თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ პნევმატიკა მფლობელის თვალით _ AirForce Condor SS PCP Air Rifle, Spin-Loc

პოსტის ავტორი: pilotina Feb 27 2015, 11:55 PM

მოგესალმებით ფორუმელებო,
ახლავე მინდა ერთი შენიშვნა გავაკეთო: ეს არ არის თოფის სრული რეპორტი, ეს არის პირველი შთაბეჭდილება... სრულ რეპორტს გპირდებით, ცოტა ხანში დავდებ, როცა ყველა იმ აპგრეიდს გაუკეთებ, რაც ჩაფიქრებული მაქვს.
ასევე გადვწყვიტე ახალი თემის გახსნა, რადგან კი არის აქ AF Talon-ის სრულზე სრული განხილვა, მაგრამ განხილული Talon-ი საკმაოდ ადრინდელი მოდელია, მას მერე თოფში რაღაც-რაღაცეები შეცვალა მწარმოებელმა და თანაც ეს Condor-ია და არა Talon-ი.
დავიწყებ იმით, თუ რატომ მაინც და მაინც Condor-ი?
გემოვნებაზე როგორც მოგეხსენებათ არ დაობენ, (თუმცა ზოგი ამბობს, რომ დაობენ), ამ თოფში პირველ რიგში მომხიბლა მინიმალისტურმა დიზაინმა და აპგრეიდის პრაქტიკულად უსასრულო შესაძლებლობამ. დიზაინიდან გამომდინარე, თავიდან ცოტა ეჭვს იწვევდა თუ რაოდენ კომფორტული იქნებოდა სროლის დროს, მაგრამ გარწმუნებთ, ხელში დავიჭირე თუ არა მაშინვე მივხვდი, რომ ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ ჰქონდა.
ოპტიკიანად თოფს პრაქტიკულად იდეალური ბალანსი აქვს, სიმძიმის ცენტრი განლაგებულია ზუსტად სასხლეტის დამცავის წინ, რაც ისედაც მსუბუქ თოფზე უფრო მსუბუქის შეგრძნებას ტოვებს.
თუმცა, მოდით ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ...
თოფი შეუკვეთე პირამიდაზე, ოპტიკა HAWKE SIDEWINDER 30 6x24-56 ამაზონზე, ასევე პირამიდაზე შეუკვეთე აქსესუარები , რომლებიც ფოტოზე ჩანს (ოპტიკის ასამაღლებელი რელსი და ბიპოდის დასამაგრებელი პიკატინი)
სამი დღის უკან ჩამომივიდა მთელი კომპლექტი უპრობლემოდ, წამოვიღე სახლში, გავხსენი და დამხვდა ეს:
(ხო, ფერი სპეციალურად ეგეთი შევარჩიე, ჯერ ერთი ნაღდ იარაღს არ გავს, ზედმეტი კითხვების თავიდან ასცილებლად და მეორეც, შავი მომბეზრდა უკვე, თან ჩემი მარადაც შავია, ასე რომ, რაღაც განსხვავებული მომინდა.)

შეფუთული იყო ასე, თუმცა ეჭვი მაქ ჩვენმა მებაჟეებმა აფათურეს მანდ ხელი...რადგან ამას გარე ყუთიც უნდა ჰქონოდა, კარდონისფერი...

http://pix.ge/

ესეც შიგთავსი, როგორც ხედავთ Talon-ივით ე.წ. აქაფებულ რეზინაში არ დევს, არამედ, უბრალო კარდონში ( აირ ფორსმა ეტყობა ყუთზე ეკონომიის გაკეთება გადაწყვიტა)

http://pix.ge/

ესეც ოპტიკა. რავი მარადაზეც Hawke მიყენია და ძაან კმაყოფილი ვარ, ასე, რომ ახალ ფიშტოზეც იგივე ბრენდის ოპტიკის დაყენება გადავწყვიტე.

http://pix.ge/

http://pix.ge/


მოკლედ გავხსენი და დავიწყე აწყობა

http://pix.ge/

http://pix.ge/


და საბოლოო ჯამში მივიღე ეს გადარეული ( თუ რატოა გადარეული, ამას მოგვიანებით მოგახსენებთ)

http://pix.ge/

http://pix.ge/


ეხლა რაც შეეხება განსხვავებებს ზველ და ახალ ვერსიებს შორის
პირველ რიდში ეს არის რეზერვუარის მანომეტრი და სწრაფი დატენვის პორტი, რომლებიც ძველ ვერსიაზე არ იყო და საკმაოდ ბევრ გულისწყრომას და შენიშვნას იმსახურებდა აირფორსის მიმართ. ეხლა რეზერვუარის დასატენად აღარ არის საჭირო მისი მოხსნა.

http://pix.ge/


ესეც მანომეტრი, მინდა გითხრათ, რომ AirForce-ის მანომეტრი მარადასგან განსხვავებით ძალიან ზუსტია, პრაქტიკულად იგივე წნევას აჩვენებს რასაც ხელის ტუმბოს მანომეტრი, რამაც სასიამოვნოდ გამაკვირვა

http://pix.ge/

კიდევ ერთი სიახლე, ეს არის ე.წ. spin-lock sistem რომელიც საშუალებას გვაძლევს რეზერვუარი ტრიალის გარეშე მივამაგროთ თოფზე , ამისთვის მოყვება სპეციალური ხელსაწყო

http://pix.ge/

http://pix.ge/

როგორც მოგეხსენებათ ადრინდელი condor-ები და talon-ები რბილად რომ ვთქვათ სიჩუმით არ გამოირჩეოდნენ, ახალი თაობის კონდორის ყველაზე დიდი ინოვაცია ჩემი აზრით არის ე.წ. sound lock სისტემა, რომელმაც მართლაც გამაკვირვა, ასეთ რამეს არ მოველოდი...
ყველას მოგეხსენებათ თუ რაოდენ ჩუმია მარადა, მაგრამ გასროლისას მაინც რაღაც ჰაერის ხმა ისმის, ახალი კონდორი 240-310 მ/წმ დიპაზონში პრაქტიკულად უხმოა, ისმის მხოლოდ ე.წ. დამრტყმელის ხმა და მერე ტყვიის მიზანში მოხვედრის ხმა, ეგაა და ეგ, და არამც და არამც არ ვაზვიადებ...
და ეს ყველაფერი sound lock წყალობით.

http://pix.ge/

http://pix.ge/

თუმცა, აქვე მინდა ავღნიშნო, რომ გადასცდება თუ არა ტყვიის სიჩქარე ბგერისას, ანუ 330მ/წმ-ს უკვე არავითარი sound lock სისტემა აღარ შველის და ხმა აქ კაი გეკოსავით, თუ მეტი არა...

ეხლა გადავიდეთ სროლაზე, კერძოდ სიჩქარის დასარეგულირებელზე, სროლების რაოდენობაზე, წნევაზე და ა.შ. და აქ მიხვდებით თუ რატოა ეს თოფი გადარეული და რას ვაპირებ მის გასახედნად smile.gif

ესე იგი თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ მიზანში სროლა რასაც ჰქვია, არ მისვრია, უბრალოდ დავკიდე სამიზნეები, რომ ამდენი რტყვია ტყუილა ჰაერში არ მესროლა, თან ქარიც მიშლიდა ხელს და თან მაინცდამაინც დიდი მონდომებით არ უმიზნებდი, დღეს სხვა რამე მაინტერესებდა და მიზანში სროლის რეპორტს მოგვიანებით დავდებ, როცა დრო და ამინდი შემიწყობს ხელს.
და მაინტერესებდა კერძოდ რა? რა და სიჩქარეების დიაპაზონი და რამდენ ასე თუ ისე ნორმალურ გასროლას ეყოფოდა ერთი დატენვა.
მაშ ასე, დავიწყეთ
ნაშუადღევს ჩავალაგე ბარგი-ბარხანა და ავედი ზღვაზე, უფრო სწორად ზღვის მაღლა მთაში.
გავაწყვე თოფი,ქრონი და შეუდექი საქმეს. სიმძლავრის დასაყენებელი დავაყენე მინიმალურ ნიშნულზე, ანი 1-ზე, რადგან გუშინ როდესაც სახლში გავაკეთე რამოდენიმე საცდელი გასროლა 5 ნიშნულზე, ბოლომდე დატენილი ბალონით 10.34 გრანიანი JSB-ით, მომცა 353 მ/წმ, და ბალონში წნევის ვარდნისას, მოგეხსენებათ სიჩქარეც იმატებს, რასაც ქვევით მოყვანილ ცხრილში იხილავთ.
ეხლა წარმოდგენაც მიჭირს რა სიჩქარეს მომცემს 2400-2500 psi-ზე, რომელიც ამ კონკრეტული თოფის მაქსიმალური სიმძლავრის წნევაა, და თანაც კიდე თუ სიჩქარის, სიმძლავრის) მარეგულირებელს მაქსიმუმზე, ანუ 13-ზე დავაყენებ. (აი რატომაცაა გადარეული).
რადგანაც ასეთი სიჩქარეები არაფრად გვჭირდება დავაყენე მარეგულირებელი მინიმუმზე, ანუ 1-ზე, და აი რა მივიღე

http://pix.ge/

AirForce Condor ss 18' 0.177 PW-1 (min)

1. 241 3000 PSI
2. 245
3. 245
4. 244
5. 243
6. 244
7. 246
8. 243
9. 245
10. 241
11. 243
12. 242
13. 249
14. 244
15. 245
16. 249
17. 247
18. 244
19. 245
20. 246
21. 247
22. 254
23. 248
24. 251
25. 252
26. 251
27. 256
28. 255
29. 253
30. 257
31. 254
32. 256
33. 256
34. 258
35. 259
36. 259
37. 258
38. 262
39. 262
40. 260
41. 266
42. 260
43. 265
44. 268
45. 270
46. 262
47. 262
48. 274
49. 266
50. 265
51. 271
52. 278
53. 272
54. 285 ***
55. 280
56. 276
57. 284
58. 287
59. 287
60. 287
61. 291
62. 287
63. 288
64. 296
65. 287
66. 290
67. 288
68. 293
69. 284
70. 294
71. 300
72. 305
73. 310
74. 303
75. 309
76. 306
77. 294
78. 310
79. 306
80. 309 2300 PSI

მიაქციეთ ყურადღება, 80 გასროლა აღმავალი სიჩქარით და შევჩერდი თოფის ოპტიმალურ წნევაზე, რადგან უკვე არც ტყვიების ხარჯვა მინდოდა(მითუმეტეს პირამიდაზეც დეფიციტი გახდა 10.34 გრანიანი JSB, წინასწარი შეკვეთა გაუკეთე ერთი კვირის უკან, და 9 მარტს იქნება მხოლოდ სტოკში სავარაუდოდ sad.gif ) და რისი გაგებაც მინდოდა გავიდე, ანუ ასეთი პარამეტრებით დარეგულირებული ეგ თოფი კიდევ მინიმუმ 100 გასროლას გააკეთებს, ეს იქიდან მოვიტანე, რომ გუშინ სახლში რო ვტესტავდი, 1500 psi-ზე თოფი ჯერ კიდევ 275-280 მ/წმ-ით ისროდა.
აი რას ნიშნავს 490 კუბიკიანი რეზერვუარი, თუმცა ამას მეორე მხარეც აქვს, როცა ცარიელი რეზიკის დატუმბვა დავიწყე დაახლოებით 450 ბუქნის გაკეთება მომიწია, გამწყვიტა წელში smile.gif , აქვე ავღნიშნავ, რომ 2300-იდან 3000 psi-მდე დატუმბვას დაახლოებით 120-130 ბუქნი სჭირდება, მაშინ, როდესაც მარადას დასატუმბათ 1600-დან 3000 psi-მდე 110-120 ბუქნი სჭირდება.
ეხლა ყველაზე საინტერესო, ანუ რა აპგრეიდის გაკეთებას ვაპირებ.
პირველ რიგში, რომ მოვთოკო ეს არაადეკვატური ენერგია ვაყენებ ALTAROS რედუქტორს, რომელსაც დავარეგულირებ ისე, რომ მომცეს 290-295 მ/წმ, ეს ყველაზე ადეკვატური სიჩქარეა ჩემი აზრით, ეს კიდე მომცემს პრაქტიკულად ''უსასრულო'' გასროლების რაოდენობას, რედუქტორი გზაშია და იმედია მაქსიმუმ 2 კვირაში ჩამოვა

http://pix.ge/

პლიუს ამას გადამშვები კლაპნის სპეციალური თავი, რომელსაც აქვს 3 კვეთა: დიდი, საშუალო და მცირე (გზაშია)
მართალია ეს თოფი არის 0.177 კალიბრში, თუმცა თუ გახსოვთ დასაწყისში მოგახსენეთ, რომ მას აქვს აპგრეიდის უზარმაზარი საშუალება, ასე რომ ვიყურებით წინ, მომავალში smile.gif

http://pix.ge/

ერთ-ერთი რაც არ მომეწონა ეს არის ე.წ. პისტოლეტის სახელურის ფორმა-ზომა, ჩემი ხელისთვის საკმაოდ ვიწროა და მიწევს სასხლეტზე თითის ლამის მეორე ფალანგით დაჭერა, რაც დამეთანხმებით არც თუ ისე მოსახერხებელია. ამიტომ ვცვლით სტოკ სახელურს აი ამაზე: (გზაშია)

http://pix.ge/

მეორე რაც ჩემი აზრით რბილად რომ ვთქვათ, არც ისე მოსახერხებელია, არის ე.წ. კონდახი, ანუ იგივე ჰაერის რეზერვუარი, ამიტომ ვამატებთ ამას (გზაშია):

http://pix.ge/

და მესამე, რაც ჩემი შეხედვით არც თუ მთლად ჯდება თოფის დიზაინში არის სასხლეტის დამცავი, ამიტომ ისიც შეიცვლება ამით (გზაშია):

http://pix.ge/

მოკლედ ეს იყო რაც მინდოდა გამეზიარებინა ამ ეტაპზე, უახლოეს მომავალში, როცა ჩამომივა ყველა ის ნაწილი რაც ჩამოგითვალეთ და მიუსადაგებ ჩემს გემოზე, კიდევ მოგახსენებთ შედეგებს, პლუს დავტესტავ სხვადასხვა ტყვიებზე და მანძილებზე.
უჰ, რამდენი დამიწერია, იმედია თავი არ მოგაბეზრეთ. smile.gif



პოსტის ავტორი: geojorjika Feb 28 2015, 12:07 AM

კიდევ ერთხელ გილოცავ, ძალიან კარგი ფიშტო ჩანს, რეალშიც მაინტერესებს ისე როგორია smile.gif

ოპტიკა კიდევ უკეთესი smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Feb 28 2015, 12:15 AM

გილოცავ, 10-იანებში სულ!

ნამდვილად საინტერესო ფიშტოა და საინტერესოა ძალიან საბოლოოდ რა შედეგებს მიიღებ smile.gif

P.S. მაგის დატენვას ბალონი უნდა 100% wink.gif

პოსტის ავტორი: pilotina Feb 28 2015, 12:26 AM

geojorjika
Power_VANO

დიდი მადლობა ბიჭებო, მეც მაინტერესებს საბოლოოდ რა გამოვა smile.gif

პოსტის ავტორი: ბაიკერი Feb 28 2015, 12:28 AM

მშვიდობაში. ძAლიან მაგარი პნევმოა

პოსტის ავტორი: archi_daili Feb 28 2015, 12:37 AM

გილოცავ მშვენიერი შენაძენია. 290 მ/წ რამდენ გასროლას გაკეთებს უფრო ზუსტად არ შეგიძლია მითხრა?

პოსტის ავტორი: pilotina Feb 28 2015, 12:57 AM

ბაიკერი

მადლობა, გაიხარე


archi_daili


ციტატა(archil @ 28th February 2015 - 01:37 AM) *
290 მ/წ რამდენ გასროლას გაკეთებს უფრო ზუსტად არ შეგიძლია მითხრა?



მაგას რედუქტორს რო დავაყენებ და 290მ/წმ-ზე დავარეგულირებ მაშინ გეტყვი, ეხლა როგორც ხედაც სიჩქარეთა დიაპაზონი საკმაოდ დიდია.
ვისაც რედუქტორი არა აქვს ის ისე ირჩევს წნევას და სიჩქარეს,რომ სიჩქარეებში მინიმალური განსხვავება ჰქონდეს.
ანუ ირჩევს თავის სასურველ სიჩქარეთა დიაპაზონს და უყურებს თუ რა წნევების დიაპაზონში მიიღწევა ეს სასურველი სიჩქარეები...

პოსტის ავტორი: cz80 Feb 28 2015, 03:35 AM

მშვიდობაში , სასურველი მიზნების მოხსნაში wink.gif

პოსტის ავტორი: mister_io Feb 28 2015, 03:44 AM

გილოცავ შენაძენს , სულ სასურველი მიზნები მოგეხსნას victory.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 28 2015, 09:19 AM

ვაა გილოცავ კაი შენაძენია, და კაი გასართობიცაა smile.gif

აი საიდვაიდერს ცალკე გილოცავ ეგეც კაი სათამაშოა... smile.gif ტყუილა არ იძახიან კაცები არასდროს არ გამოდიან ბავშობის ასაკიდან, მხოლოდ მათი სათამაშოების ფასი იზრდებაო smile.gif

პოსტის ავტორი: Davitus Feb 28 2015, 09:28 AM

გაიხარე კარგი რეპორტისთვის, ძლივს არ შემოგვემატა ადამიანი რომელსაც კლავიატურასთან მეგობრობა არ ეზარება. რესფექტ!

შენაძენს გილოცავ, ფერზე კარგი მოგიფიქრებია, ჩვენნაირ განუვითარებელ ქვეყანაში, კაცმა არ იცის მებაჟეს თავში რა მოუფრენს. შეფერხების გარეშე ჩამოტანის ინფოც სასიამოვნოა.

ერგონომიულობის თვალსაზრისით მე ეაფორსის ფიშტოები ძალიანაც მომწონს, ხელშიც კარგად ჯდება და ბალანსიც იდეალური აქვს, ერთადერთი მინუსი ჩემთვის არის "აბოიმის" არ ქონა და ასევე გადატენვის მექანიზმი, რაღაცნაირად მოუხერხებელია, ნუ ფუტურისტული დიზაინი მართლა გემოვნების საკითხია, მაგრამ რაღაც მომენტში ასწორებს.

პოსტის ავტორი: ikaaa Feb 28 2015, 11:11 AM

გილოცავ მართლა კაი რამეა, ოღონდ ბალონი გინდა ახლა აუცილებლად smile.gif

პოსტის ავტორი: pilotina Feb 28 2015, 11:30 AM

cz80
mister_io

გაიხარეთ, მადლობა, თქვენთვისაც მომელოცოს სასურველი ფიშტოები... smile.gif



ja_ja

მადლობა მოლოცვისთვის smile.gif

ციტატა(ja_ja @ 28th February 2015 - 10:19 AM) *
ტყუილა არ იძახიან კაცები არასდროს არ გამოდიან ბავშობის ასაკიდან, მხოლოდ მათი სათამაშოების ფასი იზრდებაო


ეს კი 100 % -ია



Davitus

მადლობა მოლოცვისთვის smile.gif


ციტატა(Davitus @ 28th February 2015 - 10:28 AM) *
და ასევე გადატენვის მექანიზმი, რაღაცნაირად მოუხერხებელია


ამაში გეთანხმები, თავიდან თითქოს მოუხერხებელია, მარა რამდენიმე ათეული გასროლის შემდეგ ამას ვეღარ ამჩნევ...



ikaaa

მადლობა, გაიხარე smile.gif


ციტატა(ikaaa @ 28th February 2015 - 12:11 PM) *
, ოღონდ ბალონი გინდა ახლა აუცილებლად


კი, ბალონი კაი რამეა, მარა ცოტას მოვიცდი ჯერ, მაგრად გამწეწა ამ თოფმა... smile.gif

პოსტის ავტორი: Multi-Tool Feb 28 2015, 02:55 PM

pilotina
გილოცავ! ძალიან მომწონს შენი არჩევანი. მაგარი სიმატიურია.

პოსტის ავტორი: koknar Feb 28 2015, 04:24 PM

pilotina
გილოცავ, მაგარია, რა გინდა მჭიდი გინდა დაუყენო ? biggrin.gif

ისე მიზანი საინტერესოა როგორი აქ

პოსტის ავტორი: pilotina Feb 28 2015, 05:06 PM

Multi-Tool
koknar

მადლობა, მოლოცვისთვის, გაიხარეთ smile.gif


ციტატა(koka @ 28th February 2015 - 05:24 PM) *
რა გინდა მჭიდი გინდა დაუყენო ?


ხო, რავიცი, მოვიფიქრებ მაგას, იქნებ რამე გამოვიდეს biggrin.gif

ისე, FX-ს აქვს ხო ნახევრად ავტომატური მოდელი?

პოსტის ავტორი: ბაიკერი Feb 28 2015, 05:30 PM

pilotina
FX revolution. პოლუავტომატია ძალიან მაგარი პუშკა მარა მარტო 22 ში გამოდის

პოსტის ავტორი: nihontoman Feb 28 2015, 09:43 PM

pilotina


გილოცავ. მადლობა რეპორტისათვის. ძალიან კარგი ფერია - იმდენად ფერადი რომ ვინმეს ცუდად თვალში არ მოხვდეს (უფრო სწორედ მოხვდეს და რაღაც "არასერიოზულის შთაბეჭდილება დაუტოვოს) და ამავდროულად არც ძალიან მყვირალაა (თუმცა მე პირადად Neon Green გამისწორდებოდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: maqsimusa Feb 28 2015, 11:05 PM

pilotina
გილოცავ ძაან მაგარია! smile.gif
თუ საიდუმლო არაა რა თანხებთანაა დაკავშირებული ეგ სიამოვნება?

პოსტის ავტორი: pilotina Feb 28 2015, 11:20 PM

nihontoman

გაიხარე, მადლობა მოლოცვისთვის smile.gif



maqsimusa

მადლობა smile.gif
თანხას ნუ მკითხავ, მე თვითონ შემეშინდა, რო დავაჯამე ყველაფერი... biggrin.gif , მარა საკუთარი სიამოვნებისთვის რას არ იზამს კაცი... biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 1 2015, 08:07 AM

pilotina
Davitus
აუ ახლა ნუ აკაკუნებთ smile.gif სად აქვს მოუხერხებელი გადატენვა? მე დაჟე რაღაც პონტში მისწორებს მაგ ფიშტოების გადატენვა, ნიტოშტო არღაც არასტანდარტულობის გამო არამედ რაღაც პონტში საკაიფოდ მოფიქრებულია და დაჟე რაღაც მომენტებში გადმართლებული და მოსახერხებელიც....

პოსტის ავტორი: okela84 Mar 1 2015, 11:59 AM

უი რა მსუბუქია, ოპტიკა რამდენი გრამია ?

პოსტის ავტორი: Ex3 Mar 1 2015, 05:15 PM

გილოცავ, bullseye ბში,მაგრამ ეგ ტყვიები მსუბუქი არ არის მაგისთვის?

პოსტის ავტორი: nihontoman Mar 1 2015, 05:31 PM

Ex3
ტყვიები მძიმეა კაკრას, თოფია გადარეული biggrin.gif ეგ რომ ცოტა კარგად დარეგულირდეს ნორმალური სიჩქარის დიაპაზონში, ალბათ იმდენ გასროლას მისცმეს რომ ერთ გასვლაზე მეტი არც დატენოს smile.gif

პოსტის ავტორი: kubi11 Mar 2 2015, 04:04 PM

ციტატა(nihontoman @ Feb 28 2015, 10:43 PM) *
pilotina


გილოცავ. მადლობა რეპორტისათვის. ძალიან კარგი ფერია - იმდენად ფერადი რომ ვინმეს ცუდად თვალში არ მოხვდეს (უფრო სწორედ მოხვდეს და რაღაც "არასერიოზულის შთაბეჭდილება დაუტოვოს) და ამავდროულად არც ძალიან მყვირალაა (თუმცა მე პირადად Neon Green გამისწორდებოდა biggrin.gif



ძაან კაი ფერია და უმაგრესი თოფია ყველა პცპ-ს მირჩევნია საერთოდ wink.gif მოდიფიკაციის მაღალი დონითაა რაც მთავარია ნებისმიერ კალიბრს დაუყენებ როცა გინდა smile.gif ჩემ მტერს მოხვდა ეგ ფერი თვალში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: gela Mar 2 2015, 09:58 PM

ხოშიანი თოფია, მშვიდობაში smile.gif

პოსტის ავტორი: pilotina Mar 2 2015, 10:34 PM

Ex3
gela

მადლობა, გაიხარეთ smile.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS Mar 2 2015, 11:22 PM

pilotina გილოცავ! სიმართლე გითხრა,თავიდან,რომ დავინახე,მეგონა წყალქვეშა თევზაობისთვის რომაა შექმნილი ,,гарпун,,-ი,მაგი მეგონა..აი თურმე რა ყოფილა wink.gif

პოსტის ავტორი: pilotina Mar 2 2015, 11:48 PM

SCORPIONS

ციტატა(SCORPIONS @ 3rd March 2015 - 12:22 AM) *
სიმართლე გითხრა,თავიდან,რომ დავინახე,მეგონა წყალქვეშა თევზაობისთვის რომაა შექმნილი ,,гарпун,,-ი,მაგი მეგონა..


მადლობა, მარა წყალქვეშა თევზაობის гарпун-ს აირგანის ფორუმზე რა უნდა ჰა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: bazuka Mar 3 2015, 10:21 AM

pilotina
გილოცავ, მართლაც კაი რამაა, მაგის პატარა ძმა მყავს (მაქვს) და ფერი მეც განსხვავებული მინდოდა, მაგრამ სადაა

ციტატა(pilotina @ 28th February 2015 - 12:55 AM) *
და მესამე, რაც ჩემი შეხედვით არც თუ მთლად ჯდება თოფის დიზაინში არის სასხლეტის დამცავი, ამიტომ ისიც შეიცვლება ამით (გზაშია):

ეს რაარის ?

პოსტის ავტორი: ბაიკერი Mar 3 2015, 10:43 AM

ციტატა(bazuka @ Mar 3 2015, 11:21 AM) *
pilotina
გილოცავ, მართლაც კაი რამაა, მაგის პატარა ძმა მყავს (მაქვს) და ფერი მეც განსხვავებული მინდოდა, მაგრამ სადაა


ეს რაარის ?




ტალონ P? უმაგრესი პუშკაა

პოსტის ავტორი: pilotina Mar 3 2015, 11:14 AM


bazuka

ციტატა(bazuka @ 3rd March 2015 - 11:21 AM) *
ციტატა(pilotina @ 28th February 2015 - 12:55 AM)
და მესამე, რაც ჩემი შეხედვით არც თუ მთლად ჯდება თოფის დიზაინში არის სასხლეტის დამცავი, ამიტომ ისიც შეიცვლება ამით (გზაშია):
ეს რაარის ?


ეს ის არის რა, სასხლეტის გარშემო რომ დამცავი კავი აქვს...ინგლისურად Trigger Guard ჰქვია, ქართულად ეტყობა ვერ დავარქვი მთლად სწორი სახელი და იმიტომ ვერ მიხვდი smile.gif

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: archi_daili Mar 3 2015, 01:22 PM

pilotina
რას იწონის ეს მხეცი? (მთლიანი ეკიპირებით)

პოსტის ავტორი: pilotina Mar 3 2015, 04:52 PM

archi_daili

ციტატა(archil @ 3rd March 2015 - 02:22 PM) *
რას იწონის ეს მხეცი? (მთლიანი ეკიპირებით)


თავის ოპტიკიანად 4 კგ.

პოსტის ავტორი: Multi-Tool Mar 3 2015, 06:23 PM

pilotina ძალიან მაინტერესებს, მაგას ჰაერის გადამყვანი ანუ პერეპუსკი 177 კალიბრში რა დიამეტრისა აქვს?

პოსტის ავტორი: pilotina Mar 3 2015, 06:52 PM

Multi-Tool

ციტატა(gabrichidzegocha @ 3rd March 2015 - 07:23 PM) *
ძალიან მაინტერესებს, მაგას ჰაერის გადამყვანი ანუ პერეპუსკი 177 კალიბრში რა დიამეტრისა აქვს?


5.5 მმ


პოსტის ავტორი: Multi-Tool Mar 3 2015, 08:47 PM

pilotina მადლობა, მაგრამ ეგ შიდა დიამეტრია? biggrin.gif

პოსტის ავტორი: pilotina Mar 3 2015, 09:16 PM

Multi-Tool

ციტატა(gabrichidzegocha @ 3rd March 2015 - 09:47 PM) *
მადლობა, მაგრამ ეგ შიდა დიამეტრია?



რა თქმა უნდა... აბა გარე დიამეტრი რა კავშირშია გამოშვებულ ჰაერის რაოდენობასთან? smile.gif
ისე თუ გაინტერესებს, გარე დიამეტრი აქვს 8 მმ

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 4 2015, 09:49 AM

თემა გასუფთავებულია, 2 კაცი მივლინებიდან დაბრუნებული თუ ასევე გააგრძელებთ დღესვე გაგიშვებთ ახალ მივლინებაში მთაში.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 4 2015, 02:21 PM

თოფი პირდაპირ გეუბნება, მაგარი რაღაც ვარო biggrin.gif
JSB-ს თუ გატესტავ ამ იარაღით, ცხადია შედეგებს გვაჩვენებ ხო?
ძალიან მაინტერესებს 50 მეტრზე სროლის შედეგები და უფრო შორსაც თუ შეუძლია...

P.S. მშვიდობაში... smile.gif

პოსტის ავტორი: pilotina Mar 4 2015, 03:32 PM

ხ.მ.ე.ლ.ო

მადლობა smile.gif

რა თქმა უნდა გავტესტავ და შედეგებსაც დავდებ 25, 50, 75, 100 მეტრიან დისტანციებზე...

პოსტის ავტორი: koknar Mar 4 2015, 06:06 PM

pilotina
ერთი სამნაირი ტყვია მაინც გაისროლე, საინტერესო იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: ბაიკერი Mar 17 2015, 10:42 AM

რატო ჩაკვდა ეს თემა სიზუსტის შედეგები დაიდოს biggrin.gif და კიდევ ქრონის შედეგები

პოსტის ავტორი: pilotina Mar 17 2015, 11:17 AM

არ ჩამკვდარა, რედუქტორს ველოდები... რაღაც იგვიანებს ძააან... 21 თებერვალს გამოაგზავნეს ჩეხეთიდან და ჯერაც არ შემოსულა საქართველოში.. sad.gif
სახვა რაღაცეები, რაზეც დავწერე ჩამოვიდა და მიუყენე უკვე, მაგრამ ნაწილ-ნაწილ დადება არ მინდა ინფოსი, ყველაფერს ერთად რო მოუყრი თავს, ტესტირების შედეგებიც დაიდება. smile.gif

პოსტის ავტორი: dawiti Mar 17 2015, 09:21 PM

pilotina გილოცავ მოგვიანებით. კარგი იარაღი შეგირჩევია და ერთერთი საუკეთესო ოპტიკა. Hawke მაგარი ბრენდია. ;-)

პოსტის ავტორი: pilotina Mar 17 2015, 09:24 PM

dawiti

მადლობა, გაიხარე smile.gif

პოსტის ავტორი: pilotina Mar 28 2015, 07:15 PM

მოკლედ ვიფიქრე დღეს გავტესტავ თქო და ავედი ნაკვეთში, მარა ჩემი ფეხები, არაფერი გამომივიდა, ისეთი კაი ნიავი უბერავდა, რომ ჯგუფებზე ლაპარაკს აზრი არა აქ...
ქარი ხან მარჯვნიდან უბერავდა ხან მარცხნიდან და ხან ჩემკენ, შესაბამისად ტყვიებიც ხან მარცხნივ მიქონდა ხან მარჯვნივ და ხან ქვემოთ.. sad.gif
ისე მარადაც მქონდა წაღებული და რამხელა განსხვავება მომცა ქარის მიმართ სტაბილურობაში აირ ფორსთან შედარებით, მე თვითონ გამიკვირდა... წარმომიდგენია 0.0000რა იქნება, ტიტუუუუუ.... biggrin.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS Mar 28 2015, 07:40 PM

pilotina

ციტატა(pilotina @ 28th March 2015 - 08:15 PM) *
0.0000 რა
რა?

პოსტის ავტორი: pilotina Mar 28 2015, 07:43 PM

SCORPIONS

ციტატა(SCORPIONS @ 28th March 2015 - 08:40 PM) *
ციტატა(pilotina @ 28th March 2015 - 08:15 PM)
0.0000 რა რა?



უბრალოდ ვარაუდი გამოვთქვი...

პოსტის ავტორი: Multi-Tool Mar 28 2015, 08:25 PM

ციტატა(pilotina @ 28th March 2015 - 08:43 PM) *
SCORPIONS
ციტატა(SCORPIONS @ 28th March 2015 - 08:40 PM)
ციტატა(pilotina @ 28th March 2015 - 08:15 PM)
0.0000 რა რა?


უბრალოდ ვარაუდი გამოვთქვი...

lol2.gif lol2.gif lol2.gif lol2.gif lol2.gif

ნუთუ მთლად ეგწთი კატასტროფული სხვობაა ?

პოსტის ავტორი: SCORPIONS Mar 28 2015, 08:49 PM

pilotina მაინც ვერ გავიგე,რა 0.0000 ,რა ქარი? მარადა უფრო ყოჩაღობდა დღეს,თუ ვერ გავიგე სწორად? ისე,მე რო დავპოსტე იმდღეს,26მეტრზე მიფანტავსთქო,ნიავი კიარა და ქარი ქროდა,მაგრამ 26 მეტრზე,ქარმა,დიდი როლი არ უნდა ითამაშოს ჯგუფზე,მითუმეტეს,20მეტრზე.

პოსტის ავტორი: maqsimusa Mar 28 2015, 08:51 PM

ციტატა(pilotina @ 28th March 2015 - 08:15 PM) *
ისე მარადაც მქონდა წაღებული და რამხელა განსხვავება მომცა ქარის მიმართ სტაბილურობაში აირ ფორსთან შედარებით, მე თვითონ გამიკვირდა... წარმომიდგენია 0.0000რა იქნება, ტიტუუუუუ....

ვერ გავიგე რამ მოგცა სხვაობა? მარადამ უფრო გაფანტა, თუ Condor -მა? თუ რა მოხდა დააკონკრეტე ცოტა

პოსტის ავტორი: SCORPIONS Mar 28 2015, 09:07 PM

maqsimusa good.gif good.gif good.gif მეთქვი,მარტო მე ვერ გავიგეე..არსი ისეთი გამოვიტანე,რომ მარადა უფრო უმკლავდებოდა ქარს..აი 0.0000 რო ყოფილიყოვო.....ეგ კი ნაღდად ვერ გავიგე biggrin.gif wink.gif რა ატამი,რი ატამი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: pilotina Mar 28 2015, 10:40 PM

რა ვერ გაიგეთ კაცოუუუ... smile.gif
ქარი იყო მეთქი და .177 კონდორი ფანტავდა მეთქი, მერე მარადა ვისროლე მეთქი და მარადა მასე არ ფანტავდა იმიტომ რომ.... ნუ მოკლედ იმიტომ...
და ის დასკვნა გამოვიტანე, რომ .177- ზე ქარი მაგრად მოქმედებს მეთქი...
და .00000 რო მქონოდა თქო ის ვაფშემც არ გაფანტავდა თქო smile.gif


SCORPIONS

ციტატა(SCORPIONS @ 28th March 2015 - 09:49 PM) *
დიდი როლი არ უნდა ითამაშოს ჯგუფზე,მითუმეტეს,20მეტრზე.


20-ზე არ მისვრია, 50-ზე ვისროდი

პოსტის ავტორი: Power_VANO Mar 28 2015, 10:43 PM

სადაა მოდერი, მიხედეთ აქაურობას smile.gif

პოსტის ავტორი: Multi-Tool Mar 28 2015, 10:43 PM

ციტატა(maqsimusa2 @ 28th March 2015 - 09:51 PM) *
ციტატა(pilotina @ 28th March 2015 - 08:15 PM)
ისე მარადაც მქონდა წაღებული და რამხელა განსხვავება მომცა ქარის მიმართ სტაბილურობაში აირ ფორსთან შედარებით, მე თვითონ გამიკვირდა... წარმომიდგენია 0.25 რა იქნება, ტიტუუუუუ....
ვერ გავიგე რამ მოგცა სხვაობა? მარადამ უფრო გაფანტა, თუ Condor -მა? თუ რა მოხდა დააკონკრეტე ცოტა


ადამიანს გაუჭირდება მაგის ახსნა. უბრალოდ უნდა იცოდე რაშია საქმე.

პოსტის ავტორი: SCORPIONS Mar 28 2015, 10:45 PM

pilotina გასაგებია! გმადლობ..მეთქი რა 0.0000 biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif რამდენი მეტრი წამით ისვრის 0.68 გრამს კონდორი?

პოსტის ავტორი: datka25 Mar 28 2015, 10:48 PM

ციტატა(pilotina @ 28th March 2015 - 11:40 PM) *
იმიტომ რომ.... ნუ მოკლედ იმიტომ...

იმიტო რო მარადა მხეცია biggrin.gif. . . თან ეგეთი ?! biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: pilotina Mar 28 2015, 10:53 PM

SCORPIONS

ციტატა(datka250885 @ 28th March 2015 - 11:48 PM) *
რამდენი მეტრი წამით ისვრის 0.68 გრამს კონდორი?


რამდენზეც დააყენებ...
შეუძლია 245მ/წმ და ასევე შეუძლია 350 მ/წმ.

პოსტის ავტორი: SCORPIONS Mar 28 2015, 10:57 PM

pilotina გმადლობ. ჩემი ვარია კი 0.54 გრამიანებს,ისვრის 295მ.წ.-ით მიჭირს გამოთვლა,თუ რამდენით გაისვრის 0.68 გრამიანებს. sad.gif wink.gif

პოსტის ავტორი: pilotina Mar 28 2015, 11:11 PM

SCORPIONS

ციტატა(SCORPIONS @ 28th March 2015 - 11:57 PM) *
მიჭირს გამოთვლა,თუ რამდენით გაისვრის 0.68 გრამიანებს.


რატო გიჭირს, მაღლა რომ კონვერტორია მანდ ჩასვი შენი თოფის ეგ მონაცემები და გამოთვალე ენერგია, მერე ეგ ენერგია და 0.68გ ტყვიის მასა ჩასვი ისევ და მიიღებ სიჩქარეს.
მე ჩავსვი და გამოვიდა 263 მ/წმ

პოსტის ავტორი: datka25 Mar 28 2015, 11:12 PM

ციტატა(SCORPIONS @ Mar 28 2015, 11:57 PM) *
pilotina გმადლობ. ჩემი ვარია კი 0.54 გრამიანებს,ისვრის 295მ.წ.-ით მიჭირს გამოთვლა,თუ რამდენით გაისვრის 0.68 გრამიანებს. sad.gif wink.gif

ვაა, ქრონი დაითრიე ?

პოსტის ავტორი: SCORPIONS Mar 29 2015, 06:56 AM

pilotina მაიცა,მაიცა, ჩემთვის გამოთვალე? გმადლობ! ე.ი. ჩემი ვარია 263 მ.წ.-ით ისვრის 10.5 გრეინს.?


datka25 არა დავით,მაგის ბედი ვინ მომცა.? ჟორჟიკამ მომცა ეგ ინფო,თორე მე რავი რამდენით რას ერევა.

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 29 2015, 01:17 PM

SCORPIONS
maqsimusa
აუ ამას ქვია გაყინული მოზგები რა smile.gif, აი რუსეთში რომ ვიყო პიტრდაპირ გეტყოდით "ნე პაშოლ ბი ია ს ვამი ვ რაზვეტკუ" ბლინ ასეთი რთულია რაიმე ეგეთის წარმოსახვა? რას ააჭრელეთ მთელი თემა???? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ეეეეხ... ნოუ კომენტ რა.... biggrin.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS Mar 29 2015, 01:22 PM

ja_ja 2x2 ვიცი რო ორია და 0.0000 გრამიანი ტყვია,ვერ მივხვდი და რაღა ვქნა? ეგეთი მსუბუქი ტყვია,არ მინახავს.

პოსტის ავტორი: mister_io Mar 29 2015, 02:20 PM

ციტატა(pilotina @ Mar 28 2015, 11:40 PM) *
რა ვერ გაიგეთ კაცოუუუ... smile.gif
ქარი იყო მეთქი და .177 კონდორი ფანტავდა მეთქი, მერე მარადა ვისროლე მეთქი და მარადა მასე არ ფანტავდა იმიტომ რომ.... ნუ მოკლედ იმიტომ...
და ის დასკვნა გამოვიტანე, რომ .177- ზე ქარი მაგრად მოქმედებს მეთქი...
და .00000 რო მქონოდა თქო ის ვაფშემც არ გაფანტავდა თქო smile.gif


SCORPIONS


20-ზე არ მისვრია, 50-ზე ვისროდი

ეჰ ამ მთავრობას რა ვუთხარი თორე ასე გაწამებული უნდა ვიყოთ ხალხი? biggrin.gif biggrin.gif აუ მარადა და თან ეგეთი შესანიშნავი იქნება

პოსტის ავტორი: Ex3 Mar 29 2015, 02:29 PM

SCORPIONS
გრამი არაა


სხვა სიტყვაა , მის სახელს არ ამბობენ ხოლმე(ვოლდემორი არაა) მასეთ რიცხვებთან , .000, 0.000, ანუ 000.5 და 0000.5 თან )

ახლა ხომ მიხვდი?

პოსტის ავტორი: SCORPIONS Mar 29 2015, 03:59 PM

Ex3

ციტატა(Ex3 @ 29th March 2015 - 03:29 PM) *
(ვოლდემორი არაა)
ესეთი სიტყვებით სადაცაა საუბარი,ვერაფერსაც ვერ ვხვდები ხოლმე....პირველად გავიგე ეგ სიტყვა.

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 29 2015, 09:16 PM

Ex3
SCORPIONS
ე ბიჯო თუ აკვირდებით მაინცა რომ დაგსდევთ და ყოველ თქვენს პოსტშ ციფრებს ვასწორებ?! დავიჯერო ვერ ხვდებით რატომ? ან რატომ დავწერე ეგ ყველაფერი??!!

და შეეშვით კოსმოსული მასშტაბის მსჯელობებს იმაზე რაც თემას არ ეხება!

პოსტის ავტორი: SCORPIONS Mar 29 2015, 09:25 PM

ja_ja ოკ unknw.gif unknw.gif unknw.gif

პოსტის ავტორი: mister_io Mar 29 2015, 11:50 PM

შემოისეირნებს მერე აქ ვინმე ბიდზია ''კუკარაჩა'' და მსჰვიდობით ბედნიერო ცხოვრება smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: pilotina Apr 20 2015, 10:28 PM

მოგესალმებით ყველას.
როგორც იქნა, ორი თვის ლოდინის (საქართველოს ფოსტის გადამკიდე) შემდეგ ჩამოვიდა კონდორის რედუქტორი და მეც გადავწყვიტე პატარა აპდეითი გაუკეთო ამ თემას.
ესე იგი, როგორც თემის დასწყისში მქონდა აღნიშნული, კონდორისთვის გამოწერილი მქონდა სხვადასხვა დამატებითი ნაწილები ტუნინგისთვის (იხ.სურათები), რედუქტორის ჩამოსვლის შემდეგ, ყველა ზემოაღნიშნული ნაწილი უკვე ხელთა მქონდა და გთავაზობთ იმას, რაც საბოლოო ჯამში გამოვიდა.

ეს არის talontunes.com - იდან გამოწერილი ჰაერის გადამშვები ცვლადი შიდა დიამეტრებით. მას ვიყენებ მხოლოდ JSB 10.34 გრ. ტყვიებზე, რათა შევამცირო გასროლის სიჩქარე ადეკვატურ მნიშვნელობამდე.
თუკი ვიყენებ JSB 25.39 გრ. ტყვიებს, მაშინ ჰაერის გადამშვების შიდა დიამეტრის შემცირება არ მჭირდება, შესაბამისად რჩება გადამშვები მაქსიმალური (5.4 მმ) კვეთით.

http://pix.ge/

ეს არის AR-15 -ის სახელური, რომელიც დამეთანხმებით გაცილებით ერგონომიულია კონდორის ქარხნულ სახელურთან შედარებით. პატარა ხელის შევლება დასჭირდა და დადგა თოფზე იდეალურად. მაგრამ ეს სახელური დაგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასთან ერთად დააყენებთ იგივე talontune-ს ე.წ. rtigger guard-ს

ეს სახელური

http://pix.ge/

ესეც rtigger guard-ი

http://pix.ge/

როგორც ადრე ავღნიშნე კონდორის კონდახი რბილად რომ ვთქვათ, მაინც და მაინც მოხერხებული ვერ არის, ამიტომ ამის გამოსწორებაში დამეხმარა აი ეს

http://pix.ge/

საერთო ჯამში ეს ნაწილები ასე გამოიყურება

http://pix.ge/

კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც მართალია საერთოდ არ მჭირდება როცა 10.34 გრ-იან ტყვიებს ვისვრი, რადგან კონდორის თავისი ინტეგრირებული შრაუდერი იდეალურად ახშობს ხმას, მაგრამ მჭირდება როცა 25.39 გრ-იან ტყვიებზე გადავდივარ,რადგან ამ შემთხვევაში ხმა საკმაოდ იმატებს, ამ დამატებითი საუნდმოდერტორით კი ხმა თითქმის 10.34 გრ-იანი ტყვიების დონეზე დაიყვანება.

http://pix.ge/

http://pix.ge/

და ბოლოს ALTAROS რედუქტორი. მართალი გითხრათ თავიდან ცოტა ეჭვები გამიჩნდა რედუქტორის ზომებიდან გამომდინარე, რამდენად ეფექტური იქნებოდა. ეს ეჭვები ჯა-ჯა -მაც გააღრმავა, როცა რედუქტორი ნახა, რადგან რედუქტორის უკან მოცულობა ცოტა არ იყოს პატარად მოგვეჩვენა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დატესტვის შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
რედუქტორი დაყენებული აღმოჩნდა 1900 psi გამომავალ წნევაზე, ჰოდა 3000 psi-დან 1900 psi-მდე 25.39 გრ-იანი JSB-ით გამოვიდა 53 გასროლა საშუალო სიჩქარით 263 მ/წმ.
ცხრილს დაბლა დავდებ, აქ ფიშტოს საერთო ხედი

ეს რედუქტორი( ორი მანომეტრი გამოვიდა, ერთი მიჩვენებს რეზერვუარის წნევას, მეორე კი რედუქტორის შემდეგ წნევას)

http://pix.ge/

ეს კონდახი

http://pix.ge/

ეს AR-15-ის სახელური და talontun-ის სასხლეტის მცველი(trigger guard)

http://pix.ge/

და ესეც საერთო ხედი

http://pix.ge/

ქვემოთ წარმოდგენილია ქრონზე დატესტვის შედეგები. JSB 25.39 გრანი.

1. 263
2. 264
3. 264
4. 263
5. 262
6. 262
7. 262
8. 262
9. 263
10. 262
11. 262
12. 262
13. 262
14. 264
15. 264
16. 263
17. 265
18. 266
19. 265
20. 264
21. 264
22. 264
23. 264
24. 265
25. 264
26. 264
27. 264
28. 263
29. 264
30. 264
31. 265
32. 265
33. 263
34. 263
35. 263
36. 265
37. 263
38. 263
39. 263
40. 264
41. 263
42. 262
43. 264
44. 265
45. 266
46. 265
47. 264
48. 262
49. 264
50. 263
51. 263
52. 261
53. 262 აქ რედუქტორმა დაამთავრა თავის საქმე და თოფი გადავიდა პირდაპირ წნევაზე 1900 psi
54. 260
55. 257
56. 257
57. 256
58. 257
59. 257
60. 255
61. 254
62. 252
63. 251 1600 psi

მაშ ასე 53 გასროლა რედუქტორზე 5 მ/წმ დიაპაზონში და 63 საერთო ე.წ. გამოყენებადი გასროლა. მე მგონი არაა ცუდი შედეგი.
ჩემი აზრით 10.34 გრ-იანი ტყვიებით მინიმუმ ორჯერ მეტ გასროლას მივიღებ რედუქტორზე. ნუ მაგას მერე დავტესტავ.
რაც შეეხება მიზანში სროლას და ჯგუფებს, სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ვერ მოვაბი თავი, ხან ამინდმა შემიშალა ხელი, ხან სამსახური და ა.შ.
იმედია უახლოეს მომავალში, როგორც კი ამინდები გამოვა, სიზუსტეზე სროლის შედეგებსაც მოგახსენებთ. თუმცა აქვე მინდა გითხრათ, რომ 15 მეტრზე ორივე ტყვიით შეიძლება ითქვას,რომ დიამეტრის ზომის ხვრელს აკეთებს, მარა რა თქმა უნდა მესმის, რო 15 მეტრი მანძილი არაა კონდორისთვის, მარა ეს ისე მოვიტანე სათქმელად... biggrin.gif







პოსტის ავტორი: geojorjika Apr 20 2015, 10:44 PM

აფიგეწ , როგორ ვიყიდო ეგ ფიშტო? smile.gif

პოსტის ავტორი: pilotina Apr 20 2015, 10:47 PM

geojorjika

ოოოოოო მაგ ფიშტოში იმდენი ფული და ნერვები მაქ ჩაყრილი, რომ ღმერთმა ნუ გამიხადოს ისე საქმე,რომ ოდესმე გავყიდო... biggrin.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 20 2015, 10:50 PM

pilotina
გილოცავ, გილოცავ და კიდევ ერთხელ გილოცავ, 25 გრანის ამბები საიდან მოაგვარე?

პოსტის ავტორი: SCORPIONS Apr 20 2015, 10:51 PM

pilotina რა უნდა გაყიდო,მაიტა მაჩუქე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif და მე გავყიდი..იმ ფულით კი ვარია 100-იც მომივა wink.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 20 2015, 10:54 PM

ეხლა მთავარია შედეგები, 50,70, 100 ,150მეტრზე

პოსტის ავტორი: pilotina Apr 20 2015, 11:03 PM

geojorjika

ციტატა(giorgi @ 20th April 2015 - 11:50 PM) *
გილოცავ, გილოცავ და კიდევ ერთხელ გილოცავ, 25 გრანის ამბები საიდან მოაგვარე?


მადლობა, გაიხარე... smile.gif
სულ ადვილად მოვაგვარე, პირამიდიდან გამოვიწერე და onex-ით ჩამოვიდა უპრობლემოდ. ნუ განბაჟება დაჭირდა.

geojorjika
ციტატა(giorgi @ 20th April 2015 - 11:54 PM) *
ეხლა მთავარია შედეგები, 50,70, 100 ,150მეტრზე


ხო, რა თქმა უნდა, მთავარია რა შედეგებს მომცემს. მეც მაინტერესებს მაგრა.... როგორც კი ამინდები გამოვა ეგრევე ვტესტავ.

პოსტის ავტორი: Multi-Tool Apr 20 2015, 11:08 PM

ციტატა(giorgi @ 20th April 2015 - 11:44 PM) *
აფიგეწ , როგორ ვიყიდო ეგ ფიშტო?

სანერწყვე ხომ არ მოგცე biggrin.gif
pilotina
ისწინნი მანიაკ რომ იტყვიან biggrin.gif ეს რა მხეცი გამოვიდა ჰა! გილოცავ, მართლა მაგარი მაცვენებლები აქვს.

პოსტის ავტორი: pilotina Apr 20 2015, 11:12 PM

Multi-Tool

მადლობა გოჩა, გაიხარე.
ისე მეჟდუ პროჩიმ, სანამ რედუქტორს დავაყენებდი დამაინტერესა რა სიჩქარეს მომცემდა სიმძლავრის დასაყენებელი ბორბლის მაქსიმალურ მნიშვნელობაზე.
ვისროლე ზემოთ მოყვანილი ტყვიები და მივიღე 1044 fps ანუ 318 მ/წმ.

პოსტის ავტორი: Multi-Tool Apr 20 2015, 11:21 PM

ციტატა(pilotina @ 21st April 2015 - 12:12 AM) *
ვისროლე ზემოთ მოყვანილი ტყვიები და მივიღე 1044 fps ანუ 318 მ/წმ.

რა ამბავია და ეგ 5.4 იანი პერეპუსკით?

პოსტის ავტორი: ბაიკერი Apr 20 2015, 11:22 PM

pilotina
ეგ შეშას დიდ ნაჭრებად დაჭრილს 250მ/წმ ით მაინც გაისვრის biggrin.gif


გილოცავ ძალიან მაგარი თოფია. გაემართლებინოს რისთვისაც იყიდე smile.gif

პოსტის ავტორი: pilotina Apr 20 2015, 11:25 PM

Multi-Tool

ციტატა(gabrichidzegocha @ 21st April 2015 - 12:21 AM) *
რა ამბავია და ეგ 5.4 იანი პერეპუსკით?


კი, 5.4-იანით

ბაიკერი
ციტატა(ბაიკერი @ 21st April 2015 - 12:22 AM) *
ეგ შეშას დიდ ნაჭრებად დაჭრილს 250მ/წმ ით მაინც გაისვრის


ხოოოო, ეს კაი იდეააა, ერთი უნდა ვცადო.... მე მგონი მუხა აჯობებს, თუ წიფელი? biggrin.gif


ციტატა(ბაიკერი @ 21st April 2015 - 12:22 AM) *
გილოცავ ძალიან მაგარი თოფია. გაემართლებინოს რისთვისაც იყიდე


მადლობა, გაიხარე smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 21 2015, 12:28 PM

ლოს კაიფოს და გადასარევოს, პროსტა შენს გახარებას მოარიდე ეგ სილამაზე ჩვენს ჭკუა მოგრეხილ სამართალდამცავებს თორემ ფერი არ უშველის მაგ საყვარლობას, მაგის შარში გახვევა კიდევ შენზე არანაკლებად მეწყინება ისე გადასარევად გამოიყურება ეგ მამაძაღლი smile.gif

პოსტის ავტორი: pilotina Apr 21 2015, 12:38 PM

ja_ja

კი, ვარიდებ შეძლებისდაგვარად უკეთესი მომავლის იმედით. sad.gif

პოსტის ავტორი: gocha311 Apr 21 2015, 10:06 PM

ვააახ მართლა ხელოვნების ნიმუშია ,რა ლამაზია თვალი მძლივსღა მოვაშორე.ეგეთი იარაღის უბრალოდ ხელში დაჭერა სიცოცხლის წუთების გახანგრძლივებას ნიშნავს.

პოსტის ავტორი: SCORPIONS Apr 21 2015, 10:11 PM

gocha311

ციტატა(gocha311 @ 21st April 2015 - 11:06 PM) *
.ეგეთი იარაღის უბრალოდ ხელში დაჭერა სიცოცხლის წუთების გახანგრძლივებას ნიშნავს.
იმდღეს გავიხანგრძლივე მე უკვე. smile.gif wink.gif



პოსტის ავტორი: maqsimusa Apr 21 2015, 11:10 PM

ციტატა(SCORPIONS @ Apr 21 2015, 11:11 PM) *
gocha311
იმდღეს გავიხანგრძლივე მე უკვე. smile.gif wink.gif


გეტყობა სახეზე 100%-ით biggrin.gif

რა მაგრობაა 22.gif მეც დამაპიპინებინეთ ერთი ცალი რა იქნება 14.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS Apr 21 2015, 11:23 PM

maqsimusa
ოკ. მაგარი ის იყო,პირველ დანახვაზე,რო წყალქვეშ სანადირო თოფი მეგონა:-) მოკლედ, კარგი რამაა და კარგი ფასიც აქვს!

პოსტის ავტორი: Power_VANO Apr 29 2015, 03:49 PM

pilotina
მეც გილოცავ, მშვენიერი შედეგები მიგიღია, იმედია ჯგუფებიც შესაბამისი იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: pilotina Apr 29 2015, 05:03 PM

Power_VANO

მადლობა, გაიხარე. smile.gif
ხო, რავი ვერ მოვაბი თავი ჯერ ჯგუფობანას. შეიძლება კვირას გამოვიდეს, თუ ამინდამა შემიწყო ხელი.

პოსტის ავტორი: Power_VANO May 1 2015, 08:29 AM

pilotina
ჰოო, თან კანონის გადამკიდე გარეთ საშიშია, სახლში კიდევ 50 მეტრიანი პრიამიკი ვის აქვს აბა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბაიკერი May 1 2015, 02:19 PM

Power_VANO
ბიძინას და მისნაირთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS May 7 2015, 11:17 PM

pilotina ლულას ნუ აცივებ wink.gif არსად გიჯგუფავია.?

პოსტის ავტორი: pilotina May 8 2015, 07:19 PM

SCORPIONS

ციტატა(SCORPIONS @ 8th May 2015 - 12:17 AM) *
ლულას ნუ აცივებ არსად გიჯგუფავია.?


არა, არა, სადა მაქ მაგის დრო sad.gif
ამ შაბათ-კვირას მინდოდა ვითომ, მარა ვმუშაობ და არ გამოვა ეხლაც.... sad.gif

პოსტის ავტორი: ბაიკერი May 8 2015, 07:24 PM

pilotina
ყველაზე მაგარი სამუშაო გაქვს

პოსტის ავტორი: pilotina May 8 2015, 08:13 PM

ბაიკერი

smile.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS May 8 2015, 09:55 PM

ბაიკერი

ციტატა(ბაიკერი @ 8th May 2015 - 07:24 PM) *
ყველაზე მაგარი სამუშაო გაქვს
მაგ სამსახურს,დვორნიკობა მირჩევნია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS May 8 2015, 11:14 PM

ციტატა(SCORPIONS @ Apr 21 2015, 11:11 PM) *
gocha311
იმდღეს გავიხანგრძლივე მე უკვე. smile.gif wink.gif

არა ისე,გერმანელიც მაგარი ლამაზია,თუ ჩემი როა მიტო მომწონს?ვენატალე მაგასა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif გულში გენატალე ვარკააა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ისა და,იარაღზე შეყვარებაც არსებობს ხალხნო? რაცხა ცუდად ხო არაა ჩემი საქმე და მე ვერ ვგრძნობ??? დამერხა მგონი.მაგ ფოტოზე რო ვარკას ვუყურებ,სულ ვირევი რა blush.gif როგორ ირემივითაა..თითქოს ნახტომისთვის ემზადებაო blush.gif

პოსტის ავტორი: ja_ja May 9 2015, 03:41 PM

ყველაფრის სიყვარული არსებობს. მანქანა, თოფი,სახლი დ ასე შემდეგ....

პოსტის ავტორი: ბაიკერი May 9 2015, 11:44 PM

მოტოციკლეტებისაც. biggrin.gif

პოსტის ავტორი: pilotina May 16 2015, 09:23 PM

მოკლედ მოვიდა დრო თემას პატარა, მარა მნიშვნელოვანი აფდეიტი გაუკეთო smile.gif
აფდეიტი ეხება მიზანში სროლას. როგორც იქნა მოვაბი თავი ამ საქმეს, თუმცა როგორც Crosman 1720T - თემაში დავწერე კონდორს არ გაუმართლა იმ მხრივ,რომ სროლა კროსმანით დავიწყე და როცა კონდორის ჯერი დადგა კაი ქარიც, ასე 5-7 მ/წმ ამოვარდა. აგერ ვიდეოს დავდებ ჯერ, სადაც ეს მომენტი დავაფიქსირე



ნუ, მაინც გადავწყვიტე სროლა, აბა ტყუილა ხო არ ვათრიე ამხელა თოფი biggrin.gif

მანძილი 50 მეტრი, ტყვია JSB 25.39 გრანი, ქარი არამდგრადი, სხვადასხვა მიმართულების.

http://pix.ge/

ეს ჯგუფი გარგად დაიწყო, მარა ბოლოს ორმა ტყვიამ გააფუჭა

http://pix.ge/

აი იმ ორი ტყვიის გარეშე, ფაქტიურად 3 ტყვია ტყვიაში ჩაჯდა

http://pix.ge/

ბოლის გადავწყვიტე ბარაკუდები დამეტესტა 31.02 გრანიანი. თუმცა JSB-ის მერე ლულა არ გამიწმენდია და ეგრევე ვატაკე ბარაკუდა. შედეგმაც არ დააყოვნა sad.gif

http://pix.ge/

იმედია, უფრო კაი ამინდშიც გავტესტავ და ვნახავ რისი თავი აქ.

პოსტის ავტორი: SCORPIONS May 16 2015, 09:31 PM

მაგი ქარი,5-7 მეტრს არ გავს რაცხა! ისე კი 50 მეტრზე,ძალიან კარგი შედეგია ჯსბ-ით! ქარის ბრალია დანარჩენი. მოკლედ,მაგარია რა smile.gif wink.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS May 16 2015, 10:44 PM

P.S. სულ მარცხენა მხარეს როა ტყვიები,ნახე? ან ქარი იყო,მაგ მიმართულებით და ან..-ნუ,ეგ შენც კარგად იცი რაშიცაა საქმე wink.gif

პოსტის ავტორი: shotexa7 May 17 2015, 12:15 PM

pilotina

მომილოცავს ოქრო იარაღია ოქრო შედეგებით ! ქარალდზე სროლა არმიყვარს მაგრამ ეხლა დამაინტერესა რას იზავს Green Mountain-ის ლულა ჩემ მარადაზე . ანუ რამდენად ჩამორჩება სიზუსტეში შენ მხეცს.



პოსტის ავტორი: pilotina May 17 2015, 06:34 PM

shotexa7

მადლობა მოლოცვისთვის.
არა მგონია GM-ის ლულა ძაან ჩამოუვარდებოდეს ვალტერს smile.gif

პოსტის ავტორი: ბაიკერი May 17 2015, 06:49 PM

ციტატა(shotexa7 @ May 17 2015, 01:15 PM) *
pilotina

მომილოცავს ოქრო იარაღია ოქრო შედეგებით ! ქარალდზე სროლა არმიყვარს მაგრამ ეხლა დამაინტერესა რას იზავს Green Mountain-ის ლულა ჩემ მარადაზე . ანუ რამდენად ჩამორჩება სიზუსტეში შენ მხეცს.




სხვაობა იქნება ძალაში. სიზუსტეში ძალიან კი არა არ ჩამოუვარდება საერთოდ. მაზიანს დავდებ biggrin.gif

პოსტის ავტორი: datka25 May 17 2015, 07:50 PM

ქარის კვალობაზე უმაგრესი შედეგია, ვალტერი მართლა გლიჯავს, მითუმეტეს ჯსბ-თი smile.gif

ციტატა(shotexa7 @ May 17 2015, 01:15 PM) *
pilotina

მომილოცავს ოქრო იარაღია ოქრო შედეგებით ! ქარალდზე სროლა არმიყვარს მაგრამ ეხლა დამაინტერესა რას იზავს Green Mountain-ის ლულა ჩემ მარადაზე . ანუ რამდენად ჩამორჩება სიზუსტეში შენ მხეცს.


თუ საიდუმლო არაა რომელი საიტიდან გამოიწერე ეგ ლულა? smile.gif სიგრძე და დიამეტრი რა აქვს?

პოსტის ავტორი: pilotina May 17 2015, 09:04 PM

datka25

ციტატა(datka250885 @ 17th May 2015 - 08:50 PM) *
თუ საიდუმლო არაა რომელი საიტიდან გამოიწერე ეგ ლულა? სიგრძე და დიამეტრი რა აქვს?


პირამიდიდან
სიგრძე 45 სმ, გარე დიამეტრი 16 მმ

პოსტის ავტორი: datka25 May 17 2015, 09:13 PM

ციტირებაში ავირიე smile.gif Green Mountain-ის ლულა მაინტერესებს, საიდან იწერება. . .

პოსტის ავტორი: pilotina May 17 2015, 10:39 PM

datka25

ოოოო, ეგ არ ვიცი

პოსტის ავტორი: geojorjika May 17 2015, 11:37 PM

http://www.midwayusa.com/product/117741/green-mountain-barrel-blank-25-20-wcf-106-diameter-1-in-14-twist-25-chrome-moly-in-the-white?cm_vc=ProductFinding

პოსტის ავტორი: ბაიკერი May 17 2015, 11:52 PM

geojorjika
მაგ ჩათლახ საიტზე ვიყიდე ადრე ოპტიკა, 2 კვირის მერე მომწერეს რომ უცხოურ ბარათებს არ ვიღებთო და გამიუქმეს შეკვეთა

პოსტის ავტორი: cz80 May 18 2015, 01:26 AM

geojorjika
მაგ საიტიდან შარშანწინ ვიყიდე რაღაცეები,
ხოოდა მეორედ რომ დავაპირე..ესაო ისაო მაგრამ თქვენს მიერ მითითებული მისამართი გადამზიდი კომპანიააო და კაროჩე იუესეის საზღვრებს გარეთ არ ვაგზავნითო..
სხვადასხვა გადამზიდის მისამართებიც ვცადე, სხვადახვა იუზერით მივწერე, მარა გაშიფრულ;ი ჰქონდათ უჟე და არაოო.. ვოტ

პოსტის ავტორი: okela84 May 18 2015, 09:51 AM

19მმ-ნი ჯგუფი როა, მაგ ტყვიით რამდენჯერმე რო გეცადა უკვე ნათლად გამოჩნდებოდა მაგ თოფის რეალური შესაძლებლობები, ეგ ჯგუფი თუ პირველივე ცდაზე დასვა არაა გამორიცხული 15-მდეც ჩამოხვიდე, ანუ 5 ცდიდან 2 15მმ-ში მოაქციო. ქარს რაც შეეხება გეტყვი, რომ მაგ თოფს არ ჭირდება ძაან იდიალური ამინდი

პოსტის ავტორი: ბაიკერი May 18 2015, 10:33 AM

cz80
მეც იგივე სიტუაცია შემემთხვა. არადა ხან მაგარი სეილები აქვთ

პოსტის ავტორი: shotexa7 May 18 2015, 07:42 PM

ბაიკერი

ციტატა(ბაიკერი @ 17th May 2015 - 07:49 PM) *
სიზუსტეში ძალიან კი არა არ ჩამოუვარდება საერთოდ. მაზიანს დავდებ

მჯერა შენი biggrin.gif მე რაც ვისროლე 40 ნაბიჯიდან ერთ წერტლში ხვდება ! უბრალოდ გასაგები მიზეზების და გამო დიამეტრი ფართოვდებოდა biggrin.gif

datka25
ციტატა(datka250885 @ 17th May 2015 - 08:50 PM) *
თუ საიდუმლო არაა რომელი საიტიდან გამოიწერე ეგ ლულა? სიგრძე და დიამეტრი რა აქვს?

არ გამომიწერია სტოკია smile.gif

პოსტის ავტორი: tengo May 20 2015, 09:51 AM

pilotina
ეს მაგარი ფიშტო შეგიძენია, გილოცავ.

პოსტის ავტორი: pilotina May 20 2015, 09:59 AM

tengo

მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: ilariona Sep 22 2015, 03:18 PM

pilotina
მშვენიერი შენაძენი და მშვენიერი შედეგი.

იმედია გაგიცნობთ თქვენ და თქვენს ფიშტოს.

geojorjika

შენა ვინა ხარ ჰა? თემა ვერ წავიკითხე სადაც ვაჭრობა არ გაქვს გამართული biggrin.gif

აქაც ყიდვა მომინდომა!!!
ქშა აქედან


პოსტის ავტორი: pilotina Sep 22 2015, 03:59 PM

ilariona

ციტატა(ilariona @ 22nd September 2015 - 04:18 PM) *
იმედია გაგიცნობთ თქვენ და თქვენს ფიშტოს.


ეჰ, მეც კი მინდა გაგიცნოთ და გაგეცნოთ კიდეც, მარა რო ვერ მოება თავი ერთ ნორმალურ გასვლას ? sad.gif

პოსტის ავტორი: ilariona Sep 22 2015, 05:52 PM

pilotina
27-ი სექტემბრის თემას თუ გადაავლეთ თვალი?

პოსტის ავტორი: pilotina Sep 22 2015, 06:02 PM

ციტატა(ilariona @ 22nd September 2015 - 06:52 PM) *
27-ი სექტემბრის თემას თუ გადაავლეთ თვალი?


აბა დმილინკეთ, თუ არ გეზარებათ

პოსტის ავტორი: pilotina Sep 30 2015, 04:51 PM

აჰა, აქაც, როგორც კროსმანის თემაში, დავდებ ასე ვთქვათ Long Range სროლის შედეგებს.
ტყვია JSB 25.39 gr, მანძილი 105 მეტრი... ქარი პრაქტიკულად არ იყო. უბრალოდ დამაინტერესა ამ მანძილზე რას იზავდა...
როგორც კროსმანის თემაში დავწერე, მსროლელის შეცდომები ბლომად იყო, მარა როგორც რუსები იტყვიან для начала пойдет.... smile.gif

http://pix.ge/

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: Multi-Tool Sep 30 2015, 09:51 PM

pilotina
რა ლამაზი ციფრებია, მოკლედ გულს აფართხალებს რა biggrin.gif

პოსტის ავტორი: pilotina Sep 30 2015, 10:10 PM

Multi-Tool


ხო, დამავიწყდა დამეწერა, ეს ზემოთმოცემული შედეგი სტანოკიდან არ მისვრია, ბიპოდიდან ვისროლე....

პოსტის ავტორი: Multi-Tool Sep 30 2015, 10:12 PM

pilotina
შენა კონდახზე ფეხი არ გიყენია ხო?

პოსტის ავტორი: pilotina Sep 30 2015, 10:18 PM

Multi-Tool

ციტატა(gabrichidzegocha @ 30th September 2015 - 11:12 PM) *
შენა კონდახზე ფეხი არ გიყენია ხო?


არა, კონდახი მხარზე მქონდა მიდებული და მაგიტომაც დავწერე ჩემს გულისცემასთან ერთად დახტოდა თქო სამიზნე... biggrin.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS Oct 1 2015, 06:58 AM

pilotina კარგით რია,105 მეტრზე რიაღა გინდათ ახლა? მშვენიერი შედეგია რა. wink.gif

პოსტის ავტორი: pilotina Nov 20 2015, 04:37 PM

მოკლედ, როგორც მოგეხსენებათ ჩემი კინდორი გადავიყვანე 10.34 გრნიან JSB ტყვიებზე და გადავწყვიტე დამეტესტა სიზუსტეში. ავედი ჩემს ფაზენდაზე, სამიზნე დავაყენე 50 მეტრზე და დავიწყე სროლა. სიჩქარე 276 მ/წმ, ქარი არამდგრადი სხვადასხა მიმართულების.
ეგრევე ვიტყვი, რომ არაფერი გამომივიდა, ნორმალური ჯგუფი ვერ დავსვი. აუწიე მერე სიჩქარე 315 მ/წმ-მდე, მაინც ვერაფერი ჯგუფი გამომივიდა.
აი ამ სურათზეა ერთ-ერთი ამ ჯგუფთაგანი

http://pix.ge/

მერე გადავწყვიტე უფრო მძიმე ტყვიები მეცადა, მითუმეტეს ქარში მაინტერესებდა რამდენად სტაბილურები იქნებოდნენ 10.34 გრანიანებთან შედარებით.
დავტენე ეს JSB 16.2 gr, სიჩქარე 266 მ/წმ, მანძილი იგივე 50 მეტრი

http://pix.ge/

და შედეგმა მართლაც გამაკვირვა,

http://pix.ge/

როგორც ხედავთ ეს ტყვიები მოეწონა ყველაზე მეტად. 37 ჯოულს ურახუნებს ამ სიჩქარეზე.

კროსმანიც ვისროლე,მარა ამ ქარში 50 მეტრზე სროლას აზრი არ ჰქონდა და 25 მეტრზე ვისროლე. შედეგები კროსმანის თემაში.

პოსტის ავტორი: SCORPIONS Nov 20 2015, 06:47 PM

pilotina მძიმე უყვარს და შეეკითხე თუ გინდა.... მაგის საქმეც ისეა რა,ბერი ბოლშე,კიდაი დალშე ი პო ტოჩნეე smile.gif wink.gif

ხუმრობა იქეთ და 50 მეტრისთვის,მართლაც მაგარია!

ეს მამაძაღლი ქარი რო არ ყოფილიყო......... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: gregory Nov 20 2015, 06:54 PM

pilotina
მართლაც მშვენიერი შედეგია და თანაც ამხელა ენერგეტიკა...
მთავარია სტაბილურად დადოს ასეთი შედეგი


პოსტის ავტორი: SCORPIONS Nov 20 2015, 07:06 PM

gregory

ციტატა(gregory @ 20th November 2015 - 07:54 PM) *
მთავარია სტაბილურად დადოს ასეთი შედეგი
ერთხელ თუ დადო,ე.ი. ეგრე გააგრძელებს. ასეა ეს wink.gif

პოსტის ავტორი: kaka8079 Nov 20 2015, 07:20 PM

SCORPIONS
სამწუხაროდ სულაც არაა ასე,შეიძლება სწორედ არამდგრადმა ქარმა მოუყარა თავი ამ ჯგუფს.აი მშვიდ გარემოში 5 ჯგუფი მაინც თუ გაკეთდა მისაღები შედეგით ესეიგი უკვე მართლა მოსწონს ეგ ტყვია.

პოსტის ავტორი: pilotina Nov 20 2015, 08:30 PM

kaka8079

ციტატა(kaka8079 @ 20th November 2015 - 08:20 PM) *
სამწუხაროდ სულაც არაა ასე,შეიძლება სწორედ არამდგრადმა ქარმა მოუყარა თავი ამ ჯგუფს.აი მშვიდ გარემოში 5 ჯგუფი მაინც თუ გაკეთდა მისაღები შედეგით ესეიგი უკვე მართლა მოსწონს ეგ ტყვია.


სადღაც მართალი ხარ, რა თქმა უნდა. აი ხვალე თუ წყნარი ამინდი იქნა კიდევ ვნახავ როგორ გაფრინდება ეს ტყვია, თუმცა რუსულ ფორუმებზე კი წერენ რომ კარგად დაფრინავსო,მარა თავად მინდა დავრწმუნდე

პოსტის ავტორი: pilotina Nov 21 2015, 09:04 PM

დღევანდელი სროლა ისევ

მანძილი 35 მ, ტყვია JSB 16,2 gr, სიჩქარე 267 მ/წმ, ქარი არა. ადგილი- ისევ ტარასას ტირი biggrin.gif

ორივე ჯგუფზე ერთი ტყვი გაიქცა, რამაც საგრძნობლად გაზარდა ჯგუფი. ამ გაქცეულების გარეშე შედეგით კმაყოფილი ვარ. უნდა ვეცადო ეს ''ატრივები'' არმოვფხრა. ტყვიების აწონვა და ერთგვაროვანი მასის მიხედვით დახარისხებამ შეიძლება უშველოს, ვნახოთ...

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 21 2015, 09:27 PM

გუთ გუთ

პოსტის ავტორი: SVD Nov 21 2015, 09:32 PM

ზდპ თი ყველაზე კაი ჯგუფი რამდენი მმ ა და რა მანძილძე?ეჭვი მაქვს 20 მმ მეც გავაკეთებ ჩემი ვანტაჯით

პოსტის ავტორი: SCORPIONS Nov 22 2015, 02:53 PM

SVD
10მმ 25 მეტრზე ზდპ ესთვის კარგია.
P.ს. სად დაინახე აქ 20მმ?

პოსტის ავტორი: okela84 Nov 22 2015, 03:28 PM

pilotina
მშვენიერია, ეხლა უკვე თავისულად შეიძლება ითქვას რო კარგად ისვრის, ერთი და თუნდაც ორი ჯგუფით მართლა ძნელია დასკვნის გაკეთება

პოსტის ავტორი: SVD Nov 22 2015, 04:32 PM

ციტატა(SCORPIONS @ Nov 22 2015, 03:53 PM) *
SVD
10მმ 25 მეტრზე ზდპ ესთვის კარგია.
P.ს. სად დაინახე აქ 20მმ?

არა ამაზ არვამბობ 20 მმ არის თქო.50 მეტრზე მაინტერესებს მე

პოსტის ავტორი: SCORPIONS Nov 24 2015, 01:03 AM

მესიჯებს არ ნახულობ?

პოსტის ავტორი: SVD Nov 24 2015, 04:44 AM

ციტატა(SCORPIONS @ Nov 24 2015, 02:03 AM) *
მესიჯებს არ ნახულობ?

მე?

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 16 2015, 01:31 AM

მსუქანი ლულის სიგრძე რამდენია?

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 16 2015, 08:06 AM

geojorjika

ციტატა(giorgi @ 16th December 2015 - 02:31 AM) *
მსუქანი ლულის სიგრძე რამდენია?

შენ რაში გაინტერესებს შე კუკუ


მაიტა აქეთ ეგ ყველაფერი

პოსტის ავტორი: pilotina Dec 16 2015, 11:08 AM

geojorjika

ციტატა(giorgi @ 16th December 2015 - 02:31 AM) *
მსუქანი ლულის სიგრძე რამდენია?


მსუქანი, გამხდარი, ორივეს ერთი სიგრძე აქვს, 18" ანუ 45,7 სმ

ერთი ეს ამოხსენით ვინმემ თუ შეგიძლიათ, რატომ უწერია პირამიდეარზე ამ იარაღს Loudness: 4-Medium-High , როცა ხამ პრაქტიკულად არა აქვს? მხოლოდ დამრტყმელის ხმა ისმის. ნუ, ვისაც ნანახი აქვს ჩემი ეს იარაღი, დამეთანხმება.

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 16 2015, 11:19 AM

pilotina

ციტატა(pilotina @ 16th December 2015 - 12:08 PM) *
ერთი ეს ამოხსენით ვინმემ თუ შეგიძლიათ, რატომ უწერია პირამიდეარზე ამ იარაღს Loudness: 4-Medium-High ,

ნუ მაგის წინამორბედის ტექსტი აქვთ ეტყობა კოპირებული, აი იმას ხმა აქვს თუ აქვს smile.gif, მარა მაგასაც აქვს ხმა თუ მაქსიმუმზე აწევ

პოსტის ავტორი: pilotina Dec 16 2015, 11:27 AM

ja_ja

ციტატა(ja_ja @ 16th December 2015 - 12:19 PM) *
მარა მაგასაც აქვს ხმა თუ მაქსიმუმზე აწევ


მაქსიმუმზე კი, გეთანხმები, მარა რომელი ჭკუათმყოფელი ისვრის მაქსიმუმზე? biggrin.gif , იმხელა სიჩქარეს იძლევა, რომ მიმიქარავს ''ბარრეტი" biggrin.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 16 2015, 12:36 PM

რედუქტორი მაინტერესებს მაგ ფიშტოსი smile.gif


პოსტის ავტორი: pilotina Dec 16 2015, 01:17 PM

geojorjika

ციტატა(giorgi @ 16th December 2015 - 01:36 PM) *
რედუქტორი მაინტერესებს მაგ ფიშტოსი


http://www.altaros.cz/en/25-gunpower ვიყიდე, გადავიხადე PayPal-ით, საქართველოს ფოსტის გადამკიდე თითქმის ორი თვე ველოდე.
ესეც მათიhttps://www.youtube.com/watch?v=vpFgZc6VWSg



პოსტის ავტორი: geojorjika Dec 16 2015, 07:42 PM

pilotina
ეგენი ნანახი მაქვს კაცო, მე თვითონ უნდა გავაჟეთო და პროსტა ახლოდან მაინტერესებდა რაღაც დეტალები

პოსტის ავტორი: pilotina Dec 16 2015, 07:47 PM

geojorjika


ციტატა(giorgi @ 16th December 2015 - 08:42 PM) *
პროსტა ახლოდან მაინტერესებდა რაღაც დეტალები


ოოოო, მაშინ მოდი და განახებ smile.gif

პოსტის ავტორი: pilotina Jan 26 2016, 09:14 PM

პატარა აფდეიტი ჩემი კონდორის.
შევიძინე და დავაყენე (შევცვალე) სასხლეტის მექანიზმში აი ეს დეტალიები (მარჯვენა სქემაზე როა ნაჩვენები) :

http://pix.ge/

შედეგად მივიღე სასხლეტის უფრო მკვეთრად გამოხატული ორი საფეხური და მეორე საფეხურის სიმძიმე გაზდა 50-60 გრამი, მოკლედ თითის დადება და გასროლა ერთია. smile.gif
რომ მოვიცლი დავტესტავ სროლაში.

პოსტის ავტორი: SCORPIONS Jan 26 2016, 09:18 PM

pilotina ანუ ვან ტაუჩი? გილოცამ ძმა,მაგრამ ჩემი ვარია 40 გრამია და ჰენელი კი 30 wink.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

P.S. სადაა ბბ?
კიდო რაა იცი? ეხლა თითქოს,გაგიჭირდება,მაგრამ 20-30 გასროლაში უცბად აუღებ ალღოს....მე,რომ ვარია 40 გრამამდე დავამსუბუქე,ძალიან მეუცხოვა,ვერ ვასწრებდი სასხლეტს,ეხლა კი მივეჩვიე და მაგარი პონტია რია wink.gif

პოსტის ავტორი: ბაიკერი Jan 28 2016, 09:40 PM

მევასება ეს კანდარა მაგრად. პროსტა ძAან დიდია biggrin.gif

პოსტის ავტორი: pilotina Feb 5 2016, 06:19 PM

დღეს გადავწყვიტე ფაზენდაზე ავსულიყავი და კონდორი დამეტესტა, როგორც ზემოთ ავღნიშნე, კონდორის სასხლეტში გაუმჯობესების შეტანის შემდეგ სასხლეტის წონა გახდა 50 გრამი. მინდოდა ასე ვთქვათ საველე პირობებში მეგრძნო განსხვავება smile.gif ,
ასევე დღეს ისევ გუსუქე კონდორს ლულა biggrin.gif და შესაბამისად ოპტიკაც უნდა გამესწორებინა. ამინდი მშვენიერი იყო, ქარი პრაქტიკულად არ იყო.
ჯერ ვისროლე ქაღალდზე 50 მეტრზე, შემდეგ კი გადავწყვიტე 103 მეტრზე 12 კალიბრის სანადირო გილზებისთვის მესროლა.
ჯერ ვითომ ოპტიკაზე დამაგრებული კამერის მეშვეობით მინდოდა სროლა, მარა არაფერი გამომივიდა. როცა კამერა მაღალი სიჩქარით ჩაწერაზე დავაყენე ( 480 fps ), დისპლეიზე გამოსახულება ისე შემცირდა, რომ ნორმალური დამიზნების საშუალება არ მქონდა, ჰოდა მოვხსენი ისევ კამერა და ჩვეულებრივად გავაგრძელე სროლა. ასე რომ გილზებზე სროლა ვერ ჩავიწერე, ამიტომ სიტყვაზე უნდა მენდოთ biggrin.gif : 103 მეტრზე ლუდის ბოთლი პირველივე გასროლით მივლეწე, ხოლო გილზები ერთი 10 ცალი მქონდა დალაგებული და 3-4 სროლა დამჭირდა, რომ დამიზნების წერტილი მეპოვა და შემდეგ უკვე 5 გილზა ზედიზედ მოვხსენი, დანარჩენებიც ერთი-ორი აცელის მერე.

ეხლა ფოტო ვიდეო მასალა

ეს 50 მეტრზე ნასროლი 5 ტყვია



ეს კიდო იგივე 50 მეტრი, ოღონდ ნასროლია უკვე 10 ტყვია



ესეც ვითომ კამერის მეშვეობით სროლის ცდა, იმხელა ბოთლს ავაცილე sad.gif


პოსტის ავტორი: Multi-Tool Feb 5 2016, 07:00 PM

pilotina
მაგარი შედეგია 100 მეტრისთვის. ეტყობა იარაღსაც მოეწონა სასხლეტის სიმსუბუქე.
ისა და100 მეტრაზე, გაფანტვა უფრო ნაკლები რატო გააკეთა ვიდრა 50 ზე?
კამერაში გამოსახულების რწევა ალბათ აპარატის ოპტიკური სტაბილიზატორის ბრალია.
ოფციაში თუ ეგიძება, გაუთიშე და ეგრე სცადე.
ხალხი მაღალ სიჩქარიან გადაღებისას როგორ უმიზნებს, თუ ეგრე აპატარავებს. მაქ სხვ რამეში იქნება საქმე,
ისევ ოფციებში იქნება საჭირო ბოდიალი biggrin.gif


პოსტის ავტორი: ilariona Feb 5 2016, 07:14 PM

pilotina
მშვენიერი! არა და სულ რაღაც 2 წლის წინ ყველა აძაგებდა ამ თოფს smile.gif

ძალიან კარგი შედეგია

პოსტის ავტორი: pilotina Feb 5 2016, 07:18 PM

Multi-Tool

ციტატა(gabrichidzegocha @ 5th February 2016 - 08:00 PM) *
ა100 მეტრაზე, გაფანტვა უფრო ნაკლები რატო გააკეთა ვიდრა 50 ზე?


ამას ვერ მივხვდი.... საიდან დაასკვენი, რომ 100 მეტრზე ნაკლები აქ გაფანტვა ვიდრე 50-ზე? smile.gif

პოსტის ავტორი: pilotina Feb 5 2016, 07:23 PM

ilariona

ციტატა(ilariona @ 5th February 2016 - 08:14 PM) *
მშვენიერი! არა და სულ რაღაც 2 წლის წინ ყველა აძაგებდა ამ თოფს


ნუ, ცოტა ხელის შევლება კი უნდა smile.gif , აქ რედუქტორიო, იქ სასხლეტი... მერე მაგას ლულის, კორპუსში დაჭერის თავისებური მუღამი აქ, ჯერ ქვედა ქანჩები უნდა დაუჭირო მაქსიმალურად, ხოლო გვერდითა ქანჩებს ძალა არ უნდა დაატანო საერთოდ, სუსტად დაუჭერ და ეგაა. რომელიღაც უცხოურ ფორუმზე ამოვიკითხე ეს.

პოსტის ავტორი: Multi-Tool Feb 5 2016, 07:37 PM

Multi-Tool

ციტატა(pilotina @ 5th February 2016 - 08:18 PM) *
ამას ვერ მივხვდი.... საიდან დაასკვენი, რომ 100 მეტრზე ნაკლები აქ გაფანტვა ვიდრე 50-ზე?

biggrin.gif. ჩემი ბრალი არაა მაგი, პირველ სურათზე მანძილი რომ ვერ წავიკითხე, ორი ბოთლი ლუდის. ბრალია. smile.gif

პოსტის ავტორი: datka25 Feb 5 2016, 08:59 PM

pilotina
მაგარი შედეგია smile.gif
ყვარლისკენ თუ მოხვდები გამოაყოლე და ჩემს მსუქანას შევაჯიბროთ wink.gif თან ნადირობაშიც გამოვცადოთ . . .

პოსტის ავტორი: bubusicha Feb 5 2016, 09:10 PM

pilotina
ყოჩაღ შენ, მაგარია იარაღია კონდორი.
აუუუ მეც მინდა მარადიორი პატარა და მსუქანა ...

პოსტის ავტორი: pilotina Feb 5 2016, 10:59 PM

datka25

ციტატა(datka250885 @ 5th February 2016 - 09:59 PM) *
ყვარლისკენ თუ მოხვდები გამოაყოლე და ჩემს მსუქანას შევაჯიბროთ თან ნადირობაშიც გამოვცადოთ . . .


სიამოვნებით. მე მგონი მოვაბავ ამ ამბავს თავს. შენ დროის ამბავში როგორა ხარ?

პოსტის ავტორი: datka25 Feb 5 2016, 11:11 PM

ციტატა(pilotina @ Feb 5 2016, 11:59 PM) *
datka25


სიამოვნებით. მე მგონი მოვაბავ ამ ამბავს თავს. შენ დროის ამბავში როგორა ხარ?


ნებისმიერ დროს შემიძლია გიმასპინძლო smile.gif შენ აქამდე ჩამოდი მარტო wink.gif

პოსტის ავტორი: okela84 Feb 6 2016, 12:40 AM

pilotina
ვაა მაგარი შედეგია ორივე, 10 ტყვიიდან არცერთი რო არ გავიდა 22-დან. სასხლეტს რო მიეჩვევი დიდი ალბათობით შესამჩნევად გააუმჯობესებ შედეგს.

ციტატა(gabrichidzegocha @ 5th February 2016 - 08:00 PM) *
ისა და100 მეტრაზე, გაფანტვა უფრო ნაკლები რატო გააკეთა ვიდრა 50 ზე?

ციტატა(pilotina @ 5th February 2016 - 08:18 PM) *
ამას ვერ მივხვდი.... საიდან დაასკვენი, რომ 100 მეტრზე ნაკლები აქ გაფანტვა ვიდრე 50-ზე?

გოჩას მგონი მექანიკურად მოუვიდა, მაგრამ მე გეტყვი საიდან უნდა დაესკვნა, კუთხური წუთი აშკარად 100 მეტრზე უფრო ნაკლები გამოვიდა, 12-ნი გილზის დიამეტრი არის 18 მმ და 5-დან 5 სროლაში ფეხზე დაყენებულ გილზს 100 მეტრზე რო გაარტყა, ამისათვის შენ გჭირდება 50 მეტრზე სტაბილურად 9მმ-ნი ჯგუფები შიდა ნაპირებიდან ჰორიზონტალური გადაზომვით. შენ შემთხვევაში ზუსტად 10 მმ-ნი ჯგუფი გამოგივიდა 50 მეტრზე და 100 მეტრზე 18მმ-ზე ნაკლები biggrin.gif

პოსტის ავტორი: pilotina Feb 6 2016, 01:09 AM

okela84

ციტატა(aleqsandre @ 6th February 2016 - 01:40 AM) *
კუთხური წუთი აშკარად 100 მეტრზე უფრო ნაკლები გამოვიდა, 12-ნი გილზის დიამეტრი არის 18 მმ


რამდენადაც მახსოვს, 100 მეტრზე 1 კუთხური წუთი უდრის 29 მმ-ს, და 50 მეტრზე გამოდის 1 კუთხური წუთი 14,5 მმ. ესე იგი რახან 50 მეტრზე 5 გასროლაში გამოვმივიდა 15.5 მმ-იანი ჯგუფი (ანუ 1 კუთხურ წუთზე ცოტა მეტი), ხოლო 100 მეტრში 18 მმ-იან გილზას ვარტყავდი , მართლაც გამოდის, რომ 100 მეტრზე 1 კუთხურ წუთზე საგრძნობლად ნაკლები ჯგიფი გამოვიდა. მარა აქ ერთი ნიუანსია, გილზის დიამეტრი კი არი 18 მმ, მარა სიმაღლე ხომ გაცილებით მეტი აქვს, ხოდა შეიძლება ვერტიკალში გაშლილიყო ჯგუფი, რასაც მე ვერ შევამჩნევდი დაყენებულ გილზაზე სროლით.

პოსტის ავტორი: okela84 Feb 6 2016, 02:14 AM

pilotina

ციტატა(pilotina @ 6th February 2016 - 02:09 AM) *
დიამეტრი კი არი 18 მმ, მარა სიმაღლე ხომ გაცილებით მეტი აქვს,

ციტატა(pilotina @ 6th February 2016 - 02:09 AM) *
ჰორიზონტალური გადაზომვით.

ზემოთ დავწერე რო ჯგუფის მხოლოდ ჰორიზონტალურ გადაზომვას ვგულისხმობდი და შენ ჯგუფებს ზუსტ ჰორიზონტალზე თუ გადაზომავ მაქსიმუმ მილიმეტრის მეათედით შეგეცვალოს ჯგუფის ზომა. სურათზე რაც ჩანს შტანგელი დაახლოებით რამდენიმე ერთეული გრადუსით გაქვს დახრილი ჰორიზონტალის ხაზიდან.

პოსტის ავტორი: pilotina Nov 28 2016, 07:21 PM

ეს დღევანდელი ქაღალდზე სროლის საუკეთესო ჯგუფი. ერთმა მოწყვეტილმა გააფუჭა საერთო სურათი.
ტყვია JSB 10.34gr, სიჩქარე 286 მ/წმ, მანძილი 50 მეტრი.

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: userman Nov 28 2016, 07:48 PM

ეს უკვე სერიუზულია . ერთის გაქცევა შეძლება ტყვიასაც დავაბრალოთ და აგრეთვე შენს ემოციებს smile.gif

პოსტის ავტორი: chefo Nov 8 2017, 10:44 AM

pilotina

პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა ამ თემის გახსნისთვის, ბევრი გამოსადეგი ინფოა პრაქტიკიდან გამომდინარე.

კითხვა მაქვს ფასებთან დაკავშირებით, ეს ფასები ნორმალურია? ვიყიდი ამაზე იაფად სადმე?

https://ibb.co/bOTt3G

კიდევ რას მირჩევთ "ნასოსზე" (ბენჯამენის როგორ მოერგო) და ოპტიკურ სამიზნეზე?

სამაგრები დოვეთაილ მინდა ხომ?

მოკლედ თუ ვინმეს აქვს რამე რჩევები თუნდაც ორი სიტყვით ამ იარაღთან დაკავშირებით წინასწარ დიდი მადლობა.

FX Streamline თუ ჰქონია ვინმეს, მისი თემა ვერ ვიპოვნე, ამ იარღზეც მაინტერებს გამოცდილება.

და კიდევ, ინგლისურენოვან რესურსებს სულ სპონსორობის სუნი უდით და იქნებ მიმასწავლოთ საიმედო მიუკერძოებელი საიტი ან ფორუმი?

დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: giga2010 Nov 8 2017, 11:13 AM

ციტატა(chefo @ Nov 8 2017, 11:44 AM) *
pilotina

პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა ამ თემის გახსნისთვის, ბევრი გამოსადეგი ინფოა პრაქტიკიდან გამომდინარე.

კითხვა მაქვს ფასებთან დაკავშირებით, ეს ფასები ნორმალურია? ვიყიდი ამაზე იაფად სადმე?

https://ibb.co/bOTt3G

კიდევ რას მირჩევთ "ნასოსზე" (ბენჯამენის როგორ მოერგო) და ოპტიკურ სამიზნეზე?

სამაგრები დოვეთაილ მინდა ხომ?

მოკლედ თუ ვინმეს აქვს რამე რჩევები თუნდაც ორი სიტყვით ამ იარაღთან დაკავშირებით წინასწარ დიდი მადლობა.

FX Streamline თუ ჰქონია ვინმეს, მისი თემა ვერ ვიპოვნე, ამ იარღზეც მაინტერებს გამოცდილება.

და კიდევ, ინგლისურენოვან რესურსებს სულ სპონსორობის სუნი უდით და იქნებ მიმასწავლოთ საიმედო მიუკერძოებელი საიტი ან ფორუმი?

დიდი მადლობა

ნასოსზე გირჩევ, რომ ცოტაც დაამატო და ბალონი იყიდოთ. თუ მაგ თოფზე გააკეთეთ არჩევანი, მას საკმაოდ დიდი რეზერვუარი აქვს და გაგიჭირდებათ მისი ნასოსით დატუმბვა. დანარჩენზე შემოვლენ უფრო მცოდნე ხალხი და გაგცემენ პასუხს

პოსტის ავტორი: chefo Nov 8 2017, 11:39 AM

giga2010

ციტატა(giga2010 @ 8th November 2017 - 12:13 PM) *
ნასოსზე გირჩევ, რომ ცოტაც დაამატო და ბალონი იყიდოთ. თუ მაგ თოფზე გააკეთეთ არჩევანი, მას საკმაოდ დიდი რეზერვუარი აქვს და გაგიჭირდებათ მისი ნასოსით დატუმბვა. დანარჩენზე შემოვლენ უფრო მცოდნე ხალხი და გაგცემენ პასუხს


და დამატებით კომპრესორიც მინდა მაშინ ხომ? რაღაცით ხომ უნდა დავტენო ის ბალონიც?

პოსტის ავტორი: giga2010 Nov 8 2017, 12:25 PM

ციტატა(chefo @ Nov 8 2017, 12:39 PM) *
giga2010


და დამატებით კომპრესორიც მინდა მაშინ ხომ? რაღაცით ხომ უნდა დავტენო ის ბალონიც?

კომპრესორი არსებობს და შეგიძლია ისარგებლო. გარკვეული თანხა ჯდება მისი დატენვა. ნასოს რაც შეეხება, აქვს ბატონ გრეგორს და ნახევარი ფასი ღირს იმასთან შედარებით რაც თქვენ ნახეთ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ ძალიან გაგიჭირდებათ მისი ნასოსით დატენვა

პოსტის ავტორი: chefo Nov 8 2017, 12:58 PM

giga2010

ციტატა(giga2010 @ 8th November 2017 - 01:25 PM) *
კომპრესორი არსებობს და შეგიძლია ისარგებლო. გარკვეული თანხა ჯდება მისი დატენვა. ნასოს რაც შეეხება, აქვს ბატონ გრეგორს და ნახევარი ფასი ღირს იმასთან შედარებით რაც თქვენ ნახეთ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ ძალიან გაგიჭირდებათ მისი ნასოსით დატენვა


ძალიან კარგი თუ არსებობს, იქნებ კონტაქტებიც მომწეროთ? გადავანგრიე ფორუმი და ვერ ვიპოვნე.

მადლობა

პოსტის ავტორი: pilotina Nov 8 2017, 04:13 PM

chefo

პირველ რიგში კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ფორუმზე. ეხლა რაც შეეხება შეკითხვებს.
1. თავად თოფის ფასი ნორმალურია ახლისთვის, მეც მაგ ფასად ვიყიდე, უფრო იაფად არვიცი სად იშოვი, ნუ შეიძლება რეფაბრიშდ იყოს ან მეორადი გაყიდოს ვინმემ.

2. ოპტიკა დამწყებისთვის ნორმალურზე უკეთესია, მეც Hawke მაქვს და სავსებით კმაყოფილი ვარ.

3. რაც შეეხება ნასოსს, აქ სწორად გირჩიეს, ეგ ფასი ნამეტანი ძვირია, ჩვენს ფორუმელს გრეგორს აქვს ახლები უფრო ხარისხიანი და უფრო იაფად. უბრალოდ რამდენად გაუძლებ 0.5 ლიტრიანი რეზერვუარის ნასოსით ტენვას სხვა საკითხია. biggrin.gif

4. სასმაგრები დოვეთაილი აქვს კი.

5. FX Streamline - ს რაც შეეხება, რამდენადაც მე ვიცი აქ არავის აქვს ამ ბრენდის თოფი, შეიძლება ვცდები...

6. ინგლისურენოვანი ფორუმები თუ არ მოგწონს შეგიძლია youtube-ზე მოიძიო, უამრავი ინფოა პრაქტიკულად ნებისმიერ თოფზე.

პოსტის ავტორი: chefo Nov 8 2017, 04:40 PM

pilotina
მადლობა გამოხმაურებისთვის.

ჩემთვის პირველ პცპ-ს ვარჩევ, უამრავი ფორუმი, ვიდეო განხილვა მაქვს ნანახი და მგონია, რომ პირველისთვის ძალიან დიდ დანახარჯს ვწევ.
რას მირჩევთ, ხომ არ დავიწყო მაგალითად Benjamin Maximus-ით, გაქვთ გამოცდილება ამ იარაღთან? მინდა ძირითადად ვირთხებთან ბრძოლისთვის (10-15 მეტრი), ასევე 30-50 მეტრამდე მიზანში სროლისთვის.
უბრალოდ 1500$ მდე უეჭველი მომიწევს პლუს ბალონს თუ გადავწყვეტ, ეს კი ზედმეტი მგონია ამ მიზნებისთვის.



პოსტის ავტორი: giga2010 Nov 8 2017, 04:51 PM

ციტატა(chefo @ Nov 8 2017, 05:40 PM) *
pilotina
მადლობა გამოხმაურებისთვის.

ჩემთვის პირველ პცპ-ს ვარჩევ, უამრავი ფორუმი, ვიდეო განხილვა მაქვს ნანახი და მგონია, რომ პირველისთვის ძალიან დიდ დანახარჯს ვწევ.
რას მირჩევთ, ხომ არ დავიწყო მაგალითად Benjamin Maximus-ით, გაქვთ გამოცდილება ამ იარაღთან? მინდა ძირითადად ვირთხებთან ბრძოლისთვის (10-15 მეტრი), ასევე 30-50 მეტრამდე მიზანში სროლისთვის.
უბრალოდ 1500$ მდე უეჭველი მომიწევს პლუს ბალონს თუ გადავწყვეტ, ეს კი ზედმეტი მგონია ამ მიზნებისთვის.

1000$ -მდე შეგიძლია ჩაეტიო თავისუფლად და საკმაოდ ნორმალური კომპლექტაციით. სანადიროდ კი არ გჭირდებათ მაგ დონის ოპტიკა. ისე ძალიან მაინტერესებს სად არიან ვირთხები? სიამოვნებით შემოგიერთდები სანადიროდ

პოსტის ავტორი: chefo Nov 8 2017, 05:56 PM

ციტატა(giga2010 @ 8th November 2017 - 05:51 PM) *
ისე ძალიან მაინტერესებს სად არიან ვირთხები? სიამოვნებით შემოგიერთდები სანადიროდ


მე ცოტა შორს მაქვს სოფელი (ყვარლის რაიონი), სახლებშიც ბევრნი არიან და ფერმერებს ვისაც ველაპარაკე ბლომად დადიან თან ძალიან გათამამებულებიო.
უბრალოდ მცირე დონის ღამის ხედვაც მინდა მომავალში. ისე ახლო-მახლო (მაგალითად სართიჭალა) ფერმებსაც უნდა ჰქონდეთ ეგ პრობლემა. გართობა შეიძლება.


პოსტის ავტორი: giga2010 Nov 8 2017, 05:59 PM

ციტატა(chefo @ Nov 8 2017, 06:56 PM) *
მე ცოტა შორს მაქვს სოფელი (ყვარლის რაიონი), სახლებშიც ბევრნი არიან და ფერმერებს ვისაც ველაპარაკე ბლომად დადიან თან ძალიან გათამამებულებიო.
უბრალოდ მცირე დონის ღამის ხედვაც მინდა მომავალში. ისე ახლო-მახლო (მაგალითად სართიჭალა) ფერმებსაც უნდა ჰქონდეთ ეგ პრობლემა. გართობა შეიძლება.

მადლობა ყურადღებისთვის. iaragi ge თუ გაქვს ეს საიტი ნანახი? ჩვენი ფორუმელის მაღაზიაა, შეათვალიერე აბა.

პოსტის ავტორი: pilotina Nov 8 2017, 07:48 PM

chefo

ციტატა(chefo @ 8th November 2017 - 05:40 PM) *
ჩემთვის პირველ პცპ-ს ვარჩევ, უამრავი ფორუმი, ვიდეო განხილვა მაქვს ნანახი და მგონია, რომ პირველისთვის ძალიან დიდ დანახარჯს ვწევ.
რას მირჩევთ, ხომ არ დავიწყო მაგალითად Benjamin Maximus-ით, გაქვთ გამოცდილება ამ იარაღთან? მინდა ძირითადად ვირთხებთან ბრძოლისთვის (10-15 მეტრი), ასევე 30-50 მეტრამდე მიზანში სროლისთვის.


თუ პირველ PCP-ს არჩევ, მაშინ გრეგორს შეეხმიანე, iaragi.ge, დიდი არჩევანი აქვს კრალის თოფების. ნებისმიერი ზომის და ფორმის. დარწმუნებული ვარ შესაფერის თოფს შეარჩევ, თან დაგაკვალიანებს ყველაფერში.

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 9 2017, 08:12 AM

pilotina

ციტატა(pilotina @ 8th November 2017 - 05:13 PM) *
უბრალოდ რამდენად გაუძლებ 0.5 ლიტრიანი რეზერვუარის ნასოსით ტენვას სხვა საკითხია.

კოშმარია ეხლავე ვამბობ, მე მაქვს ჩატარებული ჩემი პრაქტიკული გამოცდილებისთვის ექსპერიმენტი 1.1 ლიტრიანი ბალონი მაქვს დატენილი 207 ბარზე, გამძვრა ვინტიც, ბოლტიც და შაიბები თავისი გაიკებით. დამჭირდა სადღაც 1300-დან 1450-მდე ბუქნი, 0.5 ლიტრიანზე ნუ ყველაზე კაი შემთხვევაში 500-600 ბუქნია, ჯანდაბას ჩავთვალოთ რომ მთლად ბოლომდე არ დაცლი ხოლმე მაგრამნ 300-400 ბუქნი მაინც გაქვს ასათვისებელი ადამიანს, ეგ ნი ნამეტანი მოუხერხებელია...

ჩემი პირადი აზრით ნასოსის გამოყენება თოფზე რომელსაც რეზერვუარი 220-280 კუბზე მეტი აქვს მაგარი არაეფექტურია, დამღლელია, ხალისის დამკარგველი და რავიცი, მოკლედ ყველაფერი ნეგატიურია smile.gif

chefo
კარგად აწონ დაწონე ბალონი გირჩევნია და თავის ძვირის გადახდა, თუ ნახევარფასში ნასოსის ყიდვა და მერე წვალება, ბალონის დატენვა ლიტრაჟის მიხედვით 5 ლარიდან 30 ლარამდე დაგიჯდება და თითო დატენვაზე რამდენიმე ათეულჯერ დაგატენინებს თოფს ისე რომ 1 წვეთი ოფლი არ ჩამოგვარდება, არც სუნთქვა აგერევა, არც ხელფეხი დაგეღლება და სროლაში აკანკალებული ხელის გამო ხელს არ შეგიშლის. თუმცა გადაადგილება ბალონიანად ცოტა არ იყოს მოუხერხებელია...

ნასოსი კი იაფია, მაგრამ ფიზიკურ შრომას მოითხოვს, დაღლა გაქვს ყოველთვის, შესვენებები უნდა აკეთო ყოველი 50 ბუქნის მერე თორემ ნასოსის რეზინებიც დაიწვება და შენს დაგერხევა ჯანმრთელობაზე, ერთადერთი პლიუსი შედარებით იოლი ტრანსპორტირება ახასიათებს.


რაც შეეხება ფასებს, 1500$ მემგონი ნამეტანი გაქვს დათვლილი, შენ თუ 10-15 მეტრზე აპირებ ნადირობას მაგას ნებისმიერი თოფი გააკეთებს, სწორედ გირჩიეს ბიჭებმა გრიშას მაღაზიაში აარჩევ ყველანაირ ვარიანტს, იაფიანსაც და ძვირიანსაც, ჩემის აზრით KRAL-ის NP1 ან NP2 იდეალური იქნებოდა შენთვის და მგონი სადრაც 300-400$-ის ფარგლებში უნდა ღირდეს ეგ თოფი, პლიუს გაჭი გამოჭიმე 100$ ოპტიკაში, მეტი ოპტიკა მაგ დისტანციაზე საჭირო არაა და მე თუ მკითხავ დაჟე კოლიმატორზე ჯობია ფიქრი ვიდრე ოპტიკაზე...

დაჟე ბალონიც რომ ითრიო გრიშასთაბ მგონი 300 თუ 350$, ია.... დააჯამე ეხლა ეგ ყველაფერი და მგონი 1000$-მდეც ვერ ადიხარ და რატომ დაგეგმე 1500$? ერთერთი ხარჯი გექნება ტყვიები და ბალონის დატენვა...

პოსტის ავტორი: chefo Nov 9 2017, 09:35 AM

pilotina
ja_ja
1500$ დავითვალე კონდორის ჩამოტანა თავისი ბალონით და ნორმალური ოპტიკით. 750+350+220+გზა+18%, ეგ კიდევ მეტია 1500-ზე.

მოკლედ მომავალი სეზონისთვის კონდორს ჩამოვიტან თავისი ბალონით, ან ბალონს აქ ვიყიდი... ახლა ვერ ვქაჩავ და ისეთის ყიდვა არ მინდა რომ გული დამწყდეს.

პ.ს. iaragi.ge - ზე ბალონები ვერ ვნახე.

პოსტის ავტორი: gregory Nov 9 2017, 12:06 PM

chefo
მართალია, საიტზე ჯერ არ ატვირთულა
ისე 300$ ღირს . https://www.mymarket.ge/ka/product/view/10101584/

პოსტის ავტორი: chefo Nov 9 2017, 12:51 PM

gregory
ერთჯერადად მისი დატენვა რა დაჯდება და მარაუდერის რამდენ დატენვას ეყოფა?

მადლობა

პოსტის ავტორი: gregory Nov 9 2017, 01:05 PM

chefo
დატენვა ჯაჯასთან ხდება. ფასი 20-25 ლარია.
მარადას სადღაც 50+ დატენის

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 10 2017, 01:31 PM

chefo

ციტატა(chefo @ 9th November 2017 - 10:35 AM) *
მოკლედ მომავალი სეზონისთვის კონდორს ჩამოვიტან თავისი ბალონით, ან ბალონს აქ ვიყიდი

ბალონის იქ ყიდვა და ჩამოტანა ნამეტანი ძვირი გამოგივა:

1) იქანე ტრანსპორტირების და მოგების გამო ძვირია ბალონები
2) პლიუს ტრანსპორტირება აქეთკენ და ის გარემოება რომ ბევრ გადამზიდავს ბალონის ჩამოტანა არ უნდა
3) პლიუს განბაჟება

პოსტის ავტორი: chefo Nov 21 2017, 10:10 AM

pilotina

ვაკომპლექტებ კონდორს და კითხვები რომ მექნება მოგმართავთ ხოლმე.

1. ბალონიდან გადამყვენი ალბათ დამჭირდება და რომელი რომ მირჩიოთ? ალბათ ეს: https://www.airgundepot.com/afu1009.html. ბალონს ალბათ https://www.mymarket.ge/ka/product/view/10101584/ ავიღებ.
2. ოპტიკის სამაგრები რა სიმაღლის დავაყენო? ან საერთოდ ამ კომპლექტაციაზე რას ფიქრობთ? https://www.airgundepot.com/hawke-optics-vantage-ir-6-24x50-ao-rifle-scope.html, https://www.airgundepot.com/hawke-mount-hm6146.html
3. რაც შეეხება აპგრეიდს, როცა შევიძენ და ჩამოვა მერე შეგაწუხებთ.
მადლობა

პ.ს. კონდორ ტალონის რეპორტი ვერსად ვნახე და იქნებ დამილინკოთ ან 2 სიტყვით ძირითადი განსხვავებები მითხრათ.




პოსტის ავტორი: gregory Nov 21 2017, 10:36 AM

ციტატა(chefo @ 21st November 2017 - 11:10 AM) *
ბალონიდან გადამყვენი ალბათ დამჭირდება და რომელი რომ მირჩიოთ? ალბათ ეს: AirForce 1/4 Male BSPP Refill Adapter. ბალონს ალბათ ამას ავიღებ.

chefo
ჩემი რჩევაა არანაირ გადამყვანზე არ იფიქრო. აქვე, ჯაჯა გააკეთებს უფრო იაფად

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 21 2017, 11:14 AM

chefo

ციტატა(chefo @ 21st November 2017 - 11:10 AM) *
კონდორ ტალონის რეპორტი ვერსად ვნახე და იქნებ დამილინკოთ ან 2 სიტყვით ძირითადი განსხვავებები მითხრათ

ვერ გავიგე რას გულისხმობ, თუ რეპორტი და შესაძლებლობების მიმოხილვა გინდა, http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2118პოემა, ხოლო თუ შედარება გინდა კონდორსა და ტალონს შორის, .... ნუ ადრე ტალონი ძირითადად 0.22-ზე თავდებოდა და SS მოდელებიც იყო, ანუ ინტეგრირებული მოდერით, იმავე პერიოდში კონდორი უფრო 0.22-ი და მეტი კალიბრი იყო, ძირითადად 0.25-ზე თავდებოდა, ზოგიერთი მაქსიმუმ 9-მდე ააბგრეიდებდა, თუმცა დღეს უკვე ქარხნულად ტექსტანია გამოსული და 0.45 და 0.50 კალიბრს ურახუნებს smile.gif

დღეის მომენტში ტალონიც და კონდორიც 0.25- კალიბრამდე გამოდის, შედეგად დიდი განსხვავება მაგ ორ აგრეგატში აღარაა, უფრო გაბარიტებშია განსხვავება, ტალონებს ძირიტადად 18"-მდე ლულები აქვს და კოლოფიც პატარაა, კონდორი კიდევ 24"-მდე ლულებით გამოდის, თვითონ კოლოფიც დიდია, მძიმეა და თავიდან კონდორზე იყო ეგრეთწოდებული Hi-FLO კლაპნები, დღე სკი ეგ უკვე ტალონებზეცაა, მითუმეტეს ცალკე თუ იყიდი smile.gif

ასე რომ უფრო გაბარიტების ამბებია ვიდრე რაიმე განსაკუთრებული სხვაობაა

რაც შეეხება შენს ჩამოთვლილი შესაძენ რაცხაებს:

1) არ მიქარო და ეგ პუნქტი არ იყიდო, არანაირად არაა საჭირო თუ Spin-Lock-იან ბალონს ყიდულობ, ტყუილა დახარჯული ფულია, სპინ ლოქიან რეზერვუარს უკვე აქვს ფოსტერის ჩქარი დატენვის პორტი


აი ეს პორტი პილოტინას ბალონზე, მემგონი სხვანაირები ამ ბოლო დროს არარც კი იყიდება

და მაგ ბალონს რასაც უყურებ, აქვს შლანგი რომელსაც კაკრაზ მაგ ფოსტერის ჩქარი დატენვის თავი დაუყენდება ან მოყვება (ეგ გასარკვევია გრიშას დაეკითხე, თუ არ მოყვება, მგონი ცალკე ჰქონდა გასაყიდად და მოილაპარაკებთ), შედეგად არანაირი გადამყვანი არ დაგჭირდება, პირდაპირ მაგ დიდ ბალონს მიაერთებ შნალგით, დატენი ი ვსიო...

აი თუ ძველებულ რეზერვუარს ყიდულობ რომელსაც დამტენი და მანომეტრი არ ჰქონდა, მაგისთვის სულ სხვა გადამყვანი დაგჭირდება, რომელიც ახალ თოფს მგონი კომპლექტში მოყვება, მოკლედ ნებისმიერი გადასახედიდან ის გადამყვანი რაც პირველ პუნქტში გაქვს ამოსაგდებია....

ისე დადე ლინკი რეალურად რომელს უყურებ რომ უფრო მართებული რჩევები მოგცეთ, თუ გჭიქრდება რჩევები რა თქმა უნდა....

2) Hawke კაი ოპტიკაა მაგრამ 24x მემგონი ნამეტანია თუ სანადიროდ გინდა თოფი, ანუ ისეთი გარჩევადობა აქვს რომ არც სანადიროა (დიდი და მძიმეა ნადირობისთვის) და არც ქაღალდისთვისაა იდეალური (ძირითადი შეჯიბრება 50 მეტრზეა და დაუწერელი კანონია, რამდენ მეტრზეც არის შეჯიბრი იმდენჯერადი ოპტიკა გჭირდებაო smile.gif ანუ 50x გინდა მაშინ smile.gif)

სანადიროდ კაია 10ხ ან ჰა ჰა 12 ან მაქსიმუმ 16x აგის ზემოთ უკვე მოუქნელი და მძიმე ხდება ოპტიკა, ხოლო ჩაფიქრებული საოცნებო დიდი გარჩევადობა მხოლოდ ოცნებებში რჩება, რადგან დიდი ჯერადობა, მაგრა გიმცირებს ხედვის არეალს და მაგარი მოუხერხებელი ხდება დამიზნება და სროლა.

რაც შეეხება რინგებს უნდა აიღო მაქსიმალურად მაღლები და ჩემისhttps://www.airgundepot.com/accushot-py-635.htmlდა არა ერთ მონობლოკად შეკრული, შე მემგონი უფრო დაგჭირდება ოპტიკის აწევა, იმის გამო რომ ერთ სიბრტყეზეა ლულა და რეზერვუარი, გაიხსენე M4-ის და M16-ის პროფილი, მაგასაც სამიზნე ზემოთ აქვს აწეული იმის გამო რომ ერთ სიგრტყეზე არსებული ლულა და კონდახიდან სროლა მოუხერხებელია დაბალი სამიზნედან, გიწევს თავის და კისრის მოღუნვა, ამიტომაც, უმეტესობა ტალონისთვის და კონდორისთვის ყიდულობსhttps://www.airgundepot.com/afu1039-mounting-base.html, რომელსაც ამაგრებს თოფზე და შემდეგ უკვე მაგ რელსზე სვავს ოპტიკის მარალ რინგებს, ამის მერე ოპტიკის ღერძი ზემოთ იწევს და სროლა კომფორტული ხდება.


აგე პილოტინასაც ეგ რელსი აქვს დაყენებული, ტავის თოფზე, წინა კვირაში მეც დავიადე Talon-ი და ეგ რელსი რომ არ მაქვს მაგრა მაწვალებს სამიზნის დაჭერა, იმენნა კისერს გვერდზე ვაწვენ რომ ობიექტი მიზანში დავინახო....

პოსტის ავტორი: chefo Nov 21 2017, 01:05 PM

ja_ja

ციტატა
მაშინ აგერაა მთელი პოემა

სიმართლე თუ გინდა დავიწყე ეგ თემა და თავი გავანებე, სხვაგან მოვხვდი მეგონა smile.gif
ციტატა
არ მიქარო და ეგ პუნქტი არ იყიდო

არც ვიყიდი თუ არ მჭირდება.

მოკლედ ვერ ჩამოვყალიბდი შემდეგზე: მჭირდება კონდორი? იქნებ ტალონით უკეთეს შედეგი მივიღო?
კერძოდ:
1. ნადირობა ქედანზე, სასროლი მანძილი 50-70 მეტრი.
2. მიზანში სროლა
ვიცი რომ მინდა პსპ, თავისი ოპტიკით. (რჩევებს გავითვალისწინებ x50-ზე, ასევე ოპტიკის მაღლა დაყენებაზე)
შენ ტალონი აგირჩევია? რატომ, რა თვისებების გამო? მეც მაქვს ეგ მოდელი ვარიანტად.

კონკრეტული მოდელები კი ესენია:
1. იარაღი რომელზეც ვერ ჩამოვყალიბდი: https://www.pyramydair.com/s/m/AirForce_Condor_SS_PCP_Air_Rifle_Spin_Loc_Tank/3063/5930 VS https://www.pyramydair.com/s/m/AirForce_Talon_SS_PCP_Air_Rifle_Spin_Loc_Tank/135/432

2. https://www.pyramydair.com/s/a/Hawke_Sport_Optics_Airmax_4_12x50_AO_Rifle_Scope_AMX_Reticle_1_4_MOA_1_Tube/3581

მადლობა

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 21 2017, 01:47 PM

chefo

ციტატა(chefo @ 21st November 2017 - 02:05 PM) *
სიმართლე თუ გინდა დავიწყე ეგ თემა და თავი გავანებე, სხვაგან მოვხვდი მეგონა

ნუ შესავალმა დაგაბნია ალბათ smile.gif მაგისთანა რაღაც მინი მოთხრობებს ვუძღვნი ხოლმე რეპორტებს რომ პატარა ინტერესი და ატმოსფერო გააღვივოს, მერე კი მიდის ხოლმე დეტალური განხილვა., შეგეძლო საწყისი მოთხრობა გამოგეტოვებინა და პირდაპირ ტექ მიმოხილვაზე გადასულიყავი smile.gif

რაც შეეხება კითხვას:
ციტატა(chefo @ 21st November 2017 - 02:05 PM) *
მოკლედ ვერ ჩამოვყალიბდი შემდეგზე: მჭირდება კონდორი? იქნებ ტალონით უკეთეს შედეგი მივიღო?

აბა ეგ მე რავი smile.gif ყველას თავისებურად უნდა ყველაფერი, ზოგს ეგრეთწოდებული GEKO ყოფნის და ზოგს კიდევ 50BMG არ აკმაყოფილებს smile.gif კაცია და გუნება, ორივეთი შესძლებ ნადირობასაც და მიზანში სროლასაც მაგრამ გაითვალისწინე მე რაც დავწერე, Condor-ი არის დიდი ყოველთვის ხოლო TAlon-ი არის ცოტათი პატარა.

მაგ ფირმას აქვს ძირიტადად 3 ლულა, 12 დუიმიანი (ანუ 30 სანტიმეტრი), მეორე არის 18 დუიმიანი (ანუ 45 სანტიმეტრიანი) და ყველაზე გრძელი არის 24 დუიმიანი (ანუ 61 სანტიმეტრიანი)



ტალონში არასდროს ქარხნულად არ ყენდება მემგონი 24 დუიმიანი ლულა, მაშინ როდესაც კონდორში თითქმის ყოველთვის 24-იანი ლულის ჩატენვას ცდილობენ, ნუ რაც უფრო გრძელია ლულა მით უფრო ჩქარია ტყვია და მით უფრო სტაბილურია, შედეგად უფრო ზუსტიც.

ამის გამო ყოველთვის კონდორი უფრო გრძელია, ვიდრე ტალონი, დააკვირდი დაჟე სურათებს





ორივე არის შენს მიერ არჩეული მოდელებიდან ანუ Condor SS და Talon SS ანუ შრაუდერიანია ორივე, მაგრამ ტექ სპეციფიკაციებს დააკვირდი:

Kondor:
Overall Length 38.13" - ანუ 97 სანტიმეტრი

Condor
Overall Length 32.75" - ანუ 83 სანტიემტრი

ეს დაჟე სურათებზე ჩანს, კონდორის ზედა რამას დააკვირდი ტალონთან შედარებით დამატებით კიდევ ერთი ფორტოჩკა რომ აქვს, პლიუს მთლიანად ტრუბის სიგრძეც ჩანს რომ დიდია, თან ეს 18 დუიმიანი ლულითაა იმისათვის რომ რამენაირად ჩატეულიყო ზომებში 24-იანი იასნია გაცილებით დიდია

პე პირადად დავითრიე Talon-P 12 დუიმიანი ლულით მთლიანი სიგრძე Overall Length 23.25" ანუ სულ 60 სანტიემტრია, მაგრამ დავუყენე პატარა 200 კუბიანი რეზიკის ნაცვლად დიდი 500-იანი რეზიკი და მოდერი, გამოვიდა სიგრძეში დიდი მაგრამ ჯანი აქვს იმის ჭე smile.gif



ნუ ახლა შენ წესით და კანონით მაგ ფიშტოს ვერ დაითრევ, მითუმეტეს იმ ფასად რაც მე მივეცი smile.gif

კაცია და გუნება, რავიცი რა გითხრა smile.gif

ოპტიკაზე რავი რა გითხრა, მემგონი კარგი ვერსიაა, ვგულისხმობ ჯერადობას, მაგრამ ტაქტიკური ბარაბნები არ აქვს და შაიLძება ნერვები მოგიშალოს მაგან

პოსტის ავტორი: chefo Nov 21 2017, 02:25 PM

ja_ja

რაც მე გამოვიკვლიე იარაღის რეპორტებიდან აქ, 4.5 მმ იანისთვის კონდორი ცოტა ზარბაზანს გავს, ანუ არ გჭირდება 400 მ/წ, ოპტიმალური ტყვიის სიჩქარე 280-300 მ/წ, რასაც ტალონიც უზრუნველყობს. გამონაკლისი არის ის შემთქხვევა თუ კანონი შეიცვალა და ზედა კალიბრები დაუშვეს, აპგრეიდი ორივეზე შესაძლოა მაგრამ კონდორი სიძლიერის გამო უფრო კარგად იმუშავებს მაგალითად 5 მმ ზე. სამაგიეროდ ტალონი 130$ ით იაფია.

კონდორზეც და ტალონზეც შეგიძლია სიძქარის რეგულირება, მაგრამ ეს საკმარისია? კონდორის შემთქხვევაში აუცილებლად გვჭირდება ესა: http://www.altaros.cz/en/gunpower/17-regulator-gunpower-airforce-condor#/|demoTab5? ეს კითხვა ალბათ უფრო pilotina-ს ეკუთვნის...

მომიტევეთ ხოლმე ჩაინიკური კითვები, ცეცხსასროლი ასე-თუ ისე მესმის, აქ ჩაინიკი ვარ, ჯერ ჯერობით ის მივხვდი, რომ ტყვიის სიზუსტეზე ძალიან ბევრი რამ მოქმედებს, და თითქმის ყველა პნევმატურს სჭირდება ეგრედწოდებული "ჭკუაზე მოყვანა" რომელშიც თქვენი დახმარების იმედი მაქვს გამოცდილებო.

პ.ს. თუ შეიკრიბებით მომავალში და თქვენი "სათამაშოებიც" თან გექნებათ სიამოვნებით დაგეწვევით.

პოსტის ავტორი: pilotina Nov 21 2017, 03:17 PM

chefo

ციტატა(chefo @ 21st November 2017 - 03:25 PM) *
კონდორზეც და ტალონზეც შეგიძლია სიძქარის რეგულირება, მაგრამ ეს საკმარისია? კონდორის შემთქხვევაში აუცილებლად გვჭირდება ესა: Airgun Regulator? ეს კითხვა ალბათ უფრო pilotina-ს ეკუთვნის...


აუცილებლად ცოტა არ იყოს კატეგორიული ნათქვამია. გააჩნია რა მიზნებს ისახავ. ზოგი მაგალითად სპეციალურად ხსნის რაგულატორს, (რედუქტორს) რომ რაც შეიძლება გააძლიეროს თოფი და რაც შეიძLება მაღალი სიჩქარე მიიღოს მძიმე ტყვიებით.
გააჩნია პრიორიტეტებს. ჩემთვის პრიორიტეტი იყო სიზუსტე და არა სიძლიერე, ამიტომაც დავაყენე რედუქტორი და კიდავ ბევრი სხვა რამ.

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 21 2017, 04:52 PM

chefo
არა მთლად სწორედ ვერ გაიგე... ტალონი კი არის იაფი და მოკლე, მაგრამ ლულასაც დააკვირდი 12 დუიმიანი აქვს, ანუ 30 სანტიემტრიანი ლულაა.... კარგად აწონ დაწონე ეგ გინდა თუ არა.

ხოლო რაც შეეხება კონსტრუირებას, შემდგომში გინდა ბალონი შეცვალე და გინდა ლულა, აფსოლუტურად ურთიერთ შეცვლადია ყველაფერი, ანუ შეგიძლია იყიდო მაქსიმალური კონდორი და სურვილის შემთXვევაში ჩამოიყვანო მინიმლაურ ტალონამდე, ან პირიქით, იყიდო მინიმალური ტალონი და მერე აიყვანო მაქსიმალურ კონდორამდე....

ერთადერთი განსხვავება იქნება ჩარჩოში, კონდორს ტავიდანვე უფრო წაგრძელებული რელსი ადევს თავზე... ასე რომ თუ შემდეგში შეცვლა გაზრდას ფიქრობ, მაშინ ეხლა ფულის გადაყრა შეიძლება მართებული არ იყოს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ მაგ თოფის ორიგინალი ბალონები და ლულები ძალიან ძალიან ძვირია (პრაქტიკულად არაადეკვატური ფასი ადევს), შეიძლება უფრო ლოგიკური იყოს თავიდან ასბორილს ცოტა მეტი დაახარჯო და იყო შენთვის, მერე ასევთქვათ ზამბარის ძალის დარეგულირების ჩამოწიო ძირს ი ვსიო....


მოკლედ ძალიან რთულია კონკრეტული რამის თქმა იმდენად შესაძლებელია ყველანაირ ვარიაციაში განხილვა, ცოტა ისე გამომდის თითქოს და გაბნევ და მარტო გტოვებ არჩევანის წინაშე, მაგრამ ისიც არ მინდა გავაკეთო რომ მე ხელი რომელიმე ვარიანტს დავადო და მერე შენ გულში პატარა ეკალი ჩაგრჩეს, - აი ის რომ მეყიდა უკეთესი ხომ არ იქნებოდაო....

ამიოტმაც ვცდილობ მაქსიმუმ ინფო მოგცე და არჩევანი კი უკვე შენ გააკეთე.

რაც შეეხება ALTAROS-ის რედუქტორს, ნუ აი მომკალით და არ მესმის Talon-ზე ან Condor-ზე მაგ კაცის რედუქტორის დაყენებისა, ნუ არის სხვა თოფები რომლებსაც ეგეთი რედუქტორები გამოადგება, მაგრამ აი ტონობით ყრია სხვა გაცილებით უკეთესი ფორმის და იდეის რედუქტორები, ალტაროსის რედუქტორი მაგ თოფისთვის აი ძალიან ძველი კონსტრუქციაა სადღაც 8-9 წლის წინანდელი იდეაა, ტექნოლოგიებში კი ამდენი წელი ნამეტანი დიდი უფსკრულია.

მაგალითისთვის

აგერ კლასიკური და დატუნინგებული


დამტენი პორტი, პლიუს 2 მანომეტრი რომელიც გაჩვენებს ბალონის წნევასაც და დარეგულირებულ წნევასაც

--------------------------------------------------------------------------------

არის ეგრეთწოდებული Z Stყle -იც რომელიც ტან ბალონს ძირს დაწევს და არ დაგჭირდება დამატებით ოპტიკის ასაწევად რელსის ყიდვა


ამასაც აქვს ყველაფერი, თავის კლაპნიან, დამტენიანად და 2 მანომეტრით

--------------------------------------------------------------------------------
არის რეგულირებადი ვერსიებიც


გარდა იმისა რომ დამტენი პორტიც აქვს და თან 2 მანომეტრიც, ანუ შემავალ წნევასაც გიჩვენებს და გამომავალ წნევასაც, ასევე ქვემოდან აქვს წნევის რეგულატორი, ანუ თუ მოგინდება წნევის აწევა ან დაწევა უცებ დაარეგულირებ მაგას და მერე თხრი ბალონში. (როოგრც წესი ტავისი პატარა ხუფი მოყვება და არ დაგჭირდება მთლიანი ბალონის დატენვა და დაცლა)


--------------------------------------------------------------------------------

არის ისეთი რომელიც ონლაინ რეჟიმში რეგულირედება ბალონიდან მოხსნა დაყენების გარეშე

ისევ აქვს დამტენიც, 2 მანომეტრიც და პლიუს ყვიტელი ექვსკუთხედი რომ ჩანს გარედანვე არეგულირებს წნევას აწევ დაწევით...

--------------------------------------------------------------------------------


მოკლედ ვერსიები ძალიან ბევრია და რატომ აქვს ამ ალტაროსს ასეთი აურა რომ არიქა და ეგაა სამყაროს მაშველი არ ვიცი. მაგ კაცი მაგალიტად იმით მაკვირვებს რომ Styer-ის რედუქოტრს აკეტებს რეზერვუარში ჩასაყენებელს, რომელიც წესით შტაირს არ სჭირდება, ისედაც აქვს რედუქტორი, და რეზერვუარში რატომ უნდა დაკა5რგო კიდევ მოცულობა? კაროჩე წოტა ავბუინდი მარა იმედია შინაარსი გასაგებია smile.gif


პოსტის ავტორი: chefo Nov 24 2017, 03:47 PM

ja_ja
pilotina
gregory
დიდი მადლობა დახმარებისთვის, საბოლოოდ გადავწყვიტე კონდორი, როდესაც ჩამოვიტან შეგაწუხებთ smile.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Nov 24 2017, 03:55 PM

ციტატა(chefo @ Nov 24 2017, 04:47 PM) *
ja_ja
pilotina
gregory
დიდი მადლობა დახმარებისთვის, საბოლოოდ გადავწყვიტე კონდორი, როდესაც ჩამოვიტან შეგაწუხებთ smile.gif

კარგი არჩევანია. წარმატებები i-m_so_happy.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Nov 25 2017, 03:41 PM

სალამი ფორუმს. ერთი ჩემი მეგობარია დაინტერესებული AirForce-ით. გაყიდვით აქ როგორც ვიცი არავინ ყიდის. ალიექსპრესიდან რომ გამოვიწეროთ ნაწილები, კორპუსი, კლაპანი და ა.შ. ლულის გარდა გამოდის სადღაც 400$. ვერ მოვძებნე სასხლეტი მექანიზმი. მაინტერესებს რამდენად გამოდგება ჩინური რეპლიკა, ან ვინმეს ხომ არ ქონია შეხება?

პოსტის ავტორი: giga2010 Nov 25 2017, 10:46 PM

ამ თემას არ ეხება და ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ, შემთხვევით ვნახე კრალის კატალოგი, სადაც კლონია AirForce-სის, საინტერესოა რა ფასი აქვს
http://radikal.ru

პოსტის ავტორი: gregory Nov 26 2017, 10:40 AM

600$ დაახლოებით( აქ თბილისში)

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 26 2017, 12:35 PM

gregory
ისე მაგის ბალონის და უკანა კონდახის პლასტმასის ფასის გარკვევა შეიძლება?

მამენტ ლულებსაც თუ გამოკითხავ თავისი აქვთ თუ ვალტერის?

P.S> ჯერ იყო და კორეელების კლონების გამოშვებას მიჰყვეს ხელი ეხლაა და აირფორსს მიადგნენ smile.gif თავისას რამეს გააკეთებენ?

პოსტის ავტორი: giga2010 Nov 26 2017, 01:14 PM

ვათვალიერებდი თურქულ საიტებს და იქ ფასი აქვს პუნჩერ ბრეიკერზე ნაკლები https://www.aksuav.com.tr/default.asp?git=17&altkategori1=489
600$ კი ცოტა ძვირია, თუ არ აქვს ვალტერის ლულა

პოსტის ავტორი: gregory Nov 26 2017, 01:25 PM

თავიდან რომ გამოუშვეს ეგ მოდელი. ეგრევე დაბრაკეს და შეაჩერეს წარმოებაsad.gif
ეხლა მითხრეს რომ ხარვეზები გამოსწორებულიაო. ვალტერის ლულა არამგონია რომ ქონდეს. ჯერ ზაფხულში აპირებდნენ ვალტერზე გადასვლას, მერე ახალი წლის მერეო...
ალბათ ზაფხულისთვის გადავლენ თუ საერთოდ გადავლენ.
2-3 დღეში ჩამოდის კრალების ახალი პარტია, მაგრამ სამწუხაროდ ეს მოდელი არ შემიკვეთავს.
სამაგიეროდ ნახევრადავტომატი იქნება wink.gif
კონდახის და პლასტმასის ფასებსაც ვიკითხავ. უბრალო ჯერჯერობით ახალი შეკვეთა როდის იქნება ეგ ნაღდად არ ვიცი.

პოსტის ავტორი: temo-777 Nov 26 2017, 06:07 PM

gregory

ციტატა(gregory @ 26th November 2017 - 02:25 PM) *
2-3 დღეში ჩამოდის კრალების ახალი პარტია, მაგრამ სამწუხაროდ ეს მოდელი არ შემიკვეთავს.

ჩემს ახლობელს უნდა PCP-ს შერჩევა.
და რომ ჩამოგივა PM-ში მომწერე რა მოდელები ფასებითურთ.

პოსტის ავტორი: datka25 Nov 26 2017, 08:51 PM

ციტატა(gregory @ 26th November 2017 - 02:25 PM) *
2-3 დღეში ჩამოდის კრალების ახალი პარტია, მაგრამ სამწუხაროდ ეს მოდელი არ შემიკვეთავს.

სათადარიგოებიც ჩამოდის თუ მარტო თოფები? კერძოდ რეზიკი მაინტერესებს ძირითადად .

პოსტის ავტორი: ბაიკერი Nov 29 2017, 12:02 AM

პოლუავტამატის ფასი რა იქნება ბატონო?

ეგ საინტერესო ჩანს კაი სიახლეა

პოსტის ავტორი: chefo Dec 30 2017, 11:30 PM

მოკლედ გავუკეთე ჩემს თავს საჩუქარი - შევუკვეთე კონდორი, ვნახოთ რა იქნება.
ოპტიკა ჯერ ვერ, ფული აღარ მეყო.
კაი ოპტიკა მინდა, მაქვს სუსტი და მას გამოვიყენებ თავიდან.

მოკლედ წინასწარ გილოცავთ დამდეგს, ყველას მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Dec 31 2017, 12:17 AM

კარგი გადაწყვეტილებაა, მშვიდობაში.

პოსტის ავტორი: bubusicha Dec 31 2017, 07:30 AM

გილოცავ

პოსტის ავტორი: norica_dragon Dec 31 2017, 09:46 AM

ციტატა(chefo @ Dec 31 2017, 12:30 AM) *
მოკლედ გავუკეთე ჩემს თავს საჩუქარი - შევუკვეთე კონდორი, ვნახოთ რა იქნება.
ოპტიკა ჯერ ვერ, ფული აღარ მეყო.
კაი ოპტიკა მინდა, მაქვს სუსტი და მას გამოვიყენებ თავიდან.

მოკლედ წინასწარ გილოცავთ დამდეგს, ყველას მადლობა smile.gif


შემიძლია შემოგთავაზო ვექტორ ოპტიქსი FFP 1" 56მმ

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services