დიდი ხანი ვემზადებოდი კახეთში წასასვლელად და არცთუისე დიდ იმედებს ვამყარებდი ჩემ Crosman ზე ვუყიდე წინა დღეს ტყვიები და გავეშურე კახეთში, რომ ჩავედი უბრალოდ შესამოწმებლად გადავწყვიტე 1-2 გასროლა განმეხორციელებინა და აღმოჩნდა რომ ტყვიები თბილისსში დამჩენოდა. გავედი იქვე რაღაც სანადირო მაღაზიაში და აღმოჩნდა რომ H&N ის Baracuda Power ჰქონიათ 2 კოლოფი ვიყიდე.
მეორე დღეს დილას ავდექი 8 საათზე და სადღაც 9 ის ნახევარზე გავედი შაშვზე სანადიროდ, მივედი სადღაც მიტოვებულ ქარხანაში ჯერ 2 ძაღთან მომიწია ბრძლოა xxxxx xxxxxxxxx xxxxxxxxxx xxxxxxxxxxx xxxxxxxxx . მოკლედ ბევრი როაღარ ვილაპარაკო იმ დღეს 22 შაშვი მოვინადირე. 14 ამ დილის გასვლაზე დანარჩენი 8 სახლში რო მივედი ფანჯრიდან ჩამოვყარე. დღის ბოლოს კი შევწვით და ძალიან მომეწონა გემრიელი იყი თან პირველად მივირთვი შაშვი სამწუხაროდ მე ჩემი მობილური არ მქონდა წაღებული და ეს 1 სურათიც ძმაკაცის ტელეფონით გადავიღე.
ამის შემდეგ კურღელზეც წავედით ღამე სანადიროდ, მაგრამ 2 შეგვხვდა 2 ვეს ავაცილე ანუ უაზრობაა პნევმანტურით კურდღელზე ნადირობა 2 ვე მოძრაობაში შევამჩნიე თორე როარ გაქცეულიყო ალნბათ მოვარყავდი. xxxxxxx xxxxxxxxxx xxxxxxxxxxx xxxxxxxxxx არ შევარგე.
WENGER
რა იყო ღორის ჩალაღაჯი არ იყიდება კახეთში, ამდენი რო არ გაგეჟლიტა მაგ პონტში 4-5 -ც გეყოფოდათ. რამდენი იყავით განა ?
ბიჭო რა გაგიწყვეტია სულ ხომ იცი წითელ წიგნშია შაშვი
არაფერიც არ გამიწყვეტია რო მოვდიოდი გზაში ლამის მანქანა გავეჩერებინე იმდენი იყვნენ ტრასის პირას
კი მარა გინდა 10000 ყოფილიყო მაგდენის მოკვლა არ არის რეკომენდირებული შენთვითონ თქვი სუფრა იყო გაშლილიო და ესეიგი საჭმელი იყო 7 რო მოგეკლა 5 არაფერი არ დაშავდებოდა
ხო არც ეხა დაშავებულა არაფერი ამდენი რო მოვკალი
თუ გავითვალისწინებთ რომ შაშვი ძნელი მოსანადირებელია ძაან მაგარი ნანადირევია... გემოთიც საუკეთესოა
ყოჩაღ ვენგერ, კარგად გინდაირია, გისურვებ კიდევ მრავალი სამიზნის მოხსნას და კარგ ნადირობებს
WENGER
ყოჩაღ! შაშვზე ნადირობა ძალიან საინტერესოა.განსაკუთრებით მიპარვით.ეს მონადირის უნარ ჩვევების გამომუშავებას უწყობს
ხელს. წარმომიდგენია სუფრაზე რა აჟიოტაჟი გამოიწვიე. გილოცავ კიდევ ერთხელ.
რაც შეეხება წითელ-ყვითელ პრესას,მაგას ბოლო მოეღება როცა ამ განყოფილებას მოდერატორი ეღირსება!!!!!!!!!!!!!!!!!!
WENGER
ყოჩაღ , ნამდვილად კარგი შედეგია, ეს პირველა აი ჟინი მოიკალი , მაგრამ მერე გაითვალისწინე რაც 5-7 ცაილ მოკლარი რომ 2-3 კაცს გეYოთ მაგით ვერს სუფრას გადაიხდი და ვერც ოჯახს გამოკვება, და "ვაა აბა ნანადირევი შემოიტანე, ვნახოთ რა არის" -ამის მოსასმენად სუფრაზე 5-7-იც საკმარისია.
რა წითელი წიგნი რას ბოდიალობთ?
მე იმას ვამბობ რო მე ნადირობისას 5-ს რომოვკლავ წავალ სახლში და ამ მივყვები და კიდე რეინჯერს რო დაეჭირე რას იზამდი ნებართვა-არ გქონდა დარწმუნებული ვარ და რომც გქონოდა ათზე მეტის ოკვლის უფლება არ გაქ თორე თუ გინდა ქიმიური არაღით ინადირე
norica_dragon
შენ ტირში წადი ჯობია მაგ შენი ფილოსოფიით
ეს ყველაფერი კარგი, მარა ამ კახეთს რა გადაეკიდეთ? სხვა რაიოპნებში ფრინველი დაილია თუ?
WENGER
მეც შემიქია ნანადირევი.ყოჩაღ
არავინ თქვას,რომ შაშვზე ნადირობისას რამოდენიმე ცალზე შეჩერდება. ჩემთვის ტყის შაშვებზე ნადირობა იმდენად აზარტული რო ქედანზე ნადირობას გავუსწორებდი.
თან ხალხიც ბლომად ყოფილა და აბა 5 ცალი რო მიეტანა რა გამოსაჩენი იქნებოდა
WENGER
ჩავასწორე შენი თემა, შედმეგში დიდი თხოვნაა დააკვირდე რას წერ. შემდეგში გაფრთხილება ჩასწორების გარეშე ვორნს ჩაგახუტებ და შეიძლება თემაც კი მივხურო.
ასევე დააკვირდი რას წერს იმ ცხოველების მიმართ რომელზე ნადირობაც აკრძალულია. უკვე შემდგარი ფაქტია ბრაკონიერობაზე ხალხის დაჭერა, ინტერში გამოქვეყნებული მაზალების საფუძველზე. ასე რომ ყველას ვთხო სანამ ”ძერზკი” მაგრობების დაწერას გადაწყვიტავთ დაუკვირდით რა შეიძება მაგას მოყვეს.
დღეს ზღვაზე ვიყავი გასული, ქარი კი უქიქინებდა მარა მაინც წავედი. მეთქი ფილტვებს გავანიავებ და იქნებ რამეც მოვინადიროთქო. ხოდა დავიწყე ნელი ნაბიჯებით იქაურობის თვალიერება.იქ სადაც მე დავდივარ დიდი ბუჩქებია ალაგ ალაგ და იქ ერთხელ შევამჩნიე როგორ შეფრინდა ერთერთ ბუჩქში შავჩოხოსანი ფრინველი ხოდა იმ იმედით რომ იქნებ დღესაც სადმე მომეკრა მისთვის თვალი ავიკაზმე და წავედი.
ვიარე ასე ნახევარი საათი,არაფერი ირგვლივ არ ჩანდა,ყვავები თავზე დამჩხაოდენ და წრეებს მირტყამდნენ.ეჰ, მეთქი ტყუილად წამოვედი და ისევ ბოთლის თავსახურებით უნდა გავერთოთქო.თანაც ეს ქარიც რომ უქიქინებდა ნერვებს მიშლიდა წამიხდა ხასიათი,ვიფიქრე ერთი ორს ვესვრი რამე უსულო სამიზნეს და წავალ სახლშითქო და ოჰოი საოცრებავ
ჩემგან ასე 30 მეტრში შევნიშნე როგორ შეფრინდა ერთ-ერთ ბუჩქში შავჩოხოსანი ფრინველი . გული ამიჩქარდა და იმედის ნაპერწკალი უცებ გაღვივდა.ვიფიქრე ახლა ეს რომ დამიფრთხეს გავაფრენ მეთქი.კატასავით გავიარე ხუთი მეტრი და შევჩერდი.მეტი ახლოს რომ მივსულიყავი უეწველი აპრინდებოდა.
გავხედე ოპტიკაში და გავიწყე ბუჩქის თვალიერება რომ ობიექტი დამეფიქსირებია.ერთი ორი წუთი არ ჩანდა და ვიფიქრე ვაი თუ გაძვრათქო როგორც ამ ფრინველს ჩვევია ხოლმე,მაგრამ უცებ ბუჩქის ძირში სევნიშნე მოძრაობა.სამიზნე მიწაში იქექებოდა ბუჩქის მეორე მხარეს.უნდა მესროლა ტყვია ბუჩქის გავლით სხვა გზა არ მქონდა.შევიკავე სუნთქვა,ორწამიანი პაუზა და ლაწ ! მიზანი მოხსნილია. ჭრილობა სასიკვდილო,კეფაში.
ნუ ახლა ეს როგორი შეგრძნებაა ყველამ კარგად იცით და აღარ დავწერ.დანარჩენი კი ჩვეულებივსამებრ განვითარდა. გაპუტვა,გატრუსვა,გასუფთავება და მომზადება.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
მომზადება ჩემებურად: (მაიონეზი იხსნება თბილ წყალში,ემატება დანაყული ნიორი,მარილი და ცერეცო)
http://www.radikal.ru
მაგარია! მომზადებული მითუმეტეს!
sekurifa
ყოჩაღ. ადრენალინიც,სადილიც.ტან ეს ყველაფერი სუფთა ჰაერზე.
საგულდაგულოდ გადავხედე თემას და ჩემი დაპოსტილიც ვნახე ეს იყო Jan 16 2011, 11:48 AM
დღეს ბოდიშს ვიხდი ჩემს პოსტზე. მიზეზი უცოდინრობაა რაც დღეს უკვე გამოსწორებულია და დანამდვილებით ვიცი, რომ შაშვზე ნადირობა აკრძალულია და თემის ''მწვანეებთან'' მექნება თხოვნა არაკანონიერი ქმედებები აღკვეთილი იქნას ფორუმზე. რომლებმაც წესით ჩემზე უკეთესად იციან კანონები ნადირობის ნებართვების შესახებ
ნუ მე ტიპა კომუნისტების დროს რო ''დრუჟინნიკები'' იყვნენ მაგ პონტში ვარ რა. არ მეხება მარა წესრიგის დაცვაში ვეხმარები რა
საქმე იმაშია რომ,ადამიანი რომელიც ნადირობს,პასუხისგებლობასაც იღებს თავის თავზე. კანონები სწრაფად იცვლება და ასევე სწრაფად გვავიწყდება. მაგალითისთვის კურდღელზე, მელაზე, მგელზე, ნადირობა აკრძალული იყო. წელს დაუშვეს. ამის მიხედვით თუ ვშალე პოსტები, არაფერი კარგი გამოვა. ფორმუია და ყველა თავის ამბებს ყვება. ამით არი საინტერესო ფორუმი.ელემენტარულად ერთი შაშვის გულისთვის არ ღირს ამ თემის წაშლა.
მანქანის მართვისას ბევრი არღვევს წესებს.რისთვისაც არსებობს საჯარიმო სანქციები.კაცმა რომელმაც მოძრაობის წესი დაარღვია და ამაზე ფორუმზე დაწერა უნდა, წაიშალოს? აბა რაღა ფორუმი გამოვა? აქ დიქტატურა არ არი. აქ ყველა ყველასთან მეგობრობს და უხარია თავისი წარმატებების დაწერა.
ჩემ განყოფილებას მე თვითონ მივხედავ, მითითებების გარეშე. წაიშლება ის თემები და პოსტები,რომლებშიც უშუალო მოწოდებები იქნება კანონის დარღვევისკენ.ასევე ის რასაც მე, მოდერატორი ჩავთვლი საჭიროდ.მე მგონი ასე უფრო სამართლიანი იქნება.
არაა პრობლემა თუგინდათ წაშალეთ ჩემი ნადირობის პოსტები. ერთი ცალი ფრინველი რომ იყო მეც მიტო დავდე რადგან თვითონ თემა დახურული არ იყო. ფრინველის სახელიც არ მიხსენებია რომ ცოტა თავისებურ ჩარჩოში ყოფილიყო და ზედმეტები არ ყოფილიყო.
სანამ ეს თემა ღია იკნება ბევრმა შეიძლება დადოს აქ თავისი გმირობები და თანაც მრავალრიცხოვანი შედეგებით თქვენი გადასაწყვეტია.
ვინაიდან დღევანდელი კანონით შაშვზე ნადირობა იკრძალება,თემა დროებით იხურება.
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services