თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ფორუმის გასვლები... _ გაზაფხულის პირველი კვირა

პოსტის ავტორი: ilariona Mar 18 2014, 02:51 PM

იყო და არა იყო რა, აირგანზე უკეთესი რა იქნებოდა?

მასე გვეგონა ჩვენ სანამ ერთი სულიერი თეფშების სასროლ ელექტრო აპარატს არ ჩამოიტანდა.

მოვინდომეთ ისევ გასვლა ბუნებაში, მოვინდომეთ ჩვენი მაგიდის მონახულება, მოვინდომეთ მწვადაობა და ერთმანეთის ნახვა,
არ გაგვჭირვებია კიდევ ერთი გასვლის ორგანიზება, დავთქვით თარიღი, ჩავეწერეთ სიაში და ამოვყავით თავი ქესალოში ჩვენს მაგიდასთან.


ვინაიდან აირგანელები ვართ დასაწყისისთვის იყოს ეს ფოტო biggrin.gif



ხო და ამ აირგანელებმა თან წავიღეთ 600 თეფში და 900 ვაზნა, რატომ? იმიტომ რომ ბახ-ბუხ-ბახ გასვლა მოვინდომეთ.



გასვლის ძირითადი მიზანი კაცმა არ იცის რა იყო, მე უფრო ერთმანეთის მონატრებას ვაბრალებ ასეთ ლამაზ გასვლებს და დარწმუნებული ვარ ყველა ასე ფიქრობს.

მოდით მოგიყვებით რა მოხდა ამ ლამაზ გასვლაზე:
ჩასვლის თანავე ავაწყვეთ თოფები და ჯერ ერთმანეთზე გამარჯობის თქმა არ გვქონდა დამთავრებული, რომ გარემოს დაცვის სწრაფი რეაგირების ჯგუფი მოგვადგა, მანქანიდან გადმოვიდა ორი მამაკაცი, მოგვესალმენ და მოგვთხოვეს თოფების ერთ ადგილზე დაწყობა, შემდეგ კი მოგვთხოვეს ყველა თოფზე დაგვედო საბუთები.
არ გამკვირვებია ეს მოთხოვნა, ვინაიდან ვიცი რომ საკმაოდ კარგად დაიწყეს მუშაობა, ამის შედეგია შემცირებული ბრაკონიერობაც. მეტსაც გეტყვით გამიხარდა, ვინაიდან ამ მეთOდით თუ გადავაჩვევთ ბრაკონიერობასა და მაიმუნობას ვაი მონადირეებსა და მოთევზავეებს. აი გაკვირვებით კი სულ სხვა რამ გამიკვირდა, ერთ-ერთმა მსახურმა გვითხრა, რომ ნადირობის სეზონს მიღმა ბუნებაში თოფით გამოსვლა თურმე არ შეიძლება.
ისიც დაამატა, რომ ჩვენ მონადირეებმა ეს ძალზედ კარგად უნდა ვიცოდეთ.
ნუ იქ მოყვა საუბარი რატომ, როგორ, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა.

წავიდნენ გარემოს დაცვის მსახურები და ჩვენც არ დავაყოვნეთ, ტრადიციისამებრ გავხსენით რამოდენიმე ბოთლი კონიაკი და უფალს მშვიდობა ვთხოვეთ,
მერე ბუნება დავლოცეთ



და ასე შემდეგ, ძვლებმა გათბობა ვერ მოასწრო, ვინაიდან ძალზედ ცოტა კონიაკი გვქონდა და საკმაოდ ბევრნი ვიყავით, მაგრამ საკმარისი იყოს დილის ტრაპეზისათვის.















აქ ჩავაკვეხებ აირგანელების ოფროუდ სათამაშოებს,















აბა ამას შეხედეთ რამხელა კლირენსი აქვს, რა ლამაზად გადმოდის ორმოებზე, არც კი დაუბუქსავებია smile.gif



ისე რამდენი ჰობი გვაქვს ჰა? მარტო ჰაერთოფებით აშკარად არ ვერთOბით, ოფროუდიო, თეფშებზე სროლაო, ჩარხების ყველაზე დიდი რაოდენობა საქართველოს ფორუმებზე მხოლოდ ჩვენთანაა დაფისქსირებული, ნადირობა, თევზაობა და თან ამას ყველაფერს ვასრულებთ მაღალ დონეზე.
იდეა მაქვს, აირგან+ დავარქვათ ჩვენს ფორუმს smile.gif

დავასრულეთ დილის ტრაპეზა და შევუდეგით საქმეს (საქმეში მოიაზრება ბახ-ბუხ-ბახ)
შევიკრიბეთ ბექა ბიძიას მანქანასთან, ავაწყვეთ თეფშების სასროლი აპარატი, ავაწყვეთ თოფები და გულისფანცქალით ველოდებოდით პირველი თეფში გავარდნას, რომ მას მიყოლოდა თოფის გასროლა.











ამასაც თეფშე სროლა უნდოდა, მაგრამ იარაღი შეეშალა smile.gif



ისე იყო თუ ასე აიწყო აპარატი, და დავიწყეთ სროლა, ცოტა მეტი აზარტი რომ შეძენოდა სროლას ჩავატარეთ მინი შეჯიბრი,

მონაწილეები:

1) ბექა ბიძია
2) ნორიკა
3) ჟორჟიკა
4) დეივი
5) ჩზ
6) ჯაჯა
7) ილარიონა
8) ლაშა (დიდი ფოტოგრაფი)
9) ნიკა (მგონი სწორად მახსოვს სახელი)
10) დავილი
11) დაწითი
12) თაზო
13) მამაჩემი
14) ირაკლი (შემოსწრებული სტუმარი)

გავაკეთეთ 4 პოზიცია, თითო პოზიციიდან უნდა გვესროლა 5 გასროლა,
ანუ ჯამში ერთი მსროლელი ისროდა 20 გასროლას.
შედეგებს ნუ მომთხოვთ, ვინაიდან არ მახსოვს, ერთი ვიცი რომ გამარჯვებული მაინც მეგობრობა იყო smile.gif
შეჯიბრში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს,
იორამამ და ბაზუკამ, რატომ არ მახსოვს smile.gif

ხო და ახლა შემოგთავაზებთ ბევრ ნაირ-ნაირ ფოტო მასალებს, დაათვალიერეთ და დატკბით მარლაც ლამაზი დღით.































აქ ჟორა 100 ლარიანს მაძლევდა, მეტი ქულა ჩამითვალეო, მაგრამ პატიოსნებამ გაიმარჯვა და არ დავთანხმდი ბოროტ შემოთავაზებას
































































ამ ფოტოზე ნათლად ჩანს თუ როგორ ვიცავთ თავს აზერბაიჯანლების თავდასხმისაგან smile.gif


















ამ სროლა-სროლაში მოვიდა საღამო, ხალხს მუცლებმა მოუღიტინეს, ზოგი სანამ მწვადი შეიწვებოდა უკვე სუფრასთან იჯდა და ჭაჭის გემოთი იტკბობდა პირს,
ამასობაში კი ბატონი გოჩა უგემრიელეს (სუნზე მივხვდი) მწვადებს ბრაწავდა რცხილას ნაკვერჩხალზე.
თუ არ გჯერათ იხილEთ ფოტოები











ესეც პურიჭამა, ამის მერე მხოლოდ ფოტოებია განწყობისათვის, ვინაიდან პურიჭამის დროს ოპერატორიც დაკავებული იყო და ვერ იღებდა ფოტოებს.

















ფოტოები განწყობისათვის






























პოსტის ავტორი: Dave Mar 18 2014, 03:11 PM

მშვენიერი დღე იყო smile.gif უკვე მენატრებით biggrin.gif

პოსტის ავტორი: norica_dragon Mar 18 2014, 03:56 PM

რაც კაია კაია smile.gif საღოლ ილუშ smile.gif

როდის გავიმეოროთ???

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 18 2014, 04:18 PM

ასე ერთ თვეში არა? smile.gif

პოსტის ავტორი: ilariona Mar 18 2014, 04:32 PM

ციტატა(Avto @ 18th March 2014 - 04:56 PM) *
როდის გავიმეოროთ???

ციტატა(giorgi @ 18th March 2014 - 05:18 PM) *
ასე ერთ თვეში არა?

უფრო ადრე რომ გავიმეოროთ რა? არ შეგვერგება თუ ბუნების წიაღს ვერ ავიტანთ?

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 18 2014, 04:37 PM

აბა უყურე რა წერა კითხვა ამასაც სცოდნია და მარტო მე მაიძულებს ხოლმე რეპორტებს smile.gif ვსიო დეგერხა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 18 2014, 04:42 PM

ilariona
ვაა ვინც არა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ilariona Mar 18 2014, 04:43 PM

ციტატა(ja_ja @ 18th March 2014 - 05:37 PM) *
წერა კითხვა ამასაც სცოდნია

კი მასწავლეს სკოლაში biggrin.gif

3 კლასა ობრაზოვანიე biggrin.gif

პოსტის ავტორი: TAMPLIER Mar 18 2014, 10:28 PM

გენაცვალეთ თქვენ!კარგი დრო გიტარებიათ,მომენატრეთ ყველა!

პოსტის ავტორი: foxi Mar 18 2014, 10:30 PM

უმაგრესსი ფოტოები. ყოჩაღ ავტორს!

პოსტის ავტორი: iuza Mar 18 2014, 11:13 PM

მალადეც ილო, ზი რეპორტ იზ მშვენიალურ. რესპექტ smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 19 2014, 07:59 AM

ilariona

ციტატა(ilariona @ 18th March 2014 - 05:43 PM) *
3 კლასა ობრაზოვანიე

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 19 2014, 08:38 AM

ძაან მაგარი იქნებოდა, წარმომიდგენია... smile.gif
და იარაღებზე საბუთების დაწყობა მოგვთხოვესო რომ ახსენე, ეს მხოლოდ სანადიროს ეხება თუ პნემატიკაზეც ითხოვენ ან ლიცენზიას ან რამე?

პოსტის ავტორი: ilariona Mar 19 2014, 08:57 AM

ხ.მ.ე.ლ.ო
მარტო სანადიროს ეხებოდა.

ლიცენზია არ მოუთხოვიათ, ვინაიდან ნადირობის სეზონი დახურულია.

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Mar 19 2014, 09:45 AM

საღოლ ბიჭებო! მაგრად მომენატრეთ და მალე შემოგიერთდებით გასვლებზე

პოსტის ავტორი: monadire. Mar 19 2014, 04:54 PM

კარგია, სურათებიც მაგარი. (საღოლ ლაშა). პ.ს ისე, ნათიამ რა ისროლა ა, ვავა)))

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 19 2014, 08:32 PM

monadire.

ციტატა(monadire. @ 19th March 2014 - 05:54 PM) *
პ.ს ისე, ნათიამ რა ისროლა ა, ვავა)))

რატო ვავა? რაიმე იტკინა თუ?

პოსტის ავტორი: Dave Mar 19 2014, 08:40 PM

ციტატა(ja_ja @ 19th March 2014 - 09:32 PM) *
რატო ვავა? რაიმე იტკინა თუ?


იმიტომ რომ აწი თუ რამე დააშავა თაზომ არ ასცდება საფანტი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: iorama Mar 22 2014, 05:08 AM

Dave
შენზე ხელით ნასროლ თეფშებზე ერთი ძველი ანგედოტი გამახსენდა, ბოინში შუქი რო ქვრებოდა მუშტით ვკლავდი ხარებსო biggrin.gif ყოჩაღ ბიძია შენ, კლავში ჯანი გქონია, გავარტყი ბეკასებს ისე ისროდი თეფშებს biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: piettro Mar 22 2014, 09:04 AM

მე როდის წამოვიდე, მე biggrin.gif

პოსტის ავტორი: Dave Mar 22 2014, 09:55 PM

iorama

უბრალოდ ყველაზე ახალგაზრდა ვარ და ეგრე ჩანს ლაშა biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ilariona Mar 23 2014, 03:47 AM

Dave
ისე რეპორტში დამავიწყდა მომეყოლა თუ რა სასწაული სისწრაფით ისვრი ხელით ამ თეფშებს smile.gif

შენ რომ რედ-ბული დაგალევინოთ სასროლ აპარატსაც აჯობებ biggrin.gif

პოსტის ავტორი: bazuka Mar 23 2014, 02:32 PM

მშვენიერალურ !!!

საღოლ
ილიკო
და ლაშიკო biggrin.gif

პოსტის ავტორი: gocha311 Mar 23 2014, 09:05 PM

სალამი ყველას ერთი კითხვა მაქვს როგორ შეიძლება გავიგო თუ რამდენი ჯოული აქვს იარაღს??

პოსტის ავტორი: Dave Mar 23 2014, 09:08 PM

gocha311

ამ თემასთან არაფერ შუაში არაა შენი კითხვა smile.gif შესაბამისი თემა იპოვე ფორუმზე და იქ დასვი ეგ კითხვა smile.gif

პოსტის ავტორი: cz80 Mar 23 2014, 11:42 PM

gocha311
ამჯერად სიტყვიერი გაფრთხილება არათემატურად პოსტვის გამო,
ხოლო რაც შეეხება ჯოულებს, არის ფორუმზე აირგანელის კონვერტორი[/url],
შეიყვანე ტყვიის მასა და საწყისი სიჩქარე ..ხოდა მიიღებ ენერგიას ჯოულებში wink.gif

პოსტის ავტორი: gocha311 Mar 24 2014, 04:19 PM

რავიცი ნავიჩოკი ვარ რა

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services