მოგესალმებით ყველას მოკლედ მინდა გაგიზიაროთ ჩემი პირველი შთაბეჭდილებები ამ თოფზე.
ეს არის ჩემი პირველი PCP შაშხანა და მინდა გითხრათ ყველას, რომ ამ თოფბა ყველანაერ მოლოდინს გადააჭარბა.
ნადირობაში ჯერ არ გამომიცდია, მაგრამ აივნიდან რამდენიმე კაჭკაჭი მივაჰედშოტე.
ამ თოფზე ვერაფერს გეტყვით ახალს იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია არის ფორუმზე და ჩემთვის მგონი ჯერ ნაადრევია რევიუების კეთება, აქედან გამომდინარე მე მხოლოდ ჩემს მიერ გაკეთებული ჯგუფებით შემოვიფარგლები.
ჯგუფები გავაკეთე 25 და 50 მეტრზე.
დავიწყოთ ჯერ 25 მეტრიდან. 25 მეტრზე გავაკეთე 35 გასროლა ანუ 7 ჯგუფი, სანამ მეზობელი სკამებს მომაწვდიდა, ვერ მოვითმინე და ქვედა სვეტში სამი ჯგუფი გავაკეთე ხელიდან ფეხზე დამდგარმა და შედეგიც სახეზეა, თუ არ ვცდები 25-მეტრზე საშინელია შედეგია. 19მმ, 29მმ, 26მმ, შემდეგ რაღათქმაუნდა სკამებიც მომაწოდეს და ჩემი ნაბიჯებით გადათვლილ მანძილზე გავმაგრდი. ნუ რათქმაუნდა ცდომილება შეიძლება ყოფილიყო + - 2 ან მაქსიმუმ 3 მეტრი, მაგრამ ეგეც არ მგონია.
ტყვიები თუ გაინტერესებთ აი ეს ტყვიებია ზუსტად 10.5-ები
http://www.radikal.ru
ესეც ჩემი პირველი პოზიცია 25 მეტრიდან.
http://www.radikal.ru
ამინდი საკმაოდ კარგი იყო და ადგილიც ხელს მიწყობდა. თითქმის და დახურული სივრცის პირობებში ვიყავი
როგორც მე ვიცი იგივეს და უფრო პატარა ჯგუფებს აკეთებენ 50 მეტრზე
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
როგორც ხედავთ ამ მანძილზე 15 მმ-ს არ გავცდი ხელით ნასროლებს თუ არ ჩავთვლით. საუკეთესო შედეგი კი 12 მმ-ზე ნაკლები ვერ გამოვიყვანე.
ეხლა გადავიდეთ 50 მეტრზე. აქ უკვე მზემ ჩამაჭირა თავში, მოკლედ თავის მართლებაში ნუ ჩამითვლით და გეტყვით რომ ცოტას ვჩქარობდი.
ესეც მეორე სურათი 50 მეტრიდან.
http://www.radikal.ru
50 მეტრზე გავაკეთე 4 ჯგუფი ანუ 20 გასროლა. აქ უკვე რათქმაუნდა ყველა ჯგუფი გავაკეთე დამჯდარმა და საყრდენის როლში ის სკამია რომელიც სურათზე ჩანს.
http://www.radikal.ru
აქაც 35 მმ-ს არ გავცდი და საუკეთესო შედეგიგიც სახეზეა. ნუ საოცარი არ არის 21მმ, მაგრამ ახალბედასთვის მგონი ნორმალურია
http://www.radikal.ru
მადლობა ყველას ყურადღებისთვის და შემდეგ გასვლაზე არ გამომტოვოთ. საპრიზო ადგილებზე მაქვს პრეტენზია
გილოცავ კარგი შენაძენია. მალე უკეთესები მომელოცოს. ჯგუფებიც მშვენიერია.იქნებ 60-70 მეტრზეც გააკეთო და უფრო შორსაც.
კიდევ რა მაინტერესებს ოპტიკა რა გიყენია
გილოცავ, კიდე ერთი პცპშნიკი შეგვემატა
okela84
გილოცავ, მშვენიერია!
თოფი სტოკ ვერსიაა: არავითარი რეგულირება არ უნდა!
ხო, მართლა, კორპუსის უკან გზა არ გადის? მგონი ძაან საშიში პოზიციიდან ისროდი
gregory
მარტალია მანდ არ შეიძლება სროლა განსაკუთრეით ესეთი ძლიერი თოფიდან
jjjjkki
jjjjkki
მე გეთანხმები, რომ სხვაობა არის, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს რამხელა სხვაობა არის ფასის და ხარისხის მიხედვით.
ეხლა ვაირაუხი თითქმის ორჯერ ძვირი ჯდება ოპტიკიანად და ნასოსიანად. სიზუსტით კიდევ მაქსიმუმ რამდენიმე ერთეული პროცენტით ზუსტი შეიძლება იყოს. ნუ გასაგებია სპორტში ეს ერთეული პროცენტები გადამწყვეთ როლს თამაშობს, მაგრამ მოყვარულებისთვის მე ვთვლი იდიალური ვარიანტია ფასი/ხარისხის მიხედვით ეს თოფი.
okela84
გილოცავ შენაძენს.
okela84
გილოცავ , მშვენიერი შენაძენია , მეც ვიყიდი ალბათ მარადიორს უახლოეს მომავალშI
geojorjika
okela84
შედეგები კარგია, მაგრამ ცალკე თემის გახსნა მგონი საჭირო არ იყო.
ასევე დააკვირდი შენს გაზომილ ჯგუფებს მგონი რაღაც შეცდომას უშვებ ჯგუფის გაზომვაში და ერთ სიგრტყეშI ზომავ, სინამდვილეში კი უნდა გაზომი ყველაზე დაცილებული ტყვიების გარე მხედან რა მანძილია.
მაგალიტად მოდი განვიხილოთ შენს მიერ დადებული სამიზნე 25 მეტრზე. მარცხენა ძირა კუთხეშI გაქვს დადებული ჯგუფი რომლის ზომაც გაზომილი გაქვს 19 მილიემტრად.
19 მილიემტრი უხეშად არის 4 ცალი გვერდიგვერდ მიწყობილი ტყვია, თითოს ნახვრეტი არის 4.5 4-ჯერ 4.5 მივიღებთ 18 მილიემტრა. მაგრამ აშკარად ჩანს რომ ერთად შეკრებილ ტყვიებს შორის და მოწყვეტილ ტყვიას შორის 4-ზე მეტი ტყვია ჩაეტევა, პლიუს თვითონ არსებული ხვრელები... რაფერ გაზომე ჯგუფები?
მე მართალია შენი ქაღალდი ადგილზე არ ამქვს, გადმოვწერე სურათი გრაფიკულ რედაქტორში შენს მიერ დაყოლებული სახაზავი დავამთხვიე რეალურ ზომებს და მერე დავიწყე დანარჩენი ჯგუფების გადაზომვა, აი რა მივიღე 25 და 50 მეტრზე:
რა თქმა უნდა ჩემს მიერ მოყვანილი ჯგუფები აფსოლუტურად ზოსტა არაა და ცდომილება იქნება, მაგრამ შენს მიერ დადებული მხოლოდ უხეში ვიზუალით რომ გაზომო არ ემთხვევა დაწერილ ციფრებს.
ის მამაძაღლი 1 და 2 ტყვიაა რომ ყველას გვიშლის ხელს და წყდება ჯგუფს... მიუხედავად ამისა მშვენიერი ჯგუფებია ბუნებაშI და ზოგ შემთXვევაში 12-17 მილიემტრი 25-ზე და 20-21-ი 50 მეტრზე...... შთამბეჭდავია.
რომ კითხულობ რას აკეთებს ის ძვირიანი თოფებიო... აკეთებს იმას რომ ეგეთი საზიზღარი და ნერვების მომშლელი მოწყვეტილი ტყვიები არ აქვთ, ესვრი ერთ ადგილს და ჯადოსნული ჯოხის შელოცვით ყველა ერთ ადგილზე მიფრინავს
ja_ja
შედეგები კარგია მეგობარო და გილოცავ, მაგრამ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმაც კი დაცული არ გაქვს, ეგ თოფი ძალიან ძლიერია და ჩემი რჩევაა საცხოვრებელ კორპუსთან აღარ ისროლო, ასევე იცოდე, რომ მაგ ტყვიას ახასიათებს დიდი რიკოშეტი და კაჭკაჭების საცხოვრებელ კორპუსთან დაჰეთშოთებისას ესეც გაითვალისწინა რა მიმართულებით ისვრი,. არ მიიღო რამე ჭკუის დამრიგებლურ სიტყვებად უბრალოდ სურათებიდან არც ისე კარგი რამეები ჩანს.
შედეგები კარგია გისურვებ მაგრად გასიამუვნოს
okela84
ja_ja
გასვლამდე უფლე ბა გაქვს არ გჯეროდეს.
ყველაზე ძაან რაშიც გეპარებოდა ეჭვი ის ეჭვი ხო გაგიქარწყლყე 19 მმ 33-ად რო მოგეჩვენა
თან ყველაზე კარგი ჯგუფები რაც იყო ორივე მანძილზე სახაზავი დავადე სამსახურიდან ვხსნიდი გუშინ ამ თემას და ძაან დიდი ხანი მოვუნდი ზომვბეს. შენ კიდე რამხელაზე შემიცვალე. ყველა ჯგუფზე მაქსიმუმ ნახევარი მილიმეტრი იყოს ცდომილება. შენ კიდე რეები დამიწერე მოვკვდი სიცილით. არა რაა იმდენს იზავ შენ რო ჩემპიონის ტიტულს გამომაგლეჯინებ ხელიდან
giga_st
okela84
კიდევ ერთხელ გილოცავ შენაძენს და გისურვებ ამ თოფის წარმატებით გამოყენებას.
ახლა რაც შეეხება 25 ჯოულს:
1) 270-ით გასროლილი 10.5 გრაინი 50 მეტრში მიფრინავს სადღაც 210-ით, ეს ნიშნავს იმას, რომ თვალის არეში თუ მოხვდა დააბრმავებ, ყელის არეში შეიძლება სისხლდენისგან დაიცალოს ადამიანი, გულის არეში მომენტალური სიკვდილი.
დანარჩენი რა გითხრა, ხელში თუ მოხვდება სასწაულად ეტკინება და შეიეძლება რბილი ნაწილი გაუხვრიტოს.
იმასაც დავაყოლებ, რომ შემთხვევა ხდება ერთხელ და ეს შემთხვევა, რომ არ მოხდეს გვმართებს მაქსიმალური ყურადღება და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
დანარჩენი შენით გადაწყვიტე სად უნდა ისროლო და რა პოზიციიდან.
gregory
ჩემი არა, ჩემი მეგობრის. მის მერე საერთოდ აღარ ეკარება პნევმატიკას.
გრიგოლ, ბოდიში იმ ქრონზე ვერ დაგეხმარე ჯერ, ისეთი საგიჟეთი მაქვს, აბ ბოლო 4 დღეში 2000 კმ დავამატე ჩემს მოგზაურობას და ახლაც ყვარლის გზას ვადგავარ, პროსტა მაგთი ფიქსი მეხმარება რომ გზაზე არ მოვიწყინო და თანაც საჭესთან მე არ ვზივარ
ilariona
რა შეემთხვა შენს მეგობარს თუ საიდუმლო არ არის?
okela84
ja_ja
უკუღმა რო აკეთებ ყველაფერს ვერ ხვდებიი? მე შენ პირდაპირ სახაზავი დაგიკოპირე, 33-მმ-ან ჯგუფთან და შენ კიდე იმ ნახვრეტებით ხელმძღვანელობ რომლებიც ტყვიის გავლის მერე მაგიდაზე დადების დროს პატარავდება და ის ნაფლეთები ისევ შიგნით შემოდის, ნუ იცი ალბათ რასაც ვგულისხმობ. ტყვია ზუსტად თავის დიამეტრის ჭრილს არ ტოვებს ქაღალდზე მითუმეტეს მაშინ როდესაც ქაღალდს მაგიდაზე ანთავსებ და გაგლეჯილი ქაღალდი ისევ უკან შემოდის თან ერთი დღე ჯიბეში მედო ეგ ქაღალდი და ყველაზე ცუდ შემთხვევაში 1მმ იქნებოდა ცდომილება. ანუ ქაღალდი რო დააუთოვო ნატყვიარის დიამეტრი იქნება მაქსიმუმ 3 მმ. მაგის შემოწმება ადვილად შეგიძლია, თუ გაქვს სახლში იგივე ტყვიები ზუსტად, აიღე და ესროლე 25მ-დან, ან 15 მეტრიდან მაინც და შემდეგ ის ქაღალდი ჯიბეში ჩაიდე ერთი დღე დაკეცილი, შემდეგ გაზომე ნატყვიარების დიამეტრები და ნახავ რო საშვალო ნატყვიარის დიამეტრი იქნება 3 მმ-ი.
okela84
რაზე კამათობთ.... შენი სურათები რაც დადე ვეჭვობ ფოტოაპარატითაა გადაღებული ან მობილურით, რაც აუცილებლათ იწვევს სურათის სხვადასხვა ადგილას პერსპექტივის დამახინჯებას, თუ დააკვირდები სამიზნეების დიამეტრები სულ სხვადასხვაა. ანუ მილიმეტრებზე კამათს ეგრე აზრი არა აქ. რო დაგესკანა უფრო ზუსტი იქნებოდა
okela84
კაცოუ, ამდენ ვავას
დააგდე მანდაც სახაზავი გადაიღე და ვსიო...
ja_ja
ის ქაღალდები გადაყრილი მაქვს, მაგრამ რო მცოდნოდა ამხელა ამბავი მოყვებოდა ნამდვილად არ გადავყრიდი, მე ვიფიქრე იმ ჯგუფებს აღარ მიაქცევდით ყურადღებას, რა ჯგუფები ეგ არის. 25მ-ზე 19მმ.
იტოგში ჩემპიონის ტიტულს რო ჩამოგართმევ მერე მიხვდები რო მართალი ვყოფილვარ.
okela84
ja_ja
ჩვენ ცოტა გავიწევით კაი ?
koknar
დაახლოვებით როდისთვის იგეგმება შემდეგი გასვლა?
okela84
22-ნი მინდა.
რატო იკრძალება ვითომ? გაფორმებაც არ შეიძლება თუ ?
okela84
ჯერ ცალკე გახსნილი თემა, ახლა კიდევ ამ თემაშI სხვა თოფი და საერთოდ სულ სხვა კალიბრი, ღორი და კაცმა არ იცის რა.
მოკლედ ეს თეა იხურება წინა პოსტი იშლება.
შემდეგში თხოვნა იქნება ყურადღებით იყო, ფლუდი მისაღები არსად არაა. არის ფლეიმში საჭორაო თემები და ღმერთმა ხელი მოგიმართოს.
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services