გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

4 გვერდი V  < 1 2 3 4 >  
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> ინიციატივა
CHICO30
პოსტი Nov 5 2012, 12:31 PM
პოსტი #41


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 537
რეგისტრ.: 31-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kukia
წევრი №: 1,565
ქალაქი:Tbilisi



ცდა ბედის მონახევრეა ვცადოთ, არ გამოვა კიდევ ვცადოთ კიდევ კიდევ და კიდევ. მე პირადად 200 მდე ხელმოწერას ჩემ თავზე ავიღებდი. შეიძლება მეტიც მოვაგროვო მაგრამ მინიმუმ ამას მაინც შევძლებ. მეორადების მაღაზია მაქვს და იმდენი ხალხი შემოდის და მიცნობს ყველა მომიწერს ხელს. რითაც შემეძლება გვერდით ვარ და ნებისმიერ აქტიურობას მაგ მიმართულებით შეუერთდები.

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
minchanin
პოსტი Nov 5 2012, 01:27 PM
პოსტი #42


მაძიებელი
**

ჯგუფი: საჯარიმო და წასულები
პოსტები: 222
რეგისტრ.: 7-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: zestafoni
წევრი №: 1,335



ციტატა(CHICO30 @ Nov 5 2012, 01:31 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ცდა ბედის მონახევრეა ვცადოთ, არ გამოვა კიდევ ვცადოთ კიდევ კიდევ და კიდევ. მე პირადად 200 მდე ხელმოწერას ჩემ თავზე ავიღებდი. შეიძლება მეტიც მოვაგროვო მაგრამ მინიმუმ ამას მაინც შევძლებ. მეორადების მაღაზია მაქვს და იმდენი ხალხი შემოდის და მიცნობს ყველა მომიწერს ხელს. რითაც შემეძლება გვერდით ვარ და ნებისმიერ აქტიურობას მაგ მიმართულებით შეუერთდები.

გაგახაროთ ღმერთმა. ვიმედოვნებ კიდევ გამოჩნდებიან სხვებიც თავიანთი ინიციატივით.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
minchanin
პოსტი Dec 8 2012, 10:56 PM
პოსტი #43


მაძიებელი
**

ჯგუფი: საჯარიმო და წასულები
პოსტები: 222
რეგისტრ.: 7-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: zestafoni
წევრი №: 1,335



დღეს, თემაში "საბაჟოზე დაკავებული იარაღების დაბრუნება" ჯაჯამ ისე პოპულარულად ამიხსნა ჩემი უვიცობა რომ დასამატებელი არაფერი მაქვს. ისე, მართალი ვთქვა, არა მგონია უმოქმედებამ ქმედითობა გამოიწვიოს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Dec 8 2012, 11:06 PM
პოსტი #44


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



minchanin
ისე რეალურად რომ შევხედოთ, რა მიმართვა იყო ჯაჯას მიმართ მეც ვერ მივხვდი.

ადამიანმა დააფიქსირა თავისი აზრი, რომ ამ საქმისგან არაფერი გამოვაო, მერე ისიც დაწერა, რომ თქვენ თუ გააკეთებთ მე თქვენთან ვარო, ხელს მოვაწერ ნებისმიერ თქვენს ინიციატივასო.

მერე თქვენ წერთ, რომ ჯაჯას გამო არაფერი გამოვიდაო და ეგ როგორ გაიგოს ადამიანმა?

რავი, მე 100%-ით ვემხრობი ჯაჯას გაბრაზებას, მეც გავბრაზდებოდი smile.gif

თუნდაც ფორუმზე არაა სასიამოვნო ასეთი დაძაბულობა, მაგრამ ყველამ უნდა გავუწიოთ ანგარიში ჩვენს დაწერილს. შევეცადოთ, რომ რეალურად შევაფასოთ ყველა სიტუაცია და ერთმანეთს ნუ მივაყენებთ შეურაწყოფას.

იმედია ეს დაძაბული ტონი ძალზედ მალე ჩაქრება ფორუმზე და მშვიდობა დაგვიბრუნდება smile.gif



>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
minchanin
პოსტი Dec 27 2012, 06:50 PM
პოსტი #45


მაძიებელი
**

ჯგუფი: საჯარიმო და წასულები
პოსტები: 222
რეგისტრ.: 7-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: zestafoni
წევრი №: 1,335



გამარჯობათ. გადავწყვიტე ისევ განმეახლებინა ეს თემა. ამის მიზეზი არის, ის რომ გუშინ ვიყავი პარლამენტში, ვახლდი ჩემს ძმას. ზოგი ერთი თანაფორუმელი იცნობს მას. შეზღუდული შესაზლებლობების მქონე პირების არა სამთავრობო ორგანიზაციას ჰქონდა შეხვედრა ბესელიას კომიტეტთან (თვითონ ბესელიას თავმჯდომარეობით).

სხდომა მიმდინარეობდა საათ ნახევარი, და მე მქონდა საშუალება ყურადღებით მომესმინა საკითხის განხილვა დეპუტატების და თვითონ ბესელიას მხრიდან. უნდა ვთქვა, რომ ნამდვილად გამაკვირვა კომიტეტის სხდომის მუშა ატმოსფერომ. იქ დავინახე საკმაოდ ყურადღებიანი და კომუნიკაბელური დეპუტატები. რომლებთანაც შეიძლება დიალოგი. მე იქ ვერ შევამჩნიე ამპარტავნობა და ქედმაღლობა დეპუტატებისა და ბესელიას მხრიდან. და , მით უმეტეს "კაცი ჭამიებს" სრულიად არ ჰგავდნენ. მიუხედავად იმისა რომ იქ იყვნენ წარმოდგენილი როგორც "უმცირესობა" ასევე "უმრავლესობა".

ამ სხდომის მერე გამახსენდა ჩემი "ინიციატივა". რა თქმა უნდა ჩვენ არ შეგვხვდებიან ხელგაშლილები და დაუყოვნებლივ არ მიიღებენ ისეთ კანონს, როგორიც ჩვენ გვინდა. მაგრამ , მე დარწმუნებული ვარ რომ დიალოგი ამ საკითხზე შესაძლებელია. ამისათვის საჭიროა:

1. შევწყვიტოთ დაძაბულობა საიტზე
2. დავივიწყოთ პირადი ამბიციები
3. გამოვიჩინოთ აქტიურობა საკითხის განხილვაში
4. ობიექტურად, მიკერძოების გარეშე განვიხილოთ ყველა წინადადება ამ საკითხზე
5. ჩამოვაყალიბოთ ჩვენი წინადადებები კანონის შეცვლის მიზნით. მე მაინც კანონის შეცვლის მომხრე ვარ.

მე მინდა მივმართო პირადად ჯაჯას. მე სრულებით არ ვისახავ მიზნათ დავამცირო თქვენი პირადობა და შევლახო შენი რეპუტაცია. მე მგონი ისედაც ყველასთვის გასაგებია შენი მაღალი რეპუტაცია საიტზე. მე მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემიებას, რომ უფრო ეფექტური იქნებოდა თუ გამოვიდოდით ფორუმის სახელით, და უფრო უკეთესი ფორუმების გაერთიანების სახელით. ამიტომ შენს გარეშე ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. მე არ მჯერა შენი გამონათქვამის, რომ ახლანდელი კანონი შენ მოგწონს. დარწმუნებული ვარ რომ გამონათქვამი ემოციის რეზულტატი იყო. და ამიტომ მოდით დავივიწყოთ ყველაფერი, რამაც დაძაბულობა გამოიწვია თემაზე, და დავიწყოთ, თემის საქმიანი განხილვა.

მით უმეტესი, რომ არის იურისტი, საკმაოდ მაღალი დონის, და ამის დასამტკიცებლად მოვიყვან იმ ფაქტს, რომ სწორედ მისი მეშვეობით მოვიგე პირველი და ახლახან მეორე საქმეც, უკვე სააპელაციო სასამართლოშიც( და თუ საჭირო იქნება უზენაესშიც მოვიგებ) საბაჟოზე ჩამორთმეული იარაღების დაბრუნების შესახებ, გრიგორი მას კარგად იცნობს. და რაც მთავარია ეს კაცი არაფერს არ ითხოვს ჩვენგან. სხვათა შორის ამის წინ მე დავწერე რომ 19 -ში ვიქნებოდი თბილისში, და შეგვეძლო ამ თემაზე უფრო შინაარსიანი საუბარი. მაგრამ სამწუხაროდ არავინ არ მოვიდა, გრიგოლის გარდა. მინდა ვიმედოვნო რომ თემა მიიღებს მუშა სახეს და მომავალი წელი მოგვიტანს რეალურად ჩვენ სასარგებლო კანონს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
CHICO30
პოსტი Dec 27 2012, 06:55 PM
პოსტი #46


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 537
რეგისტრ.: 31-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kukia
წევრი №: 1,565
ქალაქი:Tbilisi



მე ვფიქრობდი მაგ საკითხთან დაკავშირებით მედია საშუალება ხომ არ ჩაგვერთო? უბრალოდ რომ შევახსენოთ რომ თაროზე უდევთ ასეთი არცთუ ისე უმნიშვნელო საქმე და ბევრი შემომტანის უფლებები და ასევე მომხმარებლებისაც შეზღუდულია. ბოლოსდაბოლოს იმ პრეზერვატივების შესახებ კანონზე უფრო საჭირო არააა?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Dec 27 2012, 07:13 PM
პოსტი #47


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ვაა სოსო პარლამენტში გაიჩითე?!
ძააან კარგია !

კარგია, რომ ასეთი შთაბეჭრილება დაგრჩა მათთან საუბრის მერე smile.gif


ციტატა(minchanin @ 27th December 2012 - 07:50 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ამიტომ შენს გარეშე ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ

minchanin
კარგი რაა...

ისევ რაღაც გურუს ძებნა?! ჯაჯა რა შუაშია?
მაგარი ისაა რომ პროცესი მოიგე და ეს პრეცენდენტი არის უკვე(იმედია საბოოლოო იქნება )!
მართალი გითხრა, არც შენ, არც მე, არ გვჯეროდა ესეთი მარტივი გადაწყვეტილების )))
ან მოსამართლე იყო კაი ხასიათზე(ნიკოლოზობა) და "ცოდვა" არ დაიდო, ან რავი...

მეც არ მომწონს კანონი(უამრავი ბუნდოვანებაა და ორმაგი განსაზღვრის საფუძველი), მაგრამ სხვა თემაშია განსახილველი ჩმა

P.S. დღეს ველაპარაკე სასამართლოს და ჩემი საქმე დასაშვებლობაში მიიღეს თუ არა(უზენაესი სასამართლოს განხილვის საგანი გახდება თუ არაო) ჯერაც ვერ მეუბნებიან. თუმცა ყველა საპოცედურო ვადა გავიდა(5 სექტემბერს შევიდა და 3 თვეა მაქსიმალური) მაინც არ მუბნებიან sad.gif

PPS. მაგარი ბუხოი ვარ დღესაც...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
minchanin
პოსტი Dec 27 2012, 08:56 PM
პოსტი #48


მაძიებელი
**

ჯგუფი: საჯარიმო და წასულები
პოსტები: 222
რეგისტრ.: 7-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: zestafoni
წევრი №: 1,335



ციტატა(gregory @ 27th December 2012 - 08:13 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PPS. მაგარი ბუხოი ვარ დღესაც...

იგრძნობა ტონზე.
ციტატა(gregory @ 27th December 2012 - 08:13 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ისევ რაღაც გურუს ძებნა?! ჯაჯა რა შუაშია?

გრიგოლ, რატომაა გურუს ძებნა? მე ფორუმის სახელით მოქმედება მაქვს მხედველობაში, და ჯაჯას გარდა ვის აქვს ამის უფლება? და თუ ჩვენ ფორუმების გაერთიანების სახელით გამოვალთ კიდევ უკეთესი. მაგრამ განა მე შემიძლა ფორუმის სახელით სხვა ფორუმებს შევთავაზო გაერთიანება? აგერ CHICO30 გვთავაზობს მედიის ჩარევას, სხვათა შორის მეც მქონდა ასეთი იდეა (წინა გვერდზე წერია), რა თქმა უნდა ყურად საღებია, ჩემი აზრით. ფორუმების გაერთიანების სახელით მიმართვაც გარკვეული ტიპის მედიის მიმართვაა, რადგან თვითონ ჩვენი საიტებიც ინფორმაციის წყაროებია, ისევე როგორც სხვა ტიპის საინფორმაციო სახეები მხოლოდ გარკვეული გადახრით. რატომ აჯობებდა ასეთი გზა? იმიტომ რომ ამ ფორუმებზე რამოდენიმე ათასი ადამიანია, და ეს რიცხვი გაცილებით ბევრია, ვიდრე ცალკეული გაერთიანებები და კლუბები. და ამ რამოდენიმე ათასი ადამიანის სახელით მისვლა პარლამენტში უფრო შედეგიანი იქნება ჩემი აზრით. რაც შეეხება ჯაჯას ხსენებას ჩემს პოსტში. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო - ეს არ არის ჩემი მხრიდან მის ბოსტანში ქვის სროლა. ეს არის ნაბიჯი შერგებისა, თუ საქმე შესარიგებლად დგას, და თხოვნა ვიმუშაოთ ერთად ამ მიმართულებით. მე მგონი საკმაოდ გასაგებად ვთქვი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
minchanin
პოსტი Dec 27 2012, 09:13 PM
პოსტი #49


მაძიებელი
**

ჯგუფი: საჯარიმო და წასულები
პოსტები: 222
რეგისტრ.: 7-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: zestafoni
წევრი №: 1,335



ციტატა(CHICO30 @ 27th December 2012 - 07:55 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მე ვფიქრობდი მაგ საკითხთან დაკავშირებით მედია საშუალება ხომ არ ჩაგვერთო? უბრალოდ რომ შევახსენოთ რომ თაროზე უდევთ ასეთი არცთუ ისე უმნიშვნელო საქმე და ბევრი შემომტანის უფლებები და ასევე მომხმარებლებისაც შეზღუდულია. ბოლოსდაბოლოს იმ პრეზერვატივების შესახებ კანონზე უფრო საჭირო არააა?

კანონი მიღებულია თუ არ ვცდები ამ წლის აპრილში. მაგრამ ამ კანონში მისი აღსრულების ისეთი მექანიზმია ნახსენები რომელიც არ იძლევა კონკრეტულ, ცალმხრივ განმარტებას. და სწორედ ამიტომ ვთვლი საჭიროდ კანონის ცვლილებას. ყველაფერი ამის შესახებ წერია ამ თემის დასწყისში და ჩემს პოსტებში. ამიტომ მგონია გამეორება არაა აუცილებელი.


ციტატა(gregory @ 27th December 2012 - 08:13 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
თუმცა ყველა საპოცედურო ვადა გავიდა(5 სექტემბერს შევიდა და 3 თვეა მაქსიმალური) მაინც არ მუბნებიან

იქნებ საახალწლო საჩუქარს გიმზადებენ. blush.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Dec 27 2012, 10:37 PM
პოსტი #50


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



minchanin
პირველი და უმთავრესი ისწავლე პოსტის ნორმალურად დაწერა, როგრო ფიქრობ შენი დადებული ერთ აბზაცად და მიყოლებით ჩამოწერილი უფრო იკითხება თუ ის ფორმა რაც ჩასწორების მერე დავდე? რთულია დავიჯერო მკითხველის თვალით შეხედო და გადაიკითხო რამდენად კარგად იქნება აღქმული?

მეორე
ციტატა(minchanin @ 27th December 2012 - 07:50 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მე მინდა მივმართო პირადად ჯაჯას. მე სრულებით არ ვისახავ მიზნათ დავამცირო თქვენი პირადობა და შევლახო შენი რეპუტაცია.

პირადობა მე მიდევს საფულეში, არის ასეთი ქაღალდი, მთავრობის მეირ გაიცემა ადამინიანის პირადობის დამადასტურებლად, ხოლო რაც შეეხება პიროვნებას, ამაზე მე და შენ სერიოზულად ვიჩხუბებთ და არანაირი დაძაბულობა აქ არ არის...

რაის შელახვა, რის არიქა და რეპუტაცია... ვიხმალაოთ თუ რას ჩალიჩობ? არ შეგიძლია ჩემი სახელის ხსენების გარეშე?

რაღაც ირგვლივ ტრიალი და ვაი ვუი მესმის, მე 2-ჯერ საღად და გააზრებულად დავწერე ის რაც მიმაჩნია მართებულად და თუ არა გჯერავს

ციტატა(minchanin @ 27th December 2012 - 07:50 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მე არ მჯერა შენი გამონათქვამის, რომ ახლანდელი კანონი შენ მოგწონს. დარწმუნებული ვარ რომ გამონათქვამი ემოციის რეზულტატი იყო.


ნუ ამაში ყველა თავისუფალია თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გინდ დაიჯერე გინდ არა, მე გზა დაგითმეთ და შენ უნდა გააკეთო, იქნები ერთი ადამიანი თუ მთელი გაერთიანებული ჯგუფი მოგიწევს შენ ჩალიჩი, მე პასს... შეეშვი იდეოლოგიურ პრესინგს, არიქა იქ შერიგება, ეს არ არის ბოსტანში ქვა და ასე შედმეგ.

უბრალოდ ჩამოაყალიბე რაც გინდა, შეაგროვე ხელმოწერები და მიმართე იმას, ან შენ, ან მთელმა ჯგუფმა ვისაც თვლი საჭიროდ, არანაირი Ja_Ja მანდ საჭირო არაა და შეეშვი ვითომ აი დაჩაგრულის თამაშს და ისე რა აი გაკვრით ხსენებას, აი შენს გარეშე არ გამოდის, და შენ კდიევ გაკეთება არ გინდაო, შეეშვი ამ იმერულ რაღაც კუკუ ზახოდებს.

გასაკეთებელია, თვლი რომ უნდა გაკეთდეს, სხვა არ აკეთებს, ადექი და გააკეთე... მაინცა და მაინც ომი უნდა დავიწყოთ? ვითომ და იქ შერიგების რაღაც უაზრო ტექსტები, იქნებ კიდევ ზაგრანიშნი ფრანფიფული სიტყვაც შემოვიღოთ ტიპა "კოხაბიტაცია"...

ბესელიას და მთელს პარლამენტს უფრო სერიოზული საქმეები აქვს გადასაწყვეტი, აგერ პრეზერვატივების საკითხია მწვავედ ქვეყანაში, იქ მუწუკიანი, ხაოიანი, თუ გლადკი, შერშავი და პრიალა ზედაპირით უნდა იყოს... აგერ ახლა თავს იმტვრევენ გამოყენების დროს რომელი კომისია გაუშვან და ადგილზე შეამოწმონ რა ხდება... კარგი რა მაინცა და მაინც ამ დამცინავ საუბარზე უნდა გადავიდეთ თუ გონია ბრმა ვარ და არიქა ახლა კაცმა აგერ ჩემი ბოსტანიდან გვა გაიტანა და აბა ჰე და აბა ჰო და...

გააკეთე რა, ადექი და გააკეთე, ყველანაირი Ja_Ja-ს გარეშე... არ შეგიძლია გაკეთება? მაშინ შეეშვი, შეეშვი მაგ იდეასაც და განსაკუთრებით ჩემი სახელის ტრიალს ისე და ასე და არიქა და ვაი და ვუი.... შეეშვი... მეთვითონ იმერელი ვარ და კარგად ვიცი ქიციც და ქიცმაცურიც, მაგრამ 300 კილომეტრზე მცემს სუნი როდეასც რაღაც ნიტო ხდება ასე რომ შეეშვი საზიზღარი გერმანელი ფაშისტებისგან დაჩაგრული ებრაელი გოგონას ხატის შექმნას და მიხედე კონკრეტულ საქმეს თუ რაიმეს გაკეთება შეგიძლია...

აგერ პარლამენტში რომ იყავი და აღფრთოვანებული ხარ უმცირესობა უმრავლესობით... მანდ წასვლაზე რაიმე მივლინების საბუთი დაგჭირდა და Ja_Ja-ს ხელმოწერა ან ფორუმის საზოგადოების თანხმობა იყო საჭირო? გადაწყვიტე და მიხვედი ხომ? ხოდა მიიყვანე რა ის საქმეც რაც დაიწყე, რათ უნდა მაგას ან ჩემი ნებართვები, ან რევერანსები, ან კაცმა არ იცის კიდევ რა

არ იქნება ეგ იდეა მინიმუმ 1 წელი, აგერ შენ აგერ მე, თუ ითავე მიიყვანე ბოლომდე... დავწერე პირველივე გვერდზე ამორჩეული გზა არის არასწორი მეთქი და შენ გგონია თავი კანონმდებელი, ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მე არ ვარ კანონმდებელი



ციტატა(minchanin @ 27th December 2012 - 09:56 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
იმიტომ რომ ამ ფორუმებზე რამოდენიმე ათასი ადამიანია

სად ნახე ეს რამდენიმე ათასი, 1 ტილიანი ათასიც კი არ გროვდება, აგერ სტატისტიკა პირველი გვერდიდან (გადადი და ძირს წაიკითხე, ღია ინფორმაციაა და მგონი ყველა ხედავს შენს გარდა)

ციტატა
ჩვენმა წევრებმა ჯამში დაწერეს 97,931 პოსტი
ჩვენ გვყავს 950 რეგისტრირებული მომხმარებელი
ბოლოს დარეგისტრირდა: ბაჩო
ერთდროულად ყველაზე მეტი, 122 მომხმარებლის ფორუმში შემოსვლის დრო: Mar 11 2011, 01:20 AM


და ამ 950-დან, მინიმუმ 30 რეზერვირებული იუზერები მყავს, რომლის რეგისტრირებაც ფორუმზე არ შეიძლება (ადმინ, აირგან, სუპერ ადმინ და ასე შედმეგ), კიდევ მინიმუმ 50 ბანშია, სადრაც 100 აქტიურიც კი არაა უკვე ჩამოხვედი 750-ზე ამ 750-დან კიდევ უმეტესობა დარეგისტრირებულია იმისათვის რომ პოსტები წაეკითხა და სურათებს რომ ვერ ხედავდა რეგისტრაციას გადიოდა საიტზე, პლიუს ბოტები ჩათვალე...

არ გინდა გაიგო რომ რეალურად აქტიური ამ ფორუმზე 50 კაცი არ მოგროვდება, ისევ ოცნებებში ხარ რომ არიქა და რაღაც არმიაა, რეალურად საქმე საქმეზე რომ მიდგეს 15-20 კაცს ძლივს შეაგროვებ, რომელ ათასეულ მომხმარებელზე მეუბნები? ისევ იმ 30 000 ვარდისფერ საოცნებო ხელმომწერზე გვაქვს საუბარი? დაეშვი დედამიწაზე არ არსებობს არც ის 30 000 და არც ამ ფორუზე რეგისტრირებული ათასობით ხალხი..

მოკლედ რა მე პირადად ამ თემაში აღარაფერს არ ვწერ, ჩემს სახელს რაიმე კონტექსტში ახსენებ და 1 კვირიან ბანს ჩაგახუტებ, 1 კვირის მერე იგივეს გაიმეორებ და მერე 1 თვიან ბანს ჩაგახუტებ, არ გამომდის სხვანაირად შენი კალაპოტში ჩასმა...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
minchanin
პოსტი Dec 28 2012, 01:25 PM
პოსტი #51


მაძიებელი
**

ჯგუფი: საჯარიმო და წასულები
პოსტები: 222
რეგისტრ.: 7-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: zestafoni
წევრი №: 1,335



ჯაჯა, ყურადღებით წავიკითხე შენი გამოხმაურება. გადავწყვიტე პასუხი არ დამეწერა. საერთო საქმეს, ჩემს ამბიციებზე უფრო წინ დავაყენებ. თანაფორუმელებმა განსაჯონ რამდენად კორექტულია შენი პასუხი. უმჯობესად ვთვლი სამუშაო ატმოსფეროში დაბრუნებას.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Dec 28 2012, 04:46 PM
პოსტი #52


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587




minchanin
სამოქმედო გეგმა გვინდა, რას ვაპირებთ და როგორ! ასე ფორუმელებოს ძახილით ვერაფერს ვერ ვიზავთ.

საერთო ჯამში ძალზედ ცოტანი ვართ, რომ რამეს მივაღწიოთ. რომელი ფორუმების გაერთიანებაზეა საუვარი??? ჩვენს გარდა არის რამე ფორუმი?

ისე როგორ წარმოგიდგენიათ ეს საკითხი? საიდან უნდა დავიწყოთ, ვინ შევაწუხოთ?

რავი, ჩვენ ვცადეთ რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმა და ამაო იყო ცდა.

აბა გვირჩიეთ რა წყალში გადავხტეთ და მე მზად ვარ გვერდში დაგიდგეთ. ოღონდ ჯაჯასი არ იყოს მაგ საქმეს ვერც მე ვერ ვითავებ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Dec 28 2012, 05:11 PM
პოსტი #53


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ilariona
იმდღესაც ვისაუბრეთ მაგაზე, მემგონი ცოტახანი გაჩერება ჯობს თვალში არავის რომ არ გავეჩხიროთ სანამ დალაგდება ცოტა სიტუაცია
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ReMiNgToN
პოსტი Dec 28 2012, 06:04 PM
პოსტი #54


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 945
რეგისტრ.: 24-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 464



ერთ რამეში გამარკვიეთ თუ შეიძლება, ახლანდელი კანონით 4.5 პნევმატიკა დაშვებულია, უბრალოდ შემოტანა არ შეიძლება და ფაქტიურად ვისაც გვაქვს არ გვაქვს პრობლემა დიდად. ანუ მიზეზი კანონის ცვლილების მოთხოვნის რა არის? ის რომ საბაჟოზე დაუშვან, 5.5 დაგვრთონ, არასრულწლოვნებს აუკრძალონ, ძალაზე შეზღუდვა დააწესონ, გაფორმება მოითხოვონ და ასე შემდეგ? რა გარანტია გვაქვს რომ კანონის შეცვლის მოთხოვნის შემდეგ უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი? მე ვკითხულობ ხოლმე ამ თემის პოსტებს და მაინც ვერ მივხვდი კონკრეტულად რა ვინდა იმათგან. მე კი ვიცი რაც მინდა, მაგრამ ამით საქმე სულ არ გავაფუჭოთ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
koknar
პოსტი Dec 28 2012, 06:12 PM
პოსტი #55


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 2,315
რეგისტრ.: 4-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 321



ციტატა(buybuya @ 28th December 2012 - 06:04 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მაგრამ ამით საქმე სულ არ გავაფუჭოთ


ეხლა გინდა სულ აკრძალონ გინდა შეზღუდონ მაინც minchanin -ს დაბრალდება biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
minchanin
პოსტი Dec 28 2012, 06:26 PM
პოსტი #56


მაძიებელი
**

ჯგუფი: საჯარიმო და წასულები
პოსტები: 222
რეგისტრ.: 7-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: zestafoni
წევრი №: 1,335



ReMiNgToN
გადაიკითხე ჩემი პოსტები სულ პიველი გვერდიდან და ყველაფერს მიხვდები.
ციტატა(ilariona @ 28th December 2012 - 05:46 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
minchanin
სამოქმედო გეგმა გვინდა, რას ვაპირებთ და როგორ! ასე ფორუმელებოს ძახილით ვერაფერს ვერ ვიზავთ.

საერთო ჯამში ძალზედ ცოტანი ვართ, რომ რამეს მივაღწიოთ. რომელი ფორუმების გაერთიანებაზეა საუვარი??? ჩვენს გარდა არის რამე ფორუმი?

ისე როგორ წარმოგიდგენიათ ეს საკითხი? საიდან უნდა დავიწყოთ, ვინ შევაწუხოთ?

რავი, ჩვენ ვცადეთ რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმა და ამაო იყო ცდა.

აბა გვირჩიეთ რა წყალში გადავხტეთ და მე მზად ვარ გვერდში დაგიდგეთ. ოღონდ ჯაჯასი არ იყოს მაგ საქმეს ვერც მე ვერ ვითავებ.

ისეთი შთაბეჭტილება შემექმნა, თითქოს შენ ამ თემაზე არაფერი არ წაგიკითხავს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ReMiNgToN
პოსტი Dec 28 2012, 07:47 PM
პოსტი #57


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 945
რეგისტრ.: 24-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 464



koknar
მინჩანინი რა შუაშია biggrin.gif უბრალოდ რავი მე დიდად არ მაწუხებს ეს კანონი , რადგან მეეჭვება რამე გამოსწორდეს, ხოდა იმის მეშინია პირიქით არ მოხდეს
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Dec 29 2012, 08:22 AM
პოსტი #58


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



ციტატა(minchanin @ 28th December 2012 - 06:26 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ისეთი შთაბეჭტილება შემექმნა, თითქოს შენ ამ თემაზე არაფერი არ წაგიკითხავს.


ნუ თქვენ თუ ესე ჩათვალეთ ალბათ მასეც არის.

მე ამ თემიდან გავდივარ საერთოდ, რაიმე ახალი თუ იქნება ისედაც შევიტყობ.

ისეც ნუ იზავთ, რომ საერთოდ ავკრძალოთ ამ კანონთან დაკავშირებით წერა. ერთი პერიოდი გვქონდა აკრძალული და კარგი შედეგიც იყო ფორუმზე, დაძაბული და უზრდელური ტონები არ არსებობდა, არც გადაბრალებები მიდიოდა ერთმანეთის მიმართ.

ამ თემას რომ ვკითხულობ და თქვენს ჩამოუყალიბებელ პოზიციას რომ ვხედავ მაგიტომაა რომ ვკითხულობ რას აპირებთ მეთქი. ვერ გავიგე საბოლოო ჯამში რა არის მიზანი, ასე წერა, მოდით პარლამენტი შევაწუხოთ, მოდით შსს შევაწუხოთ, მოდით ერთად ავდგეთ ფორუმის სახელით და გავიდეთ სადმე, მოდით რამე ვიღონოთ, არ მოგვიტანს არაფერს ახალს და სასარგებლოს. მე პირადად არა ერთი შეხვედრა მქონია ამ ორი წლის მანძილზე ძალოვნებთან და სულ ერთი და იგივე პასუხს ვიღებ ყველასგან.


ან ჩამოაყალიბეთ სამოქმედო გეგმა, ან ამ თემას წავშლი და იმედია არ მიწყენთ, ვინაიდან უაზრობაში გადადის ეს ყველაფერი და ერთმანეთსაც კი უკვე წყენით მივმართავთ (თუნდაც არავის ერთმანეთისთვის ზიანი არ მიგვიყენებია). მინდა ერთი იცოდეთ:

არ ვართ არავინ ვალდებულები თავი გამოვიჩინოთ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, შესაძლოა სულ ცალ ფეხზეც მკიდია ეს კანონი, ვინაიდან თქვენ გაქვთ რაღაც პრობლემა და მე მინდა როგორც ფორუმელს მხარში დაგიდგეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე უნდა გავაკეთო ვინმეს გასაკეთებელი. მე შემიძლია მხარში დაგიდგეთ და არა მე გავაკეთო. არც დრო მაქვს მაგის და მითუმეტეს არც სურვილი.

სამუშაო ვითარებაში დავბრუნდეთო რომ წერთ, რას გულისხმობთ მაგაში? რა უნდა ვიღონოთ მითხარით ერთი სიტყვით მაინც, კარგით მე არ ვკითხულობ ამ თემას და დებილი ვარ! ვთქვათ და საერთოდ ისეთი დებილი ვარ, რომ წაკითხულიდან აზრის გამოტანის ნიჭი არ მაქვს, დამეხმარეთ ამ შემთხვევაში და დამიღეჭეთ ის რაც მე უნდა ვითავო, მითხარით, რომ შენ თუ ამას იზავ, ყველაფერი დალაგდება და შენ ამ საერთო საქმეში დიდი ნაბიჯს გადადგავ.

არ მესმის რატომ არ ხსნით რა უნდა გააკეთოთ ფორუმელებმა. პარლამენტში მივიდეთ? შსს-ში მივიდეთ? თავდაცვაში მივიდეთ? რა ვიღონოთ მე დებილს ამიხსენით რა.


პატივისცემით,

ილია ბერძენიშვილი

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
minchanin
პოსტი Dec 29 2012, 10:21 AM
პოსტი #59


მაძიებელი
**

ჯგუფი: საჯარიმო და წასულები
პოსტები: 222
რეგისტრ.: 7-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: zestafoni
წევრი №: 1,335



ilariona, აი ჩემი პირველი პოსტი ამ თემაზე.
ასეთი აზრი წარმოიშვა, ხომ არ მიგვემართა პარლამენტისთვის და გვეთხოვა 'იარაღის შესახებ' კანონში ცვლილების შეტანა პნევმატიკასთან დაკავშირებით? იქნებ ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს ის გაურკვეველი სიტუაცია, რაც ახლაა შექმნილი - ფაქტიურად შეუძლებელია პნევმატიკის შემოტანა საზღვარზე, მაღაზიებშიც ასეთი იარაღის არჩევანი ძალიან შემცირდა, და რაც არის დარჩენილი ისინიც უაზროდ ძვირია და ა.შ.
გასაგებია ის განწყობაც, რომ ''არავინ არ მოგვაქცევს ყურადღებას მაინცო'', მაგრამ თუ არ ვცადეთ, საერთოდაც არავის გავახსენდებით. თანაც რაც მეტი იქნება ხელმომწერი, იმედია ყურადღებასაც მეტს დავიმსახურებთ. არადა მგონი ხელმოწერები არ უნდა გაჭირდეს, საკმაოდ ბევრნი ვართ პნევმატიკის მოყვარული.
არის ამ იდეის განხორციელების სხვადასხვა გზა და ეგეც განხილვის თემაა. ისე, პირველ ეტაპზე ვიფიქრეთ უბრალოდ მიმართვის გაკეთება და ტექსტიც დავწერეთ ''შავად". აქვე გამოვაქვეყნებ. გადახედეთ და ვიმსჯელოთ როგორ აჯობებს ამ საქმის მოგვარება.

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს
ბატონ დავით უსუფაშვილს

ბატონო დავით,
შეიძლება ჩვენს მომართვაში აღწერილი პრობლემა არასერიოზულადაც მიიჩნიოთ, იმ უამრავ სამართლებრივ პრობლემებთან შედარებით, რაც თქვენ გაქვთ გადასაწყვეტი, მაგრამ, ალბათ, ისიც ფაქტია, რომ ათასობით ადამიანის ფუნდამენტური უფლების დარღვევის გამოსწორებაც, მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოსათვის.
2010 წლის დასაწყისში ყოფილი ხელისუფლების ერთერთი მაღალი თანამდებობის პირის მიერ გაკეთებული ზეპირი განცხადების საფუძველზე საქართველოში სპონტანურად დაიწყო პნევმატური იარაღის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია. აღნიშნულმა კამპანიამ გაუაზრებელი, არაკომპეტენტური ასახვა ჰპოვა, როგორც საკანონმდებლო აქტებში, ასევე ადმინისტრაციული ორგანოების მოქმედებებში.
2010 წლის 2 ივლისს ‘იარაღის შესახებ’ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც პნევმატური იარაღთან მიმართებაში კანონში არსებული შეზღუდვა შეიცვალა და კანონში გაკეთდა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღის ტექნიკური მახასიათებლები უნდა განესაზღვრა საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს. მიუხედავად კანონში ჩაწერილი მოთხოვნისა, აღნიშნულმა სააგენტომ თითქმის ორი წლის განმავლობაში ვერ ‘მოახერხა’ შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების შემუშავება.
2012 წლის 24 აპრილს დაიწყო პნევმატური იარაღის შეზღუდვასთან დაკავშირებული კიდევ ერთი აბსურდული ტალღა. ისევ შევიდა ცვლილებები ‘იარაღის შესახებ’ კანონში და ასევე ცვლილებები შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. პნევმატური იარაღი ფაქტიურად გაუთანაბრეს ცეცხლსასროლ იარაღს - კანონში გაჩნდა პნევმატური იარაღი რეგისტრაციის, ბალისტიკური შემოწმების და ა.შ. მოთხოვნები. ამჯერად უკვე სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღის ტექნიკური მახასიათებლების შემუშავება დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს. თუმცა დღევანდლამდე ასეთი ტექნიკური მახასიათებლები ისევ არაა შემუშავებული.
აღწერილმა ქმედებებმა შექმნა აბსურდული და სერიოზული როგორც სამართლებრივი, ასევე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული პრობლემები.
მესამე წელია, რაც შემოსავლების სამსახურის საბაჟო სტრუქტურების მიერ ხდება უამრავი ადამიანის საკუთრების უფლების უკანონო შეზღუდვა - 2010 წლიდან მოყოლებული საქართველოს ტერიტორიაზე არ უშვებენ პნევმატური იარაღს მიმსგავსებულ არცერთნაირ ნივთს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პნევმატურ იარაღს მიმსგავსებული ბავშვების სათამაშობის შემოტანაც კი აიკრძალა. თან ასეთი ნივთების ჩამორთმევა, ანუ კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების ხელყოფა ხდება ადმინისტრაციული წარმოების ყველა წესის დარღვევით - არავითარი ადმინისტრაციული წარმოება, არავითარი წერილობითი სახის დოკუმენტი, არავითარი ახსნა-განმარტება! მხოლოდ პირად საუბრებში გამოთქმული წუხილი და მხრების აჩეჩვა - ჩვენ რა ვქნათ? ხომ იცით ეს ‘იმის’ მოთხოვნააო! ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ზოგისთვის ჩამორთმეული ნივთები უბრალოდ ბავშვის სათამაშოა, სხვებისთვის კი ბიზნესი და შემოსავლის ერთადერთი წყარო. ამ ხნის განმავლობაში ზოგის ბიზნესი საერთოდ დაიხურა, ზოგისას კი სერიოზული ზიანი მიადგა. აღნიშნულთან დაკავშირებული რამდენიმე საქმის განხილვა დღესაც მიმდინარეობს სასამართლოებში. ამასთანავე საყურადღებოა, რომ ჩამორთმეული ნივთების შესანახად გადაცემა ხდებოდა კერძო ორგანიზაციებში, სადაც შენახვისათვის საკმაოდ დიდი გადასახადი გროვდება. არადა დარღვევები იმდენად აშკარაა, რომ საკუთრება ჩამორთმეული მოქალაქეებს ნივთები ადრე თუ გვიან მაინც დაუბრუნდებათ, ხოლო შენახვისათვის გათვალისწინებული გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტს დააწვება ტვირთად.
დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ნებისმიერი ადამიანი ვისაც პნევმატური იარაღი აქვს, ერთის მხრივ შეიძლება სამართალდამრღვევად მივიჩნიოთ, რადგან შეუძლებელია კანონის მოთხოვნების შესრულება (პნევმატური იარაღის რეგისტრაცია და ა.შ.), მეორე მხრივ კი არ არსებობს ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც პნევმატური იარაღის დიფერენცირების საშუალებას მისცემდა სახელმწიფოს, რათა განესაზღვრა რეალური სამართალდამრღვევი.
კი, შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ იარაღთან დაკავშირებული საკითხი არაა უმნიშვნელოვანესი, იმ პრობლემებთან შედარებით რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც. ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ. ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა, შვეიცარია) იარაღთან დაკავშირებული უფლება კონსტიტუციითაც კია გარანტირებული. თან საქართველოში არსებული სიტუაცია, უბრალოდ სამარცხვინოც კია, რადგან ფაქტიურად არ არსებობს ქვეყანა, სადაც ეს საკითხი ასეთ აბსურდულ დონემდე იყოს მიყვანილი. ჩვენთვის რა თქმა უნდა აშკარაა, რომ პნევმატურ იარაღთან დაკავშირებული საკითხები საჭიროებენ გარკვეული შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ ეს შეზღუდვები უნდა იყოს ლოგიკური, გამომდინარეობდეს საჭიროებიდან, იყოს გასაგები და სრულყოფილი. დღეს არსებული სიტუაციით კი, თითქოს ასეთი შეზღუდვები არსებობს (თან აუცილებელზე გაცილებით მკაცრი), მაგრამ მათი შესრულება შეუძლებელია. ამიტომ ძლიერი პნევმატური იარაღი შეიძლება მოხვდეს ნებისმიერის ხელში (მაგ. არასრულწლოვანის), ხოლო სახელმწიფოს იმის სამართლებრივი ბერკეტიც კი არ გააჩნია, რომ საყვედური მაინც უთხრას ასეთ პირს.
ბატონო დავით,
მთელი ამ გაუგებარი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად საკმარისია თვით `იარაღის შესახებ` კანონში მოხდეს სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღის იმ კრიტერიუმების ასახვა, რომლების მიხედვითაც მოხდება აკრძალვების და/ან შეზღუდვების დაწესება. ასეთი ჩანაწერი მიღებული პრაქტიკაა და თითქმის ყველა სახელმწიფოში სწორედ კანონითაა განსაზღვრული პნევმატურ იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვები (აკრძალვები) და აღნიშნული მახასიათებლების დაწესების უფლება არ აქვს მინიჭებული რომელიმე საქვეუწყებო დაწესებულებას, როგორ ეს `იარაღის შესახებ` კანონის ამჟამინდელ ვერსიაშია. რაც შეეხება კონკრეტულ კრიტერიუმებს, თქვენი ნდობის შემთხვევაში, ცვლილებების ოპერატიულად განხორციელების მიზნით, მზად ვართ უმოკლეს ვადაში წარმოგიდგინოთ სხვადასხვა ქვეყანაში არსებული პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია და/ან მოგაწოდოთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტიც.

რომ მრავალი ხელმოწერების შეგროვებას თავი ავარიდოთ მიზანშეწონილად ვთვლი ამ მიმართვის ბოლოს ხელი მოეწერათ ჩვენს, ოჩოპინტრეს, ბაზიერის, იარაღის (მგონი ასეთი საიტიც არსებობს) ადმინისტრატორებს. დანარჩენი მე მგონი ზემოთ საკმაოდ გასაგებად წერია.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giorgi555
პოსტი Mar 20 2014, 07:46 PM
პოსტი #60


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 11-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,690
ქალაქი:თბილისი



ჩვენი მთავრბის ახლახან მიღებული დადგენილების გამო კიდევ ერთხელ გადავიკითხე ეს თემა და დათა თუთაშხია გამახსენდა - რა ენერგიაც ამ კამთებშია ჩაქცეული ის ენერგია რომ ამ საქმის გადასაწყვეტად გამოგვეყენებინა დარწმუნებული ვარ დღეს ეს პრობლემა უკვე გადაწყვეტილი იქნებოდა. რა ხალხი ვართ ეს იმერლები, ჭამაც კი გვავიწყდება თუ საკინკლაო საქმე გამოჩნდა. biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

4 გვერდი V  < 1 2 3 4 >
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 11:36 PM
Hosted by Pro-Service