თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ რჩევები, კითხვა-პასუხი... _ ბენჟამენი ნპ 1500

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 22 2020, 07:23 PM

გამარჯობათ.
ბენჟამენი იყიდება 1500 ნპ.
რას მირჩევთ სანადიროდ როგორია?
თუ გქონიათ ვინმეს და რა მანძილზე გინადირიათ?
რამდენად ძლიერია?
რამდენად ზუსტია/
კახეთში მინდა იხვზე და ქედანზე სანადიროდ.
უფრო რა მანძილზე შეძლებს იხვის მონადირებას ეგ მაინტერესებს და რამდენად რეალურია შორ მანძილზე გარტყმა .
არ მქონია და მაინტერესებს გამოცდილი ხალხისგან.
მადლობა წინასწარ.

პოსტის ავტორი: MonSoon Feb 22 2020, 07:32 PM

განშორდი ვითარცა შავ ჭირს.

ტაფების სახვრეტად გამოდგება. დანარჩენში არაფერში.

იმხელა უკუცემა აქვს გასროლისას წინა მხარე ზევით ხტის და ზოგადად ხელიდან ხტის. ძაან არაკომფორტული სასროლია.

პნევმატიკით ნადირობა კიდე ძალაზე არაა დამოკიდებული, სისუსტეა მთავარი და იმაზე თუ სად მოხვდება. ყოფილა შემთხვევები 60 ჯოულიანი 25 კალიბრითაც გაფრენილა თან 50 მეტრში. ამის ვიდეო ფაქტებიც არსებობს.

ძალაც უსაზღვრო არ აქვს, ნორმალური პცპ უფრო მოშნია ვიდრე ეგ. 300 ის ფარგლებში ისვრის 0.67 ჯსბის . მაგ დიაპაზონშია. 30 ჯოულია კაკრას ეგ და მაგხელა სიმძლავრე არ გჭირდება 4.5_ში. რა მანძილზეც სტაბილურად უნდა ინადირო მაგ თოფით, იმ მანძილზე უპირობოდ გახვრეტს ფრინველს. გახვრეტილი დიდი ალბათობით გაფრინდება.

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 22 2020, 07:38 PM

400 ლარად მაძლევენ.
კონდახი აქ პატარა გახეხილიო მეტი არაფერი.სხვა ყველაფერი რიგში აქო.

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 22 2020, 07:40 PM

დაბალი წევით უნდა დააყენო აირის ზამბარა თუ იყიდი, მაგრამ მაიც მძIმეა და დიდია

პოსტის ავტორი: MonSoon Feb 22 2020, 07:40 PM

რავი, შენ როგორც გინდა, გაისროლე და რავიცი, რაღაც შთაბეჭდილება შეგექმნება.

არ მინდა თავგზა აგირიო.

400 ლარში იგივე 1200_იანი ბენჯამინი ან კროსმანი მოგივა, უფრო კომფორტული სასროლიცაა და უფრო ზუსტიც.

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 22 2020, 07:54 PM

მადლობა რჩევისთვის.
გაიხარეთ
მართალი ხართ.

ჯობია მოვითმინო და პსპ-ი ვიყიდო.

პოსტის ავტორი: MonSoon Feb 22 2020, 08:02 PM

mamukaaa
თავგზის არევა არ მონდა ნაღდად. ადგილზე ნახე. გაუსროლელად არ იყიდო, 20-30 მეტრში ნახე სიზუსტე.

პცპ_ს ხარჯები უნდა მარა რავი.

400 ლარში კროსმანის ან ბენჯამინის 1200 ფპს მოდელები მოგივა, თავის ფასში ნორმალურია, უაზროდ არ ხტის და მხარს არ განგრევს, მეტნაკლებად ზუსტიცაა, პირადად მქონდა 1200 კროსმანი, დღემდე მომწონს. 55 მეტრში ღია სამიზნით ბოთლევს ვაწვენდი. მაგის იქით ექსტრიმია. ალექსასაც ჰქონდა, როგორც ვიცი კმაყოფილია ისაც, კიდევ 1-2 კაცს ვიცნობ ვინც კმაყოფილი იყო. საშუალოდ 19-22 ჯოულიანი თოფებია.

რეკლამას არ ვუკეთებ არაფერს და არევა არ მინდა გონების, მარა გაუსროლელად არ იყიდო, მითუმეტეს 1500.

რავი იქნებ მოგწონს კიდეც, ნახე ადგილზე. თუ თავად არ ნახეხო იცი, რამდენიც გინდა ვაქოთ ან ვაძაგოთ. პცპ_ზე მიჩვეულიდან ესე ჩანს რაც დავწერე.

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 22 2020, 08:11 PM

მადლობა კიდევ ერთხელ რჩევისთვის.
ჯობია მოვითმინო 3-4-ხი თვე და პსპ-ი ვიყიდო თუნდაც ბიუჯეტური ვარიანტი.

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services