თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა _ Benjamin Titan NP

პოსტის ავტორი: piettro Dec 2 2013, 08:28 PM

Benjamin Titan NP ვიყიდე, 295 ლარი დამიჯდა სულ smile.gif ჩამოტანიანად. მოკლედ, მაინტერესებს, ამ ფასში როგორი ნიტროა და საერთოდ, რატომაა ესეთი იაფი ნიტრო პისტონი? უკმაყოფილო ნაღდად არ ვარ ჯერჯერობით, ჯიგრულად ისვრის, ძაან შორიდან შაშვზე და ჩხართვზე ვნადირობ ხოლმე, ოპტიკა მოყვებოდა ცენტრ პოინტის 4X32, დიდი ვერაფერი, მაგრამ ნორმალურია. მოკლედ ერთი თვეა მაქვს, ძლიერია, ზუსტია, მაგრამ ფასის გამო მაინტერესებს, რამდენად ხარისხიანია smile.gif ანუ დიდი ხანი გაქაჩავს ასე? smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 2 2013, 08:44 PM

piettro
გილოცავ, ძალიან კარგი ფასია და იარაღი კიდევ მაგ ფასში მგონი იდეალური, ხარისხიც ძალიან კარგია

პოსტის ავტორი: piettro Dec 3 2013, 09:35 PM

geojorjika

ანუ ფასი რომ დაბალია არ უნდა მეშინოდეს მაინც მალე გაფუჭების ან რამე რომ მოუვიდეს, რავიცი smile.gif პირევლად მაქვს ნიტრო პნევმატური smile.gif რავიცი ყველაფრით კმაყოფილი ვარ ჯერჯერობით smile.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Dec 3 2013, 10:08 PM

რატოა ფასი დაბალი? მასე ღირს ეგ ფიშტოები, ჩვეულებრივი ფასია. გაფუჭების ნუ გეშინია, მობეზრება დაგასწრებს ვიდრე გაფუჭება wink.gif

პოსტის ავტორი: piettro Dec 3 2013, 10:11 PM



ფოტოს დამატება მინდა და საიდან დავამატო, ანუ სად ავტვირთომ რომ გამოჩნდეს? smile.gif


პოსტის ავტორი: bazuka Dec 3 2013, 11:29 PM

piettro
რაღაც ეჭვი მღრღნის რომ თემა იქ არაა სადაც უნდა იყოს

მეორე აგერ http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2448 თუ როგორ ატვირთო ფოტო, და თუ რაიმე მიზეზით ვიდეოს ვერ უყურებ http://www.airgun.ge/forums/index.php?s=&showtopic=996&view=findpost&p=28727 .

ხო, თემა კი გადაბარგდება შესაბამის განაყოფში !

პოსტის ავტორი: piettro Dec 3 2013, 11:33 PM

მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: cuxo12 Dec 4 2013, 07:28 PM

piettro რომელი საიტიდან გამოიწერე ? ახალი იყო თუ ნახმარი და რომელი გადამზიდით ჩამოიტანე და რა დაგიჯდა ტრანსპორტირება ? ყიდვა მინდა და ინფო მჭირდება wink.gif

პოსტის ავტორი: piettro Dec 4 2013, 07:52 PM

cuxo12
ამაზონიდან გამოვიწერე და კამარა ექსპრესით ჩამოვიტანე.
http://www.amazon.com/CROSMAN-TITAN-AIRGUN-120FPS-PISTON/dp/B009FG7H2O/ref=sr_sp-atf_title_1_2?ie=UTF8&qid=1386179226&sr=8-2&keywords=benjamin+Titan+NP
ესეც თოფის ლინკი, თან აშკარად ფასდაკლებაა.
http://camex.ge ესეც ჩამომტანი კომპანია.

სრულიად ახალი ვიყიდე. 4X32 ოპტიკა მოყვება თავისი. დასაწყებად გეყოფა.

პოსტის ავტორი: cuxo12 Dec 5 2013, 04:36 PM

piettro
თვითონ ჩამოტანა რა დაგიჯდა ტრანსპორტერმა რამდენი გამოგართვა ?
და რა ფასად გამოიწერე ? ეხლა რო შევედი ლინკზე 137 $ ად დევს.

პოსტის ავტორი: piettro Dec 5 2013, 06:18 PM

cuxo12
ეხლა შავი პარასკევის პონტში ფასდაკლება იყო და მერე კიბერ ორშაბათის გამო გაგრძელდა smile.gif 10$ დააკლეს
მე 147$ ვიყიდე, ჩამოტანაში 45 ლარი გადავიხადე.
კვირის ბოლომდე გაგრძელდება ეგ ფასი, მერე მოიმატებს ისევ smile.gif

პოსტის ავტორი: cuxo12 Dec 6 2013, 04:04 PM

pettro
გაიხარე მადლობა ინფოსთვის wink.gif wink.gif wink.gif

პოსტის ავტორი: piettro Dec 6 2013, 04:43 PM

cuxo12
wink.gif

პოსტის ავტორი: piettro Dec 9 2013, 05:47 PM

პოსტი წაშლილია ადმინისტრაციის მიერ

ავტორს სიტყვიერი გაფრთხილება.

პოსტის ავტორი: da-vinci Dec 9 2013, 06:58 PM

არ ტეხავს?

პოსტის ავტორი: kaka8079 Dec 9 2013, 08:28 PM

piettro
არ გიქნია კაი საქმე.

პოსტის ავტორი: piettro Dec 9 2013, 08:34 PM

da-vinci
kaka8079
ნუ, კი ვიცი რომ არაა მთლად კარგი საქმე, მაგრამ დიდ სიმპატიას არ იმსახურებს ეს ფრინველი ჩემგან smile.gif
ბავშვობის პატარა ისტორია მაკავშირებს
ასე რომ, მეპატიება smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 9 2013, 08:59 PM

piettro
დაუწერელი კანონი გვაქვს ამ ფორუმზე, რასაც არ ჭამ შეეშვი, ნუ აწამებ მაინცა.... ან ბოლო ბოლო ასე ნუ გაარეკლამებ... მოსაწონი მანდ არაფერია

მოკლედ შენი პოსტი ჩავასწორე, სიტყვიერი გაფრთხილება მოგეცი, შემდეგში ვორნს ჩაგახუტებ.

პოსტის ავტორი: piettro Dec 9 2013, 09:46 PM

ja_ja
მადლობა wink.gif

პოსტის ავტორი: piettro Dec 16 2013, 12:05 AM

ისე, ციყვებს ვჭამთ უკვე თუ როგორაა ჩვენი საქმე? smile.gif

პოსტის ავტორი: da-vinci Dec 16 2013, 02:06 AM

piettro
რავა? გვპატიჟებ უკვე?
ისე არაა ცუდი ხახვში მოხრაკული yes3.gif



პოსტის ავტორი: piettro Dec 17 2013, 12:16 AM

Multi-Tool
რიავიცი. ციყვი ჩვენსკენ არ იცის.. სამაგიეროდ ნუტრია გვყავს ბლომად wink.gif

პოსტის ავტორი: Multi-Tool Dec 17 2013, 12:53 AM

piettro
მიჭამია , მოტკბო ხორცი აქ.
ეს საით თქვენკენ?

პოსტის ავტორი: sasa_1 Dec 19 2013, 08:00 PM

გამარჯობა,
გუშინ დავრეგისტრირდი ამ ფორუმზე მხოლოდ იმიტომ რომ თქვენთვის რჩევა მეკითხა, გადაწყვეტილი მაქვს ჩემ თავს საახალწლოდ საჩუქარი გავუკეთო და პნევმატიკა შევიძინო, მაგრად მაინტერესებს ეს სისტემა ზოგადად და ბავშვობის ტირის თოფის მერე (ბუნკერში ვირთხებს რო ვხოცავდით ) არც მისვრია. აქ ძალიან სერიოზული ხალხი ხართ და სერიოზულად გესმით საგანი, გადავიკითხე რაღაცეები, ავარჩიე ამაზონზე სწორედ ის თოფი რაც თემაა, მე ლაშქრობა მიყვრას, მთები ,ხეტიალი, ..ბევრჯერ მინატრია ლაშქრობის დროს თოფი, ტურის ყმუილი რო ყურში ჩაგესმის..იქვე როა, შენთან კარავთან, მარტო დანის ამარა ..ძნელია.თან ცოტა არიყოს მომწყინდა და მინდა რაღაც მრავალფეროვნება შევიტანო.. ანუ სადაც 12 კგიან ზურგჩანთას ვათრევ იქაც ერთი 3 კილომდე დავიმატო თოფის სახით, უფრო გაასწორებს smile.gif
რას მირჩევთ, ვისაც გაქვთ,გამძლეა? ფასი კარგი ადევს, ამანაც მომხიბლა, მიტანა კარგი აქვს,ზამბარაზე არაა, ეგეც კაია, დატენილი ატარებ რამდენიხანიც გინდა.. როგორც წერენ რევიუებში კაიაო
თქვენ მირჩევთ? თუ სხვას მირჩევთ ამ ფასში თუ არ შეწუხდებით ისიც დამიწერეთ...
მადლობა წინასწარ

პოსტის ავტორი: piettro Dec 19 2013, 08:04 PM

Multi-Tool
სამეგრელოში smile.gif

პოსტის ავტორი: piettro Dec 19 2013, 08:09 PM

sasa_1
გაგიმარჯოს smile.gif
მოკლედ, არჩევანი კარგია, მაგრამ თუ ამით ტურას გაგორებას აპირებ, ცოტაა მეეჭვება, რომ მხოლოდ უფრო ხმამაღლა თუ ააყმუვლებ.
სხვა ვერაფერს დააკლებ smile.gif
გამძლეობას რაც შეეხება, მე ჯერჯერობით ცდის პროცესში ვარ smile.gif 2 თვეა მაქვს და რამდენიმე ათასი ტყვია გავისროლე
არც ფიიზიკურად და არც ტექნიკურად ცვლილებები არ ეტყობა smile.gif მშვენივრად ისვრის.
აი შეჯგუფებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ აქ ტყვიებზეც ბევრია დამოკიდებული.
მომწერე რა ფასად ნახე ამაზონზე smile.gif პირამიდაირზე უფრო იაფადაა და ფასდაკლების კუპონის კოდსაც მოგწერ თუ გინდა wink.gif

პოსტის ავტორი: sasa_1 Dec 19 2013, 08:30 PM

რატო შუბლში რო გაარტყა მაინც ვერა? რავიცი რკინებს ხვრიტავსო და..ნუ მოკლედ ტურა პირობითად ვთქვი თორე მაგას ორივე ფეხი რო წაათალო მაინც ცოცხალი დარჩება... ეს რაღას დააკლებს smile.gif)
რამდენიმე ათასი ორ თვეში ძალიან ბევრი არ არი ? მეტი რაღა უნდა დაიტესტოს, გამძლეობა ათიანი,
რაც შეეხება ჯგუფს, სიზუსტე ანუ როგორც მე ვხვდები, ეგ თავისთავად ერთედრთი მთავარია, მარა როგორც შენ ამბობ ტყვიებზეც ბევრია დამოკიდებული. ნუ თუ ძაან აცაბაცად არ დადის... და ერთ 30 მეტრში მაინც მიდის ზუისტად ეგეც მისაღებია...
აი ესაა მე რაც ვნახე და რაც მინდა:
http://www.amazon.com/Benjamin-Titan-Nitro-Piston-Rifle/dp/B008WYTLRO/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1387395802&sr=8-1&keywords=benjamin+Titan+NP
მომწერე აბა სხვა ლინკი იმენა ამ თოფის

პოსტის ავტორი: piettro Dec 19 2013, 08:52 PM

sasa_1
აქ 130+12 შიპინგი აქვს 142$ გამოდის.
http://www.pyramydair.com/s/m/Benjamin_Titan_GP_Nitro_Piston_Air_Rifle/2603 120+14 შიპინგის და -12$ ფასდაკლების
გამოგდის 122$ სულ.
AG-2013-2 ესეც ფასდაკლების კოდი

ეგ 20$ კიდევ გამოგადგება ტრანსპორტირების ხარჯების დასაფარად.
კამარა ექსპრესით თუ გამოწერ 6.75$ ღირს კილოგრამი
მანდაც მოგწერ ფასდაკლების კოდს თუ გინდა wink.gif

პოსტის ავტორი: sasa_1 Dec 19 2013, 09:40 PM

ძალიან დიდი მადლობა მეგობარო, დანარჩენზე პირადში მოგწერ.
უეჭველი ვიწერ

პოსტის ავტორი: piettro Dec 19 2013, 09:53 PM

sasa_1
ძალიან კარგი. წარმატებებს გისურვებ. smile.gif მომწერე თუ რაიმე კითხვა გექნება.
ამ ფორუმზე ჩემზე ბევრად გამოცდილი ხალხიცაა ამ საქმეში smile.gif

პოსტის ავტორი: ilo Dec 19 2013, 11:47 PM

ციტატა(piettro @ 19th December 2013 - 09:52 PM) *
AG-2013-2 ესეც ფასდაკლების კოდი


გაუმარჯოს ფასდაკლების კოდს რა შემთხვევაში გაძლევს პირამიდი შეგიძლია ამიხსნა?

პოსტის ავტორი: nikusha90 Mar 25 2015, 03:57 PM

ბარემ აქ ვიკითხავ.
რა განსხვავებაა Benjamin Titan GP Nitro Piston და Benjamin Titan Nitro Piston?
გპ უფრო იაფი ღირს რაც ვნახე ფასები ვიდრე გპ ს გარეშე.
ორი სიტყვით შეგიძლიათ ამიხსნათ? smile.gif

პოსტის ავტორი: piettro Mar 25 2015, 07:47 PM

GP Gas piston - NP Nitro Piston smile.gif იგივეა რა. არანაირი განსხვავება ტექნიკურად smile.gif

პოსტის ავტორი: temo-777 Aug 23 2015, 10:13 AM

piettro

ციტატა(piettro @ 25th March 2015 - 08:47 PM) *
GP Gas piston

მემგონი იგივეა. იმიტომ რომ პირამიდეარის კატალოგში რომელიც ნიტროა მონაცემებში გაზ პისტონი უწერია.

მეც მაინტერესებს რაღაც.
1) რა განსხვავებაა NP-სა და GP-ს შორის??
2) და პირამიდეარის კატალოგში მაგ იარაღს უწერია 3-9X32 ოპტიკა ცენტერპოინტის და ინტერნეტში ყველგან 4X32 აქვს ნახსენები.
კატალოგშია შეცდომა?? როგორც ჩანს 4X32-ზე მოყვება

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Aug 23 2015, 10:52 AM

ციტატა(temo-777 @ Aug 23 2015, 11:13 AM) *
piettro

მემგონი იგივეა. იმიტომ რომ პირამიდეარის კატალოგში რომელიც ნიტროა მონაცემებში გაზ პისტონი უწერია.

მეც მაინტერესებს რაღაც.
1) რა განსხვავებაა NP-სა და GP-ს შორის??
2) და პირამიდეარის კატალოგში მაგ იარაღს უწერია 3-9X32 ოპტიკა ცენტერპოინტის და ინტერნეტში ყველგან 4X32 აქვს ნახსენები.
კატალოგშია შეცდომა?? როგორც ჩანს 4X32-ზე მოყვება


რამდენიმე ხნის წინ რომელიღაც თემაში დავპოსტე ჩემი მოსაზრება ნიტრო ზამბარების შესახებ, სადაც ავღნიშნე და ვივარაუდე რომ ზოგ ზამბარებს რაღაც სპეციალური გაზით ტენიან, ხოლო ნიტრო ზამბარებს ნიტროთი. ნიტროთი ამერიკელები ტენიან ხოლო აი მაგალითად გამოს თოფებს ესპანელები მაგ რარაც სპეციალური გაზით ტენიან.
ეს სხვადასხვა ფაქტორმა მავარაუდებინა, მაგალითად: გასროლის დროს წარმოქმნილმა ხმამ; ძალამ და ასე შემდეგ...

პოსტის ავტორი: temo-777 Aug 23 2015, 02:58 PM

ხ.მ.ე.ლ.ო

ციტატა(x.m.e.l.o @ 23rd August 2015 - 11:52 AM) *
ნიტროთი ამერიკელები ტენიან ხოლო აი მაგალითად გამოს თოფებს ესპანელები მაგ რარაც სპეციალური გაზით ტენიან.

ხო მაგრამ საერთოდ ყველას ან გაზ-პისტონი უწერია (მათ შორის ამ ტიტანსაც) ან სპრინგ პისტონი.

პოსტის ავტორი: SCORPIONS Aug 23 2015, 08:22 PM

მე რამდენადაც ვიცი ,,ნიტრო,, ნიშნავს აზოტს.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Aug 23 2015, 10:46 PM

ციტატა(temo-777 @ Aug 23 2015, 03:58 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო

ხო მაგრამ საერთოდ ყველას ან გაზ-პისტონი უწერია (მათ შორის ამ ტიტანსაც) ან სპრინგ პისტონი.

spring piston-ი საერთოდ სხვა საკითხია, ეგ ჩვეულებრივი ზამბარაა, მავთულის ხვეულა. არანაირი ნიტრო და გაზი, რკინის პრუჟინაა ეგ...

პოსტის ავტორი: nso Jul 6 2018, 02:51 PM

ამაზონით შეიძლება თოფების გამოწერა?

პოსტის ავტორი: nso Jul 6 2018, 03:52 PM

ამაზონი არ ყიდულობს რომ ვუთითებ რა უნდა ვქნა? sad.gif
ანუ მისამართებზე რაც მაქ არ აგზავნის ეტყობა. დელავერის შტატში

პოსტის ავტორი: ბაიკერი Jul 6 2018, 04:23 PM

გრეგორისთან რომ იყიდო არ ჯობია? აქვეა, შეამოწმებ, დაზღვეული ხარ

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services