გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> 10.07.2010-ის გასვლა, ანუ - ისვრის არ ისვრის, საკითხავი აი ესაა
ja_ja
პოსტი Jul 14 2010, 10:43 AM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ეს მიმოხილვაც ისევე როგორც სხვა მიმოხილვებით რამდენიმე დღის წინ უნდა დამეწერა, მემგონი ეს ტექსტი ჩემი საფირმო ლოზუნგი გახდა biggrin.gif

რა ვქნა ბატონო, შაბათს გვიან მოვედით კვირას ტირის მოლოდინში ვიყავით და ჩაიშალა, მერე ისე დაცხა კონდიციონერი არ მშველოდა.. მერე სამსახური ლამის 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით და.... ასეა თუ ისეა მოვედი კომპიუტერამდე და ვწერ ამ მიმოხილვას.

მგონი გახსოვთ ჩვენი ფორუმელი Tengo სხვადასხვა თემებში წერდა რომ მისი დისკო აშკარად ვერ ისროდა, იყო ერთი პრობლემა CUM-ებზე, რომელიც აი
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
. როგროც მაშინ გაირკვა თენგოს CUM-ები მართლაც არ მიფრინავდა, მაშინ როდესაც სხვა ტყვიები CP და BHP შესაშურ ჯგუფებს აკეთებდა. დავიწუნეთ ტყვიები და წამოვედით წყნარად იმ იმედად რომ საქმე მოგვარებულია.

რამდენიმე დღეში ისევ იგივე პრობლემა გაიჩითა, ამჯერად tengo ამტკიცებდა რომ CP-ც არ მიფრინავდა მისი თოფიდან. სხვა რა გზა იყო, კიდევ ერთი გასვლა იყო საჭირო. სწორედ ამ მიზნით ავიკრიბეთ რამდენიმე კაცი, წამოვიღეთ ჩვენ ჩვენი ფიშტოები, ზოგს თავისი მოდერის გასინჯვა უნდოდა, ზოგს მიზანში სროლა.. მოკლედ ავიკრიფეთ და ბევრი ბოდიალისა და თავმოუბმელობის შემდეგ რავარც იქნება 5 საათზე შევიკრიბეთ ჩემს სახლთან და დავწექით ქალაქგარეთ.

ბევრი უაზრო მოსახვევებისა და გადახვევების შემდეგ რავარც იქნება 6 საათისთვის სადღაც კიკეთის მისადგომებთან მივადებით ბოსტანც... ნუ მთლად ბოსტანი არ იყო. რაღაც გაუგებარი ადგილი ვნახეთ. გზიდან გადასახვევი პატარა მოედანია დამტვრეული ნაასფალტები. იქვე ძირს ჭალასავითაა და ვიღაცის მაგიდა დაგვხვდა, მოპირდაპირე მხარეს ვიღაცის ბუნაგი იყო ამოთხრილი კატაკომბების სტილში და რა თქმა უნდა ქართული ბუნების სიამაყე... პენოპლასტის, ქაღალდების, პლასტიკატისა და ჟესტის ნაგავი. მოკლედ თავი საკუთარ სამყაროში შევიგრძნეთ, სასწრაფოდ მოვნიშნეთ სასროლი ადგილი, ამოვიტანეთ მაგიდა, ქაღალდის ნაგავში აღმოვაჩინეთ ნოუთბუქის მუყაოს კოლოფი, რომელიც სამიზნედ გამოვიყენეთ და....


დავიწყეთ ფოტო მიმოხილვა...

მივედით და ადგილს ვზომავთ, მშვენიერი მოყუჩებულია დგილია, წინ პატარა ბორცვაკია და ყველა ტყვია მიწაში წავა ისე რომ არავის შეაწუხებს...



მაშინ რაღაც ველოდებით დავტენოთ ნასოსები, უკაცრავად დავანასოსოთ თოფები და ...









მიზანში სროლის წინ სანამ მზე არის, მოდით და ქრონში გავარკვიოთ რომელი თოფი რა სიჩქარეებით ისვრის... სასწრაფოდ აწყობა და ქრონის განხილვა







გაქრონვის მერე მოხდა საოცრება... ყველა დაისაქსა, თავის მიმართულებით ისვრის და ვერ გაიგებ რა ხდება..







ზოგმა მოასწრო დაცლა და მეორედ ტენის



ზოგი კი შემეცნებით საქმიანობას ეწევა, იმპროვიზირებულ კათედრაზე smile.gif (მიმდინარეობს მოდერების განხილვა)



ზოგს მცდელობა აქვს სამიზნე გაასწოროს მომავალი მიზანში სროლის წინ





ვერ გავაგებინე ამ ხალხს, მანქანა არ არის მყარი საყრდენი, მიუხედავად იმისა რომ მასიურად გამოიყურება და მძიმეა, ამორტიზატორების გამო მისი მოცულობა და წონა არანაირ პლიუსს არ იძლევა, მარა რათ გინდა... გიჯერებს ვინმე???

რავარც იქნა გაიშალა პარალონი დალაგდა Caldwell-ის ბალიშები და



რა ტრაკებია ბიჯო რა ტრაკები....

ისე პირველი Caldwell -ის ბალიში მე ჩამოვიტანე და რამდენი ხანია სხვას არავის არ ჩამოუტანია, აგერ მეორე ჭკვიანი კაცი Tengo გაიჩითა (სხვებისგან განსხვავებით ახალია ამ ფორუმზე და უკვე მიხვდა კაცი ამ ბალიშების საჭიროებას), დანარჩენები რას აპირებთ... ტირში ისევ ქვიშით გავსებული ნასკებიდან სროლას აპირებთ????



მოკლედ ბატონი პრეზიდენტი შეუდგა მიზნის გასწორებას, თან ტკბება ახალი მოდერის შესაძლებლობებით. მე კიდევ მომკალით და ეგ მოდერი არ მომწონს, ნამეტანი დიდი ოყნაა biggrin.gif



მე კიდო დავიჭირე ჩემი მარადიორი და შევუდექი Tengo-ს მიერ დაწუნებული ტყვიებით სროლას მაინტერესებდა რა გამოვიდოდა. თან აღმოჩნდა რომ Bazuka-ს წამოღებული ჰქონდა პირველი პარტიის CP-ები, რომელიც ამერიკიდან ჩამოუვიდა საქართველოში პირველ დისკოსთან ერთად. აშკარად განსხვავდება ბაზუკას ტყვიები და Tengo-ს ტყვიები, ფერითაც და ფორმითაც... საინტერესოა... მე ჩემთვის წამოღებული მქონდა CUM-ები, არ ვუჩივივარ, ისვრის ხოშიანად.

ამ პროცესს თავისი თოფებიდან აკვირდებოდა სხვადასხვა დამკვირვებელი, ასევთქვათ ენ-ჯე-ო biggrin.gif ვო!!!









ჩემმა თოფმა ერთი მოწყვეტილი ტყვიით გააკეთა 20 მილიმეტრიანი ჯგუფი, მოწყვეტილის გარეშე 17 მილიმეტრი.

ავიღე Tengo-ს ტყვიები და იგივე მანძილზე მეორე სამიზნეში ვისროლე, მოწყვეტილიანად გამომივიდა 27 მილიმეტრი, მოწყვეტის გარეშე 18 მილიმეტრი. ანუ თითქმის ერთნაირად ისვრის.





სხვა რა გზა იყო დავიჭირე ხელში Tengo-ს დისკო და იგივე ტყვიები ვსინჯე...

ჯგუფი არ არის, ყველაზე კაი შემთხვევაში 49-50 მილიმეტრია... ჰოოო რაცხა ვერაა საქმე. მაშინ გადავწყვიტეთ ბაზუკას ჩინებული CP-ებით გვესინჯა სროლა, გამოვიყენეთ მოდერი ეგრეთწოდებული ჯგუფი გამოვიდა 48 მილიმეტრი, არ მოგვეწონა ჩავთვალეთ რომ მოდერი რაცხას ურევს, ამიტომაც მოდერის გარეშეც ვსინჯეთ, შედეგი ვააბშე მაგარი მივიღეთ 61 მილიმეტრი, ანუ ჯგუფზე საუბარი საერთოდ არაა. გინდა მოდერი, გინდა კაი ტყვიები.. ნუ არ არის და მოკვდი თუ გინდა biggrin.gif

აგერაა დამადასტურებელი სურათები: უკაცრავად სახაზავისა და შტანგელის გარეშეა





სხვა რა გზა იყო დავაძრე ჩემი დისკო და მივაყოლე 8 ტყვია... მოწყვეტილით გამოვიდა 31 მილიმეტრი, მოწყვეტის გარეშე 28 მილიმეტრი. ფაქტია Tengo-ს დისკო ურევს... ჩემი დისკო იძლევა შედარებით ცუდს შედეგს რამდენიმე მიზეზის გამო:



1) პირველად ვისროლე ჩემი დისკოდან და მიუმუშავებელი თოფისთვის აშკარად ჯერ ნაადრევია რაიმე ჯგუფის მოთხოვნა
2) ცდომილება ვერტილაკზეა შედეგად ეს მიგვითითებს იმაზე რომ სიჩქარეების ცვლილების გამო ტყვია ნელნელა ქვევით იწევს, ესეც მიმუშავებაზეა დამოკიდებული

ჰო მართლა ესეც ვიდეო ამსახველი მასალა, ხარისხი ცოტა კოტრაწეს, მარა...



სანამ ჩვენ შექმნილ სიტუაციას განვიხილავთ ბატონი პრეზიდენტი მიეპარა ჩემს მარადიორს და Tengo-ს დაწუნებული CP-ებიდან მიუშვა 10 ტყვია ერთერთ სამიზნეში... მდააა პრეზიდენტმა ყველას მოგვიჯოკრა biggrin.gif მიიღო 13 მილიმეტრიანი ჯგუფი.



ფაქტი ერთი იყო, Tengo-ს თოფს რაცხა ნიტო სჭირს, ამიტომაც პირველი ოპერაციისთვის ჩემს დისკოს მოვხსენით ლულა თავისი კოლოფიანად და გადავიტანეთ Tengo-ს რეზერვუარზე. ჩავსვით კონდახში და... სამწუხაროდ ისტორიას არ შემორჩა დამადასტურებელი სურათი, მიახლოებით ჯგუფი გამოვიდა 20 მილიმეტრის რაიონში. თან ეს დაწუნებულია CP-ებით, მიახლოებით იგივე გამოვიდა CUM-ებითაც...



გასაგები გახდა რომ საქმე ან ლულაში, ან კოლოფშია, ამიტომაც Tengo-მ დააძრო მეორე ლულა რომელიც წინდახედულად ჰქონდა ჩამოტანილი და.... მოკლედ გადააწყო თავისი დისკო ტავის კოლოფზე და ახალ ლულაზე



შედეგი გამაოგნებელი აღმოჩნდა, მართალია კაი სურათი ვერ დავაფიქსირეთ, იმიტომ რომ სადღაც 10 ნასროლი ტყვიიდან 6 წავიდა მუყაოს კოლოფში, შემდეგ ცოტათი გავასწორე ოპტიკა (ზემოთ ამოვწიე) და კიდევ დარჩენილი 3 ტყვიაც მივუშვი.

მართალია 3 ტყვიიდან დასკვნის გაკეთება ჭირს, მაგრამ ფაქტი სახეზეა, ჯგუფი არის 12.38 მილიმეტრი, მაქსიმუმ კიდევ 2 ტყვია რომ მიმეყოლებინა 13-დან 15 მილიმეტრში ჩავეტეოდი.



პირველი 6 ტყვია ლამის ერთმანეთში იყო ჩამჯდარი, უბრალოდ კოლოფი კიკეთში დავტოვეთ და არავის გაგვახსენდა გადაღება sad.gif

ასეა თუ ისეა, მემგონი ამ მომენტისთვის თენგოს თავგადასავლები გარკვეულია. სავარაუდოდ ლულის პრობლემა გამოწვეული იყო ფასკით რომელიც Tengo-მ თვითონ გააკეთა. ლულა შემდეგ მე დამიტოვა ჩამოსაჭრელად, უბრალოდ მეც კაი ტორმუზი ვარ არ გამახსენდა გადაღება თუ როგორი იყო თავიდან ლულა sad.gif

ასე იყო თუ ისე, ერთი საქმე გასწორდა, მაგრამ მეორე პრობლემაც გვქონდა, კერძოდ რატომ ისვრის Norica-ს დისკო 220-230 მეტრ წამით მაშინ როდესაც სხვა ყველას დისკო 255-270-ით ისვრის...

ბევრი ფიქრისა და საუბრის შემდეგ გადავწყვიტეთ ზამბარის მიკუმშვა, ამოვაგდეთ ზამბარა და... Bazuka ვენებს იჭრის წვრილი მეჩვენებაო, დავაძრეთ შტანგელი, გავზომეთ ჩემი და Tengo-ს დისკოს ზამბარის მავთულის სისქე, აღმოჩნდა 0.96-0.97 მილიემტრი, აი Norica-სი კი იყო 0.87 მილიმეტრი.. ესეც მთელი საიდუმლო smile.gif. რატომღაც ზოგიერთ დისკოში კროსმანი წვრილი მავთულიდან გაკეთებულ ზამბარას დებს, შეიძლება ეს საყვარელი ჩინელების ბრალია რომლებიც ხარისხიანად ვერ მუშაობენ sad.gif



ასე იყო თუ ისე, იქვე არსებული ნაგვიდან, ვნახეთ პლასტიკატის დეტალი რომელიც Koknara-მ გათალა, ჩავდეთ დამრტყმელში და ამის შედეგად ზამბარას მივჭიმეთ.

Norica-ს სიხარულს ზღვარი არ ჰქონდა როდესაც მისმა თოფმა მომენტალურად 250 მეტრ წამიდან დაიწყო სროლა და მაქსიმუმს მიაღწია 288 მეტრ წამს... მოგვიჯოკრა ყველა დისკო მენს smile.gif შიში იყო გადახარჯვის, მაგრამ გამოვიდა 35-36 სრულყოფილი გასროლა, ანუ იგივე რაოდენობა გასროლები, მაგრამ გაცილებით ჯანიანი smile.gif

ასეთ ტკბილ ნოტაზე დავიშალეთ ყველანი იმ იმედად რომ მინიუმ 2 პრობლემა გადავწყვიტეთ, კაი დროს გავატარეთ, მიზანშიც ვისროლეთ და... მოკლედ ერთმანეთიც ვნახეთ და ფორუმის ტექსტების მაგივრად ლაივში ავუხსენით ერთმანეთს დაგროვებული ინფორმაცია smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი Jul 14 2010, 12:08 PM
პოსტი #2


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,125
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



ე მასტე ბიჯო...ძლივას არ დაადგა საშველი რეპორტს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

საღოლ, მშვენიერი და რაც მთავარია შედეგიანი გასვლა ყოფილა wink.gif

პ.ს. ტეხავს მე რომ ვერ მოვახერხე წამოსვლა sad.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Power_VANO
პოსტი Jul 14 2010, 12:10 PM
პოსტი #3


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



მშვენიერი გასვლა გამოგსვლიათ, რაც მთავარია, ნაყოფიერი! smile.gif

ჰაჩიკას მოდერი კია აშკარად დიდი ოყნა, დისკოზე საკმაოდ მსხვილად ჩანს, მაგრამ შედეგი აქვს უზარ'მაზაარი (უდარენიე რ-ზე) biggrin.gif

დღეს დილით მოპირდაპირე კორპუსის თავზე ყვანჩალას ვესროლე, მილზე იჯდა. რადგან მოდერზე არ მქონდა სამიზნე გასწორებული (ისედაც რვიანიც წინ გავწიე ცოტა რომ მოდერისგან ლულის დახრის კომპენსირება მომეხდინა) ასცდა ყვანჩალას და მოხვდა მის ოდნავ ქვემოთ მილს.

... და ყვანჩალაც გამიფრინდა sad.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი Jul 14 2010, 12:13 PM
პოსტი #4


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,125
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



ციტატა(Power_VANO @ 14th July 2010 - 01:10 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ჰაჩიკას მოდერი კია აშკარად დიდი ოყნა, დისკოზე საკმაოდ მსხვილად ჩანს

ხო, მეც საკმაოდ უხეშად მომხვდა თვალში ფოტოზე...
მაგრამ მთავარია შედეგი ქონდეს smile.gif
პროსტო ერთი ესაა TT-ეს ნაირ "ძაღლუკებს" არ უნდა ჩაუვარდეთ მხედველობის არეში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Power_VANO
პოსტი Jul 14 2010, 12:25 PM
პოსტი #5


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



ნუ ახლა ჯორჯიკას ფიშტოზე რაცაა მანდ არის 2 სანტიმეტრზე წამოცმული. რეალურად უნდა წამოეცვას 6-ზე, მომრგვალების ამოღების მერე. თუმცა ახლა დიდი შვება მაინც არ იქნება.
ჯამში დავაკამუფლირებ მერე ფიშტოს და ნაკლებად შეემჩნეს იქნებ biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
foxi
პოსტი Jul 14 2010, 01:02 PM
პოსტი #6


ზეზუსტი მსროლელი
*****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 2,912
რეგისტრ.: 22-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 226



ესეიგი მაგ გასვლას კიდევ ერთი შედეგი უნდა ჩაითვალოს ის რომ, გაიასნდა დისკოს სიჩქარის მიზეზი.ზამბარა როგორ მიჭიმეთ?
მაგის დაწერა რატომ დაგავიწყდათ?! ან მიჭიმული ზამბარა რამდენად გამძლე იქნება დროთა განმავლობაში?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jul 14 2010, 01:22 PM
პოსტი #7


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



foxi
ციტატა(kakha @ 14th July 2010 - 02:02 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
.ზამბარა როგორ მიჭიმეთ?
მაგის დაწერა რატომ დაგავიწყდათ?!

ჰოო შენთვისაც მტკივნეული თემაა smile.gif, მაი არც კი გამახსენდა. არაფერი განსაკუთრებული, ამოაგდე დისკო კონდახიდან, მოხსენი ზედა და ქვედა ვინტები ლულის კოლოფის ბოლოში რომ არის, გამოვარდება რეზერვუარის უკანა პრობკა და მანდაა ზამბარა.

მიჭიმვით გავაკეთეთ შემდეგი რამ, დამრტყმელს უკნიდან შუაში აქვს ზამბარის დიამეტრის ამოღრუტნული, აი მანდ ჩავდეთ სადტაც 4 მილიმეტრიანი პლასტმასის ნამტვრევი, იდეაში ჯობია რაიმე ლითონი ჩადო, ვთქვათ "შაიბა" ან რაიმე ეგეთი, ანუ ზამბარას შეუმცირდა ადგილი 4 მილიმეტრით შედეგად გადატენვის დროს უფრო გაჭინთული ემზადება სასროლად.

ააწყვე დისკო უკუ მიმართულებით და ეგაა რა smile.gif

ვსიო.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Davitus
პოსტი Jul 14 2010, 10:56 PM
პოსტი #8


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,811
რეგისტრ.: 11-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 110



ყოჩაღსთ, შედეგიანი გასვლა გამოგსვლიათ, იდეაში, ყველა მიზეზი აქ უკვე სწორად იყო დიაგნოსტირებული, უბრალოდ ზუსტი მიზეზი გარკვეულა, მეტი არაფერი

პირველი ის რომ ლულის ბრალი იყო, კონკრეტულად ფასკის ბრალი ყოფილა...

მეორე ის რომ, ზამბარის ბრალი იყო, კონკრეტულად კი ზამბარის დიამეტრის ბრალი ყოფილა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
foxi
პოსტი Jul 15 2010, 08:47 AM
პოსტი #9


ზეზუსტი მსროლელი
*****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 2,912
რეგისტრ.: 22-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 226



ja_ja

მადლობა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
tengo
პოსტი Jul 15 2010, 08:54 AM
პოსტი #10


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



Davitus
ციტატა(Davitus @ 14th July 2010 - 11:56 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
იდეაში, ყველა მიზეზი აქ უკვე სწორად იყო დიაგნოსტირებული, უბრალოდ ზუსტი მიზეზი გარკვეულა, მეტი არაფერი

პირველი ის რომ ლულის ბრალი იყო, კონკრეტულად ფასკის ბრალი ყოფილა...

ჯერჯერობით ფასკის მიზეზია თუ ლულის ხარისხის არაა გარკვეული. ის ლულა რომელიც დავაყენეთ და გვსინჯეთ ,ფასკა საშინელი ქონდა ბაზუკამაც ნახა რომ ვიზუალურად დეფექტი ქონდა,მაგრამ მიუხედავად ამისა ჯაჯამ 5 თუ 6 ტყვია ისროლა და შედეგი კარგი იყო თუ ეს უბრალო დამთხვევა არ იყო.მერე შემოგვაღამდა და სროლები ვერ გავაგრძელეთ.
დღეს ერთი ექსპერიმენტი ჩავატარე, ორივე ლულიდან ტყვიები შომპოლით გავატარე რამოდენიმე ცალი და მერე ერთმანეთს შევადარე, მივიღე განსხვავებული სურათი, იმ პირველი ლულიდან გამოსულ ტყვიებს ნარეზის ზოლები 30%- არ ემჩნევა, ხოლო მეორე ლულიდან გამოსულ ტყვიებს მაქს.10%. დასკვნა მარტივია , ლულის შიდა დიამეტრი ან ნარეზის სიმაღლე არის განსხვავებული.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Jah
პოსტი Jul 15 2010, 09:27 AM
პოსტი #11


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



მშვენიერია smile.gif
შეიძლება უყურადღებოდ ვკითხულობდი, მარა სროლის დისტანცია რა იყო?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
foxi
პოსტი Jul 15 2010, 09:45 AM
პოსტი #12


ზეზუსტი მსროლელი
*****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 2,912
რეგისტრ.: 22-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 226



ციტატა(tengo @ 15th July 2010 - 09:54 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ჯერჯერობით ფასკის მიზეზია თუ ლულის ხარისხის არაა გარკვეული. ის ლულა რომელიც დავაყენეთ და გვსინჯეთ ,ფასკა საშინელი ქონდა ბაზუკამაც ნახა რომ ვიზუალურად დეფექტი ქონდა,მაგრამ მიუხედავად ამისა ჯაჯამ 5 თუ 6 ტყვია ისროლა და შედეგი კარგი იყო თუ ეს უბრალო დამთხვევა არ იყო.მერე შემოგვაღამდა და სროლები ვერ გავაგრძელეთ.
დღეს ერთი ექსპერიმენტი ჩავატარე, ორივე ლულიდან ტყვიები შომპოლით გავატარე რამოდენიმე ცალი და მერე ერთმანეთს შევადარე, მივიღე განსხვავებული სურათი, იმ პირველი ლულიდან გამოსულ ტყვიებს ნარეზის ზოლები 30%- არ ემჩნევა, ხოლო მეორე ლულიდან გამოსულ ტყვიებს მაქს.10%. დასკვნა მარტივია , ლულის შიდა დიამეტრი ან ნარეზის სიმაღლე არის განსხვავებული.


სასწაული ის არის რომ 2 ლულა გაქვს.არცერთი არ გამოგადგა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Jah
პოსტი Jul 15 2010, 10:13 AM
პოსტი #13


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



ციტატა(tengo @ 15th July 2010 - 09:54 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ის ლულა რომელიც დავაყენეთ და გვსინჯეთ ,ფასკა საშინელი ქონდა ბაზუკამაც ნახა რომ ვიზუალურად დეფექტი ქონდა

ფასკა უბრალოდ ვიზუალურად ულამაზო იყო, თუ ღერების კვეთი იყო არათანაბარი?
ფასკა შეიძლება საშინლად გამოიყურებოდეს. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ ტყვია რომ ტოვებს ლულის კვეთს, თანაბრად ყველა ღარიდან გადიოდეს.
თუ ამ მომენტში, რომელიმე ღარი უფრო მალე მთავრდება ან უფრო გრძელია, მივიღებთ, სადაც მინდა იქ მივფრენ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Jul 15 2010, 12:08 PM
პოსტი #14


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



Jah
ციტატა(Jah @ 15th July 2010 - 11:13 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ფასკა უბრალოდ ვიზუალურად ულამაზო იყო, თუ ღერების კვეთი იყო არათანაბარი?

ერთ მხარეს ნარეზები გამოდიოდა ბოლმდე მეორე მხარეს არა, ანუ აცდენილი ცენტრები ჰქონდათ ნარეზსა და ფასკას
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
tengo
პოსტი Jul 15 2010, 04:47 PM
პოსტი #15


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



foxi
ციტატა(kakha @ 15th July 2010 - 10:45 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
სასწაული ის არის რომ 2 ლულა გაქვს.არცერთი არ გამოგადგა.

ერთი ლულა ,რომელიჩ ზაპასში მქონდა კარგი გამოდგა თუ 6 გასროლის შEდეგებიდან გამომდინარე ვიმჟელებთ, ვნახოთ მომავალში რას იზამს.

მეორე ლულასაც ფასკა ჯაჯამ ჩარხზე დაამუშავა და შედეგებიც მალე გამოჩნდება, ასე რომ ექსპერიმენტები გრძელდება.

Jah
ციტატა(Jah @ 15th July 2010 - 11:13 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ფასკა უბრალოდ ვიზუალურად ულამაზო იყო, თუ ღერების კვეთი იყო არათანაბარი?
ფასკა შეიძლება საშინლად გამოიყურებოდეს. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ ტყვია რომ ტოვებს ლულის კვეთს, თანაბრად ყველა ღარიდან გადიოდეს.
თუ ამ მომენტში, რომელიმე ღარი უფრო მალე მთავრდება ან უფრო გრძელია, მივიღებთ, სადაც მინდა იქ მივფრენ.


ვიზუალურად რომ შეხედავ გაკიკვირდება ,რომ ამ ლულიდან გამოსული ტყვია მიზანში წავიდეს. ნარეზის ორი ხაზი დეფორმირებულია და რამოდენიმე მიკრონებით ზემოთ ამოდის ლულის კვეთიდან, მოკლედ ვიზუალურად ეს შეიმჩნევა.
აქედან ყველაფრიდან გამომდინარე მე ვფიქრობ(მაგ შემთხვევაში თუ ესე კარგად გააგრძელებს სროლას) ლულის ფასკას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ქონია მიზაში მოხვედრისას, მთავარი მაინც ყოფილა ის თუ როგორ თანაბრად არის დახაზული ტყვია ლულის ნარეზების მიერ,. თუ კრუგში ტყვიას თანაბრად ეტყობა ნარეზის კვალი, ეს ტყვია მიზანს არ აცდება. რათქმაუნდა ფასკა მოქმედებს ,მაგრამ არა იმხელა მასშტაბებით.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jul 15 2010, 04:53 PM
პოსტი #16


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



tengo
ციტატა(tengo @ 15th July 2010 - 05:47 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
აქედან ყველაფრიდან გამომდინარე მე ვფიქრობ ლულის ფასკას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ქონია მიზაში მოხვედრისას,

რა კაი დასკვნებს აკეთებ ხოლმე smile.gif

რავი მტელი სამყარო ფასკაზე და Crown-ზე (ანუ იგივე ფასკაზე) ჩალიჩობს... რავიცი რავიცი...

მე ეგრე საერთოდ იმ იდეის მომხრევარ რომ კაცს თუ სჯერავს რომ ისვრის და მიზანს მოარტყავს - პოლის ჯოხიდანაც გაისვრის და მოხსნის სამიზნეს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მარა რაცხა მკარნახობს რომ პოლის ჯოხით ნასროლი... ნუ ალბათ მხოლოდ გაცოფებული დამლაგებელი თუ იქნება...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
tengo
პოსტი Jul 15 2010, 05:14 PM
პოსტი #17


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



ja_ja
ციტატა(ja_ja @ 15th July 2010 - 05:53 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
რა კაი დასკვნებს აკეთებ ხოლმე

რავი მტელი სამყარო ფასკაზე და Crown-ზე (ანუ იგივე ფასკაზე) ჩალიჩობს... რავიცი რავიცი...

მე ეგრე საერთოდ იმ იდეის მომხრევარ რომ კაცს თუ სჯერავს რომ ისვრის და მიზანს მოარტყავს - პოლის ჯოხიდანაც გაისვრის და მოხსნის სამიზნეს მარა რაცხა მკარნახობს რომ პოლის ჯოხით ნასროლი... ნუ ალბათ მხოლოდ გაცოფებული დამლაგებელი თუ იქნება...

ვიცი რომ მოდაშია ფასკების დამუშაქვება, მაგრამ ფასკის გარდა არის ბევრი სხვა ნიუანსები,რომელსაც პირადი პრაქტიკიდან იღებ ხოლმე.

ja_ja
ციტატა(ja_ja @ 14th July 2010 - 02:22 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
სავარაუდოდ ლულის პრობლემა გამოწვეული იყო ფასკით რომელიც Tengo-მ თვითონ გააკეთა.


შენი დასკვნებიც არაა ჩემს დასკვნებზე უარესი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jul 15 2010, 05:26 PM
პოსტი #18


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



tengo
ციტატა(tengo @ 15th July 2010 - 06:14 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ვიცი რომ მოდაშია ფასკების დამუშაქვება, მაგრამ ფასკის გარდა არის ბევრი სხვა ნიუანსები,რომელსაც პირადი პრაქტიკიდან იღებ ხოლმე.

ნუ მოდას ვერ ვიტყვი, მარა... ნუ რავი, მე მაგალითად 3 დისკო მქონდა და არცერთის ფასკა არ დამიმუშავებია, სამივე მუშაობს დღემდე ლოს ლაიკე ე ვიროს biggrin.gif

კაი შევეშვათ დისკოს, მარადიორიც ეგრე მაქვს, ვიყიდე და ხელი არ მომიკიდია ფასკისთვის... რაფრაც ისვრის შენც ნახე. ასე რომ ნაწილობრივ მოდას უნდა დაბრალდეს, ან რავი შემხვდა რა კაი ეგზემპლარი და ნორმალურად იყო დამუშავებული.

ნუ რა თქმა უნდა ნორმალურად სროლას კიდევ ბევრი სხვა რაღაცც უნდა, იქ მსროლელიც, ნორმლაური ტყვიაც, ვარჯიშიც, პოზიციაც, ბალიჩებიც, ამინდიც და... მოკლედ ყველაფერს ვერ ჩამოთვლი...

P.S. ისე მოდა რომ იყოს ფასკა, მაშინ აგერ თურქული ტორუნებიც გაისროდა კოლოფიდან, მაგრამ ფასკამდე თუ აქვს ჯგუფი 120 მილიმეტრი, ფასკის დამუშავების მერე აქვს 60-70 მილიმეტრი ჯგუფი. ნუ უფრო კაი ჯგუფი არ გამოის იმიტომ რომ თვითონაა თოფი ნაგავი და მარტო ფასკით ვერ უშველი მაგ საქმეს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
tengo
პოსტი Jul 15 2010, 05:45 PM
პოსტი #19


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



ja_ja
ციტატა(ja_ja @ 15th July 2010 - 06:26 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ფასკის დამუშავების მერე აქვს 60-70 მილიმეტრი ჯგუფი. ნუ უფრო კაი ჯგუფი არ გამოის იმიტომ რომ თვითონაა თოფი ნაგავი და მარტო ფასკით ვერ უშველი მაგ საქმეს.

ჩემს შემთხვევაში ჯერჯერობით ერთი ლულა.
ჯაჯა, კაცმა რაღაც ინფო დადო ,თოფის პირამიდზე ყიდვაზე და სად გააქრეთ რომ ვერ ვპოულობ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 10:44 PM
Hosted by Pro-Service