თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ პნევმატიკა მფლობელის თვალით _ Weihrauch HW98

პოსტის ავტორი: geojorjika Aug 9 2009, 01:34 PM

მოლკედ, როგორც დაგპირდით და დაჟე უფრო ადრე გთავაზობთ ამ შესანიშნავი ზ.დ.პ. შაშხანის მცირედ მიმოხილვას:
ადვილად აღსაქმელი ,რომ იყოს თუ რა შაშხანაზეა საუბარი ვიტყვი შემდეგს : ამ დონის იარაღისთვის არსებობს საფუძვლიანი მტკიცება იმისა რომ მაგ: ინგლისში მას აქვს პრეტენზია დომინირებდეს FT-ში ასევე ზოგიერთ ევროპის ქვეყანაში (გარდა გერმანიისა) იყოს საუკეთესო სანადირო შაშხანა პატარა ნადირ-ფრინველისთვის , მაგრამ ეს არ იყო მიზეზი იმისა თუ რატომ ვიყიდე ეს შაშხანა, მე უბრალოდ მოხიბლული ვარ ამ შაშხანის დამუშავებით მისი მაღალი ხარისხის, ტყვიის მაღალი საწყისი სიჩქარის და ერგონომიკის ჰარმონიული შერწყმით.

ტექნიკური მონაცემები (მწარმოებლის)

კალიბრი: 4.5 მმ
წონა: 3.8 კგ
ლულის სიგრძე : 41 სმ
მთლიანი სიგრძე: 110 სმ
ტყვიის საწყისი სიჩქარე : 295 მ/წმ






კონდახს აქვს ორი რეგულირება "სალოყის" რომლიც მოძრაობს ვერტიკალურ სიბრტყეში და უკანა რეზინის "ამორტიზაოტრის" რომლის რეგულირება ხდება როგორც ვერტიკალურ ასევე ჰორიზონტალურ სიბრტყეში






ვენტილურებულ "ცევიოს" წინა მხარეს გვერდებზე აქვს ჩაღრმავებები და ასევე ქვედა მხარეს სასიამოვნოდ დამუშავებული ხაოიანი ზედაპირი , იგივე ნაირი ხაოიანი ზედაპირი აქვს ასევე კონდახის "პისტოლეტურ" ტარზეც , რაც შაშხანას საკმაოდ სოლიდურ შესახედაობას აძლევს და ასევე მოსახერხებელს ხდის, რომ ხელში დაფიქსირება მოხდეს კარგად




შაშხანა აღჭურვილია რეგილირებადი სასხლეტით და ავტომატური მცველით






შაშხანას ხელში როცა იღებ რაღაცნაირი პატივისცემის გრძნობა გიჩნება მის მიმართ , ერთი რაც შევამჩნიე სასხლეტის გამოკვრისას , თითქოს მას ყოველ გამოკვრაზე აქვს დამატებიტი სვლის რაღაც რეზერვი და სულ გგონია რომ აი ეხლა გაისვრის მაგრამ მცირედი გამოკვრა კიდევ მაინც სჭირდება დამატებით smile.gif




პირველის გასროლისას გამოვიყენე 4 სხვა და სხვა სახის ტყვიები
1.H&N Silverpoint (ზევითა მარცხენა)
2.Rabbit Magnum (ზევით მარჯვნივ )
3.Kettner Spezial (ქვედა მარცხენა)
4.Gamo Match (ქვედა მარჯვენა)
ხელიდან ნასროლია ყველა, მანძილი სადღაც 10 მეტრი , ქონოგრაფი არ მქონდა რომ ტყვიის სიჩქარე გამეზომა




როგორც ვხედავთ როგორც ყველა შაშხანას მაინც და მაინც არც ამას მოსწონს ტყვიები " Rabbit Magnum" . სხვა დანარჩენს არაუშავს , სხვ ატყვიები არ მქონდა რომ ისინიც მესროლა , იმედია უკეთესი ხარისხის ტყვიებით უკეთეს შედეგს ვაჩვენებ .

მოკლედ საერთო ჯამში შაშხანა არის მაღალი კლასის, კარგად დამუშავებული, მასალების ხარისხიც მაღალია, აქვს კონდახის რეგულირების და მორგების საშუალება, ასევე ცევიო ვენტილირებულია , ლულის ხარისხი ძალიან მაღალია. ეს შაშხაა თავის თავს ყველაზე კარგად წარმოაჩენს ალბათ FT-ში , HFT-ში და პატარა ნადირ-ფრინველზე სანადიროდ ( თუმცა წონის გამო ციტა რთული იქნება მისი ტარება)


პირველწყარო: www.co2air.de 2002 წელი

პოსტის ავტორი: Jah Aug 9 2009, 02:30 PM

ციტატა(giorgi @ 9th August 2009 - 01:34 PM) *
ტყვიის საწყისი სიჩქარე : 295 მ/წმ

ძალიან საინტერესო ინფოა... ეს რომელი ტყვიით?

პოსტის ავტორი: geojorjika Aug 9 2009, 02:48 PM

Jah
ეს არ წერია რომელი ტყვიით სავარაუდოდ რომელიღაცა მატჩი-თ აი რუსების მიერ გაზომისლი სიჩქარეები

JSB 0.547 4.52 265-270 მ/წმ
JSB Heavy 4.52 231-232 მ/წმ
Field Target Trophy 235 - 239 მ/წმ
CP 10.5 232-235 მ/წმ

ეს ყველაფერი რადნოი ზამბარით ყოველგვარი აპგრეიდის გარეშე , ძალიან ძალიან მომწონს ეს შაშხანა და თუ ოდესმე ზ.დ.პ.-ს ვიყიდი იქნება ან ეს და ან თეობენ ევლოლუშენი smile.gif

პოსტის ავტორი: Jah Aug 9 2009, 03:01 PM

ციტატა(giorgi @ 9th August 2009 - 02:48 PM) *
ეს ყველაფერი რადნოი ზამბარით ყოველგვარი აპგრეიდის გარეშე , ძალიან ძალიან მომწონს ეს შაშხანა და თუ ოდესმე ზ.დ.პ.-ს ვიყიდი იქნება ან ეს და ან თეობენ ევლოლუშენი

ვაირაუხი მეც მომწონს ძალიან, მაგრად მინდა HW100...

პოსტის ავტორი: geojorjika Aug 9 2009, 03:13 PM

ციტატა(Jah @ 9th August 2009 - 04:01 PM) *
ვაირაუხი მეც მომწონს ძალიან, მაგრად მინდა HW100...


ჰო მაგრამ შენი შაშხანის არ იყოს ძალიან არაკომფორტულია ყოველდატენაზე ბალონის მოძრობა და მერე გაკეთება ეს ხომ გარკვეულწილად ამცირებს შაშხანის "სიცოცხლეს" .

პოსტის ავტორი: Jah Aug 9 2009, 03:17 PM

ციტატა(giorgi @ 9th August 2009 - 03:13 PM) *
ჰო მაგრამ შენი შაშხანის არ იყოს ძალიან არაკომფორტულია ყოველდატენაზე ბალონის მოძრობა და მერე გაკეთება ეს ხომ გარკვეულწილად ამცირებს შაშხანის "სიცოცხლეს" .

რას ამბობ... ეს მხოლოდ ძველ HW100-ს ვერსიებში იყო... ახლა ყველა მოდელი მოდის წინა სატუმბი პორტით smile.gif
და კიდევ smile.gif ჩემი შტეირისთვის 2-3 დღეში ჩამომდის ახალი რეზიკი smile.gif რომელიც უფრო ტევადია და ასევე წინა პორტი აქვს , ასე რომ აწი არ მომიწევს არც რეზიკის და არც მოდერის მოხსნა

პოსტის ავტორი: parna Aug 9 2009, 04:05 PM

აი პასუხიიი :o

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 9 2009, 04:15 PM

და ისა სურათებს მარტო მე ვერ ვხედავ თუ ყველასთან ეგრეა?

პოსტის ავტორი: Jah Aug 9 2009, 05:30 PM

ციტატა(ja_ja @ 9th August 2009 - 05:15 PM) *
და ისა სურათებს მარტო მე ვერ ვხედავ თუ ყველასთან ეგრეა?

ჩემთანაც ასეა... მე მგონია რომ გერმანელებს რაღაც კოპირაიტის პონტში აქვთ...

პოსტის ავტორი: geojorjika Aug 9 2009, 05:53 PM

აჰა ეხლა გავასწორე და დაინახავთ , ძალიან ლამაზი შაშხანაა , ძალიან მომწონს




ციტატა(Jah @ 9th August 2009 - 04:17 PM) *
რას ამბობ... ეს მხოლოდ ძველ HW100-ს ვერსიებში იყო... ახლა ყველა მოდელი მოდის წინა სატუმბი პორტით smile.gif


ჰოო ეს არ ვიცოდი smile.gif


ციტატა(Jah @ 9th August 2009 - 04:17 PM) *
ჩემი შტეირისთვის 2-3 დღეში ჩამომდის ახალი რეზიკი smile.gif რომელიც უფრო ტევადია და ასევე წინა პორტი აქვს , ასე რომ აწი არ მომიწევს არც რეზიკის და არც მოდერის მოხსნა


ეს ძალიან სასიამოვნო ინფოა , გილოცავ smile.gif

პოსტის ავტორი: Jah Aug 9 2009, 06:17 PM

ციტატა(giorgi @ 9th August 2009 - 05:53 PM) *
აჰა ეხლა გავასწორე და დაინახავთ , ძალიან ლამაზი შაშხანაა , ძალიან მომწონს

ულამაზესი შაშხანაა...

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 10 2009, 09:16 AM

ვააჰ, თავიდანვე დაგეწერა რა ჯორჯიკ, ნათარგმნი რომ იყო biggrin.gif

ვიფიქრე უცბად, ჯორჯიკამ იყიდა მეთქი ეს smile.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Aug 10 2009, 02:58 PM

როგორც ამბობენ ეგ იგივე HW 95-ია, ოღონდ უკეთესი კონდახით და ნადულნიკით. ამას ისიც მეტყველებს, რომ სქემა ერთი და იგივე აქვთ : http://www.airrifles.ru/images/hw95&98.jpg
ისე4 მე მაინც პროსპორტი მირჩევნია, სულ სხვა სილამაზეა.

პოსტის ავტორი: bazuka Aug 10 2009, 03:14 PM

ცოტა სასაცილო შედარებაა, მარა ძაან ვამსგავსებ გამოს. ყველაზე ძაან მტანჯავს კითხვა, თუ რად არაქვს ღია სამიზნემ არც ამას და არც კნუტს, ზამბარიანი რომელსაც 10 მეტრში ისვრი არანაირად არუნდა ჭოგრიტი.

პოსტის ავტორი: nihontoman Aug 10 2009, 03:21 PM

ციტატა
ცოტა სასაცილო შედარებაა, მარა ძაან ვამსგავსებ გამოს. ყველაზე ძაან მტანჯავს კითხვა, თუ რად არაქვს ღია სამიზნემ არც ამას და არც კნუტს, ზამბარიანი რომელსაც 10 მეტრში ისვრი არანაირად არუნდა ჭოგრიტი.

რას ამბობ, რა ათ მეტრში. საკმაოდ მძლავრია იმისათვის რომ 50 მეტრში ისროლო მიზანში და შეიძლება ცოტა უფრო შორ მანძილებზეც ინადირო. შენ ზ.დ.პ.-ებს არ აფასებ როგორც ვატყობ smile.gif
ისე, საერთოდ არაა სასაცილო შედარება, ბიგქეთი მართლა ძაან გავს ამ ვაირაუხს.

პოსტის ავტორი: bazuka Aug 10 2009, 03:51 PM

nihontoman
შეხედე 10 მეტრიდან ნასროლ ჯგუფებს, მე კიდე მეგონა ბიგქეთი გამომადგა ბრაკიმეთქი.
სიჩქარეც რომ 1:1 მეორდება რასაც ქვია, 10,5 cp 230-235 მ\წმ
თან საკმაოდ სტაბილური განმერადობა. მარა 50 მეტრში სროლა სასაცილოა, 10 მეტრში დაჟე უკეთესი შედეგი მაქვს ხელიდან. მარა pcp-სთან ვერანაირი ზდპ ვერ მოვა, ამაში დავრწმუნდი

პოსტის ავტორი: nihontoman Aug 10 2009, 03:57 PM

ციტატა
nihontoman
შეხედე 10 მეტრიდან ნასროლ ჯგუფებს, მე კიდე მეგონა ბიგქეთი გამომადგა ბრაკიმეთქი.
სიჩქარეც რომ 1:1 მეორდება რასაც ქვია, 10,5 cp 230-235 მ\წმ
თან საკმაოდ სტაბილური განმერადობა. მარა 50 მეტრში სროლა სასაცილოა, 10 მეტრში დაჟე უკეთესი შედეგი მაქვს ხელიდან. მარა pcp-სთან ვერანაირი ზდპ ვერ მოვა, ამაში დავრწმუნდი


აბა შენ ამ ჯგუფებს შეხედე http://www.pyramydair.com/blog/2006/09/beeman-r9-breakbarrel-spring-rifle.html ეს არაა საუკეთესო ჯგუფები ამ თოფიდან, ხალხი ორჯერ ნაკლებს ახერხებს.
მსროლელზე ძაან ბვრი რამაა დამოკიდებული. ასე, რომ, ზ.დ.პ.-ებზე მთლა ცხვირს ნუ აიბზუებთ, თორე ბევრს გაუშვებთ ხელიდან... smile.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Aug 10 2009, 04:03 PM

როგორც ჩანს ზ.დ.პ.-ზე აზრი უნდა შეგაცვლევინოთ. აი airarms tx200-ის ჯგუფი 30 მეტრზე http://www.airarmsownersclub.com/download/file.php?id=8959&sid=ecae166be6884f8cc41811fb8d866e7e&mode=view

პოსტის ავტორი: bazuka Aug 10 2009, 04:03 PM

მე ჩემი imho დავწერე. დანარჩენზე არმაქ არანაირი პრეტენზია. უბრალოდ ამ ვაირაუქის მოქმედება და პირსახე ძაან გავს 120 დოლარიან ბიგქეთს. ეს კი ჩემი აზრი კიარა ფაქტი

პოსტის ავტორი: nihontoman Aug 10 2009, 04:05 PM

ციტატა
მე ჩემი imho დავწერე. დანარჩენზე არმაქ არანაირი პრეტენზია. უბრალოდ ამ ვაირაუქის მოქმედება და პირსახე ძაან გავს 120 დოლარიან ბიგქეთს. ეს კი ჩემი აზრი კიარა ფაქტი

შენ რო ეგ ვაირაუხიც გქონდეს, მერე აღარ შეადარებდი მაგ ბიგქეთს. ვაირაუხით ერთი და იგივე მსროლელმა გაცილებით უკეთესი შედეგი უნდა მიიღოს, ვიდრე ბიგქეთიც. ეს ჩემი აზრია და მგონი ბევრი დაეთანხმება.

პოსტის ავტორი: bazuka Aug 10 2009, 04:08 PM

ვერ შემაცვლევინებ, მარტივი მიზეზის გამო 600$ იანი ზდპ ახლოსაც ვერ მიდის 300$-იან pcp-სთან.
ჯერ მარტო კომფორტი სროლისას, არანაირი ვიბრაცია დარტყმები, და იმის გარკვევა და ახლიდან ძებნა მიზნის

პოსტის ავტორი: nihontoman Aug 10 2009, 04:09 PM

ჰო, მართლა სულ დამავიწყდა. ერთი კვირის წინ სოფელში ვისროლე ფანტომი თავისი ოპტიკით სადღაც 15 დიდ ნაბიჯზე. ხელიდან, თურქული უნაგვესი ტყვიებით და ყველა ტყვია ერთი და იგივე დირკაში ხვდებოდა, ამერიკელები რო იტყვიან Bughole-ებს ვაკეთებდი.
ეს მაგარი სირი მსროლელია,(ბოდიშით კახურისთვის) ასეთი ფიშტოთი ასეთ შედეგს რო აღწევს. imho

პოსტის ავტორი: bazuka Aug 10 2009, 04:12 PM

nihontoman

ციტატა(nihontoman @ 10th August 2009 - 05:05 PM) *
ვაირაუხით ერთი და იგივე მსროლელმა გაცილებით უკეთესი შედეგი უნდა მიიღოს, ვიდრე ბიგქეთ

მე იმის აღნიშვნა მინდოდა, რომ ზდპ დარჩება ზდპ-დ, და მოხარული ვარ, რომ ამაში დასარწმუნებლად მხოლოდ 120$ დამჭირდა

პოსტის ავტორი: nihontoman Aug 10 2009, 04:19 PM

ციტატა
ვერ შემაცვლევინებ, მარტივი მიზეზის გამო 600$ იანი ზდპ ახლოსაც ვერ მიდის 300$-იან pcp-სთან.
ჯერ მარტო კომფორტი სროლისას, არანაირი ვიბრაცია დარტყმები, და იმის გარკვევა და ახლიდან ძებნა მიზნის

ეჰ, რას იზამ მე ჩემი ვეცადე biggrin.gif
ჩემთვის შესრულების ხარისხი არაა რაღაც ჭ ხარისხოვანი ფაქტორი, ამიტომ ადრეც მითქვამს-დისკო(თავისი ნასოსით)და პროსპორტი რო დამიდო და მითხრა ერთ-ერთი აიღე, შენი იყოსო, მე პროსპორტს ვარჩევ მაინც. დისკოს დიდ პატივს ვცემ და პცპ-ების უპირატესობაც კარგად მესმის, მარა ზ.დ.პ. ტექნოლოგიის საერთოდ მივიწყება და პრემიუმ კლასის შაშხანების ასეთი "დაკიდება" არ მესმის.
პცპ მეც მიზიდავს და მარადიორს ვუმიზნებ ახლა. მარადიორზე ჩალიჩი გადამაწყვეტინა ზოგიერთმა რევიუმ, სადაც წერენ, რომ აშკარად მაღალი ხარისხის შაშხანაა, და ბევრ პრემიუმ კლასის ეგზემპლარს გაუწევს კონკურეციასო.
კიდევ ერთს დავძენ: თუ მექნება საშუალება, ერთი კაი პროსპორტს კაკლის ან საერთოდ ლამინატის კონდახით დიდი სიამოვნებით დავუკვეთავ (მიუხედავად მისი ფასისა) ასე, რომ წარმატებები მისურვეთ biggrin.gif მეც უკვე მომწყინდა კამათი პცპ vs ზდპ ტაობაზე.

პოსტის ავტორი: geojorjika Aug 10 2009, 08:39 PM

nihontoman

ციტატა(nihontoman @ 10th August 2009 - 06:09 PM) *
ჰო, მართლა სულ დამავიწყდა. ერთი კვირის წინ სოფელში ვისროლე ფანტომი თავისი ოპტიკით სადღაც 15 დიდ ნაბიჯზე. ხელიდან, თურქული უნაგვესი ტყვიებით და ყველა ტყვია ერთი და იგივე დირკაში ხვდებოდა, ამერიკელები რო იტყვიან Bughole-ებს ვაკეთებდი.


ერთი ჩვენთან ერთად შეკრებაზე წამოდი და ეგ გააკეთე რა biggrin.gif , თუ გინდა კაი ტყიებით ისროლე biggrin.gif

პოსტის ავტორი: მიხომიტო Feb 6 2013, 02:22 PM

ვაირახუ 80-ცით 50 მეტრზე ტყვია ტყვიაზე მაქვს დასმული და დღეს ვაირახუ 95-ტით უოპტიკოდ კოკაკოლის ბანკას 30 მეტრში თავისუფლად გავარტყი ფეხზე მდგომარემ ბალკონიდან, დარწმუნებული ვარ დაწოლილი 50-შიც გავარტყამ უოპტიკოდ. და ვაირახუ 97 გარტყმული აქვთ 100 მეტრზე კოკაკოლის ბანკაში და ვაირახუ100 ორას მეტრზე სიგარეტის კოლოფში ეგ ბოლო ორი იუთუბზე ვნახე.

პოსტის ავტორი: feeder Jun 3 2014, 02:32 PM

ამ მოდელს ახალს რამე "დაზეთვა" სჭირდება თუ პირდაპირ იმუშავებს?
დაახლოვებით 20 გასროლა გავაკეთე და მეშნია არ გავაფუჭო.

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 3 2014, 03:12 PM

მე დავშლიდი და ვნახავდი რა ხდება. მარა შენ თუ გული არ მიგიწევს მაგისაკენ, შეგიძლია პირდაპირ ისროლო smile.gif

პოსტის ავტორი: feeder Jun 3 2014, 06:37 PM

ისე არც ბოლი აქვს საერთოდ. ვისაც გქონდათ ეს მოდელი ან მიახლოვებული მოდელი იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე?

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 3 2014, 07:02 PM

feeder

კარგი ტყვიები იყიდე და ისროლე. biggrin.gif


ისე ერთია, შეიძლება მაგნუმში დიდი ხნის დების შემდეგ ის ცოტა ზეთი რაც მოყვება თოფს საერთოდ გაშრა. მე უკვე როგორც გითხარი ავდგებოდი და დავშლიდი ვნახავდი რა და როგორ, მაგრამ თუ იმის Gეშინია რომ რაგაცას დააზიანებ და გაკაწრავ, 1000+ ლარიან თოფზე ექსპერიმენტები არ გინდა.

პოსტის ავტორი: @SCORPIONS@ Feb 5 2015, 05:36 PM

ციტატა(geojorjika @ Aug 10 2009, 08:39 PM) *
nihontoman


ერთი ჩვენთან ერთად შეკრებაზე წამოდი და ეგ გააკეთე რა biggrin.gif , თუ გინდა კაი ტყიებით ისროლე biggrin.gif
+ უამრავი+10000000000000000000000000000000000000 biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif wink.gif



პოსტის ავტორი: ja_ja Feb 5 2015, 08:06 PM

@SCORPIONS@
კაცო შენა შემთხვევით ხელოვნური ინტელექტის წარმომადგენელი ხომ არა ხარ, მხოლოდ 1-იანებით და 0-იანებით რომ პოსტავ ჰა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: @SCORPIONS@ Feb 5 2015, 08:24 PM

ja_ja სიმართლე გითხრა,არა.

პოსტის ავტორი: mister_io Feb 6 2015, 12:50 PM

ციტატა(ja_ja @ Feb 5 2015, 09:06 PM) *
@SCORPIONS@
კაცო შენა შემთხვევით ხელოვნური ინტელექტის წარმომადგენელი ხომ არა ხარ, მხოლოდ 1-იანებით და 0-იანებით რომ პოსტავ ჰა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ორობითი კოდებით წერს კაცი რას ერჩით

პოსტის ავტორი: nihontoman Feb 6 2015, 10:54 PM

---@@SCORPIONS@@---
2009-იანი პოსტი რომ ვნახე შემეშინდა მეთქი შორს მომიწევს გადასვლა სანახავად, თურმე აქვე ყოფილა. 15 მეტრაზე ბუგჰოლები ან მაშინ რატო გახდა გასაკვირი ან ეხლა არ მესმის. მითუმეტეს ძაან საკაიფოდ ისროდა ის ფანტომი, პრუჟინას სუსტი იყო და უკუცემაც წყნარად იქცეოდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ---@@SCORPIONS@@--- Feb 6 2015, 11:09 PM

nihontoman

ციტატა(nihontoman @ 6th February 2015 - 11:54 PM) *
ყველა ტყვია ერთი და იგივე დირკაში ხვდებოდა,
+1000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000 ეხლაც მიკვირს და მაშინაც გამიკვირდებოდა wink.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 6 2015, 11:14 PM

---@@SCORPIONS@@---
ეგრე ბინარული კოდებით წერას მოეშვი, თორემ დაგასვენებ ფორუმისგან 2-3 დღე

პოსტის ავტორი: nihontoman Feb 7 2015, 04:21 AM

---@@SCORPIONS@@---


გამაგიჟებთ თქვენ ხალხო, 15 ნაბიჯში ასეთი ჯგუფი შეუძლებელი რატო გეჩვენებათ:






mega_shok.gif

პოსტის ავტორი: ---@@SCORPIONS@@--- Feb 7 2015, 07:50 AM

მხოლოდ ჯგუფები არაა მისახედი.ნეტა ეგრე იყოს და.......

პოსტის ავტორი: ---@@SCORPIONS@@--- Feb 7 2015, 07:57 AM

nihontoman ერთი საათი ვწერე აქ ჩემი პასუხი და მეოთხედზე მეტი ჩამიყლაპა. სულ წავშალე,მიტო რო აზრი აღარ ქონდა გამოქვეყნებას. აქ,უკვე არაფერი აღარ მიკვირს და ჯგუფების მითუმეტეს. ადრეც ვიწუწუნე,ყლაპავს ყლაპავსო,მაგრამ(0)ვნიმანია!!!

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services