გამარჯობათ შევიძინე ზემოთაღნიშნული პისტოლეტი პირველ რიგში 15 მეტრზე გავასწორე სამიზნე და მივიღე სიზუსტის მაღალი შედეგი და კმაყოფილი გავედი აუთდოორ სიმძლავრის ტესტისთვის და აი აქ გავაკეთე საინტერესო აღმოჩენა შუშის ბოთლს ვერ ტეხავს ვერც სავსეს ვერც ცარიელს 1 მეტრიდანაც სულ ახალი ბალონით არადა Crossman C11 ც კი ტეხავს 15 მეტრიდან არც თუ ისე ახალი ბალონით... მაინტერესებს ჩემს 3576 ს ჭირს რამე ? იქნებ ამუნიციის ბრალია ( კროსმან პოინტედ პელლეტს )
ვინმეს თუ აქვს გამოცდილება იქნებ გამიზიაროთ რას არ ვაკეთებ სწორედ
azzy
ყველაფერს სწორად აკეთებ და ცოტა არ იყოს მიკვირს, რომ 1 მეტრიდან ბოთლი ვერ გატეხა
თვითონ ბარაბანში ძაან მჭირდროდ და ძნელად ხომ არ ჯდება ტყვიებო?
რაც სეეხება C11-ს იქ რკინის BB ტყვიებია და გატეხვის ეფექტი რათქმაუნდა უფრო მაღალია.
არის ესეთი მომენტი მართალია ვერაფერთან ვერ ვადარებ მაგრამ მომეჩვენა რომ მჭიდროთ ჯდება ანუ სხვა ამუნიციას მირჩევდით?
უბრალოდ ცოტა უფრო მაკლები კალიბრის ტყვია ცადეთ, იქნებ და მაგის ბრალია.
თუმცა რაც მე ეგენი მინახავს მაგ ტყვიებზე არანაირი პრობლემა არ შექმნია
ისე ჩემმა 1377 მაც ვერ გატეხა შუშა , jsb domed 7.33 გრანიანი ვესროლე 1 მეტრიდან მიახლოებით მეც და ტყვია დაბრტყელდა : | არადა ხეს რომ ვესვრი საკაიფოდ შედის შიგ ძალის გამო არ უნდა იყოს,
მერე 5 pump ით უნდა ვცადო ცოტა შორიდან.
600 fps მნიშვნელოვნად მეტია ჩემ 435 ზე ანუ სიმძლავრის ბრალი არაა ალბათ ტყვიის??? საინტერესოა ან ფანტომი ან ვენომ ნიტრო ან მარაუდერი რომ ესროლო შუშის ბოთლს გატეხავს?
azzy
შესამოწმებლად გავედი გარეთ და ისევ 10 ჯერ დავპუმპე , 10 მეტრიდან თავისუფლად გატეხა ბოთლი
არადა წინაზე თითქმის მიბჯენილი მქონდა ბოთლზე და ვერ გატეხა , ტყვია დაბრტყელდა , სამწუხაროდ ახლა არ სემიმოწმებია ტყვიის მდგომარეობა
თან თავზე გადამიფრინა 4-5 ყვავისმაგვარმა ჰოდა ვერ მოვასწარი დატენვა, მერე 15 წუთი ვირბინე იქეთ აქეთ ველოდე და არაფერი გამოჩნდა
რაც გამიკეტებია იმას დავწერ: 8 მეტრიში crosman C ბოთლს კი არ ამტვრევს, არამედ ხვრიტავსწინა მხარეს და ულანას შლის
3576-დან ზუსტად მაგ ტყვიებით იგივე 8 მეტრში ბოთლის გახვრეტა არაა პრობლრმა,ტუკი ტყბია ცენტრთან ახლოს ხვდება,
თორემ ისე რიკოშეტებიც ყოფილა
მე პივის ბოთლი გავტეხე მწვანე, რა პივის იყო არ ვიცი ზუსტად იგივე ბოთლი ვერ გატეხა მანამდე მიბჯენილზე
ხომ იგივე მანძილზე წყლით სავსე კოკა კოლის ბოთლს სკვაზნოი დაადო
და პეტის ბოთლი რომელია?
2 ლიტრიანი ლუდის ბოთლები რომაა, ქართული.
ეგ არის პეტის ბოთლი.
პლასმასის ბოთლის გახვრეტა იასნა არ გაუჭირდებოდა.
მაგეებს ჩემი იჟიც ხვრიტავ წყლით სავსეს (ცალ მხარეს)
gregory
გავიმეორე ყავის ბოთლი მონაწილეობდა ამჯერად იგივენაირად ვერ გატეხა ვერც გახვრიტა ბალონი ახალი ტყვიები ვნახე სერიოზული დეფორმაცია მიიღო მგონია მაინც ტყვიის ბრალი?
ტყვიების მდგომარეობით თუ ვიმსჯელედთ ძალა საკმარისი აქვს. აბა bb ტყვია ჩადე( 1-2 არაფერს იზამს ცუდს) და ისე ცადე
3 გასროლა მოვახდინე BB თი და სამივეს შედეგად ბოთლები დაიმსხვრა 15 მეტრიდანაც ამჯერად არყის ბოთლები იყო
azzy
შენს მიერ ნასროლი ტყვიები ძალიან კაი მაგალითია ზოგიერთისთვის რომელიც ადრე ამტკიცებდა რომ დაბალ სიჩქარეზე ტყვია გატყეპებას ვერ მოახერხებს ენერგია არ ეყოფაო... შედეგად ფორუმზე წუწუნები ისმოდა აი ექსპანსიურ ტყვიებს დაბალ სიჩქარეზე აზრი არ ექნბაო.
შენმა ნასროლმა კი 100%-ით დაამტკიცა რომ ტყვიას იმდენი ენერგია აქვს რომ გაიგლისოს და დაეტყეპოს საგანს რასაც მოხვდება... მოკლედ ჩაგეთვალა, კაი ექსპერიმენტი გამოვიდა მიუხედავად იმისა რომ მაგ იდეას არ უმიზნებდი თავიდან
ახლა რაც შეეხება შენს მოთხოვნას რომ ტყვია ვერ ამტვრებს და BB კი ამტვრევს და რაშია საქმე... სწორედ ზემოთ მოყვანილი გატყეპების ეფექტის გამო ხდება ეგ. ნუ თუ გაინტერესებს აგერ დეტალური ჩამონათვალი:
- ტყვია როდესაც ხვდება საგანს, მასში აკუმულირებული ენერგია კი გადაეცემა ობიექტს, მაგრამ როგორც შენს მიერ დადებული სურათები გვიჩვენებს უმეტესი ნაწილი აკუმულირებული ენერგიისა იხარჯება ტყვიის ფორმის შეცვლაში (მექანიკური მოძრაობის ენერგია სითბურში გადადის და შედეგად ტყვიას დეფორმაციას უკეთებს),
- შედეგად სიტყვაზე ტყვიას ჰქონდა აკუმულირებული 5 ჯოული ენერგია, ტყვიის დეფორმაციაზე დაიხარჯა ვთქვათ 3 ჯოული ენერგია დარჩენილი 2 ჯოული კი ვერ ტეხავს ბოთლს, მაგრამ არა იმის გამო რომ 2 ჯოული საკმარისია არაა არამედ იმის გამო რაც შემდეგ პუნქტში იქნება აღწერილი
- ტყვიის დეფორმირების შემდეგ ტყვია უფრო დიდი ხდება, ანუ სივდება და შედეგად უფრო დიდი ზედაპირს ეხება, რომ გადავიანგარიშოთ არა დეფორმირებულ და დეფორმირებულ ტყვიას შორის, იქნება კოლოსალური განსხვავება ზომებში, მაგალითად შენ ისროდი წვეტიან ტყვიას, წვეტი კი მინიმალური დიამეტრია, ვთქვათ 0.1 კვადრატული სანტიმეტრია ანუ ერთი წვრილი წერტილია და ამ წერტილზე მოდის 2 ჯოული ან მთლიანი 5 ჯოული ენერგიის ზეწოლა. მაგ ადგილით რომ იყოს ზეწოლა ბოთლის კედელზე, კედელი ვერ გაუძლებდა წვრილ ზეწოლას და გატყდებოდა, მაგრამ ტყვიამ ფორმა შეიცვალა და გასივდა შედეგად 0.1 მილიმეტრის მაგივრად სიტყვაზე გახდა 3-4 კვადრატული მილიმეტრი, ანუ ფართობი გაიზარდა ენერგია კი იგივე დარჩა, ფიზიკის კურსის მიხედვით კი რაც მეტია ფართობი მით უფრო ნაკლები ენერგია მოდის, იგივე თითოეულ 0.1 კვადრატულ მილიმეტრზე, შედეგად ერთ წერტილში კი არ ხდება დარჩენილი 2 ჯოულის ენერგიის კონცენტრირება, არამედ ეს 2 ჯოული ენერგია გადანაწილდება საერთო დიდ ფართობზე და თითოეულ მიკრო წერტილს მოუწევს მიკრო ენერგიის ნაწილი რაც ბოთლის ზედაპირის გასახვრეტად უკვე საკმარისი აღარაა
- რატომ ხვრიტავს BB ტყვია ალბათ ეგეც გაინტერესებს, იმიტომ რომ რკინისაა ზედაპირ სრა იცვლის და ენერგია ტყვიის ფორმის შეცვლაში არ იკარგება პლიუს მრგვალია რაც იმას უზრუნველყოფს რომ ობიექტის ზედაპირთან შეხების ადგილი იქნება მინიმალური (ნუ ბრტყელი მხარე BB ტყვიას არ აქვს, ანუ ყოველთვის კონცენტრირებულად წერტილოვან ზეწოლას გააკეთებს), შედეგად ბოთლის კედელი ვერ უძლებს და ნანატრი დამსხვრევაც იჩითება
ნუ ახლა დეტალურად კიდევ მილიონი მიკრო პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ ნუ ძIრითადი აზრი ესაა რა იმედია ახლა გასაგებია ყოლიფები... შედეგი კი ერთია, ჩვეულებრივმა პლუმბუმის ტყვიამ რომ დაამტვრიოს ბოთლი საჭიროა უფრო მეტი ენერგია ჰქონდეს ტყვიას, რომ დეფორმაციაზე დახარჯული ენერგიის მერე დარჩეს კიდევ იმდენი საკმარისი ენერგია რომ გადიდებულ ტყვიას და ზედაპირს კიდევ ჰქონდეს საკმარისი ზეწოლა ობიექტზე. ეგ კი ხშირად ძნელია co2 პისტალეტებზე და სუს პნევმატიკაზე.
რჩევა იქნებოდა გესინჯა უფრო მყარი ტყვიები რომელიც დეფორმაციას ნაკლებად განიცდიან, ასეთებია Crosman Premier-ი 10.5 გრანიანი (ნუ შენი თოფებისთვსი ცოტა არ იყოს მძიმეა და არ გამოდგება), ან მისი მსუბუქი ვერსია Crosman Premier 7.9 გრანიანი.
გაითვალისწინე მე საუბარი მაქვს Crosman Premier-ზე, რომელიც იყიდება მუყაოს კოლოფში და პაჩკაში არის, 1250 ცალი ტყვია, ნუ გაჭირვებისას შეიძლება რკინის კოლოფიანი ითრიო 500 ცალი რომაა, მაგრამ მაგათ უკვე ჰქვია Crosman Ulrta Magnum Premier-ები, შემოკლებით ვეძახით CUM-ს მარა აი დანარჩენი ტყვიები როგორიცაა წვეტიანი, ბრტყელთავიანი, თავში ჩაღრმავებით, ყველა ეგ ტყვია არის რბილი და იგივე გატყლეპების ეფექტს მოგცემს.
ja_ja
იმაზე რას იტყვი მიბჯენილი რომ მქონდა იარაღი დაბრტყელდა ტყვია, შორიდან კიდე იგივე რაოდენობის pump ით იგივე ბოთლი დაიმსხვდა jsb domed ტყვიებს ვისვროდი (ცოტა მერბილება ისე ეს ტყვიები, რომ დაიცლება 7.9 გრანიან პრემიერს ვცდი მარა თუ მოეწონება)
Ex3
ja_ja
გასაგებია , მადლობა )
ja_ja
კი მეც დაახლოებით მაგ დასკვნებამდე მივედი მემგონი ენერგიის გადაცემა რო იწყება ტყვიის სიმტკიცის ზღვარი უფრო ახლოსაა ვიდრე ბოთლის და შესაბამისად ხდება დეფორმაცია აუცილებელი ენერგიის დახარჯვით ვიფიქრე გუშინ და გამოვიწერე
http://www.amazon.com/gp/product/B000F2XX98/ref=oh_details_o00_s00_i00?ie=UTF8&psc=1
ესეთი ტყვიები
თქვენ ნარჩევსაც გამოვიწერ ისე იქნებ ადგილზე შეიძლება სადმე შეძენა თუ იცით?
azzy
azzy
სადაც ამდენი გიწვალია, მოდი ესეც ქენი: ტყვია პირდაპირ ჩადე ლულაში და ისე გაისროლე
პირდაპირ ლულაში ჩადებამ არაფერი შეცვალა დავითრიე ნონამე ცოტა სხვა ფორმის ტყვიები და ნუ ერთხელ გატეხა ბოთლი მარა მეორედ ამ შედეგს ვეღავ მივაღწიე ეგრეთვე ციყვი ვერ მოვკალი თუმცა ალბათ რაღაც დაზიანება მიიღო, თითქმის ჩამოვარდა მარა მერე აცოცდა ხეზე და დატყდა მანძილი 15 მეტრი.
azzy
ეგ ცო2 პისტალეტზეა საუბარი
თუ მაგაზეა... ნუ რავი ყველგან ვწერ რომ ბეღურას ვერ მოკლავს მეთქი, მაქსიმუმ დაჟეჟილოდით თუ დაბრიდავ მარა მაგდენს ერთადე ვერ ესვრო რომ დაჟეჟილობის გამო იქვე რაიმე დაემართოს
შენ კიდო კაი ზომის არსება ამოგირჩევია მაგ საქმისთვის ზის ახლა საცოდავი სადღაც დასინიაკებული ბეჭით და თავის წრიპიკა ხმით კვნესის და იგინება ალბათ ნუ ეგ არაფერია გაუვლის მალე, მარა აი შემდგომში დიდი თხივნაა ჯერესერთი ისეთ არსებას არ ესროლო რის შეჭმასაც არ გეგმავ, და მეორეც თოფის ძალების შესაფერისი სამიზნე ამოირჩიე ხოლმე თვარა ცოდვა არიან პაწუები მალე ეგრე ყველა დაჯეჟილ დასიანიაკებული იხოხიალებს ხეზე
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services