გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> JSB Diabolo Exact 8.4 grain - განვიხილოთ, ვეცნობით ახალ ტყვიებს
ja_ja
პოსტი Sep 3 2009, 09:52 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



თავიდან კაი შემართებით დავიწყე, მაგრამ რაცხა ამ ბოლო დროს ვზარმაცობ რეპორტების დადებას. ვეცდები ნელნელა გამოვასწორო, მაგრამ ცოტა ნერვები მითამაშებს ახალი ფიშტოს მოლოდინში.

კაი ბატონო დავიწყოთ ლეგენდარული ტყვიის განხილვა.

ტყვია ითვლება ერთერთ საუკეთესოდ, რადგან მისი მწარმოებელი არის ჩეხური კომპანია JSB, ამ კომპანიის მიერ გამოშვებული 0.177-იანი და 0.22-იანი მძიმე ტყვიები ითვლება ერთერთ საუკეთესოდ, მართალია საქართველოში ეს ტყვია ჯერ არ გაგვიტესტია (თუმცა ვიტყუები ჩემს რეპორტამდე ბაზუკამ გატესტა), მაგრამ მთელს მსოფლიოს ღირს დავუჯეროთ. ამჯერად მძიმე ტყვია ხელთ არ მაქვს, ჯერ მხოლოდ ველოდები, მაგრამ მაქვს მისი მსუბუქი მეგობარი, თუმცა მოდი უკვე ჩამოყალიბებული სტანდარტით დავიწყოთ.


pyramydair-ის საფირმო შეფუთვა

წონა: მწარმოებლის განცხადებით 8.4 გრანი
რაოდენობა შეფუთვაში: 500 ცალი
მწარმოებელი ქვეყანა: ჩეხეთი
შეძენილია: pyramydair.com-ზე ამაზონის მეშვეობით
ფასი ამერიკაში: 9.55$
ფასი ჩამოტანის შემდეგ: სადღაც 13$



ტყვია არის ძალიან რბილი, ხელში დაწერისას გრძნობ, რომ ძალიან რბილი ლითონი გიჭირავს ხელში, მგონი კალის შენადნობი არის მინიმალური, შედეგად თითებში ოდნავი ძალის დატანება და ტყვიის დეფორმირება გარანტირებულია.

საინტერესო და საკვირველი იყო ტყვიის ფორმა, ლეგენდების მიხედვით ეს არის ერთერთი საუკეთესო ტყვია, შესაბამისად ველოდებოდი იდეალურ გამეორადობას. ჩემს და გასაკვირად ტყვიას იდეალური გამეორადობა არ გააჩნია. თავი ასე თუ ისე ყველა სერთნაირი აქვს, მაგრამ ქვედაბოლო....



ოდნავი მიკროსკოპული დეფორმაცია... ეგ არაფერია, საერთოდ ქვედა ბოლოზე არსებული წრე არის საკმაოდ საოცარი, ზოგიერთის ფორმა იდეალური ზოგიერთს კი ცალი მხარე თხელი აქვს და მეორე მხარე სქელი. მოკლედ ერთი შეხედვით ამ ნომინალურმა გადახვევამ სროლისას უნდა მოგვცეს ცენტრალური ღერძის გადახრა, რაც რა თქმა უნდა, ტყვიის სტაბილურ ფრენას ხელს არ უწყობს.



მართალი გითხრათ საკმაოდ არასასიამოვნო აღმოჩენა იყო, რაღაც იმედების გაცრუების შეგრძნება დამეუფლა. მიუხედავად ამისა საქმე ბოლომდე მისაყვანია და რეპორტიც გასაკეთებელია, თუმცა ტყვიაში დახარჯული ფული უკვე გულს მტკენს და ჯიბეს მფხანს. თან იმავე ფირმის კიდევ 6 კოლოფ მძიმე ტყვიებს ველოდები... რომლებშიც საკმაოდ კაი თანხა დაიხარჯა და... რამ მაყიდინა რამ!!!



კაი ბატონო გადავიდეთ ზომა წონის ერთეულებზე. ჯერ ტრადიციულად დავიწყოთ წონითი ერთეულებით, აი აქ გარკვეული სიურპრიზი მელოდა.

მიუხედავად უკვე დაწყებული სინანულისა, ტყვია გადასარევად არის აწონილი ქარხანაში, არ ვიცი რის ხარჯზე ხერხდება ასეთი განმეორადობა, მაგრამ გადახვევა პრაქტიკულად არ გვაქვს, ამორჩევის შედეგად მხოლოდ 2 წონა აღმოვაჩინე 8.4 გრანი და 8.5 გრანი.



პრაქტიკულად 0.1 გრანიან გადახრაზეც კი არ გვაქვს საუბარი. უფრო მართებული იქნებოდა 0.05 გრანიან ცვალებადობაზე თუ ვისაუბრებდით.



ჯგუფური სურათი გვიჩვენებს რომ 10 ცალ ტყვიაზე საუბარია 84.7 გრანზე, ანუ საშუალოდ თითო ტყვია გამოდის 8.47 გრანი, პრაქტიკულად ჩავთვალოთ რომ წონა არის იდეალური. დავხაროთ თავი სხვა რა დაგვრჩენია smile.gif. ვიზუალი ერთია, მაგრამ ელექტრონული საზომი ერთეული სულ სხვა რამეს გვიჩვენებს. თუ ტექნიკას ვენდობით სხვა რა გზა გვაქვს უნდა გავჩუმდეთ.



გადავიდეთ ზომებზე. ისევ მივმართოთ ელექტრონულ საზომ მოწყობილობებს, დავაძროთ ჩვენი შტანგელი და....

ტყვიის თავი მერყეობს 4.52-დან 4.51 მილიმეტრში, მიჭირს გამოვყო რომელი რამდენია, ალბათ უფრო 50/50-ზე თუმცა აქ უნდა გავიმეორო ლითონი არის ძალიან რბილი, სუულ ოდნავი ძალა და ტყვია მომენრტალურად დეფორმირდება. თავიდან რამდენიმე ტყვიაზე ვიღებდი მნიშვნელობებს 4.45 მილიმეტრი და ნაკლები, ვერ მივხვდი რატომ, შემდეგ დავაკვირდი. შტანგელით ოოოდნავ ზედმეტი ძალით თავის მოჭეჭყვა და თავისუფლად შეგიძლია მიიღო მნიშვნელობა 4.40 მილიმეტრი, ისე რა ძალის გამოყენებით ისე დაჭეჭყავ ტყვიას რომ შეიძლება 4.2 მილიმეტრს გადასცდე smile.gif, ამ აღმოჩენის შემდეგ მომიწია ჰაეროვანი ძალით გაზომვის ჩატარება, რომ ზედმეტი ძალა არ გამომეყენებინა, შეიძლება სწორედ ამიტომაც ვიღებდი 2 მნიშვნელობას, მაგრამ რომელია რეალური ვერ გეტყვით smile.gif



ქვედა ბოლოს გაზომვა უფრო რთული აღმოჩნდა, ქვედა ბოლო საერთოდ ისე იოლად დეფორმირდება რომ სისხლი გამიშრო smile.gif, რამდენიმე გაფუჭებული ტყვიის შემდეგ როგორც იქნა შევძელი და ავიღე ზომები. მიახლოებით არის 4.64 მილიმეტრი, მაგრამ ეს დიდი ქვედაბოლო ტყვიის ლულაში ჩადების დროს არანაირად არ იგრძნობა, ალბათ ისევ და ისევ რბილი მასალის გამო ხდება მომენტალური დეფორმირება.



ბოლოს ტყვიის სიგრძის ზომები, არ ვიცი რამდენად საჭიროა, მაგრამ სადაც ამდენი გავზომეთ ბარემ ესეც გავზომოთ. მაშ ასე ტყვიის სიგრძე არის 6.43 მილიმეტრი.



ახლა რაც შეეხება ბალისტიკურ მაჩვენებელს. როგორც უკვე ვახსენე გამოიყენება ძალიან რბილი ლითონი, შედეგად ისეთ რბილ სამიზნეში სროლის დროსაც კი როგორიცაა გაზეთების გროვა, ვიღებთ არაადეკვატურად დაჭეჭყილ ტყვიებს.
ტყვიას არც თუ ისე დიდი სიჩქარე და ენერგია აქვს, სიჩქარე არის სულ რაღაც 285-290 მეტრ წამი, ამ სიჩქარეზე ტყვიას აქვს 22 ჯოული ენერგია, როგორც ჩანს ეს ენერგია საკმარისია გასახვრეტადაც და ტყვიის უმოწყალო დეფორმირებისთვისაც.


უკვე სტანდარტად მიღებულ ვარიანტში, პირველი 2 არის გაუსროლელი, მესამეც გაუსროლელია უბრალოდ შუა ჭრილია და ბოლო ორი არის ნასროლი ტყვიები.

იდეაში ეს ტყვია ექსპანსიურია, თუ სხეულში მოხვედრის დროსაც იგივე გააკეთა რაღაც გინდა ექსპანზიური ფორმის ტყვიები??

გადავიდეთ სროლის სიზუსტეზე და მოვრჩეთ ამ ტყვიის განხილვას. სურათებს რომლებსაც აქ დავდებ არ არის საუკეთესო შედეგები, რადგან სროლის დროს ვიყენებდი ფორმაცვალებად დასაყრდნობს. ანუ ჩემს საფირმო ბალიშში ჩაყრილი მქონდა წიწიბურას მაგივრად პარალონის ნაჭრები, რაც მდგრადობას გაკარგვინებს და წარამარა ოდნავი ამოსუნთქვის დროსაც კი ლულა იქეთ აქეთ დაქანაობს.



მიუხედავად ამისა 5 ტყვიან სერიაში 25 მეტრიან დისტანციაზე მივიღე 12.5 მილიმეტრიანი ჯგუფი, პრაქტიკულად ეს ერთერთი ჩემი საუკეთესო შედეგია, სამწუხაროდ აქ არ შემიძლია წარმოგიდგინოთ რეალურად საუკეთესო შედეგი რომელიც 2 კვირის შემდეგ გავაკეთე, საუბარია 9.85 მილიმეტრიანი ჯგუფზე (5 ტყვია), ეს ენით აუღწერელი რამ არის ჩემთვის, აქამდე 12 მილიმეტრი იყო ჩემთვის საუკეთესო შედეგი. ასე რომ მიუხედავად ყველანაირი თავდაპირველი უარყოფითი შეგრძნებებისა, ტყვია თავის საქმეს აკეთებს.



რაც შეეხება10 ტყვიან სერიას, იმავე 25 მეტრიან დისტანციაზე. აქ წარმოდგენილ სურათზე არის 16 მილიმეტრიანი ჯგუფი, საუკეთესო რაც 10 გასროლაში მოვახერხე არის 14 მილიმეტრი. ესეც საკმაოდ ცუდი დასაყრდნობის გამო. მოკლედ ასე თუ ტყვია მართლაც ლეგენდარული გამოდის, ცოტა კარგი დასაყრდნობი და შეიძლება 10-იან სერიაშიც სახარბიელო შედეგი მიმეღო.

იმედია სრული სურათი მივიღეთ. თუმცა ამ ტყვიაზე კიდევ არაერთი ტესტი იქნება ჩასატარებელი. მიუხედავად ყველაფრისა მოდით ჩამოვაჯამოთ მიღებული შედეგები:

1) ტყვია დიდად ძვირი არ გამოდის, თითქმის იმავე CUM-ის ფასი არის, სულ ცოოტათი მეტი ჯდება.
2) წონა შესაშურად სტაბილურია, მინიმალური გადახრებით პლიუს მინუს 0.05 გრანის დიაპაზონში
3) ზომები - ზომებზე გააჩნია როგორ შევხედავთ, ვიზუალურად არ არის იდეალური, ელექტრონულად კი იდეალურია smile.gif
4) სიჩქარე 285-290 მეტრ/ წამი
5) სიზუსტე აქვს, თან შესაშურებელი. პრაქტიკულად შექმნილია შეჯიბრებისთვის, მოგების მსურველებს ალბათ მოეწონებათ ეს ტყვიები.

გამოყენების არეალი ფართოა, მიზანში სროლიდან ნადირობის ჩათვლით, ტყვიას ექსპანსიურობის ეფექტიც აქვს. მოკლედ მიუხედავად პირველი ნეგატიური ეფექტისა ტყვიან საკმაოდ ეფექტურად და დადებითად მაჩვენა თავი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ყველანაირი დასკვნები მაინც თქვენ უნდა გააკეთოთ. მგონი მაქსიმალური ინფორმაცია მოგაწოდეთ იმისათვის რომ ყველაფერი თქვენ თვითონ აწონ დაწონოთ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Sep 3 2009, 10:32 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



დიდი მადლობა ჯაჯ, როგორ ყოველთვის შეუდარებელი ხარ smile.gif , ერთად ერთი მინუსი რაც მე მაგ ტვიებს ვუპოვე არის ის რომ კოლოფში ჩაყრისასაც კი დეფორმირდება იმდენა რბილი ლითონია , ნადირობის დროს ჯიბეში ვერ ჩაიყრი იჭეჭყება იმზუთას და მოკლედ თუ სპეციალურად პარალონიანი კოლოფი ან ე.წ. "Pellet Pounch"-ი არა გაქსვ გაგაწამებს სულ დაიღუნება smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Davitus
პოსტი Sep 4 2009, 01:36 AM
პოსტი #3


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,811
რეგისტრ.: 11-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 110



ეგეთი რბილი ლითონი თუა, წარმოიდგინეთ ნარეზნოი ლულაში 290 მ/წმ-ით გავლისას რა მოუვა ტყვიას, ალბათ ლულიდან გამოსვლისას თხევად მდგომარეობაში იქნება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Apr 3 2011, 06:13 PM
პოსტი #4


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



sekurifa
jjjjkki
giorgi05
Salvador
მიზანში ხართ ამოღებული, კიდევ ერთხელ დავინახავ რომ რომელიმემ ქართულ პონტში სადაც მოგინდათ იქ გააკეთეთ რაც მოგინდათ და მინიმუმ ვორნებს ჩაგახუტებთ.

ყიდვა გაყიდვის თემა ცალკეა, რა უნდა განხილვაშI მე გავყიდი ის იყიდის!
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Jan 6 2012, 03:04 PM
პოსტი #5


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



თემა გასუფთავებულიაააა.

გთხოვთ ყურადღებით იყოთ სანამ რამეს დაწერდეთ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 06:41 AM
Hosted by Pro-Service