თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ მანძილმზომები _ მანძილმზომი Nikon ACULON

პოსტის ავტორი: pilotina Mar 18 2015, 06:36 PM

მოკლედ ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მაინც მომიწია მანძილმზომის ყიდვა smile.gif
თავიდან არ ვაპირებდი, მეთქი რა მაძილმზომი,რის მანძილმზომი, ოპტიკას მშვენიერი პარალაქსის გასასწორებელი დიიიიდი ბორბალი აქვს გვერდზე და ამითაც მშვენივრად გავზომავ თქო, მარა...არ გამოიდა მაგ საქმე, არა კი გამოდიოდა, მარა 5 გასროლიდან (მხედველობაში მაქვს 80-130 მ დისტანცია) ერთს რომ გაარტყავ, ვერ არის მაი საქმე კარგად...
თანაც ჩემი თოფების პატრონს 30 -50 მეტრზე ნადირობა მკრეხელობა მგონია და თანაც გაცილებით საინტერესოა დიდ დისტანციებზე ზუსტად დათვლილ-გამოთვლილი რომ მოხვდება მიზანს.
მაი საქმე კი მანძილმზომის გარეშე არ იქნება. ხოდა მივათვალიერ-მოვათვალიერე საიტები, ჩვენი ფორუმის თემები და არჩევანი გავაჩერე ამ მოდელზე

http://pix.ge/

ეხლა რა თქმა უნდა სუპერ-პუპერ არ არის, მარა თავისი ფასის ფარგლებში საქმეს 5-ანზე აკეთებს. გუშინ ჩამომივიდა ამაზონიდან და ცოტა დავტესტე კიდეც.
ჩამოტანა დაჯდა 140 $ პლუს ტრანსპორტირება და განბაჟება sad.gif (ლარს რა უთხარ მე, თორე ეს რა გასანბაჟებელი იყო?)
ყუთში იყო ეს, პლუს 2 წლიანი გარანტიის ფურცელი(ნეტა ვის რა ჯანდაბად უნდა მაგათი გარანტია აქ? გაგიკეთებს ვინმე თუ რა...)

http://pix.ge/

http://pix.ge/

ერთ-ერთი არგუმენტი ფასის გარდა, რამაც გადამაწყვეტინა მისი შეძენა იყო ზომა-წონა. მართლაც ძალზე კომპაქტურია: ზომებია 91x73x37მმ, წონა 125გრამი.
და თუ ოკულარს არ ჩავთვლით, მაშინ საერთოდ სიგრძე 81მმ გამოდის.
ესე იგი ყუთში იყო თავად დივაისის გარდა 3 ვოლტიანი CR2 ელემენტი, რომელიც თუ მწარმოებელს დაუჯერებთ 8000 გაზომვის ციკლს ყოფნის.ამას გარდა, ჩასადები შალითა, კისერზე ჩამოსაკიდი შნური და რა თქმა უნდა ინსტრუქცია ინგლისურ,ესპანურ, ფრანგულ და პორტუგალიურ ენებზე.
ვიზუალური წარმოდგენა რომ შეგექმნათ მის ზომებზე ამ სურათებსაც დავდებ

http://pix.ge/

http://pix.ge/

მაძილს ჩემი გადმოსახედიდან საკმაოდ ზუსტად ზომავს, (რა თქმა უნდა მეტრებშიც და იარდებშიც). ზომავს 5-500 მეტრ დიაპაზონში, 1 მეტრი/იარდი ბიჯით. მე მგონი 500 მეტრი საკმარისზე ბევრად მეტია...

ასე გამოიყურება დისპლეი გაზომვის შემდეგ

http://pix.ge/

ხო, კიდე ჰქონია ეგრედ წოდებული Distant Target Priority System, რაც ნიშნავს, რომ თუ კი ზომავ მანძილს ერთმანეთზე გადაფარებულ ობიექტებამდე ( მაგ.
ხეს ეფარება ბუჩქი, ან რამე ამდაგვარი, მაშინ გითვლის მანძილს უფრო შორეულ ობიექტამდე.

ნუ, ეს იყო და ეს... მადლობთ ყურადღებისათვის... smile.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 18 2015, 06:41 PM

მშვიდობაში smile.gif იმედია საქმეში კარგად იმუშავებს და გამოდგება smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 18 2015, 07:40 PM

მშვიდობაში , კარგი რამე ჩანს smile.gif

პოსტის ავტორი: pilotina Mar 18 2015, 07:55 PM

ხ.მ.ე.ლ.ო
geojorjika

მადლობა, გაიხარეთ smile.gif

პოსტის ავტორი: userman Mar 18 2015, 07:58 PM

pilotina

მშვიდობაში ! აბა წარმატებები . რომ დატესტავ , შედეგები დადე რამდენად ზუსტად იმუშავებს 20 მ -დან 120 მეტრამდე და ხელის შემშლელი ფაქტორებიც ( მზის სხივი. წვიმა და ა. შ. ) გაითვალისწინე.

მეც დიდი სურვილი მაქვს შეძენის , მარა ჯერ არჩევანი არ გამიკეთებია . ამიტომაც მაინტერესებს.

პოსტის ავტორი: pilotina Mar 18 2015, 08:04 PM

userman


მადლობა


პოსტის ავტორი: SCORPIONS Mar 18 2015, 11:00 PM

pilotina ისევ თეთრი შური მომეძალა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif რაც კარგია,კარგია! მშვიდობაში! კი,მაგრამ ის ჟანგიანი კორპუსი,საიდან გაჩითე? wink.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Mar 20 2015, 12:13 PM

გახარებაში smile.gif
კაი რამეა მეც ვფიქრობ უკვე კაი ხანია მანძილმზომის ყიდვას, როგორც ნაწერიდან ჩანს ე.ი მაქსიმუმ 500 მეტრის გაზომვა შეუძლია ხო?

პოსტის ავტორი: gregory Mar 20 2015, 12:49 PM

სიმპატიურად გამოიყურება smile.gif

პოსტის ავტორი: pilotina Mar 20 2015, 02:36 PM

SCORPIONS
Der Rote Baron
gregory

მადლობა. smile.gif

კი, ინსტრუქციით 500 მეტრი უწერია... და მეტი რა საჭიროა ჩვენს საქმეში? smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Mar 20 2015, 09:22 PM

მშვიდობაში, მშვიდობაში, მშვენიერი დევაისი ჩანს smile.gif

პოსტის ავტორი: pilotina Mar 20 2015, 10:00 PM

Power_VANO

მადლობა smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services