გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> ფტოროპლასტზე ნასოსის გადასაყვანი კომპლექტი, რავიცი ეგებ და ვინმეს უნდა
ja_ja
პოსტი Sep 13 2011, 01:02 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მოკლედ შემიძლია შემოგთავაზოთ მაღალი წნევის ნასოსის გადაყვანა ფტოროპლასტის რგოლზე, რეზინის რგოლის მაგივრად.

ამ მომენტისთვის შესაძლებელია ნებისმიერი ნასოსისთვის კომპლექტის გამზადება, ძირითადად ამ მომენტისთვის გაკეთებული მაქვს შემდეგი ნასოსების კომპლექტები:

1) Benjamin აიგივე Airforce-ს ნასოსის
2) HILL-ის ნასოსი და მისი კლონები
3) Hatsan-ის, Air Venturi-ს, Hamerly-ს, ნასოსები და მისი საწყისი მშობლის Webley ანალოგი
4) FX, Gerhman, და მათი ანალოგები მაგალითად ჩინური BAM-ი

თუ თქვენ რაიმე სპეციფიური ნასოსი გაქვთ, აქ ჩამონათვალში არ არის, მათი გადაყვანაც პტოროპლასტზე პრობლემას არ წარმოადგენს, საჭიროა ნასოსის მოტანა და დატევება 1 დღით, 24 საათის შემდეგ წაიღებთ გადაკეთებულ აწყობილ ნასოს, ან თუ სუირვილი გაქვთ რომ თქვენ თვითონ ააწყოთ... მაშინ ნასოსი იქნება სტანდარტული კომპლექტაციით აწყობილი და ცალკე იქნება ფტოროპლასტზე გადასაყვანი ნაკრები.


რას გაძლევთ ეს გადაყვანა:

1) რეზინის რგოლები ხშირად ცვდება და საკმაოდ არასახარბიელო სიტუაციებში
2) პირველი რეზინის რგოლი რაც აქვს ნასოს დიდხანს მუშოაბს დანარჩენები დიდხანს ვერ უძლებს
3) ფტოროპლასტი არ არის რეზინა, ეს არის უხეშად რომ ვთქვათ ტეფლონის ნაირსახეობა, ანუ ერთერთი ნივთიერება, რომელიც ამ პლანეტაზე რომელიც ხასიათდება მცირე ხახუნის კოეფიციენტით და სრიალის მაღალი მაჩვენებლით.
4) ფტოროპლასტის რგოლი რეზინის რგოლივით არ სკდება, უძლებს დიდხანს და ნასოსის შიგნეულობა თუ არ დაიჟანგა და არ დაფლითა ფტოროპლასტი შეიძლება ითქვას, რომ მუდმივი ნივთია
5) ნასოსში რა თქმა უნდა მაინც საჭიროა სინთეთიკური ტაოტი, სილიკონის ბაზაზე, მაგრამ იმის გამო, რომ ფტოროპლასტი თვითონ გამოირჩევა უმაღლესი სრიალის კოეფიციენტით, ტაოტის ამოშრობა / გაქრობის პირობებში პრობლემებს არ შეგიქმნით (რეზინა კი უტაოტოდ მომენტალურად იფლითება)
6) ფტოროპლასტი უძლებს 300 გრადუს ცელსიუსს ისე, რომ არაფერი არ ემართება, რაც საშუალებას გაძლევთ ნასოსი მაქსიმუმზე ამუშაოდ (მოკლედ ნასოსის გადახურება რა თქმა უნდა ისევ სასურველი არაა, მაგრამ კატასტროფას აღარ წარმოადგენს)





კომპლექტაცია
ჩემს მიერ შემოთავაზებულ კომპლექტში შედის:
1) მოდიფიცირებული დაშლადი თავაკი
2) მესამე საფეხურის ფტოროპლასტის ერთი ძირითადი და 1 სათადარიგო რგოლი
3) 1 ცალი ფტოროპლასტის რგოლი უკუკლაპნისსთვის (ესეც არანაკლებ მტკივნეული საკითხია რეზინის რგოლის არსებობის შემთხვევაში)
4) სურვილის შემთხვევაში შემიძლია მე შეგიცვალოთ თავაკი და პლიუს ადგილზე შეგიმოწმოთ მისი მუშაობა (დამატებითი საფასურის გარეშე).




მასალა
ლითონის დეტალები დამზადებული ბრინჯაოსგან, რგოლები დამზადებულია თეთრი ფტოროპლასტისგან


შეცვლა
იმისათვის, რომ შეცვლა მოახდინოთ, საჭიროა ნასოსი დაშალოთ და ამოიღოთ მესამე საფეხურის ღერძი, იმედია ყველამ იცით უკვე ეს ღერძი იმიტომ, რომ ყველას დაგიშლიათ ნასოსი და მისი შიგნეულობა იცით. შეგახსენებთ მესამე საფეხურის ღერძი გამოიყურება აი ასე.



მოყვითალო დეტალი, რომელიც ბრინჯაოსგანაა დამზადებული ჩახრახნილია რკინის ღერძში, უბრალოდ გამოიტენეთ ბრტყელტუჩა (პლასკაგუფცები) ან რაიმე ამდაგვარი, რომ მჭიდროდ ჩახრახნილი თავაკი მოხსნათ ღერძს. ჩაახრახნეთ ახალი დაშლადი თავაკი რკინის ღერძში , სასურველია თავიდან რკინის ღერძზე დაახვიოთ ტეფლონის ფირი (სანტექნიკაში რომ იყენებენ მილების გადაბმისთვის აი ის თეთრი ფირი) და შემდეგ მჭიდროდ, ბოლომდე ასე ვთქვათ ჩასიკვდილებამდე მოუჭირეთ ახალი თავაკი რკინის ღერძე.

ასევე გაითვალისწინეთ, მე რასაც გაძლევთ კომპლექტში არის დაშლადი ანუ წინა ცხვირი ამ შედგენილ დეტალს რეზბაზე აქვს და სძვრება, იმისათვის რომ თავიდან იოლი იყოს დაშლა აწყობა ეს დეტალი ხელით არის გადაჭერილი. თუ ასე დატოვებს მუშაობისას შეიძლება ნასოსში თავი გასძვრეს, სასურველია ესეც გადაუჭუროთ იგივე ბრტყელტუჩათი, ოღონდ ზედმეტი ფანატიზმის გარეშე, ღერძი წვრილია, რეზბაც და შედეგად თუ ძალიან მოუჭერთ შეგიძლიათ გააფუჭოთ დეტალი. რეზბა ისეა გაკეთებული რომ ცოტაოდენ ზედმეტი მოჭერის დროს ეს ორი დეტალი ერთმანეთში მკვრივად ჯდება და აღარ დაცილდება ერთმანეთს სანამ ისევ ბრტყელტუჩას არ გამოიყენებთ.

ბოლოს იწყება მესამე საფეხურის ღერძის ჩასმა მილში. პირველ ჯერზე ეს რთული იქნება, რადგან ფტოროპლასტის რგოლი სპეციალურად ცოტათი დიდია გამოთლილი და მილში თავისუფლად არ შედის, სპეციალურად ფტოროლპასტს ერთ მხარეს პატარა კონუსური წათლა აქვს გაკეთებული რომ ცოტაოდენ შეგიმსუბუქოთ მილში რგოლის ჩასმის პროცესი. თუ უკუღმა შეეცდებით რგოლის ჩასმას, არის დიდი შანსი იმისა, რომ რგოლს რაღაც ნაწილს წააკვნიტავთ, დააკვირდით ქვემოთ მოყვანილ ნახაზს თუ საით უნდა ჰქონდეს, კონუსური წაკვეთა მიმართული ფტოროპლასტის რგოლს.



როგორც უკვე დავწერე თავიდან პირველი ჩაჯენა რთული იქნება, შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ რაიმე დამატებითი ინსტრუმენტი (პატარა ჩაქუჩი, იგივე პრტყელტუჩა), სუსტი წაკაკუნებით უზრუნველყავით რგოლის ჩაჯენა მილში, როგორც კი რგოლი მილში შეძვრება შემდეგ უკვე დარტყმა აღარაა საჭირო, უკანა მხრიდან უბრალოდ გაწიეთ მესამე საფეხურის ღერძი და რგოლი დაიწყებს თავის სამუშაო ადგილზე სრიალს.

ასევე შესაძლებელია მესამე საფეხურის მილზე პატარა ფასკის ამოღება, რომ ფტოროპლასტის რგოლი იოლად ჩავიდეს მილში, მაგრამ სახლის პირობებში ზოგიერთისთვის ეს პროცედურა რთული იქნება, ასე რომ ძეგიძლიათ შედარებით ვარვარული მეთოდიც გამოიყენოთ, ვერაფერს გააფუჭებთ smile.gif.

გადავიდეთ უკუკლაპნის რეზინის შეცვლაზეც, შეგახსენებთ უკუკლაპნის თავაკი როგორ გამოიყურება:



ამ თავაკიდან ამოაგდეთ რეზინის რგოლი და მოამზადეთ ფტოროპლასტის რგოლი. გაითვალისწინეთ კომპლექტში სულ 3 ფტოროპლასტის რგოლია, აქედან ერთი უკვე წამოწმულია მესამე საფეხურის თავაკზე, ორი კი კომპლექტშია, არ აგერიოთ ისინი. ერთი არის მესამე საფეხურისთვის (სატადარიგო), მეორე კი უკუკლაპნისთვის. დააკვირდით უკუკლაპნის რგოლს, ცოტათი მეტი ზომის ხვრელი აქვს, პრობლემა არ იქნება თუ უკუკლაპანზე მესამე საფეხურის რგოლს ჩამოაცმევთ, მაგრამ აი უკუკლაპნის რგოლი მესამე საფეხურზე არ იმუშავებს. ასე რომ ყურადღებით.



არის კიდევ ერთი საყურადღებო პატარა მომენტი, უკუკლაპნის რგოლსაც აქვს პატარა ფასკა, კონუსური წანათალი, სასურველია ეს წანაკვეთი განათავსოთ შემდეგნაირად:



მოკლედ ვიღებთ შედარებით დიდი ხვრელის მქონე ფტოროპლასტის რგოლს და ვიწყებთ მის ჩამოცმას ბრინჯაოს კონუსურ დეტალზე. პრობლემა აქ გექნებათ თვითონ ჩამოსმის პროცესი. ფტოროპლასტი რეზინასავით იოლად არ დეფორმირდება, ასე რომ მისი ჩამოცმა ხელით არ გამოგივათ (დამიჯერეთ უკვე ვცადე და ლამის ფრჩხილები მივიმტვრიე). აქ შემოგთავაზებთ უკრაინლების მიერ მოფიქრებულ გამოსავალს. აიღეთ M5 ან M6 გაიკა (მე პირადად მირჩევნია M6-ის გამოყენება, უფრო თავისუფლად შეგიძლიათ იმოქმედოთ), აიღეთ პტოროპლასტის რგოლი, ჩამოაცვით გოლი ბრინჯაოს კონუსს, შემდეგ ზემოდან დაადეთ ნახსენები M6 გაიკა და ეს მთლიანი ბუტერბროდი ჩადეთ გირაგში (ტისკებში), მოუჭირეთ ნელნელა. გაიკა მიაწვება ფტოროპლასტის რგოლს გადაასრიალებს კონუსზე და ჩასვავს თავის ადგილზე.







ბუდეში, ანუ თავის ადგილზე, ამ კლაპნის პირველი ჩასმა შეიძლება გაჭირდეს (გაიკამ ჩამოცმისას შეიძლება ცოტაოდენ გააფართოვოს რგოლის გარე დიამეტრი.... გამოსწორება მარტივია - ან რაიმე მყარზე - მაგალითად ორ ფიცარს შორის გორაობით და დასრესით დაავიწროვეთ რგოლის დიამეტრი რომ ჩაეტიოს უკუკლაპანი თავის ბუდეში, ან საკანცელარიო დანის მეშვეობით სუუულ ცოტათოდენ გვერდები ჩამოათალეთ რომ უკუკლაპანი ბუდეში თავისუფლად ჩავიდეს), მაგრამ მერე უკვე უპრობლემოდ იმუშავებს ყველაფერი.

მორჩა ეს პროცედურაც დამთავრებულია, უკუკლაპნის რეზინა, ან ფტოროპლასტის გამოცვლა აწი ცხოვრებაში აღარ დაგჭირდებათ, მესამე საფეხური თუ კიდევ რაღაც მიზეზით შეიძლება გაფუჭდეს და გამოსაცვლელი იყოს, უკუკლაპანი რეალურად მუდმივად მუშა დარჩება.

როგორც ზემოთ ვახსენე, თუ ამ ყველაფრის გაკეთება არ გსურთ, ან გეზარებთ დამატებითი საფასურის გარეშე მე გაგიკეთებთ ამ მომსახურებას (გაითვალისწინეთ საპოხი მასალა და სხვა რეზინების დაცვლა, ჟანგის მოცილება და წყლის ამოწმენდა აქ არ მიგულისხმია, მხოლოდ თავაკის დაყენება, მოჭერა და ნასოსი აწყობა შემოწმება).


ფასი
ახლა ყველაზე უსიამოვნო - ანუ ფასი. ფასი 3 კატეგორიად დავყავი:

1) უცხო პირებსთვის - 30 ლარი (ვინმე უცხო, ან 1-2 პოსტიანი ფორუმელი, რომელიც მხოლოდ ამ კომპლექტის შესაძლენად დარეგისტრირდა)
2) ფორუმელებისთვის - 25 ლარი (ფორუმელი რომელსაც 100 პოსტზე მეტი აქვს დაწერილი)
3) კლუბის წევრებისთვის - 20 ლარი (კლუბის მოწმედი წევრი, მოქმედი მოწმობით. როდიდან იქნება კლუბი.... ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე პრეზიდენტთან smile.gif )

იმედია კლუბი ოდესღაც მაინც ჩამოყალიბდება, პრეზიდენტი გვპირდება ამ თვის ბოლომდე უსიკვდილოდ იქნებაო smile.gif

P.S. რა თქმა უნდა ფასი დაბალი არაა, დიდი რთული კონსტრუქცია აქ არ გამოიყენება, შეგიძლიათ თქვენ თვითონაც გააკეთოთ, ან ახლობელს გააკეთებინოთ და იაფიც კი გამოგივიდეთ, მაგრამ მე აი ასეთ უღმერთო ფასებს ვაცხადებ smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ja_ja
პოსტი Oct 29 2018, 01:50 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ნუ რუსებს რომ დაუჯერო კი...

რეალში არ ჯობია, იმიტომ რომ რეზინა წნევის ზემოქმედებით დეფორმირდება და კედლებზე კარგად ეკვრება, შედეგად ჰაერს მთლიანად მიათრევს შემდეგ სარქველში ან რეზერვუარში...

პტოროპლასტი კი არის პლასტიკატის ვარიანტი, ნუ უფრო ცნობილია სახელი ტეფლონი, ერი და იგივეა ფტოროპლასტი და ტეფლონი, პორსტა ტექლონის სახელი du-pont-მა დაარეგისტრირა და კრუტოი სახელის პონტში გაარეკლამა smile.gif მოკლედ რაც არ უნდა იყოს პტოროპლასტი პლასტიკატია და არ განიცდის ისეთ დეფორმაციას, როგორც რესინას, შედეგად კედელსა და ფტოროპლასტს შორის ყოველთვის არის ადგილი და ნაწილი ჰაერი იპარება მანდ. შედეგად დანაკარგი და ზედმეტი ბუქნაობა რაოდენობაში smile.gif

ასე რომ სანამ ქაჩავს რეზინა, ჯობია რეზინა იყოს, გადაყვანა კი ყოველთვის შეიძლება. აი რუსებს თუ უყურებ, მანდ ფრთხილად იყავი, მანდ ბაზარი დიდია და ხშირად მომხმარებლის გაბითურების მიდგომა მუშოაბს, ანუ:

- ერთი კაც ჩნდება და რაღაც ვაი დედა უშველებელ პრობლემას აღწერს რომ აი დედა რა კაი იქნებოდა ეს რეზინები რომ არ იყოს
- მიდის უსაშველო საუბარი, მტკიცება რომ შეუძლებელია, ყველა მორალურად განადგურებულია, ეძებენ ამ რეზინებს, ვაი ვუი....
- უცებ ჩნდება ვიღაც ვთისნიერი და იწყებს მტკიცებას რომ გამოიგონა ახალი იდეალური გამოსავალი, აი სუპერ ტექნოლოგიაა
- მერე ვითომ სასტავი იჩიტება რომ არა ეგ გოიმობაა არ იმუშავებს
- ჩნდება კიდევ ერთი ორი რომ აი იყიდეს გასინჯეს და რას არ მუშოაბს, არ მუშოაბს კი არა ცხოვრებაში ეგეთი არაფერი უნახავთ, აქამდე სად იყვნენ, რატომ აქამდე არ მიმართეს იდეის ავტორს
- და ვსიო იდეის ავტორთან რიგი დგას და აი მე 20-ცალი მინდა და მე-300 ცალი მინდა....

ამასობაში შეიძლება ერთი ჯგუფი ჩალიჩობდეს ვინთომდა პრობლემის წარმოქმნას, მერე ვითომ და ვაი რა გვეშველება და ბოლოს სამყაროს მხსნელი მესია იჩიტება და ყველა რიგში დგას და აღმერთებს smile.gif

მოკლედ რუსეთში ბევრია ეგეთი, დაჟე ამერიკელებში აღმოვაჩIნე ეგეთი რარაც სისულეები, მაგალიტად TalonTune-ზე, ასე რომ ხშირად საღი გონება ჩერთე და პირაპიდ ტრენს და პაპსას ნუ აყვები ხოლმე
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ja_ja   ფტოროპლასტზე ნასოსის გადასაყვანი კომპლექტი   Sep 13 2011, 01:02 PM
- - koknar   რამე მუნუსი თუ აქ, თ...   Sep 13 2011, 01:17 PM
- - gregory   #1 Gregory   Sep 13 2011, 01:26 PM
- - doctor   მომიწევს სადმე ფლუ...   Sep 13 2011, 01:44 PM
- - ja_ja   koknar ციტატა(koka @ 13th Septem...   Sep 13 2011, 02:02 PM
- - nihontoman   ja_ja ციტატა1) უცხო პირ...   Sep 13 2011, 02:06 PM
- - ja_ja   nihontoman ციტატა(nihontoman @ 1...   Sep 13 2011, 02:33 PM
- - koknar   როგორ არ მოვა, მე მო...   Sep 13 2011, 02:41 PM
- - geojorjika   მდაჰ , საჭირო ნივთი...   Sep 13 2011, 10:06 PM
- - kaka8079   ვააა საღოლ ბიჭებო ...   Sep 13 2011, 10:16 PM
- - bazuka   ჩამწერეთ სიაში, პი...   Sep 17 2011, 03:04 PM
- - r-O-m-A   ეს ყველაფერი ჰასან...   Oct 9 2011, 09:34 AM
- - kaka8079   r-O-m-A არამგონია რომ წ...   Oct 9 2011, 09:35 AM
- - r-O-m-A   kaka8079 კაი ჯიგრი მივწ...   Oct 9 2011, 09:38 AM
- - kaka8079   r-O-m-A ხოო იმედია დაწე...   Oct 9 2011, 09:41 AM
- - ja_ja   r-O-m-A პასუხი უკვე შენ...   Oct 9 2011, 09:09 PM
- - ja_ja   განვაახლე პირველი ...   Jul 8 2012, 02:09 PM
- - davita76   ja_ja ჯაჯა ეს თემა ძალ...   May 28 2015, 11:51 PM
- - ja_ja   გადაყვანა შეიძლებ...   May 29 2015, 08:46 AM
- - davita76   ja_ja ციტატა(ja_ja @ 29th May 20...   May 29 2015, 09:45 AM
- - ikaaa   ციტატა(davita76 @ 29th May 2015 ...   May 29 2015, 11:57 AM
- - ja_ja   სადღაც ეგრე 10-15. ნუ პ...   May 29 2015, 11:59 AM
- - koknar   10-15 ჩაბერვით რომელი ...   May 29 2015, 12:03 PM
- - davita76   koknar ციტატა(koka @ 29th May 20...   May 29 2015, 12:07 PM
- - ja_ja   არა მე ვამბობ 10-15 ჩა...   May 29 2015, 12:26 PM
- - userman   იმის გამო , რომ მესა...   Aug 19 2017, 09:32 AM
- - ja_ja   50%-ით მეტი თუ გინდა უ...   Aug 19 2017, 02:51 PM
- - Rolx   მესამე საფეხურის ს...   Aug 8 2018, 09:18 PM
- - ja_ja   თუ შენს ნასოსს იმე...   Aug 9 2018, 10:32 AM
- - artemisp15   გაუმარჯოს! ეგ პტო...   Oct 26 2018, 08:58 PM
- - ja_ja   ნუ რუსებს რომ დაუჯ...   Oct 29 2018, 01:50 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 10:29 PM
Hosted by Pro-Service