქამრის გასაკეთებლად, რომელიც მე მინდა, ასეთი რამ იყო საჭირო.

და ბოლოს, რაც შეეხება მის ძალას...

იარაღი არის საკმაოდ ძლიერი. ფოტოზე ნაჩვენებია ემალის ქვაბი. როგორც ვხედავთ, ქვაბის კედლები გახვრეტილია. ფოტოზე წითლად მონიშნული ნახვრეთები არის აქედან ნასროლი ტყვიით გამოწვეული, ხოლო ლურჯად მონიშნული ნახვრეტები არის მეორე მხრიდან ნასროლი, რაც მიგვანიშნებს, რომ ტყვია ქვაბის მეორე მხარესაც ღუნავს გარკვეული ძალით მოხვედრისას...

რაც შეეხება ჩემს შეხედულებას ამ იარაღის მიმართ, მე ძალიან მომწონს ვიდითაც და ძალითაც და ვიმედოვნებ როდესაც მის გარეთ გატანას და კარგად შემოწმებას ვცდი მიზანში სროლის საშუალებით, ამითაც მომეწონება.
თუ რამე დამატებითი შეკითხვები გაგიჩნდათ, მკითხეთ...
მადლობთ ყურადღებისთვის... smile.gif

პოსტის ავტორი: CHICO30 Feb 2 2014, 03:16 PM

ხმელო მაგ თოფის ჯგუფები გვაჩვენე პლზ 35 მეტრზე მაინც. თუ შეგიძლია ჯგუფები გააკეთე პც თი და ჯსბ ჰევით

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 2 2014, 04:02 PM

ციტატა(CHICO30 @ Feb 2 2014, 04:16 PM) *
ხმელო მაგ თოფის ჯგუფები გვაჩვენე პლზ 35 მეტრზე მაინც. თუ შეგიძლია ჯგუფები გააკეთე პც თი და ჯსბ ჰევით

ჯგუფებს ალბად ჯსბ 10.64 გრანიანებით გავაკეთებ. მთავარია სადმე შევძლო გატანა. მაგრამ სიმართლე გითხრა მე თვითონ კაი ჯგუფებს ვერ ვაკეთებ. სეკურიფას ვასროლინებდი ხოლმე როცა რემინგტონი მქონდა და კი იცით იმის შედეგები, თემაც მაქვს მაგაზე დაწერილი smile.gif
ბენჯოს რაც შეეხება, სეკურიფას ჯერ არ სცალია და სხვა გზა არ არის, შეიძლება გაიწელოს შედეგების დადება smile.gif

პოსტის ავტორი: ARASERIOZULI Feb 2 2014, 06:03 PM

მეც შევიძინე რამდენიმე დღის წინ ბატონი გრიგოლისგან ეს თოფი, მოკლედ ულამაზესი და ძალიან ძლიერი რამეა. ჯერ ვერ გავასწორე ოპტიკა, მარა მოვიცლი ამ დღეებში.
ხ.მ.ე.ლ.ო
ეგ ქვაბი რა ტყვიებით არის დახვრეტილი ხომ ვერ მეტყვი? ჩემმა ემალის ქვაბი ვერ გახვრიტა, მაგრად კი შეღუნა, მარა მე ვისროლე 16 გრაინიანი ჯსბ-ებით smile.gif)) სანადიროდ მინდა და მაგრად უხდება ამ თოფს ასეთი მძიმე ტყვიები.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 2 2014, 07:25 PM

ციტატა(ARASERIOZULI @ Feb 2 2014, 07:03 PM) *
მეც შევიძინე რამდენიმე დღის წინ ბატონი გრიგოლისგან ეს თოფი, მოკლედ ულამაზესი და ძალიან ძლიერი რამეა. ჯერ ვერ გავასწორე ოპტიკა, მარა მოვიცლი ამ დღეებში.
ხ.მ.ე.ლ.ო
ეგ ქვაბი რა ტყვიებით არის დახვრეტილი ხომ ვერ მეტყვი? ჩემმა ემალის ქვაბი ვერ გახვრიტა, მაგრად კი შეღუნა, მარა მე ვისროლე 16 გრაინიანი ჯსბ-ებით smile.gif)) სანადიროდ მინდა და მაგრად უხდება ამ თოფს ასეთი მძიმე ტყვიები.

ეგ 16 გრანიანები მძიმეა მაგ თოფისთვის. გადადი ჯიესბიზე 10.64 გრანიანზე. გუდვილში 20 ლარი ღირს 500 ცალი. უზუსტესი ტყვიებია და მტკიცე შენადნობიც არის smile.gif

პოსტის ავტორი: ARASERIOZULI Feb 2 2014, 07:36 PM

და ენერგია (ჯოულებში) რომელს მეტი ექნება ამ თოფიდან, 10 გრანიანებს თუ 16 ? ანუ სანადიროდ რომელი ჯობია?

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 2 2014, 07:55 PM

ციტატა(ARASERIOZULI @ Feb 2 2014, 08:36 PM) *
და ენერგია (ჯოულებში) რომელს მეტი ექნება ამ თოფიდან, 10 გრანიანებს თუ 16 ? ანუ სანადიროდ რომელი ჯობია?

ენერგიას შეეშვი, სიზუსტეც ხომ გინდა smile.gif მაგ თოფისთვის ყველანაირად კარგია ეგ ჯსბ 10.64 გრანიანები smile.gif სცადე თუ შეგიძლია და შენ თვითონვე დარწმუნდები smile.gif

პოსტის ავტორი: ARASERIOZULI Feb 2 2014, 08:53 PM

ციტატა(x.m.e.l.o @ 2nd February 2014 - 08:25 PM) *
ეგ 16 გრანიანები მძიმეა მაგ თოფისთვის.

და .22 და .25 კალიბრში რომ გამოდის, უფრო მძიმე ტყვიებიც ხომ მიაქვს, თუ უფრო ძლიერი მექანიზმი უდგა მსხვილ კალიბრებს თუ იცი?

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 2 2014, 09:24 PM

ციტატა(ARASERIOZULI @ Feb 2 2014, 09:53 PM) *
და .22 და .25 კალიბრში რომ გამოდის, უფრო მძიმე ტყვიებიც ხომ მიაქვს, თუ უფრო ძლიერი მექანიზმი უდგა მსხვილ კალიბრებს თუ იცი?

მერე მაგას შესაბამისად დაბალი სიჩქარით მიაქვს smile.gif

პოსტის ავტორი: sasa_1 Feb 2 2014, 10:54 PM

შენი და http://www.pyramydair.com/s/m/Benjamin_NPS_Air_Rifle/2055იარაღის ოპტიკები ერთნაირია ხო ზუსტად ?

პოსტის ავტორი: ARASERIOZULI Feb 2 2014, 11:19 PM

ციტატა(sasa_1 @ 2nd February 2014 - 11:54 PM) *
შენი და ამ იარაღის ოპტიკები ერთნაირია ხო ზუსტად ?

კი მემგონი

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 2 2014, 11:41 PM

ხ.მ.ე.ლ.ო

ციტატა(x.m.e.l.o @ 2nd February 2014 - 08:25 PM) *
გადადი ჯიესბიზე 10.64 გრანიანზე. გუდვილში 20 ლარი ღირს 500 ცალი

შენს გახარებას ერთი დამიზუსტე წონა მართლა ეგ დაითრიე თუ რაიმე შეცდომაა??? რაცხა JSB-ში ეგ წონა არ მახსოვს და ან ჩამოვრჩი ცხოვრებას ან რაცხა გასასწორებელია

P.S. ჩაგეთვალა კაი მიმოხილვაა, ცოტა მოკლეა, მაგრამ კაია, მთავარია საძირკველი არის.

ARASERIOZULI
ციტატა(ARASERIOZULI @ 2nd February 2014 - 08:36 PM) *
და ენერგია (ჯოულებში) რომელს მეტი ექნება ამ თოფიდან, 10 გრანიანებს თუ 16 ?

ჯერესერთი შეეშვი მაგ უბედურება ტყვიებს მაგ ტყვია ჯერ ვერ ვნახე თოფი რომ რომელიმემ ნორმლაურად გაისროლოს და თან მიზანში ისროდეს.

შემდეგ რაც შეეხება რომელ ტყვიაში იქნება მეტი ენერგეტიკა... ძალიან, ძალიან გეშლება, მილიონჯერ მაქვს დაწერილი რომ თოფი სხვადასხვა წონის ტყვიას სხვადასხვა სიჩქარით ისვრის, მსუბუქს ჩქარა მძიმეს ნელა

ენერგია კი არის ტყვიის მასა გამრავლებული სიჩქარეზე კვადრატში.

შენ შეცდომით თვლი რომ ყველა ტყვიას შენი რჩეული თოფი ერთნაირი სიჩქარით ისვრის, ეგრე რომ იყოს მართლა მაშინ ბაზარი არაა 10 გრანიანის დროს ენერგია უფრო ნაკლები იქნება ვიდრე 16 გრანიანის დროს, მაგრამ რეალურად თოფს სიჩქარე რომ აწერია არის შირპატრების თვალის ასახვევად, რეალურად თოფს შეუძლია რაღაც ერთი კონკრეტული ენერგეტიკის გამომუშავება, ვთქვათ 24 ჯოულის.

შედეგადრაც არ უნდა მიუღებელი იყოს, მაინც ის გამოვა რომ მძიმე ტყვიას ნელა გაისვრი და ისევ 24 ჯოული იქნება, მსუბუქ ტყვიას ჩქარა გაისვრი და ისევ 24 ჯოული იქნება... მოკლედ არის იდეალური გამოთქმა, - შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლებაო...

P.S. თუ არ გჯერას რომ სხვადასხვა ტყვიას შენი თოფი სხვადასვა სიჩქარით ისვრის, შეგვიძლაი შენს თავზე განვიხილოთ პატარა ექსპეტიმენტი - მოგეცი ხელში კენჭი და რიყის ლოდი, რომელს უფრო მეტი ენერგია ექნება მდინარის მეორე ნაპირისკენ რომ მოისროლო? გაგეცინება და ორივეს ერთი ენერგია ექნება, იმიტომ რომ კენჭს მაღალი სიჩქარით გაისვრი, ხოლო რიყის ლოდს კი რაც არ უნდა იჩალიჩო მაინც ნელა გაისვრი, მაგრამ მასა გამრავლებული სიჩქარის კვადრატზე მოგცემს ისევ და ისევ ერთნაირ ენერგიას... კაროჩე აინშტაინის თეორია ჯერ ვერცერთმა ფიზიკოსმა ვერ უარყო და იმიტომაა მისი კანონები რეალური და მოქმედი. ვინმემ ერთხელ მაინც თუ მოახერხა რომელიმე კანონის მოქმედების დარღვევის პრინციპი ერთხელ მაინც, ავტომატურად ის უკვე კანონად აღარ ითვლება ფიზიკოსთა წრეში. ასე რომ დამიჯერე მთელი პლანეტის ფიზიკოსები ჩალიჩობდნენ და ვერაფრით ვერ უარყვეს აინშტაინის ცნობილი ფორმულა e=mc2 ასე რომ ტყუილა ნუ გაიწვალებ თავს უნდა დავუჯეროთ იმ კაცს რომ ეგრეა smile.gif

პოსტის ავტორი: Multi-Tool Feb 2 2014, 11:51 PM

ja_ja
მგონი ხმელოს შეეშალა, მეც მაქ იქ ნაყიდი და კოლოფსისევ ისე, 10.34 აწერია

პოსტის ავტორი: ARASERIOZULI Feb 3 2014, 12:01 AM

ციტატა(ja_ja @ 3rd February 2014 - 12:41 AM) *
შენ შეცდომით თვლი რომ ყველა ტყვიას შენი რჩეული თოფი ერთნაირი სიჩქარით ისვრის

არა არა, კაცო ეგ კი არ მითქვია, biggrin.gif მძიმეს რა თქმა უნდა დაბალი სიჩქარე აქვს, უბრალოდ ვიფიქრე რო სანადიროდ უკეთესი იქნებოდა და ცოტა მეტი ენერგია ექნებოდა მაინც.

პოსტის ავტორი: koknar Feb 3 2014, 12:09 AM

ციტატა(ja_ja @ 3rd February 2014 - 12:41 AM) *
ფორმულა e=mc2

ვა ნიუჟელი ტყვიის მასა სინათლის სიჩქარის კვადრატზე უნდა გაამრავლო რო ენეგია მიიღო ? biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 3 2014, 10:28 AM

ციტატა(sasa_1 @ Feb 2 2014, 11:54 PM) *
შენი და http://www.pyramydair.com/s/m/Benjamin_NPS_Air_Rifle/2055იარაღის ოპტიკები ერთნაირია ხო ზუსტად ?

კი ზუსტად. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მაგას მონობლოკი მოჰყვება და ჩემსას რინგები smile.gif

ჰაა, ჰააა. თემას ნუ მიოფებთ ეხლა biggrin.gif biggrin.gif

ციტატა
ja_ja
ხ.მ.ე.ლ.ო

შენს გახარებას ერთი დამიზუსტე წონა მართლა ეგ დაითრიე თუ რაიმე შეცდომაა??? რაცხა JSB-ში ეგ წონა არ მახსოვს და ან ჩამოვრჩი ცხოვრებას ან რაცხა გასასწორებელია

P.S. ჩაგეთვალა კაი მიმოხილვაა, ცოტა მოკლეა, მაგრამ კაია, მთავარია საძირკველი არის.

რატომღაც ზუსტად მახსოვდა რომ 1.64 იანები იყო. არა შემშლია აშკარად. 1.34 გრეინი ყოფილა sad.gif
ხო მოკლეა ეგ კი ვიცი. ნუ ამიტომ მივაწერე, "თუ რამე დაგაინტერესებთ მკითხეთ." smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 3 2014, 11:45 AM

koknar

ციტატა(koka @ 3rd February 2014 - 01:09 AM) *
ვა ნიუჟელი ტყვიის მასა სინათლის სიჩქარის კვადრატზე უნდა გაამრავლო რო ენეგია მიიღო ?

ახლა ნუ ატრაკებ smile.gif ეგ ენერგიის უნივერსალური ფორმულაა (უფრო იოლია ხოლმე მაგაზე აქცენტირება მაგალითის მოყვანისას, ვიდრე დეტალებში ჩაძიება და მტელი ფიზიკის კურსის მოყოლა) რომლიდანაც მერე უკვე კინეტიკური ენერგიის ფორმულა გამოგყავს e=mc2/2 და მანდ c არის ის სიჩქარე როლითაც უკვე ობიექტი მიფრინავს და არა აინშტაინის თეორიის კონსტანტა სიჩქარის სინათლის სახით smile.gif

პოსტის ავტორი: koknar Feb 3 2014, 12:48 PM

ja_ja
რა გინდა ამ გენიოსი ებრაელებისაგან, სიჩქარეს დაარქვი V და ეგრევე დალაგდება ყველაფერი.

პოსტის ავტორი: CHICO30 Feb 3 2014, 01:45 PM

ეხლა ორივეს გაფრტხილებას მოგცემთ გაოფებიზა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 3 2014, 03:59 PM

ხალხნო და ჯამაათნო.........

დღეს ვიყავით გასული მე და სეკურიფა გამოსაცდელად.
მოკლედ:
საშინლად გაუსაძლისი ყინვა იყო ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ცოტა ნიავიც ქროდა.
სროლისას პირველ 2 გასროლას ასე თუ ისე ვახერხებდით და დანარჩენებზე თითებს ვეღარ ვგრძნობდით.
თითი სასხლეტზე გვეყინებოდა, თან ბენჟოს უხეში სასხლეტი აქვს და ცოტა არ იყოს ვერ ვგრძნობდით როდის აპირებდა თოფი სროლას.
ვისროდი ჯსბ 10.34 გრანიანებს.
რაც შეეხება ოპტიკის ბადეს, მსხვილი ხაზები აქვს და გაგვიძნელდა ცენტრის დანახვა, მითუმეტეს 50 მეტრზე მთლიანად ფარავდა ბადე მიშენიის რგოლს smile.gif
და ბოლოს რაც მთავარია ყინვა თავისთავად დიდ გავლენას ახდენდა ნიტრო ზამბარაზე
შედეგები ასეთია:

ფოტო #1)
30 მეტრის დინსტანციაზე, წითლად მონიშნული 2 გასროლა დაჯდა მასე, გვერდი გვერდ, მერე ზურამ ბარაბანი დაატრიალა ცოტათი და დაჯდა 2 ცალი გვერდი გვერდ როგორც არის ლურჯად მონიშნულზე, მერე კიდევ დაატრიალა ცოტათი, 1 ტყვია გაისროლა და დაჯდა ისე როგორც ყვითლად არის ნაჩვენები. ბოლოს კიდევ ცოთათი რომ დაატრიალა დაჯდა მწვანედ მონიშნულზე 2 ცალი როგორც არის გვერდი გვერდ, ამას მესამე გასროლაც მივაყოლეთ და ის ერთი ტყვია სტაფილოსფერით მონიშნული რომ არის სადღაც ტ***ში გაიქცა biggrin.gif ზურამ თქვა ხელი ამიცდა ვიგრძენიო, ჩემი ბრალიაო :P

რაც შეეხება ფოტო #2)
ეს უკვე ვისროლეთ 50 მეტრის დინსტანციაზე. პირველი 2 დაბლა დაჯდა ნახევარი მილ დოტით, ბარაბანის ცოტათი დატრიალების შედეგად შემდეგი 2 მასე დაჯდა მიშენიასთან ახლოს smile.gif

სულ ეს არის smile.gif
იმედია მალე გამოიამინდებს, თან მერე ოპტიკის შეცვლაც მინდა და დგუშისაც და სხვა დროს ალბად უფრო კარგი ჯგუფები გამოვა smile.gif

პოსტის ავტორი: CHICO30 Feb 3 2014, 05:48 PM

აქ ნიავის გამო გაბნევა არ ეტყობა ტყვიებს. პირველი სროლებისთვის საკმაოდ კარგი შედეგია. დგუშს და ოპტიკას რას ერჩი? მე მეგონა ცოტა მეტს ისროდით. თუ ისროლეთ და არ აჩენთ? biggrin.gif

ასეთ შედეგს გუშინ ჩეზეს მარათი ვერ მივაღწიეთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 3 2014, 05:55 PM

ციტატა(CHICO30 @ Feb 3 2014, 06:48 PM) *
აქ ნიავის გამო გაბნევა არ ეტყობა ტყვიებს. პირველი სროლებისთვის საკმაოდ კარგი შედეგია. დგუშს და ოპტიკას რას ერჩი? მე მეგონა ცოტა მეტს ისროდით. თუ ისროლეთ და არ აჩენთ? biggrin.gif

ასეთ შედეგს გუშინ ჩეზეს მარათი ვერ მივაღწიეთ biggrin.gif

ხო ნუ რა ვიცი, სეკურიფა შესანიშნავად ისვრის თან მითუმეტეს იმ პირობებში, რომელიც ავღწერე არ ვიცი მე მოკლედ რა... კაცი გასალღვობი გამიხდა smile.gif
ეს არის შედეგები, რემინტონზე რომ გავაკეთე მაშინ ჯგუფები იმასაც არ მიჯერებდნენ და ეხლა ესეც გინდათ დაიჯერეთ და გინდათ არა რა გიყოთ ეხლა მე smile.gif რაც არის ეს არის, როგორც ჩანს ზუსტ იარაღებს ვყიდულობ და კარგი გემოვნება მაქვს biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: CHICO30 Feb 3 2014, 06:36 PM

აი აქ ფორუმზე ნახე ჰატსან მოდ 99 ის თემა და იქ ჩემი ჯგუფების სურათი დევს სადღაც შეგიძლია შეადარო

ეხლა ვეძებ და თუ ვიპოვე დავდებ.

რაც კიდე ყველაზე მეტად მაინტერესებს ხმა როგორი აქვს? მარადას ხელა? მარადაზე მეტი ნაკლები რავი რამეს შემიდარეთ.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 3 2014, 06:40 PM

ციტატა(CHICO30 @ Feb 3 2014, 07:36 PM) *
აი აქ ფორუმზე ნახე ჰატსან მოდ 99 ის თემა და იქ ჩემი ჯგუფების სურათი დევს სადღაც შეგიძლია შეადარო

ეხლა ვეძებ და თუ ვიპოვე დავდებ.

რაც კიდე ყველაზე მეტად მაინტერესებს ხმა როგორი აქვს? მარადას ხელა? მარადაზე მეტი ნაკლები რავი რამეს შემიდარეთ.

მარადას ხმა არ ვიცი როგორი აქვს. ახლო მომავალში შეიძლება გავიგო და მერე გეტყვი მაგას smile.gif ჰატსან 99 ის ჯგუფებთან შედარებით რისი თქმა გსურს ვერ მივხვდი smile.gif

პოსტის ავტორი: CHICO30 Feb 3 2014, 06:46 PM

გინდ დაიჯერეთ გინდ არაო რომ წერ. იმის თქმა მინდა რომ ჰაერის ზამბარიანი კარგი პნევმო ძალიან კარგ ჯგუფებს აკეთებს. მე მედო სურათი სადაც ჰაჩიკათი რომელიც ზურამ გააწუნინგა 3 სანტიმეტრიანი ჯგუფი გავაკეთე 38 მეტრზე. შეიძლება 3 სანტიმეტრიც არ იყო.

ასე რომ ველოდებით გამოდარებას და შენს ჯგუფებს. ძალიან მაინტერესებს.

შეიძლება მანამდე მეც შევიძინო რამე და ერთად წავიდეთ.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 3 2014, 06:55 PM

ციტატა(CHICO30 @ Feb 3 2014, 07:46 PM) *
გინდ დაიჯერეთ გინდ არაო რომ წერ. იმის თქმა მინდა რომ ჰაერის ზამბარიანი კარგი პნევმო ძალიან კარგ ჯგუფებს აკეთებს. მე მედო სურათი სადაც ჰაჩიკათი რომელიც ზურამ გააწუნინგა 3 სანტიმეტრიანი ჯგუფი გავაკეთე 38 მეტრზე. შეიძლება 3 სანტიმეტრიც არ იყო.

ასე რომ ველოდებით გამოდარებას და შენს ჯგუფებს. ძალიან მაინტერესებს.

შეიძლება მანამდე მეც შევიძინო რამე და ერთად წავიდეთ.

კი ბატონო smile.gif
ხო მეც ერთი სული მაქვს გამოიდაროს, მეც მაინტერესებს როგორ ჯგუფებს დავსვავ და იმედია მანამდე ოპტიკასაც შევცვლი, sad.gif ძალიან გაძვირდა ის ოპტიკა ორმაგად, მე რომელიც მინდა sad.gif

შემთხვევით ხომ არ იცით მოდერებო, საიტს რა სჭირს, პოსტებს ერთად რატო აჩვენებს და ცალკე რატომ არ არის ჩამოწერილი ისე რომ ავატარებიც აჩვენოს?

პოსტის ავტორი: CHICO30 Feb 3 2014, 07:05 PM

კარგი რა რად გინდა ოპტიკა შენ ხო ქაღალდზე სროლას არ აპირებ ჩემპიონატებზე. ეგ ოპტიკა სანადიროდ მშვენივრად გეყოფა.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 3 2014, 07:06 PM

ციტატა(CHICO30 @ Feb 3 2014, 08:05 PM) *
კარგი რა რად გინდა ოპტიკა შენ ხო ქაღალდზე სროლას არ აპირებ ჩემპიონატებზე. ეგ ოპტიკა სანადიროდ მშვენივრად გეყოფა.

ჩიკო, ნუ მაბრაზებ biggrin.gif ვაპირებ ვაპირებ სწორედ რომ... smile.gif

პოსტის ავტორი: CHICO30 Feb 3 2014, 07:15 PM

ჩემპოიონატი ზდპ ეებში თუ იქნება ჩემ წინააღმდეგ შანსი არ გექნება biggrin.gif ჰაენელ ზულ-312 მაქ biggrin.gif 20 ლარიანი ოპტიკით წერტილი წერტილში სვამს biggrin.gif

ოპტიკის ფულით ბევრი ბევრი ტყვიები იყიდე და ივარჯიშე სროლაში. სხვათაშორის ძალიან მაინტერესებს კიდე წონის ბალანსი. ხელიდან ძალიან რთული სასროლია?

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 3 2014, 07:28 PM

ციტატა
CHICO30
ჩემპოიონატი ზდპ ეებში თუ იქნება ჩემ წინააღმდეგ შანსი არ გექნება biggrin.gif ჰაენელ ზულ-312 მაქ biggrin.gif 20 ლარიანი ოპტიკით წერტილი წერტილში სვამს biggrin.gif

რომელია ეგ არ ვიცი biggrin.gif

ციტატა
ოპტიკის ფულით ბევრი ბევრი ტყვიები იყიდე და ივარჯიშე სროლაში. სხვათაშორის ძალიან მაინტერესებს კიდე წონის ბალანსი. ხელიდან ძალიან რთული სასროლია?

ხო გეუბნები, ნუ მაბრაზებ მეთქი biggrin.gif ოოჰ, ოპტიკის ფული ხო მაქვს რა? biggrin.gif ეს უნდა გავყიდო და როგორმე დავამატო თორე არც შალითის ფული დამრჩა და არც ქამარის. smile.gif ცარიელზე ვზივარ ასე ვთქვათ biggrin.gif

აი წონას რაც შეეხება ხელიდან სროლა მართლა ნაღდად რთულია რა მძიმეა sad.gif 4.5 კგ sad.gif
არა უშავს, ჩემს რემინგტონზე ვარ შეჩვეული 4 კილო იყო და ამასაც როგორმე შევეგუები, ნახევარი კილო გინდ იქით გინდ აქეთ (არადა ეგ ნახევარი კილო ართულებს სროლას თუ ართულებს biggrin.gif )ძლიერი მკლავები მაქვს biggrin.gif ან ტრენაჟორებზე ვივილი რო თოფი ადვილად გამოვიყენო biggrin.gif

პოსტის ავტორი: CHICO30 Feb 3 2014, 07:34 PM

სისულელე არ ჩაიდინო. თუ მაინცდამაინც ყიდულობ ოპტიკას სანამ არ ჩამოვა და არ გასინჯავ 2-3 კვირა მანამდე ეს ოპტიკა არ გაყიდო.

წონა მარადაც მძიმეა მაგრამ ბალანსი კარგი აქ. ანუ სიმძიმე უკან არის და არ მიჭირდა ხელიდან სროლა მარადასი. ერთი სიტყვით ძმა ყველაფერს რომ რიგზე მოიყვან 1 კარგი პესტ კონტროლ ჩემზე იყო. გაზი გამიზაპრავკეთ და სადაც გინდათ წაგიყვანთ. ჩემ მანქანაში 7 - 10 კაცი ეტევა.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 3 2014, 07:39 PM

ციტატა(CHICO30 @ Feb 3 2014, 08:34 PM) *
სისულელე არ ჩაიდინო. თუ მაინცდამაინც ყიდულობ ოპტიკას სანამ არ ჩამოვა და არ გასინჯავ 2-3 კვირა მანამდე ეს ოპტიკა არ გაყიდო.

წონა მარადაც მძიმეა მაგრამ ბალანსი კარგი აქ. ანუ სიმძიმე უკან არის და არ მიჭირდა ხელიდან სროლა მარადასი. ერთი სიტყვით ძმა ყველაფერს რომ რიგზე მოიყვან 1 კარგი პესტ კონტროლ ჩემზე იყო. გაზი გამიზაპრავკეთ და სადაც გინდათ წაგიყვანთ. ჩემ მანქანაში 7 - 10 კაცი ეტევა.

რაამბავია, კრაზია? biggrin.gif biggrin.gif
კი ბატონო smile.gif წავიდეთ მაგას რა სჯობს... smile.gif

2-3 კვირა მაინც რატო არ გავყიდო? sad.gif მირჩევნია უოპტიკოდ მედოს, იმიტომ რომ ამის გაყიდვის გარეშე ახალს ვერანაირად ვერ ვიყიდი smile.gif

პოსტის ავტორი: CHICO30 Feb 3 2014, 08:04 PM

არა ძმაო მასე ვქენი მე ლეაპერსი გავყიდე და მის მერე ვერაფერი მოვარგე წეისერად ჩემს ჰატსანს და კაი ხანი ობლად მედო. 3 ოპტიკა გამოიცვალა სანამ ისევ ლეაპერსი არ ვიყიდე მერე. ასე რომ თუ ეგ ოპტიკა კარგად იმუშავებს მანამ არ გაყიდო სანამ უკეთესს არ დააყენებ და არ ნახავ საქმეში რო მართლა უკეთესია.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 3 2014, 08:13 PM

ციტატა(CHICO30 @ Feb 3 2014, 09:04 PM) *
არა ძმაო მასე ვქენი მე ლეაპერსი გავყიდე და მის მერე ვერაფერი მოვარგე წეისერად ჩემს ჰატსანს და კაი ხანი ობლად მედო. 3 ოპტიკა გამოიცვალა სანამ ისევ ლეაპერსი არ ვიყიდე მერე. ასე რომ თუ ეგ ოპტიკა კარგად იმუშავებს მანამ არ გაყიდო სანამ უკეთესს არ დააყენებ და არ ნახავ საქმეში რო მართლა უკეთესია.

ვიცი მე ის ოპტიკა კარგად წავა, რომლის ყიდვაც მინდა და მაგიტომ ვაპირებ ამის გაყიდვას, ქაღალდზე სასროლად არ გამოდგება, შედარებით თხეელი ბადე აქვს იმას რომლის ყიდვაც მინდა და სროლას აიოლებს მიზანში მოსახვედრად smile.gif

პოსტის ავტორი: sekurifa Feb 4 2014, 02:42 AM

ხ.მ.ე.ლ.ო - ისიც უნდა დაგეწერა თუ რომელი ზუმით ვასწორებდით ოპტიკას. wink.gif

ნუ იმ პირობებში რაც ჩვენ გავტესტეთ ეგ თოფი ვერაფერს იტყვის კაცი ნორმალურად. ორი გასროლის მერე თითებს საერთოდ ვერ ვგრძნობდი smile.gif სასხლეტ კაკვზეც ვერ ვგრძნობდი როგორ ედებოდა თითი ისეთი ყინვა იყო wink.gif

რაც შეეხება ბადეს 50 კიარა 30 მეტრზეც სამჯერ აჭარბებდა მიშენიის წერტილს სისქით. თანაც ვისროდი 3 ზუმზე smile.gif ხოლო 3 ზუმზე სქელი ბადით როგორ ჩანს ხუთ ტეთრიანი 50 მეტრზე ალბათ ყველამ იცით.

ნუ ერთი სიტყვით თოფი კარგია და ფრიად კარგი სანადირო შედეგი აქვს. 50 მეტრში ასანთის კოლოფის ხელა სამიზნეს ხსნის ხეზე მიყრდნობით ხელიდან თავისუფლად (ეგ გამოვცადეთ ადგილზე smile.gif ) აი მარტო ხელიდან კი ამას ვერ ვიტყვი რადგან თოფის მოცულობიდან გამომდინარე ეგ ზან ძნელიაsmile.gif

ახლა ეგეთი ძლიერი მაგნუმ კლასისთვის ძან დამაკმაყოფილებელი შედეგია და მეტი უკეთესად ასეთი ძლიერი თოპი ვერც ისვრის მგონი. არაა ეგ ტოფი ქაღალდზესასრლად შექმნილი. მაგის დანიშნულებაა ნადირობა და ეგაა რა.

ერთადერთი მაგ თოფს უნდა ახალი ოპტიკა წვრილი ბადეთი და რინგების ნაცვლად ერთიანი მონობლოკი.

პოსტის ავტორი: gregory Feb 4 2014, 08:51 AM

ხ.მ.ე.ლ.ო
გილოცავ რომ იარაღი გამოგადგა smile.gif
რაც შეეხება ჯგუფებს: ნუ ჯერ ერთი ამ ყინვაში ესეც რომ ისროლეთ დიდი რესპექტები, მაგრამ ჯგუფები სადაა რო? ჯგუფს რომ აკეთებთ ოპტიკის ბარაბნებში რატომ შეგაქვთ კორექცია? დაუმიზნე, ესროლე 5 ტყვია და ეგაა ჯგუფი . თქვენ კი 2-2 ტყვიიანი ჯგუფები გაქვთ smile.gif

ციტატა(sekurifa @ 4th February 2014 - 03:42 AM) *
50 მეტრში ასანთის კოლოფის ხელა სამიზნეს ხსნის ხეზე მიყრდნობით ხელიდან თავისუფლად (ეგ გამოვცადეთ ადგილზე

მშვენიერია, ისე უფრო დიდ მანძილზე არ გიცდიათ?

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 4 2014, 10:08 AM

ხ.მ.ე.ლ.ო

ციტატა(x.m.e.l.o @ 3rd February 2014 - 04:59 PM) *
30 მეტრის დინსტანციაზე, წითლად მონიშნული 2 გასროლა დაჯდა მასე

ნუ ვაბშეტა გრიშამ სწორად გითხრა ჯგუფები 2-2 გასროლა არაა , კლასიკურად ჯგუფში 5 ტყვია იგულისხმება. ანუ თავიდან მისროლას აკეთებ და ასწორებ ოპტიკას , მერე კი თოფს ერთ წერტილს უმიზნებ და 5 გასროლას აკეთებ თან მიუხედავად იმისა თუ სად ხვდება ტყვია შენ არც დამიზნების წერტილს ცვლი და არც ოპტიკაში არანაირი შესწორებები არარ შეგაქვს, ანუ ჩანს რეალურად ერთ წერტილში სროლისას საშუალოდ რა სიზუსტით ისვრის თოფი და რამდენად სტაბილურად ერთი და იგივე ადგილს ხვდება ტყვიები. ეგრეთ წოდებული POI (ანუ Point of Impact)

კიდევ პაწა რჩევას მოგცემდით თუ მიირებთ, გამოიყენებ მყარი ქარალდი და არა ჩვეულებრივი თაბახის ფურცელი. ჩვეულებრივი ქაღალდი არის 70-80 გრამიანი (რეალში მგონი 60 გრამიანი იყიდება ჩვენთან smile.gif ), მოკელდ ნებისმიერ საკანცელარიო მაღაზიაში მიდიხართ და ყიდულობთ 1-2 ცალ 200-დან 300 გრამამდე ნებისმიერ ქაღალდს (თეთრი ყვითელი რავი რაც იქნება), შედეგად ტყვა რომ მოხვდება იქნება მხოლოდ ტყვიის დირკა, მაგრამ აღარ იქნება ჩამოგლეჯილი ნაწილები... შედეგად უფრო იოლი გახდება გაზომვა smile.gif

და ბოლოს ამ სიცივეში რამ გასროლინათ biggrin.gif... თითები მთელი გაქვთ?

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 4 2014, 10:56 AM

ციტატა
gregory
გილოცავ რომ იარაღი გამოგადგა smile.gif

გაიხარე, მადლობა smile.gif
ციტატა
gregory
რაც შეეხება ჯგუფებს: ნუ ჯერ ერთი ამ ყინვაში ესეც რომ ისროლეთ დიდი რესპექტები, მაგრამ ჯგუფები სადაა რო? ჯგუფს რომ აკეთებთ ოპტიკის ბარაბნებში რატომ შეგაქვთ კორექცია? დაუმიზნე, ესროლე 5 ტყვია და ეგაა ჯგუფი . თქვენ კი 2-2 ტყვიიანი ჯგუფები გაქვთ smile.gif

ეს კი ვიცით, ამდენი ხანია ამ ფორუმზე ვართ და ეგ არ გვეცოდინება 5 - 5 ტყვია რომ უნდა ესროლო? მაგრამ ხო გეუბნებით, ისე ყინავდა მე მაგალითად გამოქცევაზე ვიყავი, ზურამ მაგდენს რომ გაუძლო ეგეც მიკვირს, რო მოვდიოდით იმასაც ვეუბნებოდი აღარც თოფი მინდა და აღარც არაფერი, წავალ ეხლა ფეჩთან დავჯდები თქო... biggrin.gif

ციტატა
gregory
მშვენიერია, ისე უფრო დიდ მანძილზე არ გიცდიათ?

არა დიდ მანძილზე აღარ გვისვრია, 30 მეტრზე 5 თეთრიანიც კი იფარებოდა ოპტიკის ბადით და ვერ ხედავდი სად უმიზნებDი ცენტრში თუ ოდნავ გვერძე, ან მაღლა-დაბლა, შედეგად კი ხომ იცი შორ მანძილზე მცირედი გვერძე ან მაღლა დაბლა დაწევა დიდ სხვაობას იძლევა არამცთუ 30 მეტრზე smile.gif

ციტატა
ja_ja
ნუ ვაბშეტა გრიშამ სწორად გითხრა ჯგუფები 2-2 გასროლა არაა , კლასიკურად ჯგუფში 5 ტყვია იგულისხმება.

კი ბატონო, მაგრამ ზედიზედ ვისროდით ბარაბანზე ცვლილების შეტანიდან, მთავარია რომ გვერდებზე ან დიაგონალებზე არ მოძრაობდა ტყვია, მხოლოდ ნელ ნელა იწევდა მაღლა რაც ცვლილებაშ შეიტანდი, ეს იმის მანიშნებელია რომ, ბარაბანი რომც არ დაგვეტრიალებინა და 5 გვესროლა ერთ წერტილში, 5 ივე ერთადვე დაჯდებოდა, თან ძალიან ახლოს smile.gif

ციტატა
ja_ja
და ბოლოს ამ სიცივეში რამ გასროლინათ biggrin.gif ... თითები მთელი გაქვთ?

უბრალოდ სულ თავიდან გავსინჯე, ხომ უნდა შეამოწმო თოფს რამე პობლემა ხომ არ აქვს? ჰო და მეც შევამოწმე რა, ჩემმა მეორე თოფმა მწარე მაგალითი მომცა, რაც დიდი ხნის წინ მქონდა, ლულა გვერძე და დაბლა მისდიოდა და 20 მეტრში 50 სანტიმეტრიან სხვაობას იძლეოდა ისეთი საშინელი რამე იყო smile.gif თორემ ეს ამინდი ჯგუფების გასაკეთებლად ნამდვილად არ გამოდგება და არც ის პოზიცია, საიდანაც ჩვენ ვისროდით, უბრალოდ ზურა კარგად ისვრის თორემ სხვა ამ ჯგუფებსაც ვერ დასვავდა, შანსი არაა smile.gif თუ მაგრად არ ისვრის ვინმე, ვერ დასვავს smile.gif მე იმიტომ ვიდექი გვერძე და ვუყურებდი biggrin.gif

პოსტის ავტორი: sekurifa Feb 4 2014, 11:39 AM

ციტატა(x.m.e.l.o @ 4th February 2014 - 10:56 AM) *
, უბრალოდ ზურა კარგად ისვრის თორემ სხვა ამ ჯგუფებსაც ვერ დასვავდა, შანსი არაა თუ მაგრად არ ისვრის ვინმე, ვერ დასვავს მე იმიტომ ვიდექი გვერძე და ვუყურებდი

არა ხმელო, არ ვარ მე მთლად მასე კარგი სტრელოკი smile.gif უბრალოდ თოფია კარგი და იმ ადგილსდა სასროლ პოზიციას შევეჩვიე კარგად. ხომ ნახე რომ ხელიდან ვერ ვისვრი. კარგი სტრელოკი ხელიდანაც ისვრის კარგად smile.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 4 2014, 11:57 AM

ციტატა(sekurifa @ Feb 4 2014, 12:39 PM) *
არა ხმელო, არ ვარ მე მთლად მასე კარგი სტრელოკი smile.gif უბრალოდ თოფია კარგი და იმ ადგილსდა სასროლ პოზიციას შევეჩვიე კარგად. ხომ ნახე რომ ხელიდან ვერ ვისვრი. კარგი სტრელოკი ხელიდანაც ისვრის კარგად smile.gif

კარგ სტრელოკს დააჭერინე 4.5 კილო პნევმატიკა თან მოცულობით მაგის მსგავსი და ვნახოთ როგორ ისვრის smile.gif

პოსტის ავტორი: CHICO30 Feb 4 2014, 12:04 PM

შენ ჩემი გაწუნინგებული X50 უნდა გენახა. ხელიდან არაუშავს ვისვრი ყველა თოფს მაგრამ იმის აცევაც კი მიჭირდა. ხმელო დავითაც ჩამოვიდა გორიდან და გაამზადე შენი ნიტრო. ანუ ოპტიკა გაანოლე ასე 35 მეტრზე და წავიდეთ პესტ კონტროლზე. ზეგიდან უკვე ყინვა დაიწევს და დღისით იქნება +4 +6. ჯვარი დასვი 35 მეტრზე ეგრე იქნება იდეალური.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 4 2014, 12:21 PM

ციტატა(CHICO30 @ Feb 4 2014, 01:04 PM) *
ხმელო დავითაც ჩამოვიდა გორიდან და გაამზადე შენი ნიტრო. ანუ ოპტიკა გაანოლე ასე 35 მეტრზე და წავიდეთ პესტ კონტროლზე. ზეგიდან უკვე ყინვა დაიწევს და დღისით იქნება +4 +6. ჯვარი დასვი 35 მეტრზე ეგრე იქნება იდეალური.

მზათ არის. smile.gif
35 მეტრზე ზის smile.gif
წავიდეთ... smile.gif
სახლში თუ გამომივლით იმ შემთხვევაში, თორემ არც შალითა მაქვს და არც არაფერი smile.gif ქამარიც კი არ მაქვს smile.gif
დაგიტოვო მისამართი პმ-ში? smile.gif
ხო მართლა, პ.ს. ტყვიები 30 ცალამდე მექნება, თან ეხლა ვერც ვყიდულობ და თუ გვეყოფა დავაწვეთ smile.gif

პოსტის ავტორი: CHICO30 Feb 4 2014, 12:32 PM

30 ცალი არაფერში არ გვეყოფა
გრეგორისთან იყიდე ან მაგნუმში იყიდე ჯსბ ჰევი

სად ცხოვრობ მომწერე

სამიზნეებიც გაამზადე რომ ჯგუფები გავიგოთ. ხალხს აინტერესებს. დაბეჭდე 10 ცალი დაახლოებით. ქრონიც კარგი იქნებოდა მარააა

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 4 2014, 01:24 PM

ციტატა(CHICO30 @ Feb 4 2014, 01:32 PM) *
30 ცალი არაფერში არ გვეყოფა
გრეგორისთან იყიდე ან მაგნუმში იყიდე ჯსბ ჰევი

სად ცხოვრობ მომწერე

სამიზნეებიც გაამზადე რომ ჯგუფები გავიგოთ. ხალხს აინტერესებს. დაბეჭდე 10 ცალი დაახლოებით. ქრონიც კარგი იქნებოდა მარააა

ხალხი ძალიან ინტერესიანია biggrin.gif კარგ ჯგუფებს მხოლოდ მაშინ დავსვავ როცა ოპტიკასაც გამოვცვლი. რეგულირებადის ვინტს შევცვლი და სასხლეტის პირველი ეტაპის ზამბარას, smile.gif ჯერ ჯერობით კი ხალხი ამ შედეგებს უნდა დასჯერდეს :P

პოსტის ავტორი: sekurifa Feb 4 2014, 05:29 PM

ციტატა(CHICO30 @ 4th February 2014 - 12:04 PM) *
ხმელო დავითაც ჩამოვიდა გორიდან და გაამზადე შენი ნიტრო. ანუ ოპტიკა გაანოლე ასე 35 მეტრზე და წავიდეთ პესტ კონტროლზე. ზეგიდან უკვე ყინვა დაიწევს და დღისით იქნება +4 +6. ჯვარი დასვი 35 მეტრზე ეგრე იქნება იდეალური.

და ფაქტები ვინ უნდა შეინახოს ვიდეოზე? smile.gif

პოსტის ავტორი: CHICO30 Feb 4 2014, 05:55 PM

შენ იასნა ძმა შენ გარეშე მანქანა არ იქოქება საერთოდ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 4 2014, 07:54 PM

sekurifa

შენ უკვე აღარც გახსენებთ, რადგან თავისთავად წერიხარ წამომსვლელთა სიაში smile.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 6 2014, 06:06 PM

ეხლა უკვე მეშინია მე.......... scratch_one-s_head.gif

ჩემს თოფს ძალა თავიდან უფრო კარგი ჰქონდა და ამ ბოლო დროს დააკლდა, აშკარად ვამჩნევ, ემალს ერთ მხარეს ხვრეტდა და მეორე მხარეს კარგად ხოშიანად ღუნავდა, აი სურათზე როგორც არის ზემოთ..
ეხლა კიდევ ერთ მხარეს ხვრეტს და მეორეგან ოდნავ ღუნავს...
ამის გარდა, ერთი სქელი რკინა მაქვს, ალბად იქნება 0.5 მილიმეტრი, მაგას ხვრეტდა, და ეხლა ვეღარ ხვრეტს და უბრალოდ კარგად ღუნავს. sad.gif

ვაიმე, ნეტა რისი ბრალია? დავშალე ზამბარა გამოვიღე და სულ სულ ოდნავ გადახრილი იყო შტიკი და მაგის ბრალია ვითომ? არადა თავიდან არ ვიცი მასეთივე გადახრილი იყო თუ ეხლა გადაიხარა sad.gif
ნეტავ ლულის რეზინის ბრალი ხომ არ არის? ან დგუშის მანჟეტის sad.gif
ათას აზრი მიტრიალებს თავში და მეშინია უკვე biggrin.gif (სიმწრის სიცილი)

პოსტის ავტორი: Ex3 Mar 6 2014, 07:14 PM

ხ.მ.ე.ლ.ო
ტყვიები ხომ არ შეგიცვლია? ))

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 6 2014, 07:57 PM

ციტატა(Ex3 @ Mar 6 2014, 08:14 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
ტყვიები ხომ არ შეგიცვლია? ))

არა sad.gif

პოსტის ავტორი: Cowboy Mar 6 2014, 08:02 PM

ისე ტყვიებზე ბევრია დამოკიდებული მე შევატყე, მსუბუქი ტყვიით რასაც ხვრეტს, მძიმეთი იმას ვერ ხვრეტს, ტყვიის სიჩქარე რაც დიდია, შეღწევადობაც მეტი აქვს, და ტყვიასაც გააჩნია რამდენად მაგარი მეტალია, მაგალითად ჯსბ თი ისეთი შეღწევადობა არ ექნება დარწმუნებული ვარ როგორც მაგალითად ქროსმანის პრემიერებით, რადგან რბილია ჯსბ და ადვილად დეფორმირდება...

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 6 2014, 08:04 PM

ციტატა(Cowboy @ Mar 6 2014, 09:02 PM) *
ისე ტყვიებზე ბევრია დამოკიდებული მე შევატყე, მსუბუქი ტყვიით რასაც ხვრეტს, მძიმეთი იმას ვერ ხვრეტს, ტყვიის სიჩქარე რაც დიდია, შეღწევადობაც მეტი აქვს, და ტყვიასაც გააჩნია რამდენად მაგარი მეტალია, მაგალითად ჯსბ თი ისეთი შეღწევადობა არ ექნება დარწმუნებული ვარ როგორც მაგალითად ქროსმანის პრემიერებით, რადგან რბილია ჯსბ და ადვილად დეფორმირდება...

საქმე იმაშია რომ იგივე ტყვიებით ვცდიდი რამდენიმე დღის წინ და ისეთი შეღწევადობა აღარ აქვს, ვიდრე ეხლა რომ ვცადე ეს 2 დღეა უკვე... ))
პრემიერი რომ უფრო შეაღწევს თავისთავად, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ცალკე საკითხია და ტყვიების ცვლილების ბრალი გამორიცხეთ... )))

პოსტის ავტორი: Cowboy Mar 6 2014, 08:13 PM

ხ.მ.ე.ლ.ო
და რომელი ტყვიებით ისვრი? ჩემმა მძიმე ჯსბ-ებით ერთი მხრიდან გახვრიტა ემალის ქვაბი. მარა მეორე მხარეს არც ეტყობოდა არაფერი.

პოსტის ავტორი: ikaaa Mar 6 2014, 09:05 PM

გადატენვა ხო არ გაადვილდა რას ამჩნევ?

პოსტის ავტორი: gela Mar 6 2014, 09:19 PM

ხ.მ.ე.ლ.ო

პირველ რიგში მანჟეტს დააკვირდი, შეიძლება მხოლოდ ეს იყოს მიზეზი, მეორე მომენტი ის არის რომ, ახალ თოფს როცა დიზელი აკლდება, შესაბამისად შედარებით სუსტად ისვრის ჭურვს, , ეგ იმას არ ნიშნავს რომ ცუდად ისვრის თოფი, მაგრამ შედარებით ზუსტი კი იქნება... ახალი ფიშტო, როცა მას დიზელი აქვს, მას შეიძლება 20 ან მეტი მეტრ წამით მეტიც კი ქონდეს ტყვიის საწყისი სიჩქარე, რაც იმის მანიშნებელია რომ შენს მიერ მოწონებულ ემალის ქვაბს, უპრობლემოდ დახვრეტს, ვაკონკრეტებ, ეს უბრლოდ ჩემი ვარაუდია, შეიძლება ვცდებოდე, უბრალოდ მეც მაინტერესებს რა ხდება და შესაბამისად ვარაუდებს გამოვთქვამ,

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 7 2014, 12:02 AM

ციტატა(Cowboy @ Mar 6 2014, 09:13 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
და რომელი ტყვიებით ისვრი? ჩემმა მძიმე ჯსბ-ებით ერთი მხრიდან გახვრიტა ემალის ქვაბი. მარა მეორე მხარეს არც ეტყობოდა არაფერი.

ნუ, სიმართლე რომ გითხრა ყველა ბენჟამინ 1500-ის ზამბარა სხვადასხვანაირადაა დატენილი, მაგალითად ამაზონიდან რომ გამოვიწერე, ის მხოლოდ ერთ მხარეს ხვრეტდა და მეორეზე ვერ ამჩნევდა ემალს, ეს-რომელიც გრეგორთან ვიყიდე ერთ მხარეს ხვრეტს და მეორეზე ხოშიანად ამჩნევდა იგივე ტყვიებით რასაც შენ ამბობ, მძიმე ჯიესბით, ეს 2 დღეა კიდევ ვამჩნევ რომ ერთ მხარეს ხვრეტს და მეორეზე ოდნავ ამჩნევს.

ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ Mar 7 2014, 12:58 AM) *
ნუ, სიმართლე რომ გითხრა ყველა ბენჟამინ 1500-ის ზამბარა სხვადასხვანაირადაა დატენილი, მაგალითად ამაზონიდან რომ გამოვიწერე, ის მხოლოდ ერთ მხარეს ხვრეტდა და მეორეზე ვერ ამჩნევდა ემალს, ეს-რომელიც გრეგორთან ვიყიდე ერთ მხარეს ხვრეტს და მეორეზე ხოშიანად ამჩნევდა იგივე ტყვიებით რასაც შენ ამბობ, მძიმე ჯიესბით, ეს 2 დღეა კიდევ ვამჩნევ რომ ერთ მხარეს ხვრეტს და მეორეზე ოდნავ ამჩნევს.

ikaaa
თუ თანაფორუმელი "ბაკოს" ვენომის პრობლემაზე დაყრდნობით ვიმსჯელებთ გადატენვაში სისუსტე ჯერ-ჯერობით არ შემიმჩნევია. ეს ცოტათი მაიმედებს sad.gif

ციტატა(gela @ Mar 6 2014, 10:19 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო

პირველ რიგში მანჟეტს დააკვირდი, შეიძლება მხოლოდ ეს იყოს მიზეზი, მეორე მომენტი ის არის რომ, ახალ თოფს როცა დიზელი აკლდება, შესაბამისად შედარებით სუსტად ისვრის ჭურვს, , ეგ იმას არ ნიშნავს რომ ცუდად ისვრის თოფი, მაგრამ შედარებით ზუსტი კი იქნება... ახალი ფიშტო, როცა მას დიზელი აქვს, მას შეიძლება 20 ან მეტი მეტრ წამით მეტიც კი ქონდეს ტყვიის საწყისი სიჩქარე, რაც იმის მანიშნებელია რომ შენს მიერ მოწონებულ ემალის ქვაბს, უპრობლემოდ დახვრეტს, ვაკონკრეტებ, ეს უბრლოდ ჩემი ვარაუდია, შეიძლება ვცდებოდე, უბრალოდ მეც მაინტერესებს რა ხდება და შესაბამისად ვარაუდებს გამოვთქვამ,

დიზელის ეფექტზე მეც დავფიქრდი, იქნებ დეკონსერვაცია რომ გავუკეთე და ზედმეტი ტაოტი მოვაშორე იმიტომ ვეღარ აკეთებს იმას რაც აკეთებდა თქო, მაგრამ მერე დავფიქრდი და გამახსენდა რომ დეკონსერვაციის შემდეგაც ჰქონდა ისეთი ძალა რომ ერთ მხარეს ხვრეტდა და მეორეზე კარგად ამჩნევდა, და ეს ბოლო 2 დღეა ერთ მხარეს ხვრეტს და მეორეზე ოდნავ ამჩნევს sad.gif

პოსტის ავტორი: Cowboy Mar 7 2014, 12:14 AM

ციტატა(x.m.e.l.o @ 7th March 2014 - 01:02 AM) *
ნუ, სიმართლე რომ გითხრა ყველა ბენჟამინ 1500-ის ზამბარა სხვადასხვანაირადაა დატენილი, მაგალითად ამაზონიდან რომ გამოვიწერე, ის მხოლოდ ერთ მხარეს ხვრეტდა და მეორეზე ვერ ამჩნევდა ემალს, ეს-რომელიც გრეგორთან ვიყიდე ერთ მხარეს ხვრეტს და მეორეზე ხოშიანად ამჩნევდა

ხო ეტყობა პატარ-პატარა განსხვავებები მაინც არი რა ერთი და იმავე თოფებშიც რავი...

პოსტის ავტორი: o.cho Mar 7 2014, 03:01 PM

ხ.მ.ე.ლ.ო
სალამი smile.gif შეიძლება დეკონსერვაცია რომ გაუკეთე პატარა დიზელი მაინც ქონდა და ეხლა ბლომად რომ ისროლე ისიც გაქრა და ჩადგა თავის კალაპოტში

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 7 2014, 04:02 PM

ციტატა(o.cho @ Mar 7 2014, 04:01 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
სალამი smile.gif შეიძლება დეკონსერვაცია რომ გაუკეთე პატარა დიზელი მაინც ქონდა და ეხლა ბლომად რომ ისროლე ისიც გაქრა და ჩადგა თავის კალაპოტში

დეკონსერვაციის შემდეგ მაინც ხვრეტდა თქო 1 მხარეს და მეორეზე დიდად ამჩნევდა. მაგის ბრალი არ არის.

პოსტის ავტორი: DaV1nCh Mar 7 2014, 04:32 PM

ხ.მ.ე.ლ.ო
მოკლედ ხმელო ხო ხედავ გგრუზავს ეს ზდპები თავისი ძალის დაკარგვით biggrin.gif biggrin.gif ხოდა ხო ხედავ კიდევ ერთი მიზეზი გამოგიჩნდა პცპს საყიდლად, ძალაც არ დააკლდება, და ნერვები შენც საღი დაგრჩება biggrin.gif თან კიდევ ერთი პცპშნიკი იქნება ფორუმზე. smile.gif))

პოსტის ავტორი: Cowboy Mar 7 2014, 04:44 PM

ისე მეც ვფიქრობ პცპ-ზე გადასვლას, დისკოზე ვფიქრობ, ცუდი თოფი კი არ არი მარა მომკლა ამისმა თრევამ იმსიმძიმეა smile.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 7 2014, 04:47 PM

ხო მაგრამ დისკოს 2 იმდენს დაახარჯებ მოდიფიკაციებში, ნუ თუ ამის მუღამი და საშუალება გაქვს კი შეიძლება.

დავინჩი, არ მინდა პცპ-ეხლა მაგის ნასოსი მაკაჩავებინე კიდე biggrin.gif ყოველი 50 გასროლის მერე smile.gif
თან ისეთი მინუსებიც აქვს მაგ პცპ-ს რაც მე არ მომწონს smile.gif

პოსტის ავტორი: Cowboy Mar 7 2014, 05:14 PM

ციტატა(x.m.e.l.o @ 7th March 2014 - 05:47 PM) *
ხო მაგრამ დისკოს 2 იმდენს დაახარჯებ მოდიფიკაციებში

ნუ ისეთი რა დასჭირდება, რავიცი, როგორც არი ისეთი რო იყიდო და ისროლო რა უჭირს... სამაგიეროდ ისეთი მსუბუქია... თან გაცილებით ზუსტი როგორც ვიცი, რავი...

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 7 2014, 05:30 PM

ციტატა(Cowboy @ Mar 7 2014, 06:14 PM) *
ნუ ისეთი რა დასჭირდება, რავიცი, როგორც არი ისეთი რო იყიდო და ისროლო რა უჭირს... სამაგიეროდ ისეთი მსუბუქია... თან გაცილებით ზუსტი როგორც ვიცი, რავი...

მასე ვამბობდი მეც წინა თოფზეც და ეხლანდელზეც მაგრამ წინას იმდენი რამე შევუცვალე.. ამისთვის კიდევ ბევრი რამე მაქვს შესაცვლელი...
რაც შეეხება დისკოს, რომ იყიდი დამიჯერე მაგასაც ბევრი რამე ექნება შესაცვლელი, უბრალოდ არ მოგეწონება რომ მასეთია თორემ ეხლა რომ იყიდო და ისროლო და არაფერი შეუჩვალო განა რამეა, უბრალოდ მაინც მოგინდება ბევრი რამის შეცვლა smile.gif

პოსტის ავტორი: piettro Mar 8 2014, 01:15 AM

ამ თოფის ყიდვა მინდოდა და jaja-მ ისე "დამცინა" იმ დღეს, კი გდამინდა :-D. თან ეს ძლიერი ზდპ-ები სიზუსტესთან ცოტაა .... მაგრამ ეხლა რაც ვნახე შედეგი, ნორმალურია მგონი.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 8 2014, 12:44 PM

ციტატა(piettro @ Mar 8 2014, 02:15 AM) *
ამ თოფის ყიდვა მინდოდა და jaja-მ ისე "დამცინა" იმ დღეს, კი გდამინდა :-D. თან ეს ძლიერი ზდპ-ები სიზუსტესთან ცოტაა .... მაგრამ ეხლა რაც ვნახე შედეგი, ნორმალურია მგონი.

მარტო ჯაჯა რომ დაგცინებს ეგ არაფერია biggrin.gif
აი მთავარია ბევრმა არ დაგცინოს, თუ მასე მოხდა ესეიგი თოფი მართლა არასასუველია biggrin.gif
ძლიერი რომ არის ნიტრო ზამბარა აქვს და მაგიტომ არის კარგი და მაგიტომ აქვს უკუცემა შემცირებული დ ამაგიტომ არის საკმაოდ ზუსტი smile.gif 50 მეტრში 1.5 სანტიმეტრიან ჯგუფებს ცუდს ნამდვილად ვერ უწოდებ, თან ისეთი ოპტიკით გაკეთებულ ჯგუფებს, 3 იანი ზუმიტ რომ ისვრი და ცენტრს რო ფარავს ოპტიკის ბადის სისქე და ვერ ამჩნევ ზუსტად უმიზნებ თუ არა smile.gif მერე გავტესტავ უფრო დაწვრილებით, ეხლა უბრალოდ ოპტიკის შეცვლა მინდა და გავტესტავ და დარწმუნდები რომ კარგი თოფია, თორემ მასე ჰატსან 125 და 135 საც ასეთი ძალა აქვს დაახლოებით მაგრამ 10 მეტრში ბოთლს ან გაარტყავ, ან არა, ისე მაგრად დახტის ხელში სროლისას და მხარსაც მოგაგლეჯს smile.gif
უბრალოდ რომ ვარიარო მხოლოდ ერთ ნაკლს ვხედავ ამ თოფებში, მზიმეა : 4.5 კილოა.
ჰატსანიც მძიმეა მაგრამ ეგ პირდაპირ გადასაგდებია biggrin.gif მაგრამ ბენჟოს არ უხდება მაინცდამაინც სიმძიმე. smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 8 2014, 12:52 PM

ხ.მ.ე.ლ.ო

ციტატა(x.m.e.l.o @ 8th March 2014 - 01:44 PM) *
50 მეტრში 1.5 სანტიმეტრიან ჯგუფებს ცუდს ნამდვილად ვერ უწოდებ, თან ისეთი ოპტიკით გაკეთებულ ჯგუფებს, 3 იანი ზუმიტ რომ ისვრი

შენ აკეთებ ამ ჯგუფებს?

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 8 2014, 12:56 PM

ციტატა(geojorjika @ Mar 8 2014, 01:52 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო

შენ აკეთებ ამ ჯგუფებს?

სეკურიფა ))

პოსტის ავტორი: o.cho Mar 8 2014, 01:05 PM

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif 4.5 კილო რა არის ტო შტანგაა? მაგხელა თოფის 50 მეტრში სროლა კი არა მიტანაც გამიჭირდებოდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: piettro Mar 8 2014, 01:12 PM

მოკლედ, სროლაში საკმაოდ კარგი შედეგები მაქვს ზოგადად, ნებისმიერი ტიპის იარაღიდან, ცეცხლსასროლი იქნება თუ პნევმატური. პირველი კლასის მსროლელი ვარ, მაგრამ მსროლელ-ექსპერტობაზეც მაქვს პრეტენზია :-D
თავი რომ არ შეგაწყინოთ, პირდაპირ გეტყვით, რომ პნევმატიკაში დიდი გამოცდილება არა მაქვს, ზოგადად კი ძალიან დაინტერესებული ვარ ამ ტიპის თოფებით, მაგრამ ჯერ სწავლის პროცესში ვარ. რაშიც ეს ფორუმი და თქვენ, ფორუმელები ძალიან მეხმარებით. ჩემს ბავშვობაში პნევმატიკა საკმაოდ პოპულარული იყო, მაგრამ ისეთ დროში ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ, რომ კალაშნიკოვი უფრო საჭიროდ ჩავთვალე თავის დროზე და მაგას მივყევი :-) ეხლა კი მინდა რაღაცეები მაინც ვიცოდე პნევმატიკაზე. ჩემს დროს მხოლოდ იჟ-ის პნევმატიკას თუ იშოვიდი და აქაიქ თუ ვინმეს ჰქონდა რაღაც უცნაური უკრაინული პნევმოები. ეხლა კი არჩევანი დიდია და ცოტა ვიბნევი ხოლმე სანამ რამის ყიდვას გადავწყვეტ.
რამდენიმე თვის წინ ვიყიდე Benjamin Titan NP (მანამდე სამჯერ სხვადასხვა რუსული პნევმო მქონდა), ნუ, საკმაოდ კარგი თოფი გამოდგა, 3 თვე იმენნო ვიხმარე რასაც ქვია :-) მერე გავყიდე და Gamo Big Cat ვიყიდე, ეს ისე, შესადარებლად უბრალოდ, რომ ნიტრო ზამბარის უპირატესობა გამომეცადა პრაქტიკაში :-) გამოც ნორმალური იყო, მაგრამ ტიტანი თავის ნიტრო ზამბარით მაინც მირჩევნია :-)
ამ ყველაფრის შემდეგ უფრო ძლიერი Benjamin Trail XL 1500 უნდა მეყიდა და ერთხელ მივწერე გრიგოლს აქ და ჯაჯამ ისე ჩამამწარა, გადამინდა :-D ეხლა PCP მინდა გამოვცადო, ხელფასებზე ვდებ ხოლმე გვერდზე გარკვეულ თანხას მაგისთვის, რომ შევაგროვებ ვიყიდი და იმედია შემდეგ ჩემპიონატს არ გამამაზინებთ :-D

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 8 2014, 01:36 PM

ციტატა(piettro @ Mar 8 2014, 02:12 PM) *

ნუ, ზოგს პცპ ურჩევნია ზოგს ზდპ.
ჩემთვის მაგალითად პცპ-ს ისეთი მინუსები აქვს რომ ზდპ-ს ვამჯობინებ.
და რაო ჯაჯამ რა გითხრა? biggrin.gif

ციტატა(o.cho @ Mar 8 2014, 02:05 PM) *
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif 4.5 კილო რა არის ტო შტანგაა? მაგხელა თოფის 50 მეტრში სროლა კი არა მიტანაც გამიჭირდებოდა biggrin.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ნუ ყველაფერი შეჩვევეაზეა ალბად, ჩემი წინა იარაღი 4 კილო იყო, ეს 4.5 ია და ვნახოთ ჯერ, აი სანადიროდ რომ გამოვცდი ვნახავ ძნელი სატარებელია თუ არა smile.gif
თუ ძაან გამაწვალა თავისთავად მეც გავყიდი, მაგრამ ერთი რამე მზადნავს გაყიდვასთან დაკავშირებით, ესეთი სიძლიერის თოფს ამაზე მსუბუქს ვერც იყიდი თუ პლასტმასის კონდახი არ ექნება და სხვათაშორის პლასთმასის კონდახიანსაც სადღაც 3.8 კილოა დაჟე ოპტიკის გარეშე და ოპტიკა რომ დაუმატო კი ავა 4.2 კილოზე. მოკლედ რომ ვთქვათ ასეთი ძლიერი ზდპ-ები მსუბუქი არ არის და ამაზე დაბალძალიანი კიდევ მე არ მინდა smile.gif შორ დინსტანციაზე სასროლად მინდა. (თან იორამასი არ იყოს და ეს თოფი მართლაც "ლამაზი მხეცია") smile.gif

პოსტის ავტორი: piettro Mar 8 2014, 01:52 PM

აი PCP-ს რა მინუსები აქვს მაინც? :-) მე არ მქონია ჯერ და ვერ გეტყვი ჯერ რომელი მირჩევნია. უნდა გამოვცადო პრაქტიკაში ეგეც და მერე გეტყვი :-)
ჯაჯამ მითხრა უხეში, მძიმე და საზიზღარიაო. 20 მეტრში ისე ფანტავს ტყვიებს, ჯგუფებზე ვერც იოცნებებო :-D. და ერთმა მითხრა კიდევ, ვიყიდე და CP- ები ვისროლეო, რომელი სად ხვდებოდა ვერ გაიგებდი ისე ფანტავსო :-D ხმა აქვს დიდიო. აბა რაღა დარჩათქო და მოვერიდე, არადა თითქმის გადაწყვეტილი მქონდა უკვე :-D

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 8 2014, 02:22 PM

ხ.მ.ე.ლ.ო

ციტატა(x.m.e.l.o @ 8th March 2014 - 01:56 PM) *
სეკურიფა ))

ფაქტები თუ არ შეწუხდებით. არ მჯერა მე, რომ მაგ ფიშტოდან ვინმე საქართველოში სტაბილურად 15 მმ ჯგუფს აკეთებს 50 მეტრში

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 8 2014, 02:32 PM

ციტატა(x.m.e.l.o @ 8th March 2014 - 02:36 PM) *
ნუ, ზოგს პცპ ურჩევნია ზოგს ზდპ.
ჩემთვის მაგალითად პცპ-ს ისეთი მინუსები აქვს რომ ზდპ-ს ვამჯობინებ

რაც შეეხება ამას , მე ჯერ კაცი არ მინახია ვისაც PCP ქონია ეთქვას ეს რა არის ამაზ ზდპ მირჩევნიაო

მინუსები რაც შეიძლება ობიექტური იყოს არის მხოლოდ ორი :
1) არაავტონომიურობა , ანუ PCP-თვის საჭიროა, ნასოსი ან მაღალი წნევის ბალონი , აქვს გასროლების განსაზღვრული რაოდენობა რის შემდეგაც აუცილებელია ისევ დატენვა ( თუმცაღა აქაც არსებობს გამოსავალი https://www.youtube.com/watch?v=-jbzc-ssiJs
2) ზდპ–თან შედარებით არის ძვირი , შესაბამისი კლასის PCP მინიმუმ 3 ჯერ ძვირია მისი კლასის ზდპ–სთან შედარებით

სხვა მინუსი PCP–ს ზდპ–სთან შედარებით უბრალოდ არ აქვს, სამაგიეროდ აქვს უამრავი პლიუსი მაგ: სიმძლავრე, სიზუსტე, უკუცემის არ არსებობა, ზედმეტი ფიზიკური ძალა არ სჭირდება მის გადატენას, არ ხარ კალიბრში შეზღუდული (ნუ არ ვგულისხმობ საქართველოს , მაგ თვენ წარმოგიდგენიათ 9მმ ზდპ–? არადა ამ კალიბრის PCP უამრავია და თან საკმადო წარმატებულიც) და მოკლედ ბევრი სხვა პლიუსები.

მოკლედ რომ ვთქვათ თუ ციმბირში მიდიხარ და იცი რომ გარშემო 500 კმ–ს მანძილზე ცივილიზაციას ვერ ნახავ , მაშინ წაიღე ზდპ და უამრავი ტყვია, ხოლო თუ მანქანით დადიხარ , გაქვს თან ბალონი ან ნასოსი და დაუსახლებელ კუნძულზე არ ხარ მაშინ PCP–ს ალტერნატივა არ აქვს

პოსტის ავტორი: Cowboy Mar 8 2014, 02:40 PM

ციტატა(giorgi @ 8th March 2014 - 03:22 PM) *
არ მჯერა მე რომ მაგ ფიშტოდან ვინმე საქართველოში სტაბილურად 15 მმ ჯგუფს აკეთებს 50 მეტრში

აი მაგას კი ვერ დავიჯერებ, რა ვქნა biggrin.gif 20 მეტრში მე ბოთლის სახურავებს ვხსნი, 40 მეტრში ნახევარლიტრიან ბოთლებს, და ისიც რამე საყრდენით, თორე იმსიმძიმეა, ხელიდან სროლა ძაან მიჭირს (ნუ მე ეხლა დიდი არაფერი მსროლელი ვარ, რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს მაგასაც... biggrin.gif ) მაგრამ მაგას ნაღდად ვერ დავიჯერებ, რომ ამით ვინმე მასეთ ჯგუფებს აკეთებს, რადგან გაფანტვა მართლა საკმაოდ აქვს.
piettro
აი ხმაზე ვერ დაგეთანხმები, საკმაოდ პატარა ხმა აქვს, ნუ ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში...

პოსტის ავტორი: piettro Mar 8 2014, 02:50 PM

ანუ მაინც PCP ჯობია და არ ვიყიდო ეს ბენჟო? :-)
რაღაც ისევ გამიჩნდა ყიდვის სურვილი :-D

პოსტის ავტორი: Cowboy Mar 8 2014, 03:00 PM

ნუ მე ჩემ აზრს დავწერ. ამ თოფის დანიშნულება მხოლოდ ნადირობაა (ჰა, გასართობად "პლინკაობა"). არ აქვს იმ დონის სიზუსტე, რომ მიზანში სასროლად გამოდგეს, ჯგუფების საკეთებლად, შეჯიბრებებზე და ა.შ. სანადიროდ ნორმალური სიზუსტე აქვს, ცუდს ვერ ვიტყვი ამ თოფზე, მარა ყველაზე დიდი მინუსი, რაც მე მაწუხებს ყოველ შემთხვევაში, არის "წონა", "წონა" და "წონა" smile.gif მემგონი ჯანიან ადამიანსაც გაუჭირდება ხელიდან სროლა, არათუ ჩემნაირ 60 კილოიან კაცს biggrin.gif

პოსტის ავტორი: Cowboy Mar 8 2014, 03:06 PM

ამიტომაც ვფიქრობ დისკოზე გადასვლას, სანადიროდ ძალიან მომწონს, განსაკუთრებით წონის ამბავში, ამასთან შედარებით ბუმბულია smile.gif ნუ მთლად ასეთი მხეცური ძალა არ აქვს, მაგრამ სრულიად საკმარისია. სიზუსტეში კიდე რაც დისკოს ჯგუფები მინახია, ამას არც დაესიზმრება ალბათ იმ დონის სიზუსტე, რავი.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 8 2014, 07:17 PM

ციტატა
piettro
მე არ მქონია ჯერ და ვერ გეტყვი ჯერ რომელი მირჩევნია. უნდა გამოვცადო პრაქტიკაში ეგეც და მერე გეტყვი

კი ბატონო, გამოსცადე smile.gif
ციტატა
piettro
ჯაჯამ მითხრა უხეში, მძიმე და საზიზღარიაო. 20 მეტრში ისე ფანტავს ტყვიებს, ჯგუფებზე ვერც იოცნებებო

მძიმე არის კი, როგორც ავღნისნე 4.5 კილოა, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ რომ ძლიერია, სიძლიერის გამო კი დიდი ცილინდრი აქვს, ასევე სრაუდერი უყენია, ასევე ზამბარის, ცილინდრის ბოლოს უკანა კრიშკაც მძიმე და სქელი აქვს სხვა თოფებთან შედარებით რადგან ზამბარის ძალამ უკან არ გამოგლიჯოს.
აბა აბა, როგორ ცუდად მოუტყუებია smile.gif
20 მეტრში როგორ ფანტავს ტყვიებს როცა 50 მეტრში სეკურიფამ 10 თეთრიანის ხელა ჯგუფი დასვა... smile.gif
ციტატა
piettro
და ერთმა მითხრა კიდევ, ვიყიდე და CP- ები ვისროლეო, რომელი სად ხვდებოდა ვერ გაიგებდი ისე ფანტავსო

ნუ, შეიძლება ჯაჯას ნათქვამი მართალი იყო, რადგან ყველა თოფი გამოდგომაზეა, ჩემი თოფი ძალიან ზუსტად ისვრის, ზოგი ვერ ისვრის, დაჟე ზოგის ზამბარა შედარებით სუსტადაა დატენილი, ზოგისა კი პირიქით უფრო ძლიერად და შესაბამისად უფრო დიდი ძალა აქვს smile.gif
ამასთან ერთ მაგალითს მოვიყვან კიდევ, ცვენმა თანაფორუმელმა მითხრა დავინჩიმ, ჩემი ბენჯო ისე დახტოდა ხელში ბოთლსაც ვერ ვარტყავდიო smile.gif
მოკლედ რომ ვთქვათ გააჩნია რა, ან გაგიმართლებს ნებისმიერ იარაღთან მიმართებაში, ან არა smile.gif
ციტატა
piettro
ხმა აქვს დიდიო.

მოკლედ რააა smile.gif არ ვიცი არ ვიცი ხალხი რაზე დაყრდნობით მსჯელობს ზოგ შემთხვევაში, ჩემსას არაფერი დიდი ხმა არ აქვს და სხვისა არ ვიცი, თუ ვინმემ ტაოტით სავსე ცილინდრიანი თოფი გაისროლა ხმა ექნებოდა თავისთავად გეკოს ხელაც კი შეიძლება მაგრამ დეკონსერვირებულს (დაჟე სანამ დეკონსერვაციას გავუკეთებდი არც მაშინ ქონდა ხმა) საერთოდ ვერ დააბრალებ რომ დიდი ხმა აქვს smile.gif
ციტატა
piettro
აბა რაღა დარჩათქო და მოვერიდე, არადა თითქმის გადაწყვეტილი მქონდა უკვე

ჩემი აზრით შემცდარხარ რომ მორიდებულხარ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 8 2014, 07:27 PM

ციტატა
geojorjika
რაც შეეხება ამას , მე ჯერ კაცი არ მინახია ვისაც PCP ქონია ეთქვას ეს რა არის ამაზ ზდპ მირჩევნიაო

აი, ხო მნახე smile.gif
ზდპ მირჩევნია smile.gif

ციტატა(geojorjika @ Mar 8 2014, 03:22 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო

ფაქტები თუ არ შეწუხდებით არ მჯერა მე რომ მაგ ფიშტოდან ვინმე საქართველოში სტაბილურად 15 მმ ჯგუფს აკეთებს 50 მეტრში

ავტვირთო შედეგები, და მერე როგორც რემინგტონით გაკეთებული ჯგუფები განახეთ 50 მეტრსი და არ დამიჯერეთ, აქაც ისევ ისე არ უნდა დამიჯეროთ ხო? smile.gif
თქვენ თვალწინ თუ არ გატესტა სეკურიფამ, თქვენ არავის არაფერს არ დაუჯერებთ smile.gif
ისე, სეკურიფა რომელიმე შეჯიბრში რომ გამოსულიყო, არავის არცერთ მედალს არ შეგახვედრებდათ biggrin.gif

ციტატა(piettro @ Mar 8 2014, 03:50 PM) *
ანუ მაინც PCP ჯობია და არ ვიყიდო ეს ბენჟო? :-)
რაღაც ისევ გამიჩნდა ყიდვის სურვილი :-D

არ ვიცი, თუ სიმძიმის დაძლევა შეგიძლია, მაშინ შესაძლებელია ყიდვა კარგი გადაწყვეტილება იყოს, მაგრამ თუ არ გაგიმართლა და ისეთი შეგხვდა, როგორსაც ჩვენი თანაფორუმელები აძაგებენ, აი მასინ არ ვიცი უკვე smile.gif
ისე, მე მართლა გამიმართლა როგორც ჩანს ამ თოფში და კარგი შემხვდა... smile.gif

პოსტის ავტორი: piettro Mar 8 2014, 08:00 PM

რომ არ გამიმართლოს მერე სად გავყიდო :-D. არა ისევ Condor-ი ვიყიდო ჯობია :-)

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 8 2014, 08:31 PM

ციტატა(piettro @ Mar 8 2014, 09:00 PM) *
რომ არ გამიმართლოს მერე სად გავყიდო :-D. არა ისევ Condor-ი ვიყიდო ჯობია :-)

უუუუჰ, მაიმარკეტი და მისი ჯანი biggrin.gif biggrin.gif
რავიცი, რატომ არ უნდა გაგიმართლოს, აგერ გრეგორთან მშვენიერს აარჩევ, მთავარია დააკვირდე რამე ისე არ ჰქონდეს და ვსიო .. ))
თან ზოგი რომ ამბობს არაზუსტიაო, იმას სროლის დროს ლულის ვინტი ეშვება, გადატენვის დროსაც, მე აშკარად შემჩნეული მაქვს რომ გადატენვის დროს ვინტიც ტრიალებს და კანიშნა არაზუსტად გაისვრის, მაგას თუ ყოველი გადატენისას ვინტი დაუტრიალდა, ბოლოს გასძვრება ის ლულა და ეგ იქნება biggrin.gif
ამიტომ მე ლულის ვინტი საიმედოდ მაქვს დამაგრებული smile.gif ეს სიზუსტის ერთ ერთი მთავარი მიზეზია, რომ ლულა უძრავად უნდა იყოს ბუდეში smile.gif

პოსტის ავტორი: gela Mar 8 2014, 09:31 PM

ხ.მ.ე.ლ.ო

ციტატა(x.m.e.l.o @ 8th March 2014 - 12:44 PM) *
ძლიერი რომ არის ნიტრო ზამბარა აქვს და მაგიტომ არის კარგი და მაგიტომ აქვს უკუცემა შემცირებული დ ამაგიტომ არის საკმაოდ ზუსტი 50 მეტრში 1.5 სანტიმეტრიან ჯგუფებს ცუდს ნამდვილად ვერ უწოდებ, თან ისეთი ოპტიკით გაკეთებულ ჯგუფებს, 3 იანი ზუმიტ რომ ისვრი და ცენტრს რო ფარავს ოპტიკის ბადის სისქე და ვერ ამჩნევ ზუსტად უმიზნებ თუ არა

მე არ მჯერა კი არა და ისე არ მჯერა რომ რა ვიდეოებიც არ უნდა დადო მაინც არ დავიჯერებ, რომ ზდპ თან 3 ჯერადობის ოპტიკამ ეგ შედეგი აჩვენა, ნუ გაგიკვრიდება თუ არც არავინ არ დაგიჯერა, იმიტომ რომ პრაკქტიკაში მსგავსი რამ არ არსებობს, მაგ ნიტროთი და თან 3 ჯერადობის ოპტიკით, მოკლედ აქ რაც არ უნდა წერო და იძახო 15 მილიმეტრიანი ჯგუფი გავაკეთეო, დამიჯერე, 99.99 % ეგონება და რომ უბრალოდ ტრაბახია და არა ნამდვილი შედექი, შენ თუ გინდა ისიც დაწერე რომ სეკურიფამ იგივე თოფით და იგივე ოპტიკით 200 მეტრზეც იგივე შედეგი დადოო, მაგას შენ ვერავინ ვერ დაგიშლის, მაგრამ ფაქტი თუ არ ვნახეთ, წერე და იკითხე რამდენიც გინდა და თუ გინდა 300 მეტრამდეც გაზარდე იგივე შედეგზე, მაგრამ ერთს დაწმუნებით გეტყვი, ერთერთ გასვლაზე წამოიღე ეგ თოფი, სეკურიფაც მოამზადე, რომ მერე იქ არ იყოს რომ, ახლა ფორმაში ვერ ვარ, თოფს რა დაემართა, ადრე კარგად ისროდა და ახლა ვერ ვიგებ რაღატომ ვეღარ ისვრის ისეო, ან თითი მაქვს ნაღრძობი და მაგიტომ ვერ გავიმეორე იგივე შედეგიო, ეგ ყველაფერი უნდა გამორიცხო, ამ ყველაფერს რომ გამორიცხავ, თოფიც ფორმაში რომ გექნება, სეკურიფაც რომ ფორმაში იქნება, დაგვიძახე და ეგ შედეგი გვაჩვენე, ახლა თუ იტყვი რომ, ჩვენ ეგ შედეგები დავდეთ და თქვენ გინდა დაიჯერეთ გინდა არაო, მაშინ გეტყვით რომ არ გვჯერა და უბრალო ტრაბახს უფრო გავს ვიდრე ნამდვილ ამბავს : ) თუ არა და მაშინ ვამბობ რომ მე 50 მეტრზე მაქვს 30 ტყვიით 5 მილიმეტრიანი ჯგუფი, დაუჯერებელია ხო? მასე მინდადა ვწერ, ჩემი ნება არ არის? wink.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 8 2014, 09:43 PM

ციტატა(gela @ Mar 8 2014, 10:31 PM) *

თუ მაინცდამაინც თვალით არ იხილეთ შედეგები, მიუხედავად იმისა რომ თუნდაც ვიდეოში თქვენს თვალწინ ვინმემ ასეთი შედეგი მიიღოს და იმასაც კი არ დაუჯეროთ, მაშინ რაღა აზრი აქვს საერთოდ ამ ფორუმს, რა აზრი აქვს ვინმე რომ სხვას თოფს ურჩევს და ეუბნება კარგიაო, იქნებ იმას არ ადგება (ყოფილა ასეთი შემთხვევები ბევრი რომ იარაღი ურჩევიათ და ზუსტი კი არადა საერთოდ დაშლილა ის იარაღი რამდენიმე სროლაში ყველაფრიანად) თუ გგონიათ რომ მე ვტრაბახობ და სეკურიფა კიდევ იტყუება, მაშინ რაღა მაქვს სათქმელი... ))

ხო, იმედი მაქვს ასეთ რამეს მოვახერხებთ მე და ზურა. თორემ თქვენ, ფორუმელბს ვერავინ ვერაფერს დაგაჯერებთ smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 8 2014, 09:47 PM

3 კი არა თუ გინდა 50 ჯეროდაბით იყოს , ღია ტირში სადაც ქარი და სხვა გარემო პირობების სახით ხელის შემშლელი ფაქტორებია , + ხელიდან სროლა (ეხლა არ მითხრა დაზგიდან ისროდაო) და + სტაბილურად მაგის გაკეთება არის შეუძლებელთან მიახლოვებული smile.gif , შეიძლება ერთხელ გაუვარდა , როგორც მაგალითად ჯაჯამ გააკეთა 10 ტვიით 11 მმ ჯგუფი ჩემი თოფიდან 9 ჯერადობის ოპტიკით 50 მეტრზე, მაგრამ სტაბილურად ამის კეთება ვფიქრობ რომ არარეალურია

ხ.მ.ე.ლ.ო

ციტატა(x.m.e.l.o @ 8th March 2014 - 10:43 PM) *
ხო, იმედი მაქვს ასეთ რამეს მოვახერხებთ მე და ზურა. თორემ თქვენ, ფორუმელბს ვერავინ ვერაფერს დაგაჯერებთ

ნამეტან ხმამაღალ განცხადებებს ნუ გააკეთებ, ზურას შეიძლება შენზე უკეთ ვიცნობდეთ wink.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 8 2014, 09:51 PM

ციტატა(geojorjika @ Mar 8 2014, 10:47 PM) *
3 კი არა თუ გინდა 50 ჯეროდაბით იყოს , ღია ტირში სადაც ქარი და სხვა გარემო პირობების სახით ხელის შემშლელი ფაქტორებია , + ხელიდან სროლა (ეხლა არ მითხრა დაზგიდან ისროდაო) და + სტაბილურად მაგის გაკეთება არის შეუძლებელთან მიახლოვებული smile.gif , შეიძლება ერთხელ გაუვარდა , როგორც მაგალითად ჯაჯამ გააკეთა 10 ტვიით 11 მმ ჯგუფი ჩემი თოფიდან 9 ჯერადობის ოპტიკით 50 მეტრზე, მაგრამ სტაბილურად ამის კეთება ვფიქრობ რომ არარეალურია

ხ.მ.ე.ლ.ო

ნამეტან ხმამაღალ განცხადებებს ნუ გააკეთებ, ზურას შეიძლება შენზე უკეთ ვიცნობდეთ wink.gif

თემა ახლიდან გადაიკითხეთ და ნახავთ საიდანაც ისროდა. ხესი ჩაქუჩით ჩამაგრებულ სოლზე ჰქონდა ჩამოყრდნობილი, სადაც ნაჭერი დავახვიეთ რომ რბილად დადებულიყო ზედ.
ხო, შეიძლება ვინმე ჩემზე ახლოს იცნობდეს ვინმე ჩემზე შორს... )))
ნეტავ როდის გავყიდი ამ ოპტიკას რომ სხვა დავაყენო და იმედია თქვენს თვალწინ გატესტვას მოვახერხებ... ))

პოსტის ავტორი: gela Mar 8 2014, 09:52 PM

ხ.მ.ე.ლ.ო

ფორუმი მარტო იმისათვის არ არის რომ მხოლოდ ვწეროთ, ფორუმი არის იმისათვისაც რომ დაიგეგმოს გასვლები და ფორუმელებმა ამ გასვლებში და ერთობლივ შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღონ, ზუსტად ამას გთავაზობთ ჩვენც, დამიჯერე აქ გასვლები რომ არა, მარტო წერას არაფერი აზრი არ ექნებოდა, ზუსტად გასვლებზე იდება რეალური შედეგები, იქ ჩანს ამა თუ იმ თოფის რეალური შედეგები, ზუსტად ამისათვის არსებობს ეს ფორუმი და გასვლები , რომ პნევმატიკის მოყვარულებს ასე თუ ისე მაქსიმუმი შესაძლებლობა ქონდეთ იარაღს კარგად გაეცნონ, აბა შენ წარმოიდგინე, თუ არა გასვლები, მაშინ რა გამოვიდოდა, ყველას ეცოდინებოდა მხოლოდ თავისი იარაღი და არ ექნება შესაძლებლობა სხვა ფორუმელის იარაღს გაეცნოს, დაიჭიროს ხელში და გააკეთოს გადაწყვეტილება თუ რომელი თოფი ურჩევნია, მაშინ ნუ გავალთ გასვლებზე და ყველამ მარტო ჩვენს თოფებზე ვწეროთ, ააა იმხელა თევზი დავიჭირე რომ მუშტის ტოლა თვალი ქონდაო, და იმხელა სპილო მოვინადირე რო ბარაკუდა ჰანტერმა თავის ქალა ახადაო , მოკლედ იმედია მიმიხვდი რისი თქმაც მინდა, საწყენად ნუ მიიღებ რაც მე ზემოთ დაგიწერე, პირიქით თუ ჩვენს თვალწინ განმეორდება იგივე შედეგი დამიჯერე პირიქით ჩვენი ფორუმელები მოხარულები ვიქნებით და დამიჯერე რომ აქ თუ ვინმეს არ ჯერა ეგ შედეგი, არა იმიტომ რომ შეშურდა ან შენი თოფის ან სეკურიფას შესაძლებლობის, უბრალოდ მსგავსი შედეგი არავის უნახავს და მოყოლილს კიდევ დამაჯერებლობა არ აქვს ისეთი, რაც საკუთარი თვალით ნანახს, კიდევ ვამბობ, ეს ფორუმი ასე თუ ისე წარმატებით უძღვება გასვლებს და თუ ხართ ფორუმელები რომლებსაც პნევმატიკა გიტაცებთ, უნდა გამოთქვათ სურვლი ერთობლივ შეჯიბრებაში მონაწილეობის და პირადად მე გეტყვი ყველას სახელით რომ, მარტო შენთვის დავამზადებთ პრიზებს და თან დიდი სიხარულით გადმოგცემთ რომ ასეთი შედეგი ქართულმა პნევმო მოყვარულებმა აჩვენეთ

პოსტის ავტორი: o.cho Mar 8 2014, 10:53 PM

geojorjika
კიდევ აქვს პცპს ერთი მინუსი ნუ მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში და თუ ასე არაა მითხარით smile.gif ეს მინუსია სიფაქიზე. ნადირობისას დადიხარ კაცი ხან როგორ პირობებში და ხან როგორ და ამდენ ატმოსფეროიანი ბალონი არაა პრობლემა? ნუ რბილ ბალიშზე თუ დადე და სავარძელში მოკალათდი და ასე შემდეგ თავისტავად პცპს პლიუსი სახეზეა ყველანაირად ჯობს მარა თუ დადიხარ და ხან ხევში ხარ და ხან მთაზე მაშინ როგორაა მაგის საქმე? მე პცპ არ მქონია არასოდეს და მაგიტომ ზუსტად რომ რთული მოსავლელი და სპეციფიურად გამოსაყენებელი მგონია

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 8 2014, 11:05 PM

o.cho
არაა, გათვლილია ეგ მაგ ყველაფერზე, ბუშტი ხომ არ არის რომ ეკალზე გასკდეს smile.gif

პოსტის ავტორი: o.cho Mar 8 2014, 11:08 PM

geojorjika
მადლობა გასაგებია smile.gif ესეიგი ეგ მინუსიც რომ ამოვშალოთ რცება მარტო პლიუსები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif : D

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 9 2014, 11:18 AM

ციტატა(geojorjika @ Mar 9 2014, 12:05 AM) *
o.cho
არაა, გათვლილია ეგ მაგ ყველაფერზე, ბუშტი ხომ არ არის რომ ეკალზე გასკდეს smile.gif

რაზეა გათვლილი , რო დაგივარდეს, ქვას დაეცეს და გასკდეს, მერე სად მიდიხარ? smile.gif
ალბად კაცის ნაწილებს ვერც შეაგროვებენ...

gela
კი ბატონო, გეთანხმები, რაც დაწერე ყველაფერში.
შეჯიბრში მონაწილეობასაც ვგეგმავ, მეც მაგიტომ ვიყიდე ეს თოფი, არა მარტო სანადიროდ... )))

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 9 2014, 09:54 PM

ხ.მ.ე.ლ.ო

ციტატა(x.m.e.l.o @ 9th March 2014 - 12:18 PM) *
რაზეა გათვლილი , რო დაგივარდეს, ქვას დაეცეს და გასკდეს, მერე სად მიდიხარ?
ალბად კაცის ნაწილებს ვერც შეაგროვებენ...

ვაახ შენ რა ყველაფერზე პასუხი გაქვს, გინახია, რომ ამბობს, სადმე გაგიგია დავარდა და გასკდაო თუ საიდან აკეთებ მსგავს დასკვნებს? ჩემს ხელში გაუვლია არაერთ პცპ იარაღს, ამჟამადაც არაერთის მფლობელი ვარ,ხალხი მყავს გვერდით რომელთან ზოგს ჩემზე მეტი ზოგსაც ნაკლები გამოცდილება აქვს ამ საქმეში, უამრავი კოსტრუქციის და მწარმოებლის პცპ თოფები აქვთ და ჯერ კაცს არ უთქვია რომ ეგეთი რამე მომხდარიყოს, ასევე არამარტო ქართულ , არამედ უამრავ არაქართულ რესურს ვეცნობი და მსგავსი რამ არსად შემხვედრია ქარხნული იარაღის და მისი სწორად ექსპლუატაციის შემთხვევაში

ისეთ თემაზე ჭკუის სწავლება არ გინდა რაც არ იცი და სხვასაც შეცდომაში ნუ შეიყვან, ჯერ თავად გამოცადე, გაერკვიე და დასკვნები მერე გააკეთე

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 10 2014, 01:13 PM

ციტატა
geojorjika
ჯერ კაცს არ უთქვია რომ ეგეთი რამე მომხდარიყოს

ალბად არ დავარდნიათ და როგორ მოხდებოდა smile.gif
ციტატა
geojorjika
ისეთ თემაზე ჭკუის სწავლება არ გინდა რაც არ იცი და სხვასაც შეცდომაში ნუ შეიყვან, ჯერ თავად გამოცადე, გაერკვიე და დასკვნები მერე გააკეთე

ვის რა ჭკუას ვასწავლი, მე ჩემს აზრს გამოვთქვამ.

და საერთოდ, სად ბენჯამინ 1500 და სად პცპ, სჯობს აღარ გავაგრძელოთ, თორე თემა სულ გაოფდა, შორს წავედიეთ =))

პოსტის ავტორი: sekurifa Mar 10 2014, 04:20 PM

ციტატა(giorgi @ 8th March 2014 - 02:22 PM) *
ფაქტები თუ არ შეწუხდებით. არ მჯერა მე, რომ მაგ ფიშტოდან ვინმე საქართველოში სტაბილურად 15 მმ ჯგუფს აკეთებს 50 მეტრში

აუ ახლა ვნახე ეს დიალოგები smile.gif მე ახლა მოსკოვში ვარ და საერტოდ ვერ ვიცლი აქ შემოსასვლელად ჯერ. რაც შეეხება მაგ ჯგუფებს სულ ეგრე არ ყოფილა. ანუ მხედველობაში მაქვს ის რომ ოპტიკის გასწორების მერე სამი ტყვია ჯდებოდა ერთად ორი ცოტა გაბნევას იძლეოდა.

ხოლო გაშეშებული მაგიდიდან სავსებით შესაძლებელია ნიტრომ პცპ -ეს გაუწიოს წინააღმდეგობა, რადგან უბრალო ხეზე მიყრდნობილი 1500-ით 50 მეტრში ასანთის კოლოფი ხუთიდან უთივე იხსნებოდა.

ხოლო თუ შეჯიბრზე ზედეპეს 25 მეტრს გავათანაბრებთ პცპ-ეს 50 მეტრთან მაშინ სავსებით შესაძლებელია ზედეპემ აჯობოს. ახლა მე ფაქტები 25 მეტრიანი შედეგების აღარ მაქვს მაგრამ ჩემი მურკა 10 თეთრიანში სვამდა 25 მეტრზე მჩატე ჯიესბეებს.

მეც რომ არ გამიმართლა არცერთ გასვლაზე. სულ ორჯერ გახლდით ქესალოში და პირველად ბრაკი ოპტიკა მქონდა და მეორედ ვაბშე კოლიმატორი მეგო ბულკაზე საშინელიsmile.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 10 2014, 04:38 PM

თან ის ფაქტი არ დაგვავიწყდეს, 25 მეტრში 3 იანი ზუმით უკვე ცენტრი იფარებოდა ოპტიკის ბადის ცენტრით და 50 მეტრში ხო საერთოდ. აი ბევრჯერ ვახსენე და ეხლაც გავიმეორებ, მთავარია ოპტიკა გამოვცვალო და მერე იქნებ მოხერხდეს და თქვენი თანდასწრებით გავტესტოთ. თქვენვე გატესტეთ, ვინც მოისურვებთ და ვისაც ყველაზე ძაან უჭირს დაჯერება, მე ვერ ვისვრი კარგად და ამიტომ... smile.gif

პოსტის ავტორი: piettro Mar 10 2014, 06:31 PM

ხ.მ.ე.ლ.ო
სროლა ჩემზე იყოს :-) მაინტერესებს ეგ თოფი თან და თან ვერ ვრისკავ ყიდვას :-)

პოსტის ავტორი: Dave Mar 10 2014, 06:36 PM

ზ.დ.პ, პ.ც.პ ეს გერჩივნოს ადამიანს პირველად გავიგე smile.gif ქვაზე რომ დაეცესო მაგარი იყო რა biggrin.gif

პოსტის ავტორი: gela Mar 10 2014, 08:11 PM

ხ.მ.ე.ლ.ო

ციტატა(x.m.e.l.o @ 9th March 2014 - 12:18 PM) *
ქვას დაეცეს და გასკდეს, მერე სად მიდიხარ?
ალბად კაცის ნაწილებს ვერც შეაგროვებენ...

ვაი და შემთხვევით მტერმა ტყვია გესროლა და რეზერვუარში გაგარტყა. ხომ ხარ მერე დაღუპული? biggrin.gif თუ მასეა მაშინ გადატენილზე რომ უკანა მხარე გამოგლიჯოს მაგ ნიტრომ, ხო წაგაცალა თავი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ეგეთი რამეები გამორიცხე smile.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 10 2014, 08:26 PM

ციტატა(Dave @ Mar 10 2014, 07:36 PM) *
ზ.დ.პ, პ.ც.პ ეს გერჩივნოს ადამიანს პირველად გავიგე smile.gif

რა დაუჯერებელიც არ უნდა იყოს მირჩევნია და აჰა... smile.gif

ციტატა(piettro @ Mar 10 2014, 07:31 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
სროლა ჩემზე იყოს :-) მაინტერესებს ეგ თოფი თან და თან ვერ ვრისკავ ყიდვას :-)

თუ კარგად ისვრი და ზდპ-დან ხშირად გისვრია, თან ასე თუ ისე მძიმე ზედეპედან, კი ბატონო შენზე იყოს ... smile.gif

პოსტის ავტორი: o.cho Mar 10 2014, 09:52 PM

ხ.მ.ე.ლ.ო
biggrin.gif ეხლა ეს როგორი ვარიანტია იცი? გაუბიცა რო მქონდეს და სროლა არ ვიცოდე რა აზრი აქვს მაშინ ჩემთვის იმ გაუბიცას? მე თუ მკითხავ მსროლელი და სასროლი იარაღუ ინდა უგებდნენ ერთმანეთს და ჯობს საკუთარი ტოფიტ თავადვე ანახო კაი სედეგები ტუნდაც ისეთი სასწაული და ზუსტი არა მაგრამ გაი შEდეგები და ამიტომ ჯობს თავადვე ივარჯიშო და გაუგო ყველა წვრილმანი საკუთარ იარაღს. თორემ სადმე რომ მოგიწევს მიზანში სროლა ხომ არ იტყვი ის უფრო მაგრად ისვრისო და ტურნირზე /ჩემი სახელით გავიდესო smile.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 10 2014, 09:58 PM

ციტატა(o.cho @ Mar 10 2014, 10:52 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
biggrin.gif ეხლა ეს როგორი ვარიანტია იცი? გაუბიცა რო მქონდეს და სროლა არ ვიცოდე რა აზრი აქვს მაშინ ჩემთვის იმ გაუბიცას? მე თუ მკითხავ მსროლელი და სასროლი იარაღუ ინდა უგებდნენ ერთმანეთს და ჯობს საკუთარი ტოფიტ თავადვე ანახო კაი სედეგები ტუნდაც ისეთი სასწაული და ზუსტი არა მაგრამ გაი შEდეგები და ამიტომ ჯობს თავადვე ივარჯიშო და გაუგო ყველა წვრილმანი საკუთარ იარაღს. თორემ სადმე რომ მოგიწევს მიზანში სროლა ხომ არ იტყვი ის უფრო მაგრად ისვრისო და ტურნირზე /ჩემი სახელით გავიდესო smile.gif

რატო ვითომ, სეკურიფას თოფი თუ არ არის ვერ ისროდა კარგად თუ? სწორედ მაგიტომ უნდა გავატესტინო სხვას რომ კარგი შედეგი აჩვენოს. აბა მე თუ დავჯექი და სასწაული გაბნევა ვაჩვენე მაგით რა.. smile.gif
როდესაც გავტესტავ სხვას ვანდობ, ასე აჯობებს. smile.gif
მოკლედ ეს სამომავლო საკითხია...

პოსტის ავტორი: o.cho Mar 10 2014, 10:24 PM

ხ.მ.ე.ლ.ო
რავი ძმა შენ როგორც გინდა ისე ქენი გააკეთე მარა მე მაინც მირჩევნია ჩემი თოფით მე ვისროდე მაგრად და დავამუღამო ვიდრე სხვა ისროდეს და იმან გითხრას კაია თუ ცუდი smile.gif საკუთარ ნივტზე საკუთარი შეხედულება შენ უნდა გქონდეს

პოსტის ავტორი: gela Mar 10 2014, 10:36 PM

o.cho

ციტატა(o.cho @ 10th March 2014 - 10:24 PM) *
საკუთარი შეხედულება შენ უნდა გქონდეს

+10000

ეგ იარაღი შენთვის იყიდე თუ სეკურიფასთვის? თუ შენთვის იყიდე შენვე უნდა დაამუღამო მაქედან სროლა, თუ ვერ ამუღამებს და ესეიგი შენთვის არ ყოფილა მაი ფიშტო, ის რომ სეკურიფა უფრო კარგად ისვრის მაგ იარაღიდან, სულ არ ნიშნავს იმას რომ შენი არჩევანი მაგაზე უნდა გააჩერო, იქნებ შენ ვაფშე ჰაცან 125-დან ისვრი კარგად, სხვაზე მორგებულ იარაღზე, როცა მაგ იარაღიდან შენ ვერ ისვრი კარგად, როგორ შეიძლება თქვა რომ კარგიაო? კარგი კი არის მაგამ არა შენთვის, სეკურიფასთვის, ალბათ მიმიხვდი რისი თქმაც მინდოდა, მაშინ მე გეტყვი, ძალიან კარგად ვისვრი ედგან მატადორიდან, მოდი მაშინ ეგ იყიდე, იმიტომ რომ მე მაგ იარარიდან მაქვს კარგი შედეგი, ახლა არ მითხრა რომ შენ ჩემს შედეგზე მეტად სეკურიფას შედეგი გაინტერესებს და შესაბამისად იარაღს შენთვის ირჩევ სეკურიფაზე მორგებულს, ჩემზე მორგებულმა მატადორმა რა დაგიშავა, სეკურიფაზე ნაკლების დალევა შემიძლია თუ ტურნიკზე იწევა სეკურიფა ჩემზე მეტჯერ? თუ რის გამო აკეთებ მაგ იარაღზე არჩევანს? როცა თავად ვერ ისვრი მაგ იარაღიდან?

პოსტის ავტორი: piettro Mar 10 2014, 10:43 PM

კარგი, ჰო :-) გავიგეთ.. ზოგს ზდპ მოსწონს, ზოგს პცპ.. :-) გავაოფეთ თემა ძაან :-)

პოსტის ავტორი: piettro Mar 10 2014, 10:49 PM

მე პირადად ზდპ-თი საუკეთესო "ჯგუფი" 50 მეტრზე 10სმ მქონდა :-D 4X32 ოპტიკით, Benjamin Titan-ით. კალაშნიკოვზე 100 მეტრში ღია სამიზნით უკეთესი შედეგი მაქვს აშკარად :-D
მიუხედავად იმისა, რომ პცპ არ მქონია ჯერ, ამ მსჯელობებიდან ვრწმუნდები, რომ პცპ-ს დიდი უპირატესობა აქვს მიზანში სროლაში.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 11 2014, 07:46 AM

ციტატა(gela @ Mar 10 2014, 10:36 PM) *
o.cho

+10000

ეგ იარაღი შენთვის იყიდე თუ სეკურიფასთვის? თუ შენთვის იყიდე შენვე უნდა დაამუღამო მაქედან სროლა, თუ ვერ ამუღამებს და ესეიგი შენთვის არ ყოფილა მაი ფიშტო, ის რომ სეკურიფა უფრო კარგად ისვრის მაგ იარაღიდან, სულ არ ნიშნავს იმას რომ შენი არჩევანი მაგაზე უნდა გააჩერო, იქნებ შენ ვაფშე ჰაცან 125-დან ისვრი კარგად, სხვაზე მორგებულ იარაღზე, როცა მაგ იარაღიდან შენ ვერ ისვრი კარგად, როგორ შეიძლება თქვა რომ კარგიაო? კარგი კი არის მაგამ არა შენთვის, სეკურიფასთვის, ალბათ მიმიხვდი რისი თქმაც მინდოდა, მაშინ მე გეტყვი, ძალიან კარგად ვისვრი ედგან მატადორიდან, მოდი მაშინ ეგ იყიდე, იმიტომ რომ მე მაგ იარარიდან მაქვს კარგი შედეგი, ახლა არ მითხრა რომ შენ ჩემს შედეგზე მეტად სეკურიფას შედეგი გაინტერესებს და შესაბამისად იარაღს შენთვის ირჩევ სეკურიფაზე მორგებულს, ჩემზე მორგებულმა მატადორმა რა დაგიშავა, სეკურიფაზე ნაკლების დალევა შემიძლია თუ ტურნიკზე იწევა სეკურიფა ჩემზე მეტჯერ? თუ რის გამო აკეთებ მაგ იარაღზე არჩევანს? როცა თავად ვერ ისვრი მაგ იარაღიდან?

მე იმას კი არ ვამბობ აქედან კარგად ვისვრი და იქიდან ვერა თქო, სეკურიფა ყველა იარაღიდან კარგად ისვრის ჩემთან შედარებით, რემინგტონიდან ასე თუ ისე ვისროდი მაგრამ მაინც ზურას გავაკეთებინე ჯგუფები, თოფის სიზუსტე თუ გაინტერესებთ აგერ სხვა ისვრის და ნახავთ და ნადირობა თუ გაინტერესებთ აგერ ჩემი ბენჟამინი და აგერ მე... ვააჰ. ))

პოსტის ავტორი: sekurifa Mar 11 2014, 02:17 PM

კარგით გეყოფათ ახლა ყველას რა.

ხმელო ნუღარ მახსენებ რა თორე რაღაც შარში მგონია თუ გავები smile.gif შევეშვი მე უკვე ზედეპეებზე ჩალიჩს და ოპტიკების გასცორებას და დეკონსერვაციებს. მოვცილდი დიდი ხნით ამ სფეროს.

სხვა ნახეტ ახლა ვინმე მაგ განხრით და იმაზე ოლაპარაკეთ ახლა smile.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Jun 12 2014, 04:57 PM

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, როგორც იცით ოპტიკა ჩამომივიდა და დღეს ჩემი ლომფხვი იარაღი გამოიყურება ასე:

რაც იმას ნიშნავს, რომ იარაღი მწყობრშია და მზად ვარ წავიდეთ სადმე ისეთ ადგილას სადაც გავტესტავთ და მის შედეგებს ვიხილავთ.

მართალია დახურული მანჟეტის ჩაყენება მინდოდა მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში არ იშოვება და უკრაინიდან და რუსეთიდან ჩამოტანა კიდევ თვითონ მანჟეტზე ძვირი ჯდება და არ მიღირს.

ჯაჯა, იქ რომ წავსულიყავით მაშინ თქვენ რომ გატესტეთ დისკოვერები, როდესაც წამოსვლის მსურველებიდან ყველას ეცლება კარგი იქნება smile.gif
ან სადმე უკეთესი ადგილი თუ იცით გასატესტად... ))

პოსტის ავტორი: gela Jun 12 2014, 09:18 PM

ხ.მ.ე.ლ.ო
მაგარი სიმპატიური და ცხოველი იარაღია : ) მშვიდობაში და კარგ ნადირობაში : )

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 13 2014, 08:39 AM

gela

ციტატა(gela @ 12th June 2014 - 10:18 PM) *
და ცხოველი იარაღია

იმენნო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Jun 13 2014, 11:35 AM

ციტატა(gela @ Jun 12 2014, 10:18 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
მაგარი სიმპატიური და ცხოველი იარაღია : ) მშვიდობაში და კარგ ნადირობაში : )

მადლობ, გაიხარე smile.gif

ja_ja

რა გაცინებს, წამიყვანეთ ეხლა ჯგუფების გასაკეთებლად biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ერთი ამბავი რო ამიტეხეთ წინა პოსტებში ბევრმა ხალხმა. biggrin.gif biggrin.gif მე კი ვიცი ჩემი თოფის მუშაობის შედეგები და თქვენ არ გჯერათ და გაინტერესებთ ამიტომ ველი თქვენს გამოხმაურებებს biggrin.gif

პ.ს. ისევ ისე თუ ისვრის არ ვიცი სიმართლე რო გითხრათ, დავშალე ადრე ზედმეტი ტაოტი ამოვაკელი და ისეთი ძალა აღარ აქვს, თან ლულაში გვერძე ფირფიტა ჩავაყოლე რომ ლულა კარგად გამყარებულიყო არ ეყანყალა და რავიცი კიდე რა გავუკეთე, ადრე ხომ გახსოვთ ლოკტიტეთი რო ჩაეწეპა და ძლივს რომ მოვხსენი რო ვეწვალებოდი ხან ჩაქუჩი ვურტყი ხან გავახურე ალზე და ათასი რამე დავმართე biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 13 2014, 12:52 PM

სად წაგიყვანო ჩემი თავი ვერსად გამიყვანია რამდენიხანია სულ საქმეები მაქვს smile.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Jun 13 2014, 02:24 PM

ციტატა(ja_ja @ Jun 13 2014, 01:52 PM) *
სად წაგიყვანო ჩემი თავი ვერსად გამიყვანია რამდენიხანია სულ საქმეები მაქვს smile.gif

ნუუუ, ამჟამად არც მე მცალია და ალბად არც სხვებსაც, მაგრამ იმედი მაქვს ახლო მომავალში ყველა მოვიცლით smile.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Jun 28 2014, 04:21 PM

რამდენიმე დღის წინ მოხდა ასეთი რამ, თოფი გადავტენე და ცილინდრსა და გადასატენ რიჩაგს შორის რომ პატარა ოთხკუთხედი ცხენის ნალის მსგავსი პლასტმასი აქვს, რომელიც რიჩაგზეა დამაგრებული და იმისათვის არის, რომ რბილად მოხვდეს რიჩაგი ატენვის დროს თოფის ცილინდრს, ეგ პლასტმასტი აიხვია და ჩაღეჭა თოფმა და როგორ აიხვია გაგებაში არ ვარ.
ხო და აღარ ვარგა ეგ პლასტმასტი და მაგის მაგივრად რა შეიძლება დავაყენო?

პოსტის ავტორი: geojorjika Jun 28 2014, 04:23 PM

ხ.მ.ე.ლ.ო
სურათი დადე რაზე ამბობ

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 28 2014, 04:50 PM

ხ.მ.ე.ლ.ო
ვიცი რაზეც ამბობ.

ან გრიშას დაელოდე როდის ჩამოიტტანს (ნუ შესაბამისად უნდა დაუკვეთო ჯერ), ან რავი შეიძლება რაიმე მსგავსის გაკეთება.

ელიავაზე რაიმე პლასტმასი იყიდე და გამოჭერი იმისგან უბრალო ქლიბის დახმარებით.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Jun 28 2014, 04:56 PM

ციტატა(geojorjika @ Jun 28 2014, 05:23 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
სურათი დადე რაზე ამბობ

ვერ ვპოულობ, მოიც აი ერთ დაშლილ თოფზეა ნაჩვენები, კი სხვა სისტემა აქვს იმ თოფს გვერდიდან იტენება, მაგრამ მაინც გამოდგება ეგ ფოტო smile.gif

აი...

ჯაჯა
ცოტა რაღაცნაირი რბილი პლასტმასი უნდა და მართლაც გამოვჭრი, პროსტა მაგისთვის ელიავაზე წასვლაც კი მეზარება biggrin.gif
ნუ, რამეს მოვიფიქრებ. smile.gif

პოსტის ავტორი: benjamin trail Aug 9 2014, 03:18 AM

გამარჯობატ... ბენჯამინ ტრაილ ნპ ხლ 1500 ნამდვილად მაგარი იარაგია მიუხედავად მისი ცონისა, 2 კვირის ცინ ვიყიდე ეგ იარაგი ყველაფრიტ კმაყოფილი ვარ, მაგრამ 300 გასროლის მერე მოდზვრა (არ ვიცი მაგ ნაცილს რა ქვია. ერტი სიტყვიტ ტოფისა და ოპტიკის დამაკავსჰირებელი) ტან გასროლის მომენტსჰი და ლამის ოპტიკა გატყდა დავარდნისაგან. დგეს დავსჰალე და არგონიტ პრიხვატკები დავასვი, 5 გასროლა და ეგეც გატყდა ნასვარკსჰი. მერე იდზულებული გავხდი მტელ ცრეზე სჰემედუგებინა. რაც სჰეეხება მხვრეტაობას, (პრემიერ ულტრა მაგნუმ 10.5 იანიტ) მალიროვანნი ვედროს ხვრიტავს და მეორე კედელსჰიც ტიტქმის გადის.

პოსტის ავტორი: STALKER78 Aug 9 2014, 12:24 PM

გამარჯობა. ასეთი შრიფტით როგორ მოახერხე დაწერა? scratch_one-s_head.gif ქართულით დაწერე,ძმა,თორემ ძაან მკაცრი მოდერები არიან და დაგშტრაფავენ.
გილოცავ შენაძენს i-m_so_happy.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 10 2014, 11:09 AM

benjamin trail
ანჯერად ტექსტი ჩაგისწორე... გთხოვ გადახედო http://www.airgun.ge/forums/index.php?act=boardrules და დააკვირდე პუნქტს 5.1 ანუ რა ენაა ოფიციალურად მიღებული ფორუმზე, და ასევე გაეცანი პუნქტს 5.2 ანუ რა მოხდება თუ ტექსტი დაწერილი იქნება ლათინური სიმბოლოებით smile.gif

შემდეგშI თხოვნა მექნება ყურადღება მიაქციო ამ პუნქტებს, იმიტომ რომ დიდი ტექსტის წაკითხვა ლათინური შრიფტით და შესაბამისი სტრანნი ტრანსკლიფციებით დამღლელია და ხშირად მომხრარებელი ამჯობინებს საერთოდ არ წაიკითხოს ასეთი ტექსტი...

მოკლედ ყველა ბროუზერი აღიქვავს აქ გამოყენებულ სკრიპტს, შედეგად ქართულად ყველა ბროუზერშI და მოწყობილობაზე იკრიფება, ისეთებზეც კი როგორიცაა Android, Windows Phone და ასე შედმეგ... თუ რაიმე მიზეზით შენი მოწყობილობა ვერ აღიქვავს სკრიოპტს და წერისას ლათინურად იკრიფება ტექსტი გთხოვ ან შენით გაარკვიო როგორ დააყენო შესაბამის მოწყობილობაზე ქართული კლავიატურა, ან მიუტანო შესაბამის მცოდნე ხალხს. უკვე ტელეფონებიდანაც კი უპრობლერმოდ იკრიფება ტექსტი ქართულად, ასე რომ ვერ წარმომიდგენია რომელიმე აპარატურა რომელზეც შუძლებელია ქართულად წერა. ასე რომ განმარტებები რომ იქ პლანშეტიდან იყო დაწერილი, ან მობილიდან არც კი განიხილება, მითუმეტეს არ განიცილება ნოუთბუქი და კომპიუტერი, გინდა იყოს MAC-ი გინდა PC გინდაც ANDROID-ზე მომუშავე სტრანნი რაიმე პომპი.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Aug 10 2014, 11:26 AM

ციტატა(benjamin trail @ Aug 9 2014, 04:18 AM) *
გამარჯობატ... ბენჯამინ ტრაილ ნპ ხლ 1500 ნამდვილად მაგარი იარაგია მიუხედავად მისი ცონისა, 2 კვირის ცინ ვიყიდე ეგ იარაგი ყველაფრიტ კმაყოფილი ვარ, მაგრამ 300 გასროლის მერე მოდზვრა (არ ვიცი მაგ ნაცილს რა ქვია. ერტი სიტყვიტ ტოფისა და ოპტიკის დამაკავსჰირებელი) ტან გასროლის მომენტსჰი და ლამის ოპტიკა გატყდა დავარდნისაგან. დგეს დავსჰალე და არგონიტ პრიხვატკები დავასვი, 5 გასროლა და ეგეც გატყდა ნასვარკსჰი. მერე იდზულებული გავხდი მტელ ცრეზე სჰემედუგებინა. რაც სჰეეხება მხვრეტაობას, (პრემიერ ულტრა მაგნუმ 10.5 იანიტ) მალიროვანნი ვედროს ხვრიტავს და მეორე კედელსჰიც ტიტქმის გადის.

დააა ამ პოსტით იარაღის სიკარგესა და მაგარი რომ არის მაგას გინდა გაუსვა ხაზი, თუ რაიმე დახმარება ან რჩევა გჭირდება? smile.gif მართლა ვერ მივხვდი და რავიცი თუ დახმარება გჭირდება უფრო დავაკონკრეტებთ და დაგეხმარებით. smile.gif
ისე შენ რაზეც თქვი გატყდაო - რინგებს (რითაც ოპტიკა მაგრდება) გულისხმობ ალბად? თუ იმ რელსს (ვივერი) რაზეც ოპტიკა დგება? მაგასაც ვერ მივხვდი smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Aug 10 2014, 06:33 PM

ხ.მ.ე.ლ.ო
რელს გულისხმობს , მეც ვნახე ეგეთი მაუნთ მომძვრალი ფიშტო და ძალიან გამიკვირდა დუღებშია გატეხილი

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Aug 11 2014, 11:50 AM

ციტატა(geojorjika @ Aug 10 2014, 07:33 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
რელს გულისხმობს , მეც ვნახე ეგეთი მაუნთ მომძვრალი ფიშტო და ძალიან გამიკვირდა დუღებშია გატეხილი

რელსს უკუცემა ვერ გატეხს, ალბად მასეთ შემთხვევებში თავიდანვე გაბზარულია ხოლმე და მერე ოპტიკის სიმძიმე რომ მოქმედებს გასროლისას, მაშინ ტყდება საბოლოოდ. ალბად smile.gif

პოსტის ავტორი: gela Aug 11 2014, 01:11 PM

Aი მაგ შემთხვევაში ჯობია დოვეთეილი ვივერს, დოვეთეილი კორპუსზეა ამოჭრილი და გატეხვის შანსი ფაქტობრივად არ არსებობს

პოსტის ავტორი: gregory Aug 11 2014, 06:48 PM

ციტატა(gela @ 11th August 2014 - 02:11 PM) *
Aი მაგ შემთხვევაში ჯობია დოვეთეილი ვივერს, დოვეთეილი კორპუსზეა ამოჭრილი და გატეხვის შანსი ფაქტობრივად არ არსებობს

gela
გიპასუხებდი, მარა ქროსმანის მრცხვენია biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: gela Aug 12 2014, 11:04 AM

ციტატა(gregory @ Aug 11 2014, 07:48 PM) *
gela
გიპასუხებდი, მარა ქროსმანის მრცხვენია biggrin.gif biggrin.gif

ხო არ უნდა შამაგინო კაცოუუუ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Aug 12 2014, 12:19 PM

ციტატა(gregory @ Aug 11 2014, 07:48 PM) *
gela
გიპასუხებდი, მარა ქროსმანის მრცხვენია biggrin.gif biggrin.gif

რას აპირებდი? ყველა შენ გელოდება გრეგორ biggrin.gif აღიარე biggrin.gif

პოსტის ავტორი: gregory Aug 12 2014, 02:14 PM

ციტატა(gela @ 12th August 2014 - 12:04 PM) *
ხო არ უნდა შამაგინო კაცოუუუ

ციტატა(x.m.e.l.o @ 12th August 2014 - 01:19 PM) *
რას აპირებდი? ყველა შენ გელოდება გრეგორ აღიარე

უბრალოდ ერთ-ერთ პარტიას აშკარად უხარისხო შედუღება ქონდა და ეგაა რა smile.gif

პოსტის ავტორი: benjamin trail Aug 17 2014, 06:10 PM

ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ Aug 10 2014, 11:26 AM) *
დააა ამ პოსტით იარაღის სიკარგესა და მაგარი რომ არის მაგას გინდა გაუსვა ხაზი, თუ რაიმე დახმარება ან რჩევა გჭირდება? smile.gif მართლა ვერ მივხვდი და რავიცი თუ დახმარება გჭირდება უფრო დავაკონკრეტებთ და დაგეხმარებით. smile.gif
ისე შენ რაზეც თქვი გატყდაო - რინგებს (რითაც ოპტიკა მაგრდება) გულისხმობ ალბად? თუ იმ რელსს (ვივერი) რაზეც ოპტიკა დგება? მაგასაც ვერ მივხვდი smile.gif

ამით იმის თქმა მინდა რომ, ვისაც ეგ იარაგი აქვ იცოდნენ რომ 7ეიძლება ამ პრობლემის ქვეშ დადგნენ და იყვნენ ყურადგებით, რომ ოპტიკა არ გატეხონ და ყურადგება მიაქციონ მაგ რელსის ბზარებს, უხარისხო 7ედუგებული 7ეილება იყო მაგრამ თვაალიტ არაფერი ეტყობოდა. ეგ მასალა არის სტალ 45 რელსი სტალ 30 მისი 7ედუგების ოპტიმალური ვარიანტი არგონია და ნერჟავეიკის ელექტროდი.

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 17 2014, 08:31 PM

benjamin trail
სასწრაფო წესით გადახედე http://www.airgun.ge/forums/index.php?act=boardrules გადაიკითხე პუნქტი 3.3 (დაგეხმარები და მთლიანად რომ არ წაიკითხო გადაიკითხე ბოლოდამ მესამე ხაზი მაგ 3.3 პუნქტის) და აღმოაჩენ რომ შენს მეირ ამორჩეული სახელი სასწრაფოდ შეცვლას მოუითხოვს.

წინააღმდე შემთXვევაში რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს მომიწევს ექაუნთის წაშლა ამ ჩემი შეხედულებისამებრ გადაკეთება.

დიდი თხოვნაა შენთვითონ შეარჩიო შენთვის სასურველი სახელი რომელიც არ ეწინააღმდეგება ფორუმის წესებს და შნთვითონ შენს პროფილში შეცვალო არსებული სახელი ახალ სახელზე.

პოსტის ავტორი: benjamin trail Aug 17 2014, 10:19 PM

ციტატა(ja_ja @ Aug 17 2014, 08:31 PM) *
benjamin trail
სასწრაფო წესით გადახედე http://www.airgun.ge/forums/index.php?act=boardrules გადაიკითხე პუნქტი 3.3 (დაგეხმარები და მთლიანად რომ არ წაიკითხო გადაიკითხე ბოლოდამ მესამე ხაზი მაგ 3.3 პუნქტის) და აღმოაჩენ რომ შენს მეირ ამორჩეული სახელი სასწრაფოდ შეცვლას მოუითხოვს.

წინააღმდე შემთXვევაში რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს მომიწევს ექაუნთის წაშლა ამ ჩემი შეხედულებისამებრ გადაკეთება.

დიდი თხოვნაა შენთვითონ შეარჩიო შენთვის სასურველი სახელი რომელიც არ ეწინააღმდეგება ფორუმის წესებს და შნთვითონ შენს პროფილში შეცვალო არსებული სახელი ახალ სახელზე.

კაი,გადააკეთე აან წაშალე თორემ ვერსად ვერ ვნახე საიდან უნდა შეიცვალოს, არც პარამეტრებში არაა. თუ გადააკეტებ (მერკავა) დააწერე ტუ არ შეწუხდები, მადლობა წინასწარ

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 18 2014, 07:54 AM

საიტის ზემოთ დააკვირდი ლოგოს გაყოლებაზე წერია კაბინეტი დააჭირე მაგას და შეხვალ შენი პროფილის რედაქტირებაში, მერე მარცხენა მხარეს ჩამოთვლილ მენიუებში ნახე განყოფილება პირადი პროფილიდა მაგ განყოფილებაში (სულ მგონი 6 პუნქტია) ბოლო არის ფორუმული სახელის შეცვლა დააჭირე მაგას და შეიყვანე რა სახელიც გინდა რომ ჩანდეს ფორუმზე. გაითვალისწინე სულ გაქვს 3-ჯერ შეცვლის უფლება, შემდეგ ეგ ფუნქცია გაგეთიშება და ვეღარ შეცვლი სახელს.

პოსტის ავტორი: ჩერო Jan 2 2019, 02:06 PM

გაუმარჯოს. მაინტერესებს თბილიში რომელ მაღაზიაში შეიძლება შეძენა ბენჯამინ იქსლ1500 შეძენა?

და თუ იცით დაახლოებითი ფასები რამდენიაქვს ამ ბენჯამინს?

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Jan 2 2019, 02:31 PM

ცოტახანში გაყიდი წონის გამო თუ ამ თოფს იყიდი. გრეგორს ექნება ჩვენს თანაფორუმელს დიღომში. აფერ რამდენმე პოსთით ზემოთ გრეგორის მესიჯია დაწერილი და მანდედანვე დაუპიემე smile.gif

პოსტის ავტორი: ჩერო Jan 7 2019, 11:20 AM

ისე ზუსტია ეს ვინტოვკა? სიმძიმეს არაქვს დიდი მნიშვნელობა ჩემთვის

პოსტის ავტორი: gela Jan 7 2019, 02:37 PM

ჩერო

ციტატა(ჩერო @ 7th January 2019 - 12:20 PM) *
ისე ზუსტია ეს ვინტოვკა? სიმძიმეს არაქვს დიდი მნიშვნელობა ჩემთვის

ჩვენს ფორუმელ იორამას ქონდა ეგ იარაღი და სიზსტეს არ უჩიოდა, საკმაოდ კარგად მიჰქონდა მიზანში

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Jan 7 2019, 07:11 PM

ბიჭოს, რა მიკვირს იცით? ეს თემა ხო არის გახსნილი კონკრეტულად ამ თოფზე არა? ჰო და გადადი პირველ გვერძე და თუ კითხვა გეზარება ვიზუალურად მაინც ჩამოათვალიერე, იქნებ დეევს უკვე სროლის შედეგების ფოტოები? და თუ ვერ იპოვი მერე დასვი შეკითხვა. უმეტეს თემაში გამზადებულია პასუხები უკვე და ხალხი მაინც ერთიდაიგივე შეკითხვას 5 ჯერ სვამს.
პირველადი შედეგების ფოტოები დევს და ნახე პირველ გვერძე თითქმის ბოლოში და ფოტოებზე დართული ტექსტიც წაიკითხე... მაგრამ თუ ეგეც გეზარება მაშინ გეტყვი რომ საკმაოდ ზუსტია smile.gif

პოსტის ავტორი: ჩერო Jan 7 2019, 08:54 PM

მართალი ხარ ხმელო . ამ ბენჯამინის ყიდვა მინდა და 1000 ლარი დამიფასეს და ცოტა მეძვირა. გრეგორის არ აქვს ეს მოდელი მემგონი და სადმე არ იცით უფრო იაფად რომ იყოს?

პოსტის ავტორი: MonSoon Jan 7 2019, 10:08 PM

ჩერო
1000 ლარი მაგ თოფში ძააააალიან ძვირია თან ნახმარში.

რეალურ ფასს მ/წამების რაოდენობა მიუმატა ალბათ. 460 მ/წამი სახუმარო საქმე არ არის. წარმომიდგენია როგორ შეაქებდა გაყიდვისას.

პოსტის ავტორი: giga2010 Jan 7 2019, 10:11 PM

ციტატა(bedo @ 7th January 2019 - 11:08 PM) *
1000 ლარი მაგ თოფში ძააააალიან ძვირია თან ნახმარში.

100% გეთანხმები

პოსტის ავტორი: aleqsa Jan 8 2019, 12:41 AM

ჩერო

თუ მაინცადამაინც გულით გინდა ეგ მოდელი 700 ლარადა ყიდის ერთი ჩემი ნაცნობი გლდანში (მეორადს) მარა ზემოთ ბიჭებმა რაც გითხრეს მეც ზუსტად მაგ აზრს ვიზიარებ, მეორადში მაგ თოფში იდეალურ მდგომარეობაშიც რომ იყოს მაქსიმუმ 400ლარიც შეიძლება დამნანებოდა მე მაგალითად...

პოსტის ავტორი: userman Jan 8 2019, 06:12 AM

ხ.მ.ე.ლ.ო

ციტატა(x.m.e.l.o @ 7th January 2019 - 08:11 PM) *
ბიჭოს, რა მიკვირს იცით? ეს თემა ხო არის გახსნილი კონკრეტულად ამ თოფზე არა? ჰო და გადადი პირველ გვერძე და თუ კითხვა გეზარება ვიზუალურად მაინც ჩამოათვალიერე, იქნებ დეევს უკვე სროლის შედეგების ფოტოები? და თუ ვერ იპოვი მერე დასვი შეკითხვა. უმეტეს თემაში გამზადებულია პასუხები უკვე და ხალხი მაინც ერთიდაიგივე შეკითხვას 5 ჯერ სვამს.
პირველადი შედეგების ფოტოები დევს და ნახე პირველ გვერძე თითქმის ბოლოში და ფოტოებზე დართული ტექსტიც წაიკითხე... მაგრამ თუ ეგეც გეზარება მაშინ გეტყვი რომ საკმაოდ ზუსტია

ამ თემამ ჩემი წარსული გამახსენა biggrin.gif . უფრო სწორედ პნევმატურით გატაცება .
ისეთი კარგად გქონდა დახასიათებული აღნიშნული თოფი , რომ კინაღამ ვიყიდე . ბედზე იმ მომენტში გრიგორს არ ჰქონდა biggrin.gif .
რომ მეყიდა დარწმუნებული ვარ მალევე გამიქრებოდა პნევმატურის ინტერესი smile.gif .

ცოტა არ იყოს გასაკვირია , რომ დღესაც არსებობენ ადამიანები , რომლებიც ზდპ-ს ანიჭებენ უპირატესობას ...
აქ თანხაზეც ( ბიუჯეტზე ) აღარაა საუბარი , სადღაც ეს უკანასკნელი კიდე შეიძლება საბაბად გამოიყენოს კაცმა smile.gif , თუმცა მე მაინც ვერ დავეთანხმები .

პოსტის ავტორი: MonSoon Jan 8 2019, 08:21 AM

ისე ზოგადად მე კაცი ნაკლებად გამიგია მაგ თოფის კმაყოფილი. ზოგი ტყვიებს ეძებს მის მოსაწონს.

300 მ/წამის ფარგლებში ისვრის 0.7_იან ტყვიას და გინახავთ მაგ სიჩქარეზე ტყვია ზუსტი იყოს ? მხოლოდ 2 შემთხვევა ვიცი. აქ ძველ პოსტებში წამიკითხავს 300_ით გასროლილი 1 პოსტი. თვითონად გაკვირვებული იყო მსროლელი. და მეორე ვიღაც მეუბნებოდა წინაზე მაგ სიჩქარეზე შედეგი მივიღეო.

თან ამ ზდპ_ დან გასროლილი. ნამეტანი დისკომფორტია სროლა

პოსტის ავტორი: aleqsa Jan 8 2019, 10:24 AM

MonSoon

ციტატა(bedo @ 8th January 2019 - 09:21 AM) *
თან ამ ზდპ_ დან გასროლილი. ნამეტანი დისკომფორტია სროლა

დისკომფორტი კიდე რბილად ნათქვამია, ვისზეც დავწერე ყიდისთქო, ახლობელია ჩემი, მაგ ტიპმა ჩვენს "ტირში" მოიტანა ეგ თოფი გამიქრონეთო, მე და გიგა ვიყავით, შენ მგონი მანქანის გასაკეთებლად გახვედი მაშინ, ხოდა მაშინ ვისრომე პირველად და ალბათ უკანასკნელადაც, მემგონი გადაჭარბებული არ იქნება ტუ ვიტყვი რომ გასროლის უკუცემა ცეცხლასროლით (გლუვლულიანით) რომ მისვრია ზუსტად იმის ტოლფასი ქონდა, მოკლედ ბევრი რომარ გავაგრძელო ვერაფრით რომ ვერ შევკარით ჯგუფი (25მ. ზე ყველაზე კარგი ჯგუფი 3.5-4 სმ. გამოვიდა და ისიც ერთად ერთი, ხანარჩენი მაგის ზევით იყო, ტყვიები ვცადეთ, ჯიესბის "ჰევი" 0.67; "მონსტრი" 0.87; ც.პ. 0
67; "ბარაკუდა" და კიდევ ტვითონ ქონდა რარაც ტყვიენი, მგონინლუმანები 0.68 და 0.85 ები) მართალიხარ გიო, ტყვიის სიჩქარეზეც, 297 მ.წმ. დაწერა ყველაზე დაბალი სიჩქარე 0.69 ბარაკუდაზე, ჯგუფების უშედეგო მცდელობის შემდეგ 40-42 მ. მანძილზე 0.5 ლ. პლასტიკის ბოთლს დავუწყე პლინკი, მაინტერესებდა მასე მაინც თუ ვიზავდი რამეს, ალბათ 10-15 გასროლიდან მხოლოდ 2 მოვარტყი, არადა მაგასთან ერთად ერთი თავის ძმაკაცი იყო, რომელსაც კროსმანის "შოკვეი" ქონდა მოტანილი და აი მაგ თოფით იგივე ბოთლი თამაშ თამაშით გადავიტანე რასაც ქვია 50 მდე. smile.gif

მოკლედ, ბესოჯან მე შენსავით ზ.დ.პ. სისტემაზე მაინცადამაინც გულაცრუებული არავარ, საკმაოდ კარგი შედეგები და მაქქედან გამომდინარე სიამოვნება მახსოვს მე მაგ სისტემის თოფებიდან, მარა კონკრეტულად ამ მოდელმა ძალიან ცუდი შტაბეჭდილება დატოვა ჩემში...

პოსტის ავტორი: ჩერო Jan 8 2019, 04:56 PM

მასეთი არაზუსტიც არამგონია რომ იყოს, იუთუბზე 45 მეტრზე მონეტას არტყავენ და აბა იტყუებიან თუ რაშია საქმე?

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Jan 8 2019, 05:19 PM

რამდენიც არ უნდა იბაასოთ ჯგუფის ფოტოები მიდევს. კარგად ისვრის ეგ თოფი მაგრამ დაყრდნობილი მდგომარეობიდან თორემ ხელში ჭერას რაც შეეხება მძიმეც არის და გრძელიც და მაგიტომ ქმნის დისკომფორტს. სიზუსტით მართლა ზუსტია. ხელიდან თუ ისვრი ძნელია სიზუსტეზე საუბარი. მაგის ნაკლი სიმძიმე და სიგრძეა თორემ ძალაც კარგი აქვს და სიზუსტეც... smile.gif მე პირადად იმიტომ გავყიდე რომ რამდენჯერმე ნადირობის შემდეგ დამღალა მაგ თოფის ტარებამ...

ტყვიებს რაც შეეხება ჯიესბის 10.34 იანები კამფეტია მაგისთვის...

ფასს რაც შეეხება 1000 ლარი ბევრია მაგრამ თოფის ძალის ა ნიტრო სისტემის კვალობაზე, ასევე სიზუსტის კვალობაზე 650-700 ღირს რომ გადაიხადო ოღონდ ოპტიკისგარეშე ტუ იყიდი სჯობს რომ მასე იყიდო და 600 გადაიხადო ))

ეს ვამბობ პირველი ადამიანის თვალიდან შემხედვარე, თორემ მე მაგ თოფში 500 ლარსაც აღარ გადავიხდიდირადგან მძიმეა და არ მინდა smile.gif

პოსტის ავტორი: ჩერო Jan 8 2019, 08:33 PM

და ოპტიკას რას მირჩევ ?

პოსტის ავტორი: gregory Jan 8 2019, 09:11 PM

მაგ თოფისთვის .177 ცოტაა. დიდი პოტენციალი აქვს ჯობს მომატება. სიზუსტეც გაიზრდება. ტავისი, ქრხნული ოპტიკის ნდობა არ შეიძლება

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Jan 8 2019, 10:06 PM

ციტატა(ჩერო @ Jan 8 2019, 09:33 PM) *
და ოპტიკას რას მირჩევ ?

leapers 3X9x40 ან leapers 3X9x50
უკეთესი თუ გინდა აგე მე http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=3827&hl= ბადეც უკეთესი აქვს და უძლებს ისეთ თოფს, რომელსაც მაგ ბენჟამინ 1500 სტან მიახლოვებული დარტყმა აქვს და რავიცი. ნუ რათქმა უნდა ფინანსებსაც გააცნია. ჯერ ის დაწერე რამდნეი შეგიძლია გადაიხადო. ოღონდ ოპტიკაზე შესაბამისად ოპტიკების განყოფილებაში დასვი შეკითხვა smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services