თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ფორუმის შესახებ... _ ფორუმის ბირთვის განახლება

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 25 2016, 09:41 PM

ესეიგი ბოლო რამდენიმე თვეა ვჩალიჩობ იმაზე რომ ფორუმი და საიტი ახალ ბირთვზე გადავიყვანო, როგორც იქნა ნორმალურად მოვახერხე კონვერტაციის გეგმის გაკეთება...

შედეგად ახალი ბირთვი მოგვცემს ახალ შესაძლებლობებს, დამატებით ფუნქციონალს, უბრალოდ თავიდან ცოტა უჩვეულო იქნება ალბათ და აი დიზაინი ვერაფრით ვერ მოვარგე ჯერჯეროგით ისეთი როგორიც ეხლა გვაქვს.

ახლა რატომ ვწერ ამ ინფოს... ესეიგი განახლებას სჭირდაბა გარკვეული პროცესები რომელიც საკმაო დროს მოითხოვს, შეიძლება 1 დღეშიც მოესწროს, მაგრამ რეალში 2 დღე იქნება საჭირო. ამიტომაც წინასწარ ვიწყებ თქვებს შემზადებას smile.gif

ჯერ განახლებას არ ვაპირებ, შეიძLება კაი 1 თვე ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმში მქონდეს ბირთვი ლოკალ კომპიუტერზე, ხვალ დაგიყრით რამდენიმე სკრინს ახალი ბირთვიდან და გადახედეთ ერთად რაღაცეები განვიხილოთ, როდის როგრო დავგეგმოთ და....

P.S. ახალ ბირთვს ბევრი რაღაც ისეთი სიახლე აქვს რომ ალბათ ყველაფერ ერთად ვერ ჩავრთავ, ლამის მთელი ცალკე რესპუბლიკაა, თავისი გალერეებით, სტატიებით, ბლოგებით დაუნლოადებით და რავიცი, პროსტა მაგდენი ფუნქციონალი დღეს ჩვენ არც კი გვაქვს დაგეგმილი smile.gif ასე რომ მაგას ყველაფერს ალბათ ნელნელა ჩავრთავ და გავაფართოვებთ ფუნქციონალს

პოსტის ავტორი: pilotina Feb 25 2016, 10:38 PM

ja_ja

საინტერესოა. გელოდებით, ვნხოთ აბა რა გამოვა.

პოსტის ავტორი: gela Feb 25 2016, 10:39 PM

ja_ja
მივესალმებით სიახლეებს, მომწონს იდეა და შემართება ჯაჯა უმფროსო smile.gif)

პოსტის ავტორი: okela84 Feb 26 2016, 12:07 AM

იმედია არ დამძიმდება

პოსტის ავტორი: ბაიკერი Feb 26 2016, 12:51 AM

ძალიან მაგარია. ველით სიახლეებს

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 26 2016, 08:59 AM

აი უხესად რა ფორმა იქნება, ნუ ჯერ ლოგო და ჩვენი ფორუმის ფერები არ მაქვს დაყენებული, ეხლა კაკრაზ პორტალის ჩამატებას ვეჩალიჩები და რომ მოვრჩები მერე გადავალ სამოსის ჩამოცმაზე smile.gif


















პოსტის ავტორი: pilotina Feb 26 2016, 11:13 AM

სიმპატიჩნად გამოიყურება.
კითხვა ასეთი მაქვს: ინტერფეისი მარტო ინგლისური იქნება თუ ჩადებულია ენის არჩევის შესაძლებლობა?

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 26 2016, 11:15 AM

ენა მთლიანად გადასაქართულებელი მაქვს... სამწუხაროდ ქართული ენის პაკეტი ვერ ვნახე ამ ვერსიისთვის, აი ეგეთი მელკი რაღაცეებისთვის მინდა 1 თვე თორემ გადაყვანა ახლავე შეიძლება, პროსტა ენა იქნება ინგლისური, და ფორმა იქნება დეფაულტი და არა ჩვენი საფირმო ფერები....

პოსტის ავტორი: okela84 Feb 26 2016, 11:33 AM

ja_ja
ჯაჯა ფოვერ ვანოსთანაც გირჩევდი კონსულტაციების გავლას, overclockers.ge-ზეც იგივეა მგონი და შედარებით მძიმე იქნება ეხლანდელთან შედარებით


ჩემი ხმა ძველ ძრავს, მაგრამ გადაწყვეტილი ამბავია უკვე როგორც ჩანს biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 26 2016, 12:48 PM

okela84

ციტატა(aleqsandre @ 26th February 2016 - 12:33 PM) *
ჩემი ხმა ძველ ძრავს, მაგრამ გადაწყვეტილი ამბავია უკვე როგორც ჩანს

საქმე იმაშია რომ ძველ ძრავზე უკვე პრობლემებია, ანუ ჯერესერთი შეტევები და დირკები, მეორეც ფიზიკურად ჰოსტინგ კომპანია ახალ ვერსიაზე რომ გადადის ჩვენ ვრჩებით აიუტში...

ანუ მოვა დრო როდესაც ჰოსტინგი იტყვის მე გადავდივარ ახალ PHP-MYSQL-ზე და ან განახლება გააკეთეთ ან აბა პაკაო... უკვე ლამის წავაწყდი ეგეთ მომენტს... პლიუს არის მომენტი როდესაც რაღაც ახალ ფუნქციონალს არსებულ ჰოსტინზე ვერარ ვამატებ იმიტომ რომ ვერსიებია ძველი, მაგალიტად ამოვიდა ყელში სხვა კანტორების აპლოადინგები რომლებიც როდესაც უნდა შლიან ატვირთულ ფაილებს, აქ რომ დავაყენო ნორმალური მუშა უკვე ითხოვს ახალ ვერსიას, ახალ ვერსიაზე ფორუმი არარ მუსოაბს და ვარ ასე გაჭედილი smile.gif

გვინდა თუ არ გვინდა მაინც შევასკდებით მაგ კედელს და ჯობია მზად ვიყოთ ვიდრე მართლა შევასკდეთ და sad.gif

პლიუს ძველ ვერსიას უკვე პრობლემები აქვს ბროუზერებთან, და ერთ დრესაც პროსტა აღარ გაიხსნება საიტი sad.gif

პოსტის ავტორი: SVD Feb 26 2016, 01:05 PM

ოვერ2ლოქერის ძრავია ეს ტო.ჩემი ხმაც ძველს

პოსტის ავტორი: okela84 Feb 26 2016, 01:09 PM

ja_ja

ციტატა(ja_ja @ 26th February 2016 - 01:48 PM) *
მეორეც ფიზიკურად ჰოსტინგ კომპანია ახალ ვერსიაზე რომ გადადის ჩვენ ვრჩებით აიუტში...

ჰო ეგ არ ვიცოდი.

ციტატა(ja_ja @ 26th February 2016 - 01:48 PM) *
როდესაც უნდა შლიან ატვირთულ ფაილებს

ფოტო მასალას თუ გულისხმობ, მართლაც მასეა და ვიდეოს რაც შეეხება, იუთუბი საკმაოდ სანდო ხარისხიანი და სწრაფია, ნუ ეხლა ჩემი თქმა რათ გინდა გეცოდინება რა დონეზეა მაგათი ინფრასტრუქტურა.

კონკრეტულად ეს ძრავი ვიგუსიხლმე. ვიზოალით ვიცანი. overclockers-ზეც იგივე იყო მგონი ამის წინ და როგორც მახსოვს საკმაოდ ცუდი გამოხმაურებეი ქონდა და მერე რა ქნეს არ ვიცი.

მე მაინც ამიწევია ორივე ხელი, უკეთესი რჩევა არ მაქვს. ნაწილობრივ იძულებითი ნაბიჯი ყოფილა და ის არგუმენტიც ძალას კარგავს რომელიც სიმსუბუქეს ეხებოდა

P.S

ეხლა რო შემოვდივარ აირგანზე, ისე სწრაფად რეფრეშდება და ხდება ყველა მოქმედება რო მგონია D დისკზე მაქვს მთელი აირგანი

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 26 2016, 07:50 PM

okela84

ციტატა(aleqsandre @ 26th February 2016 - 01:09 PM) *
ეხლა რო შემოვდივარ აირგანზე, ისე სწრაფად რეფრეშდება და ხდება ყველა მოქმედება რო მგონია D დისკზე მაქვს მთელი აირგანი


ნუ ჰო მამენტ მესმის შენი, მარა ეს ბირთვი არის 2006-2007 წლის და კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინტერნეტისთვის კიდევ 9-10 წელი ლამის მთელი ათასწლეულია....

პოსტის ავტორი: Power_VANO Mar 27 2016, 09:33 PM

ja_ja
ხელოუ, მისტერ! smile.gif

მართალი თქვეს ბიჭებმა, overclockers.ge-ზე იგივე ძრავი მაქვს მე. ნუ იმ განსხვავებით, რომ ძრავი ნაყიდია იქ, ყოველთვის ბოლო ვერსიები მაქვს. აქ ნულიფიცირებული რომელი ვერსია გაქვს შენ ტესტ რეჟიმში? ახლა ოფიციალურზე 4.1.9 არის ბოლო.

ქართული ენის პაკეტი არ არსებობს ამ ვერსიისთვის - მე დავიკიდე გაქართულება საერთოდ. ჩავთვალე, რომ არ ღირდა წვალებად. პროტესტსაც დიდად არავინ გამოთქვამს, უპრობლემოდ მიეჩვივნენ.
ეგ კი არა, ქართული კლავიატურის სკრიპტიც კი არ დავაინტეგრირე, ajax-ებთან პრობლემების გამო ზოგიერთ ბრაუზერში - ამ საკითხში არ შეგხვდა პრობლემები?

ბირთვი მძიმეა ჰო შედარებით, ორი აზრი არაა მაგაზე. მე სტანდარტული ჰოსტინგი არ გამომადგა, ლიმიტებს ვცდებოდი მუდმივად დატვირთვაზე. Hostgator.com-ზე მქონდა ჰოსტინგი.
ბოლოს მივედი იქამდე, რომ ჰოსტინგი გამოვრიცხე - არცერთი ნორმალური ჰოსტინგი შეარდ პლენს არ მომცემდა იაფად ისე რომ ფორუმის დატვირთვისთვის გაეძლო. ვაპირებდი DigitalOcean-ზე ლინუქს ჰოსტის აღებას, მაგრამ უკეთესი რამე გავაკეთე - Microsoft Azure-ში დავჰოსტზე საიტი - უფასოდ, Microsoft BizSpark პროგრამის ფარგლებში. 3 წლით ჰოსტინგის პრობლემა მომეხსნა ფაქტიურად. ბიზსპარკის გზით წასვლას თუ გადაწყვეტ შენც, არმანს (მაიკროსოფტ ჯორჯია) დაურეკე ბიზსპარკში განაცხადს რომ გააკეთებ, ვალიდაციაზე პრობლემა რომ არ შეგექმნას. თუ რამე, მაგ საკითხში გიშუამდგომლებ smile.gif
MariaDB + PHP 7 მაქვს მე ახლა, IIS 8.5-ზე, 2012 R2 სერვერზე. PHP 7-ზე საგრძნობი მატება აქვს წარმადობაში IP.Board 4.X.X-ს. ჯამში, ამ კონფიგურაციით იდეალურამდე მივედი ისე, რომ იუზერები უკვე ბედნიერები არიან, აღარ ლაგავს საიტი, ყველაფერი სწრაფად იხსნება.

თუმცა, აირგანისთვის შეიძლება გეყოს ეს ჰოსტინგიც, დატვირთვაც ნაკლებია გაცილებით აქ და შეიძლება პროსერვისი ძალიან არ ზღუდავდეს რესურსებს.


P.S. ახალ ბირთვზე გადასვლის და განსაკუთრებით ყიდვის მიზეზი ექსპლოიტები იყო ჩემს შემხვევაში. 2-ჯერ სერიოზული კიბერ შეტევა გადავიტანეთ, მათ შორის, ერთხელ ჩემი ექაუნთი გატეხეს biggrin.gif ცნობილი ექსპლოიტი იყო ვერსიაში და session hijacking მომცეს biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 28 2016, 08:07 AM

Power_VANO

ციტატა(Power_VANO @ 27th March 2016 - 10:33 PM) *
ქართული ენის პაკეტი არ არსებობს ამ ვერსიისთვის

აი მაგან მიხმარა, მთელი პაკეტები დავაყენე სუიტის და გამოვიდა 500 გვერდი სათარგმნი თითო გვერდზე არარ მახსოვს 20 თუ 30 სტრიქონი smile.gif კაროჩე დღემდე მანდ ვარ გარჭობილი და ბოლოში ვერ გავედი smile.gif

რაც შეეხება სინელეს... ნუ ლოკალზე გაშვებული მაქვს i3-ზე და ბაზარი არაა ნელია, იმედი მქონდა ჰოსტზე გადატანისას ცოტა მოიმატებსთქვა, პლიუს ამოვაძრობდი მაღაზიას და რაღაცეებს, რაჭირად მინდა, თუმცა ბლოგებს და გალერეას კი აქვს თავისი ეშხი....

მოკლედ ნე ზნაიუ ჯერ ენის პაკეტს ვეჩალIჩები სისხლი გამიშრო იმდენია სათარგმნი, ხანდახან რომ ვხსნი გულის რევის შეგრძლება მიტებს და ვხურავ ხოლმე იმდენია და დაუსრულებელი smile.gif

ნუ მამენტ იქ ექსპლოიტების გამო მოგიწია, აქ კიდევ ვეღარ ქაჩავს ვერაფერს... გალერეის დამატება მინდოდა და PHP 5.3-ზე დაბლა აღარაფერი მუშაობს, ძველები რაცაა ყველა ბრაკია, ზოგში გვერდი არ იხსნება ზოგშI ის ზოგში ეს, ამ რადიკალებმა და იმიჯშარკებმა ტვინი მოღუნეს, ხან შლიან ხან წესებს ცვლიან, არადა გაქრა ყველა მიმოხილვიდან უკვე სურათები... ყრუმუნჯების საიტი გახდა...

P.S ერთი პერიოდი დაჟე ვფიქრობდი ვინმე ხომ არ დავიქირაო მეთქი მისახედათ, მაგრამ სამსახურშიც რაღაც პროექტია აქაც ტერმინებია გადასათარგმნი და რაღაც ტილიან 2500 ტერმინში სასტავმა 1000$ მოითხოვა smile.gif მეთქი შანსი არაა მაგდენს ვერ გავქაცავ მეთქი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Mar 28 2016, 08:26 AM

ja_ja

ციტატა(ja_ja @ 28th March 2016 - 09:07 AM) *
500 გვერდი სათარგმნი თითო გვერდზე არარ მახსოვს 20 თუ 30 სტრიქონი

ჰოო აი მაგიტომ შევეშვი ზუსტად, არ ღირდა წვალებად. + მე რომ ნაყიდი მაქვს, აპგრეიდის ვალდებულებაც მაქვს, ძველ ვერსიებს რაღაც პერიოდის მერე აღარ ასაპორტებენ, რამე რომ დამჭირდეს. შესაბამისად, მე-5 ვერსია გამოვა, ისევ სათარგმნი მექნებოდა და ა.შ. ჰოდა დავიკიდე smile.gif

მოიმატებს რომ ჰოსტზე? რა რესურს გაძლევს პროსერვისი? მე მგონი რომ პირიქით იქნება. PHP-ს რა ვერსიას გაძლევენ? 5.6.X? მე-7-ს ჰოსტინგი არ მოგცემს ჯერჯერობით ალბათ, არადა ძალიან კარგი მატება აქვს წარმადობაში 7-ზე.

გალერეაზეც გეთანხმები, რეალურად კარგი გალერეა ამ მე-4 ვერსიაში ჩადო ინვიჟენმა, მართლა რომ კარგი პროდუქტია. სივრცე იყოს და გალერეის მოდულიც არ უნდა, ბრწყინვალე მულტი-აპლოადი აქვს მე-4 ვერსიას პოსტშივე სურათების ჩასასმელად.


ციტატა(ja_ja @ 28th March 2016 - 09:07 AM) *
რაღაც ტილიან 2500 ტერმინში სასტავმა 1000$ მოითხოვა

1 ტერმინი 1 ლარი ე.ი. ფაქტიურად, ცოტა ხნის წინანდელი კურსით biggrin.gif კაი გემოვნება ჰქონიათ biggrin.gif

პოსტის ავტორი: koknar Mar 29 2016, 04:13 PM

ვინც პოსტს დადებს 10 ტერმინი გადაათარგმნინე, ისე არ დაადებინოს ფორუმმა. 1-2 კვირაში გახვალ ბოლოში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 29 2016, 08:03 PM

koknar
ეეე კი მინდოდა რაღაცნაირად ვინმეს დახმარება, მაგრამ უკუღმართულადაა ეს უბედურება გაკეთებული, ექსპორტს რომ ვეუბნები ენის ფაილზე, გააქვს მხოლოდ გადათარგმნილი რაჩაა, ხოლო რაც გადასათარგმნია პროსტა არ გამოაქვს და იძულებული ვარ პირდაპირ ბირთვზე ვიმუშაო, მაგარი მურტალი რაღაცაა...

ცალკე გამოტანა რომ შეიძლებოდეს, ჯერ ფსიქოლოგიურად 1 სიტყვიან ტერმინებს ჩამოივლიდი და მერე მარტივებზე გადავიდოდა კაცი, ახლა კი ხან 2-3 წინადადებიანი ტერმინებია თან ზოგი ისეთი გაკვანძულია რომ ვერც ვხვდები სად შეიძLება იყოს ეგეთი საშინელება გამოყენებული smile.gif

P.S. აუ კსტატი სამსახურში რაღაც ახალი სოფტი ითრიეს და იმის ტექსტებიც, ჩემთან განყოფილებაში ვთარგმნეთ smile.gif არა და გერმანელებმა გადმოაგზავნეს ვითომ ნათარგმნი და ამასობაში თურმე გუგლის თარგმანი იყო... ნუ რა ტერმინები იყო შიგნით იმედია ახსნა საჭირო არაა biggrin.gif 3 დღე იატაკზე ვხოხავდით biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: koknar Mar 30 2016, 02:22 PM

ja_ja
გერმანელებმა ინგლისურად თარგმნეს გუგლით ? ვა აბა ეგენი ყოფილან.
თქვენ ქართული არ გინდათ ?

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 31 2016, 07:47 AM

ვაბშეტა კარგად უნდოდა წაკითხვა რაც დავწერე smile.gif გერმანელებმა გუგლით თარგმნეს ქართულად მეთქი და ისეთი ტერმინები იყო რომ აკაკი და ილია კუბოში ვენტილატორივით ტრიალებდნენ smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja May 5 2016, 07:49 PM

ესეიგი კეთილო ხალხო, ნელნელა მივდივართ წინ, პირველ ეტაპზე ვცვლი ვებ სივრცის მოცულობას და რაღაც ვებ პარამეტრებს, ამის მერე შესაძლებელი იქნება საკუთარი სურათების პანელიდ დანერგვა...

ამასთან დაკავშირებით იმ კვირაში ფორუმი გადაირთვება ერთი ჰოსტიდან მეორე ჰოსტზე...

იმისათვსი რომ ინფორმაციის წყვეტა არ იყოს, ერთერთ დღეს ავიღებ ფორუმის ბაზის ასლს, გადავიტან ახალ მისამართზე (რომელიც ჯერ არ ჩანს იმის გამო რომ ძველი მისამართია გაწერილი ყველგან), რგორც კი ბაზას ახალ მისამართზე გადავიტან ეგრევე საიტზეც და ფორუმზეც ჩამოვკიდევ რემონტის შესახებ ინფორმაციას, და შედეგად ფორუმი მიუწვდომელი იქნება სანამ ახალ საიტზე არ გადაითვება სისტემა...

ამით მოხდება პრევენცია იმისა რომ ნაწილი ინფო ახალზე არ იყოს და ნაწილი ძველ სერვერზე და არ მოხდეს ინფოს დაკარგვა. ასე რომ გთხოვთ ეს სიტუაცია ყველამ გაითვალისიწნოთ.

ამასთან დაკავშირებით გლობალურ განცხადებასაც გამოვკიდებ ფორუმის თავში, და როდესაც ყველაფერი წარმატებით დამთავრდება დავიწყებ დაკარგული სურათების ლიკკების აღდგენას. ალბათ ყველაფერს ვერ აღვადგენ, მაგრა, დიდი იმედი მაქვს რომ უმეტესი ნაწილი მაქვს შენახული და თავიდან მოვახერხებ ატვირთვას.

პოსტის ავტორი: ja_ja May 16 2016, 01:33 PM

ხალხნო შეგახსენებთ დრეს 6-ის მერე ფორუმი გადავა განახლების რეჟიმში

შედეგად 1-2 დღე არ იქნება საიტი და ფორუმი ხელმისაწვდომი. გთხოვთ გაემზადოთ და გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოება

პოსტის ავტორი: SVD Jul 9 2016, 08:29 PM

რახდებოდა დღეს? კაი ხანია გათიშულია

პოსტის ავტორი: temo-777 Jul 9 2016, 09:44 PM

www თი შედის,ისე არა

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 10 2016, 10:10 AM

მოხდა ის რომ....

მოკლედ ფული არ იყო ჰოსტინგის გადახდილი smile.gif

შეტყობინება არ მივიღე ჰოსტინგისგან გადასახდელზე, შეტყობინება კი არ მოვიდა იმიტომ რომ საფოსტო სერვერმა რატომღაც სპამად ჩათვალა ეს შეტყობინებები და....

იმედია ეს საკითხი გაირკვა, შემდეგშI კი ამ თემაშI ასეთი კითხვები აღარ იყოს, ტექნიკური მუშაობის საკითხები შეგვიძლია განვიხილოთhttp://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=8, ეს კი არის განახლებისთვის მიძღვნილი თემა

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 16 2018, 05:03 PM

ფორუმზე დაემატა ახალი კალკულატორი, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას გამოთვალოთ თქვენი ბალონი რამდენჯერ დაგიტენით თოფის რეზერვუარს

ამ ბოლო დროს ფორუმელებს შორის მომრავლდა ბალონების რაოდენობა და სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა - რამდენჯერ მოვახერხებ ჩემი ბალონით თოფის დატენვას.... აი ამ კითხვებისთვის მარტივი პასუხის გასაცემად გავამზადე ახალი კალკულატორი რომელიც ყველა მსურველს დაეხმარება სასურველი რაოდენობის გამოთვლაში.

კალკულატორი განთავსებული მენიუს ხაზზე, დააკვირდით სურათს



მოხმარების წესი ძალიან მარტივია, უნდა შეიყვანოთ 6 ძირითადი პარამეტრი, და მიიღებთ დატენვების რაოდენობას. პატარამეტრები უნდა იცოდეთ, გარკვეულ წილად ინფორმაციის სწორედ შეყვანაში დაგეხმარებათ ნაგულისხმევი ციფრები რომლებიც უკვე შეყვანილი კალკულატორში. აქვე მივაყოლებ განმარტებებს:



1) ველში ციფრით 1 უნდა ჩაწეროთ თუ რა მოცულობის ბალონი გაქვთ ლიტრებში, მაგალითად 3 ლიტრი, 6 ლიტრი 9, ასევე შეიძლება არამთელი ციფრების ჩაწერა, მაგალითად 5.2 ლიტრი, 3.85 და ასე შემდეგ

2) ველში ციფრით 2 უნდა ჩაწეროთ რა მაქსიმალურ წნევაზე იტუმბება თქვენი ბალონი, ძირითადად 300 BAR-ია და მემგონი ეს მონაცემი შესაცვლელი არ გექნებათ,

შემდეგი ველი უნდა ყოფილიყო მესამე ნომრად, მაგრამ სპეციალურად გავაკეთე არა რედაქტირებადი და მივაბი მუდმივ პარამეტრად რეზერვუარის წნევაზე. ლოგიკა შემდეგია, თუ რეზერვუარი იტენება 200 ბარზე, აზრი არ აქვს ბალონის მინიმალურ წნევად მივუთითოთ 150 BAR-ი ან 220-BAR-ი ეს გამოიწვევს არასწორ კალკულაციებს, ამიტომაც, ამ ველში ციფრები შეიცვლება თავისით როგორც კი მიუთითებთ რეზერვუარის მაქსიმალურ დატუმბვის წნევას.

3) ველში ციფრით 3 უნდა მიუთითოთ თუ რა მოცულობის რეზერვუარი აქვს თქვენს თოფს კუბურ სანტიმეტრებში. არ აგერიოთ ლიტრები და კუბური სანტიმეტრები, მაგალითად 0.5 ლიტრიანი ბალონი არ შეიძლება ჩაიწეროს როგორც 0.5 კუბური სანტიმეტრი, არამედ ჩაიწერება როგორც 500 კუბი, 0.2 ლიტრინაი ჩაიწერება როგორც 200 კუბი და ასე შემდეგ.... (როგორც წესი ყველა რეზერვუარს აწერია მოცულობა)

4) ველში ნომრით 4 უნდა ჩაწეროთ თუ რა მაქსიმალურ წნევაზე იტენება თქვენი რეზერვუარი, ნუ ძირითადად მე რასაც შემხვედრია ეს არის 136 BAR-ი, არის სტანდარტული 200 BAR-ი და არის ახლად გამოჩენილი 250 BAR-იანი რეზერვუარები, მოკლედ უნდა ნახოთ თქვენს რეზერვუარს რა აწერია და ჩეწერეთ შესაბამისი ციფრი

5) ველში ნომრით 5 უნდა ჩაწეროთ თუ რა წნევაზე აპირებთ ხოლმე დატენოთ თქვენი თოფი, მაგალითად როდესაც თოფი ჩამოდის 120 ბარზე იწყებთ დატენვას, მაშინ ჩაწერეთ მნიშვნელობა 120, თუ ტენით 100 ბარზე ჩაწერეთ შესაბამისი ციფრი შეიძლება 125BAR-ზე ან სულაც 60 BAR-ზე ტენით თქვენს თოფს... მიუთითეთ შესაბამისი ციფრი

6) ბოლო ველში უნდა ჩაწეროთ ინ სავარაუდო მოცულობა რაც იხარჯება უაზროდ, შლანგის დამტენი სადგურის თუ სხვა რაიმე დამატებითი მოცულობის გამო, თითქოს და დიდი ციფრები არაა ხოლმე მაგრამ საერთო ჯამში იძლევა 1-2 დატუმბვის სხვაობას, თუ არ იცით კონკრეტული ციფრი დატოვეთ ის მნიშვნელობა რაც წერია ველში, ან გამოიანგარიშეთ თქვენი სადგურის პარაზიტული მოცულობა, მოკლედ რაც უფრო ზუსტ ციფრს შეიყვანთ მით უფრო ზუსტ მონაცემებს მიიღებთ


ბოლო ველში ავტომატურად დაიწერება დატენვების რაოდენობა, ამ ველში ცვლილებებს თქვენ ვერ გააკეთებთ

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ კალკულატორი მოგცემთ საორიენტაციო ციფრს, და არა გარანტირებულ ციფრს, ცდომილება შეიძლება იყოს როგორც პლიუსში ასევე მინუსში, ყველა ფიცრი რომც ჩაწეროთ ზუსტად, ვერავინ ვერ იტყვით გარანტირებულად რომ თოფი მაგალითად ზუსტად 120 BAR-ზე დატენეთ, ისე როგორც კალკულატორში ჩაწერეთ, შეიძლება შემთხვევით 118 BAR-ი ან სულაც 125BAR-ზე დაიწყეთ დატუმბვა, ისევე როგორც შეიძლება რეზერვუარი 200 BAR-ის მაგივრად ცოტათი მეტით, ან ნაკლებით დატუმბოთ, ეს ყველაფერი გარკვეულ ცდომილებებს შეიტანს გამოთვლებში, ალბათ 1-2 დატენვაზე მეტი აცდენა არ იქნება მაგრამ მაინც იქონიეთ ეს ინფორმაცია მხედველობაში.

ამ ეტაპისთვის სულ ესაა. იმედია გამოგადგებათ შესაბამისი ცვლილება და გაგიმარტივებთ ცოტათი მაინც ცხოვრებას

პოსტის ავტორი: gregory Jul 16 2018, 06:17 PM

ja_ja
ძაან კარგი საქმე გააკეთე. ნამდვილად საჭირო და აქტუალური იყო!


პოსტის ავტორი: giga2010 Jul 16 2018, 09:49 PM

ja_ja
მადლობა.

პოსტის ავტორი: name Jul 16 2018, 09:53 PM

ბალონი არ მაქვს მაგრამ გამოსადეგი ფუნქცია

პოსტის ავტორი: aleqsa Jul 17 2018, 09:46 AM

ja_ja

გაიხარე ჯაჯა კაი საქმე გაგიკეთებია! smile.gif

და აქვე კითხვა: 4) მეოთხე პარაგრაფის განმარტებაში რეზიკის მაქსიმალური წნევა 250ბარ. გიწერია. ჩემსას (კრუგერის რეზიკს) რედუქტორის შემთხვევაში მაქსიმალური 300ბარ. უწერია, სიმართლე გითხრა არასდროს 300ზე არ დამიტენია მაქს 270-280 კი მაქვს რამდენჯერმე დატენილი და და სიტყცაზე ეს 270 ან 280 ბარი შეიძლება რო ჩაიწეროს მაგ გრაფაში? თუ მაქსიმუმია 250 ?

მადლობა წინასწარ. smile.gif

პოსტის ავტორი: gregory Jul 17 2018, 10:59 AM

aleqsa
რედუქტორის სემთხვევაში ყველაფერი სხვანაირადაა.
თუ შენი რეზიკი 300 ბარზე იტენება და ბალონიც 300 ბარიანია. გამოდის რომ რეზიკის სრულად დატენვას 1 ჯერაც ვერ შეძლებ smile.gif
ანუ 300 დან 300-ს ვერასდროს მიიღებ.
რათქმაუნდა შეგიძლია ჩაწერო 270 და 280

პოსტის ავტორი: aleqsa Jul 17 2018, 01:49 PM

gregory

მადლობა ბატონო გრიგოლ smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 17 2018, 02:46 PM

aleqsa

ციტატა(ale @ 17th July 2018 - 10:46 AM) *
4) მეოთხე პარაგრაფის განმარტებაში რეზიკის მაქსიმალური წნევა 250ბარ.

გადამრევ smile.gif კაცოუ მაგი არის განმარტება და არა აქსიომა smile.gif ყველა შესაძლო ვარიაცი რომ ჩამოვწერო ალბათ 10 ფურცელი არ მეყოფა, რა გიშლის ხელს ჩაწერო გინდაც 260 გინდაც 300 smile.gif სინჯე და არ ჩაიწერა smile.gif

რაც შეეხება რედუქტორის არსებობა არ არსებობს, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ნუ იბნევი და ნუ აბნევ ხალხს, რედუქტორი არის თუ არა შიგნით მაგას არანაირი ზეგავლენა დატენვაზე არ აქვს.

და ბოლოს შენს რეზერვუარს რამდენი აქვს შესაძლებლობა და რამდენზე ტენი სხვადასხვა რამეა, რატომ ირთულებ ზედმეტი კითხვებით თავს და ცხოვრებას? თუ შენი რეზერვუარი იტენება 200, მაIშნ ჩაწერე ეგ ციფრი და მიირებ შესაბამის მნიშვნელობებს, თუ იტენება 201-ზე ან 203-ზე ან 250-ზე მნიშვნელობა არა აქვს კონკრეტულ ციფრს, ჩაწერე ეგ მნიშვნელობა და მიირებ შესაბამის შედეგს,

ხოლო თუ შენი რეზერვუარი იტენება 300 ბარზე და ბალონშიც 300 ბარი გაქვს... ნუ მანდ უკვე გრიშამ მართალი გითხრა ვერცერთხელ ვერ დატენი შენს რეზერვუარს 300-ზე smile.gif თუ კითხვა გაქვს რატომ, მაშIნ მოვიყვან მარტივ მაგალიტას და საინტერესოა რა პასუხი გექნება smile.gif

- ვთქვათ გაქვს 10 ლიტრიანი ბალონი ღვინით, და გინდა გადმოასხა 1 ლიტრიან გრაფინში ღვინო. გადმოსხმის მერე ბალონში რომელიც გავსებული იყო 10 ლიტრი ღვინოთი ისევ იქნება ბოლომდე სავსე? თუ პასუხი გაქვს დადებითი, მაIშნ ცუდათაა საქმე, smile.gif ხოლო თუ უარყოფითი, მაშინ შენთვითონ გაგიცია პასუხი კითხვაზე...

მოკლედ ერთი და იგივე წნევა თუ მიდის ბალონშიც და რეზერვუარშიც, მაშინ ზიარწურჭელი გამოგდის და რაც ერთს მოაკლდება ის მეორეში გადადის, ერთი განსხვავება ისაა რომ უკან ვერ დააბრინებ და ისებ ბალონში ვაღარ გადაასხავ ჰაერს smile.gif

P.S. ბევრი სიცილაკი მომივიდა და განვმარტავ - სიცილაკები ღიმილს ნიშნავს ამ ტექსტში და არა რაიმე უკუღმართულ იდეას, პროსტა ვხალისობ და ვცდილობ შენც სახალისო განწყობა შეგიქმნა...

პოსტის ავტორი: aleqsa Jul 17 2018, 05:24 PM

ციტატა(ja_ja @ 17th July 2018 - 03:46 PM) *
რა გიშლის ხელს ჩაწერო გინდაც 260 გინდაც 300 სინჯე და არ ჩაიწერა



ja_ja

ესე მგონია უკვე კარგათ ვიცნობ შენს ხასიათს smile.gif

რამდენიმე დღეა სმარტფონიდან შემოვდივარ ფორუმზე და შესაბამისად ცხრილში ჩაწერა და დაანგარიშება სმარტფონით დამეზარა ვიფიქრე კომპთან ვიდრე მომიწევს მიჯდომა მანამდის ვიკითხავთქო და მაგიტო დავსვი აქ ეგ კითხვა.

ხოდა აი როდავსვი, სულ მალევე თავში გამკრაა ეხლა ჯაჯა მკითხავს "რა გიშლის ხელს ცდაშითქო"??? smile.gif და შემოვქანდი ისევ კომენტარის სახით ის რომ ჩამესწორებინა რაც ზემოთ დავწერე მარა უკვე გვიან იყო, აღარ მომცა ჩასწორების საშუალება. მერე ვიფიქრე მეორე პოსტს მივაყოლებ განმარტებათქო და ეგეც გადავიფიქრე, ალბათ ჩემი თავის გადასამოწმებლად? ხოდა როგორც გაირკვა მართალი აღმოვჩნდი smile.gif wink.gif
ეს იყო და ეს მთელუ ამ "ალიაქოთის" მიზეზი smile.gif

პ.ს. ისე ღვის მაგალითზე მაგარი შეკითხვა დამისვი, თან კახელ კაცს wink.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services