თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ნადირობა პნევმატიკით _ ყვავებზე მონადირის ნაამბობი

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 23 2009, 07:57 PM

ასე თუ ისე აი ჩემი მოთხრობა, რომელიც მომავალ თაობებს გამოადგება biggrin.gif

მოყოლას დავიწყებ უბნის ამბებით, კაი ხანია უბანში ყვავები შემოგვეჩვივენ, ვერ ვიტყვი რომ ბუდობენ მაგრამ ყოველ დილას 2 ყვავი იჩითება დილა უთენია ყვირის, შემდეგ უერთდება კიდე 2 ყვავი, წაიღებენ ტვინს და შემდეგ სადღაც 11 საათისთვის თავიანთ ”გალობას” ამთავრებენ და მიდიან თავიანთ საქმეებზე. საღამოს იგივე შემოვლაზე არიან და მოკლედ ასეთ სიტუაციაში ყვავიან რა.

მართალი გითხრათ დიდი ხანია კბილს ვილესავდი მაგათზე, ამოვიდა დილითაც ჩხავილში გაღვიძება, თან ზამთარში აივნის კარები კიდევ დაკეტილია და ამ პაპანაქება ზაფხულში, რომ დაიწყება დილით 6-7 საათზე ჩხავილი უნდა უსმინო 11 საათამდე ღია კარებში როგორ დაგჩხავიან თავზე.

როგორც ვთქვი კბილს დიდი ხანია ვილესავ, მაგრამ მიუხედავად ბენჯიკას ჩამოსვლისა სროლას ვერ ვბედავდი, კორპუსებია ჩვენთან ის, რომ პნევმატიკის ხმაზეც კი ყველა გარეთ არის გამოკიდებული. ასე, რომ ყვავები აგრძელებდნენ თავიანთი სიმფონიების დაწერას. სიტუაცია შეიცვალა რადიკალურად წინა პარასკევს. გაიჩითა მოდერატორი, აი იმ დღიდან მობულბულე ყვავებს დაერხათ, მაგრამ ჯერ არ იცოდნენ. პარასკევს ვერ მოვიცალე, შაბათს ვმუშაობდი გვიანობამდე, კვირას მეგობრებთან ერთად გასული ვიყავი, მაგრამ მობრუნებისას სანამ დაბნელდებოდა, რამდენიმე გასროლით ლულა გავასწორე და დისკო იქვე კარებთან მივაყუდე. მორჩა დროის ათვლა დაიწყო, წამზომის ისარი ულმობლად მოძრაობდა, უბრალოდ საკითხავი იყო როდის გაჩერდებოდა.

ორშაბათს დილით სამსახურში მომიწია წასვლა, ასე რომ ყვავებმა თავისი სიმფონია სტანდარტულად იმღერეს, მეც ხელი ვერ შევუშალე, რა დროის დისკო იყო მთავარი იყო ჩაცმა და სამსახურში გაქცევა. აი დღეს კი წამზომმა ბოლო წამების ათვლა დაიწყო.....

დილით სტანდარტულად ჩემს მშვენიერ მფრინავ სიზმრებში ვიყავი როდესაც ვიღაცამ დააპირა ჩემს შიდა სამყაროში შემოღწევა, თავიდან რაღაც გაუგებარი შეგრძნება იყო და ყროყინი, მაგრამ ნელნელა გამოისახა კარ-კარ!



ერთი ორჯერ გადატრიალება იმ იმედათ რომ დამცალდებოდა ჩემი სიზმრის დამთავრება (დღეს საღამოს სმენა ვიყავი და გამოძინება მინდოდა), მაგრამ ვინ გაცალა. ეჰ, ჯანდაბას, სასწრაფოდ წამოხტომა, შარვლის ამოცმა, ბალკონზე გაქცევა და მზისგან დასაფარი ფარდის ჩამოფარება იყო პირველი სამზადისი. დავტოვე ოდნავი ადგილი სადაც ლულა გაატევდა ტყვიას და ოპტიკის ხედს არაფერი შეაფერხებდა. ძილის დამაფრთხობელის ადგილსამყოფელი უკვე რამდენიმე თვეა ზეპირად ვიცი, არც გამიხედია, ვიცოდი სადაც უნდა მესროლა.

კლასიკური სნაიპერული მდგომარეობა, აივნისა და სახლის სიღრმიდან იატაკზე წამოჯდომა დისკოს გასწორება და აი ისიც, უდარდელად ზის ანტენაზე, სტანდარტულად იძაბება და გამოსცემს ხმებს კარ-კარ-კარ. ვეღარ მოვითბინე, დავძაბე თითი და გავარდა პირველი ტყვია.

აქ ჩემი შეცდომის შესახებ უნდა ვაღიარო, არ გავასწორე დისკოს სასხლეტის ზამბარა, ძნელია დამიზნებისას მაგარ ზამბარაზე დაწოლა, ახალგაღვიძებული ვიყავი, ნერვებიც თამაშობდა და ხელიც დარბოდა, შედეგად გასროლილმა ტყვიამ ყვანჩალას გვერდი აუარა.

ის იყო გავიფიქრე გაფრინდება მეთქი, მაგრამ სამიზნეში ვხედავ, რომ ჩხავილი შეწყვიტა, ყურები დაცქვიტა (სადაა აქვს ყურები არ ვიცი, მაგრამ გაიმართა წელში და გაშტერდა, სწავლობდა სიტუაციას რა მოხდა და რამ ჩაუფრინა). მივხვდი!!!! ვერ გაიგო საიდან უნდა ელოდოს საფრთხეს, მოდერი თავის საქმეს აკეთებს, პლიუს სახლის სიღრმეში ჩაბნელებულ ოთახში ვერ შემოიჭყიტა, ესეიგი ცდილობს გაიგოს რა ხდება.

ვიზუალურ აკუსტიკური შმონვის დროს, პრაქტიკულად გულმკერდით ჩემსკენ მოტრიალდა, ამაზე კარგს სხვას რას იზამდა. ადრე თუ თავს და ტანს აცანცარებდა ახლა გაუნძრევლად იჯდა. მართალია შორს იყო, მაგრამ მიზანი გასწორებული იყო, ამიტომაც სასწრაფოდ მაგიდისკენ გაქცევა, მეორე ტყვიის აღება, ჩადევა, სასწრაფოდ ფარდასთან მეორედ ჩაჯდომა და აი შენც ჩემო ლამაზო, ჩანს ყველაფერი, ცა მოწმენდილია ქარი არ არის, მეორეთ გამოკვრა და ბუნდღა ჰაერში...



ასაღწერად ცოტა ძნელია, ანტენიდან პრაქტიკულად მომენტალურად ძირს ჩავარდა (ჰაერში 3-4 მსუბუქი ბუმბული, უფრო სწორედ ბუნდრა ავარდა, ერთერთი სადღაც 15-20 წამი ვარდებოდა ყვავის ჩავარდნის ადგილზე), უბრალოდ ფრთები გაშალა ისე თითქოსდა ჰოლივუდის რომელიღაც ბოევიკის გმირს ტყვია მოხვდა, ხელები გაშალა და უკან გადავარდა მიღებული ინერციით. განსხვავება ის იყო, რომ ყვავი წინ გადმოვარდა. თითქოსდა რაღაც ცოცხის დავარდნისმაგვარი მსუბუქი ხმაც გავიგე (წარმოვიდგინე, რომ ეგეთი ხმა უნდა ჰქონოდა ყვავის ფრთებს რომლებიც გუდრონიან კრიშაზე დავარდა), მაგრამ ეგრევე ვუარყავი, რაც არ უნდა იყოს 70 მეტრამდეა დისტანცია, ასე რომ ილუზიად ჩავთვალე.

პირველი ემოცია, პირველი გაღიმება, აბა ხვალიდან ვერავინ დამჩხავლებს და შემდეგ გულის დაწყვეტა, ნადავლის სურათის გადაღება შეუძლებელი იქნება sad.gif. მოკლედ გავიმართე წელში, ლულას ჩავბერე, რომ ბოლი მომეცილებინა (ეს ისე მხატვრული ვარიანტისთვის, ძველი კოვბოური ფილმების ტრადიციებს რომ გავყვეთ), მოვეფერე დისკოს კარგი საქმისთვის და მივაცუნცულე თავის კუთხეში.

აი საინტერესო და საკმაოდ დამაინტრიგებელი სიტუაცია მერე დაიწყო, მე მეგონა ამით საქმე მორჩებოდა, რადგან ბევრისგან მსმენია და წამიკითხავს ყვავი ფხიზელი ფრინველია შეცდომებს მეორედ არ უშვებსო. მეთვითონ ნანახი მაქვს ლისზე მთელი ხე რომ აიშალა და შემდგომ 5 წუთიანი ინტერვალით თავს ახალ ახალი ყვავი გადაგვიფრენდა ხოლმე სიტუაციის დასალივერებლად. მოკლედ მეგონა, რომ ამიერიდან ყვევები უბანში კაპუტ. ეს ერთი და საბოლოო იყო, ისედაც საკმაოდ ცოტანი იყვნენ უბანში და საერთოდ ქალაქში, ასე რომ მეორეს დაჭერა წარმოუდგენელ ვარიანტად მიმაჩნდა.

დავიჭირე ფოტოაპარატი და გადავიღე ადგილი სადაც იჯდა რა მანძილი იყო და მეთქი რეპორტს დავდებთქვა, ისე კი ვიფიქრე თავიდან რომ იჯდა ეგ მომენტიც გადამეღო კაი იქნებოდა მეთქი.

ამ აზრით წავედი ჩაის მოსადუღებლად, მაგრამ 15 წუთში სულ სხვა სიტუაცია დაიხატა!

15 წუთის შემდეგ ისმის კარ-კარ-კარ! მეგონა უკვე რომ პირველი ყვანჩალა გადარჩა, - აღსდგა კდვრეთითგან ვიტარცა უკვდავი ნაცრისფერი მოჩვენება. გავედი ბალკონზე და ვხედავ ყვავი იმავე ანტენაზე ზის, ჩაფრინდება, დასჩხავლებს რაღაცას და ისევ ამოფრინდება. ასე რამდენჯერმე ქნა და ჩემსკენ უფრო ახლო განლაგებულ ანტენაზე გადმოჯდა სადაც განუწყვეტლივ ჩხავილს აგრძელებდა.



რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, ეს მეორე ყვავი აშკარად პირველს დასტრიალებდა თავს, დასტიროდასავით და ეჩალიჩებოდა ადექიო. რუსების ფორუმზე წაკითხული მქონდა ყვავი დავარდნილ მეგობარზე ეგრე აკეთებსო, სწავლობს რა მოუვიდა მის მეგობარს, რომ გაარკვიოს რა იყო მისი დაცემის მიზეზი და თვითონ იგივე შარში არ გაებასო. ერთია წაკითხვა და მეორეა დანახვა. მიდი თუ კაცი ხარ და თქვი, რომ ინტელექტი მხოლოდ ადამიანს აქვს. ფოტოაპარატი იქვე მქონდა და მივაკარტოჩკე. აგერაა ეს ბატონი.

ასე იყო თუ ისე, ამ ჩხავილს მე ვერ გავუძლებდი, ამიტომაც დისკო შევაწუხე, მესამეთ გავტენე დავაჭირე, პატარა ხმაც გაისმა - ფტხუპ და... ამ მეორეს ტყვია ისე მოხვდა რომ ბუნდღა არ გასვლია. აშალა ფრთები, მოიქნია და აფრინდა.. აა ...სავით, ყოველ შემთხვევაში მე ეგრე მეგონა, ვიფიქრე ავაცილე და გავპარსეთქო, მაგრამ მეორედ ფრთების მოქნევა, ჰაერში გაშეშება და მოწყვეტილად გაქანებული პიკირება ძირს. მიწაზე დავარდნის ხმა უკვე მშვენივრად გაისმა, ახლა კი მივხვდი რომ პირველის ფრთების ხმა არ მომეჩვენა. ამ უბედურს ეტყობა შიშის ეფექტით, ან ადრენალინის სისხლში გავარდნით 2-3-ჯერ მოქნევაზე თავი ეყო, მარა.... ისე ამ მოქნევამ იჩალიჩა ის რომ სახურავიდან გადმოვარდა, თორემ ესეც იმავე სახლის სახურავზე დარჩებოდა.

ამ ნადავლის სურათის გამაზვა აღარ გამოდიოდა, დავდე დისკო, ავიღე ფოტოაპარატი და ის იყო ვათვალიერებდი კორპუსებს შორის სად ჩავარდა რომ დაიწყო დაძაბული სცენარის განვითარება.



გამოვიდა რომ მეორე ყვანჩალა დაეცა, მაგრამ დარჩენილმა ორმა ყვანჩალამ ეს ვერ მოითბინა, ეტყობა აინტერესებდათ რა მოხდა და საფრთხე საიდან მოდიოდა. ერთი მათგანი სადღაც 7-8 მეტრში ჩამომიჯდა კორპუსებს შორის გაბმულ მავთულზე და აქეთ იქეთ იხედებოდა, ბალკონიდან მშვენიერი ხედი იყო, მაგრამ ტყვია კაპუტ. დავდე ფოტოაპარატი და შევარდი სახლში გამოვიტანე მთელი კოლოფი, მეთქი ამათ ოთხივეს დღეს აღსარებაზე მივიყვანთქო smile.gif. როცა დავბრუნდი ყვავი აღარ დამხვდა. ერთი მომენტი ვინანე, დავიჭირე ფოტოაპარატი ადგილის დასაფიქსირებლად და უცებ მეორე კორპუსის სახურავის კიდეზე ჩამოჯდა ჯიგარი. ჯიგარი ჩხავის, ყვავის და არაადეკვატურად იქცევა. ჩავაკარტოჩკე, მოვუხმე დისკოს და ისეც ჩუმი ხმა - ფტხუპ.

ამ ჯიგარს ფრთის მოქნევა არ დაუწყია, მომენტალურად ეგრევე გაშლილი ფრთებით წამოვიდა კორპუსის სახურავიდან. გაიარა ხეები და კაი ტოტების რახარუხის შემდეგ ძირს დაეცა. ამის დაცემა და ჰაერში ერთად 10-15 ყვავის გამოჩენა ერთი იყო. ეგეთი რამე ერ მინახია. ჩავარდნის ადგილზე ტრიალი და ჩხავილი, ერთდროულად 3-4 სამიზნე ყვავის ჩამოჯდომა, მაგრამ მალევე აშლა და ისევ ტრიალი, ისევ ჩამოჯდომები და ისევ აფრენები. გასაგებია რომ წყაროს და მიზეზს ეძებენ, მაგრამ მიზეზი აივანზე ფარდას არის ამოფარებული და მის საქციელს მოდერი მალავს.



გამაოცა ყვავების საქციელმა, თან რაღაც გუნდური საქციელი, თან რაღაც ძმაკაცების გამოყვანა, ქუჩური კაი გაგების გარჩევის მცდელობა საზიზღარ ტიპთან, თან მეგობრის დახმარება, თან გამოძიება, ეს ყველაფერი ერთად ისე იყო არეული გამაოცა. ვიდექი და ვუყურებდი ამ ორომტრიალს, მაგრამ დისკოს ხელს არ ვუშვებდი.

სადღაც 5 წუთიანი ორომტრიალის შემდეგ, გვერდზე მოსახლის ხის წვერზე ჩამოჯდა ერთი ყვანჩალა. რა თქმა უნდა ყაყანია და ერთიამბავია. ამასობაში, მეორე ყვანჩალა ერთი ტოტით ძირს ჩამოჯდა, ამასობაში იმ ხიდან გამოაქციეს 4-5 ბეღურა და 2 კაჭკაჭი. ჰაერში მომენტალურად შეწყდა მერცხლების ფრენა უბრალოდ მათთვის ჰაერში ადგილი არ დარჩა. მტრედები მოპირდაპირი კორპუსთან გადასახლდნენ და ასე 20-25 სული გაშტერებულები (მაგათ სხვა სახის მიღება უბრალოდ არ იციან) უყურებენ ყვავების საქციელს. ცოტახანში ბალკონზე ჩამომიჯდა 2-3 ბეღურაც და 1 გვრიტიც. მოკლედ მთელი მფრინავი საზოგადოება უყურებს ყვავების ორომტრიალს, თითქოსდა ძირს ომის მერე დარჩა მდელო და ოხრად გვამებია.


კლასიკურად ფეხებით ზევით (ეს გამომძიებელი მეორე ყვანჩალაა)

უბანში თუ ამდენი ყვავის ერთად მოკრება, მოხმობა შეკრება შეიძლებოდა არ მეგონა. მაგრამ რადგან გვერდზე მაცხოვრებლის ეზოში არსებულ ხეზე ორი ჯიგარი ჩამოჯდა, ჩავთვალე დღევანდელი 4-იანის ჩანაფიქრი ბოლომდე მიმეყვანა. გატენვა ისევ ჩუმათ - ფტხუპ, ამასობაში მხოლოდ ბეღურები გაიქცნენ ჩამი აივნიდან, ხოლო გვრიტი უფრო გაშტერებული იყურება - ეს რა გამოფრინდა ფარდის უკნიდანო biggrin.gif. მოკლედ მეოთხე ჯიგარიც ისევე უკნიდან ბოლის გამოშვებით ჩაეშვა მეზობელ ეზოში ტოტებზე რაგარუგუნით.

აქ ყვავები უკვე მიხვდნენ რაცხა ნიტო ხდება, მიუხედავად იმისა რომ 1 დურაკი მაინც შემოჯდა იგივე ნაძვზე და აქეთ იქეთ იყურებოდა, დანარჩენმა გადაწყვიტა სასწრაფოდ დაეტოვებინათ ადგილი, გავტენე მეხუტეც, მაგრამ ნაჩქარევად ხელიდან გასროლა ძნელი აღმოჩნდა. მეხუთეს ჩაუწუილა ტყვიამ და იმაცან მოხია ისე რომ თავისი 4 ძმა არ გახსენებია.


ტოტებმა კლასიკურ ვარდნაში ცვლილება შეიტანეს (ეს ჯიგარი კი მესამეა)

ამჯერად ჩავთვალე, რომ მორჩა კინო, დრომ აჩვენა რომ მართლა მორჩა. სადღაც 3-4 წუთში საფრენი მარშუტებიც აღსდგა და ყველა ტიპის ჩიტი გაიჩითა იქეთ აქეთ, მე კიდევ დავიჭირე კამერა და გადავწყვიტე მომეძებნა ჩამოვარდნილი მესერშმიტები. სურათების გადაღებით მორჩა დღევანდელი ბრძოლა, იმედია ომიც smile.gif. პირველი და მეოთხე ჩამოვარდნილი ბამბარდიროვშიკი ვერ ვნახე იმის გამო რომ სახურავზე ვერ ავალ ჩარაზულია და გვერდზე მაცხოვრებლის ეზოშიც ვერ შევალ. სხვათაშორის ახლოს მისვლისას და ხელში დაჭერისას მივხვდი, რომ ყვავი პატარა ფრინველი არაა. ასე ახლოს ყვავი ჯერ არ მქონდა დანახული, საკმაოდ დიდი შტუკა ყოფილა, ნისკარტის კაი დიდი აქვს.

ასე თუ ისე ჭირი იქა, ლხინი აქა, იმედია ხვალ თავზე აღარავინ დამჩხავლებს smile.gif იმედია მაპატიებთ ცოტაოდენ დიდ რეპორტზე, შევეცადე გამეფორმებინა მხატვრული ელემენტებით, რომ საინტერესო, სახალისო წასაკითხავი ყოფილიყო და პაწა ხუმრობებიც ჩავარტყი, რა გამომივიდა თქვენი კომენტებიდან გავიგებ.

პოსტის ავტორი: ninja Jun 23 2009, 08:10 PM

ja_ja


არაჩვეულებრივი ნამუშევარია,,,,კაი რომანივით ჩავიკითხე,,,,
საღოლ მაგარია

ციტატა(ja_ja @ 23rd June 2009 - 04:57 PM) *
მტრედები მოპირდაპირი კორპუსთან გადასახლდნენ და ასე 20-25 სული გაშტერებულები (მაგათ სხვა სახის მიღება უბრალოდ არ იციან) უყურებენ ყვავების საქციელს



ციტატა(prioni @ 23rd June 2009 - 05:10 PM) *
მაგათ სხვა სახის მიღება უბრალოდ არ იციან


11.gif

პოსტის ავტორი: parna Jun 23 2009, 08:41 PM

ბრავოო 1 ყვავი გაკლია და ასი ხდებიი smile.gif მაგარია საღოოოლ

პოსტის ავტორი: geojorjika Jun 23 2009, 09:00 PM

ja_ja
მალადეც ძმაო მაგარი ნამუშევარია smile.gif , საღოლ smile.gif ოღOნდ ერთი პატარა ნიუანსი smile.gif

ციტატა
ცოტახანში ბალკონზე ჩამომიჯდა 2-3 ბეღურაც და 1 გნოლიც


ალბათ უნდა დაგეწერა გვრიტი და არა გნოლი smile.gif

სხვა მხრივ უნაკლოა , მშვენიერი ჩანახატია smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 23 2009, 09:28 PM

geojorjika

ციტატა(giorgi @ 23rd June 2009 - 10:00 PM) *
ალბათ უნდა დაგეწერა გვრიტი და არა გნოლი

ჰო ალბათ ეგაა სულ მერევა მაგატი სახელები, კაროჩე მტრედს რომ გავს, მარა პატარა და მოყავისფრო რომ არის რა.

ჩავასწორებ ახლა თემაშიც

პოსტის ავტორი: Gigabyte13 Jun 23 2009, 09:47 PM

მოკლედ, ჯა-ჯა ტურგენევი, ჰემენგუეი და ჰანტერი ერთ ქართველში აისახა!
ბრავოოოოო და ბისსსსსს 30.gif 5.gif

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Jun 23 2009, 10:59 PM

ეს იმენა უძლიერესი რეპორტი კი არა თხზულებაა smile.gif) ძალიან მაგარია ჯაჯ!

პოსტის ავტორი: Davitus Jun 24 2009, 01:06 AM

მაგარი ვიხალისე ამ შუაღამისას biggrin.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 24 2009, 05:20 PM

ციტატა
სურათების გადაღებით მორჩა დღევანდელი ბრძოლა, იმედია ომიც

არა, მათ ბრძოლა წააგეს, მარა ომი ახლა იწყება :lol:

კაი რეპორტია...

პოსტის ავტორი: vito Jun 24 2009, 11:28 PM

ja_ja
გემრიელი რეპორტი იყო smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 26 2009, 06:26 PM

ja_ja
სნაიპერ! biggrin.gif აი ეგ უკვე მაგარი იყო,ყვავებმა რომ ვერ გიპოვნეს smile.gif

რეპორტი მაგარი იყო, კი მომენატრა შენი წერის სტილი და აჰა smile.gif


P.S. მოკლედ, როცა იქნება სამსახური და ხელფასი, პირველი შენაძენი PCP იქნება, აი ეგრე. მაინც მოახერხეთ და "მომწამლეთ" საბოლოოდ biggrin.gif

პოსტის ავტორი: bazuka Jun 26 2009, 06:56 PM

ვა არადა მგონი რარაც დავწერე ამ თემაში 6.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 26 2009, 06:59 PM

bazuka
კი შენი კომენტი აშკარად იყო.

ისე სამსახურიდან ბოლო 3 დღეა ფორუმზე შემოსვლა მიჭირს, შუადღეზე დაიწყება ხოლმე ერორები, დისკონექტები და....

ვითომ სერვერი ატრაკებს?

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services