თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ბალისტიკა _ ბალისტიკური პროგრამა და ტრაექტორიის გათვლა

პოსტის ავტორი: feroni Dec 26 2011, 05:56 PM

ამასწინათ გადმოვწერე chairgun pro-ს პროგრამ რომელსაც ძალიან მაგარი გრაფიკები და ფუნქციები აქვს, დაწყებული მილდოტის კალიბროვკით დამთავრებული ტრაექტორიის გრაფიკებით!
მაინტერესებს ვინმე თუ იყენებს ამ პროგრამას, მე ძალიან მომეწონა, აი მაგალითად ესეთ რამეს აკეთებს
მონაცემებში შევიყვანე
1.ტყვიის წონა 10.5 გრანი
2.სიჩქარე 290 მ/წ
3.ოპტიკის სიმაღლე ლულიდან 4.495
4.ტყვიის ბალისტიკური კოეფიციენტი 0,025
5. ოპტიკის moa რათქმაუნდა 1/4
6.kill zone, ამას თქვენ ირჩევთ, მე ავირჩია 15 მილიმეტრი
მოკლედ მომცა ასეთი გრაფიკი
http://www.radikal.ru

ამ გრაფიკს თუ დაუჯერებთ და ოპტიკას 35 მეტრზე გავანოლებთ მივიღებთ შემდეგ შედეგს, 13.5 მეტრიდან 39.4 მეტრამდე ჯვრით რო დაუმიზნო 15 მილიმეტრს არ გაცდება ტყვიის ტრაექტორია, ანუ არ გჭირდება არანაირი მილდოტებით კორექტირება, დაასვავ ჯვარდ და ესვრი პირდაპირ
სხავათაშორის მარტო გრაფიკებს არ დაუჯერე და გამოვცადე რეალობაში, მინდა გითხრათ რომ ამართლებს

პოსტის ავტორი: gregory Dec 26 2011, 06:08 PM

feroni
რაც შენ დადე მონაცემები პრაქტიკული ნადირობისთვის იდეალურია ჩმა

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Dec 26 2011, 06:10 PM

feroni
მაგას იყენებს ძალიან ბევრი ამ ფორუმზე, ნუ ვისაც მასეთი პროგრამა სჭირდება მაგაზე მაგარი მე არ მეგულება

პოსტის ავტორი: feroni Dec 26 2011, 06:11 PM

ციტატა(gregory @ 26th December 2011 - 07:08 PM) *
რაც შენ დადე მონაცემები პრაქტიკული ნადირობისთვის იდეალურია ჩმა

ჰოდა ზუსტად მაგიტომ დავდევი ვიფიქრე მონადირეებს გამოადგებათქო, მეც ბევრი ვიწვალე 50 მეტრზე მქონდა გასწორებული ოპტიკა და აბა ზევით დაუჭირე და აბა ქვევით, მოკლედ ვეძებე ვეძებე და მივაგენი ასეთ რამეს, მემგონი კარგი ინფოა თან ვისაც მანძილმზომი არ აქვს იმათთვის მისწრებაა მემგონი wink.gif

პოსტის ავტორი: gregory Dec 26 2011, 06:12 PM

ციტატა(feroni @ 26th December 2011 - 07:11 PM) *
მეც ვევრი ვიწვალე 50 მეტრზე მქონდა გასწორებული ოპტიკა

feroni
და 50-ზე რომ შეგყავს რას გაძლევს?


პოსტის ავტორი: feroni Dec 26 2011, 06:20 PM

ციტატა(gregory @ 26th December 2011 - 07:12 PM) *
და 50-ზე რომ შეგყავს რას გაძლევს?

რას გრიგოლ და მარტო 9.8 მეტრიდან 15 მეტრამდე და 47.6 დან 52.2 მეტრამდე მუშაობს ჯვარი დანარჩენ მანძილებზე მილდოტებით კორექტირება გჭირდება
http://www.radikal.ru

რათქმაუნდა აქ ლაპარაკია 15 მილიმეტრიან სიკვდილის ზონაზე
ასევე გაძლევს გრაფას სადაც კლიკების რაოდენობაც წერია, ვთქვათ თუ გინდა 35 მეტრიდან 50,60,70 მეტრზე გადაიტანო ნოლი გეუბნება რამდენი კლიკია საჭირო ვერტიკალში

პოსტის ავტორი: gregory Dec 26 2011, 06:26 PM

მდა...ძალზე შთამბეჭდავი შედეგებია! პატარა ხელის შევლება უნდა ჩემს დისკოს, მერე chairgun pro- ში ემულაცია და ბოლოს ოპტიკის ტირში გასწორება!

პოსტის ავტორი: feroni Dec 26 2011, 06:28 PM

ხო კიდევ რაც ძალიან მომეწონა ამ პროგრამის, აქვს ფუნქცია რომლის მიხედვითაც შეგიძლია შენ თვითონ გამოთვალო ბალისტიკური კოეფიციენტი, რაც საკმაონდ ადვილად კეთდება
აი ამ ვიდეოში არის ყველაფერი აღწერილი კონკრეტულად რა და როგორ უნდა გააკეთო

პოსტის ავტორი: ilariona Dec 26 2011, 07:26 PM

ვხსნი ახალ თემას, ვინაიდან საინტერესო რაღაცეები აღმოვაჩინე ბალისტიკასთან დაკავშირებით ღამის მიზანში.

შრომა რომ არ დაგეკარგოთ ცალკე თემა გავხსენი და ისე მომავალში თუ თქვენით გახსნი თემას უკეთესი იქნება.

პოსტის ავტორი: feroni Dec 26 2011, 07:29 PM

ilariona
გაიხარე

პოსტის ავტორი: ilariona Dec 26 2011, 07:30 PM

feroni

hi.gif wink.gif

პოსტის ავტორი: feroni Dec 26 2011, 10:00 PM

აჰა კიდე ერთ საინტერესო ინფოს დავაგდებ, ნუ ჩემთვის საინტერესოა ყოველ შემთხვევაში და იქნებ თქვენც გამოგადგეთ
ყველა მონაცემი იგივეა რაც ზევით წერია, ამ მონაცემების გათვალისწინებით ვდებ, ყოველი ხუთი მეტრის შესაბამის კლიკების რაოდენობას, 35 მეტრიდან 100 მეტრამდე
მაშ ასე
35 მეტრი-0 ვერტიკალურ კლიკზე
40 მეტრი-3 კლიკი ზევით
45 მეტრი-7 კლ.
50 მეტრი-12 კლ.
55 მეტრი-17 კლ.
60 მეტრი-22 კლ.
65 მეტრი-28 კლ.
70 მეტრი-34 კლ.
75 მეტრი-41 კლ.
80 მეტრი-47 კლ.
85 მეტრი-55 კლ.
90 მეტრი-62 კლ.
95 მეტრი-70 კლ.
100 მეტრი-78 კლ.

ზუსტად თუ არა დაახლოებით მაინც იმუშავებს ეს მონაცემები, მე მქონდა გასწორებული ადრე 50 მეტრზე და 12 კლიკს რო გავაკეთებდი ვერტიკალში ქვევით ზუსტად ჯდებოდა 35 მეტრზე, ასე რომ ეს ორი მანძილი გამოცდილი მაქვს და ალბათ დანარჩენებიც სწორი იქნება, ზევიდან ქვევით თუ მუშაობდა ქვევიდან ზევითაც უნდა იმშაოს მემგონი!

პოსტის ავტორი: gregory Dec 26 2011, 10:05 PM

ციტატა(feroni @ 26th December 2011 - 11:00 PM) *
100 მეტრი-78 კლ.

feroni
და 35 მეტრზე გასწორებილ ოპტიკას 78 კლილი კიდევ აქვს?

პოსტის ავტორი: feroni Dec 26 2011, 10:20 PM

ციტატა(gregory @ 26th December 2011 - 11:05 PM) *
და 35 მეტრზე გასწორებილ ოპტიკას 78 კლილი კიდევ აქვს?

გრიგოლ როცა გაანოლებ ოპტიკას მერე კლიკებს დააყენებ ნოლზე, ზემოთ ვინტი აქვს ყველა ოპტიკას მოუშვებ მაგას ამოწევ ზევით იმ სატრიალებელს და გადმოიყვან ნოლზე, მე ასე ვაკეთებ ხოლმე და უფრო მიადვილდება, მერე ვიცი უკვე რა მანძილზე რამდენი კლიგი ჩავყარო, თანაც შეგიძლია მეორე წრეზე წახვიდე


ბარემ ტყვიის ვარდნასაც მიუწერ სანტიმეტრებში, გაითვალისწინეთ რომ ლულიდან გასროლის შემდეგ 35 მეტრში ტვია 8.155 სანტიმეტრით დაეცა, ასე რომ ეს არის ათვლის წერტილი
35 მეტრი-0 ვერტიკალურ კლიკზე-8.155 cm.
40 მეტრი-3 კლიკი ზევით -- 10.861cm
45 მეტრი-7 კლ.--14.017cm
50 მეტრი-12 კლ.--17.647cm
55 მეტრი-17 კლ.--21.777cm
60 მეტრი-22 კლ.--26.432cm
65 მეტრი-28 კლ.--31.640cm
70 მეტრი-34 კლ.--37.430cm
75 მეტრი-41 კლ.--43.832cm
80 მეტრი-47 კლ.--50.876cm
85 მეტრი-55 კლ.--58.595cm
90 მეტრი-62 კლ.--67.023cm
95 მეტრი-70 კლ.--76.195cm
100 მეტრი-78 კლ.--86.149cm

ტყვიის ვარდნას რომ ვუყურებ, განსაკუთრებით გასაოცარია, დიდ მანძილებზე რამხელა ვარდნა აქვს, აი მაგალითად 95 მეტრიდან 100 მეტრამდე ტყვია 10 სანტიმეტრს ვარდება, არადა სულ რაღაც 5 მეტრია სხვაობა !

პოსტის ავტორი: gregory Dec 26 2011, 10:25 PM

ციტატა(feroni @ 26th December 2011 - 11:20 PM) *
გრიგოლ როცა გაანოლებ ოპტიკას მერე კლიკებს დააყენებ ნოლზე, ზემოთ ვინტი აქვს ყველა ოპტიკას მოუშვებ მაგას ამოწევ ზევით იმ სატრიალებელს და გადმოიყვან ნოლზე, მე ასე ვაკეთებ ხოლმე და უფრო მიადვილდება, მერე ვიცი უკვე რა მანძილზე რამდენი კლიგი ჩავყარო, თანაც შეგიძლია მეორე წრეზე წახვიდე



არ ვიცოდი smile.gif აბა ხვალ დავხედავ მაგ ამბავს...

ციტატა(feroni @ 26th December 2011 - 11:20 PM) *
აი მაგალითად 95 მეტრიდან 100 მეტრამდე ტყვია 10 სანტიმეტრს ვარდება, არადა სულ რაღაც 5 მეტრია სხვაობა !

ანუ ენერგეტიკა სასწაულად ვარდება?!

პოსტის ავტორი: feroni Dec 26 2011, 10:30 PM

ციტატა(gregory @ 26th December 2011 - 11:25 PM) *
არ ვიცოდი აბა ხვალ დავხედავ მაგ ამბავს...

შენც ჩემნაირი ოპტიკა გიდგას დისკავერიზე, მაგას ზევიდან რო დახედავ შესტიგრანნი ვინტი აქვს მოუშვი ეგ ვინტი, მერე ზევით ამოწიე ტავსახური(რასაც ატრიალე ის) ჰოდა დააყენე ნოლზე, ისვე დაუჭირე ის ვინტი და მორჩა სულ ეს არის

პოსტის ავტორი: gregory Dec 26 2011, 10:31 PM

ციტატა(feroni @ 26th December 2011 - 11:30 PM) *
შენც ჩემნაირი ოპტიკა გიდგას დისკავერიზე, მაგას ზევიდან რო დახედავ შესტიგრანნი ვინტი აქვს მოუშვი ეგ ვინტი, მერე ზევით ამოწიე ტავსახური(რასაც ატრიალე ის) ჰოდა დააყენე ნოლზე, სულ ეს არის

feroni
გაიხარე, მასე ვიზამ, ოღონდ ჯერ გაანულოს გრიგოლიჩმა wink.gif


პოსტის ავტორი: feroni Dec 26 2011, 10:36 PM

იგივე შეგიძლია გააკეტო ჰორიზონტალისთვისაც, ამგვარად ყველაფერი განოლებული იქნება wink.gif

პოსტის ავტორი: tengo Dec 26 2011, 10:45 PM

ციტატა(feroni @ 26th December 2011 - 10:20 PM) *
აი მაგალითად 95 მეტრიდან 100 მეტრამდე ტყვია 10 სანტიმეტრს ვარდება, არადა სულ რაღაც 5 მეტრია სხვაობა !

თითქოსდა უმნიშვნელოა 5 მეტრი , ხოლო 10 სმ-ი დიდი სხვაობაა ,ვერაფრით ვერ გაარტყამ თუ წინასწარ არ იცი ტყვიის ტრაექტორია.
კარგი ინფოა და კარგი ცდები ჩაგიტარებია ,საღოლ შენ.

პოსტის ავტორი: feroni Dec 26 2011, 11:02 PM

მოდით ბარემ მილდოტებსაც დავამატებ, ანუ რა მანძილზე რომელი მილდოტით უნდა დაუმიზნო, რო მიზანში მოარტყა, სამიზნე არის ისევ და ისევ 15 მილიმიეტრის დიამეტრის
ოპტიკა განოლებული გვაქვს 35 მეტრზე და ყველა მონაცემი იგივეა
ეს მონაცემები მუშაობს ნამდვილი მილდოტისთვის, ყველა ოპტიკას თითქმის სტანდარტული აქვს ეს მონაცემი და ის შეადგენს 3.438 moa/dot @10x
როგორც ზევით დავწერე ეს არი 10X ზუმზე გათვლილი მონაცემები
10 მეტრი--(-1.45) mil
15 მეტრი--(-0.30) mil
20 მეტრი-- 0.11 mil
25 მეტრი-- 0.21 mil
30 მეტრი-- 0.16 mil
35 მეტრი-- cross hair
40 მეტრი--(-0.22) mil
45 მეტრი--(-0.50) mil
50 მეტრი--(-0.81) mil
55 მეტრი--(-1.16) mil
60 მეტრი--(-1.53) mil
65 მეტრი--(-1.94) mil
70 მეტრი--(-2.37) mil
75 მეტრი--(-2.82) mil
80 მეტრი--(-3.30) mil
85 მეტრი--(-3.80) mil
90 მეტრი--(-4.32) mil
95 მეტრი--(-4.87) mil
100 მეტრი--(-5.44) mil

პოსტის ავტორი: kaka8079 Dec 26 2011, 11:07 PM

feroni
შენ თუ არ ვცდები კროსმან პრემიერის ბალისტიკური კოეფიციენტი შეიყვანე ამ კალკულატორში და მე თუ არ ვცდები ამაში გამოდის რომ შენ ცდები ან ციფრის შეყვანაში რადგან კროსმან პრემიერს აი ეს კოეფიციენტი აქვს 0,04788 და არა 0,025 ჩემი თუ არ გჯერა შეგიძლია ამ ცხრილს გადაავლო თვალი http://www.airgun.ru/articles/ammunition/article18.htm ისე ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ ვინმეს კალკულატორი არ იტყუება თუ ის არის კონკრეტული ერთი ტყვიისთვის შექმნილი და არამგონია ამ კალკულატორმა რომელიც ელიავაზე მდგომ მუშას წააგავს რამე გააკეთოს ისე როგორც შენ ელი.

პოსტის ავტორი: feroni Dec 26 2011, 11:14 PM

kaka8079
რავი რაც მონაცემები მომცა შევამოწმე პრაკტიკაში და რეალურ შედეგს იძლევა, თან ამ კალკულადორს იყენებს მთელი იუთუბი, ამერიკიდან დაწყებული ინგლისით დამთავრებული, ედგანი გაგებული გექნება მემგონი, ეხლა მაგან თუ სროლა არ იცის და კალკულატორის შერჩევა მაშინ ვის აზრს დავეყრდნო შენ მითხარი და დაგიჯერებ.

ბალისტიკურ კოეფიციენტს რაც შეეხება ამ პროგრამას აქვს ამ ტყვიის კოეფიციენტი და ის შევიყვანე, ხვალ კიდე ჩემით გამოვთვლი მაგას ძალიან მარტივი პროცედურაა და თუ პროგრამა ცდება რეალურ მონაცემს შევიყვან და ციფრებსაც შევასწორებ

ელიავას მუშა კარგი იყო biggrin.gif

პოსტის ავტორი: feroni Dec 26 2011, 11:36 PM

აგერ ამ ტიპის ვიდეობეი კი ნანახი გექებათ მაგრამ მაინც დავაგდებ, ეს იყენებს ამ პროგრამას და საკმაოდ წარმატებითაც

პოსტის ავტორი: feroni Dec 27 2011, 01:41 AM

აგერ მაინც არ მეძინება და ესეც ახალი ცხრილი კაკას მოწოდებული მონაცემით, Cum-ის კოეფიციენტი იური ოსიპენკოს მიხედვით არის 0.04788

მმეტრი/კლიკი/მილდოტი/ვარდნა სმ.

10/23/-1.58/0.594
15/6/-0.42/1.349
20/0/0.01/2.422
25/-2/0.14/3.823
30/-2/0.12/5.56
35/0/0/7.645
40/3/-0.18/10.086
45/6/-0.39/12.895
50/9/-0.64/16.081
55/13/-0.92/19.656
60/17/-1.21/23.631
65/22/-1.53/28.016
70/27/-1.86/32.825
75/32/-2.2/38.067
80/37/-2.55/43.756
85/42/-2.92/49.904
90/48/-3.3/56.523
95/53/-3.69/63.627
100/59/-4.09/71.229

პოსტის ავტორი: feroni Dec 27 2011, 04:51 PM

ერთ-ერთი გზა როგორ განვსაზღვროთ მანძილი და კლიკების მეშვეობით გავასწოროთ მიზანი ამ მანძილზე.

პოსტის ავტორი: feroni Dec 31 2011, 02:02 PM

მოკლედ ეს რამოდენიმე დღეა ექსპერიმენტებს ვატარებ, ოპტიკის კლიკებთან და cum-ის ბალისტიკურ კოეფიციენტთან დაკავშირებით, ზევით კაკამ რო ელიავას მუშა უწოდა იმ პროგრამით ვხელმძღვანელობ biggrin.gif
მოკლედ კაკას მინდა უთხრა რომ ეს იური ოსიპენკოა თუ ვიღაც biggrin.gif, არ ვიცი მაგან როგორ და რანაირად გამოითვალა ის კოეფიციენტი მაგრამ მინდა გითხრა რომ ახლოსაც არ არის რეალურთან, ჯერ ერთი როგორ შეიძლება ამხელა განსხვავება იყოს ასეთი პატარა წონის ტყვიაში, 0.47-0.25=0.22 ეს უკვე 5-6 გრეინიანი ტყვიის კოეფიციენტის ტოლია, ისევ ოსიპენკოს ცხრილს თუ დაუჯერებთ.
მოკლედ ჰაერიდან რო ამ მოვიტანო სიტყვები, ამიტომ ორი დღეა კლიკებს ვეჩალიჩები და ვისვრი როგორც კაკას მოწოდებული კოეფიციენტის მიხედვით ისე პროგრამის მიხედვით, შედეგი ასეთია იურის კოეფიციენტის გათვლებით ვერც ერთი სამიზნე ვერ მოვკალი, აი პროგრამის მიხედვით ჯერ ჯერობით არ ამიცილიებია.
ნოლი გადამქონდა 70, 75, 80 და 85 მეტრზე, მტრედს დავასვავ ჯვარს ვესვრი და ვარდება, სროლას ვაწარმოებ სახლიდან, მაგიდაზე მიდევს ბალიში, ფანჯარა ღია და...
მოპირდაპირე კორპუსებზე მანძილები გაზომილი მაქვს გრიგოლის მანძილმზომით, როგორც ჯაჯამ მითხრა მაგ მანძილმზომს მაქსიმუმი ცდომილება აქვს 2 მეტრი, ჰოდა მაგიტო მტრედს უმიზნებ ხოლმე კისერში, მაგრამ რამდენიც ჩამოვარდა ყველას გულმკერდში ქონდა მოხვედრილი, მხოლოდ ერთი მტრედს კონდა კისერში მოხვედრილი, ისიც 70 მეტრის მანძილზე, უფრო შორს ყველა გულში ხვდება.

ჯერჯერობით რეალური კოეფიციენტის გამოთვლა ვერ მოვახერხე, უფრო სწორად გასვლა ვერ მოვახრხე თორე მაგის გამოთვლა ძალიან ადვილია, გადაივლის ახალი წლები და მაგის შედეგებსაც დავაგდებ, ჯერ ჯერობით კი ფაქტი ჯიუტია თან ნამეტანი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Dec 31 2011, 04:03 PM

feroni
ყოჩაგ ,შენ უკვე აღარ ხუმრობ, იქნებ შემახსენო რა თოფი გაქვს?

პოსტის ავტორი: feroni Dec 31 2011, 05:35 PM

ციტატა(buybuya @ 31st December 2011 - 05:03 PM) *
იქნებ შემახსენო რა თოფი გაქვს

მარადიორი 4-16x40 center point

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 31 2011, 10:43 PM

feroni
კოეფიციენტს რაღაცნაირად ითვლიან, 10 50 და 100 მეტრაზე მგონი რამდენ ენერგიას გაძლევს, მერე იმას რაღაცაზე ამრავლებენ ყოფენ... მოკელდ მთელი ფილოსოფიაა და ისე იღებენ ბალისტიკურ კოეფიციენტს.

ისე იმ ჩაირგანის ბალისტიკურ კალკულატორშI არ არის კროსმან პრემიერი 10.5 გრანიანი, ეგ იგივე CUM-ია

პოსტის ავტორი: feroni Jan 4 2012, 01:04 AM

ციტატა(ja_ja @ 31st December 2011 - 11:43 PM) *
ისე იმ ჩაირგანის ბალისტიკურ კალკულატორშI არ არის კროსმან პრემიერი 10.5 გრანიანი, ეგ იგივე CUM-ია

ახალი გადმოწერე და ტყვიების დათა ბეისი ნახე, მანდ არის, ფორუმების ვარიანტიც არის და მწარმოებლისაც

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 4 2012, 10:54 AM

feroni

ციტატა(feroni @ 4th January 2012 - 02:04 AM) *
ახალი გადმოწერე და ტყვიების დათა ბეისი ნახე, მანდ არის,

მერე მეც მაგას გეუბნები, ხომ აქვს მეთქი მაგ პროგრამას და რაღას ეძებ smile.gif

პოსტის ავტორი: feroni Jan 4 2012, 12:20 PM

ციტატა(ja_ja @ 31st December 2011 - 11:43 PM) *
კოეფიციენტს რაღაცნაირად ითვლიან, 10 50 და 100 მეტრაზე მგონი რამდენ ენერგიას გაძლევს

ეს რაღაც რთული მეთოდი გცოდნია, რას რაზე ამრავლებენ არ ვიცი მაგრამ წინა გვერდზე დავდევი ვიდეო სადაც ძალიან მარტივად ითვლის ის კაცი ამ კოეფიციენტს ამავე პროგრამის დახმარებით, ტყვიას ესვრის სამიზნეს ჯერ 25 მეტრზე მერე 40 მეტრზე, ამის შემდეგ სახაზავით ზომავს ვარდნა რამდენი აქვს ტყვიას ამ მანძილზე და მიღბული მონაცემი შეყავს პროგრამაში. იგივეს გაკეთება შეიძლება გრონოგრაფითაც, სხვადასხვა მანძილებზე სიჩქარის გაზომვით, ამ მონაცემებისთვისაც აქვს პროგრამას კალკულატორი.

პოსტის ავტორი: gocha311 Jun 9 2014, 07:20 PM

მაგარი საინტერესო და საჭირო პროგრამაა ,მარა ინგლისურ ენაზეა და ჩემთვის ცოტა რთულია გაგება,, აი ეს ვიდეო ვნახე იუთუბზე დაახლოებით იგივე პროგრამაა ტყვიის ტრაეკტორიის გასათვლელად ,რუსულ ენაზეა და თან ეს ტიპი ძაან მაგრად ხსნის თუ როოგორ უნდა გამოიყენო ეს პროგრამა იქნებ ვინმეს გამოგადგეთ





ამ ლინკზე შეგიძლიათ ამ პროგრამის გადმოწერა

http://ada.ru/guns/ballistic/calc/pc/index.htm









პოსტის ავტორი: userman Oct 30 2015, 11:30 AM

დიდი ილიას სიტყვებს მოვიშველიებ და ვიტყვი :,, არც უწიგნურობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდან გამოხედვა ". ანუ პრაქტიკაც აუცილებელია და თეორიაც . ჩვენ საქმეში კი ამის საუკეთესო მაგალითს ბალისტიკური კალკულიატორი წარმოადგენს. რაც თეორიულ ცოდნას გაგვიღრმავებს...

სულ მაინტერესებდა 100 მეტრის იქით რა ძალით ( ანუ რა სიჩქარით ) იფრენდა ტყვია და საერთოდ სადამდე ( ანუ რა მანძილამდე ) ექნებოდა ტყვიას ისეთი ძალა , ბეღურა ჩიტი მაინც, რომ მოეკლა. ამისათვის კი გადმოვწერე ზემოთ
gocha311 -ს ნახსენები კალკულიატორი (https://www.youtube.com/watch?v=BoKu0PTphcU#t=50). არ ვიცი რამდენად სწორად გამოთვალა მარა ჩემს მოლოდინს საგრძნობლად გადააჭარბა.

განვიხილოთ ჯსბ 0,87 გრამიანი , საწყისი სიჩქარე 250 მ/წმ , ბალისტიკური კოეფიციენტი 0,06. ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსი ( კალკულიატორს თუ დაუჯერებთ დაბალ ტემპერატურაზე უფრო შორს მიდის ტყვია ვიდრეე მაღალზე) . აღმოჩნდა შემდეგი: 100 მეტრში ტყვია ინარჩუნებს 197 მ/წმ -ს ( ეს 17 ჯოულია ). 420 მეტრში 100 მ/წმ -ს ( ეს 4 ჯოულია ) და კიდევ ამ მანძილზე ტყვიის ვარდნაა 28 მეტრი . ანუ ამ მანძილზე თუ ჩიტს მოხვდა ( რაც თითქმის წარმოუდგენელია) ჩიტს მოკლავს. აგერაა და ნახეთ თქვენც







პოსტის ავტორი: SVD Feb 3 2017, 08:26 PM

რამე ტელეფონის აპლიკაცია არ არის?სიტყვაზე რომ მივუთითო ჯვარი 50 მეტრზე და მერე მანახოს მილდოტები სად და როგორ დაარტყამს სხვა მანძილებზე ? ძალიან საინტერესოა

პოსტის ავტორი: giga2010 Feb 3 2017, 08:27 PM

კი არის, სტრელოკ. აბა ნახე. არის მაგის სხვა ვერსიებიც

პოსტის ავტორი: SVD Feb 3 2017, 08:30 PM

ციტატა(giga2010 @ Feb 3 2017, 09:27 PM) *
კი არის, სტრელოკ. აბა ნახე. არის მაგის სხვა ვერსიებიც

შეგიძლია იუთუბის კინკი დადო ?რა და როგორ არის რომ გავიგო

პოსტის ავტორი: giga2010 Feb 3 2017, 08:35 PM

https://www.youtube.com/watch?v=b_OHBCSnPug
არის კიდევ ამის სხვა მიმოხილვებიც

პოსტის ავტორი: giga2010 Aug 28 2017, 08:47 PM

სალამი მეგობრებო. იმის გამო რომ არ მაქვს ქრონი მჭირდება თქვენი აზრი და დახმარება. განულებული მაქვს 28 მეტრზე, ოპტიკის ცენტრსა და ლულის ცენტრს შორის მანძილია 4.4. ვისროლე 50 მეტრზე და სტაბილურად მაძლევს ვარდნას 5სმ, ვისროლე ჯსბ-0,547. ბალისტიკური პროგრამის მიხედვით სიჩქარე გამომდის 195 მწ- მდე. თქვენ რას ფიქრობთ, სწორად გამოვთვალე?

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 29 2017, 07:51 AM

ნუ წესით ყველაფერი მათემატიკაა და ერთი უცნობის გამოთვლა ყოველთვის შეიძლება სწორი ფორმულის შერჩევისას...

აი კითხვა კაკრაზ მანადაა რა ფორმულით იხელმძღვანელე ან რა პარამეტრები სად შეიყვანე???

P.S. ისე ფორუმზე ბევრს აქვს უკვე ქრონი და შეიძლება რომელიმესთან მოლაპარაკება გასინჯვის კუთხით, უფრო ზუსტი ინფო გექნება და ნაკლები თავის მტვრევა

პოსტის ავტორი: koknar Aug 29 2017, 09:53 AM

giga2010
მარტო ბალისტიკა არაა მანდ, აეროდინამიკაცაა, სერიოზულ გავლენას ახდენს ტრაექტორიაზე, (ტვიის ფრომა, ტვისტი და ასე შემდეგ)

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services