თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ოპტიკური სამიზნეები _ ოპტიკა კოლიმატორის წინააღმდეგ

პოსტის ავტორი: bachana Jan 9 2014, 11:10 PM

მოგესალმებით მაინტერესებს როგორია კოლიმატორის არევის შანსი ოპტიკის არევის შანსთან თუ ავიღებთ ესეთი სახის კოლიმატორს http://www.amazon.com/Browning-1290230-Buckmark-Holographic-Sight/dp/B0038OW1W0/ref=sr_1_55?s=hunting-fishing&ie=UTF8&qid=1389298299&sr=1-55&keywords=dot+sights.ან თუნდაც დახურულს http://www.amazon.com/LUCID-Microdot-Sight-Black-Ruby/dp/B00CQ3VZ8A/ref=sr_1_57?s=hunting-fishing&ie=UTF8&qid=1389298379&sr=1-57&keywords=dot+sights.

პოსტის ავტორი: WARNer brother Jan 9 2014, 11:16 PM

ციტატა(bachana @ 10th January 2014 - 12:10 AM) *
კოლიმატორის არევის შანსი

ვერ მივხვდი რას გულისხმობ...
თუ იმას ადარებ კოლიმატორი ჯობია თუ ოპტიკური მილ დოტ სამიზნე , ნუ არ შეიძლება შედარება...
კოლიმატორი მოკლე მანძილზე დამიზნების გგასამარტივებლადაა... შორ მანძილზე მაგით სროლა გაგიჭირდება...
პისტოლეტებზე, ცო2 იარაღელბზე შეძლება საპლინკაოდ.

პოსტის ავტორი: bachana Jan 9 2014, 11:21 PM

მე ის მაინტერესებს რომ ოპტიკა თუ წესიერი არაა და ძლიერ იარაღზე აყენებ მალე ირევე და ამ მხრივ კოლიმატორი როგორია


იარაღში პნევმატიკას ვგულისხმობ

პოსტის ავტორი: WARNer brother Jan 9 2014, 11:25 PM

bachana
კოლიმატორი როგორ აირევა, კოლიმატორს ხომ არ უნდა გასწორება...
კოლიმატორს არც გადიდება აქვს ძირითადად
მაგრამ თუ ძლიერი იარაღია ( ნუ ზედეპეა ესეიგი, პცპ ს არ აქვს მნიშვნელობა, უკუცემა არ აქვს)
რა აზრი აქვს კოლიმატორს... შორს თუ ისვრი როგორ უნდა ისროლო მილდოტის გარეშე

პოსტის ავტორი: bachana Jan 9 2014, 11:29 PM

გასწორება როგორ არ დასჭირდება დააყენო და ეგრევე მიზანში ხო არ წაიღებს.გასწორების მერე არევის შანსი არის?

პოსტის ავტორი: giorgi555 Jan 10 2014, 08:08 PM

ციტატა(bachana @ Jan 10 2014, 12:29 AM) *
გასწორება როგორ არ დასჭირდება დააყენო და ეგრევე მიზანში ხო არ წაიღებს.გასწორების მერე არევის შანსი არის?

კოლიმატორი რატომ არ აირევა?

პოსტის ავტორი: iorama Jan 10 2014, 08:32 PM

Kოლიმატორი პნევმატიკაზე არანაირად არ გამოგადგება თუ 10მ-ზე შორს ისვრი. Gასასწორებელი კი მასაც აქვს და ირევა კიდეც

პოსტის ავტორი: bachana Jan 10 2014, 09:19 PM

კარგით კოლიმატორი მაინტერესებდა არევის მხრივ რადგან ძლიერი თოფი მაქ ასე თუ ისე და რო გაეძლო.კარგით მადლობა

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 10 2014, 09:44 PM

bachana
არასწორად სვავ კითხვას...

შენი კითხვა იგივე იქნება რომ ვიკითხო, მანქანაში სახლისთვის განკუთვნილ ტოშიბას მაცივარი უფრო გაყინავს ლუდს თუ ცივი წყალი?

დაიწყებს აქ ხალხი დამტკიცებას რომ ვერაფრით ვერ ჩავატევ მაცივარს მანქანაში. მე მაინც გავატრაკებ არა ხომ უფრო გააცივებს, სასტავი ისევ გამიხურებს ვერ ჩაატევ რათ გინდა არაა მანქანისთვის განკუთვნილი... და ამ ფონზე მე რომ მაინც ჩემს აზრზე დავრჩე რომ ტოშიბას მაცივარი უფრო მაგარია smile.gif

ეგრევეა კოლიმატორის და ოპტიკის საკითხი, თავიდანვე ფესვებშია არასწორე კითხვა, იმის გამო რომ პნევმატურში ტყვიას აქვს ძალიან მოხრილი პარაბოლას ტრაექტორია და ლამის ყოველ 5 მეტრში კორექტირებას ითხოვს, მაგ გადასახედიდან გამომდინარე გინდა აირიოს და გინდა მკვდარივით იდგეს კოლიმატორის წერტილი შედეგი ერთი ქაქი იქნება - ვერაფერს ვერ გაარტყავ, იმიტომ რომ კოლიმატორის დანიშნულება სულ სხვაა ვთქვათ ცეცხლსასროლზე დააყენებ იქ მიახლოებით გასწორებული გაქვს 50-60 მეტრზე და ესვრი ადამიანის სილუეტის ხელა სამიზნეს 10 მეტრიდან 100 მეტრამდე დისტანციაზე (ლიჟბი სადმე მოხვდეს, ფეხებიდან თავამდე, ძირითადად კი ტორსს უმიზნებ რომ გაფანტვის კომპენსაცია მოახდინო).

ჯერესერთი ცეცხლსასროლზე ისეთი ძლიერი ვარდნა არაა როგორც პნევმატურის ტყვიაზე, მეორეცესერთი დასამიზნებელი ობიექტების მოცულობა რადიკალურად განსხვავდება, სად ბეღურა და ყვავის ხელა ობიექტი და სად ადამიანის სილუეტი, ასევე არ გჭირდება კორექტირება და არ გჭირდება ათვლის სისტემა, შედეგად ცეცხლსასრლი ავტომატიდან 3-4 ტყვიაც რომ მოხვდეს და თან არალეტალურ ადგილზე, უმეტესწილად მსხვერპლი, ან დამალვას ცდილობს, ან თავის დაღწევას- ძირითადი შენი საქმე შესრულებულია, სამიზნე მოცილებულია ბრძოლის ველიდან...

აი პნევმატიკაში კი ერთი გასროლით უნდა მოახერხო საქმე და პატარა ობიექტზე, ახლა მითხარი როდესაც დიდ ობიექტზე კოლიმატორი მიახლოებით მოსარტყმელ ადგილს მიგითითებს იგივე მიდგომით მიახლოებით ადგილს უფრო წვრილ ობიექტზე რაფერ არეგულირებ? შანსები რამდენით გიმცირდება? პლიუს დაამატე ის გარემოება რომ ერთ გასროლას აკეთებ მხოლოდ, პლიუს დაამატე ის რომ ტყვიას დიდი რკალი აქვს მოხაზული და უცებ სადაა ტყვია კორექტივებს ვერ აიღებ მხოლოდ ერთი წერტილის მეშვეობით და პლიუს ის რომ მხოლოდ ერთ წერტილს გინათებს კოლიმატორი და მილდოტებით პაპრავკების შანსი არ გაქვს....

მოკლედ შანსები მცირდება მცირდება და ბოლოს უაზრო ხდება. შენ ახლა თუ მართლა 10-20 მეტრზე ბოთლების მტვრევა გინდა არ ვიცი და ისე სხვანაირად....

ძირითადი მორალი აქ არის სხვა - რისთვისაც არაა განკუთვნილი ნივთი იმაში მისი გამოყენება მიუხედავად იმისა რომ მაგარი ფირმის გაკეთებულია ყველანაირად გაუმართლებელია. ჯერ უნდა გაიგო ამართლებს თუ არა შესაბამისი ნივთი შესაბამის დანიშნულებაში და მერე უკვე უნდა განსაზღვრო მაგარია, განმძლეა, კაი ფირმაა, რა მოდელია და ასე შედმეგ...

ეგრე მანქანების ავარიები თუ ამოგივიდა კაცს ყელში გამოდის, რომ უნდა განიხილო Kamatsu-ს ტრაქტორი, იმიტომ რომ ვინც არ უნდა დაგეჯახოს ფეხებზე გეკიდება, ვერაფერს მოგწევენ, პლიუს ბორბლები აქვს, ვროდე დადის, ა პუნქტიდან ბ პუნქტში აშკარად მიგიყვანს, მაგრამ რატომღაც არავინ არ ყიდულობს კამაცუს ქალაქში სამოძრაოდ smile.gif იმედია ძირითადი შინაარსის გადმოცემა მოვახერხე...

პოსტის ავტორი: geojorjika Jan 10 2014, 09:48 PM



არადა კატერპილარსაც არაუშავს smile.gif

პს.ს ისე დააკვირდით მარხენა მახერს მძღოლის კაბინიდან რამხელა მაღალი წნევის 2 ბალონია smile.gif

პოსტის ავტორი: ilariona Jan 11 2014, 10:24 AM

geojorjika
მასხრობ არა?

ისე ერთი კატერპილარის ბორბალი უფრო მეტ პცპ-ს თოფს დატენის თუ ტანკი უფრო შორს წავა?

აბა მიპასუხეთ?

WARNer brother
საიდან ასეთი ინფორმაცია, რომ კოლიმატორს გასწორება არ სჭირდება?
გინდა თქვა, რომ ყიდულობ მაღაზიაში კოლიმატორს, აყენებ თოფზე და ის უკვე გასწორებულია?

bachana
კოლიმატორი პცპ-ზე და ზდპ-ზე არ გამოდგება, ჯაჯამ აგიხსნა რატომ არ გამოდგება.

კოლიმატორი არის გამოგონილი ცეცხსასროლზე სწრაფი დამიზნებისთვის, ანუ ახლო ბრძოლისთვის.

პნევმატიკა კი სწრაფი დამიზნებისთვის არაა შექმნილი, პირიქით რაც უფრო მეტს იფიქრებ გასროლის წინ მით უკეთესი შედეგი გექნება.


პოსტის ავტორი: bachana Jan 11 2014, 01:55 PM

იმიტომ რომ რაც ამაზონზე ვნახე ოპტიკები სუ ჩინურია და ეს რაც ეყენა ცენტრ პოინტი გაფუჭდა და მეშინია ეხლა ვთქვათ სხვა ვიყიდო და ისიც ეგეთი გამომადგეს თქო მაგიტომ ვიფიქრე კოლიმატოეზე.

პოსტის ავტორი: Ex3 Jan 11 2014, 02:15 PM

bachana
მე ეს ვიყიდე და კმაყოფილი ვარ
მაგრამ მე მულტი-კომპრესიულზე მაქვს და ზ.დ.პ. ზე არ ვიცი აირევა არ აირევა თუ რას იზამს , 1 რინგზე მიყენია(eye relief არ გამითვალისწინებია და თავის წინ მიწევა მიწევდა რაც არაკომფორტული იყო ხოდა წინ დავაბი რინგი და გადმოვიტანე ოპტიკა უკან, უკუჩვენება ჯერ არ აქვს კაი ხანია ვიყენებ ასე) და არ არეულა ჯერ.
ესეც ჩინეთშია დამზადებული, made in china აწერია მაგრამ რავიცი ხარისხი კარგი აქვს.
http://www.amazon.com/UTG-3-9x32-Compact-Picatinny-Sunshade/dp/B005UGIMNQ/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1389438921&sr=8-1&keywords=bug+buster+3-9

პოსტის ავტორი: SCORPIONS Dec 26 2014, 11:48 PM

good.gif

ციტატა(ja_ja @ Jan 10 2014, 09:44 PM) *
bachana
არასწორად სვავ კითხვას...

შენი კითხვა იგივე იქნება რომ ვიკითხო, მანქანაში სახლისთვის განკუთვნილ ტოშიბას მაცივარი უფრო გაყინავს ლუდს თუ ცივი წყალი?

დაიწყებს აქ ხალხი დამტკიცებას რომ ვერაფრით ვერ ჩავატევ მაცივარს მანქანაში. მე მაინც გავატრაკებ არა ხომ უფრო გააცივებს, სასტავი ისევ გამიხურებს ვერ ჩაატევ რათ გინდა არაა მანქანისთვის განკუთვნილი... და ამ ფონზე მე რომ მაინც ჩემს აზრზე დავრჩე რომ ტოშიბას მაცივარი უფრო მაგარია smile.gif

ეგრევეა კოლიმატორის და ოპტიკის საკითხი, თავიდანვე ფესვებშია არასწორე კითხვა, იმის გამო რომ პნევმატურში ტყვიას აქვს ძალიან მოხრილი პარაბოლას ტრაექტორია და ლამის ყოველ 5 მეტრში კორექტირებას ითხოვს, მაგ გადასახედიდან გამომდინარე გინდა აირიოს და გინდა მკვდარივით იდგეს კოლიმატორის წერტილი შედეგი ერთი ქაქი იქნება - ვერაფერს ვერ გაარტყავ, იმიტომ რომ კოლიმატორის დანიშნულება სულ სხვაა ვთქვათ ცეცხლსასროლზე დააყენებ იქ მიახლოებით გასწორებული გაქვს 50-60 მეტრზე და ესვრი ადამიანის სილუეტის ხელა სამიზნეს 10 მეტრიდან 100 მეტრამდე დისტანციაზე (ლიჟბი სადმე მოხვდეს, ფეხებიდან თავამდე, ძირითადად კი ტორსს უმიზნებ რომ გაფანტვის კომპენსაცია მოახდინო).

ჯერესერთი ცეცხლსასროლზე ისეთი ძლიერი ვარდნა არაა როგორც პნევმატურის ტყვიაზე, მეორეცესერთი დასამიზნებელი ობიექტების მოცულობა რადიკალურად განსხვავდება, სად ბეღურა და ყვავის ხელა ობიექტი და სად ადამიანის სილუეტი, ასევე არ გჭირდება კორექტირება და არ გჭირდება ათვლის სისტემა, შედეგად ცეცხლსასრლი ავტომატიდან 3-4 ტყვიაც რომ მოხვდეს და თან არალეტალურ ადგილზე, უმეტესწილად მსხვერპლი, ან დამალვას ცდილობს, ან თავის დაღწევას- ძირითადი შენი საქმე შესრულებულია, სამიზნე მოცილებულია ბრძოლის ველიდან...

აი პნევმატიკაში კი ერთი გასროლით უნდა მოახერხო საქმე და პატარა ობიექტზე, ახლა მითხარი როდესაც დიდ ობიექტზე კოლიმატორი მიახლოებით მოსარტყმელ ადგილს მიგითითებს იგივე მიდგომით მიახლოებით ადგილს უფრო წვრილ ობიექტზე რაფერ არეგულირებ? შანსები რამდენით გიმცირდება? პლიუს დაამატე ის გარემოება რომ ერთ გასროლას აკეთებ მხოლოდ, პლიუს დაამატე ის რომ ტყვიას დიდი რკალი აქვს მოხაზული და უცებ სადაა ტყვია კორექტივებს ვერ აიღებ მხოლოდ ერთი წერტილის მეშვეობით და პლიუს ის რომ მხოლოდ ერთ წერტილს გინათებს კოლიმატორი და მილდოტებით პაპრავკების შანსი არ გაქვს....

მოკლედ შანსები მცირდება მცირდება და ბოლოს უაზრო ხდება. შენ ახლა თუ მართლა 10-20 მეტრზე ბოთლების მტვრევა გინდა არ ვიცი და ისე სხვანაირად....

ძირითადი მორალი აქ არის სხვა - რისთვისაც არაა განკუთვნილი ნივთი იმაში მისი გამოყენება მიუხედავად იმისა რომ მაგარი ფირმის გაკეთებულია ყველანაირად გაუმართლებელია. ჯერ უნდა გაიგო ამართლებს თუ არა შესაბამისი ნივთი შესაბამის დანიშნულებაში და მერე უკვე უნდა განსაზღვრო მაგარია, განმძლეა, კაი ფირმაა, რა მოდელია და ასე შედმეგ...

ეგრე მანქანების ავარიები თუ ამოგივიდა კაცს ყელში გამოდის, რომ უნდა განიხილო Kamatsu-ს ტრაქტორი, იმიტომ რომ ვინც არ უნდა დაგეჯახოს ფეხებზე გეკიდება, ვერაფერს მოგწევენ, პლიუს ბორბლები აქვს, ვროდე დადის, ა პუნქტიდან ბ პუნქტში აშკარად მიგიყვანს, მაგრამ რატომღაც არავინ არ ყიდულობს კამაცუს ქალაქში სამოძრაოდ smile.gif იმედია ძირითადი შინაარსის გადმოცემა მოვახერხე...
good.gif შენ რო არ გვყავდე რაააააააააააააააააააააა

პოსტის ავტორი: Multi-Tool Dec 27 2014, 07:02 PM

კი კოლიმატორიც ირევა. მაქ ძირითადად პრობლემა დიოდის ფიქსაციაში ჩნდება ხოლმე.
დახურულ კოლიმატორში კი ზდპ ზე ლინზებიც შეიძლება დაზიანდეს.
ყველაფერი ხარისხზეა დამოკიდებული, ისევე როგორც ოპტიკური სამიზნის შემთხვევაში.
მაგრამ კოლიმატორის შეკეთება, დაზიანების შემთხვევაში ბევრად უფრო იოლია.
კოლიმატორის გამოყენება პნევმატურზე ისევე გამართლებულია, როგორც ღია სამიზნის.
უბრალოდ ხმარობ შედარებით მოკლე (მიახლოებით 20-50 მ ) დისტანციებზე.
ღია სამიზნეზე არა მგონია ვინმე ვინტებს უტრიალებდეს ხშირად.
ბევრი იარაღია ხელზე, რომელსაც ღია სამიზნე არა აქვს და თუ გავითვალისწინებთ
ზდპ იარაღი როგორ მოქმედებს ოპტიკაზე, მგონი გასაგებიცაა და გამართლებულიცაა ინტერესი კოლიმატორზე.

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services