ამას წინათ დავინტერესდი ჩემს ფიშტოზე გადახარჯვის თემებით. დიდი ვერაფერი გავიგე, განსაკუთრებით ციფრები არ მაქვს (ქრონი არალი), მაგრამ არ შეუშლია ამას ხელი რამდენიმე საათი მახათის გაყრაში. პროცესში დავინტერესდი დამრტყმელის მუშაობით - მართალია მწვანე ზონაში დაახლოებით 50 გასროლას აკეთებს და შორ მანძილზე დიდად ვერ ვატყობ დავარდნას ამ გასროლებზე, მაგრამ მაინც ვეჩალიჩე დარეგულირებას.
ამ ჩალიჩ-ჩალიჩში გამახსენდა რომ არსებობს დამრტყმელის ხტუნაობის ფენომენი და ხალხი ათას რამეს ჩალიჩობს მის აღმოსაფხვრელად - სხვადასხვანაირ შტუკენცებს აყენებენ რომ აღარ იხტუნაოს და ჰაერის პარაზიტული დანაკარგებიც შეამცირონ. ამასთან ისიც გავიფიქრე, რომ ჩემსას თუ სჭირს ეგეთი რამე, დიდად ალბათ ვერ ვუშველი მისი კონსტრუქციული თავისებურებიდან გამომდინარე. მოკლედ გავიკეთე ნიჩურტი და გადავიღე სლოუმო ვიდეო:
როგორც ხედავთ ხტუნაობს, თან მოშნად. რა შეიძლება ვუშველო ამ დროს ხომ არ იცით?
ერთი ბეწო რეზიკია და 50 გასროლა ცოტა არაა .
მეც მაგას ვიტყოდი , მაგაზე ჩალიჩს სჯობს რედუქტორზე იჩალიჩო ( უმრავლესობას რედუქტორი არ უმუშავებს ) .
userman
კი, ვაპირებ ცოტა ხანში მივხედო ქრონის ამბავს (ვითხოვო, ვიყიდო, ვიპოვო სადმე) და ვნახო რას შვება რეალურად და მერე ალბათ რედუქტორსაც გადავაწყობ თუ დაჭირდა. მაგ 50 გასროლას აკეთებს ალბათ ასე, 10-15 ჯოულის ფარგლებში, ხოდა რაც ფორუმებზე ვნახე, ცოტა რეგულირებით, ასე 20 ჯოულამდე შეიძლება მაგის გაზრდა, ოღონდ უკვე 30-35 გასროლა იქნება. ეგ უფრო მინდა სიმართლე რომ გითხრა
pilotina
მაინტერესებს, პრიბამბასების გარეშე, სტოკი ფიშტოს რეგულაციით თუ შეიძლება მაგისი მინიმუმამდე დაყვანა. ზოგი წერდა რედუქტორის ქნევა უნდა აწიო და დამრტყმელი მოუშვა ცოტაო, მაგრამ მაგას როგორ დავაბალანსებ არ ვიცი
giga2010
მე ცოტა მეტი მინდა ამოვიღო მაქედან :დ
giga2010
არ ვიცი ჯერ. ოპტიკას ველოდები რომ ვისროლო. ოპტიკამდე ისე, "ვარაუდით" ვისვრი ხოლმე (ღია სამიზნეები არ ავს ჩემსას) მარილიან ტბასთან შორ მანძილებზე და კი დავამუღამე რომ კონსერვის ქილებს და მსგავსებს გავარტყა მე ჩემი დავშალე და გავაპრიალე სარკესავით ყველა ზედაპირი რომელიც სასხლეტის გამოკვრისას მუშაობს და დავარეგულირე და უნდა ითქვას რომ ეს საუკეთესო სასხლეტია, რასთანაც მე პირადად მქონია შეხება.
პირველი პისტოლეტი მასეთ სიმძლავრეს რომ ანვითარებდა, რამდენს ისროდა ერთ გასროლაზე დაახლოებით?
giga2010 \
აჰააა, გასაგებია. მადლობა
ვიშოვი რომ მოვიცლი ქრონს და შევხედავ რას შვება ჩემი. იმედია ძაააან არ გამიცრუვებს იმედებს
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services