გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> "ფრანკენშტეინი", ოპტიკური სამიზნე
NRG
პოსტი Apr 16 2019, 03:06 AM
პოსტი #1


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 503
რეგისტრ.: 28-April 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ბაკურციხე

წევრი №: 2,169
ქალაქი:თბილისი



"ოპტიკური ფრანკენშტეინი"

carl zeiss 6-24x50 AOE



sightron 3,5-10x50



-რა საერთო უნდა ქონდეს ამ ორ რადიკალურად განსხვავებულ ოპტიკურ სამიზნეს?:
პირველი კითხვა, რომელიც დამებადა მას შემდეგ რაც ორივე ერთად დავდე სამუშაო მაგიდაზე.
დღეს მქონდა ოპტიკური სამიზნეების გადარჩევის დღე შეჯიბრი ახლოვდება და მეც ჩემებურად ვემზადებოდი
აღმოვაჩნე, რომ ოპტიკათა ნაირსახეობა მქონია, მაგრამ ფაქტიურად არაფერიც არ მქონია
როცა 5 მმ-იანი სამიზნის ძებნა დავიწყე 50 მეტრზე და ვერ ვიპოვე.
მრავალთაგან ამოვარჩიე ორი ცალი: ერთი ყველაზე მაღალჯერადიანი რომელშიც სქელი ბადე და ბუნდოვანი გამოსახულებაა,
მეორე ყველაზე ხარისხიანი გამოსახულებით რომელსაც ოკულარის და ობიექტივის ლინზები დაზიანებული აქვს,
ეს ორი არის ზემოთხსენებული ოპტიკები.
სათაურიდან გამომდინარე გასაგებია რის გაკეთებაც დავუპირე ამ საწ*ლებსsmile.gif
პირველრიგში რა თქმა უნდა დავშალე ორივე და შიგნეულობაში ჩავიჭყიტე.











მარჯვნივ არის sightron-ის დეტალები მარცხნივ carl zeiss-ს



ცეიზი დაშლის დროს დავაზიანე



ადგან ფოკუსის ბარაბანი კორპუსზე იყო ჩასიკვდილებული და არაფრით არ მოეშვა,
ჩატყდა თუ არა ეგრევე ახალი აზრი გაჩნდა ტვინში ნამდვილი ფრანკენშტეინის შექმნისა smile.gif ოღონდ ოპტიკურის.
ესეიგი ცეიზის კორპუსის ოკულარის მხარე გამოუსადეგარი გახდა და აღარც კლიკები მჭირდებოდა,
მისი მხოლოდ 50 მმ-იანი ობიექტივი და გრძელი მილი მჭირდებოდა ასე რომ ბენზოხერხი ვერ ვნახე და ისევ ჩარხი გამოვიყენე smile.gif









შემდეგი ეტაპი იყო ცოტა საეჭვო რადგან გადიდების ლინზები უნდა გადამეცვალა ერთიდან მეორეში,
საიტრონის ხარისხიანი ლინზები უნდა გადამეტანა ცეიზის ზუმის ბუდეში და როგორც მოველოდი სხვადასხვა ზომის აღმოჩნდა,
არ მინდოდა ლინზების ამოყრა, მაგრამ სხვა გზა არ იყო ამოვყარე და გადავიტანე მეორეში, ლინზებს ეგრევე ეტყობა ხარისხი
ცეიზის ლინზები არის გახუნებული და ყვითელი საიტრონის კი ბზინავს და გვერდებიც კი გამჭვირვალეა



მოკლედ ბევრი ვიწვალე თუ ცოტა, ავაწყე ბოლომდე ზუმიც მუშაობს მაგრამ გარკვეული მიზეზის გამო (ამ მიზეზს სხვა დროს ავხსნი)
დიაპაზონი შეიზღუდა დაბალის მხარეს თუ ცეისზე იყო პირობითად 6-24 ეხლა ჰიბრიდზე ექნება დაახლოებით 10-24.
ამ ექსპერიმენტმა ზუმის მომატების თეორიული შანსც გააჩინა.
ექსპერიმენტმა გაამართლა 100%-ით და ჩემი ვარაუდიც ასევე. მივიღე მაღალი ხარისხის გამოსახულება მაღალ ჯერადობაზე,
ესეც ჩემი მახინჯი



შედეგი ასეთია:







ღამის ფონზე კიდევ არაუშავს სურათი ვერ გამოვიდა.

ხო, ამ ჰიბრიდს მესამე ოპტიკის დეტალიც ექნება, მაგრამ ჯერ არ ვარეპორტებ რადგან იმ დეტალის გადმონერგვა ძალიან რთულია და სახიფათო
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
vexam
პოსტი Apr 22 2019, 10:25 AM
პოსტი #2


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 402
რეგისტრ.: 9-August 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,195
ქალაქი:თბილისი



read.gif "პიქსელიდან გადავიტანოთ მილიმეტრებში"- რას გულისხმობდი?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- NRG   "ფრანკენშტეინი"   Apr 16 2019, 03:06 AM
- - gregory   NRG მალადეც შენ! არ...   Apr 17 2019, 08:44 AM
- - koba1973   gregory ციტატა(gregory @ 17th Ap...   Apr 17 2019, 09:02 AM
- - vexam   საინტერესო პროექტ...   Apr 17 2019, 10:30 AM
- - კ.ვ.ა.დ.რ.ო   vexam ზუმზე ვერაფერს ...   Apr 17 2019, 09:07 PM
- - giga2010   კ.ვ.ა.დ.რ.ო თემას არ ...   Apr 17 2019, 09:15 PM
- - NRG   gregory ბიჭები დამბრედ...   Apr 17 2019, 10:03 PM
- - vexam   მადლობა გამოხმაურ...   Apr 18 2019, 11:08 AM
- - vexam   აზოტის წონა 28 არის, ...   Apr 18 2019, 11:22 AM
- - NRG   vexam არ გეკამათები შ...   Apr 18 2019, 03:52 PM
- - ja_ja   NRG ციტატა(nrg123 @ 18th April 2...   Apr 18 2019, 04:44 PM
- - NRG   ja_ja მე არ მიქმნის აზ...   Apr 18 2019, 05:08 PM
- - NRG   vexam ვცადე და როგორც ...   Apr 20 2019, 09:02 AM
- - vexam   "პიქსელიდან გადა...   Apr 22 2019, 10:25 AM
- - okela84   vexam პმ-მი არ გიმუშავ...   Apr 22 2019, 10:25 AM
|- - vexam   ციტატა(okela84 @ Apr 22 2019, 11...   Apr 22 2019, 10:40 AM
- - vexam   გამარჯობა, ეხლა შე...   Apr 22 2019, 10:28 AM
- - NRG   vexam პრინციპში არ აქ...   Apr 22 2019, 03:04 PM
- - NRG   ისე ამ თემას შეიძლ...   Apr 24 2019, 03:38 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 10:25 PM
Hosted by Pro-Service