გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> Plinking, ანუ ის, რასაც ყველა ეარგანერი აკეთებს
nihontoman
პოსტი Mar 13 2011, 12:39 AM
პოსტი #1


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



ჩვენთან ამ ფორუმზე, საკმაოდ არიან ენთუზიაზმით განმსჭვალული ეარგანერები. ძირითადი ნაწილი პნევმო მონადირეა (ან უნდა რომ მონადირე იყოს), პესტ კონტროლზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია - ამოწყვიტეს რაც ყვავი იყო ამ საქართველოში biggrin.gif ცოტას თუ აინტერესებს სპორტული სროლა. ნუ ეს ყველაფერი პრინციპში მოსალოდნელია - ცოცხალი არსებების ხოცვა გაცილებიტ უფრო აზარტულია და სასიამოვნო, ვიდრე შორს დაკიდებულ რაღაც ქაღალდზე დირკების კეთება - მაგისათვის დირაკოლიც არსებობს biggrin.gif ვერაფერი შეედრება იმ აღმატებულების, სიდიადის განცდას, რაც ადამიანს დაუცველი არსების მოკვლა ანიჭებს. (მონადირეთა და პესტ კონტროლერთა საყურადღებოდ: ნუ დამხვრიტავთ, ეს ისე, ვკაიფობ ჩემთვის biggrin.gif)

თურმე რამდენ რამეში შეიძლება გამოვიყენოთ პნევმატური სათამაშოები... თუმცა ერთი რამ გვავიწყდება - პლინკი. დიახ, პლინკი. ზოგიერთმა შეიძლება არც იცოდეს რას ნიშნავს ეს პლინკი, იმიტომ რომ უცხოური სიტყვაა და ახალბედას არც მოეთხოვება მისი ცოდნა. ამიტომაც ავხსნი, თუ რა არის პლინკი და ამ მიზნებისათვის, თქვენის ნებართვით მოვიშველიებ ვიკიპედიის სიბრძნეს:

პლინკინგი- აღნიშნავს არაოფიციალურ მიზანში სროლას, სადაც სამიზნე შეიძლება იყოს სხვადასხვა არატრადიციული ობიექტი, როგორებიცაა კონსერვის ქილები, მინის ბოთლები, ჩამოყრილი გირჩები, კვერცხი, პომიდორი - ფაქტიურად ყველაფერი, თუ კანონს არ დაარღვევთ.... სიტყვა პლინკი ასახავს ტყვიის ხმას, რომელიც მეტალის ობიექტზე (კონსერვის ქილა) შეჯახებისას გამოიცემა.

პლინკი ყველანაირი ტიპის და კალიბრის იარაღით შეიძლება, იქნება ეს პნევმატური 4.5მმ თუ 50 კალიბრიანი ბარეტი biggrin.gif დიახ, ხალხი ბარეტითაც პლინკაობს, თუმცა ეს ბედნიერ ამერიკაში ხდება, ჩვენთან ასეთი იარაღის ქონაც კი დანაშაულია sad.gif

თემას აღარ გადავუხვევ და ავღნიშნავ, რომ პლინქისათვის ძირითადად გამოიყენება ეგრეთწოდებული გეკო .22 LR ან პნევმატური იარაღები. მიზეზი ამისი მარტივია - პლინკი რაც უფრო იაფი ჯდება, მით უფრო მეტ სიამოვნებას ანიჭებს პლინკერს, გეკოს და პნევმატიკას კი სიიაფეში ვერაფერი შეედრება (თუმცა აქ, გურჯისტანში, გეკოთი პლინკი მაინც ძვირი დაჯდება...). ამასთან, პნევმატური იარაღი გაცილებით უსაფრთხოა მისი ბალისტიკური მაჩვენებლების გამო, შესაბამისად პნევმატურით პლინკიც უსაფრთხოა, რაც უპირველსი უნდა იყოს მსგავსი სახის გართობის დროს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პლინკისთვის სასურველია ისეთი ფიშტოები, რომელიც არ დაღლის მსროლელს. ჰიპერ-მაგნუმ ზ.დ.პ.-ები ამ შემთხვევაში ცუდი კანდიდატია საპლინკაო ფიშტიოებისათვის, რადგან მათ გადატენვას საკმაოდ დიდი ძალა სჭირდება და ამის რამდენჯერმე გაკეთება პლინკით მიღებულ სიამოვნებას უცბად გაანულებს biggrin.gif სასურველია "უბრალოდ მაგნუმ" კლასის ზ.დ.პ.-ები, რომლებსაც აწერია სადღაც 300მ/წ სიჩქარე ან უფრო სუსტები. პცპ-ც კარგია, მითუმეტეს თუ ნასოსით დატენვა არ გიწევს smile.gif კომპრესიული და მულტიკომპრესიულებიც მშვენიერი საპლინკაო ფიშტოებია, თუმცა მულტიკომპრესიულის შემთხვევაში, პლინკი თქვენს შეუმჩნევლად ონანიზმში გადადის და მალევე აღმოაჩენთ, რომ ხელებზე კუნთების ჰიპერტროფია გეწყებათ biggrin.gif ერთი ორი სიტყვა ცო2 ფიშტოებზე - ყველაზე კარგია პლინკისათვის, თუმცა ყველაზე ძვირადღირებულიც. ბალონები მალე ტავდება და სროლაც გაცილებიტ ბევრი ხდება როცა არაფრის გადატენვა და გადმოტენვა არ გჭირდება.



რაში მდგომარეობს პლინკის მომხიბვლელობა?

ფასი - უკვე აღინიშნა, რომ პლინკინგი შეიძლება ნებისმიერი ტიპის იარაღით განხორციელდეს, შესაბამისად ხარჯებიც ძალიან დაბალია.

თავისუფლება - პლინკერს ვერავინ და ვერაფერი ვერ დაუდგენს წესებს სროლასთან დაკავშირებით, მის არჩევანზე და შესძლებლობებზეა დამოკიდებული რას გაისვრის, რა მანძილზე გაისვრის, რა იქნება სამიზნე და ა.შ.

გართობა - პლინკი ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული საშუალებაა. პლინკით შეუძლია დაკავდეს მთელს ოჯახს, ვერავინ იტყვის უარს ესროლოს მინის ბოთლს ან კონსერვის თუნუქის ყუთს. smile.gif



პლინკის უკეთ გასაგებად, შეძლებისდაგვარად განვავრცობ თვითოეულ შემადგენელს...


ფასი - პნევმატური იარაღის ტყვიები საკმაოდ იაფი ღირს. დაწყებული ნაგავი თურქული ენცე (თუ რაც ქვია) და დამტავრებული ხარისხიანი და გამოცდილი JSB, H&N და Crosman-ის ტყვიებით.

ყველაზე იაფები რაღა თქმა უნდა თურქული ნაგავი ღირს. თუმცა, მიუხედავად პლინკის ბუნებისა, მე მაინც არ გირჩევდით თქვენი თოფი და პირველ რიგში საკუთარი თავი გაიმეტოთ ამ ტყვიებისათვის. ზ.დ.პ.-ების მფლობელებს განსაკუთრებით არ ვურჩევ მათს გამოყენებას, რადგან ეს ტყვიები არ უზრუნველყოფს ჰერმეტულობას ლულაში. მათი კაბები დეფორმირებულია, ზოგს საერთოდ არ აქვს კაბა და ზოგიერთი საერთოდ სიგრძეზეა გახვრეტილი. დიახ, დირკები ადევს თავში რომელიც კაბისკენ გადის და ფაქტიურად არაა ჰერმეტული. ზ.დ.პ.-ში ასეთი ტყვიის ჩადებით რისკავთ რომ გახეთქოთ მანჟეტი შუაზე, გატეხოთ ზამბარა და თუ არ გაგიმართლათ, დააზიანოთ დგუში და კომპრესორის კამერა. სიზუსტეზე კი საერთოდ არაფერს ვამბობ..... მოკლედ ქაქია და არ გაეკაროთ smile.gif

შემდეგ მოდის რაღაც გაუგებარი ტყვიების კატეგორია ოზიტაი, რომელიც მაკვირვებს და გულს მწყვეტს ერთდროულად. ტყვიები მშვენივრადაა ფორმირებული, თუმცა მსუბუქებია ძაან და ზუსტებიც არაა. პრინციპში ამ ტყვიები ჩადება კიდევ შეიძლება ზ.დ.პ.-ში, სულ რომ არაფერი, ჰერმეტულია. თუმცა, შემხვედრია ოპზიტაის რამდენიმე კოლოფი, რომლებიც დიამეტრში დიდი და პატარები იყო. ნუ პლინკისათვის ყველაზე მინიმუმია....

ამის შემდეგ მოდის კიდევ ერთი გაუგებარი კატეგორია - ჰაცანის ტყვიები, რომლებიც საკმაოდ ძვირები რირს, თითქმის კროსმანის და ჯსბ-ს ფასი და ამ დროს რავი, არაა ისეთი რაც უნდა იყოს. ერთ-ერთი მათგანის, "ტორპედოს" განხილვა ამჟამად პორტალზეც არის და შეგიძლიატ წაიკითხოტ დაწვრილებით. თუმცა დასკვნას მოკლედ აქვე გეტყვით - არ ღირს მაგ ტყვიების ყიდვა. აი 5-6 ლარი რომ ღირდეს კოლოფი, კიდევ შეიძლება თუმცა ახლა, როცა ერთი კოლოფი 30 ლარი ღირს....

მივადექით ნორმალურ ტყვიებს. პრინციპში ეს ნორმალური ტყვიები უკვე საუკეთესო ტყვიებია, ამაზე უკეთესები არც არსებობს. კროსმან პრემიერები, ჯსბ ეკზაკტები და გერმანული ტყვიები საუკეთესოებია რაც მსოფლიო ბაზარზე არსებობს და ქართველებსაც წილად გვხვდა ბედნიერება გამოვიყენოთ ისინი. შეიძლება იფიქროთ, პლინკისათვის საუკეთესო ტყვიები რატომ ავირჩიოო, მარა მერწმუნეთ - რაც უფრო ზუსტად ისვრის ფიშტო, მით უფრო სასიამოვნოა პლინკი და თვითო გასროლა რომ 5 თეთრი ღირს სადღაც, ეგეც კი გავიწყდება კაცს biggrin.gif


თავისუფლება - არანაირი შეზღუდვები! მთავარია დაიცვათ კანონი და უსაფრთხოების ზომები, დანარჩენი კი მხოლოდ ფანტაზიით თუ შეიზღუდება. შეგიძლიათ ესროლოთ ყველაფერს და ყველგან. ეზოში, აივნიდან (უსაფრთხოების წესების დაცვით), სოფელში სადაც გინდათ. ესროლეთ რასაც გინდათ - აქაც მხოლოდ კანონი, უსაფრთხოების ზომები და ფანტაზია გზღუდავთ. აი მაგალითიც:





მიხვდით ალბათ რაზეცაა საუბარი biggrin.gif


გართობა - გართობა რომ უმაღლეს დონეზეა, მგონი ამას ახსნაც არ უნდა. რა სჯობია რაღაცის დამსხვრევას, გატეხვას, გაჩვრეტას და ა.შ. biggrin.gif უყურეთ და დატკბით:












ნუ მგონი საკმარისია და მიხვდით რაზეა საუბარი biggrin.gif

პლინკი კარგია, თუმცა არის ერთი აუცილებელი პროცედურა, რაც პლინკს უნდა მოყვეს - დასუფთავება. პატივისცემით უნდა მოვეპყრათ ბუნებას და ჩვენი დამსხვრეული ბოთლები და თუნუქის ქილები ადგილზევე არ უნდა დავყაროთ. აუცილებელია დალაგება. მიბაძეთ ამათ:



დააიკვირდით, ის რასაც ესვრიან, პარკში უდევთ, რომ შემდგომ აკურატნად აიღონ და წესის მიხედვიტ გადაყარონ ნაგავში!!!

პლინკი ამავდროულად მიგაჩვევთ იარაღს და 50 მეტრზე ქაღალდზე უკეთესი შედეგების მიღებაშიც დაგეხმარებათ (ვისაც გაინტერესებთ). პლინკი შესანიშნავი გზაა ასწავლოთ ბავშვებს სროლა ხალისიანად და შედარებით უსაფრთხოდ.

მოკლედ კაი რამეა ეს პლინკი და ნერვები მეშლება, რომ პლინკის თემაში კაციშვილი არ პოსტავს, ბოლო პოსტი დენიკინის დროსაა დადებული და ისიც პლინკს საერთოდ არ ეხება. იაქტიურეთ ხალხო, დარწმუნებული ვარ უმეტესი თქვენგანი პნევმოსთან ურთიერთობის 90 %-ს პლინკში ატარებთ. არ მოგერიდოთ დაწერეთ ვის როგორ გევასებათ და რანაირად.biggrin.gif

ბედნიერ პლინკს გისურვებთ და გახსოვდეთ - დაიცავით უსაფრთხოების წესები, არ დაანაგვიანოთ ბუნება და მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სიამოვნება.







>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
dawiti
პოსტი Mar 13 2011, 01:59 AM
პოსტი #2


მსროლელი
***

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 806
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 147



მაგარია nihontoman smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Jah
პოსტი Mar 13 2011, 09:24 AM
პოსტი #3


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



ძალიან ჩამოყალიბებული სტატიაა. მომეწონა! smile.gif
განსაკუთრებით მომეწონა პლინკის განმარტება, ნამდვილად გეთანხმები.
ციტატა(nihontoman @ 13th March 2011 - 01:39 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ფასი - უკვე აღინიშნა, რომ პლინკინგი შეიძლება ნებისმიერი ტიპის იარაღით განხორციელდეს, შესაბამისად ხარჯებიც ძალიან დაბალია.

თავისუფლება - პლინკერს ვერავინ და ვერაფერი ვერ დაუდგენს წესებს სროლასთან დაკავშირებით, მის არჩევანზე და შესძლებლობებზეა დამოკიდებული რას გაისვრის, რა მანძილზე გაისვრის, რა იქნება სამიზნე და ა.შ.

გართობა - პლინკი ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული საშუალებაა. პლინკით შეუძლია დაკავდეს მთელს ოჯახს, ვერავინ იტყვის უარს ესროლოს მინის ბოთლს ან კონსერვის თუნუქის ყუთს.


პლინკი ჩემი აზრით, მშვენიერი დროს ტარების საშუალება მთელი ოჯახისთვის.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Mar 13 2011, 10:17 AM
პოსტი #4


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



nihontoman
ოო აი რესპექტ შენ ჩამგა, კარგი სტატიაა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Mar 13 2011, 10:29 AM
პოსტი #5


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



nihontoman
ძალიან კარგად დაწერე! საღოლ!
100% ვეთანხმები ყველაფერს!
მაგალითად, გრიგოლიჩს საერთოდ არ უყვარს ქაღალდზე სროლა: უინტერესოა მისთვის, არაფერი ვარდება, არაფერი ხმაურობს, ეფექტი - 0. მხოლოდ ოპტიკის გასასწორებლად ისვრის ქაღალდში. მგონი გასაგებიცაა რატომ: დღეს 11 წელი შეუსრულდა biggrin.gif
ძალიან უყვარს ჩინურ მაღაზიაში 50 თეთრად ნაყიდი რეზინის სათამაშოების(ციყვი, კუ, ნიანგი,ქათამი და ასშ) ხოცვა. ჯერ ერთი საკმაოდ გამძლეებია( ტყვია კი ხვრიტავს თავისუფლად, მაგრამ რეზინის რომაა ნახვრეტი ისევ იკუმშება), მეორეც ლამაზად ვარდებიან მოხვედრის შემდეგ, მესამეც ნამსხვრევები არ აქვს და ასალაგებელიც არაფერი რჩება, მეოთხეც ცხოველების უზარმაზარი არჩევანია biggrin.gif
ეს რეზინის სათამაშოები, დისტანციიდან გამომდინარე, სხვადსხვა ზომის შეიძლება შეიძინო: დაწყებული 1-2 სმ-დან, დამთავრებული 15 სმ-თი.
პლინკი ნადირობის ჟინსაც კლავს და კარგ სროლასაც ასწავლის კაცს!

Jah
მოუხდა რა ამ კაცს თავისი მოვალეობების შეხსენება wink.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Mar 13 2011, 10:49 AM
პოსტი #6


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



gregory
ციტატა(gregory @ 13th March 2011 - 11:29 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
დღეს 11 წელი შეუსრულდა

გრიგოლ გილოცავ ვაჟკაცის დაბადების დღეს, ღმერთმა ჯამრთელი და ბენიერი კაცი გაგიზარდოს smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Power_VANO
პოსტი Mar 13 2011, 11:06 AM
პოსტი #7


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



gregory
მეც ვულოცავ გრიგოლიჩს smile.gif


nihontoman
მშვენივრადაა ჩამოყალიბებული ყველაფერი, ძალიან კარგი თემაა smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი Mar 13 2011, 11:31 AM
პოსტი #8


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,125
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



gregory
ვაა ვულოცავ პატარა სნაიპერს smile.gif დიიდი ბიჭი გაიზარდოს wink.gif

nihontoman
აბა ბოტიაო ესაო ისაო, ნახე რავარი მისცა biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ReMiNgToN
პოსტი Mar 13 2011, 11:31 AM
პოსტი #9


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 945
რეგისტრ.: 24-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 464



gregory
გილოცავ შვილის დაბ. დღეს. მიულოცე ჩემგან
nihontoman
კარგი თემაა, მაგრამ ის ემცე ები საპლინკაოდ ნორმალურია biggrin.gif ფასიდან გამომდინარე რა, 20-20 ნაბიჯზე ბოთლებზე წავა რა, მე მქონდა უბრალოდ ლულას ანაგვიანებს და საზიზღრობაა რა. აი იჟ-38 ზე კი მისწრებაა ჯგუფებსაც კი აკეთებს :დ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Mar 13 2011, 11:34 AM
პოსტი #10


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



gregory
გრიგოლიჩს ვულოცავ, დიდი ბიჭი გაიზარდოს smile.gif


ყველას - მადლობა შექებისათვის. იმედია ეს თემა ასევე არ ჩამთავრდება და დაემატება ფორუმელების პლინკ ვიდეოები და სურათები.

ციტატა
მოუხდა რა ამ კაცს თავისი მოვალეობების შეხსენება


აბაა, შენ ეგა თქვი rofl.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი Mar 13 2011, 11:36 AM
პოსტი #11


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,125
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



პ.ს. საპლინკაოდ
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ტყვიები მისწრებაა მოკლე მანძილზე,პახოდუ იაფიცაა smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Mar 13 2011, 11:44 AM
პოსტი #12


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



cz80
ბოტი ვარ, ხელოვნური ინტელექტით.... dance2.gif

ReMiNgToN
ნორმალური კი არა, უვარგისია ნებისმიერი მიზნებისათვის!!! მაგ ტყვიის გადადნობა ვცადე და ნახევარი დაიწვა....

cz80
ეგ ჰაცანი 200 ცალი ღირს 5 ლარი (200 არაა თან, უფრო 160-170-ია, დავითვალე) ხოდა მარტივი მათემტიკით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დიდად არ განსხვავდება მსუბუქი ჯსბ-ს ფასისაგან. ეგ ჰაცანის 500 ცალი ტყვია ჯდება დაახლოებით 15 ლარი. მე მაგალიტად მირჩევნია ლულის გასვრას დავამატო ეგ 2 ლარიც და ჯსბ ვისროლო.....
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giorgi05
პოსტი Mar 13 2011, 12:03 PM
პოსტი #13


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 600
რეგისტრ.: 31-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: zimbabve
წევრი №: 755



კარგათ არი ჩამოყალიბებული პლინკის მნიშვნელობა მომეწონა მალადეც good.gif good.gif გრიგოლიჩს მილოცვა drinks.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Mar 13 2011, 12:11 PM
პოსტი #14


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ყველასგან გადავეცი მილოცვა, მადლობა smile.gif
ეხლა ნუღარ გავუოფებთ ამ კაცს ამ პატიოსან თემას wink.gif
ის კი მახსოვს ბექა აპირებდა ციყვების კეთებას საპლინკაოდ და მოკვდა ეს ამბავი?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Jah
პოსტი Mar 13 2011, 12:18 PM
პოსტი #15


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



ციტატა(buybuya @ 13th March 2011 - 12:31 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
კარგი თემაა, მაგრამ ის ემცე ები საპლინკაოდ ნორმალურია ფასიდან გამომდინარე რა, 20-20 ნაბიჯზე ბოთლებზე წავა რა, მე მქონდა უბრალოდ ლულას ანაგვიანებს და საზიზღრობაა რა. აი იჟ-38 ზე კი მისწრებაა ჯგუფებსაც კი აკეთებს :დ

აი ერთი მცდარი აზრი რომ პლინკი - არის მორე ხარისხოვანი და მაგას ნაგავი ტყვიებიც ეყოფა და იჟ 38.
ეს გააჩნია რისგან იღებ სიამოვნებას.
100-150 მეტრზე გახეთქილი ბოთლი ბევრად სასიამოვნოა და მაგას უკვე ცოტა სხვა რამე უნდა.
ანუ ბევრს გონია რომ პლინკი არის 20 მეტრზე დალაგებული ბოთლების და ლუდის ქილების განადგურება.
ამ დროს 90% გასვლებისა რა ჩატარებულია ფორუმელების მიერ არის სუფტა წყლის პლინკი.

მე ვთვლი რომ პლინკს, არანაკლები ხარისხი სჭირდება და სერიოზული იარაღი ვიდრე სპორტს თუ ნადირობას... რათა ის ნამდვილი სიამოვნება მოგანიჭოს wink.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი Mar 13 2011, 12:26 PM
პოსტი #16


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,125
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



ციტატა(Jah @ 13th March 2011 - 01:18 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
100-150 მეტრზე გახეთქილი ბოთლი ბევრად სასიამოვნოა და მაგას უკვე ცოტა სხვა რამე უნდა.

ეგ რა თქმა უნდა გიო,მაგრამ ჩვენთან ძირითადი მომხმარებლები 30-40 მანძილზე პლინკაობენ,
ბოლო - ბოლო იაფფასიანი ზდპ-თი მეტ მანძილზე რა უნდა გაქაჩო,ხოოდა კაკრაზ მაგ შემთხვევისთვის
იგივე თურქული იაფიანი ტყვიები მისწრებაა... ჩმა smile.gif
მიუხედავად იმისა რომ დიდ მანძილზე ბოთლების "ტეხავიკობა" (biggrin.gif ) მაგრად მიყვარს
ძირითადად მაინც 50 მეტრამდე მანძილში მიწევს მაგ საქმის კეთება smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Mar 13 2011, 12:28 PM
პოსტი #17


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



იდეალური საპლინკაო ფიშტო ჩემთვის

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Mar 13 2011, 12:32 PM
პოსტი #18


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ესეც გრიგოლიჩის საპლინკაო ობიექტები(ხალისისათვის) biggrin.gif
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
foxi
პოსტი Mar 13 2011, 12:35 PM
პოსტი #19


ზეზუსტი მსროლელი
*****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 2,912
რეგისტრ.: 22-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 226



კარგია რომ ეს თემა გამოაცოცხლე თუ გააცოცხლე,nihontoman. ჩემთვის პირადად ეგ პლინკაობა,ტლინკაობის ტოლფასია.
მიზეზი? ელემენტარულად დროის ფუჭი ხარჯვა. პლინკით ძირითადად კავდება მოზარდი თაობა და ნაკლებ ბიუჯეტიანი იარაღის მფლობელთა ურიცხვი არმია. რაც შეეხება შენს მოსაზრებას ფრინველ ცხოველთა უაზრო ხოცვაზე,გეთანხმები სრულიად.


>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი Mar 13 2011, 12:45 PM
პოსტი #20


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,125
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



ციტატა(gregory @ 13th March 2011 - 01:32 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ესეც გრიგოლიჩის საპლინკაო ობიექტები(ხალისისათვის)

არადა რა საყვარლად გამოიყურებიან biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პ.ს. ჩემთვის უნდა ვიყიდო სადმე იაფიანი სათამაშო ყვავები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

3 გვერდი V   1 2 3 >
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 02:41 AM
Hosted by Pro-Service