თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ რჩევები, კითხვა-პასუხი... _ 5.5 კალიბრის პნევმატური

პოსტის ავტორი: vito Feb 26 2009, 10:11 PM

ბიჭებო გუშინ შევიარე თამისუფლებაზე რომ მონადირეში, რაღაც პნევმატიკები ედოთ, თითონაც მგონი არ იყვნენ ბოლომდე გარკვეულები, ჰათსანებიც არისო და დეიზებიცო, ხოდა 2 ცალი იყო 5.5 ყალიბის, ცოტა გამოვილაპარაკეთ და მითხრეს რომ რეგისტრაციის გარეშე ვყიდითო უპრობლემოთო.
აქედან კითხვა: თუ ყალიბზე ნებართვა არის საჭირო, ამ ზდპ-ებმა საზღვარი როგორ გადმოკვეთეს და მაღაზიამდე როგორ მივიდნენ?
და ვთქვათ რომ ვიყიდო და მაგაზე დამიჭირონ როგორ უნდა მოვიქცე, და საერთოდ ამ ფაქტმა ძალიან დამაფიქრა, კანონმდებლობაში რამე ცვლილებები ხომ არ შეითანეს პნევმატიკასთან დაკავშირებით???
ჰო და კიდევ ის მითხრეს რომ 5.5 ზევით საერთოდ აკრძალულიაო პნევმატიკა

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 26 2009, 10:19 PM

ვააააააააა საინტერესო ინფორმაციაა. ოხრად კითხვები გაჩნდა ერთი პოსტით smile.gif

გასარკვევია, როგორც მაგ მაღაზიაში ასევე სანებართვოში და საპატრულოში.

პოსტის ავტორი: bazuka Feb 26 2009, 10:29 PM

Jah ნათქვამიდან, როგორც მიხვდი ლაპარაკი იყო შემოტანის ნებართვაზე და არა მისი ტარების. და ლოგიკური პასუხი ალბაI ისაა, რომ ეს ნებართვა მაღაზიის პარტონმა აიღო, შემოიტანა და ახლა კანონიერად ნებართვის გარეშე ყიდის. აბა ძაან ეჭვი მეპარება დრეს ვინმემ რამე უნებართვოდ გაყიდოს.

P.S. დღეს ვრეკე საპატრულოში, ნებართვებს სადაც გასცემენ იმ ნომერზე (სამსახურში დამრჩა ნომერი) მარა სამწუხაროდ არავინ მიპასუხა sad.gif

პოსტის ავტორი: Jah Feb 26 2009, 11:04 PM

ციტატა(vito @ 26th February 2009 - 07:11 PM) *
ბიჭებო გუშინ შევიარე თამისუფლებაზე რომ მონადირეში, რაღაც პნევმატიკები ედოთ, თითონაც მგონი არ იყვნენ ბოლომდე გარკვეულები, ჰათსანებიც არისო და დეიზებიცო, ხოდა 2 ცალი იყო 5.5 ყალიბის, ცოტა გამოვილაპარაკეთ და მითხრეს რომ რეგისტრაციის გარეშე ვყიდითო უპრობლემოთო.
აქედან კითხვა: თუ ყალიბზე ნებართვა არის საჭირო, ამ ზდპ-ებმა საზღვარი როგორ გადმოკვეთეს და მაღაზიამდე როგორ მივიდნენ?
და ვთქვათ რომ ვიყიდო და მაგაზე დამიჭირონ როგორ უნდა მოვიქცე, და საერთოდ ამ ფაქტმა ძალიან დამაფიქრა, კანონმდებლობაში რამე ცვლილებები ხომ არ შეითანეს პნევმატიკასთან დაკავშირებით???
ჰო და კიდევ ის მითხრეს რომ 5.5 ზევით საერთოდ აკრძალულიაო პნევმატიკა

არ ვიცი როგორ გადაკვეთეს საზღვარი, და არა მგონია რომ თუ იყიდი პრობლემას ვინმე შეგიქმნის... რომც გაგაჩერონ... ვინ გაზომავს ყალიბს smile.gif? ბევრი აზრზეც არ არის რომ პნევმატიკაში რამე ყალიბებიც არსებობს...
ერთხელ "ჰანტერში" მითხრეს რომ ხშირად შეცდომით პარტიაში 3-5 ცალი 5.5 ხვდება, ხო და უკან ვაგზავნითო... მაშინ ვიყიდე ჩემი ტორუნ მაგნუმი smile.gif
შეიძლება ამ შემთხვევაშიც ჩამოვიდა რამოდენიმე შეცდომით კონტინერში. საბუთებში კი წერია 4.5 და ჩვენთან არავინ დაიწყებდა 100-200 შაშხანის ქექვა და შემოწმება.

პოსტის ავტორი: Jah Feb 26 2009, 11:06 PM

ციტატა(ja_ja @ 26th February 2009 - 07:19 PM) *
გასარკვევია, როგორც მაგ მაღაზიაში ასევე სანებართვოში და საპატრულოში.

დიდად იმედები არ ქონდეს smile.gif ეს უბრალოდ შემთხვევაა.
თუ შეძლებ გამყიდველის შებმას რომ ჩაგიწეროს ინვოისში 4.5 მაშინ ხო...
მაგრამ საბაჟოზე რომ შევა იარაღი და საბუთებში ეწერება 5.5...
ჩემს თემაშI შტრაფებზე წაიკითხე smile.gif

პოსტის ავტორი: vito Feb 26 2009, 11:45 PM

Jah
მე კიდევ ის მაკვირვებს რომ მაგ ლოგიკით შეიძლება ჩამოიტანო 6.35 და კარაქივით გამოატარებენ საზღვარზე, ანუ არ შეამოწმებენ?
ანუ კაცმა მითხრა რომ 5.5 ზევით აკრძალულიაო, ჩვენ ვიცით, რომ 5.5-ს კაკ მინიმუმ რეგისტრირდბა უნდა და ვთქვათ თავისი არ ცოდნის ან
საბაჟოზე არ ცოდნის გამო რაღაცნაირად შემოვიდა, ეგეთივე წარმატებით ან ვთქვათ საზღვარზე რომ მოვატყუოთ 50 ყალიბსაც გამოვაძვრენთ?

პოსტის ავტორი: Jah Feb 26 2009, 11:56 PM

ციტატა(vito @ 26th February 2009 - 09:45 PM) *
Jah
მე კიდევ ის მაკვირვებს რომ მაგ ლოგიკით შეიძლება ჩამოიტანო 6.35 და კარაქივით გამოატარებენ საზღვარზე, ანუ არ შეამოწმებენ?
ანუ კაცმა მითხრა რომ 5.5 ზევით აკრძალულიაო, ჩვენ ვიცით, რომ 5.5-ს კაკ მინიმუმ რეგისტრირდბა უნდა და ვთქვათ თავისი არ ცოდნის ან
საბაჟოზე არ ცოდნის გამო რაღაცნაირად შემოვიდა, ეგეთივე წარმატებით ან ვთქვათ საზღვარზე რომ მოვატყუოთ 50 ყალიბსაც გამოვაძვრენთ?

თუ საბუთებში ეწერება 4.5 და ვთქვათ კოლოფზე... ეს ცალკეულის შემოტანისას, თორე კონტეინერში სადაც ყველაფერზე საერთო საბუთია სულ მარტივია, მაშინ არავინ შეამოწმებს.
ეს ჩვენი საბაჟოს დაულაგებლობაა...
ჩემი შტეირი რომ ჩამოვიდა, საბუთებში რომ ეწერებოდა 4.5, არც გახსნიდნენ მგონი კოლიფს... შეიძლება ვცდები, მაგრამ ალბათ 50/50...
კანონთან თამაში არ მიყვარს. ჩვენტან ნებართვის და მერე ტარების უფლების აღება არაფერია, 40 ლარი რა არის?
აი რუსეთსი ან გერმანიაში იკითხონ... იმისთვის რომ ლიცენზია აიღონ. წლების მანძილზე უნდა ქონდეთ გლუვლულიანი იარაღის შენახვის უფლება, მერე კი ხხახნილის ლიცენზიას აძლევენ... (და პნევმო მოგეხსენება ხრახნილლულიანებში შედის smile.gif)

პოსტის ავტორი: parna Feb 27 2009, 12:54 AM

ხრახნილულიანებში სად შედის :o მე რო ვყიდულობდი 5.5 ვიყიდე ლამის :lol: ხოდა იმქალმა მითხრა ჯერ არავისმოუთხოვია საბუთიოო 5,5 ზე ზემოთ რაშუაშია აიღეთ სანებართვოში და დააწერინეთ 12,7 და შემოიტანთ 50 კალიბრს ნუ 50BGM ს ვერა :lol:

პოსტის ავტორი: Jah Feb 27 2009, 09:46 AM

ციტატა(parna @ 26th February 2009 - 09:54 PM) *
ხრახნილულიანებში სად შედის

ამ კატეგორიაში არის ნებისმიერი იარაღი, რომლის ლულაში ღარებია smile.gif
აი ცეცხლსასროლი უკვე სხვა არის, მაგრამ ცეცხლსასროლი და პნევმატური ორივე ხრახნილლულიანებია...

პოსტის ავტორი: bazuka Feb 27 2009, 03:07 PM

კაროჩე რააა !!!
ეხლა დავრეკე 41-90-91 იარაღის ნებართვები
და იქ მითხრეს, რომ 4.5-ის ზემოთ საერთოდ იარაღის შემოტანა კანონით აკრძალულიაოოოო :mad:
პნევმატიურზე იყო ლაპარაკი

ეხლა დავრეკე ქარავანში (მაღაზია რომაა დინამოსთან, დიდუბის მხარეს) ახლობელი მფლობელი, ხოდა თვითონ არიყო მარა თანამშრომელმა მითხრა, რომ ნებართვა უნდაო და საპატრულოში უნდა აიღო ქავთარაძეზეო.

პოსტის ავტორი: Jah Feb 27 2009, 03:25 PM

ციტატა(bazuka @ 27th February 2009 - 01:07 PM) *
და იქ მითხრეს, რომ 4.5-ის ზემოთ საერთოდ იარაღის შემოტანა კანონით აკრძალულიაოოოო
პნევმატიურზე იყო ლაპარაკი

გასაკვირია... ახალი ცვლილება შეიტანეს კანონში?
1 წლის წინ კიდე შეიძლებოდა... და არა მარტო პნევმოს არამედ ნებისმიერი ცეცხლსასროლი ხრახნილლულიანი იარაღის შემოტანა, მთავარი იყო აგეღო ნებართვა და ეგ არი...
მაშინ პრობლემა იყო იმაში თუ ვინ დაგთანხმდებოდა გამოგზავნაზე...
მოკლედ გასარკვევია. იქ საერტოდ უვიცების დოღია რა.
მე წავალ ამ დღეებში და გავარკვევ.

პოსტის ავტორი: bazuka Feb 27 2009, 04:08 PM

ესიგი, ამ ტელეფონის ზარმა იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ ეგრევე გავვარდი ქავთარაძეზე საპატრულოში, ხოდა საქართველოზე ღლე ქვეყანა თუ არსებობს კიდე ნამდვილად არვიცი (მომიტევეთ ესეთი ლექსიკისთვის, ცოტა გაბრაზებული ვარ) ხოდა იქ მპასუხობენ, რომ გაფორმება 40+ ლარიო, შემოტანის ნებართვა 8+ ლარიო. ხოდა რაღა ვთქვა არვიცი

პოსტის ავტორი: parna Feb 27 2009, 04:42 PM

დავრჩით 4.5 ზეე? :lol: :angry:

პოსტის ავტორი: Jah Feb 27 2009, 05:00 PM

ციტატა(bazuka @ 27th February 2009 - 02:08 PM) *
ხოდა რაღა ვთქვა არვიცი

ხო გითხარი უვიცები ზიან თქო...
ბაიბურში არ არიან რა და როგორ... პირველად რომ დარეკე ალბათ უფროსი არ იყო ადგილზე smile.gif ყველაფერს მაგას ეკითხებიან

პოსტის ავტორი: bazuka Feb 27 2009, 05:14 PM

Jah

ციტატა(Jah @ 27th February 2009 - 02:00 PM) *
ხო გითხარი უვიცები ზიან თქო...
ბაიბურში არ არიან რა და როგორ... პირველად რომ დარეკე ალბათ უფროსი არ იყო ადგილზე ყველაფერს მაგას ეკითხებიან

სულ ერთხელ დავრეკე, და ვიღაც 25-30 წლის ბიჭმა მიპასუხა, რომ ვკითხე, არაო, მეთქი დარწმუნებული ხარ?? მოიცა აბა კანონში ჩავიხედავო, და ძახილი დაიწყო, სადაა ჩემი კანონი იარაღზეო (ნუ რადგან ამას კითხულობდა თან დააკონკრეტა იარაღზეო, შეიძლება ისიც ვივარაუდოთ, რომ მარტო იარაღზე არ მუშაობდა, ანუ რაღაც საინფორმაციოს ვარიანტში იყო) იქიდან გოგოს პასუხი გავიგე, 5.5 არ შეიძლებაო და ამანაც გადმომიკოპირა პასუხი, მერე ვუთხარი იარაღის მაღაზაში მითხრეს არანაირი ნებართვა არ უნდაო და თავისუფალ გაყიდვაშიც ავთ მეთქი, იმან კი რაღაცა მიმიბლანდა, მარა არარ მახსოვს ცოტა აჭრილი ვიყავი. რაღაც ისტორია მომიყვა ჩამომტანზე რომელმაც საბაჟოზე ვერ გაატარა კანონის აკრძალვის გამოოო, და როგორც ცეცხლსასროლი ისე გაატარესო.

ხოოდაა გავვარდი ეგრევე ქავთარაძეზე (ეგრევე არა სადღაც 15 წუთში), მარა იქ ამ ტელეფონის ზარზე არაფერი მითქვამს. მეთქი იარაღის მაღაზიაში 5.5-იანის ყიდვას ვგეგმავ და ლიცენზია მინდამეთქი. კიბატონოო ფორმა 100, პირადობა, და ქვითრები ბანკიდანო. 8 სამუშაო დღეში ჩაგახუტებთო. მერე დავუმატე, ინტერნეტით რომ შევიძინო მაგისთვის რამე თუა საჭირომეთქი, და კი თუა საჭირო კიარა, აუცულებელიაო. ხოდა ეგრე დასრულდა დღევანდელი ჩემი ვოიაჟი საპატრულო პოლიციაში, ამ საქმეს ორშაბათსვე თუ არ მივხედე მერე ამათი გადამკიდე შეიძლება უარიც კი მითხრან

დაჩქარებულად აღება, 2 დღე +50 ლარი, მომენტალური +70 ლარი

პოსტის ავტორი: vito Feb 28 2009, 04:04 PM

მოკლედ აჯაფსანდალია რა, რამე რომ გინდოდეს თავზე უნდა დაადგე და კანონები ისე ანახებინო, სხვა კინოში არიან,
უბრალოდ პრობლემა ის კი არაა რომ რამე შეიძინო, პრობლემა ისაა რომ შენაძენზე ვინმე არ მოგედაოს შემდგომში,
აბა ეხლა მე ვგეგმავ მონსუნის ყიდვას და წარმოიდგინეთ რომ ჩამომივა საბაჟოზე და რომ მეტყვიან არ შეიძლებაო....

პოსტის ავტორი: bazuka Mar 2 2009, 02:14 PM

ციტატა
მუხლი 12. სამოქალაქო, სამსახურებრივ-საშტატო და ცივი იარაღის ბრუნვის შეზღუდვა

1. აკრძალულია სამოქალაქო და სამსახურებრივ - საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს:

ა) ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის კონსტრუქცია იძლევა დაკეცვის, დაშლის ან აწყობის საშუალებას ისე, რომ იარაღი არ კარგავს სროლის შესაძლებლობას;

ბ) ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც აქვს სხვა საგნის იმიტირებული ფორმა;

გ) კასტეტი და სხვა მსგავსი დასარტყამ-დამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი) საგნები;

დ) საბრძოლო მასალა, რომელსაც აქვს ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა;

ე) იარაღი და სხვა მოწყობილობანი, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს;

ვ) გაზის იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებებით;

ზ) პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე მეტია;

თ) მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სროლის დასახშობად ან სიბნელეში დამიზნებისათვის;

ი) გრძელლულიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

2. აკრძალულია ფიზიკურ პირთა მიერ ცივი და ცივი სასროლი იარაღის დამზადება და ტარება. ასეთი სახის იარაღის შეძენა, შენახვა, გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა დაიშვება საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს სათანადო ნებართვის საფუძველზე.


კაროჩე მაგარ დრაგში ვარ, წუხელ შევუკვეთე და დღეს ფორმა 100-ში 50 ლარი ვტყორცნე, მივედი საპატრულოში და დავრჩი ასე


მე ამათი კანონებიც და ყველაფერი დაივიწყეთ ხალხნო 4.5-ზე მეტი, 5დან 7მდეა ხეხვაო.

ეხლა ამ ზაკაზს რა ვუყო ამ 50 ლარს ვინღა ჩივის

პოსტის ავტორი: bazuka Mar 2 2009, 02:18 PM

მოკლედ ესეთი სიტუაციააა

საქართველოს კანონით "იარაღის შესახებ" http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&kan_det=det&kan_id=286
4.5 ზე მეტი პნევმატიური იარაღის საერთოდ შენახვა-გამოყენება აკრძალულია და ისჯება კანონით 5დან-7 წლამდე

მუხლი 12. სამოქალაქო, სამსახურებრივ-საშტატო და ცივი იარაღის ბრუნვის შეზღუდვა

1. აკრძალულია სამოქალაქო და სამსახურებრივ - საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს:

ა) ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის კონსტრუქცია იძლევა დაკეცვის, დაშლის ან აწყობის საშუალებას ისე, რომ იარაღი არ კარგავს სროლის შესაძლებლობას;

ბ) ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც აქვს სხვა საგნის იმიტირებული ფორმა;

გ) კასტეტი და სხვა მსგავსი დასარტყამ-დამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი) საგნები;

დ) საბრძოლო მასალა, რომელსაც აქვს ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა;

ე) იარაღი და სხვა მოწყობილობანი, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს;

ვ) გაზის იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებებით;

ზ) პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე მეტია;

თ) მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სროლის დასახშობად ან სიბნელეში დამიზნებისათვის;

ი) გრძელლულიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

2. აკრძალულია ფიზიკურ პირთა მიერ ცივი და ცივი სასროლი იარაღის დამზადება და ტარება. ასეთი სახის იარაღის შეძენა, შენახვა, გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა დაიშვება საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს სათანადო ნებართვის საფუძველზე.

პოსტის ავტორი: parna Mar 2 2009, 02:19 PM

რა ზაკაზს?

პოსტის ავტორი: bazuka Mar 2 2009, 02:21 PM

parna

ციტატა(parna @ 2nd March 2009 - 12:19 PM) *
რა ზაკაზს?

რა და ბენჯამინ დისქოვერი 5.5 გუშინ დავაზაკაზა იმ საიტიდან sad.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 2 2009, 02:23 PM

ეს ცვლილება ეხლა შეიტანეს? sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: bazuka Mar 2 2009, 02:26 PM

geojorjika

ციტატა(geojorjika @ 2nd March 2009 - 12:23 PM) *
ეს ცვლილება ეხლა შეიტანეს?

არა, სულ ესეაო

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 2 2009, 02:37 PM

სისულელეა ეგ , მაშინ Jah-მა როგორ იყიდა? და სხევსაც მინახავთ რომ ქონდათ 5.5 კალიბრის პნევმატიკა , ასევე მაღაზიებშიც იყიდება 5.5 კალიბრის ტყვიები, თუ აკრძალუალი მაშინ ტყვიები რატომ იყიდება? ეს იგივეა რომ ურანის გამამდიდრებლის შეძენა-გამოყენება აკრძალუალი იყოს და ურანი მაღაზიაში იყიდებოდეს smile.gif , მანდ ბოლოში ესე წერია კარგად დაუკვირდი
აკრძალულია ფიზიკურ პირთა მიერ ცივი და ცივი სასროლი იარაღის დამზადება და ტარება. ასეთი სახის იარაღის შეძენა, შენახვა, გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა დაიშვება საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს სათანადო ნებართვის საფუძველზე.
ეს ნიშნავს რომ დანის დამზადება, შეძენა და ტარება არის აკრძალული, მე ძალიან ბევრს ვიცნობ ვინც დანებს აკეტებს ( ლიცენზიის გარეშე) , კიდევ უფრო მეტს ვინც ატარებს და კიიიდევ უფრო მეტს ვინც ყიდულობს, სისულელეა ვერავინ ვერ დამიმიტკიცებს როგორია საბძოლო დანა მე დანას ვყიდულობ და ვამბობ რომ არის სამზარეულოს დანა და ვერავინ ვერ შემედავება ამაში smile.gif , სუფთა იდიოტები არიან რა smile.gif

პოსტის ავტორი: Jah Mar 2 2009, 02:49 PM

ციტატა(bazuka @ 2nd March 2009 - 11:14 AM) *
აკრძალულია სამოქალაქო და სამსახურებრივ - საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს

ვერაფერი ვერ გავიგე...
მე რანაირად მომცეს ნებართვა...

პოსტის ავტორი: Jah Mar 2 2009, 02:51 PM

ერთი ძმურად რომელ საპატრულოში იყავი?
ქავთარაძეზე სანებართვოში???

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 2 2009, 02:53 PM

ციტატა
ვერაფერი ვერ გავიგე...
მე რანაირად მომცეს ნებართვა...
შენ ეტყობა როგორც სპოტულში ისე გაგიტარეს smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: Jah Mar 2 2009, 02:54 PM

არა, არც იცოდნენ როგორია რანაირია.
უბრალოდ უთხარი რომ პნევმოა და 5.5-ია

პოსტის ავტორი: Jah Mar 2 2009, 02:54 PM

ვინმემ მომეცით სანებართვოს ნომერი

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 2 2009, 02:55 PM

ციტატა
არა, არც იცოდნენ როგორია რანაირია.
უბრალოდ უთხარი რომ პნევმოა და 5.5-ია
პირდაპირ გაგიჯდები რა სი..ები არიან biggrin.gif biggrin.gif დავიკიდოთ მე ჰასტანის ყიდვას ვაპირებ 5.5 და საბაჟოზე თუ გამომატარეს ძნაჩიტ შეიძლება და 99.99% დარწმყნებული ვარ რომ გამომატარებენ smile.gif smile.gif და კიდევ სრულიად გაუგებარია თუ შემოტანა და გამოყენება აკრძალუალია მასინ შემოტანის ნებართვას რატომ იძლევიან ? smile.gif smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: parna Mar 2 2009, 03:00 PM

რა სისულელეა :| ?

პოსტის ავტორი: bazuka Mar 2 2009, 03:38 PM

Jah

ციტატა(Jah @ 2nd March 2009 - 12:54 PM) *
ვინმემ მომეცით სანებართვოს ნომერი

41-90-91

პოსტის ავტორი: Jah Mar 2 2009, 03:44 PM

ახლა დავრეკე...... ხო და მე შემოვიტანე მეთქი რა რას ნიშნავს არ შეიძლება მეთქი... სადღაც 1 თვის წინ შეიტანესო ცვლილებაო კანონშიო... sad.gif და ბრუნვიდან ამოღებულია პნევმოს ეს ყალიბიო...
არადა მე ხომ გეუბნებოდით ლამის იგივე დამემარტა... წადი ჯერ მეთქი საპატრულოში და აირე ეს დედააფეთქებული ნებარტვა და მერე შეუკვეთე... sad.gif
ეღტი შანსი გაქვს ახლა დაურეკო ამერიკაში ან მიწერო რომ შეგიცვალონ ყალიბი... შეკვეთაში
სანამ გვიანი არ არის... მანდ საიტზე ტელეფონიც არის...

პოსტის ავტორი: Jah Mar 2 2009, 03:48 PM

ისე მაინც მგონია რაღაცას ურევენ ეგენი sad.gif
სად შეიძლება გავარკვიოთ დაზუსტები? sad.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 2 2009, 03:49 PM

ციტატა
და ბრუნვიდან ამოღებულია პნევმოს ეს ყალიბიო...


მოიცა რას ნიშნავს ბრუნვიდან ამოღებულია? აბა შენ რა უნდა უქნა შენს Steyr-ს?

პოსტის ავტორი: bazuka Mar 2 2009, 04:00 PM

Jah

ციტატა(Jah @ 2nd March 2009 - 01:44 PM) *
სადღაც 1 თვის წინ შეიტანესო ცვლილებაო კანონშიო...

როგორც უნდა ისე კერავენ
აი ეს ბოლო 100%-ით ტრუხაა, იმიტო რომ ჯერ ერთს დავარეკინე სამინისტროში, იმან თქვა შეიძლებაო. მერე მანდ დავარეკინე და მანდ არ შეიძლებაო. ნაცნობი იყო მაგათი, და შანსი არაა ეტყოდნენ 1 თვეა რაც შემოვიდაო + ამას მეც ვკითხე სანებართვოში, მეთქი როდი შემოვიდა ეს წესიმეთქი და რავი სულ ესეაო, ყოველშემთხვევაში 5-6 თვე ნაღდათ არაა რაც შემოსულია.

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 2 2009, 04:05 PM

რატომღაც მგონია რომ არანაირი პრობლება არ იქნება შემოტანაზე, მანდ ისეთი ქლიბები ზიან რომ პნევმო ზარბაზანი რომ მიუტანო და ბანკის ჩეკები იმასაც გაგიფორმებენ smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: parna Mar 2 2009, 04:09 PM

ცუდი ამბავია sad.gif გააუქმებნე შეკვეთა როგორმე

პოსტის ავტორი: parna Mar 2 2009, 04:13 PM

ჯაჰ შტეირს ხოაარემუქრება რამე? :unsure:

პოსტის ავტორი: Jah Mar 2 2009, 04:13 PM

ციტატა(geojorjika @ 2nd March 2009 - 01:49 PM) *
მოიცა რას ნიშნავს ბრუნვიდან ამოღებულია? აბა შენ რა უნდა უქნა შენს Steyr-ს?

არ ვიცი, აზრზე არ ვარ... ნებართვაზე 2011 წლამდე არის ვადა... და მერე რა უნდა ვქნა აზრზე არ ვარ... ერთადერთი სანსია, სპორტულ პონტში გადაფორმება...
მოკლედ გასარკვევია ბევრი რამ. აუცილებლად სამინისტროში მისასვლელი ვარ. ერთხელ და სამუდამოდ რომ გავარკვიოთ.

პოსტის ავტორი: bazuka Mar 2 2009, 05:06 PM

შეკვეთა უკვე გავიდა მომსახურების ზონიდან, smile.gif მაშ ასე დაველოდოთ მოვლენების განვითარებას smile.gif


ვთქვათ და ჩამომივიდა და მივიღე, მერე ??? სოფელში უნდა გამოვამწყვდიო სამუდამოდ sad.gif

პოსტის ავტორი: Jah Mar 2 2009, 05:13 PM

ციტატა(bazuka @ 2nd March 2009 - 03:06 PM) *
სოფელში უნდა გამოვამწყვდიო სამუდამოდ

ეს თუ საბაჟოზე გაატარეს...
ჩემი საბაჟოზე გაჩერდა, და გამომიძახეს... ნებართვა არ მქონდა, და მომიწია აღება. მერე კი გამომატანეს მხოლოდ...
იცი რას ვფიქრობ, იქნებ დარეკო და უთხრა, რომ სპორტული პნევმო იარაღის ცამოტანაზეა საუბარი (ამათ მაინც არ გაეგებათ რა რა არის)...
ხო და კანონში ხომ წერია "მუხლი 12. სამოქალაქო, სამსახურებრივ-საშტატო და ცივი იარაღის ბრუნვის შეზღუდვა"
არაფერია ნათქვამი სპორტულზე... სპორტული იარაღი ცალკე მუხლად არის ასე რომ... რა იცი...

პოსტის ავტორი: bazuka Mar 2 2009, 08:55 PM

მოკლედ შევაცვლევინე 4.5 რაზეც ნამდვილად დამწყდა გული sad.gif

Jah
ესეიგი მაქსიმუმზე სიზუსტეზე რამდენით მინუსში ვარ ეხლა ???

 

პოსტის ავტორი: Jah Mar 2 2009, 09:20 PM

პმ-ში მოგწერე...
და ის რომ 1377 იყიდე ჭკვიანური რამე ქენი... smile.gif მერე კიტი და მისი ჯანი smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 2 2009, 09:24 PM

bazuka
ნუ ჩვენთან რომ ქაჯური კაკონებია ეგ გასაგებია.

ტყიდან გამოქცეულები რომ წერენ კანონებს მაგასაც მივეჩვია.

წერაკითხვის უცოდინრებიც რომ იღებენ მონაწილეობას ეგეც იასნია და ამის მერე გინდა მომკალი მაგრამ ვერ გავიგე

ციტატა(bazuka @ 2nd March 2009 - 03:18 PM) *
ე) იარაღი და სხვა მოწყობილობანი, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს;


ესეიგი სტრაიკბოლის იაღაღი ანუ აირსოფტი აკრძალულია??? ეგ ხომ ელ-ენერგიაზე მუშაობს smile.gif აუ რა დაუნიზმია!

თუ გავაგრძელებთ იდეას საერთოდ წარმოუდგენელია იაღაღის დამზადება შენახვა რომელიც რადიოაქტიურ გამოსხივებას იყენებს smile.gif ვინ წერდა ამ კანონს, მარსიდან თუ იუპიტერიდან გამოქცეული????

პოსტის ავტორი: Jah Mar 2 2009, 09:26 PM

ციტატა(ja_ja @ 2nd March 2009 - 07:24 PM) *
აუ რა დაუნიზმია!

გეთანხმები აბსოლუტურად...
იმბიცილების ხელში ვართ... და ის იმბიცილები ჩვენთვის კანონებს წერენ...

პოსტის ავტორი: Jah Mar 2 2009, 09:29 PM

აი ტყვიები კი ბანძია... ეეეჰჰჰ sad.gif ნეტა გეკითხა რა მაინც მოდის და 10$ იქეთ აქეთ არაფერია... სამაგიეროდ კარგი ტყვიები გექნებოდა...

პოსტის ავტორი: parna Mar 2 2009, 09:47 PM

სტრაიკბოლის იარაღი არცაა იარაღი სათამაშოა :lol: კვერცხის დაწერილი ხოა ეს კანონები და სირის გადაკეთებულია :angry:

პოსტის ავტორი: parna Mar 2 2009, 09:50 PM

ბაზუკა წინასწარ გილოცავ ყველაფერს smile.gif

პოსტის ავტორი: bazuka Mar 2 2009, 09:51 PM

parna
მადლობა, მარა ჩემი ბედი რომ ვიციი ........ მოიცა ჯერ ჩამოვიდეს smile.gif

პოსტის ავტორი: Jah Mar 2 2009, 09:56 PM

ბედი? კიდე კარგი რომ შეკვეთის შეცვლა მოასწარი... შენ უბრალოდ აზრზე არ ხარ რა პრობლემებს გადაურჩი...
ასე რომ ბედი გქონია smile.gif

პოსტის ავტორი: bazuka Mar 2 2009, 10:06 PM

Jah

ციტატა(Jah @ 2nd March 2009 - 07:56 PM) *
ბედი? კიდე კარგი რომ შეკვეთის შეცვლა მოასწარი... შენ უბრალოდ აზრზე არ ხარ რა პრობლემებს გადაურჩი...
ასე რომ ბედი გქონია

:lol: :loooooooooooool:
არადა გაცინოთ ეხლა, ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და საკმაოდ აზარტული ადამიანიც (თუმცა ფულზე თამაშებისგან ძაან შორს ვდგევარ) და როგორც უმეტესობა აზარტული გულშემატკივრების, მეც საკმაოდ ცრუმორწმუნე, ჩემი გუნდი თუ იგებს სკამიდან არც ავდგები და ეგეთი რაღაცეები, რო ავდგე და გოლი გაუტანონ ალბათ იმფაქტი მხევს, იმდენი სასაცილო რამეებს ვაკვირდები,. რომ აქ წერა მეუხერხულება კიდევაც. ჰოოდაა გუშინ სოფელში ვიყავი ჩამოვედი გვიან, სადღაც 8-9 საათზე, და usa-ში შეთანხმებული ვიყავი რომ ამ დროს უნდა გამოსულიყო სკაიპის კონტაქტზე და გაგვეკეთებინა შეკვეთა, ხოდაა ინტერნეტი მაქვს dsl რომელიც როგორც იცით ტელეფონის ნომერზეა მიბმული, ჩამოვედი და რას ვხედავ ტელეფონი გათიშულია, ვტეკავ (მობილურით) 100-100 და მეუბნებიან 95-96 ატეესების ციფრულზე გადართვა მიდის და ხვალამდე არ ჩაირთვებაო, გადავირიე smile.gif და ვიფიქრე ეს ნიშანია არ უნდა ვიყიდომეთქი smile.gif მარა მაინც ვერ მომითმინა გულმა და გადავრეკე და ტელეფონით ავუხსენი რომელი და როგორ მინდოდა. და ჰოი საოცრებავ შეკვეთა გავაკეთე თუარა ინტერნეტიც ჩაირთო.
აი დღეს რა გინებაში ვიყავი და რამდენჯერ გამახსენდა გუშინდელი სარამო თქვენ რომ იცოდეთ :lol:

პოსტის ავტორი: parna Mar 2 2009, 11:15 PM

ციტატა(bazuka @ Mar 2 2009, 08:06 PM) *
Jah

:lol: :loooooooooooool:
არადა გაცინოთ ეხლა, ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და საკმაოდ აზარტული ადამიანიც (თუმცა ფულზე თამაშებისგან ძაან შორს ვდგევარ) და როგორც უმეტესობა აზარტული გულშემატკივრების, მეც საკმაოდ ცრუმორწმუნე, ჩემი გუნდი თუ იგებს სკამიდან არც ავდგები და ეგეთი რაღაცეები, რო ავდგე და გოლი გაუტანონ ალბათ იმფაქტი მხევს, იმდენი სასაცილო რამეებს ვაკვირდები,. რომ აქ წერა მეუხერხულება კიდევაც. ჰოოდაა გუშინ სოფელში ვიყავი ჩამოვედი გვიან, სადღაც 8-9 საათზე, და usa-ში შეთანხმებული ვიყავი რომ ამ დროს უნდა გამოსულიყო სკაიპის კონტაქტზე და გაგვეკეთებინა შეკვეთა, ხოდაა ინტერნეტი მაქვს dsl რომელიც როგორც იცით ტელეფონის ნომერზეა მიბმული, ჩამოვედი და რას ვხედავ ტელეფონი გათიშულია, ვტეკავ (მობილურით) 100-100 და მეუბნებიან 95-96 ატეესების ციფრულზე გადართვა მიდის და ხვალამდე არ ჩაირთვებაო, გადავირიე smile.gif და ვიფიქრე ეს ნიშანია არ უნდა ვიყიდომეთქი smile.gif მარა მაინც ვერ მომითმინა გულმა და გადავრეკე და ტელეფონით ავუხსენი რომელი და როგორ მინდოდა. და ჰოი საოცრებავ შეკვეთა გავაკეთე თუარა ინტერნეტიც ჩაირთო.
აი დღეს რა გინებაში ვიყავი და რამდენჯერ გამახსენდა გუშინდელი სარამო თქვენ რომ იცოდეთ :lol:


:lol: smile.gif 2 ცალი ქროსმან 1377 ძალით გაქვს? თუშეგეშალაა :P

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 3 2009, 12:40 AM

bazuka წინასწარ გილოცავ ყველაფერს, მართალია არც მე მიყვარს წინასწარ ლაპარაკი რამეზე მააგრამ გულმა აღარ მომითმინა რომ არ მომელოცა ესეთი კარი შენაძენი, სულ 10-ში და კარგ ნადირობაში smile.gif

Jah ესეიგი რა გამოდის 5.5-ს სერიოზულად ვეღარ შემოვიტანთ?

პოსტის ავტორი: Jah Mar 3 2009, 01:05 AM

ციტატა(geojorjika @ 2nd March 2009 - 10:40 PM) *
Jah ესეიგი რა გამოდის 5.5-ს სერიოზულად ვეღარ შემოვიტანთ?

აი ზუსტად ეს ძალიან მაინტერესებს... უნდა გავარკვიო სამინისტროში...
თუ არა და ასოციაციას ოფიციალურად დავარეგისტრირებთ, და შემოვიტანთ როგორც სპორტულ იარაღს...
იმ კანონში ყველა არის ნახსენები რა სახის იარაღის მოხმარება იკრძალება როგორც - სამოქალაქო... ... ..., და ასე შემდეგ.
მაგრამ არ სად წერია რომ არ შეიძლება გამოიყენო სპორტში... და სასპორტო იარაღი კანონში მთლად ცალკე მუხლში არის, თუ არ ვცდები... ხო და...
მოკლედ გასარკვევია.

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 3 2009, 01:25 AM

ციტატა
თუ არა და ასოციაციას ოფიციალურად დავარეგისტრირებთ,
შენ გაიხარე, ეს ისედაც აუცილებელია, Jah სპორტული იარაღი არის სამოქალაქო იარაღი, აი ესე ყოფა :
მუხლი 3. იარაღის სახეები

1. იარაღი დანიშნულების შესაბამისად იყოფა შემდეგ სახეებად:

ა) სამოქალაქო იარაღი;

ბ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;

გ) სამხედრო-საბრძოლო იარაღი.

მუხლი 4. სამოქალაქო იარაღის ცნება და სახეები

1. სამოქალაქოა იარაღი, რომელიც განკუთვნილია ფიზიკურ პირთა მიერ თავდაცვის, სანადირო, სპორტული და საკოლექციო მიზნებით გამოყენებისათვის.

2. სამოქალაქო იარაღის სახეებია:

ა) თავდაცვის;

ბ) სასპორტო;

გ) სანადირო;

დ) საკოლექციო.

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 3 2009, 11:20 AM

აუ გავრეკე, ეს სად ვცხოვრობთ. გუშინწინ იყიდე, ჩამოვიდა გუშინ აკრძალეს, დღეს დაგიჭერენ რომ გუშინწინ დაუკვეთე, ხვალ ვიღაც იტყვის რომ შეცდომა იყო.

არანორმალური ხალხი წერს რა კანონს. ამას კანონი არ ჰქვია. ჩემთან სამსახურში ყველა თანამშრომელმა რგანიზაციის წესები და პირობები რომ თავის ჭკუაზე ატრიელოს, მეორე დღეს მთელს განყოფილებას გაგვიშვებენ სამსახურიდან. ერთხელ და სამუდამოდ ისწავლონ რა, ან სადმე დოკუმენტალურად დაწერონ.


კაი ვთქვათ და 1 თვის წინ შევიდა ცვლილება ძალაში, სად წერია?? რაიმე დოკუმენტი არის? ადრე საგადასახადოსთან მქონდა შეხება და მაგათთანაც იგივე დომფხალია, თვეშI 3-ჯერ იცვლება კანონი, მაგრამ ყოველ ცვლილებაზე ახალი რედაქციის კანონთა კრებული იბეჭდება და თავიანთ საიტზეც აქვთ, ცალკე ნიუსად რომ ახალი ცვლილებაა ცალკე კანონთა ელექტრო ვერიაშI შედის ცვლილება.

ვინმემ ვინც იკითხეთ 5.5-ზე იკითეთ რომელ კანონში და კონკრეტულად სადაა შესული ცვლილება, სად შეიძLება ნახვა და კონკრეტული მუხლი პარაგრაფი?

თორემ მე ისეთი შთაბეჭდილება მხვდება რომ ბევრი გაგებაში არაა როცა ვეკითხებით 5.5-ზე, და როდესაც არ იციან პასუხი თავის დაზღვევის მიზნით იძახიან არ შეიძლება (ანუ აღარ მოაბეზრებ თავს და ზედმეტი საკითხავ საჩალიჩო არ ექნება).


აუუუ გავაფრენ გავაფრენ, გავაფრენ. 5.5 მეც მინდოდა, თან რომ ეწერა თავისუფლებაზე იყიდებაო, მეთქი ზეიმია აგაშენათ ღმერთმა და ამასობაში....

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 3 2009, 01:03 PM

ja_ja

ციტატა
კაი ვთქვათ და 1 თვის წინ შევიდა ცვლილება ძალაში, სად წერია?? რაიმე დოკუმენტი არის?

ყველა ცვლილებები უწერია თავში მაგ კანომდებლობას, ეგენი ყველა წავიკითხე და მსგავსი ვერაფერი ვიპოვე, ეტყობა ტავიდანვე ეგრე იყო და ესენი თავისი უცოდინარობით ჩვეულებრივ აფორმებდნენ, და ეხლა ეგრე გააგრძელებენ smile.gif , მე ყოველშემთხვევაში Hatsan AT44 5.5-ის ყიდვას ვაპირებ smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 3 2009, 03:29 PM

geojorjika

ციტატა(geojorjika @ 3rd March 2009 - 02:03 PM) *
მე ყოველშემთხვევაში Hatsan AT44 5.5-ის ყიდვას ვაპირებ

ჩასვლა ჩამოტანით თუ რაფრა?
მაი ფიშტო მეც მაინტერესებს და კაკრაზ მაგ ყალიბში

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 3 2009, 03:36 PM

ციტატა
ჩასვლა ჩამოტანით თუ რაფრა?

ალაბთ ეგრე ან დაბარება ჩამოტანა smile.gif . უფრო ვინმე მცონდე მინდა რომ იყოს იქ ვინ იცის და ამარჩევინებს ნორმალურს, მაგათ ზოგიერთს მშვენიერი ლულები აქვს და ზოგს კიდევ ნაგავი ,ამიტომ არჩევა უნდა მემგონი ჯობია ერთი 4-5 კაცი შევიკრიბოთ ერთად წავიდეთ და ჩამოვიტანოთ უფრო იაფიც დაგვიჯდება smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: bazuka Mar 3 2009, 04:35 PM

parna

ციტატა(parna @ 2nd March 2009 - 09:15 PM) *
2 ცალი ქროსმან 1377 ძალით გაქვს? თუშეგეშალაა

ნათლულს მინდა ვაჩუქო, სოფლისთვის ეგეთი სისტემა მისწრებაა
geojorjika
ციტატა(geojorjika @ 2nd March 2009 - 10:40 PM) *
წინასწარ გილოცავ ყველაფერს

გაიხარე.
ჩემდაუნებლიედ გამიბაზრდა. ეხლა ვხვდები გუშინ როგორ ავრეულვარ, წარმოიდგინეთ 3-მდე ისე მეძინა ერთი ფეხი არ გამიტოკებია sad.gif

Jah
ციტატა(Jah @ 2nd March 2009 - 11:05 PM) *
გაიხარე ეგრე რაა, ნასოსი მაქ უკვე :lol: და ბოლობოლო ან ამას გავყიდი და 5.5 იანს ვიყიდი, ან კიდე ამასაც დავიტოვებ (თუ კაი ეგზემპლიარი გამოდგა დავიტოვებ ალბათ)
თუ არა და ასოციაციას ოფიციალურად დავარეგისტრირებთ, და შემოვიტანთ როგორც სპორტულ იარაღს...

პოსტის ავტორი: bazuka Mar 3 2009, 04:40 PM

ja_ja

ციტატა(ja_ja @ 3rd March 2009 - 09:20 AM) *
აუ გავრეკე, ეს სად ვცხოვრობთ. გუშინწინ იყიდე, ჩამოვიდა გუშინ აკრძალეს, დღეს დაგიჭერენ რომ გუშინწინ დაუკვეთე, ხვალ ვიღაც იტყვის რომ შეცდომა იყო.

არა დამიჯერეთ ეს ძველი კანონია, უბრალოდ ეხლა ვიღაცამ სწორად წაიკითხა (მარა აბა ამას ეგრევე ვინ იტყვის). გეუბნებით იარაღის მაღაზიის მფლობელს დავარეკინე (თვითონაც დარწმუნებული იყო რომ 5.5 ნებართვითაა) ალბათ ხვდებით, ეგეთი ზავედენიების მეპატრონეებს მათდაუნებლიედ ახლო კონტაქტები აქვთ მენებართვეებთან, ხოდა რომ გაუთიშა კანონს ეძებდა, რაღაცას სწორად ვერ კითხულობსო. თუარადა იტყოდა ხაა, ცვლილება შეუტანიათო და ინტერნეტში დაიწყებდა ძებნას და არა თავის უჯრებში.

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 3 2009, 06:44 PM

ხალხნო გამაგებინეტ თუ შემოტანა არ შეიძლება მაშინ რატომ იძლევიან შემოტანის ნებართვებს? :o , ან 5.5 ტყვიები რატომ იყიდება მაღაზიაში თუ კი 5.5 იარაღია აკრძალული?

პოსტის ავტორი: bazuka Mar 3 2009, 07:17 PM

geojorjika

ციტატა(geojorjika @ 3rd March 2009 - 04:44 PM) *
ხალხნო გამაგებინეტ თუ შემოტანა არ შეიძლება მაშინ რატომ იძლევიან შემოტანის ნებართვებს?

არ იძლევიან, ვინ გითხრა რომ იძლევიან ?

ტყვიები კიარა თოფებიც იყიდება 5.5 მარა მაგაზე პასუხი არ აქვთ, რაღაცეები მიმიკიბ-მომიკიბეს, ეხლაც არვიცი რა მიპასუხეს.
საბოლოო პასუხი იყო ჩვენ ვერანაირ ნებართვას 5.5-ზე ვერ მოგცემთო

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 3 2009, 09:45 PM

გავრეკავ, გავრეკავ, პირდაპირ არ ვიცი როგორ გავრეკავ.

კანონიერი უფლება რომ მქონდეს, სპორტული აფერისტობისთვის დავაპატიმრებდი smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 3 2009, 10:13 PM

მოიცა ვერაფერი ვერ გავიგე იგივე Jah-მა რა უნდა ქნას? თუ ვინც ყრუობის პერიოდში გაიფორმა იმათ არაუშავს და ეხლა ტვინიკოსების დროს 5.5-ს ჩვენ ვერარ გავიფორმებთ თუ რა ხდება?

პოსტის ავტორი: parna Mar 3 2009, 10:18 PM

ყველაზე ნაღდი მიდით იმ დაწყევლილ საპატრულოში სადაც გაიცემა ნებართვები და უთხარით ერთი ერთეული პნევმატური შაშხანის 5.5 კალიბრში შემოტანამინდათქოო ხოდა იქნება 2 სავარაუდო პასუხი 1 (როგორგეკადრებათ ეს უკანონოა) 2 (კიბატონო მოიტანეთ ჩეკები და საბუთები)


მკითხაობაც აღარმოგვიწევს

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 3 2009, 10:24 PM

ციტატა
ყველაზე ნაღდი მიდით იმ დაწყევლილ საპატრულოში სადაც გაიცემა ნებართვები და უთხარით ერთი ერთეული პნევმატური შაშხანის 5.5 კალიბრში შემოტანამინდათქოო ხოდა იქნება 2 სავარაუდო პასუხი 1 (როგორგეკადრებათ ეს უკანონოა) 2 (კიბატონო მოიტანეთ ჩეკები და საბუთები)

უთხრეს უკვე bazuka-ს , არა ძმაო ეგ უკანონოაო sad.gif

პოსტის ავტორი: bazuka Mar 3 2009, 10:28 PM

parna

ციტატა(geojorjika @ 3rd March 2009 - 08:24 PM) *
უთხრეს უკვე bazuka-ს , არა ძმაო ეგ უკანონოაო

ეგრეა sad.gif

პოსტის ავტორი: parna Mar 3 2009, 10:32 PM

sad.gif ეეჰ გულიარგაიტეხოთ რამე გვეშველება თუარადა 4.5 ანი მაგნუმ იარაღით შეიძლება იმ წონის ტყვიების სროლა რაც 5.5 ს აქვს smile.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Mar 28 2009, 01:27 PM

მე მაგათი დედა.... რაზე წერენ კანონებს ხო უნდა იყვნენ ოდნავ აზრზე?! **ეები არიან და არაფერი გვეშველება სანამ მაგათი დაწერილი კანონები გვექნება. ხასიათი სუ გამიფუჭეს. არადა იმედებს ვამყარებდი airforce talon - ს ვიყიდი მეტQი .22 კალიბრში, მარა რათ გინდა - დავრჩი *** ამოვარდნილი

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 28 2009, 01:28 PM

nihontoman
მაგას შევეგუეთ უკვე დიდი ხანია,
გამოსავალი: ყიდულობ airforce talon-ს 4.5 კალიბრში მერე უკვეთავ ცალკე ლულას 5.5 კალიბრში და ცვლი როცა შენ გაგიხარდება ,ოღონდ სამსართალდანცავებთან პრობლემებს ერიდე smile.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Mar 30 2009, 06:57 PM

ციტატა
მაგას შევეგუეთ უკვე დიდი ხანია,
გამოსავალი: ყიდულობ airforce talon-ს 4.5 კალიბრში მერე უკვეთავ ცალკე ლულას 5.5 კალიბრში და ცვლი როცა შენ გაგიხარდება ,ოღონდ სამსართალდანცავებთან პრობლემებს ერიდე


ვითომ ლულას რო ჩამოვიტან ვერ მიხვდებიან? პრინციპში რას მიხვდებიან, მაინც აზრზე არ არიან არაფრის wink.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 30 2009, 07:39 PM

nihontoman
რომ მიხვდენენ 2 წლიანი სროკი ზურგზე გაქვს ჯიგარო smile.gif , თუ გინდა გარისკე wink.gif

პოსტის ავტორი: bazuka Mar 31 2009, 02:13 PM

მოკლედ დღეს ვიყავი ქარავანში და ახალი სიურპრიზი მოგვიმზადეს ჩვენმა სამართალდამცავებმა, სასაცილოა პირდაპირ

ესეიგი მოვიდნენო და ყველა 4.5-იანზე ლიცენზია მოგვთხოვესო. კანონი დაწერილია ვიღაც მუქთაღორას მიერ, ეხლა უყურეთ რახდება

კანონში წერია
მუხლი 12. სამოქალაქო, სამსახურებრივ-საშტატო და ცივი იარაღის ბრუნვის შეზღუდვა
.
.
არძალულია იარაღი რომელიც ..
ზ) პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე მეტია;

ესეიგი 4,5 დაშვებულია

მუხლი 19. იარაღის შეძენა
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შეძენის ნებართვას არ საჭიროებს პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე ნაკლებია, ...........

ანუ 4.5-ის ქვემოთ, 4.5-ს კი უნდა ლიცენზია :lol:

პოსტის ავტორი: parna Mar 31 2009, 02:39 PM

:o შიგხოარააქვთ მაგათ 4.5 ზე პატარა არც არსებობს აუ რა ეგენი რასაც დაწერენ *ლეზემც ბანტი რააააააააა დედაცმოვსტყან

პოსტის ავტორი: chrdili Apr 1 2009, 09:20 AM

ე) იარაღი და სხვა მოწყობილობანი, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს;
ეს როგორ უნდა გავიგოთ? ელექტრო ენერგიაზე რაც მუშაობს ყველაფერი აკრძალულია?
ეჰ გამოვრთავ კომპიუტერს რა მაცივარს დროზე, და გადავაგდებ სანამ დაუჭერივარ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Jah Apr 1 2009, 09:51 AM

ციტატა(chrdili @ 1st April 2009 - 11:20 AM) *
ე) იარაღი და სხვა მოწყობილობანი, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს;
ეს როგორ უნდა გავიგოთ? ელექტრო ენერგიაზე რაც მუშაობს ყველაფერი აკრძალულია?
ეჰ გამოვრთავ კომპიუტერს რა მაცივარს დროზე, და გადავაგდებ სანამ დაუჭერივარ

19.gif 19.gif 19.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 1 2009, 11:37 AM

სულ გარეკეს ამ უდედურებმა.

არა ვიცოდი რომ სამკურნალოები იყვნენ მაგრამ ამ დონეზე?

პოსტის ავტორი: Jah Apr 1 2009, 11:41 AM

19.gif ასე რომ ja_ja ეირ სოფტი აკრძალულია... 19.gif19.gif19.gif

ციტატა(chrdili @ 1st April 2009 - 10:20 AM) *
და სხვა მოწყობილობანი, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას

პოსტის ავტორი: Jah Apr 1 2009, 11:47 AM

ამათი დედა კი ვატირე... ჯობია მიხედონ ეკოლოგიას... ქალაქი ნამდვილად კატასტროფულად დაბინძურებულია sad.gif
გუშინ პლეხანოვიდან რომ წამოვედი საბურთალომდე, ფანჯრები ჩაწეული მქონდა, ცხელოდა... კინაღამ დავიხრჩვი...
ამოპნაბოლქვი იმდენი იყო, ბურუსივით ეკიდა მთელ გზაზე...
იარაღს იმდენი ადამიანი არ მოუკლავს საქართველოშI, რამდენის დაავადდა ამ ამონაბოლქვით... ჩვენი შვილები სუნთქავენ ამას...
მაგრამ რას ამბობ, ბევრად უპრიანია პნევმატურ იარაღზე შეზღუდვა გააკეთონ...

პოსტის ავტორი: parna Apr 1 2009, 01:32 PM

არავითარი პრობლემა არ უნდა იყოს მემგონი აირსოფტზე თვითონ ძალოვანებიც თამაშობენ და კანონის დამცველებიც smile.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Apr 1 2009, 01:39 PM

აბა ფულს დავგროვებ და რამე მართლა მოშნს ვიყიდი, PARNA სი არ იყის მართლა უნდა დაიკიდოს კაცმა. ღმერთო როდის გვეშველება ამ ჭკვიანების ხელში ნეტა?

პოსტის ავტორი: parna Apr 1 2009, 01:54 PM

არასდროს :lol:

პოსტის ავტორი: nihontoman Apr 1 2009, 02:31 PM

მართალი ხარ მემგონი, ჩვენდა საუბედუროდ. ისე თვითონ დაყ*ევებულები არიან და ჩვენც უნდათ რო დაგვაყ*ევონ 25.gif

პოსტის ავტორი: ninja Apr 1 2009, 02:50 PM

ციტატა(chrdili @ 1st April 2009 - 06:20 AM) *
და სხვა მოწყობილობანი, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას


ეგ იმ ნახევარფაბრიკატების დაწერილია ვინც ღრიალით შეყვა რევოლუციას პარლამენტში და პირველი ვარ პირველიო გაიძახოდა,,,,,,,, დაამთავრეს შ.პ.ს. რაღაცა და უცბად კანონმდებლები გახდნენ :lol:
სანამ დილეტანტიზმი ძირში არ მოკვდება მანამდე ჩვენი საშველი არ იქნება

პოსტის ავტორი: nihontoman Apr 1 2009, 03:04 PM

ციტატა
ციტატა(chrdili @ 1st April 2009 - 06:20 AM)
და სხვა მოწყობილობანი, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას

ეგ იმ ნახევარფაბრიკატების დაწერილია ვინც ღრიალით შეყვა რევოლუციას პარლამენტში და პირველი ვარ პირველიო გაიძახოდა,,,,,,,, დაამთავრეს შ.პ.ს. რაღაცა და უცბად კანონმდებლები გახდნენ
სანამ დილეტანტიზმი ძირში არ მოკვდება მანამდე ჩვენი საშველი არ იქნება



გაგიმარჯოს! ბოლომდე გეთნხმები. იურიდიულზე ვარ და როგორც ვიცი "კანონშემოქმედობის" დროს კანონმდებელი იმ სფეროში მოღვაწე სპეციალისტის რჩევას უნდა ითვალისწინებდეს, რომელზედაც კანონს ქმნიან. ამათ დაწერილ კანონებს რო უყურებს კაცი იქ სპეციალისტის რჩევის ნიშან-კვალს ვერ შEატყობ ვერაფერს. სირცხვილია უბრალოდ და მეტი არაფერი 26.gif

პოსტის ავტორი: Gigabyte13 Apr 19 2009, 10:27 PM

ერთ რამეს დავამატებდი,
საქართველოში კვერცხები და ძეხვები მუდამ სათავეში იყვნენ და იქნებიან.
1997-ში კანონს რეკლამის შესახებ ყველა ქმნიდა გარდა რეკლამშიკებისა, დიზაინერებისა თუ
ინჟინერ-ერგონომისტებისა!

(1996-წლიდან რეკლამაში ვარ და აქედან 3 წელი მოწვევით საზღვარგარეთ ვმუშაობდი).
ჩვენთან ავტორიტეტების სიმართლე სუფევს და არა სიმართლის ავტორიტეტი!

მოკლედ როგორც ჯ.პატიაშვილმა ტქვა:-"ყველა ქართველი ერკვევა, ფეხბურთში, მშენებლობასა
და პოლიტიკაში." ძმებო, აქ მთავრობაში არ არის საქმე, საქმე საერთოდ ჩვენშია და ჩვენში იქნება!
"ფარშევანგებისგან" შედგება ჩვენი საზოგადოების ძირითადი ნაწილი.

და ამდენი იურისტი რაც ჩვენ გვყავს მგონი გერმანიას არა ჰყამს, მაგრამ მაინც უკან+ალში ვართ!

პოსტის ავტორი: Jah Apr 19 2009, 10:36 PM

ციტატა(Gigabyte13 @ 19th April 2009 - 11:27 PM) *
წლიდან რეკლამაში

ვააა smile.gif კოლლეგა smile.gif

პოსტის ავტორი: Gigabyte13 Apr 19 2009, 11:40 PM

კოლლეგაააა?!?!?! ძალიან სასიამოვნოა! smile.gif აბა მაშინ გამოგვინახავს 2-მაგად საერთო ენა!

პოსტის ავტორი: Jah Apr 20 2009, 09:39 AM

ციტატა(Gigabyte13 @ 20th April 2009 - 12:40 AM) *
კოლლეგაააა?!?!?! ძალიან სასიამოვნოა! აბა მაშინ გამოგვინახავს 2-მაგად საერთო ენა!

smile.gif დიახ. მეცხ ვარ 1997 წლიდან რეკლამაში, და 10 ადგილი მაქვს გამოცვლილი უკვე smile.gif
თბილისში თითქმის ყველას ვიცნობ ამ ბიზნესში.

პოსტის ავტორი: parna May 1 2009, 07:24 PM

განახლდეს ესთემა!

პოსტის ავტორი: geojorjika May 1 2009, 11:57 PM

parna
რათა ვითომ? smile.gif რაიმე ცვლილება შეიტანე კანონმდებლობაში? ან აპირებ? smile.gif

პოსტის ავტორი: parna May 2 2009, 12:33 AM

არვიცი გიგაბაიტს უნდა დიდი კალიბრები დაა :rolleyes:

პოსტის ავტორი: geojorjika May 2 2009, 12:41 AM

parna
ეგრე მეც მინდა გარაჟში "აბრაამსი" მარა სადააა smile.gif

პოსტის ავტორი: parna May 2 2009, 12:45 AM

ციტატა(geojorjika @ May 1 2009, 09:41 PM) *
parna
ეგრე მეც მინდა გარაჟში "აბრაამსი" მარა სადააა smile.gif


ნწუ აბრამსი ძაან მახინაა კობრა მინდა მე :rolleyes:

პოსტის ავტორი: nihontoman May 2 2009, 04:08 PM

აბრაამსი კი არა კონდორის მუღამი მქონდა .22 კალიბრში, მარა რა მერე?! მოიფიქრეს კანონები ჭკვიანებმა 20.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO May 5 2009, 12:49 PM

ისე, რა ჯდება მიახლოებით 5.5-იანის ნებართვის აღება?

პოსტის ავტორი: geojorjika May 5 2009, 12:55 PM

Power_VANO
5.5-ზე ნებართვები არ გაიცემა , აკრაძალულია პნევმატიკური იარაღის ბრუნდა რომლის კალივრი 4.5-ზე მეტია smile.gif

პოსტის ავტორი: nihontoman May 5 2009, 01:38 PM

ციტატა
5.5-ზე ნებართვები არ გაიცემა , აკრაძალულია პნევმატიკური იარაღის ბრუნდა რომლის კალივრი 4.5-ზე მეტია


ხოდა მაგათი დედაც....

პოსტის ავტორი: ochopintre May 5 2009, 01:45 PM

და თუ ადრე მაქვს შეძენილი 5.5 ყალიბის შაშხანა როცა არანაირი კონტროლო და შეზღუდვა არ იყო მაგის ყიდვაზე და ეხლა მინახეს რა შეიძლება მოხდეს(ველოდები ოპტიმისტურ პასუხს :-D )

პოსტის ავტორი: geojorjika May 5 2009, 02:01 PM

ochopintre
იარაღის უკანონო ტარება გარანტირებული გაქვს smile.gif

პოსტის ავტორი: nihontoman May 5 2009, 02:24 PM

ციტატა
და თუ ადრე მაქვს შეძენილი 5.5 ყალიბის შაშხანა როცა არანაირი კონტროლო და შეზღუდვა არ იყო მაგის ყიდვაზე და ეხლა მინახეს რა შეიძლება მოხდეს(ველოდები ოპტიმისტურ პასუხს :-D )



ელოდე მარა მაინც გირჩევ თუ გაქ პატრულთან ერთად არ გამოაჩინო( განსაკუთრებით თუ სახაზავი უჭირავს ხელში 11.gif )

პოსტის ავტორი: geojorjika May 13 2009, 11:16 PM

ხალხნო გამაგებინეთ ეს ხალხი როგორ ყიდის 0.22 კალიბრის პნევმატიკას? :o :o :o ყველამ ვიცით რომ აკრძალუალია და აქ როგორ იყიდება?

http://www.caravani.ge/post.php?id=50

http://www.caravani.ge/post.php?id=49

http://www.caravani.ge/post.php?id=48

http://www.caravani.ge/post.php?id=45

ქარავანი არის ბათუმის ქუჩაზე 29ა-ში და ვინმემ იქით თუ გაიარეთ შეიარეთ რა და უკეთ გაარკვიეთ smile.gif

პოსტის ავტორი: Gigabyte13 May 14 2009, 12:11 AM

მე მგონი ნებართვით მოსულა რა...
ეტყობა კანონს არასწორედ ვკითხულობთ!
თუ ჩემი ეირფორს ტალონის გასროლის ხმა
ცეცხლსასროლი 5.5-ის ხმას აჭარბებს და
ბალისტიკურად კი საკმარისად ჩამორჩება (ვითომ)
რატომ არის აკრძალული - ვერ მივხვდი.
სპორტსმენებმა მითხრეს, რომ ნებართვის გარეშე
არისო აკრძალულიო. 6.gif

პოსტის ავტორი: ja_ja May 14 2009, 07:41 AM

geojorjika

ციტატა(giorgi @ 14th May 2009 - 12:16 AM) *
ხალხნო გამაგებინეთ ეს ხალხი როგორ ყიდის 0.22 კალიბრის პნევმატიკას? ohmy.gif ohmy.gif ohmy.gif ყველამ ვიცით რომ აკრძალუალია და აქ როგორ იყიდება?


ვააა მაგარი საფიქრალია რა. კროსმანის ტიპმა მითხრა რომ აკრძალულია კანონითო, ნუ შემომტანია და რაღაც უნდა იცოდეს მაგ სპეროში, მაგრამ მეორე ფაქტია რომ მაღაზიაში იყიდება. ტვინის გაკვანძვამდე შეიძლება რა მისვლა.

თან მგონი 1 თვის წინ ქარავანში შემოწმებაზე იყვნენ ძალოვნები და ეგ რომ ნებადართული არ იყოს ან ჩამოარღმევდნენ ან მიკეტავდნენ.

დავიჯერო კალიბრის ამბები ძალოვნებმა არ იცოდნენ? შეხედეს და გაიფიქრეს კისტის თოფია ჩვენ არ გვაინტერესებსო???? ვააა სულ უფრო და უფრო მეტი კითხვა ჩნდება.

პოსტის ავტორი: geojorjika May 14 2009, 08:06 AM

ერთი ქარავანში უნდა მივიდე და გავარკვიო და მერე სანებართვოში, ვეღარ გავიგე რა ხდება რა sad.gif

პოსტის ავტორი: nihontoman May 14 2009, 10:48 AM

ციტატა
ერთი ქარავანში უნდა მივიდე და გავარკვიო და მერე სანებართვოში, ვეღარ გავიგე რა ხდება რა

ეგრე ჯობია, მიხვიდე ქარავანში და კითხო, მაგათ მართლა ეცოდინებათ...
ისე, ერთი თვის წინ გერმანიის საელჩოსთAნ როა იქ გამყიდველი ქალი მეუბნებოდა რაღაცას დიანებზე და სხვა გერმანულ ფიშტოებზე, ჩამოტანას ვაპირებთო და ხო არ იცით რა ხდება? მე აღარ მივსულვარ კარგა ხანია და არ ვიცი რა ხდება....

პოსტის ავტორი: bazuka May 14 2009, 11:33 AM

რას წვალობთ ვერგავიგე რააა, პასუხი გარკვეულია


"არა"[color="#FF0000"][/color]

პოსტის ავტორი: geojorjika May 14 2009, 11:47 AM

bazuka
და რატომ იყიდება ქარავანში აბა 0.22 ? :huh: :huh:

პოსტის ავტორი: nihontoman May 14 2009, 11:51 AM

ციტატა
და რატომ იყიდება ქარავანში აბა 0.22 ?

+1
საუკუნის შეკითხვა

პოსტის ავტორი: bazuka May 14 2009, 11:56 AM

geojorjika

ციტატა(giorgi @ 14th May 2009 - 12:47 PM) *
და რატომ იყიდება ქარავანში აბა 0.22 ?

ბიჯო 100000-ჯერ დავრეკე, რომ კარგად ვიცნობ ქარავანის მეპატრონეს (რასაც ქვია ტუჩზეკოცნით :lol: ) მაგასთან რომ ვიყავი მაგან მითხრა მაქ პისტოლეტი 5.5-იო, გადარეკა (მაგენი რეებს ბაზრობენო მოტივით) და დამწუხრებული სახით მიპასუხა, აზრზე არვარ რახდება, მარა არაოოოოოოო !!!!!!!!!

პოსტის ავტორი: nihontoman May 14 2009, 12:06 PM

ციტატა
ბიჯო 100000-ჯერ დავრეკე, რომ კარგად ვიცნობ ქარავანის მეპატრონეს (რასაც ქვია ტუჩზეკოცნით ) მაგასთან რომ ვიყავი მაგან მითხრა მაქ პისტოლეტი 5.5-იო, გადარეკა (მაგენი რეებს ბაზრობენო მოტივით) და დამწუხრებული სახით მიპასუხა, აზრზე არვარ რახდება, მარა არაოოოოოოო !!!!!!!!!

აბა რას აბრიალებენ საიტზე ამაყად იმ თურქულ საგანძურს? შ*გ ხო არა აქვთ? ძაღლობის არ ეშინიათ, თუ მაინც და მაინც უნდა გუტრაკონ რო დამალონ ის კვერცხობები?

პოსტის ავტორი: parna May 14 2009, 12:35 PM

ციტატა(nihontoman @ May 14 2009, 09:51 AM) *
+1
საუკუნის შეკითხვა

:rolleyes: :lol:

პოსტის ავტორი: geojorjika May 14 2009, 12:37 PM

bazuka
ჰოოოოოოოო კაი კაი ნუ მეჩხუბები კაცო, არ არის და ერთი მაგის დედაც ვატირე 4.5-იანითაც კარგავ გავისვრი smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: nihontoman May 14 2009, 12:57 PM

ციტატა
bazuka
ჰოოოოოოოო კაი კაი ნუ მეჩხუბები კაცო, არ არის და ერთი მაგის დედაც ვატირე 4.5-იანითაც კარგავ გავისვრი


შეგვეძლო კიდევ უფრო კარგად გვესროლა და მეტი გვეკაიფა 5.5, 6.35 და უფრო მსხვილ კალიბრებშიც კი (20 მმ-ს ჩათვლით, ეგზოტიკაა მაინც) მარა, არაო და რა ვქნათ?

პოსტის ავტორი: geojorjika May 14 2009, 12:59 PM

nihontoman
დავარღვიოთ კანონი smile.gif

პოსტის ავტორი: nihontoman May 14 2009, 01:07 PM

ციტატა
დავარღვიოთ კანონი

ეეეჰ, ნელზია თორე რატომ არა!

პოსტის ავტორი: Power_VANO May 25 2009, 02:13 PM

რატომ იყიდება და... საქართველოა და იმიტომ biggrin.gif

ცოტა ფინანსები და კანონის დარღვევაც მოსულა smile.gif

პოსტის ავტორი: nihontoman May 25 2009, 02:33 PM

ციტატა
რატომ იყიდება და... საქართველოა და იმიტომ

ცოტა ფინანსები და კანონის დარღვევაც მოსულა

ხოდა მაგიტომაა კარგ დღეში რო ვართ.

გაფიცებთ, ხალხო, რაღაც მიზეზი ხო უნდა იყოს კალიბრის შეზღუდვისა? საიდან მოიტანეს, რომ ის რამდენიმე ჯუოლი, რასაც დიდი კალიბრი გვაძლევს ასეთი საშიშია? არა რა, მართლა გასატრაკებელია ეს მთავრობა, თორე მალე ინგლისზე უარესი მოგვივა

პოსტის ავტორი: Leonce Dec 1 2010, 11:44 PM

კარგით რა ხალხო გვეყო ამათი ლანძღვა თორე მალე კალიბრზე კია ჯოულებზე დაგვიწესებენ შეზგუდვებს და მერე რაგა ვქნათ ეგენი ჩვენ აზრს არ გაითვალისწინებენ და როგორც მოუნდებათ მაინც ისე გააკეთებენ, მაგრდად გაგვწეწავენ sad.gif

ეხლა მაინც კარგია შენ თოფს რისი თუ საშუალება გექნება მისცემ დიდ ძალას მაგრამ ეს ვერ გავიგე სიჩქარე 300 მეტრს რომ არ გადავაცილოთ დაახლოებით 40 ჯოულამდე ვერ ავალთ 40 ან 45 ჯოული თუ იქნება 5.5_ს დედაც biggrin.gif biggrin.gif ჰა თქვენ რას იტყვით ?

პოსტის ავტორი: nihontoman Dec 1 2010, 11:50 PM

Leonce
და რა არი იც.... მძიმე .22-იანი ტყვიით 40 ჯოული კი არა, მეტიც შეიძლება. კონდორები 90-100 ჯოულზეა ხოლმე .22 კალიბრში მაგალითად....

აღარ ვლაპარაკობ.25 კალიბრზე...

პოსტის ავტორი: Leonce Dec 1 2010, 11:57 PM

მერე 100 ჯოული მითხარი ეხლა კაცისთვის სახიფათო არ არის ? მაგხელა ძალას თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ ადამიანს წვივი გადაუტეხოს ან მკლავი მოტეხოს თავში მოხვედრისას კიდე უარესი

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 1 2010, 11:59 PM

ციტატა(Leonce @ Dec 2 2010, 12:57 AM) *
მერე 100 ჯოული მითხარი ეხლა კაცისთვის სახიფათო არ არის ? მაგხელა ძალას თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ ადამიანს წვივი გადაუტეხოს ან მკლავი მოტეხოს თავში მოხვედრისას კიდე უარესი


მაგი 30 ჯოულსაც შეუძლია wink.gif

პოსტის ავტორი: Leonce Dec 2 2010, 01:11 AM

biggrin.gif თითო გასროლა ისეთი უნდა იყოს სამიზნეს კი არა იმის იქით უნდა იყორო ვიგაც არ გააგორო biggrin.gif აი მერე კი არ აგცდება 15 წლიანი და სჰენ გინდა პნევმატური ეძახე გინდა სათამასო biggrin.gif ისე იმ დგეს ფუნიკულიოზე ვიყავი ტირში შევედით და რაგაც სტრანი პნევმატიკა გაიცითა 4.5 მმ ნაკლები იყო აშკარად მაგრამ 5 წამში ისროდა 100 ცალ ტყვიას ავტომატური იყო და მაგრადაც გავერთე ერთი ეგეთი დინდა და დაუსჰვი რასაც გინდა გინ მორბენალს გინდა მფრინავს და გინდა მჯდომიარ-მწოლიარეს biggrin.gif

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Dec 2 2010, 03:12 AM

ციტატა(Leonce @ Dec 2 2010, 02:11 AM) *
biggrin.gif თითო გასროლა ისეთი უნდა იყოს სამიზნეს კი არა იმის იქით უნდა იყორო ვიგაც არ გააგორო biggrin.gif

5.5 კი არა 4.5-ს რო ვისვრი მაგას ეხლაც ვაკვირდები რო სამიზნის იქით არავინ იყოს
ბოლოს მიზანში სროლა რო მინდოდა ერთი კაი გორა გავჩითე და იმის ძირში დავალაგე
,,პინგპონგის ბურთი, კივი და ეგეთი რაღაცეები biggrin.gif და ის ვისროდი, ასე რომ სიბრთხილე
ზედმეტი არასდროს არ არის

პოსტის ავტორი: nihontoman Dec 2 2010, 10:21 AM

Leonce
უსაფრთხოების წესები ისევეა დასაცავი 7.5 ჯოულიან იარაღებზე და კიდევ უფრო სუსტებზედაც... 100 ჯოულიანის შემთხვევაში, ისევე უნდა ყურადღებით იყო, როგორც ვთქვათ 7 ჯოულის დროს. უსაფრთხოება უსაფრთხოებაა, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენი სათამაშო ნაკლებად საშიშია, საშიში თუ ნამეტნავად საშიში biggrin.gif

თან 4.5 უფრო ახასიათებს გადირკვა და გზის გაგრძელება ვიდრე 5.5....

პოსტის ავტორი: alexius85 Oct 17 2011, 02:36 PM

მარტო პნევმატურზე კი არა დანებზეც იგივე სიტუაციაა.გამომგზავნ პირმასი მითხრეს საბაჟოზე ან გამოატარებენ ან არაო.მარტლა მაგარი დომხალია რა

პოსტის ავტორი: Power_VANO Nov 23 2011, 07:59 PM

alexius85
არა, დანები დადის უპრობლემოდ smile.gif ესე 3 კვირის წინ ჩამოვიტანე 2 ცალი, სხვადასხვა ამანათებით და წამოვიდა უპრობლემოდ.

პნევმოზე კანონის მიღების ამბავის გამოა ეგეთი სიტუაცია.

პოსტის ავტორი: amon Nov 10 2012, 04:41 PM

გამარჯობათ. ისევ აკრძალულია 5.5 კალიბრი, თუ რამე შეიცვალა?

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 10 2012, 05:24 PM

აკრძალულია ჯერ ჯერობით

პოსტის ავტორი: dato_janashvili Nov 1 2013, 04:21 PM

სალამი მეგობრებო. ხომ არ იცით რა ხდება 5.5-თან დაკავშირებით? ახალი და ჩვენთვის სასიხარულო ინფო ხო არ გაგიგიათ ვინმეს?

პოსტის ავტორი: ikaaa Nov 1 2013, 04:52 PM

ციტატა(dato_janashvili @ 1st November 2013 - 05:21 PM) *
სალამი მეგობრებო. ხომ არ იცით რა ხდება 5.5-თან დაკავშირებით? ახალი და ჩვენთვის სასიხარულო ინფო ხო არ გაგიგიათ ვინმეს?

4,5 მილიმეტრზე მეტი კალიბრის პნევმო აკრძალულია საქართველოში.

პოსტის ავტორი: gela Nov 1 2013, 04:52 PM

dato_janashvili

ციტატა(dato_janashvili @ 1st November 2013 - 05:21 PM) *
სალამი მეგობრებო. ხომ არ იცით რა ხდება 5.5-თან დაკავშირებით? ახალი და ჩვენთვის სასიხარულო ინფო ხო არ გაგიგიათ ვინმეს?


მსგავსი ინფო არ გაჟღერებულა ჯერ. ასე რომ შემოტანის მხრივს ისევ აკრძალვაში რჩება, გადამზიდავ კომპანიებს პირდაპირ აქვთ აკრძალულ ნუსხაში ჩასმული 4.5 -ზე ზევით ყველანაირი პნევმატურის შემოტანა კანონით იკრძალება, http://bestex.ge/files/file_4169997.pdf

პოსტის ავტორი: dato_janashvili Nov 1 2013, 07:36 PM

ციტატა(gela @ Nov 1 2013, 05:52 PM) *
dato_janashvili


მსგავსი ინფო არ გაჟღერებულა ჯერ. ასე რომ შემოტანის მხრივს ისევ აკრძალვაში რჩება, გადამზიდავ კომპანიებს პირდაპირ აქვთ აკრძალულ ნუსხაში ჩასმული 4.5 -ზე ზევით ყველანაირი პნევმატურის შემოტანა კანონით იკრძალება, http://bestex.ge/files/file_4169997.pdf



მთავარია სექსსათამაშოები შეიძლებაა და პნევმატიკა ვის რაში ენაღვლება biggrin.gif

პოსტის ავტორი: ilo Nov 5 2013, 06:15 PM

5.5 ს ტყვიები ოფიციალურად იყიდება მონადირეთა მაღაზიებში.
კაროჩე მაგარი დომხალიზაციაა ბლიაძ 1.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 5 2013, 06:17 PM

ilo
აზოტიც და დიზელიც თავისულაფ იყიდება მაღაზიაში, ამა მიდი აურიე და მერე ააფეთქე რას გეტყვიან wink.gif

პოსტის ავტორი: Dave Nov 5 2013, 07:15 PM

ციტატა(giorgi @ 5th November 2013 - 07:17 PM) *
აზოტიც და დიზელიც თავისულაფ იყიდება მაღაზიაში, ამა მიდი აურიე და მერე ააფეთქე რას გეტყვიან


რა შუაში იყო ეხლა ეს ? biggrin.gif მართალი თქვა კაცმა, ჩემი აზრით რაც აკრძალულია ის მაღაზიაში არ უნდა იყიდებოდეს smile.gif

პოსტის ავტორი: ilo Nov 5 2013, 07:21 PM

geojorjika

აზოტი და დიზელი ცალკ-ცალკეც შეიძლება გამოიყენო და 5.5. კალიბრის ტყვია სხვა რაში უნდა გამოიყონო თუ არა ჩადო და ისროლო ?

თუ რამე იცი ჩვენც გაგვანათლო კაცო smile.gif

პოსტის ავტორი: gregory Nov 6 2013, 10:00 AM

ციტატა(Saint Dave @ 5th November 2013 - 08:15 PM) *
ჩემი აზრით რაც აკრძალულია ის მაღაზიაში არ უნდა იყიდებოდეს


Dave
გეთანხმები, მაგრამ 5.5 კალიბრის ტყვიები არაა აკრძალული. აკრძალულია მხოლოდ 5.5 კალიბრის პნევმატური იარაღი biggrin.gif


პოსტის ავტორი: Dave Nov 6 2013, 01:44 PM

gregory

დაგვცინიან და გვამასხარავებენ smile.gif არაუშავს მალე ყველაფერი დალაგდება biggrin.gif ნუუუუ, ია ტაკ დუმაიუ smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services