თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ სანადირო გასვლები _ ლისი

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Feb 18 2010, 01:45 AM

მოგესალმებით ხალხნო და ჯამაათნო smile.gif ნუ ,,ლევი'' გასვლა ეს ხუმრობით იმიტო რო ფორუმზე არ დაგეგმილა smile.gif ამ გასვლის სულის ჩამდგმელი და ორგანზიატორი დავითუსი გახლავთ smile.gif მიუხედავად იმისა რომ 19-ში გამოცდა მაქვს თან საკმაოდ სერიოზული დავითუსმა რომ დამირეკა ეგრევე დავთანხმდი არ ვიცი რა ძალიან ძალიან დიდი სიამოვნებას ვიღებ ბუნებაში გასვლით + სროლით, ეხლა მოვრჩი პირველი თავის სწავლას და მეთქი განტვირთვის მიზნით ბარემ მივარეპორტებ, მოკლედ გასვლის მონაწილეები:
cz80
Davitus
dawiti
Baron
მოკლედ შევიკრიბეთ და დავითას ,,ვეზდეხოდით'' გავსქურეთ biggrin.gif გეზი ლისის ტბისკენ ავიღეთ, მივედით ჩამოვედით ამოვალაგეთ აღჭურვილობა ცოტა წავიპლინკავეთ დავითუსი და ჩეზე გამიშემისკენ წავიდნენ იხვები იყვნენ მაგრამ ძალიან ძალიან იქით შორს და რომც მოგეკლა ვერ გამოიყვანდი smile.gif მოკლედ ბოლოს გადავწყვიტეთ სხვა მხარეს წავსულიყავით მე ჩეზე და დავითი ყვავებს მივეპარეთ ჩეზემ მოახიდან გასროლა და ბახ... ჩამოვარდა 1 ცალი, დათო გვეძახდა ხეს ამოეფარეთ ისევ რო მოვლენ ვერ დაგვინახონ და ისე დავცოხოთო მარა მე და ჩეზე აფექტში მყოფები იმდენს ყვავას რომ ვუყურებდით ადგილიდან აღარ გავნძრეულვართ ჩავიმუხლეთ და დავიწყეთ ცდა ლიჟბი სადმე დამჯდარიყვნენ, მოკლედ დავითმა 1–ს გაარტყა და ის შობელ ძაღლი გაფრინდა ჩეზემ კიდე 3 ცალი მოხსნა (ბიჭებო თუ რამე მეშლება ჩაასწორეთ) მოკლედ 1 ცალი ისეთი ჟივუჩი იყო ზუსტად 10 ტყვია მოხვდა და მაინც ცოცხალი იყო, მოკლედ ჩეზემ რო ესროლა და ჩამოაგდო ხო დაეცა და მერე ადგა და მიდოდა რა ხოდა გაქცევას რო ცდილობა ეს ჩათლახი ყვავი 1 მე ვესროლე მოხვდა მარა მაინც გააგრდძელა გზა მერე დავითმაც ჩეზემაც ისევ მე და კაროჩე ბოლო 2 ტყვია თავში მოხვდა და როჟა კიდე აგრძელებდა სიარულს biggrin.gif აი ესეც ამ უკანასკნელის ფოტო:
პ.ს ხარისხი ცუდია კამერა არ გვქონდა წაღებული მობით ვიღებდით

ამასობაში დავითუსი კამიშებიდან წამოვიდა ჩვენსკენ ხოდა მერე 2–ად გავიყავით და შემოუარეთ ლისს მარა არც არაფერი ყვავეი საბოლოოდ დაითესნენ, ჩეზემ 1 ცალი შაშვი მოხსნა მარა კამიშებში იჯდა და იქვე ჩაეშვა, ხოო კიდე რაღაც შავი ბეღურაზე ოოდნავ დიდი ჩიტები დაფრინავდნენ მარა ვერ გავიგეთ რა იყო ყვავის ბახელებიო მარა არამგონია ეგენი ყოფილიყვნენ, ეხლა კი ფოტოები:

მესამე ყვავი ,,გაიქცა'' უკვე მოხსნილი იყო ეგდო, 2 ცალი კიდე დაუმატეთ და როჟა წამოხდა გაფრინდა biggrin.gif მარა ისე მიფრინავდა სადმე იქვე დაეცემოდა მერე კი ვიპოვეთ,

ესეც დათომ იმსხვერპლა, სტოგერით პლინკაობდა და ამასაც ლეწა


მოკედ სანამ დაბნელდებოდა წამოვედით ესე 18:00–საათზე, მაგარი ოFროუდიც გამოგვივიდა დავითუსას ცუდი საბურავები ეყენა მარა მაინც საღოლ მართლა მაგრად ვიარეთ! ხო მერე ქალაქისგენ ქროუ ჰანტინგი გვინდოდა და იქიდან მოყოლებული ზაგესამდე არაფერი არ იყო, მერე მე სახლში დამტოეს და ეხლა ჩესესგან პმ–ით გავიგე ვორონცოვოსკენ გასულან და კაი ქროუ ჰანტინგიც გაუმართავთ biggrin.gif მოკლედ ესე იყო რა smile.gif კაი ხოშიანი გასვლა გამოვიდა პროსტა ფეხები დაგვისგევლდა biggrin.gif (დავითუსს არ დასველებია იმიტო რო ისინი ეცვა... სახელი დამავიწყდა რა ქვიაა? გამახსენეთ biggrin.gif)

პოსტის ავტორი: cz80 Feb 18 2010, 02:04 AM

ნაღდად ხოშიანი გასართობი გასვლა გამოგვივიდა...
ქალაქში კარგად ვხსენით ყვანჩოები.. თუ არ ვცდები 6 თუ 7 ცალი ჩამოვაგდეთ კიდე(ეს რაც უეჭველი ჩამოვარდა,დაჭრილები ცალკე ბაზარია smile.gif )....სამწუხაროდ ფოტოები ვერ გადავიღეთ... იმიტომ რომ ზოგმა მტკვარში მოახდინა პასადკა.. ზოგი კიდევ ისეთ ადგილებში დაეცა რომ... ნუ არ ღირდა რა biggrin.gif

ლისიდან ერთ ორ ფოტოს დავამატებ
http://www.radikal.ru



ესეც ის კაშეი ბეზსმერტნი .. (ორივე ფოტო ჩამოვარდნის ადგილზევეა გადაღებული, კრიმინალისტებს გამოადგებათ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 18 2010, 09:09 AM

ავოეეეე, რა გიგლულავიათ. მე კიდევ მაგ დროს სამსახურში ვიყავი მორეგე, ბლინ!!!!

9 საათამდე ვიღაც კუკუშკა ბუღალტრებს ვუხსნიდი სად რაზე დაეწკაპუნებინათ რომ გადარიცხვა გაეკეტებინათ. ეხ მქონოდა შანსი წამოსვლის, იმ კუკუშკებით დაგრუზულ გულზე არც მე ჩამოვხსნიდი ნაკლებს biggrin.gif

ისე დროა პნევმო ტყვიამფრქვევზე ვიფიქროთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif, აი დაინახავ ყვავებით ანცობილ ხეს და მიადგები პნევმო "მაქსიმკათი" ტფუ-ტფუ-ტფუ-ტფუ და ჩამოძვრებიან ტონობით biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: cz80 Feb 18 2010, 09:22 AM

ციტატა(ja_ja @ 18th February 2010 - 10:09 AM) *
ისე დროა პნევმო ტყვიამფრქვევზე ვიფიქროთ , აი დაინახავ ყვავებით ანცობილ ხეს და მიადგები პნევმო "მაქსიმკათი" ტფუ-ტფუ-ტფუ-ტფუ და ჩამოძვრებიან ტონობით

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


აუ რა სანახავები ვიქნებით ბლინ, რო მიაყენებ ჯიპს და რო გადმოაგორებ მაქსიმკას... და წავიდააა http://ge.smiles.26l.com/smile.151878.html
biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: cz80 Feb 18 2010, 09:24 AM

ციტატა(ja_ja @ 18th February 2010 - 10:09 AM) *
9 საათამდე ვიღაც კუკუშკა ბუღალტრებს ვუხსნიდი სად რაზე დაეწკაპუნებინათ რომ გადარიცხვა გაეკეტებინა

ისე უნდა წამოგეყვანა ეგ ბუღალტერებიც... "მიშენიად" გამოდგებოდნენ biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 18 2010, 10:02 AM

cz80

ციტატა(cz80 @ 18th February 2010 - 10:24 AM) *
ისე უნდა წამოგეყვანა ეგ ბუღალტერებიც... "მიშენიად" გამოდგებოდნენ

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif კაი აზრია, გავითვალისწინებ

პოსტის ავტორი: giga_st Feb 18 2010, 10:11 AM

ციტატა(cz80 @ 18th February 2010 - 07:24 AM) *
ისე უნდა წამოგეყვანა ეგ ბუღალტერებიც

ბუღალტრებს თავის ჭირიც ეყოფათ!:)

პოსტის ავტორი: dawiti Feb 18 2010, 02:55 PM

ხო რაც შეეხება ღამე მოკლულ ყვანჩალებს აღმოჩნდა რომ პანაშვიდს აღარ უმართავდნენ, კარგად გავერთეთ დავითუსას მანქანით პატარა ოფროუდიც გამოგვივიადა ლისსზე, მარა ყველაზე მაგარი მაინც ღამის ქროულინგი იყო სამწუხაროა რომ კამერა არ გვქონდა და ვიდეო ვერ გადავიღეთ

პოსტის ავტორი: Davitus Feb 18 2010, 06:42 PM

dawiti
შენ რომ წახვედი მერე, მივაჩერეთ ბარათაშვილის ხიდთან რომ ცირკიდან გადმობარგებული ძალიტ პუტანკები დგანან იმ ადგილას, ხოდა ხო ვეძებდით, თურმე გაგვიჩერებია იმ ადგილას სადაც ყვავებით იყო გადახუნძლული, თან მე ლუკი ღია მქონა მთლიანად, ხოდა მაგრა გადავრჩით, რომ ავიხედე ერთი 1000 ანალური ხვრელი მაინც დაგვყურებდა ზემოდან...

მოკლედ წამების ამბავი იყო თორემ 1:1 გახდებოდა და ყვავებიც გაათანაბრებდნენ ანგარიშს თავის სკლინტებით... ვინც ვერ მიხვდა მარტივად რომ ავუხსნა, კინაღამ ლუკში ჩაგვაჯვეს

ჩვენს ზემოთ დასწრებაზე იყო სიტუაცია, ხოდა დავასეარით და ვესროლეთ, ერთი თავქვე წამოვიდა, მაგრამ ახლო იყო და ხმაზე დაფრთხნენ ეს 1000-ობით ანუსები... და აიშალნენ... მაგარი სანახაობა იტო რა... კიდევ კარგი ყვავები ბაყაყებივით არ არიან და აფრენისას "ცუდ რამეს არ აკეთებენ" თორემ ვერანაირი კერხერი და სამრეცხაო ვერ გვიშველიდა...


ეეხ არ მიყვრს ამ სურათების გარეშე მოყოლა მაგრამ რას ვიზამთ, ესენი რომ აფრინდნენ, გავიხედ გამოვიხედეთ და მეორე სანაპიროს ხეებზე აღმოვაჩინეთ მაგრამ რა აღმოვაჩინეთ, მოკლედ მანქანა ტროტუარზე ავიყვანე და ფანჯრიდან სროლა გადავწყვიტეთ, მაგრამ წარმოიდგინეთ ასეთი სურათი, ჯერ მტკვარია > შემდეგ სანაპირო> ჭადრები, სადაც ზიან 10000-ბით ყვავები> პატრული 2 ეკიპაჭი დგას იმის იქით> მოძრაობს ხალხი> და რაც მთავარია რაც არ უნდა ააცილო ყვავს, ყველა მოხვდება სასტუმრო "ამბასადორს", უკან კი მთავრობის სახლი გვიმშვენებს ფონს... იტოგში ისეთ აფექტში ვიყავი რომ გადავწყვიტე მაინც მესროლა, საკმაოდ შორი მანძილი გამოდის, მაგრამ იმის გამო რომ ძალიან ბევრ ხროვად იყვნენ, გუნდის კონცენტრაციის ადგილს ცოტა ზევით დავუმიზნე, მთელი მილდოტების ბადე ყვავებით იყო სავსე და ამიტომ არ მეშინოდა, გამოვკარი და მგონი 2-3 ერთდროულად ჩამოიყარა, მაგრამ იქ აფრენა მოხდაააა... თავქუდმოგლეჯილები გამოვიქეცით


პოსტის ავტორი: ja_ja Feb 18 2010, 07:25 PM

Davitus
მდაააააააააააა, თქვენ სერიუზული ადგილები გინახიათ, ასევთქთ დაუფრთხობელი ჯუნგლები biggrin.gif

მისახედია ეგ ამბავი თორემ ქე ვიზახით თბილისში ყვავევბი არ არიან არ არიოანო და მეც ოხრად აღმოვაჩIნე როდესაც გამიზნულად ეძებ და აგერ თქვენთ ტონობით ნახეთ.

მისახედია ეგ ამბავი თორემ მალე მოსკოვი მოგონება იქნება. არ დატოვებენ ქალაქში სხვა არსებებს.

პოსტის ავტორი: cz80 Feb 18 2010, 07:35 PM

ესეც ჩვენი 'ზასიდკის" ადგილი, მანძილებიც მივაჯღაბნე biggrin.gif

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: giga_st Feb 18 2010, 07:36 PM

სანაპიროზე უყვართ ჯდომა, ჩვენც მოვყევით მაგათ დაბომბვაში, ასობით იჯდნენ, კაიფი ის იყო, რომ გვიან ღამე წყნარი მუსაიფით შეზარხოშებულები მოვსეირნობდით სანაპიროზე, ხოდა რაღაც ტყაპატყუპის ხმამ მიიქცია ჩვენი ყურადღება თურმე ასობით ყვავს ვყავდისთ მიზანში ჩასმული, იცოცხლე იქიდან ფაცხა ფუცხით გამოვარდით თან სანამ ტაქსის გავაჩერებდით უმატებდა და უმატებდა ტყაპა ტყუბი. მტკვრის პირზე ძალიან ბევრი არიან.

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 18 2010, 07:46 PM

ისე ხომ არ ჯობია გუგლის რუკები დავდოთ ხოლმე სადაც დავაფიქსირებთ ხოლმე დიდ გუნდებს???

შეიძლება გენოციდისკენ მოწოდების პირველი მარცვალია მარაააა...

პოსტის ავტორი: Davitus Feb 18 2010, 07:56 PM

ja_ja
თუ დავაფიქსირებთ მხოლოდ მაშინ, იმიტომ რომ, ეგეთ აბსტრელს როცა მოუწყობ მეორედ აღარ ჯდებიან მანდ, დრეს გავიარე და ჭაჭანება არ იყო

პოსტის ავტორი: foxi Feb 18 2010, 08:18 PM

biggrin.gif გართობითაც გართობილხართ,თან კარგი საქმეც გიკეთებიათ. ხუმრობა საქმე ხომარარის,ბუნებას ეხმარებით უკეთესი პოპულაციის
გადარჩენაში.

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 18 2010, 11:09 PM

Davitus

ციტატა(Davitus @ 18th February 2010 - 08:56 PM) *
თუ დავაფიქსირებთ მხოლოდ მაშინ, იმიტომ რომ, ეგეთ აბსტრელს როცა მოუწყობ მეორედ აღარ ჯდებიან მანდ, დრეს გავიარე და ჭაჭანება არ იყო

ჰო მარა ხომ შეიძLება მე დავაფიქსირო ადგილი და ფიშტო არ მქონდეს, დავდებ და მერე ვინც იქნება ფიშტოთი ის მიაკითხავს. ასევთქვათ უნამუსო ნავოდკები იქნება biggrin.gif

პოსტის ავტორი: foxi Feb 19 2010, 12:24 AM

ციტატა(ja_ja @ 19th February 2010 - 12:09 AM) *
ჰო მარა ხომ შეიძLება მე დავაფიქსირო ადგილი და ფიშტო არ მქონდეს, დავდებ და მერე ვინც იქნება ფიშტოთი ის მიაკითხავს. ასევთქვათ უნამუსო ნავოდკები იქნება

სპუტნიკური ნავოდკები წავიდა პნევმო მონადირეებო გაიღვიძეთ.biggrin.gif

პოსტის ავტორი: dawiti Feb 19 2010, 08:30 PM

Davitus პირველად სადაც წავედით გუშინ ღამე მომიწია მანდ გავლამ და ისევ ისე იყვნე დახუნძლულები ხეებზე

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 19 2010, 10:24 PM

dawiti

ციტატა(dawiti @ 19th February 2010 - 09:30 PM) *
Davitus პირველად სადაც წავედით გუშინ ღამე მომიწია მანდ გავლამ და ისევ ისე იყვნე დახუნძლულები ხეებზე

აჰაა, ესეიგი მაქსიმუმ ერთი დღით მოტყდნენ და განმეორადობა ახასიათებთ.

ეგრეა რა ჩემთანაც უბანში დავბრიდავ 3-4-ს და მგონია მორჩა საქმე, გავა 2-3 კვირა ისევ ყვა-ყვა, კიდევ გაისტუმრებ 3-4 ცალს და ისევ 2 კვირა სიწყნარეა... კაროჩე პირადად ჩემთან უბანში 10 დღის წინ ჩისტკა მოვაწყვე და მეგონა 2-3 კვირა ისევ სიჩუმე იქნებოდა, ნურას უკაცრავად, დღეს დილით გამოწერილად 8 საათზე ყვა-ყვა...

რაც მთავარია ვეჩნა ერთი და იგივე სახურავზე და ვეჩნა ერთი და იგივე ანტენაზე ჯდებიან. მალე მაგ ანტენასთან ხალაკოსტას მსხვერპლების მემორიალი გაიხსნება biggrin.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Feb 19 2010, 11:55 PM

ja_ja
რა სანახავი იქნება, ანტენის ქვეშ გახრწნილი ყვავების სასაფლაო biggrin.gif

პოსტის ავტორი: dawiti Feb 20 2010, 12:28 AM

ციტატა(ja_ja @ 19th February 2010 - 10:24 PM) *
ვეჩნა ერთი და იგივე ანტენაზე ჯდებიან.

გეთანხმები ja_ja ჩემს მოპირდაპირე კორპუსზეც ერთი ანტენა აქვთ ამოჩემებული და იქ ჯდებიან ოღონდ მარტო დილაობით მერე დღის განმავლობაში აღარ ჩანან ალბათ სხვაგან მიფრინავენ.

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 20 2010, 09:54 AM

dawiti
სხვათაშOრის ჩემთანაც იმენნა ზედგამოწერილად 8 საათზე იწყებენ იმ ანტენაზე ჩხავილს. იმენნა დილით ჩხავიან, არ ვიცი მამლების პონტი აქვთ და დილის კუკარეკუს იძახიან თუ რა ხდება.

იმენნა საათს გაასწორებ მაგათ ჩხავილზე, ალბათ ტერიტორიის მონიშვნის ან უფლებების გაცხადების პონტია.... ხიზ.

მერე სადღაც 11 საათისთვის იჩითებიან, იგივე ანტენაზე, ოღონდ ჩუმათ, თუ არ დამავისწდა და გავიხედე მაგ დროს გარანტირებულად ძის ერთი დურაკი და ალივირებს ყველაფერს, ოღონდ ჩუმათ. აი მერე იკარგებიან დღის განმავლობაში და არ ჩანან.

კაროჩე რა ამ ყვავების გადამკიდე ორნეტოლოგების დაკვირვებები დამეწყო biggrin.gif

პოსტის ავტორი: soxa Feb 20 2010, 10:10 AM

1 ანძა დგას ლოტკინზე, ცხრის ნახევარზე და საღმოს ექვსის ნახევარზე იხუნძლება ანძა ყვავებით, გადაფრენის დროს შესვენებას აკეთებენ, იმ 11 საათიანს რაც შეეხება, ალბათ ლოთი ყვავია და ყოველ დილას პახმელიაზეა, აღარც ჩხავილის თავი აქვს და სულ იგვიანებს

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 20 2010, 10:41 AM

soxa

ციტატა(lasha_74 @ 20th February 2010 - 11:10 AM) *
ალბათ ლოთი ყვავია და ყოველ დილას პახმელიაზეა, აღარც ჩხავილის თავი აქვს და სულ იგვიანებს

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif კაი გამართლება იყო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მარა 2-ჯერ უკვე ჩამოვხსენი 11 საათიანი სტუმარი და მის პანაშვიდზე მოსული სატირალი ჯგუფის წევრები, ასე რომ ერთი და იგივე ყვანჩალა ნამდვილად ვერ იქნება.

პოსტის ავტორი: o.cho Oct 24 2010, 12:59 AM

მოგესალმებით ყველას კეთილი იყოს ჩემი პოსტი ამ ფორუმზე. smile.gif
აუუ მეც გამიშრეს სისხლი ყვავებმა მე რომ უნდა დავიძინო ზუსტად იმ დროს იწყებენ ჩხავილს მარა რა აზრი აქვს ჩემი იჟ-61-ით კი ვესვი მარა არ კლავს ეგ თოფი მაგათ და ახლა მგონი ჯინაზე მოფრინავენ და ჩხავიან biggrin.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 24 2010, 01:16 AM

o.cho
კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ფორუმზე(ც) smile.gif

პოსტის ავტორი: o.cho Oct 24 2010, 01:49 AM

13.gif გაიხარე smile.gif


აუ ბოდიშით ხალხნო ოფისთვის მარა იჟ-61-ზე რამე იმფორმაცია დეევს ამ ფორუმზე რომ გადავიკითხო?

პოსტის ავტორი: Power_VANO Oct 24 2010, 02:13 AM

o.cho
კი, დევს smile.gif გამოიყენე ძებნის ფუნქცია.

პოსტის ავტორი: Shalva32 Feb 26 2014, 01:36 PM

ორთაჭალაში, ფინანსთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველ საღამოს სულმცირე 10 000 ყვავი მაინც იჯდება წინ მდგარ ხეებზე. სკინტლებს სეტყვასავით ისვრიან, მართლა თავზე გადაიჯვეს
: )

პოსტის ავტორი: name Feb 26 2014, 02:42 PM

რამედნი ხანია პნევმოზე სახლეტზე თითის ანბეჭდები არ დამიდია

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 26 2014, 03:44 PM

Shalva32

ციტატა(Shalva32 @ 26th February 2014 - 02:36 PM) *
ორთაჭალაში, ფინანსთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე

იციან რა მაგ ჩათლახებმა ადგილები რა smile.gif

ნუ ჯერ არის და სკლინტს ფული მოაქვსო და ფინანსთა სამინისტროს გადაა.... ......ააა...ააა... სკლინტეს თავზე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif, მეორეა და მაინც ასე თუ ისე სამთავრობო შენობაა და მიდი და გაიჩითე იარაღით ხელში smile.gif ჩათვლიან რომ ან ხადურს თავს ესხმები, ან რაცხა ნიტოს აკეთებ...

კაროჩე იციან რა ყვავებმა ტავისი საქმე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 26 2014, 03:48 PM

ფოტოს ლინკები რომ ჩაგესწორებინა კარგი იქნებოდა, არ ხსნის smile.gif

პოსტის ავტორი: ilariona Feb 27 2014, 09:19 AM

ხ.მ.ე.ლ.ო
ლინკების ბრალი არაა, ფოტოები სადაცაა ატვირთული ის პორტალი არ მუშაობს ეტყობა.

ასეთი ტიპის პრობლემა მსოფლიოს ყველა ფორუმს აქვს.

პოსტის ავტორი: Shalva32 Feb 27 2014, 09:58 AM

ja_ja

QUOTE (ja_ja @ 26th February 2014 - 04:44 PM) *
იციან რა მაგ ჩათლახებმა ადგილები რა


biggrin.gif ხოო ჩვენც სულ მაგას ვიძახით, რომ იციან სად უნდა ასატკაონ. მანდ რომ ჩემი ნიტრო ვენომი ამოვიღო და სროლა დავუწყო სავარაუდოდ სულ მე დამაბრალებენ ბიუჯეტის მილიარდიან გარღვევას : D... უეჭველი ხადურის დაბარებულები არიან, გაიგო რომ სკლინტს ფული მოაქვს და ბიუჯეტის შევსებას ცდილობს ბიჭი, რას ერჩით biggrin.gif. ჩემი გათვლებით ცოტა ხანში შეიძლება მეორე დუბაი გავიჩითოთ : )

პოსტის ავტორი: Ex3 Feb 27 2014, 05:08 PM

ისე პესტ კონტროლი ნადირობის სეზონის შემდეგ დაშვებულია?

პოსტის ავტორი: iorama Feb 27 2014, 09:25 PM

ციტატა(Ex3 @ Feb 27 2014, 05:08 PM) *
ისე პესტ კონტროლი ნადირობის სეზონის შემდეგ დაშვებულია?

Nადირბის სეზონი მთავრედა იმიტომ, რომ იწყება გამრავლების პერიოდი და ამ პერიოდში აბსოლიტურად ყველაფერზე იკრძალება ნადიობა-სროლა.

პოსტის ავტორი: foxi Feb 27 2014, 10:51 PM

ჩემი პოსტი რომელმა ჭკვიანმა მიაშალა?! დაიწყო სრული ანარქია?! საღოლ!

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services