თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ვიყიდი _ PP800

პოსტის ავტორი: vatato May 1 2020, 10:32 PM

ვინმეს ხომ არ გაქვთ გასაყიდი PP800?

პოსტის ავტორი: giga2010 May 2 2020, 01:02 AM

ციტატა(vatato @ 1st May 2020 - 11:32 PM) *
ვინმეს ხომ არ გაქვთ გასაყიდი PP800?

ბატონ გრეგორს ქონდა ჩამოტანილი. მგონი კიდევ უნდა ქონდეს

პოსტის ავტორი: vatato May 2 2020, 09:36 AM

აქვს, მაგრამ გააძვირა sad.gif

პოსტის ავტორი: vatato May 2 2020, 12:06 PM

მოდერატორს ვთხოვ, წაშალოს თემა

პოსტის ავტორი: okela84 May 2 2020, 02:12 PM

vatato

ციტატა(vatato @ 2nd May 2020 - 10:36 AM) *
აქვს, მაგრამ გააძვირა

ლარის გაუფასურების პროპორციულად ძვირდება ყველაფერი მეგობარო. დამიჯერე შემომტანი მყიდველზე მეტად ზარალდება ამით.

პოსტის ავტორი: vatato May 2 2020, 02:26 PM

დამიჯერე მთლად ეგრე არ არის smile.gif მეც შემომტანი ვარ smile.gif

დღეს ვესტუმრე და ვიყიდე, როცა გინდა საბოლოოდ თანხას მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევ, თან წინა კვირასთან შედარებით, გააიაფა 420 იყო და 400 ავიღე smile.gif

ეხლა ვნახოთ როგორ მასიამოვნებს. პირველი რაც უნდა დავაყენო, ეს არის ლულის ფიქსატორი, ჰაერში რომ არ იყო გამოკიდებული და მერე ალბათ უკვე რედუქტორი

პოსტის ავტორი: vatato May 2 2020, 04:46 PM

რა შემიძლია ვთქვა, პირველი შთაბეჭდილება დადებითია, რაც არ მომეწონა არის ის რომ სასხლეტს აქვს ლიუფტი, მარცხნივ-მარჯვნივ და მცველი არის მძიმე. ტარი ხელში ზის კარგად, მაგრამ ცოოოტათი დიდია. ხარისხი კარგია აქვს, სასიამოვნოა ხელში დასაჭერად

პოსტის ავტორი: vatato May 2 2020, 09:33 PM

სქემა ვნახე ეწ exlode, თუ ვინმეს აინტერესბს გამოვუგზავნი smile.gif

პოსტის ავტორი: vatato May 3 2020, 12:49 PM

გამარჯობათ ბიჭებო
გუშინ დავაყენე კოლიმატორი (ღია) დღეს გავასწორე თვალით. გასწორების პირობები ასეთი იყო, მანძილი 6.85 (მანძილმზომით). დასაყრდნობი ზედაპირი - არა მყარ ყუთძე დადებული წიგნი სიმაღლის მისაცემად. ტყვიები ლუმენის მძიმე (ჯსბ ამ კვირაში ჩამოვა), სამიზნე იყო 5 თეთრიანი შემოხაზული ფლომასტერით - 25მმ წრე. გასწორების მერე ტყვიები დაჯდა 19მმ წრეში. (იარაღი დატენილი იყო ქარხნულად დაახლოებით 150 ბარზე, თვრამეტი გასროლის მერე ჩამოვიდა დაახლოებით 105). ბოლომდე დატენილი ალბათ ეყოფა 4 მჭიდს (36 გასროლა). აღარ გაიხსნა არაფერი ამ დედააფეთქებული კორონას გამო, რომ გავასწორო სადმე ორივე იარაღი ნორმალურად ...

დამავიწყდა მეთქვა, სასხლეტი აქვს საშინელად მაგარი, ხომ ვერ მეტყვით როგორ დავარბილო?

პოსტის ავტორი: MonSoon May 3 2020, 01:48 PM

vatato

ციტატა(vatato @ 3rd May 2020 - 01:49 PM) *
სამიზნე იყო 5 თეთრიანი შემოხაზული ფლომასტერით - 25მმ წრე. გასწორების მერე ტყვიები დაჯდა 19მმ წრეში.

5 თეთრიანი არის 20 მმ. ანუ 19 მმ კი არა უფრო ნაკლებში ჩაგისვიათ ტყვიები, როგორც მე მივხვდი.

პოსტის ავტორი: vatato May 3 2020, 01:52 PM

ციტატა(MonSoon @ May 3 2020, 02:48 PM) *
vatato

5 თეთრიანი არის 20 მმ. ანუ 19 მმ კი არა უფრო ნაკლებში ჩაგისვიათ ტყვიები, როგორც მე მივხვდი.

25მმ გამოვიდა როცა ფლომასტერით შემოვხაზე, 6 ტყვია ჩაჯდა 19მმ

პოსტის ავტორი: giga2010 May 3 2020, 04:34 PM

vatato
არ უნდა ქონდეს თუნდაც ლუმანებით მაგ მანძილზე მაგხელა გაფანტვა. მაინც დაელოდეთ ჯსბ. ჩემი აზრით ფასკები ყველა ვარიანტში გასაკეთებელი გექნებათ.
ცუდია რომ არც სიჩქარე ვიცით. არაფერი საგანგაშო არაა, ზოგადად, ლულებიც თუ გაწმინდეთ?

პოსტის ავტორი: vatato May 3 2020, 05:02 PM

არც ერთზე არ გამიწმენდია ლულა

პოსტის ავტორი: giga2010 May 3 2020, 05:19 PM

ციტატა(vatato @ 3rd May 2020 - 06:02 PM) *
არც ერთზე არ გამიწმენდია ლულა

გირევთ გაწმინდოთ. ისე აზრი არ აქვს. გინდაც ჯსბ ისროლოთ

პოსტის ავტორი: vatato May 3 2020, 05:25 PM

ამ კვირაში ჩამომივა ლულის საწმენდი და ორივეს კარგად გავწმინდავ

პოსტის ავტორი: vatato May 5 2020, 02:38 PM

რა მინდა ვიკითხო, PP800 ერთი დატენვით (200) 27 გასროლა და ჩამოდის 100-დე, ცუდია თუ კარგია? ქარხნული რეგულირებაა. ხელი არ მიხლია არაფრითვის, ცოტა სასხლეტი დავარბილე, მეტი არაფერი

პოსტის ავტორი: MonSoon May 5 2020, 04:29 PM

vatato
50 აქვს რეზერვუარს მოცულობა როგორც ვნახე. 27 გასროლა მემგონი ნორმალურია მაგხელა მოცულობის რეზერვუარისთვის, ესე მშრალად რო ავიღოთ დაუთვლელად. შეიძლება სიჩქარეც არ აქვს დიდი და ესეც მგონია მე პირადად. 0.68 გრამებს თუ ისვრით ერთი 150 მ/წ_ის ფარგლებში უნდა ჰქონდეს წესით. მოკლედ ბევრს რო არ მივედ მოვედო ჩემი აზრით ნორმლაურია მემგონი ერთი შეხედვით. მაგრამ ქრონოგრაფზე სიჩქარის გაზომვის შემდეგ ეგრევე გაიგებთ კარგია თუ ცუდი,

პოსტის ავტორი: vatato May 5 2020, 04:52 PM

უბრალოდ ერთ-ერთ ფორუმზე სადაც ვარ უწერიათ რომ " Following this I filled the gun to around 175/180 bar and shot 85 shots 1 handed from a standing position. The gauge still shows around 110 bar so the claimed 100 shots per fill seem ok so far. I have not chronoed it yet. 180 ბარზე დატენილით ისროლე 85 და მანომეტრი კიდევ 110 ბარს აჩვენებდა. ეს ბრიტების ფორუმია და შეიძლება მაგთთან ასე დარეგულირებული მიდის?

პოსტის ავტორი: ja_ja May 5 2020, 05:07 PM

მაგ პატარა პუპუსკა პისტოლზე მეტი რა უნდა მიიღო?

მარადიორის პისტოლეტს 65 კუბი აქვს და 22-24 გასროლას აკეთებს...

მაგ პისტოლში არც რედუქტორის ჩაყენებაზე იფიქრო, რედუქტორი მინიმუმ წაიღებს 20-25 კუბს, რაღა დაგრჩება გასროლებისთვის. მოკლედ ეგ არის აიღე და ისროლე, გაერთე მიიღე სიამოვნება, თუი რაიმე პრეტენზია გაქვს ბევრ ზუსტ და ძლიერ გასროლებზე, მაშინ სხვა აგრეგატი შეარჩიო ის ჯობია

პოსტის ავტორი: vatato May 5 2020, 05:14 PM

ძლიერ გასროლებზე არ მაქვს პრეტენზია დიდი, ზუსტი კი არ იქნება ურიგო. მოკლედ ქრონოს ჩამოსვლას უნდა დაველოდო და მერე ვნახოთ რა სისწრაფით ისვრის. მერე შეიძლება რამე კორექტირება მოვახდინო


პოსტის ავტორი: MonSoon May 5 2020, 05:16 PM

vatato
ბრიტანელებს სიმძლავრეში აქვთ შეზღუდვები, დააკვრდი რა სიმძლავრის გასროლებით იღებდნენ მაგ 85 გასროლას. ენერგია რა ჰქონდა ტყვიას. დარწმუნებული ვარ 5–6 ჯოულს არ აცდებოდა.

პოსტის ავტორი: vatato May 5 2020, 05:27 PM

ეგრეა, საუბარია 5-6 ჯოულზე. ამერიკელის DIANA BANDIT იგივე PP800 სადღაც 11 ჯოულით ისვრის. საინტერესოა ჩემსას რამდენი ექნება.

პოსტის ავტორი: vatato May 7 2020, 09:03 PM

დღეს მივიღე იარაღის საწმენდი:https://www.google.com/url?sa=i&url=https%3A%2F%2Fwww.walmart.com%2Fip%2FUMAREX-177-22-CAL-AIR-GUN-CLEANING-KIT-3PK-PDQ-WMT%2F35599453&psig=AOvVaw2hSTuqr4wRxCkjXuYuCU9w&ust=1588960796714000&source=images&cd=vfe&ved=0CAIQjRxqFwoTCOiDyb2qoukCFQAAAAAdAAAAABAD
ასეთი ბინძური თუ იქნებოდა ახალი ლულა არ მეგონა, 5ჯერ გავატარე სპირტიანი ნაჭერი, რაც თვითონ მოყვა, სუფთა რომ გამოსულიყო.
მივირე აგრეთვე ლაზერი, სამიზნის ცივად გასასწორებლად და JSB და NIELsen heavy slugs. JSB ტყვიებით ხვალ გამოვცდი. ლაზერით რომ გავასწორე, აღმოჩნდა რომ სადღაც სანტიმეტრი მქონდა სხვაობა თვალით გასწორებულში ცდომილება. თუმცა ეხლა უკვე უფრო ფაქიზად გასწორება უნდა ტყვიებით

პოსტის ავტორი: giga2010 May 7 2020, 09:11 PM

vatato
მშვიდობაში. საინტერესო აღჭურვა მიგიღიათ.
აბა გულშემატკივრობთ

პოსტის ავტორი: vatato May 7 2020, 09:22 PM

თვის ბოლოს იარაღის დასადებს და ქრონსაც მივიღებ და მერე უფრო smile.gif

მადლობა

პოსტის ავტორი: giga2010 May 7 2020, 09:37 PM

vatato
ქრონი რომელი შეარჩიეთ, მეც ვეძებ ქრონს

პოსტის ავტორი: vatato May 7 2020, 09:46 PM

ეს მოდელი ავიღე: https://www.ebay.com/itm/1PCS-Hunting-Chronograph-Shooting-Speed-Tester-X3200-Chrono-Airsoft-BB-Shooting/183242204353?hash=item2aaa1624c1:g:Q0sAAOSw-VtbB7ax

არ ვიცი რამდენად გამოდგება. თუმცა რევიუები არ აქვს მთლად ცუდი. პნევმატიკაზე გამოდგება

პოსტის ავტორი: giga2010 May 7 2020, 09:49 PM

vatato
ეგ ქრონი ჯერ ჩვენთან არ მინახავს.
ვერ გეტყვით ვერაფერს

პოსტის ავტორი: vatato May 7 2020, 09:51 PM

იმედია გადაყრილი თანხა არ გამოვა. დაველოდოთ შედეგებს

პოსტის ავტორი: vexam May 8 2020, 09:49 AM

ციტატა(vatato @ May 7 2020, 10:51 PM) *
იმედია გადაყრილი თანხა არ გამოვა. დაველოდოთ შედეგებს

გამარჯობა. დასახელებაშივე უწერია, რომ არის აირსოფტის ბბ-სთვის. ანუ ჩვენს სარგებლობაში არსებული და ჩვენთვის საინტერესო პნევმატიკასთან შედარებით უფრო დაბალ სიჩქარეებზე ბურთულების გასროლის მონაცემების საზომი. თუ მაინც შეძენილი გაქვთ, დანარჩენი გამოჩნდება მოხმარებისას- რას გაზომავს და რამდენად გამოსადეგი იქნება.

პოსტის ავტორი: vexam May 8 2020, 09:56 AM

შესაძლოა გამართულადაც იმუშაოს.
https://www.youtube.com/watch?v=n94CUQXth-g

პოსტის ავტორი: vatato May 8 2020, 11:22 AM

ჩემსას ეს მახასიათებლები უწერია:
Description:
Specifications:

Firing Speed: 0-3600 b/minute(0-60 b/second) - სროლის სისწრაფე
Muzzle Velocity: 15-800 meters/second(50-2600 feet/second) - ტყვიის სიჩქარე 15-800მ (50-2600ფ/წ)
1M High Firing Horizontal Range: 0-400 meters(0-1250 feet)
Firing Kinetic Energy: 0-500J - ენერგია 0-500ჯ
Testing Error ≤1.3% - ცდომილება 1.3%
Voltage: DC 4.5V(3xAAA Batteries)(Prepared By Your Own)
Temperatures Of Working Conditions: -10℃ to +50℃
1/4" standard tripod interface

ასე რომ უნდა გამოდგეს

თუმცა შეიძლება ტყვიის კალიბრთან შეექმნას პრობლემა. 4.5მმ პატარაა და შეიძლება პატარა დამუშავება დასჭირდეს რადგან BB-ს ტყვია 6მმ-ია და შეიძLება ინფრაწითელი შუქდიოდიებიის
განლაგება გათვლილი იყოს მაგ ზომაზე და ვერ ხედავდეს 4.5 მმ ტყვიებს.

პოსტის ავტორი: vatato May 8 2020, 11:52 AM

ძებნა-ძებნაში წავაწყდი ასეთ პროგრამას chrono connect mobile, რომელიც შეიძლება გადმოიწეროს google play-დან ანდროიდ ტელეფონი გადააქციო ქრონოდ smile.gif რამდენად კორექტულად ზომავს არ ვიცი ჯერ. დრეს ჩავატრებ ცდას და ვნახოთ რა გამოვა smile.gif
https://www.youtube.com/watch?v=EheiRBzvOYA აქ არის პროგრამის გამოყენება (რუსულ ენაზე)

პოსტის ავტორი: vatato May 8 2020, 12:09 PM

პრო ვერსიის გადმოწერა უფასოდ შეიძლება აქედან:
https://en.aptoide.com/download?package_uname=chrono-connect-mobile-pro-travel&entry_point=appstore_appview_header_desktop
როგორც სტრელოკის ვარიანტში, ჯერ კომპიუტერში ჩამოწერეთ.

პოსტის ავტორი: vatato May 8 2020, 12:29 PM

ამ პროგრამის შედარება ფიზიკურ ქრონოგრფთან
https://www.youtube.com/watch?v=Z6nbrXQpBbo

პოსტის ავტორი: nihontoman May 8 2020, 12:49 PM

vatato
ამდენ ჩალიჩს ქრონის ყიდვა ჯობია ისევ biggrin.gif თან სულ არაა გამორიცხული დაყოვნება იყოს მიკროფონიდან მიღებულ სიგნალსა და აუდიო პროცესორით გადაციფრულებულ სიგნალს შორის, თან ეს სხვადასხვა ტელეფონის მოდელის მიხედვით. ეს პროგრამა თუ რამენაირად პირდაპირ ანალოგ სიგნალზე იღებს წვდომას მეეჭვება...

თან ძაან ტუპად არის ბალისტიკური კოეფიციენტი 0.025 და 0.015. არადა ეგ ყველ ტყვიას სხვადასხვა აქვს

პოსტის ავტორი: vatato May 8 2020, 12:52 PM

გასაგებია, რომ ქრონის ყიდვა ჯობია. ვიყიდე და ჩამოვა თვის ბოლოს, მანამდე ამით გავერთობი, არა მგონია დიდ ცდომილებას იძლეოდეს. ბოლო დადებულ ლინკში შედარებულია ფიზიკურ ქრონოსთან და ცდომილება მისაღებია. ყოველ შემთხვევაში, გეცოდინება დაახლოებითი მნიშვნელობა მაინც

პოსტის ავტორი: nihontoman May 8 2020, 01:30 PM

vatato
მეც გადმოვიწერ გავერთობი, რა თქმა უნდა smile.gif

ისე თემას რომ დავუბრუნდეთ - როგორც ვიცი პპ800 და ცპ2 ფაქტობრივად ერთი და იგივე ბაზაა, შესაბამისად რამდენიმე დეტალი შემიძლია გირჩიო:

1) ლულის ორივე მხარეს ფასკები არის გასაკეთებელი აუცილებლად. მაგის გარეშე ტყვიები ყველგან დაფრინავს (თლიდა ცპ2 გვერდს), ხოლო როცა აკეთებ, ძალიან სწორდება;

2) ლულა არის აუცილებლად გასაწმენდი. სანამ ჩამოგივა საწმენდები, გირჩევ შემდეგს - აიღე ყურის ბამბა, დაასველე სპირტში და გაატარე ლულაში. გაიმეორე რამდენჯერმე - იმდენი ნაგავი ამოვა, შენ თვითონ გაგიკვირდება smile.gif ესეც ძალიან მოქმედებს სიზუსტეზე;

3) თუ რამე არ შეცვალეს/გააუმჯობესეს, სასხლეტ-გამშვები მექანიზმი დიდად არ რეგულირდება, არის ფსევდო ორ ეტაპიანი და ცოტა უხეში. ძალიან დიდ რეკომენდაცის ვუწევ დაშლას და საკონტაქტო ზედაპირების პოლირებას წმინდა შკურკით (1000-იანი ან 800-იანი აიღე რომ გეომეტრია არ გააფუჭო). შკურკა გადააკარი ან რამენაირად დააფიქსირე თხელ გრძელ და მყარ ფირფიტაზე (ესკიმო ნაყინის ხის ჯოხი კაი ვარიანტია) და შეუყევი. მუღამი არის ის, რომ საკონტაქტო ზედაპირების სეხების და რაც მთავარია ხახუნის მოძროაბის პარალელურად იყოს გაპრიალებული და არა პერპენდიკულარულად. ამასთან, გამშვების ენის და კიდევ ერთი ბერკეტის გვერდითი ფოლხვის აღმოსაფხვრავად, შეგიძლია თხელი საყელურები გაუკეთო აქეთ-იქითა მხრიდან. შაიბები ყველაზე ნაღდი ამ საქმისათვის არის ფოსფორ-ბრინჯაოსსი, ან ტეფლონის - დასაკეცი ჯიბის დანებისათვის იყიდება ბურჟუაზიულ ქვეყნებში. მეორეს მხრივ, შეგიძლია შენითაც გააკეთო, მაგალითად მიწის თხილის თუნუქის ქილის ძირებისაგან. ამათაც, რა თქმა უნდა, პოლირება არ აწყენს. განსაკუთრებით მაშინ, შენ თუ გამოწრი, კიდეები ყველა ვარიანტში ექნება გაფუჭებული;

4) ისევ სასხლეტ - გამშვები მექანიზმი. როგორც უკვე ვთქვი, არის ფსევდო ორეტაპიანი, შედგება ენისაგან, და კიდე ერთი ბერკეტისაგან, რომელსაც ბოლოში აქვს კიდე, რაც აფიქსირებს კდიევაც დამრტყმელს. რეგულირდება მხოლოდ მეორე ეტაპის სვლის სიგრძე, მეტი არც არაფერი. მაგრამ, ამ ორს შორის ერთი სპირალური ზამბარაა, რომელიც ჩემი აზრით ძალიან მტკიცეა და მაგარი. ჩვენ ეგ ზამბარა შევცვალეთ სანთებელის ზამბარით (სარქველში რაც აყენია და არა ის, რომელიც ქვას აწვება). შეცვლის მერე, ხდება რა - ეს ფსევდო პირველი ეტაპი ძალიან მსუბუქდება და სასიამოვნო ხდება. თუ მეორე ეტაპის სვლის სიგრძესაც შეამცირებ, გამოდის პირველი რბილი ეტაპი და მეორე მკვეთრი, მაგრამ მოკლე და სასიამოვნო ეტაპი. მეორე ეტაპის სვლის დამოკლებისას უნდა ფრთხილად იყო - ზედმეტი თუ მოგივა, შეიძლება თავისით გაისროლოს. მე როცა ეს მანიპულაციები ჩავატარე, შეყენებულ მდგომარეობაში კაკლები ვამტვრიე ლამის, რომ გამომერიცხა შემთხვევითი გასროლა რამეზე გარტყმის/გამოდების დროს;

5) თუ მჭიდებს იყენებ სასროლად, მე პირადად რეკომენდაციას გავუწევდი მჭიდის ორივე ხვრელზე ფასკების მოხსნას. აქაც არ უნდა გადააჭარბო, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხანდახან ზიანდება ტყვია ჩადებისასაც და ლულაში მიწოდების დროსაც.

6) თუ სწორედ ვხვდები, პპ800 და ცპ2-ის დეტალები ურთიერთცვლადია. შეგიძლია შეიძინო ცპ2-იც, და გექნება საშუალება გრძელი ლულის და კონდახის დაყენებისა. გამოგივა აი ასეთი PCP ფიშტო:



ლულის სიგრძის გაზრდა საკმაოდ ზრდის ენერგიას.

პოსტის ავტორი: vatato May 8 2020, 02:40 PM

გამარჯობა, ლულა უკვე გავწმინდე, არ მეგონა თუ ახალი ლულა ასეთი ბინძური იქნებოდა. პისტოლეტის მყარად დაფისქსირების საშუალება არ მაქვს, ამიტომ ხელიდან ვისრვი, მხოლოდ კონდახის დადებით. დღეს ვისროლე JSB EXACT Heavy Diabolo. სხვაობა ლუმენის ტყვიებთან შედარებით უზარმაზარია. ტყვია მიაქვს კარგად. ასეთ რეჟიმში სროლისას (დაუფიქსირებლად) ვთვლი რომ არ მომცა ცუდი რეზულტატი 15მმ ჯგუფი (7 მეტრი). ეს უფრო უკვე ჩემი ბრალია ვიდრე პისტოლეტის. სასხლეტს მიეჩვიე უკვე თითი. როდესაც დავშლი გავაპრიალებ მაინც. smile.gif ზამბარებს ალბათ უკვე აღარ გამოვუცვლი.

მადლობა რჩევებისთვის

პოსტის ავტორი: nihontoman May 8 2020, 04:22 PM

vatato
არაფრის, რაის მადლობა smile.gif

ზამბარაზეც იფიქრე, ზედმეტად დიდ სხვაობას იძლევა იმისათვის რომ დააიგნორო :დ

ღია სამიზნით 15 მმ არაა ცუდი შედეგი ახალ თოფზე, მაგრამუკეთესიც შეიძლება.

პოსტის ავტორი: ja_ja May 13 2020, 12:19 PM

vatato

ციტატა(vatato @ 7th May 2020 - 10:46 PM) *
ეს მოდელი ავიღე: https://www.ebay.com/itm/1PCS-Hunting-Chron...0sAAOSw-VtbB7ax

აირსოფტისაა წესით ეგ. პრობლემა მანდ გაზომვის და რაიმე პლასტმასის ბურთულების გამოყენებაში არაა, გაზომვით ზომავს, დაჟე მაგას აქვს ავტომატურ რეჟიმში სროლის ას სიჩქარის გაზომვა, რაც ჩვენს საქმეში პრაქტიკულად გამოუდეგარია - ნუ ეს გაზვიადებით მაგრამ.... გამოყენება შესაძლებელია მაგრამ ართულებს ცხოვრებას

პრობლება იწყება რეალური გამოყენებისას, ეგ არის გათვლილი დაბალ ენერგეტიკულ ფიშტოებზე. რომლებსაც არ აქვს დიდი ჰაერის გამოტყორცნა, PCP-ში კი ჰაერი გაცილებით მეტი გამოიტყორცნება (ნუ PP800- შეიძ₾ება იმდენს არ იფურთხება, მაგრამ თოფებში ვავა) ეგ კი იმისკენ მიგვიყვანს რომ დახურულ პლატმასის კონსტრუქციაში დიდი ჰაერის დარტყმის ტალღა მალე გამოიყვანს მწყობრიდან. მარტივი ენით რომ ვთქვათ მაგ ხლიპკი კონსტრუქციის შიგნით ჰაერის დიდი ტალღა შევარდება და გაფართოვდება რაც უარყოფითად იმოქმედებს კონსტრუქციის მდგრადობაზე...

მეორე პრობლემა შედარებით მარტივია ერთი შეხედვით და ბევრი ჩათვლის რომ უგულველსაყოფია, მაგრამ რეალში პრობლემებს შეგიქმნის, კერძოს ხვრელი რომელსაც ზუსტად უნდა დაუმიზნო... თუ არ დაუმიზნებ და ან წინ მოხვდება ტყვია ან უკან, მოკლედ დაზიანების დიდი შანსები გაქვს ხოლო გამოყენებისას დიდი გინების გამოცდილების მიღების შანსი გაქვს smile.gif

მესამე პრობლემა ისაა რომ ეგ არაა ინდუქციური ამთვლელებით გაკეთებული, ანუ არის 3 ძირითადი გაზომვის მეთოდი

1) დოპლერის ეფექტი და ეგ გამოვრიცხეთ ეგეთ სისტემებში არ გამოიყენება და ძვირიანია

2) ელექტრომაგნიტური ინტერფერენცია - ანუ 2 ამთვლელია თავში და ბოლოში, ორივეს მიკრო მაგნიტური ველი აქვს, ტყვია ლითონისაა და მაგნიტურ ველში გავლისას იწვევს მაგნიტური ველის ცვლილებას რაც ამთვლელის მიერ ტყვიის გავლად აღიქმება - კაი იქნებოდა ეს მეთოდი გამოიყენებოდეს, მაგრამ რადგან აირსოფტისაა და აირსოფტში ლითონის მაგივრად პლასტიკატის ბურთულები გამოიყენება მაგნიტურ ველს აზრი არ აქვს. ანუ იმის თქმა მინდა რომ მილიანი ქრონოგრაფები არსებობს მაგრამ ელექტრომაგნიტური ინტერფერენციით ზომავენ (ნუ ეს როცა PCP-ზე და ჰარდ პნევმატიკაზე ვსაუბრობთ), იმის გამო რომ კონკრეტული ეგზემპლარი აირსოფტისაა და პლასტმასის ბურთებზეა გათვლილი გამოიყენება მესამე ათვლის მეთოდი

3) შუქ ამსახველი ამთვლელები რომლებიც თავში და ბოლოში ტყვიის ჩრდილს ხედავენ და მაგით აფიქსირებენ გაიარა თუ არა ტყვიამ, ყველაზე მარტივი და მუშა მექანიზმია ფეხებზე ჰკიდია რა გაიფრენს პლასტმასი რკინა თუ რაიმე სხვა, ერთადერთი პრობლემა აქვს პრიალა ზედაპირის მქონე ობიექტებზე (ანარეკლის გამო იბნევა და სწორად ვერ აღიქვავს ობიექტს ან საერთოდ ვერ აღიქვავს). იმის გამო რომ აირსოფტში გამოიყენება პლასტმასის და ჰაერის ტალღა დიდი არაა, სწორედ ეგ მეთოდია ყველაზე მარტივი მაგ ქრონოგრაფისთვის...

სხვათაშორის ეს მეთოდივე გამოიყენება სხვა დანარჩენ დიდ ქრონოგრაფებში, რქიან ან ჩარჩოიანს რომ ეძახიან, განსხვავება კი მაგ კონკრეტულ ქრონოგრაფსა და დიდ ქრონოგრაფებს შორის არის ღია სივრცე... ანუ ჰაერის ტალღა იფანტება და კონსტრუქციას არ ვნებს, პლიუს იოლია დამიზნება, შეიძლება დისტანციაზე დაყენება, მაგრამ მთავარი ისაა რომ ლულის ჭრილიდან 0.5 მეტრზე ახლოს მიტანა აუცილებელი არაა.

საქმე კი იმაშია რომ შუქ ამსახველი, ანუ ფოტოელემენტებზე დაყრდნობილი ამთვლელები ხშირად ლულიდან გამოსულ შეკუმშული ჰაერის ტალღასაც ჩრდილად ხედავენ (ძირითადად ინფრაწითელ რეჟიმში მუშაობენ ეგეთი ამთვლელები და ჩრდილებს უყურებენ და არა რეალურად ტყვიის ფორმას), შედეგად ძლიერი პნევმატიკიდან ახლოს სროლისას დიდი შანსია, ან ტყვიის წინ გამოდევნილი ჰაერის ტალღა აღიქვას ჩრდილად ან ტყვიის მერე წამოსული ჰაერის ტალღა...


მოკლედ გამოყენება შეიძლება, მაგრამ სანამ ეგეთ რაღაცეებს შენით დამოუკიდებლად იყიდი დაეკიხე აქ უკვე გამოცდილ ხალხს, დამიჯერე არავინაა შენი მტერი და არც შენ ხარ რაიმე სუპერ ახალის აღმომჩენი (შეიძლება გეგონა იაფიანი და იორღა არმოაჩინე და იმიტომაც იყიდე, აი სხვები კი შენნაირი იღბლიანები არ იყვნენ და იმიტომაც აქამდე სხვა რაცხაებს ყიდულობდნენ smile.gif )

აგერ ერთი გამოცდილება უკვე გაქვს... შენით იყიდე LUMAN-ის ტყვიები და გეგონა კარგი იყო, მეც და სხვებმაც გირჩიეს JSB-ზე გადადი ის უკეთესიო და შენ თვითონ აღიარებ ამ თემაში განსხვავებას რომ JSB გაცილებით უკეთესია

ბოლო ბოლო იგივე ჩინური 20-25$-იანი ღია ტიპის ქრონოგრაფებია უკვე ოხრად დაყრილი ალიექსპრესზე, თუ ფინანსებშია საქმე იმას გირჩევდით.... შენსავე დადებულ ვიდეოში დააკვირდი რაფერ დაფარფალებს ლულა მაგ ქრონოგრაფის წინ და აბა გამოთვალე რამდენი გასროლა დაგჭირდება სანამ ერთხელაც თვითონ ქრონოგრაფს დაუმიზნებ კარგად smile.gif

მოკლედ იმედია მალე არ მოკლავ და კარგახანს გამოგადგება, თუმცა მაგ ქრონოგრაფს არცერთი გამოცდილი არ გირჩევდით თუ რჩევას იკითხავდი

პოსტის ავტორი: vatato May 13 2020, 11:13 PM

აქ შეცდომა მომივიდა ჯა_ჯა ბატონო, რაც მართალია, მართალია. არაუშავს. მეორედ არ წავიტეხავ კისერს smile.gif ვსწავლობ შეცდომებზე.

რაღაცას მოვუფიქრებ smile.gif

პოსტის ავტორი: gio8118 May 15 2020, 02:31 PM

გამარჯობა.


მშვიდობაში შენაძენები.
მე მაქვს cp 2 და მერე ვიყიდე PP 800 რო უნივერსალური აპარატი გამომსვლოდა და არც ვნანობ.
ჯგუფები ნაღდად არ გამიზომია, ძირითადათ პისტოლეტის ხელიდან სროლა მინდოდა დამემუღამებინა.
დეტალები აბსოლუტურად იგივეა, უბრალოდ PP 800-ის ტარს ჭირდება პატარა პაზის ამოჭრა საბოლტე ხვრელის ქვემოთ. cp 2-ის დასაყენებლად.
მოკლედ მართლა კმაყოფილი ვარ როგორც cp 2 -ით, როგორც ასევე PP 800. ოღონდ გავიმეორებ, დანიშნულება პისტოლეტიდან ხელით სროლა და პლინქი.
რაც შეეხება გასროლებს, მაქსიმუმ 20-22 გასროლას აკეთებს ჩემი PP 800.

პოსტის ავტორი: vatato May 15 2020, 04:09 PM

გასაგებია, მეც ძირითადად ხელიდან სროლისთვის მინდოდა და მაგიტომ ავიღე. 20-22 გასროლა ცოტა არ არის?

პოსტის ავტორი: vatato May 16 2020, 12:42 PM

ციტატა(gio8118 @ May 15 2020, 03:31 PM) *
მაქსიმუმ 20-22 გასროლას აკეთებს ჩემი PP 800.


მოკლედ საწუწუნო არ მაქვს სროლის მხრივ ჩემი smile.gif სამი მჭიდი უპრობლემოდ smile.gif)

პოსტის ავტორი: vatato May 16 2020, 08:09 PM

ტარი მინდა შევცუვალო, ძალიან მოუხერხებელია, ან დავამუშავებინო, ვინმე ხომ არ იცით?

პოსტის ავტორი: vatato May 19 2020, 03:43 PM

მოგესლამებით ყველას
დღეს გამოვიტანე გადაკეთებული ტარი ჩემი PP800-ისთვის. განსხვავება როგორც ცას დედამიწას შორის.
როდესაც მოვხსენი ტარი, შიგნით აღმოჩნდა კატასტროფა, ძალიან უხეშად დამუშავებული ხე. (ფიჭვის მასალა). მიტანილი მქონდა დიღომში ხელოსანთან.
გადაკეთების შედეგად ტარი ცოტა გახდა და ხელში ზის კარგად. შემსუბუქდა და ფერიც შევუცვალე











პოსტის ავტორი: giga2010 May 19 2020, 05:44 PM

vatato
მართლაც დიდი განსხვავებაა, მომილოცავს. აბა სულ ათიანებში

პოსტის ავტორი: koba1973 May 19 2020, 07:50 PM

კარგია. გილოცავ.
მაგ ფიშტოს ინტერესი მქონდა მაგრამ ბოლოს 700 შემომეყიდა.

პოსტის ავტორი: vatato May 19 2020, 08:42 PM

700 დავიწუნე დიზაინის და მჭიდის უქონლობის გამო

პოსტის ავტორი: giga2010 May 19 2020, 08:51 PM

vatato
პპ700 რა აქვს დასაწუნი?
რათქმაუნდა გემოვნების საითხია , მაგრამ იმის თქმა რომ პპ800 დიზაინით ჯობია და მჭიდი რომ აქვს უკეთესია მე ვერ დაგეთანხმები.

პოსტის ავტორი: vatato May 19 2020, 09:30 PM

გემოვნებაზე არ დაობენ, ჩემთვის PP800 უფრო მისაღებია დიზაინით. მჭიდი კი გაკრვეული კომფორტია

პოსტის ავტორი: ja_ja May 20 2020, 11:06 AM

ციტატა(vatato @ 19th May 2020 - 10:30 PM) *
გემოვნებაზე არ დაობენ

100%-იანი ხარ... ჩემთვის მაგალითად ნუ გაგიტყდება და ეს შენი ახალი ტარი უფრო მიუღებელია ვიდრე თავისი ორიგინალი... მესმის შენ მოგწონს და ჩემს აზრს ნუ განიხილავ,

შეიძლება ძალიან უხეშ ვარიანტად ჩამითვალო, მაგრამ ნუ მიწყენ, უბრალოდ ჩემს აზრს გამოვთქვავ, არაგფერი პირადული....

ჩემი გადასახედიდან - ეგ კონდახი რაღაც დიშოვკა ელიავას გამოთლილს უფრო გავს, აი ვაი ხის კარების ხელოსნები რომ არიან, მონჯღრეულ უფორმო კარფანჯარას რომ აკეტებენ ხოლმე იაფიანი მასალისგან და მერე მარილკით რომ ცდილობენ ხოლმე სიმდიდრე მისცენ და დამალონ თავისი გრეხები... აი ისეთი პონტია რა ჩემი თვალისთვის ახალბედა რომ იწყებს ვებ დიზაინერობას და საცოდავ ვებ გვერდზე ყველაფერს რომ შეტენის ხოლმე, GIF ანიმაციებს ბრჭყვიანლა რაცხაებს, უაზრო ფონს, დიდ ასოებს ას ასე შემდეგ, მოკლედ ყველაფერი ერთად ჩაყრილი პიცასავით რაღაც მწვერვალად რომ ჰგონია ხოლმე smile.gif

აშკარად მასალად იაფფასიანი ხეა გამოყენებული ნუ აი პარკეტის მასალა ტიპა წიფელა (შეიძლება საერთოდ ფიჭვია, ვერ გავიგე რა მასალაა) ... მოკლედ ხის ფაქტურა აშკარად მიუთითებს რომ იაფიანი მასალაა, არაფერი განსაკუთრებული, ძალიან გლუვი მოხაზულობები, აშკარად ფორმების გამოყვანა გაჭირვებულია, დარწმუნებული ვარ უფრო მძიმეც არის და უხეშია ხელში შეხებისას, ხოლო ხელობნურად ზედმეტად გადაჯერებული ფერი მიუთითებს იმაზე რომ აი ხის ფაქტურის დამალვის მიზნით მარილკა ნამეტანი ზედმეტი იყო გამოყნებული, ან ნამეტანი მუქი...

მოკლედ კაცია და გემოვნება, მაგრამ ჩემთვის ეგ დერი, ეგ ფორმა და მასალის ფაქტურა უფრო იაფფასიან შესახედავს ხდის მაგ ფიშტოს....

პოსტის ავტორი: vatato May 20 2020, 12:19 PM

ჯა-ჯა გამარჯობა. ეს ტარი ახალი არ არის, არამედ გადაკეთებული ორიგინალია. სურათზე არ ჩანს კარგად, მაგრამ რეალში ბევრად უკეთესია და რაც მთავარია ხელში ზის კარგად.

ხომ იცი, ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს მღვდლის ცოლიო smile.gif ყველას ვერ მოვთხოვ მოსწონდეს, რაც მე მომწონს. მთავარია რომ ჩემთვის არის მოხერხებული

პოსტის ავტორი: vatato May 22 2020, 08:50 PM

ყველას გამარჯობა
გუშინ მივიღე ქრონოგრაფი და საღამოს ასე ვთქვათ, გავქრონე ჩემი PP800.
მივიღე ასეთი შედეგები: (დაყოფილია 5 სროლაზე). ტყვიები JSB EXACT HEAVY DIABOLO 10.34gr.

სისწრაფე - ენერგია
1 –177.02 m/s - 10,5J---------------- 210 BAR
2 – 180,02 m/s - 10.85J
3 – 182,2 m/s - 11.12J
4 – 182,6 m/s - 11.17 J
5 – 188,2 m/s - 11.86J
6 – 193,2 m/s - 12.5J ----------------- 190 BAR
7 - 193,4 m/s - 12.53J
8 – 201,9 m/s - 13.65J
9 – 200,4 m/s - 13.45J
10 – 198,7 m/s - 13.22J
11 – 199 m/s - 13.26J ----------------- 180 BAR
12 – 214,9 m/s - 15.47J
13 – 214,8 m/s - 15.46J
14 – 222,6 m/s - 16.6J
15 - 226,4 m/s - 17.17J
16 – 229,6 m/s - 17.66J ---------------- 160 BAR
17 – 229 m/s - 17.56J
18 – 233 m/s - 18.18J
19 – 234,1 m/s - 18.35J
20 – 229,2 m/s - 17.59J
21 – 219,8 m/s - 16.181J ----------------- ~149 BAR
22 – 211,7 m/s - 15.01J
23 – 205,6 m/s - 14.16J
24 – 204,7 m/s - 14.03J
25 – 200,4 m/s - 13.45J
26 – 198,9 m/s - 13.25J ----------------- 110 BAR
27 – 192,3 m/s - 12.38J
28 – 190,8 m/s - 12.2J
29 – 187,4 m/s - 11.76J
30 – 185,7 m/s - 11.55J
31 – 181,8 - m/s -11.07J ---------------- 100 BAR
32 – 178,8 m/s - 10.7J
33 – 175,8 m/s - 10.35J
34 – 176,3 m/s - 10.41J
35 – 172,7 m/s - 10J
36 – 169,1 m/s - 9.57J ------------------- 90 BAR
37 – 166,9 m/s - 9.33J
38 – 165,2 m/s - 9.14J
39 – 162,3 m/s - 8.82J
40 - 161,1 m/s - 8.7J ------------------- 80 BAR

ასეთი შედეგები მივიღე 210-80 ბარის შუალედში და 40 გასროლით

პოსტის ავტორი: MonSoon May 22 2020, 09:30 PM

პლატოა დასაჭერი.

მემგონი სიჩქარე დაუწიო და პლატოზე მეტი გასროლაც იქნება. თუ სწორად ვატყობ ვერ იჭერს პლატოს იმიტო რო პატარა რეზიკი მოგნია მიზეზი.

სადღაც 170-130 ბარზე იქნება მაგ გრაფიდან გამომდინარე. მაგრამ გარკვევით არ ჩანს მაინც

პოსტის ავტორი: nihontoman May 22 2020, 09:30 PM

vatato


კარგია. აშკარად არის პოტენციალი მაგ პატარა რეზერვუარიდან რაღაცის მიღებისათვის. ალბათ ურიგო არ იქნება აი ამაზე რომ იფქრო:

https://www.airgunsofarizona.com/parts/diana-stormrider-custom-free-flight-hammer/

შეამცირებს ჰაერის გადახარჯვას და შესაბამისად მოუმატებს გასროლების რაოდენობას. ამასთან, მაგ მრუდს თუ გაასწორებ რომ ასე თუ ისე პლატო მიიღო, ნაკლები გადახარჯვის ხარჯზე მეტი გასროლა გექნება ასე თუ ისე ერთი და იგივე სიჩქარით.

პოსტის ავტორი: vatato May 22 2020, 09:41 PM

ეხლა ამიხსენით დამწყებს, ეს მრუდი როგორ გავასწორო smile.gif

პოსტის ავტორი: MonSoon May 22 2020, 09:46 PM

vatato

ციტატა(vatato @ 22nd May 2020 - 10:41 PM) *
ეხლა ამიხსენით დამწყებს, ეს მრუდი როგორ გავასწორო

ერთი ვარიანტი სიჩქარის დაგდება მგონია. მაგრამ იდეალურად არ გასწორდება იმიტო რო რედუქტორი არ აქვს. კარგ ვარიანტში 180-130 ბარებზე გექნება მეტნაკლებად ერთნაირ სიჩქარეები. მანდ ცხრილში ეხლა სიჩქარე დიდი უჩანს თავის რეზერვუარის მოცულობასთან და მაგ 180-130 ბარზე თანაბარ სიჩქარეებს ბევრს ვერ იჭერს. რეზერვუარის პატარა მოცულობის გამო მალე იწყებს ვარდნას სიჩქარის.

დააკელი სიჩქარე ერთი 150-160 ბარზე რო გქონდეს 170-180 მ/წ და მერე შეხედე როგორი იქნება.
ჩემი აზრით ესე სჯობს

პოსტის ავტორი: giga2010 May 22 2020, 09:51 PM

მსუბუქი ტყვია აიღეთ და დაწიეთ სიჩქარე, შედარებით ნორმალურ პლატოს მიიღებთ.
ჩემი აზრით მაგ პისტოლეტს ბევრი გადაყოლა არ უნდა, პატარა დისტანციაზე სასროლი ფიშტოა და მანდ დიდი გაფანტვა არ ექნება

პოსტის ავტორი: MonSoon May 22 2020, 10:02 PM

ძაან პატარა რეზიკი აქვს. 50 ძაან ცოტაა. 100 რო ჰქონდეს უკვე სხვა სურათი იქნებოდა.

პოსტის ავტორი: ja_ja May 22 2020, 10:06 PM

vatato

ციტატა(vatato @ 22nd May 2020 - 10:41 PM) *
ეხლა ამიხსენით დამწყებს, ეს მრუდი როგორ გავასწორო

მაგ მოდელზე არცერთს გვიძალიჩია და კონკრეტულ რჩევებს ვერ მოგცემთ, ძIრითადად ეგეთ პაწუა თოფებში პრიამატოკის დროს მიმართავენ შემდეგ ხრიკებს (შენთან რომელი გაამართლებს ან რომელიმე საერთოდ გაამართლებს თუ აარა ადინ ჩორტ ზნაიტ)

1) დამრტყმელის შემსუბუქება და ზამბარის გაძლიერება
2) კლაპნის დაშლა და შიგნით არსებული კლაპნის ზამბარის ჩანაცვლება უფრო ძლიერით
3) გადამშვების რეგულირება, ან გაფართოება ან შემცირება
4) კლაპნის ფორმის შეცვლა

გაითვალისიწნე ყველა ამ მოდიფიკაციამ შეძლება არც არაფერი გაგიკეთოს და პირიქით დროც დაგაკარგინოს ფულიც და თოფიც გაგიფუჭოს



შენი გასროლებიდან რომ ავიღოთ ჩემის აზრით ჯერესერთი 210-ზე არ უნდა დაგეტენა, არამედ 200-ზე, და მაგას თუ მივიღებთ მხედველობაში შენი პლატო რეალში იწყება სადღაც მე-4 გასროლიდან და თავდება 30-31 გასროლაზე...

ანუ რეალში გამოდის 26-27 გასროლა პალტოში, პლატოს მინიმალური სიჩქარე გამოვა 182 ხოლო მაქსიმალური 234.. საშულაოდ ეგ არის 52 მეტრ წამის ცვლილება რაც სუპერ პუპერ სროლის დროსაც კი მხოლოდ მაგ სიჩქარეების ცხდომილება ვერტიკალში მოგცემს 5-6 სანტიმეტრ სიარულს ზემოთ ქვემოთ, პლიუს ამხელა ცდომილების გამო ნებისმიერ ვარიანტში იქნება ტვისტის მიმართულებით გადახრა სადღაც 1.5-2 სანტიმეტრით ჰორიზონტალში, ეს საუბარია 50 მეტრზე, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ სიჩქარეებს უხეშად 220-ის დიაპაზონში, მე უფრო 25-30 მეტრზე ვიანგარიშებდი, მაგ შემთხვევაში აღწერილი დიაპაზონები მცირდება 2-ჯერ, ანუ ვერტიკალში 2.5-3 სანტიმეტრი, ხოლო ჰორიზონტალში 0.8- 1 სანტიმეტრი...

რავიცი ასატანი ცდომილებაა მაგ თოფისთვის, პროსტა კარგად აწონ დაწონე გიღირს კია ტუნინგზე ჩალიჩი? უფრო არ გააფუჭო საქმე

პოსტის ავტორი: vatato May 22 2020, 10:17 PM

ეს იარაღი არ აირს გათვლილი დიდ მანძილზე სროლისათვის, ნუ მაქსიმუმ 30 მეტრი და მგონი ეგ ცდომილება იქნება ასატანი. ხვალ ვეცდები მსუბუქი ტყვიებით შემოწმებას, საინტერესოა რას იზავს. დავტენი ხვალ 200-დე და ვნახოთ.

შეიძლება ხელიც არ ვახლო მართლა და რაც არის ამით დავამუღამო იგივე 25-30 მეტრი. ამ დღეებში ვეცდები M16-ც გავქრონო და ვნახოთ ის რა შედეგებს მომცემს

მადლობა რჩევებისათვის.

პოსტის ავტორი: gela May 23 2020, 11:40 AM

ციტატა(nihontoman @ 22nd May 2020 - 10:30 PM) *
https://www.airgunsofarizona.com/parts/dian...-flight-hammer/


ვერ მივხვდი ეს რა პრონციპით მუშაობს

პოსტის ავტორი: vatato May 23 2020, 01:52 PM

https://www.airgunsofarizona.com/content/admin/plugins/custom_fields/files/390440227PlinksterFFHInstallInstructions.pdf
ამ ბმუ;ზე ნახე აბა. ინსტალაციაა ნაჩვენები და შეიძლება უფრო მიხვდე

პოსტის ავტორი: vatato May 27 2020, 08:25 PM

დღეს ლულის კარგად გაწმენდის მერე ვისროლე მსუბუქი ტყვიები, Crosman premier hollow point 7.9gr შედეგები ასეთი მივიღე:

სიჩქარე ენერგია წნევა
1. 240.1 14.7 190 ბარი
2. 242.8 15
3. 251,8 16,1
4. 262 17,5
5, 263 17,6
6. 263,1 17,6 160 ბარი
7, 261,2 17,4
8, 254,1 16,4
9, 246,2 15,4
10, 243,1 15
11, 234,9 14 140 ბარი
12. 233,3 13,8
13, 224,8 12,8
14, 227,1 13,1
14, 218,3 12,1 110 ბარი

პოსტის ავტორი: ja_ja May 27 2020, 09:40 PM

რაცხა წინაზე უფრო მეტი გასროლა გქონდა... კი სხვა ტყვია იყო, მარა მგონი 25 გასროლამდე გამოდიოდა, აქ კი 10 გამოდის

პოსტის ავტორი: vatato May 27 2020, 09:52 PM

ხო, ეგ მეც შევამჩნიე, წინაზე უფრო მძიმე ტყვიით 25 გასროლა გამოდიოდა დაახლოებით, ეხლა კი 10. არ ვიცი

პოსტის ავტორი: vatato Jun 10 2020, 01:47 PM

მოკლედ დღეს მივიღე კროსმანის ოპტიკა პისტოლეტისთვის და კიდევ ერთხელ გამოვცადე ჩემი PP800, ამჯერად არ გამიქრონია, უბრალოდ მიზანში ვისროლე JSB exact heavy diabolo და Crosman Premier Hollow point . ნუ არ მოსწონს კროსმანის ტყვიები, JSB-ს კი მშვენივრად მიირთმევს, გამოვცადე 15 მეტრზე Bench Rest-ით. სამწუხაროდ არ გადამიღია. კმაყოფილი ვარ როგორც სამიზნით, ასევე სროლის შედეგებით.

პოსტის ავტორი: giga2010 Jun 10 2020, 02:25 PM

vatato
მშვიდობაში. სულ ათიანებში

პოსტის ავტორი: vatato Jun 10 2020, 02:33 PM

ციტატა(giga2010 @ Jun 10 2020, 03:25 PM) *
vatato
მშვიდობაში. სულ ათიანებში

მადლობა

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 15 2020, 04:17 PM

vatato

ციტატა(vatato @ 10th June 2020 - 02:47 PM) *
ნუ არ მოსწონს კროსმანის ტყვიები, JSB-ს კი მშვენივრად მიირთმევს,

სამწუხაროა მსოფლიო სტანდარტებისთვის, მაგრამ ამ ბოლო დროს რაცხა ყველა თოფი JSB-ის ისვრის და სხვა ტყვიებზე ხრენ ზნაიტ რა ხდება, არა და საკმაოდ მაღალი დონისაა Crosman-ის ტყვიებიც, H&N-ისაც, Beeman, მაგრამ აი უმეტესობა თოფებისა JSB-ზე მუშაობას.... ან ტყვიაა უნივერსალური, ან ყველა მაგ ტყვიაზე აკეთებს ლულებს, ხრენ ზნაიტ

ცუდი ისაა რომ ნელნელა მონოპოლისტი ხდება, ვერც პლანეტარული მაშტაბით მოთხოვნილებებს გაწვდება ერთი ქარხანა და არჩევანიც როცა არ გაქვს ფასები იწყებს ზრდას sad.gif

პოსტის ავტორი: gela Jun 15 2020, 10:06 PM

ციტატა(ja_ja @ 15th June 2020 - 05:17 PM) *
მაგრამ აი უმეტესობა თოფებისა ОЫИ-ზე მუშაობას


კლავიატურას დავხედე და მივხვდი ჯიესბიზე იყო მუსაიფი, Alt/Shift კიდევ ერთხელ უნდა აგეკრიფა ჯაჯავ biggrin.gif

ისე ჩემ პ15 ნამეტნავად ეამა კროსმანის პრემიერები, აი ხარბად შთანთქავდა

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 16 2020, 09:36 AM

ja_ja
აშკარად რკინაში რაცაა ეგ ტყვიები არაა მაღალი სტანდარტით დამზადებული. ამას წინ მეგობარს ვუნახე ულტრა მაგნუმები და ჯერ ხომ ყალიბის კიდეები ეტყობა 5 მეტრიდანაც რო შეხედო, მერე კაბებში აქვს ხანდახან წანაზარდები. ყველაზე მეტად კი მაინც ის არ მომეწონა, რომ თოფში რომ ვდებდით (ბენჯამინის რაღაცა ნიტრო პისტონი იყო), ზოგი მარტივად იდებოდა, ზოგი რთულად და ზოგი ვერც ჩავტენეთ. ნაგავიც ბევრი მოყვება :/

ამის საპირისპიროდ, კი ნახეთ მუყაოში რომ მსუბუქი პრემიერებია PP700-ით საკმაოდ კარგად მიფირნავს. მართალია გავრეცხე და ახლიდან "დავზეთე", მაგრამ არც თავიდან იყო ნამეტნავად ჭუჭყიანი და არც უაზრო ნაწიბური შემხვედრია. დიამეტრების სხვაობაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 16 2020, 12:00 PM

gela

ციტატა(gela @ 15th June 2020 - 11:06 PM) *
კლავიატურას დავხედე და მივხვდი ჯიესბიზე იყო მუსაიფი, Alt/Shift კიდევ ერთხელ უნდა აგეკრიფა ჯაჯავ

ბლიაძ შემცა ამდენმა კლავიატურამ smile.gif პლიუს ტელეფონზე კიდევ სხვანაირად და ეტყობა ავურიე, კაი ჩავასწორებ ეხლა

პოსტის ავტორი: vatato Jun 19 2020, 08:32 PM

ციტატა(nihontoman @ Jun 16 2020, 10:36 AM) *
ja_ja

მართალია გავრეცხე და ახლიდან "დავზეთე", მაგრამ არც თავიდან იყო ნამეტნავად ჭუჭყიანი და არც უაზრო ნაწიბური შემხვედრია. დიამეტრების სხვაობაზე ლაპარაკიც ზედმეტია.


რითი რეცხვათ და რას იყენებთ მერე დასაზეთად?

ამ დღეებში მივიღე QYS SPORTS DIABOLO STREAMLINED ტყვიები. 8.48GR ვიზუალურად რასაც ვუყურებ, შეიძ₾ება ითქვას რომ უნაკლოდ დამზადებულია ტყვიებია. ჩმივარდება ამ დღეებში და გამოვცდი smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 21 2020, 10:41 AM

გარეცხვას რა უნდა კაცოუ :-)

უბრალოდ ფრთხილად გადმოყარე ვთქვათ რაიმე პარკში, ჩაყარე სარეცხუ ფხვნილი, ჩაასხი წყალი და ფრთხილად შეაჯანჯღარე. მერე დაცალე, რამდენჯერმე წყალი გამოავლე და ეგააა...

ასევე გამორეცხე და ფამოაშრე კოლოფიც...

როდესაც ტყვია ჩამოირეცხება, გადმოყქრე ან ქაღანდის სალფეტკზე, ან პირსახოცზე და შეაშრე ფრთხილად რომ არ დაჭყლიტო... ასევე ეხლა.მზეა და მზე გამოიყენე, ან ფენი დაიხმარე, მოკლედ ნესტი არ უნდა დარჩეს თორე თეთრ ოქსიდის ფხვნილს გაიკეთებს და გააფუჭებს ტყვიებს...

როცა გაშრება, ფრთხილად გადმოყარე კოლოფში, ან რაიმე მაგდაგვარ ჭურჭელში და ზემოდან დააწვეთე რამდენიმე წვეთი სიკიკონის ზეთი...

ნელნელა ატრიალე ჭურჭელი წრეზე, ან შეაფრთხიალე რომ გადანაწილდეს ყველაზე ზეთი და თხელი დამცავი ფენა გაიკეთოს. ვსიი


მანქანის ზეთი და საჭმლის ზეთი არ გამოიყენო,, პლიუს საჭმელ ზეთს ღია ჰაერზე კრისტალიზაციის და გაქვავების მიდრეკილება აქვს


პოსტის ავტორი: koba1973 Jun 21 2020, 12:15 PM

ციტატა(ja_ja @ 21st June 2020 - 11:41 AM) *
მანქანის ზეთი და საჭმლის ზეთი არ გამოიყენო,, პლიუს საჭმელ ზეთს ღია ჰაერზე კრისტალიზაციის და გაქვავების მიდრეკილება აქვს

biggrin.gif
მეზობელმა შეზეთა საკერავი მანქანა მზესუმზირის ზეთით. ძლივს ავამუშავე. ბენზინში ვალბე კაი ხანი და ისე.

პოსტის ავტორი: vatato Jun 21 2020, 12:33 PM

smile.gif smile.gif smile.gif
საჭმელ ზეთს (კახურს) მარტო სლათებში ვიყენებ smile.gif
იარაღის ზეთი კი ვიცი რაც არის, მთელი ცხოვრება ცეცლსასროლთან მაქვს საქმე. პნევმოში ახალი ვარ, აქამდე არ მქონია ტყვეიბის გარეცხვა შეზეთვის გამოდილება smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services