თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ მავნე ცხოველთა რაოდენობის რეგულირება (Pest Control) _ მინი გასვლა 12.12.2010

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 12 2010, 11:04 PM

სუსტი ნერვებისა და სუსტი კუჭის წვენის მფლობელებს ვთხოვ ეს თემა გამოტოვონ. ასევთქვათ არასასიამოვნო ასოციაციები და ტანში ჟრუანტელი შეიძლება დაგემართოთ smile.gif

ასე იყო თუ ისე დღეს გადავწყვიტეთ გაგვესეირნა და ერთი ორიც გაგვესროლა

ავიკრიბეთ მენა, კოკნარა და რუპრეხტა (ნუ ეს კაცი ვერ მოვწამლეთ რა პნევმატიკით, სულ ლაგატკებს და შვილდ ისრებს დასდევს smile.gif)





დილიდან ადუღებული წყლის მეტი ანუ ჩაის მეტი არაფერი მქონდა ნაჭამი და ამიტომაც სტომაქს ვიტენიდი ბუნებაში smile.gif

კოკნარამ შექმნა იმპროვიზირებული სამიზნე და დღის უდიდესი მანძილი გაატარა ოპტიკის გასწორებაში და ტესტ დრაივში



იდეაში მე უარეს დღეში ვიყავი, ახლად დაკონფიგურირებული თოფი სუპერ პუპერ ჩუმად ისროდა, მაგრამ ვერ გავიგე რატომ, დავაძრე ქრონი გავრტესტე და თურმე ტყვია 28 მეტრ წამით მიფრინავს biggrin.gif



კიდევ ერთი ორი გავისროლე და ტყვია მიწაში სადღაც 15 მეტრში ერჭობოდა, მიწაშივე ვესროლე და ისე მოხვდა მიწას ჩემს ფეხებთან თითქოს თავისუფალ ვარდნაში დაგიგდია მიწაზე ტყვიაო, ვიხარხარეთ, მგრამ ამ დროს გამახსენდა რომ ინსტრუმენტები არ მქონდა სიჩქარეების დასარეგულირებლად biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

დარჩა კოკნარა თავსი თოფით და რუპრეხტა ლაგატკით biggrin.gif. მაგრამ კოკნარა ფიშტოს ასწორებდა, რუპრეხტამ კი ამოდენა ტრიალ მინდორზე ერთი ქვა ვერ იპოვა biggrin.gif რათ გინდა ლაგატკა თუ მის ტყვიას ვერ შოულობ ბუნებაში biggrin.gif, ჯინაზე ირგვლივ მხოლოდ მიწა იყო და ერთი კენჭიც კი არ ეგდო.

ცოტახანში კოკნარა გასწორებას მორჩა წავიდა მინდორველებზე და დაგვანახა საშინელებათა ფილმების კადრები:





ხომ გინახიათ ფილმი Star ship Troapers აი ეგეთი პონტია რა biggrin.gif კოკნარა არახნიდების როლში იყო, ეს ჩიტუნია კი დესანტნიკი იყო biggrin.gif

ამომივიდა ყელში ისე ჯდომა დავაძრე დანა და ხის ტოტი, გამოვთალე იმპროვიზირებული ექვსკუთხედი და ჩემი მარადიორის ზამბარა მივჭიმე, შედეგად მივიღე 265 მეტრ წამი მესმის ბევრი არაფერია, მაგრამ გააჩნია რისთვის biggrin.gif

ესეიგი გავიხედ გამოვიხედეთ და ირგვლივ არის აურაცხელი სოროები, თუ კარგად გაახელ თვალებს დაინახავ რეაქტიულ არსებებს, მაგალითად აი ასეთებს:



რა იდეა გაგვიჩნდა ხომ ხვდებით biggrin.gif , მაგრამ წიკს დაგმართებენ, ამოყო თავი ჩაყო უკან, გაიქცა არაადამიანური სიჩქარით გადაკვეთა მინდორი, ამოძვრა სოროდან ამოეფარა ბუჩქს, ეს ბუჩქებით ისეთი ფერისაა სულ რომ გასკდე ვერ დაინახავ



ბოლოს უკვე მოსაღამოვება დაიწყო, მზეც ჩაძრომას ლამობდა და კოკნარასთან საუბრისას უცებ გვერდითა ხედვით მოძრაობა დავაფიქსირე, უცებ თოფი ზემოთ და სადღაც 20 მეტრში აი ეს ჩაბარდა ისტორიას:



კაი კიჭები კი აქვს biggrin.gif



რას აკეთებს Hollow Point-ი, ბლიინ, თან 14 გრანიანი.... ადგილზე აქვავებს, არც კი განძრეულა, თუმცა რას გაინძრეოდა როდესაც მეორე მხარეს აი ეს იყო:




აზარტი მომენტალურად გაიჩითა, მითუმეტეს რომ ირგვლივ ალბათ 100-მდე სორო იყო, თან ეს შედარებით ახლო მანძილზე, სადღაც 20-25 მეტრის რადიუსში, იმის იქეთ კი.... ნუ იქეთ აღარ ვიყურებიდით.

ცოტახანი არ გასულა მეორე პიფ პაფ და:



არც ამას მოხვდა ნაკლებად



აიქა... დადგა კოკა სადარაჯოზე და ელოდება, მაგრამ ხან იქედან გამოძვრება, ხან აქედან, ხან ლამის ფეხებს შუა გაგვიძვრნენ (ნუ ახლა ამას ვაზვიადებ რა თქმა უნდა, აბა ისე რა აზარტია biggrin.gif).



ბოლოს ორივე ერთ კიჭ-მასტერას ვუყურებდით ოპტიკაში, მეთქი კოკაჯან მიდი, ესროლა CP 10.5 მოხვდა 100%-ით, ორივემ დავინახეთ ოპტიკაში, თან ტყვიამ ააგდო და გვერდზე გადააგდო კიდევაც, მაგრამ სანამ ის 20-25 მეტრი გავირბინეთ წრუწმა მოასწრო რომელიღაც სოროში ჩაძრომა. ეგა აქვს რა CP-ს ცუდი ხვდება ხვრიტავს და .... და მიდის რა... sad.gif

მოკლედ კიდევ ვეჩალიჩეთ მაგრამ ნამეტანი ბევრნი არიან, გაგირბის თვალები, ერთს უმიზნებ გარბის, უცებ მეორეს ხედავ იმას უმიზნებ და ბუჩქს ეფარება, ამასობაში პირველი ამოდის და გიყურებს, მოკლედ რა, გადაგრევენ! biggrin.gif

შედეგად დავრჩით მხოლოდ 2 ნადავლით და ერთი გაქცეულით



იდეაში კაი გასართობი რამეა, თან რეაქციას საჭიროებს, ეგაა რომ ბევრნი არიან და გაბნევენ biggrin.gif




ისე ჩვენთან მართალია მინდვრის ძაღლები და ბურუნდუკები არ არიან, მაგრამ ასეთ არსებებზე ვარმინტი მაგრა გაასწორებდა biggrin.gif ეგაა რომ ეს მამაძაღლები ერთ ადგილზე არ დგანან და სანამ ტყვია ადგილზე მივა უკვე ბალთას არიან წასული.

ასე მორჩა ეს დღე. ბოლოს აცივდა ავლაგდით და წამოვედით.

პოსტის ავტორი: ochopintre Dec 12 2010, 11:10 PM

გადასარევი დრო გიტარებიათ
ისე შეიძლება მაგაათვის რამე გაშლილ ადგილზე სასუსნავის დაყრა და შორი მანძილიდან ვარმინტი

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 12 2010, 11:12 PM

ja_ja
ვა მაგადია , კარგია, და სად იყავოთ? მე მქონდა მცირე ვარმინტინგი დასავლეთშI სპოტულ ჩიტებზე smile.gif ნუ მაგის სურათებს არ დავდებ , რომ ხვდებოდა ეს რბილი JSB 300 მ/წმთი ფეთქდებოდნენ ჩიტები smile.gif

ochopintre
არ უნდა სასუსნავი კაცო , მინდორი რისთვის არის მანდ, მაგათი სასუსნავიც ეგ არის და საჭამადიც smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 12 2010, 11:16 PM

geojorjika

ციტატა(giorgi @ 13th December 2010 - 12:12 AM) *
ვა მაგადია , კარგია, და სად იყავოთ?

ლისზე უკანა მხარეს

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 12 2010, 11:18 PM

ja_ja
მერე როდის ავიდეთ კიდევ? smile.gif

პოსტის ავტორი: ochopintre Dec 12 2010, 11:20 PM

ციტატა(giorgi @ 13th December 2010 - 12:12 AM) *
ochopintre
არ უნდა სასუსნავი კაცო , მინდორი რისთვის არის მანდ, მაგათი სასუსნავიც ეგ არის და საჭამადიც

პრიკორმკას რო დაუყი ერთ ადგილას იქნებ გაჩერდნენ თორე შორი მანზილიდან აფსურდია მორბენალ სკუნსებზე ნადირობა

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 12 2010, 11:22 PM

ochopintre
ნუ ვცადოთ ჩვენი რა მიდის smile.gif , აბა სემიჩკა, სიმინდი, ხორბალი ესენი წავა მემგონი smile.gif

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Dec 12 2010, 11:45 PM

ეს ყველაფერი კარგი, ბუნება სუფთა ჰაერი თოფის სროლა, მარა ლამის მაკროთი როა
გადაღებული რაა არი ახალი ნაჭამი მაქ საჭმელი ლამის ცუდად გავხდი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 12 2010, 11:48 PM

geojorjika

ციტატა(giorgi @ 13th December 2010 - 12:18 AM) *
მერე როდის ავიდეთ კიდევ?

აბა რავი..დღესაც ისეთ პონტშI ვიყავით ბოლო კაი მზიანი დღეებიო და ასე შედმეგ, წამოვედით და წვიმაც ქე წამოვიდა...

ზაფხულში არ გამოვა მაგათზე თვალთვალი, მაღალ ბალახში ჩემ ფეხებს დავინახავთ მაგ უბედურებს....

ochopintre
ციტატა(koba @ 13th December 2010 - 12:20 AM) *
პრიკორმკას რო დაუყი ერთ ადგილას იქნებ გაჩერდნენ თორე შორი მანზილიდან აფსურდია მორბენალ სკუნსებზე ნადირობა

ეგ რავი კი ვქენით პური, ქიშმიში და ვიჩინა გვქონდა, დავუყარე სოროებთან, მაგრამ პატარა კუსოკები უცებ ახვეტეს, დანახვაც ვერ მოვასწარი, დიდ პურის ნაჭრებს არც გაკარებიან. თუმცა დავტოვე იქვე და შეიძლება გაუგონ გემო.

მოკლედ დიდი ნაჭრებია დასადები რომ ვერ წაიღონ და გაჩერდნენ რომ მოასწრო სროლა, ფრჩხილოს ზომისებს მიათრევენ რეაქტიულად სოროში და მიირთმევენ.


ციტატა(giorgi @ 13th December 2010 - 12:22 AM) *
სემიჩკა, სიმინდი, ხორბალი ესენი წავა მემგონი

ეგ კაი აზრია, განსაკუთრებით მოხალული მზეზუმზირა, მაგას სურნელი აქვს და გამოიყვანს სოროდან. მოკლედ გააჩნია ამინდებს და შაიძლება კიდევ არაერთხელ აკითხვა სანამ დიდი ბალახი ამოვა.

პოსტის ავტორი: iorama Dec 12 2010, 11:49 PM

კლიანუს თუ პროზექტურაში ასე ემოქმედოს გაკვეთას რაც ამ ნაბეღურალმა მიქნა. ბარონის თქმის არ იყოს და კაკრას მივირთმევდი 12.gif smile.gif

ერთი აირგანერი კატაც გვინდა და ჯაჯა არ მოაკლებს სასუსნავს wink.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 12 2010, 11:50 PM

Der Rote Baron

ციტატა(George @ 13th December 2010 - 12:45 AM) *
ეს ყველაფერი კარგი, ბუნება სუფთა ჰაერი თოფის სროლა, მარა ლამის მაკროთი როა
გადაღებული რაა არი ახალი ნაჭამი მაქ საჭმელი ლამის ცუდად გავხდი

შენ თუ სლაბი კუჭის წვენი გაქვს ჩვენგან რა გინდა biggrin.gif, აბა შენ რომ შენი პიპიას დაშლილი ძრავი გაჩვენო 1 კვირის მარაგს ამოალაგებ ალბათ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Dec 13 2010, 12:04 AM

ციტატა(ja_ja @ Dec 13 2010, 12:50 AM) *
Der Rote Baron

შენ თუ სლაბი კუჭის წვენი გაქვს ჩვენგან რა გინდა biggrin.gif, აბა შენ რომ შენი პიპიას დაშლილი ძრავი გაჩვენო 1 კვირის მარაგს ამოალაგებ ალბათ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ჰა ჰაააა lol2.gif lol2.gif საღოოლ ეს კაი იყო



ისე ხო შევცვალე ძრავი? biggrin.gif biggrin.gif სანამ ამოიღეს და სხვა ჩადგეს ისე ვნერვიულობდი გეგონება მეუღლე აჩენდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Jah Dec 13 2010, 12:19 AM

გასვლა კარგია.
თაგვები და ჩიტი შემეცოდა.
ისე ადრეც ვწერდი ამაზე არ მახსოვს სად...
ყველა თემა, გასვლა იქნება თუ უბრალოდ რამე თემა, სადაც იქნება დაბრედილი ცხოველების სურათები უნდა იყოს, სანადირო ცხოველების შემთხვევაში - ნადირობაში,
სხვა შემთხვევაში "პესტ კონტროლში".
მე პირადად ჩემი აზრი მაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ამიტომ მოკლული ცხოველები - მხოლოდ 2 ადგილას pest control და ნადირობაში, ეს ჩემი თხოვნაა.
და საერთოდ გადასავლებია თვალი, უამრავი მსგავსი თემაა... გადასატან გადმოსატანია.

პოსტის ავტორი: giga_st Dec 13 2010, 12:27 AM

ვაა როდის იყავით მეც ვიყავი ბავშვებთან ერთად ძაღლი მყავდა ვარბენიებდი გამიზულუქდა ძალიან, სავსეა სოროებით იქაურობა smile.gif იპოდრომის უკანა ტერიტორია.

პოსტის ავტორი: bazuka Dec 13 2010, 01:38 AM

Jah

ციტატა(Jah @ 13th December 2010 - 01:19 AM) *
უამრავი მსგავსი თემაა... გადასატან გადმოსატანია.

ბუნებაში გასვლა სადაცაა, ყველგანაა მსგავსი სურათები, და ეს გასვლების განყოფილება რომ მივუერთოთ პესტკონტროლს, ყველაზე მარტივი გამოსავალია biggrin.gif

პოსტის ავტორი: iorama Dec 13 2010, 10:45 AM


მაი ჩიტს თავში არაფერუ უჩანა და ვიფიქრე სიდოური იქნება თქვა ნეტა?biggrin.gif biggrin.gif


პოსტის ავტორი: cz80 Dec 13 2010, 11:55 AM

ვერაფერ ბრობლემატურ ვერ ვხედავ მე ამ ფოტოებში..

ციტატა(ja_ja @ 13th December 2010 - 12:28 PM) *
მემგონი მაგ საკითხში არ ვცდები.

არანაირად არ ცდები wink.gif

პ.ს. მკენკავებიდან მღრნელებზე გადახვედით? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 13 2010, 12:34 PM

cz80

ციტატა(cz80 @ 13th December 2010 - 12:55 PM) *
პ.ს. მკენკავებიდან მღრნელებზე გადახვედით?

მავნებელი მავნებელია, დაფრინავს დახოხავს ერთია რა smile.gif თან ძნელია მაგათზე ჩალიჩი შესაბამისად რაღაც თავისი ექსტრემ აზარტი აქვს smile.gif

პოსტის ავტორი: cz80 Dec 13 2010, 12:59 PM

ციტატა(ja_ja @ 13th December 2010 - 01:34 PM) *
თან ძნელია მაგათზე ჩალიჩი შესაბამისად რაღაც თავისი ექსტრემ აზარტი აქვს

აშპროცენტიან wink.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Dec 13 2010, 01:14 PM

მმმ, საწყალი არსებები (დასცხე მაგათ!!! 9.gif )

ისე, ეგენი მავნებლები არიან თუ არა, ეგ ჯერ კიდევ გასარკვევია wink.gif

პოსტის ავტორი: cz80 Dec 13 2010, 01:24 PM

ციტატა(nihontoman @ 13th December 2010 - 02:14 PM) *
ისე, ეგენი მავნებლები არიან თუ არა, ეგ ჯერ კიდევ გასარკვევია

ადრეც დავწერე მგონი და ეხლაც ვიმეორებ
ყველაზე დიდი მავნებლები ვართ ჩვენ,ადამიანებად წოდებული ორფეხა არსებები wink.gif




(მე მითუმეტეს ალბათ biggrin.gif )

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 13 2010, 02:36 PM

cz80

ციტატა(cz80 @ 13th December 2010 - 02:24 PM) *
ადრეც დავწერე მგონი და ეხლაც ვიმეორებ
ყველაზე დიდი მავნებლები ვართ ჩვენ,ადამიანებად წოდებული ორფეხა არსებები

ადნაზნაჩნა, სულ რომ პატიოსნად მიდიოდე სახლში და გზაში ერთ ჭიანჭველასაც არ ჭყლიტავდე, სახლში შეხვალ თუ არა მოინდომებ კატლებს, ქათმის ბარკალს და... აბა რამდენი ათასოვბით იბრიდებიან და რა პირობებში... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

აუ ნამეტანი ავჭერით რა ეს თემა, ამ საღამოს თუ ინტერი არ გამითიშეს მივასუფთავებ.

პოსტის ავტორი: foxi Dec 13 2010, 04:48 PM

თემაც საინტერესოა და გასვლაც მშვენიერი!!!! ვისაც არ მოეწონა მეორედ აღარ ნახავს მზგავს თემას.ნადირობაა თუ პესტ კონტროლი,
ყოველთვის არის მზგავსი შედეგები.ვისაც არ მოგწონთ მზგავსი პოსტები უბრალოდ გამოტოვეთ.ხომ არსებობს უფრო კაცური პოსტები
აი მაგალითად რამდენი გაზეთი გახვრიტა ცეპემ რა მანძილზე და ათასი მარაზმი....

ყველა ჩვენთაგანში ცხოვრობს მხეცი,ხან და ხან მასაც ჭირდება გარეთ გამოსვლა. გაერთნენ ბიჭები და შედეგები გვაჩვენეს.
იმას რატომ არავინ მიაქცია ყურადღება თუ რომელი ტყვია ჯობს პესტ კონტროლისთვის?

კიდევ ერთი,მსგავს თემებს მივანიჭოთ სპეც. აღნიშვნა : +18. ვიქნებით ორიგინალურები.

პოსტის ავტორი: bazuka Dec 13 2010, 05:09 PM

ციტატა(kakha @ 13th December 2010 - 05:48 PM) *
მსგავს თემებს მივანიჭოთ სპეც. აღნიშვნა : +18.

დასტურ, მშვენიერი აზრია!

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 13 2010, 05:28 PM

foxi

ციტატა(kakha @ 13th December 2010 - 05:48 PM) *
კიდევ ერთი,მსგავს თემებს მივანიჭოთ სპეც. აღნიშვნა : +18. ვიქნებით ორიგინალურები.

კიბატონო იდეა მომწონს, მაგრამ რეალიზაციის პოტენციალს ვერ ვხედავ

ფორუმზე ასაკობრივი კონტროლი არ არსებობს და ინტერნეტში მაგის გაკეთება საკმაოდ პრობლემატურია, ჩაწერს 9 წლის ბავშვი რომ 1968 წელსაა დაბადებული რით გავაკონტროლებთ?

ან გამოდის რომ მივაწერთ +18 და ჩესნი სიტყვაზე უნდა ვენდოთ რომ არ შეიხედავს თემაში სანამ 18 წელზე მეტის არ გახდება?


პოსტის ავტორი: foxi Dec 13 2010, 06:07 PM

ციტატა(ja_ja @ 13th December 2010 - 06:28 PM) *
ან გამოდის რომ მივაწერთ +18 და ჩესნი სიტყვაზე უნდა ვენდოთ რომ არ შეიხედავს თემაში სანამ 18 წელზე მეტის არ გახდება?


ყველაფერი გაცილებით მარტივია.აღნიშვნა +18 ჩვენ შემთხვევაში იქნება იმის მანიშნებელი რომ,თემა არის ასე ვთქვათ მძიმე,სისხლიანი სანახავი. ვისაც ეს დააინტერესებს ნახავს ვისაც არა გაატარებს და მომაბეზრებელი კომენტარები აღარ იქნება.

პოსტის ავტორი: giga_st Dec 13 2010, 06:14 PM

კაი რა გახდა ეს თაგუნიების ამბავი, არ დადოთ ეს ნატურალისტური სურათები და ეგაა, პატარა ნატურმორტზე იფიქრეთ ბატონო ნატურმორტზე და ისე წარმოადგინეთ ნანადირევი, რომ ოჯახის სხვა წევრებს არ გაუჩნდეს პროტესტი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 13 2010, 06:31 PM

foxi

ციტატა(kakha @ 13th December 2010 - 07:07 PM) *
ყველაფერი გაცილებით მარტივია.აღნიშვნა +18 ჩვენ შემთხვევაში იქნება იმის მანიშნებელი რომ,თემა არის ასე ვთქვათ მძიმე,სისხლიანი სანახავი. ვისაც ეს დააინტერესებს ნახავს ვისაც არა გაატარებს და მომაბეზრებელი კომენტარები აღარ იქნება.

მაგ კონტექსტში კიბატონო.

პოსტის ავტორი: cz80 Dec 13 2010, 07:00 PM

ციტატა(ja_ja @ 13th December 2010 - 04:49 PM) *
არ მოგწონს ნუ უყურებ. თუ მაინცა და მაინც გავაგრძელოთ უაზრო კამათი.

ციტატა(kakha @ 13th December 2010 - 05:48 PM) *
თემაც საინტერესოა და გასვლაც მშვენიერი!!!! ვისაც არ მოეწონა მეორედ აღარ ნახავს მზგავს თემას.ნადირობაა თუ პესტ კონტროლი,
ყოველთვის არის მზგავსი შედეგები.ვისაც არ მოგწონთ მზგავსი პოსტები უბრალოდ გამოტოვეთ.ხომ არსებობს უფრო კაცური პოსტები
აი მაგალითად რამდენი გაზეთი გახვრიტა ცეპემ რა მანძილზე და ათასი მარაზმი....

ყველა ჩვენთაგანში ცხოვრობს მხეცი,ხან და ხან მასაც ჭირდება გარეთ გამოსვლა. გაერთნენ ბიჭები და შედეგები გვაჩვენეს.
იმას რატომ არავინ მიაქცია ყურადღება თუ რომელი ტყვია ჯობს პესტ კონტროლისთვის?

კიდევ ერთი,მსგავს თემებს მივანიჭოთ სპეც. აღნიშვნა : +18. ვიქნებით ორიგინალურები.

+10000000

ორი ტილიანი თაგვის გამო ამხელა ამბის აწევა შეიძლება ტო???

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 13 2010, 08:40 PM

მოკლედ თემა გაწმენდილია.

ზედმეტი ჰუმანუი აზრების ხელახლა ფრქვევა თუ არ იქნება კაი იქნება.

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Dec 13 2010, 11:03 PM

ციტატა
ორი ტილიანი თაგვის გამო ამხელა ამბის აწევა შეიძლება ტო???

+111111111111

მგონი მე კიდევ აქ რაღაც რაღაცეები გამოვტოვე და არ წამიკითხავს.. girl_devil.gif rtfm.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 13 2010, 11:04 PM

თემა მესამედ გაიწმინდა ოფისგან. გვეყო რა!!!

Tengo-ს 24 საათით ბანი აქვს დაპოსტვაზე.

პოსტის ავტორი: iorama Dec 14 2010, 11:10 AM

ციტატა(foxi @ Dec 13 2010, 05:48 PM) *
მსგავს თემებს მივანიჭოთ სპეც. აღნიშვნა : +18.



აუ სექსები გაიჩითება? lol2.gif lol2.gif biggrin.gif biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services