თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ სასარგებლო ინფორმაცია, ბმულები _ Pyramyd დისკაუნტ კოდი

პოსტის ავტორი: Iraklius Feb 23 2010, 11:42 AM

შეიძლება უკვე იცით ეს ამბავი მაგრამ მაინც:

თუ ვინმეს აქვს ამერიკული ბარათი (თუ არ ვცები იყო 1-2 "რაუნდი" smile.gif ) და პირდაპირ პირამიდიდან ყიდვა შეგიძლიათ მაშინ შეგიძლიათ 10%-იანი დისკაუნტის კოდი ჩაუწეროთ ჩეკაუტის დროს:

CODE
pyramyd-nra


არის კიდევ დროებითი კოდები, ხანდახან უფრო დიდ დისკაუნტზე, თუ იცით დაამატეთ ამ თემაში.

EDIT: საერთაშორისო ბარათებიდან პირამიდს აწყობს American Express.

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 23 2010, 11:56 AM

Iraklius
ოხ ირაკლი ირაკლი. ჩქარობ ყველაფერძე თან როგორ ჩქარობ. ვიცი ეს კოდები, მარა რაფერ გამოვიყენოთ? ქართულ ბარათებზე უარი მლეწეს, გადარიცხვით ადრე იყო საშუალება და ახალი წლების მერე მაგაზეც უარი გვტკიცეს (არ ვიცი რა ეწყინათ). და რაფერ გამოვიყენოთ ეს კოდები?

რატომღაც გამოუცდელ ხალხად გვთვლი, კი კაია რომ ცდილობ რაღაცნაირად გაგვანათლო, მაგრამ.... ვიცით ეს ყველაფერი ჩემო ირა ვიცით.

პოსტის ავტორი: Iraklius Feb 23 2010, 10:46 PM

ჯაჯ, ვიცი ქართულებს რო არ იღებენ და მაგიტომ მიწერია თუ ვინმეს გაქვთ ამერიკული ბარათი მეთქი.. smile.gif ან paypal-თან დოსტუპი smile.gif
მე მაქვს მაგალითად, სტუდენტი ძმის წყალობით. რამეში მაინც გამომადგა ეგ ოხერი biggrin.gif

პოსტის ავტორი: foxi Feb 23 2010, 10:58 PM

ციტატა(ja_ja @ 23rd February 2010 - 12:56 PM) *
ქართულ ბარათებზე უარი მლეწეს

ალბათ შენ არდაევასე ვიგაცას biggrin.gif თორე მე პირამიდიდან უპრობლემოდ ვიწერ ბარათით.როცა რამის გამოწერა გინდა მითხარი რა პრობლემაა ჩემი ბარათით გამოვიწეროთ. drinks.gif ჰო ტბს ვიზა მაქვს არც გოლდი და არც ბრილიანტი.

პოსტის ავტორი: Davitus Feb 24 2010, 07:32 AM

ციტატა(kakha @ 23rd February 2010 - 11:58 PM) *
ტბს ვიზა მაქვს არც გოლდი და არც ბრილიანტი.


ეს ფრაზა რამცხა ვერ მივხვდი, ანუ არ გამოგივიდასავით biggrin.gif იმიტომ რომ ვიზა არსებობს, ელექტრონი, კლასიკი, გოლდი, ან პლატინუმი .

შენ იდეაში, ან ელეკტრონი გაქვს ან კლასიკი nea.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 24 2010, 08:38 AM

foxi

ციტატა(kakha @ 23rd February 2010 - 11:58 PM) *
ალბათ შენ არდაევასე ვიგაცას თორე მე პირამიდიდან უპრობლემოდ ვიწერ ბარათით.როცა რამის გამოწერა გინდა მითხარი რა პრობლემაა ჩემი ბარათით გამოვიწეროთ. ჰო ტბს ვიზა მაქვს არც გოლდი და არც ბრილიანტი

დეტალები მოიტა აბა

მე მაქვს 5 ბანკის პლასტიკატები (საქ ბანკი, TBC, პროკრედიტი, VTB, სტანდარტ ბანკი ), მაგრამ ვერცერთი ვერ ვაჭამე პირამიდს. ასე რომ დაფქვი ინფო თორემ გაწამებთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
კარტოფილს შევწვავთ და კეჩუპს არ დაგისხავთ, ღორის მწვადს შეგიწვავთ და პურს არ მოგცემთ. თქვიიი, თქვიი შე იმპერიალისტო კაპიტალისტო!!!! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: giga_st Feb 24 2010, 09:47 AM

ფოქსი ოპტიკური სამიზნე წამოვა ნეტა მაქედან? მაქვს ტბს-ვიზა ელექტრონი დღეს ვიღებ საქართველოს ბანკის ვიზა კლასიკს, უნდა მოვსინჯო მაქედან.

პოსტის ავტორი: Power_VANO Feb 24 2010, 12:12 PM

giga_st
ყველაფერი წამოვა smile.gif ამაზონის გავლითაც შეგიძლია იყიდო პირამიდის პროდუქციის უმეტესობა smile.gif

პოსტის ავტორი: giga_st Feb 24 2010, 01:07 PM

ციტატა(Power_VANO @ 24th February 2010 - 10:12 AM) *
ამაზონის

ამაზე სენ-სეი ჯაჯა დამაკვალიანებსsmile.gif

პოსტის ავტორი: foxi Feb 24 2010, 03:36 PM

ციტატა(ja_ja @ 24th February 2010 - 09:38 AM) *
მე მაქვს 5 ბანკის პლასტიკატები (

მიხოსი არიყოს, გამაადგა რო!? biggrin.gif
ციტატა(ja_ja @ 24th February 2010 - 09:38 AM) *
კარტოფილს შევწვავთ და კეჩუპს არ დაგისხავთ

ასე თქვიი რო უმიააო.
რაგითხრა აბა,ჩვეულებრივი ბარათია არაფერი განსაკუთრებული.ვიწერ ყველა იმ საიტებიდან საიდანაც ვიზა კარტით გამოწერაა შესაძ
ლებელი.არასოდეს არდაუბლოკია არცერთ საიტს.
ციტატა(Davitus @ 24th February 2010 - 08:32 AM) *
ვიზა არსებობს, ელექტრონი, კლასიკი, გოლდი, ან პლატინუმი .

მაგდენი ჩვენც ვიცით. biggrin.gif ისეთი თქვი ჩვენროარვიცოდეთ.(ბრილიანტი მომწონს უბრალოდ.) lol2.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 24 2010, 05:12 PM

foxi
ებიჯო ამდენ ტექსტს, არ ჯობდა დაგეწერა რომელი ბანკის და რომელი ტიპის ბარათი გაქვს??? TBC კაი გასაგებია, VISA გასაგებია, მარა შემდეგ..... ჩემი TBC არ ჭრის, 2 ბარათი მაქვს თან, ორივე VISA ელექტრონია, მარა ისაო ესაო შენი დიდი ხათრი გვაქვს მარა არაო. ყოველთვის მწერენ ინტერნეშენელ ბარათები გვახატიაო.

შენ ამაზონზე ყიდულობ პირამიდის თავარს თუ პირდაპირ პირამიდის საიტიდან??? ამაზონის მეშვეობით მეც ვთრეულობ მაგათ ტავარს, მაგრამ პირდაპირ მაგათ საიტზე ვერ ვყიდულობ.

და ისა თუ ოდესმე დაგიკვეთია გექნება წერილი, ინვოისი ან რაიმე, მაია დადე, იმის პონტში კი არა რომ არა მჯერავს, პირიქით დამამტკიცებელი საბუთი რომ იყოს და ხელახლა შევუტევ მაგ უბედურებს.

giga_st

ციტატა(giga_st @ 24th February 2010 - 02:07 PM) *
ამაზე სენ-სეი ჯაჯა დამაკვალიანებს

როცა გინდა , არაა პრობლემა.

პოსტის ავტორი: foxi Feb 24 2010, 06:08 PM

ციტატა(ja_ja @ 24th February 2010 - 06:12 PM) *
შენ ამაზონზე ყიდულობ პირამიდის თავარს თუ პირდაპირ პირამიდის საიტიდან??? ამაზონის მეშვეობით მეც ვთრეულობ მაგათ ტავარს, მაგრამ პირდაპირ მაგათ საიტზე ვერ ვყიდულობ.

პირამიდიდან ტყვიები ჩამოვიდა მეგობარმა გამოიწერა ჩემი ბარათით.მე პირადად არგამომიწერია იმენნა პირამიდიდან,რავიცი ვითომ
დაბლოკავენ? რამე წვრილმანს გამოვიწერ და დავწერ აბა შედეგებს.ბარათი სამიმაქვს ყველა ტბს. ვიზა კლასიკი,ელექრტრონი და მას
ტერ ქარდი.

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 24 2010, 06:59 PM

foxi

ციტატა(kakha @ 24th February 2010 - 07:08 PM) *
პირამიდიდან ტყვიები ჩამოვიდა მეგობარმა გამოიწერა ჩემი ბარათით.მე პირადად არგამომიწერია იმენნა პირამიდიდან,რავიცი ვითომ
დაბლოკავენ?

აუ დიდი თხოვნა მაქვს რა შემდეგში ნუ დაწერთ, ჩემმა მეგობარმა გამოიწერა, მე არ ვიცი, ბაბუაწვერასგან გავიგე, წყალტუბოში ძმაკაცია იმისგან გავიგე, მაგრამ კაიხანია არ მინახია რომ ვკითხო და ასე შედმეგ. თუ რამეს ვწერთ და გარანტირებულად ვიძახით რომ მუშაობს მაშინ ყველაფერი 100%-იანი უნდა იყოს, საკუთარი ხელით გაკეთებული და დანახული.

სცადე პირადად და დეტალურად ყველა ეტაპი დააპრინტსკრინე, და მერე ზუსტად გვითხარი. უფრო მარტივია მიდი ბანკში ამონაწერი გააკეთე მაგ ბარათის და უნდა ეწეროს რომ გადახდა მოხდა პირამიდ-ზე, თუ წერია ამაზონზე გადახდა, ნუ ეგ გავლილი ეტაპია და სულ სხვა თემაა.

მიჭირს დაჯერება, მიჭირს იმიტომ რომ ბოლოს 1 თვის წინ ვსინჯე, მალე ალბათ IP-ს დამიბლოკავენ, ვეჩნა რაღაცას ვეჩალიჩები და ვეჩნა უარს მეუბნებიან, გინდა პირდაპირ ცდა, გინდა მიწერა.... ჰკიდიათ.

ვეჩნა ვიღებ რაღაც ამდაგვარ შეტყობინებას:
Your order #2003667 has been placed on hold.

We are having difficulty processing your credit card information. Please call us toll free at (888)262-GUNS during normal business hours to verify your card number.

როდესაც შევჩივლებ ხოლმე ასე და ისე მეთქი, არიქა სუპერ ბარათი მაქვს ყველგან ჭრის მეთქი, აგერ მოდის მოკლე წერილი:

Dear Customer,

Thank you for writing. Unfortunately we do not accept international Visas or Mastercards. You would need to pay by wire transfer.

Thank you
Nicole Gvora

ვცადე გადარიცხვით და მაგაზეც უარი მტკიცეს (ვეღარ ვნახულობ წერილს რომ მაგის ტექსტიც დავდო). ასე რომ საკმაოდ მტკივნეული თემაა და რადი პონტა ტექსტები ტიპა - მაგაზე იოლი რა არის ჩემი ბარათით ვიყიდე და მერე აღმოჩნდება რომ მე არ მიყიდია და ძმაკაცმა ჩემი ბარათით იყიდა და მერე ალბათ გაირკვევა რომ ძმაკაცმა შენი ბარათით ამაზონზე იყიდა პირამიდის ტავარი...

კაროჩე იმედია გესმის, არაა ისეთი თემა რომ პროსტა დავაბერტყოთ და ... მეთვითონ მინდა და გამიხარდება თუ რიჟა ბაზარი არ იქნება, მაგრამ რაიმე დამამტკიცებელია საჭირო.

პოსტის ავტორი: foxi Feb 24 2010, 07:04 PM

ეეე ბიჯო რათუნდა ამდენი ბაზარი გამოვიწერ მეთქი და თუ დაბლოკეს მაგათ დედასაც შევეცი რა! რაგჭით ტო? რა აგრესიაა ჩემზე!?

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Feb 24 2010, 07:13 PM

ციტატა(foxi @ Feb 24 2010, 08:04 PM) *
ეეე ბიჯო რათუნდა ამდენი ბაზარი გამოვიწერ მეთქი და თუ დაბლოკეს მაგათ დედასაც შევეცი რა! რაგჭით ტო? რა აგრესიაა ჩემზე!?

არანაირად არანაირი აგრესია არ არის smile.gif უბრალოდ თავიდან გეწერა მე უპრობლემოდ ვიწერ პირამიდიდანო, მერე როცა გთხოვეს იქნებ საფეხურობრივად დაწერო რა როგორო მერე თქვი ძმაკაცმა დაუკვეთაო smile.gif რაც თავი მახსოვს ხალხი მაგაზე ჩალIჩობს რო პირამიდიდან დაუკვეთოს ეგრევე ჯაჯამ ბოლოს რამის ცოლად მოიყვანა იმათი თანნამშრომელი გოგო biggrin.gif სახელი აღარ მახსოვს მაგრამ არაო რაა, ხოდა ეხლა ესე რო თქვი რო მე ვუკვეთავ უპრობლემოდო და მერე იძახი მე არა ძმაკაცმა დაუკვეთაო აბიდნა ნუ smile.gif მოკლედ დაიკიდე რა

პოსტის ავტორი: Davitus Feb 25 2010, 02:14 AM

ციტატა(kakha @ 23rd February 2010 - 11:58 PM) *
ალბათ შენ არდაევასე ვიგაცას თორე მე პირამიდიდან უპრობლემოდ ვიწერ ბარათით.

ციტატა(kakha @ 24th February 2010 - 07:08 PM) *
მე პირადად არგამომიწერია იმენნა პირამიდიდან


მოკლედ... გვეკაიფები და მერე აქეთ გვდებ ბრალს რა აგრესიულები ხართო sad.gif

ამ ყველაფერს, ასე იოლად იმიტომ უყურებ, რომ არ იცი რა მაგრა ვწვალობთ იმის გამო რომ პირდაპირი დაკვეთა არ გამოდის, მე კლასიკიტაც მაქვს ნაცადი მაგრამ არაოოოო... ხოდა გაგვანათლე და იქით მადლობელი დაგრჩებით, რას გვერჩი რა გინდა...

პოსტის ავტორი: foxi Feb 25 2010, 04:06 PM

http://www.radikal.ru
ეს საბუთი რომელიც მოყვა ჩემი მეგორის შეკვეთას.ჩემი ტბს ბანკის მასტერ ქარდის გამოყენებით შეიძინა.
ამ შეკვეთაში ასევე იყო ფერადი და შავთეთრი სარეკლამო გაზეთები,რომელიც ჩვენა არშეგვიკვეთია.

პოსტის ავტორი: nihontoman Feb 25 2010, 05:44 PM

ეს საბუთი რომელიც მოყვა ჩემი მეგორის შეკვეთას.ჩემი ტბს ბანკის მასტერ ქარდის გამოყენებით შეიძინა.
ამ შეკვეთაში ასევე იყო ფერადი და შავთეთრი სარეკლამო გაზეთები,რომელიც ჩვენა არშეგვიკვეთია.


ა ხალხო, რას გადაეკიდეთ კაცს, ხომ არის პირამიდის საბუთი? შეიძლება მე რამეს ვერ ვხვდები,. მარა მგონი პირამიდიდან ნაყიდს გავს და რავი....

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 25 2010, 06:00 PM

foxi
ნუ ეგეთი ინვოისი მოყვება ყველა ჩემს დაკვეთას რომელსაც ამაზონით ვუშვებ.

სხვატაშროსი მოყვება http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=499&view=findpost&p=12320. ლინკს თუ გაყვები ნახავ. ყველა დაკვეთა რაც გავაკეთე გაკეთებულია ამაზონზე, პირამიდის განყოფილება რაც არის.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ საკითხს, ნუ მიწყენ, მაგრამ ეს როგროც უკვე მიხვდი, ჩემთვის საბუთი არაა. პირიქით იმის დამამტკიცებელია რომ სავარაუდოდ ამაზონით, ან რაღაც ეგეთი პონტით არის დაკვეთა. პირამიდი როგორც კი დაინახავდა:

Bill to: KAKHA MODEBADZE 1200 12TH AVE SOUTH SEATTLE, WA98108 USA

და

SHIP to: KAKHA MODEBADZE 2440 ENTERPRISE DR STE U03331 SAINT PAUL, MN 55120 USA

ეგრევე შენი ბარათი დაიბრაკება. მოწმდება ბარათის ბილინგ მისამართი, და TBC-ს ბარათის ბილინგ მისამართი რაც არ უნდა იტრიალო არის საქართველო, ეგრევე უხტებათ ეკრანზე რომ არ არის ამერიკის ბანკის მიერ გაცემული ბარათი. ნურც დაიჯერებ და ნურც სხვას დააჯერებ რომ მოტყუვდებიან, პირველი რაც მოწმდება პასუხისმგებელი პიროვნება, რამე რომ იყოს მოტეხილი ბარათი ხომ არაა. როდესაც ჩანს რომ საცხოვრებელი ადგილი ერთია, გასაგზავნი მეორე და ვააბშე დარეგისტრირებული მისამართი მესამე.... (ბანკში ვმუშაობ ფოქსიკ, რაცხა მაინც დამეჯერება ყველაფრის თუ არ გჯერავს, აგერ კროსმანს მგონი 3 თვე ვკერავდი ხან მიმოწერით ხან ტელეფონის ზარებით, ძლივს მივაღებინე ჩემი ბარათი და შენ ამბობ არაფერი არ დამჭირდა ტრახ ბა-ბახ და....)

პირველი კანდიდატურა ხარ განხილული იყო როგორც მოტეხილი ბარათით სარგებლობის კანდიდატად. შესაბამისად თავს იზღვევენ და ეგეთ ტრანზაქციას არ აკეთებენ.

ერთადერთი შეიძლება თეორიულად დავუშვა რომ არ გააკეთეს შემოწმება მინიმალური ტრანზაქციის გამო, ანუ 3$ ტავარი და 6$ გამოგზავნა, ანუ არ აცდენილხარ 40$-იან ლიმიტს, რომელსაც მოტყუების შემთხვევაში ვიზა და მასტერქარდი არარ აანაზღაურებენ. ანუ ვიზას და მასტერქარდს აქვთ ორგანიზაციებზე მითითება თუ სავაჭრო თანხა არ აღემატეაბ 40$-ს მაშინ ავტორიზაცია საჭირო არაა, თუ რაღაც ჩვენ აგინაზღაურებთ თანხას. მაგრამ ეგ წესიც მხოლოდ საკრედიტო ბარათებზე მოქმედებს.

რომც დავუშვათ თეორიულად რომ კაკრაზ ლიმიტის არ აცდენის გამო გაგიმართლა, მაშინ საკმარისი იქნება ცოტა ემტი დაუკვეთო 50-60$-ის და ......

კაროჩე Davitus, შენ დისკო ხომ პირადპირ პირამიდიდან იყიდე? ნახე ერთი თუ შემოგრჩა ეგ ქვითარი, მანდ გადახდის მეთოდი რაა მითითებული? ამაზონიდან დაკვეთისას არ ეთითება ეგ უბედურება და საინტერესოა განმასხვავებელი რაიმე იქნება თუ არა.

მოკლედ ფოქსიკ დიდ ბოდიშს გიხდი, მაგრამ მე ისევ ჩემს აზრზე ვარ, ან ეს ტავარი სხვა გზითაა ნაყიდი, ან....

ბანკში გენახა ამონაწერი რა, მოკლავდი ყველა კურდღელს. შენთვითონ მაინც არ გაინტერესებს???? საიდან და როგორ მოხდა შეძენა? თუ გაქვს კანალი გაჭრილი და მუშოაბს შენი ბარათი დაგადგებით მთელი ფორუმი დაკვეთებით. სწორედ გაგვიგე რაიმე სამტრო კი არ გვაქვს პირიქით მოშნად გაგვიხარდება ყველას თუ ეგეთი გზა არსებობს და გაჭრილია, ყველა პირიქით მაგას ვჩალიჩობთ და არ გამოგვდის. პროსტა ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის, მითუმეტეს ამ მწირე ინფორმაციის მოწოდების პირობებში. წვეთი წვეთით წერ ყველაფერს.

შენ თუ არ გაინტერესებს ჩვენ გვაინტერესებს სხვა ფორუმელებს, მიიღებ ჩვენგან დაკვეთას რამე რომ იყოს და დაუკვეთავ მაგ ბარათით????

P.S.მე სხვა რაღაც არ მესმის, ეს ტყვიები ღირდა 3.99$ გამოგზავნა 6.5, თბილისში ჩამოტანა ალბათ 4-5$ და გამოვიდა ერთი პაჩკა 4$-იანი ტყვიის ფასი 14-15$ მაგდენი 500-იანი Crosman Ultra magnum-ი არ ღირს... 22 ოქტომბელს დარეგისტრირდი ამ ფორუმზე, გეკითხა მაინცა 1 თვის თავზე მაგ ტყვიებს რომ უკვეთავდი, ფასმა მაინც არ დაგაეჭვა??? ჩვენ აქ ვწუწუნებთ 25 ლარი ჯდება ერთი ცალი 500 ტყვიანი კოლოფიო და შენ კიდევ იგივე (დაჟე მეტ) ფასს იხდი 250 ცალში?? რას ერჩოდი საკუთარ თავს?? გეკითხა, აგერ გრიშა ყიდის მგონი მაგ ტყვიებს 15 ლარად. არც ლოდინი უნდოდა და არც მაგდენი თანხის გადახდა. სხვა თუ არაფერი არ მიფრინავს ეგ ტყვიები. აეროდინამიკა აქვს 0+0=-1 biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Davitus Feb 25 2010, 07:30 PM

ციტატა(ja_ja @ 25th February 2010 - 07:00 PM) *
კაროჩე Davitus, შენ დისკო ხომ პირადპირ პირამიდიდან იყიდე? ნახე ერთი თუ შემოგრჩა ეგ ქვითარი, მანდ გადახდის მეთოდი რაა მითითებული? ამაზონიდან დაკვეთისას არ ეთითება ეგ უბედურება და საინტერესოა განმასხვავებელი რაიმე იქნება თუ არა.


სამწუხაროდ არ მაქვს, ვინახავდი და დამეკარგა მაინც... არც მახსოვს ზუსტად როგორ ეწერა sad.gif ამონაწერი ნახოს ფოქსმა და ეგ არის, მივხვდებით მარტივად, იქნებდა გვეშველოს, რიავიცი რიავიცი...

პოსტის ავტორი: foxi Feb 25 2010, 08:18 PM

ციტატა(ja_ja @ 25th February 2010 - 07:00 PM) *
შენ თუ არ გაინტერესებს ჩვენ გვაინტერესებს სხვა ფორუმელებს, მიიღებ ჩვენგან დაკვეთას რამე რომ იყოს და დაუკვეთავ მაგ ბარათით????

პრობლემა არარი ადრეც დავწერე და ეხლაც ვწერ შეუკვეთოთ და თუარ მიიღო ფულს ხომარაგვახევენ არა?აი მაგდენი არვიცი.
თუ დაბლოკეს ,რამეს ჩამოაჭრიან?.მაგაძე პასუხს არვაგებ,მაგრამ თუ ეს კანალი ვამუშავეთ ბაზარი არარი არდაგზარდებით.
ციტატა(ja_ja @ 25th February 2010 - 07:00 PM) *
P.S.მე სხვა რაღაც არ მესმის, ეს ტყვიები ღირდა 3.99$ გამოგზავნა 6.5, თბილისში ჩამოტანა ალბათ 4-5$ და გამოვიდა ერთი პაჩკა 4$-იანი ტყვიის ფასი 14-15$ მაგდენი 500-იანი Crosman Ultra magnum-ი არ ღირს... 22 ოქტომბელს დარეგისტრირდი ამ ფორუმზე, გეკითხა მაინცა 1 თვის თავზე მაგ ტყვიებს რომ უკვეთავდი, ფასმა მაინც არ დაგაეჭვა??? ჩვენ აქ ვწუწუნებთ 25 ლარი ჯდება ერთი ცალი 500 ტყვიანი კოლოფიო და შენ კიდევ იგივე (დაჟე მეტ) ფასს იხდი 250 ცალში?? რას ერჩოდი საკუთარ თავს?? გეკითხა, აგერ გრიშა ყიდის მგონი მაგ ტყვიებს 15 ლარად. არც ლოდინი უნდოდა და არც მაგდენი თანხის გადახდა. სხვა თუ არაფერი არ მიფრინავს ეგ ტყვიები. აეროდინამიკა აქვს 0+0=-1

კიდევ ერთხელ ვამბობ მეარგამომიწერია მეგობარმა გამოიწერა ჩემი ბარათით.მაგას აინტერესებდა უსა2 როგორ მუშაობდა და მაგიტომ.

პოსტის ავტორი: giga_st Feb 25 2010, 08:26 PM

ახლა ცხელ გულზე ისე არ გააკეთოთ, რომ ჩვენი ფოქსი ინდ. მეწარმედ დაარეგისტრირონ საბაჟოზეsmile.gif ბევრი ტავარი შემოგაქვს გასაყიდად გენდომებაო..

პოსტის ავტორი: foxi Feb 25 2010, 11:35 PM

ციტატა(giga_st @ 25th February 2010 - 09:26 PM) *
ახლა ცხელ გულზე ისე არ გააკეთოთ, რომ ჩვენი ფოქსი ინდ. მეწარმედ დაარეგისტრირონ საბაჟოზე

ინდ მეწარმე ვარ უკვე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 25 2010, 11:46 PM

giga_st
foxi
ინდ მეწარმე რა შუაშია 150-160$-მდე ავკრიფოთ და ეგაა, მაგრამ ბრმად გარისკვა არ მინდა, იმიტომ რომ თუ ბარათს არ იღებენ მაშინ დაიბლოკება ბარათზე თანხა 1 თვით და მერე მოეხსნება ბლოკი რომ დარწმიუნდება ავტორიზაციის ცენტრი რომ გამყიდველსპრეტენზია არ აქვს და დაკვეტა გაუქმებულია. 1 თვით თანხის გაჩერება არ მინდა თორემ აგერ ჩემთვის 80$-ის ტავარი ახლაც მაქვს მონიშნული, ვფიქრობ ამაზონის მეშვეობით დავუკვეთო.

ამიტომაც ფოქსიცკ მირბიხარ ბანკში და აკეტებ ანგარიშიდან ამონაწერს და შესაბამის თარიღზე ნახულობ ვის ანგარიშზეა გადასული შესაბამისი ტანხა.

უსა 2 ჯორჯიაზე თუ არის საუბარი სავარაუდოდ მაგათმა გადაიხადეს თავიანთი ამერიკული ბარათით და ჩემს უბრალოდ ჩამოგაჭრეს თანხა თავის პოს ტერმინალში პლიუს მომსახურებაში 10-15% კიდევ აგახიეს.

ისე ხცცემი ინფო 40$ მხოლოდ საკრედიტოებზე მუშაობს, ჩემი სადებედოეტი (MS Standart და Visa Clasic) კაკრაზ ერთი საახალწლოდ და მეორე ახალი წლების მერე გავტესტე, ერთზე 10$-ის ყიდვა და უარი მლეწეს, მეორეზე 25$ და იმაზეც უარი მლეწეს ასე რომ ნუ არ ვიცი რა დონის 100%-ზე დარწმუნებული ვარ რომ პირადპირი გადარიცხვა არ მომხდარა.

ბოლო ბოლო ეგ მეგობარი მთცვარეზეა თუ მარსზეა არ შეუძლია ნორმალურად სრულად გითხრას რა გააკეთა?? მარა ყველაზე კაია შეამოწმო ბარათის ანგარიშიდან ამონაწერი ბანკში.

პოსტის ავტორი: Davitus Feb 26 2010, 03:12 AM

ციტატა(ja_ja @ 26th February 2010 - 12:46 AM) *
ყველაზე კაია შეამოწმო ბარათის ანგარიშიდან ამონაწერი ბანკში.

+10000000000

პოსტის ავტორი: foxi Feb 26 2010, 06:21 PM

ციტატა(ja_ja @ 26th February 2010 - 12:46 AM) *
ბოლო ბოლო ეგ მეგობარი მთცვარეზეა თუ მარსზეა არ შეუძლია ნორმალურად სრულად გითხრას რა გააკეთა??

ლონდონშია. smile.gif ბანკში შებვამოწმებ რომ არგავიჭედოთ. მეც მაინტერესებს.

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 26 2010, 08:03 PM

foxi

ციტატა(kakha @ 26th February 2010 - 07:21 PM) *
ლონდონშია

მდაააააააააააააა, დღითითდე ახალი საინტერესო ინფო იჩითება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

და კონტაქტი ჩკა? ეგებ და რაიმე საიტზეა გაწევრიანებული რომელიც ამერიკელად გაფორმებს და შენი ტრანზაქციები ისე გადის ვითომ ამერიკელი ხარ, არის ერთი ეგეთი ადრე დავდე ფორუმზე, მაგრამ რეგისტრაცია ფასიანი იყო და ყოველთვიური გადასახადი იყო. მაგიტომ დავატორმუზე. თორემ ეგეთ საიტზე რეგისტრირდები და მანდ უთითებ შენს ბარათს, მერე ყიდვისას მაგათ მონაცემებს იყენებ და ტრანზაქციისას იმათგან იწერება თანხა, ისინი კი მომენტალურად შენგან ჩამოწერენ თანხას.

კაროჩე ფოქსიკ უკვე ახლა ჩანს რომ ძალიან მარტივად გაგვაგიჟე biggrin.gif რა უნდა აგერ ვიწერ და მერე აღმოჩნდა მე არა მეგობარმა, მერე მეგობარი ლონდონშია, და რატომღაც კონტაქტი იმ მეგობართან არ არსებობს, შესაბამისად უცებ რომ მოგვინდეს, მაშინაც ვერ ვისარგებლებთ მაგ მეგობრით sad.gif

კაროჩე ნუ დაიზარებ ხვალ შაბათია 2 საათამდე მუშაობენ, თუ არა და ორშაბათს გაიქეცი ბანკში, გააკეთებინე ამონაწერი და მორჩა საქმე, თუ გაქვს ინტერნეტ ბანკი გაწერილი ხომ მთლად კარგი, პირდაპირ იბანკით შეგიძლია ნახო ამონაწერი. მე მაქვს და ვიცი ტრომ TBC-ს იბანკი ამონაწერის პონტს იძლევა (თუმცა რაღაც აყირავებული მეთოდებით).

პოსტის ავტორი: foxi Feb 26 2010, 08:27 PM

ეეე კაცო 19.gif ლონდონში მერე წავიდა გამოწერის მერე.აქ გავაწევრიანე ვამპირო ქვია. ხშირად არა მაგრამ შემოდის
როცა იცლის. ასერომ თუ მოიხელთე კითხე პრობლემა არარი. ბანკში გავარკვევ ისევ ეგრე აჯობებს. ხვალე იქნება ინფო არინერვიულოთ

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 26 2010, 09:09 PM

foxi

ციტატა(kakha @ 26th February 2010 - 09:27 PM) *
ბანკში გავარკვევ ისევ ეგრე აჯობებს. ხვალე იქნება ინფო არინერვიულოთ

ოკ ველოდებით smile.gif

პოსტის ავტორი: bazuka Mar 6 2010, 02:52 PM

სად წავიდა Iraklius-ა, აწყენინეთ რამე ???

პოსტის ავტორი: foxi Mar 6 2010, 05:51 PM

ციტატა(bazuka @ 6th March 2010 - 03:52 PM) *
სად წავიდა Iraklius-ა, აწყენინეთ რამე ???

მეც ეგრე მგონია.

პოსტის ავტორი: nihontoman Mar 6 2010, 07:14 PM

არ ვიცი მარა მე მგონი რომ საწყენი იყო და ეწყინა კიდეც. ძალიან ვეცით ახალ წევრს და ყველაფერზე გამოვეკიდეთ. მე მაგალითად მეწყინებოდა.

პოსტის ავტორი: Iraklius Mar 8 2010, 08:13 PM

nihontoman
foxi
bazuka

არ მწყენია ხალხო არაფერი. ფორუმი იმისია რომ ვიმსჯელოთ, მოკითხვისთვის მადლობა, მიხრია თვალში თუ შემოგაკლდით, ყველანი ძვირფასები ხართ პნევმომანიაკები! ახლა კიდევ ერთი სიახლე, ამ წამს ჩამომაჭრა პირამიდმა ბარათიდან ფული, გაიტანა TBC-ს visa classic-მა! ანუ 4 შეკვრა 3-ის ფასად! + დისკაუნტ კოდი!
ახლა ორიგინალ პოსტსაც შევცვლი.

პოსტის ავტორი: nihontoman Mar 8 2010, 08:26 PM

Iraklius
ეგრეც ვიცოდი, აჰა, იაღოველები ხართ, რომ არ გჯეროდათ.....

რა ტყვიები გამოიწერე?

პოსტის ავტორი: Iraklius Mar 8 2010, 08:30 PM

nihontoman
http://www.pyramydair.com/s/p/Crosman_Premier_22_Cal_14_3_Grains_Domed_500ct/769

ესენი, მოიფიქრა ბოლოსდაბოლოს კროსმანმა ნორმალურ ფასად ნორმალური ტყვიების გაყიდვა. პირველ პოსტში რო კოდია არ დაგავიწყდეთ და 3=4 (ანუ ვინც არ იცით, პირამიდზე 3 შეკვრას თუ იყიდი მეოთხეს გჩუქნიან) smile.gif

პოსტის ავტორი: giga_st Mar 8 2010, 08:32 PM

ვაა კაი ამბავია, ჩემი ოპტიკის ამბავიც მანდ ხო არ გავაკეთო? მე უკვე იქაური ნაცნობისათვის ვაპირებდი თხოვნას თავისი ბარათიდან რო შეეძინა და იქ მიეწერა ბარამის მისამართი არ გამოვიდოდა ნეტა?? როგორ ფიქრობთ.

პოსტის ავტორი: giga_st Mar 8 2010, 08:34 PM

ან საერთოდ რა წინააღმდეგობაა ამერიკული ბარათის აღება, ცადეთ ვინმემ? ჩვეულებრივი სადებეტო ბარათი.

პოსტის ავტორი: Iraklius Mar 8 2010, 08:42 PM

giga_st
რატომაც არა, თან 10%იანი დისკაუნტის კოდიც გვაქვს და უფრო იაფად გამოხვალ. რა ოპტიკის ყიდვას აპირებ?

პოსტის ავტორი: giga_st Mar 8 2010, 09:09 PM

16 ჯერადობის ან უფრო მეტის მინდა, 30 მმ-ნი დიამეტრის ტრუბით, წინა ლინზა 40 და ზევით. ამაზონზე დავეხეტები ახლა ვყრი არჩეულ ვარიანტებს. პირამიდაზე კი არის კაი ვარიანტები და თუ გამოვა ეგ უფრო მაწყობს.

პოსტის ავტორი: Iraklius Mar 8 2010, 10:38 PM

მდა, ფული ჩამომაჭრეს (SMS მომივიდა ბარათიდან ჩამოჭრაზე) და ახლა წერილი მივიღე, საერთაშორისო ბარათიაო და ვერაო. თუ ჩამოაჭრეს ფული მაშინ რატომ ვერა ვერ გავიგე. ტფუ ამათი, ვურეკავ ახლა.

EDIT: ველაპარაკე. მოკლედ თანხა არ ჩამოჭრეს, დროებითი დაბლოკვა მოხდა. ბლოკი მოეხსნება და თანხა გამოყენებადი იქნება. შეკვეთა გამიუქმეს. შეკვეთის შანსია საერთაშორისო ბარათებიდან არის American Express-ის საშუალებით. მემგონი საქართველოს ბანკს აქვს. ვინმე ხომ არ მუშაობთ გურჯისტანის ბანკში ან ხომ არ იცით რა ჯდება მაგ ბარათის აღება?

პოსტის ავტორი: bazuka Mar 8 2010, 11:05 PM

Iraklius
იძახდა jaja მარა ვინ უჯერებდა რო biggrin.gif

ეხლა სემოვიდეს, ნახეთ რა დღეში გაგატარებთ yes3.gif lol2.gif lol2.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 8 2010, 11:24 PM

Iraklius

ციტატა(Looperx @ 8th March 2010 - 11:38 PM) *
მდა, ფული ჩამომაჭრეს (SMS მომივიდა ბარათიდან ჩამოჭრაზე) და ახლა წერილი მივიღე, საერთაშორისო ბარათიაო და ვერაო. თუ ჩამოაჭრეს ფული მაშინ რატომ ვერა ვერ გავიგე. ტფუ ამათი, ვურეკავ ახლა.

არ არის ეგ ჩამოჭრილი, ეგ არის დაბლოკილი თანხა, საპროცესინგო ცეტრი ჯერ ყოველთვის ბლოკავს ტანხას შემდეგ ელოდება გამყიდველის სავბოლოო დასტურს და მერე გაჭრის საბოლოოდ თანხას. ყველგან ეგრეა, საქართველოშიც გერმანიაშიც და ამერიკაშიც. მაგაზე ნუ რელავ ფული უკან დაბრუნდება.


ციტატა(Looperx @ 8th March 2010 - 11:38 PM) *
ველაპარაკე. მოკლედ თანხა არ ჩამოჭრეს, დროებითი დაბლოკვა მოხდა. ბლოკი მოეხსნება და თანხა გამოყენებადი იქნება. შეკვეთა გამიუქმეს. შეკვეთის შანსია საერთაშორისო ბარათებიდან არის American Express-ის საშუალებით. მემგონი საქართველოს ბანკს აქვს. ვინმე ხომ არ მუშაობთ გურჯისტანის ბანკში ან ხომ არ იცით რა ჯდება მაგ ბარათის აღება?

ვწერდი რომ 30 დღით დაიბლოკება თანხა და არ ჩამოიჭრება მეთქი, მარა ვინმე კითხულობს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

რაც შეეხება ამერიცან ექსპრესს, მაგაზეც მქონდა მიმოწერა. კაროჩე არ გამოდის მაგითაც, იმიტომ რომ ამერიცან ექსპრესზე გიგზავნიან პირდაპირ იმ მისმარტზე რაზეც ბარათის ბილინგია, ანუ საქართველში გამოუშვებენ EMS-ით biggrin.gif, ანუ მხოლოდ და მხოლოდ იმ მისამართზე რომელზეც ბარათია გაწერილი. აგერ მაგათი პასუხი:

We accept the following payment methods: American Express and Discover. When paying by American Express or Discover, the billing address provided at the time of order placement must be the same address on file with the credit card issuing bank.

კაროჩე რა ამერიკან ექსპრესი თუ საქართველოზეა გაწერილი და შენ მიუთითებ ამერიკულ მისმართს დასტავკაზე მაგ შემთხვევაშიც გაგიუქმებენ დაკვეთაას.

კაროჩე კაიხანია დავამუღამე მარტივი მეთოდი, მივწერ ხოლმე მაგათ რომ გთხოვთ თქვენი ტავარი დაამატოთ ამაზონზე, რადგან მე ჩემი საერთაშორისო ბარათით ვერ ვყიდულობ პირდაპირ თქვენი საიტიდან, ამასონი კი იღებს ჩემს ბარათს.

ვუთითებ სიას რა მინდა და 1-2 დრეში ტავარი ამასონზე არის ხოლმე, მაგრამ ხშირად დაკვეთას როგორც კი მივცემ ეგრევე შლიან ამაზონიდან ტავარს ვერ ჩავწვდი მუღამს, ბარემ იყოს სხვაც იყიდის, მარა... რავიცი ამ ამერიკელების ვერაფერს გაიგებ.

კაროჩე ამაზონზე არ მოქმედებს ფასდაკლების კუპონები და 4 კოლოფ ტყვიის შეძენისას მეოთხეს უფასოდ ვერ იყიდი, მაგრამ საერთო ჯამში ყველაფერი იგივე გამოდის. ნუ რა თქმა უნდა ფასდაკლება კაია და ერთი კოლოფი ტყვია უფასოდ, მარა We are the Georgian... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

P.S. ეხ კიდევ კაი არ გავრისკე კიდევ ერთხელ და 30 დღით თანხა არ დავბლოკე. სადრაც 120$-ის საქონელი მაქვს არჩეული და ვემზადები რომ მივწერო ესა და ეს საქონელი ჩაამატეთ მეთქი თქვენს ამაზონის ბუდგკაში თქვა. მარა შეძენისას ამაზონს გადავხედავ და თუ ადგილზე იყო ყველაფერი, ამშინ არარც მივწერ. ტყვიები ამ ეტაპზე მაინც არ მჭირდება და მახატია, ნუ ფასდაკლება 10% კაია მარა საერთოდ რომ ვყიდულობ და ვახერხებ ეგეც მიხარია biggrin.gif

ისე იდეაში H & N-ის ტყვიები უპრობლემოდ აქვთ დაყრილი ამაზონზე. ვერ ვხვდები სხვა ტავარს რას ერჩიან და რატომ არ დებენ ამაზონზე.


ციტატა(Looperx @ 8th March 2010 - 11:38 PM) *
შეკვეთის შანსია საერთაშორისო ბარათებიდან არის American Express-ის საშუალებით. მემგონი საქართველოს ბანკს აქვს. ვინმე ხომ არ მუშაობთ გურჯისტანის ბანკში ან ხომ არ იცით რა ჯდება მაგ ბარათის აღება?


მე ვმუშაობ SB24-ში კაკრაზ იბანკის და ვიპ კლიენტების განყოფილებაში. მაქვს აღნიშნული ბარათი, მაგრამ ბარათი არ წავიდა, ნასინჯია ეგეც, მიზეზი ზემოთ დავწერე. ისე ბარათის აღება შეგიძლია, მაგრამ მინიმუმ 1000 ლარიანი ხელფასი უნდა გქონდეს დოკუმენტირებული რომ შენი განხილვა დაიწყონ (ოღონდ 1000 ლარი ხელზე ასაღები და არა დარიცხული) და 1000 ლარზე შეიძლება არ დაგიმოწმონ განაცხადი. სასურველია დადებითი პასუხი რომ იყოს ცოოტათი მეტი მაინც იყოს ანუ 1100-1200. იდეაში შეიძლება 1000-ზეც წამოვიდნენ ხრენ გაიგებ საკრედიტო განყოფილების ლოგიკას biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ადრე ახალ თანამშრომელს 950 ლარი აქვს და არ დაუმტკიცეს... გარე კლიენტებს იავნა 1000-ზე ნაკლებზე არც შეხედავენ.

თუ გაქვს მაგდენი ხელფასი აიღე ეგ ბარათი თუ გაინტერესებს, ჯერ ახალი ხილია და ამექსი არ ადებს შეზღუდვას, უფროსწორედ ამექსის მოთხოვნაა რომ 1000-ზე დაბლა არაო, მაგრამ მაგ ბარათები ცოტა სხვა კლასია და რამდენიმე თვეში აწევენ მაგ პლანკას და შეიძლება 1500-ზე ზემოთ იყოს მოთხოვნა. ბიძაშვილი გუშინწინ იყო ჩვენტან ერთერთ ფილიალში ორანჯის განახლებაზე და შესთავაზეა ამექსი, მაგრამ გარანტირებული 1000$ უნდა გქონდეს შემოსავალიო. ტაკ ჩტო თუ გაქვს შანსი სანამ დროა შეგიძლია აიღო ბარათი, ოღონდ გაითვალისწინე წელიწადში მომსახურების 85 ლარია გადასახდელი



bazuka
ციტატა(bazuka @ 9th March 2010 - 12:05 AM) *
იძახდა jaja მარა ვინ უჯერებდა რო

ეხლა სემოვიდეს, ნახეთ რა დღეში გაგატარებთ

კაი კაცო ეგრე მიცნობ???

პროსტა აბიდნა რა რომ ამბობ და არ გისმენენ. ვცდილობ გატკეპნილი გზა ვასწავლო ხალხს მარა რათ გინდა biggrin.gif ისე იდეაში კაია ეგეთი შემთხვევები, იმიტომ რომ მე უკვე გავტკეპნე და ხელახლა იგივეს არარ ვაკეტებ იმიტომ რომ ვიცი არ გამოვა,. სხვა კი ისევ ცდილობს, იდეაში კაია, იმიტომ რომ ვაი და შეცვალეს პირობები და უცებ გაატაროს, ხომ გავიგებთ ახალ ამბავს...

პოსტის ავტორი: giga_st Mar 9 2010, 12:00 AM

აუუ ჯაჯ ჩემი ოპტიკაც მიწერე რა დავიტანჯე ბლინ ამ ამაზონის ოპტიკებით და პირამიდაზე წერია გემრიელად 30მმ ოპტიკა აირჩიე რაც გინდა როდის აპირებ მიწერას და ავარჩევ რამეს და ვიყიდი რაsmile.gif

პოსტის ავტორი: giga_st Mar 9 2010, 12:42 AM

ვერ გავერკვიე ამაზონზე როგორ შეიძლება პირამიდის ტავარის ნახვა, ჯაჯა ანუ ეგ ამერიკან ექსპრესი თუ მაქვს და ხელფასს ვაჩვენებ 1000 ლარზე მეტს პირამიდა მიიღებს ჩემ დაკვეთას?

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 9 2010, 09:43 AM

giga_st

ციტატა(giga_st @ 9th March 2010 - 01:42 AM) *
ანუ ეგ ამერიკან ექსპრესი თუ მაქვს და ხელფასს ვაჩვენებ 1000 ლარზე მეტს პირამიდა მიიღებს ჩემ დაკვეთას?

კი დაკვეთას მიიღებს, მაგრამ ამერიკის მისამართზე არ გამოგიგზავნის მხოლოდ აქაურ მისამართზე. აქ გამოგზავნა კი ძვირი და ჯდება 150-170$ კაროჩე სისულელე გამოდის biggrin.gif

როგორც ვხვდები მაგარი დაშინებული არიან მოპარული ბარათების ამბებით. ამიტომაც არ იღებენ ინტერნეშენელ ბარათებს (დიდი რისკია რომ მოპარული ბარათი იყოს და მერე მფლობელი გაატრაკებს) და არ აგზავნიან ბარათის ბილინგის მისამართის გარდა სხვაგან (ეს უკვე ამექსს ეხება. ამექსი ანუ ამერიქან ექსპრესი მაგარი პრივილეგირებული ბარათია და ვიზა გოლდს და პლატინას თავზე ახურებს ყველაფერს, ამიტომაც მაგაზე უარს ვერ ამბობენ, თვითონ ამექსი დაახურებს მერე პირამიდს თავზე ყველაფერს რა უფლებით არ მიიღე ჩემი ბარათიო, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით აგზავნიან ტავარს ბარათის მფლობელის მისამართზე, ანუ თაღლითობა რომ გამორიცხონ რა).


ციტატა(giga_st @ 9th March 2010 - 01:00 AM) *
აუუ ჯაჯ ჩემი ოპტიკაც მიწერე რა დავიტანჯე ბლინ ამ ამაზონის ოპტიკებით და პირამიდაზე წერია გემრიელად 30მმ ოპტიკა აირჩიე რაც გინდა როდის აპირებ მიწერას და ავარჩევ რამეს და ვიყიდი რა

მიწერა პრობლემა არაა, მარა რაღაც უაზრობას ამბობ რამე აირჩიე კაია biggrin.gif ეგრე არ გამოვა, შენ უნდა შეარჩიო რა გინდა.

ციტატა(giga_st @ 9th March 2010 - 01:42 AM) *
ვერ გავერკვიე ამაზონზე როგორ შეიძლება პირამიდის ტავარის ნახვა

http://www.amazon.com/gp/browse.html?ie=UTF8&marketplaceID=ATVPDKIKX0DER&me=A3VW7SN5AUIBC8.

ძალიან იოლია მანდ გადასვლა, მაგალითად ამაზონზე ძებნაში All Department-ში ჩაწერე benjamin air tank გამოიტანს ბენჯიკას ბალონს, დააჭირე მაგას და ნახე წარწერა:
Ships from and sold by Pyramyd Air.

დააჭირე Pyramyd Air-ის ლინკზე და გადახვალ გამყიდველის პროფილში, ანუ რამდენი გაყიდა ამ თვეში ამაზონზე, რა კომენტები დატოვა სასტავმა და ასე შემდეგ.

მარცხენა ზედა კუთხეში სადაც ეგ გაყიდვების გრაფიკია, მაგის თავზე არის პირამიდის ლოგო და მის ქვევით არის ლინკი Pyramyd Air Storefront

დააჭირე მაგ ლინკს და გადახვალ მხოლოდ პირამიდის განყოფილებაში, სხვა გამყიდველები მოიქესტება და მხოლოდ პირამიდის მარაზიის საქონელს დაალივერებ.

პოსტის ავტორი: giga_st Mar 10 2010, 08:12 PM

მადლობ ჯაჯა smile.gif შენ ამირჩიე ოპტიკათქვა მაგას რაფრა გეტყოდი შე კაცო რჩევას კი გკითხავ ნამდვილად, ხო დავწერე კიდეც:

ციტატა(giga_st @ 8th March 2010 - 09:00 PM) *
ავარჩევ რამეს და ვიყიდი რა

პოსტის ავტორი: Power_VANO Mar 12 2010, 10:01 AM

ეეე ა&&&&ებს რა პირამიდი biggrin.gif ამექსი მაქვს და საქართველოდან ვერ უნდა გავიდე მაგათი შიშით? smile.gif
ამაზონი იღებს ბოლოს და ბოლოს უპრობლემოდ ელექტოიდან დაწყებული, რავიცი რითი დამთავრებული და ეგენი რა, ამაზონზე მეტს ვაჭრობენ თუ რა smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 12 2010, 10:30 AM

Power_VANO

ციტატა(Power_VANO @ 12th March 2010 - 11:01 AM) *
ამაზონზე მეტს ვაჭრობენ თუ რა

ნუ კაკრაზ ამაზონის რაზმახი რომ არ აქვთ ტრაკის ჟიმჟიმი მაგიტომ აქვთ biggrin.gif ვაი და მოტეხილი ბარათიაო....

პოსტის ავტორი: Power_VANO Mar 12 2010, 06:34 PM

ჰოდა იყვნენ და ივაჭრონ მარტო ამერიკული ბარათებით biggrin.gif

იყოს მოტეხილი სიტყვაზე, მერე რა დაშავდა მაგით, ბარათის პატრონი ბოთე იყოს და ბარათს ვერ უვლიდეს, რა პირამიდის ბრალია smile.gif

პოსტის ავტორი: Quick Mar 16 2010, 09:59 PM

ციტატა
ეს უკვე ამექსს ეხება. ამექსი ანუ ამერიქან ექსპრესი მაგარი პრივილეგირებული ბარათია და ვიზა გოლდს და პლატინას თავზე ახურებს ყველაფერს, ამიტომაც მაგაზე უარს ვერ ამბობენ, თვითონ ამექსი დაახურებს მერე პირამიდს თავზე ყველაფერს რა უფლებით არ მიიღე ჩემი ბარათიო, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით აგზავნიან ტავარს ბარათის მფლობელის მისამართზე, ანუ თაღლითობა რომ გამორიცხონ რა

При всем уважении ბატონო ჯაჯა აქ არ ხართ მართალი biggrin.gif მე იქ ვმუშაობ სადაც იცხობა 90% საქართველოს პლასტიკური ბარათი და მათ შორის ამექსი. მისი პრიველეგიურობა არაფერს არ ნიშნავს, საქართველოს ბანკი კი ყველას რო ურიგებს ამ ამექსებს ამით საერთოდ გააბანძა მაგის სახელი.
ყველაფერი ისე კარგად არაა აწყობილი როგორც გარედან ჩანს, მე შიგნიდან ვუყურებ ამ ყველაფერს და უშუალო მონაწილეობასაც ვიღებ, ასე რომ დამიჯერეთ smile.gif ვიზის პლატინას გაცილებით მეტი ფასი აქვს ვიდრე ამექსის გრინს მარტო იმიტომ რომ ვიპ კლიენტებს ურიგებენ და მეტი არავის არ აძლევენ

edit:
უი ცოტა ზემოთ წავიკითხე და შენ საქართველოს ბანკში მუშაობ, და მე რას გასწავლი biggrin.gif
მე GC-ს თანამშრომელი ვარ, პლასტიკურებთან თუ გაქ უშუალო კონტაქტი შეიძლება მეც მყავდე ნანახი

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 17 2010, 11:46 AM

Quick

ციტატა(Quick @ 16th March 2010 - 10:59 PM) *
უი ცოტა ზემოთ წავიკითხე და შენ საქართველოს ბანკში მუშაობ, და მე რას გასწავლი
მე GC-ს თანამშრომელი ვარ, პლასტიკურებთან თუ გაქ უშუალო კონტაქტი შეიძლება მეც მყავდე ნანახი

biggrin.gif ნანახი ალბათ არა (თუმცა რავიცი, რავიცი), მარა დარეკილი, ან მოწერილი შეიძლება ქე მქონდეს biggrin.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Mar 17 2010, 11:50 AM

Quick
ეჰ... ჩვენთან ვიზა გოლდიც გაპაპსავებულია და რა გასაკვირია, ამექსი იყოს ეგრე smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 17 2010, 11:02 PM

ბარემ კოდებზეა საუბარი და აგერ ა ახლა წერილი მომივიდა კიდევ ერთი ფასდაკლების კუპონს მთავაზობენ ნიტრო პისტონზე

კოდი არის AirgunsMar17 მოქმედების ვადა აქვს 24 მარტამდე.

Enter code AirgunsMar17
during checkout
Coupon exp. March 24, 2010

პროსტა მუდმივი კითხვაა ვინ და რაფერ გამოიყენებს ამ კოდს smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Mar 18 2010, 12:24 PM

და რამდენ პროცენტს აკლებსო? smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 18 2010, 01:19 PM

Power_VANO

ციტატა(Power_VANO @ 18th March 2010 - 01:24 PM) *
და რამდენ პროცენტს აკლებსო?

10%

ისე შეიძლება ბოლო ბოლო მიწერა და თუ დათანხმდნენ საბანკო გადარიცხვაზე ხომ კაი, მარა მეორე საკითხი... განბაჟება!!!

პოსტის ავტორი: bazuka Mar 18 2010, 02:12 PM

ja_ja
მეც მომივიდა ანალოგიური წერილი, მარა ყურადღებას აღარ ვაქცევ საერთოდ smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 18 2010, 07:35 PM

bazuka

ციტატა(bazuka @ 18th March 2010 - 03:12 PM) *
მეც მომივიდა ანალოგიური წერილი, მარა ყურადღებას აღარ ვაქცევ საერთოდ

ჰო რა ნერვებზე გიღუტუნებენ და არიან რა.

პოსტის ავტორი: vaso99 Oct 30 2014, 02:02 PM

პირამიდაირზე არის ახალი კუპონი

ციტატა
scary-2014
11% ფასდაკლება, + უფასო ტრანსპორტირება,

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 24 2015, 09:09 AM

თემა გაწმენდილია და ნუ პოსტავთ სადაც რა მოგინდებათ. დაიცავით http://www.airgun.ge/forums/index.php?act=boardrules

პოსტის ავტორი: SERGI Aug 20 2015, 03:55 PM

QUOTE (Iraklius @ Feb 23 2010, 09:42 AM) *
შეიძლება უკვე იცით ეს ამბავი მაგრამ მაინც:

თუ ვინმეს აქვს ამერიკული ბარათი (თუ არ ვცები იყო 1-2 "რაუნდი" smile.gif ) და პირდაპირ პირამიდიდან ყიდვა შეგიძლიათ მაშინ შეგიძლიათ 10%-იანი დისკაუნტის კოდი ჩაუწეროთ ჩეკაუტის დროს:

CODE
pyramyd-nra


არის კიდევ დროებითი კოდები, ხანდახან უფრო დიდ დისკაუნტზე, თუ იცით დაამატეთ ამ თემაში.

EDIT: საერთაშორისო ბარათებიდან პირამიდს აწყობს American Express.

ახლა თუ შეიძლება მაქედან ყიდვა ?

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 21 2015, 08:19 AM

SERGI
მაგარი არქეოლოგიური პოსტი ნახე smile.gif თარიღს დააკვირდი 2010 წლის დაწერილი ტექსტია, smile.gif 5 წელიწადში 3 Windows-ი შეიცვალა და ერთი დისკაუნთ კოდი ცოცხალი რაფრა იქნება smile.gif

ნუ შარშან გარანტირებულად არ მუშაობდა და წელს რავი თუ შემთხვევით თავიდან გააქტიურეს შეიძლება იმუშაოს, მაგრამ რეალში რაცხა მეეჭვება...

პოსტის ავტორი: temo-777 Aug 29 2015, 02:38 PM

ja_ja

ციტატა(ja_ja @ 21st August 2015 - 09:19 AM) *
ერთი დისკაუნთ კოდი ცოცხალი რაფრა იქნება

მოქმედებს სხვათაშორის ახლაც.
ეხლახანს გადავამოწმე

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services