თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ CO2 პნევმატიკა _ 2300 custom air pistol

პოსტის ავტორი: jjjjkki Jan 6 2011, 02:44 PM

ქროსმანის საიტზე ავაწყე 2300 custom air pistol ყველაზე სტანდარტულად რაც შეიძლებოდა ანუ
Barrel
7.5 Cros (.177)
Muzzle Break and Front Sight
standard
Breech and Bolt
Long Steel
Sight and Scope
no sight/ scope
Grips
Plastic
Trigger Shoe
no shoe

გამოვია ზუსტად $ 81.18 მაგრამ ქვევით ეწერა Check this box to purchase warranty. პწიჩკა დავსვი და მოიმატა ფასმა $ 91.18-მდე
ჩემი აზრით ერთერთი ყველაზე ლამაზი აირგანიარაც მინახავს ხო ა ეგ არი დაახლოებით 173 ლარი ხო და ესეიგი თქვენგან რა მჭირდება: მე ჩამოტანების აზრზე არავარ რო ჩამოვიტანო რა დამიჯდება თუ ჯობია gregory-ს დავუცადო რომელმაც მითხრა რომ ორი თვე არ იქნება რომელ შემთხვევაში უფრო იაფი იქნება 25.gif 25.gif შეიძლება ითქვას დამაგიპნოზა ამ იარაღმა
ხო და კიდე ხო არ მირჩევთ რამე რო დავუმატო

პოსტის ავტორი: Jah Jan 6 2011, 02:50 PM

2300 კარგი რამეა... და თუ 2300S აირჩევ მანდ მთლად LW-ს ლულა უყენია...

პოსტის ავტორი: jjjjkki Jan 6 2011, 02:52 PM

აზრზე არვარ LW ლულა რ არი თორე დავუყენებდი და თან ნამეტანი გრძელია

პოსტის ავტორი: jjjjkki Jan 6 2011, 02:58 PM

დაკიდევ ბევრი რაღაცის დამატება შეიძლებოდა მაგრმ იაფად გამოსვლა ვცადე

პოსტის ავტორი: jjjjkki Jan 6 2011, 05:15 PM

ანუ არავინ არ იცით?

პოსტის ავტორი: Jah Jan 6 2011, 07:07 PM

რა უნდა ვიცოდეთ?
რა თქმა უნდა გრიგოლთან უფრო იაფი გამოვა, მაგრამ თუ ძალიან გინდა მეტი უნდა გადაიხადო, თუ ძალიან არ გინდა მაშIნ უნდა დაუცადო გრიგოლს.
და ისე გრიგოლს კითხე, კასტომშოპიდან ჩამოაქვს რამე საერთოდ?

პოსტის ავტორი: jjjjkki Jan 7 2011, 02:23 PM

ხოოო,
ეგ ამბავი მარტო შტატებში მუშაობს( ან +1 თვე დალოდება)
რეალურად ჯერ არაფერი გამომიწერია ეგრე და ორშაბათს ვკითხავ
ეს არის gregory-ს სიტყვები პმ-ში მივწერე და გავარკვევ და თან ერთი თვე კი არა ერთი 3-4 თვე ვერ ვიყიდი მერე ვნახოთ.
მე გკითხეთ LW ლულაზე

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 7 2011, 02:41 PM

jjjjkki

ციტატა(jjjjkki @ 7th January 2011 - 03:23 PM) *
მე გკითხეთ LW ლულაზე

ეგ არის ვალტერის ლულა, ერთერთი უმაღლესი დონის ლულაა, კროსმანის ლულისგან განსხვავებით ხრახნები უკეთესი აქვს შედეგად მიზანში სასროლედ უკეთეს შედეგებს იძლევა

პოსტის ავტორი: jjjjkki Jan 7 2011, 04:06 PM

ახლა გასაგებია მაგრამ იმ მანძილზე სადაც ცო2 ისვრის მგონი ეგ ვალტერის ლულა არ არის სჭირო თუ ვცდები და კიდევ გრძელი ლულა ჯობია თუ მოკლე?

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 7 2011, 04:42 PM

jjjjkki
ლულა ყოველთვის გრძელი ჯობია. პნევმატიკაში გრძელი ლულა უფრო ზუსტ სროალს და უფრო მეტ სიჩქარეს უზრუნველყოფს, ვიდრე მოკლე. მაგრამ პისტოლეტის შემთხვევაში, კარგადაა ბალანსი შესარჩევი, პისტოლეტზე შაშხანის სიგრძის ლულა უაზრობაა

პოსტის ავტორი: jjjjkki Jan 7 2011, 06:02 PM

რა თქმა უნდა მაგრამ თუ კონდახსაც დავუმატეფთ...

პოსტის ავტორი: nihontoman Jan 7 2011, 06:05 PM

jjjjkki


მაგ მანძილზეც საჭიროა და დიდ განსხვავებასაც მოგცემს.

აიღე ვალტერის ლულა. გეუბნები, კარგი იქნება კროსმანთან შედარებით.

პოსტის ავტორი: jjjjkki Jan 7 2011, 06:25 PM

Barrel
10.1 Lothar Walther Match (.177)
Breech and Bolt
Long Steel
Sight and Scope
no sight/ scope
Grips
Shoulder Stock
Trigger Shoe
no shoe
Muzzle Break and Front Sight
standard

აი ესე ავიღე მარტო ის ლულა და კონდახი დავუმატე და დაჯდა $ 121.29
ამას კი არა მაგ შემთხვევაში ფანტომს ვიყიდი მე თუ გახსოვს პისტოლეტს ვყიდულობდი

და ისე მაინტერესებს რა შეუძლია ასეთ იარაღს?

პისტოლეტს რა თქმა უნდა

პოსტის ავტორი: nihontoman Jan 7 2011, 11:51 PM

jjjjkki


რა შეუძლია და უფრო მეტი სიამოვნების მონიჭება, ვიდრე ფანტომს და მისთანებს.

ფანტომი სუსტი ნერვების მქონეთათვის ნაღდად არაა. გამშვები ზარმაცი, ჭირვეული და არაპროგნოზირებადია, თოფი დამფრთხალი გოჭივით დახტუნავს ხელში და ხმაც ისეთი აქვს, გეგონება რკინის ლურსმნებით სავსე ვედროს ჩაქუჩს ურტავდე მთელი ძალით biggrin.gif

კონკრეტულად მაგ იარაღს, თუ გრძელი ლულით აიღებ და კარგად დაარეგულირებ 9გამშვებს, დამრტყ,მელს და ა.შ.) შეგეძლება 30-40 მეტრაზე ინადირო ყვავებზე და მისთანებზე. ფანტომივით ძალა არ ექნება, მარა წესიტ გაცილებით ზუსტი უნდა იყოს და პნევმატიკაში რომ სიზუსტეა მთავარი, ეგ უკვე ყველამ იცის (ნორიკას გარდა biggrin.gif)

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Jan 8 2011, 12:17 AM

ციტატა(ja_ja @ Jan 7 2011, 05:42 PM) *
ევმატიკაში

მითხარი რო შეგეშალა superstition.gif

ვერ ვიტან პლევმატიკას რო ეძახან ხოლმე yess.gif

პოსტის ავტორი: cz80 Jan 8 2011, 12:19 AM

ციტატა(Der Rote Baron @ Jan 8 2011, 01:17 AM) *
მითხარი რო შეგეშალა superstition.gif



rofl.gif

ეს ის არაა რასაც შენ ფიქრობ biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 8 2011, 09:59 AM

Der Rote Baron

ციტატა(George @ 8th January 2011 - 01:17 AM) *
მითხარი რო შეგეშალა

შემეშლებოდა აბა რა იქნებოდა, სახლში ინტერი არ მაქვს 12"-იან ნოუთზე მეზობლის Wi-Fi-ს ვიჭერ ბოლო ხაზით წარამარა დისკონექტია, ნერვები არარ მივარგოდა და....

თან მე რომ ვიცი ხოლმე ჩქარა აკრეფვა ტექსტის და არც ვკითხულობ... შედეგი ჩანს biggrin.gif, კაი-კაი წავედი ჩავასწორებ.

პოსტის ავტორი: jjjjkki Jan 8 2011, 03:39 PM

არ ვიცი მოვიფიქრო უნდა

პოსტის ავტორი: jjjjkki Jan 8 2011, 04:04 PM

გადავწყვიტე ესეიგი ვიყიდი ჯერ არა ორ სამ თვეში შეიძლება უფრო გვიან Quest 1000x იგივეა აც ფანტომი მაგრამ ანსხვავებთ ულამაზესი კონდახი

პოსტის ავტორი: nihontoman Jan 8 2011, 04:13 PM

ციტატა(jjjjkki @ Jan 8 2011, 05:04 PM) *
გადავწყვიტე ესეიგი ვიყიდი ჯერ არა ორ სამ თვეში შეიძლება უფრო გვიან Quest 1000x იგივეა აც ფანტომი მაგრამ ანსხვავებთ ულამაზესი კონდახი



და საინტერესოა რატომ ქვესტი/ფანტომი მისნაირები? მერწმუნე, თავის დროზე რომ მცოდნოდა, მასეთ რამეს ავიღებდი wink.gif

პოსტის ავტორი: jjjjkki Jan 8 2011, 05:28 PM

ჯერ gregory-ს არ მოუწერია და მაგიტო არ ვიცი რამდენად ჩამოიტანს ჯერ

მე იმ co2-ს ფორმა როგორ მიზიდავს არ იცით რა ლმაზია

პოსტის ავტორი: jjjjkki Jan 8 2011, 05:37 PM

მართალი ხართ ისე 212 ლარი გამომდის და კიდე კამუფლიაჟის ლენტას ვიყიდი და ესეთი რამე http://crosman.com/airguns/rifles/co2/AS2250XT ჩვენთვის დასშვებ კალიბრში არ არსებობს?

პოსტის ავტორი: master Oct 8 2013, 10:59 AM

გამარჯობათ
რას იტყვით ამ ფიშტოზე? აქვს იმდენი ენერგია რომ, სიზუსტეში სროლასთან ერთად სანადიროთაც გამოვიყენო?

http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=&product_id=4969752

ცოტა ძვირი კი მეჩვენება ეა ფასი

პოსტის ავტორი: smekosmeko Oct 8 2013, 11:17 AM

სიზუსტის რა მოგახსენო და ნადირობის ხო საერთოდ smile.gif სიზუსტე ალბათ მაქსიმუმ 7-10 მეტრში. ძვრია აბა რა, მაგ ფასად იყიდი სანადიროდ ნორმალურს.

პოსტის ავტორი: master Oct 8 2013, 02:58 PM

რაღაც სპორტულ ვარიანტს წააგავს და ტან სასხლეტიც მომეწონა, სასროლად ვიზუალიდან გამომდინარე, იარაღი ჯი-ზე რომ პისტოლეტები დევს ბევრად უნდა სჯობდეს, ( 3576 და 1377 მოდელებს ვგულისხმობ) თან პატარა არის ზომებში და კონდახიც უკეთდება. ეე არდა და მინდოდა კომპრესიული. sad.gif შეიძლება მონსტრებზე გადავიდე ისევ გრეგორის განვადება თუ აქვს? ვენომს დავადგი თვალი რაცხა.

პოსტის ავტორი: EnDeL Oct 8 2013, 03:24 PM

ციტატა(tedo @ 8th October 2013 - 03:58 PM) *
გრეგორის განვადება თუ აქვს?


როგორც მახსოვს ბატონ გრიგოლს აქვს განვადება 300 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის შეძენის შემთხვევაში...

პოსტის ავტორი: gregory Oct 8 2013, 03:28 PM

master
კი განვადება მაქვს 250 ლარიდან

რაც შეეხება კონკრეტულად მაგ მოდელს, შეკვეთით ჩამოვიტან თუ დაიცდით


პოსტის ავტორი: ja_ja Oct 8 2013, 04:19 PM

master

ციტატა(tedo @ 8th October 2013 - 11:59 AM) *
რას იტყვით ამ ფიშტოზე? აქვს იმდენი ენერგია რომ, სიზუსტეში სროლასთან ერთად სანადიროთაც გამოვიყენო?http://www.mymarket.ge/product_info.php?ty...duct_id=4969752

ნუ ეგ ფიშტო უფრო გადაკეთების კაი დონორია, ანუ მერე უნდა იჩალიჩო რეზერვუარი ჰაერსთვის, ახალი კოლოფი კლიპი, მოდერი, მერე ცალკე უყიდი მისამაგრებელ კონდახს და მიირებ იდეალურ სანადირო მოკლე კარაბინს რომელიც უცებ უშლება და ზურგჩანტაში ჯდება.

დანარჩენის მხრივ კი რავიცი რა გითხრა საბაზისო მდგომარეობაში ნუ რაცხა არის, მაგრამ სპორტული ნაღდად არაა, და ერც დიდად სანადირო ვერსიაზე ვერ იქჩება, თუმცა პატარა ზომის ჩიტებს და ციყვებს თუ თაგვებს ახლო მანძილზე ასე 15 მეტრამდე უპრობლემოდ მოერევა.

პოსტის ავტორი: master Oct 8 2013, 05:28 PM

ციტატა(ja_ja @ Oct 8 2013, 05:19 PM) *
master

ნუ ეგ ფიშტო უფრო გადაკეთების კაი დონორია, ანუ მერე უნდა იჩალიჩო რეზერვუარი ჰაერსთვის, ახალი კოლოფი კლიპი, მოდერი, მერე ცალკე უყიდი მისამაგრებელ კონდახს და მიირებ იდეალურ სანადირო მოკლე კარაბინს რომელიც უცებ უშლება და ზურგჩანტაში ჯდება.

დანარჩენის მხრივ კი რავიცი რა გითხრა საბაზისო მდგომარეობაში ნუ რაცხა არის, მაგრამ სპორტული ნაღდად არაა, და ერც დიდად სანადირო ვერსიაზე ვერ იქჩება, თუმცა პატარა ზომის ჩიტებს და ციყვებს თუ თაგვებს ახლო მანძილზე ასე 15 მეტრამდე უპრობლემოდ მოერევა.

მადლობა დიდი და ბარემ, თუ არ შეწუხდები იქნებ მითხრა უხეში დაანგარიშებით დაახლოებით სანამდე გაიქცევა? და ასევე შესაბამისი მსუბუქი ტყვიით რამდენ ფპს მივიღებ დაახლოებით?. 1377 ც მომწონს მაგრამ 15 დაკაჩავება მთლად სასიამოვნოდ არ ისმის ყურში და რეალნად ხო ვაფშე.

მას შემდეგ რა 99-ე მოდელი გავყიდე ბევრმა წყალმა ჩაიარა და კიდევ ვერ მოვახერხე მგიერის ყიდვა, ახლა 22 კალიბრს ვფიქრობდი, (ცეცხლსასროლს რათქმაუნდა) მაგრამ მერე რომ დავფიქრდი, პნევმატიკაც კარგად გააკეთებდა იგივე საქმეს და თანაც უფრო იაფად. (პლინკს და ხანდახან ნადირობას ვგულისხმობ) .

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 8 2013, 07:19 PM

master
ნუ პირველი... ბიჭებს შევთავაზე თავიანთი ავატარი შეეცვალათ და რავი ერთერთს მოეწონასავით მგონი, ხომ არ ისურვებდი შენს გადახედა ამ უსახური ნაცრისფერი ტიპისთვის და რაიმე შენი პიროვნული, ან სულის ამსახველი დაგეყენებინა?



მტააკ რაც შეეხება გადაკეთებას...

პირველი ამ შემთXვევაშI უნდა მიეჩვიო რომ იაფი ეგ სიამოვნება არაა, გააჩნია სხვადასხვა კონფიგურაციებს და საორიებტაციოდ იმის და მიხედვით თუ რა გზას დაადგები მოდიფიკაცია ფინანსურად ითამაშებს 100$-დან 900$-ამდე. ახლა კონკრეტულად რეები იქნება საჩალიჩო

ნუ იდეაში 1377-ს აიღებ თუ მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ორივეზე ერთნაირი რამ გექნება შესაცვლელი, ნუ სავარაუდოდ მოისურვებ კლიპის გამოყენებას, ამიტომაც, საქმე გექნება ახალი კოლოფის გაკეთებასთან, რომელიც კლიპის ჩასმის საშუალებას მოგცემს. ნუ ამ პუნქტში იგულისხმება, კოლოფი, მიმწოდებელი, გადამშვები, შესაბამისი რეზინები ვინტები და ფიქსატორები.

შემდეგი შესაცვლელი იქნება რეზერვუარი, თუ რა თქმა უნდა გადაწყვიტავ შეკუმშულ ჰაერზე გადასვლას. ნუ შეგიძლია ნავაროჩენნი რაღაც სპეც რეზერვუარები გამოიწერო (სამწუხაროდ ჯერჯერობით საქართველოში ვერ კეთდევა რეზიკები მასალის მარკის უზუსტობის გამო, მასალის გამოწერა, ჩამოტანა და მერე დამუშავება საკმაოდ ძვირი გამოდის), მოკლედ შეგიძლაი რუსეთიდან, უკრაინიდან ან ზოგიერთ შემთXვევაში უფრო მოხერხებული და იოლი არის ამერიკიდან გამოიწერო, საორიენტაციოდ სადღაც 150-200$-ს წაეთამაშები, თუ ფასი ნამეტანი დიდი მოგეჩვენა, მაშინ არის, იდეალური ალტერნატიული გამოსავალი. თრეულობ სადღაც 50-60$-ად ამაზონზე პეინტბოლის ბალონს 13 კუბიკ ინჩიანს, რომელიც ჩვენებურად უხეშად 215 კუბულ სანტიემტრ მოცულობას უდრის. დაკვეთილი რეზიკი უფრო ნაკლები გამოვა (სადღაც 180 კუბიკი) ასე რომ მგონი პეინტბოლის ბალონი ჯობია, თან ქარხნულია შემოწმებულია და არანაირი რისკი არ არსებობს.

დალშე დაგჭირდება რეზერვუარის და პისტოლის შესაერთებელი ექსცენტრიკი. ანუ დაკვეთილი რეზიკი იქნება თუ პეინტბოლის ბალონი, ორივე გარედან 50 მილიმეტრია და სტანდარტულ პისტოლზე არ მიდის, ამიტომაც, გადამყვანია საჭირო რომელიც რეზერვუარის ცენტრს ძოტა ძირს ჩაწევს და საშუალებას მოგცემს ლულას არ დააჯარო რეზერვუარი.

ნუ დაგჭირდება ასევე მისაერთებელი კოლოფსა და რეზერვუარს შორის, რომ სიმყარე ქჰონდეს კონსტრუქციას, თუმცა შეგიძლია დაიკიდო ეს პუნქტი და კოლოფი რეზერვუერთან 2 ვინტის მეშვეობით მიამაგრო.

ბოლოს სურვილის და მიხედვით დაგჭირდება ხმის მოდერი, ნუ ასევე პლასტმასის კონდახი, იქ ლოყის ჩამოსადები, ოპტიკა და რავი რა რასაც დალშე სული მოგთხოვს და ამ მოთხოვნას რამდენად შესძლებს შენი ჯიბე რომ გაეკიდოს...

საბოლოო მოდიფიკაციებით შეგიძლია მიაღწიოhttp://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=527&hl=ტუნინგით, სხვადასხვა მოდიფიკაციებით, ისევ და ისევ ფინანსებია მანდ ჩარეული, მაგრამ უხეში მონახაზი ეგ იქნება.

სიჩქარე სადღაც იქნება 180-დან 220 მეტრ წამამდე მძიმე ტყვიით საუბარია 10.5-იანზე (ზუსტ სიჩქარეს ვერ გეუბნები იმიტომ რომ მოდიფიკაციებზეა დამოკიდებული)

ნუ უხესად ეგ არის რა გასროლების რაოდენობასაც ზუსტად ვერავინ გეტყვის, გააჩნაი რა სიჩქარეებზე იქნება საუბარი, მაგრამ საორიებნტაციოდ ერთი დატენვით შეიძLება 30-დან 80-მდე გასროლა მიიღო, მაგრამ ახლა ნუ იოცნებებ რომ 80 გასროლა იქნება მაქსიმალური სიჩქაით ეგ ზღაპარია smile.gif თუმცა მთლად გამორიცხვაც არ შეიძლება smile.gif

პოსტის ავტორი: master Oct 14 2013, 05:21 PM

მადლობ ჯაჯა, საკაიფოდ გარბის მაგ ყველაფრის ფასი... თანაც ფასს რომ თავი დავანებოთ, კარგა გვარიანი საჩალიჩო ყოფილა, ასე რომ ჩემი იმედები ნორმალურ ფასად მცირე ძალისხმევით კარგ იარაღს მივიღებდი, მზეზე გაფრენის ოცნებას დაემსგავსა biggrin.gif biggrin.gif . ჯობია ისევ რამე სხვაზე ვიფიქრო

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services