თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ მავნე ცხოველთა რაოდენობის რეგულირება (Pest Control) _ ნადირობა ლისზე

პოსტის ავტორი: Twister Oct 9 2010, 09:33 AM

დღეს დილით სადღაც 6საათზე გავედით ლისზე სანადიროთ, იმდენი იხვი იყო რომ რავი ძაან ბევრი მოკლედ თან დილას ნაპირთან ახლოს იყვნენ ერთი ის იყო ცუდი რომ წყალში რომ მოკლა რამე მერე გამოტანაა პრობლემა ანუ ნავი უნდა იქირაო ან ძაღლი გყავდეს, ყვავებიც ბევრნი იყვნენ, ეხლა დავდებ სურათებს და მომოვალში კიდე ვაპირებთ წასვლას ხოდა ნანადირევის სურათებს კიდევ დავამატებ.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 9 2010, 09:43 AM

ეს ნანადირევი არაა, შენ ამას არ შეჭამ, ეს არის Pets control-ი, smile.gif ამიტომაც თემა გადადის შესაბამის განყოფილებაში

პოსტის ავტორი: Twister Oct 9 2010, 10:34 AM

ja_ja
ეს უბრალო გასვლა იყო ანუ "დაზვერვა" და ამ თემაში ვაპირებდი მომოვალ კვირას მონადირებული იხვების დადებას.
ეხლა ვიდეოს ავტვირთავ იხვს ვესროდით და 1 ცალი მოვკალით მაგრამ როცა გამოტანაზე მიდგა საქმე ნავები დაკეტილი იყო და ვერც ვერაფერი ვქენით.

http://www.myvideo.ge/?video_id=1086452 ესეც ვიდეო

ხარისხზე ბოდიშით ჩემი მობით ვიღებდით

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 9 2010, 11:49 AM

Twister
ვიდეო არ იხსენება

პოსტის ავტორი: cz80 Oct 9 2010, 11:50 AM

Twister
დარწმუნებული ხარ რო იხვები იყვნენ? smile.gif

მაქსიმუმ ლისუხა ყოფილიყო smile.gif

პოსტის ავტორი: Twister Oct 9 2010, 12:10 PM

geojorjika
როგორ არ იხსნება, ახლიდან სცადე ზოგჯერ myvideo ჭედავს ხოლმე
cz80
კი ხმაზე და რავი allstar -ის 40X ოპტიკით ეგრე გამოჩნდა, და რომ ვიკითხე იხვებიაო მაგრამ ვერ ფრინავდნენ biggrin.gif თუ არ გაფრინდნენ არ ვიცი ანუ რომ ვესროდის და აცდებოდა ჩაყვინთავდნენ და მერე 7-10 მეტრაზე ამოვიდოდნენ ხოლმე biggrin.gif

ისე მაინტერესებს ჩემი თოფით რომ ვესროდი ხოლმე ტყვია წყალზე ისეთ რაღაცას აკეთებდა როგორც ქვა გაგიცურებია წყალზე, ანუ წყალს რომ შეეხებოდა მერე 30 მეტრზე ისევ ეხებოდა წყალს და 2-3 ეგრე აკეთებდა, და მაინტერესებს ტყვია წყალს რომ შეეხებოდა და ჩავიდოდა წყალში მერე ამოვიდოდა ხოლმე თუ ქვის გაცურების პონტი იყო?

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 9 2010, 12:20 PM

Twister
მოერიდე გაშლილ წყალსე სროლას, საშინელ რეკაშეტს აკეთებს და მოკლავ ვინმეს, ეგეთ ადგილებშ უნდა ისროლო ბრტელთავიანი ტყვიებით რომ არ აისხლიტოს, ამიტომ არის გეკოთი რომ ერიდებიან ეგეთ ადგილებშ ნადირობას

პოსტის ავტორი: Twister Oct 9 2010, 12:24 PM

geojorjika
ხო მეც გლუვ თავიანი ტყვიები მქონდა წაღებული "field target trophy power", თან დილის 6-7-8 საათებში მანდ ხალხი თითქმის არ დადის, და მაინც მაინტერესებს ტყვია რას აკეთებს ანუ წყლის ქვემოთ ჩადის თუ ზემოდან გადადის ხოლმე?

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 9 2010, 12:25 PM

Twister
არა წყლის ზედაპირზე სრიალებს

პოსტის ავტორი: koknar Oct 9 2010, 12:59 PM

ლისზე იხვების ხოცვა მგონი არ უნდა იყოს მთლა საამაყო. pest -ების შემუსვრა სულ ხვაა. მეც შემოგიერთდებოდით სიამოვნებით.

პოსტის ავტორი: Twister Oct 9 2010, 01:11 PM

koknar

ციტატა
იხვების ხოცვა მგონი არ უნდა იყოს მთლა საამაყო

საამაყო რა შუაშია უბრალოდ 70-100 მეტრზე ახლოს არ მოდიოდნენ ასე რომ მორტყმა ადვილი არ არის, თან ხომ არ გაანადგურებ 1-2 მოკლავ (3-4 კაცს ეყოფა დიდები იყვნენ) რომელსაც პატარა ჭუკები არ მოყვება და გამოიტან და გასინჯავ მე არასდროს არ მიჭამია იხვი, ამიტომ დიდი მუღამი მაქვს smile.gif

პოსტის ავტორი: koknar Oct 9 2010, 02:02 PM

მე იხვები კი არ მეცოდება, მანდ ნადირობა არ შეიძლება და გდიები რო დაგადგნენ არ გაგიწორდება. ეგაა და ეგ smile.gif

პოსტის ავტორი: Twister Oct 9 2010, 02:13 PM

koknar
რავი მანდ პატრულმაც დაგვინახა რომ ვიყავით და კი გვითხრეს მეტყევეები დადიანო მაგრამ არაფერიც არ იყო, დილის 6 საათზე ვის სცალია biggrin.gif

პოსტის ავტორი: foxi Oct 9 2010, 11:19 PM

თუ ნადირობას აპირებ,ურიგო არ იქნება გაეცნო საქართველოს ნადირ ფრინველს. მე პირადად ყველას გირჩევთ შეიძინოთ წიგნი, რომელიც მაღაზია ქარავანში იყიდება. მშვენიერი წიგნია, სანადირო ნადირ ფრინველებზე.

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 9 2010, 11:32 PM

foxi
ეგ წიგნი ისეთი @(*^$@$&%@(5 ფორუმზეა დაწერილი საიდანაც ყველა გამოიქცა smile.gif და მაგათი ადმინი ნუ აღარ ვიტყვი რა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif:

და მაგ ფორუმზე გამოვხატე ჩემი უკმაყოფილება , სადაც ერთი პიროვნება აშკარად აკეთებდა ტავისი საქონლის რეკლამირებას და ყველა რჩევაზე ამბობდა რომ ის საქონელი რომლიც მაგათ მაღაზიაშI არ იყიდება ნაგავია და მარტო ისე ვარგა რომელიც ქარავანშI იყიდება , და იცით მაგათმა ადმინდა რა მიპასუხა? ჩვენ ხელშეკრულება გავაფორმეთ ქარავანთან და აქვთ მაგათ რეკლამის გაკეთების უფლებაო ...... მეთქი კარგად იყავით. ლიჟბი საქონელი გაასაღებიბონ და კიდიათ ფორუმზე ობიეტური ინფო იქნება თუ მიკერძოებული .

თფუი რა

პოსტის ავტორი: foxi Oct 9 2010, 11:37 PM

geojorjika

მთავარი ის არის რომ მანდ ფერადი სურათები ბევრია და ვიზუალურად დამახსოვრებაც ადვილია.
ასევე დაწვრილებით არის აღწერილი მათი ბინადრობა. ფორუმიდან ვინ სად გარბის ეგ აღარ არის საინტერესო ამ შემთხვევაში.

პოსტის ავტორი: iorama Oct 10 2010, 01:33 AM

მგონი ეგ იხვი პადსტავნოი იყო.რამდენი ესროლე და კიდევ არ გაფრინდა biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Oct 10 2010, 01:51 AM

ციტატა(iorama @ Oct 10 2010, 03:33 AM) *
მგონი ეგ იხვი პადსტავნოი იყო.რამდენი ესროლე და კიდევ არ გაფრინდა biggrin.gif biggrin.gif

+1111111111 lol2.gif lol2.gif

პოსტის ავტორი: Allstar Oct 10 2010, 09:15 AM

iorama
არვიცი რაიყო მარა ისეთი ადგილებიდან ვესროდით ყოველთვის რომ ვერ წვავდა რა იყო აღზნებული თევზი თუ ბზიკი და გარბოდა მიმართულების გარეშე ლიჟბი გაქცეულიყო smile.gif

პოსტის ავტორი: Twister Oct 16 2010, 03:52 PM

დღეს გავლით ვიყავი ლისზე და ჩემი ციფრულით გადავუღე ერთერთ იხვ თუ რაც არის biggrin.gif
http://imghost.ge

პოსტის ავტორი: cz80 Oct 16 2010, 04:00 PM

ციტატა(Twister @ 16th October 2010 - 04:52 PM) *
დღეს გავლით ვიყავი ლისზე და ჩემი ციფრულით გადავუღე ერთერთ იხვ თუ რაც არის

ნაჩიფეხაა თუ არ ვცდები wink.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 16 2010, 04:01 PM

Twister

ციტატა(Twister @ 16th October 2010 - 04:52 PM) *
დღეს გავლით ვიყავი ლისზე და ჩემი ციფრულით გადავუღე ერთერთ იხვ თუ რაც არის

ნაჩიფეხა!

ჩვენც იხვი, ბატი და ასე შედმეგ გვეგონა. ძალიან ბევრი წვრილი ძვლები აქვს, ლამით თევზივითაა ბლიაძ biggrin.gif მკერდის ხორციდან მგონი 10-15 წვრილი ძვალი ამოვიღე, ისეთივე პონტია რავარც ინდაურის ბარკალი რომაა გავსებული ძვრილი მყესებით.

პოსტის ავტორი: cz80 Oct 16 2010, 04:10 PM

Twister
http://pix.ge/

ეგრე გამოიყურება თეფშზე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: foxi Oct 16 2010, 04:12 PM

cz80

იფ იფ იფ. ეხლა მწვადები გეახელით მაგრამ ამის დანახვაზე ნერწყვი მომივიდა აი. მაინც ბალი.... სულ სხვაა.

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 16 2010, 04:17 PM

cz80

ციტატა(cz80 @ 16th October 2010 - 05:10 PM) *
ეგრე გამოიყურება თეფშზე

ბარკალი ვიცანი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: davitius1 Oct 16 2010, 04:17 PM

თბილისის ზღვაზეც არიან მარა რათგინდა, რომც გაარტყა ვერ გამოიტან.

პოსტის ავტორი: Twister Oct 16 2010, 04:19 PM

ეგ პატრას გადავუღე დიდები არ ჩანდნენ, თორე 2 მაგხელაა smile.gif
ისე გემრიელია?

davitius1
ეგრე რატო ამბობ, ლისზე ნავის ქირაობა მოსულა და მეთევზეებზე აქირავებენ ხოლმე smile.gif

პოსტის ავტორი: foxi Oct 16 2010, 04:24 PM

ციტატა(Davitius1 @ 16th October 2010 - 05:17 PM) *
თბილისის ზღვაზეც არიან მარა რათგინდა, რომც გაარტყა ვერ გამოიტან.


ეტყობა არ გინახია cz რას ცურავს,იმენა მაგარი ივაშკაცა.

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 16 2010, 04:27 PM

Twister

ციტატა(Twister @ 16th October 2010 - 05:19 PM) *
ეგრე რატო ამბობ, ლისზე ნავის ქირაობა მოსულა და მეთევზეებზე აქირავებენ ხოლმე

და ამასობაში ხელში თოფი გიჭირავს და ეუბნები ნავის ქირაობა მინდა სათევზაოთო ხომ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Twister Oct 16 2010, 04:28 PM

ja_ja
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მაგ დროს დელიკატურად უნდა გააკეთო smile.gif

პოსტის ავტორი: name Oct 17 2010, 12:18 AM

ციტატა(cz80 @ Oct 16 2010, 05:10 PM) *
Twister
http://pix.ge/


რა მადის ამხძვრელად გამოიყურება good.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Oct 17 2010, 12:09 PM

ესა იხვია თუ ლისის მონსტრი biggrin.gif მართლა, ეს იხვია? ასეთები არ ვიცოდი მე....

შემიძლია დავიფიცო რომ ეხლახანს აქ ვიღაცის პოსტი იყო წყალში მოცურავე იხვის სურათით... სად წავიდა?

თუ არ აპირებთ დაოპოსტვას, ნუ დაპოსტავთ და მერე ნუ შლით ხალხო....

პოსტის ავტორი: Twister Oct 23 2010, 08:06 PM

დღეს დილის 6 საათისთვის მე და allstar-მა გავაჭერისთ ლისზე, (რა თქმა უნდა ლიცენზია გვქონდა)
http://imghost.ge

იმ ფრინველის მოსანადირებლად "ნაჩიფეხა" smile.gif , მაგრა გვაინტერესებდა რა გემო ქონდა smile.gif
და ჩვენც 2 ცალი მმოვიდადირეთ (მეტი არ მოგვინადირია მაინც პირველად უდნა გვეჭამა).
http://imghost.ge

ისე აქ რომ ეწერა "როგორ გამოიტანთ წყალში მოკლულს? ვინ მოგაქირავებთო ნავს-სო?"
ესეც პასუხი smile.gif

http://imghost.ge
გამოტანაზე არანაირი პრობლემა არ გვქონია ნავი 2 ლარად ვიქირავეთ და გამოვიტანეთ smile.gif ისე 1 საათი 10 ლარი ღირს (რააამბავია ტოო)

როგორც აქ ეწერა ბევრი ძვლები აქვსო, არ იყო ეგრე ნორმალურად ქონდა როგორც ფრინველს აქვს ხოლმე smile.gif და გემო მართლა გინდ ეს გიჭამია გინდ უფხო თევზი biggrin.gif,



P.S. მოდერს ვთხოვ გადაიტანოს ეს თემა "ნადირობა პნევმატიკით" განყოფილებაში.

პოსტის ავტორი: cz80 Oct 23 2010, 08:10 PM

ციტატა(Twister @ 23rd October 2010 - 09:06 PM) *
და გემო მართლა გინდ ეს გიჭამია გინდ უფხო თევზი

თავისებური მომზადება უნდა მაგას ჯიგარ wink.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Oct 23 2010, 08:12 PM

ეგ კი კარგია, მაგრამ მოიცათ კაცო ცოტა ხანიც, 1 კვირაში იხსნება ნადირობის სეზონი იხვებზე და მისი ოჯახის წარმომადგენლებზე. ფორუმზე ნუ პოსტავთ მსგავს რამეებს ამ ერთი კვირის განმავლობაში.

სხვა შემთხვევაში გამოდის ბრაკონიერობა smile.gif

პოსტის ავტორი: Twister Oct 23 2010, 08:13 PM

Power_VANO
რავი აბა იქ პოლიცია იქ იყო smile.gif პრობლემა არ შეგვქმნია და როგორც ვიცი გადამფრენ ფრინველზე გახსნილია ნადირობა, ვცდები?

პოსტის ავტორი: cz80 Oct 23 2010, 08:14 PM

ციტატა(Twister @ 23rd October 2010 - 09:13 PM) *
როგორც ვიცი გადამფრენ ფრინველზე გახსნილია ნადირობა, ვცდები?

წყალმცურავებზე 1 ნოემბრიდან იხსნება სეზონი...


პოსტის ავტორი: Twister Oct 23 2010, 08:15 PM

cz80
მომზადება მგონი ვიცი:
სოდიანი წყალი უნდაო, მოხარშვა გადასხმა და მერე შეწვაო,
სხვნაირად თუ უნდა დამიწერეთ, როგორ?

პოსტის ავტორი: Power_VANO Oct 23 2010, 08:16 PM

Twister
გადამფრენ ფრინველს გააჩნია.

მწყერზე და ქედანზე გახსნილია, მაგრამ იხვზე, და ზოგადად წყალმცურავებზე, 1 ნოემბერს იხსნება და გრძელდება 1 მარტამდე.

ასევე ტყის ქათამზეც გახსნილია უკვე სეზონი.

პოსტის ავტორი: cz80 Oct 23 2010, 08:17 PM

ძმრიან წყალში ადუღე კარგად...
მერე შებრაწე wink.gif
ცოტა ლიმონიც უხდება ...

არანაირი თევზის გემო..აგერ ჯაჯა და კოკნარაც დამემოწმებიან wink.gif


ციტატა(Power_VANO @ 23rd October 2010 - 09:16 PM) *
ასევე ტყის ქათამზეც გახსნილია უკვე სეზონი.

სეზონი კი გაიხსნა მარა,სადაა რო..ალაგ ალაგ თითო ოროლას თუ ნახულობენ smile.gif

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Oct 23 2010, 08:23 PM

Twister
პირველ რიგში კარგად შეგიფასებთ ნანადირევს, მაგრამ სურათიდან გამიჩნდა კითხვები:
1.რამდენ მეტრზე მოინადირეთ?
2.რომელი იარაღებია? თუ არ ვცდები ხაჩიკა უნდა იყოს ერთერთი ტუ მარადიორი
3.ეგ კამუფულიაჟი სად იყიდე? თვითონვეა წებოიანი? ხეზე ვარგა ხომ მაგის დამაგრება? მალმალე უნდა გამოცვლა თუ ერთი რაკი დააკრავ კაი ხანი გაზლებს? დაახლოებით რამდენ ხანს ძლებს? მართალია რომ ყოველი ნესტიანი დღის მერე უნდა გაშრობა და ხელახლა დაკვრა?

პოსტის ავტორი: Twister Oct 23 2010, 08:41 PM

Power_VANO
არ ვიცოდი სეზონის შესახებ sad.gif

cz80
მადლობა რჩევისთვის მომოვალში ეგრე ვიზავ smile.gif

ReMiNgToN
1. 50-65 მეტრ-ზე
2. allstars-ქონდა მარადა მე ჰაჩიკა 85
3. ეს კამუფლიაჟი ვიყიდეთ gregory-სთან და თვითონვეა წებოვანი გვიყენია სადღაც 1 თვე იქნება და პრობლემა არ გვაქ, allstar-მა თოფის დასაცავად იყიდა მაინც ხისაა და მე კიდე თოფს რომ ვიდი ქონდეს მაგიტომ ვიყიდე. მე ერთხელ მაგარ წვიმაში მოვყევი და თოფი მაგრა დასველდა, მაგრამ მაგას გაშრობა და ხელახლა დაკრობა არ დაჭირდა smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 23 2010, 11:10 PM

ReMiNgToN
Twister
ორივეს მოგწერეთ წერილები, და სანამ წამიშლია პოსტები, ორივემ სასწრაფოდ გამოასწორეთ, თორემ მერე მე ვიქნები იძულებული ჩავერიო და ნუ გეწყინებათ.

პოსტის ავტორი: davitius1 Oct 25 2010, 08:52 PM

ციტატა(Power_VANO @ Oct 23 2010, 09:16 PM) *
Twister
გადამფრენ ფრინველს გააჩნია.

მწყერზე და ქედანზე გახსნილია, მაგრამ იხვზე, და ზოგადად წყალმცურავებზე, 1 ნოემბერს იხსნება და გრძელდება 1 მარტამდე.

ასევე ტყის ქათამზეც გახსნილია უკვე სეზონი.

პნევმატიკის მფლობელებს მოგვცემენ ლიცენზიას?

პოსტის ავტორი: Twister Oct 25 2010, 09:26 PM

davitius1
კი აძლევენ.

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 25 2010, 10:37 PM

davitius1

ციტატა(Davitius1 @ 25th October 2010 - 09:52 PM) *
პნევმატიკის მფლობელებს მოგვცემენ ლიცენზიას?

ლიცენზია არის გადარიცხვის საბუთი, რომელზეც წერია რომელ ანგარიშზე და როდის გადარიცხე ტანხა, პლიუს დანიშნულება, ანუ რისი თანხა გადარიცხე. ვსიო. ბანკშI არავინ გეკითხება კონკრეტულად რომელ არსებაზე აპირებ წასვალას, რომელი კალიბრის თოფი გაქვს და გაქვს თუ არა მაგ იარაღის ტარების ან გამოყენების ნებართვა.

ახლა ეგ როვ ვასწავლო ალბათ ოპერატორებს ... ტეტუუუ მწყევლი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მაგათ რა გააგებინებს მაგას ყველაფერს

პოსტის ავტორი: Allstar Nov 28 2010, 07:52 PM

ესეც შაბათს ვიყავით და მოვინადირეთ smile.gif
ქროსმანის პრემიერები ვესროლე 50-60 მეტრიდან და 2 ტყვიაც გავარტყი ერთს მაინც ცოცხალი იყო, ამის მერე ჰანთერი უნდა წავიღო რა.. სანამ თავს არ გაუხვრიტავ არ კვედბიან biggrin.gif.


ეს უკვე გაკეთებული biggrin.gif


ხო რაც შეეხება გემოს , ნუ თუ საწებლით ლიმნით და ა.შ გააკეთებ იასნა გემრიელია მარა სუფთად ხორიც აქ ქათმისავით ...

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 28 2010, 07:56 PM

Allstar
კარგია კარგი , ბარაქა. ისე წვნიანის გაკეთება არ გიცდია? წლის ფრინველის წვნიანი უფრო გემრიელია, ისე უბრალოდ შემწავრს მშრალი ხორცი აქვს და ცოტა უხეში, ასევე კარგია ჯერ თუ მოხარშავ და მერე შეწვავ, უფრო ნაზი ხორცი ექნება , მოხარშვა კი ორთქლზეჯობია smile.gif

პოსტის ავტორი: tengo Nov 28 2010, 07:56 PM

ციტატა(Allstar @ 28th November 2010 - 07:52 PM) *
სანამ თავს არ გაუხვრიტავ არ კვედბიან

და, რა მოინადირე?

პოსტის ავტორი: Allstar Nov 28 2010, 08:30 PM

tengo
სახელი არვიცი ამ თემაში რაზეცაა დავა და სურათებიც როა ეგ ...
geojorjika
კი მოიხარშა ჯერ მერე შეიწვა და მაგარი ხოცრზე რო გითხრა მაგარი აქვს თქო ნამდვილად არა ... რბილი აქ ქათამივით .. ცოტახანშიდ ავყრი სურათებს smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 28 2010, 08:32 PM

Allstar
ნაჩიფეხაა

პოსტის ავტორი: nemenca Nov 29 2010, 09:42 AM

Twister
კამოპლირება როგორ გაუკეთე შეგიზლია ამიხსნა? ნავზე 125 შევამჩნიე და მეც ეგეთი მაქ smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Nov 29 2010, 10:20 AM

nemenca
მაგნუმში იყიდება ეგ კამუფლაჟის ლენტი, ღირს 12 ლარი smile.gif

პოსტის ავტორი: foxi Nov 29 2010, 11:29 AM

Allstar

ყოჩაღ! გაიხარე გამიხარდა. ასეთი ნადირობა მაგრათ მომწონს. თან მოგიმზადებია და მიგირთვია. შეგერგოს.

პოსტის ავტორი: iorama Nov 29 2010, 11:49 AM

Allstar

კარგად მოგინადირებია ძმაო. სულ შედეგიან ნადირობას გისურვებ.

მე გუშინ მართალია ქარი იყო.მაგრამ მტკვარზე ჩავუსეირნე ყვავებს და კიდევ ერთხელ ვაღიარე JSB-ს ხარისხი ნადირობაში.
მართალია არცერთი გამჭოლი ჭრილობა არ იყო,მაგრამ აბსოლიტურად ყველა მოხვედრა ყვანჩოს პარალიზებით დამთავრდა.

geojorjika-მ კარგი გირჩია.წყალფრინველებისგან საუცხოო წვნიანი გამოდის.თან თუ იქვე მოამზადებ შეშაზე ხომ საერთოდ.შემდეგი ნადირობა იქვე ქვაბით მოაქწყვე wink.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Nov 29 2010, 12:08 PM

iorama
მერე გამჭოლი რომ არ იყო ჭრუილობა, მაგიტომაც დაპარალიჩდნენ ყვავები, თორე გესროლა პრემიერი, ისე გადირკავდა, ვერც გაიგებდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Allstar Nov 29 2010, 12:58 PM

nemenca
125 არაა ეგ ეგ არის მოდ 85 smile.gif და გრიგოლთან მიდი და მაგისგან ვიყიდეთ 10 მეტრია თუარვცდები.
iorama
foxi
გაიხარეთ.... ხო ნუ შემდეგში შევეცდები რამე უფრო ორიგინალურად მოვამზადო ან იქვე ტყეში ან სადაც ვიქნები იქ ოღონდ შეშაზე smile.gif

პოსტის ავტორი: Twister Nov 29 2010, 02:34 PM

nemenca
ჩემი 85-ია როგორც ზემოთ გითხრეს ბატონ გრიგოლს აქვს.
Power_VANO
მაგნუმში რომ ვიკითხეთ თითქმის ორმაგი ფასი გვითხრეს 10 მეტრი 22 ლარიო

პოსტის ავტორი: Power_VANO Nov 29 2010, 03:20 PM

Twister

ციტატა(Twister @ 29th November 2010 - 03:34 PM) *
მაგნუმში რომ ვიკითხეთ თითქმის ორმაგი ფასი გვითხრეს 10 მეტრი 22 ლარიო

ეგ დიჯიტალი ღირს მაგდენი. ის უფრო სქელია.

ეს არის ვუდლენდი, 12 ლარიანი.

პოსტის ავტორი: nemenca Nov 29 2010, 03:38 PM

Twister
გაიხარე smile.gif

გაიხარეთ მადლობა ყურადღებისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: Twister Nov 29 2010, 04:33 PM

Power_VANO
თან ძლივს გავაგებინე biggrin.gif იმენა არ იცოდნენ რას ვეკითხებოდი biggrin.gif

პოსტის ავტორი: davitius1 Nov 29 2010, 08:28 PM

ციტატა(nemenca @ Nov 29 2010, 03:38 PM) *
Twister

როდის შევეხმიანოთ გრიგოლს? ვიყიდოთ ჩვენც!

პოსტის ავტორი: Twister Nov 30 2010, 02:01 PM

davitius1
PM მიწერე ან დაურეკე:
tel: (8xx) xx-xx-xx

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 30 2010, 03:32 PM

Twister
ნომერი ჩავასწორე და ღიად ნუ დადებ ნურც ფოსტის მისამართს და ნურც ტელეფონის ნომერს, ეგ ყველაფერი ერთმენეთთან PM-ში მიიწერეთ ხოლმე.

პოსტის ავტორი: Twister Nov 30 2010, 07:00 PM

ja_ja
თავისივე საიტზე უდევს ნომერი და რა არის დასამალი? smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 30 2010, 07:35 PM

Twister

ციტატა(Twister @ 30th November 2010 - 08:00 PM) *
თავისივე საიტზე უდევს ნომერი და რა არის დასამალი?

ვის კაცო?

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 30 2010, 07:37 PM

ja_ja
გრიგოლის

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 30 2010, 09:55 PM

აა გრიშას ნომერი იყო? არ დავკვირვებივარ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მეგონა Twister-მა თავისი ნომერი დაპოსტა და.... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


მაპატიეთ ბიძIებო ბაბუებო

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 30 2010, 09:56 PM

ციტატა(ja_ja @ Nov 30 2010, 10:55 PM) *
აა გრიშას ნომერი იყო? არ დავკვირვებივარ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მეგონა Twister-მა თავისი ნომერი დაპოსტა და.... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


მაპატიეთ ბიძIებო ბაბუებო


მიპატიებია smile.gif

პოსტის ავტორი: bazuka Dec 1 2010, 02:48 PM

მეცც მიპატიებია rofl.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 1 2010, 04:09 PM

geojorjika
bazuka
თქვენ რა გინდათ საერთოდ ჰააა? ქართული ფილმისა არ იყოს ღორი არაფერს მეუბნება და თქვენ რა გინდათო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მესმის Twister-მა მოიწეროს ეგ, მარა თქვეენ!!! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: gregory Dec 1 2010, 06:48 PM

რა ამბავი აწეულა ჩემ ნომერზე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Twister Dec 1 2010, 06:58 PM

ციტატა
რა ამბავი აწეულა ჩემ ნომერზე


+1

biggrin.gif biggrin.gif იმენა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Allstar Dec 1 2010, 07:02 PM

არადა ერთი სურათი მაქ თითზე რო მკბენს იხვი biggrin.gif წყლიდან ვერ ამომყავს სანამ შუბლზე არ მიედო 4.5 biggrin.gif
Twister
შენკიდე რას შვრები ბიჭო შემეხმიანე...

პოსტის ავტორი: Twister Dec 1 2010, 07:10 PM

Allstar
დადე მერე biggrin.gif

პოსტის ავტორი: Leonce Dec 1 2010, 09:59 PM

აუ აქ რა გემრიელი სურათები იდო საღოლ თქვენ wub.gif wub.gif


ყველაზე ძალიან ნანადირევის გაკეტება მძულს გინდ სატევზაოდ გინდ სანადიროთ რომ მივდივა ჯერ ხალხს ვუტანხმდები ხოლმე თუ რამეს დავიჭერს ან მომვკლავ რომ გამიკეთონ smile.gif ნუ რა თქმა უნდა 30 % მინუსში მივდივარ ხოლმე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Allstar Dec 7 2010, 02:54 PM

აუ როგორ მოვამზადო ხომარ იცით მონადირებული ფრინველი? კერძოდ ქედანი?

პოსტის ავტორი: Power_VANO Dec 7 2010, 08:25 PM

Allstar
აი ასე: http://www.airgun.ge/forums/index.php?showforum=51

პოსტის ავტორი: lashiko_20184 Dec 7 2010, 08:44 PM

ციტატა(Allstar @ Dec 7 2010, 02:54 PM) *
აუ როგორ მოვამზადო ხომარ იცით მონადირებული ფრინველი? კერძოდ ქედანი?

მაყალზე ძაან მაგარია ...

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services