გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> AirForce Condor SS PCP Air Rifle, Spin-Loc, პნევმატიკა მფლობელის თვალით
pilotina
პოსტი Feb 27 2015, 11:55 PM
პოსტი #1


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,338
რეგისტრ.: 22-September 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,990
ქალაქი:თბილისი



მოგესალმებით ფორუმელებო,
ახლავე მინდა ერთი შენიშვნა გავაკეთო: ეს არ არის თოფის სრული რეპორტი, ეს არის პირველი შთაბეჭდილება... სრულ რეპორტს გპირდებით, ცოტა ხანში დავდებ, როცა ყველა იმ აპგრეიდს გაუკეთებ, რაც ჩაფიქრებული მაქვს.
ასევე გადვწყვიტე ახალი თემის გახსნა, რადგან კი არის აქ AF Talon-ის სრულზე სრული განხილვა, მაგრამ განხილული Talon-ი საკმაოდ ადრინდელი მოდელია, მას მერე თოფში რაღაც-რაღაცეები შეცვალა მწარმოებელმა და თანაც ეს Condor-ია და არა Talon-ი.
დავიწყებ იმით, თუ რატომ მაინც და მაინც Condor-ი?
გემოვნებაზე როგორც მოგეხსენებათ არ დაობენ, (თუმცა ზოგი ამბობს, რომ დაობენ), ამ თოფში პირველ რიგში მომხიბლა მინიმალისტურმა დიზაინმა და აპგრეიდის პრაქტიკულად უსასრულო შესაძლებლობამ. დიზაინიდან გამომდინარე, თავიდან ცოტა ეჭვს იწვევდა თუ რაოდენ კომფორტული იქნებოდა სროლის დროს, მაგრამ გარწმუნებთ, ხელში დავიჭირე თუ არა მაშინვე მივხვდი, რომ ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ ჰქონდა.
ოპტიკიანად თოფს პრაქტიკულად იდეალური ბალანსი აქვს, სიმძიმის ცენტრი განლაგებულია ზუსტად სასხლეტის დამცავის წინ, რაც ისედაც მსუბუქ თოფზე უფრო მსუბუქის შეგრძნებას ტოვებს.
თუმცა, მოდით ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ...
თოფი შეუკვეთე პირამიდაზე, ოპტიკა HAWKE SIDEWINDER 30 6x24-56 ამაზონზე, ასევე პირამიდაზე შეუკვეთე აქსესუარები , რომლებიც ფოტოზე ჩანს (ოპტიკის ასამაღლებელი რელსი და ბიპოდის დასამაგრებელი პიკატინი)
სამი დღის უკან ჩამომივიდა მთელი კომპლექტი უპრობლემოდ, წამოვიღე სახლში, გავხსენი და დამხვდა ეს:
(ხო, ფერი სპეციალურად ეგეთი შევარჩიე, ჯერ ერთი ნაღდ იარაღს არ გავს, ზედმეტი კითხვების თავიდან ასცილებლად და მეორეც, შავი მომბეზრდა უკვე, თან ჩემი მარადაც შავია, ასე რომ, რაღაც განსხვავებული მომინდა.)

შეფუთული იყო ასე, თუმცა ეჭვი მაქ ჩვენმა მებაჟეებმა აფათურეს მანდ ხელი...რადგან ამას გარე ყუთიც უნდა ჰქონოდა, კარდონისფერი...



ესეც შიგთავსი, როგორც ხედავთ Talon-ივით ე.წ. აქაფებულ რეზინაში არ დევს, არამედ, უბრალო კარდონში ( აირ ფორსმა ეტყობა ყუთზე ეკონომიის გაკეთება გადაწყვიტა)



ესეც ოპტიკა. რავი მარადაზეც Hawke მიყენია და ძაან კმაყოფილი ვარ, ასე, რომ ახალ ფიშტოზეც იგივე ბრენდის ოპტიკის დაყენება გადავწყვიტე.






მოკლედ გავხსენი და დავიწყე აწყობა






და საბოლოო ჯამში მივიღე ეს გადარეული ( თუ რატოა გადარეული, ამას მოგვიანებით მოგახსენებთ)






ეხლა რაც შეეხება განსხვავებებს ზველ და ახალ ვერსიებს შორის
პირველ რიდში ეს არის რეზერვუარის მანომეტრი და სწრაფი დატენვის პორტი, რომლებიც ძველ ვერსიაზე არ იყო და საკმაოდ ბევრ გულისწყრომას და შენიშვნას იმსახურებდა აირფორსის მიმართ. ეხლა რეზერვუარის დასატენად აღარ არის საჭირო მისი მოხსნა.




ესეც მანომეტრი, მინდა გითხრათ, რომ AirForce-ის მანომეტრი მარადასგან განსხვავებით ძალიან ზუსტია, პრაქტიკულად იგივე წნევას აჩვენებს რასაც ხელის ტუმბოს მანომეტრი, რამაც სასიამოვნოდ გამაკვირვა



კიდევ ერთი სიახლე, ეს არის ე.წ. spin-lock sistem რომელიც საშუალებას გვაძლევს რეზერვუარი ტრიალის გარეშე მივამაგროთ თოფზე , ამისთვის მოყვება სპეციალური ხელსაწყო





როგორც მოგეხსენებათ ადრინდელი condor-ები და talon-ები რბილად რომ ვთქვათ სიჩუმით არ გამოირჩეოდნენ, ახალი თაობის კონდორის ყველაზე დიდი ინოვაცია ჩემი აზრით არის ე.წ. sound lock სისტემა, რომელმაც მართლაც გამაკვირვა, ასეთ რამეს არ მოველოდი...
ყველას მოგეხსენებათ თუ რაოდენ ჩუმია მარადა, მაგრამ გასროლისას მაინც რაღაც ჰაერის ხმა ისმის, ახალი კონდორი 240-310 მ/წმ დიპაზონში პრაქტიკულად უხმოა, ისმის მხოლოდ ე.წ. დამრტყმელის ხმა და მერე ტყვიის მიზანში მოხვედრის ხმა, ეგაა და ეგ, და არამც და არამც არ ვაზვიადებ...
და ეს ყველაფერი sound lock წყალობით.





თუმცა, აქვე მინდა ავღნიშნო, რომ გადასცდება თუ არა ტყვიის სიჩქარე ბგერისას, ანუ 330მ/წმ-ს უკვე არავითარი sound lock სისტემა აღარ შველის და ხმა აქ კაი გეკოსავით, თუ მეტი არა...

ეხლა გადავიდეთ სროლაზე, კერძოდ სიჩქარის დასარეგულირებელზე, სროლების რაოდენობაზე, წნევაზე და ა.შ. და აქ მიხვდებით თუ რატოა ეს თოფი გადარეული და რას ვაპირებ მის გასახედნად smile.gif

ესე იგი თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ მიზანში სროლა რასაც ჰქვია, არ მისვრია, უბრალოდ დავკიდე სამიზნეები, რომ ამდენი რტყვია ტყუილა ჰაერში არ მესროლა, თან ქარიც მიშლიდა ხელს და თან მაინცდამაინც დიდი მონდომებით არ უმიზნებდი, დღეს სხვა რამე მაინტერესებდა და მიზანში სროლის რეპორტს მოგვიანებით დავდებ, როცა დრო და ამინდი შემიწყობს ხელს.
და მაინტერესებდა კერძოდ რა? რა და სიჩქარეების დიაპაზონი და რამდენ ასე თუ ისე ნორმალურ გასროლას ეყოფოდა ერთი დატენვა.
მაშ ასე, დავიწყეთ
ნაშუადღევს ჩავალაგე ბარგი-ბარხანა და ავედი ზღვაზე, უფრო სწორად ზღვის მაღლა მთაში.
გავაწყვე თოფი,ქრონი და შეუდექი საქმეს. სიმძლავრის დასაყენებელი დავაყენე მინიმალურ ნიშნულზე, ანი 1-ზე, რადგან გუშინ როდესაც სახლში გავაკეთე რამოდენიმე საცდელი გასროლა 5 ნიშნულზე, ბოლომდე დატენილი ბალონით 10.34 გრანიანი JSB-ით, მომცა 353 მ/წმ, და ბალონში წნევის ვარდნისას, მოგეხსენებათ სიჩქარეც იმატებს, რასაც ქვევით მოყვანილ ცხრილში იხილავთ.
ეხლა წარმოდგენაც მიჭირს რა სიჩქარეს მომცემს 2400-2500 psi-ზე, რომელიც ამ კონკრეტული თოფის მაქსიმალური სიმძლავრის წნევაა, და თანაც კიდე თუ სიჩქარის, სიმძლავრის) მარეგულირებელს მაქსიმუმზე, ანუ 13-ზე დავაყენებ. (აი რატომაცაა გადარეული).
რადგანაც ასეთი სიჩქარეები არაფრად გვჭირდება დავაყენე მარეგულირებელი მინიმუმზე, ანუ 1-ზე, და აი რა მივიღე



AirForce Condor ss 18' 0.177 PW-1 (min)

1. 241 3000 PSI
2. 245
3. 245
4. 244
5. 243
6. 244
7. 246
8. 243
9. 245
10. 241
11. 243
12. 242
13. 249
14. 244
15. 245
16. 249
17. 247
18. 244
19. 245
20. 246
21. 247
22. 254
23. 248
24. 251
25. 252
26. 251
27. 256
28. 255
29. 253
30. 257
31. 254
32. 256
33. 256
34. 258
35. 259
36. 259
37. 258
38. 262
39. 262
40. 260
41. 266
42. 260
43. 265
44. 268
45. 270
46. 262
47. 262
48. 274
49. 266
50. 265
51. 271
52. 278
53. 272
54. 285 ***
55. 280
56. 276
57. 284
58. 287
59. 287
60. 287
61. 291
62. 287
63. 288
64. 296
65. 287
66. 290
67. 288
68. 293
69. 284
70. 294
71. 300
72. 305
73. 310
74. 303
75. 309
76. 306
77. 294
78. 310
79. 306
80. 309 2300 PSI

მიაქციეთ ყურადღება, 80 გასროლა აღმავალი სიჩქარით და შევჩერდი თოფის ოპტიმალურ წნევაზე, რადგან უკვე არც ტყვიების ხარჯვა მინდოდა(მითუმეტეს პირამიდაზეც დეფიციტი გახდა 10.34 გრანიანი JSB, წინასწარი შეკვეთა გაუკეთე ერთი კვირის უკან, და 9 მარტს იქნება მხოლოდ სტოკში სავარაუდოდ sad.gif ) და რისი გაგებაც მინდოდა გავიდე, ანუ ასეთი პარამეტრებით დარეგულირებული ეგ თოფი კიდევ მინიმუმ 100 გასროლას გააკეთებს, ეს იქიდან მოვიტანე, რომ გუშინ სახლში რო ვტესტავდი, 1500 psi-ზე თოფი ჯერ კიდევ 275-280 მ/წმ-ით ისროდა.
აი რას ნიშნავს 490 კუბიკიანი რეზერვუარი, თუმცა ამას მეორე მხარეც აქვს, როცა ცარიელი რეზიკის დატუმბვა დავიწყე დაახლოებით 450 ბუქნის გაკეთება მომიწია, გამწყვიტა წელში smile.gif , აქვე ავღნიშნავ, რომ 2300-იდან 3000 psi-მდე დატუმბვას დაახლოებით 120-130 ბუქნი სჭირდება, მაშინ, როდესაც მარადას დასატუმბათ 1600-დან 3000 psi-მდე 110-120 ბუქნი სჭირდება.
ეხლა ყველაზე საინტერესო, ანუ რა აპგრეიდის გაკეთებას ვაპირებ.
პირველ რიგში, რომ მოვთოკო ეს არაადეკვატური ენერგია ვაყენებ ALTAROS რედუქტორს, რომელსაც დავარეგულირებ ისე, რომ მომცეს 290-295 მ/წმ, ეს ყველაზე ადეკვატური სიჩქარეა ჩემი აზრით, ეს კიდე მომცემს პრაქტიკულად ''უსასრულო'' გასროლების რაოდენობას, რედუქტორი გზაშია და იმედია მაქსიმუმ 2 კვირაში ჩამოვა



პლიუს ამას გადამშვები კლაპნის სპეციალური თავი, რომელსაც აქვს 3 კვეთა: დიდი, საშუალო და მცირე (გზაშია)
მართალია ეს თოფი არის 0.177 კალიბრში, თუმცა თუ გახსოვთ დასაწყისში მოგახსენეთ, რომ მას აქვს აპგრეიდის უზარმაზარი საშუალება, ასე რომ ვიყურებით წინ, მომავალში smile.gif



ერთ-ერთი რაც არ მომეწონა ეს არის ე.წ. პისტოლეტის სახელურის ფორმა-ზომა, ჩემი ხელისთვის საკმაოდ ვიწროა და მიწევს სასხლეტზე თითის ლამის მეორე ფალანგით დაჭერა, რაც დამეთანხმებით არც თუ ისე მოსახერხებელია. ამიტომ ვცვლით სტოკ სახელურს აი ამაზე: (გზაშია)



მეორე რაც ჩემი აზრით რბილად რომ ვთქვათ, არც ისე მოსახერხებელია, არის ე.წ. კონდახი, ანუ იგივე ჰაერის რეზერვუარი, ამიტომ ვამატებთ ამას (გზაშია):



და მესამე, რაც ჩემი შეხედვით არც თუ მთლად ჯდება თოფის დიზაინში არის სასხლეტის დამცავი, ამიტომ ისიც შეიცვლება ამით (გზაშია):



მოკლედ ეს იყო რაც მინდოდა გამეზიარებინა ამ ეტაპზე, უახლოეს მომავალში, როცა ჩამომივა ყველა ის ნაწილი რაც ჩამოგითვალეთ და მიუსადაგებ ჩემს გემოზე, კიდევ მოგახსენებთ შედეგებს, პლუს დავტესტავ სხვადასხვა ტყვიებზე და მანძილებზე.
უჰ, რამდენი დამიწერია, იმედია თავი არ მოგაბეზრეთ. smile.gif


>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- pilotina   AirForce Condor SS PCP Air Rifle, Spin-Loc   Feb 27 2015, 11:55 PM
- - geojorjika   კიდევ ერთხელ გილოც...   Feb 28 2015, 12:07 AM
- - Power_VANO   გილოცავ, 10-იანებში ...   Feb 28 2015, 12:15 AM
- - pilotina   geojorjika Power_VANO დიდი მადლ...   Feb 28 2015, 12:26 AM
- - ბაიკერი   მშვიდობაში. ძAლიან ...   Feb 28 2015, 12:28 AM
- - archi_daili   გილოცავ მშვენიერი ...   Feb 28 2015, 12:37 AM
- - pilotina   ბაიკერი მადლობა, გ...   Feb 28 2015, 12:57 AM
- - cz80   მშვიდობაში , სასურ...   Feb 28 2015, 03:35 AM
- - mister_io   გილოცავ შენაძენს , ...   Feb 28 2015, 03:44 AM
- - ja_ja   ვაა გილოცავ კაი შე...   Feb 28 2015, 09:19 AM
- - Davitus   გაიხარე კარგი რეპო...   Feb 28 2015, 09:28 AM
- - ikaaa   გილოცავ მართლა კა...   Feb 28 2015, 11:11 AM
- - pilotina   cz80 mister_io გაიხარეთ, მა...   Feb 28 2015, 11:30 AM
- - Multi-Tool   pilotina გილოცავ! ძალ...   Feb 28 2015, 02:55 PM
- - koknar   pilotina გილოცავ, მაგარ...   Feb 28 2015, 04:24 PM
- - pilotina   Multi-Tool koknar მადლობა, მო...   Feb 28 2015, 05:06 PM
- - ბაიკერი   pilotina FX revolution. პოლუავტო...   Feb 28 2015, 05:30 PM
- - nihontoman   pilotina გილოცავ. მადლო...   Feb 28 2015, 09:43 PM
|- - kubi11   ციტატა(nihontoman @ Feb 28 2015, ...   Mar 2 2015, 04:04 PM
- - maqsimusa   pilotina გილოცავ ძაან მ...   Feb 28 2015, 11:05 PM
- - pilotina   nihontoman გაიხარე, მადლ...   Feb 28 2015, 11:20 PM
- - ja_ja   pilotina Davitus აუ ახლა ნუ ა...   Mar 1 2015, 08:07 AM
- - okela84   უი რა მსუბუქია, ოპტ...   Mar 1 2015, 11:59 AM
- - Ex3   გილოცავ, bullseye ბში,მა...   Mar 1 2015, 05:15 PM
- - nihontoman   Ex3 ტყვიები მძიმეა კ...   Mar 1 2015, 05:31 PM
- - gela   ხოშიანი თოფია, მშვ...   Mar 2 2015, 09:58 PM
- - pilotina   Ex3 gela მადლობა, გაიხა...   Mar 2 2015, 10:34 PM
- - SCORPIONS   pilotina გილოცავ! სიმა...   Mar 2 2015, 11:22 PM
- - pilotina   SCORPIONS ციტატა(SCORPIONS @ 3rd...   Mar 2 2015, 11:48 PM
- - bazuka   pilotina გილოცავ, მართლ...   Mar 3 2015, 10:21 AM
|- - ბაიკერი   ციტატა(bazuka @ Mar 3 2015, 11...   Mar 3 2015, 10:43 AM
- - pilotina   bazuka ციტატა(bazuka @ 3rd Marc...   Mar 3 2015, 11:14 AM
- - archi_daili   pilotina რას იწონის ეს მ...   Mar 3 2015, 01:22 PM
- - pilotina   archi_daili ციტატა(archil @ 3rd ...   Mar 3 2015, 04:52 PM
- - Multi-Tool   pilotina ძალიან მაინტერ...   Mar 3 2015, 06:23 PM
- - pilotina   Multi-Tool ციტატა(gabrichidzegocha ...   Mar 3 2015, 06:52 PM
- - Multi-Tool   pilotina მადლობა, მაგრა...   Mar 3 2015, 08:47 PM
- - pilotina   Multi-Tool ციტატა(gabrichidzegocha ...   Mar 3 2015, 09:16 PM
- - ja_ja   თემა გასუფთავებულ...   Mar 4 2015, 09:49 AM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   თოფი პირდაპირ გეუბ...   Mar 4 2015, 02:21 PM
- - pilotina   ხ.მ.ე.ლ.ო მადლობა ...   Mar 4 2015, 03:32 PM
- - koknar   pilotina ერთი სამნაირი ...   Mar 4 2015, 06:06 PM
- - ბაიკერი   რატო ჩაკვდა ეს თემ...   Mar 17 2015, 10:42 AM
- - pilotina   არ ჩამკვდარა, რედუ...   Mar 17 2015, 11:17 AM
- - dawiti   pilotina გილოცავ მოგვია...   Mar 17 2015, 09:21 PM
- - pilotina   dawiti მადლობა, გაიხარ...   Mar 17 2015, 09:24 PM
- - pilotina   მოკლედ ვიფიქრე დღე...   Mar 28 2015, 07:15 PM
- - SCORPIONS   pilotina ციტატა(pilotina @ 28th ...   Mar 28 2015, 07:40 PM
- - pilotina   SCORPIONS ციტატა(SCORPIONS @ 28t...   Mar 28 2015, 07:43 PM
- - Multi-Tool   ციტატა(pilotina @ 28th March 2015...   Mar 28 2015, 08:25 PM
- - SCORPIONS   pilotina მაინც ვერ გავიგ...   Mar 28 2015, 08:49 PM
- - maqsimusa   ციტატა(pilotina @ 28th March 2015...   Mar 28 2015, 08:51 PM
- - SCORPIONS   maqsimusa მეთქვი,მარტო...   Mar 28 2015, 09:07 PM
- - pilotina   რა ვერ გაიგეთ კაცო...   Mar 28 2015, 10:40 PM
- - Power_VANO   სადაა მოდერი, მიხე...   Mar 28 2015, 10:43 PM
- - Multi-Tool   ციტატა(maqsimusa2 @ 28th March 20...   Mar 28 2015, 10:43 PM
- - SCORPIONS   pilotina გასაგებია! გმ...   Mar 28 2015, 10:45 PM
- - datka25   ციტატა(pilotina @ 28th March 2015...   Mar 28 2015, 10:48 PM
- - pilotina   SCORPIONS ციტატა(datka250885 @ 2...   Mar 28 2015, 10:53 PM
- - SCORPIONS   pilotina გმადლობ. ჩემი ვ...   Mar 28 2015, 10:57 PM
|- - datka25   ციტატა(SCORPIONS @ Mar 28 2015, 1...   Mar 28 2015, 11:12 PM
- - pilotina   SCORPIONS ციტატა(SCORPIONS @ 28t...   Mar 28 2015, 11:11 PM
- - SCORPIONS   pilotina მაიცა,მაიცა, ჩე...   Mar 29 2015, 06:56 AM
- - ja_ja   SCORPIONS maqsimusa აუ ამას ქვ...   Mar 29 2015, 01:17 PM
- - SCORPIONS   ja_ja 2x2 ვიცი რო ორია და ...   Mar 29 2015, 01:22 PM
- - mister_io   ციტატა(pilotina @ Mar 28 2015, 11...   Mar 29 2015, 02:20 PM
- - Ex3   SCORPIONS გრამი არაა სხვ...   Mar 29 2015, 02:29 PM
- - SCORPIONS   Ex3 ციტატა(Ex3 @ 29th March 2015...   Mar 29 2015, 03:59 PM
- - ja_ja   Ex3 SCORPIONS ე ბიჯო თუ აკვ...   Mar 29 2015, 09:16 PM
- - SCORPIONS   ja_ja ოკ   Mar 29 2015, 09:25 PM
- - mister_io   შემოისეირნებს მერ...   Mar 29 2015, 11:50 PM
- - pilotina   მოგესალმებით ყველ...   Apr 20 2015, 10:28 PM
- - geojorjika   აფიგეწ , როგორ ვიყი...   Apr 20 2015, 10:44 PM
- - pilotina   geojorjika ოოოოოო მაგ ფი...   Apr 20 2015, 10:47 PM
- - geojorjika   pilotina გილოცავ, გილოც...   Apr 20 2015, 10:50 PM
- - SCORPIONS   pilotina რა უნდა გაყიდო,...   Apr 20 2015, 10:51 PM
- - geojorjika   ეხლა მთავარია შედე...   Apr 20 2015, 10:54 PM
- - pilotina   geojorjika ციტატა(giorgi @ 20th ...   Apr 20 2015, 11:03 PM
- - Multi-Tool   ციტატა(giorgi @ 20th April 2015 ...   Apr 20 2015, 11:08 PM
- - pilotina   Multi-Tool მადლობა გოჩა, ...   Apr 20 2015, 11:12 PM
- - Multi-Tool   ციტატა(pilotina @ 21st April 2015...   Apr 20 2015, 11:21 PM
- - ბაიკერი   pilotina ეგ შეშას დიდ ნა...   Apr 20 2015, 11:22 PM
- - pilotina   Multi-Tool ციტატა(gabrichidzegocha ...   Apr 20 2015, 11:25 PM
- - ja_ja   ლოს კაიფოს და გადა...   Apr 21 2015, 12:28 PM
- - pilotina   ja_ja კი, ვარიდებ შეძლ...   Apr 21 2015, 12:38 PM
- - gocha311   ვააახ მართლა ხელოვ...   Apr 21 2015, 10:06 PM
- - SCORPIONS   gocha311 ციტატა(gocha311 @ 21st ...   Apr 21 2015, 10:11 PM
|- - maqsimusa   ციტატა(SCORPIONS @ Apr 21 2015, 1...   Apr 21 2015, 11:10 PM
|- - SCORPIONS   ციტატა(SCORPIONS @ Apr 21 2015, 1...   May 8 2015, 11:14 PM
- - SCORPIONS   maqsimusa ოკ. მაგარი ის ი...   Apr 21 2015, 11:23 PM
- - Power_VANO   pilotina მეც გილოცავ, მშ...   Apr 29 2015, 03:49 PM
- - pilotina   Power_VANO მადლობა, გაიხ...   Apr 29 2015, 05:03 PM
- - Power_VANO   pilotina ჰოო, თან კანონი...   May 1 2015, 08:29 AM
- - ბაიკერი   Power_VANO ბიძინას და მის...   May 1 2015, 02:19 PM
- - SCORPIONS   pilotina ლულას ნუ აცივებ...   May 7 2015, 11:17 PM
- - pilotina   SCORPIONS ციტატა(SCORPIONS @ 8th...   May 8 2015, 07:19 PM
- - ბაიკერი   pilotina ყველაზე მაგარი...   May 8 2015, 07:24 PM
- - pilotina   ბაიკერი   May 8 2015, 08:13 PM
- - SCORPIONS   ბაიკერი ციტატა(ბა...   May 8 2015, 09:55 PM
- - ja_ja   ყველაფრის სიყვარუ...   May 9 2015, 03:41 PM
3 გვერდი V   1 2 3 >


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 09:36 AM
Hosted by Pro-Service