თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ PCP - Pre Charged Pneumatics _ crosman 1377 pcp

პოსტის ავტორი: yaman Apr 18 2014, 07:42 PM



აბა გაიცანით ჩემი crosman 1377 pcp

მოკლედ დღევანდელი შედეგი

45 გასროლა 170- 184 მ/წ =(((((

კროსმან პრემიუმი 0,67

ეხლა ვფიქრობ რა შეიძლება იყოს არა და 220-240 ადიან!

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 18 2014, 09:10 PM

რავარც იქნა ერთი 1377-ის კაცი გამოჩნდა რა რეალში smile.gif

მოკლედ PM-ში მოგწერე უკვე მგონი ზამბარა გინდა ძლიერი, მარა შესაბამისი ზომის მოძებმა იქნება ძნელი, ხვალ თუ ნამეტანი ნაწვიმარი არ იქნება ელიავაზე გავივლი და დავძებნი რაიმე თუ გაიჩითება.

ძლიერი დარტყმა = მეტი ჰაერის გამოსვლა = მეტ სიჩქარეს = ნაკლებ გასროლების რაოდენობას

პოსტის ავტორი: yaman Apr 19 2014, 11:35 PM

მე კიდე შეუკვეთე უდარნიკი და ეხლა ველოდები ! აი სურათი


პოსტის ავტორი: ja_ja Apr 20 2014, 08:12 AM

გუშინ ვიყავი ელიავაზე გასული მარა ნახევარზე მეტი ყველაფერი დაკეტილი იყო, ასე რომ დავბრუნდი ხელცარიელი.


პოსტის ავტორი: o.cho Apr 20 2014, 10:06 AM

რა დიამეტრის ზამბარა უნდა და დაახლოვებით რა სიძლიერის? და სიგრძე რამდენი უნდა იყოს?

პოსტის ავტორი: yaman Apr 20 2014, 11:09 AM

hi 0.cho ესეიგი მიახლოებით მასეთია

Длина 58 +/-3 мм,
Диаметр наружный 7.8 +0,2/– 0,1 мм.
Толщина проволоки 1,2 мм.
Толщина проволоки 1.0 мм.

პოსტის ავტორი: yaman Apr 20 2014, 11:20 AM

ციტატა(ja_ja @ Apr 20 2014, 09:12 AM) *
გუშინ ვიყავი ელიავაზე გასული მარა ნახევარზე მეტი ყველაფერი დაკეტილი იყო, ასე რომ დავბრუნდი ხელცარიელი.



არაუშავს რამეს ვნახავთ, გაიხარე jaja =)

პოსტის ავტორი: o.cho Apr 20 2014, 12:00 PM

yaman
რო მოიცლი მნახე

პოსტის ავტორი: yaman May 6 2014, 11:56 PM

მოკლედ გავზარდეთ 240 მდე =)))

აი 25 მეტრ შედეგი


პოსტის ავტორი: ja_ja May 7 2014, 08:27 AM

მაქსიმალური დაცილება ტყვიებს შორის რამხელაა?

ან სახაზავი დადე სურათზე ხოლმე ან დაწერე, თორემ ასე ვინ რა გავიგოთ რამხელა ზომის არის წრე? smile.gif

პოსტის ავტორი: yaman May 11 2014, 12:10 AM

ბოლო ვერსია =))))))




ბოლო შედეგი -
25 მ
JSB heavy 0.67


პოსტის ავტორი: yaman May 11 2014, 05:59 AM

.

პოსტის ავტორი: ja_ja May 11 2014, 06:18 AM

ბოლო შედეგები აშკარად შთამბეჭდავია, მაგრამ აი ქუჩაში ხეზე სროლა ცოტა არ იყოს და მიუღებელია. თან ზეპირად ვიცი ეგ ადგილი და ვეებერთელა თხოვნა იქნება მეორეთ ეგეთი რამე არ გააკეთო, საშარო საქმეა.

უცებ ავტობუსის უკნიდან ჩქარი ნაბიჯით რომ ვინმე გამოვიდეს შენ ვერც კი დაინახავ ოპტიკაში და შეიძლება გასროლის მომენტში გადაგიკვეთოს სასროლი ხაზი. მოკლედ ეგეთი რამ შემდეგში აღარ გააკეთო.

ეგ ადგილები საკმაოდ კარგად ვიცი, ყოველდღე შესვენებაზე მაგ ადგილების გავლა მიწევს, მარა ქე იცი მანდ ადრე რა შენობა იყო და ახლანდელი მთავრობა რას აპირებს, ეგეც მეორე საშარო მიზეზი smile.gif ისე კი მაგ პარკში კარკუშები კაიხანია ნევრვებს მიშლიან, მარა მაინც აპასნია, რავარც პანიკის მხრივ, ასევე რიკოშეტის, თუ სხვა რაღაცის გამო, მოკლედ ხალხმრავალ ადგილებში დაჟე დილაუთენია ნუ იზამ ხოლმე მაგისთანა რაცხაებს smile.gif

პოსტის ავტორი: yaman May 11 2014, 06:26 AM

6:00 იყო დამიჯერე აქ გავიზარდე ამ დროს არავინ დადის და შევამოწმე , მაგრამ შენიშვნა მოღებულია !!!!!

პოსტის ავტორი: geojorjika May 11 2014, 09:13 AM

yaman
საათს არა აქვს მნიშვნელობა, ვინმე გზააბნეული დაინახავს და დაიწყებს დღისით მზისით შუა ქალაქში სიარულის უნდა გეშინოდეს პნევმატური იარაღიდან გასროლილი ტყვია რომ არ მოგხვდესო და აგორდება ამაზე ერთი ამბავი, დამიჯერე რა ძლივს ა\რაღაცა დალაგდა და საბაჟOს აღარ ატრაკებს რაღაცეებზე, ძალით ნუ გავამწვავებთ

ისე შედეგები მშვენიერია

პოსტის ავტორი: yaman May 11 2014, 11:22 AM

ხო კაიიი =)))

პოსტის ავტორი: geojorjika May 11 2014, 11:30 AM

yaman
ლულა რისი აყენია?

პოსტის ავტორი: yaman May 11 2014, 11:36 AM

მარაუდერის

პოსტის ავტორი: o.cho May 11 2014, 03:17 PM

ძალიან კაი შედეგია გილოცავ მიაღწიე იმას რაც გინდოდა და ძალიან კარგადაც

პოსტის ავტორი: yaman May 11 2014, 09:28 PM

ხალხნო მატხოვეთ ნასოსი და ქრონი !!! ტესტირების მიზნით telephone.gif drinks.gif

პოსტის ავტორი: yaman May 12 2014, 07:43 PM

plz

პოსტის ავტორი: nihontoman May 12 2014, 09:01 PM

yaman
საღოლ, აი ძალიან მაგარი შედეგია. ძალიან. რაც შეეხება ნასოსს - ეეეეეეეხ... biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja May 12 2014, 09:29 PM

ნუ ქრონს კიდო გათხოვებ მარა აი ნასოსზე რა გითხრა smile.gif

პოსტის ავტორი: yaman May 12 2014, 09:38 PM

ბოლო შედეგი არც ვიცი ! ანუ 238-239 თავისი ლულით იყო ! ეხლა კიდე მარადას ლულა უყენია და მაგრად მაინტერესებს

პოსტის ავტორი: bazuka May 13 2014, 05:10 PM

ნასოსი არც მე მაქვენ

პოსტის ავტორი: yaman May 13 2014, 06:51 PM

ვოობშემ =) ბოლო შედეგი =) მადლობა jaja-ს მატხოვა ქრონი !

JSB - 0.67
200 AT 250 მ/წ ხვალ დავდებ სურათს

პოსტის ავტორი: yaman May 14 2014, 11:54 AM

160 AT

0.67 JSB


პოსტის ავტორი: ja_ja May 14 2014, 01:30 PM

yaman
ალექს კი მესმის სიხარული, მაგრამ ძალიან ძალიან დიდი თხოვნა მაქვს ასეთ დაშიფრულ მოკელ ტექსტურ ინფოეს ნუ დებ smile.gif

ნუ მე კი მივხვდი AT ნიშნავს ატმოსფეროს, 160 ნიშნავს რამდენ ატმოსფეროზე იყო რეზერვუარში წნევა 0.67 JSB გასაგებია რა ტყვიაცაა, მარა ცოოოტა უფრო ვრცლად biggrin.gif

ნუ ტიპა:

დღეს ვსინჯე ბოლო აბგრეიდის შემდეგ შემოწმება - რა სიჩქარეს მომცამდა ჩემი 1377. გავქრონე და მიჩვენა მძიმე JSB-ის ტყვიებით (0.67 - იგივე 10.2 გრანი) 249,2 მეტრ წამი. რეზერვუაში წნევა ამ დროს იყო 160 ატმოსფერო.

ძირს არის მოყვანილი შესაბამისი ფაქტის ამსახველი სურათი smile.gif



ნუ ახლა მაინცა და მაინც ასე არაა საჭირო, მარა ნუ ცოოტა მეტი ინფო smile.gif

პოსტის ავტორი: yaman May 14 2014, 02:16 PM

კარგი მაგრამ მე მაგას ქართულად სანამ დავწერ =) download.gif

პოსტის ავტორი: o.cho May 14 2014, 07:24 PM

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ეეეჰ ალექსას ამბავი რომ ვიცი ჯაჯა სანამ ამან კოლმეურნეობაზე გაცჰერებულ ტაქსს უთხრა ვეფხი და მოყმეს ძეგლთან მინდაო და გამიყვანეო მძღოლმა გლდანში მიიყვანა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif : Dმერე მე დამირეკა და მე მათქმებვინა.
ისე ძალიან მაგარი სედეგია და ვულოცავ მართლაც გამოუვიდა რასაც ფიქრობდა ალექსას ხელში დარწმუნებული ვარ რომ ეს ბოლო აპგრეიდი არაა და კიდევ გააგრძელებს ოღონდ რას უზავს უკვე აღარ ვიცი biggrin.gif

პოსტის ავტორი: nihontoman May 14 2014, 08:59 PM

o.cho
მარადიორის ლულა შეიძლება ლოტარ-ვალტერზე შეიცვალოს, რედუქტორი დაყენდეს, კონდახი ცოტა ნორმალური - კროსმანის ეგ კონდახი არაა მთლად ერგონომიული... ან ვაბშე გაბულპაპებაც შეიძლება biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja May 14 2014, 09:31 PM

nihontoman
ახლა შენ ხალხს ნუ წამლავ smile.gif მაგ ვერსიაზე რედუქტორი ვერ დაყენდება smile.gif მოვა ახლა ალექსა და მეტყვის მოდი დავაყენოთო რა რაფრა smile.gif რას მერჩი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: o.cho May 14 2014, 10:16 PM

nihontoman
მასე სურვილისამებრ წნევის აპატიც შეილება დაყენდეს და პატარა მონიტორიც კონდახში მარა აზრი? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ნუ ლულის შეცვლა ყოველთვის შეილება და კონდახისაც მარა მე ეგ დიდ მნისჰვნელოვან მოვლენად არ მიმაჩნია თუ კაცი ისედაც სიზუსტეს არ უჩივი დანარჩენი კსმეტიკაა

პოსტის ავტორი: yaman May 15 2014, 12:37 AM

გაბულპაპება კაი აზრია ისე =) და მოდერიც უკეთესიც ცუდი არ იქნებოდა ! საერთოდ არმინდა ხმო რომ გქონდეს +)))

პოსტის ავტორი: nihontoman May 15 2014, 02:24 AM

ja_ja

ჰაჰა, მეტს აღარ ვიზამ biggrin.gif


o.cho

ნუ ერგონომიული კონდახი კოსმეტიკა არაა. სულ ცოტა ხანია რაც მარადიორის ფიტოლეტთან მაქვს ურთიერთობა და ერთადერთი მინუსი ეგ კონდახია. ძალიან ცუდი არაა, უბრალოდ უკეთესიც შეიძლება ყოფილიყო. მითუმეტეს M4-ის კონდახი მგონი ძვირი არ ჯდება, აი ასეთი რომ გამოვიდეს:




ამ სურათზე სულ შიშველი ფისტოლეტი მახსენდება, სცენა რომაა ერთი, ზანგი ნაპარნიკი რომ დააძრობს ფისტოლეტს და მაყუჩის კეთებას დაიწყებს და მალე საარტილერო დანადგარს აწყობს biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja May 15 2014, 08:13 AM

nihontoman
ეს ვიღაცას კომპლექსი ჰქონდა ზომებთან დაკავშირებით და ასეთი უბედურება გააკეთა თუ რა ხდება??? smile.gif

yaman

ციტატა(yaman @ 15th May 2014 - 01:37 AM) *
მოდერიც უკეთესიც ცუდი არ იქნებოდა

მოდერი შეგიძლია დიდი დააყენო, ოღონდ არა ზომაში არამედ სიგანეში. ამჯერად მგონი ლულა სცდება რეზერვუარს, შედეგად შეგიძლია სქელი მოდერიც დააყენო, პროსტა აი ვიზუალურად რაფრა იქნება მაი საქმე არ ვიცი sad.gif

პოსტის ავტორი: nihontoman May 15 2014, 12:00 PM

ja_ja
გაერთო ალბათ მოდინგისას და biggrin.gif აი ეს ვარიანტია:





პოსტის ავტორი: o.cho May 15 2014, 06:34 PM

nihontoman
აუ ძაან ვიცინე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ალექსაც ესე გაიჩითება ბოლოს დარწმუნებული ვარ მაგის ხასიათი რომ ვიცი biggrin.gif არ მოისვენებს სანამ ლულაში ნარეზზე მეტლახს არ დააგებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 18 2014, 11:53 PM

მოკლედ ეს ფიშტო ძველმა პატრონმა გაყიდა, ახალმა კიდევ რამდენიმე თვის მერე მომიტანა შესაკეთებლად, ჰაერი გასდისო.....

ესე იგი მე იმ უკრაინელის ტიტუუუ რა smile.gif ტოესტ ახლა უკრაინელი აღარაა, უკვე რუსეთმა მიიტაცა ეგ ტერიტორია და რუსეთად ითვლება.. რაც არ უნდა იყოს, სუფთა წყლის კოლხოზი აქვს ტიპს გაკეთებული ბლიაძ რა....


ესე იგი:

1) გასდიოდა კლაპნიდან - ადრე ალექსისაც ვუთარი რა კონსტრუქცია აქვს მეთქი არ ვიცითქვა და ვერ დავშლითქვა.... მარა ფაქტია დასაშლელია, ვუტრიალე ვუტრიალე და ვნახე საიდანაც იშლება, დავშალე და ვაი დედა რა კლაპანი ვიპოვე smile.gif, დაჭყლეტილი და ვაბშე რა მგონი ნაჯახით გამოთლილი იყო, გარდა ამისა ღერძი მგონი ნახევრად გადახერხილი იყო... რას გვერჩოდა აგი რუსი ჰაა smile.gif არადა უკრაინაში (ახლა კი რუსეთში) ერთ-ერთ კარგ ოსტატად ითვლება ამის გამკეთებელი. მომიწია ახალი კლასიკური შავი პლასტმასისგან გამოჩარხვა.



2) ავაწყვე დავტენე და ჰოი საოცრებავ, ეგრევე დაიჭირა წნევა, ადრე კიდევ სანამ 60-70 ატმოსფერომდე არ დატენიდი რეზერვუარს კლაპნიდან უშვებდა, მოკლედ მეთქი მორჩა საქმე, დავურეკე გრიშას მეთქი წაიღე მზადაა მეთქი, გრიშა კიდევ მეუბნება იყოს ჯერ დააკვირდი ეგებ და კიდევ გასდისო...

რომ იცოდეს გრიშამ რა წინასწარმეტყველია ბლიაძ რა smile.gif... ჩავდივარ გარაჟში 2 დღის მერე და რს ვხედავ 45-50 ატმოსფერო გაპარულია რეზიკიდან... ვაა მეთქი, დავტენე ბოლომდე ამოვიტანე სახლში და ჩავაყუდე ცხვირით ვანაში... ეგრევე მანომეტრის ქვევიდან გამოუშვა ბუშტულები...

ნუ კაი მეთქი, პაკლი ალბათ და ეგაა რა თქვა... მოვხსენი მანომეტრი და ჩემს მტერს ბლიაძ smile.gif რეზბა ისეთი მოჭრილია რომ ყანყალებს მანომეტრი, პაკლი კიდევ რამდენიც გინდა ჩააყოლე ვერ იჭერს smile.gif, იმ უკრაინელის მიერ ჩაყოლებული რეზინა მისრესილია და რომ ვუყურებ რეზინის ბუდე ამოჭრილი არცაა, რაცხა თხელი კანავკაა ამოჭრილი... იასნია რეზინა ვერ ეტევა მაგ თხელ კანაოში და რეზინა გადეთ გამოდის 200 ატმოსფეროს ზემოქმედებით, პაკლი არ იჭერს და იასნია ჰაერი გასდის გრიალ გრიალით



ნუ კაი რას ვიზამდი, გასაგებია რომ რეზინის ბუდეა ახალი გასაკეთებელი, ზედაპირი გასასუფთავებელი. მოველაპარაკე ამ საქმისთვის ნორიკას, რადგან მეთქი მთლიანად რეზიკს ჩავდებ სტანოკში თქო, რომ დაშლები აღარ დავიწყო მეთქი, ჩემს პატარა სტანოკში არ ჩაეტია ამხელა მახინა, ახალი დიდი სტანოკი კი ჯერ არ დამიქოქია, ამიტომაც მეთქი ნორიკ Help ბლიაძ smile.gif ნორიკამაც არ დაიზარა და გავაკეთე რაც საჭირო იყო 5 წუთში.

მოვედი სახლში დავტენე, ჩავაყოფინე თავი ვანაში და მორჩა უბედურება აღარ უშვებს ჰაერს მანომეტრიდან smile.gif, მეთქი დროა გრიშას დავურეკო, მაგრამ უკვე შიშებმა გამაჩერეს smile.gif დავტოვე მთელი საღამო და მეორე დღეს დილით რომ ვნახე ისევ 20-25 ატმოსფერო ჰქონდა დაკლებული smile.gif მეთქი შანსი არაა ბლიაძ არაააააააააააააააააააა!!! biggrin.gif

3) წავიდა კიდევ ერთხელ ბანაობა და ახალი ხარვეზის ძებნა, ამჯერად აღმოვაჩინე ახალი ადგილი, ანუ იმ უკრაინელ რუსს ეწერა რომ ექსცენტრიკში აქვს გათლილი, მაღალი ინჟინრული დონეა, მთელი მათემატიკური გათვლებია... ვაი და ვუი და აღმოჩნდა რომ არანაირი ექსცენტრიკი არაა აქვს გაკეთებული, არამედ თურმე ისევე მარტივად აკეთებს რეზიკებს როგორც მე ვაკეთებ ბალონებზე გადამყვანებს, ანუ ცალკე დეტალად ახრახნის რეზერვუარში კპალნის ტანს smile.gif (ნუ მამენტ რაც იოლად კეთდება ტავი რატომ უნდა იწვალო, მარა ქულებს რაღას იწერს ეს მამაძაღლი რომ მთელი ჩალიჩია დახარჯული ამ საქმეზე?) ამასობაში რეზერვუარის პრობკაზე ისეთი ანათალია (საჭრისის კვალი ჩანს არა კონცენტრული წრეების სახით, არამედ ნახევარ მთვალის ზოლების სახით) რომ უნებლიედ იფიქრებ მართლა ექსცენტრიკში აქვს ტიპს გათლილიო, მარა ნურას უკაცრავად მხოლოდ ვიზუალური ფოკუსნიკობა აქვს ჩატარებული smile.gif

ასეა თუ ისე აღმოჩნდა რომ ახალ ამ ჩახრახვნის ადგილიდან უშვებს smile.gif დავშალე და ვავა რა დევინახე, პაკლის ნარჩენები, პლიუს გასრესილი რეზინა, პლიუს რაცხა სტრანნი ზომის რეზბა....





აღარ ვიცი რა ვქნა, ნუ იასნია ამასაც გავასწორებ, მაგრამ მერე კიდევ სადმე თუ გააპარა ამ რეზიკმა ჰაერი, მე ამის დედაც, გადასაგდებია სადმე შორს ბლიაძ smile.gif


P.S. ყველაზე გულდასაწყვეტი ისაა რომ ასეთი იავნი ბრაკის მწარმოებლები ითვლება კარგ ხელოსნებად, დონე პროდუქციას უშვებენ და რავი ხოტბას ასხავს მთელი ინტერნეტი...

არა, მე და ჟორამ რომ დავინახეთ ეს რეზიკი, გარეთა დამუშავების ხარისხით კი მივხვდით ეგრევე რომ რაცხა ნიტო დონეა და ზედმეტი ქება დიდებაა აქვს ავტორს, მარა რას ვიტყოდით smile.gif ავტორიტეტი ისეთი რამეა რომ ვერ შეეკამათები, მაგრამ ახლა რომ დავშალე ყველაფერი, ვხედავ რომ მაგ ხოტბა შესხმული ავტორიტეტის უკან არაფერიც არა დგას. სუფთა წყლის რუსული ნაჯახით გამოთლილი ნაკეთობაა ბლიაძ smile.gif

პოსტის ავტორი: gregory Nov 19 2014, 07:57 AM

ეს რა ჭირი შევიტენე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 19 2014, 09:53 AM

შენც მერე რავა ყველაფერს ყიდულობ ხოლმე smile.gif... მამენტ ზატო მე გავიმართე წელში, მეგონა რომ რაღაც სუპერ კონსტრუქციებს ქმნიდა სასტავი და ვფიქრობდი ეჰ მე როდის დავეწევი მეთქი და თურმე მე რასაც ვაკეთებ ნუ კაკ მინიმუმ 2-3 თავით ჯობია, ქართული ყეყეჩობით კი შეიძLება ითქვას 1000 თავით ჯობია smile.gif

არა და საცოდავი ნორიკა ბლიაძ... რასაც მე მაგ საცოდავს ვუტრაკებ ხოლმე რომ აი ასე უნდა ქნა აი ასეთი ხარისხი უნდა იყოს აი ასეთი სიზუსტეებია საჭირო... თურმე დაიკიდე რა ბლიაძ smile.gif აკეთე და პროსტა აგრესიული რეკლამა აწარმოე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: gregory Nov 19 2014, 12:49 PM

ეგრეც ვიცოდი რომ მადლობა გაქვს მოსახდელ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ხომ ხედავ როგორ აგიწიე "სამომნენიე" biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 19 2014, 09:02 PM

დღეს კიდო გამაცოფა smile.gif გავაკეთე ის ადგილი რომელზეც გუშინ ვწერდი და ახლა წვრილი ღერძი რომაა სადაც კლაპანი ზის, ე იქედან დაიწყო გამოშვება smile.gif გავიხიე სიცილით smile.gif

ეგეც გავაკეთე და სიჩქარეში მივქარე, ბურბუშელების ამოწმენდა დამავიწყდა, ავაწყვე დავტენე და კლაპნიდან დაიწყო გაშვება.. კაროჩე კლაპნის პლასტმასი გავაფუჭე... ნერვები არ მეყო დღეს რომ ახალი გამომეთალა დავცალე და მივაგდე smile.gif

ხვალ გამოვთლი მაგ უბედურებას და იმედია მორჩება ეს უსასრულო ეპოპეა ბლინ....

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 19 2014, 10:16 PM

ja_ja

ეგ რომ დავიჭირე ხელში კი გითხარი ჩემი აზრი და ჰა დაშალე და biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მოკელდ რა , მთავარია პიარი და მძ..ერს ოქროდ გაყიდი ,

ამ ყველაფრის ფონაზე ძალიან მაინტერესებს იგივე ედგანის და კრიკეტის შიგნეულობა smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services