10 მეტრში სასროლად კარგი გასართობი პნევმოა.
Jah
ჯერ მადლობთ რომ იწვალე
მერე არ მწამს მე ეგეთი სათამაშოების
მე მაქვს ეგეთი, ოღონდ მთლად შავი ფერის აქსესუარების გარეშე.
ცალკე მოვაყოლე Walther Night Force Flashlight & Laser.
ძაან "ძერსკი ვიდი" აქვს ცალკეც და ერთადაც.
მაგრამ გასართობი რაღაც არის უფრო ვიდრე სერიოზული იარაღი.
BB-თი საკმაო ძალა აქვს, მაგრამ სიზუსტე მოიკოჭლებს.
Pellets არ მიცდია, ვერაფერს ვიტყვი.
Jah
სერიოზულად ცო2-ს ვერს მე აღვიქქვამ, ნუ ერთი ვალტერ 850-ის და გამოს დიდი ცო2 ფიშტოს გარდა... რავი..
Jah
არა განა იმას ვამბობ საჭირო არაა მეთქი...
თემატიკას მართლა აწევა უნდა, მარა რატო არაა დაინტერესებული ხალხი ამ ფორუმზე მაინც ვერ ვხვდები....
CO2-ზე დისკო მუშაობს და გინდათ თქვათ რომ არასერიოზული ფიშტოა? (პროვოკაცია)
ისე ახურებთ რა, CO2 არის როგროც ფაქტი, აღიარებ არ აღიარებ ეს ყველას სუბიექტური აზრია.
დიდად მეც არ მეხატება გულზე, მაგრამ დღემდე მაინც რაიმე დურალი პისტოლეტის შეძენა მინდა, არანაირად არ მინდა მიზანში სროლა ან რაიმე ეგეთი სუფთა გართობის იდეა მიტრიალებს, ბავშური მუღამი დააძრო პლასტმასის პისტოლეტი და იძადო და-და-და-და-და-და მოგხვდა მოგხვდა
პროსტა გქონდეს შენთვის ამოითე ესროლე რაიმე ბანკას გაისწორე მუღამი, მიიღე ჯეიმს ბონდის პოზა და ჩაბერე ლულაში, ვსიო, მეტი მაგ ფიშტოს არაფერბი მოეთხოვება.
თოფები CO2-ზე კი მიმაჩნია ახალბედებისთვის და ბავშვებისთვის უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მაგნუმ კლასის ნებმისმიერი სხვა პნევმატიკა. სხვა თუ არაფერი ტყვიის სიჩქარე გაქვს შეზღუდული და 130-150-ზე მეტს ვერ ააწევინებ (თან BB-ს წონა სულ რაღაც 5.4 გრანია), მაქსიმალურად უსაფრთხო გამოდის თუ რა თქმა უნდა ეს სიტყვა საერთოდ შეიძლება ტყვიის მიმართ გამოიყენო.
შედეგად ვიღებთ სისტემას, რომელიც ძვირია CO2-ის გამო, ეს კაი მუხრუჭია ბავშვისთვის რომ უაზროდ არ ისროლოს (თუ რა თქმა უნდა მშობელი ბავშვს აურაცხელი ფულით არ ამარაგებ), სუსტია და გაცილებით უსაფრთხოა, თითქმის რედუქტორის პრინციპის გამო ერთნაირ გასროლებს იღებ, მოკლე დისტანციებზე მიზანში სროლას და იარაღის მოპყრობას ეჩვევი (თუმცა გლუვი ლულა მიზანში სროლაზე ცუდად მოქმედებს).
თუ კომპლექსურად შევსედაბთ Co2-იან იარაღს თავისი ადგილი მას აქვს, თუ ვიწრო კონკრეტული საქმიანობის კუთხით შევხედავთ, მაშინ სრული უაზრობაა.
ja_ja
ჯეიმს ბონდის პოზიცია კი კაია და რამე, მარა რკინის შარიკები ჩემი აზრით გაცილებით საშიშია ვიდრე ტყვიის პელეტები. რიკოშეტი აქვს დიდი....
nihontoman
ღმერთმა დაგიფაროს რომელიმე რომ თვალში მოგხვდეს, ერთი ფეხები იქნება შენთვის პელეტი მოგხვდა თუ შარიკი
საუბარია შედარებით უსაფრთხოებაზე, ახლა თუ იმდენად უჭკუო ხარ და მშობელიც არ გყავს შეგნებული, მიდიხარ და გაპრიალებულ ლამინატს ესვრი 5 მეტრიდან, მაშინ მოგვხდება კი არა ისეთ გაგილაწუმებს რომ მნიშვნელობა არა აქვს შარიკი იქნება კუბი თუ ცილინდრი
კარგით რა ხალხნო მართალია უკვე ცო2 მქონდა მარა თავისი საქმე შეასრულა საკაიფოდ ვერთობოდი რა
10-15 მეტრში საკაიფოდ ისროდა (აზრიან სროლას ვგულისხმობ) მე ძირითადად პნევმო მინდა ნადირობის განხრით
მარა ეხლა რომ ზედმეტი ფული მქონდეს და რიგში ჯერ კიდევ დოხუია რამე არ იდგეს დავითრევდი ცო2-ს თუნდაც ბერეტას
საკაიფოა რა სადმე პიკნიკზე წახვალ გაერთობი შეიძლება შაშხანა ვერ წაიღი მამენტ და მაგით ბახ ბუხ 1-2 ბალონს მიცლი და ასე თუ ისე
დაიოკებ სროლის წყურვილს რა
მე რო ცო2 მინდოდეს (იდე ვაპირებ ყიდვას) მაგას არ ვიყიდიდი ვიყიდიი აი ამას http://www.amazon.com/Beretta-Elite-II-air-pistol/dp/B001DCB54O/ref=sr_1_2?ie=UTF8&s=sporting-goods&qid=1271258200&sr=8-2 იაფია ა ვიდზე მაგარია
http://http://www.pyramydair.com/p/beretta-px4-storm-pellet-gun.shtml
აგერ იგივეა რაცJah-მა დადო უბრალოდ კომპენსატორი,პიკატინი და რაღაცეები არ მოყვება (სტოკია) თან სპეციფიკაციებში უწერია, რომ დაღარული ლულა და მგონი არც ისე ცუდი უნდა იყოს 20-25 მდე ვიდეოებსაც ვუყურე მაგარი კარგი რაღაცაა (ეს კომპენსატორი თურმე უბრალოდ ვიდისთვისაა არაფერ კარგს არ აკეთებსო)
პ.ს რა მაინტერესებს არ ვიცი კარგად კანონები და თუ შეიძლება 4.5მმიანი ცო2 პისტოლეტის ჩამოტანა???
Topchika
ჩამოტანა არანაირი პნევმოსი არ შეიძლება ჯერჯერობით
Topchika
ჩამოტანა შეიძლება მაგრამ გამოტანა არა! საბაჟოზე ვერ გამოიტან. გრიგოლის მიმართე ან მაღაზია მონადირეს.იქ ჩამოტანილებიც არის და ვითომ განბაჟებულებიც.
რამდენად ყიდი?
bacho არ ყიდის ეს რევიუ იყო არ პისტოლეტის. და ეს თემა 2010 წლის აპრილშია გახსნილი
მოგესალმებით ყველას.
როგორც იქნა ჩამომივიდა ეს "იარაღი", სამწუხაროდ გამოცდის საშუალება ჯერ არ მქონია იმედი მაქვს ამ კვირაში "დავტესტავ" და გეტყვით როგორია, amazon-იდან გამოვიწერე და იქ ყველას უწერია ძალიან კარგიაო, ვნახოთ.
ველით აღწერას და კაი იქნება თუ არ დაიზარებ და არ დაინანებ ინფოს, ანუ ნუ დაწერ 2-3 სიტყვით რომ ისროლე და მაგარია. მაქსიმალურად აღწერე, იქ როგორ ზის ხელში რაფერ ისვრის რამდენ გასროლას ყოფნი და ასე შედმეგ.. ოღონდ პროსტა სიის სახით ნუ ჩამოწერ პაწუა განავითარე საკითხი და რაცხა საკითხავი რომ იყოს ისე დაწერე... ნუ რა თქვა უნდა ეს ყველაფერი სასურველია
ესეც დაპირებული მოკლე მიმოხილვა, ძალიან ვრცელი არ არის მაგრამ აუცილებლად შევავსებ http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=3159
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services