თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ პლინქი (Plink) _ Plink FX IMPACT MKII

პოსტის ავტორი: giga2010 Sep 4 2019, 06:50 PM

სალამი მეგობრებო. დღეს გავასწორე ჩემი აგრეგატი 70 მეტრზე და ჩავწერე მინი ვიდეო. იმედია გაერთობით.
თავიდან ვისვრი რკინის კასრზე და მანძილი 70 მეტრია, ხოლო შემდგომ ვისვრი მცენარის ფოთოლზე, რომელის მანძილიც 50 მეტრია

პოსტის ავტორი: giga2010 Sep 4 2019, 07:11 PM

ესეც იგივე ვიდეო, შენელებული კადრით. ვეცადე კარგი გამოსულიყო

პოსტის ავტორი: pilotina Sep 5 2019, 08:11 PM

ჩემი რესპექტები გიგა ბატონო! ნაღდად ვერ ვიფიქრებდი თუ FX Impact-ით 70 მეტრზე კასრს გაარტყავდი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ცოტა კიდო ივარჯიშე და მალე ვედროსაც გაარტყავ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: pilotina Sep 5 2019, 08:16 PM

P.S. იმედია არ მიწყენ ამ პატარა ტროლაობას heart.gif smile.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Sep 19 2019, 07:12 PM

სალამი მეგობრებო.
როგორც იქნა გავმართე side shot scope კამერა, მოვარგე გოპრო ახალი ლინზით და დავტესტე. შინაარსი ვიდეოს დიდი არაფერი, ვერც ყვავი მოვინადირე და ვერც ზუსტი სროლა განვახორციელე. მინდორში მოვსინჯე და საკმაოდ უცნაური ქარი იყო, მუდმივად იცვლებოდა ქარის მიმართულება.
იმედია ცოტა გახალისდება ფორუმი და რაც მთავაღი მოწყობილობა ავამუშავე


პოსტის ავტორი: NRG Sep 19 2019, 07:18 PM

giga2010
კარგი გასართობია, პრიზმას იყენებ კიდე თუ სხვა რამე დააყენე?

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 19 2019, 09:35 PM

giga2010
ვაა გიგა გილოცავ, მაგარია

პოსტის ავტორი: giga2010 Sep 19 2019, 10:02 PM

NRG

ციტატა(nrg123 @ 19th September 2019 - 08:18 PM) *
კარგი გასართობია, პრიზმას იყენებ კიდე თუ სხვა რამე დააყენე?

პრიზმა არაა, მინიდან ანარეკლია.
geojorjika
მადლობა ჟორჟ

პოსტის ავტორი: gela Sep 19 2019, 11:23 PM

კარგია გიგა, მოკლედ ხვეწავ ვიდეო გადაღებებს smile.gif)

პოსტის ავტორი: giga2010 Sep 19 2019, 11:46 PM

მადლობა ბიჭებო გამხნევებისთვის.
ისევე 120ფპს-ით ვიღებ, 240 ფპს-ით რომ გადავიღე, ვიდეორედაქტორი ვერ კითხულობს.
იმედია მივაგნებ რამე პროგრამას რომ უფრო კარგი ეფექტებით გადავიღო

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 20 2019, 11:52 AM

გილოცავ გიგაჯან, მაგრამ საღამოსკენ ხომ არ იღებდი, ცოტა ბნელია გამოსახულება და ტყვია ვერაფრით ვერ დავაფიქსირე

პოსტის ავტორი: giga2010 Sep 20 2019, 01:07 PM

ja_ja
საღამო იყო, თანაც გვიანი საღამო.
ყვავზე ჩანს ტყვიის ტრაექტორია. ქარი მეგონა და გავუწიე 2 მილდოტზე და თურმე არ იყო საჭირო, ჯვრიდან მარჯვნივ ჩაიარა ტყვიამ, ჩანს მეტნაკლებად

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 20 2019, 01:58 PM

ჰო ეხლა ვნახე....

3.5-3.7 მილით რომ გამოგეწია კაკრაზ სიქირ ბაშკა იქნებოდა smile.gif


პოსტის ავტორი: giga2010 Sep 20 2019, 03:49 PM

ja_ja
ოხ, შენ გენაცვალე!!! როგორ კარგად გეხერხება ინფოების მოწოდება, ლამაზად და შინაარსობრივად.
ეხლა რაც შეეხება გასროლას. კალკულატორმა ყველაფერი იდეალურად გამოთვალა. დახრის კუთხეც და მანძილიც, მაგრამ მე ამერია და მიმართულება ქარის არასწორად შევიყვანე. 24.gif
ეს 240 ფპს ვერ დავამუღამე, უფროსწორედ. კამერა იღებს მარა ვერ ვამონტაჟებ.
და კიდევ ერთ რამეს დავაკვირდი, ტყვიის ტრაექტორია ჩანს მაშინ რა მანძილზეც ოპტიკის პარალაქსია გასწორებული

პოსტის ავტორი: giga2010 Sep 20 2019, 06:53 PM

ცინცხალი ვიდეო და პირველი წარმატება შორ მანძილებზე



პოსტის ავტორი: aleqsa Sep 20 2019, 07:26 PM

giga2010

საღოლ გიგლა ძმობილო, არ ვიცოდი თორე დღეს მეც შემოგიერთდებოდი smile.gif

მართლა ძალიან მაგარია, უკვე იგრძნობა რო აითვისე ეგ საქმე wink.gif

პოსტის ავტორი: pilotina Sep 20 2019, 08:33 PM

ხოშიანსკია good.gif

პოსტის ავტორი: MonSoon Sep 20 2019, 08:39 PM

giga2010
გიგა საღოლ, არ ვწერდი ამ თემაში. ეხლა უკვე არის მიზეზი საკმარისი.
ეგ ვიდეოები შეაერთე და ერთი კაი ნაკრები მისცხე საუნტრეკიანი.


პოსტის ავტორი: giga2010 Sep 20 2019, 09:14 PM

aleqsa
pilotina
MonSoon
მადლობა ბიჭებო, თქვენ რომ მოგწონთ მეც ეგ მახარებს. friends.gif
ალექს, სულ ნახევარი საათით გავედი ისიც ახლოში. იქ არ ვყოფილვარ.
მონსონ, ჯერ ვერ დავამუღამე ვიდეომონტაჟი, არც გაერთიანება ვიცი და არც მუსიკის დამატება

პოსტის ავტორი: giga2010 Sep 20 2019, 11:40 PM

ციტატა(bedo @ 20th September 2019 - 09:39 PM) *
ეგ ვიდეოები შეაერთე და ერთი კაი ნაკრები მისცხე საუნტრეკიანი.

აგერ ბატონო, მგონი შევასრულე მოთხოვნა. ახალი ვიდეოც და რამოდენიმე ძველიც დავუმატე. მუსიკის ხმაც დავურთე

პოსტის ავტორი: MonSoon Sep 21 2019, 12:04 PM

giga2010
მშვენიერია.



პოსტის ავტორი: mister_io Sep 21 2019, 01:37 PM

giga2010
კარგია, წარმატებები, მანძილებიც ჩაამატე და მლად უკეესი იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: ბაიკერი Sep 21 2019, 08:54 PM

ციტატა(giga2010 @ Sep 21 2019, 12:40 AM) *
აგერ ბატონო, მგონი შევასრულე მოთხოვნა. ახალი ვიდეოც და რამოდენიმე ძველიც დავუმატე. მუსიკის ხმაც დავურთე




ძალიან მაგარია გიგა. აი ეს უკვე მომწონს!!!

პოსტის ავტორი: ჩერო Sep 22 2019, 09:42 PM

რა ტყვიას ესვრი გიგა.

პოსტის ავტორი: giga2010 Sep 23 2019, 07:59 AM

ციტატა(ჩერო @ 22nd September 2019 - 10:42 PM) *
რა ტყვიას ესვრი გიგა.

ჯსბ 0.67გრ

პოსტის ავტორი: giga2010 Sep 23 2019, 01:34 PM

ცოტა წარუმატებელი ნადირობა იყო, მაგრამ სახალისო გამოვიდა. მანძილი 135მეტრი და საგრძნობი ნიავი

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 23 2019, 01:47 PM

ვაა გიგაჯან დასნაიპერდი ... მუუუუაგარია... ეჰ ეც მინდა მარა ქე ხვდები ცოტა ხნით დაბმული ვარ sad.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Sep 23 2019, 01:59 PM

ja_ja
მადლობა ჯაჯინსკი smile.gif
ეს პატარა ნიავი ვერ გავთვალე, შორი მანძილი რომ იყო კარგად გავწიე. სროლისას ტყვიის ტრაექტორიას ვერ ვხედავდი, თან მზე იყო მოპირდაპირე მხარეს. ეხლა რომ ვნახე ძაან მცირე მანძილებით აცდენია. ბევრი სროლა უნდა და ქარის გარჩევა

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 23 2019, 02:34 PM

ეჰ იმიტომაა ანიმომეტრი საჭირო, გიჩვენებს ქარის ძალას და მიმართულებას...

თავიდან ძნელი იქნება გაგება, მარა ნელნელა გაირკვევა რა და როგორ იქნება და მერე უფრო იოლი იქნება კორექტორება... მარა ამდენ გამოთვლას თუ გაცდის ეგ შობელძაღლი ხეზე მჯდომი ეგაა საქმე smile.gif

ეჰ... ციფრული ოპტიკაა საჭირო თავისი ციფრული მანძილმზომით, მარა ნამეტანი ძვირი სიამოვნება გამოდის

პოსტის ავტორი: aleqsa Sep 23 2019, 03:26 PM

ja_ja
giga2010


ანკიდევ "ნავოდჩიკი"-ით უნდა იარო სანადიროდ და ნახევარ საქმეს ის იზამს smile.gif wink.gif

პოსტის ავტორი: koba1973 Sep 23 2019, 04:17 PM

ja_ja

ციტატა(ja_ja @ 23rd September 2019 - 03:34 PM) *
ეჰ იმიტომაა ანიმომეტრი საჭირო, გიჩვენებს ქარის ძალას და მიმართულებას...

კი მაქვს მაგრამ დიდად არ მეხმარება, რადგან ქარი მთელ დისტანციაზე ერთგვაროვანი არ არის და კორექტირება სხვადასხვანაირად უნდა.
ერთი სიტყვით ხანგრძლივი პრაქტიკა უნდა.

პოსტის ავტორი: giga2010 Sep 23 2019, 04:26 PM

ციტატა(koba1973 @ 23rd September 2019 - 05:17 PM) *
ერთი სიტყვით ხანგრძლივი პრაქტიკა უნდა.

დაგეთანხმები, ჯობია პრაქტიკული გაკვეთილები მივიღო smile.gif

პოსტის ავტორი: koba1973 Sep 23 2019, 04:54 PM

giga2010

ციტატა(giga2010 @ 23rd September 2019 - 05:26 PM) *
დაგეთანხმები, ჯობია პრაქტიკული გაკვეთილები მივიღო

ეეეხ. ხანგრძლივ პრაქტიკას კიდევ თავისუფალი დრო უნდა. რაც სამწუხაროდ იშვიათად მაქვს.

პოსტის ავტორი: giga2010 Sep 23 2019, 07:04 PM

ცინცხალი ნადირობა hunter.gif





პოსტის ავტორი: userman Sep 23 2019, 07:37 PM

ციტატა(ja_ja @ 23rd September 2019 - 03:34 PM) *
ეჰ... ციფრული ოპტიკაა საჭირო თავისი ციფრული მანძილმზომით, მარა ნამეტანი ძვირი სიამოვნება გამოდის


სითბური ტყვია ჯობია , აი თვითონ რომ ეძებს და მისდევს მსხვერპლს biggrin.gif .

giga2010

მალადეც გიგა .
მაგარია ...

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 23 2019, 08:12 PM

giga2010
სად ასწრებ სააააად smile.gif

პირველი იმენნა ეტყობა ადრე ფიგურულ ცურვაზე დადიოდა ან ტრამპლინიდან ხტომაში smile.gif რა სალტო გააკეთა იმჩემისამ smile.gif

მეორეზე კი ქართული ანდაზა გამახსენდა - ყვავს კაკალი გააგდებინაო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მოკლედ მუაგარია

პოსტის ავტორი: giga2010 Sep 23 2019, 08:31 PM

userman
ja_ja
მადლობა ბიჭებო, კარგია რომ მოგწონთ smile.gif
ჯაჯინსკი, აბა აღარ გცალია და ესე მაინც მოგიკლავ ნადირობის წყურვილს
ეს სიმაღლეზე სროლაც უნდა დავამუღამო. როცა მანძილმზომით და კუთხესაც ვუთითებ მიჩვენებს დიდმანძინლს. მაგალითად გავზომე, კუთხე იყო 11გრადუსი და მანძილი მიჩვენა 138, როცა კუთხის გარეშე იყო 112. რომელს უნდა ვენდო ვეღარ გავიგე, რამე ისეთი ტერიტორია მინდა რომ სიმაღლეზე დავამუღამო სროლა

პოსტის ავტორი: NRG Sep 24 2019, 01:29 PM

სახალისო ვიდეოებია გიგა მანძილები გაზარდე თუ საშუალება გექნება

პოსტის ავტორი: giga2010 Sep 24 2019, 01:42 PM

NRG
გაიხარე!!!

ციტატა(nrg123 @ 24th September 2019 - 02:29 PM) *
გიგა მანძილები გაზარდე თუ საშუალება გექნება

ვერ ვიპოვე სანადიროდ დიდი მანძილი, ჯერ რაც წარმატებულად მოვინადირე კაჭკაჭი იყო, 117 მეტრზე. თუ არ გინახავს წინა გვერდზეა wink.gif

პოსტის ავტორი: NRG Sep 24 2019, 02:22 PM

ვნახე გიგა

პოსტის ავტორი: giga2010 Sep 24 2019, 06:59 PM

საღამომშვიდობის მეგობრებო. დღეს უფრო შორი მანძილები მოვსინჯე, სამწუხაროდ ვერაფერი ვერ მოვინადირე. მხოლოდ ერთი, ისიც 65 მეტრზე.
თუმცა ვიდეოების ნახვის შემდგომ წარმოდგენა მექმნება თუ რა მანძილზე სად მიფრინავს და ქარსაც იმედია მივეჩვევი. ტყვიის ტრაექტორია ამ მანძილებზეც სტაბილურია, რაც სასიამოვნოა ჩემთვის smile.gif





პოსტის ავტორი: ja_ja Sep 25 2019, 08:19 AM

დიდ მანძილს წინასწარ მომზადება უნდა, ადგილს მოძებნა შერჩევა, ჩასაფრება.... ეეეე, ჩვენთან იშვიათია მაგხელა ადგილები....

ბლიაძძძძ მილპება IMPACT-ი სახლში

პოსტის ავტორი: giga2010 Oct 4 2019, 11:08 AM

100 მეტრი. გვიანი საღამო იყო და არ ჩანს კარგად.

პოსტის ავტორი: giga2010 Oct 4 2019, 01:03 PM

აქ ძაან ცუდად ჩანს, ბოდიშით ბიჭებო

პოსტის ავტორი: giga2010 Oct 5 2019, 06:06 PM

100მეტრი.

პოსტის ავტორი: giga2010 Nov 14 2019, 04:17 PM

გამარჯობათ მეგობრებო.
დღეს მე და მონსონას გვქონდა ჩანაფიქრი რომ შორ მანძილზე გაგვენოლებინა ოპტიკა და თოფი. სამწუხაროდ ძალიან ქარიანი ადგილი იყო და ხარისხიანი ვიდეო არ გამოგვივიდა. თუმცა განოლება 130 მეტრზე მაინც მოვახერხეთ. მცირე ვიდეოა, მსროლელია მონსონა. პირველი სამიზნე იყო 150მეტრზე, მერე 140მეტრზე და ბოლოს 130ზე.
კალკულატორმა იმუშავა იდეალურად და ჩვენც კმაყოფილები გავეშურეთ სახლისკენ

პოსტის ავტორი: pilotina Nov 14 2019, 05:10 PM

გიგა, კლიკები გეყოთ თუ მოგიწია ოპტიკის დაწევა?

პოსტის ავტორი: giga2010 Nov 14 2019, 05:16 PM

ციტატა(pilotina @ 14th November 2019 - 06:10 PM) *
კლიკები გეყოთ თუ მოგიწია ოპტიკის დაწევა?

უკანა მხარე, ოპტიკის ბაზას და 20 ვივერს შორის დავაყენე რკინის თხელი ფირფიტა. 150 მეტრს არ ეყო, მარა 130 მეტრზე გავანულეთ

პოსტის ავტორი: MonSoon Nov 14 2019, 06:22 PM

რამდენს ვლაპარაკობ ხოლმე. biggrin.gif biggrin.gif

კაი ვიდეოა, მომეწონა. მაგრად ასწორებს მსგავსი კადრები. ჩაიწერება ისტორიაში, გაფავხედავ ხოლმე მე პირადად აი რო დამავიწყდება და შემთხვევით ვნახავ.

მაგარი ქარი კი იყო თან ცვალებადი.

პოსტის ავტორი: vexam Nov 15 2019, 12:35 PM

ციტატა(giga2010 @ Nov 14 2019, 06:16 PM) *
უკანა მხარე, ოპტიკის ბაზას და 20 ვივერს შორის დავაყენე რკინის თხელი ფირფიტა. 150 მეტრს არ ეყო, მარა 130 მეტრზე გავანულეთ

გამარჯობა.თოფიც კარგია, ოპტიკაც და მსროლელებიც.. smile.gif ჭურვი რომელი იყო (ფირმა, მოდელი, წონა,)?

პოსტის ავტორი: pilotina Nov 16 2019, 09:50 AM

giga2010

ციტატა(giga2010 @ 14th November 2019 - 06:16 PM) *
უკანა მხარე, ოპტიკის ბაზას და 20 ვივერს შორის დავაყენე რკინის თხელი ფირფიტა. 150 მეტრს არ ეყო, მარა 130 მეტრზე გავანულეთ


გიგა, აი https://eaglevisioncam.com/shop/scope-mount/infinity-elevation-ajustable-scope-mount-30mm-ring-picatinny-ins-30/ გინდა. რა მანძილზეც გინდა გაანოლებ ოპტიკას

პოსტის ავტორი: giga2010 Nov 16 2019, 11:47 AM

pilotina
მართალია, რაღაც სხვა რინგები მინდა. ეხლა ვნახეთ მე და მონსონამ და ჰორიზონტალური შესწორება არ მყოფნის, ვერ გავიგე რისი ბრალია

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 18 2019, 08:37 AM

https://www.pyramydair.com/s/a/FX_No_Limit_Scope_Mount_30mm_Weaver_Picatinny/7563მე კაიხსნისწინ დავდე, არ დამიჯერეთ და ეგაა საჭირო შორი მანძილისთვის, არანაირი რკინის ჩაყოლება და სხვა შტუკები საჭირო არაა


ულიმიტოდ აწევ დაწევა და ნებისმიერი კუთხის დაჭერა.... თან ამ შემთXვევაში ორივე რინგზე წინაც და უკანაც სრულად არის ოპტიკაზე სამაგრი შემოცმული, ხოლო როდესაც უკან რაღაცას უტანიებთ დახრას იღებს სამაგრი და წინც და უკანა რინგი ან ნორმლაურად არ ეცმება ოპტიკას, ან დაღუნულ სტრესულ მდგომარეობაშია და თოფის კოლოფსაც ჭიმავს და ოპტიკის მილსაც არაადეკვატურად აწვება (ანუ ცალ მხარეს აწვენა კუთხით და დიდი სანსია ჩაღუნოს)

ასე რომ გამოიყენეთ ის სიკეთეები რაც უკვე გამოგონებულია... ვივერი აქვს მგონი იმპაქვს და ვორტექს კიდევ 30-იანი მილი, შედეგად არის გაყიდვაში ეგეთი რინგი და დასათრევია





პოსტის ავტორი: vexam Nov 18 2019, 04:53 PM

smile.gif გეთანხმებით ბ.ნ ჯაჯა ოპტიკის მილის დაძაბვის საკითხში და კარგი კი არის,მაგრამ 70$ როგორი გადასახდელია რინგში?

პოსტის ავტორი: Mamuka_k Nov 20 2019, 12:07 PM

https://youtu.be/HSjnVjvtSbY

ამ რინგებმა მეც დამაინტერესა, მაგრამ ფასიც კარგი აქვს...

პოსტის ავტორი: okela84 Nov 20 2019, 06:53 PM

დახრა უნდა იყოს მთლიან სიბრტყეზე.
საკუთარი პრაქტიკიდან გეუბნებით. რინგში არასწორმა ჭრილმა კოლოფი მომიჭიმა და კლიპი აღარ ჩადიოდა.

სხვადასხვა დახრის რინგები იყიდება

პოსტის ავტორი: pilotina Nov 20 2019, 07:36 PM

ეგ რინგები უზრუნველყოფს მთელ სიბტყეზე დახრას

პოსტის ავტორი: giga2010 Jan 27 2020, 05:17 PM

გამარჯობა მეგობრებო. დიდიხანია არ გამოვჩენილვარ. დღეს ცოტა მოვიცალე, ამინდმაც შემიწყო ხელი და 200 მეტრზე მოვსინჯე ძალები. 23 გრეინი. სიჩქარე 282კ/წ ში.
ვიდეოს ხარისხზე ბოდიშით, იმედია ცოტა იხალისებთ

პოსტის ავტორი: NRG Jan 27 2020, 06:51 PM

ვახ რა მაგარია, კაია გიგა კაი გავხალისდი მანძილით nsa მოფრინავს მანდ?


პოსტის ავტორი: giga2010 Jan 27 2020, 07:43 PM

NRG
მადლობა, მეც ეგ მიხარია რომ გახალისებთ. nsa კიი, ჩამოვიდა პრობლემების გარეშე

პოსტის ავტორი: giga2010 Jan 28 2020, 05:06 PM

ისევე 200 მეტრი smile.gif

პოსტის ავტორი: MonSoon Jan 28 2020, 05:49 PM

საღოლ გიგა, სხვა დონეა ვაფშე.

პოსტის ავტორი: gela Jan 28 2020, 09:04 PM

გიგას მიეცით სლაგები ეფიქსი თუნდაც ხისაო biggrin.gif მაგარია გიგააავ <3

პოსტის ავტორი: name Jan 28 2020, 09:30 PM

Giga2010
ეს უკვე მესმის, თორე ამ თოფს 50 მეტრზე და ბოჭკაზე ჯგუფები არ უხდება smile.gif)) ვისაც არ გვაქვს ეს ფიშტო 200 მმეტრიან და მეტი მანძილზე საინტერესო სროლით მაინც გაგვანებივრე შეძლებისდაგვარად

პოსტის ავტორი: giga2010 Jan 28 2020, 09:40 PM

MonSoon
gela
name
ჯიგრები ხართ. შევეცდები ბევრი სასიამოვნო ვიდეოებით გაგანებივროთ friends.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Jan 31 2020, 03:01 PM

გამარჯობათ მეგობრებო.
საინტერესო გასროლა გააკეთა ერთმა ჩვენმა მეგობარმა(მონსონამ). ისევ fx impact-ი, 23გრეინი. სიჩქარე 282კმ. მანძილი კი 223მეტრი

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 31 2020, 03:56 PM

ჰოოო ვნახე აგი ვიდეო და დამაფიქრებელია...

მახსოვს ადრე ხალხს ან არ სჯერავდა ან ძლივს ჩარდებოდა რომ არ ეკამათა როცა ჩვენმა ფორუმელმა СЯ80-მა 145 მეტრზე ინადირა, ახლა კი ეგ 145 მეტრი საკმაოდ წინ გადაიწია.. 223 მეტრი ბლიაძ, ლამის შოკში ვარ, ქართული რეალობის რეკორდები დაიდო ამ თემაში...

ყოჩაღ თქვენს ნერვებს, ოპტიკას, თოფს და ხელებს რომ მაგ მანძილზე მიიტანეთ ტყვია...

P.S. ისე დროა ოპტიკის აწევაზე იფიქროთ თვარა უკვე ჯოხს ესვრით და არა მილდოტებს smile.gif, თუ ასე გააგრძელეთ მალე ოპტიკის ქვევით აიღებთ სამიზნეს smile.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Jan 31 2020, 03:58 PM

ციტატა(ja_ja @ 31st January 2020 - 04:56 PM) *
P.S. ისე დროა ოპტიკის აწევაზე იფიქროთ თვარა უკვე ჯოხს ესვრით და არა მილდოტებს , თუ ასე გააგრძელეთ მალე ოპტიკის ქვევით აიღებთ სამიზნეს

მართალს ბრძანებთ, ნამდვილად დამჭირდება რეგულირებადი რინგები

პოსტის ავტორი: MonSoon Feb 16 2020, 09:17 PM

მოგესალმებით.

გადავწყვიტეთ ეფიქსის ნასროლების გაერთიანება. ნასროლები დაიყო 2 ჯგუფად. 120 მეტრამდე და 120 მეტრის შემდეგ. მონტაჟში შესულია მხოლოდ მოხვედრილები. ვეცადეთ ნორმალური გამოსულიყო. რა გამოვიდა არ ვიცი. ყველა შემთხვევაში ნასროლები გაკეთებულია ჯსბ 18 გრეინით.

ოღონდ ამ ვიდეოზე ერთი პატარა შესწორება მინდა შევიტანო. მხოლოდ იარდებშია მანძილი მითითებული, სამონტაჟო პროგრამის ღარიბი ინტერფეისის გამო. მანძილების იქვე მიწერა ვერ მოხერხდა პროგრამაში. ამიტომაც Yard/metre_ს განცალკევებიტ ანუ მოშორებით დაწერას იარდებში ვარჩიე. მატ შორის გარჩევადობა რო იყოს იარდს უხეშად 10 მოაკელით და მეტრს მიიღებთ, ეს ნუ იმას ვინც უცბათ ვერ გაარჩევს.


პოსტის ავტორი: MonSoon Feb 16 2020, 09:27 PM

ეს კიდევ მეორე ნაწილი ნასროლების. აქ უკვე ორივე მანძილია მითითებული. მანძილები 120 მეტრის ზევით.




პოსტის ავტორი: pilotina Feb 16 2020, 09:34 PM

good.gif good.gif good.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 17 2020, 08:18 AM

ეჰ რაიმე ვიდეო გადაღება მეც დამჭირდება, თვარა გუშინ მეც რაცხა ვქენი და არც ფაქტად მაქვს და არც დასათვალიერებლად sad.gif

პოსტის ავტორი: MonSoon Feb 17 2020, 10:11 AM

ja_ja
როგორც ვიცი მუშაობ მაგ თემაზე, დააჩქარე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Feb 17 2020, 04:56 PM

დისტანცია 200 მეტრი. ჯსბ სლაგი და სლაგ ლაინერი


პოსტის ავტორი: MonSoon Feb 17 2020, 05:00 PM

ცოტაც და 200_ს მყარად გადაებიჯება. სხვა გზა არ არის biggrin.gif


პოსტის ავტორი: aleqsa Feb 17 2020, 06:48 PM

ციტატა(ja_ja @ 17th February 2020 - 09:18 AM) *
ეჰ რაიმე ვიდეო გადაღება მეც დამჭირდება, თვარა გუშინ მეც რაცხა ვქენი და არც ფაქტად მაქვს და არც დასათვალიერებლად



ცოცხალი მოწმე აგერ არ გყევარ და მე მოგიყვებიხოლე როცა მოგიმდება wink.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: okela84 Feb 18 2020, 11:03 AM

ვა ვაა, ასე პადრიად რო არტყავთ აი ეგ ზუსტად იმას ნიშნავს რო დაგიპყრიათ ეგ მანძილიც. თან ტყვიაც ძალიან მალე მიდის მიზნამდე და ანუ რა ხდება 20 ჯოულამდე გრჩებათ 200 მეტრზე ?


პოსტის ავტორი: giga2010 Feb 18 2020, 11:47 AM

ციტატა(aleqsandre @ 18th February 2020 - 12:03 PM) *
ანუ რა ხდება 20 ჯოულამდე გრჩებათ 200 მეტრზე ?

ზუსტად 30 ჯ smile.gif

პოსტის ავტორი: okela84 Feb 18 2020, 01:02 PM

ტურას გულმკერდშიც ეყოფა 30 ჯოული

პოსტის ავტორი: name Feb 20 2020, 02:03 PM

მოკლედ რას გვიშვება ეს ინფარქტი, ერთ სიამოვნება ასეთ შორ მანძილზე სროლა, რა სიჩქარით ისვრი?

პოსტის ავტორი: MonSoon Feb 20 2020, 02:25 PM

ციტატა(name @ 20th February 2020 - 03:03 PM) *
ერთ სიამოვნება ასეთ შორ მანძილზე სროლა

ეს უნდა გამოცადო და მაშინ მიხვდება კაცი სტაბილურად შორ მანძილზე სროლა რასაც ნიშნავს. არამგონია ვინმეს არ მოეწონოს. თუ ცოტა მაინც მოგწონს შორს სროლა, მოიწამლები მაგ გამოცდილებით.

ზდპ_თი ახლობელს ვასროლინე 90 მეტრზე. ბოთლებს 10_დან 2 გაარტყა და დღემდე იმას ლაპარაკობს, ისე მოეწონა.

პოსტის ავტორი: userman Feb 20 2020, 04:07 PM

MonSoon

ციტატა(bedo @ 20th February 2020 - 03:25 PM) *
ზდპ_თი ახლობელს ვასროლინე 90 მეტრზე. ბოთლებს 10_დან 2 გაარტყა და დღემდე იმას ლაპარაკობს, ისე მოეწონა.


აბა სცადე და პცპ ასროლინე , ღამეები აღარ დაეძინება biggrin.gif და ეს პცპ თუ FX იქნება , ხომ საერთოდ ... 90 მეტრში ასანთის კოლოფს ვერ ააცელს ...


პოსტის ავტორი: MonSoon Feb 20 2020, 04:23 PM

ციტატა(userman @ 20th February 2020 - 05:07 PM) *
აბა სცადე და პცპ ასროლინე , ღამეები აღარ დაეძინება და ეს პცპ თუ FX იქნება , ხომ საერთოდ ... 90 მეტრში ასანთის კოლოფს ვერ ააცელს ...

დავუძახებდი აქამდე მარა ცოტათი ყურადღების მოდუნებას ვამჩნევ სროლისას, ამიტომ არაფერს ვეუბნები.

პოსტის ავტორი: giga2010 Mar 5 2020, 10:31 PM

გამარჯობა მეგობრებო. თქვენის ნებართვიტ დავდებ რამდენიმე ვიდეოს
ეს 200 მეტრია სუსუტი ქარი. 18გრეინი. 270კ/ს
ისვრის ჩვენი ფორუმელი მონსონა. გონგის დიამეტრი 15სმ

ისევე მონსონა უკვე 100 მეტრი, ისევე სუსტი ქარი

და მე, ისევე 100 მეტრი

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 6 2020, 08:37 AM

აი კარგად ერთობით რა აი გადასარევად რა...

მეც მინდააააააააააააააა sad.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Mar 6 2020, 11:56 AM

ja_ja
მადლობა ჯაჯინსკიი. მართლა სასიამოვნო დღე იყო, ცოტა ქარმა შეგვიშალა ხელი

პოსტის ავტორი: NRG Mar 6 2020, 04:20 PM

ციტატა(ja_ja @ 6th March 2020 - 09:37 AM) *
მეც მინდააააააააააააააა

ja_ja
ნწუ ნწუ ნწუ... მესმის შენი წუხილის sad.gif

პოსტის ავტორი: mamukaaa Mar 12 2020, 08:43 PM

მაგარია.
მალადეც ბიჭებო.

პოსტის ავტორი: giga2010 Mar 26 2020, 07:59 PM

გამარჯობათ მეგობრებო. დღეს მეც ცოტას გავერთე. 180მეტრია. 16გრ
საგრძნობი ქარი იყო, სადღაც ვიდეოს შუიდან უფრო მოუმატა. სამიზნე ობიექტი ჯსბ-ის ყუთია

პოსტის ავტორი: MonSoon Mar 26 2020, 08:13 PM

მალადეც გიგა. მაგრად მიდის.

ეს ის სიცქარეა რო მეუბნებოდი ?? 260 ??

პოსტის ავტორი: giga2010 Mar 26 2020, 08:24 PM

MonSoon
კიი გიო. 260-265კმ

პოსტის ავტორი: MonSoon Mar 26 2020, 08:40 PM

მაგარია.

ისე ერთიც კია. ამხელა მანძილებზე ქარში სროლა კაი გაკვეთილია. აი მაგალითად ის მომენტი, ვთქვათ ქარმა გადაიტანა, მალევე მიაყოლო სხვა ტყვიაც სანამ ქარის დაბერვა შეიცვლება, ძაან ხშირად ხვდება ტყვია იქ სადაც გინდა, ესეთი შესწორების დროს. ნუ აი როგორც მაშინ 200 ზე აკეთებდი.

პოსტის ავტორი: aleqsa Mar 27 2020, 09:50 AM

giga2010


დაბალ ჯერადობაზე ისვრი გიგა როგორც ჩანს ხო?

მშვენიერია, მშვენიერი!!!!

პოსტის ავტორი: giga2010 Mar 27 2020, 12:17 PM

ციტატა(ale @ 27th March 2020 - 10:50 AM) *
დაბალ ჯერადობაზე ისვრი გიგა როგორც ჩანს ხო?

12 ჯერადობაზე ალექს. რომ გავზარდო ზუმი, მერე ბოლო მილდოტები აღარ ჩანს ვიდეოზე

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 27 2020, 12:56 PM

გიგაჯან ფოკუსი გასწორებული გააქვს? თუ ….

რავი ვიდეოში აშკარად არ არის პარალაქსი გასწორებული, შეიძLება კამერის ფოკუსია… მარა სერიოზულად ვამბობ რომ შენ ჯვარი მეტ მანძილზე გაქვს ასაღები

9.-10 მილით ქვევით დამიზნება მაგარი მურტალია

P.S. ისე ვფიქრობ ჩემი ოპტიკისთვის გამოვთალო შედარებით ფართო ბარაბნის ჩამოსაცმელი რომ მეტი ინფო დაიტანებოდეს და მგონი საჭIროა უკვე მეტრაჟების მიწეპება… თვარა რომ გიყურებ ხოლმე რაფერ წვალობ,. აი ეგრე წვალება არ მინდა ხოლმე

პოსტის ავტორი: giga2010 Mar 27 2020, 02:19 PM

ციტატა(ja_ja @ 27th March 2020 - 01:56 PM) *
P.S. ისე ვფიქრობ ჩემი ოპტიკისთვის გამოვთალო შედარებით ფართო ბარაბნის ჩამოსაცმელი რომ მეტი ინფო დაიტანებოდეს და მგონი საჭIროა უკვე მეტრაჟების მიწეპება… თვარა რომ გიყურებ ხოლმე რაფერ წვალობ,. აი ეგრე წვალება არ მინდა ხოლმე

სრულიად გეთანხმები. ჯერ სატესტოდ ვისროლე 16გრეინები. ვაპირებ შესწორებებით ვისროლო. ცოტა გამიკვირდა ის რომ ტყვიის კოეფიციენტი არ ემთხვევა, კი აქვს მითითებული 0.031, მაგრამ აშკარად მეტია. 90 მეტრზე მაქვს გასწორებული ჯვარი, ველოდები კარგ უქარო ამინდს რომ უფრო შორ მანძილზე გავასწორო

პოსტის ავტორი: aleqsa Mar 27 2020, 06:55 PM


giga2010

ja_ja

კიიი, მეც დავრწმუნდი რომ 100მ. ის იქით თუ ისვრი ტყვია ძალიან მკვეთრ მრუდით ეშვება დაბლა, ჯვარი 100 ზე მქონდა მეც გასწორებული მარა 155 ზე სულ ქვედა წერტილით მიწქვდა სროლა და გიომ რო 220 ზე ისროლა ჯერადობა 6 დააყენა რომ რამენაირად ქვედა წერტილზე დაესვა ეგ მანძილიც

პოსტის ავტორი: okela84 Mar 27 2020, 08:07 PM

გიგა შენი ფიშტო კი სასწაულებს ახდენს მარა კამერა ბადეზეა ფოკუსირებული და ცოტა მაგასაც წაეჩალიჩეთ შენ და მოსნსონა. ისე კი მადლობა რო გვანებივრებთ აერმაერი ვიდეობით

პოსტის ავტორი: giga2010 Mar 27 2020, 09:00 PM

გავითვალისწონებ მეგობრებო რჩევებს. კამერას რაც შეეხება, კაი შორი მანძილია და ძნელია ფოკუსირება მოვახდინო ზუსტად

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 17 2020, 08:54 PM

აქაც 30 მეტრია და აქაც კროსმან პრემიერი. სიჩქარე 295

პოსტის ავტორი: giga2010 May 1 2020, 07:28 PM

დიდი დრო გავიდა რაც არაფერი სიახლე დამიდია
მანძილი 150 მეტრი. საყრდენი მანქანის კაპოტი

პოსტის ავტორი: ბაიკერი May 1 2020, 08:13 PM

giga2010
რომ იტყვიან მოსაწყენად ზუსტიაო მაგაზეა ნათვამი

პოსტის ავტორი: MonSoon May 1 2020, 08:56 PM

როგორც ყოველთვის ლაზერივით ზუსტი თოფი და შესაბამისად გასროლებიც

პოსტის ავტორი: okela84 May 4 2020, 12:49 PM

მაგარია ძაან. სამიზნეები რამხელაა ?

პოსტის ავტორი: giga2010 May 4 2020, 12:56 PM

ციტატა(aleqsandre @ 4th May 2020 - 01:49 PM) *
სამიზნეები რამხელაა ?

ასანთის კოლოფია ოკელ smile.gif

პოსტის ავტორი: ბაიკერი May 4 2020, 01:52 PM

გიგა სლაგია?

პოსტის ავტორი: giga2010 May 4 2020, 01:54 PM

ციტატა(ბაიკერი @ 4th May 2020 - 02:52 PM) *
გიგა სლაგია?

წერია ნიკოლოზ ვიდეოში
16გრეინია

პოსტის ავტორი: okela84 May 4 2020, 02:46 PM

ციტატა(giga2010 @ 4th May 2020 - 01:56 PM) *
ასანთის კოლოფია ოკელ

საოცარი შედეგია, ნუ მას მერე რაც ვისროლე მაგ ფიშტოდან აღარ მიკვირს. გასროლისას არ ტოკდება საერთოდ

პოსტის ავტორი: nihontoman May 5 2020, 09:55 AM


ვიდეო ფაფუ sad.gif giga2010

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services