თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი... _ AIRGUN მოდერატორები

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 9 2009, 04:47 PM

მოკლედ რაღაც ინფოები მოვიძიე სურათების სახით ინტერნეტში, ძირითადად ეს არის AIRFORCE TALON-ია მოდერების კონსტრუქციები, მაგრამ თქვენც მაინცა და მაინც ტალონის ლულის კონსტრუქციას კი ნუ შეხედავთ შეხედეთ მოდერის კონსტრიუქციას რომ მისი მოქმედებისა თუ დამზადების პრინციპები გაიგოთ, მეორე საკითხია რამდენად მოახერხებთ გაკეთებას.

მაშ ასე დავიწყოთ





როგორც ხედავთ დიდი სირთულე მის წარმოებაში არაა, არც რაიმე სუპერ განსაკუთრებულია, მაგრა ლამაზადაც გამოიყურება და ეფექტურიც არის smile.gif წესით და რიგით სახლის პირობებშიც შეიძLება გაკეთება თუ შესაბამის დეტალებს გამოჩარხავთ ან გამოაჩარხინებთ

ახლა მეორე ვარიანტი ვნახოთ.







იდეაშI ამ მერორეს მოდიფიკაციები უფრო იოლი გასაკეთებელია, მაგრამ მინუსი ამ სისტემას ის აქვს რომ ირგვლივ როგორც წესი სჭირდება რაიმე რბილი და ფაფუკი ნაჭრის შეამოკვრა, წინააღმდეგ შემთXვევაში ხმა აქვს ხოლმე. ნაშერი გარედან ეკვრის წითელი ფერის კონსტრუქციას, რომელიც საერთო გარსში ტავსდება და გარედან არანაირი ნაჭერი არ ჩანს.

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 9 2009, 07:32 PM

ესენი ვიცი დაჟე რამოდენიმე ვარიანტებია კიდევ , მაგრამ საქმე ის არის ამის გაკეთება ნრმალური ტოკარი უნდა და ეგეთი სადმე გეგულებათ? smile.gif

პოსტის ავტორი: Gigabyte13 Sep 9 2009, 08:20 PM

სახარატო ჩარხი გვჭირდება პატალა და მუსა smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 9 2009, 08:43 PM

Gigabyte13

ციტატა(Gigabyte13 @ 9th September 2009 - 09:20 PM) *
სახარატო ჩარხი გვჭირდება პატალა და მუსა


კაი იქნება ერთერთ ფორუმელს რომ ჰქონდეს. არავის გინდათ დათრევა?? იქნებით ქართული აირგანის "მასტერი", თქვენც ხეირი საკუთარი კაიფისთვის, პლიუს ჩვენგან დაკვეთებიც. არავინ ჩალიჩობს???

მე ახალ წლამდე .... დაჟე მაგის მერეც არ ვიცი რამდენად მოვაბავ მაგას თავს, სხვა არავინ ჩალიჩობთ???

პირადად მირჩევნია ვინმეს ჰქონდეს ჩარხი მივაწოდო საკუტარი ჩანაფიქრები და ფული გადავუხადო.

geojorjika
ციტატა(giorgi @ 9th September 2009 - 08:32 PM) *
ესენი ვიცი დაჟე რამოდენიმე ვარიანტებია კიდევ ,

დაყარე მერე იყოს მტელი სპექტრი, ვიღაცას რაღაც მოუვა თავში და...
რისთვის ინახავ???

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 9 2009, 08:47 PM

ja_ja
ოკეი დავყრი ეხლა , რაც შეეხება ჩარს არასოდეს არ მქონია ეგეთ ჩარხთან შეხება და უბრალოდ არ ვიცი როგორ უნდა გამოიყენო, ნუ კი მივხვები ლოგიკით მარა მასწავლებელიც საჭიროა, ისე კი ძლიან მინდა ერთი ჩარხი მარა მაგის დრო არ მაქვს sad.gif ძლიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს ამ ბოლო დროს სახლში რომ მოვდივარ ეგრევე მეძინება sad.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 9 2009, 08:50 PM

ა ბატონო რამდენიმე ვარიანტი კიდევ










პოსტის ავტორი: dawiti Sep 9 2009, 09:01 PM

მე მაქვს ჩაფიქრებული რამე მოდერის გაკეთება და ჯერ რამდენად გამომივა არ ვიცი ვფიქრობ როგორ გავაკეთო

პოსტის ავტორი: dawiti Oct 31 2009, 05:45 PM

დროა ეს თემა ცოტა გამოვაცოცხლოთ ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე ერთი მოდერი გავაკეთე როგორც პირველი ეგზემპლარი არ ვემდური საკმაოდ ნორმალური გამოვიდა. ჩანაფიქრი და ნახაზები რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ქართული რეალობიდან გამომდინარე შედარებით მარტივი გავაკეტე.

ესეიგი ყველაფერი დაიწყო ელიავადან, ალუმინის ღერძი 25 სანტიმეტრიანი + კაპრონის ღერძი, გარკვეული ჩალიჩი 2-3 კვირის განმავლობაში და სამყაროს მოევლინა აი ასეთი შტუკა smile.gif




ზომები სადღაც არის აი ასეთი:

ყველაზე განიერ ადგილში 22 მილიმეტრი, ლულის წამოსაცობ ადგილზე 16.5 მილიმეტრი მთლიანი სიგრძე სადღაც 21 სანტიმეტრი.

ნუ დალშე ალუმინის პრიალა ზედაპირი დისკოზე ცოტა არ იყოს ბანძად გამოიყურებოდა, ამიტომაც შეფერვა გადავწყვიტე, თან ჯა-ჯა-ს უნდოდა გაესინჯა თავისი ანოდირების შტუკა შესძლებდა თუ არა შეღებვას ჰოოოოდა....


ჰოოდა დავიწყეთ აი ასე:





პირველი ქიმიური სითხის შეხება...



ცოტაოდენ ღრუბელი და ნაზი მოფხანა



ძირითადი მილის შეღებვა მთლად ერთგვაროვნად არ გამოვიდა, ნუ თავიდან არ გამოვიდა, აიჭრა ყველანაირ ფერებში:







მერე მეორე ფენა, მესამე და რაცხას დაემსგავსა



და ბოლოს რაც არ უნდა საოცარი იყოს გაშავდა, თან საკმაოდ კარგად, მარა იასნია ქარხნული ანოდირება არ არის, თხელი ოქსიდის ფენაა




ჰო მართლა მოდერი ისე მაგრდება დისკოზე რომ წინა დასატენი კლაპნის პრობკა უპრობლემოდ იხსნება და მაგრდება, აგერ შეფერილი მოდერი შესაბამისი პრობკით სხვადასხვა პოზებში რომ დარწმუნდეთ ყველაფერი 5-იანზეა:







ნუ ბოლოს დისკო სრული ხედით, დატკბით და....

ნუ აღარ დავამთავრებ აზრებს biggrin.gif



ჰო მართლა მთავარი .... ხმა... ნუუუუ ჯიგრულია, მარადიორს ვერ ეწევა სიჩუმით, მარა პრაქტიკულად იდენტურია იმ მოდერის ხმისა რომელიც ჯა_ჯა-ს დაეხრჩო ლისზე და ხელზე დარჩა მეორე ეგზემპლარი ბაზუკას. ნუ ბაზუკას ეგზემპლარს შეგვიძლია ერთერთი გასვლისას შევადაროთ. ვოოტ!!!! biggrin.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 31 2009, 07:21 PM

მშვენიერია , გილოცავ smile.gif , მეც მინდა მსგავსი რაღაცის გაკეთება და ვერ მოვაბი თავი რა smile.gif

პოსტის ავტორი: Jah Oct 31 2009, 08:33 PM

მშვენიაერია smile.gif
ეს თემა "სიჩუმის სახელოსნო"-ში დასამატებელია

პოსტის ავტორი: Jah Oct 31 2009, 08:35 PM

dawiti
შენ ცალკე ტემა გაგეხსნა არ ჯობდა?
ასე ვთქვათ პიონერი ხარ ამ საქმეში ჩვენთან smile.gif

პოსტის ავტორი: dawiti Oct 31 2009, 10:51 PM

მოდერებზე აქ ვლაპარაკობდით და აქვე დავწერე smile.gif თან აქ დაწერილი მქონდა უკვე რაღაცის გაკეთებას ვფიქრობ თქო და აი ბოლო ბოლო გავაკეთე smile.gif

პოსტის ავტორი: Jah Oct 31 2009, 11:10 PM

ციტატა(dawiti @ 31st October 2009 - 11:51 PM) *
თან აქ დაწერილი მქონდა უკვე რაღაცის გაკეთებას ვფიქრობ თქო და აი ბოლო ბოლო გავაკეთე

გილოცავ.
მთავარია კმაყოფილი თუ ხარ?
ისე სუფთა ექსპერიმენტისთვის... ჩაწერე ხმა გასროლის მოდერის გარეშე და მოდერთან ერთად.
და დადე ამ თემაში.
მგონი ყველას დააინტერესებს

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 31 2009, 11:48 PM

Jah

ციტატა(Jah @ 1st November 2009 - 12:10 AM) *
ისე სუფთა ექსპერიმენტისთვის... ჩაწერე ხმა გასროლის მოდერის გარეშე და მოდერთან ერთად.
და დადე ამ თემაში.
მგონი ყველას დააინტერესებს

აზრი არ აქვს. ნებისმიერი მოწყობილობით ხმის ჩაწერას აზრი არ აქვს. მე რაც მისინჯია ყოველთვის თითქმის ერთნაირი გამოდის ხოლმე არ ვიცი რატომ, ერთი ვიდეო მაქვს ნანახი ტიპი ჩარხს ყიდიდია და იქაც დიდი ხმა იყო მატორის, ტიპს მიწერილი ჰოქნდა ხმა აქ ჩანს ეგეთი მარალი სინამდვილეში ჩუმიაო, ეგრევე გამახსენდა ჩემი ექსპერიმენტებიც biggrin.gif

პოსტის ავტორი: Jah Nov 1 2009, 07:13 AM

ციტატა(ja_ja @ 1st November 2009 - 12:48 AM) *
მე რაც მისინჯია ყოველთვის თითქმის ერთნაირი გამოდის ხოლმე არ ვიცი რატომ

ხო ეს ეგრეწოდებული "ა.რ.უ.ზ." (система подавления шума), თითქმის ყველა თანამედროვე ხმის ჩამწერ მოწყობილობაშია...
ცდილობს ძალიან დიდი ხმა ჩაახრჩოს ნორმამდე, და პატარა აწიოს sad.gif ტელეფონებშიც კი ეს ჯანდაბა არის...
მოკლედ არის საჭირო ძველი ამ სისტემის გარეშე მოწყობილობა..

პოსტის ავტორი: Power_VANO Nov 1 2009, 08:37 AM

გილოცავ დავით, მშვიდობაში! smile.gif


ეგრეა ხო, თან ადამიანის ყური სხვანაირად აღიქვამს იმ ხმაურს, ნებისმიერი მოწყობილობა კიდევ სხვანაირად აღიქვამს, ჩაიწერს და ჯამში დამახინჯებულ ხმაურს ვუსმენთ.

პოსტის ავტორი: Davitus Nov 1 2009, 08:59 AM

dawiti
მშვიდობაში wink.gif მეც შენს კვალს დავადგები ეგრევე... smile.gif ისე ცოტა უფრო დეტალურად რომ დაგეწერა კაი იქნებოდა... არა რა, ჯა_ჯასთან ახლოსაც ვერავინ მოხვალთ რეპორტების წერაში smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 1 2009, 10:05 AM

პაწა კომენტარს მეც გავაკეთებ ამ მოდერზე, ხელში მეჭირა და გიჟი ქიმიკოსივით მე ვეჩალიჩებოდი მის შეღებვას.

1) შესაღებად მოსაფიქრებელი გვაქვს რაიმე, ანუ ახე ხელით ღებვა და წასმა მაგარი არაეფექტურია, ნუ პატარა დეტალებზე მოსულა, ან დაზიანებულიზედაპირის გასასწორებლად, მაგრამ ამხელა მასიურ დეტალს.....

მოკლედ ან რამდენიმე ქილაა ეს სითხე დასათრები და ერთ დიდი ავზშია ჩასასხმელი რომ დეტალი მთლიანად ჩადო ასე 15-20 წუთიანი პერერივებით 3-ჯერ, ან გამოსაწერი გვაქვს მე რომ დავდე ის დიდი ბალონი 1 გალონი მგონი 130$ ღირდა (სადღაც 5.5 ლიტრაა), მარა 1 გალონი მე არ მჭირდება და თანხაც პატარა არაა, ასე რომ მანდ კოოპერირება იქნება საჭირო

2) მოდერი ავწონე (მართალია ნაწილ ნაწილ, იმიტომ რომ ჩემს სასწორს 100 გრამზე მეტის აწონა ერთ ჯერზე არ შეუძლია) სულ მთლიანად იწონის 111-112 გრამს, მართალია კარბონს ვერ შეედრება, ის შOბელძაღლი სულ რაღაც 47 გრამს იწონიდა, მაგრამ არც თუ ისე მძიმეა, ნუ ლულას ყოველ შემთხვევაშI არ ხრიდა თავისი წონით ძირს. უბრალოდ ქანქარს დააწყებინებდა.

3) იმის გამო რომ ანქარი ლულას არ დაეწყო მოდერთანვე მეორე რვიანი დავუყენეთ, მე მქონდა და ჯერ ჩემს დისკოს არ ეშველა და დათკა მაინც გამოიყენებს.

4) მართალი რომ გითხრათ არ მომეწონა მოდერში ჩალაგებული დეტალები, არაეფექტურად მიმაჩნია, ადგილს ბევრს ხარჯავს და ჰაერისთვის სივრცეს არ ტოვებს, ანუ კამერები გამოდის ძალიან პატარა, მიუხედავად ამისა მაინც სერიოზულად კვეთავს ჰაერს, შედეგად მინიმალური ხმა, მოკლედ მე შიდა შტუკებზე ცოტას კიდევ წავიფიქრებდი და სხვა უფრო ეფექტურ ფორმას მოვიფიქრებდი

5) მეც მინდა ამდაგვარი რაღაც, ასე თუ ისე ოდესღაც ამ მეორე დისკოს ხომ დავადგავს საშველს, ჰოოოდა ეგეთი შტუკა მეც მინდა, თორემ უცხოური, რუსული, და უკრაინული მოდერები ყველა მოითხოვენ პრობკის მოხსნას წინა კლაპნიდან, ან ყოველი დატუმბვისას მოდერი უნდა მოხსნა გაუკეთო, მოკლედ არაეფექტურია, აქ კიდევ..... მოკლედ საკაიფო რაღაცაა.

პოსტის ავტორი: Jah Nov 1 2009, 10:26 AM

ოხ ეს მონადირეები smile.gif
გემოვნებაზე არ დაობენ მაგრამ ... smile.gif
მე მაგალითად რიპლის დიზაინის ფანი ვარ, და რასაც ვაკეთებ არასდროს არ დავაშავებ biggrin.gif
პოლირებული ალუმინზე ლამაზი რა უნდა იყოს ტო biggrin.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Nov 1 2009, 01:21 PM

Jah

ციტატა(Jah @ 1st November 2009 - 11:26 AM) *
პოლირებული ალუმინზე ლამაზი რა უნდა იყოს ტო

ქრომი, ნიკელი და ვერცხლი biggrin.gif რომ ლაპლაპებს biggrin.gif

პოსტის ავტორი: Gigabyte13 Nov 1 2009, 05:31 PM

ანოდირებული ალუმინი

პოსტის ავტორი: ochopintre Nov 1 2009, 06:46 PM

ძალიან მოუხდა დისკოს , კაი რაღაცაა
მაგ პატარა დეტალზე ბევრი დაიხარჯა ეგ გასაშავებელი სითხე? მე მინდა ლულის გაშავება ჩემ თოფზე და მაინტერესებს ერთი კოლოფი მეყოფა?

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 1 2009, 07:21 PM

ochopintre

ციტატა(koba @ 1st November 2009 - 07:46 PM) *
ძალიან მოუხდა დისკოს , კაი რაღაცაა
მაგ პატარა დეტალზე ბევრი დაიხარჯა ეგ გასაშავებელი სითხე? მე მინდა ლულის გაშავება ჩემ თოფზე და მაინტერესებს ერთი კოლოფი მეყოფა?

არა ბევრი არ დახარჯულა, მაქსიმუმ ბოთლის 15%.
ეგ სითხე ბევრი არ იხარჯება, პროსტა რა არის იცი როდესაც ზედაპირს დაგაქვს, ალუმინი იქნება, დურალუ თუ სხვა იწყებს აქტიურად რეაქციას, ანუ ხედავ რომ პატარა ბუშტუკები ამოდის, სუნიც დგება, მაგრამ საკმარისია ზედაპირზე სითხე მოშრეს ეგრევე რეაქცია წყდება.

ვცადე ამ მოდერის უკანა თხელი ნაწილის ჩადება ბოთლში (წინა ნაწილი არ ჩაეტია), მოკლედ 2 წითი გავაჩერე და მომენტალურად შავი ამოვიდა, მაშIნ როდესაც მთელს დარჩენილ ზედაპირზე მომიცია 5 თუ 6 შრის დატანა რომ გაშავებულიყო თან თხელი ფენა დაჯდა.

აი საშუალება რომ იყოს ჩააყუდო როგორც ისნტრუქციაშია 3-ჯერ 20-20 წუთით მთლიანად მაგ სითხით გავსებულ ვანაში.... ნუუუ, იდეალური სქელი ანოდირება გარანტირებულია.


Jah
ციტატა(Jah @ 1st November 2009 - 11:26 AM) *
ოხ ეს მონადირეები
გემოვნებაზე არ დაობენ მაგრამ ...
მე მაგალითად რიპლის დიზაინის ფანი ვარ, და რასაც ვაკეთებ არასდროს არ დავაშავებ
პოლირებული ალუმინზე ლამაზი რა უნდა იყოს ტო


ვაბშეტა ნადირობა შეიძლება რაღაც ზეგავლენას ახდენს მაგ პროცესზე, მაგრამ დამოკიდებულია თოფის დიზაინზეც, დისკოს რომ გასკდე არ მოუხდება ალუმინის და დურალის ღია დეტალები, პლიუს დამტკიცებული ფაქტია ანოდირების გარეშე დურალი იჟანგება, მართალია ჩვენს შედარებით მშრალ ჰავაში ეგ იმხელაზე იჭიმება დროში რომ შეგვიძლია ჩავთვალოთ არ იჟანგება, მაგრამ....

მოკლედ დისკოს და მარადიორს თეთრი ალუმინი და დურალი არ უხდება, ახლა შტეერზე და სხვა ეგეთი სპორტული ფორმის ფიშტოზე საუბარი არაა. მაგათ პირიქით შავი ფერი არ მოუხდება. თუმცა დარწმუნებული ვარ მანდაც ზედაპირი დაუმუშავებელი დატოვებული არ იქნება, პლაკირებას რომ ეძახიან ის მაინც ექნება გაკეთებული, ანუ სუფთა ალუმინის თხელი ფენა იქნება დატანილი რომ კოროზიისგან დაიცვას, სუფთა ალუმინი ოქსიდით თხელ ფენას იკეთებს და მარილმჟავაც კი ვერ ხსნის. ასე რომ....

პოსტის ავტორი: Jah Nov 1 2009, 08:35 PM

ციტატა(ja_ja @ 1st November 2009 - 08:21 PM) *
დამტკიცებული ფაქტია ანოდირების გარეშე დურალი იჟანგება

შეგიძლია ლინკი მომცე ან რამე სხვა ინფო მაგ პროცესზე... მართლა მაინტერესებს, არასდროს არ გამიგია...
შტეირის ახალი რეზიკი ანოდირებულია (თეთრად), აი ვირთხის კი არა, და ნასოსით რომ ვტუმბავ საკმაოდ ბევრი კონდენსატი ტან შედის...
მაგიტომ მაინტერესებს...

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 1 2009, 09:27 PM

Jah
უკრაინლების ფორუმზე წერია, ვნახავ და ლინკს მოგცემ, მაგაზე წერდა zeonmaster-ი გეცოდინება შენ ეგ პერსონა.

მოკლედ დავძებნი და მოგცემ ლინკს, კაკრაზ რეზერვუარებზე იყო საუბარი, დურალის რეზიკები რომ იტუმბება ჰაერით კონდენსატი შედისო და მაღალი წნევის გამო კოროზია არისო.

ნუ რეზერვუარის არ ვიცი და მე დამამაჩემმა ბალკონზე დურალის სახურავი გავაკეთეთ, შიგნიდან ვხედავ წვიმის წვეთები სადაც იპარება თავისი ოქსიდი გაუჩნდა, ხოლო დარჩენილი კუსოკი ლისტები მიგდია გარაჟში, ამასწინათ კაკრაზ ჩასული ვიყავი და ერთი ლისტის ნაჭერი ეგდო ჩაღრმავებაში სადაც სიგრილე და სინესტეა (ვითომ კარტოფილის შესანახად გააკეთა მამაჩემმა და მერე ნაგვის ჩასაყრელი ადგილი გახდა), მოკლედ ყველა მხრიდან თეთრი ფხვნილი ჰქონდა გამოსული, ასე რომ ვიხრები იმ დასკვნისკენ რომ კოროზიას დურალი განიცდის. სადაც პროსტა სინესტეში დებით კოროზია დაეწყო, მაღალი წნევით მიტკლესილი წყლის გამო არაა გამორიცხული უფრო აქტიურად მიდიოდეს ეგ პროცესი.

თუმცა რავიცი ქიმიკოსი მე არ ვარ. ეს უკრაინლები ნამეტანი არიან ქიმიაშI გადასული, დაჟე გალვანურ წყვილებს განიხილავდნენ რომელი ლითონი რომელთან ერთად არ შეიძLება თორემ ერთერთი იჭმევაო, მგონი თუთია ნარევ ერთერთ მინადნობზე იყო საუბარი, თუთია იჭმევა და დურალს აძლევს თავის ელექტრონებს შედეგად დურალი აღდგენას იწყებს ხოლო თუთია ნარევი პრობლები უფრო აქტიურად იჭმევა და შეიძLება გაგძვრეს ერთ დღესო.

მანამდე ეგ ეფექტი გემებზე ვიცოდი სკოლაში რომ გვიკითხავდნენ ქიმიას, და ერთხელ ამქვს დისკავერიზე ნანახი, რკინას რომ ნაკლები კოროზია ჰქონდეს ტრიულში დიდ გალვანურ შენაერთს დებდნენ, არ მახსოავს რა იყო, ან მაგნიუმი ან ალუმინი, მოკლედ ყოველ წელს უნდა ახალი ბლოკიო თორემ იჭმევაო, ეფექტი შემდეგიაო, პროსტა მავრთულით გალვანური ერთეული გემის რკინის კორპუსთან იყო მიერთებული, რკინა იჟანგებაო, მაგრამ ელექტრონებს იმ გალვანური ერთეულიდან იღებს და თვითონ აღდგება ხოლო გალვანური ელემენტი ილევაო, რომ აჩვენეს გავშტერდი, ჟანგისგან დაჭმულ დაჩაჩანაკებულ რაღაც 1000 წლისწინანდელ დურაკობას გავდა, ახალი კი მასიური ლითონის ცილინდრი იყო.

მოკლედ როგორც ვხვდები მთლად იორი არაა ეს PCP smile.gif, მარა იმასაც ამბობდნენ მაგალიტად რომ დირალზე რკინის პრობკები მოსულაო, ისევე როგორც დურალზე დურალიო, პროსტა ერთგვაროვან ლითონს შეწეპების უფრო დიდი ეფექტი აქვსო, მოკლედ მაგათთან თემებს რომ ვკითხულობდი თმები ყალყზე მიდგებოდა, ქიმიას სკოლის მერე არ გავკარებივარ და ასე სერიოზულად არ განმიხილია ყოველდღიურ საქმეებში, ესენი კი....

პოსტის ავტორი: Jah Nov 1 2009, 09:28 PM

ოკ

ციტატა(ja_ja @ 1st November 2009 - 09:27 PM) *
მოკლედ დავძებნი და მოგცემ ლინკს

ოკ

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 1 2009, 10:17 PM

http://airgun.org.ua/forum/viewtopic.php?f=15&t=10990

ახლა ხელახლა გადავიკითხე და აღმოჩნდა დურალი და ფოლადი საკმაოდ ცუდი ყოფილა გალვანური წყვილების პონტში.

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 2 2009, 12:07 AM

ja_ja
მდაა საინტერესო ინფოა smile.gif -_-

პოსტის ავტორი: nihontoman Nov 2 2009, 12:40 PM

კარგია!, მეც მინდა მაგეთის გაკეთება ფანტომისათვის(ოდნავ მაინც გააჩუმებს), ოღონდ შაიბებით და პრუჟინით, მგონი ასე უფრო დიდი სივრცე ექნება კამერებს...

პოსტის ავტორი: Power_VANO Nov 2 2009, 04:54 PM

სადღაც წავაწყდი ადრე გალვანურ ცხრილს, ეწერა რა მეტალი რასთან რეაქციაში წარმოქმნის გალვანურ კოროზიას და რა არა.

ასე მაგალითად, სპილენძი და ალუმინი ერთად არ შეიძლება, ჭამენ ერთმანეთს.
სპილენძი, თითბერი (Brass), ნიკელი, ვერცხლი მოსულა ერთად, არ ჭამენ ერთმანეთსო.

ალუმინი და ნიკელიც არ ჭამენო ერთმანეთს...

პოსტის ავტორი: tsumbusha Nov 2 2009, 05:41 PM

მეც მინდა გავაკეთო მსგავსი და ეს ალუმინის მილი და ასე შემდეგ ელიავაზე იყიდე? როგორ ვიკითხო ან სად ვიპოვო იქნებ ამიხსნათ? smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 2 2009, 06:52 PM

tsumbusha
დათკა დღეს ალბათ არ გაიჩითება, ნასვამი იქნება, მე ერთი პერიოდი ვათვალიერებდი ეგეთ რაღაცეებს ელიავაზე, ბოლოში არის ადგილები სადაც იყიდება ტრუბები და სხცადასხვა მასალები (გაყები ძირა რიგს დიდი ამტორები, ნასოსები და რაღაც საშინელი დიდი დეტალები რომაა იქ, მაგის ბოლოდან აყევი ზემოთ და დააკვირდი მარცხენა მხარეს), მოკლედ მანდ არის ბრინძაოს პროტოკები, ალუმინის პრუტოკები რკინა, არის მილებიც, მოკლედ ოხრად რაღაცაა, ოღონდ მარკა კაციშვილმა არ იცის biggrin.gif

პოსტის ავტორი: GioMegre Apr 23 2010, 08:48 AM

ჩარხიც მაქ და მუშაობითაც ვიცი ვინც აკეთებს ამ ყველაფერს, თუმცა ყველაფრის გაკეთება მაინც შეუძლებელია მანდ ძალიან დიდი სიზუსტეებია საჭირო. თუ ვინმეს ნახაზები და იდეები გაქვთ და უეჭველი გინდათ დეტალები გთხოვთ ცალკე თემა გახსნათ და წარმოადგინოთ თქვენი მონახაზები და ასევე დაწეროთ რამდენია თქვენი სასურველი ფასი. თუ მართლაც არის მოთხოვნა ამასთან დაკავშირებით გთხოვთ გახსნათ თემა, წარმოადგინოთ ნახაზები და მომწეროთ PM ლინკი სადაც ეს თემა იქნება.

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 23 2010, 10:39 AM

GioMerge
მოდი ასე მოვილაპარაკოთ სხვას ნუ სთხოვ გახსნას თემა იმაზე თუ რისი გაკეთება შეგიძლია

ის თუ რა უნდათ ხალხს თემები არის. მთავარია ახლა შენ დაწერო რა დაზგა გაქვს დარა სიზუსტეებით შეგიძლია მუშოაბა. ზედაპირის დამუშავების სისუფთავე და ასე შემდეგ....

ნუ მიწყენ და ელიავას სტანოკების პონტი აქ არ წავა. გვინდა უფრო მაღალი სიზუსტე, მინიმუმ 0.05 მილიმეტრის სიზუსტით და ასევე ზედაპირის სუფთა დამუშავებით.

ასე რომ ჯობია გახსნა ახალი თემა შენთვითონ http://www.airgun.ge/forums/index.php?showforum=21, მაგალითად დასახელებით
- ვასრულებ სახარატო სამუშაოებს

ჩამოწერე რა დაზგა გაქვს სიზუსტეები რა შეგიძლია უზრუნველყო და მიახლოებითი შესრულების ვადები, მაგალითად დღე 2 დღე და ასე შემდეგ....

შემდეგ მოგაწვდის შენს თემაში ხალხი სასურველ დაკვეთებს, შენ ეტყვი ფასს და წავა საქმე....

პოსტის ავტორი: daviti Apr 23 2010, 11:07 AM

+100

პოსტის ავტორი: nikola_migina May 25 2011, 06:50 PM

crosman 1377-ზე გააკეთებთ და რა დაჯდება?

პოსტის ავტორი: jjjjkki May 25 2011, 06:52 PM

crosman 1377 გაქ?

პოსტის ავტორი: nikola_migina May 25 2011, 06:59 PM

მე არა... ბიძაშვილი ყიდულობს smile.gif



ადმინისტრაცია: ბოდიში ოფებისთვის

პოსტის ავტორი: cat May 25 2011, 07:54 PM

მეც მინდა 1377-ისთვის მოდერი smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja May 27 2011, 04:27 PM

nikola_migina

ციტატა(nikola_migina @ 25th May 2011 - 07:50 PM) *
crosman 1377-ზე გააკეთებთ და რა დაჯდება?

კაი მაგას რა მოდერი უნდა არ გადამრიოთ.

პოსტის ავტორი: nihontoman May 27 2011, 04:33 PM

ციტატა(ja_ja @ May 27 2011, 05:27 PM) *
nikola_migina

კაი მაგას რა მოდერი უნდა არ გადამრიოთ.



ვიდზე აყენებს ძმა... rofl.gif

პოსტის ავტორი: cat May 27 2011, 09:19 PM

ციტატა(ja_ja @ May 27 2011, 05:27 PM) *
nikola_migina

კაი მაგას რა მოდერი უნდა არ გადამრიოთ.


რატომაც არ უნდა smile.gif ხმა არ აქვს პატარა smile.gif

ისე ვინ აკეთებს მოდერებს ჩვენთან, ვის მივმართო?

პოსტის ავტორი: cat May 28 2011, 11:14 AM

მირჩიეთ რამე გურუებო!!!! რა აჯობებს:

1. გავაკეთებინო მოდერი?
2. ვიყიდო ჰაჩიკას მოდერი და გაუკეთო გადამყვანი?

პოსტის ავტორი: jjjjkki May 28 2011, 11:17 AM

მე გურუ არ ვარ მაგრამ გირჩევდი რომ გააკეთებინო

პოსტის ავტორი: cat May 28 2011, 11:20 AM

კარგი, შემდეგი საკითხი: ამხელა ფორუმზე ერთი კაცი არ უნდა იყოს ისეთი, ვინც თვითონ თუ არა, მიმასწავლის მაინც იმას ვინც აკეთებს...

პოსტის ავტორი: jjjjkki May 28 2011, 11:21 AM

ტოკარი არ გააკეთებს?

პოსტის ავტორი: Jah May 28 2011, 11:22 AM

ციტატა(cat @ 28th May 2011 - 12:14 PM) *
2. ვიყიდო ჰაჩიკას მოდერი და გაუკეთო გადამყვანი?

ეს ყველაზე სწორი არჩევანი იქნება.

პოსტის ავტორი: soxa May 28 2011, 12:07 PM

რა იარაღისთვის გინდა? მე სადაც გავაკეთებინე იქ გაგგზავნი

პოსტის ავტორი: cat May 28 2011, 01:08 PM

ციტატა(soxa @ May 28 2011, 01:07 PM) *
რა იარაღისთვის გინდა? მე სადაც გავაკეთებინე იქ გაგგზავნი


Crosman 1377

პოსტის ავტორი: soxa May 28 2011, 08:00 PM

60-70 ლარი დაგიჯდება

პოსტის ავტორი: cat May 28 2011, 09:35 PM

60 ლარად ჰაცანის ქარხნულ მოდერს დავითრევ + 10 ლარად გადამყვანს გამოვაჩარხინებ... აბა რა აზრი აქვს???

ეგ გლობალურად და ისე, დღეს ნამეტანი ხელები მექავებოდა და გავაკეთე მოდერი(იმისგან რაც სახლში მქონდა). აეროზოლის პატარა ბალონჩიკი+ბიგუდი+ჩვარი+ისოლე

პოსტის ავტორი: geojorjika May 28 2011, 10:42 PM

ციტატა(Jah @ May 28 2011, 12:22 PM) *
ეს ყველაზე სწორი არჩევანი იქნება.



კაიფობთ? კაცს 1377-ზე უნდა და ეგ მოდეი უფრო დიდია და მძIმე ვირე თვითონ ფიშტო

აშკარად უნდა გააკეთებინმო, პატარა და კომპაქტური მოდერი, აქ ევ იყიი ვერსად და ფასს რაჩ შეეცება მაქსიმუმ 40 ლარი დაგიჯდეს

პოსტის ავტორი: cat May 29 2011, 01:07 PM

აი თვითნაკეთი მოდერიც smile.gif

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: gregory May 29 2011, 01:11 PM

cat
და დამიზნებაში არ გიშლის ხელს?
სურათზე ისე ჩანს რომ სამიზნეს ფარავს...

პოსტის ავტორი: jjjjkki May 29 2011, 01:40 PM

ვა რა საკაიფოა პროსტა ეს სკოჩები აკურატულად რო გადაგეჭირა...

პოსტის ავტორი: cat May 29 2011, 03:11 PM

სამიზნემაც განიცადა მოდიფიცირება wink.gif

პოსტის ავტორი: jjjjkki May 29 2011, 03:17 PM

შენ ალბათ ამას მალე პისიპიზე გადაიყვან

პოსტის ავტორი: ja_ja May 30 2011, 05:31 PM

cat
და ეგეთი პაწუა აკეთებს საქმეს?

პოსტის ავტორი: cat May 30 2011, 06:43 PM

2 სექციიანია, და გასაკვირველად ახშობს ხმას smile.gif ისე შემდგომში ეგეთივე პაწუკა მაგრამ "აკურატნი" უნდა გავაკეთო. ყველაზე დიდი პრობლემა ვფიქრობ იქნება ლულაზე რეზბიანი სამაგრი...

პოსტის ავტორი: ja_ja May 31 2011, 11:45 AM

cat
თუ საიდუმლო არაა რამდენი დამუხტვის მერე ისვრი ხოლმე? მე 2-3 და 4 დამუხტვა რაიმე ხმის დისკომფორტს არ მიქმნის ხოლმე და მაინტერესებს რამდენზე აქვს შენთან ხმა.

პოსტის ავტორი: cat May 31 2011, 11:58 AM

მე მინიმუმ 12ჯერ ვმუხტავ, ხანდახან 15 ან 17. ამ ღია სამიზნეთი 25-30 მეტრაში ცოკას რკინის ქილას ვარტყავ smile.gif

პოსტის ავტორი: nihontoman May 31 2011, 12:04 PM

cat
და 10-ზე მეტად რომ რაკომენდირებული არაა? შენი საქმისა შენ უკეთ იცი, მარა თოფი შეიძლება დაასამარო....

პოსტის ავტორი: cat May 31 2011, 12:33 PM

ციტატა(nihontoman @ May 31 2011, 01:04 PM) *
cat
და 10-ზე მეტად რომ რაკომენდირებული არაა? შენი საქმისა შენ უკეთ იცი, მარა თოფი შეიძლება დაასამარო....


და შენ გგონია არ ვიცი რამდენია რეკომენდირებული?

თუ უბრალოდ კომენტარი უნდა დაგეწერა, კაუნტერის გასაზრდელად?

პოსტის ავტორი: giga2010 May 15 2017, 10:03 PM

მინდა გკითხოთ, მაქვს მოდერი რომელსაც არ ვემდური და ჩემთვის იდალურად მუშაობს. მოდერით სროლისას ტყვია ქვემოთ, ესე 3სმ-ით დაბლა ხვდება ვიდრე მოდერის გარეშე. სასროლი მანძილი 18მეტრი. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა თუ უნდა ხელის შევლება

პოსტის ავტორი: pilotina May 15 2017, 10:09 PM

ციტატა(giga2010 @ 15th May 2017 - 11:03 PM) *
ეს ჩვეულებრივი მოვლენაა თუ უნდა ხელის შევლება


იცის მოდერმა მოხვედრის წერტილის ცვლილება. მთავარია ერთი და იმავე ადგილას ხვდებოდეს და არ ჰქონდეს მოწყვეტები.

პოსტის ავტორი: giga2010 May 15 2017, 10:12 PM

კი, ერთი და იგივე ჯგუფს აკეთებს, რასაც აკეთებს მოდერის გარეშე

პოსტის ავტორი: pilotina May 15 2017, 10:27 PM

ციტატა(giga2010 @ 15th May 2017 - 11:12 PM) *
კი, ერთი და იგივე ჯგუფს აკეთებს, რასაც აკეთებს მოდერის გარეშე


ესე იგი არ ყოფილა არავითარი პრობლემა. გასწორე შენს გემოზე და ისიამოვნე. smile.gif

პოსტის ავტორი: giga2010 May 15 2017, 10:32 PM

მადლობა. მოდერით სროლა მართლა სასიამოვნოა, მარა ეს ჯგუფები მამწარებს. ეგეც გამოსწორდება იმედია

პოსტის ავტორი: userman May 15 2017, 10:48 PM

giga2010

ციტატა(giga2010 @ 15th May 2017 - 11:03 PM) *
მოდერით სროლისას ტყვია ქვემოთ, ესე 3სმ-ით დაბლა ხვდება ვიდრე მოდერის გარეშე. სასროლი მანძილი 18მეტრი. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა თუ უნდა ხელის შევლება


ეს იმის ბრალია , რომ მოდერი უმნიშვნელოდ , მაგრამ მაინც ლულას ქვემოთ ექაჩება .
ყოველ შემთხვევაში მოდერი არავითარ ზეგავლენას არ მოახდენს დაჯგუფებაში , თუ რა თქმა უნდა მოდერი ცერად არ დგას ანუ თუ ტყვია არ ეხება მოდერში გავლისას მოდერს .

პოსტის ავტორი: giga2010 May 15 2017, 11:37 PM

მოდერის მუშაობა მომწონს და არც ტყვია არ ეხება გავლისას. ალბათ მაინც უმნიშვნელოდ ქაჩავს

პოსტის ავტორი: ja_ja May 16 2017, 10:20 AM

giga2010
მანდ რამდენიმე ფაქტორი იქნება

1) წონა რაც ბიჭებმა აღნიშნეს
2) ჰაერის ნაკადის მოხსნა და შესაბამისი ტრაექტორიის ცვლილება.


მოგიყვან ასეთ მაგალIტს.... ნუ ეს ცეცხლსასროლს ეხება, მაგრამ საერთო პრინციპს დაგანახებს

მეფის რუსეთის არმიაში შეიარაღაბეზე იყო მოსინის ტრიოხ ლინეიკა, ანუ დღეისათვის ჩვეულებრივი მოსინის შაშხანა კალიბრით 7.62. არმიაში იმ დროს მიღებული იყო შემდეგი პრაქტიკა, თოფის მისროლა აუცილებლად უნდა მომხდარიყო მიერთებული შტიკ ნოჟით (ვერ გავიხსენე ქართულად რა ჭირი ჰქვია მაგას), მოკლედ დამტკიცებული ფაქტი იყო რომ შტიკით სულ სხვაგან მიდიოდა ტყვია და შტიკის გარეშე სულ სხვაგან, და რადგან მაშინდელ არმიებში ხელჩართულ ბრძოლაში და შეტევაში უმეტესად შტიკით მიდიოდნენ ითვლებოდა რომ პრისტრეკლაც შტიკით უნდა მომხდარიყო.

საქმე კი იყო იმაში რომ გასროლისას ტყვიის უკან მოყოლებული ჰაერის წნევა ეჯახებოდა შტიკს და რიკოშეტირებული ჰაერის ტალღა ეჯახებოდა ტყვიას, რის გამოც ტყვიას ტავისებული ტრაექტორია ჰქონდა, ხოლო შტიკის გარეშე ეგ ჰაერის ტალღა აღარ აწიუხებდა ტყვიას და მიფრინავდა სულ სხვა ტრაექტორიით smile.gif

უმეტეს წილად იგივე ეხება ცოტა მოდიფიცირებული აზრით მოდერსაც. მოდერის პირდაპირი, ძირითადი დანიშნულება პნევმატიკაშI არის, ტყვიის უკან მომყოლი ჰაერის ნაკადის მოცილება რომ ტყვიას არაფერი არ უშლიდეს ხელს. შედეგად ჰაერის ნაკადში და ჰაერის ნაკადის გარეშე სულ სხვადასხვა ტრაექტორიით მიდის ტყვია. ხმის ამბავი მოდერებში მეორადი ეფექტია რაც ჩვენ მოგვწონს და უფრო ამ მეორესთან მიმართებაშI ასოცირდება მოდერის არსებობა, თუმცა სულ სხვა მიზნებისთვისაა მოდერი მოგონებული smile.gif

აქვე ჩემს სავარაუდო აზრსაც დავძენ რომელიც შეიძლება აფსოლუტურად მცდარიც კი იყოს, იმიტომ რომ უბრალოდ მოსაზრებაა დაარანაირი პრაქტიკული დამადასტურებელი ფაქტი ხელთ არ გამაჩნია

ჩემის აზრით მოდერის გარეშე ტყვია როდესაც ლულას ტოვებს, მას ასევე უკნიდან მოყვება ჰაერის ტალღა, პირველი სანტიმეტრები და დეცინეტრები ტყვია ამ ნაკადთან ერთად მოძრაობს და ჩემის აზრით იქმნება რაღაც ისეთივე ეფექტი როგორც თვითმფრინავის ფრთის შემთხვევაში იქმნება. შედეგად ასევთქვათ ამფრენი, ანუ ზემოთ ამწევი ძალის ეფექტი ჩნდება ტყვიის ქვედა მხრიდან, , ანუ ვერ ვხსნი როგორ მაგრამ იმის მაგივრად რომ გრავიტაციმ ეგრევე ძირს დაქაჩოს, უკან არსებული ჰაერის წნევა ქვემოდან ტყვიას ეხმარება ცოტა აფრენაში, შედეგად ცოტა უფრო მაღალი ტრაექტორია გამოდის...

ნუ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია და უმეტესწილად მოდერის გამოყენებისას ტყვია უფრო ქვემოთ მიდის, მაგრამ აქვე დავძენ რომ არის შემთXვევა როდესაც მოდერის გამოყენებისას ტყვია უფრო ზემოთ მიდის ხოლმე, ნუ მაგის ახსნა მე ჯერ არ მაქვს და ეს მეორე შემთXვევა ჩემს ზემოთ აღწერილ მოსაზრებას საერთოდ ანადგურებს smile.gif

ასე რომ ხრენ ივო ზნაიტ რა smile.gif მარა მოდერს ჰაერის მოკვეთის გამო აქვს ტარექტორიის შეცვლის ეფექტი

პოსტის ავტორი: giga2010 May 16 2017, 01:23 PM

ja_ja
მადლობა. ისეთ ლამაზ პოსტებს წერთ, ერთი სიამოვნებაა. მარტო ცოდნა ხომ არ არის, გადმოცემის უნარი. მენანება ეს პოსტები, კარგი აირგანის ვებ ჯურნალი გამოგივიდოდათ good.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Mar 1 2018, 02:16 PM

გამარჯობათ მეგობრებო, ვინმეს ხომ არ ქონია შეხება ამ ტიპის მოდერატორთან, რამდენ ამართლებს, ხომ არ იცით?
https://radikal.ru

https://radikal.ru

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 1 2018, 03:14 PM

შეხება ეგეთთან არ მქონია და მე პირდად მიმაჩნია რომ ეგეთი დანაწევრებული შეიძლება კი მომხიბვლელად გამოიყურება რაღაც ტექნოლოგიურად რომ იშლება, ზომების გაყენება შეგიძLია და სხვა, მაგრამ რეალში, დიდი შანსია სწორი მიმრთულება ანუ ერთი წრტივი ღერძI არ გქონდეს, ან რაღაც პერიოდის შემდეგ, დაშლა აწყობის მერე, შეიძLება გადაიხაროს ღერძი...

რეალური ყველა მოდერი არის ერთი ძირითადი სილინდრი და შიგნით უკვე როგორი ფორმაც გინდა, მაგრამ არა ეგეთი დაშლადი მოწყობილობა....

პოსტის ავტორი: giga2010 Mar 1 2018, 03:28 PM

ბიგუდებზე რა ნაჭერს ხმარობთ მეგობრებო?

პოსტის ავტორი: mamukaaa Mar 1 2018, 03:30 PM

თხელი ქეჩა მაქ ნახმარი და კარგია.

პოსტის ავტორი: giga2010 Mar 1 2018, 03:36 PM

ციტატა(mamukaaa @ Mar 1 2018, 04:30 PM) *
თხელი ქეჩა მაქ ნახმარი და კარგია.

რისი ქეჩა? რაში გამოიყენება ეგ ქეჩა

პოსტის ავტორი: mamukaaa Mar 1 2018, 03:40 PM

ნათესავმა მომცა,მანქანაზე ხმარობს მემგონი აბივკაზე.
მაქ თუ გინდა მოგცემ,კუკიაზე ვცხოვრობ.

პოსტის ავტორი: giga2010 Mar 1 2018, 03:45 PM

ციტატა(mamukaaa @ Mar 1 2018, 04:40 PM) *
ნათესავმა მომცა,მანქანაზე ხმარობს მემგონი აბივკაზე.
მაქ თუ გინდა მოგცემ,კუკიაზე ვცხოვრობ.

დიდი მადლობა მამუკა. გასვლას ვაპირებ ისედაც და დავძებნი რამეს, შევარჩევ.

პოსტის ავტორი: mamukaaa Mar 1 2018, 03:46 PM

კაი.

პოსტის ავტორი: userman Mar 1 2018, 04:06 PM

giga2010

ციტატა(giga2010 @ 1st March 2018 - 04:36 PM) *
რისი ქეჩა?


შეგიძლია გამოიყენო მაგიდის ტილოებად , რომ იხმარება , სხვადასხვა ფერებია : ყვითელი, წითელი, მწვანე და ასე შემდეგ .

ციტატა(ja_ja @ 1st March 2018 - 04:14 PM) *
დიდი შანსია სწორი მიმრთულება ანუ ერთი წრტივი ღერძI არ გქონდეს, ან რაღაც პერიოდის შემდეგ, დაშლა აწყობის მერე, შეიძLება გადაიხაროს ღერძი...


მართალია !

ეგ კი არა ჩვეულებრივი სტანდარტული მოდერებიც კი , ხშირ შემთხვევებში სტანდარტებში არ ჯდება ერთ ხაზზე არაა, ან რეზბა აქვს არასწორად მოჭრილი , რომელიც თვალით არ ემჩნევა . , ამისათვის ხშირად გვიწევს , ხოლმე ნახვრეტის გადიდება , რომელის გამოც ხმა იზრდება , მაგრამ სხვა გზა არაა ...

პოსტის ავტორი: sekurifa Mar 1 2018, 04:18 PM

giga2010
თხელი გუბკა კარგია ბიგუდებზე. ფერადი ქეჩაც კარგია უბრალოდ ნელნელა იპუწება და ძაფი გამოდის.

და ისე რეზინის კლაპანზე არ გიფიქრია?

პოსტის ავტორი: userman Mar 1 2018, 04:24 PM

ციტატა(sekurifa @ 1st March 2018 - 05:18 PM) *
და ისე რეზინის კლაპანზე არ გიფიქრია?


თუ მოდერატორის გამასასვლელზე გულისხმობ , მაშინ
ეფექტი კარგი აქვს , მაგრამ მალე გამოდის მწყობრიდან .
ანუ მე პირადად არ მიტაცებს .

პოსტის ავტორი: giga2010 Mar 1 2018, 05:38 PM

მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის, გაიხარეთ

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services